Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 12

ეკონომიკური პოლიტიკა (სახ-რ.

გველესიანი)

თემა 2. კონკურენციის პოლიტიკა

საკითხები: კონკურენციის ფუნქციები; მონოპოლიზმის ნეგატიური ბუნება;


ხელოვნური და ბუნებრივი მონოპოლიები; ხელოვნური მონოპოლიების ფორმები;
ფირმის ძალაუფლების (საწარმოთა კონცენტრაციის) ხარისხის განსაზღვრა;
კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები; კონკურენციის
პრობლემები და ანტიმონოპოლიური პოლიტიკა საქართველოში

 გავიხსენოთ, რა არის კონკურენცია - კონკურენცია, ესაა ეკონომიკურ (ან


არაეკონომიკურ) სუბიექტებს შორის პაექრობა შეზღუდული რესურსების
დასაუფლებლად.
 როგორც ეკონომიკური თეორიიდან გვახსოვს, კონკურენციის დონის მიხედვით
ეკონომიკური ბაზრები იყოფა 4 ტიპის ბაზრებად (ბაზრის 4 სტრუქტურა):
სრულყოფილი კონკურენციის ბაზარი, მონოპოლისტური კონკურენციის ბაზარი,
ოლიგოპოლიური ბაზარი და მონოპოლიური ბაზარი
 მონოპოლიურ ბაზარზე კონკურენციის დონე ნულის ტოლია, ოლიგოპოლიურზე
კონკურენციის დონე დაბალია, ხოლო მონოპოლისტურზე და სრულყოფილი
კონკურენციის ტიპის ბაზრები პრაქტიკულად გახსნილია ყველასათვის, იქ შეღწევის
ბარიერები პრაქტიკულად არ არსებობს, ფასების კონტროლი იქ ფაქტობრივად არ
ხდება და ა.შ.
 რაშია კონკურენციის ხიბლი, რა სასარგებლო ფუნქციები აქვს კონკურენციას:
 1. კონკურენციის განთავსების (ალოკაციური) ფუნქცია - ის გულისხმობს
კონკურენციის უნარს გაანაწილოს რესურსები ეკონომიკის იმ დარგებსა თუ
სექტორებში - სადაც მათზე მაღალი მოთხოვნაა, ანუ იქ, სადაც რესურსები ყველაზე
მეტადაა საჭირო
 2. კონკურენციის ინოვაციური ფუნქცია - ესაა კონკურენციის უნარი წაახალისოს
ახალი პროდუქციის წარმოება, აამაღლოს არსებულის ხარისხი, დანერგოს ახალი
ტექნოლოგიური საშუალებები და მისთ. როგორ ახერხებს ამას კონკურენცია -
პაექრობის პირობები აიძულებს, უბიძგებს მეწარმეს გაზარდოს პროდუქციის
კონკურენტუნარიანობა, გახადოს ის ხარისხის, ფასების ან სერვისის თვალსაზრისით
სხვაზე უფრო მოთხოვნადი და მომხიბვლელი
 3. კონკურენციის გამანაწილებელი (სანქციების) ფუნქცია - ესაა კონკურენციის უნარი
გაანაწილოს, დაამისამართოს საწარმოო ან სასაქონლო-მატერიალური რესურსები და
პროდუქცია იმ ეკონომიკური აგენტებთან თუ სუბიექტებთან, ანუ იმ ფირმებისა თუ
საოჯახო მეურნეობებისაკენ, რომლებიც საუკეთესო ეკონომიკურ არგუმენტაციას
წამოაყენებენ - სხვაგვარად, წარმართოს რესურსები უფრო წარმატებული

1
ბიზნესისაკენ და ხელი შეუწყოს მის კიდევ უფრო განვითარებას და პირიქით,
გააკოტროს და განდევნოს ბაზრიდან წარუმატებელი მეწარმეები
 4. საკონტროლო ფუნქცია - ესაა კონკურენციის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უშლის
ბაზარზე მუდმივი მონოპოლიური ძალაუფლების არსებობას: მონოპოლისტს
შეუძლია დააწესოს ფასი საკუთარ პროდუქციაზე და მონოპოლიურ ბაზარზე
მომხმარებელი არჩევანის გარეშე დარჩება, კონკურენცია კი საშუალებას აძლევს
მომხმარებელს თავად აირჩიოს სასურველი პროდუქცია, და რაც უფრო მაღალია
კონკურენცია, რაც მეტი ფირმაა და დიფერენცირებული საქონელია წარმოდგენილი,
მით მეტი არჩევანია, შესაბამისად, მით უფრო უფრო სამართლიანია ფასი
 გარდა ამ ფუნქციებისა, კონკურენცია ხელს უწყობს წონასწორობის ფასის
ჩამოყალიბებას, ანუ მოთხოვნისა და მიწოდების შესაბამისობაში მოყვანას
მყიდველისა და გამყიდველისათვის ურთიერთხელსაყრელ ფასად.
 კუნკურენცია ხელს უწყობს სამეცნიერო-ტექნიკურ პროცესს, შესაბამისად ეკონომიკის
ზრდას და კაცობრიობის განვითარებას
 ახლა, რითაა ცუდი კონკურენციის არარსებობა, ან მისი ნაკლებობა ბაზარზე
 ანუ, რატომაა მონოპოლია - უკეთურება
 1) პირველი არგუმენტი მონოპოლიის უკეთურების თაობაზე: ეს მოსაზრება
ძირითადად შემდეგში მდგომარეობს: მონოპოლისტი, კონკურენციული ბაზრის
მონაწილე ფირმასთან შედარებით, ქმნის და ყიდის უფრო ნაკლები მოცულობის
პროდუქციას, თანაც უფრო მაღალ ფასად
 ანუ, მონოპოლისტი, საკუთარ პროდუქციაზე ფასების გაუმართლებელი აწევით,
ქმნის და ყიდის უფრო ნაკლებ პროდუქციას, ვიდრე იმავე პირობებში აწარმოებდა და
გაყიდდა კონკურენციული ფირმა - სხვაგვარად, მონოპოლია ამუხრუჭებს დოვლათის
შექმნის პროცესს, მონოპოლიზმი ამცირებს საზოგადოებრივ სიკეთეს - აი, როგორ:

2
საზოგადოების
სუფთა

მთლიანი დანაზოგი მონოპოლიზმის პირობებში

P S
N
P2 არშექმნილი პროდუქციის
A C მოცულობა
P1
E
B

0 Q2 Q1 Q

 როგორც გვახსოვს, სრულყოფილი კონკურენციის ბაზარზე წონასწორობის ფასი


ყალიბდება მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე - ვერცერთი ცალკე აღებული ფირმა
ფასებს დამოუკიდებლად ვერ ცვლის
 საბაზრო წონასწორობის პირობებში წონასწორობის ფასის ჰორიზონტალური მრუდის
ზედა სამკუთხედში ვიღებთ მომხმარებლის (სამომხმარებლო) ნამეტს (იგივე -
მომხმარებლის დანაზოგს, ანუ თანხას, რომელიც მომხმარებელს რჩება, მის მიერ
იზოგება პროდუქციაზე არსებული ფასის გადახდის შემდგომ), ქვედაში სამეწარმეო
ნამეტს (სამეწარმეო დანაზოგს - თანხას, რომელიც ეზოგება, რჩება მეწარმეს არსებულ
ფასად მისი ნაწარმის რეალიზაციის შედეგად)
 სამომხმარებლო და სამეწარმეო ნამეტების ჯამი, როგორც ვიცით, შეადგენს მთლიან
დანაზოგს და წარმოადგენს საზოგადოებრივ სიკეთეს
 ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ბაზარი გახდა მონოპოლიზებული - ანუ, რომელიღაც
ერთი ფირმა გახდა ბატონ-პატრონი ამ ბაზარზე
 რას აკეთებს მონოპოლისტი (როგორ ახერხებს თავისთვის სასარგებლო ფასის თავზე
მოხვევას მომხმარებლისთვის-ფასს ხომ სწორედ მომხმარებლები ვკარნახობთ ბაზარს
საბოლოო ჯამში, მოთხოვნის მრუდი ხომ ჩვენია, მყიდველისაა):
 ამისათვის ის (მონოპოლისტი) ამცირებს მიწოდების სიდიდეს (ვთქვათ, Q1-დან Q2-
მდე, როგორც ნახაზზეა). ანუ წონასწორული, ყველასთვის მისაღები საქონლის
მოცულობიდან Q1-დან ვთქვათ, არ ყიდის არსებულ მარაგს სრულად, მალავს,
ასაწყობებს Q2-მდე. ამით მონოპოლისტი აიძულებს მყიდველებს იპაექრონ
შემცირებული მოცულობის პროდუქციის ხელში ჩასაგდებად უფრო მაღალი ფასის
გადახდის გზით - ე.ი. მონოპოლისტი სწორედ ამგვარად ახერხებს ფასების გაზრდას

