კლაივ სტეპლზ ლუისი - ნარნიას ქრონიკები. ლომი, კუდიანი და გარდერობი

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 161

1 მკითხველთა ლიგა

2 მკითხველთა ლიგა
ლუსი ბარფილდს

ძვირფასო ლუსი,
ეს ამბავი შენთვის დავწერე, თუმცაღა, როცა მის წერას
ვიწყებდი, მაშინ სულ არ მიფიქრია, რომ გოგონები იმაზე უფ-
რო სწრაფად იზრდებოდნენ, ვიდრე წიგნები იწერებოდა. ახ-
ლა შენ ზღაპრებისათვის დიდი ხარ, ხოლო იმ დროისათვის,
როცა იგი დაიბეჭდება და წიგნად აიკინძება, კიდევ უფრო გა-
იზრდები. თუმცაღა, ერთ მშვენიერ დღეს, შენ იმ ასაკს მიაღ-
წევ, როცა ზღაპრების კითხვას კვლავ დაიწყებ. აი, მაშინ, შე-
გიძლია, ზედა თაროდან ეს წიგნი ჩამოიღო, მტვერი გადააცა-
ლო და მასზე შენი აზრი მითხრა. მე, ალბათ, მაგ დროისათ-
ვის მეტისმეტად სმენადაქვეითებული მოხუცი ვიქნები და შე-
ნი ნათქვამიდან სიტყვასაც ვერ გავიგებ, თუმცაღა მაინც შენს
მოსიყვარულე ნათლიად დავრჩები.
კ. ს. ლუისი

3 მკითხველთა ლიგა
თავი პირველი

ლუსი იხედება გარდერობში

იყო და არა იყო რა, იყო ოთხი ბავშვი: პიტერი, სუზენი, ედ-
მუნდი და ლუსი. ეს ამბავი ომის დროს მოხდა. საჰაერო თავ-
დასხმების გამო ბავშვები ლონდონს გაარიდეს და სოფლად
მცხოვრები მოხუცებული პროფესორის სახლში გაგზავნეს.
პროფესორის სახლიდან რკინიგზის სადგურამდე დაახ-
ლოებით თექვსმეტი კილომეტრი იყო, ხოლო უახლოეს ფოს-
ტამდე კი – ოთხი კილომეტრი. პროფესორს ცოლი არ ჰყავ-
და. კაცი უშველებელ სახლში თავის ეკონომთან – მისის მაკ-
რიდთან და კიდევ სამ შინამოსამსახურესთან ერთად ცხოვ-
რობდა. (მათი სახელებია: აივი, მარგარეტი და ბეტი, თუმცა-
ღა ისინი ამ ამბავში დიდად არ მონაწილეობენ). თავად პრო-
ფესორი ძალზე მოხუცი იყო, ხშირი, ჭაღარა თმა და თეთრი,
გაჩეჩილი წვერი ამშვენებდა. იმ პირველ საღამოს, როცა ის
სადარბაზო კარიდან ბავშვებთან შესახვედრად გამოვიდა,
ლუსის (ნაბოლარას) პროფესორი იმდენად უცნაურად მოეჩ-
ვენა, რომ მისი ცოტათი შეეშინდა კიდეც. ედმუნდს, ლუსის
შემდეგ ყველაზე პატარას კი ლამის სიცილი წასკდა და ამის
შესანიღბად თავი მოიკატუნა, თითქოს ცხვირი მოიხოცა.
მას შემდეგ, რაც ბავშვებმა პროფესორს ძილინებისა
უსურვეს და დასაძინებლად მაღლა, მეორე სართულზე ავიდ-
ნენ, ბიჭები გოგონებს ოთახში სამუსაიფოდ ესტუმრნენ.

4 მკითხველთა ლიგა
– ძალზე გაგვიმართლა, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ, –
თქვა პიტერმა, – აქ შესანიშნავად მოვეწყობით. ის მოხუცი
ხელს არაფერში შეგვიშლის, რაც მოგვესურვება, იმას გავა-
კეთებთ!
– საყვარელი მოხუცია, – თქვა სუზენმა.
– ო, გეყოფათ რა! – თქვა დაღლილმა ედმუნდმა. მართა-
ლია, ბიჭი ამას არაფრის დიდებით არ იმჩნევდა, თუმცაღა
ცუდ გუნებაზე დადგომა სწორედ ამაზე მეტყველებდა, – და
ეგრე ნუ ლაპარაკობ!
– როგორ? – ჰკითხა სუზენმა, – ისე, ახლა შენი ძილის
დროა.
– როგორ და დედასავით, – მიახალა ედმუნდმა, – გარდა
ამისა, ჩემი ძილის დრო შენ სულ არ გეკითხება. ადექი და
თვითონ დაიძინე!
– ჯობს, ყველამ დავიძინოთ, – თქვა ლუსიმ, – რომ გაგვი-
გონ, აქამდე გვღვიძავს, აუცილებლად დაგვტუქსავენ.
– ვერ გაგვიგებენ, – თქვა პიტერმა, – აკი გითხარით, ეს
ისეთი სახლია, სადაც რასაც მოისურვებ, იმას გააკეთებ და
ისინი ვერაფერს გაიგონებენ-მეთქი. აქედან სასადილო ოთა-
ხამდე ჩასვლას ათი წუთი უნდა, გარდა ამისა, კიბეები და მათ
შორის დერეფნები არ დაგავიწყდეთ.
– ეს რა ხმა იყო? – მოულოდნელად იკითხა ლუსიმ. გოგო-
ნა ასეთ უზარმაზარ სახლში პირველად იყო და გრძელ დე-
რეფნებში ჩარიგებული ცარიელი ოთახების კარების დანახ-
ვაზე, ცოტა არ იყოს, შიშს შეეპყრო.
– ჩიტი იქნებოდა, სულელო, – უპასუხა ედმუნდმა.
– ჩიტი კი არა, ბუ, – თქვა პიტერმა, – ისე, ჩიტებისთვის ეს
შესანიშნავი ადგილი იქნება. კარგი, ახლა დასაძინებლად წა-
ვალ. მოდით, აქაურობა ხვალ დავათვალიეროთ. ასეთ ადგი-
5 მკითხველთა ლიგა
ლებში ბევრ საინტერესო რამეს გადააწყდება კაცი. გზად მთე-
ბი თუ დაინახეთ? ტყეები? აქ შეიძლება არწივები იყვნენ, ირ-
მებიც. ქორ-შევარდნები ხომ იქნებიან და იქნებიან!
– მაჩვებიც, – თქვა ლუსიმ.
– მელიებიც, – დასძინა ედმუნდმა.
– კურდღლებიც, – დაამატა სუზენმა.
მაგრამ მეორე დღეს ისეთი ძლიერი წვიმა მოვიდა, ისეთი
თავსხმა, რომ მთებსა და ტყეებს ვინ ჩიოდა, ბავშვებმა ფან-
ჯრიდან, ეზოში, ნაკადულიც კი ვერ დაინახეს.
– ასეც ვიცოდი, რომ იწვიმებდა! – თქვა ედმუნდმა. პრო-
ფესორთან ერთად ახლადნასაუზმები ბავშვები ზედა სარ-
თულზე მათთვის სათამაშოდ გამოყოფილ დიდ, დაბალჭერი-
ან ოთახში იყვნენ. ოთახს ორი ფანჯარა ჰქონდა, ერთი ერთ
მხარეს, ხოლო მეორე კი – მეორე მხარეს.
– გეყოს წუწუნი, ედ, – უსაყვედურა ბიჭს სუზენმა, – დაგე-
ნაძლევები, სადღაც ერთ საათში გადაიღებს. მანამდე კი შეგ-
ვიძლია, თავი რადიომიმღებითა და წიგნებით შევიქციოთ.
– ჩემ გარეშე, – თქვა პიტერმა, – მე სახლის დათვა-
ლიერებას ვაპირებ.
პიტერის აზრი ყველას ჭკუაში დაუჯდა და ასე დაიწყო თავ-
გადასავლებიც. უშველებელ სახლს ბოლო არ უჩანდა და
ანაზდეული კუთხე-კუნჭულებით იყო სავსე. ბავშვებმა პირვე-
ლი რამდენიმე კარის მიღმა სტუმრებისათვის განკუთვნილი
საძინებელი ოთახები აღმოაჩინეს, რაც სულაც არ გაჰკვირვე-
ბიათ; მალე მათ მეტისმეტად გრძელ, სურათებით სავსე
ოთახში ამოჰყვეს თავი. იქვე იდგა რაინდის თორიც1; ამის

1თორი, თორნი – აბჯრის ერთ-ერთი სახე. მეომრის რკინის ტანსაცმელი


(მთლიანი ჯავშანი).
6 მკითხველთა ლიგა
შემდეგ ისინი მწვანე ოთახში შევიდნენ, რომლის ერთ-ერთ
კუთხეშიც არფა იდგა; სამი საფეხურით ქვემოთ, ხუთი საფე-
ხურით ზემოთ და უეცრად, ბავშვები პატარა დარბაზში, იმ
კართან აღმოჩნდნენ, რომელიც აივანზე გადიოდა. დარბაზის
მიღმა ანფილადა2 იყო. ოთახები წიგნებით გადაევსოთ – მა-
თი უმეტესობა ძალზე ძველი და ეკლესიაში რომ ბიბლიებია,
იმათზე სქელი იყო. ამის შემდეგ ბავშვები ერთ ცარიელ
ოთახში შევიდნენ, სადაც მათ არაფერი დახვდათ, გარდა
უზარმაზარი გარდერობისა – აი, ისეთის, კარზე დიდი სარკე
რომ აქვთ ხოლმე დამაგრებული; ჰო, და კიდევ – მკვდარი,
ხორცის ბუზი, ფანჯრის რაფაზე.
– აქ არაფერია! – თქვა პიტერმა. ლუსის გარდა, ოთახი
ყველამ დატოვა. გოგონამ გადაწყვიტა, რომ გარდერობის კა-
რის გაღების მოსინჯვა ღირდა. ლუსი თითქმის დარწმუნებუ-
ლი იყო, რომ კარი დაკეტილი იქნებოდა. მისდა გასაკვირად,
ის საკმაოდ იოლად გაიღო და შიგნიდან ნაფტალინის ორი
ბურთულა გადმოგორდა.
ლუსიმ შიგნით შეიხედა. გარდერობში მხოლოდ რამდენი-
მე ლაბადა ეკიდა. უმეტესად – ბეწვის გრძელი ქურქები. გო-
გონას ქვეყნად ისე არაფერი უყვარდა, როგორც ბეწვის სურ-
ნელი და მასზე შეხება. ლუსი იმწამსვე შევიდა გარდერობში
და ბეწვეულს სახით გლასუნი დაუწყო, კარი კი ღია დატოვა –
რასაკვირველია, ლუსიმ იცოდა, რომ გარდერობში თავის ჩა-
კეტვა დიდი სისულელე იქნებოდა. მალე გოგონა შიგნით უფ-
რო ღრმად შევიდა და აღმოაჩინა, რომ ქურქების პირველი
წყების შემდგომ მეორე ეკიდა. გარდერობში უკუნი სიბნელე

2ანფილადა (ფრანგ. enfilade) – ოთახების რიგი, სადაც ყველა შუაკარი


ერთმანეთის პირდაპირაა.
7 მკითხველთა ლიგა
იდგა. ლუსი ხელებს აცეცებდა, რათა კარადის უკანა კედელს
თავით არ დაჯახებოდა. გოგონამ ნაბიჯით წინ წაიწია, მერე
კიდევ სამი გადადგა. ყოველ წამს ელოდა, საცაა თითებით
კედელს შევეხებიო, თუმცა სულ ამაოდ.
„ეს, ალბათ, ვეება გარდერობია!“ – გაიფიქრა ლუსიმ. გო-
გონა გზას ნაზ ქურქებს შორის მიიკვლევდა, რომ უეცრად
ფეხქვეშ ხრაშუნი მოესმა. „ნეტავ ნაფტალინის ბურთულები-
ა?“ – გაუელვა თავში და ძირს დაიხარა, რათა ისინი ხელით
მოესინჯა. თუმცაღა, გარდერობის ხის, მაგარი, გლუვზედაპი-
რიანი ძირის ნაცვლად, რაღაც ნაზს, ფხვიერს და მეტისმეტად
ცივს შეეხო.
– რა უცნაურია! – თქვა და წინ კიდევ ერთი-ორი ნაბიჯით
წაიწია.
ლუსიმ მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ სახეზე ბეწვი კი
აღარ ეხებოდა, არამედ რაღაც უფრო მაგარი, უხეში და
მჩხვლეტავი – წიწვები.
– ნუთუ ეს ხის ტოტებია! – შესძახა ლუსიმ და უეცრად წინ
რაღაც ნათება შენიშნა; თუმცა, იქიდან კი არა, სადაც, წესით,
გარდერობის უკანა კედელი უნდა ყოფილიყო, არამედ საკმა-
ოდ შორიდან. ლუსის თავზე რაღაც ცივი და ნაზი ეყრებოდა.
გოგონამ მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ის შუაგულ ტყეში,
თოვლზე იდგა და იქ გამეფებულ ღამეში ციდან ფიფქები
ცვიოდა.
ლუსი ცოტათი შეშინდა, მაგრამ იმავდროულად ცნობის-
მოყვარეობა და აღტაცებაც დაეუფლა. გოგონამ უკან გაიხე-
და, მუქტანიან ხეებს შორის გარდერობის ღია კარიდან შემო-
სული შუქი (რაღა თქმა უნდა, ლუსიმ კარი ღია დატოვა, რად-
განაც იცოდა, რომ გარდერობში თავის ჩაკეტვა დიდი სისუ-
ლელე იქნებოდა) ჯერ ისევ გამოსჭვიოდა. ცარიელ ოთახს
8 მკითხველთა ლიგა
დღის შუქი ანათებდა. „რამე რომ მოხდეს, უკან დაბრუნება
ყოველთვის შემიძლია“, – გაიფიქრა ლუსიმ და თოვლის ხრა-
შახრუშით წინა შუქისაკენ გაემართა. დაახლოებით ათ წუთში
გოგონა ლამპიონს მიადგა და დაინტერესდა, ნეტავ ამ
შუაგულ ტყეში ლამპიონს რა უნდაო. უეცრად გაოცებულ ლუ-
სის ნაბიჯების სუსტი ხმა შემოესმა და სულ მალე ლამპიონის
შუქზე ხეებიდან გამოსული ძალზე უცნაური არსება გამოჩ-
ნდა.
ის ლუსიზე ოდნავ მაღალი ჩანდა. ცალ ხელში დათოვლი-
ლი ქოლგა ეჭირა. წელს ზემოთ კაცი იყო, თუმცა შავად
მბზინვარე ბეწვით დაფარული ფეხები თხისას მიუგავდა, ტერ-
ფების ნაცვლად კი თხის ჩლიქები ჰქონდა. თავდაპირველად
ლუსიმ ვერ შენიშნა, რომ არსებას კუდიც ება, რომელიც
მკლავზე კოხტად გადაეკიდა, ალბათ, იმიტომ, რომ თოვლში
არ დასვროდა. ხელში ქოლგა ეჭირა; კისერზე შალის წითელი
კაშნე შემოეხვია, რომელიც მის მოწითალო კანს შეეფერებო-
და. არსებას უცნაური, თუმცაღა სასიამოვნო, პატარა სახე
ჰქონდა: მოკლე, წვეტიანი წვერი და თავზე კულულა თმა,
რომლიდანაც ორი პატარა რქა მოუჩანდა. ცალ ხელში, რო-
გორც უკვე გითხარით, ქოლგა ეჭირა, ხოლო მეორეში – ყა-
ვისფერ ქაღალდში შეფუთული რამდენიმე ამანათი. თოვ-
ლში, ამანათებით დატვირთული, ისე გამოიყურებოდა, თით-
ქოს საშობაო საჩუქრების შეძენის შემდგომ შინ ბრუნდებაო.
ეს ფავნი იყო. ლუსის დანახვაზე ისე შეკრთა, რომ ამანათები
ხელიდან გაუცვივდა.
– ღმერთო, შენ მიშველე! – შეჰყვირა ფავნმა.

9 მკითხველთა ლიგა
თავი მეორე

რა აღმოაჩინა ლუსიმ იქ

– საღამო მშვიდობისა, – მიესალმა ლუსი, თუმცაღა ფავნი


ისეთი დაკავებული იყო ამანათების აკრეფით, რომ არაფერი
უპასუხებია. მათი ხელში აღების შემდგომ კი ლუსის თავი ოდ-
ნავ დაუკრა.
– საღამო მშვიდობისა, საღამო მშვიდობისა, – მიესალმა
ფავნი, – ბოდიში... ცნობისმოყვარეობაში ნუ ჩამომარ-
თმევთ... მაგრამ, ხომ არ შევცდები, თუ ვიფიქრებ, რომ თქვენ
ევას ასული ხართ?
– მე ლუსი მქვია, – უპასუხა გოგონამ, რომელსაც ეტყო-
ბოდა, რომ კარგად ვერ გაეგო, რას ეკითხებოდნენ.
– მაგრამ... მომიტევეთ... თქვენ ის ხართ, რასაც გოგოს
უწოდებენ? – ჰკითხა ფავნმა.
– რასაკვირველია, გოგო ვარ, – მიუგო ლუსიმ.
– ანუ, ადამიანი ხართ?
– რასაკვირველია, ადამიანი ვარ, – უპასუხა ცოტათი შეც-
ბუნებულმა ლუსიმ.
– ნამდვილად, ნამდვილად, – თქვა ფავნმა, – რა სულელი
ვარ! მაგრამ მე ხომ უწინ არასოდეს მინახავს ადამის ძე ან
ევას ასული. აღფრთოვანებული ვარ. უნდა აღვნიშნო, რომ...
– დადუმდა, თითქოს რაღაც ისეთის თქმას აპირებდა, რაც არ
შეიძლებოდა და ენას კბილი დროულად დააჭირა, – აღ-
ფრთოვანებული, აღფრთოვანებული, – განაგრძო, – ნება მი-
10 მკითხველთა ლიგა
ბოძეთ, საკუთარი თავი წარმოგიდგინოთ – ჩემი სახელია
თამნასი.
– ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მისტერ თამნას,
– უთხრა ლუსიმ.
– ნება მომეცით, გკითხოთ, ო, ლუსი, ევას ასულო, – უთ-
ხრა მისტერ თამნასმა, – ნარნიაში როგორ აღმოჩნდით?
– ნარნია? ეგ რაღა არის? – შეეკითხა ლუსი.
– ნარნია ქვეყანაა, – მიუგო ფავნმა, – სადაც ახლა ჩვენ
ვიმყოფებით; ის გადაჭიმულია ლამპიონსა და აღმოსავლე-
თის ზღვაში, პატარა კუნძულზე აგებულ უზარმაზარ ციხესი-
მაგრე ქეარ პარაველს შორის. თქვენ, ალბათ, დასავლეთის
ველური ტყეებიდან მოხვედით, არა?
– მე... მე აქ ცარიელ ოთახში მდგარი გარდერობიდან
მოვხვდი, – უპასუხა ლუსიმ.
– ეჰ! – მისტერ თამნასმა ნაღვლიანად ამოიოხრა, – ნეტავ
პატარა ფავნი რომ ვიყავი, გეოგრაფია უკეთ მესწავლა, ამ უც-
ნაური ქვეყნების შესახებ ხომ ყველაფერი მეცოდინებოდა.
ახლა კი სწავლა მეტისმეტად გვიანია.
– ჰო, მაგრამ ცარიელი ოთახი და გარდერობი ქვეყნები
სულაც არაა, – უთხრა ლუსიმ და სიცილი რომ არ წასკდომო-
და, თავი ძლივძლივობით შეიკავა,– ის აქედან რამდენიმე ნა-
ბიჯზეა... ყოველ შემთხვევაში, იყო... მაგრამ უკვე აღარ ვიცი.
ახლა იქ ზაფხულია.
– იმ დროს, როდესაც, – თქვა მისტერ თამნასმა, – ჩვენ-
თან, ნარნიაში შუა ზამთარია და ორივე უთუოდ გავცივდე-
ბით, თუ აქ, თოვლში ასე დგომას გავაგრძელებთ. ევას ასუ-
ლო, მოსულო შორეული, ცარელა ოთახის ქვეყნიდან, იქ, სა-
დაც ბრწყინვალე გარდ ერობის ქალაქში მარადიული ზაფხუ-
ლი სუფევს, შინ, ჩაიზე ხომ არ დამეწვეოდით?
11 მკითხველთა ლიგა
– ძალიან დიდი მადლობა, მისტერ თამნას, – მიუგო ლუ-
სიმ, – მაგრამ მგონი, ჩემი უკან დაბრუნების დროა.
– აქვე კუთხეში, ორ ნაბიჯზე ვცხოვრობ, – დაამშვიდა ფავ-
ნმა, – იქ ჩვენ აგიზგიზებული ბუხარი... გახუხული პური...
სარდინი და ნამცხვარი გველოდება.
– გმადლობთ, – უთხრა ლუსიმ, – წამოვალ, მაგრამ
თქვენთან დიდხანს ვერ დავრჩები.
– შევთანხმდით, – უთხრა მისტერ თამნასმა, – თუ ხელ-
მკლავს გამიყრით, ევას ასულო, მე ქოლგის იმგვარად დაჭე-
რას შევძლებ, რომ ის ორივეს გაგვწვდეს. აი, სწორედ ასე. ახ-
ლა კი, წინ!
ლუსი, უცნაურ არსებაზე ხელმკლავგაყრილი, ტყეში ისე
მიაბიჯებდა, თითქოს ფავნს მთელი თავისი ცხოვრება იცნობ-
და.
დიდი მანძილი არ ჰქონდათ გავლილი, რომ იმ ალაგს მი-
ადგნენ, საიდანაც ოღროჩოღრო გზა იწყებოდა. იქაურობა
ქვებით იყო დაფარული. ლუსი და ფავნი ხან აღმართზე ავიდ-
ნენ და ხან დაღმართზე დაეშვნენ. პატარა ხეობის ბოლოში
მისტერ თამნასმა უცაბედად გვერდზე შეუხვია, გეგონებოდა,
უჩვეულოდ ვეება კლდეში უნდა შევიდესო. უეცრად, ლუსიმ
დაინახა, რომ ფავნი მას პატარა გამოქვაბულის შესასვლე-
ლისაკენ მიუძღვოდა. როგორც კი შიგნით შევიდნენ, გოგო-
ნამ ბუხრის ცეცხლით განათებულ გამოქვაბულში ამოჰყო თა-
ვი. მისტერ თამნასი ძირს დაიხარა, პატარა მაშით ბუხრიდან
მუგუზალი გამოიღო და ლამპა აანთო. – დიდი დრო არ დამ-
ჭირდება, – თქვა და ჩაიდანი იმწამსვე ცეცხლზე შემოდგა.
ლუსის აზრით, ის მსგავს მყუდრო და სასიამოვნო ადგი-
ლას არასოდეს ყოფილა. ეს იყო მოწითალო კლდეში ნაკვე-
თი მშრალი და სუფთა მღვიმე, მოფარდაგებული იატაკით;
12 მკითხველთა ლიგა
ოთახში ორი პატარა სავარძელი („ერთი ჩემთვის და ერთიც
– მეგობრისათვის“, აუხსნა გოგონას მისტერ თამნასმა), მაგი-
და და სამზარეულოს ბუფეტი იდგა. ბუხრის თავზე, კედელზე,
ჭაღარაწვერიანი მოხუცი ფავნის სურათი ეკიდა. ოთახის
ერთ-ერთ კუთხეში კარი იყო, რომელიც, ლუსის აზრით, მის-
ტერ თამნასის საძინებელ ოთახში შედიოდა. ერთ-ერთ კე-
დელთან წიგნებით სავსე თაროებიანი კარადა იდგა. სანამ
ფავნი ჩაის ამზადებდა, ლუსიმ წიგნების დათვალიერება გა-
დაწყვიტა. მათი სახელწოდებები ასე ჟღერდა: „სილენოსის3
ცხოვრება და წერილები“, „ნიმფები და მათი წეს-
ჩვეულებანი“, „ბერები და ტყის მცველები“; „კვლევა ცნობილ
ლეგენდაზე“ და „ადამიანი – მითი თუ სინამდვილე?“.
– სუფრასთან გთხოვთ, ევას ასულო! – უთხრა ფავნმა.
ჩაი მართლაც შესანიშნავი იყო. მაგიდაზე მათთვის თითო-
თითო, თოხლოდ მოხარშული, ყავისფერი კვერცხი იდო, ასე-
ვე სარდინიანი გახუხული პურის ნაჭრები, კარაქიანი ბუტერ-
ბროდები და თავზე შაქრის პუდრამოყრილი ნამცხვარი. რო-
დესაც ლუსი კარგად დანაყრდა, ფავნი ლაპარაკს მოჰყვა. მან
გოგონას ტყეში ცხოვრების შესახებ შესანიშნავი ამბები მო-
უთხრო. ფავნმა ლუსის შუაღამის ცეკვებზე უამბო – თუ რო-
გორ გამოდიოდნენ წყლის ბინადარი ნიმფები და ხეებში
მცხოვრები დრიადები4 ფავნებთან საცეკვაოდ; მოუყვა ნატ-

3 სილენოსი (ბერძნ. Σειληνός) – ღვინის ღმერთის დიონისეს (იგივე ბახუ-


სის) მოხუცი თანმხლები და მოძღვარი. ის სატირაზე მხცოვანია, მითებში,
ჩვეულებრივ, ვირზე ამხედრებული და მოსვლეპილ თავზე სუროს გვირ-
გვინით გვხვდება.
4 დრიადები (ძვ. ბერძნ. δρυάδος, δρΰς „ხე“, კერძოდ „მუხა“) – ნიმფები,

ხის მფარველები. ძველი ბერძნები ჰყვებოდნენ, რომ მათ, ვინც ხეებს


რგავენ და უვლიან, განსაკუთრებული სულები – დრიადები მფარველო-
13 მკითხველთა ლიგა
ვრისთვალა, რძისფერ ხარირემზე, რომელსაც თურმე თუ
დაიჭერდი, ყველა სურვილს აგისრულებდა, ამიტომ მასზე გა-
მუდმებით ნადირობდნენ; ტყის ქვეშ, ღრმად, მაღაროებსა და
გამოქვაბულებში მობინადრე ველურ, წითელ ჯუჯებზე, მათ-
თან გამართულ ნადიმებსა და განძის ძიებაზე; უყვებოდა იმ
ზაფხულზე, როცა ტყეები მწვანედ ჰყვაოდნენ და მათ სტუმ-
რად გასუქებულ სახედარზე ამხედრებული მოხუცი სილენოსი
ეწვეოდათ ხოლმე, ხანდახან კი – თავად ბახუსიც. მაშინ,
თურმე ნაკადულები ღვინოდ იქცეოდნენ და მთელი ტყე კვი-
რების განმავლობაში ლხენას ეძლეოდა.
– ახლა კი სულ ზამთარია, – დაამატა დაღვრემილმა ფავ-
ნმა. მერე კი თავის გასამხნევებლად სამზარეულოს ბუფეტის
ერთ-ერთი უჯრიდან პატარა ფლეიტა ამოიღო, რომელიც ჩა-
ლისას ჰგავდა და მასზე დაკვრას შეუდგა. მელოდიისაგან
ლუსის ერთდროულად ტირილი, სიცილი, ცეკვა და ძილი მო-
უნდა. დიდი დრო გავიდა, ვიდრე ლუსი საბოლოოდ გამოფ-
ხიზლდა და თქვა:
– ო, მისტერ თამნას, დიდი ბოდიში, რომ გაწყვეტინებთ,
თქვენი დაკრული მელოდია საშინლად მომწონს, მაგრამ ახ-
ლა შინ უნდა დავბრუნდე. ჩემი სტუმრობა მცირეხნიანი უნდა
ყოფილიყო.

ბენ. დრიადები უკვდავები არიან და როგორც ყველა უკვდავს, ერთობ


ჭირვეული ზნე აქვთ. თუ გადაწყვიტეს, რომ ხეებს ერჩით, აუცილებლად
გადაგემტერებიან და მათი მტრობა ცუდი ამბავია. დრიადებთან ხუმრობა
არ ვარგა. ზოგჯერ დრიადები იწოდებოდნენ ხეების სახელების მიხედვით.
ყველაზე ძველი ნიმფები არიან დრიადები, რომლებიც ურანის სისხლის
წვეთიდან დაიბადნენ და იფანში ბინადრობდნენ. ისინი არიან ერთადერ-
თი მოკვდავი ნიმფებთაგანი. ყველაზე ცნობილი დრიადა არის დრიოპა.
14 მკითხველთა ლიგა
– ახლა უკვე აზრი აღარ აქვს, – მიუგო ფავნმა და ფლეიტა
მაგიდაზე დადო. მერე კი თავი სევდიანად გააქნია.
– როგორ თუ აზრი არა აქვს?! – ჰკითხა ლუსიმ და ფეხზე
შეშინებული წამოხტა.
– რისი თქმა გსურთ? შინ ახლავე უნდა დავბრუნდე. ალ-
ბათ, ყველა ღელავს და მეძებს, – გოგონა დადუმდა, – მის-
ტერ თამნას! რა ხდება? – ჰკითხა კვლავ, როცა დაინახა, რომ
ფავნს ყავისფერი თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. მალე
ისინი ღაწვებზე ჩამოუგორდა; თამნასმა სახეზე ხელები აიფა-
რა და მწარედ აქვითინდა.
– მისტერ თამნას! მისტერ თამნას! – შეშფოთდა ლუსი, –
ნუ ტირით! რა მოხდა ასეთი? ცუდად ხართ? ძვირფასო, მის-
ტერ თამნას, მითხარით, რა გაწუხებთ! – არ ეშვებოდა ლუსი,
მაგრამ ფავნმა ისეთი ტირილი მორთო, გეგონებოდა, საცაა
გული გაუსკდებაო. ლუსი მოეხვია, თავისი ცხვირსახოციც კი
ათხოვა, მაგრამ მისტერ თამნასი ვერაფრით წყნარდებოდა.
მან გოგონას ცხვირსახოცი გამოართვა და, ცხარე ცრემლე-
ბით დასველებულს, დროდადრო ორივე ხელით წურავდა. აი,
ასე აღმოჩნდა ლუსი ცრემლების გუბურაში.
– მისტერ თამნას! – ჩაჰყვირა ლუსიმ ყურში და შეან-
ჯღრია, – ახლავე შეწყვიტეთ! საკუთარი თავის უნდა გრცხვე-
ნოდეთ! ამხელა ფავნს რა გატირებთ?!
– ო-ო-ო! – სლუკუნებდა მისტერ თამნასი, – ის მატირებს,
რომ ცუდი ფავნი ვარ.
– არა მგონია, ცუდი ფავნი იყოთ, – მიუგო ლუსიმ, – ჩემი
აზრით, თქვენ ძალიან კარგი ფავნი ხართ, ყველაზე კეთილი
ფავნი ამ ქვეყანაზე, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ.

