Professional Documents
Culture Documents
(2) სხვის ტყავში
(2) სხვის ტყავში
სხვის ტყავში
თბილისი
პირველი შეგრძნება იყო ყრუ ტკივილი კისრის არეში და ყურების მოფხანის რაღაც
დაუოკებელი სურვილი. ხელის აწევა დააპირა, მაგრამ თითის გატოკებისთანავე ყრუ
ტკივილი გაუსაძლის ჩხვლეტაში გადაეზარდა და თვალები გადმოაკარკლინა. ის, რაც
გადმოკარკლული თვალებით დაინახა ფიზიკურ ტკივილზე უარესი აღმოჩნდა _
გაურკვეველი წარმოშობის ჩრდილებით აცახცახებული სრულიად უცხო ჭერი და
რომელიღაც ორგანული ნივთიერების სუნი. მაგალითად, ფორმალინის.
აჰანდე, თუ არ არსებობს!
_ გშურს?
_ იცი, რას გეტყვი, უშანგი, სპორტს, როგორც ასეთს მივესალმები. ექიმი კაცი ხარ,
შენზე კარგად ვინ იცის ჯანმრთელი ცხოვრების ფასი, მაგრამ რომა ამ ყველაფერს
ხაზგასმულად აკეთებს, რაც გამაღიზიანებელია. საერთოდ, გადამეტებულად ფაქიზი
დამოკიდებულება საკუთარი პერსონის მიმართ უკვე კლინიკაა.
_ ნარცისის კომპლექსი.
_ ჰა?
_ ციბოფობია.
_ რა?
_ მოწამვლის შიში.
_ ამატოფობია.
_ ეგ რაღა ჯანდაბაა?
_ მტვრის შიში.
_ ჰა, ჰა!
_ ჩვენში დარჩეს, უშანგი, მგონი ქალების შიშიც აქვს. გარეგნობას ვერ დაუწუნებ,
კაცისთვის ზედმეტად ლამაზიც კია, მაგრამ მაგის გვერდით ქალი არ მინახავს.
_ ერეტოფობია.
_ მაშინ იმპოტენტია.
_ თუ პედერასტი?
_ ცდები, ჯარჯი, აი, მანდ შეგეშალა. ჭკუას სწორედაც ვერ დავუკარგავ. ყველაფერი
მისხალ-მისხალ აქვს დათვლილი. უბრალოდ თავის მოსულელება უყვარს.
_ აწყობს და იმიტომ! შენ მთელი დღეს ვირივით მუშაობ, ფულის ძირითადი ნაკადი
კი მის ჯიბეში მიჩხრიალებს. თვლა ეხერხება, კი...
_ რომ იცოდე, როგორ მომბეზრდა ყოველდღე ფუთიანი ღიპებისა და ჩამოშლილი
ტრაკების ყურება...
_ არ შველის?
გაჩუმდნენ.
_ მოიცა, ჯერ სისტემიდან გამოვრთავ _ აწი თვითონაც კარგად მიირთმევს... ერთ პირ
საფენსაც მოვხსნი და მერე შენს განკარგულებაშია. ძალიანაც არ დაღალო, იცოდე... პირველი
დღეა მაინც... _ უშანგიდ წოდებულმა ფრთხილად გამოუცურა ნემსი და მტაცებლური
გამომეტყველებით ყბაში ხელი წაავლო. ჯერ მარჯვნივ მოატრიალა, მერე მარცხნივ. მერე
თავი დახარა და რატომღაც ნესტოებში შეუჭვრიტინა. _ ჯარჯი, თირკმელი მომაწოდე, შენ
გაზრდას!
_ არა უშავს, მოითმენე... კაცი არა ხარ?... ოპერაციამ კარგად ჩაიარა, გართულებების
გარეშე. რეაბილიტაციის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს... სისხლჩაქცევები
მინიმალურია... ნაკერები პრაქტიკულად შეხორცებული... საფეთქელზე გქაჩავს, არა?... რას
იზამ, ასეა ადამიანის ორგანიზმი მოწყობილი. ფეხში რომ ეკალი შეგერჭობა, სახე გემანჭება...
მალამოს წაგისმევ და ისე აღარ დაგქაჩავს. თუ ძალიამ შეგაწუხა, გამაყუჩებელს მოგცემ.
_ აბა, მუშტი მაჩვენე. მოიხედე აქეთ, დაყრუვდი? მუშტი მაჩვენე-თქო, ბიჭო! ჰო, ასე.
ძალიან კარგი... ახლა კი ხელი ასწიე, ნუ გეშინია, ასწიე, ასწიე... აი, ასე... გახსენი თითები.
მომუჭე. გახსენი. მომუჭე. ძალიან კარგი. თუმცა მასაჟი მაინც დაგვჭირდება.
_ არაფერი გახსოვს?
_ ნწუ.
_ რა მჭირს? _ გაიმეორა.
_ აუჩმ...
_ `აუჩმ~ არ უნდა მაგას! ბატონმა უშანგიმ პლასტიკური ოპერაცია გაგიკეთა. იცი, ვინ
არის უშანგი თოდუა? ისე ქაჩავ თვალებს, გატყობ, არ იცი. საკმაოდ ცნობილი პლასტიკური
ქირურგია. მე კი ჯარჯი მქვია. შეგიძლია ბატონი ჯარჯი დამიძახო, ასაკითაც შემფერის და
სტატუსიც შესაფერისი მაქვს. შენი სახელი თუ გახსოვს, ბიჭო?
_ ვახო.
_ საავადმყოფოში.
_ ციხის?
_ რას... ნიშნავს?
_ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ვახო გენაცვალე, ცოტა აზრზე მოხვალ და ყველაფერს
აგიხსნი.
ვახომ თავის წამოწევა სცადა, მაგრამ უხილავმა ძალამ კეფაში ხელი ჩაავლო და
ბალიშს მიალურსმა.
_ 10 აპრილი. მგონი.
_ წელი?
_ 2002.
_ 5.
_ შალიკაშვილი.
_ პირველად მესმის.
_ ტელევიზორს არ უყურებ?
_ აბა რა გაქვს?
_ ცარიელი მაცივარი.
___
_ ხომ არ დამეწვევი? _ თავი გამოიდო რომამ, თუმცა იმთავითვე იცოდა, რომ უშანგი
მწვანე ჩაიზე უარს ეტყოდა.
_ ... ეს ქალი ვერ არის სრულ ჭკუაზე, ახლა ცხვირის ოპერაცია აიტეხა.
წარმოგიდგენია? _ პაციენტების ამბებს ყვებოდა უშანგი.
_ არა. ხო...
_ სხვა უბედურება სჭირს _ ფული აქვს ბევრი და აღარ იცის, სად წაიღოს. თანაც მის
ქმარს ახალგაზრდა საყვარელი ჰყავს.
_ რა განერვიულებს?
_ მაშანტაჟებ?
_ ქინძი.
_ რა შუაშია, ქინძი?
_ საით გაგიწევია?
