Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ესე

ხშირად გვსმენია ფრაზა _ "ცხოვრება ომია" და მაინც ვისთან გვაქვს ჩვენ ეს ბრძოლა
გადასატანი? კონკურენტებთან?ახლობლებთან? ცხოვრებასთან თუ საკუთარ თავთან?
ყოველივე ამაზე ფიქრმა და მსჯელობამ გამოიწვია შემდეგი მოსაზრების ჩამოყალიბება ,
რომ ადამიანი სხვებს კიარ უნდა ეჯიბრებოდეს, არამედ უნდა ისწრაფვოდეს გაიმარჯვოს
საკუთარ თავზე. მე ვეთანხმები მოცემულ დებულებას და ვთვლი, რომ ცხოვრებაში ყველას
და ყველაფერს დაამარცხებ თუ ეს უკვე გაკეთებული გაქვს საკუთარ თავთან.

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დრო ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ფასეული
რამეა, მისი ყიდვა შეუძლებელია და ჩემი აზრით ამ ძვირფასი რამის სხვებთან ჯიბრში
გაფლანგვა დიდი უაზრობაა და მისი გამოყენება ბევრ ეფექტურ საქმეში შეგვიძლია
თუნდაც საკუთარ თავთან ბრძოლაში. ყველაზე მეტად ადამიანი იღწვის წარმატებას
მიაღწიოს კარიერაში და ზოგიერთი ამას კონკურენტებთან შეჯიბრით ცდილობს, იმის
მაგივრად, რომ საკუთარ თავში დაძლიოს სიზარმაცე, მოტივაციის ნაკლებლობა , შური
სხვისი წარმატებისა. ჩემი აზრით სწორედ ეს ყოველივეა საწინდარი მიზნების მიღწევისა
და მწვერვალების დაპყრობის.

საკუთარ თავთან ბრძოლა მხოლოდ მიზნების მისაღწევად როდია საჭირო ის ხშირად


სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ჩვენში დავთრგუნოთ უარყოფითი "მე" და წინა
პლანზე დავაყენოთ გაუმჯობესებული ვარიანტი. ამის უზადო მაგალითები გვხვდება ჩვენ
ქართულ ლიტერატურაში. პირველ რიგში შეუძლებელია ამ თემაზე საუბრისას არ
გაგახსენდეს ალუდა ქეთელაური, რომელმაც უდიდესი მეტამორფოზა განიცადა და
საკუთარ თავთან ომი მოიგო. იმაზე, რომ ის დიდ ჭიდილში იყო თავის ქვეცნობიერთან
მიგვითითებს მისი სიზმარიც. ამ ყოველივემ გამოიწვია მისი ნამდვილი, კაცთმოყვარე
ბუნების გამოვლენა.

ხშირად სწრაფვამ გაიმარჯვო საკუთარ თავზე შესაძლოა სრულიად შეგცვალოს და


სხვებისგანაც გამოგარჩიოს. აღმოაჩინო რაღაც ახალი უნარები, მისწრაფებები , მიზნები ,
იმუშავო საკუთარ თავთან ამ ყველაფრის დამუშავებაზე ნამდვილად გამოიღებს შედეგს
და ბევრად უფრო მომგებიანიც იქნება ვიდრე შეეჯიბრო სხვებს. ჯემალ ქარჩხაძის
პერსონაჟი იგი, რომ სხვებს დაჰყოლოდა და ნადირობსა თუ სხვა რამეებში შეჯიბრებოდა ,
ვერ გახდებოდა ის ვინც გახდა და ვერასდროს იგემებდა განსხვავებულობის ,
პროგრესულობის გემოს. წელში გასწორებისა და სხვადასხვა განსხვავებული გრძნობების
გაჩენის შემდეგ მასაც ჰქონდა დაპირისპირება საკუთარ თავთან , რაც ბუნებრივიცაა და
აუცილებელიც.

მედალს ორი მხარე აქვს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც უარყოფენ ამ მოსაზრებას


და თლიან რომ საკუთარ თავთან ბრძოლა უაზრობაა და მთავარია სხვებს გაუმკლავდე ,
თუმცა მათ ვეტყოდი, რომ ამას ვერანაირად ვერ შეძლებ თუ შენს თავთან ბრძოლისას ე .წ
იმუნიტეტი არ გამოიმუშავე. ორგანიზმიც კი საკუთარ თავს ებრძვის , როდესაც ავადაა და
ამ ყველაფრის დამარცხებით აღწევს ჯანმრთელობასა და სიძლიერეს.

საბოლოოდ, მე ვრჩებ ჩემს აზრზე და ვთვლი, რომ ზოგჯერ სხვებთან შეჯიბრებას ჯობს
საკუთარ თავზე გაიმარჯვო. ეს ნამდვილად საოცარი გრძნობაა რჩევის სახით კი დე ლა
ბარკას სიტყვებს ვიტყოდი, რომ "უდიდესი გამარჯვება არის საკუთარ თავზე გამარჯვების
მოპოვება."

You might also like