Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 11

თემა 5.

ფულადი პოლიტიკა

საკითხები: ფულის ძირითადი ფუნქციები; „ოქროს სტანდარტისა“ და თანამედროვე


ფულადი სისტემების დახასიათება; ფულადი მასის დაანგარიშების პრინციპები და
ფულადი აგრეგატები; ეროვნული (საემისიო) ბანკის ძირითადი მიზნები და ამოცანები.
ფიშერის გაცვლის განტოლება და ფულადი მასის ოპტიმალური მოცულობა მიმოქცევაში;
ინფლაციის სახეები; ინფლაციისა და დეფლაციის უარყოფითი ზეგავლენა ეკონომიკაზე;
ინფლაციის თარგეტირების მიზანშეწონილობა; ფულადი მასის რეგულირების ფისკლაური
მექანიზმები და მონეტარული ინსტრუმენტები; მკაცრი და ექსპანსიური ფულადი პოლიტიკა

 დასაწყისისათვის გავიხსენოთ ფულის განმარტება და მისი ძირითადი ფუნქციები - ეს


მეტად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ფულად პოლიტიკაში გასარკვევად.
 რა არის ფული?
 ფულის სტანდარტული განმარტების თანახმად, ფული არის საქონელ-მომსახურების
შეძენის ანაზღაურების, მისი ფასეულობის გაზომვის და ღირებულების შენახვის
საშუალება. ეს არის განსაკუთრებული საქონელი, სხვა საქონელთა საყოველთაო
ეკვივალენტი
 რა ფუნქციები აქვს ფულს?
 1) ფულს აქვს ღირებულების გაზომვის ფუნქცია: საქონლის ფულით შეფასება
გვაძლევს საშუალებას გავერკვეთ, თუ რომელ საქონელს რა ფარდობითი
ღირებულება აქვს. რას ნიშნავს ეს: სწორედ ფული გვაძლევს იმის საშუალებას, რომ
როდესაც ჩვენ ხელთ არსებულ ფასეულობა-აქტივს (მაგალითად, როგორიცაა ჩემთვის
უნივერსიტეტის ლექტორის შრომა) ვცვლით ჩვენთვის საჭირო სხვა სიკეთეებზე
(მაგალითად, მე ამ შრომას, საბოლოო ჯამში, ვცვლი ძირითადად სამომხმარებლო
პროდუქციაზე - პურზე, კარაქზე, მაკარონზე, ფეხსაცმელზე, ზოგჯერ - საგზურზე და
ა.შ.), ჩვენ ამ გაცვლით ოპერაციას ფულის მეშვეობით ვაკეთებთ, და ამისათვის სულაც
არ გვჭირდება ჩვენი გასაცვლელი ფასეულობის (საქონელ-მომსახურების)
ღირებულების შეფარდება-შეფასება თითოეული იმ საქონლის ღირებულებით,
რომლის შეძენაც გვსურს (ანუ, ჩემ მაგალითზე, მე სულაც არ მჭირდება იმ ზღვა
ინფორმაციის ფლობა, თუ რამდენ კილოგრამ მაკარონს, ან რამდენ ლიტრ რძეს, ან
საგზურის მერამდენე წილს თუ ურიცხვი საქონელ-მომსახურებიდან თითოეული
ჩემი საუნივერსიტეტო შრომის რა ნაწილს მოიცავს) - ამ ამოცანას წარმოუდგენლად
ამარტივებს სწორედ ფული - უფრო ზუსტად, მისი ღირებულების გაზომვის ფუნქცია.
 2) ფულის მეორე მნიშვნელოვანი ფუნქცია, ეს არის მისი მიმოქცევის საშუალება,
ფულის მიმოქცევის ფუნქცია. სწორედ ფული, მისი მიმოქცევის უნარით, ხელს
უწყობს ეკონომიკაში საქონელ-მომსახურების გაცვლას - წარმოდგენაც კი რთულია,
როგორ მოხდებოდა უამრავი საქონელ-მომსახურების ერთმანეთში გაცვლა, რომ არა
ფული (ჩემთან დაკავშირებულ ზემოაღწერილ მაგალითზე, ფული რომ არა,

