Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

4152-24-2-202104291057 N 24/4152

29/04/2021

მოქალაქე სალომე კვირიკაშვილის


ტელ.: 598 862 962
ელ_ფოსტა: mekvirikashvili@gmail.com
ქალბატონო სალომე,
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული თქვენი 2021 წლის 26 აპრილის N4476/21
(აპარატში რეგისტრაციის ნომერი) წერილის პასუხად გაცნობებთ:
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სახალხო დამცველის ბალანსზე რიცხული
შენობა (მდებარე, თბილისი, რამიშვილის ქ. N10) უკვე წლებია აღარ არის უსაფრთხო
საქმიანობისათვის. 2018 წელს აპარატის მიმდებარედ დაწყებულმა ქუჩის გრძელვადიანმა
სარეაბილიტაციო პროცესმა და მიწისძვრებით გამოწვეულმა ხშირმა ვიბრაციამ შენობა უფრო
მეტად დააზიანა. ხოლო, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით,
მოსალოდნელი იყო შენობის დაზიანების ხარისხის გაზრდა და მასში საქმიანობის გაგრძელება
საფრთხეს შეიცავდა. სწორედ აღნიშნულის გამო, 2018 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება
თბილისში აპარატის საქმიანობისათვის ალტერნატიული ფართის მოძიების თაობაზე. სახალხო
დამცველის აპარატს თბილისის ოფისის იჯარის თანხა 2018 წელს მთავრობის სარეზერვო
ფონდიდან გამოეყო, 2019 წლიდან კი აპარატის ბიუჯეტის ფარგლებშია გათვალისწინებული.
დამატებით გაცნობებთ რომ 2020 წელს გამოცხადებული პანდემიის, შექმნილი ეკონომიკური
კრიზისისა და აპარატის თანამშრომელთა დიდი ნაწილის დისტანციური მუშაობის ფორმაზე
გადასვლის გათვალისწინებით, დაიწყო მოლაპარაკება შენობის მეიჯარესთან და შეთანხმების
საფუძველზე მოხერხდა რამდენიმე თვის განმავლობაში საიჯარო ქირის ოდენობის განახევრება,
ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან დისტანციური რეჟიმით მუშაობის გაგრძელების
გათვალისწინებით მოძიებული იქნა მცირე ზომის შენობა და შესაბამისად კიდევ უფრო
მნიშვნელოვნად შემცირდა თვიური საიჯარო ქირის ოდენობა (დეტალური ინფორმაცია იჯარის
თვიური გადასახადის შესახებ მოთხოვნილ პერიოდზე იხილეთ დანართში).

ამასთან, როგორც 2018 წლამდე, ასევე იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სახალხო
დამცველმა არაერთხელ მიმართა უფლებამოსილ ორგანოებს ალტერნატიული ფართის
გამოყოფის მოთხოვნით, სადაც ოფისი უსასყიდლოდ შეძლებდა ფუნქციონირების გაგრძელებას.
სამწუხაროდ ალტერნატიული ფართის გამოყოფა ვერ მოხერხდა. შენობის ნაცვლად 2019 წელს
სახალხო დამცველის აპარატს გადმოეცა ახალი შენობის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი.

მოქმედო კანონმდებლობის სრული დაცვით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის ქ.


თბილისში ასაშენებელი შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის
მომსახურების შესყიდვის მიზნით, 2019 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა ელექტრონული
ტენდერი (განცხადების ნომერი: NAT190025910). აღნიშნული ტენდერის ფარგლებში 2020 წლის 10
თებერვალს შპს „ჯორჯიანჰაუს“-თან გაფორმდა ხელშეკრულება №NAT190025910-2020-5.
დამატებითი დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ელექტრონული ტენდერის ბმული -
იხილეთ ბმული.
2021 წლის 26 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული
პირის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა გასცა შენობის აშენების
ნებართვა (ბრძანება № 5382060, 26/04/2021). აღნიშნული ნებართვის გათვალისწინებით, აპარატის
საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში, შენობის ასაშენებლად უახლოს მომავალში იგეგმება
ელექტრონული ტენდერის გამოცხადება.

დანართი: ექსელის ფორმატის ფაილი


(ოფისის ქირის იჯარა 2019-2021)
პატივისცემით,

დავით მანაგაძე

სამმართველოს უფროსი (II რანგი; საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის


ხელმძღვანელი)

სტატისტიკის სამმართველო
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი

ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2019-2021 წლებში


ცენტრალური ოფისის იჯარის ხარჯების შესახებ თვეები მიხედვით

სახალხო დამცველის აპარატის ბიუჯეტი


დაფინანსები წყარო:
(სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები)
2019 წელი
თვე დაფინანსების წყარო
ფაქტიური ხარჯი
საფუძველი (თვე)
(ლარი)
სახალხო დამცველის
იანვარი 80,899.34 იანვრის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
თებერვალი 90,910.75 თებერვლის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
მარტი 92,019.37 მარტის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
აპრილი 92,300.82 აპრილის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
მაისი 92,846.55 მაისის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
ივნისი 80,899.34 ივნისის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
ივლისი 98,461.76 ივლისის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
აგვისტო 101,880.31 აგვისტოს თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
სექტემბერი 101,880.31 სექტემბრის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
ოქტომბერი 101,859.71 ოქტომბრის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
ნოემბერი 101,533.65 ნოემბრის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
98,461.76 დეკემბრის თვის იჯარა
დეკემბერი აპარატის ბიუჯეტი

სულ: 2019 წელი 1,133,953.67


2020 წელი
თვე დაფინანსების წყარო თანხა საფუძველი (თვე)
სახალხო დამცველის
იანვარი 99,292.37 იანვრის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
თებერვალი 95,777.71 თებერვლის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
მარტი 95,623.27 მარტის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
აპრილი 109,125.85 აპრილის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
მაისი 109,568.61 მაისის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
ივნისი 102,422.61 ივნისის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
ივლისი 104,794.31 ივლისის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
აგვისტო 99,292.37 აგვისტოს თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
სექტემბერი 55,407.60 სექტემბრის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
ოქტომბერი 57,630.60 ოქტომბრის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
ნოემბერი 60,136.20 ნოემბრის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
დეკემბერი 55,407.60 დეკემბრის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სულ: 2020 წელი 1,044,479.10
2021 წელი
თვე დაფინანსების წყარო თანხა საფუძველი (თვე)
სახალხო დამცველის
იანვარი 34514.305 იანვრის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
თებერვალი 34514.305 თებერვლის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სახალხო დამცველის
მარტი 36,028.61 მარტის თვის იჯარა
აპარატის ბიუჯეტი
სულ: 2021 წელი 105,057.22
სულ: 2,283,489.99
~

You might also like