15 მკითხველთა ლიგა
– ო-ო-ო, თქვენ ამას არ იტყოდით, სიმართლე რომ იცო-
დეთ, – სლუკუნით მიუგო მისტერ თამნასმა, – მე ცუდი ფავნი
ვარ. ჩემზე საშინელი ფავნი ამ სამყაროში არ დაბადებულა.
– კი მაგრამ, ასეთი რა ჩაიდინეთ? – ჰკითხა ლუსიმ.
– ჩემი მოხუცი მამა, – თქვა მისტერ თამნასმა, – მისი
პორტრეტი აი, იქ, ბუხრის თავზე ჰკიდია – ასეთ რამეს არა-
სოდეს გააკეთებდა.
– რას? – ჰკითხა ლუსიმ.
– იმას, რაც მე ჩავიდინე, – მიუგო ფავნმა, – მე თეთრ კუ-
დიანს ვემსახურები და ამაში ჯამაგირსაც ვიღებ. აი, ვინ ვარ
მე, თეთრი კუდიანის მსახური!
– თეთრი კუდიანი? ეგ ვინ არის?
– ის, ვისაც მთელი ნარნია ხელში უჭირავს. სწორედ მის
გამოა ჩვენთან მუდამ ზამთარი. აქ ყოველთვის ზამთარია,
მაგრამ შობა არასოდეს დგება, აბა, წარმოიდგინე!
– რა საშინელებაა! – შესძახა ლუსიმ, – კი მაგრამ, ჯამა-
გირს რიღასთვის გიხდით?
– ყველაზე დიდი საშინელება სწორედ ეგ არის, – მიუგო
მისტერ თამნასმა და მძიმედ ამოიოხრა, – მე მისთვის გამტა-
ცებლად ვმუშაობ. აბა, კარგად შემომხედე, ევას ასულო.
დაიჯერებ, რომ გითხრა, მე ისეთი ფავნი ვარ, რომელიც ტყე-
ში გადაყრილ უდანაშაულო ბავშვს, რომელსაც მისთვის არა-
ფერი დაუშავებია, თავს მეგობრად მოაჩვენებს, თავის გამოქ-
ვაბულში შეიტყუებს, ფლეიტაზე დაკრული მელოდიით მის
დაძინებას შეეცდება, რომ მერე თეთრ კუდიანს ხელში
ჩაუგდოს-მეთქი?
– არა, – უპასუხა ლუსიმ, – დარწმუნებული ვარ, ეგეთ რა-
მეს არასოდეს ჩაიდენდით.
– უკვე ჩავიდინე, – მიუგო ფავნმა.
16 მკითხველთა ლიგა
– მაშინ, – თქვა ლუსიმ ნელა (გოგონას სურდა, გულისნა-
დები გულწრფელად ეთქვა, თუმცაღა, ამავდროულად, არ უნ-
დოდა, რომ მეტისმეტად უხეშად გამოსვლოდა), მაშინ, ძალზე
ცუდად მოქცეულხართ, მაგრამ თქვენ ახლა ამას ისე ნანობთ,
რომ დარწმუნებული ვარ, მეტჯერ აღარ ჩაიდენთ.
– ევას ასულო, ნუთუ ვერაფერს ხვდებით? – ჰკითხა ფავ-
ნმა, – ეს ადრე კი არ ჩავიდინე. ამას სწორედ ახლა, ამ წუთას
ვაკეთებ.
– ამით რისი თქმა გსურთ? – შესძახა სახეგადაფითრე-
ბულმა ლუსიმ.
– ის ბავშვი თქვენ ხართ, – მიუგო მისტერ თამნასმა, –
თეთრი კუდიანისგან ნაბრძანები მაქვს, რომ თუ ტყეში ადა-
მის ძე ან ევას ასული გამოჩნდება, იმწამსვე შევიპყრო და მას
მივგვარო. თქვენ ხართ პირველი ბავშვი, რომელიც აქამდე
შემხვედრია. თავი მეგობრად მოგაჩვენეთ, შინ ჩაიზე მიგიპა-
ტიჟეთ, თქვენს დაძინებას ველოდი, რომ მერე წავსულიყავი
და მისთვის ეს მომეყოლა.
– ო, მაგრამ თქვენ ამას არ გააკეთებთ, მისტერ თამნას,
არა? – ჰკითხა ლუსიმ, – თქვენ ასე ნამდვილად არ უნდა მო-
იქცეთ!
– თუ ასე არ მოვიქცევი, – ფავნმა კვლავ ტირილი დაიწყო,
– ის ამას აუცილებლად შეიტყობს და დამსჯის; კუდს მომაჭ-
რის, რქებს მომახერხავს და წვერს დამაგლეჯს, ბოლოს კი
თავის კვერთხს დაიქნევს და ჩემი ლამაზი, ორად გაყოფილი
ჩლიქები ცხენის მახინჯ ფლოქვებს დაემსგავსება. იმ შემ-
თხვევაში, თუ კუდიანი გაშმაგდება, შეიძლება, საერთოდ
ქვად მაქციოს და მის საშინელ სახლში ფავნის ქანდაკებად
იქამდე ვიდგები, სანამ ქეარ პარაველის ოთხი ტახტი არ და-
კავდება. კაცმა არ იცის, ეს როდის, ან ოდესმე თუ მოხდება.
17 მკითხველთა ლიგა
– ძალიან ვწუხვარ, მისტერ თამნას, – უთხრა ლუსიმ, –
მაგრამ გთხოვთ, შინ გამიშვათ.
– რასაკვირველია, გაგიშვებთ, – მიუგო ფავნმა, – რასაკ-
ვირველია, მე სხვაგვარად ვეღარც მოვიქცევი. ახლა ამას
ვხვდები. თქვენთან შეხვედრამდე არ ვიცოდი, როგორები იყ-
ვნენ ადამიანები. რაღა თქმა უნდა, მე თქვენს თავს კუდიანს
ხელში ვერ ჩავუგდებ. ვგონებ, გზას ცარელა ოთახისა და
გარდ ერობისაკენ თქვენით გაიკვლევთ, არა?
– დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ,– უპასუხა ლუსიმ.
– რაც შეიძლება ჩუმად უნდა ვიაროთ, – გააფრთხილა
მისტერ თამნასმა ლუსი. – მთელი ტყე მსტოვრებითაა სავსე.
თვით ზოგი ხეც კი კუდიანის მხარეზეა.
ორივე ფეხზე წამოდგა. გაწყობილი მაგიდა არ აულაგები-
ათ. მისტერ თამნასმა კიდევ ერთხელ გაშალა თავისი ქოლგა,
ლუსიმ მას მკლავი გაუყარა და თოვლიან ღამეში კვლავ გა-
რეთ გავიდნენ. ამჯერად მათი სვლა ფავნის გამოქვაბულამდე
სვლისაგან განსხვავდებოდა; ლუსი და მისტერ თამნასი წინ,
რაც შეეძლოთ, ჩქარა და მდუმარედ მიიწევდნენ. მისტერ
თამნასი ცდილობდა, ტყეში ჩაბნელებული ბილიკებით ევ-
ლოთ. როცა ლამპიონს მიუახლოვდნენ, ლუსიმ შვებით
ამოისუნთქა.
– ევას ასულო, აქედან გზა თუ იცით? – ჰკითხა თამნასმა.
ლუსიმ მხედველობა დაძაბა და ხეებს შორის დღის შუქი
დაინახა.
– დიახ, – მიუგო, – გარდერობს ვხედავ.
– მაშინ შინისკენ, რაც შეგიძლიათ, სწრაფად გასწით, –
ურჩია ფავნმა, – და შ...შეგიძლიათ... ჩემი მზაკვრული ჩანა-
ფიქრი ოდესმე მაპატიოთ?

18 მკითხველთა ლიგა
– რასაკვირველია, შემიძლია, – უპასუხა ლუსიმ და ხელი
ხალისიანად ჩამოართვა,– იმედია, ჩემ გამო დიდი უსიამოვ-
ნება არ შეგემთხვევათ.
– მშვიდობით, ევას ასულო, – უთხრა მისტერ თამნასმა, –
შეიძლება, თქვენი ცხვირსახოცი დავიტოვო?
– გჩუქნით! – უთხრა ლუსიმ და რაც შეეძლო სწრაფად გა-
იქცა იმ მხარეს, საიდანაც შუქი გამოსჭვიოდა. წიწვოვანი ტო-
ტების ნაცვლად ახლა მას ქურქების ბეწვი ედებოდა, ხოლო
ფეხქვეშ, ხრაშუნა თოვლის მაგივრად, გარდერობის ხის ფიც-
რები იგრძნო. ლუსიმ გარდერობიდან კვლავ იმ ცარიელ
ოთახში ისკუპა, სადაც მისი თავგადასავალი დაიწყო, ზურგს
უკან კარადის კარი მაგრად მიხურა და სუნთქვააჩქარებულმა
ირგვლივ მიმოიხედა. კვლავ წვიმდა. მერე დერეფნიდან და-
ძმების ხმები გაიგონა.
– აქ ვარ! – წამოიძახა, – ყველაფერი რიგზეა! უვნებელი
დავბრუნდი!

19 მკითხველთა ლიგა
თავი მესამე

ედმუნდი და გარდერობი

ლუსი ცარიელი ოთახიდან სირბილით გავარდა დერეფან-


ში, სადაც და-ძმები იპოვა.
– ყველაფერი რიგზეა, – გაიმეორა, – მე დავბრუნდი.
– ღმერთმანი, რაზე ლაპარაკობ? – ჰკითხა სუზენმა.
– რაზე და... – უპასუხა განცვიფრებულმა ლუსიმ, – რა, მე
არ მეძებდით?
– ანუ, იმალებოდი? – ჰკითხა პიტერმა, – საბრალო ლუ,
თურმე გვემალებოდი და ჩვენ ვერ შევნიშნეთ! სამომავლოდ
გაითვალისწინე, თუ გინდა, რომ ხალხმა ძებნა დაგიწყოს,
უფრო დიდხანს უნდა დაიმალო.
– კი მაგრამ, მე ხომ საათები არ ვჩანდი, – შეეწინააღმდე-
გა ლუსი.
ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს.
– გააფრინა! – თქვა ედმუნდმა და თავზე ხელი მიიდო, –
ჭკუიდან შეიშალა!
– რას გულისხმობ, ლუ? – ჰკითხა პიტერმა.
– იმას, რომ საუზმის შემდეგ გარდერობში შევძვერი, იქ
საათები დავყავი, მერე ჩაი დავლიე და თავს უამრავი რამ გა-
დამხდა – მიუგო ლუსიმ.
– ნუ სულელობ, ლუსი, – უთხრა სუზენმა, – წუთი არაა გა-
სული მას შემდეგ, რაც იმ ოთახში ყველა ერთად ვიყავით.

20 მკითხველთა ლიგა
– კი არ სულელობს, – თქვა პიტერმა, – უბრალოდ, თავის
შესაქცევად რაღაცებს იგონებს, არა, ლუ? რატომაც არა?!
– არა, პიტერ, არაფერს ვიგონებ, – უპასუხა ლუსიმ, – ის...
ის ჯადოსნური გარდერობია. მასში ტყეა, იქ თოვს, იქ ფავნი
და კუდიანი ცხოვრობენ, იმ ქვეყანას ნარნია ჰქვია; წამოდით
და ნახეთ!
ბავშვებმა არ იცოდნენ რა ეფიქრათ, მაგრამ ლუსი ისეთი
აღტაცებული იყო, რომ კვლავ ოთახში შებრუნდნენ. ლუსი
წინ გავარდა და გარდერობის კარი გამოაღო.
– შედით და თავად ნახეთ! – შეჰყვირა გოგონამ.
– შე ბატო, – უთხრა სუზენმა, რომელმაც გარდერობში თა-
ვი შეჰყო და ქურქები გასწი-გამოსწია, – ეს ერთი ჩვეულებ-
რივი გარდერობია; შეიხედე, აი, მისი ზურგი!
ყველამ შიგნით შეიხედა და ქურქები მისწია; მათ დაინა-
ხეს, – ლუსიმაც – რომ შიგნით არაფერი განსაკუთრებული
არ იყო. არც ტყე ჩანდა და არც თოვლი. მხოლოდ გარდერო-
ბის უკანა კედელი და საკიდებზე ჩამოკიდებული ქურქები. პი-
ტერი შიგნით შევიდა და ხის ფიცარზე დააკაკუნა, მოსინჯა,
მყარია თუ არაო.
– კარგად მოიტყუე, ლუ – უთხრა დას და გარდერობიდან
გამოვიდა, – უნდა ვაღიარო, რომ შესანიშნავად გამოგივიდა.
თითქმის დაგიჯერეთ!
– მაგრამ მე არ მომიტყუებიხართ! – შესძახა ლუსიმ, –
მართლა, მართლა, – წამის წინ აქ ყველაფერი სხვაგვარად
იყო. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, დამიჯერეთ!
– გეყოს, ლუ, – უთხრა პიტერმა, – უკვე ზედმეტი მოგდის.
გავიგეთ, რომ გაგვამასხარავე. ახლა კი გირჩევ, ტყუილებს
მოეშვა.

21 მკითხველთა ლიგა
ლუსის სახეზე ალმური მოედო. გოგონას რაღაცის თქმა
უნდოდა, თუმცა ვერ მიმხვდარიყო – რისი. ბოლოს თავი ვე-
ღარ შეიკავა და ცრემლები წასკდა.
მომდევნო დღეები ლუსი მოწყენილი იყო. მას და-ძმებთან
შერიგება იოლად შეეძლო, თუ იტყოდა, რომ ეს ამბავი გა-
სართობად გამოიგონა, მაგრამ ლუსი ძალზე ალალი გოგონა
იყო და თავის ნათქვამის მტკიცედ სწამდა, ამიტომ მან თავს
ვერაფრით აიძულა, სიტყვები უკან წაეღო. სუზენი და პიტერი,
რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ლუსი ცრუობდა, მას განუწ-
ყვეტლივ აჯავრებდნენ, რის გამოც გოგონა ძალიან განაწყენ-
და. უფროსები ამას დაუფიქრებლად აკეთებდნენ, აი, ედმუნ-
დი კი, რომელიც ზოგადად გესლიანი ბიჭი იყო, გამიზნულად
ამწარებდა. იგი შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებდა და
ლუსის წამდაუწუმ დამცინავად ეკითხებოდა, განჯინაში ან
სხვა კარადებში კიდევ რამე ახალი ქვეყნები ხომ არ აღ-
მოაჩინეო. ამასობაში გამოიდარა კიდეც. ამინდი შესანიშნავი
იყო და ბავშვები დილიდან საღამომდე დროს გარეთ ატარებ-
დნენ. ცურავდნენ, თევზაობდნენ, ხეებზე დაძვრებოდნენ და
ბალახებში კორტიალობდნენ. თუმცაღა ლუსი გართობას ბო-
ლომდე ვერ ირგებდა. ასე გაგრძელდა მანამდე, სანამ კვლავ
არ გაავდრდა.
შუადღით ეტყობოდა, რომ წვიმა გადაღებას არ აპირებდა,
ამიტომ ბავშვებმა დამალობანას თამაში გადაწყვიტეს. სუზე-
ნი იხუჭებოდა. დანარჩენები დასამალად გაიქც-გამოიქცნენ.
ლუსიმ გარდერობის ოთახს მიაშურა. იქ დამალვა არ უნდო-
და, რადგან იცოდა, რომ და-ძმები კვლავ დაცინვას დაუწყებ-
დნენ, მაგრამ გოგონას გარდერობში შეჭყეტა კიდევ ერთხელ
სურდა – ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდა; ეჭვი შეეპარა,
ნარნია და ფავნი ხომ არ დამესიზმრაო. სახლი უშველებელი
22 მკითხველთა ლიგა
იყო, ამიტომ ლუსიმ იფიქრა, დამალვამდე გარდერობში შე-
ხედვას მოვასწრებო. მაგრამ როგორც კი კარადას მიუახ-
ლოვდა, დერეფნიდან ნაბიჯების ხმა მოესმა. გოგონას სხვა
გზა აღარ დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ გარდერობში შემ-
ხტარიყო და კარი მიეხურა. ლუსის კარი კარგად არ დაუხუ-
რავს, რადგანაც იცოდა, რომ გარდერობში თავის ჩაკეტვა
დიდი სისულელე იქნებოდა, თუნდაც ეს გარდერობი ჯადოს-
ნური ყოფილიყო.
ნაბიჯები ედმუნდს ეკუთვნოდა; იგი ოთახში სწორედ იმ
დროს შევიდა, როცა ლუსი გარდერობში გაუჩინარდა. მან იმ-
წამსვე გადაწყვიტა, გარდერობში შემძვრალიყო, თუმცა არა
იმიტომ, რომ ის კარგ დასამალ ადგილად მიაჩნდა, არამედ
იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ სურდა, ლუსი წარმოსახვით
ქვეყანაზე გამოეჯავრებინა. ედმუნდმა კარი გააღო. გარდე-
რობში, როგორც ყოველთვის, ლაბადები ეკიდა, იქაურობა
ნაფტალინის სუნად ყარდა და თან ბნელოდა. ჩამიჩუმი არ ის-
მოდა და არც ლუსი ჩანდა სადმე. – ჰგონია, სუზენი ვარ და
მას ვეძებ, – თქვა ედმუნდმა თავისთვის, – და ამიტომ გაისუ-
სა. ბიჭი შიგნით შევიდა და კარი მიიხურა. მას სულ დაავიწ-
ყდა, თუ რა სისულელე ჩაიდინა. ედმუნდმა ლუსის უკუნ სიბ-
ნელეში ხელის ცეცებით დაუწყო ძებნა. ეგონა, დას რამდენი-
მე წამში იპოვიდა, მაგრამ სახტად დარჩა, როცა ეს ვერ
მოახერხა. ედმუნდმა კარის გაღება და გარდერობში შუქის
შემოშვება გადაწყვიტა, მაგრამ სიბნელეში კარი ვერ იპოვა.
ბიჭუნას ეს უკვე აღარ მოეწონა და წყვდიადში გადარეული-
ვით ხან ერთ მხარეს აწყდებოდა და ხან – მეორეს; მერე ყვი-
რილიც მორთო: – ლუსი! ლუ! სად ხარ? ვიცი, რომ აქ იმალე-
ბი!

23 მკითხველთა ლიგა
არავინ გამოხმაურებია. უეცრად ედმუნდმა შენიშნა, რომ
მისი ხმა უცნაურად ჟღერდა – ის ღია ცის ქვეშ გამოცემულ
ხმას უფრო ჰგავდა, ვიდრე კარადაში. მან ასევე იგრძნო, რომ
მოულოდნელად შესცივდა; მერე კი შუქი დაინახა.
– მადლობა უფალს, – თქვა ედმუნდმა, – ეტყობა, კარი
თავისით გაიღო, – ბიჭს ლუსი სულ გადაავიწყდა და გასწია
შუქისკენ, რომელიც, მისი აზრით, გარდერობის ღია კარიდან
შემოდიოდა, მაგრამ, ნაცვლად ამისა, ის მსხვილტანიანი და
მუქი ნაძვების ჩრდილქვეშ, შუაგულ ტყეში აღმოჩნდა.
ედმუნდი ფეხქვეშ მშრალ თოვლს გრძნობდა, რომელსაც
ხის ტოტებიც თეთრად შეემოსა. ზემოთ ბაცი ცისფერი ცა მო-
ჩანდა, აი, ისეთი, ზამთარში დილაობით რომ იცის ხოლმე.
ედმუნდმა წინ, ხეებს შორის ამომავალი მზე დაინახა, რომე-
ლიც ძალზე მკვეთრ წითლად ანათებდა. ირგვლივ იდეალური
მდუმარება სუფევდა. ედმუნდს ეგონა, ალბათ, ერთადერთი
სულიერი ამ ქვეყანაში მარტო მე ვარო. ხეებზე ერთი ჩიტიც
კი არ იჯდა, არც ციყვები დახტოდნენ ტოტებზე. ბიჭმა საითაც
გაიხედა, ყველგან ტყე დაინახა. ედმუნდს გააცახცახა.
ბიჭუნას ახლაღა გაახსენდა, რომ ის ლუსის ეძებდა; ისიც
მოაგონდა, თუ როგორ დასცინოდა დას „წარმოსახვით ქვეყა-
ნაზე“, რომელიც აღმოჩნდა, რომ თურმე სულაც არ ყოფილა
წარმოსახვითი. ედმუნდმა გაიფიქრა, ლუსი სადმე ახლომახ-
ლო უნდა იყოსო და დაუძახა:
– ლუსი! ლუსი! მეც აქ ვარ... ედმუნდი!
ბიჭუნასთვის ხმა არავის გაუცია.
„ალბათ, ჩემზე გულმოსულია, იმის გამო, რომ დავცინო-
დი“, – გაიფიქრა ედმუნდმა. ბიჭუნას იმის აღიარება არ სურ-
და, რომ ლუსისთან მიმართებით შეცდა, თუმცა არც ის

24 მკითხველთა ლიგა
სიამოვნებდა, რომ სიცივეში, უცნაურ და მდუმარე ტყეში მარ-
ტო აღმოჩნდა; მან ძახილი განაგრძო.
– ლუ-მეთქი! ბოდიში, რომ არ დაგიჯერე! ახლა ვხედავ,
რომ მართალი ყოფილხარ! მიდი, გამოდი და შევრიგდეთ!
მისთვის ხმა კვლავ არავის გაუცია.
– ეს რა წესი აქვთ ამ გოგოებს! – ჩაილაპარაკა ედმუნდმა,
– სადღაც გემალებიან გაბუტულები და შენი ბოდიშის გაგო-
ნებაც არ სურთ, – ბიჭუნამ ირგვლივ მიმოიხედა და იქაურობა
დიდად არ მოეწონა. ის-ის იყო შინ დაბრუნება გადაწყვიტა,
რომ ძალზე შორს, ტყიდან, ეჟვნების ხმა მოესმა. მიაყურადა.
ხმა უფრო და უფრო უახლოვდებოდა. ბოლოს მარხილი გა-
მოჩნდა, რომელშიც ჩრდილოეთის ორი ირემი იყო შებმული.
ირმები შოტლანდიური პონებისხელა იქნებოდნენ, მათი
თეთრი ბეწვი თოვლზე უფრო ქათქათა იყო; დატოტვილი
რქები ოქროთი ჰქონდათ მოვარაყებული და ამომავალი მზის
შუქზე ცეცხლისფრად ლაპლაპებდნენ. მათი მეწამული აღკაზ-
მულობა ეჟვნებით იყო სავსე. მარხილის კოფოზე მსუქანა ჯუ-
ჯა იჯდა და ხელში სადავეები ეჭირა. ჯუჯა ფეხზე რომ წამომ-
დგარიყო, სიმაღლეში ერთი მეტრიც ძლივს იქნებოდა. მას
თეთრი დათვის ბეწვის ქურქი ემოსა, ხოლო თავზე წითელი
ქუდი ეხურა, რომლის წოპწოპაც გრძელი, ოქროსფერი ფო-
ჩით მთავრდებოდა. წვერი ჯუჯას მუხლებს უფარავდა და ხა-
ლიჩობასაც უწევდა. მის უკან, სადღაც, მარხილის შუაში, ჯუ-
ჯასგან სრულიად განსხვავებული ვიღაც იჯდა – დარბაისელი
მანდილოსანი, ყველაზე ტანმაღალი ქალი, ვინც კი ედმუნდს
ოდესმე ცხოვრებაში ენახა. ქალსაც ყელამდე თეთრი ბეწვის
ქურქი ემოსა; მარჯვენა ხელში ოქროს კვერთხი ეჭირა და
თავზე ოქროს გვირგვინი ედგა. ქალბატონს თეთრი, ფითქინა
სახე ჰქონდა – უბრალოდ ფერმკრთალი კი არა, არამედ
25 მკითხველთა ლიგა
თოვლივით, ქაღალდივით, შაქარყინულივით თეთრი, მაგრამ
აი, ტუჩები კი კვასკვასა წითელად უხასხასებდა. ამ კალმით
ნახატი სახის პატრონი ამაყად, ცივად და მკაცრად იცქირებო-
და.
მარხილი, რომელიც ედმუნდისაკენ მოსრიალებდა, ერ-
თობ ლამაზი სანახავი იყო: ეჟვნები ჟღარუნობდნენ, ჯუჯა მათ-
რახს ატყლაშუნებდა, თოვლის ნამქერი კი აქეთ-იქით იფან-
ტებოდა.
– სდექ! – შეჰყვირა ქალბატონმა და ჯუჯამაც სადავეები
ისე მაგრად მოჰქაჩა, რომ ირმები თითქმის ძირს დასხდნენ,
თუმცა, მალევე გასწორდნენ და ლაგმების ღეჭვას ფშვინვით
შეუდგნენ. ყინვაში მათი ამონასუნთქი ჰაერი ნესტოებიდან
ორთქლივით გამოდიოდა.
– ნეტავი შენ რაღა ხარ? – ჰკითხა ქალბატონმა და ედ-
მუნდს მკაცრი მზერა მიაპყრო.
– მე... მე... ედმუნდი მქვია, – მიუგო ენის ბორძიკით ბიჭუ-
ნამ. მას ქალის ასეთი მზერა სულაც არ მოსწონდა.
ქალბატონმა წარბები შეკრა.
– ასე მიმართავ შენს დედოფალს? – ჰკითხა ქალმა და ბი-
ჭუნას ახლა უფრო მკაცრი მზერით მიაშტერდა.
– ბოდიში, თქვენო უდიდებულესობავ, არ ვიცოდი, –
მიუგო ედმუნდმა.
– ნუთუ ნარნიის დედოფალი ვერ იცანი? – შესძახა მან, –
ჰა! ამიერიდან უკეთ გეცოდინება, თუმცაღა ახლა ის მითხარი,
შენ რა ხარ?
– დიდი ბოდიში, თქვენო უდიდებულესობავ, – უთხრა ედ-
მუნდმა, – მაგრამ არ ვიცი, რას გულისხმობთ. მე სკოლის მო-
წაფე ვარ... ყოველ შემთხვევაში, ვიყავი... ამჟამად არდადე-
გები გვაქვს.
26 მკითხველთა ლიგა
თავი მეოთხე

რაჰათლუკუმი

– რა ხარ-მეთქი? – კვლავ ჰკითხა დედოფალმა, – მეტის-


მეტად ტანაყრილი, წვერგაპარსული ჯუჯა ხომ არ ხარ?
– არა, თქვენო უდიდებულესობავ, – უპასუხა ედმუნდმა, –
წვერი ჯერ არ ამომსვლია. მე ბიჭი ვარ.
– ბიჭი! – შესძახა ქალმა,– იმის თქმა გინდა, რომ ადამის
ძე ხარ?
ედმუნდი ადგილიდან არ დაძრულა და არც ქალისთვის
უპასუხია რამე. თავგზააბნეულს, კითხვის მნიშვნელობა ვერ
გაეგო.
– ვხედავ, რომ იდიოტიც ხარ, – უთხრა დედოფალმა, – მი-
პასუხე, თორემ მოთმინების ფიალა მევსება. ადამიანი ხარ?
– დიახ, თქვენო უდიდებულესობავ, – მიუგო ედმუნდმა.
– ახლავე მითხარი, ჩემს სამფლობელოში როგორ შემო-
აღწიე?
– მაპატიეთ, თქვენო უდიდებულესობავ, აქ გარდერობით
მოვედი.
– გარდერობით? რას გულისხმობ?
– მე... მე კარი გავაღე და უეცრად აქ აღმოვჩნდი, თქვენო
უდიდებულესობავ, – უპასუხა ედმუნდმა.
– ჰა! – ჩაილაპარაკა დედოფალმა, – კარი. კარი ადამიან-
თა მოდგმის სამყაროდან! ასეთი რაღაცები მსმენია. ამან შე-
იძლება ყველაფერი გააფუჭოს. თუმცაღა, ეს ერთია და მას
27 მკითხველთა ლიგა
იოლად მოევლება, – თქვა და ფეხზე წამოდგა. ქალმა ედ-
მუნდს თავისი მოელვარე თვალები მიაპყრო და კვერთხი
მაღლა ასწია. ედმუნდმა იგრძნო, რომ ქალი რაღაც საშინე-
ლების ჩადენას აპირებდა, თუმცა თავს ვერაფრით აიძულა,
ადგილიდან დაძრულიყო. ის-ის იყო ბიჭუნას იმედი გადაეწუ-
რა, რომ ქალბატონმა გადაიფიქრა.
– ჩემო საბრალო ბიჭუნავ, – თქვა მან სრულიად სხვა
ხმით, – როგორი შემცივნული ჩანხარ! აქ მოდი, გვერდზე მო-
მიჯექი, ჩემს მოსასხამს მოგახვევ და თან ვიმუსაიფოთ.
ედმუნდს ქალის შეთავაზება სულაც არ ეპიტნავა, მაგრამ
ურჩობა ვერ გაბედა; მარხილზე ავიდა და დედოფლის ფეხებ-
თან დაჯდა. ქალმა მას ბეწვის მოსასხამი კარგად შემოახვია.
– რამე ცხელს ხომ არ დალევდი? – ჰკითხა მას დედო-
ფალმა, – ვგონებ, გესიამოვნება.
– დიახ, თქვენო უდიდებულესობავ, – მიუგო სიცივისაგან
კბილებაკაწკაწებულმა ედმუნდმა.
დედოფალმა საიდანღაც, კალთის ნაკეცებიდან პატარა
ბოთლი ამოიღო, რომელიც სპილენძისას ჰგავდა. ქალმა ხე-
ლი მაღლა ასწია და ბოთლიდან ერთი წვეთი ძირს გადმოღ-
ვარა. ედმუნდმა თვალი ჰკიდა, ალმასივით როგორ გაიელვა
წვეთმა ჰაერში. იგი მარხილის გვერდით, თოვლზე დაეცა თუ
არა, სისინის ხმა გაისმა. უეცრად თოვლზე ძვირფასი თვლე-
ბით მოოჭვილი ფინჯანი გაჩნდა, რომლიდანაც ორთქლი
ამოდიოდა. ჯუჯამ ფინჯანი დაუყოვნებლივ ხელში აიღო, ედ-
მუნდს მოწიწებით მიართვა და თან გაუღიმა, არც მაინცდამა-
ინც კეთილი ღიმილით. ბიჭი ცხელი სასმლის წრუპვას შეუდგა
და თავი გაცილებით უკეთ იგრძნო. ედმუნდს მსგავსი სასმე-
ლი ცხოვრებაში არასოდეს გაესინჯა. ეს იყო რაღაც ტკბილი,

28 მკითხველთა ლიგა
ქაფიანი და ნაღებიანი სითხე, რომელმაც ის თავიდან ფეხე-
ბამდე გაათბო.
– მარტო სმისაგან რა ხეირი, თუ საჭმელი არ მიირთვი,
ადამის ძეო, – უთხრა დედოფალმა ტკბილად, – აბა, მითხა-
რი, ახლა ყველაზე მეტად რის ჭამას ისურვებდი?
– რაჰათლუკუმის, თქვენო უდიდებულესობავ, – მიუგო
ედმუნდმა.
დედოფალმა ბოთლიდან კიდევ ერთი წვეთი გადმოღვარა.
წვეთის თოვლზე დაცემის ალაგას იმწამსვე მრგვალი ყუთი
გაჩნდა, რომელსაც გარს მწვანე აბრეშუმის ლენტი ჰქონდა
შემოხვეული. ლენტის შემოხსნის შემდეგ ედმუნდმა ყუთში
თავისი სანუკვარი რაჰათლუკუმი ბლომად დაინახა. ყოველი
ნაჭერი ისეთი ტკბილი და ჰაეროვანი იყო, რომ მათზე გემ-
რიელი ბიჭუნას ცხოვრებაში არაფერი გაესინჯა. ედმუნდი
გათბა, თავს უკვე შესანიშნავად გრძნობდა.
სანამ ბიჭუნა ჭამდა, დედოფალი მას კითხვებს უსვამდა.
თავიდან ედმუნდს ახსოვდა, რომ ჭამისას ლაპარაკი უზრდე-
ლობა იყო, მაგრამ ეს გულიდან მალევე გადავარდა და მხო-
ლოდ იმაზე ფიქრობდა, რაც შეიძლება მეტი რაჰათლუკუმი
გადაესანსლა. რაც მეტს ჭამდა, მით უფრო მეტი უნდებოდა.
ბიჭი სულ არ დაფიქრებულა იმაზე, თუ რატომ იჩენდა დედო-
ფალი მის მიმართ ასეთ ცნობისმოყვარეობას. ქალმა ედ-
მუნდს დასცანცლა, რომ მას ერთი ძმა და ორი და ჰყავდა,
რომ მისი ერთ-ერთი და ნარნიაში მანამდეც იყო ნამყოფი და
რომ ის ფავნს შეხვდა, თუმცაღა გოგონას, ედმუნდის ჩათ-
ვლით, არც ერთმა დედმამიშვილმა არ დაუჯერა. დედოფალი
ყველაზე მეტად იმით დაინტერესდა, რომ ისინი ოთხი და--
ძმანი იყვნენ და წამდაუწუმ ამ საკითხს უბრუნდებოდა.