3
(გაძვირებული ფასი იხილეთ მოთხოვნის მრუდზე - პროდუქციის ახალი ფასი მასზე
P2 ნიშნულზე დაფიქსირდა)
 რა მოხდა ამ მანიპულაციის შედეგად, გარდა იმისა, რომ გაიზარდა ფასი:
 შედეგად გაიზარდა სამეწარმეო ნამეტი (მონოპოლისტი მიმწოდებლის ნამეტი -
შესაბამისი ტრაპეციის არეალი BA)
 და შემცირდა სამომხმარებლო ნამეტი (მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი უკვე
ვეღარ იყიდის საქონელს - „A“ ოთხკუთხედის არეალი)
 და, რაც მთავარია, შემცირდა მთლიანობაში ჯამი სამომხმარებლო და სამეწარმეო
ნამეტისა - ანუ შემცირდა მთლიანი დანაზოგი, საზოგადოებრივი კეთილდღეობა
(შემცირდა კონკურენციის პირობებში არსებული საზოგადოებრივი სიკეთის ABECN
არეალის მოცულობა, და მისგან მონოპოლიზმის პირობებში საზოგადოებრივი სიკეთე
დარჩა მხოლოდ NAB არეალის მოცულობით)
 ე.ი. - დასკვნის სახით: მონოპოლიზაცია იწვევს საზოგადოებრივი სიკეთის
შემცირებას
 2) მე-2 არგუმენტი მონოპოლიზმის უარყოფითი ბუნების შესახებ:
 მონოპოლისტური წარმოება ნაკლებეფექტიანია
 რა იგულისხმება მონოპოლისტი ფირმის ნაკლებეფექტიანობაში და ვისთვისაა ეს
წარმოება ნაკლებეფექტიანი.
 არამონოპოლისტ ფირმას მაღალი კონკურენციული გარემო აიძულებს გამუდმებით
იზრუნოს პროდუქციის ხარისხზე და კონკურენტებთან შედარებით დაბალი ფასების
დაწესებაზე, რისთვისაც ის იძულებულია გასწიოს დამატებითი დანახარჯები, ან
მოახდინოს არსებული ხარჯების ოპტიმიზაცია, გაუმართლებელი დანახარჯების
შემცირება, ანუ იზრუნოს პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე იმისთვის,
რომ მოახერხოს ფასების დაწევა
 მონოპოლიური ფირმის წინაშე კი ამგვარი აუცილებლობა არ დგას, რადგან
მონოპოლიურ ბაზარზე პაექრობის დონე პრაქტიკულად ნულის ტოლია - ამიტომ
მონოპოლიური ფირმა ნაკლებად ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, ეწევა
გაუმართლებელ დანახარჯებს (გასწევს მაღალ ადმინისტრაციული დანახარჯებს -
მაგალითისათვის, ისე, როგორც გასცემენ გაუმართლებად მაღალ ხელფასებს ტოპ-
მენეჯერებზე ჩვენი ოლიგოპოლისტი ბანკები) - ანუ მონოპოლიური ფირმა დიდად არ
აქცევს წარმოების ეფექტიანობის გაუმჯობესებას ყურადღებას
 შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილ კონკურენციასაც კი აქვს თავისი
ნაკლოვანებები, რომელიც უფრო თეორიული თვალსაზრისითაა ცნობილი (მაგ.
გრძელვადიან პერიოდში სრულყოფილი კონკურენციის ფირმა მოგებას საერთოდაც
ვერ პოულობს), მას დიდწილად მხოლოდ დადებით და სასარგებლო მოვლენად
მოიხსენიებენ, რომელსაც სჭირდება დაცვა და გაძლიერება
 დაცვა იმიტომ, რომ თავისუფალი ბაზარი შინაგანადაა მიდრეკილი მონოპოლიების
შექმნისაკენ, შესაბამისად, თვისუფალი ბაზარი არა თუ საკუთრი ძალებით