1
გაფიქრებაც კი მიჭირს, როგორ მოვახერხებდი ჩემი ლექციების სანაცვლოდ ჩემთვის
სასურველ დროს სასურველი პროდუქციის მიღებას თქვენგან - დავუშვათ, ზოგს
გარკვეული რაოდენობის მაკარონის მოტანას გთხოვდით თვეში ერთხელ, ზოგსაც
პურისას ყოველდღე, მაგრამ დაზიანებული სანტექნიკის აღდგენას, ან კბილის
დაბჟენას როგორღა მოგთხოვდით? ). ვფიქრობ, ანალოგია გასაგებია - ფულია
ადამიანებისთვის საჭირო საქონელ-მომსახურების მიმოქცევის (ურთიერთგაცვლის)
საუკეთესო და უმარტივესი საშუალება.
 3) და ფულის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია - ესაა ფულის დაგროვების
ფუნქცია. როგორც ვიცით, საზოგადოება მის მიერ მიღებულ შემოსავალს იმავე
პერიოდში არ ხარჯავს ხოლმე და შემოსავლის ნაწილს ზოგავს, ანუ ინახავს
მომავალში დასახარჯად. რა თქმა უნდა, შემოსავლის შენახვა შესაძლებელია
სხვადასხვა არაფულადი ფასეულობებითაც, მაგ. ძვირფასი ლითონებით ან ფასიანი
ქაღალდებით. მაგრამ ადამიანები შემოსავლის დაგროვებას მაინც ძირითადად
ფულადი სახით ამჯობინებენ, და ამის მიზეზი ისაა, რომ ფული, ყველა სხვა
ფასეულობასთან შედარებით (ეს უკვე იცით), უფრო ლიკვიდურია - ანუ საჭირო
დროს ფულის გადაცვლა ნებისმიერ ფასეულ საქონელზე საბაზრო ფასში გაცილებით
უფრო ადვილია, ვიდრე იმავეს გაკეთება რომელიმე სხვა აქტივის მეშვეობით
 დავსვათ კითხვა: რა მოცულობის ფული უნდა ბრუნავდეს მიმოქცევაში
 თანამედროვე ფულადი სისტემის ამოქმედებამდე ითვლებოდა, რომ სახელმწიფოს
იმდენი ფული უნდა დაებეჭდა და გაეშვა მიმოქცევაში, რამდენი ოქრო/ვერცხლიც
ექნებოდა ხაზინაში დაცული (ე.წ. „ოქროს სტანდარტი“) - ანუ „ოქროს სტანდარტის
დროს“ ფული მიბმული იყო ოქროზე.
 თუმცა, როგორც ეკონომიკის თეორიიდან გვახსოვს, ამ ფულად სისტემას აღმოაჩნდა
ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელი თვისება (მზარდი წარმოება სულ უფრო
და უფრო ისაკლისებდა ფულს, სახელმწიფო კი მას ვერ უშვებდა მიმოქცევაში,
რადგან საჭირო დროს არ ჰქონდა შესაბამისი ოქროს მარაგი ხაზინაში - ფული კი
აუცილებად ოქროთი უნდა ყოფილიყო გამაგრებული)
 ამასთან, „ოქროს სტანდარტი“ არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ სახელმწოფოს
საჭირო დროს გაეტარებინა ე.წ. მასტიმულირებელი ფულადი პოლიტიკა - ანუ
მიმოქცევაში საჭიროზე მეტი ფულის გამოშვებით წაეხალისებინა წარმოება
(დავუშვათ, ზედმეტი ფულის გამოშვებით გაეზარდა საჯარო მოხელეების
ხელფასები, რაც გაზრდიდა ერთობლივ მოთხოვნას და გაიზრდებოდა ერთობლივი
მიწოდებაც)
 ერთი სიტყვით, ამ და სხვა სუბიექტურ-ობიექტური მიზეზების გამო, კაცობრიობა
„ოქროს სტანდარტის“ სისტემიდან გადავიდა თანამედროვე ფულად სისტემაზე,
რომლის მიხედვით ფული მიება საქონელს. სხვა სიტყვებით, მეტად
გამარტივებულად რომ დავახასიათოთ სისტემა, ის გულისხმობს, რომ სახელმწიფო
ვალდებულია უზრუნველყოს იმდენი ფულის არსებობა ბაზარზე, რამდენი
საქონელიც იწარმოება მასში.

2
 მას შემდეგ, როგორც კი ფული დამოკიდებული გახდა საქონელ-მომსახურების
წარმოებაზე, რომელიც (წარმოება), როგორც ვიცით, სტაბილურობით სულაც არ
გამოირჩევა (პროდუქცია ხომ ყოველთვის ხან მოთხოვნილ-აუცილებელზე მეტი
იწარმოება, ხანაც ნაკლები), წარმოიშვა ამ საქონლის შეძენა-წარმოებისათვის საჭირო
ფულზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის მუდმივი პრობლემაც (ფულის
მუდმივი გადაჭარბება ან მისი უკმარისობა)
 აქედან გამომდინარე, გაჩნდა მიმოქცევაში საჭირო ფულის ოდენობაზე
(მოცულობაზე) გამუდმებული ზედამხედვლობის განსაკუთრებული აუცილებლობაც
 იმ მთავარი მოსაზრებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვით ფულის კონტროლის
მთლიანად ხელისუფლებაზე მინდობა არაა მიზანშეწონილი, რადგან ის ყოველთვის
შეეცდება საჭიროზე მეტი ფულადი მასის არსებობის დაშვებას მიმოქცევაში
საკუთარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად (ამას კი, ისევ გავიხსენოთ თეორია,
გარკვეული ეკონომიკური ეფექტი შეიძლება მხოლოდ ხანმოკლე პერიოდში მოჰყვეს,
შემდეგ კი, ანუ გრძლევადიან პერსპექტივაში, გადაჭარბებული ფულადი მასის
გაჩენას უბრალოდ მოჰყვება ფასების დონის ზრდა, ანუ ინფლაციური პროცესი,
შესაბამისად, ფულის ემისიიდან ეკონომიკური ეფექტი ნულის ტოლი, ან უარყოფითი
ხდება), დღეს ამ ფუნქციას (ფულის ზედამხედველობის ფუნქციას) ყველა
სახელმწიფოში ახორციელებს ნეიტრალური ორგანო, ეროვნული, იგივე
ცენტრალური, იგივე საემისიო ბანკი (აშშ-ში ფედერალური სარეზერვო სისტემა)
 ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი და ამოცანა სწორედ ფულის მიმოქცევის
ზედამხედველობაა, მისი გაუფასურების ან ზედმეტად მოძლიერების თავიდან
აცილებაა, ანუ ინფლაციის და დეფლაციის კონტროლია
 რის მიხედვით ზომავს ეროვნული ბანკი ფულის მასას, ანუ რა იცის ეროვნულმა
ბანკმა, რამდენი ფული უნდა იყოს მიმოქცევაში, რამდენია ზედმეტი და ამოსაღები
მიმოქცევიდან (ვთქვათ, გადახურებისას ეკონომიკის მოსათოკად) ან პირიქით,
რამდენია დასამატებელი ეკონომიკის განვითარებისათვის, მისი
სტიმულირებისათვის
 ეროვნული ბანკი, ფულის გაზომვისა და მასზე ზემოქმედების მიზნით იყენებს ე.წ.
ფულის აგრეგატებს, ანუ ფულის მასის, მისი მოცულობის მაჩვენებლებს
 ფულის აგრეგატები შემადგენლობის მიხედვით სხვადასხვაგვარია, ამიტომ მათ
ძირითადად შემდეგ კატეგორიებად დაჰყოფენ (განასხვავებენ)
 1) აგრეგატი M1 - ან, სხვაგვარად, ე.წ. „ნამდვილი ფული“, ან „ფული გარიგებისათვის“,
ან „ფული ვიწრო გაგებით“- „ვიწრო ფული“
 2) აგრეგატი M2 - ან, სხვაგვარად, ე.წ. „თითქმის ფული“, “near money”, „კვაზი ფული“
 3) აგრეგატი M3 - სხვაგვარად „ფართო ფული“
 რას გულისხმობს „ნამდვილი ფული“, ანუ ფულის აგრეგატი M1
 ესაა მაჩვენებელი, რომელიც ასახავს მიმოქცევაში არსებული ფაქტობრივი ფულის
მოცულობას - ანუ, ერთი მხრივ, „ნაღდი ფულის“, ე.წ. „ქეშის“ მოცულობას (ქაღალდის
ბანკნოტებს და ლითონის მონეტების, რომლებსაც M0 აგრეგატადაც მოიხსენიებენ)