29 მკითხველთა ლიგა
– დარწმუნებული ხარ, რომ მხოლოდ ოთხნი ხართ? –
ჰკითხა დედოფალმა, – არც მეტი, არც ნაკლები, ორი ადამის
ძე და ორი ევას ასული?
რაჰათლუკუმით პირგამოტენილმა ედმუნდმა უპასუხა:
– დიახ, ეს ხომ უკვე გითხარით, – და სულ გადაავიწყდა,
რომ „თქვენო უდიდებულესობავ“ დაემატებინა. მაგრამ რო-
გორც ჩანდა, დედოფალი ამჯერად ამის გამო არ გაგულისე-
ბულა.
რაჰათლუკუმი გამოილია. ედმუნდი ცარიელ ყუთს ჩააც-
ქერდა და ინატრა, ნეტავ დედოფალმა კიდევ შემომთავაზო-
სო. სავარაუდოდ, მისი ფიქრები დედოფალს მშვენივრად მო-
ეხსენებოდა; ედმუნდი აზრზეც არ იყო, რომ რაჰათლუკუმი
მოჯადოებული იყო და ნებისმიერს, ვინც მას ერთხელ გემოს
გაუგებდა, უფრო მეტი მოუნდებოდა; თავის ნებაზე რომ მი-
გეშვა, ალბათ, მისი ჭამისგან მოკვდებოდა. თუმცაღა დედო-
ფალს ბიჭუნასთვის მეტი აღარ შეუთავაზებია. ნაცვლად ამი-
სა, ქალმა ედმუნდს ჰკითხა:
– ადამის ძეო, ძალიან მინდა შენი და-ძმების გაცნობა. მათ
აქ ხომ ვერ მომიყვანდი?
– შევეცდები, – მიუგო ედმუნდმა, ისე, რომ ცარიელი ყუ-
თისთვის თვალი არ მოუცილებია.
– იცოდე, თუ უკან დაბრუნდები და, რაღა თქმა უნდა, მათ
აქ მომგვრი, უფრო მეტი რაჰათლუკუმით გაგიმასპინძლდები.
ახლა კი მეტს ვეღარ გაჭმევ. ჯადო ერთჯერადად მოქმედებს.
აი, სახლში თუ მესტუმრებით, მაშინ სულ სხვა ამბავია.
– არ შეიძლება, თქვენთან ახლავე წავიდეთ? – ჰკითხა ედ-
მუნდმა. არადა, თავიდან მარხილზე შიშით დაჯდა, ქალმა
სადმე, უცხო ადგილას – საიდანაც უკან დაბრუნებას ვეღარ

30 მკითხველთა ლიგა
შევძლებ – არ გამიტაცოსო; ეტყობოდა, რომ ახლა ედმუნდს
ეს შიში სრულებით გადაელახა და დავიწყნოდა კიდეც.
– ჩემი სახლი მშვენიერია, – მიუგო დედოფალმა, – დარ-
წმუნებული ვარ მოგეწონება. იქ რაჰათლუკუმით მთელი
ოთახები მაქვს სავსე და რაც მთავარია – საკუთარი შვილები
არ მყავს. მინდა, ერთი კარგი ვაჟი ვიშვილო და უფლისწუ-
ლად აღვზარდო, რომ ჩემი გარდაცვალების შემდეგ ნარნიის
მეფე გახდეს. უფლისწულს თავზე ოქროს გვირგვინს დავად-
გამ და მთელი დღეები რაჰათლუკუმს ვაჭმევ; შენისთანა
ჭკვიანი და პირმშვენიერი ჭაბუკი აქამდე არ შემხვედრია. შე-
იძლება სულაც შენ გაგხადო ჩემი მემკვიდრე, როცა შენს და--
ძმებს სტუმრად მომიყვან.
– იქ წასვლა ახლა რატომ არ შეიძლება? – ჰკითხა ედმუნ-
დმა. მას მთელი სახე ჭარხალივით წითელი ჰქონდა, ხოლო
პირი და თითები – ტკბილეულით გაწებილი. მიუხედავად დე-
დოფლის ქებისა, იგი ახლა არც ჭკვიანს ჰგავდა და არც პირ-
მშვენიერს.
– ო, შენ რომ ახლა იქ წაგიყვანო, – უპასუხა დედოფალმა,
– შენს და-ძმას ვეღარ შევხვდები. მე კი ძალიან მინდა შენი
მშვენიერი ნათესავების გაცნობა. შენ უფლისწული უნდა გახ-
დე, მოგვიანებით კი – მეფე; ეს გადაწყვეტილი ამბავია. სამე-
ფო კარზე დიდგვაროვნები და კეთილშობილი წარმომავლო-
ბის მქონე, ტიტულოვანი დიდებულები აუცილებელია. ჰოდა,
ვიფიქრე, რომ შენს ძმას ჰერცოგის ტიტულს მივანიჭებ, ხო-
ლო შენს დებს – ჰერცოგის ასულებად გამოვაცხადებ.
– ჩემი და-ძმა არაფრით გამოირჩევა, – უთხრა ედმუნდმა,
– თანაც, მათი აქ მოყვანა ნებისმიერ დროს შემიძლია.
– ოღონდ ჩემს სახლში სტუმრობისას, – უპასუხა დედო-
ფალმა, – შენ შეიძლება ისინი სულ გადაგავიწყდეს. იქ ისე
31 მკითხველთა ლიგა
მოილხენ, რომ და-ძმის მოსაყვანად წასვლა აღარც მოგინდე-
ბა. გირჩევ, ახლავე შენს ქვეყანაში დაბრუნდე და მათთან ერ-
თად სხვა დროს მესტუმრო, გასაგებია? მათ გარეშე სტუმრო-
ბა არ ივარგებს.
– ჰო, მაგრამ ჩემს ქვეყანაში დასაბრუნებელი გზა არც კი
ვიცი, – მოისაწყლა თავი ედმუნდმა.
– ეგ არაფერია, – მიუგო დედოფალმა, – აი, იმ ლამპიონს
ხედავ? – უთხრა და ბიჭუნამ იქით გაიხედა, საითაც ქალმა
კვერთხი გაიშვირა. ეს სწორედ ის ლამპიონი იყო, რომელთა-
ნაც ლუსი ფავნს შეხვდა, – მის უკან გზა ადამიანების ქვეყნის-
კენ მიდის. ახლა კი საწინააღმდეგო მიმართულებით გაიხედე
და მითხარი, აგე იქ, იმ ხის კენწეროების მაღლა, ორ პატარა
გორას თუ ხედავ?
– მგონი, კი, – მიუგო ედმუნდმა.
– ჩემი სახლი სწორედ მაგ გორებს შორის დგას. როცა
ნარნიაში მოხვდები, ეს ლამპიონი იპოვე და მერე გორების-
კენ აიღე გეზი. ტყე-ტყე იარე და ჩემს სახლსაც მოადგები; მაგ-
რამ და-ძმის თან წამოყვანა არ დაგავიწყდეს. იცოდე, მათთან
ერთად რომ არ მესტუმრო, ძალიან გაგიბრაზდები.
– ყველანაირად ვეცდები, – დააიმედა ედმუნდმა ქალი.
– ჰო, მართლა, – უთხრა დედოფალმა, – მათ ჩემ შესახებ
არაფერი უამბო. მგონი, უმჯობესი იქნება, თუ ეს ჩვენ შორის
დარჩება. ჩვენი პატარა საიდუმლო იყოს, აბა, რას იტყვი? მო-
დი, მათ სიურპრიზი მოვუწყოთ. შენ ისინი გორებამდე მოიყ-
ვანე. ვფიქრობ, შენნაირ ჭკვიან ბიჭს საამისოდ რამის მომი-
ზეზება არ გაუჭირდება. ჩემს სახლს რომ მოუახლოვდებით,
თქვი, მოდი ვნახოთ, იქ ვინ ცხოვრობსო, ან რამე ამდაგვარი.
დარწმუნებული ვარ, ასე აჯობებს. თუ შენი და ფავნს შეხვდა,
შეიძლება, მან ჩემ შესახებ რაღაც ცუდ ხმებს მოჰკრა ყური და
32 მკითხველთა ლიგა
ახლა ჩემი ეშინია. ხომ ხვდები, ფავნები რაღას არ იტყვიან.
აბა, ახლა კი...
– გთხოვთ, გთხოვთ, – შესძახა უცაბედად ედმუნდმა, –
გთხოვთ, კიდევ ერთი ცალი რაჰათლუკუმი მომეცით, რომ
გზად სახლისაკენ შევჭამო!
– არა, არა, – უპასუხა დედოფალმა კისკისით, – როგორმე
ჩვენს მომდევნო შეხვედრამდე უნდა მოითმინო, – უთხრა და
თან ჯუჯას ანიშნა, მარხილი დაძარიო. მარხილი ადგილიდან
მოწყდა თუ არა, დედოფალმა ედმუნდს ხელი დაუქნია და
დაუძახა:
– მომავალ შეხვედრამდე! მომავალ შეხვედრამდე! არ და-
გავიწყდეს და მალე დაბრუნდი!
ედმუნდი ჯერ ისევ მარხილს მიშტერებოდა, როცა საკუთა-
რი სახელი გაიგონა. ბიჭი უკან შეტრიალდა და დაინახა, რომ
ტყის მეორე მხრიდან მისკენ ლუსი მოემართებოდა.
– ო, ედმუნდ! – შესძახა გოგონამ, – შენც აქ ხარ! ხომ მარ-
თლაც მშვენიერია აქაურობა? ახლა...
– კარგი, – შეაწყვეტინა ედმუნდმა, – ვხედავ, რომ მართა-
ლი იყავი, გარდერობი მართლაც ჯადოსნურია. თუ გინდა, ბო-
დიშსაც მოგიხდი, მაგრამ ღვთის გულისათვის, მითხარი, ამ-
დენი ხანი სად იყავი? ყველგან გეძებდი!
– რომ მცოდნოდა, შენც აქ მოდიოდი, დაგელოდებოდი, –
უთხრა ლუსიმ. გოგონა იმდენად გახარებული და აღტაცებუ-
ლი იყო, რომ ვერც კი შენიშნა ძმის ალეწილი სახე, უცნაური
გამომეტყველება და აგდებული ტონი, – მისტერ თამნასთან,
ფავნთან ერთად ვსადილობდი. ის ძალიან კარგადაა. თეთ-
რმა კუდიანმა მას ჩემი გაშვების გამო არაფერი დაუშავა. მი-
სი აზრით, ამ ამბავს კუდიანის ყურამდე არ მიუღწევია და, სა-
ვარაუდოდ, ყველაფერი რიგზეა.
33 მკითხველთა ლიგა
– თეთრი კუდიანი? – ჰკითხა ედმუნდმა, – ეგ ვინ არის?
– ის ყველაზე საძაგელი არსებაა, – მიუგო ლუსიმ, – ის
თავს ნარნიის დედოფლად ასაღებს, თუმცა ამის არანაირი
უფლება არ აქვს. ფავნებს, დრიადებს, ნაიადებს, ჯუჯებსა და
ცხოველებს – ყოველ შემთხვევაში, ყველა კეთილ არსებას –
ის ჭირის დღესავით სძულთ. მას შეუძლია, ადამიანები გააქ-
ვაოს და კიდევ სხვა საშინელი რაღაცები ჩაიდინოს. მან ეს
ქვეყანა მოაჯადოვა და ახლა ნარნიაში მუდამ ზამთარია, თუმ-
ცა შობა არასოდეს დგება. ის ირმებშებმული მარხილით დას-
რიალებს, ხელში კვერთხი უპყრია და თავზე გვირგვინი ად-
გას.
ამდენი ტკბილეულის შემდეგ ედმუნდი თავს ცოტათი შეუძ-
ლოდ გრძნობდა. მერე კი, როცა შეიტყო, რომ ქალბატონი,
რომელსაც ის დაუმეგობრდა, საშიში კუდიანი იყო, უარესად
გახდა. მაგრამ რაჰათლუკუმი ისე ენატრებოდა, როგორც
არაფერი ამქვეყნად.
– თეთრ კუდიანზე ეს რაღაცები ვინ გიამბო? – ჰკითხა ედ-
მუნდმა.
– მისტერ თამნასმა, ფავნმა, – მიუგო ლუსიმ.
– მერედა ფავნებს ყოველთვის კი არ დაეჯერებათ, – უთ-
ხრა ედმუნდმა ისეთი ტონით, თითქოს ფავნების შესახებ ლუ-
სიზე გაცილებით მეტი იცოდა.
– ეგ ვინ თქვა? – ჰკითხა ლუსიმ.
– საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, – მიუგო ედმუნდმა, –
ვისაც გინდა იმას ჰკითხე, მაგრამ ახლა ამ სიცივეში დგომა
არას გვარგებს. მოდი, შინ დავბრუნდეთ.
– ჰო, დავბრუნდეთ, – უთხრა ლუსიმ, – ო, ედმუნდ, რო-
გორ მიხარია, შენც აქ რომ ხარ. ახლა იმათ მოუწევთ დაგვი-
ჯერონ, რომ ნარნია მართლა არსებობს. აუ, რა კარგი იქნება!
34 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ედმუნდი გულში ფიქრობდა, რომ, ლუსისაგან გან-
სხვავებით, ეს მისთვის კარგი სულაც არ იქნებოდა. მას პიტე-
რისა და სუზენის წინაშე მოუწევდა ეღიარებინა, რომ შეცდა.
გარდა ამისა, ედმუნდი დარწმუნებული იყო, რომ სხვები ფავ-
ნისა და ცხოველების მხარეს დაიჭერდნენ, იმ დროს, როდე-
საც ის თითქმის კუდიანის მხარეზე იყო. ბიჭმა არ იცოდა, რას
იტყოდა ან თავის საიდუმლოს როგორ შეინახავდა მას შემ-
დეგ, რაც ნარნიის შესახებ სხვები გაიგებდნენ.
ამასობაში მათ კარგა დიდი გზა გაევლოთ. მოულოდნე-
ლად სახეზე წიწვოვანი ტოტების ნაცვლად ბეწვი იგრძნეს. წა-
მიც და ედმუნდი და ლუსი კვლავ ცარიელ ოთახში იდგნენ.
– ედმუნდ, იცი, – თქვა ლუსიმ, – საშინლად გამოიყურები.
ცუდად ხარ?
– არა, არაფერი მჭირს – მიუგო ედმუნდმა. რასაკვირვე-
ლია, ეს სიცრუე იყო. ის თავს საშინლად გრძნობდა.
– წამოდი, სხვები მოვნახოთ, – უთხრა ლუსიმ. მათთვის
რამდენი რამ გვაქვს მოსაყოლი! ახლა, როცა უკვე ყველა ერ-
თად ვართ, წინ შესანიშნავი თავგადასავლები გველის!

35 მკითხველთა ლიგა
თავი მეხუთე

კვლავ კარის მეორე მხარეს

„დამალობანა“ ჯერ ისევ გრძელდებოდა. ედმუნდსა და


ლუსის პიტერისა და სუზენის მოსაძებნად რაღაც დრო დას-
ჭირდათ. თუმცაღა, ბოლოს და ბოლოს, როცა ყველა ერთად
შეიყარა (ეს იმ გრძელ ოთახში მოხდა, სადაც რაინდის თორ-
აბჯარი იდგა), ლუსიმ შესძახა:
– პიტერ! სუზენ! ეს სიმართლეა. ის ედმუნდმაც ნახა. იქ
გარდერობიდან ხვდები. ედმუნდი და მე, ორივე ნარნიაში ვი-
ყავით. ერთმანეთს ტყეში შევხვდით. მიდი, ედმუნდ, მოუყევი
მათ ყველაფერი!
– რა ხდება, ედ? – ჰკითხა ძმას პიტერმა.
აი, სწორედ ახლა, ამ ამბავში ყველაზე შემაძრწუნებელი
ეპიზოდის ჯერი დგება. იმ წუთამდე ედმუნდი თავს ცუდად
გრძნობდა. ბიჭი გულმოსული და გაღიზიანებული იყო იმით,
რომ ლუსი მართალი აღმოჩნდა, თუმცაღა ბოლომდე ვერ გა-
დაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო და როცა პიტერმა მას კით-
ხვა დაუსვა, ედმუნდმა სწორედ იმ წამს მოიფიქრა, რომ ცხოვ-
რებაში ყველაზე უნამუსოდ და ღვარძლიანად მოქცეულიყო.
მას ლუსის დაღალატება განეზრახა.
– გვითხარი, ედ, – შეაგულიანა სუზენმა.
ედმუნდმა და-ძმებს ქედმაღლურად გადახედა, თითქოს ის
ლუსიზე ბევრად უფროსი ყოფილიყო (მათ შორის მხოლოდ

36 მკითხველთა ლიგა
ერთი წელი იყო სხვაობა) და მერე ჩუმი ხითხითით განაცხა-
და:
– ჰო, ლუსი და მე ვთამაშობდით. თავს ვიტყუებდით, თით-
ქოს მისი გამოგონილი ამბავი, რომ გარდერობში ახალი ქვე-
ყანა აღმოაჩინა, მართალი იყო. ვერთობოდით, რასაკვირვე-
ლია, იქ არაფერია.
საბრალო ლუსიმ ედმუნდს ერთი გადახედა და მერე ოთა-
ხიდან გავარდა.
ედმუნდი, რომელიც ყოველ წუთში უფრო საძაგელი ხდე-
ბოდა, ფიქრობდა, რომ კარგად მოიქცა და დის უფრო მეტად
დასამცირებლად დაამატა: – აი, ისევ. ნეტავ რა სჭირს? ეს პა-
ტარები სულ წავიდნენ ხელიდან, მათ ყოველთვის...
– მისმინე, – შეაწყვეტინა პიტერმა და ძმას გაცეცხლებუ-
ლი მიუტრიალდა, – ენა მუცელში ჩაიგდე! იმ წუთიდან, რაც
ლუმ გარდერობზე სისულელეების ლაპარაკი დაიწყო, შენ
მას საშინლად ექცეოდი. ახლა კი, მასთან ერთად მის წარმო-
სახვით ქვეყანაში ითამაშე და კვლავ ააფორიაქე. დარწმუნე-
ბული ვარ, ეს მის კიდევ უფრო გასამწარებლად ჩაიდინე.
– ჰო, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ სისულელეა, – უთხრა
შეცბუნებულმა ედმუნდმა ძმას.
– რა თქმა უნდა, სისულელეა, – მიუგო პიტერმა, – მთელი
აზრიც სწორედ მაგაში დევს. სანამ საცხოვრებლად აქ გადმო-
ვიდოდით, ლუ ერთი ჩვეულებრივი გოგონა იყო, თუმცა, ამ
სახლში ის ან ნელ-ნელა ჭკუიდან იშლება, ან საზიზღარ მატ-
ყუარას ემსგავსება. რაც არ უნდა იყოს, როგორ გგონია, რა
შედეგს მოიტანს, თუ ერთ დღეს მას მასხრად იგდებ, დასცინი,
ხოლო მეორე დღეს კი მისი გამონაგონის გჯერა?
– მე ვიფიქრე... მე ვიფიქრე, – აბლუკუნდა ედმუნდი, თუმ-
ცა წინადადება ვერ დაასრულა.
37 მკითხველთა ლიგა
– შენ საერთოდ არ ფიქრობ, – მიახალა ძმას პიტერმა, –
უბრალოდ ასეთი მავნებლობები გახალისებს. შენზე უმცრო-
სების ჩაგვრა მოგწონს; ეს სკოლაშიც არაერთხელ გვინახავს.
– ახლავე შეწყვიტეთ, – თქვა სუზენმა, – თქვენი ჩხუბი ვე-
რაფერს გამოასწორებს. აჯობებს წავიდეთ და ლუსი ვიპო-
ვოთ.
დიდი ხნის მერე, როცა მათ ლუსი იპოვეს, არ გაჰკვირვე-
ბიათ, რომ გოგონა ნამტირალევი დახვდათ. და-ძმებს რაც არ
უნდა ეთქვათ, ლუსი მათ ყურს არ უგდებდა და თავის აზრზე
მტკიცედ იდგა.
– სულ არ მადარდებს, რას ფიქრობთ! სულ არ მადარ-
დებს, რას იტყვით! შეგიძლიათ პროფესორსაც უთხრათ ან
დედას მისწეროთ, ან რაც მოგესურვებათ, ის გააკეთოთ. მე
ზუსტად ვიცი, რომ იქ ფავნს შევხვდი და... ნეტავ საერთოდ იქ
დავრჩენილიყავი! თქვენ ხართ მხეცები! მხეცები!
საღამო მეტისმეტად არასასიამოვნო გამოდგა. ლუსი შე-
საბრალისი იყო. ედმუნდი კი ამ დროს იმას განიცდიდა, რომ
ჩანაფიქრი ისე არ გამართლდა, როგორც ამას მოელოდა.
უფროსი და-ძმა უკვე იმ აზრზე იყო, რომ ლუსი ნელ-ნელა
გიჟდებოდა. გოგონას დაძინების შემდეგ პიტერი და სუზენი
დერეფანში დიდხანს ჩურჩულებდნენ.
მომდევნო დილას მათ ამ ყველაფრის პროფესორისათვის
მოყოლა გადაწყვიტეს.
– თუ მიიჩნევს, რომ ლუსის მართლა რაღაც სჭირს, მამას
მისწერს, – უთხრა დას პიტერმა, – ეს ჩვენს ძალებს აღემატე-
ბა, – მათ პროფესორის კაბინეტის კარზე დააკაკუნეს.
– შემოდით, – გაისმა პროფესორის ხმა. ბავშვების დანახ-
ვაზე ის ფეხზე წამოდგა და მათთვის სკამები იპოვა. პროფე-
სორმა ხელის თითების ბალიშები ერთმანეთს მიადო და ბავ-
38 მკითხველთა ლიგა
შვებს ბოლომდე ყურადღებით ისე მოუსმინა, რომ მათთვის
თხრობა ერთხელაც კი არ შეუწყვეტინებია. ამის შემდგომ კა-
ცი საკმაოდ დიდხანს მდუმარედ იჯდა. ბოლოს ჩაახველა და
ის თქვა, რასაც სუზენი და პიტერი ყველაზე ნაკლებად
მოელოდნენ.
– რატომ ხართ ასე დარწმუნებულნი, – ჰკითხა მან, – რომ
თქვენი დის მონაყოლი სიცრუეა?
– ო, ჰო, მაგრამ... – დაიწყო სუზენმა, თუმცა მალევე და-
დუმდა. მოხუცს სახეზე ეტყობოდა, რომ კითხვას სერიოზუ-
ლად სვამდა. სუზენმა თავი ხელში აიყვანა და განაგრძო, –
ედმუნდმა გვითხრა, რომ ისინი უბრალოდ თამაშობდნენ.
– საქმეც ეგ არის, – თქვა პროფესორმა, – ეს ნამდვილად
ყურადსაღებია; უდაოდ ყურადსაღებია. მაგალითისათვის,
ბოდიში, რომ გეკითხებით, მაგრამ თქვენი გამოცდილებიდან
თუ ვიმსჯელებთ, ლუსის ნათქვამი უფრო სანდოა, თუ ედმუნ-
დისა? ვგულისხმობ, რომელი უფრო ალალია?
– ყველაზე სასაცილოც ეგ არის, სერ, – უპასუხა პიტერმა,
– რომ აქამდე დაუფიქრებლად ვიტყოდი, ლუსი-მეთქი.
– შენ რაღას იტყვი, ძვირფასო? – შეუტრიალდა პროფესო-
რი სუზენს.
– ალბათ, – დაიწყო სუზენმა, – ზოგადად, მეც იგივეს გავი-
მეორებდი, რაც პიტერმა თქვა, მაგრამ... ტყე და ფავნი... ეს
არ შეიძლება, სიმართლე იყოს.
– მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი, – თქვა პროფესორმა, – იმ
ვიღაცის დადანაშაულება სიცრუის თქმაში, რომელსაც არა-
სოდეს მოუტყუებიხართ, ძალზე სერიოზული ბრალდებაა;
ჭეშმარიტად სერიოზული.

39 მკითხველთა ლიგა
– ჩვენ ეჭვი იმაში კი არ შეგვიტანია, რომ ლუსი ცრუობს, –
აუხსნა პროფესორს სუზენმა, – ჩვენ ვიფიქრეთ, იქნებ, რაღაც
სჭირსო.
– თქვენი აზრით, გაგიჟდა? – იკითხა პროფესორმა საკმა-
ოდ მშვიდად, – ოჰ, მაშინ ამ მხრივ შეგიძლიათ მშვიდად
იყოთ. საკმარისია ლუსის ერთხელ შეხედო, დაელაპარაკო
და მიხვდები, რომ გიჟი არაა.
– კი, მაგრამ... – თქვა სუზენმა და დადუმდა. ის ვერასო-
დეს წარმოიდგენდა, რომ ზრდასრული ადამიანი იმას იტყო-
და, რაც ახლა პროფესორისგან ესმოდა. სუზენმა არც კი იცო-
და, რა ეფიქრა.
– ლოგიკა! – ჩაილაპარაკა პროფესორმა. – რატომ არ ას-
წავლიან მას სკოლებში? მოკლედ, ლუსის საქციელს მოეძებ-
ნება სამი ახსნა: თქვენი და ან იტყუება, ან გაგიჟდა, ან სიმარ-
თლეს ამბობს. თქვენ იცით, რომ იგი მატყურა არაა და ცხა-
დია, რომ გოგონა არც გიჟია. შედეგად, სანამ სათანადო
მტკიცებულებები არ გვექნება, უნდა ვივარაუდოდ, რომ ის სი-
მართლეს ამბობს.
სუზენი პროფესორს ყურადღებით მიაცქერდა. კაცის გამო-
მეტყველებიდან ჩანდა, რომ ის მათ მასხრად არ იგდებდა.
– როგორ შეიძლება, ეს სიმართლე იყოს? – იკითხა პი-
ტერმა.
– რა გაძლევს ამის თქმის უფლებას? – ჰკითხა მას პროფე-
სორმა.
– პირველ რიგში, ის, რომ, – თქვა პიტერმა, – თუ რასაც
ლუსი ამბობს, სიმართლეა, მაშინ იმ ქვეყანას რატომ ვერ ნა-
ხულობენ ყოველ ჯერზე, როცა კი გარდერობის კარს აღებენ?
იმას ვგულისხმობ, რომ როცა შიგნით შევიხედეთ, იქ არაფე-

40 მკითხველთა ლიგა
რი იყო; ეს ლუსიმაც ნახა და საწინააღმდეგოს მტკიცება არ
უცდია.
– მერედა ეგ რა შუაშია? – იკითხა პროფესორმა.
– როგორ თუ რა შუაშია, სერ, თუ ის ქვეყანა მართლა არ-
სებობს, მაშინ ის სულ იქ უნდა იყოს.
– ნუთუ? – ჩაეძია პროფესორი; პიტერმა აღარ იცოდა, რა
ეპასუხა.
– კი, მაგრამ, მას დრო არ ეყოფოდა, – თქვა სუზენმა, –
ეგეთი ადგილი მართლაც რომ არსებობდეს, ლუსი იქ წას-
ვლას ვერ მოასწრებდა. წუთი არ იქნებოდა გასული, რაც
ოთახიდან გამოვედით, რომ ის უკან, ფეხდაფეხ მოგვყვა.
არადა, განგვიცხადა, საათებია, რაც იქ ვიყავიო.
– სწორედ ეგ არის ის, რაც მის მონათხრობს ასე სარწმუ-
ნოს ხდის, – მიუგო პროფესორმა გოგონას, – თუ ამ სახლში
მართლაც არის კარი, რომლის საშუალებითაც სხვა სამყარო-
ში ხვდები (მინდა, გაგაფრთხილოთ, რომ ეს ძალზე უცნაური
სახლია და მის შესახებ ბევრი არც მე ვიცი), თუ, ვიმეორებ,
ლუსი მართლაც მოხვდა სხვა სამყაროში, სულ არ გამიკვირ-
დება, რომ იქ დრო სულ სხვაგვარად გადის; ამგვარად,
იქაური საათები შეიძლება ჩვენთან წუთებს უდრიდეს. მეორე
მხრივ, არა მგონია, ლუსის ასაკის გოგონებმა ასეთი რამ თა-
ვისით მოიგონონ. ის რომ მართლა ცრუობდეს, მაშინ ჯერ
ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგემალებოდათ და
მხოლოდ ამის მერე მოგიყვებოდათ თავის გამონაგონ ამ-
ბავს.
– სერ, თქვენ მართლა მიგაჩნიათ, რომ ამქვეყნად შეიძ-
ლება სხვა სამყაროები არსებობდეს... თანაც ჩვენგან
ორიოდე ნაბიჯზე, აქვე, ყურისძირში? – ჰკითხა პიტერმა პრო-
ფესორს.
41 მკითხველთა ლიგა
– ამაში დაუჯერებელი არაფერია, – მიუგო პროფესორმა,
სათვალე მოიხსნა და შუშების გაწმენდას შეუდგა, – საინტე-
რესოა, რას ასწავლიან ბავშვებს ამ სკოლებში, – ეს უკვე მან
თავისთვის ჩაიბუტბუტა.
– და ჩვენ რა უნდა ვქნათ? – იკითხა სუზენმა, როდესაც იგ-
რძნო, რომ საუბრის თემას გადაუხვიეს.
– ჩემო ლამაზო გოგონავ, – უთხრა პროფესორმა და უეც-
რად ბავშვებს მახვილი მზერა შეავლო, – არის ერთი აზრი,
რომელიც აქამდე თავში არ მოგსვლიათ და ვფიქრობ, ის
ურიგო არ უნდა იყოს.
– რომელი? – ჰკითხა სუზენმა.
– იქნებ, ყველამ ჩვენს საქმეს მივხედოთ, – მიუგო პროფე-
სორმა. აი, ასე დასრულდა მათი საუბარი.
ამის მერე ლუსის ცხოვრება გაუმჯობესდა. პიტერი არაფ-
რით უშვებდა, რომ ედმუნდს დისათვის დაეცინა ან გაემწარე-
ბინა იგი. ლუსი გარდერობს საერთოდ აღარ ახსენებდა, რაც
ბოლო დროს მათთვის საკმაოდ ამაფორიაქებელ თემად იქ-
ცა. გეგონებოდა, თავგადასავლები დასრულდაო, თუმცაღა ეს
ასე სულაც არ იყო.
პროფესორის სახლი – რომლის შესახებაც თავად მანაც
კი ცოტა რამ იცოდა – ისეთი ძველი და ცნობილი იყო, რომ
ხალხი მთელი ინგლისიდან ჩამოდიოდა და მის დასათვა-
ლიერებლად ნებართვას ითხოვდა. პროფესორის სოფლის
სახლი ისეთ სახლთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომელთა შესახე-
ბაც გზამკვლევებსა და ისტორიის სახელმძღვანელოებში
წერდნენ; ამის საფუძველი არსებობდა კიდეც. სახლზე ისეთი
ლეგენდები დადიოდა, რომ ზოგი მათგანი იმ ამბავზეც კი გა-
ცილებით უცნაურად მოგეჩვენებათ, რომელსაც ახლა თქვენ
გიყვებით. სოფლად ჩამოსულ ექსკურსანტების ჯგუფებს პრო-
42 მკითხველთა ლიგა
ფესორი სახლის დათვალიერების უფლებას აძლევდა. სახ-
ლში მათ ექსკურსიებს მისის მაკრიდი, სახლის ეკონომი უწ-
ყობდა. ქალი ტურისტებს ამა თუ იმ სურათის ისტორიას უყვე-
ბოდა, მათ თორ-აბჯარს აჩვენებდა და ბიბლიოთეკაში უიშ-
ვიათეს წიგნებს ათვალიერებინებდა. მისის მაკრიდს ბავშვები
არ უყვარდა. მას არც ის სიამოვნებდა, როცა სტუმრებს რაღა-
ცას უხსნიდა და სიტყვას აწყვეტინებდნენ. ქალმა სუზენი და
პიტერი ჩამოსვლის პირველივე დილას გააფრთხილა:
– თუ შეიძლება, დაიხსომეთ, რომ როდესაც სახლში ექ-
სკურსანტების ჯგუფი მყავს, თვალებში არ შემეჩხიროთ.
– თითქოს ძალიან გვინდოდეს ნახევარი დილა სახლში
უფროსების ჯგუფს კუდში ვდიოთ! – აღშფოთდა ედმუნდი. და-
ნარჩენი სამი ძმას სრულებით დაეთანხმა. აი, ასე დაიწყო
თავგადასავლები თავიდან.
რამდენიმე დღის შემდეგ პიტერი და ედმუნდი რაინდის
თორს ათვალიერებდნენ და იმაზე ფიქრობდნენ, მის ნაწილე-
ბად დაშლას შეძლებდნენ თუ არა, რომ ოთახში გოგონები შე-
მოცვივდნენ.
– დავიმალეთ! მისის მაკრიდი აქეთ მოდის და თან მთელი
ბანდა მოჰყავს!
– სწრაფად! – თქვა პიტერმა და ოთახის ბოლოში დატანე-
ბული კარიდან მწვანე ოთახში შეცვივდნენ, იქიდან კი ბიბ-
ლიოთეკაში ამოჰყვეს თავი. უეცრად ხმები გაიგონეს და იმ-
წამსვე მიხვდნენ, რომ მათი მოლოდინი არ გამართლდა, მი-
სის მაკრიდს ტურისტების ჯგუფი მაღლა, წინა კიბის ნაცვლად,
უკანა კიბით ამოჰყავდა. ამის მერე ბავშვები ან დაიბნენ, ან
მისის მაკრიდს მათი გამოჭერა განეზრახა, ან სახლში მსუფევ
ჯადოსნურ ძალას გამოეღვიძა და ბავშვებს ნარნიისაკენ ერე-

43 მკითხველთა ლიგა
კებოდა – სადაც არ უნდა შესულიყვნენ, ჩანდა, რომ ექსკურ-
სანტები მათ უკან დასდევდნენ. ბოლოს სუზენმა შესძახა:
– ჯანდაბა ამ ექსკურსანტებს! მოდით, სანამ არ ჩაივლიან,
გარდერობის ოთახში დავიმალოთ. იქ არავინ შემოვა, – მაგ-
რამ იმ წუთასვე, როგორც კი ისინი ოთახში შეცვივდნენ, დე-
რეფნიდან ხმები შემოესმათ და ვიღაცა კარს შეეხო. ბავშვებ-
მა დაინახეს, როგორ ამოძრავდა კარის სახელური.
– ჩქარა! სხვა გზა არაა, – თქვა პიტერმა და გარდერობის
კარი გამოაღო. ბავშვები შიგნით შეხტნენ და სიბნელეში,
ძირს სუნთქვაგახშირებულები დასხდნენ. პიტერმა კარი
მიიხურა, თუმცაღა იგი ბოლომდე არ დაუკეტავს; რასაკვირ-
ველია, როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს, მასაც
გაახსენდა, რომ გარდერობში თავი არასოდეს უნდა ჩაიკეტო.