`თავისუფლად. ნაბიჯით, იააარ!~, ენის წვერზე მოადგა უშანგის, მაგრამ თავი შეიკავა
და მდივანი მოიკითხა. ადაც, თითქოს ბრძანებას ელოდაო, გააქტიურდა:
_ ჰო-ო?
_ ასიანი.
_ რაც უფრო მალე აწონ-დაწონი, მით უკეთესი. იმედია, მთელ კარტებს არ გაუხსნი,
ლამაზად შეფუთე, შენებურად...
_ ეს არ არის ყველაფერი.
_ რა ფსიქოლოგი... ვის?
_ ანუ, ჩვენ გარდა, მეოთხე კაცსაც რომ ეცოდინება ჩვენი საიდუმლო, პრობლემა არ
არის? მითხარი, მაინტერესებს შენი პასუხი!
_ ნუ აიქოჩრები ახლა...
რომამ ხმამაღლა ამოიოხრა, თუმცა გული სიამაყით აევსო. იმაზე, რომ გენიალური
მოქანდაკის სკულპტურას ჩამოჰგავს, დედაც მიანიშნებდა ხოლმე, მაგრამ დედის თვალით
დანახული ერთია, უცხო კაცი რომ იტყვის _ სხვა. გამოდის, დედას არ ეჩვენება. პრინციპი _
ყველა ყვავს თავისი ბახალა მოსწონს _ აქ არ მუშაობს. ვინ იცის, უშანგის ცოლმა ჩააწვეთა
კოლეგა რომა ქემოკლიძის სრულყოფილ დავითთან მსგავსების იდეა. რაც ორმაგად
სასიამოვნოა.
`თუ იმ თავით შენს ცოლთან მიმიშვებ, ჯანი გავარდეს, ერთი კვირა იყოს~, გულში
გაეპასუხა რომა და ქადაგად დაცემულ ქირურგს ყური მიუგდო.
_ მით უმეტეს, ჯერ ბაიბურში არაა. დღეს მოვიდა აზრზე, ხვალ კი სარკეში ჩაიხედავს
და ვის დაინახავს?
_ აკი უცოლოაო?
_ ოჰო!
_ შევთანხმდით?
_ დაარტყი ხელი!
___
ტასიკო ერქვა ქოსა თოჯინას, რომელიც ორი წლის წინ ქეთუნას მამამისმა აჩუქა
დაბადების დღეზე. მაშინაც ქოსა კი არ იყო ტასიკო, ოქროსფერად მბზინავი კულულები
ამშვენებდა, მაქმანებიანი ნეილონის კაბა, მუხლებთან გაბაფთული საცვალი, თეთრი ბაჩიები,
გიპიურის წინაფრიანი ქუდი, ზუსტად ისეთი, როგორც ნამდვილ ბავშვებს. ეს იყო ერთი
ნახვით შეყვარება. თანაც ორმხრივი. ქეთუნას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ტასიკოსაც სიგიჟემდე
უყვარდა.
თმის საფარი ტასიკომ აბაზანაში დაკარგა, როცა ქეთუნას აზრად მოუვიდა მასთან
ერთად ებანავა. დედამ დაუშალა, მაგრამ ქეთუნა დაიჟინა და ხელში თავმოტვლეპილი
თოჯინა შერჩა. წყლის ზედაპირზე კი ნება-ნება დაცურავდა წეპოვანი თმის ოქროსფერი
კუნძული.
მას შემდეგ დიდმა დრომ გაიარა, ტასიკოს შემცვლელები გამოუჩნდა, მაგრამ ვერც
ერთმა ვერ მოიგო ქეთუნას გული. მორიგ თოჯინას მალე მოისიყვარულებდა ხოლმე და ისევ
უთმო ტასიკოს გამოათრევდა, რომელსაც ამასობაში ტანსაცმელიც შემოაცვდა და ლეიკემიით
დაავადებულ ბავშვს დაემსგავსა.
ბატისტის პერანგი!
ნუთუ?!
_ დაჯექი, გენაცვალე.
5000 დოლარი!
ჰა... თუ მოესმა? საერთოდ, როცა ღელავდა, ცუდად ესმოდა. განა ყურს აკლდა,
უბრალოდ ცხადად ვერ აღიქვამდა მოსმენილს.
_ რომელი ძიძისთვის?
_ რომელიც თქვენს შვილს დასჭირდება დედიკოს შინ არყოფნის დროს.
_ ჰო. ერთ თვეში. პლიუს-მინუს ერთი კვირა. _ ბატონმა ჯარჯიმ პიჯაკის სახელო
გადაიწია და საათს დახედა. ჟესტების ენაზე ეს ნიშნავდა შემდეგს _ დროულად მოიფიქრე,
თორემ მსურველის პოვნა არ გაგვიჭირდებაო.
_ თანახმა ვარ. _ საკუთარი ხმა გაიგო მაგდამ. ანუ მისმა ქვეცნობიერმა დაასწრო
ცნობიერს. ეს უკვე ფროიდის ენაა.
მაშ ასე: 14 წლის ვახო დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. ახლა ქუჩაა მისი დედაც,
მამაც, მასწავლებელიც... ხატვა ეხერხება. ამთავრებს თოიძის პროფესიულ ტექნიკუმს,
აბარებს სამხატვრო აკადემიაში, საიდანაც მალევე გარიცხავენ. მიზეზი _ ლექციებზე
გამოუცხადებლობა და ჩავარდნილი გამოცდები. მერე სამწლიანი ჯარი... ისევ ქუჩა, ბირჟა,
მუშაობის დაწყების უშედეგო მცდელობები, ბანქო, ქეიფი, ლოთობა, მშრალ ხიდზე
გატანილი საგვარეულო ნივთები...
ვახო შალიკაშვილი რომ ჩაშვებული კაცია, ამას არ უნდა დიდი მარჩიელობა. აი,
ჯარჯი მუქატარიძეს რაში სჭირდება ასეთი? იქნებ მისი ახლობელია? უკანონო შვილი,
მაგალითად. მაშინ რა შუაშია პლასტიკური ოპერაცია? შვილს, თუნდაც უკანონოს, ასე არ
გაიმეტებ. ოპერაციასაც გააჩნია _ მისგან სხვა ადამიანი გამოძერწეს! ვახო დროებით ის `სხვა~
უნდა გამხდარიყო. იმის სახელით ეცხოვრა, იმის სახლში დაფუძვნებულიყო, იმის წრეში
შემძვრალიყო და რაღაც ინფორმაცია მოეპოვებინა, პროფესიონალი ჯაშუშივით. ჯარჯის
სურვილი და სახელმწიფოს დაინტერესება გასაგებია, მაგრამ რატომ დათანხმდა
ახალგაზრდა კაცი პლასტიკაზე? სახე ხომ პარიკი არ არის, როცა გინდა დაიხურო და როცა
გინდა მოიძრო?! სად გაგონილა ადამიანმა ნებაყოფლობით თქვას უარი ღვთით ბოძებულ
გარეგნობაზე?! ნუთუ არ ესმის, რომ ამიერიდან სხვის ტყავში მოუწევს ცხოვრება. ცხვარი
მგლის ტყავში. ან პირიქით.
