Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

სახელმწიფო ბაჟი არის შენტანი,რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული

პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული


მნიშნელობის მქონე მოქმედებების შესრულებისა და სათანადო საბუთების
გაცემისთვის.სახელმწიფო ბაჟი მხარეებს შეაქვთ საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო
ანგარიშზე.

სახელმწიფო ბაჟის ორი სახე არსებობს ესაა მარტივ და პროპორციული. მარტივი


ბაჟი გადახდევინება ხდება ლარებში და თეთრებში განსაზღვრული განაკვეთის
მიხედვით ხოლო პროპორციული ბაჟის გამოითვლება პროცენტულად და მის
ოდენობა დამოკიდებულია სადავო თანხაზე, საჩივრის, სარჩელის ფასზე. სარჩელის
ფასში იგულსსხმება მოსარჩელის ქონებრივი ინტერესის ფულადი გამოხატულება.
კანონი ითვალისწინებს დავის საგნის განსაზღვრას მხოლოდ ქონებრივ
დავებში.ქონებრიც დავებში სარჩელის ფასი 2 მეთოდით ფანისაძღვრება პირველი
ესაა სარჩელის ფასი მოსარჩელის მიერ წაყენებული მოთხოვნის ან გასხვისებული
ქონების ღირებულების ადეკვატურია.მეორე სარჩელის ფასისი გამოთვლისას
დგინდება პირობითი თანხა-განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში
გადასახდელიბთანხის ერთობლიობა და გამოიყენება პერიოდული გადასახდელის
გადახდევინების შესახებ მოთხოვნათა მიმართ. სსსკ-ის მიხედვით დავის საგნის
ფასი ქონერივ-სანართლებრივ დავებში განისაზღვრება შემდეგნაირად დავის საგნის
ფასი განისაზღვრება:ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი
თანხით; ნივთის გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის საბაზრო
ღირებულებით;ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის
განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;ვადიანი გასაცემის ან
გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი
ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;უვადო ან სამუდამო გასაცემის ან
გადასახდელის შესახებ სარჩელისა – სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან
გადასახდელი თანხების ერთობლიობით;გასაცემის ან გადასახდელის შემცირების
ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა
დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში;
ქონების ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შესახებ სარჩელისა –
დარჩენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გადასახდელი
თანხების ერთობლიობით;4000ლარით,თუ ქონებრივ სამართლებრივ დავაში
შეუძლებელია დავის საგნის ფასის გასნაზღვრა.

რაც შეეხება ბაჟის ოდენობას,იგი ძირითადად წარმოადგენს დავის საგნის


ღირებულების 3%-ს,მაგრამ არანაკლებ 100ლარისა.ირველი ინსტანციის
სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს:
ბაჟის ოდენობა პირველი ინსტაციის სასამართლოში არუნდა აღემატებოდეს
ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს; იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს;
სააპელაციო სასამართლოში:ფიზიკური პირისათვის – 5 000 ლარს;იურიდიული
პირისათვის – 7 000 ლარს;საკასაციო ინსტანციის სასამართლოში :ფიზიკური
პირისათვის – 6 000 ლარს;იურიდიული პირისათვის – 8 000 ლარს.

სასაამრთლოში სარჩელის შეტანისას მოსარჩელისმიერ მითითებული უნდაიყოს


სარჩელის ფასი გადასახდელიფულადი თანხის ოდენობიდაა ან ქონების
ღიებულებიდან გამომდინარე. როდესასც სასამრთლოშო თავდაპირველი მოსარჩელე
იცვლება სხვა პირით ეს უკანასკნელი იხიდს სახელმწიფო ბაჟს , ხოლო უფლება
მონაცვლოს მიერ მისი შეცვლისას ბაჟს იხდის უფლებამონაცვლე თუ უკვე
გადახდილი არ ექნება თავდაპირველ მოსარჩელეს. თუ სასამართლო სარჩელს
დატოვებს განუხილველად ეს სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს ხელმეორედ
ამიტომ ბაჟი გადაიხდევინება ხელმეორედ საერთო საფუძველზე. სახელნწიფო ბაჟი
შესაძლოა დაექვემდებაროს მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის-
წარმოების შეწყვეტისას ან არჩელის განუხილველად დატოვებისას თუ სასმართლოს
განსხილეველი არ გახლავთ ანუ არ ექვემდებარება მას ან მოსარჩელე აღიარებულია
ქმედუუნარო პირად. სხელმწიფო ბაჟი ზოაგდად გადაიხდევინება ეროვნული
ვალუტით ბანკებში , სწორედ ბანკის ქვითარი ფულის მიღების შესახებ დაერთვება
სასარჩელო განცხადებას. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებისას კანონი
განსაზღვრავს მხოლოდ გადასახდელი ბაჟის ოდენობას.თუ არაქონებრივ დავასთან
ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივი დავა,ამ შემთხვევაში საგნიის
ღირებულება განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნით. სადავო
საგნის შეფასებისას ხედველობაში სარჩელის შეტანისას მიიღება შეტანის დროს
არსებული ფასები, ხოლო გასაჩივრებისას გადაწყვეტილების საჩივრის შეტანის
დროს არსებული ფასები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბაჟი შეისაძლებელია უკან
დაბრუნდეს კონკრეტუაად განსაზღვრულ შემთხვევებში , ამ დროს თანხა გაიცემა იმ
დღიდან 1 თვის განმავლობაში, როდესაც სასამართლოს მიერ მიღბულაა
გადაწყვეტილება ბაჟის დაბრუნების შესახებ.

You might also like