Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

10.

საერთაშორისო ხელშეკრულების ცნება, მხარეები

საერთაშორისო ხელშეკრულება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის


ძირითადი წყაროა. საერთაშორისო სამართალი თანამედროვე
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ცალკე დარგია, რომლის მნიშვნელობა
ძალიან დიდია. მიუხედავად ამისა, მრავალი საუკუნის მანძილზე
ხელშეკრულებების ფორმის, დადების, ხელმოწერის, დამტკიცების და სხვა
საკითხები რეგულირდებოდა საერთაშორისო-სამართლებრივი ჩვეულებითი
ნორმებით. ხანგრძლივი მუშაობისა და შრომის შედეგად გაეროს
საერთაშორსო ხელშეკრულებათა მარეგულირებელი ნორმების
კოდიფიცირებული ტექსტი მთელი რიგი ახალი დებულებებით. 1969 წლის 23
მაისს გაიხსნა ხელმოსაწერად „ვენის კონვენცია საერთაშორისო
ხელშეკრულებათა შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა 1980წელს, მხოლოდ იმ
სახელმწიფოებისათვის რომელთაც მოახდინეს მისი რატიფიკაცია ან
შეუერთდნენ. საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის სხვა ასპექტების
კოდიფიკაცია კვლავაც გრძელდება, რომელიც მიზნად ისახავს მოაწესრიგოს
სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ან საერთაშორისო
ორგანიზაციებს შორის ხელშეკრულებების პროცედურული და მნიშვნელოვანი
საკითხები. მაშასადამე, საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი,
როგორც საერთაშორისო სამართლის დარგი, არის იმ ნორმათა ერთობლიობა,
რომლებიც განსაზღვრავენ საერთაშორისო ხელშკრულებათა დადების და
შეწყვეტის წესს, მათი იურიდიული ძალის ნამდვილობის პირობებს.
დღესდღეობით საერთაშორისო ხელშეკრულებების მრავალმნიშვნელობის
გათვალისწინებით, სახელმწიფოები ცდილობენ დააკონკრეტონ
საერთაშორისო სახელშკრულებო სამართალი სახელმწიფოებრივი
კანონმდებლობით.

რაც შეეხება საერთაშორისო ხელშეკრულებათა მხარეებსა და მათში


მონაწილეობის უფლების საკითხს, საერთაშორისო ხელშეკრულების მხარეებს
წარმოადგენენ მხოლოდ საეთაშორისო სამართლის სუბიექტები,
სახელმწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ
საერთაშორისო-სამართლებრივი უფლებაუნარიანობა. ხელშეკრულებების
დადების მიმართ სახელმწიფო, როგორც საერთაშორისო სამართლის
ძირითადი სუბიექტი, სარგებლობს განუსაზღვრელი უფლებაუნარიანობით,
რომელიც მისი სუვერენიტეტიდან გამომდინარეობს და ამ სფეროში არ
საჭიროებს რაიმე დამატებით უფლებაუნარიანობას. ხოლო საერთაშორისო
ორგანიზაციების სახელშეკრულებო უფლებაუნარიანობა განისაზღვრება ამ
სამთავრობათშორისო ერთეულის წესდებით ან ჩამოყალიბებული ჩვეულებით.
როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო ხელშეკკრულება აკისრებს უფლება-
მოვალეობებს მხოლოდ მასში მონაწილე მხარეებს. ე.წ მესამე
სახელმწიფოებზე უფლება-მოვალეობები არ ვრცელდება. „ხელშეკრულება არ
ქმნის მესამე მხარისათვის არც უფლებებსა და არც მოვალეობებს“ -ეს გახლავთ
რომის სამართლის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპი. თუ საერთაშორისო
სამართლის სუბიექტი, რომელიც არ არის კონკრეტული ხელშეკრულების
მხარე, გამოიყენებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებს, მას
ავტომატურად ეკისრება ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობაც .
გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს აგრესიის წინააღმდეგ
ხელშეკრულებები. ვენის კონვენცია აღიარებს სახელმწიფოთა უფლებას
დადონ ხელშეკრულება აგრესორის პასუხისმგებლობისა და სხვა საკითხების
ფიქსაციის მიზნით. ამავდროულად, ყველა ხელშეკრულება , რომელიც იდება
აგრესორების და მათი მოკავშირეების მიერ სხვა სახელმწიფოს საზიანოდ,
აპრიორი ბათილად ითვლება.

ხელშეკრულებები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მხარეთა რაოდენობის


მიხედვით, ორმხრივი ხელშეკრულებები სახელმწიფოთაშორისი
ურთიერთობების ყველაზე ტიპური და გავრცელებული სახეა. დღეისათვის მათი
რაოდენობა შეადგენს რამდენიმე ასეულ ათასს. დროთა განმავლობაში სულ
უფრო დიდ გამოყენებას პოულობს მრავალმხრივი ხელშეკრულებები,
რომელთა მეშევეობით იქმნება საერთაშორისო უნივერსალური და
რეგიონალური ორგანიზაციები, ხდება ომის კანონების და ჩვეულებების
შემდგომი ჰუმანიზაცია, ყალიბდება უშიშროების უზრუნველყოფის ნორმები და
სხვა. დიდი მნიშვნელობის მატარებელია ის მრავალმხრივი ხელშეკრულებები,
რომლებიც კოდიფიკაციის სახეს ატარებენ. ასეთი ხელშეკრულებები
ყველასათვის დიდ ინტერესს წარმოადგენს და ისინი ყველა
სახელმწიფოსათვის ღია უნდა იყოს. ხელშეკრულებაში მონაწილეობა არ
ნიშნავს მხარეებთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას, აგრეთვე
ხელშეკრულების შეწყვეტა არ გულისხმობს სხვა მხარეებთან ასეთი
ურთიერთობის გაწყვეტას.

საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს ხელშეკრულების


დადება დაინტერესებული სახელმწიფოს მოუწვევლად, მისი ნება-სურვილის
უგულებელყოფით და ასეთი რამ დაუშვებელია.

You might also like