_ დისიდენტი?
_ ჰო, ჰო!
_ რა დიაგნოზით შემოიყვანეს?
_ არის.
პარიზი
_ ალო, დიმიტრი.
_ ჰო, დედა.
_ ხომ არ დაგავიწყდა?
_ მაშინდელი თევზი ლუს ახირება იყო, ვერ წარმოედგინა, რომ თევზი არ გიყვარს.
თან ოთხშაბათს თევზის დღე გვაქვს.
_ ოჰო!
_ ორშაბათს და სამშაბათს?
_ ჩინური და იტალიური.
_ ხუმრობ, დედა?
_ არა, სერიოზულად. ყოველ საღამოს იმაზე კამათს, რომელი კერძი გვექნება ხვალ, მე
და ჩემმა ქმარმა გრაფიკი დავაწესეთ. ხომ იცი, ლუს ამბავი, ლუარსაბ თათქარიძის სულიერი
ძმაა.
_ და?
_ არა, არა...
_ იცოდე, არ მოვალ.
_ რატომ არ გსიამოვნებს?
_ 7 საათზე ვიქნები.
გვანცა გორდეზიანი _ ასე ერქვა ნიკოს ყოფილ საცოლეს. მესიჯს წინ უძღოდა
ქალიშვილის ჩეჩნების ტყვეობიდან გამოხსნის რომანტიკული ისტორია, რომელიც
დიმიტრის აზრით წარსულს ჩაბარდა. მაგრამ ეტყობა გვანცა არ ფიქრობდა ასე: წინააღმდეგ
შემთხვევაში არ ჩაშლიდა ქორწინებას, არც კოორდინატების შეტყობინებით შეიწუხებდა
თავს. ის იმედოვნებდა, რომ დიმიტრი თავისუფალია. ოფიციალურად ასეც იყო, მაგრამ
ტრაგიკულად დაღუპული ცოლის აჩრდილი დღემდე თან სდევდა დიმიტრის და
აიძულებდა უარი ეთქვა ნებისმიერ სერიოზულ ურთიერთობაზე. არასერიოზულად კი
გვანცასთან არ გამოვიდოდა. უბრალოდ არ იყო ის კანდიდატურა, ვისთანაც უბრალოდ თავს
შეიქცევდა და მერე მოისროდა, უსარგებლო ნივთივით.
გადარეკა.
_ შხაპს ვიღებდი.
_ უჰუ.
_ რას?
_ კრ... კრუაზანს.
_ აბა?
_ მადლობა.
_ დიახაც. თუკი დედამიწაზე სადმე არის სამოთხე, წესით, მონაკოში უნდა იყოს.
მონტე კარლოში გიშვებ.
_ ჰო, ელენი გააფრენს... _ ამოიოხრა ალენმა. _ მაგრამ სხვა გზა არა მაქვს. ელენმა არ
იცის რუსული.
_ ასეც ვიცოდი, რომ რაღაც იმალება შენი შემპარავი ღლაჭუნის მიღმა. რაშია საქმე.
_ დაახლოებით.
ალენი გაითიშა. დიმიტრიმ კი ჩქამზე თავი მიაბრუნა და კარში მდგარი მია დაინახა _
ჩინელი დამლაგებელი შავად მბზინავი თმითა და ყვითლად გადატკეცილი პირისკანით.
ეს იყო გამოწვევა, მაგრამ დიმიტრი არ იყო სექსის ხასიათზე. ჯერ ერთი ეჩქარებოდა.
მეორეც _ სექსი მომსახურე პერსონალთან საკუთარ თავში ამცირებდა. მია მეძავი არ იყო,
ფული ჩაეკუჭა და კარი გამოეხურა. ის კვირაში ერთხელ მოდიოდა სახლის დასალაგებლად
და რაღაც უფრო მეტს ელოდა ბინის პატრონისგან, ვიდრე ნაჩქარევი შეჯვარება
სამზარეულოს მაგიდაზე. ყოველ შემთხვევაში, დიმიტრის ასე ეჩვენებოდა. შეიძლება
ცდებოდა. პრინციპში, წაივარჯიშებდა კაცი, ბარემ შიშველია, დაბანილი...
_ ჩაი?
ჯანდაბას!
მია თუნგი განაპირა ქოთანს დაუმიზნა და ლამის ნახევარი ტანით ფანჯრის რაფაზე
გადაზნიქა. ფეხები ჰაერში დაეკიდა. პანორამა შეიცვალა _ ბარძაყებს მკვრივი დუნდულები
დაერთო და ისე გამომწვევად შეირხა, რომ წამში შთანთქა რუსეთის დუმა მთელი თავისი
საშინაო და საგარეო პოლიტიკით, ივანოვებით, არჩევნებით, დენით, გაზით, საწვავით,
შანტაჟით...
___
ფეხზე ადგომა ვერ მოასწრო, რომ მობილურმა დარეკა. ეკრანზე გრძელი ნომერი
დაიწერა. აშკარად სხვა ქალაქიდან რეკავდნენ.
_ მერე?
_ ჩემგან რა გინდათ?
_ კარგი, ჩავალ.
_ გასაგებია.
თბილისი
შინაგანმა მონოლოგმა ადას ისე აუჩუყა გული, რომ ცრემლი მოერია. ნაჩქარევად
შევარდა სააბაზანოში _ ხელს დაიბანს და ემოციებსაც დაიოკებს. პაციენტმა არ უნდა შეატყოს
ზიზღი და მიუღებლობა. ის პირველ რიგში ავადმყოფია, ადა კი ზრდასრული ქალი,
რომელსაც მეტი თავშეკავება მართებს.
_ ფურა... რა?
_ მალე მოგხსნიან.
_ არ ვიცი.
_ აბა, რა იცი?
_ არა.
როდის შემოვიდა უშანგი ექიმი, ვახოს არ გაუგია. თვალი რომ გაახილა, უკვე თავზე
ედგა და შემპარავად უღიმოდა:
_ ამ წუთას შემოვედი.
_ ჰო, დღეს რაღაც ვერ ვარ ხასიათზე, თავი მტკივა და გულიც მიჩმახებს. _ ჯარჯი
მოლბა და მძიმე ნაბიჯით წამოვიდა საწოლისკენ.
ჯარჯის მონაყოლიდან:
ვახო სარგადაყლაპულივით იჯდა. ის, რაც ახლა მოისმინა, არ ჯდებოდა მის გონებაში.
მას არ სურს სხვის ტყავში ცხოვრება! არა და არა!
_ ე, ვახო, რამ გაგაშტერა? შემოლაწუნება ხო არ გინდა, ბიჭო?
_ რატომ ავსტრალია?
_ ახლა?
_ ამ წუთას.