44 მკითხველთა ლიგა
თავი მეექვსე

ტყეში

– ნეტავ მაკრიდი აუჩქარებდეს და ამ ხალხს ოთახიდან მა-


ლე გაიყვანდეს, – თქვა სუზენმა, – ფეხები მიბუჟდება.
– თან რა საშინელი ნაფტალინის სუნია! – დაამატა ედმუნ-
დმა.
– მგონი, ქურქების ჯიბეები ნაფტალინით უნდა იყოს სავსე,
– თქვა სუზენმა, – რომ ჩრჩილმა ბეწვეული არ გააფუჭოს.
– ზურგში რაღაც მერჭობა, – თქვა პიტერმა.
– ცივა კიდეც, – დასძინა სუზენმა.
– მართალი ხარ, – კვერი დაუკრა პიტერმა, – გარდა ამი-
სა, სისველეს ვგრძნობ. კი მაგრამ, რა ჯანდაბაა ამ გარდე-
რობში?! მგონი, რაღაც სველზე უნდა ვიჯდე. რაც დრო გადის,
მით უფრო მეტად ვსველდები, – თქვა და ფეხზე გაჭირვებით
წამოდგა.
– მოდი, ოთახში გავიდეთ, – თქვა ედმუნდმა, – ისინი უკვე
წავიდნენ.
– ვაი! ვაი! – გაიგონეს უეცრად სუზენის ხმა და ჰკითხეს,
რა მოგივიდაო.
– ხესთან ვზივარ, – მიუგო მათ სუზენმა, – შეხედეთ, აი,
იქიდან შუქი ანათებს!
– ღმერთო ჩემო, მართალი ხარ, – უთხრა პიტერმა, – აი,
იქ გაიხედეთ. ირგვლივ სულ ხეებია. ეს სისველე კი თოვლის

45 მკითხველთა ლიგა
გამოა. თუ არ ვცდები, ბოლოს და ბოლოს, მაინც ლუსის ტყე-
ში აღმოვჩნდით.
ახლა უკვე ამაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა. ბავშვები ზამ-
თრის დღის შუქზე გავიდნენ. მათ უკან ქურქები ეკიდა, წინ კი
დათოვლილი ხეები იდგა.
პიტერი ლუსისკენ შეტრიალდა.
– ბოდიში, რომ არ დაგიჯერე, – უთხრა, – ამის გამო ვწუხ-
ვარ. მოდი, შერიგების ნიშნად ერთმანეთს ხელი ჩამოვარ-
თვათ.
– რა თქმა უნდა, – უთხრა ლუსიმ და ძმის ხელს საკუთარი
შეაგება.
– ახლა რა უნდა ვქნათ? – იკითხა სუზენმა.
– რა უნდა ვქნათო?! – გაიკვირვა პიტერმა, – რასაკვირვე-
ლია, ტყე უნდა დავათვალიეროთ და აქაურობა გამოვიკვლი-
ოთ!
– ვ-ვ-ვ! – აღმოხდა სუზენს. გოგონამ თოვლის ფეხით
თელვა დაიწყო, – ძალიან ცივა. რას იტყვით, ეს ქურქები რომ
ჩავიცვათ?
– ისინი ჩვენი არაა, – მიუგო დაეჭვებით პიტერმა.
– დარწმუნებული ვარ, არავინ იქნება წინააღმდეგი, – უპა-
სუხა სუზენმა, – ჩვენ ისინი სახლიდან არ გაგვაქვს, ეგ კი არა
– გარდერობიდანაც კი.
– ჰო-ო, მაგაზე არ დავფიქრებულვარ, სუ, – უთხრა დას
პიტერმა, – რასაკვირველია, ამ კუთხით თუ შევხედავთ, მაშინ
სულ სხვა საქმეა. ვინ დაგაბრალებს ქურქის მოპარვას, როცა
ის გარდერობიდან არც კი გამოგიღია?! როგორც ვხედავ,
მთელი ეს სამყარო სწორედ რომ ამ გარდერობშია.
ბავშვებმა სუზენის გონივრული გეგმა იმწამსვე განახორ-
ციელეს. მათ ბეწვის ქურქები მეტისმეტად დიდი მოუვიდათ,
46 მკითხველთა ლიგა
ქობები თოვლს ედებოდა. მათი შემხედვარე იფიქრებდი, უბ-
რალო ბეწვეული კი არა, სამეფო მანტიები მოუსხამთო. ბავ-
შვები გათბნენ. კლიმატისათვის ახლა უფრო შესაფერისად
იყვნენ ჩაცმულნი.
– მოდი ვითამაშოთ! ვითომ არქტიკის მკვლევრები ვარ, –
თქვა ლუსიმ.
– ვფიქრობ, ეგ თამაშის გარეშეც საინტერესო იქნება, –
მიუგო პიტერმა და ტყის სიღრმისკენ გაემართა. ცა მოქუფრუ-
ლიყო. ეტყობოდა, რომ ღამის დადგომამდე კვლავ მოთოვ-
და.
– აჯობებს, – დაიწყო ედმუნდმა, – თუ ცოტათი მარცხნივ,
ლამპიონისაკენ ვივლით, – ბიჭუნას სულ გადაავიწყდა, რომ
იცრუა, ტყეში არასოდეს ვყოფილვარო. ედმუნდი ვერც კი
მიხვდა, თავი ისე გასცა. ბავშვები ადგილზე გაქვავდნენ; ყვე-
ლა ედმუნდს მიაშტერდა. პიტერმა დაუსტვინა.
– გამოდის, აქ მართლა იყავი, – თქვა მან, – ლუმ თქვა,
რომ აქ შეგხვდა... შენ კი ის ჩვენს თვალში ცრუპენტელა გა-
მოიყვანე.
უეცრად ტყეში დამაყრუებელი სიჩუმე ჩამოვარდა.
– შხამიანო გველის წიწილო... – უთხრა ძმას პიტერმა. მე-
რე კი მხრები აიჩეჩა. სათქმელი აღარაფერი იყო. ბავშვებმა
გზა განაგრძეს, თუმცა ედმუნდი თავისთვის ბუტბუტებდა: –
აი, ნახავთ, ამისათვის როგორ სამაგიეროს გადაგიხდით,
თვითკმაყოფილო, ყოყოჩა თავხედებო!
– და მაინც, სად მივდივართ? – იკითხა სუზენმა, მეტწი-
ლად იმისათვის, რათა საუბრის თემა შეეცვალა.
– მიმაჩნია, რომ ჩვენი მეგზური ლუ უნდა იყოს, – თქვა პი-
ტერმა, – ღმერთია მოწმე, ეს ნაღდად დაიმსახურა. აბა, საით
წავიდეთ, ლუ?
47 მკითხველთა ლიგა
– მოდით, მისტერ თამნასს ვესტუმროთ! – გამოთქვა აზრი
ლუსიმ, – ფავნს, რომელზეც გიამბეთ.
ლუსის აზრი ყველას ჭკუაში დაუჯდა და ბავშვებმა ფეხს
აუჩქარეს. ლუსი შესანიშნავი მეგზური გამოდგა. გოგონას
თავიდან ეჭვი შეეპარა, გზას გავაგნებ თუ არაო; მან ჯერ ერთი
უცნაურად დაღრეცილი ხე იცნო, მერე – მეორე და ასე, ნელ--
ნელა მივიდა იმ ალაგამდე, საიდანაც ოღროჩოღრო გზა იწყე-
ბოდა. ბავშვებმა პატარა ხეობა გადაიარეს და მისტერ თამნა-
სის გამოქვებულის კარს მიადგნენ. მათ იქ საშინელი სიურ-
პრიზი ელოდათ.
ანჯამებიდან მოგლეჯილი კარის ნამსხვრევები იქვე ზღურ-
ბლთან ეყარა. გამოქვაბულში ციოდა და ბნელოდა. ირგვლივ
ნესტის სუნი იდგა, თითქოს რამდენიმე დღის განმავლობაში
იქ არავის ეცხოვრა. გარედან შემოსული თოვლი იატაკზე რა-
ღაც შავს ერწყმოდა, რაც დამწვარი შეშის ნაფოტები და ფერ-
ფლი აღმოჩნდა. ჩანდა, რომ ვიღაცას ის ბუხრიდან გად-
მოეღო და ოთახში შეგნებულად მიმოეფანტა. დამსხვრეული
ჭურჭელი იატაკზე ეყარა, ხოლო ფავნის მამის სურათი დანით
დაეგლიჯათ და სულ ნაკუწებად ექციათ.
– აქაურობა სულ გაუნადგურებიათ, – თქვა ედმუნდმა, –
აზრი არ ჰქონდა აქ მოსვლას.
– ეს რაღა არის? – იკითხა პიტერმა და ძირს დაიხარა. ბიჭ-
მა მოფარდაგებულ იატაკზე მიჭედებული ქაღალდის ნაგლეჯი
დაინახა.
– ზედ რამე წერია? – ჰკითხა სუზენმა.
– მგონი, ჰო, – მიუგო დას პიტერმა, – მაგრამ ასეთ შუქზე
ვერ ვკითხულობ. მოდი, გარეთ გავიდეთ.
ბავშვები გარეთ გავიდნენ და პიტერს გარს შემოეხვივნენ.
მან კითხვა ხმამაღლა დაიწყო:
48 მკითხველთა ლიგა
„ამ უძრავი ქონების ყოფილი მეპატრონე, ფავნი თამნასი,
დაპატიმრებულია და ელოდება სასამართლო განხილვას სა-
ხელწიფოსა და მისი აღმატებულება ჯადისის, ნარნიის დე-
დოფლის, ქეარ პარაველის ციხისთავის, ეული კუნძულების
მბრძანებლისა და ა.შ. ღალატის ბრალდებებით. ასევე, მისი
აღმატებულების მტრებისა და მსტოვრების შეფარება-
დაპურებისა და ადამიანებთან დამეგობრებისათვის.
ხელმოწერა: საიდუმლო პოლიციის კაპიტანი, მოგრიმი.
დღეგრძელი იყოს დედოფალი!“

ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს.


– არა მგონია, ეს ადგილი მომეწონოს, – თქვა სუზენმა.
– დედოფალი ვინ არის, ლუ? – ჰკითხა პიტერმა, – მის შე-
სახებ რამე იცი?
– ის ნამდვილი დედოფალი არაა, – მიუგო ლუსიმ. – ის სა-
ზიზღარი კუდიანია. თეთრი კუდიანი. ყველას – ამ ტყის ხალხს
– იგი სძულს. მან მთელი ქვეყანა მოაჯადოვა. ახლა აქ სულ
ზამთარია, თუმცა შობა არასოდეს დგება.
– არ ვიცი... რაღა აზრი აქვს აქ დარჩენას, – თქვა სუზენმა,
– იმის თქმა მინდა, რომ აქ ყოფნა საშიშია. ეჭვი მეპარება, აქ
დიდად გავერთოთ. თან უფრო აცივდა, არც საგზალი წამოგ-
ვიღია. შინ დაბრუნებაზე რას იტყვით?
– ოჰ, მაგრამ ჩვენ ეს არ შეგვიძლია! – წამოიძახა ლუსიმ
მოულოდნელად, – იმის შემდეგ, რაც ვნახეთ, შინ ასე უბრა-
ლოდ ვერ დავბრუნდებით! ჩემ გამო საბრალო ფავნი დიდ
შარში გაეხვა. კუდიანს აქ რომ არ ვენახე, მან დამმალა, მერე
კი უკან დასაბრუნებელი გზა მასწავლა. აი, რა იგულისხმებო-
და დედოფლის „მტრების შეფარება-დაპურებასა და ადა-
მიანებთან დამეგობრებაში“. ჩვენ მას უნდა ვუშველოთ.
49 მკითხველთა ლიგა
– ბევრი არაფერი შეგვიძლია! – უთხრა დას ედმუნდმა, –
მით უმეტეს, მშიერ კუჭზე!
– შენ საერთოდ ენა ჩაიგდე! – მიახალა პიტერმა ძმას, რო-
მელიც მასზე ჯერ ისევ საშინლად ბრაზობდა, – შენ რას იტყვი,
სუზენ?
– ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ლუსი მართალია, – მიუგო
სუზენმა, – გზის გაგრძელება არ მინდა და ნეტავ აქ არც არა-
სოდეს მოვსულიყავით, მაგრამ მისტერ რაც-არ-უნდა-ერქვას
მას, ფავნს ვგულისხმობ, დასახმარებლად რამე უნდა ვიღო-
ნოთ.
– მეც იგივე შეგრძნება მაქვს, – თქვა პიტერმა, – მაგრამ
ახლა იმაზე ვდარდობ, რომ თან საჭმელი არაფერი გვაქვს. მე
მომხრე ვარ, რომ შინ წავიდეთ და საკუჭნაოდან რამე ავი-
ღოთ. თუმცაღა, ვშიშობ, რომ შეიძლება, აქ ვეღარ დავბრუნ-
დეთ; ამიტომ ვფიქრობ, ჯობს გზა განვაგრძოთ.
– გეთანხმები, – თქვეს გოგოებმა ერთად.
– ნეტავ ვიცოდეთ, ის საბრალო სად ჰყავთ დატყვევებუ-
ლი! – თქვა პიტერმა.
ყველა იმაზე ფიქრობდა, შემდეგში რა უნდა ექნათ, რომ
მოულოდნელად ლუსიმ წამოიძახა:
– შეხედეთ! მეჟოლია! მას წითელი გულმკერდი აქვს! ეს
პირველი ჩიტია, რაც აქ შემხვდა. ნეტავ ნარნიაში ჩიტები ლა-
პარაკობენ? ისე გამოიყურება, თითქოს ჩვენთვის რაღაცის
თქმა უნდა, – ლუსი მეჟოლიას მიუტრიალდა და უთხრა: –
გთხოვ, გვითხარი, სად წაიყვანეს თამნასი, ფავნი? – გოგო-
ნამ ჩიტისკენ ნაბიჯით წაიწია. მეჟოლია აფრინდა, მეზობელი
ხის ტოტზე დასკუპდა და ბავშვებს დაკვირვებით მიაშტერდა,
თითქოს მათი საუბრის გაგებას ცდილობდა. ბავშვები სრუ-
ლიად გაუაზრებლად, ერთი-ორი ნაბიჯით მიუახლოვდნენ იმ
50 მკითხველთა ლიგა
ხეს, რომელზეც ჩიტი იჯდა. მეჟოლია კვლავ მეზობელ ხეზე
გადაფრინდა და მათ უფრო დაჟინებით მიაცქერდა. მასზე უფ-
რო წითელგულმკერდიან და საზრიანთვალებიან მეორე მე-
ჟოლიას ვერსად შეხვდებოდით.
– იცით, – თქვა ლუსიმ, – ასე მგონია, სურს, რომ გავყვეთ.
– გეთანხმები, – თქვა სუზენმა, – შენ რას იტყვი, პიტერ?
– ვცადოთ, – უპასუხა პიტერმა.
ეტყობოდა, რომ მეჟოლიას მათი საუბარი თავისუფლად
ესმოდა. ჩიტი ხიდან ხეზე, რამდენიმე მეტრით მათ წინ ხტებო-
და, თუმცაღა იმედენად ახლოს, რომ ბავშვებს ის ტოტებზე
იოლად ეპოვათ. მეჟოლიამ ისინი ოდნავ დაქანებულ ფერ-
დობზე ჩაიყვანა. ყოველ ჯერზე, როცა ჩიტი ტოტზე ჯდებოდა,
ძირს თოვლის ნამქერი იყრებოდა. შავი ღრუბლები სადღაც
მიმოფანტულიყვნენ და ცის კამარაზე ზამთრის ცხრათვალა
მზე ანათებდა. არემარე თვალისმომჭრელად ბრწყინავდა.
ბავშვებმა მეჟოლიას დაახლოებით ნახევარი საათი სდიეს.
ჯერ გოგონები მიაბიჯებდნენ და მერე – ბიჭები.
– უმჯობესი იქნება, თუ თქვენი ყოვლისშემძლეობა წყა-
ლობას გაიღებს და დამელაპარაკება, რადგან რაღაც მნიშ-
ვნელოვანი მაქვს სათქმელი, – უთხრა ედმუნდმა პიტერს.
– რა იყო? – ჰკითხა პიტერმა.
– ჩუმად! რა გაყვირებს! – დატუქსა ედმუნდმა, – გო-
გოების შეშინება არაფერში გვარგია, მაგრამ იქნებ, იმაზე და-
ფიქრდე, თუ რას ვაკეთებთ.
– ამით რისი თქმა გინდა? – ჰკითხა პიტერმა ძმას ჩურჩუ-
ლით.
– უკან მივყვებით ისეთ მეგზურს, რომელზეც არაფერი ვი-
ცით. საიდან უნდა ვიცოდეთ, ვის მხარეზეა ჩიტი? იქნებ, დაგე-
ბულ მახეში გვიტყუებს?
51 მკითხველთა ლიგა
– ეგ საშინელება იქნება. მაგრამ მეჟოლიები... ყველა წიგ-
ნში, რაც კი წამიკითხავს, კეთილშობილ ჩიტებად გვევლინე-
ბიან. დარწმუნებული ვარ, მეჟოლია ბოროტების მხარეზე არ
იქნება.
– ისე, თუ საქმე საქმეზე მიდგა, რომელია სწორი მხარე?
საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ ფავნი სიკეთეს ემსახურება და
დედოფალი – არა? ჰო, ვიცი, გვითხრეს, რომ ის კუდიანია.
სინამდვილეში კი ჩვენ დაზუსტებით არაფერი ვიცით.
– ფავნმა ლუსი გადაარჩინა.
– ეგ მისი თქმით, მაგრამ აბა, საიდან უნდა ვიყოთ დარ-
წმუნებულები, რომ არ იცრუა? გარდა ამისა, არის კიდევ ერ-
თი რამ. ვინმეს წარმოდგენა მაინც თუ აქვს, აქედან გზა შინი-
საკენ როგორ უნდა გავიკვლიოთ?
– ღმერთო დიდებულო! – შესძახა პიტერმა, – ამაზე საერ-
თოდ არ მიფიქრია.
– ვატყობ, სამხარსაც დავემშვიდობეთ! – აღნიშნა ედმუნ-
დმა.

52 მკითხველთა ლიგა
თავი მეშვიდე

თახვებთან გატარებული დღე

იმ დროს, როდესაც უკანჩამორჩენილი ბიჭები ჩურჩულებ-


დნენ, გოგონებმა მოულოდნელად ერთხმად შესძახეს:
– ოჰ! – და დადუმდნენ.
– მეჟოლია! – წამოიძახა ლუსიმ, – გაფრინდა, – ლუსი არ
შემცდარა, ჩიტი მართლა გაფრინდა.
– ახლა რაღა უნდა ვქნათ? – იკითხა ედმუნდმა. მერე კი
პიტერს გადახედა და თვალებით უთხრა, ხომ გეუბნებოდიო.
– ჩუ! შეხედეთ! – თქვა სუზენმა.
– რა იყო? – იკითხა პიტერმა.
– აი, იქ, მარცხნივ, ხეებს შორის რაღაც მოძრაობს.
ბავშვებმა მხედველობა დაძაბეს. ყველა შეწუხებული ჩან-
და.
– აი, კიდევ, – თქვა სუზენმა.
– ამჯერად მეც დავინახე, – თქვა პიტერმა, – აი, იქ. დიდი
ხის უკან გაუჩინარდა.
– ნეტავ რა უნდა იყოს? – იკითხა ლუსიმ და შეეცადა, ხმა-
ზე აღელვება არ დატყობოდა.
– რაც არ უნდა იყოს, – თქვა პიტერმა, – გვემალება. არ
სურს, რომ დაინახონ.
– მოდი, შინ დავბრუნდეთ, – თქვა სუზენმა. მართალია,
ხმამაღლა არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ ყველამ ერ-

53 მკითხველთა ლიგა
თდროულად გაიაზრა ის ფაქტი, რაზეც ედმუნდი პიტერს წინა
თავის ბოლოში ეჩურჩულებოდა. ბავშვები დაიკარგნენ.
– რას ჰგავს? – იკითხა ლუსიმ.
– ის... ცხოველს, – მიუგო სუზენმა. მერე კი დაამატა: – ნა-
ხეთ! ნახეთ! სწრაფად! აი, ის!
ბავშვებმა ცხოველის ბეწვიანი და ულვაშიანი თავი დაინა-
ხეს, ის მათკენ, ხის უკნიდან იჭყიტებოდა, თუმცა ამჯერად ხეს
არ მიჰფარებია. ნაცვლად ამისა, ცხოველმა თათი პირზე ისე
აიფარა, ზუსტად ისე, როგორც ადამიანი იდებს ხოლმე თითს
ტუჩებზე და განიშნებს, ხმა არ ამოიღოო. ცხოველი კვლავ
გაუჩინარდა. ბავშვები სუნთქვაშეკრულები იდგნენ.
წამის მოგვიანებით უცნაური ცხოველი ხის უკნიდან გამო-
ვიდა და არემარე ისე მოათვალიერა, თითქოს ეშინოდა, ხომ
არ გვითვალთვალებენო.
– ჩუ-უ... – უჩურჩულა მან ბავშვებს და იმ დაბურული ტყი-
საკენ, რომლის პირასაც იდგა, ანიშნა, უკან მომყევითო. მერე
კი კიდევ ერთხელ გაუჩინარდა.
– ვიცი, ეს რაც არის, – თქვა პიტერმა. – თახვი. კუდზე ვი-
ცანი.
– სურს, რომ უკან გავყვეთ, – თქვა სუზენმა, – თან გვაფ-
რთხილებს, არ იხმაუროთო.
– მაგას მეც მივხვდი, – მიუგო პიტერმა, – ისმის კითხვა:
გავყვეთ თუ არა? შენ რას ფიქრობ, ლუ?
– ჩემი აზრით, ის კეთილი თახვია, – უპასუხა ლუსიმ.
– შეიძლება, თუმცა დაზუსტებით მაინც არ ვიცით, – გა-
მოთქვა თავის მოსაზრება ედმუნდმა.
– მოდი, გავრისკოთ, – თქვა სუზენმა, – სამხრის დროა.
გარდა ამისა, ამ სიცივეში დგომას რა აზრი აქვს?

54 მკითხველთა ლიგა
უეცრად თახვმა ხის უკნიდან კვლავ გამოჰყო თავი და
ანიშნა, მომყევითო.
– კეთილი, – თქვა პიტერმა, – ვცადოთ, მაგრამ ერთად
ვიაროთ და ერთმანეთს არ დავშორდეთ. თუ თახვი მტერი აღ-
მოჩნდება, ვფიქრობ, ერთს ოთხნი როგორმე მოვერევით.
ბავშვები შეჯგუფდნენ და იმ ხეს მიუახლოვდნენ, რომლის
უკანაც თახვი იმალებოდა; თახვმა უკან დაიხია და ხრინწიანი
ჩურჩულით თქვა:
– აქეთ, ღრმად, ტყეში. დიახ, აი, აქ. ღია სივრცეში საში-
შია!
თახვს ხმა მანამდე არ ამოუღია, სანამ ბავშვები ღრმად
ტყეში არ შეიყვანა და იმ ალაგას არ გაჩერდა, სადაც ოთხი ხე
ერთმანეთთან ისე ახლოს იზრდებოდა, რომ მათი ტოტები
ერთმანეთში გადახლართულიყო, ხოლო წიწვები ისეთი ხში-
რი ჰქონდათ, რომ მიწაზე თოვლი დადებას ვერ ახერხებდა.
– თქვენ ადამის ძეები და ევას ასულები ხართ? – ჰკითხა
ბოლოს თახვმა.
– დიახ, ყოველ შემთხვევაში, ოთხი მათგანი, – მიუგო პი-
ტერმა.
– ჩუ-უ-უ! – უთხრა თახვმა, – გთხოვთ, ჩუმად. აქ საშიშია.
– რატომ და ვისი გეშინია? – ჰკითხა პიტერმა, – აქ ჩვენ
გარდა არავინაა.
– ხეები, – მიუგო თახვმა. – ისინი მუდამ გაფაციცებით
აყურადებენ. მათი უმეტესობა მხარს გვიჭერს, თუმცაღა არი-
ან ისეთებიც, რომლებიც დაუფიქრებლად გაგვცემენ; ალბათ,
ხვდებით, ვისაც ვგულისხმობ, – თქვა და თავი რამდენჯერმე
დააქნია.

