Professional Documents
Culture Documents
ჩინეთის ცენტრალური ბანკი
ჩინეთის ცენტრალური ბანკი
ჩინეთის ცენტრალური ბანკი
საბანკო სისტემის განვითარება ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაიწყო. ამასთან, რაც უფრო
ვითარდებოდა ფინანსური ბაზარი და საბაზრო ურიერთობები, იქმნებოდა აუცილებლობა
შექმნილიყო რაიმე მარეგულირებელი სახელმწიფო და ზედამხედველი ორგანო, ანუ
ცენტრალური ბანკი, რომლის როლიც დღესდღეობით საკმაოდ დიდია და მოიცავს მთელ
რიგ ფუნქციებს, როგორებიცაა მაგალითად, მთავრობის ბანკირი და ფინანსური აგენტი,
საბანკო სისტემის საქმიანობის მარეგულირებელი, საგადამხდელო-საანგარიშსწორებო
სისტემის ორგანიზატორი და ა.შ. ჩვენი დღევანდელი საპრეზენტაციო თემაც სწორედ
ცენტრალურ ბანკს, კერძოდ კი ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შეეხება.
ჩინეთის ცენტრალური ბანკი ანუ იგივე ჩინეთის სახალხო ბანკი (People’s Bank of China) დიდ
როლს თამაშობს როგორც ჩინეთის საბანკო სისტემაზე, ასევე კონტროლს და
ზედამხედველობას უწევს ქვეყნის შიდა ფინანსურ სექტორს. იგი პასუხისმგებელია ისეთი
საკითხების განხორციელებაზე, როგორებიცაა ქვეყნის მონეტარული პოლიტიკა და ამასთან
რეგულაციების განხორციელება ფინანსურ ინსტიტუტებზე ეგრედწოდებული სახალხო
ბანკისა და კომერციული ბანკის კანონით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2017 წლის
ივლისიდან, ჩინეთის ცენტრალურ ბანკს უდიდესი ფინანსური აქტივები უჭირავს, ვიდრე
მსოფლიოს სხვა ნებისმიერ ცენტრალურ ბანკს.
ბანკი დაარსდა 1948 წლის 1 დეკემბერს, Huabei Bank- ის, Beihai Bank- ის და Xibei Farmer
Bank- ის კონსოლიდაციის საფუძველზე. შტაბი თავდაპირველად მდებარეობდა
შიძიაჯუანიში, ჰებეიში, შემდეგ კი პეკინში გადავიდა 1949 წელს. 1950-დან 1978 წლამდე PBC
იყო ერთადერთი ბანკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და მას ევალებოდა როგორც
ცენტრალური საბანკო, ასევე კომერციული საბანკო ოპერაციები. ჩინეთში არსებული ყველა
სხვა ბანკი, როგორიცაა ჩინეთის ბანკი, ან იყო ორგანიზებული, როგორც PBC-ის
განყოფილება , ან იყო უდეპოზიტო სააგენტოები.
სტრუქტურა, მენეჯმენტი
5. ჩინეთის GDP 11.3%-ით გაიზარდა 2006 წლის მეორე კვარტალში. აღნიშნული ზრდა
ნაწილობრივ დაკავშირებული იყო ჭარბ ლიკვიდურობასთან, ჭარბი უცხოური
კაპიტალის შემოდინებასთან და ჩინეთის ცენტრალური ბანკის მანიპულაციებთან
ვალუტის მიმართებაში. აღნიშნულმა პროცესმა გარკვეული შედეგები გამოიღო,
როგორებიცაა: გაზრდილი ინვესტიციები, გაზრდილი ფულის მიწოდება, რაც აისახა
ინფლაციაში, გაზრდილი საპროცენტ განაკვეთი და სხვა.
ამჟამინდელი სიტუაცია
XXI საუკუნეში ჩინეთმა სულ უფრო დიდი პოზიცია დაიკავა გლობალურ ფინანსებში, თუმცა
სახელმწიფო ინარჩუნებს მკაცრ კონტროლს ჩინეთის უდიდეს ბანკებზე, რის გამოც
უცხოური ინვესტიციების წილი უმნიშვნელოა.კაპიტალის კონტროლისა და ფიქსირებული
პროცენტული განაკვეთების სახელმწიფო პოლიტიკამ ჩინეთის ბანკებს ვირტუალური
ჩინური კედელი შემოავლო.
2015 წლის ოქტომბრის შემდეგ PBOC– მ შეინარჩუნა benchmark deposit rate 1.5% –ზე.
სამომხმარებლო ინფლაციამ თებერვალში 5,2% შეადგინა.
Bibliography
(n.d.). Retrieved from https://www.investopedia.com/articles/economics/11/chinese-banking-
system.asp