3
მოცულობას, და, მეორე მხრივ, კომერციულ ბანკებში დაცულ მოსახლეობისა თუ
ფირმების მოთხოვნამდე ანაბრებს ეროვნული ვალუტით
 განმარტებისათვის - მოთხოვნამდე ანაბარი იმ სახის დეპოზიტია, რომელსაც არ აქვს
განსაზღვრული დაბრუნების ვადა, და საბანკო დაწესებულება მას უბრუნებს
მეანაბრეს პირველივე მოთხოვნისთანავე, ამ თანხის გამოყენებისათვის დარიცხული
სარგებლით.
 ერთი სიტყვით, M1 აგრეგატი მოიცავს, ერთი მხრივ, ნაღდ ფულს, და მეორე მხრივ იმ
დანაზოგებს, იმ სახსრებს, რომელთა გადაქცევა ნაღდ ფულად ადვილია
 ანუ M1 აგრეგატი მოიცავს აბსოლუტურად ლიკვიდურ ნაღდ ფულს (M0), და
აბსოლუტურ ლიკვიდურობასთან მიახლოვებულ ფულს - მოთხოვნამდე ანაბრებს
 გავიხსენოთ, რას ნიშნავს ფულის ლიკვიდურობა - ესაა ფულის უნარი საჭირო
მომენტში გაცვლილი იქნას საჭირო საქონელ-მომსახურებაზე
 შესაბამისად, ფულის ნაკლებლიკვიდურობა გულისხმობს ფულის გარკვეულ
შეზღუდულობას, შეფერხებებს მის საქონელზე გადაცვლასთან დაკავშირებით
 აგრეგატი M2: შედგება M1 აგრეგატისა და კომერციულ ბანკებში ეროვნულ ვალუტაში
განთავსებული საოჯახო მეურნეობებისა თუ ფირმების ვადიანი და შემნახველი
ანაბრების ჯამისაგან
 განმარტებისათვის - ვადიანი ანაბრები, ესაა გარკვეული ვადით ბანკში
განთავსებული დეპოზიტი, რომელსაც ბანკი, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ
უბრუნებს მფლობელს, მასზე დარიცხული პროცენტიანად
 განმარტებისათვის - შემნახველი ანაბრები, ესაა განუსაზღვრელი ვადით ბანკში
განთავსებული ანაბარი, რომლის მიზანია თანხის შეგროვება პერიოდული მცირე
შენატანებით
 ანუ M2 აგრეგატი შეიცავს ისეთ ფულს, რომლის უშუალოდ გამოყენება გარიგებებში,
ყიდვა-გაყიდვაში მეტად რთულია, ამ ფულის გამოყრა საქონელ-მომსახურების
ბაზარზე სწრაფად ვერ მოხერხდება - ის გარკვეული ვადით ხელშეუხებლადაა
გადაცემული ბანკისთვის.
 იმავდროულად, ეს ის ფულია, რომელიც გამოიყენება დანაზოგის გასაკეთებლად
 ამიტომაც უწოდებენ M2 აგრეგატს - „თითქმის ფულს“
 აგრეგატი M3 - „ფართო ფულითაა“ ცნობილი, მოიცავს M2 აგრეგატისა და
კომერციულ ბანკებში უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ანაბრებს
 მიაქციეთ ყურადღება, რომ ფულის პარამეტრების ნუმერაციის ზრდის კვალობაზე
მცირდება ფულადი აგრეგატების ლიკვიდურობა - ანუ ყოველი მომდევნო ფულადი
აგრეგატი წინაზე ნაკლებლიკვიდურია
 ამასთან, რაც უფრო მაღალია ფულადი მაჩვენებლის ნომერი, მით უფრო
შემოსავლიანია ის მისი მესაკუთრისათვის (მაგ. M0-ნაღდი ფული, რომელსაც
შემოსავალი არ მოაქვს; M1 მოიცავს მოთხოვნამდე ანაბრებს, ანუ ფულს, რომელსაც,
მართალია არც თუ ბევრი, მაგრამ შემოსავალი მაინც მოაქვს - მოთხოვნამდე ანაბრებში
ბანკი იხდის მცირე პროცენტს და ა.შ. M2, M3)