4
(მექანიზმებით) ვერ წყვეტს და ვერ აწესრიგებს მონოპოლიებით გამოწვეულ
პრობლემებს ეკონომიკაში, არამედ პირიქით, თვითონ, თვისი ბუნებიდან
გამომდინარე ხელს უწყობს მონოპოლიების წარმოშობას - აქედან დასკვნა: ეს ფუნქცია
(ანუ ანტომონოპოლიური ღონისძიებების, იგივე კონკურენციული ეკონომიკური
პოლიტიკის გატარება) სახელმწიფომ უნდა იტვირთოს საკუთარ თავზე (და სწორედ
ეს ფუნქცია ითვლება საბაზრო ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის ერთ-ერთ მთავარ
დადებით და აუცილებელ გარემოებად).
 ახლა, რატომაა ბაზარი მიდრეკილი მონოპოლიზმისაკენ: ნებისმიერი ფირმა
ცდილობს ყველანაირი ხერხით ბაზრის რაც შეიძლება მეტ წილს დაეუფლოს, მსხვილ
ფირმებს კი ეს განსაკუთრებით შედეგიანად გამოსდით - მათ აქვთ მთელი რიგი
უპირატესობისა მცირე და საშუალო კომპანიებთან შედარებით (მაგ.: მასშტაბიდან
უკუგების-ეკონომიის ეფექტი; კაპიტალის მოზიდვის სიმარტივე; კონტრაგენტების
მაღალი ნდობა და სხვა არგუმენტები), რომელთა დახმარებით ისინი სულ უფრო და
უფრო მეტ სიმდიდრეს ეუფლებიან და ამით ბაზრის არეალს კიდევ უფრო
იფართოებენ - გაფართოება კი ვიღაცის ჩანაცვლებას (კონკურენტის განდევნას,
შეერთებას, შერწყმას - ანუ ე.წ. ხელოვნურ მონოპოლიურ პროცესს) გულისხმობს
ხშირად - და ეს პროცესი არც თუ იშვიათად ბაზარზე ხელოვნურად შექმნილი
ოლიგოპოლიური ან მონოპოლიური ძალაუფლებით მთავრდება ხოლმე
 თუმცა ვხვდებით ბაზარზე ე.წ. ბუნებრივი მონოპოლიების წარმოქმნასაც, რაც
მეტწილად დადებით მოვლენად მიიჩნევა, აი, რატომ: ბუნებრივად მონოპოლიას
შერაცხავენ ისეთ შემთხვევაში, როდესაც ბაზარზე უფრო ეფექტიანი ხდება ერთი
მსხვილი ფირმის მოღვაწეობა, ვიდრე ბევრი მცირე ან საშუალო ზომის ფირმებისა
(მაგ. მეტროპოლიტენი, რკინიგზა - მათი ოპერირება მგზავრთა გადაყვანის
თვითღირებულებას ამცირებს: წარმოიდგინეთ, რომელიმე ფირმამ რომ მოინდომოს
კიდევ ერთი მეტროპოლიტენის გაყვანა, მის მიერ ამ საქმეში დახარჯული
ასტრონომიული თანხის ამოღებას, თითო მგზავრზე 50 თეთრის დაწესებით,
რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში ვერ მოახერხებს, ალბათ, შესაბამისად, მას
მოუწევს მგზავრობის მაღალი საფასურის დაწესება-ვთქვათ, 10 ლარის - მაგრამ ეს ხომ
მისთვისაც დამაზიანებელი იქნება და მგზავრებისთვისაც? ამიტომ, ეს მაგალითი,
ვიმედოვნებ, თვალნათლივ დაგვანახებს ბუნებრივი მონოპოლიების
სარგებლიანობას)
 ახლა, ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ ხელოვნური მონოპოლიების რა ფორმებს იცნობს
საზოგადოება
 დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში ფირმები ერთიანდებიან:
 კორპორაციებში (ერთი პროფილის მქონე სააქციო საზოგადოებების გაერთიანებაში -
სხვაგვარად კომპანიების ე.წ. „ჰორიზონტალურ კონცენტრაციაში“; ან ერთი
პროფილის, მაგრამ განსხვავებული სპეციფიკის ფირმების გაერთიანებაში - ე.წ.
„ვერტიკალურ კონცენტრაციაში“ - მაგ. ელ. ენერგიის მწარმოებელი გაერთიანდება
გამანაწილებელ კომპანიასთან)

5
 კონცერნებში (წარმოების სხვადასხვა დარგების წარმომადგენლების გაერთიანებაში -
სხვაგვარად კომპანიების ე.წ. „დიაგონალური კონცენტრაცია“ - მაგ. Mitsubishi
აერთიანებს გემთმშენებელ, საავტომობილო და ელექტრონულ საწარმოებს).
 კონსორციუმებში - (იურიდიული პირის შექმნის გარეშე დროებითი გაერთიანება
რაიმე მსხვილი პროექტის განსახორციელებლად)
 კარტელში - (ერთგვაროვანი პროდუქციის მწარმოებელი ფირმების გაერთიანება
ბაზრის მონოპოლიზაციის მიზნით: კლასიკური მაგალითია კარტელის ალმასის
ფირმა „დე ბირსი“ - მგონი, „ფირმის ეკონომიკის“ საგნის გაცნობისას ამაზე
გესაუბრეთ, მაგრამ, არა უშავს, გავიხსენოთ აქაც - რომელიც აკონტროლებს ალმასის
ბაზრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ კარტელის ძალაუფლებასა და გავლენის
მასშტაბებზე ერთი საინტერესო მაგალითი მეტყველებს: გასული საუკუნის 30-იან
წლებში ამ კარტელმა აამუშავა ისეთი მარკეტინგული პროპაგანდა, რომელიც
ტრადიციად იქცა მთელ მსოფლიოში და მის შედეგებს დღესაც იმკის ეს ფირმა - ესაა
ბრილიანტის ბეჭდის ჩუქების ტრადიცია ხელის თხოვნის დროს - ამ მარკეტინგულ
ხრიკამდე ასეთი ტრადიცია უბრალოდ არ არსებობდა. საერთაშორისო კარტელის
მეორე მაგალითია ოპეკის გაერთიანება - ნავთობმომპოვებელი ქვეყნების გაერთიანება
ნავთობზე ფასის დასარეგულირებლად)
 სინდიკატში (კარტელის მსგავსი ორგანიზაცია ზემოგების მიღების მიზნით - ის
აერთიანებს ერგვაროვანი პროდუქციის მწარმოებლებს იმ მიზნით, რომ მათი
პროდუქციის რეალიზაცია მოხდეს ცენტრალისებულად, მხოლოდ ერთი პირის -
სინდიკატის მეშვეობით. ამ მეთოდით სინდიკატი ხდება ბაზრის მონოპოლისტი და
კარნახობს ბაზარს ფასებს)
 ტრასტებში - (ნდობით აღჭურვილი ორგანიზაცია, რომელიც განაგებს მისთვის
სამართავად გადაცემულ ფირმებს - საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე. ასეთი
ორგანიზაცია ეფექტიანია მრავალმხრივი, მრავალდარგოვანი და კომბინირებული
პროექტების განხორციელებისას იმისათვის, რომ ამ რთულ პროცესში დაცული იყოს
ყველას ინტერესი)
 ჰოლდინგებში - (ერთი სათაო კომპანიის გამგეობა-განკარგულებაში არსებული ბევრი
კომპანიის ეკონომიკური საქმიანობა)
 ხშირად ყველა ამ გაერთიანების ამოცანა ერთია - ბაზრის წილის გაფართოება და
ამაში არაფერია ცუდი იქამდე, ვიდრე ასეთი გაერთიანება არ შექმნის იმის საფრთხეს,
რომ საქმე შეიძლება დასრულდეს მონოპოლიზაციითა და ფასების კარნახით
 პირიქით, ფირმების გამსხვილების პროცესი დიდწილად სარგებლის მომტანია
ეკონომიკისათვის - იზრდება პროდუქციის წარმოების მოცულობა, მცირდება
დანახარჯები, ხდება პროდუქციის ხარისხობრივი გაუმჯობესება და ახლის შექმნა,
იქმნება სამუშაო ადგილები საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლების
თვალსაზრისითაც საწარმოების კონცენტრაცია მისასალმებელია და ბევრი სხვა,