_ გეტყვი, მაგრამ ახლა არა. შენ თუ ფიქრობ დღესვე ჩაერთვები საქმეში, ძალიან
ცდები. წინ დიდი გამოცდა გელის. ან ჩააბარებ ამ გამოცდას, ან ვერ. ჩვენში რომ დარჩეს, შენს
ადგილზე სხვა ბედნიერი იქნებოდა... თუ იმის ილუზია გაქვს, რომ სხვა კანდიდატურის
მოძებნა გაგვიჭირდება, ისევ ცდები. იცი, რამდენია შენსავის მარტოხელა, უპერსპექტივო
კაცი?! ჩემი თქმა რად გინდა, მიიხედ-მოიხედე და მიხვდები. დღეს თუ არა, ხვალ ლოთობაში
ამოგძვრებოდა სული. მე კი შანსს გაძლევ, ცხოვრების თავიდან დაწყების შანსს! მოტვინე?
_ ჰო.
_ რა `ჰო?~
_ თანახმა ვარ.
_ მხატვარი.
_ კარგია რომ იცი, შენ ისეთ ოჯახში გაიზარდე, მთლად გაუნათლებელი არ იქნები,
მაგრამ მაინც ბევრი რამის სწავლა დაგჭირდება. შენი მოგვარე ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი არ
იცი და დიტერ ბოდენი გეცოდინება?! უნდა დაეწიო შენს ორეულს, მის სიმაღლეებს ვერ
მიაღწევ, მაგრამ რაღაცების დამახსოვრება მოგიწევს. ჰო, მთავარი დამავიწყდა.
_ ძაღლია?
_ ვინ `ჩვენ?~
_ არაა შენი საქმე. რაც უნდა იცოდე, იმას გეუბნები. არც მეტი, არც ნაკლები.
ხვალიდან შენთან ფსიქოლოგი ივლის.
___
_ ჰა, რას იტყვი? _ უშანგის ხმამ ვახო რეალობაში დააბრუნა. ლოყებზე სიგრილემ
დაჰკრა, დაჭიმულობა კი პრაქტიკულად მოეხსნა.
_ არა.
_ თუ რამეა, თქვი, არ მოგერიდოს. ჰო, დარჩა კბილები. საშინელ დღეში აქვს პირის
ღრუ _ ყოველი მეორე კბილი კარიესიანია. მგონი ცხოვრებაში არ ყოფილა სტომატოლოგთან.
ვახო, კბილის ექიმთან ნამყოფი ხარ?
_ ბავშვობაში.
_ ჰო.
_ რა `ჰო?~
_ თქვენ რომ წახვალთ, მერე.
მონაკო
ეს არ იყო ჰაი კლასის სასტუმრო, მაგრამ დიმიტრისაც არც ჰქონია დიდი პრეტენზია.
მონტე კარლოში საქმემ ჩამოიყვანა და არა აუზში ჭყუმპალაობის სურვილმა. სამაგიეროდ
ხედი ჰქონდა ისეთი, აივანზე გასვლისთანავე დიმიტრის სუნთქვა შეეკრა _ ჩამავალი მზის
ფონზე ოქროსფრად მოლივლივე ყურე ბავშვობაში წაკითხული წიგნის ალუზიას ქმნიდა. ეს
ისეთი სასიამოვნო იყო, ისეთი ამაღელვებელი, დიმიტრიმ კარგა ხანს იყურყუტა აივანზე,
ვიდრე არ აღმოაჩინა, რომ პარალელურ ქუჩაზე საახალწლო ნაძვის ხესავით
გაბრდღვიალებულ სასტუმროს ჰქვია `იმპერიალი~. იქ გვანცა ისვენებდა მილიონერ
ბიძასთან ერთად.
_ ხედავთ, სამკაციან მაგიდას რომ მუსიე უზის... სხვათა შორის, დიდი ხანია ზის და
მარტინის წრუპავს. _ ოფიციანტმა უკმაყოფილოდ შეჭმუხნა ცხვირი, _ ვთხოვდი, მაგრამ
რუსია, ხომ იცით მაგათი ამბავი...
მშობლიური ენის გაგონება წითურს ისე გაუხარდა, რომ ბოლომდე არც მოუსმინა
დიმიტრის თხოვნას _ სკამი გამოუწია და სუფრაზე მიიპატიჟა.
_ როგორ გეკადრებათ...
_ მივლინებით.
_ მე საქართველოში არ ვმუშაობ.
_ მართლა?
_ საფრანგეთში ვცხოვრობ.
_ ნუთუ ცოლია?
_ რომელია?
_ სტილს.
_ არ გავხართ ქართველს.
_ აბა?
_ როკ-მუსიკოსს ჰგავხართ.
_ ეგეც მართალია. იმის თქმა მინდოდა, რომ საზღვარგარეთ ცხოვრება დაღს ასმევს
ადამიანის იერსახეს.
_ შეიძლება. ბორის, მითხარით, რას აკეთებს ჩემი ცოლი?
_ ვიცი.
_ არა, რა სკანდალი! ისედაც ცხადია, რომ ვიღაც ჰყავს. უბრალოდ... უბრალოდ ახლა
დავრწმუნდი.
_ ო, რას ბრძანებთ, ბოზის გამო ციხეში წასვლა ვის გაუგია?! აღარ დალიოთ მეტი,
თორემ აგრესია მოგეძალებათ და ხომ იცით, წამების ამბავია...
_ იპრანჭება.
_ ვის ეპრანჭება?
_ რა სისულელეა!
_ ვერ მიცანით? _ ხმა დაიბოხა ბანოვანმა, უფრო სწორედ თავისი ხმის ალაპარაკდა. _
ეს მე ვარ, დიმიტრი.
_ ?!
_ არ შეიმჩნიოთ.
_ არა, არა, აქ სხვა ამბავია... ის ჯერჯერობით ჩემი კანონიერი ცოლია, ქონების ნაწილი
კი მასზეა გაფორმებული. მიხვდით, საით მიმყავს?
_ აჰა, გასაგებია.
_ ძვირფასო ბორის, თავისმართლებას არ ვაპირებ, მაგრამ რომ ბრძანეთ _ არაფერი
გამიკვირდებაო ცხოვრებაში, _ პირდაპირ მაკვირვებთ. განა მამათმავლები ასე
გამოიყურებიან?
_ აბა?
_ ფილმებში მინახავს.
_ ორი იყოს!
_ ჯანი გავარდეს, ვცდი, მაგრამ ჯერ უნდა მივაფსა, თორემ ვეღარ ვითმენ.
_ მოკლედ. შავთმიან ქალს მედეა ჰქვია. ასაკოვანს _ ილია, რომელიც შენმა ცოლმა
ბიძად გაასაღა! აზრზზე ხარ, ბიძად! უნდა გაეყარო, შანსი არაა. ტყუილი, მაგრამ ასეთი?...
_ ხოტორა ვაჟი ამ ქალის შვილია. რაღაც სახელი ჰქვია, ორი `ზ~ არის შიგნით. ზზზ...
_ ზაზა?
_ ვერა.
მზის გაჩახჩახებულ ოთახში ორი მამაკაცი დახვდათ. ერთი დაბალი და უშნო, მეორე _
მაღალი და წარმოსადეგი. ეს უკანასკნელი ფსიქოლოგის დანახვაზე რატომღაც დაიბნა _
ადგა, დაჯდა, ისევ ადგა...
