Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

საერთაშორისო ასპარეზზე დროთა განმავლობაში ჩნდება ახალი

სახელმწიფოები,რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობებში აქტიურად


ერთვებიან.ხშირად თავად სახელმწიფო,რჩება უცვლელი,მაგრამ ადგილი აქვს
სახელმწიფო გადატიალებებს,როცა არ ცნობენ ახალ სახელმწიფოს ან
მთავრობას,ყველა ღონეს ხმარობენ მისი ჩამოგდებისთვის.რაც რთულ ვითარებას
უქმნის სახელმწიფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობას და არანორმალურ
ვითარებას მსოფლიოში.ახლადწარმოშობილმა სახელმწიფომ ან მთავრობამ რომ
დაიკავოს საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობაში,ნორმალური ადგილი
საჭიროა დანარჩენი სახელმწიფოები თანახმა იყვნენ დაამყარონ მასთან
საერთაშორისო სამართლი გათვალისწინებული ურთიერთობა ანუ ცნონ
იგი.ცნობის ქვეშ თანამედროვე საერთაშორისო სამართალში იგუსლიხმება
მოცემული სახელმწიფოს ნების გამომჟღავნება,რომელიც მიმართულია ახლად
წარმოშობილ სახელმწიფოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ
საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესისამებრ .ცნობის ინსტიტუტს
მნიშვნელოვანი როლი აქვს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის
ნორმალურად წარმართვაში.არსებობს ორი თეორია ცნობის ინსტიტუტის
მნიშვნელობისა და როლის შესახებ.დეკლარაციული თეორია ჩამოყალიბდა
კაპიტალიზმის განვითარების საწყის სტადიაზე,რომლის თანახმად ცნობა მხოლოდ
აკანონებს ახლად წარმოქმნილ სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლებრივი
ურთიერთობის მონაწილედ გახდომის ფაქტს.ეს სახელმწიფო საერთაშორისო
სამართლის სუბიექტი ხდება არა იმიტომ რომ ცნობენ,არამედ იმიტომ რომ ყოველ
ახლად შექმნილ სახელმწიფოს(მთავრობას)უფლება აქვს გამოვიდეს
საერთაშორისო ასპარეზზე და დაიცვას თავისი ინტერესები .სხვა სახელმწიფოების
ცნობა საშუალებას აძლევს სახელმწიფოს მაქსიმალურად განახორციელოს
საერთაშორისო სამართლით მინიჭებული უფლებები,რეგისტრაციას უწევს ამ
ფაქტს.კონსტიტუციური თეორიის თანახმად,ახლადწარმოქმილი სახელმწიფო
მაშინ ხდება საერთაშორისო სამართლის სუბიექტი,როდესაც სახელმწიფოები
ცნობენ,სხვა შემთხვევაში მოკლებულია უფლებას გახდეს საერთაშორისო
სამართლის სუბიექტი და გამოიყენოს საერთაშორისო სამართლით
გათვალისწინებული უფლებები და იკისროს ვალდებულებები.სახელმწიფოს
ცნობასთან ახლოს დგას მთავრობის ცნობის საკითხი.როცა ახალი მთავრობა
ხელში იღებს ხელისუფლებას არაკონსტიტუციური,სახელმწიფო გადატრიალების
გზით,სახელმწიფოები თავად განსაზღვრავენ რამდენად მიზანშეწონილია ახალი
მთავრობის ცნობა,რაც არუნდა ემყარებოდეს თვითნებობას.თავარი კრიტერიუმები
არსებული პრაქტიკის მიხედვით ე.წ ეფექტურობის პრინციპია ,რომლის
თანახმადმთავრობა შეიძლება იქნეს ცნობილი თუ შექმნილია ხალხის ნების
გამომჟღავნების შედეგად.ზოგჯერ მისი ცნობა დამოკიდებულია უნარსა და
მზადყოფნაზე შეასრულოს შესაბამისი მოვალეობანი.აჯანყებულ მხარედ ცნობას
ადგილი აქვს არა უბრალო ამბოხების,არამედ ფართომაშთაბიანი შეიარაღებული
ბრძოლის,აჯანყების დროს სხვა სახელმწიფოებმა შეიძლება ცნონ აჯანყებულ
მხარედ.როცა აჯანყება გადადის სამოქალაქო ომში და მებრძოლი ძალები
შედარებით თანაბრდება შეიძლება ადგილი ქონდეს მეომარ მხარედ ცნობას .ასევე
ერის ცნობა პირველი მსოფლიო ომის დროს წარმოიშვა,ჩეხები სლოვაკები და
პოლონელები იბრძონდნენ თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოს
შექმნისთვის.თუმცა დღეს ეს ცნობის სახეები არაა საერთაშორისო სამართლით
გამართლებული.
საერთშორისო სამართლებრივი ურთიერთობის პრაქტიკა საშუალებას გვაძლევს
ცნობის ფორმები ორ კატეგორიად დავყოთ:ფაქტობრივი და
ოფიციალური.პირველი გულისხმობს,როცა სახელმწიფო ამყარებს ახლად
შექმნილ სახელმწიფო/მთავრობასთან საქმიან კავშირს,მაგრამ ამავე დროს თავს
იკავებს მისი ოფიციალური ცნობისგან.ხოლო ოფიციალური იურიდიული ცნობა
ფაქტობრივი საქმიანი ცნობისგან განსხვავდება,იმით რომ ახლად შექმნილი
სახელმწიფო მთავრობის ცნობის ფაქტი გამოხატული უნდა იყოს რომელიმე
დოკუმენტში,მაგ,ნოტა,დეკლარაცია.სახელმწიფომ აშკარად უნდა აღიაროს
ცნობის ფაქტი.ოფიციალური ცნობა ორი სახისაა.de factoდაde jure,სამართლებრივი
შედეგებით განსხვავდებიან.პირველ შემთხვევაში სალხემწიფო/მთავრობა იცნობა
როგორც სინამდვილეში არსებული მაგრამ არ ამყარებენ დიპლომატიურ ,ზოგჯერ
საკონსულო ურთიერტობასაც კი.ასეთ კავშირს არასტაბილური,დროებითი ხასიათი
აქვს.დე ფაქტოდ ცნობა მოკლე ხანში იცვლება დე იურეთ ცნობით.რომლითაც ორ
სახელმწიფოს შორის სტაბილური ურთიერთობა მყარდება,ორივე მხარის ყველა
საკანონმდებლო,ადმინისტრაციული,და სასამართლო აქტების იურიდიული ძალის
აღიარება.ცნობის ფაქტი უნდა ემსახურებოდეს მშვიდობიანი თანაარსებობის
პრინციპს.

You might also like