6
 მაგრამ ! ! ! ყველა ეს სიკეთე სრულდება მაშინ, როგორც კი ბაზარზე იწყება
კონკურენციის შეზღუდვა; როდესაც იწყება ბაზარზე მსხვილი ფირმების
მხრიდან დომინანტური პოზიციის, ანუ მაღალი საბაზრო ძალაუფლების
ბოროტად გამოყენება
 როგორ შეიძლება გაიზომოს ბაზარზე ფირმის ძალაუფლების დონე?
 ფირმის (ფირმების) ძალაუფლების ხარისხი (სინონიმი - საწარმოთა
კონცენტრაცია, ანუ როგორია ერთი ან რამდენიმე ფირმის კონცენტრირებული
უპირატესობა ბაზარზე) დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორაა ბაზარზე
წარმოდგენილი სხვა ფირმების მიერ წარმოებული პროდუქცია - ანუ როგორია
ფირმის პროდუქციის გაყიდვების წილი ანალოგიური ან მსგავსი საქონლის
გაყიდვების საერთო მოცულობაში
 საწარმოთა კონცენტრაცის გასაზომად იყენებენ სხვადასხვა ინდექსებს - ჯინის
კოეფიციენტი, ჰერფინდალის ინდექსი და სხვ.-ამაზე არ შევჩერდეთ
 ფირმის ძალაუფლების ხარისხის გაზომვაზე გაცილებით უფრო საინტერესო
და რთული საკითხია იმის დადგენა, თუ:
 1) რამდენად ბოროტად იყენებს ფირმა თავის დომინანტურ პოზიციას;
 2) ასევე იმის განსაზღვრა, თუ ბაზრის რა წილის ფლობაა ერთი ან რამდენიმე
მსხვილი საწარმოს მიერ ის დასაშვები ნორმა, რომელიც არ ზღუდავს
კონკურენციას;
 3) ან იმაში გარკვევა, მონოპოლიზაციის პროცესი ბუნებრივი საჭიროებაა
ბაზრისთვის, თუ ხელოვნურად მიმდინარეობს და ა.შ.
 როგორ უწყობს სახელმწიფო კონკურენციის განვითარებას ხელს, როგორ
ებრძვის ის მონოპოლიებს - ანუ როგორ ატარებს სახელმწიფო კონკურენციის
პოლიტიკას
 სახელმწიფოს კონკურენციის პოლიტიკა შეგვიძლია დავყოთ პირობითად 2
მიმართულებად - სტრუქტურულ მიმართულებად, რაც გულისხმობს
მონოპოლიური წარმონაქმნების გაჩენის ან მათი მოძლიერების აღკვეთას
(შექმნის საწინააღმდეგო პრევენციულ ზომებსა და უკვე შექმნილის მოსაშლელ
ღონისძიებებს) და ფუნქციურ მიმართულებად - ანუ კონკურენციის
ხელშეწყობის ღონისძიებებს, კონკურენციის ხელისშემშლელი ფაქტების
გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებებს
 სტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფო ახორციელებს
დომინანტურ ფირმებზე კონტროლს - ანუ იმ კომპანიების ზედამხედველობას,
რომელთა საბაზრო წილი კონკურენციის კანონის თანახმად მიიჩნევა