55 მკითხველთა ლიგა
– თუ საქმე მხარის არჩევაზე მიდგა, – მიმართა თახვს ედ-
მუნდმა, – საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ თქვენ მოყვარე
ხართ?
– უზრდელობაში ნუ ჩამოგვართმევთ, მისტერ თახვო, –
დაამატა პიტერმა, – მაგრამ ჩვენ თქვენ არ გიცნობთ.
– სამართლიანი შენიშვნაა, ნამდვილად სამართლიანი, –
თქვა თახვმა, – აი, ჩემი ნიშანიც, – და მათ პატარა თეთრი ნა-
ჭერი დაანახა. ბავშვებმა გაიკვირვეს, მაგრამ მოულოდნე-
ლად, ლუსიმ თქვა: – ო, რასაკვირველია. ეს ჩემი ცხვირსახო-
ცია. მე ის მისტერ თამნასს ვუსახსოვრე.
– მართალია, – თქვა თახვმა, – საბრალო ბიჭი. მას ამბავი
მოუტანეს, რომ მალე დააპატიმრებდნენ და ეს მანამდე გად-
მომცა. გამაფრთხილა, რომ თუ რამე შეემთხვეოდა, თქვენ აქ
უნდა შეგხვედროდით და... წამეყვანეთ... – აქ თახვი დადუმ-
და და ბავშვებს თავი ერთი-ორჯერ შეთქმულივით დაუქნია.
მერე ანიშნა, ჩემკენ რაც შეგიძლიათ ახლოს დაიხარეთო.
ბავშვებიც თახვისკენ იმდენად ახლოს დაიხარნენ, რომ მისი
ულვაშის წვერები სახეებზე ედებოდათ.
– ამბობენ, ასლანი უკვე გზაშიაო... შეიძლება, ნაპირზეც
კი გადმოვიდა, – უჩურჩულა მათ ცხოველმა ძალიან ხმადაბ-
ლა. აი, აქ კი ძალზე უცნაური რამ მოხდა. ისევე, როგორც
თქვენ, ბავშვებიდან არც ერთმა არ იცოდა, ვინ იყო ასლანი;
თუმცაღა, საკმარისი იყო თახვს ეს სიტყვები წარმოეთქვა,
რომ იმწამსვე ყველაფერი შეიცვალა. თავი სიზმარში გეგონე-
ბოდა, სადაც ვიღაცას შენთვის ისეთი რაღაც ეთქვა, რაც ვერ
გაიგე, თუმცაღა იგრძენი, რომ ნათქვამს უდიდესი მნიშვნე-
ლობა ჰქონდა – შეიძლებოდა, ის შენს ყველაზე დიდ კოშმა-
რად ქცეულიყო ან პირიქით, იმ ლამაზ და ენითგამოუთქმელ
სიზმრად, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გემახსოვრება და
56 მკითხველთა ლიგა
მის ნახვას კიდევ არაერთხელ ინატრებ. აი, სწორედ ამ შეგ-
რძნებას ჰგავდა ის, რასაც ბავშვები იმ წუთში განიცდიდნენ.
ედმუნდი რაღაც თავზარდამცემმა შიშმა შეიპყრო. პიტერს
მოულოდნელად სიმამაცე მოემატა და თავგადასავლები მოს-
წყურდა. სუზენმა საამური კეთილსურნელება იგრძნო და აღ-
მაფრთოვანებელი მელოდია გაიგონა. ლუსის კი ის შეგრძნე-
ბა დაეუფლა, როცა დილით იღვიძებ და ხვდები, რომ ზაფხუ-
ლის არდადეგები დაიწყო.
– და მისტერ თამნასი? – ჰკითხა თახვს ლუსიმ, – სად არის
ის?
– ჩუ-უ! – უთხრა თახვმა, – აქ არა. მე თქვენ ახლა ისეთ
ადგილზე წაგიყვანთ, სადაც თავისუფლად საუბარსა და სამ-
ხრობას შევძლებთ.
ედმუნდის გარდა, თახვს ახლა უკვე ყველა ენდობოდა, ხო-
ლო სიტყვა „სამხრობის“ გაგონებაზე კი, ედმუნდის ჩათ-
ვლით, ყველა გაბედნიერდა. ბავშვები თავიანთ ახალ მეგო-
ბარს უკან გაჰყვნენ, რომელიც უღრან ტყეში წინ გასაოცრად
სწრაფად მიიწევდა. გზას დაახლოებით საათზე მეტი მოანდო-
მეს. ყველა გადაქანცული და ძალზე მოშიებული იყო. უეცრად
წინ ხეები შეთხელდა, გზა კი მკვეთრად დამრეც ფერდობზე
დაეშვა. რამდენიმე წამში ისინი ღია ცის ქვეშ, ტრიალ ადგილ-
ზე გავიდნენ. მზე ჯერ კიდევ ანათებდა. თვალწინ შესანიშნავი
სანახაობა გადაეშალათ.
ბავშვები ვიწრო, მკვეთრად დაღმავალ ხეობის კიდესთან
იდგნენ და, რომ არა ყინული, საკმაოდ ფართო მდინარე დაბ-
ლობისკენ დაეშვებოდა. ქვემოთ, ზუსტად მდინარის კვეთაზე,
ბავშვებმა ჯებირი დაინახეს და გაახსენდათ, რომ თახვები ჯე-
ბირებს აშენებდნენ. იმწამსვე მიხვდნენ, რომ მდინარის გა-
დაღმა ჯებირი მისტერ თახვის ნახელავი უნდა ყოფილიყო.
57 მკითხველთა ლიგა
თახვი თავმდაბლური გამომეტყველებით იცქირებოდა. ასეთ
გამომეტყველებას ადამიანები მაშინ იღებენ, როცა თავიანთი
ხელით მოვლილ ბაღს გათვალიერებინებენ ან საკუთარ
მოთხრობას გიკითხავენ. ასე რომ, საყოველთაოდ მიღებული
თავაზიანობის წესების თანახმად, სუზენმა თახვს უთხრა:
– ეს რა შესანიშნავი ჯებირია!
ამჯერად მისტერ თახვს „ჩუ“ აღარ უთქვამს.
– დიდი არაფერი! დიდი არაფერი! ის ჯერ დამთავრებუ-
ლიც კი არაა! – მიუგო გოგონას.
ჯებირს ზემოთ ღრმა ტბორი უნდა ყოფილიყო, რომელიც
ახლა, რასაკვირველია, მუქი მწვანე ყინულით იყო დაფარუ-
ლი. ჯებირის ქვემოთ კი, საკმაოდ შორს, უფრო მეტი ყინული
მოჩანდა, ოღროჩოღრო ზედაპირით. გეგონებოდა, ის სწო-
რედ მაშინ გაიყინა, როდესაც აქაფებული წყალი ნაპირებს
ჩუხჩუხით მიუყვებოდაო. იქ კი, სადაც ადრე წყალი ჯებირში
გადიოდა, ან მას თავზე უვლიდა, ახლა ყინულის ლოლუების
კედელი ბრჭყვიალებდა, თითქოს ჯებირის ეს მხარე ქათქათა
შაქრის ყვავილებითა და ყვავილწნულებით ყოფილიყო
მორთულ-მოკაზმული. ზედ ჯებირზე, ზუსტად მის შუაგულში,
პატარა სახლუკა იდგა, რომელსაც ვეება სკის ფორმა უფრო
ჰქონდა. სახლის ზემოთ, ხვრელიდან კვამლი ამოდიოდა. მის
დანახვაზე – განსაკუთრებით კი, თუ მშიერი იყავი – მაშინვე
საჭმელი გახსენდებოდა და უფრო მეტად გშივდებოდა.
აი, რა შენიშნა ყველამ, ედმუნდის გარდა. მან სულ სხვა
რაღაც დაინახა. მდინარეს ოდნავ ქვემოთ კიდევ ერთი, პატა-
რა ხეობიდან დაშვებული მომცრო ზომის მდინარე უერთდე-
ბოდა. ედმუნდმა ხეობას ახედა და ორი გორა დალანდა. ბიჭი
თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ეს სწორედ ის გორები
იყო, რომელიც კუდიანმა ტყეში, ლამპიონთან მათი განშორე-
58 მკითხველთა ლიგა
ბისას დაანახა. „გორებს შორის“, – გაიფიქრა ედმუნდმა, –
„სადღაც კილომეტრში, მისი სასახლე უნდა იდგას“. ბიჭუნას
რაჰათლუკუმი, მეფედ კურთხევა გაახსენდა და თავში არაერ-
თმა საზარელმა აზრმა გაუელვა. „ნეტავ ამაზე პიტერი რას
იტყვის?“ ჰკითხა გონებაში საკუთარ თავს.
– აი, მოვედით კიდეც, – თქვა მისტერ თახვმა, – როგორც
ვატყობ, მისის თახვი გველოდება. გზას გიჩვენებთ. ფრთხი-
ლად იარეთ, რომ ფეხი არაფერზე აგიცურდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისთვის არ გაეთვალისწი-
ნებინათ, ჯებირის ზედაპირი საკმაოდ ფართო იყო, თუმცა მა-
ინც არასასიამოვნო ადგილი ჩანდა. ის სულ ყინულით იყო
დაფარული. ჯებირის ერთ მხარეს ტბორი მის დონეზე გაყინუ-
ლიყო, ხოლო მეორე მხარეს კი მკვეთრად ქვემოთ, მდინარე-
ში ეშვებოდა. მისტერ თახვს ბავშვები დაწალიკებულები მიჰ-
ყვნენ ჯებირის შუაგულამდე, საიდანაც მათ თვალწინ მდინა-
რის ხედები გადაიშალა. სტუმრები თახვების სახლის წინა
კარს მიუახლოვდნენ.
– აი, ჩვენც მოვედით, მისის თახვო, – თქვა მისტერ თახ-
ვმა, – მე ისინი ვიპოვე. აი, გაიცანი ადამის ძეები და ევას ასუ-
ლები, – ბავშვები შიგნით შევიდნენ.
პირველი, რაც შიგნით შესულმა ლუსიმ გაიგონა, იყო დუგ-
დუგი, ხოლო პირველი, რაც დაინახა, ეს იყო მოხუცი მდედრი
თახვი, რომელიც, პირში ძაფგამოდებული, კუთხეში ხელის
საკერავ მანქანასთან იჯდა და მასზე გამალებული მუშაობდა.
აი, თურმე რა დუგდუგებდა. თახვმა კერვა შეწყვიტა და სახ-
ლში შესული ბავშვების დანახვაზე ფეხზე წამოდგა.
– როგორც იქნა, მოხვედით! – შესძახა თახვმა და და-
ნაოჭებული ხელები ბავშვებისაკენ გაიშვირა, – როგორც იქ-
ნა! ვინ იფიქრებდა, რომ ამ დღეს მოვესწრებოდი! კარტოფი-
59 მკითხველთა ლიგა
ლი იხარშება, ჩაიდანი კი ჩვეულ სიმღერას მღერის. მისტერ
თახვო, გეთაყვა, თუ შეიძლება, თევზი დაიჭირეთ.
– სიამოვნებით, – მიუგო მისტერ თახვმა და პიტერთან ერ-
თად გარეთ გავიდა. ისინი გაყინული ტბორის გადაჭრით
გაემართნენ იმ პატარა ყინულღრუსაკენ, რომელსაც მისტერ
თახვი ყოველდღე ცულით ტეხდა. თან სათლი წამოეღოთ.
მისტერ თახვი ყინულღრუს კიდესთან მშვიდად ჩამოჯდა (ეტ-
ყობოდა, რომ საერთოდ არ სციოდა) და შიგ ჩააშტერდა. მერე
კი, სრულიად მოულოდნელად, როგორც იტყვიან, თვალის
დახამხამებაში, ყინულღრუში თათი ჩაჰყო და წყლიდან ულა-
მაზესი კალმახი ამოიყვანა, მერე კიდევ ერთი და ასე, სანამ
სათლი თევზით არ გაავსო.
ამასობაში გოგოები მისის თახვს ეხმარებოდნენ: ჩაიდანი
წყლით აავსეს, მაგიდა გააწყვეს, პური დაჭრეს, თეფშები ღუ-
მელში გასათბობად შეაწყვეს, მისტერ თახვისათვის სახლის
ერთ-ერთ კუთხეში მდგარი კასრიდან დიდ კათხაში ლუდი ჩა-
მოასხეს და ტაფაზე თევზის შესაწვავად ქონი დააგდეს. ლუ-
სის აზრით, თახვებს ძალზე მყუდროდ მოწყობილი სახლი
ჰქონდათ, რომელიც სულ არ ჰგავდა მისტერ თამნასისას.
მათ არც წიგნები ჰქონდათ და არც სურათები. მათი საწოლე-
ბი გემებზე, კედლებში ჩაშენებულ ნარებს მოგაგონებდა.
ჭერზე ღორის ბარკლის შაშხები და ხახვის ასხმულები ეკიდა.
კედელთან რეზინის ჩექმები და ტომრები მიეწყოთ, კედელზე
კი მუშამბები, ცულები, საკრეჭი მაკრატლები, კალატოზისა
თუ ისე ნიჩბები, ცემენტის საზელი ვარცლი, ანკესები და სა-
თევზაო ბადეები ეკიდა. მაგიდის სუფრა ძალზე სუფთა, თუმცა
უხეში ქსოვილისაგან იყო შეკერილი. ზუსტად იმ დროს, რო-
დესაც ტაფაზე გამდნარი ქონი აშიშხინდა, პიტერი და მისტერ
თახვი ოთახში გამოშიგნული და გასუფთავებული თევზით
60 მკითხველთა ლიგა
ხელდამშვნებულნი შემოვიდნენ. თქვენ არ იცით, რა კარგი
სუნი ასდის ახლადდაჭერილ თევზს, როცა ტაფაზე იწვება.
ბავშვებს ნერწყვი სდიოდათ. ამდენ სამზადისში მათ კიდევ
უფრო მეტად მოშიებოდათ.
– თითქმის მზადაა, – თქვა მისის თახვმა.
სუზენმა მოხარშული კარტოფილი გადაწურა, მერე კვლავ
ქვაბში ჩაყარა და ქურასთან გასაშრობად დადო. ამასობაში
ლუსი მისის თახვს სუფრასთან კალმახის მიტანაში ეხმარე-
ბოდა. რამდენიმე წუთში მაგიდას ყველა სამფეხა ტაბურეტით
მიუჯდა, მისის თახვის გარდა, რომელიც ბუხრის გვერდით,
თავის სპეციალურ, სარწეველა სკამში იჯდა. სუფრაზე ბავშვე-
ბისათვის დოქით ნაღებიანი რძე იდგა, მისტერ თახვს ლუდი
ერჩია. მაგიდის შუაგულში ყვითელი კარაქის დიდი ნაჭერი
იდო, რომლიდანაც სუფრასთან მსხდომნი იმდენს იღებდნენ,
რამდენიც კარტოფილზე მისაყოლებლად ესიამოვნებოდათ.
ბავშვები ფიქრობდნენ, – და მე მათ ამაში ვეთანხმები – რომ
მდინარის ახლადდაჭერილ თევზს ამქვეყნად არაფერი ჯობ-
და. სამხრის შემდეგ, ყველასათვის მოულოდნელად, მისის
თახვმა ღუმლიდან ახლადგამომცხვარი, უგემრიელესი ხილ-
ფაფიანი რულეტი გამოიღო და სუფრაზე მიიტანა, თან ჩაიდა-
ნი ცეცხლზე შედგა. რულეტის ჭამა რომ დაასრულეს, წყალი
უკვე ადუღებულიყო. ფინჯნებში ჩაი დაისხეს თუ არა, თი-
თოეულმა მათგანმა სკამი უკან გააჩოჩა, კედელს ზურგით მი-
ეყრდნო და კმაყოფილებისაგან ღრმად ამოისუნთქა.
– ახლა კი, – თქვა მისტერ თახვმა, ცარიელი ლუდის კათ-
ხა გვერდზე გასწია და ფინჯანი თავისკენ მიიწია, – თუ დამე-
ლოდებით, სანამ ჩემს ჩიბუხს კარგად მოვუკიდებ... აი, ასე.
ახლა კი საქმეზე დავილაპარაკოთ. ისევ თოვს, – დაამატა მან
და ბავშვებს თვალით ფანჯარაზე ანიშნა, – ასე უკეთესიც კია.
61 მკითხველთა ლიგა
სტუმრები არ შეგვაწუხებენ, ხოლო იმ შემთხვევაში კი, თუ
ვინმე უკან გამოგვყვა, თოვლი ჩვენს ნაკვალევს წაშლის.

62 მკითხველთა ლიგა
თავი მერვე

რა მოხდა ნასამხრევს

– ახლა კი, – თქვა ლუსიმ, – გთხოვთ გვიამბოთ, რა შეემ-


თხვა მისტერ თამნასს.
– აჰ, ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, – თქვა მიტერ თახვმა
და თავი სევდიანად გააქნია, – ძალიან, ძალიან სამწუხარო.
ეჭვი არავის ეპარება, რომ ის პოლიციამ წაიყვანა. მე პირა-
დად ეს ამბავი იმ ჩიტმა მომიტანა, რომელმაც ყველაფერი
თავისი თვალით ნახა.
– პოლიციამ წაიყვანა? სად? – იკითხა ლუსიმ.
– ბოლოს ისინი ჩრდილოეთისაკენ მიმავალნი დაინახეს
და ჩვენ ყველამ ვიცით, ეს რასაც ნიშნავს.
– ყველამ არა, ჩვენ არ ვიცით, – თქვა სუზენმა. მისტერ
თახვმა თავი ძალზე დაღვრემილად გააქნია.
– ვშიშობ, ის მის სახლში წაიყვანეს, – უპასუხა მან.
– რას უზამენ, მისტერ თახვო? – ჰკითხა ლუსიმ.
– ეჰ, – თქვა მისტერ თახვმა, – ეს დანამდვილებით არავინ
იცის. თუმცაღა, იქიდან ცოცხალი ბევრი არავინ დაბრუნებუ-
ლა. ქანდაკებები. ამბობენ, მისი ეზო ქანდაკებებითაა სავსეო.
ისევე, როგორც წინა კიბე და დარბაზი. ხალხი, რომელიც...
(შეყოვნდა და გააჟრჟოლა) მან გააქვავა.
– მისტერ თახვო, – მიმართა ლუსიმ, – არ შეგვიძლია...
იმას ვგულისხმობ, რომ მის გადასარჩენად რამე უნდა ვიღო-
ნოთ. რა საშინელებაა... თანაც ეს ჩემი ბრალია.
63 მკითხველთა ლიგა
– ეჭვი არ მეპარება, მისი გადარჩენა რომ შეგეძლოთ, ამი-
სათვის თავს არ დაზოგავდით, ჩემო ძვირფასო, – უთხრა მი-
სის თახვმა, – მაგრამ იმ სახლში მისი ნებართვის გარეშე
მოხვედრა და მერე იქიდან ცოცხალი გამოსვლა შეუძლებე-
ლია.
– რამე ხრიკი რომ მოგვეფიქრებინა? – გამოთქვა თავისი
აზრი პიტერმა, – იქნებ გადავიცვათ, ან თავი მოვიკატუნოთ,
თითქოს... მაწანწალა ვაჭრები ვართ... ან დავუყარაულდეთ,
სახლიდან როდის გამოვა... ან... ო, გამორიცხულია, რაღაც
გზა არ არსებობდეს! ფავნმა ჩემი და საკუთარი ტყავის ფასად
გადაარჩინა, მისტერ თახვო. ჩვენ მას გასაჭირში ვერ მივატო-
ვებთ. ის მას ასე... ასე... საშინლად არ უნდა მოექცეს.
– აზრი არა აქვს, ადამის ძეო, – მიუგო მისტერ თახვმა, –
მით უმეტეს, თქვენს მცდელობას არა აქვს აზრი. მაგრამ ახ-
ლა, როცა ასლანი უკვე გზაშია...
– ჰო, მართლა! მოგვიყევით მის შესახებ! – გაისმა რამდე-
ნიმე ხმა ერთად; ბავშვებს კიდევ ერთხელ დაეუფლათ ის უც-
ნაური შეგრძნება, თითქოს ჰაერში გაზაფხულის სურნელი
დატრიალდა და წინ მხოლოდ სასიხარულო ამბები ელოდათ.
– ასლანი ვიღაა? – იკითხა სუზენმა.
– ასლანი? – გაიმეორა მისტერ თახვმა, – ნუთუ მის შესა-
ხებ არაფერი გსმენიათ? ის მეფეა. ტყის მბრძანებელი. თუმცა-
ღა, როგორც ხვდებით, ის აქ ხშირად არ არის. ნარნიაში ას-
ლანი არც ჩემს დროს ყოფილა და არც მამაჩემისას, მაგრამ
ხმა გავარდა, ბრუნდებაო. ის უკვე ნარნიაშია. თეთრ დედო-
ფალს ასლანი გაუსწორდება. მისტერ თამნასს სწორედ ის გა-
დაარჩენს და არა – თქვენ.
– დედოფალი მას ქვად ვერ გადააქცევს? – იკითხა ედმუნ-
დმა.
64 მკითხველთა ლიგა
– ღმერთო ზეციერო, ადამის ძეო, რა სისულელეა! – უპა-
სუხა სიცილით მისტერ თახვმა, – ქვად გადააქცევსო? ძალიან
გამიკვირდება, თუ კუდიანს ფეხები არ აუკანკალდება და ას-
ლანს თვალს გაუსწორებს. ის ნარნიაში წესრიგს დაამყარებს.
ზუსტად ისე, როგორც ეს ამ მხარეში გავრცელებულ ძველის-
ძველ ლექსშია ნათქვამი:

„გამოჩნდება ასლანი და წესრიგიც აღდგება,


ერთს რომ დაიღრიალებს სევდა სადღაც გაქრება,
კბილთა ერთი დაკრეჭვით გაიქცევა ზამთარი
და ფაფრისა შებერტყვით კვლავ გვექნება,
გაზაფხულის ზღაპარი“.

– ამას მისი დანახვისთანავე მიხვდებით.


– მას შევხვდებით კიდეც? – იკითხა სუზენმა.
– რასაკვირველია, ევას ასულო, აქ სწორედ ამ მიზნით მო-
გიყვანეთ. მასთან შესახვედრად მე უნდა გაგიძღვეთ, – უპასუ-
ხა მისტერ თახვმა.
– ის... ის კაცია? – იკითხა ლუსიმ.
– ასლანი – კაცი! – შესძახა მისტერ თახვმა მკაცრად, –
რაღა თქმა უნდა, არა. ის ტყის მეფეა, ზღვის გადაღმელი უდი-
დესი იმპერატორის ვაჟი. ნუთუ არ იცით, ვინ არის მხეცების
მეფე? ასლანი ლომია... ლომი, დიდებული ლომი.
– ო-ო-ო! – შესძახა სუზენმა, – მე კაცი მეგონა. ის... ის სა-
შიში არაა? ლომთან შეხვედრის, ცოტა არ იყოს, მეშინია.
– რასაკვირველია, შეგეშინდება, აბა რა, ჩემო ძვირფასო
გოგონავ, – უთხრა მისის თახვმა, – ასლანის წინაშე ფეხები-
საუკანკალებლად დგომა ნიშნავს, რომ ან ქვეყნად უმამაცესი
ხარ, ან საშინლად ბრიყვი.
65 მკითხველთა ლიგა
– ანუ, საშიშია? – იკითხა ლუსიმ.
– საშიშიო? – გაიმეორა მისტერ თახვმა, – მისის თახვის
ნათქვამი ვერ გაიგეთ? აქ უსაფრთხოებაზე არავინ საუბრობს.
რაღა თქმა უნდა, ის საშიშია, მაგრამ ასლანი კეთილია. აკი
უკვე გითხარით, მხეცების მეფეა-მეთქი!
– ერთი სული მაქვს, მას როდის შევხვდები, – თქვა პიტერ-
მა, – მიუხედავად იმისა, რომ, ალბათ, მაგ დროს შიშისაგან
გული ამიკანკალდება.
– მართალი ხარ, ადამის ძეო, – დაეთანხმა მისტერ თახვი
და თათი მაგიდას ისე მაგრად დასცხო, რომ ლამბაქებზე ფინ-
ჯნები შეხტნენ, – თქვენ მას უთუოდ ნახავთ. ამბავი მომიტა-
ნეს, რომ თქვენ მას ხვალ, ქვის მაგიდასთან უნდა შეხვდეთ.
– ეგ სად არის? – იკითხა ლუსიმ.
– გზას მე გიჩვენებთ, – მიუგო მისტერ თახვმა, – მდინარეს
ქვემოთ უნდა დავუყვეთ. აქედან საკმაოდ შორსაა. ფიქრი ნუ
გაქვთ, იქ მე მიგიყვანთ.
– კი მაგრამ, საბრალო მისტერ თამნასს რა ეშველება? –
იკითხა ლუსიმ.
– ყველაზე სწრაფი გზა მის გადასარჩენად ასლანთან შეხ-
ვედრაა, – მიუგო მისტერ თახვმა, – როგორც კი ის შემოგვი-
ერთდება, მოქმედებაზე გადავალთ. თუმცაღა, თქვენ გარეშე
მაინც არაფერი გამოვა.
ჩვენს მხარეში, ძველად, ამ ამბავზე კიდევ ერთი წინასწარ-
მეტყველური ლექსი შეთხზეს:

„როცა ადამის სისხლი და ხორცი


ქეარ პარაველის ტახტზე ავა,
ბოროტება სამარადჟამოდ გაქრება“.

66 მკითხველთა ლიგა
ამგვარად, რადგან ასლანი უკვე ნარნიაშია და თქვენც აქ
მოხვედით, როგორც ჩანს, ეს ამბავი მალე დასრულდება.
ჩვენ ადრეც გაგვიგონია, ასლანი ამ მხარეში მოვაო, ძალზე
დიდი ხნის წინ, თუმცა ზუსტად ვერავინ იტყვის – როდის. თუმ-
ცაღა, თქვენი რასის წარმომადგენლები აქ არავის უნახავს.
– იცით, რას ვერ ვხვდები, მისტერ თახვო, – თქვა პიტერ-
მა, – კუდიანი ადამიანი არაა?
– მას სურს, რომ ჩვენ ის ადამიანად მივიჩნიოთ, – უპასუხა
მისტერ თახვმა, – სწორედ ამიტომ იჩემებს, დედოფალი ვა-
რო, თუმცაღა ის ევას ასული არაა. ის ლილითის შთამომავა-
ლია, თქვენი წინაპრის, ადამის... (აქ მისტერ თახვმა ბავშვებს
თავი მოწიწებით დაუკრა) პირველი ცოლის. ლილითი ჯინი
იყო. აი, როგორი წინაპარი ჰყავდა კუდიანს დედის მხრიდან.
მამის მხრიდან კი ის გიგანტია. ამიტომ შენს კითხვაზე პასუ-
ხია – არა. კუდიანის სისხლში ადამიანის სისხლის წვეთიც კი
არ ურევია.
– სწორედ ამიტომაა ის ასეთი ბოროტი, მისტერ თახვო, –
უთხრა მისის თახვმა.
– ჭეშმარიტად, მისის თახვო, – კვერი დაუკრა მეუღლემ, –
ამქვეყნად ადამიანებზე შეიძლება ორი მოსაზრება არსებობ-
დეს – ამით აქ მსხდომთაგან არავის შეურაცხყოფა არ მსურს.
ხოლო მათზე, ვინც ადამიანებს მხოლოდ შესახედავად ჰგვა-
ნან, მაგრამ სინამდვილეში არ არიან, ორი მოსაზრების არსე-
ბობა გამორიცხულია.
– მე რომ კეთილ ჯუჯებს ვიცნობ?! – თქვა მისის თახვმა.
– რადგან საუბარი ამაზე მიდგა, მეც, – მიუგო ქმარმა, –
თუმცაღა, ძალზე ცოტას, და ისინი ადამიანებს უმნიშვნელოდ
ჰგავდნენ. ისე კი, ერთ კარგ რჩევას მოგცემთ: თუ გადაეყრე-
ბით მას, ვინც ადამიანი უნდა გახდეს, მაგრამ ჯერ არ გამხდა-
67 მკითხველთა ლიგა
რა, ან ერთ დროს ადამიანი იყო, მაგრამ ახლა აღარაა, ან სუ-
ლაც ადამიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ადამიანი არაა, მათ
თვალი არ მოაშოროთ და ცული ყოველთვის ხელთ გქონ-
დეთ. აი, რატომაა კუდიანი ჩასაფრებული ნარნიაში ადამიან-
თა გამოჩენაზე. წლებია, რაც გელოდებათ. მან რომ იცოდეს,
თქვენ ოთხნი ხართ, გაცილებით საშიში იქნებოდა.
– რატომ? – იკითხა პიტერმა.
– იმიტომ, რომ არსებობს კიდევ ერთი წინასწარმეტყვე-
ლება, – უპასუხა მისტერ თახვმა, – ქეარ პარაველი – ეს ცი-
ხესიმაგრეა, იგი ამ მდინარისა და დიადი აღმოსავლეთის
ზღვის შესართავთან პატარა კუნძულზე დგას, რომელიც, ყვე-
ლაფერი წესისა და რიგის მიხედვით რომ წარმართულიყო,
ახლა ნარნიის დედაქალაქი იქნებოდა. იქ, ქეარ პარაველში
დგას ოთხი სამეფო ტახტი და ჩვენში, უხსოვარი დროიდან,
არსებობს თქმულება, რომ როცა ამ ტახტებზე ორი ადამის ძე
და ორი ევას ასული ავა, ნარნიაში ბოლო მოეღება არა მარ-
ტო კუდიანის მბრძანებლობას, არამედ – თავად მასაც. აი,
რატომ მოგვიხდა აქამდე ასე ქურდულად მოსვლა, ფრთხი-
ლად უნდა ვყოფილიყავით. მან რომ იცოდეს, თქვენ ოთხნი
ხართ, მაშინ თქვენი სიცოცხლე ჩემი ულვაშის ერთი ღერის
ფასადაც არ ეღირებოდა!
ბავშვები მისტერ თახვს ისეთი სულგანაბულები უსმენ-
დნენ, რომ ირგვლივ კარგა ხანს არაფერი შეუნიშნავთ. რო-
დესაც თახვი თხრობას მორჩა, ოთახში სრული მდუმარება
ჩამოწვა. მოულოდნელად ლუსიმ იკითხა:
– ედმუნდი სადღაა?
ავისმომასწავებელი პაუზის შემდეგ ყველა ერთხმად აყა-
ყანდა:
– ვინ დაინახა ბოლოს?
68 მკითხველთა ლიგა
– რა ხანია, რაც გაქრა?
– გარეთ გავიდა?
გარეთ გასახედად ყველა კარს მიაწყდა. ხეობაში ბარდნი-
და. მწვანედ მოყინულ ტბორს ქათქათა თოვლის სქელი საბა-
ნი გადაჰფარვოდა. ჯებირის შუაგულიდან კი, იქ, სადაც თახ-
ვების სახლი იდგა, მდინარის თითქმის აღარცერთი ნაპირი
არ ჩანდა. ყველა გარეთ გავიდა. ისინი ახლად დადებულ, კო-
ჭებამდე ნაზ თოვლში ედმუნდის მოსაძებნად ყველა მიმარ-
თულებით გაიშალნენ. „ედმუნდ! ედმუნდ!“ – ეძახეს ხმის ჩახ-
ლეჩამდე. თოვლის ჩუმი ვარდნა მათ ხმებს ახშობდა. ექოც კი
არსაიდან ისმოდა.
– ეს რა უბედურებაა! – თქვა სუზენმა, როცა ძმის დაკარ-
გვის გამო სასოწარკვეთილები სახლში შებრუნდნენ,– ო, ნე-
ტავ აქ არასოდეს მოვსულიყავით!
– ახლა რაღა ვქნათ, მისტერ თახვო? – ჰკითხა პიტერმა.
– ვქნათო? – გაიმეორა მისტერ თახვმა, რომელიც უკვე
რეზინის ჩექმებს იცვამდა, – რაღა უნდა ვქნათო? რა და ახ-
ლავე უნდა გავუდგეთ გზას. წუთსაც კი ვერ დავკარგავთ.
– აჯობებს, თუ ოთხ სამაშველო ჯგუფად დავიყოფით, –
თქვა პიტერმა, – სხვადასხვა მიმართულებით წავიდეთ, ის კი,
ვინც ედმუნდს იპოვის, უკან დაუყოვნებლივ დაბრუნდეს და...
– რა სამაშველო ჯგუფები, ადამის ძეო? – ჰკითხა მისტერ
თახვმა, – ეგ რა საჭიროა?
– რა თქმა უნდა, ედმუნდის მოსაძებნად, სხვა რისთვის!
– ძებნას აზრი არა აქვს, – მიუგო მისტერ თახვმა.
– ამით რისი თქმა გსურთ? – ჰკითხა სუზენმა, – შორს ვერ
წავიდოდა. ჩვენ ედმუნდი უნდა ვიპოვოთ. რა იგულისხმეთ,
როცა თქვით, ძებნას აზრი არა აქვსო?

69 მკითხველთა ლიგა
– მის ძებნას აზრი იმიტომ არ აქვს, – მიუგო მისტერ თახ-
ვმა, – რომ ჩვენ უკვე ვიცით, სად არის ის! – თახვს ყველა
განცვიფრებული მიაშტერდა, – ნუთუ ვერ ხვდებით? – იკითხა
მისტერ თახვმა, – ის მასთან, თეთრ კუდიანთან წავიდა. მან
ყველა გაგვცა.
– რას ამბობთ...ო, ეს გამორიცხულია! – შესძახა სუზენმა,
– ედმუნდი ამას არ ჩაიდენდა.
– არ ჩაიდენდა? – გაიმეორა მისტერ თახვმა და ბავშვებს
კუშტი სახით გადახედა. ბავშვებს სათქმელი პირზე შეაშრათ.
უეცრად ყველამ სათითაოდ გააცნობიერა, რომ ედმუნდმა
ისინი მართლა გასცა.
– კი მაგრამ, გზა საიდან იცის? – იკითხა პიტერმა?
– ის ამ მხარეში მანამდე მარტო ხომ არ ყოფილა? – იკით-
ხა მისტერ თახვმა.
– დიახ, – მიუგო ლუსიმ თითქმის ჩურჩულით, – ვშიშობ,
რომ ის აქ ერთხელ უკვე იყო მარტო.
– გიამბოთ, ვის შეხვდა ან რა გააკეთა?
– არა, არაფერი, – მიუგო ლუსიმ.
– მაშინ ჩემი სიტყვები დაიხსომეთ, – უთხრა ბავშვებს მის-
ტერ თახვმა, – ის აქ კუდიანს შეხვდა. მან ედმუნდს თავისი სა-
სახლისკენ გზა ასწავლა. თქვენი ძმა კუდიანის მხარეს გადა-
ვიდა. ამის თქმა მანამდე არ მინდოდა – რაც არ უნდა იყოს,
ის თქვენი ძმაა – მაგრამ როგორც კი შევხედე, გულში მაშინ-
ვე ვთქვი: „გამცემი“. სახეზე ეტყობოდა, რომ კუდიანს იცნობ-
და და მისი საჭმელიც ჰქონდა ნაგემი. ნარნიაში თუ დიდხანს
გიცხოვრია, ამას იმწამსვე ხვდები; ეს მათ თვალებში, უცნაურ
გამოხედვაზე ეტყობათ.
– რაც არ უნდა იყოს, – ძლივძლივობით ამოთქვა პიტერ-
მა, – ის მაინც უნდა მოვძებნოთ. მიუხედავად იმისა, რომ ნამ-
70 მკითხველთა ლიგა
დვილი პატარა მხეცია, მაინც ჩვენი ძმაა. გარდა ამისა, ის ხომ
მთლად ბავშვია.
– კუდიანის სასახლეში? – ჰკითხა მისის თახვმა, – ნუთუ
ვერ ხვდებით, რომ თქვენი და მისი გადარჩენის ერთადერთი
გზა კუდიანისგან თავის, რაც შეიძლება, შორს დაჭერაა?
– რას გულისხმობთ? – ჰკითხა თახვს ლუსიმ.
– იმას, რომ მას თქვენი ოთხივეს შეპყრობა სურს – მას
ხომ ერთი წუთითაც კი არ შეუწყვეტია ფიქრი ქეარ პარავე-
ლის ოთხ ტახტზე. როგორც კი ოთხივე მის სასახლეში აღმოჩ-
ნდებით, ის საწადელს აისრულებს. ხმის ამოღებას ვერ მოას-
წრებთ, რომ მისი კოლექციის ოთხ ახალ ქანდაკებად იქცე-
ვით. თუმცაღა, კუდიანი ედმუნდს არაფერს დაუშავებს, სანამ
ყველას არ შეგიპყრობთ. კუდიანს ის სატყუარად, თქვენს ხა-
ფანგში გასაბმელად სჭირდება.
– ო, ნუთუ ვერავინ დაგვეხმარება? – ატირდა ლუსი.
– თქვენი დახმარება მხოლოდ ასლანს ძალუძს, – მიუგო
გოგონას მისტერ თახვმა, – ჩვენ მას უნდა შევხვდეთ. ეს ერ-
თადერთი გამოსავალია.
– ვფიქრობ, ძვირფასო, – თქვა მისის თახვმა, – რომ ძალ-
ზე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როდის გაგვეპარა ედმუნდი,
ანუ, აქ რამდენი მოისმინა. მაგალითისათვის, ასლანზე
საუბარი მის გაპარვამდე დავიწყეთ? თუ არა, მაშინ საქმე არც
ისე ცუდადაა, რადგან კუდიანი ასლანის ნარნიაში დაბრუნე-
ბისა და მასთან თქვენი შეხვედრის შესახებ ვერ შეიტყობს და
დიდად არც გაფაციცდება.
– ასლანზე საუბრის დროს ედმუნდის ოთახში ყოფნა არ
მახსოვს... – დაიწყო პიტერმა, მაგრამ მას სიტყვა ლუსიმ შე-
აწყვეტინა.

71 მკითხველთა ლიგა
– როგორ არა! აქ იყო, – თქვა საწყლად ლუსიმ, – არ გახ-
სოვს? სწორედ მან ჰკითხა კუდიანს, ასლანის გაქვავება შეუძ-
ლია თუ არაო.
– ღმერთმანი, მართალი ხარ, – მიუგო პიტერმა, – მსგავს
კითხვას, ედმუნდის გარდა, სხვა არავინ დასვამდა!
– მაშინ, საქმე ცუდადაა, – აღნიშნა მისტერ თახვმა, – და
კიდევ ერთი: ედმუნდი აქ იყო, როცა ვთქვი, ასლანს ქვის მა-
გიდასთან ვხვდები-მეთქი?
რასაკვირველია, კითხვაზე პასუხი არავინ იცოდა.
– რადგან თუ აქ იყო, – განაგრძო მისტერ თახვმა, – მარ-
ხილზე ამხედრებული კუდიანი სწორედ იქით გაექანება, ქვის
მაგიდამდე მისასვლელ გზას მოგვიჭრის და შეგვიპყრობს.
– არა, ყური მიგდეთ, აი, რას იზამს პირველ რიგში, – თქვა
მისის თახვმა, – მე მას კარგად ვიცნობ. როგორც კი ედმუნდი
კუდიანს ეტყვის, რომ ჩვენ ყველანი აქ ვართ, ის ჩვენს შეპ-
ყრობას ამაღამვე განიზრახავს. იმ შემთხვევაში, თუ ედმუნ-
დის გაპარვიდან ნახევარი საათი გავიდა, მაშინ კუდიანს აქ
სადღაც ოც წუთში უნდა ველოდოთ.
– მართალი ხარ, მისის თახვო, – კვერი დაუკრა ქმარმა, –
აქაურობას, რაც შეიძლება, მალე უნდა გავეცალოთ. წუთსაც
კი ვერ დავკარგავთ.