მაგდას ყურში მოხვდა მისი ნაზი ხმა, თვალში _ მოუსვენარი ჟესტები და გაფანტული
გამომეტყველება. ქუჩის ძაღლებში გარეულ ჯიშიან ძაღლს ჰგავდა, რომელსაც ეშინია, რომ
ამოიცნობენ და ხროვიდან გააძევებენ.
_ მადლობა, _ იუარა.
_ ალბათ იცის, რომ მწვანე ჩაიზე პატიჟებ. _ გაიხუმრა უშანგიმ და ჯარჯის თვალი
ჩაუკრა.
_ არა, რატომ... შავიც გვაქვს, ბაიხის. ყავაც. _ თავი იმართლა რომამ, თან მაგდას არ
აშორებდა თვალს, თითქოს მისგან ელოდა მხარდაჭერას.
_ ვიდეომაგნიტოფონი გვჭირდება.
_ რისთვის?
რომას კიდევ სურდა ლაპარაკის გაგრძელება, მაგრამ საბაბი ვერ იპოვა და სევდიანი
მზერით გააცილა სამეული.
___
_ რომას იდეა იყო, რომასი. _ დაღლილი ხმით გაეპასუხა უშანგი. _ არავინ უკარგავს
შენს უფროსს აპარატურაზე ზრუნვას.
ადამ მოკეტა. პრემია კარგია. ახალ შენაძენს გააკეთებს. ამას წინათ ისეთი ქვაბები ნახა,
თვალი დარჩა ზედ. არა, ქვაბები მოიცდის. აი, გარდერობის განახლება არ აწყენს. ვითომ მას
არ მოუხდება კიტელი?... ნეტავ, სად იყიდა ფსიქოლოგმა?... თუ შეაკერინა? მსგავსი
ფაქტურის ქსოვილი სახლში უნდა ეგდოს, მეტალის ღილებს კი ბაზრობაზე იყიდის. უფრო
იაფი დაუჯდება. მაინც საიდან გამოძვრა ეს ჩექმებიანი კატა, რომას არ დაადგას თვალი...
_ ჰა?
_ კაროჩე, რა გინდა?
_ დავაი.
მაგდამ საყვედურით შეხედა. იყო მის პრაქტიკაში ამ ტიპის პაციენტები. მაგრამ ვახო
განსაკუთრებული შემთხვევაა, მას პლასტიკური ოპერაცია გაუკეთდა, რაც თავისთავად
გულისხმობს ფსიქოლოგიურ ტრამვას. მოთმინება მართებს.
ვახო ჩაფიქრდა. უნდა ახლა სხვა ფსიქოლოგი? კაცმა რომ თქვას, ნორმალური გოგოა.
უბრალოდ, ძალიან ახალგაზრდაა.
_ 31-ის.
_ კაი, მკითხე...
_ სიზმრებს ხედავ?
_ სიზმრებს რა კავშირი...
_ შავ-თეთრს თუ ფერადს?
_ წიგნებთან მეგობრობ?
_ არა.
_ `სამი მუშკეტერი~.
_ რა `სამი მუშკეტერი~?
_ წაკითხული გაქვს?
_ არ მოგეწონა?
_ ეგ ხო საბავშვო წიგნია.
_ ვითომ?
_ კი. ამასწინათ, ჩემს შვილს ვუკითხავდი ძილის წინ, დიდი სიამოვნებით მისმენდა,
მერე დაეძინა, მე კი კითხვაში დამათენდა. მაგრად გავერთე.
_ მყავს.
_ რამხელა?
_ 5 წლის.
_ ბიჭი?
...
_ იუმორი გაწუხებთ?
_ მე არაფერი მაწუხებს, აი, შენ კი, ჩემო კარგო, ვატყობ კომპლექსები გაწუხებს.
ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებ და სრულიად უსაფუძვლოდ ირქინები. _ ჯარჯიმ თავით
შესაფერისი მოძრაობა გააკეთა და შტეფსელტან ჩაიმუხლა. _ ასე არაა, ქალბატონო
ფსიქოლოგო?
_ ჰოო... ვახო, იცი ვინ არის მარკუს ავრელიუსი? _ ჯარჯიმ გამომცდელად შეხედა
ვახოს.
_ რეპეტიცია?
_ რა?
მაგდამ მიაყურადა.
_ ე, რატომ დაასტოპე?
_ `ბაზრობს~, არა?
_ აბა, მასლაათობს?
_ ჟუტკი.
___
სასწრაფოდ გადარეკა.
ის იყო, ქურთუკი ჩამოხსნა, რომ კარი გაიღო და ჰოი, საოცრებავ! ის შემოვიდა _ მისი
დულსინეა!
`მთელ ცხოვრებას!~ გულში შესძახა რომამ, მაგრამ იმდენი შეგნება ეყო, რომ ხმამაღლა
არ ეყვირა.
_ ვარ, კი. ისე ზედმიწევნით არა, როგორც უშანგი, მაგრამ დაახლოებით. და რად უნდა
ტელევიზორი?
_ რაზე?
_ ტელევიზორზე.
_ მხოლოდ შვილი.
_ ქმარი, არა?
და აქ, რომამ გააკეთა ის, რაც არასოდეს გაუკეთებია. საკუთარ თავზე აიღო
ინიციატივა.
___
_ არც თქვენ გაქვთ დალაგებული სახე, ბატონო უშანგი. _ ირონიულად აღნიშნა ადამ.
_ როგორ მელაპარაკები?
_ როგორც იმსახურებთ.
_ ადა!
_ მგონი გავიშიფრეთ.
...
_ რატომ?
_ აბა, მაგდა?
_ ფსიქოლოგი. _ ნაჩქარევად უპასუხა რომამ და სანიტრებს წინ გაუძღვა. არც ადას
ახალი მანტო შეუმჩნევია, მით უმეტეს, არც ბლუზონი.
_ მეც საქმე მაქვს, ადა, ვერ ხედავ?! _ ცოტა არ იყოს, გაღიზიანებულმა უპასუხა რომამ.
ადა ყველაფერს მიხვდა. მისი სათაყვანო ობიექტის სასიყვარული ვექტორი სულ სხვა
ქალისკენ იყო მიმართული.
მაგრამ შეფმა ვერ გაიგო მისი ნათქვამი. ან გაიგო და პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა.
ადამ ნირწამდარი დაეშვა სკამზე. ისეთი ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს სილა გააწნეს,
ბოდიშის მოხდა კი რატომღაც დაავიწყდათ.
_ ბატონო რომა...
_ მაგდა, მიშველეთ!
_ რა მოხდა?...
_ მაგდა...
_ შემოდით, შემოდით...
_ ადა მოკლეს.
_ თქვენი მდივანი?
_ შემდეგი მე ვარ.
_ რას ბრძანებთ?
_ ნუ აჭარბებთ, რომა.
_ რესტორანში.
_ მაგან დამღუპა, მაგ სათვალიანმა შიმპანზემ! თორემ იმ გებეშნიკ ჯარჯის ასი წელი
არ ვიცნობდი, მათი პროტეჟე _ ვახოა თუ ვინც არის, ხომ საერთოდ თვალით არ მინახავს!