7
დომინანტურად. სხვადსხვა ქვეყნის კანონმდებლობებში ეს მაჩვენებელი
განსხვავებულია
 მაგალითად ჩვენი (საქართველოს) „კონკურენციის შესახებ კანონის“ თანახმად,
1.კომპანია დომინანტად მიიჩნევა, თუ მას შესაბამისი ბაზრის (საბაზრო
ბრუნვის) არანაკლებ 40 პროცენტი უკავია. გერმანიაში და ბრიტანეთში ეს
ზღვარი შედარებით უფრო დაბალია; რუსეთში უფრო მაღალი - 50%;
 2.არაუმეტეს 3 ეკონომიკური აგენტისა დომინანტებად მიიჩნევიან, თუ მათი
ერთობლივი წილი ბაზარზე 50 პროცენტს აღემატება (ამასთან, თითოეულის
საბაზრო წილი 15 პროცენტზე მეტია);
 3.ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი წილის მქონე ეკონომიკური აგენტი
დომინირებს ბაზარზე, თუ მათი ერთობლივი წილი 80 პროცენტს აღემატება
(და აქაც თითოეულის საბაზრო წილი 15 პროცენტზე მეტია).
 ასეთი ფირმები, როგორც წესი, შეჰყავთ ე.წ. მონოპოლისტების რეესტრში, და
მათ ევალებათ ფასების ზრდის ან შემცირების შემთხვევაში შესაბამისი
დეკლარაციების წარდგენა შესაბამის მაკონტროლებელ უწყებაში;
დეკლარირება უწევთ მათ წარმოების მოცულობის ცვლილების შემთხვევაშიც;
 ამ დეკლარაციების შესწავლის კვალობაზე ფირმებს შესაძლოა აეკრძალოთ
ფასების ან წარმოების მოცულობის ცვლილებების განხორციელება
 ასევე, ანტიმონოპოლიურ ორგანოებს (უწყებებს) მსხვილი კომპანიები
უთანხმებენ შერწყმასა და შთანთქმა-გაერთიანებას - თუ ამგვარი
კონსოლიდაცია ბაზრის კონკურენციის უსაფრთხოებას ვნებს, კომპანიას
გამსხვილების უფლებას ეს ორგანო (უწყება - საქართველოში მას
„კონკურენციის სააგენტო“ ეწოდება) არ აძლევს
 რაც შეეხება უკვე შექმნილ მონოპოლიებს, კონკურენციის დაცვის სააგენტო
ზოგჯერ მიმართავს მათი დაშლის იძულებით ღონისძიებებსაც
 ფუნქციური მიმართულებების ფარგლებში სახელმწიფო კომპანიებს უწესებს
სანქციებს - მაგალითად ისეთ შემთხვევებში, როდესაც დომინანტი ფირმები
ბაზარზე ხელოვნურ დეფიციტს ქმნიან (ხელოვნურად ამცირებენ მარაგებს)
ფასების მოსამატებლად; ან როდესაც კომპანიები უსამართლოდ ეუბნებიან
უარს ცალკეულ მომხმარებლებს; როდესაც ხელოვნურად ზრდიან ან
ამცირებენ (მათ შორის დემპინგურ დონეზე) ფასებს; როდესაც ხელს უშლიან
ფირმებს ბაზარზე შესვლაში ან სხვა დისკრიმინაციულ ხერხებს იყენებენ და
ა.შ.
 სახელმწიფო რეგულირებას ექვემდებარება ბუნებრივი მონოპოლიებიც,
მიუხედავად ხელოვნურ მონოპოლიებთან შედარებით მათი ეკონომიკური

8
სარგებლიანობისა - მაღალი საბაზრო ძალაუფლება ყოველთვის უბიძგებს
ნებისმიერ ფირმას, თუნდაც ბუნებრივ მონოპოლიას ფასების დიქტატისაკენ
შესაძლო ზემოგების მიღების მიზნით, ამას კი სახელმწიფო მარეგულირებელი
ორგანიების მხრიდან გამუდმებული კონტროლი სჭირდება
 თუმცა არიან ეკონომიკური სუბიექტები, რომლებიც ანტიმონოპოლიური
კანონის რეგულირების სფეროში საერთოდაც არ ექცევიან: მაგ. ასეთია
ეროვნული ბანკი; სავალუტო ფონდი და მისთ. მსხვილი საერთაშორისო
საკრედიტო დაწესებულებები და სხვები
 საინტერესოა, რომ ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა
არეგულირებს კონკურენციის დარღვევის წესებს სახელმწიფო სუბსიდიებისა
და სუბვენციების ნაწილში - ანუ ევროკავშირში მიიჩნევა, რომ რომელიმე
დარგის მიმართ სახელმწიფო დახმარებამ შესაძლოა არაკონკურენციულ
პირობებში ჩააყენოს სხვა სუბიექტები და სახელმწიფო, კონკურენციული
კანონის ამ თვალსაზრისით დარჩვევის შემთხვევაში, დიახ, ჯარიმდება კიდეც
 ახლა შეძლებისდაგვარად განვიხილოთ კონკურენციის სახელმწიფო
პოლიტიკა საქართველოში
 რამდენად კონკურენციულია საქართველოს ეკონომიკური ბაზარი და როგორ
ართმევს თავს ანტომონოპოლიურ საქმიანობას სახელმწიფო?
 დავიწყოთ იმით, რომ 2005-2013 წლებში საქართველოში ანტიმონოპოლიური
სამსახური უბრალოდ არ არსებობდა - ის ნაციონალური მოძრაობის
ხელისუფლებამ გააუქმა (ცნობისათვის აქვე დავამატებთ, რომ ევროპის
კონტინენტზე ანტიმონოპოლიური სამსახურები არ არის მხოლოდ ანდორასა
და ფარერის კუნძულებზე).
 მართალია, მომდევნო მთავრობამ 2014 წლის აპრილში შექმნა-დააარსა
ზემოხსენებული „კონკურენციის სააგენტო“, მაგრამ, დღემდე პერიოდში,
სააგენტო შემოიფარგლა კონკურენციის დარღვევის ფაქტზე მიღებული
ერთადერთი (!) მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით (სანქცია
დაუწესდა ნავთობპროდუქტების ერთ-ერთ იმპორტიორს) და რამდენიმე
ათეული ჩატარებული მოკვლევით.
 ნიშნავს კი ეს, რომ კონკურენციის თავისუფლების თვალსაზრისით
საქართველოში ყველაფერი წესრიგშია? არა, სამწუხაროდ.
 აი, რას გვეუბნება ამასთან დაკავშირებით ეკონომიკური სტატისტიკა:
 მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის (გლობალური
კონკურენტუნარიანობის უკანასკნელი ანგარიშის) თანახმად:

9
 ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტიანობის თვალსაზრისით,
საქართველო 144 ქვეყანას შორის 127–ე პოზიციაზეა (ჩვენზე მაღალი რეიტინგი
აქვს სომხეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს);
 ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციის დონის მიხედვით 144 ქვეყანას შორის
105–ე ადგილზე ვიმყოფებით და ა.შ.
 ეს მონაცემები კი იმაზე მიუთითებს, რომ სამამულო ბაზარი მეტად სუსტი
კონკურენციულობით გამოირჩევა, ანტიმონოპოლიური ღონისძიებები
ქვეყანაში კი არაეფექტიანია!
 მაგრამ, იქნებ ცდება თავის შეფასებაში ავტორიტეტული ორგანიზაცია
„მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი“, რომელიც დავოსში მდებარეობს და
სადაც ყოველწლიურად იკრიბებიან მსოფლიოს ლიდერები და მსხვილი
მეწარმეები უმნიშვნელოვანესი გლობალური ეკონომიკური პრობლემების
გადასაწყვეტად?
 მოდით, გადავხედოთ ოფიციალურ სტატისტიკას საქართველოს ბაზრებზე
მსხვილი ფირმების წილობრივი მონაწილეობის თაობაზე:
 დავიწყოთ საბანკო სექტორით.
 საინტერესოა, რომ თვით საბანკო სექტორის მთლიანი წილი საფინანსო
ბაზარზე მეტად მაღალია და 93%-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ, ფულადი
კაპიტალის განთავსებისა და შემოსავლის მიღების თვალსაზრისით, დანარჩენ
საფინანსო ინსტიტუტებზე (საფონდო ბირჟებზე, სადაზღვეო კომპანიებზე,
სხვა შემნახველ ორგანიზაციებზე) ბანკები დომინირებენ აბსოლუტურად.
 ქართული საბანკო სივრცის თითქმის 70%-ს ფლობს 2 ბანკი: „საქართველოს
ბანკი“ (მთლიანი აქტივების 33%) და „თიბისი ბანკი“ (27%). ბაზრის 10%-ს -
„ლიბერთი ბანკი“ (ანუ 3 ბანკი ერთობლივად ფლობს საკრედიტო რესურსების
80%-ს, ყველა დანარჩენი 15 ბანკი კი ბაზრის 20%-ს იყოფს) - მაშასადამე, ჩვენი
კანონმდებლობის მიხედვით გამოდის, რომ პირველი ოთხი ბანკის პოზიცია
საფინანსო ბაზარზე ცალსახად დომინანტურია;
 ფარმაცევტული ბაზარი: - ბაზრის თითქმის ნახევარი „ავერსს“ და PSP-ს უკავია
ერთობლივად (შპს ,,ავერსი' -24%, შპს PSP – 23%);
 საკმაოდ ინფორმირებულები ხართ იმის თაობაზე, თუ როგორი სიტუაციაა,
მონოპოლიური თვალსაზრისით, მაგალითისათვის,
ნავთობპროდუქტების ბაზარზე, სადაც, დიდი ალბათობით, უმსხვილესი
კომპანიები „სოკარი“, „ლუკოილი“, „ვისოლი“, „გალფი“ დღემდე
განსაზღვრავენ პროდუქციის ტარიფებსა და ხარისხს;
ინტერნეტმომხმარებლებმა კარგად იციან, თუ რომელი ფირმა განაგებს