4
 რა ძირითადი დატვირთვა აქვს ფულადი აგრეგატების ამგვარ კატეგორიებად
დაყოფას:
 ფულის მიმოქცევა ქვეყანაში (ანუ საჭირო ფულადი სახსრების მასის მოძრაობა)
ეფუძნება სწორედ ამ ფინანსური ფულადი აგრეგატების წონასწორობას. სწორედ ამ
ფინანსური მაჩვენებლების (აგრეგატების) ერთმანეთთან სხვადასხვაგვარი
შეპირისპირებით (ამ ტოლობებს მათი სირთულის გამო ჩვენს თემაში არ
განვიხილავთ) ეროვნული ბანკი განსაზღვრავს, აქვს თუ არა ადგილი წონასწორობის
დარღვევას, ანუ იზრდება თუ არა ქვეყანაში ინფლაცია, ან ხომ არ იქმნება ქვეყანაში
ფულის დეფიციტი
 ჩვენ უფრო მარტივი ფორმულის გამოყენებით შევეცადოთ ვუპასუხოთ კითხვას - თუ
რამდენი უნდა იყოს ფულის ოპტიმალური რაოდენობა მიმოქცევაში.
 უკვე გასაგებია, რომ ფული უნდა იყოს იმდენი, რამდენიც საჭიროა შესაბამის ფასებში
ყველა ეკონომიკური გარიგების (ტრანსაქციის, როგორც უყვართ ხოლმე ამ სიტყვის
გამოყენება) შესასრულებად.
 არც მეტი, და არც ნაკლები - ფულის ნაკლებობამ არ უნდა შეუშალოს ხელი
გარიგებების განხორციელებას (წარმოიშობა დეფლაციის უარყოფითი ეფექტები),
გადაჭარბებულმა ფულმა კი შეიძლება გამოიწვიოს მაღალი ინფლაცია, მისგან
გამომდინარე ნეგატიური შედეგებით
 მაშსადამე, რაოდენობრივად რაც მეტი გარიგება შედგება, ასევე, რაც უფრო მაღალი
იქნება გარიგებების ფასები - მით მეტი ფული იქნება საჭირო ეკონომიკის
მომსახურებისათვის და პირიქით
 ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ფულის ერთი და იგივე ერთეული, რაღაც
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვთქვათ, ერთი დღის, ან ერთი წლის
განმავლობაში, შეიძლება ემსახურებოდეს რამდენიმე გარიგებას
 მაგალითად, სამსახურში მიღებული 100 ლარი ხელფასით თუ იმავე დღეს ვიყიდით
შარვალს, ხოლო გამყიდველი ამავე თანხის დენის საფასურს გადაიხდის გამოვა, რომ
100 ლარი დღეში მოემსახურა 2 გარიგებას და, ცხადია, ამისათვის 200 ლარის
მიმოქცევაში არსებობა საჭირო არაა.
 თეორიული თვალსაზრისით (ფულის რაოდენობრივი თეორიის მიხედვით),
მიმოქცევაში საჭირო ფულის გაანგარიშება შესაძლებელია ე.წ. ფიშერის (ამერიკელი
ეკონომისტი) გაცვლის განტოლების მიხედვით
 ეს განტოლება შემდეგნაირად გამოიყურება:
 MV=PY
 სადაც, რომელიმე გარკვეული პერიოდისთვის:
 M - ამ პერიოდისთვის საჭირო ფულის მასაა
 P - იმ საქონელ-მომსახურების (გარიგებების) საშუალო ფასებია შესაბამის პერიოდში,
რომელიც იყიდება ქვეყანაში
 Y - იმ საქონელ-მომსახურების (გარიგებების) რაოდენობაა შესაბამის პერიოდში,
რომელიც იყიდება ქვეყანაში