_ დაგკითხეს?
_ ალბათ.
_ არა, არა! _ რომამ ისე აიქნია ხელები, ლამის ჭიქიანა გადმოყირავდა. _ ვერ დავრეკავ.
გაგიჟდება, ქვეყანას შემიყრის! თქვენ არ იცნობთ დედაჩემს... დამიწყებს გამოკითხვას _ სად
ვარ, ვისთან, რატომ... ასეა მიჩვეული. იმდენს მიჩიჩინებს, უსათუოდ გამომტეხავს. არა, არ
დავრეკავ. არავითარ შემთხვევაში!
_ არ გეშინიათ?
_ ვისი, თქვენი?
_ დედაჩემის.
_ ველაპარაკე.
_ მერე?
_ მართლა?
_ ჰო, მართლა.
_ დამცინით, არა?
_ ეს უკვე თეატრის სფეროა! ადექით, რომა, ადექით... გვიანაა უკვე, მეც ადრე ვარ
ასადგომი. _ მაგდამ ფეხები გაინთავისუფლა და უკან დაიხია. _ აქ დაგიგებთ, ტახტზე... თუ
გინდათ, დასამშვიდებელს მოგცემთ, რაიმე მსუბუქს...
_?
___
_ გლიჯავს!
_ ჰო, კაი, კაი... პროსტა მაგრა გამისწორდა, რა... პარდონ! უბრალოდ ძალიან
გამიხარდა. ნუ გეშინიათ, არ ჩავიჭრები, სხვებთან უფრო ფრთხილად ვილაპარაკებ, თქვენ
მაინც შინაურები ხართ. _ ვახომ შალითა გახსნა და აღფრთოვანებული მიაჩერდა გაწკეპილ
კოსტიუმს, რომლის ქვეშ აკურატულად ეკიდა ბაცი იისფერი პერანგი.
_ რა მაგარია!
_ პონტშიო. _ ვახომ მაგდას თვალი ჩაუკრა. _ ეგეც მე ვარ? ყველა თბილისელი ასე
ბაზრ... ლაპარაკობს.
_ არ გეჩვენება.
_ რა მოხდა?
_ ადა დაიღუპა.
_ აუ, რას ამბობ?! მეც არ ვიფიქრე, რატომ არ ჩანს ეს დღეები... რატომ არაფერი
მოთხარი?
_ არ გაგიფუჭე ხასიათი.
_ მანქანა დაეჯახა.
_ მიყრუებული?... იქნებ...
___
_ ჰმ!
_ ისე არ გამოვა?
_ რატომ არჩევნებამდე?
_ ახლა კლანური სახელმწიფო ვართ. მერე შეიძლება ერთი გუნდის ხელში აღმოჩნდეს
ყველაფერი.
_ არ გინდა ეს იწილო-ბიწილო ბაზარი, უშანგი. ექიმი კაცი ხარ და მიხედე შენს საქმეს.
ეს ბიჭი კი ჩვენამდე შეიძლება ილია მეგრელიშვილის ხალხმა გაასაღოს. მთავარია, ქალაქში
გამოჩნდეს.
_ ეჰ, ერთი ყოჩაღი ავარია დამხატავდა ხო იცი, _ ინატრა ჯარჯიმ. _ ერთი გასროლით
ორ კურდღელს დავიჭერდი.
_ სხვათა შორის, ადაც ქალი იყო, რომელიც შენს შეცდომას შეეწირა. კიბის ბაქანზე
მოგინდა საქმის გარჩევა! ასე რომ, ვიქნებით რომის პაპზე დიდი კათოლიკე, ძვირფასო
უშანგი.
_ მონტე-კარლოში ბაირამობს.
_ ვასიკომ ისეთი შებმა იცის, გამოსირებულ რომას კი არა, ჩემსავით ბებერ მგელს
გააცუცურაკებს. თანაც არავინ აპირებს შენი შეფის დაკვლას, კუპრში მოხარშვას და ცეცხლზე
შეწვას. უბრალოდ გატესტავს. ხომ უნდა ვიცოდეთ რა აქვს გულში მაგ შობელძაღლს?! ისე
დააწვა სიმპოზიუმზე, ერთი არ შემოუხედავს მშობლიურ კლინიკაში. ეს არაფერს ნიშნავს?...
სამაგიეროდ, მაგდალენასთან ისე გაჭენდა, წიხლებს ირტყამდა ტრაკში.
_ `ტუმბოჩკიდან.~ ჰა, ჰა! ჯერ სად ხარ, ამხანაგო ექიმო, აწი ნახე ჩვენი გართობა...
ნუცუბიძის სახლი დატენილია `ჟუჩოკებით.~ აბა, როგორ, უშიშროებას არ სძინავს! _ ჯარჯიმ
ფანჯარას ზურგი შეაქცია და დერეფანში დაწინაურდა.
მონტე კარლო
_ როგორ ბრძანდება თბილისში, როცა სამი წუთის წინ ჩემი თვალით ვნახე.
_ იქნებ გეშლება?...
_ გამორიცხულია.
_ ვინ `ტიპი?~
_ მაღალი, წარმოსადეგი, თეთრებში გამოწყობილი, ინდოეთის პრინცივით... თუმცა
ქართველია. ახალჩამოსული ჩანს, ეტყობა ვერ მოასწრო გარუჯვა. მაშინ, როცა ვასიკო
ოქროსფრად ლაპლაპებს. კაი ხნის ჩამოსული ჩანს.
_ `უტკა~ არ იყოს!
თავის გზაზე მიდიოდა ვასიკო და მისი თანხლები პირიც. არც უფიქრიათ უკან
მიხედვა. მონაკო ყველაზე უხიფათო სახელმწიფოა მსოფლიოში _ ოცდაათიათას მოქალაქეზე
ხუთასი პოლიციელი მოდის. აქედან გამომდინარე, მიხეილის შიშები ილიასთან
დაკავშირებით უსაფუძვლოა.. ვასიკო არც ისეთი სულელია, რომ სათვალთვალო კამერებით
გაძეძგილ ქალაქში ილია მეგრელიშვილს თავი წააგდებინოს. სადმე, მოყუჩებულში კიდევ
ჰო, შეიძლება გაერისკა, მაგრამ სუკის ყოფილი გენერალი ის კაცი არაა, მოყუჩებულში
სასეირნოდ გაჰყვეს მისი შვილის ირიბ მკვლელს.
_ რატომ ქუჩაში. აგერ დგანან, სასტუმროს კაფესთან. თქვენც იყიდეთ რამე... წვენი ან
მინერალური... ბორის, ძმურად, რა?!
_ ახლა ვარ ძმა, იმ საღამოს კი ისე დატოვეთ კლოზეტი, ჩემთვის არაფერი გითქვამთ.
_ მარცხნივ რომ ორი ტიპი დგას, ისინია. ერთს _ `ლა კოსტას~-ს ყვითელი მაისური
აცვია; მეორეს _ თეთრი ბალახონივით რაღაც.
_ ამავე ოტელში.
