რეზი მ. - მე-10 კლასი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

სახელი: რეზი

გვარი: მეშველიანი

კლასი: 07-04-2021

1. ჩამოთვალეთ ბაზილიკის ტიპები? (დაურთეთ მოკლე მიმოხილვა)


ბაზილიკა ეს არის უგუმბათო ფორმის წაგრძელებული ტიპის ნაგებობა. საქართველოში
არსებობს რამოდენიმე ტიპის ბაზილიკა: ერთ ნავიანი (იგივე დარბაზული) (მაგალითად
სხალთის ტაძარი), ორნავიანი (მაგალითად ქილდის ორნავიანი ეკლესია. შიდა სივრცე
გაყოფილია ორ ნავად (ორ ნაწილად) ბურჯების მეშვეობით), სამნავიანი (მაგალითად
ურბნისის სამნავიანი ბაზილიკა, სადაც ბურჯების მეშვეობით დაყოფილია სამ ნავად.
გვერდითა ნავები უფრო ვიწროა და დაბალია ვიდრე შუა ნავი.) და სამეკლესიანი
(მაგალითად დმანისის სამეკლესიანი ბაზილიკა
სამნავიანი ბაზილიკისგან სამეკლესიანი ბაზილიკა განსხვავდება იმით, რომ შიდა
სივრცე გამოყოფილია არა ბურჯების საშუალებით არამედ კედლების მეშვეობით.)

2. როგორი ტიპის ტაძარია ბაზილიკა?


ბაზილიკა ეს არის უგუმბათო ფორმის წაგრძელებული ტიპის ნაგებობა, რაც ანსხვავებს
გუმბათოვანი ნაგებობებისგან

3. რამდენი ბერძნული ორდერი არსებობს? (ჩამოთვალე)


არსებობს სამი ბერძნული ორდერი დორიული და იონიური ორდერი ხოლო
მოგვიანებით კორინთული ორდერი. დორიულ სტილს სოლიდარობა და სიმკაცრე
ახასიათებს სვეტის თავები (კაპიტელი) სადაა დეკორის გარეშეა წარმოდგენილი. იონიურ
სტილს სინაზე და სიმსუბუქე ახასიათებს სვეტის თავები ანუ კაპიტელი ვოლუტებით
არის გადაწყვეტილი. ხოლო კორინთული ორდერი სიმსიბუქით და უხვი დეკორაციული
ფორმებით გამოირჩევა. ორდერის სისტემა განსაზღვრავს, როგორ შეესაბამება
ერთმანეთს ნაგებობის შინაარსი, ფორმა , ზომა და დეკორი.

4. როგორ პროპორციას შეესაბამება პართენონის ტაძრის პროპორცია?


პართენონის ტაძარი ოქროს კვეთის პრინციპს შეესაბამება.

5. რა ერქვა ეგვიპტური სამარხის უძველეს ტიპს, რამდენი ნაწილისგან შედგებოდა და რა


იყო მასში განთავსებული?
ეგვიპტური სამარხის უძველესი ტიპს ერქვა მასტაბა (ტრაპეციის ფორმის სამარხი
ნაგებობა) და ის შედგებოდა ორი ნაწილისგან მიწისქვეშა ნაწილი სადაც სარკოფაგში
მუმუა ესვენა და მიწისზედა სათავსო სადაც გარდაცვლილის ქანდაკება იდგა და
კედლებზე გამოსახული იყო მისი განვლილი ცხოვრება.

6. რომელი მეცნიერების ფუძემდებლად ითვლება ჟან ფრანსუა შამპოლიონი?


ეგვიპტოლოგიის ფუძემდებლად ითვლება ჟან-ფრანსუა შამპოლიონი. მას ბავშობიდან
ქონდა მიდრეკილება ლინგვისტიკის მიმართ და ფლობდა რამოდენიმე ენას.
7. რომელ საუკუნეში გავითარდა გუმბათოვანი ნაგებობა საქართველოში?
გუმბათოვანი ტაძრები მე-6 საუკუნიდან იკავებს ადგილს ქართულ ხუროთოძღვრებაში.

8. ვინ ჩამოაყალიბა თავდაპირველად ხაზოვანი პერსპექტივა?


თავდაპირველად ხაზოვანი პერპექტივა ჩამოაყალიბა ფილიპო ბრუნელესკიმ, რომელიც
არქიტეკტორი გახლდათ

9. რომელი პირამიდაა აგებული ოქროს კვეთის პრინციპით?


ხეოფსისი პირამიდა პირველი არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც „ღვთაებრივი
პროპორციებით“ ანუ ოქროს კვეთის პრინციპით არის აგებული.

10. გამოიყენე ორწერტილიანი ხაზოვანი პერსპექტივის ცოდნა და დახატე კომპოზიცია.

You might also like