5
 V - ფულის მიმოქცევის (ბრუნვის) სიჩქარეა (რამდენჯერ ბრუნავს ფული შესაბამის
პერიოდში)
 ამ ტოლობის გამოსახვა შეიძლება შემდეგნაირადაც
 M=PY/V
 შეუძლია თუ არა სახელმწიფოს ამ განტოლების მეშვეობით დაადგინოს : მიმოქცევაში
არსებული ფული საჭიროზე მეტია და ეკონომიკაში ინფლაციური პროცესები
მიმდინარეობს; ფული მიმოქცევაში იმდენია, რამდენიც საჭიროა ყველა გარიგების
დაუბრკოლებლად უზრუნველსაყოფად (წონასწორული მოცულობითაა); თუ
ეკონომიკა ფულის უკმარისობას (დეფიციტს) განიცდის?
 მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მეტად გავაუბრალოვეთ საკითხი და ამ ამოცანის
გადაწყვეტა საკმაოდ რთულ გაანგარიშებებს ეფუძნება, გარკვეული დასკვნების
გაკეთება, ცხადია, შესაძლებელია:
 მაგალითისათვის, თუ შესაბამისი გათვლების შედეგად აღმოჩნდა, რომ განტოლების
ორივე მხარეს შორის ტოლობას აქვს ადგილი, ანუ მიმოქცევაში არსებული ფული
ტოლია გაყიდული საქონლის რაოდენობისა და ფასის ნამრავლის შეფარდებისა
ფულის სიჩქარესთან, ვთქვათ, M(დავუშვათ, 5 მილიარდი ლარი)=PY/V(5 მილიარდი
ლარი) - ეს ნიშნავს. რომ ფული ზუსტად იმდენია, რამდენიც საჭიროა ეკონომიკის
მომსახურებისათვის;
 თუ აღმოჩნდება, რომ M(5 მლრდ. ლარი) > PY/V (4,8 მლრდ. ლარი) - ეს ნიშნავს, რომ
მიმოქცევაში ფული საჭიროზე მეტია, ანუ დაწყებულია ინფლაციური პროცესები
 რამ შეიძლება ასეთი უტოლობა (მიმოქცევაში ფულის მასის გადამეტება ტოლობის
მეორე მხარეზე) გამოიწვიოს:
 მაგალითისათვის, ეს შეიძლება მოხდეს იმის შედეგად, რომ ხელისუფლება,
ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად, მოახდენს ფულის ემისიას და გაშვებას
მიმოქცევაში
 როგორ ხდება ეს პრაქტიკაში - მიმოქცევაში ეს ფული მოხვდება ეროვნული ბანკის
მეშვეობით, რომელიც მის საცავებში დაცულ ზედმეტ ფულს სესხად (იაფად) მისცემს
კომერციულ ბანკებს, რომლებიც, თავის მხრივ, ამ ფულით დააკრედიტებენ (ასევე
საპროცენტო განაკვეთზე უფრო იაფად) ფირმებს თუ საოჯახო მეურნეობებს - ე.ი.
ბაზარზე გაჩნდება ფული, რომლის საჭიროება არ იყო.
 ანუ, შეიქმნება სიტუაცია, როდესაც ფული უკვე გაშვებულია ეკონომიკაში (ტოლობის
მარცხენა მხარე), ხოლო პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის მოცულობა, ფასები და
ფულის სიჩქარე ჯერ კიდევ ძველ დონეზეა (ტოლობის მარჯვენა მხარე)
 თუმცა, ეს უტოლობა ადრე თუ გვიან (უფრო - გვიან, გრძელვადიან პერსპექტივაში,
ამაზე ზევით ვისაუბრეთ) აუცილებლად აღმოიფხვრება, რადგან გაზრდილ
ერთობლივ მოთხოვნას (რომელიც გამოიწვია ფულის მასის ზრდამ საზოგადოებაში)
აუცილებლად მოჰყვება ფასების ზრდა (გაიზრდება P პარამეტრი მარჯვენა მხარეს).
 და, ფიშერის განტოლების მესამე შესაძლო ვარიანტი - როდესაც ტოლობის მარჯვენა
მხარე აღემატება მარცხენას M(5 მლრდ. ლარი) > PY/V (5,2 მლრდ. ლარი) - ნიშნავს