72 მკითხველთა ლიგა
თავი მეცხრე

კუდიანის სასახლეში

ახლა კი, რასაკვირველია, გსურს გაიგო, რა შეემთხვა ედ-


მუნდს. თავისი წილი სამხრის მირთმევის შემდგომ ბიჭუნა
დიდად ნასიამოვნები მაინც არ დარჩენილა. ედმუნდი სულ
რაჰათლუკუმზე ფიქრობდა. და რამ უნდა გაგიფუჭოს კარგი,
ნატურალური საკვების გემო, თუ არა ცუდმა, მოჯადოებულმა
ტკბილეულმა? მერე ყური თახვების საუბარს უგდო. დიდად
არც ეს ესიამოვნა, რადგანაც ფიქრობდა, რომ და-ძმანი მას
ყურადღებას განზრახ არ აქცევდნენ და გულცივად ექცეოდ-
ნენ. რაღა თქმა უნდა, ასე არ იყო – ედმუნდს მხოლოდ ეჩვე-
ნებოდა. როცა მისტერ თახვი მათ ასლანზე და მასთან ქვის
მაგიდასთან დანიშნულ შეხვედრაზე უყვებოდა, ედმუნდი
ნელ-ნელა იმ ფარდასთან მიიპარა, რომელიც კარზე ეკიდა.
ასლანის სახელის გაგონებაზე, იმ დროს, როდესაც სხვები სი-
ხარულსა და რაღაც იდუმალების შეგრძნებას განიცდიდნენ,
ბიჭუნა თავზარდამცემმა შიშმა შეიპყრო.
მისტერ თახვი ძველ ლექსს იმეორებდა: „როცა ადამის
სისხლი და ხორცი...“ როცა ედმუნდი კარის სახელურს ნელა
ატრიალებდა; ის-ის იყო, მისტერ თახვმა თეთრი კუდიანის
წარმომავლობის შესახებ თქვა, რომ ქალი ნახევრად ჯინი და
ნახევრად გიგანტი იყო, რომ ედმუნდი უკვე გარეთ, თოვლში
იდგა და ზურგს უკან კარს ფრთხილად ხურავდა.

73 მკითხველთა ლიგა
თქვენ არ უნდა იფიქროთ, თითქოს ედმუნდი ისეთი ცუდი
ბიჭუნა იყო, რომ მას მართლა სურდა, თავისი დედმამიშვი-
ლები კუდიანს გაექვავებინა. უბრალოდ, მას ძალზე სწყურო-
და უფლისწულობა, მოგვიანებით კი მეფობა და პიტერის მი-
ერ მისთვის მხეცის წოდების გამო სამაგიეროს გადახდა.
გარდა ამისა, ედმუნდის აზრით, აუცილებელი არ იყო, კუ-
დიანი მის დებსა და ძმას განსაკუთრებული პატივით მოჰ-
ქცეოდა და ისინი მის ტიტულამდე გაეთანაბრებინა; ბიჭუნამ
საკუთარი თავი დააჯერა ან თავს იტყუებდა, რომ ქალი მათ
არაფერს დაუშავებდა. „იმიტომ, რომ“, – უთხრა მან საკუთარ
თავს – „ყველა ისინი, ვინც მასზე საძაგლობებს ამბობენ, მისი
მტრები არიან და მათი ნათქვამიდან ნახევარზე მეტი, ალბათ,
სიცრუეა. ის ჩემდამი გასაოცრად თავაზიანი იყო. ყოველ შემ-
თხვევაში, მათზე მეტად თავაზიანი ნამდვილად იყო. დიახაც,
ის სრულუფლებიანი და ჭეშმარიტი დედოფალია. რაც არ უნ-
და იყოს, იმ საზიზღარ ასლანზე უკეთესი მაინც იქნება!“ აი, რა
მოიმიზეზა ედმუნდმა საკუთარი მუხანათური საქციელის გა-
სამართლებლად. რასაკვირველია, ეს კარგი გასასამართლე-
ბელი მიზეზი არ იყო, რადგან გულის სიღრმეში მან დანამ-
დვილებით იცოდა, რომ თეთრი კუდიანი ბოროტი და ულმო-
ბელი ქალი იყო.
პირველი, რაც ედმუნდმა გარეთ გამოსვლისას გააცნო-
ბიერა, ის იყო, რომ ქურქი თახვების სახლში დარჩენოდა. რა-
საკვირველია, უკან ვეღარაფრით შებრუნდებოდა. მერე მიხ-
ვდა, რომ ბინდდებოდა. მართალია, სასამხროდ სამ საათზე
დასხდნენ, მაგრამ ზამთარში დღეები მოკლე იყო. ბიჭუნა ამა-
ზე არ დაფიქრებულა; მას უკანდასახევი გზა მოჭრილი ჰქონ-
და. ედმუნდმა პერანგის საყელო აიწია და მდინარის მეორე
ნაპირზე გადასასვლელად ჯებირი ლასლასით გადაკვეთა. სა-
74 მკითხველთა ლიგა
ბედნიეროდ, მას შემდეგ რაც თოვლმა დადო, ის ძველებუ-
რად მოლიპული აღარ იყო.
ედმუნდის მდგომარეობა მას შემდეგ უფრო დამძიმდა,
როცა მან მდინარის მეორე ნაპირს მიაღწია. უფრო და უფრო
ბინდდებოდა. თოვლის ფანტელების გამო, ბიჭუნა მის წინ
მხოლოდ მეტრის მანძილზე თუ არჩევდა რამეს და იმასაც გა-
ჭირვებით. გზაც ვერ იპოვა. ედმუნდი ხან ღრმა თოვლის ნამ-
ქერში ეფლობოდა, ხან მოყინულ გუბეებზე სრიალებდა და
ზოგჯერ ხის მორებზე ედებოდა ფეხი. მდინარის დაქანებულ
ფერდობზე ფეხი დაუცდა და ქვემოთ სრიალით დაგორდა, ამ
დროს წვივები სულ ქვებს ურტყა. სველი და გათოშილი ედ-
მუნდი ახლა უკვე ერთიანად დალურჯებულიც იყო. გულწრფე-
ლად უნდა ვაღიარო, რომ მეგონა, ედმუნდი ჩანაფიქრს შეეშ-
ვებოდა, უკან დაბრუნდებოდა და და-ძმებს შეურიგდებოდა,
მაგრამ გავიგონე, ედმუნდმა საკუთარ თავს როგორ უთხრა:
„როცა მეფე გავხდები, პირველი, რასაც ნარნიაში გავაკეთებ,
წესიერი გზების დაგება იქნება!“ როცა მან თავი მეფედ წარ-
მოიდგინა და წარმოისახა ყველაფერი, რასაც ნარნიაში
გააკეთებდა, იმწამსვე გამხნევდა. ბიჭუნა ფიქრობდა იმაზე,
თუ როგორი სასახლე ექნებოდა, რამდენი მანქანა ეყოლებო-
და, ფიქრობდა საკუთარ კინოთეატრზე, სად გაივლიდა მთა-
ვარი სარკინიგზო მაგისტრალი... ასევე დაფიქრდა იმ კანონე-
ბის შემოღებაზე, რომლებიც თახვებს მდინარეებზე ჯებირების
აშენებას აუკრძალავდა. ედმუნდმა დაბეჯითებით გადაწყვი-
ტა, რომ უფლებას არ მისცემდა პიტერს, მისთვის ზემოდან ეც-
ქირა და ძმას საკადრის ადგილს მიუჩენდა. ბიჭუნა ამ ფიქრე-
ბით იყო გართული, რომ ამინდი შეიცვალა. ჯერ თოვა შეწ-
ყდა, მერე კი ქარი ამოვარდა. ყინვა ძვალსა და რბილში ატან-
და. ბოლოს, როგორც იქნა, ცაზე ღრუბლები გაიფანტა და
75 მკითხველთა ლიგა
მთვარეც გამოჩნდა. იმ ღამეს მთვარე სავსე იყო. მის შუქზე
თოვლი თვალისმომჭრელად აბრჭყვიალდა. რომ არა ცოტა-
თი დამაბნეველი ჩრდილები, მთვარე იმდენად კაშკაშებდა,
იფიქრებდი, ხომ არ გათენდაო.
ედმუნდი გზას ვერასოდეს გაიკვლევდა, რომ არა მთვარე,
რომელიც ზუსტად იმ დროს ამოვიდა, როცა ბიჭუნა მდინარის
მეორე მხარეს გადავიდა. ალბათ, გეხსომებათ, რომ ეს სწო-
რედ ის ადგილია, სადაც პატარა მდინარე ქვემოთ მასზე
დიდს უერთდება. ედმუნდმა ის სწორედ მაშინ შენიშნა, როცა
ბავშვები თახვების სახლისაკენ მიდიოდნენ. ბიჭუნა გატრი-
ალდა და მდინარეს მაღლა აუყვა. თუმცაღა ხეობა, რომელ-
შიც მდინარე მიედინებოდა, გაცილებით უფრო ციცაბო,
კლდოვანი და ბუჩქნარიანი აღმოჩნდა, ვიდრე ის, რომელიც
მას უკვე გადმოევლო; შეუძლებელი იყო, ედმუნდს იქ გზა
უკუნ ღამეში თავისით გაეკვლია. ბიჭუნა თავით ფეხებამდე
სველი იყო. მას ტოტებქვეშ გაძრომა უწევდა, რის გამოც ზურ-
გზე თოვლი ეყრებოდა. ყოველ ჯერზე, როცა კი ედმუნდს ზურ-
გზე თოვლი ეყრებოდა, ის პიტერს უფრო და უფრო იძულებდა
– თითქოს ყველაფერი ძმის ბრალი ყოფილიყო.
ბოლოს, როგორც იქნა, ბიჭუნამ იმ ადგილს მიაღწია,
საიდანაც მის წინ ხეობა იშლებოდა. ედმუნდმა მდინარის
მეორე მხარეს, საკმაოდ ახლოს, ორი გორის შუაში, სავა-
რაუდოდ, თეთრი კუდიანის სასახლე დაინახა. მთვარე ისე
კაშკაშებდა, როგორც არასდროს. კუდიანის სამყოფელი სა-
სახლეს კი არა, პატარა ციხესიმაგრეს უფრო ჰგავდა. ედმუნ-
დმა კოშკები დაინახა. კოშკურების წვერები ნემსებისას ჰგავ-
დნენ, ხოლო კოშკებისა კი – ჯადოქრების უზარმაზარი ქუდე-
ბის წოპწოპებს. სასახლის კოშკები და კოშკურები მთვარის
შუქზე ელავდნენ. ქვემოთ, თოვლზე მათი ჩრდილები უც-
76 მკითხველთა ლიგა
ნაურად ეცემოდნენ. ედმუნდი დედოფლის სასახლის დანახ-
ვაზე შიშმა შეიპყრო.
მაგრამ ახლა უკან დახევა გამორიცხული იყო. ედმუნდმა
მდინარე ყინულზე გადაკვეთა და სასახლეს მიუახლოვდა. ჩა-
მიჩუმი არ ისმოდა; ირგვლივ დამაყრუებელი მდუმარება გა-
მეფებულიყო. ბიჭუნას ფეხქვეშ ახლადდადებული თოვლიც
კი არ ჭრიალებდა. ედმუნდი წინ მიიწევდა. კარის საპოვნე-
ლად სასახლეს შემოუარა, არაერთი კუთხე-კუნჭული თუ კოშ-
კურა გამოიარა. ბოლოს, ღრმად, კედელში ვეებერთელა თა-
ღი დაინახა. უზარმაზარი რკინის კარიბჭე ფართოდ გაეღოთ.
ედმუნდი თაღთან მიიპარა და შიდა ეზოში შეიჭყიტა. ნანა-
ხისგან ბიჭს ლამის გული გაუჩერდა. შიგნით, ზუსტად ჭიშკარ-
თან, მთვარის შუქზე, უზარმაზარი ლომი ჩასაფრებული იდგა,
თითქოს საცაა, ვიღაცას ზედ უნდა დაახტესო. ედმუნდი მთვა-
რის ჩრდილში იდგა. შიშისაგან მუხლებაცახცახებულმა არ
იცოდა, რა ექნა: შიგნით შესულიყო თუ უკან გაბრუნებული-
ყო. იქ იმდენი ხანი იდგა, რომ უკვე აღარ იცოდა, ასე შიშის-
გან კანკალებდა თუ სიცივისაგან. არ ვიცი, რამდენ ხანს გას-
ტანა ედმუნდის იქ ქურდულად დგომამ, მაგრამ თავად ბიჭს
საათებად მოეჩვენა.
ბოლოს, როგორც იქნა, იმაზე დაფიქრდა, თუ რატომ უნდა
მდგარიყო ლომი ასე გაშეშებული, მხეცი ხომ წამითაც არ
განძრეულა. ედმუნდი მას თვალს არ აშორებდა. ბიჭუნამ ოდ-
ნავ წინ წაიწია, თუმცაღა თაღის ჩრდილიდან ბოლომდე მაინც
არ გამოდიოდა. ახლა უკვე დარწმუნდა, რომ იქიდან, სადაც
ლომი იდგა, შეუძლებელი იყო მხეცს ედმუნდი დაენახა. „ჰო,
მაგრამ, თავი რომ შემოატრიალოს?“ – გაიფიქრა ბიჭუნამ.
სიმართლე რომ ითქვას, ლომი სულ სხვა რაღაცას უცქერდა.
კერძოდ, პატარა ჯუჯას, რომელიც ლომისგან დაახლოებით
77 მკითხველთა ლიგა
მეტრნახევარში ზურგით იდგა. „აჰ!“ – გაიფიქრა ედმუნდმა.
„როცა ის ჯუჯას დაახტება, სწორედ ამ დროს მომეცემა შიგ-
ნით შეპარვის შესაძლებლობა“. თუმცაღა, ლომი ადგილიდან
წამითაც არ დაძრულა. აი, სწორედ მაშინ გაახსენდა ედ-
მუნდს, რას ამბობდნენ სხვები დედოფალზე, რომ მას ცოცხა-
ლი არსებების გაქვავება შეეძლო. შესაძლოა, ეს მხოლოდ
ქვად ქცეული ლომი ყოფილიყო. როგორც კი ამ აზრმა თავში
გაუელვა, ედმუნდმა შენიშნა, რომ ლომს თავი და ზურგი და-
თოვლილი ჰქონდა. რასაკვირველია, ის ქანდაკება უნდა ყო-
ფილიყო! არც ერთი სულიერი არ შეიტოვებდა ტანზე თოვლს.
ედმუნდის გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. ლომს ძალზე ნელა
მიუახლოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ქანდაკება იყო, ბი-
ჭუნას მასზე შეხების ეშინოდა. გაქვავებულ ცხოველს ხელი
მაინც შეახო და უკან დამწვარივით სწრაფად გამოსწია. ლომი
ქვასავით ცივი იყო. ედმუნდი ერთ უბრალო ქანდაკებას
შეეშინებინა!
ბიჭუნამ ისეთი შვება იგრძნო, რომ, მიუხედავად საშინელი
სიცივისა, მოულოდნელად თავიდან ფეხებამდე გათბა. იმავ-
დროულად თავში ერთმა შესანიშნავმა აზრმა გაუელვა. რა-
საკვირველია, ედმუნდის აზრით შესანიშნავმა. „სავა-
რაუდოდ“, – გაიფიქრა მან, – „ეს ლომი ის დიდებული ასლა-
ნია, რომელიც ყველას პირზე აკერია. კუდიანმა ის უკვე შეიპ-
ყრო და ადგილზეც გააქვავა. ასე რომ, ბოლო მოეღო მათ შე-
სანიშნავ გეგმებს. ჰე-ჰე-ჰე! ახლა ვისღა უნდა შეეშინდეს ამ
ქვის ასლანის?”
ედმუნდი იდგა და ლომის უბედურება უხაროდა. მერე კი
ბიჭუნამ ძალზე სულელური და ბავშვური საქციელი ჩაიდინა
– ჯიბიდან პატარა გრაფიტის ფანქარი ამოიღო და ლომს ტუჩ-
ზემოთ ულვაში მიახატა, თვალებზე კი – სათვალე.
78 მკითხველთა ლიგა
– აი, ასე! შე სულელო, ბებერო ასლან! მითხარი, ქვად
ყოფნა როგორ მოგწონს? ალბათ, საკუთარი თავი ყოვლის-
შემძლე გეგონა, არა? – განუცხადა მას.
მიუხედავად სახეზე მინახატისა, დიდი ქვის მხეცი ზემოთ,
მთვარეს ისე შემაძრწუნებლად, დარბაისლურად და ამავ-
დროულად საწყალობლად მიშტერებოდა, რომ ედმუნდმა მი-
სი დაცინვით დიდად ვერ ისიამოვნა. ბიჭი გატრიალდა და ში-
და ეზოში უფრო ღრმად შევიდა.
ედმუნდი ეზოს შუაგულში გაჩერდა და ირგვლივ ათობით
ქანდაკება მოათვალიერა. ისინი ისე იდგნენ, როგორც ჭად-
რაკის დაფაზე – ფიგურები. ქვის სატირები, მგლები, დათვე-
ბი, მელიები, პუმები, ქალთა მშვენიერი სილუეტები – ხეთა
სულები, გარდა ამისა, იქვე იდგა ქვის ვეება კენტავრი და
ფრთიანი რაში. ასევე გრძელი და მოქნილი სხეულის მქონე
არსება, რომელიც, ედმუნდის აზრით, დრაკონი უნდა ყოფი-
ლიყო. მთვარის კაშკაშა და ცივ შუქზე ისინი ცოცხლებს ჰგავ-
დნენ, იფიქრებდი, ალბათ, წუთით გაშეშებულანო. ქანდაკე-
ბები იმდენად სრულყოფილად და შემზარავად გამოიყურე-
ბოდნენ, რომ ეზოს გადაკვეთისას ედმუნდს გული უსკდებო-
და. ზუსტად ეზოს შუაგულში უზარმაზარი კაცისმაგვარი, ალ-
ვის ხესავით მაღალი ფიგურა იდგა და წვერგაჩეჩილ სახეზე
მრისხანება ეწერა. ქანდაკებას მარჯვენა ხელში დიდი კომბა-
ლი ეჭირა. მიუხედავად იმისა, რომ ედმუნდმა იცოდა, ის მხო-
ლოდ გიგანტური ქვის ქანდაკება იყო და მეტი არაფერი, მის-
თვის გვერდზე ჩავლის მაინც შეეშინდა.
როგორც იქნა, შიდა ეზოს ბოლოდან ედმუნდმა მბჟუტავი
შუქი დაინახა. მიახლოებულმა შენიშნა, რომ ღია კარში შეს-
ვლა რამდენიმე ქვის საფეხურზე ავლით იყო შესაძლებელი.

79 მკითხველთა ლიგა
ედმუნდი კიბეზე ავიდა და დაინახა, რომ კარის ზღურბლზე უშ-
ველებელი მგელი იწვა.
„მშვიდად, მშვიდად“, – საკუთარ თავს უმეორებდა ბიჭუნა,
– „ის მხოლოდ ქვის მგელია. ვერაფერს დამიშავებს“. ედმუნ-
დმა მგელზე გადასალაჯებლად ფეხი მაღლა ასწია. ვეება,
თმააჯაგრული ცხოველი იმწამსვე ოთხივე ფეხზე წამოხტა,
დიდი, წითელი პირი დააღო და ედმუნდს ღმუილით ჰკითხა:
– აქ ვინ არის? ვინ არის-მეთქი? ადგილზე გაშეშდი, უცნო-
ბო და ახლავე მითხარი, ვინ ხარ.
– თქვენი ნებართვით, სერ, – გაჭირვებით მიუგო ხმააკან-
კალებულმა ედმუნდმა მგელს, – ჩემი სახელია ედმუნდი, მე
ადამის ძე ვარ. რამდენიმე დღის წინ მისი უდიდებულესობა
ტყეში შემხვდა. მე მას ამბავი მოვუტანე, რომ ჩემი და-ძმები
ახლა ნარნიაში არიან, აქვე, ორ ნაბიჯში, თახვებს სტუმრო-
ბენ. დედოფალს მათთან შეხვედრა სურს.
– მის უდიდებულესობას ამის შესახებ მოვახსენებ, – უთ-
ხრა მგელმა, – შენ კი მანამდე აქ იდექი. გირჩევ, თუ თავი არ
მოგბეზრებია, ფეხი არ მოიცვალო, – მხეცი სასახლეში
გაუჩინარდა.
ედმუნდი იდგა და ელოდა. ბიჭს გაყინული ხელები ეწვო-
და, გულს კი ბაგა-ბუგი გაჰქონდა. რუხი მგელი, მოგრიმი, დე-
დოფლის საიდუმლო პოლიციის უფროსი, უკან დაბრუნდა და
ედმუნდს განუცხადა:
– შემოდი! შემოდი! გაგიმართლა, დედოფლის რჩეულო...
ან შეიძლება არც ისე გაგიმართლა.
მგლისთვის თათებზე რომ არ დაებიჯებინა, ედმუნდი სა-
სახლეში მეტისმეტად ფრთხილად შევიდა.
ბიჭუნა გრძელ, პირქუშ და სვეტებიან დარბაზში აღმოჩ-
ნდა, რომელიც ქვის ქანდაკებებით იყო გადაჭედილი. ედმუნ-
80 მკითხველთა ლიგა
დისგან უახლოეს კართან პატარა ფავნის ქანდაკება იდგა,
რომელსაც სახეზე ძალზე სევდიანი გამომეტყველება აღბეჭ-
დოდა. უეცრად ედმუნდს გონებაში ლუსის მეგობარი წა-
მოუტივტივდა. ალბათ, ის იმ ფავნის ქვის ქანდაკებააო, შე-
ფიქრიანდა ბიჭუნა. დარბაზს ანათებდა ერთადერთი ლამპა,
რომლის გვერდითაც თეთრი კუდიანი იჯდა.
– მოვედი, თქვენო უდიდებულესობავ, – უთხრა ედმუნდმა
და წინ მგზნებარედ წაიწია.
– მარტო ხლება როგორ გაბედე? – შემზარავი ხმით ჰკით-
ხა დედოფალმა, – აკი გითხარი, შენი და-ძმებიც თან
წამოიყვანე-მეთქი!
– გთხოვთ, თქვენო უდიდებულესობავ, – შეევედრა ედ-
მუნდი, – რაც შემეძლო, ყველაფერი ვიღონე. ისინი თქვენს
სასახლესთან ახლოს მოვიყვანე. აქედან ორ ნაბიჯში, მდინა-
რის აყოლებაზე, პატარა ჯებირზე, მისტერ და მისის თახვების
პატარა სახლუკაში არიან სტუმრად.
დედოფალს სახეზე ნელ-ნელა ბოროტი ღიმილი გადაეფი-
ნა.
– სულ ესაა? – ჰკითხა ქალმა.
– არა, თქვენო უდიდებულესობავ, – მიუგო ედმუნდმა და
მას ყველაფერი მოუყვა, რაც თახვების სახლში გაიგონა.
– რაო? ასლანი? – შეჰკივლა დედოფალმა, – ასლანი! ნუ-
თუ ეს სიმართლეა? თუ გავიგე, რომ ცრუობ...
– გთხოვთ, მე მხოლოდ იმას ვიმეორებ, რაც მოვისმინე, –
ბლუკუნით უპასუხა ედმუნდმა.
დედოფალს ედმუნდი სულ გადაავიწყდა. ქალმა ტაში შე-
მოჰკრა და მის წინ იგივე ჯუჯა გაჩნდა, რომელიც მას ედმუნ-
დთან შეხვედრისას ტყეში თან ახლდა.

81 მკითხველთა ლიგა
– მარხილი გაამზადე, – უბრძანა კუდიანმა, – ოღონდ ირ-
მები ეჟვნების გარეშე შეაბი.

82 მკითხველთა ლიგა
თავი მეათე

ჯადო ნელ-ნელა იხსნება

ახლა კი მისტერ და მისის თახვებსა და სამ ბავშვს უნდა


დავუბრუნდეთ. იმწამსვე, როგორც კი მისტერ თახვმა განაც-
ხადა, დასაკარგად წუთი არ გვაქვსო, მისის თახვის გარდა,
ქურქები ყველამ მკვირცხლად ჩაიცვა. მისის თახვმა კი ტომ-
რები მაგიდაზე დააწყო.
– მისტერ თახვო, გეთაყვა, ჩამოკიდებული შაშხი ჩამოხსე-
ნით. ესეც ჩაის შეკვრა, შაქარი და ასანთი. იქნებ ვინმემ კუთ-
ხეში მდგარი თიხის საპურიდან პურის რამდენიმე ბატონი მო-
მაწოდოს?!
– რას აკეთებთ, მისის თახვო? – ჰკითხა მას გაოცებულმა
სუზენმა.
– ხურჯინით ყველას სათითაოდ გიმზადებთ საგზალს,
ძვირფასო, – მიუგო მისის თახვმა მეტისმეტად მშვიდად, –
ვის გაუგია, ასეთ შორ გზას საგზლის გარეშე გაუდგე?!
– ჰო, მაგრამ დრო აღარ ითმენს! – მიუგო სუზენმა და
ქურქის ღილები ყელამდე შეიბნია, – ის შეიძლება აქ ნებისმი-
ერ წუთში გაჩნდეს.
– მეც მაგას არ ვამბობ!? – ჩაერია მისტერ თახვი.
– ნუ სულელობთ, მისტერ თახვო და დაფიქრდით, – და-
ტუქსა მისის თახვმა ქმარი, – კუდიანს აქამდე მოსაღწევად,
სულ მცირე, თხუთმეტი წუთი კიდევ დასჭირდება.

83 მკითხველთა ლიგა
– ჰო, მაგრამ მის აქ გამოჩენამდე ჩვენ, რაც შეიძლება,
დიდი მანძილი უნდა დავფაროთ, თუ გვინდა, რომ კუდიანს
ქვის მაგიდამდე მივასწროთ! – შეეპასუხა პიტერი.
– ხომ არ დაგავიწყდათ, მისის თახვო, – შეახსენა მას სუ-
ზენმა, – რომ როგორც კი კუდიანი ჩვენს აქ არყოფნას
გაიგებს, მთელი სიჩქარით დაგვედევნება.
– არ გედავები, – მიუგო მისის თახვმა, – თუმცაღა, მას იქ
მაინც ვერ მივასწრებთ. კუდიანს მარხილი აქვს, ჩვენ კი ფე-
ხით უნდა ვიაროთ.
– მაშინ... ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა? – იკითხა სუ-
ზენმა.
– დამშვიდდი, ძვირფასო, წინასწარ აღელვება არაფრად
გვარგებს, – უპასუხა მისის თახვმა, – უმჯობესია, თუ უჯრიდან
სუფთა ცხვირსახოცებს მომაწვდი. იმედი ყოველთვის არის.
რასაკვირველია, მას ქვის მაგიდამდე ვერ მივასწრებთ, მაგ-
რამ ჩვენ მალულად ვივლით და დანიშნულების ადგილამდე
მიღწევას კუდიანისგან შეუმჩნევლად ვეცდებით.
– მართალია, მისის თახვო, – კვერი დაუკრა მეუღლემ, –
მაგრამ დაუჩქარეთ, დრო უკვე აღარ ითმენს.
– დამშვიდება არც თქვენ გაწყენდათ, მისტერ თახვო, –
ურჩია ცოლმა, – აი, ასე. მგონი, ყველა საჭირო ნივთი ავი-
ღეთ. ხუთი ხურჯინი – თითოეული ჩვენგანისათვის. მათგან
ყველაზე მომცრო კი – ჩვენგან ყველაზე ნორჩს. ეს შენთვის,
ჩემო პატარავ, – დაამატა მისის თახვმა და ლუსის გადახედა.
– ოჰ, გთხოვთ, გთხოვთ, ვიჩქაროთ, – თქვა ლუსიმ.
– თითქმის მზად ვარ, – თქვა მისის თახვმა და ქმარს რე-
ზინის ჩექმების ჩაცმაში დახმარების საშუალება მისცა, – სა-
კერავი მანქანის თან წაღება შეუძლებელია, არა?

84 მკითხველთა ლიგა
– დიახ, ასეა, – მიუგო მისტერ თახვმა, – ის ძალზე მძიმეა,
გარდა ამისა, არა მგონია, მისი გამოყენების შესაძლებლობა
მოგეცეთ. კერვას სირბილისას ხომ არ აპირებთ?
– იმ აზრს ვერაფრით ვეგუები, რომ ის ხელში კუდიანს
ჩაუვარდება, – თქვა მისის თახვმა, – ან მომპარავს, ან გამი-
ფუჭებს.
– ოჰ, გთხოვთ, გთხოვთ, გთხოვთ, დაუჩქარეთ! – ერ-
თხმად უთხრეს თახვებს ბავშვებმა. ყველა გარეთ გავიდა.
მისტერ თახვმა კარი კლიტით ჩაკეტა.
– კუდიანს ცოტათი შეაყოვნებს, – თქვა მან და ზურგზე
ხურჯინმოკიდებულები გზას გაუდგნენ.
თოვა შეწყდა და ცაზე მთვარე გამოჩნდა. ისინი ერთ
მწკრივად მიდიოდნენ. წინამძღოლი მისტერ თახვი იყო, მერე
ლუსი, შემდეგ პიტერი, სუზენი და ბოლოს – მისის თახვი. მის-
ტერ თახვმა ჯებირი გადაკვეთა და გზა მდინარის მარჯვენა ნა-
პირით განაგრძო. ნაპირის გასწვრივ ხეებს შორის, მეტისმე-
ტად ოღროჩოღრო საცალფეხო ბილიკზე გადავიდნენ. მთვა-
რის შუქზე მათ წინ ხეობის ორივე მხარე თანდათან მაღლდე-
ბოდა.
– რამდენადაც შესაძლებელია, ქვე-ქვე ვიაროთ, – თქვა
მისტერ თახვმა, – კუდიანს ზემოთ-ზემოთ მოუწევს სრიალი,
რადგანაც მარხილი აქ ვერ გაივლის.
სავარძელში მყუდროდ მოკალათებული ადამიანისთვის
ფანჯრიდან საცქერლად ეს, უბრალოდ, შესანიშნავი სანა-
ხაობა იყო; მიუხედავად ვითარებისა, ლუსი ერთხანს მის წინ
გადაშლილი ხედით ტკბებოდა. გზას ბოლო არ უჩანდა, ლუ-
სის ხურჯინი კი ნელ-ნელა უფრო და უფრო მძიმდებოდა. გო-
გონამ გაიფიქრა, მალე სიარულს ვეღარ შევძლებო. ლუსი უკ-
ვე აღარ უყურებდა მთვარის შუქზე მოელვარე გაყინულ მდი-
85 მკითხველთა ლიგა
ნარეს, პატარა, ასევე გაყინული ჩანჩქერებით, თოვლით დაღ-
ლილ ხის კენწეროებს, ვეება, კაშკაშა მთვარესა და ურიცხვი
ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. ერთადერთი, რასაც ხედავ-
და, იყო მისტერ თახვის მოკლე ფეხები და მის მიერ თოვლში
უსასრულოდ დატოვებული ნაკვალევი. ჭრ-ჭრ-ჭრრრ – ისმო-
და თოვლის ჭრიალი. მერე მთვარე ღრუბლებს მიეფარა და
კვლავ თოვა დაიწყო. ლუსი ისე დაქანცულიყო, რომ ლამის
ზეზეულად ჩასძინებოდა. უეცრად მან შეამჩნია, რომ მისტერ
თახვმა მდინარის გასწვრივ, ნაპირიდან მარჯვნივ გადაუხვია
და ახლა მათ მაღლა, ციცაბო გორაზე, ხშირი ბუჩქნარისაკენ
მიუძღოდა. ლუსი წამიერად გამოფხიზლდა, როცა დაინახა,
თუ როგორ გაუჩინარდა მისტერ თახვი ბუჩქნარის ქვეშ პატა-
რა, თითქმის უჩინარ სოროში, რომლის დანახვაც მხოლოდ
მაშინ იყო შესაძლებელი, თუ კარგად მიუახლოვდებოდი. სი-
მართლე რომ ითქვას, ლუსი ამას მაშინ მიხვდა, როცა თახვის
პატარა და ბრტყელი კუდი სოროში დაინახა. ლუსი იმწუთას-
ვე დაიხარა და სოროში შეძვრა. მერე უკნიდან ხოხვის, ქოში-
ნისა და ქშენის ხმები მოესმა. წამში ხუთივე სოროში იყო.
– ეს რა ადგილია? სად ვართ? – უკუნ სიბნელეში პიტერმა
უხალისოდ იკითხა. იმედია ხვდები, თუ რას ვგულისხმობ სიტ-
ყვა „უხალისოდ-ში“.
– ეს ადამისდროინდელი თავშესაფარია. ავბედითი ჟამის
დროს თახვები სწორედ აქ იმალებოდნენ, – მიუგო პიტერს
მისტერ თახვმა, – ამასთან ეს დიდი საიდუმლოცაა. მართა-
ლია, აქ სივიწროვეა, მაგრამ რამდენიმესაათიანი რული ნაღ-
დად არ გვაწყენს.
– წამოსვლისას ამდენი რომ არ გეფუსფუსათ და გეღელ-
ვათ, ბალიშები არ დამრჩებოდა,– თქვა მისის თახვმა.