_ ააა... ეს ძალიან კარგია, ბორის, შესანიშნავი! მიდი, რაღაც აყოვნებ, თორემ
დაითესებიან... საღამოს ჩემს სასტუმროში გელოდები, ადგილებს ვერანდაზე დავჯავშნავ.
გაწყობს?
თბილისი
პირველ ღამეს ვახოს შფოთიანად ეძინა, მიუხედავად იმისა, რომ ჯაკუზში ინებივრა
და დელიკატესებიც დააგემოვნა. პაკეტის შიგთავსმა თუ იმოქმედა. ხან ერთი ფოტოსურათი
ამოუტივტივდებოდა გონებაში, ხან მეორე, თავიანთი სივებით, სიფათებით, მეგობრულ-
ნათესაური კავშირებით. მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა.
ვახოს აზრი შეეცვალა. ქმარსაც თუ ასე ელაპარაკებოდა, ხელიდან გაშვების კი არა, კაი
პანღურის ღირსი ყოფილა.
როგორც იქნა, კარი გააღო და `ყოფილი ცოლი~ მთელი თავისი მშვენებით წარსდა მის
წინაშე. ცხოვრებაში უფრო ეფექტური ჩანდა, ვიდრე ფოტოზე _ დიდი ლურჯი თვალები,
ბავშვურად გაბუტული ტუჩები, მცირეოდენი ჭორფლი თოჯინისებრ ცხვირზე, წითური
თმის ხვეულები გამჭვირვალე საფეთქელზე... საერთოდაც გამჭვირვალე იყო, როგორც ყველა
მეტისმეტად პირთეთრა ქალი. ვახოს მოსწონდა ასეთები. ძალიან. დაუხატავს კიდეც...
ვახომ ჯიბეზე გაიკრა ხელი, მაგრამ გაახსენდა, რომ საფულე ახალი პიჯაკის ჯიბეში
აქვს და უკან შებრუნდა. ამჯერად სულ სხვა ეშხით გახსნა საამაყო საფულე (დასაყნოსად კი
არა, რეალიზაციისთვის), ასდოლარიანი კუპიურა ამოაფრიალა (ლარებად დახურდავება ვერ
მოასწრო) და ფართე, ნასწავლი ნაბიჯებით გაემართა ანგარიშის გასასწორებლად. კართან
არმისულს გზა ცოლყოფილმა გადაუღობა:
_ ვაიმე, რას მეუბნები, ვასო? მე არ ვიცოდი... არავინ იცოდა... ხმაც შეცვლილი გაქვს,
იცი?...
ვახო დაემორჩილა.
_ ფული გამოგელია?
_ იცი, ვასო, ჩვენს დროში ათასი დოლარი ფული არ არის. მარტო ვატოს იცი რამდენი
სჭირდება?... ჩაცმა, ჭამა, ცურვა, ინგლისური, ჯიბის ფული...
_ გაგახსენდა, არა?
_ ყოველთვისაც მახსოვს...
_ კაი, რა... ახალი წლის მერე არ გინახავს... დაგერეკა მაინც, მოგეკითხა. მარტო ფული
ხომ არ არის ყველაფერი _ ბავშვს მამა უნდა.
_ ნწუ. შენ?
_ არც მე.
_ ვისთან?
_ ვითომ არ იცი! მისი სახელის ხსენებაც კი გულს მირევს, როგორ შეგეძლო იმ ძუკნას
გამო... კარგი, არ მინდა ამაზე, რაც იყო, იყო.
ვასიკომ ვიღაც ძუკნას გამო ანგელოზივით ცოლი დათმო, მიხვდა ვახო. იდიოტი!
_ რამე უფრო მაგარი... და ყავაც, ყავაც. ასი წელი არ დამილევია შენი მოდუღებული
ყავა.
ვახომ ყურადღებით მიმოიხედა. სადღაც თვალი მოჰკრა ვისკის ბოთლს. სად, სად,
სად... ჭურჭლის კარადაში მიაგნო, ოქროსფრად ლიცლიცებდა დიდმუცლიანი ჭიქების
გარემოცვაში.
ჩამოასხა.
_ მოხდა.
_ რა?
_ სიკვდილს ჩავხედე თვალებში და მივხვდი: ცხოვრება ისეთი მოკლეა, მე კი... მე კი
იმდენი შეცდომა მაქვს დაშვებული.
_ მეც შეცდომა ვარ? _ მაიას ცრემლით აევსო დიდი ლურჯი თვალები. ალკოჰოლს
ახასიათებს გულჩვილობა, მაგრამ ვახოს მაინც ესიამოვნა.
_ არა, მაია, შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი იყავი, რომელიც არ
დავაფასე.
_ ძალიან.
___
_ ვა... ვასიკოს...
_ ვასიკოს!
უშანგიმ ჩაიფხუკუნა.
_ ის პირველ რიგში დედაა, შვილის გამო ყველაფერზე წავა. რამდენადაც მახსოვს, მის
ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
_ ხო-ო?
_ იოკასტა.
_ კი.
_ რა?
_ არ გეტყვი.
_ რატომ?
_ არც მინდა შენი დაკარგვა, _ მხრები აიჩეჩა უშანგიმ. _ არც შენი, არც შენი ნდობის.
_ ეს როგორ გავიგოთ?
___
მართალია უქმე დღეებში ქეთუნა `მამიკოს გოგო~ იყო, მაგრამ სამუშაო რეჟიმიდან
გამომდინარე მაგდა ყოფილ ქმარს მოელაპარაკა და მთელი შაბათი შვილს დაუთმო. გვიან
საღამოს საჩუქრებით დატვირთული და ემოციებით გადაღლილი ბავშვი დედამისს
დაუტოვა და ვახოსთან შესახვედრად გაემართა.
ლურჯი `ბმჭ~ უკვე იდგა ქალაქის მერიასთან. იქიდან სოლოლაკამდე ერთი ნაბიჯია.
დღეს ვახოს სახლის დასაზვერად უნდა წასულიყვნენ. ჰქონდათ მიზეზი. რაც დრო
გადიოდა, ვახოს სულ უფრო ეპარებოდა ეჭვი ჯარჯის მოყოლილ ვერსიაში. გამორიცხულია,
ისე უგონოდ დამთვრალიყო, რომ სხვისი მანქანა მოეპარა და ზედაც ავარია მოეხდინა. აქ
რაღაც სხვა ამბავია. მის მოსაზრებას იზიარებდა მაგდაც. რომა ქემოკლიძის ვიზიტის შემდეგ
ნამდვილი პარანოა დასჩემდა _ ყველგან ჩასაფრებული მსტოვარი ელანდებოდა. ლოგიკას
თუ მივყვებით, უშიშროებას მის მიმართ არ უნდა ჰქონოდა პრეტენზია _ დავალება
ზედმიწევნით შეასრულა, რაშიც უკვე გადაურიცხეს შეპირებული თანხა. დარჩა სულ
არაფერი _ ვახოსთან ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე გამოჩენა. დანარჩენი _
ჯარჯის პრეროგატივაა. ერთ კვირაში ყველას და ყველაფერს დაემშვიდობება და იტალიაში
გაემგზავრება ქეთუნასთან ერთად. ოპერაციისთვის განკუთვნილი ფულის ნაწილის დაფარვა
რომამ იკისრა. ცხადია, მაგდას გამო და არა ქეთუნას სიყვარულით, მაგრამ ამას რა
მნიშვნელობა აქვს? ეგრე თემურაც უყვარს ქეთუნა, მაგრამ არაფრის მიცემა შეუძლია იმ
სიყვარულის გარდა. ეს მისი შესაძლებლობის მაქსიმუმია და მეტს ვერც მოთხოვ.