6
იმას, რომ ეკონომიკას არ ჰყოფნის ფულადი სახსრები ყველა გარიგების
უზრუნველსაყოფად
 ამგვარი უტოლობის მიზეზი კი შეიძლება გახდეს თუნდაც ფულის მიმოქცევის
სიჩქარის (V) შენელება (მაგალითისთვის, ფულის მიმოქცევის სიჩწარის შენელება
შეიძლება გამოიწვიოს ფულის ბანკთაშორისი გადარიცხვების კომპიუტერული
სისტემის პარალიზებამ, რომელიც წარმოუდგენელი სისწრაფით აჩქარებს ფულის
ბრუნვას)
 ახლა დავუთმოთ ცოტაოდენი დრო ინფლაციაზე საუბარს - ეს იმისთვის, რომ უკეთ
გავერკვეთ მის ეკონომიკური თვალსაზრისით ნეგატიურ ბუნებაში და მასთან
გამკლავების ფულადი პოლიტიკის არსში.
 გავიხსენოთ, რა არის ინფლაცია
 ინფლაცია, ესაა სიტუაცია, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ მიმოქცევაში იმაზე
მეტი ფული ბრუნავს, ვიდრე ეს რეალურადაა საჭირო, რის შედეგადაც ხდება
ერთობლივი მოთხოვნის გადამეტება ერთობლივ მიწოდებაზე და ქვეყანაში იწყება
ფასების ზრდა
 სხვაგვარად, ინფლაცია, ესაა ფასების საერთო დონის ზრდა.
 რითაა სახიფათო ინფლაცია?
 ინფლაციის დროს, განსაკუთრებით ჰიპერინფლაციისას ფული მეტად სუსტად
ასრულებს საკუთარ ფუნქციებს (აი, აქ გამოგვადგება ფულის ფუნქციებში გარკვევის
უკვე გამომუშავებული უნარი, რაშიც ზემოთ მოყვანილი ბანალური მაგალითების
განხილვამაც მოგვიმართა ხელი):
 1) ინფლაციისას ფული უფასურდება; ფულის მიღებას (რესურსებზე, პროდუქციაზე
გადაცვლას) საზოგადოება ერიდება - ანუ ფული თანდათანობით კარგავს თვის
უმთავრეს ფუნქციას - მიმოქცევის ფუნქციას.
 2) ინფლაციისაგან თავის დასაცავად ადამიანები იწყებენ ფულის გადაცვლას სხვა
ისეთ აქტივზე, რომელიც არ კარგავს ფასეულობას - მაგალითად, ძვირფას
ლითონებზე, ოქროზე, ან სხვა ქვეყნის ვალუტაზე, დოლარზე, ევროზე, ინგლისურ
ფუნტ-სტერლინგზე და ა.შ. - ანუ ფული კარგავს თავის დაგროვებით ფუნქციას.
 სხვათაშორის, საქართველოში ლარის მუდმივი გაუფასურების კვალობაზე და
სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესების შიშით, ბევრი დღესაც ამგვარი პრინციპით
ხელმძღვანელობს: მიიღებს თუ არა შემოსავალს ლარში, ცვლის მას დოლარზე.
შემდეგ, დასჭირდება ლარი პროდუქციის შესაძენად - მირბის სავალუტო ჯიხურში
და ცვლის დოლარს; დასჭირდება ლარი კომუნალური გადასახადების
გადასახდელად - მირბის სავალუტოში და ახურდავებს დოლარს - და ამ სირბილში
ცვითავს ფეხსაცმელს . სხვათაშორის ასეთი ტიპის უხერხულობასთან
დაკავშირებულ დანახარჯებს ეკონომისტები მოიხსენიებენ კიდეც „გაცვეთილი
ფეხსაცმლის დანახარჯებად“
 3) ინფლაციის დროს ფასების მუდმივი ცვლილების შედეგად მწარმოებლები და
მომხმარებლები ვერ იღებენ ფასების მეშვეობით სწორ და სანდო ინფორმაციას - სხვა

7
სიტყვებით, ბაზრის მონაწილეები ინფლაციის დროს დეზორიენტირებულები
ხდებიან - ანუ ინფლაციის პირობებში ფულს უქვეითდება ღირებულების საზომი
ფუნქცია
 გარდა ამისა, ინფლაცია იწვევს შემოსავლების გაუფასურებას (მიღებული
შემოსავლებით, ხელფასებით, განსაკუთრებით ფიქსირებული, ანუ ე.წ. „მოჭრილი“
ხელფასებით, სულ უფრო ნაკლები პროდუქციის შეძენა ხდება შესაძლებელი - ანუ
სულ უფრო იზრდება განსხვავება ნომინალურ და რეალურ ხელფასებს შორის);
 ინფლაცია იწვევს ინვესტიციური აქტივობის დაცემას - ჯერ ერთი, ინფლაციის დროს
უფასურდება ფულადი დანაზოგები - შესაბამისად ეცემა ფულში დანაზოგების
განხორციელების მოტივაცია; მეორეც - ინვესტორები ფეხს ითრევენ ისეთ ქვეყანაში
ფულის დაბანდებისაგან, სადაც არასტაბილური ფასების გამო მათ უჭირთ
გააანალიზონ და გათვალონ ის, თუ რა მოგება დარჩებათ საინვესტიციო პროექტის
განხორციელებიდან
 ინფლაციას თან სდევს შემოსავლის და ქონების უსამართლო გადანაწილება -
ინფლაციით სარგებლობენ დებიტორები (ვალის ამღები პირები), და ზარალობენ
კრედიტორები (ვალის გამცემი პირები). ეს ხდება იმის გამო, რომ ფული, სესხის
გაცემის მომენტში, უფრო მეტადაა მყიდველობითუნარიანი, ვიდრე მისი დაფარვის
დროს.
 მაღალი ინფლაციის დროს, გამყიდველებს უწევთ ფასების გამუდმებით შეცვლა -
ფასმაჩვენებლების ხელახლა დაბეჭდვა, ახალი პრაის-ლისტების, კატალოგების,
რესტორნის მენიუების და მისთ, გამზადება - ეს კი მეწარმისთვის დამატებითი
დანახარჯია, რომელსაც ეკონომისტები უწოდებენ „მენიუს დანახარჯებს“
 ინფლაცია ყოველთვის არ უკავშირდება მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან
მიმოქცევაში ზედმეტი ფულის გაშვებას
 არსებობს ე.წ. „მოთხოვნის ინფლაცია“, რომელსაც წარმოშობს სიტუაცია, როდესაც
მომხმარებელი, რაღაც მიზეზის გამო, მზადაა იმაზე მეტი საქონელ-მომსახურება
შეიძინოს, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა - ანუ ამ მიზეზის გამო (ასეთი მიზეზი
შეიძლება იყოს, მაგალითისათვის, კომერციული ბანკების მხრიდან იაფი კრედიტის
გამოყრა) ხდება ერთობლივი მოთხოვნის გადაჭარბება ერთობლივ მიწოდებაზე, ეს
კი, როგორც გვახსოვს, ფასების ზრდას იწვევს.
 არსებობს ასევე ე.წ. „დანახარჯების (ანუ მიწოდების) ინფლაციაც“ - რომელსაც იწვევს
წარმოების ხარჯების ზრდა (ეს შეიძლება მოხდეს, მაგალითისათვის, უცხოეთიდან
იმპორტირებული ნედლეულის, ვთქვათ, ჩვენი ქვეყნისთვის ნავთობის, ბენზინის,
დენის, გაზის და ა.შ. გაძვირების შედეგად; ან მინიმალური ხელფასის ზღვარის
მკვეთრად აწევის შედეგად და სხვ.)
 ფასების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე განასხვავებენ ინფლაციის სამ სახეობას:
 1) ზომიერი ინფლაცია (როდესაც ფასების ზრდა წელიწადში არ აღემატება 10%-ს)
 2) ჭენებადი ინფლაცია (როდესაც ფასები იზრდება ათობით და ასობით პროცენტებში)