86 მკითხველთა ლიგა
„თითქმის მისტერ თამნასის გამოქვაბულივით მყუდროა“,
– გაიფიქრა ლუსიმ. „განსხვავება ისაა, რომ მიწაში მშრალი
და თიხოვანი ხვრელია“. სორო იმდენად პატარა იყო, რომ
როცა ჩვენი მგზავრები ძირს ტანსაცმლიანად დაწვნენ, პატა-
რა მორგვი შექმნეს; სიარულისა და ლაპარაკისაგან დაღლი-
ლებმა ერთმანეთი გაათბეს. „ნეტავ მიწა ასეთი უსწორმასწო-
რო არ იყოს!“ – გაიფიქრა ლუსიმ. მისის თახვმა ხურჯინიდან
მუქი მათარა ამოიღო. მათარიდან რაღაც სითხე ყველამ მოს-
ვა. თავდაპირველად ბავშვებს ყელი ჩაეწვათ და ხველა აუტ-
ყდათ, თუმცა მოგვიანებით საოცრად სასიამოვნო შეგრძნება
დაეუფლათ. ნელ-ნელა გათბნენ და ჩათვლიმეს.
გამოღვიძებულ ლუსის მოეჩვენა, მხოლოდ რამდენიმე წუ-
თით მეძინაო (არადა, სინამდვილეში, საათები გასულიყო).
შეცივებულმა გოგონამ იგრძნო, რომ მთელი სხეული დაბუ-
ჟებოდა და ცხელი აბაზანა ინატრა. მერე სახეზე გრძელმა
ულვაშმა მოუღიტინა და სოროში შემოღწეული დღის სუსტი
შუქი დაინახა. ლუსი მყისვე გამოფხიზლდა. მასთან ერთად
სხვებმაც გაიღვიძეს. სოროში პირდაღებულები და თვალებ-
გაფართოებულები ისხდნენ და გაფაციცებით აყურადებდნენ
სწორედ იმ ხმას, რომლის მოლოდინშიც მთელი წინა ღამე
შიშში გაატარეს და დროდადრო ეჩვენებოდათ კიდეც. ეს ეჟ-
ვნების ჟღარუნი იყო.
მის გაგონებაზე მისტერ თახვი სოროდან ისე გაძვრა, რო-
გორც თევზი – წყალქვეშა მღვიმიდან. შეიძლება შენც ლუსი-
ვით გაიფიქრო, რომ თახვის მხრიდან ეს მეტისმეტად წინ-
დაუხედავი ნაბიჯი იყო, თუმცა სინამდვილეში ეს ძალზე გო-
ნივრული გადაწყვეტილება აღმოჩნდა. თახვმა მშვენივრად
იცოდა, რომ მას შეეძლო მდინარის გასწვრივ, ფერდობის
თავზე ისე ამძვრალიყო, რომ ხშირ ბუჩქნარსა და მაყვლის
87 მკითხველთა ლიგა
ეკალბარდებში ვერავის შეენიშნა. მას სურდა გაეგო, თუ რო-
მელ მხარეს მისრიალებდა კუდიანის მარხილი. ამ დროს და-
ნარჩენები სოროში, მის მოლოდინში სულგანაბულები ის-
ხდნენ. ასე იცადეს თითქმის ხუთი წუთი. მერე ზემოდან ხმები
ჩამოესმათ. ერთბაშად დაფეთდნენ. „ვაი, ის შეამჩნიეს!“ –
გაიფიქრა ლუსიმ, – „კუდიანმა ის მაინც შეამჩნია!“. თუმცა,
ყველა სახტად დარჩა, როდესაც მისტერ თახვმა მათ გარეთ
უხმო.
– ყველაფერს რიგზეა! – ყვიროდა თახვი, – სორო გამო-
დით, მისის თახვო. გამოდით, ადამისა და ევას ძეო და ასუ-
ლებო! ყველაფერს რიგზეა! ეს ის არაა! – მისტერ თახვი, რა-
საკვირველია, გრამატიკულად არ საუბრობდა, მაგრამ სწო-
რედ ასე მეტყველებენ აღტაცებული თახვები; მე ნარნიელი
თახვები მყავს მხედველობაში, თორემ ჩვენს სამყაროში ისი-
ნი, ჩვეულებრივ, საერთოდ არ ლაპარაკობენ.
მისის თახვი და ბავშვები სოროდან გამოძვრნენ. ნამძინა-
რევ, მიწით დასვრილ, დაუბანელ და დაუვარცხნელ ბავშვებს
მზის შუქზე თვალების ხამხამი აუტყდათ.
– მიმყევით! – იძახდა მისტერ თახვი, რომელიც აღტაცები-
საგან ლამის ცეკვავდა, – მიმყევით და თავად ნახეთ! ეს კუ-
დიანისათვის ძლიერი დარტყმა იქნება! ნათელია, რომ მის
ჯადოქრობას წყალი შეუდგა!
– ამით რისი თქმა გსურთ, მისტერ თახვო? – ჰკითხა პი-
ტერმა ქოშინით, რადგან ყველანი მაღლა, ფერდობზე მიცო-
ცავდნენ.
– თუ გახსოვთ, გითხარით, – მიუგო მისტერ თახვმა, –
რომ კუდიანმა მთელი ნარნია მოაჯადოვა და აქ სულ
ზამთარია-მეთქი. გახსოვთ? ახლა კი, მოდით და თქვენი თვა-
ლით ნახეთ!
88 მკითხველთა ლიგა
როგორც იქნა, ყველა ფერდობზე აცოცდა.
ეს იყო ირმებშებმული მარხილი. ცხოველებს აღკაზმულო-
ბებზე ეჟვნები ეკიდათ. თუმცა ისინი კუდიანის ჩრდილოეთის
თეთრ ირმებზე უფრო დიდები და ყავისფრები იყვნენ. მარხი-
ლის კოფოზე კი იჯდა ის, ვინც ყველამ თვალის ერთი შევლე-
ბისთანავე იცნო. ვეება კაცს ხასხასა წითელი (ბაძგზე უფრო
მუქი) სამოსი ეცვა. მის წოწოლა თავსაბურავს შიგნიდან ბეწ-
ვი ჰქონდა გამოკრული. გრძელი, თეთრი წვერი მკერდზე აქა-
ფებული ჩანჩქერივით ეფინებოდა. ის ყველამ მაშინვე იცნო.
მართალია, მის მსგავს არსებებს მხოლოდ ნარნიაში თუ გა-
დაეყრები, თუმცაღა მათ შესახებ ნახატებსა და ამბებს ჩვენს
სამყაროში, გარდერობის მეორე მხარესაც ბლომად ნახავ და
მოისმენ. და მაინც, ნარნიაში მისი საკუთარი თვალით ნახვა
სრულიად განსხვავებული რამ იყო. ჩვენს სამყაროში, ზოგ
ნახატზე, თოვლის ბაბუა მხიარულად და სასაცილოდაც კი გა-
მოიყურება, მაგრამ ახლა, როცა ბავშვები მის წინაშე იდგნენ,
მიხვდნენ, რომ ეს მთლად სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
კაცი იმდენად ვეება, სიხარულისაგან სახეგაბრწყინებული და
ნამდვილი იყო, რომ ბავშვები ადგილზე გაშეშდნენ. უზომოდ
გახარებულებს სადღესასწაულო შეგრძნება დაეუფლათ.
– როგორც იქნა, მოვედი, – თქვა მან, – ის ნარნიაში დიდ-
ხანს არ მიშვებდა, მაგრამ ბოლოს მაინც მოვედი. ასლანი
გზაშია. კუდიანის ჯადოქრობა ძალას კარგავს.
ლუსის სიხარულის ჟრუანტელმა მთელ ტანში დაუარა. ასე
მხოლოდ მაშინ გემართება, თუ საზეიმო განწყობაზე, უზომოდ
გახარებული, მშვიდად დგახარ.
– ახლა კი, – თქვა თოვლის ბაბუამ, – თქვენი საჩუქრების
ჩამორიგების დროა. მისის თახვო, თქვენთვის ცინცხალი და

89 მკითხველთა ლიგა
ძველზე გაცილებით უკეთესი საკერავი მანქანა მაქვს. თქვენს
სახლს რომ ჩავუვლი, იქ დაგიტოვებთ.
– მადლიერი დაგრჩებით, სერ, – მიუგო მისის თახვმა და
რევერანსი გაუკეთა, – მაგრამ სახლის კარი დაკეტილია.
– კლიტეები და ბოქლომები მე ვერ შემაჩერებენ, – მიუგო
თოვლის ბაბუამ, – თქვენ კი, მისტერ თახვო, შინ რომ დაბ-
რუნდებით, ჯებირის მშენებლობა დასრულებული, ჟონვის ად-
გილები შეკეთებული და სრულიად ახალი რაბის ფარის საკე-
ტები დაგხვდებათ.
მისტერ თახვი ისეთი გახარებული იყო, რომ პირდაღე-
ბულმა ერთი სიტყვაც კი ვერ ამოღერღა.
– პიტერ, ადამის ძეო, – იხმო თოვლის ბაბუამ ბიჭი.
– აქ ვარ, სერ, – მიუგო პიტერმა.
– აი, შენი საჩუქრებიც, – იყო პასუხი, – სათამაშოები არ
გეგონოს, ეს ნამდვილი იარაღებია. მათი გამოყენების დრო
ახლოვდება. ღირსეულად ატარე ისინი, – უთხრა და პიტერს
ფარ-ხმალი გადასცა. ფარი ვერცხლისფერი იყო და მასზე
უკანა თათებზე მდგარი წითელი ლომი იყო გამოსახული, რო-
მელიც ისეთივე ხასხასა ფერის იყო, როგორც ბაძგი. ხმალს
ტარი ოქროსი ჰქონდა, ქარქაშის სარტყელი კი – პიტერის
წონისა და ზომის შესაბამისი. პიტერმა საჩუქრები საზეიმო
მდუმარებით მიიღო. ბიჭი გრძნობდა, რომ ძღვენი მეტისმე-
ტად მნიშვნელოვანი იყო.
– სუზენ, ევას ასულო, – იხმო იგი თოვლის ბაბუამ, – აი,
ესენი შენ გაგიმზადე, – უთხრა და სუზენს მშვილდი, ისრებით
სავსე კაპარჭი და სპილოს ძვლის პატარა საყვირი გაუწოდა,
– მშვილდი მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევა-
ში გამოიყენე, – გააფრთხილა, – არ მსურს, რომ ბრძოლაში
მონაწილეობა მიიღო. თუმცაღა ამ მშვილდიდან გატყორცნი-
90 მკითხველთა ლიგა
ლი ისარი მიზანს არ ასცდება. რაც შეეხება ამ საყვირს, როცა
მას ბაგეებთან მიიტან და მასში ჩაჰყვირებ, სადაც არ უნდა
იყო, ვფიქრობ, შველა მოვა.
როგორც იქნა, ლუსის ჯერიც დადგა.
– ლუსი, ევას ასულო, – თოვლის ბაბუამ გოგონა იხმო.
ლუსი წინ წაიწია. ბაბუამ მას შუშის პატარა ბოთლი და პატა-
რა ხანჯალი მისცა. მოგვიანებით იტყვიან, რომ ბოთლი ალმა-
სის იყო. – ამ ბოთლში, – უთხრა თოვლის ბაბუამ ლუსის, –
ცეცხლოვანი მცენარის ნაყენია, ეს მცენარე მზის მთებში იზ-
რდება. ვინიცობაა შენ ან შენი რომელიმე მეგობარი დაშავ-
დეს, ნაყენის რამდენიმე წვეთი ყველაფერს განკურნავს. ამ
ხანჯალს კი მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნის
შემთხვევაში, თავის დასაცავად გჩუქნი, რამეთუ შენ ბრძო-
ლაში არაფერი გესაქმება.
– რატომ, სერ? – გაუკვირდა ლუსის, – მგონი... არა მგო-
ნია... ვფიქრობ, სათანადო სიმამაცეს გამოვიჩენ.
– მთავარი ეგ არ არის, – უთხრა თოვლის ბაბუამ, – საში-
ნელებაა ომები, რომლებშიც ქალები იბრძვიან. ახლა კი, –
თქვა და სახე გაუბრწყინდა, – მსურს, ყველას რაღაც გიძ-
ღვნათ – თოვლის ბაბუამ უკნიდან – ვფიქრობ, ზურგზე მოკი-
დებული დიდი ხურჯინიდან, თუმცა, ეს არავის დაუნახავს –
დიდი სინი ამოიღო და მათ გაუწოდა. სინზე ხუთი ლამბაქი,
ხუთი ფინჯანი, საშაქრე, პატარა კოკით ნაღები და ადუღებუ-
ლი წყლით სავსე დიდი ჩაიდანი იდო.
– ბედნიერ შობას გისურვებთ! დღეგრძელი იყოს ჭეშმარი-
ტი მეფე! – შეჰყვირა, მათრახი ჰაერში გაატყლაშუნა და მათ
გაშორდა. მარხილი თვალის დახამხამებაში გაუჩინარდა.
პიტერს ხმალი ქარქაშიდან ამოეღო და მას მისტერ თახვს
აჩვენებდა, როცა მისის თახვმა თქვა:
91 მკითხველთა ლიგა
– აბა, ახლავე შეწყვიტეთ! რა დროს საუბრებია! ჩაი გაგვი-
ცივდება. ოჰ, ეს კაცები! აბა, აქ მოდით და სინის ქვემოთ ჩა-
ტანაში მოგვეხმარეთ. საუზმის დროა. კიდევ კარგი, პურის
საჭრელი დანის წამოღება არ დამავიწყდა.
ყველა სოროსკენ, ციცაბო გორის ფერდობზე დაეშვა და
ქვემოთ გაეშურა. მისტერ თახვმა პური და შაშხი დაჭრა და
სენდვიჩები გააკეთა, მისის თახვმა კი ფინჯნებში ჩაი დაასხა.
გემრიელი საუზმით ყველამ მოილხინა, მაგრამ ბედნიერებამ
დიდხანს არ გასტანა.
– გზის გაგრძელების დროა! – განაცხადა მისტერ თახვმა.

92 მკითხველთა ლიგა
თავი მეთერთმეტე

ასლანი უფრო ახლოსაა

ამასობაში ედმუნდი ცხოვრებაში უდიდეს იმედგაცრუებას


განიცდიდა. ბიჭუნამ იფიქრა, როგორც კი ჯუჯა მარხილის მო-
სამზადებლად წავა, კუდიანი კვლავ ისე კარგად მომეპყრობა,
როგორც პირველი შეხვედრისასო. თუმცაღა მწარედ შეცდა.
ბოლოს, როცა ედმუნდმა მთელი თავისი მხნეობა მოიკრიბა,
ქალს ჰკითხა:
– თქვენო უდიდებულესობავ, ცოტა რაჰათლუკუმს ხომ
ვერ მომცემდით? თქვენ... თქვენ... თქვენ... დამპირდით...
– ხმა ჩაიწყვიტე, ბრიყვო! – უბრძანა ქალმა. მერე კი,
თითქოს გადაიფიქრაო, თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა: –
არ ივარგებს, თუ ამ ლეკვს შიმშილისაგან გზაში გული წაუვა,
– კუდიანმა ტაში კიდევ ერთხელ შემოჰკრა და იმწამსვე მის
წინ სხვა ჯუჯა გაჩნდა.
– მიართვი ადამის ნაშიერს საჭმელ-სასმელი! – უბრძანა
კუდიანმა.
ჯუჯა წავიდა და ცოტა ხანში რკინის ჯამში ცოტაოდენი
წყლითა და რკინის თეფშზე – ძველი პურის ნატეხით დაბრუნ-
და. მან ედმუნდს გულისამრევად გაუღიმა და თეფში და ჯამი
ძირს დაუდგა.
– რაჰათლუკუმი პატარა უფლისწულისათვის. ჰა-ჰა-ჰა!
– მომაშორე, – მიუგო გაჯავრებულმა ედმუნდმა, – ძველი
პური არ მინდა.
93 მკითხველთა ლიგა
უეცრად კუდიანი ბიჭისკენ ისეთი მრისხანე სახით შეტრი-
ალდა, რომ ედმუნდმა ბოდიში მოიხდა და ჭამა პატარა ლუკ-
მებით დაიწყო, მაგრამ პური ისეთი ობიანი იყო, რომ ძლივ-
ძლივობით ყლაპავდა.
– მაგ პურის ნატეხს არაერთხელ გაიხსენებ, სანამ პურის
შეჭმის შესაძლებლობა კიდევ მოგეცემა, – გააფრთხილა კუ-
დიანმა.
ედმუნდი პურს ღეჭავდა, როცა პირველი ჯუჯა დარბაზში
დაბრუნდა და კუდიანს მოახსენა, მარხილი მზადააო. თეთრი
კუდიანი ფეხზე წამოდგა, ედმუნდს უბრძანა მომყევიო და ში-
და ეზოში გავიდა. თოვა განახლებულიყო, თუმცა ქალს ამი-
სათვის ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია. ის მარხილზე
დაჯდა და ედმუნდი გვერდით მოისვა.
– ამოარჩიე ყველაზე სწრაფი მგლები ხროვიდან და
დაუყოვნებლივ დაესხით თავს თახვების სახლს, – უბრძანა
კუდიანმა, – ყველა ადგილზე დახოცეთ. თუ სახლში არ დაგ-
ხვდნენ, მაშინ ქვის მაგიდისაკენ გაიქეცით მთელი ძალით,
ოღონდ – შეუმჩნევლად. ჩაუსაფრდით და მე დამელოდეთ.
ამასობაში მე დასავლეთით წავალ, დიდი მანძილის გავლა
მომიხდება ისეთი ადგილის საპოვნელად, საიდანაც მდინა-
რის გადაჭრას შევძლებ. შესაძლებელია, თქვენ ისინი მანამ-
დე შეიპყროთ, ვიდრე ქვის მაგიდამდე მიაღწევენ. ამ შემ-
თხვევაში, თავადაც იცი, როგორც უნდა მოიქცე!
– ო, დედოფალო, მესმის და გემორჩლები! – მიუგო მგელ-
მა ღმუილით და თოვლში, უკუნ წყვდიადში, ისე მკვირცხლად
გაიქცა, მხოლოდ საუკეთესო რაში თუ დაეწეოდა. რამდენიმე
წუთი არ იყო გასული, რომ მგელმა ერთ-ერთი მგელი იხმო
და მასთან ერთად ჯებირზე, თახვების სახლისაკენ ყნოსვა--
ყნოსვით დაეშვა. რასაკვირველია, მათ იქ ვერავინ იპოვეს.
94 მკითხველთა ლიგა
თახვებისა და ბავშვებისთვის ალბათ საშინელი ღამე იქნებო-
და, თოვა რომ არ განახლებულიყო, რადგან მგლები მათ
სუნს აიღებდნენ და კვალდაკვალ დაედევნებოდნენ. ამ უკა-
ნასკნელ შემთხვევაში, ალბათობა იმისა, რომ ისინი სორომ-
დე ცოცხლები ვერ მიაღწევდნენ, მეტისმეტად დიდი იყო. სა-
ბედნიეროდ, განახლებულ თოვაში მათი სუნის აღება ან კვა-
ლის პოვნა გამორიცხული იყო.
ამასობაში ჯუჯამ ირმებს მათრახი გადაუჭირა. კუდიანი და
ედმუნდი მარხილით თაღის ქვეშ გასრიალდნენ და სიცივესა
და წყვდიადში გაუჩინარდნენ. ედმუნდისათვის ასეთ ავდარში
უქურქოდ მგზავრობა საშინელი აღმოჩნდა. ჯერ საათის მე-
ოთხედიც კი არ იყო გასული, რომ ბიჭს გულმკერდი სულ
თოვლით დაეფარა. თავიდან მან თოვლის ჩამოფერთხვა ცა-
და, თუმცა ისე სწრაფად ედებოდა, რომ აზრი აღარ ჰქონდა
და გადაქანცული ედმუნდი მცდელობას შეეშვა კიდეც. ბიჭუნა
მალე თავიდან ფეხებამდე სველი იყო. გარდა ამისა, გუნება
სულ წახდომოდა. ედმუნდი მიხვდა, რომ დედოფალი მას მე-
ფედ კურთხევას არ უპირებდა. ყველა ის არგუმენტი, რომლი-
თაც მან საკუთარი თავი დაარწმუნა, რომ კუდიანი კეთილი,
გულისხმიერი და მართალი იყო, ახლა უკვე წმინდა წყლის
სისულელედ ეჩვენებოდა. ბიჭუნა ყველაფერს დათმობდა,
რომ კვლავ თავის და-ძმებთან – თუნდაც პიტერთან ერთად –
ყოფილიყო. თავის დასამშვიდებლად ერთადერთი გზაღა
დარჩენოდა: საკუთარი თავი როგორმე უნდა დაერწმუნებინა,
რომ ეს ერთი გრძელი სიზმარი იყო და ნებისმიერ წუთში გა-
მოეღვიძებოდა. დრო იწელებოდა, საათი საათს მისდევდა,
თუმცა სიზმარი არა და არ მთავრდებოდა.
მათი მგზავრობა ისეთი ხანგრძლივი აღმოჩნდა, რომ მის
სრულყოფილად აღწერას ას გვერდშიც კი ვერ შევძლებდი.
95 მკითხველთა ლიგა
ამრიგად, გადავწყვიტე, ეს ეპიზოდი გამოვტოვო და თხრობა
იქიდან განვაგრძო, როცა მზე ამოვიდა, თოვა შეწყდა და კუ-
დიანი ედმუნდთან ერთად მარხილით გზას დღის შუქზე განაგ-
რძობდა. ისინი წინ მიიწევდნენ. ირგვლივ უსასრულო თოვ-
ლის გაპობისა და ირმების აღკაზმულობის ჭრიალის გარდა,
არაფერი ისმოდა. ბოლოს, როგორც იქნა, კუდიანმა თქვა:
– ეს რა არის? სდექ!
მარხილი გაჩერდა.
ედმუნდი იმედოვნებდა, რომ ქალი საუზმობაზე სიტყვას
მაინც დაძრავდა, მაგრამ კუდიანმა მარხილი სრულებით სხვა
მიზეზის გამო შეაჩერა. გზიდან ცოტა მოშორებით, ხის ძირში,
მცირე კომპანია შეკრებილიყო: ციყვი მეუღლესთან და თავი-
ანთ დღნაშვებთან ერთად, ორი სატირა, ჯუჯა და ბებერი მე-
ლია. ისინი მაგიდის გარშემო, ტაბურეტებზე ისხდნენ. ედმუნ-
დმა წესიერად ვერ გაარჩია, რას მიირთმევდნენ, მაგრამ
საამურ სურნელზე ეტყობოდა – რაღაც უზომოდ გემრიელს.
გარდა ამისა, ედმუნდმა ბაძგისგან გაკეთებული საშობაო დე-
კორაციები დაინახა; მაგიდაზე ქლიავის პუდინგიც კი იდო.
მარხილი გაჩერდა თუ არა, მელია, რომელიც ეტყობოდა,
რომ სუფრასთან მსხდომთაგან ყველაზე მხცოვანი იყო, ჭი-
ქით ხელში ფეხზე წამოდგა, გეგონებოდა, რაღაცის თქმას
აპირებსო. თუმცაღა, როცა კომპანიამ თვალი მოჰკრა, თუ ვინ
იჯდა გაჩერებულ მარხილზე, სახეზე ბედნიერი გამომეტყვე-
ლება წაეშალათ. მამა ციყვმა ჭამა შეწყვიტა, პირისაკენ წაღე-
ბული ჩანგლიანი ხელი შუა გზაში გაუშეშდა, ერთ-ერთ სატი-
რას კი ჩანგლის პირიდან გამოღება საერთოდ დაავიწყდა.
დღნაშვები შიშისაგან აჭყიპინდნენ.
– ეს რას ნიშნავს? – იკითხა კუდიანმა. ხმა არავის ამოუღი-
ა.
96 მკითხველთა ლიგა
– მიპასუხეთ, პარაზიტებო! – იღრიალა ქალმა, – თუ გირ-
ჩევნიათ, ჩემმა ჯუჯამ მათრახის ძალით აგამღეროთ? რას ნიშ-
ნავს ეს ავმუცლობა, მფლანგველობა და სითამამე? ეს ყველა-
ფერი სად იშოვეთ?
– გთხოვთ, თქვენო უდიდებულესობავ, – უპასუხა მელიამ,
– ჩვენ ჩვენით არაფერი გვიშოვია, ეს ყველაფერი გვაჩუქეს.
თუ თქვენი აღმატებულება არ მიწყენს, მინდა, ამ სასმისით
თქვენი ჯანმრთელობის სადღეგრძელო შევს...
– ვინ გაჩუქათ? – იკითხა კუდიანმა.
– თ-თ-თ-თოვლის ბაბუამ, – ენის ბორძიკით მიუგო მელი-
ამ.
– რა-ა? – იღრიალა კუდიანმა, მარხილიდან ისკუპა და
რამდენიმე ნაბიჯით შიშით შეპყრობილ ცხოველებს მიუახ-
ლოვდა, – ის აქ არ ყოფილა! ის ნარნიაში ვერ შემოაღწევდა!
როგორ ბედავთ... თუმცა, არა. აღიარეთ, რომ იცრუეთ და გე-
პატიებათ.
ამ დროს ერთ-ერთმა დღნაშვმა შიშისაგან თავი სულ დაჰ-
კარგა.
– ის აქ იყო... იყო... იყო! – აჭყიპინდა და პატარა კოვზი მა-
გიდას დაუშინა.
ედმუნდმა დაინახა, რომ დედოფალმა ტუჩზე ისე მაგრად
იკბინა, თეთრ ნიკაპზე სისხლის წვეთი დაეცა. ქალმა კვერ-
თხი მაღლა ასწია.
– ვაიმე, არა! გევედრებით, არ გინდათ! – იყვირა ედმუნ-
დმა, მაგრამ ქალმა კვერთხი მოიქნია და იმწამსვე ჭურჭელი,
ქლიავის პუდინგი და მაგიდის გარშემო მსხდომი, პატარა,
მხიარული, მოქეიფეთა კომპანია ადგილზე გაქვავდა (ერთ-
ერთი – ჰაერში პირისაკენ წაღებული ჩანგლით).

97 მკითხველთა ლიგა
– რაც შეგეხება შენ, დაე, ამან გასწავლოს, რას ნიშნავს,
მსტოვრებსა და მოღალატეებს გამოექომაგო. წინ! – უთხრა
კუდიანმა ედმუნდს და მარხილზე ასვლის შემდეგ ბიჭუნას სი-
ლა გააწნა. ამ ამბავში ედმუნდს, საკუთარი თავის გარდა,
პირველად შეებრალა სხვა. ბიჭუნამ სინანულით წარმოიდგი-
ნა, რომ გაქვავებულ მოქეიფეთა პატარა ჯგუფს წლების გან-
მავლობაში ხავსი მოედებოდა და, ურიცხვი ცივი და მდუმარე
დღეების შემდგომ, თავად ქვებიც კი ნელ-ნელა დაიშლებოდ-
ნენ.
ისინი კვლავ მარხილით მისრიალებდნენ. ედმუნდმა მა-
ლევე შეამჩნია, რომ თოვლი, რომელიც მას სახეში ეყრებო-
და, წინა ღამესთან შედარებით უფრო სველი იყო. იმავ-
დროულად იგრძნო, რომ უკვე ისე ძალიან აღარ ციოდა. მათ
ირგვლივ ჯანღი ჩამოწვა, რომელიც ყოველ წამს უფრო და
უფრო მუქდებოდა, ჰაერი კი თბებოდა. მარხილი ძველებუ-
რად სწრაფად ვეღარ მისრიალებდა. ედმუნდმა თავიდან
იფიქრა, ალბათ ირმები დაიღალნენო, მაგრამ სვლის შენე-
ლების ნამდვილ მიზეზს მალევე მიხვდა. მარხილი ჯაყჯაყებდა
და ირხეოდა, თითქოს ქვიან გზაზე მოძრაობდა. ჯუჯას საცო-
დავი ირმებისათვის მათრახი არ ენანებოდა, თუმცა მარხილი
უფრო და უფრო ნელა მისრიალებდა. გარდა ამისა, გარშემო
რაღაც გაურკვეველი ხმაური ისმოდა. მარხილის ჯაყჯაყსა და
ჯუჯას შეძახილებში ედმუნდს ხმების გარკვევა გაუჭირდა.
უეცრად მარხილი გაჩერდა. ადგილიდან აღარ იძროდა. წა-
მიერი მდუმარება ჩამოწვა. ედმუნდს, როგორც იქნა, სა-
შუალება მიეცა, ხმებისათვის მიეყურადებინა. ეს იყო რაღაც
უცნაური, მელოდიური შრიალი და ჩხრიალი; ბიჭუნას ეს ხმე-
ბი ადრეც მოესმინა, თუმცაღა არ ახსოვდა, ზუსტად სად. უეც-
რად ყველაფერი წამში გაახსენდა – ეს წყლის ჩუხჩუხის ხმა
98 მკითხველთა ლიგა
იყო. მათ გარშემო, თვალისთვის უჩინრად, გაყინული მდინა-
რეები დნებოდნენ. შორიდან სწორედ მათი ჩუხჩუხის, რაკრა-
კის, შხაპუნის, დგაფუნის, გუგუნისა და ღრიალის ხმები ისმო-
და. უეცრად ედმუნდს გულმა რეჩხი უყო (თუმცაღა, ვერ მიმ-
ხვდარიყო – რატომ), ბიჭუნამ გააცნობიერა, რომ ყინვას ძა-
ლა დაეკარგა. შორიახლო ხეთა ტოტებიდან თოვლი – კაპ--
კაპ-კაპ – ნელ-ნელა დნებოდა. ედმუნდმა დაინახა, როგორ
მოსწყდა ხეს თოვლის მძიმე ტვირთი და ძირს ჩამოიშალა.
ნარნიაში აღმოჩენის შემდეგ ბიჭუნამ პირველად დაინახა
მწვანე ნაძვის ხე. თუმცა, ამ სანახაობით დატკბობის შესაძ-
ლებლობა დიდხანს არ მისცემია.
– რას გაშტერებულხარ, სულელო! ახლავე გადადი და ჯუ-
ჯას მიეხმარე! – უღრიალა კუდიანმა ედმუნდს.
რაღა თქმა უნდა, ედმუნდი ქალის ბრძანებას უსიტყვოდ
დაემორჩილა. ის მარხილიდან თოვლში ჩახტა, რომელიც ახ-
ლა უკვე თოვლ-ჭყაპი იყო და ჯუჯას ტალახიანი თხრილიდან
მარხილის ამოტანაში მიეხმარა. საბოლოოდ, მათ ეს შეძლეს
კიდეც. ირმების უმოწყალოდ გამათრახების ხარჯზე მარხილ-
მა ცოტათი წინ წაწევა შეძლო. თოვლი სწრაფად დნებოდა.
სულ მალე ყოველ მხარეს მწვანე ბალახი შეამჩნიეს. შენც
რომ იმდენი ხანი გეცქირა თოვლისათვის, რამდენიც ედ-
მუნდს, მაშინ მიხვდებოდი, თუ რაოდენ გახარებული იყო ბი-
ჭუნა. უსასრულო თეთრი სივრცის შემდეგ – მწვანე ბალახს
ხედავდა. მარხილი კვლავ გაჩერდა.
– აზრი არა აქვს, თქვენო უდიდებულესობავ, – თქვა ჯუჯამ,
– გამდნარ თოვლზე მარხილი არ ისრიალებს.
– მაშინ გზას ფეხით განვაგრძობთ, – მიუგო კუდიანმა.
– ფეხით მათ ვერასოდეს დავეწევით, – ჩაიბუზღუნა ჯუჯამ,
– მით უმეტეს, ისინი ძალიან დაწინაურდნენ.
99 მკითხველთა ლიგა
– შენ ჩემი მრჩეველი ხარ თუ მონა? – ჰკითხა ჯუჯას კუდი-
ანმა, – ისე მოიქეცი, როგორც გიბრძანებ! ადამის ნაშიერს
ხელები ზურგს უკან შეუკარი და პირუტყვივით ბაწარჩაბმული
წამოიყვანე. მათრახი არ დაგრჩეს. ირმებს უღელი შეხსენი;
შინისაკენ გზას თავისით გაიკვლევენ.
ჯუჯა ბრძანებას დაემორჩილა. რამდენიმე წამში ედმუნდი
იძულებული გახდა, ხელებშეკრულს, რაც შეეძლო, სწრაფად
ეარა. ბიჭუნას თოვლ-ჭყაპში და სველ ბალახზე ფეხი უცურავ-
და. ფეხის ყოველ ასრიალებაზე ჯუჯა ედმუნდს ან ლანძღავდა,
ან ამათრახებდა. კუდიანი ჯუჯის უკან მიაბიჯებდა და ერთსა
და იმავეს იმეორებდა:
– სწრაფად! სწრაფად!
თოვლში მწვანე ბალახის ლაქები უფრო და უფრო დიდდე-
ბოდა. უფრო და უფრო მეტი ხე იხდიდა თეთრ მოსასხამს და
ძალზე მალე, თოვლი სულ დადნა: ედმუნდის თვალწინ ნაძვე-
ბის მუქი მწვანე წიწვები გამოჩნდა, ხოლო მუხების, წიფლები-
სა და თელების შავი ტოტები ხასხასა მწვანე ფოთლებით
შეიმოსა. ჯანღი გაოქროსფრდა, ნელ-ნელა გაფანტვა იწყო.
მზის კაშკაშა, ცელქი სხივები ტყეში ღრმად იჭრებოდნენ და
ბალახს ზემოდან დასთამაშებდნენ; ხეთა კენწეროებს შორის
ცა ფირუზისფრად ელავდა.
ძალიან მალე უფრო ლამაზი ხედი გადაიშალა. ველობის
კუთხეში შეუხვიეს თუ არა, ედმუნდმა იქ, სადაც ვერცხლისფე-
რი არყის ხეები იზრდებოდნენ, პაწაწინა ყვითელი ყვავილე-
ბით – ქრისტესისხლებით მოპენტილი ადგილი დაინახა.
წყლის ხმა თანდათან ძლიერდებოდა. მათ ის ნაკადული გა-
დაკვეთეს, რომლის მეორე ნაპირზეც ენძელები იზრდებოდ-
ნენ.