პარადოქსია, მაგრამ თემურთან შედარებით, რომა პატარა ბავშვია, რომელიც ქეთუნაზე
არანაკლებ მოვლას და დაცვას საჭიროებს. რაც მთავარია, მაგდა საკუთარ თავში ხედავდა
დახმარების პოტენციალს, სულაც მოწოდებას. შეცოდებიდან სიყვარულამდე კი ერთი
ნაბიჯია.
_ რისი?
_ არ გაიგებს.
_ მაგდა...
_?
_ რატომ მეხმარები?
_ ჩემი მოვალეობაა, დაგეხმარო. კონტრაქტში მიწერია შენი მწყემსვა. _
ნახევრადხუმრობით მიუგო მაგდამ.
_ არა, ეს ჩემით.
_ ჩემს ძმას მაგონებ. _ უცებ თქვა მაგდამ და გვერდზე გაიხედა. _ 15 წლის ასაკში
მოკლეს... ქუჩის გარჩევაში... ისიც ძველბიჭობდა, შენსავით. გული კი კეთილი ჰქონდა.
შენსავით. როგორც კი შენს ფოტოებს დავხედე, მაშინვე ბექა გამახსენდა.
_ ასე ვგავარ?
_ ყველაფრისთვის.
_ ვინ გინდათ?
_ ვახო აქ არ ცხოვრობს.
_ აბა?
_ ისა... საზღვარგარეთ წავიდა საცხოვრებლად.
_ ვახოს სახლში?
_ ვახომ დაგიტოვათ?
_ კი. ანდერძით.
_ ავარიის დღეს?
_ ჰო.
_ კი.
_ ჰა?
_ არა, მადლობა.
_ ერთი კაპუჩინო.
გაეცინათ.
___
სასტუმრო ოთახში ვიღაც იჯდა, და არც მეტი, არც ნაკლები, პისტოლეტს უმიზნებდა.
ბინდბუნდში სხვა ვერაფერი გაარჩია.
მაგდამ ახლაღა შეამჩნია, რომ წინდისამარა იდგა იატაკზე. რა იცოდა, იარაღიანი კაცი
თუ დახვდებოდა ოჯახში, თორემ არ გაიხდიდა. ისედაც არასახარბიელო სიტუაციაში იყო,
ფეხშიშველა კი თავს ათმაგად დამცირებულად გრძნობდა.
_ ვინ ხართ?
_ დავაშავე რამე?
_ არა.
_ რას გულისხმობთ?
_ იმიტომ რომ მართალი ვარ! იმიტომ რომ სიმართლე ყოველთვის მარტივია, აი,
როგორც ეს ფანქარი! _ მიხეილი მაგიდაზე დაგდებულ ფანქარს დასწვდა და მაგდასკენ
გაიშვირა. _ სიმართლეს არ უყვარს გატყლარზული ფრაზები: `თუკი არ მეცოდინება საქმის
არსი~, `თუკი ასეთი ტონით გააგრძელებთ ლაპარაკს~... ფაქტი სახეზეა _ მოხდა დანაშაული
და შენ, პატივცემულო ფსიქოლოგო, ამ დამაშაულებრივი კარტელის ერთ-ერთი თვალსაჩინო
წარმომადგენელი აღმოჩნდი. მიკვირს, როგორ გაგიმეტა ბატონმა ზურაბმა _ შენმა უშუალო
ხელმძღვანელმა, რომელსაც, მე პირადად, დიდ პატივს ვცემდი.
_ გამიმეტა?... რისთვის?
_ თქვენ ხომ ერთი უწყებიდან ხართ, თუ იცოდით, რატომ აქამდე არ დაიჭირეთ, ახლა
აგეხილათ თვალი?
მიხეილმა ისე შეხედა, მაგდა მიხვდა _ სიკვდილის ბუზი არა მხოლოდ ვახოს, მასაც
აზის. და რომას, რომას!
როგორია?!
ის იყო, ჩემოდნიდან კოსმეტიკის ქისა ამოაძვრინა, რომ კარზე კაკუნი გაისმა. ბორისი
იქნება, გაიფიქრა დიმიტრიმ. წუხანდელის გამო ბოდიშის მოსახდელად თუ ეახლა. ხუმრობა
საქმეა?! სასტუმრომდე მოუწია ამოდენა ღიპუცას თრევა, მერე ნომერში აყვანა და საწოლში
დაბინავება. ვერა, ვერ ჩაუშვებს... ახლა, ყველაფერთან ერთად ამაგიც აქვს, თუმცა შეჯორვა
არ აწყენს.
_ მაშინ იმალებოდი.
_ ჰო. არ მიხდება?
_ გაახალგაზრდავებს.
_ შეიძლება.
_ სრულყოფილი პასუხია.
_ რა იფიქრე?
გვანცას სული შეეგუბა. მას უყვარდა ეს ადამიანი, მისი ჭკვიანი თვალები და ხმა, ხმა,
რომელიც მათრობელა ბოლივით ნისლში ხვევდა და აზროვნებას უბლოკავდა. ყველაფერს
მისცემდა, რომ მსგავსი იმპულსები მისი მხრიდანაც ეგრძნო (კოცნა მეორეხარისხოვანია,
ეჭვის გასაქარწყლებლად შეიძლება უფრო ღრმადაც შეტოპო), მაგრამ დიმიტრი ამოუცნობი
მფრინავი ობიექტივით იყო, გაიხედავ _ აქაა, ერთი ხელის გაწვდენაზე, შეგიძლია შეეხო,
დაყნოსო, დააგემოვნო... გამოიხედავ _ აორთქლდა. თითქოს არც არასოდეს ყოფილა.
_ როგორ მომაგენი?
_ ასე გამოდის.
ხედი მართლაც ისეთი იყო, უკეთეს კაცის თვალი ვერ ინატრებდა _ პალმების
ხეივნიდან გამომკრთალი ზღვის ფირუზისფერი ზოლი, მზეზე აბრჭყვიალებული ქვები,
იახტების თეთრი ქარავანი...
_ ზღაპრული.
_ ვის არ უყვარს...
_ აი, ასე კარგია... _ მოუწონა ვასიკომ და აპარატი ააჩხაკუნა. _ ახალ პროფილი, რომა...
მე რომ თქვენსავით მომგებიანი პროფილი მქონდეს, სულ პროფილში ვივლიდი... ზღვის
მხარეს გაიხედეთ, აი, ასე...
_ არ ვიცი ცურვა!
პროლოგი
2003 წელი
დასასრული