8
 3) ჰიპერინფლაცია (როდესაც ფასები იზრდება ასტრონომიული ტემპებით, როგორც
ეს იყო საქართველოში 1990-იან წლებში)
 დეფლაციის მთლიანად ნეგატიურ ბუნებაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა - ფასების
ვარდნა, ესაა ნაკლები შემოსავალი ფირმებისათვის, რადგან ისინი ვერ ახერხებენ
ყველა დანახარჯის შემცირებას, მაგალითდ ხელფასებისას, და იწყებენ წარმოების
შემცირებას, მუშაკების დათხოვნას; დეფლაციისას ქვეითდება კრედიტის გაცემის
მოტივაცია - ხვალ დასაბრუნებელი ფული დღევანდელზე იაფია და ა.შ.
 მაშასადამე, როგორც უკვე ვთქვით, გადაჭარბებულ ინფლაციასთან და
დეფლაციასთან ბრძოლა, მიზნობრივი ინფლაციის შენარჩუნება (გონივრულ
ფარგლებში ეკონომიკის წახალისების მიზნით წინასწარ დაგეგმილი,
თარგეტირებული, ანუ გამიზნული ინფლაციის შენარჩუნება) ეკონომიკის
სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად, ეკონომიკის სტაბილურად განსავითრებლად -
სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქციაა (მთავრობისა და ეროვნული ბანკის უმთავრესი
ამოცანაა)
 როგორ შეუძლია ინფლაციასთან გამკლავება ცალკე აღებულ მთავრობას - ამის
გაკეთება მას შეუძლია მის განკარგულებაში მყოფი მექანიზმების მეშვეობით,
კერძოდ: შესაბამისი საბიუჯეტო-საგადასახადო მეთოდების გამოყეებით, ანუ
ფისკალური პოლიტიკის გატარებით. მაგალითად, ინფლაციის ტემპების შემცირება
მთვრობას შეუძლია სახელმწიფო ხარჯების შემცირებით ან/და გადასახადების
გაზრდით (ამგვარად მიმოქცევაში შემცირდება ფულის მასა, რაც შეამცირებს ხარჯვას
იურიდიული თუ ფიზიკური პირების მხრიდან, ანუ შეამცირებს ერთობლივ
მოთხოვნას, ინფლაცია კი ესაა მოთხოვნის გადაჭარბება მიწოდებაზე)
 როგორ ახერხებს ეკონომიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას ეროვნული ბანკი
 გასაგებია, რომ ის ამას ფულის მასაზე ზემოქმედებით თუ მოახერხებს - ანუ
ეროვნული ბანკი ეკონომიკაზე გავლენას ფულადი (მონეტარული) პოლიტიკის
გატარებით ახორციელებს - ესაა მისი ერთადერთი საშუალება, რითაც შეუძლია
პირდაპირი თუ ირიბი ზეგავლენა იქონიოს სხვადსხვა ეკონომიკურ პროცესზე
 რისი მეშვეობით ახდენს ეროვნული ბანკი ფულის მასის გაზრდას ან შემცირებას ? ანუ,
რომელი ინსტრუმენტებით ახორციელებს ეროვნული ბანკი ფულადი პოლიტიკის
გატარებას?
 ფულადი მასის გაზრდა / შემცირებას ეროვნული ბანკი ძირითადად შემდეგი
ინსტრუმენტების (ფულადი პოლიტიკის ინსტრუმენტების) მეშვეობით ახდენს:
 1) სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვა-გაყიდვით (ამის სინონიმად ეკონომისტები
ხმარობენ ტერმინს „ოპერაციები ღია ბაზარზე“, რაც გულისხმობს ობლიგაციების
გაყიდვით მიმოქცევიდან ფულის ამოტუმბვას ინფლაციის დროს, და პირიქით,
დეფლაციისას ობლიგაციების შესყიდვით მიმოქცევაში ფულის მასის გაზრდას)