10
ინტერნეტის მიწოდების ბაზარს - ესენი ყველასათვის ცნობილი ,,სილქნეტი“
და ,,კავკასუს ონლაინი“ არიან; ვიცით, რა მდგომარეობა მობილური
ოპერატორების ბაზარზე ამ მხრივ და ა.შ.
 ამ სტატისტიკური მაჩვენებლების მოყვანის კვალობაზე შეგახსენებთ (ზემოთ
მოგახსენეთ), რომ ჩვენი „კონკურენციის შესახებ“ კანონის თანახმად ფირმა
დომინანტურია თუ მისი წილი ბაზარზე 40%-ს და მეტს შეადგენს; 3 ფირმის
კონცენტრაცია კი დომინანტურია, თუ მათი წილი 50%-ზე მეტია და ა.შ. - ანუ
რა გამოდის: პრაქტიკულად ყველა ბაზარზე გვყავს დომინანტი მოთამაშეები!
ანუ ყველა ბაზარზე არის ერთი ან რამდენიმე ფირმა, რომლებსაც შეუძლიათ
ფასების კარნახი!
 მაგრამ, იქნებ სულაც არ სარგებლობენ ეს ფირმები ბოროტად ამ დომინანტური
პოზიციით და ამიტომაც არ რეაგირებს ამაზე სახელმწიფო („კონკურენიის
სააგენტი“) სათანადოდ?
 ცხადია, შესაძლებელია ასეთი დაშვებაც, მაგარამ მაშინ იქნებ გვიპასუხოს
სახელმწიფომ შემდეგ კითხვებზე - თუ მონოპოლიური ფირმები არ არღვევენ
კონკურენციის შესახებ კანონს, მაშინ:
 რატომაა ჩვენთან ორჯერ (!) უფრო ძვირი საბანკო მომსახურების პროდუქტი
(სესხი), ვიდრე ევროპაში (მაგალითისათვის: იპოთეკური კრედიტის წლიური
საშუალო საპროცენტო განაკვეთი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში შეადგენს
4,5%-ს, აღმოსავლეთ ევროპაში 7-8%, საქართველოში ლარში აღებული
კრედიტი დაახლოებით 13% ღირს);
 რატომ იღებენ ჩვენი ბანკები ანგარიშის გახსნისათვის ან დახურვისათვის (!)
საკომისიოს (?), თითქოს ეს (და ბევრი სხვა მისთ.) ოპერაცია ბანკის პირდაპირი
საქმიანობის თანმდევი ოპერაცოა არ იყოს და რაღაც დამატებითი ხარჯების
გაწევას მოითხოვდეს;
 რატომ იქცევიან მსგავსად საკომუნიკაციო მომსახურების მონოპოლისტი
ოპერატორები, რომლებიც სტაციონარული ტელეფონის გათიშვის შემდეგ
ყოველთვიურად ახდევინებენ აბონენტებს ე.წ. „გამორთვის საფასურს“ !(?);
 რატომაა, რომ ნავთობზე მსოფლიო ბაზარზე ფასის დაცემაზე ქართული
ბაზარი ძალზე გვიან რეაგირებს ან მას საერთოდ „ვერ ამჩნევს“, მაშინ როცა
მსოფლიო ბაზარზე ფასის გაძვირებას ლამის წინ უსწრებს ჩვენი ბაზრის
რეაგირება. იგივე შეიძლება ითქვას ხორბალზეც;
 რატომაა, რომ მთელ რიგ მედიკამენტებზე ჩვენთან ფასები 2-3-ჯერ აღემატება
ევროპულ ფასებს, ხდება პირველ რიგში ძვირი მედიკამენტების შემოტანა,
მაშინ როცა შედარებით იაფი დახლიდან ქრება;

11
 ექსპერტების გათვლებით, ჩვენთან გაუმართლებლად მაღალია
ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის და სხვა ბუნებრივი
მონოპოლიების პროდუქტის ფასი. სამწუხაროა, რომ ამ კატეგორიის
პროდუქტებზე ფასების მომატების აუცილებლობას მარეგულირებელი
კომისიის წარმომადგენლები ხან ინვესტიციების სიჭარბით „ასაბუთებენ“, ხან
კიდევ იმით „ხსნიან“, რომ მონოპოლისტი ფასის მეტად მომატებას
მოითხოვდა, ჩვენ კი ნაკლებზე დავითანხმეთო !(?);
 ქართულ საფინანსო ბაზარზე არ გამოჩნდა ან ფეხი ვერ მოიკიდა მსხვილმა
უცხოურმა ბანკმა (ბაზარი გაურკვეველი მიზეზებით დატოვა ბრიტანულმა
HSBC-იმ, რომელიც თავის დროზე კლიენტების დაბალი საპროცენტო
განაკვეთებით მოზიდვას შეეცადა);
 საქართველოს სამშენებლო სექტორში (სადაც მაღალია სახელმწიფოს წილი)
გამოცხადებულ ტენდერებში ხშირად იმარჯვებენ კომპანიები, რომლებსაც არა
აქვთ სათანადო გამოცდილება
 და ბევრი სხვა...

12

You might also like