9
 2) ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთის (დისკონტის) ცვლილებით (ესაა იმ
საპროცენტო განაკვეთის გაზრდა ან შემცირება, რომლითაც ცენტრალური ბანკი
აძლევს სესხს კომერციულ ბანკებს (ე.წ. „რეფინანსირების სესხი“), ესენი კი
(კომერციული ბანკები), თავიანთი მხრივ სესხს აძლევენ მოსახლეობას, ფირმებს.
საპროცენტო განაკვეთის ზრდა შეამცირებს ფულად მასას, გაართულებს
ხელმისაწვდომობას ინვესტიციებზე, შემცირდება ფულის ხარჯვა, ანუ შემცირდება
ერთობლივი მოთხოვნა, დაეცემა ინფლაციის ტემპები და პირიქით - საპროცენტო
განაკვეთის შემცირება მიგვიყვანს ინფლაციის ზრდამდე ).
 3) ცენტრალური ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ე.წ. სავალდებულო
რეზერვების მოცულობის (სარეზერვო ნორმის) ცვლილებით, რითაც კომერციულ
ბანკებს შეუმცირდებათ ან გაეზრდებათ კრედიტების გაცემის შესაძლებლობა.
კრედიტების შემცირება თავის მხრივ შეამცირებს ფულის მასას, ფულის დახარჯვის
საშუალებას, ანუ ერთობლივ მოთხოვნას და შეამცირებს ინფლაციას და პირიქით,
კრედიტების გაზრდა ხელს უწყობს ინფლაციურ პროცესებს
 განვმარტოთ, რას ნიშნავს სარეზერვო ნორმა კომერციული ბანკისთვის
 კომერციული ბანკები, გასცემენ რა სესხებს მათ მიერ მოზიდული დანაზოგების
მეშვეობით, ამ სესხის გარკვეულ ნაწილს (ვთქვათ 10-12%)-ს დაარეზერვებენ (ანუ არ
გასცემენ მოზიდულ დანაზოგს სესხის სახით სრულად - ე.წ. ნაწილობრივი საბანკო
დარეზერვება) იმისათვის, რომ კრედიტორების მხრიდან სესხის დაუბრუნებლობამ
არ გამოიწვიოს სირთულეები ამ თანხის დეპოზიტარებისათვის დროულად
დაბრუნების საქმეში.
 ბანკის მიერ გატარებული ანტიინფლაციური მონეტარული პოლიტიკის სინონიმად
მკაცრ, შემაკავებელ მონეტარულ პოლიტიკის ტერმინსაც იყენებენ ხოლმე
ეკონომისტები. ბანკი ასეთ პოლიტიკას ატარებს ეკონომიკის გადახურების,
ეკონომიკის ზეობის პერიოდში. რატომ: - გადახურებული ეკონომიკა, მისი ციკლური
ხასიათიდან გამომდინარე, ახლოსაა იმ ზღვართან, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება
ეკონომიკის ვარდნა და უმუშევრობის ზრდა. ამ პროცესს (ვარდნისადმი მიახლოებას)
იწვევს წარმოების მაქსიმალური დატვირთვა, ანუ სიტუაცია, როდესაც რესურსები
(წარმოების ფაქტორები) ზღვრულად, მაქსიმალური ოდენობითაა ჩართული
წარმოებაში, ხოლო არსებულზე მეტი რესურსის გამოყენება კი სულ უფრო
ნაკლებუკუგებიანი, არარენტაბელური, ზარალიანი ხდება ეკონომიკისთვის. რას
ნიშნავს ეს პრაქტიკაში - მაგალითად, ისეთი სიტუაციაა ქვეყანაში, რომ საწარმოებში
მუშები 2 სმენად მუშაობენ, შენობები კი გადატვირთულია; ფირმები მოტივირებული
არიან მეტი მოგების მიღებით - არსებული მოთხოვნა უბიძგებს მათ მეტი
პროდუქციის გამოშვებისაკენ; მაგრამ - კიდევ დამატებით მუშების აყვანა
პროდუქციის მოცულობის გასაზრდელად ფირმებს აუცილებლად მიიყვანს
დანაკარგებამდე მოკლევადიან პერიოდში (ზღვრული უკუგებიანობის კანონი), ანუ
დანაკარგები ფირმებს ექნებათ იმ დრომდე, ვიდრე, დავუშვათ, ისინი არ ააშენებენ
ახალ შენობებს - შენობების აშენებას კი საკმაო დრო უნდა, ეს გრძელვადიანი

10
პერსპექტივაა. ამიტომ ხსენებულ მოკლევადიან შუალედში ფირმებისათვის
დანაკარგების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მათი აქტივობის მოთოკვა, უფრო
ზუსტად კი არსებული გადაჭარბებული მოთხოვნის მოთოკვა - რასაც აკეთებს კიდეც
ეროვნული ბანკი ანტიინფლაციური ღონისძიებებით, ანუ მკაცრი ეკონომიკური
პოლიტიკის გატარებით: ფულის მიმოქცევიდან ამოტუმბვის ამ პოლიტიკის შედეგად
ეკონომიკა განიცდის ფულის ნაკლებობას, ეცემა ერთობლივი მოთხოვნა, და,
შედეგად, ფირმებისთვისაც იკარგება აზრი პროდუქციის წარმოების გასაზრდელად -
საბოლოო მიზანიც ესაა).
 ზემოაღნიშნული ფულადი პოლიტიკის საპირისპირო, ინფლაციურ
პოლიტიკას კი უწოდებენ მასტიმულირებელ, ექსპანსიურ მონეტარულ
პოლიტიკას, რომელიც გამოიყენება ეკონომიკის ვარდნის პირობებში - ბანკი
გამოყოფს იაფ კრედიტებს, რაც ზრდის ინვესტიციებს და ხელს უწყობს
ეკონომიკის ზრდას

11

You might also like