100 მკითხველთა ლიგა


– წინ იყურე! – უთხრა ჯუჯამ და ბაწარი ბოროტად დაქაჩა,
როცა შენიშნა, რომ ედმუნდს თვალი ყვავილებისაკენ გაექცა.
თუმცაღა, რასაკვირველია, ედმუნდი ამას არ დაუბრკო-
ლებია. სადღაც ხუთი წუთის შემდეგ ბიჭუნამ ბებერი ხის გარ-
შემო ამოყვავილებული ოქროსფერი, მეწამული და თეთრი
ზაფრანები5 დაინახა. მერე გაისმა წყლის ჩუხჩუხის საამური
ხმა. საცალფეხო ბილიკთან ახლოს, ხის რომელიღაც ტოტი-
დან მოულოდნელად ჩიტი აჭიკჭიკდა. მას, ცოტა მოშორებით,
მეზობელი ხიდან სხვა ჩიტი გამოეხმაურა. თითქოს ეს მათი
საიდუმლო ნიშანი იყოო, ყოველი მხრიდან ჩიტების ჭიკჭიკი
და ჟივილ-ხივილი ატყდა. ზუსტად ხუთ წუთში მთელ ტყეში მა-
თი ტკბილი გალობა ისმოდა. ედმუნდს საითაც არ უნდა
გაეხედა, ყველა ტოტზე ჩიტები დაფრთხიალებდნენ, ხან ერ-
თმანეთს თავზე უფრენდნენ, კამათობდნენ და ფრთებს ნის-
კარტებით ისუფთავებდნენ.
– სწრაფად! სწრაფად! – იმეორებდა კუდიანი.
ჯანღი სულ გაფანტულიყო. ცა ცისფრად ელავდა. მასზე
თეთრი, ფუმფულა ღრუბლები დაცურავდნენ. ტყის მინდვრე-
ბი ფურისულებით გადაპენტილიყვნენ. დაუბერა ნაზმა სიომ
და ხის ტოტები შეარხია; ტოტებს წყლის წვეთები მოსწყდა და
ჰაერში გაიფანტა. მგზავრებს სახეზე გრილმა ნიავმა დაუბერა
და რაღაც საამური სურნელი მოიტანა. ხეებმა გამოყვავილე-
ბა იწყეს. ლარიქსები და არყის ხეები მწვანედ შეიმოსნენ, ოქ-
როსწვიმები – ოქროსფრად. მალე წიფლის ხეებმა სათუთი,

5ზაფრანა, იგივე კროკო (Crocus) – მრავალწლოვან ბალახოვან მცენა-


რეთა გვარი ზამბახისებრთა ოჯახისა. გორგლ-ბოლქვიანი მცენარეა. მი-
წისზედა ღერო არ აქვს და ყვავილი პირდაპირ გორგლისებრი ბოლქვი-
დან ამოდის. 80-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპასა და სამხრეთ--
დასავლეთ აზიაში.
101 მკითხველთა ლიგა
გამჭვირვალე ფოთლები გამოისხეს. როცა მათ ქვეშ ჩვენი
მგზავრები წინ მიიწევდნენ, ედმუნდს მზის შუქიც კი მწვანედ
ეჩვენებოდა. საიდანღაც მათ წინ ფუტკარი გაჩნდა.
– თოვლ-ჭყაპი სულ გაქრა, – თქვა ჯუჯამ და მოულოდნე-
ლად ერთ ადგილზე გაშეშდა, – გაზაფხულდა. ახლა რაღა უნ-
და ვქნათ? თქვენს ზამთარს ბოლო მოეღო! გეუბნებით, ეს
ყველაფერი ასლანის ნამოქმედარია!
– რომელიმე თქვენგანმა მისი სახელი კიდევ ერთხელ
რომ ახსენოს, – გააფრთხილა კუდიანმა, – ადგილზე მოვ-
კლავ.

102 მკითხველთა ლიგა


თავი მეთორმეტე

პიტერის პირველი ორთაბრძოლა

იმ დროს, როდესაც ჯუჯა და თეთრი კუდიანი ამ საუბრით


იყვნენ გართულნი, მათგან კილომეტრების მოშორებით თახ-
ვებსა და ბავშვებს თბილი ქურქები დიდი ხნის წინ გაეხადათ
და უკან დაეტოვებინათ კიდეც. უკვე საათები იყო, ისე განაგ-
რძობდნენ სვლას, როგორც სიზმარში. ლაპარაკის თავი არა-
ვის ჰქონდა. „შეხედეთ! ალკუნი!“ ან „ნახეთ! მაჩიტა!“ ან „ეს
რა საამური სურნელია?“ ან „ყური უგდეთ, შაშვი გალობს!“ –
უკვე აღარავინ იძახდა აღტაცებით. ჩვენი მგზავრები გზას
მდუმარედ მიიკვლევდნენ ხან თბილი მზის სხივების ქვეშ, ხან
მწვანედ აფეთქებულ უღრანი ტყის სიგრილეში, ხან ფართო,
ხავსმოდებულ ტყის ველებში, იქ, სადაც, მაღალი, ცამდე ატ-
ყორცნილი თელები ფოთლოვანი ტოტებით გუმბათს ქმნიდ-
ნენ. ხანაც სვლას ყვავილნარებსა და კუნელის ბუჩქნარებში
განაგრძობდნენ; მცენარეთა ტკბილი არომატისაგან ლამის
გრძნობა დაეკარგათ.
ისინი ედმუნდზე ნაკლებად გაოცებულნი არ დარჩენილან,
როცა მათ თვალწინ, ტყეში ზამთარი გაილია და სულ რაღაც
რამდენიმე საათში იანვარი მაისმა შეცვალა. ჩვენმა მგზავ-
რებმა, კუდიანისგან განსხვავებით, დანამდვილებით არ
იცოდნენ, რომ ნარნიაში ასლანის დაბრუნებას სწორედ ეს
მოჰყვებოდა. თუმცაღა ყოველმა მათგანმა იცოდა, რომ იქ
უსასრულო ზამთარი კუდიანის ჯადოს გამო იდგა; ბავშვები
103 მკითხველთა ლიგა
მიხვდნენ, რომ რადგან გამოზაფხულდა, ესე იგი, ნარნიას კუ-
დიანის ჯადო ნელ-ნელა ეხსნებოდა. ცხადზე უცხადესი იყო,
რომ ბოროტ დედოფალს საქმე ცუდად წასვლოდა. ბავშვები
ასევე მიხვდნენ, რომ ნარნიაში გაზაფხულის შემოსვლის გა-
მო თეთრი კუდიანი მარხილით მგზავრობას ვეღარ შეძლებდა
და, შესაბამისად, ქვის მაგიდისაკენ უწინდებურად აღარ მიეჩ-
ქარებოდათ. მათ თავებს უფლება მისცეს, უფრო ხშირად და
უფრო მეტხანს დაესვენათ. სულ არაა გასაკვირი, რომ ამდენი
სიარულის შემდეგ გადაღლილები იყვნენ; გადაქანცულები კი
არა – გადაღლილები. სწორედ ამიტომ მოძრაობდნენ ისინი
ისე ზანტად, როგორც სიზმარში. გარდა ამისა, ჩვენი პატარა
მეგობრები გულდამშვიდებულნიც იყვნენ. ასეთი შეგრძნება
ადამიანს მაშინ გეუფლება, როცა მთელ დღეს გარეთ, სუფთა
ჰაერზე გაატარებ. სუზენს ერთ-ერთ ქუსლზე პატარა ბებერაც
კი დაჯდომოდა.
არც ისე დიდი ხნის წინ მდინარე უკან მოიტოვეს; ქვის მა-
გიდამდე მისასვლელად სამხრეთით, ოდნავ მარჯვნივ შეუხ-
ვიეს. ეს რომ არ ექნათ კიდეც, ძველი გზით მაინც ვეღარ ივ-
ლიდნენ, რადგან გამდნარმა თოვლმა მდინარე აადიდა და
ძალზე მალე ის საცალფეხო ბილიკი, რომელსაც ჩვენი მგზავ-
რები მიუყვებოდნენ შესანიშნავმა, მქუხარე, ყვითლად მოელ-
ვარე წყალმა დატბორა.
მზე ნელ-ნელა ჩადიოდა, მისი შუქი მოწითალო გახდა,
ჩრდილები გადიდდა, ყვავილებმა გვირგვინების დახურვა გა-
დაწყვიტეს.
– ბევრი აღარ დაგვრჩა, – თქვა მისტერ თახვმა და მათ
მაღლა, გორაზე აუძღვა. გორის კალთა ხშირი ზამბარისებრი
ხავსითა (დაღლილი ტერფებით მასზე სიარული სასიამოვნო
იყო) და მაღალი, ერთმანეთისგან შორიშორს მდგარი ხეებით
104 მკითხველთა ლიგა
დაფარულიყო. ასეთი დამღლელი დღის ბოლოს, გორაზე ას-
ვლისას ყველა ქოშინებდა. ის-ის იყო, ლუსიმ გაიფიქრა, გო-
რაზე ასვლას მორიგი ხანგრძლივი შესვენების გარეშე ვეღარ
შევძლებთო, რომ მოულოდნელად მის თავზე აღმოჩნდნენ.
აი, რა დაინახეს ზემოდან:
მწვანედ აყვავებულ ველზე იდგნენ. ქვემოთ, სადამდეც
თვალი გასწვდებოდათ, ყველა მიმართულებით უშველებელი
ტყე გადაჭიმულიყო; შორს, აღმოსავლეთით, რაღაც ბრწყი-
ნავდა და ბორგავდა. – ღმერთმანი! – უჩურჩულა პიტერმა სუ-
ზენს, – ზღვა!
ზუსტად ამ მწვანე ველის შუაგულში იდგა ქვის მაგიდა. უშ-
ველებელ, ნაცრისფერ ქვის ფილას ოთხი ქვის ფეხი ამაგრებ-
და. იგი ძალზე ძველი ჩანდა; მასზე რაღაც უცნაური ხაზები და
ფიგურები იყო ამოტვიფრული – სავარაუდოდ, რომელიღაც
უცნობი ანბანის ასოები. ქვის მაგიდის შემხედვარე ბავშვებს
უცნაური შეგრძნება დაეუფლათ. შემდეგი, რაც მათ შენიშნეს,
იყო ველის განაპირას მდგარი კარავი, რომელიც ჩამავალი
მზის სხივების ფონზე გასაოცარ სურათს ქმნიდა. საბჯენებზე
გადაჭიმული ქსოვილი ყვითელი აბრეშუმისას ჰგავდა, ზონ-
რები მეწამული ფერის იყო, ხოლო პალოები – სპილოსძვლი-
სა; ზღვიდან მობერილი მსუბუქი სიო ბავშვებს სახეზე ელამუ-
ნებოდა და კარვის თავზე, კოჭზე დამაგრებულ ალამს, რო-
მელზეც უკანა თათებზე შემდგარი წითელი ლომი იყო გამო-
სახული, ნაზად აფრიალებდა. უეცრად მარჯვნიდან მუსიკა შე-
მოესმათ; მიბრუნებულებმა სწორედ ის დაინახეს, ვისაც უნდა
შეხვედროდნენ.
ასლანი იმ არსებების შუაში იდგა, რომლებიც მის გარშე-
მო ნახევარრკალს ქმნიდნენ. მათ შორის იყვნენ ხისა და
წყლის სულები (ჩვენს სამყაროში მათ დრიადები და ნაიადები
105 მკითხველთა ლიგა
ჰქვიათ), სულებს ხელში ქნარები ეჭირათ – აი, თურმე ვინ უკ-
6
რავდა მუსიკას. იქვე იყო ოთხი დიდი კენტავრი . მათი სხე-
ულთა ცხენის ნაწილი ინგლისური ფერმის ცხენებისას მოგა-
გონებდა, ხოლო ადამიანის ნაწილი კი – მკაცრი და პირმშვე-
ნიერი გოლიათებისას. ასევე, იქვე იდგა ცალრქა ცხენი7, კა-
ცისთავა ხარი, ვარხვი, არწივი და ვეება ძაღლი. ასლანს ორი-
ვე მხრიდან ლეოპარდები ამოსდგომოდნენ. ერთს გვირგვინი
ეჭირა, მეორეს კი – ასლანის ალამი.
რაც შეეხება თავად ასლანს, მისი შემხედვარე თახვებმა
და ბავშვებმა არ იცოდნენ, რა ეთქვათ, ან რა გაეკეთებინათ.
ისინი, ვინც ნარნიაში არასოდეს ყოფილან, ხანდახან ფიქრო-
ბენ, რომ არ შეიძლება, ერთდროულად კეთილი და შიშის-
მომგვრელი იყო. თუ პიტერს, სუზენსა და ლუსის ეს აზრი
ოდესმე თავში გაევლოთ, ახლა მის მცდარობაში დარწმუნ-
დნენ, რადგანაც როცა ბავშვებმა ოქროსფერფაფრიანი ას-
ლანის დიდრონ თვალებში მეფური, სერიოზული, გამჭოლი
მზერა დაინახეს, ლომს თვალები იმწამსვე მოარიდეს. მერე
კი მისთვის თვალის გასწორება ვეღარ შეძლეს და ერთიანად
აცახცახდნენ.
– მიუახლოვდით, – ჩურჩულით წარმოთქვა მისტერ თახ-
ვმა.
– არა, – უჩურჩულა პიტერმა, – ჯერ თქვენ.

6 კენტავრი (ძვ. ბერძნ. Κένταυρος) ან ცენტავრი (ლათ. Centaurus) – სიტ-


ყვებიდან კენტეინ ტავროს, „ხარის მკვლელი“, ან კენტორეს „მხედარი“,
ან კენტეო – ჩხვლეტა, ცემა, განგმირვა – ბერძნულ მითოლოგიაში თესა-
ლიელ ცხენკაცთა მძლავრი მოდგმა, ტყისა და გამოქვაბულთა დემონები,
ტყიურები, ურჩხულები („ფერეს“); ურჩხი და უხეში ქმნილებანი.
7 მითიური მარტორქა (ბერძნ. μονό-κερως; ლათ. unicornis) – თავისუფ-

ლების, სიბრძნისა და სიძლიერის, ბედნიერების სიმბოლოა. ყველაზე უწ-


ყინარი არსებაა, რომელსაც სიმშვიდე და ღვთიური სიყვარული მოაქვს.
106 მკითხველთა ლიგა
– არა, ჯერ ადამის ძეები და შემდეგ – ცხოველები, –
კვლავ ჩურჩულით მიუგო მისტერ თახვმა.
– სუზენ, – უთხრა დას ჩურჩულით პიტერმა, – ამბობენ,
ჯერ ქალბატონებს უნდა დაუთმოო.
– არა, ჩვენგან უფროსი შენ ხარ, – ჩურჩულით უპასუხა სუ-
ზენმა. რასაკვირველია, რაც უფრო დიდხანს ორჭოფობდნენ,
მით უფრო დიდ უხერხულობაში ვარდებოდნენ. ბოლოს, პი-
ტერმა გააცნობიერა, რომ ეს საქმე მას უნდა ეთავა. ბიჭმა
ხმალი ქარქაშიდან ამოიღო, მისალმების ნიშნად მაღლა ას-
წია და სხვებს ნაჩქარევად მიმართა:
– მომყევით. თავი ხელში აიყვანეთ.
პიტერი დაწინაურდა და ლომს უთხრა:
– ჩვენ მოვედით... ასლან.
– კეთილი იყოს შენი მობრძანება, პიტერ, ადამის ძეო, –
მიესალმა ლომი, – კეთილი იყო თქვენი მობრძანება, სუზენ
და ლუსი, ევას ასულნო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება,
მისტერ და მისის თახვებო.
ასლანი ისეთ ბოხ და ტკბილ ხმაზე საუბრობდა, რომ ბავ-
შვები უკვე აღარ ღელავდნენ. გახარებულები და გულდამშვი-
დებულები, ლომის წინაშე მდუმარედ დგომის გამო თავს
უხერხულად აღარ გრძნობდნენ.
– მეოთხე სადღაა? – იკითხა ასლანმა.
– ო, ასლან, მან ღალატი ცადა და თეთრ კუდიანს შეეკრა,
– უპასუხა მისტერ თახვმა. უეცრად პიტერს რაღაც ძალამ შემ-
დეგი სიტყვები ათქმევინა:
– ეს ნაწილობრივ ჩემი ბრალია, ასლან. მე მასზე გაბრაზე-
ბული ვიყავი და ვფიქრობ, ამან ედმუნდს ცუდი საქციელისკენ
უბიძგა.

107 მკითხველთა ლიგა


ასლანს არაფერი უთქვამს, მას პიტერი არც გაუმართლე-
ბია და არც დაუდანაშაულებია. ის ბიჭს დიდრონი თვალებით
მდუმარედ უცქერდა. ყველასათვის ნათელი გახდა, რომ სათ-
ქმელი არც არაფერი იყო.
– გთხოვ... ასლან, – შეევედრა ლუსი, – ნუთუ ედმუნდის
გადასარჩენად არაფრის გაკეთება არ შეიძლება?
– ამისათვის ყველაფერს ვიღონებთ, – მიუგო ასლანმა, –
თუმცა ეს იმაზე გაცილებით რთული იქნება, ვიდრე თქვენ
გგონიათ, – თქვა და ერთხანს დადუმდა. იმ წუთიდან, როცა
ლუსიმ ასლანი დაინახა, გოგონა მისმა მეფურმა ძლევამოსი-
ლებამ და მშვიდმა სახემ აღაფრთოვანა. მაგრამ, ამავე
დროს, ლუსიმ ლომის დიდრონ თვალებში სევდაც დაინახა,
რომელიც მალევე გაქრა. ლომმა ფაფარი შეიბერტყა, თათე-
ბით ტაში შემოჰკრა („რა საშიში თათები ექნებოდა, ბრჭყა-
ლებს რომ არ იჭრიდეს!“ – გაიფიქრა ლუსიმ) და თქვა:
– მანამდე სანადიმოდ მოვემზადოთ. ქალბატონებო, შეიყ-
ვანეთ ევას ასულები კარავში და მიხედეთ.
გოგონები კარავში შევდინენ თუ არა, ასლანმა თათი –
მიუხედავად იმის, რომ მას ბრჭყალები დაჭრილი ჰქონდა, ის
მაინც მძიმე იყო – პიტერს მხარზე დაადო და უთხრა:
– მომყევი, ადამის ძეო, რამეთუ მსურს, ის ციხესიმაგრე
გიჩვენო, სადაც იმეფებ.
პიტერი, ხელში ძირსდაშვებული ხმლით, ლომს გორის
წვერზე, აღმოსავლეთ კიდემდე მიჰყვა. წინ უმშვენიერესი ხე-
დი გადაიშალა. მათ ზურგს უკან ჩამავალი მზის შუქი მთელ
ქვეყანას – ტყეებს, გორაკებს, ხეობებს, ვერცხლისფერი გვე-

108 მკითხველთა ლიგა


ლივით დაკლაკნილი დიდი მდინარის8 ქვედა ნაწილს – საღა-
მოს სხივებს ესროდა. სადღაც წინ კი, ძალიან, ძალიან შორს,
ცისფერი ზღვა ელავდა, ცაზე თეთრი ღრუბლები დაცურავ-
დნენ, რომლებიც დაისს უკვე შეევარდისფრებინა. იქ, სადაც
ხმელეთი ზღვას ხვდებოდა – უფრო ზუსტად კი, დიდი მდინა-
რის შესართავთან, პატარა გორაზე, რაღაც ანათებდა. ციხე-
სიმაგრე. რასაკვირველია, ციხესიმაგრის დასავლეთის სარ-
კმლები ჩამავალი მზის შუქს ირეკლავდნენ; პიტერმა გაიფიქ-
რა, ცას ვეება ვარსკვლავი ხომ არ მოსწყდა და ზღვის სანაპი-
როზე ისვენებსო.
– ო, ადამიანო, ეს ქეარ პარაველის ციხესიმაგრეა. – უთ-
ხრა პიტერს ასლანმა, – ქეარ პარაველში ოთხი ტახტი დგას,
რომლიდანაც ერთ-ერთზე, როგორც მეფე, შენ უნდა ახვიდე.
ეს იმიტომ გიჩვენე, რომ დედმამიშვილებიდან ყველაზე უფ-
როსი შენ ხარ და შესაბამისად, მეფეთმეფე შენ იქნები.
პიტერი კვლავ დადუმდა. უეცრად სიჩუმე რაღაც უცნაურმა
ხმაურმა დაარღვია. ის საყვირის ხმას ჰგავდა, თუმცა მასზე
უფრო ძლიერი იყო.
– ეს შენი დის საყვირია, – უთხრა ასლანმა პიტერს დაბალ
ხმაზე, იმდენად დაბალზე, რომ კრუტუნი გეგონებოდა – რა-
საკვირველია, თუ არ მიგაჩნია, რომ ამ სიტყვით ლომისადმი
უპატივცემულობას გამოვხატავ.
წამით პიტერი ვერაფერს მიხვდა. მერე კი, როცა დაინახა,
რომ სხვა არსებები წინ წამოვიდნენ და გაიგონა, რა უბრძანა
მათ ასლანმა: „უკან დაიხიეთ! დაე, უფლისწულმა რაინდის
წოდება თავად დაიმსახუროს!“, პიტერი ყველაფერს მიხვდა,

8დიდი მდინარე – ასე ეძახიან ნარნიელები ნარნიის დიდ მდინარეს, რო-


მელიც ქვეყანას შუაზე კვეთს.
109 მკითხველთა ლიგა
ადგილიდან მოწყდა და კარვისაკენ მთელი ძალით გაქანდა.
ბიჭს იქ საზარელი სურათი დახვდა.
ნაიადები და დრიადები ყველა მიმართულებით გარბოდ-
ნენ. სახეგაფითრებული ლუსი პიტერისაკენ თავისი მოკლე
ფეხებით, რაც შეეძლო, სწრაფად მირბოდა. ბიჭმა სუზენი
დაინახა. გოგონა ხისკენ გაექანა და ტოტზე შეხტომა მოას-
წრო. სუზენს უზარმაზარი, რუხი მხეცი მისდევდა. თავიდან პი-
ტერს ის დათვი ეგონა, მერე ქოფაკი, თუმცაღა მალევე მიხ-
ვდა, რომ მხეცი ტანად ძაღლზე უფრო დიდი იყო. მგელი. მგე-
ლი უკანა თათებზე დამდგარიყო, წინა თათები ხეზე მიედო და
ბალანაჯაგრული ხან ღმუოდა და ხან იღრინებოდა. სუზენს
მაღლა, უფრო მსხვილ ტოტზე აცოცება ვერ მოესწრო და ახ-
ლა მის ფეხებსა და კბილებდაკრეჭილ მგელს შორის სანტი-
მეტრებიღა რჩებოდა. პიტერი ფიქრობდა, ნეტავ სუზენი უფ-
რო მაღლა რატომ არ აცოცდა, ან, სულ მცირე, ტოტს უკეთ
რატომ არ მოეჭიდაო; უეცრად მალევე მიხვდა, რომ დას გუ-
ლი მისდიოდა და ეს რომ მომხდარიყო, სუზენი ხიდან ჩამო-
ვარდებოდა.
პიტერი სიმამაცეს საერთოდ ვერ გრძნობდა; პირიქით,
ეგონა, საცაა, ცუდად გავხდებიო. თუმცა ეს არაფერს ცვლი-
და. ბიჭი ურჩხულს მივარდა, ხმალი იშიშვლა და გვერდიდან
ჩაცემა დაუპირა, თუმცა მგელმა დარტყმა აიცილა, თვალის
დახამხამებაში შემოტრიალდა და პიტერს თვალებანთებული
მიაშტერდა, მერე კი ბრაზისგან დაიყმუვლა. მხეცი ასეთი გაბ-
რაზებული რომ არ ყოფილიყო, არავითარ შემთხვევაში არ
დაიყმუვლებდა. სიკვდილისაგან სწორედ ამან იხსნა პიტერი,
თორემ მგელი მას კისერს გამოღადრავდა. მერე კი ყველაფე-
რი ისე სწრაფად მოხდა, რომ პიტერმა წესიერად ვერაფერი
გაიაზრა: მგელს ხელიდან დაუსხლტა, რაც ძალი და ღონე
110 მკითხველთა ლიგა
ჰქონდა, ხმალი აიქნია და მხეცს წინა ფეხებს შორის, პირდა-
პირ გულში აძგერა. შემდგომი რამდენიმე წამი კოშმარულ
სიზმარს ჰგავდა. მგელი სულს ღაფავდა, სიკვდილს ებრძოდა.
ბოლოს მისი კრიჭაშეკრული პირი პიტერს შუბლზე შეეხო; ბი-
ჭი მგლის სისხლსა და ბალანში იყო ამოსვრილი. რამდენიმე
წამში მგელი მიწაზე უსულოდ დაეცა. პიტერმა ცხოველის ლე-
შიდან ხმალი ამოაძრო, ბეჭებში გაიმართა და შუბლიდან
თვალებში ჩამოსული ოფლი მკლავით მოიწმინდა. საშინლად
დაღლილიყო.
სუზენი ხიდან ჩამოვიდა. დაზაფრული და-ძმა ერთმანეთს
შეხვდა. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ცრემლებისა და
ხვევნა-კოცნისაგან ვერც ერთმა მათგანმა შეიკავა თავი, თუმ-
ცა ნარნიაში ასეთი საქციელის გამო არავინ დაგძრახავთ.
– სწრაფად! სწრაფად! – გაისმა ასლანის ხმა, – კენტავრე-
ბო! არწივებო! თქვენ უკან – ეკალბარდებში კიდევ ერთ
მგელს მოვკარი თვალი. ეს წუთია, გაიქცა. ახლავე უკან
დაედევნეთ! თავის ქალბატონთან გაიქცა. აი, ჩვენი შესაძ-
ლებლობაც, კუდიანს მეოთხე ადამის ძე კლანჭებიდან გამოვ-
ტაცოთ! – უეცრად იქაურობა ფლოქვების თქარუნმა, ფრთე-
ბის ტყლაშუნმა და ათობით სხვადასხვა არსების ამოძრავე-
ბის ხმაურმა დააყრუა. თვალის დახამხამებაში უკლებლივ
ყველა ჩამოწოლილ ბინდში გაუჩინარდა.
ჯერ ისევ სუნთქვაგახშირებული პიტერი გატრიალდა და
გვერდით ასლანი დაინახა.
– ხმლის გაწმენდა დაგავიწყდა, – უთხრა ასლანმა.
ლომი მართალი იყო. პიტერს სახეზე ალმური მოედო, რო-
ცა მგლის სისხლითა და ბალნით დასვრილ ხმალს დახედა.
ბიჭი ძირს დაიხარა და ხმალი ბალახზე გაწმინდა, მერე კი ჟა-
კეტის სახელოთი შეამშრალა.
111 მკითხველთა ლიგა
– ხმალი გადმომეცი და ჩემ წინაშე მუხლი მოიყარე, ადა-
მის ძეო, – უბრძანა ასლანმა. პიტერი ბრძანებას დაემორჩი-
ლა.
ასლანმა მას ხმლის წვერი მხარზე დაადო და თქვა:
– ფეხზე ადექი, სერ პიტერ, მგელთა შემრისხველო. და
რაც არ უნდა მოხდეს, ხმლის გაწმენდა არასოდეს დაივიწყო.

112 მკითხველთა ლიგა


თავი მეცამეტე

საიდუმლო ჯადოქრობა უხსოვარი დროიდან

ახლა კი ედმუნდს უნდა დავუბრუნდე. კუდიანი, ჯუჯა და ედ-


მუნდი გზას შეუსვენებლივ აგრძელებდნენ. ბიჭუნამ არც კი
იცოდა და ალბათ, ადრე ვინმეს რომ ეთქვა, ვერც კი დაიჯე-
რებდა, რომ ამდენი ფეხით სიარული საერთოდ შესაძლებე-
ლი იყო. კუდიანი ბნელ, ნაძვებით და ურთხლის ხეებით დაბუ-
რულ ხეობაში შეყოვნდა. ძალამიხდილი ედმუნდი ძირს მოწ-
ყვეტით დავარდა და სახე მიწას დაადო. მას სულ არ ადარ-
დებდა, წინ რა მოელოდა, ოღონდ კი ახლა მიეცათ მისთვის
ცოტა ხნით დასვენების საშუალება. ბიჭუნა ისეთი გადაქანცუ-
ლი იყო, რომ ვეღარც შიმშილს გრძნობდა, ვეღარც – წყურ-
ვილს. კუდიანი და ჯუჯა ედმუნდის გვერდზე, იქვე, შორიახლო
ჩურჩულებდნენ.
– არა, – თქვა ჯუჯამ, – ო, დედოფალო, ახლა ამას აზრი
აღარ აქვს! მათ, ალბათ, ქვის მაგიდამდე მიგვასწრეს!
– შეიძლება, მგლებმა გვიყნოსონ და ამბავი მოგვიტანონ,
– მიუგო კუდიანმა.
– გული მიგრძნობს, ეგ ამბავი კარგი არ იქნება, – უპასუხა
ჯუჯამ.
– ოთხი ტახტი ქეარ პარაველში, – უთხრა კუდიანმა, –
ისინი მათგან სამზე რომ ავიდნენ, წინასწარმეტყველება ხომ
ვერ ახდება?

113 მკითხველთა ლიგა


– მაგას რა მნიშვნელობა აქვს! ის აქ არის! – მიუგო ჯუჯამ,
რომელიც ასლანის სახელის წარმოთქმას თავისი მბრძანებ-
ლის წინაშე ვერ ბედავდა.
– შეიძლება, აქ დიდხანს არ დარჩეს. მისი წასვლის შემ-
დგომ იმ სამეულს ქეარში თავს დავესხმებით.
– და მაინც, – უთხრა ჯუჯამ, – აჯობებს თუ ამას (მან ედ-
მუნდს წიხლი უთავაზა) მოსარიგებლად გამოვიყენებთ.
– ჰო! დაე, მის გადასარჩენად მოვიდნენ, – მიუგო კუდიან-
მა ზიზღით.
– მაშინ, – თქვა ჯუჯამ, – ჯობს საქმეს შევუდგეთ.
– მერჩია, ეს ქვის მაგიდაზე გაგვეკეთებინა, – თქვა კუდი-
ანმა, – ამისათვის შესაფერისი ადგილი სწორედ ისაა. იქ, სა-
დაც ეს დღემდე, საუკუნეების მანძილზე კეთდებოდა.
– ძალიან დიდი დრო გამოხდება, სანამ ქვის მაგიდას
კვლავ თავისი კუთვნილი დანიშნულებისამებრ გამოვიყე-
ნებთ, – მიუგო ჯუჯამ.
– მართალი ხარ, – უპასუხა კუდიანმა, მერე კი დაამატა: –
მაშ, კარგი, დავიწყებ.
მოულოდნელად ტყიდან მგელი გამოვარდა და მათ ღრე-
ნით მიუახლოვდა.
– ისინი ვნახე. ყველა ქვის მაგიდასთანაა, ისიც მათთანაა.
მათ ჩემი კაპიტანი – მოგრიმი მოკლეს. ეკალბარდებში ვიმა-
ლებოდი, ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე. ის სიცოც-
ხლეს ერთ-ერთმა ადამის ძემ გამოასალმა. გაიქეცით! თავს
უშველეთ!
– არა, – მიუგო კუდიანმა, – გაქცევის საჭიროება ჯერ არ
დამდგარა. ახლავე წადი და ჩვენი ხალხი აქ, ჩემთან შესახ-
ვედრად, რაც შეგიძლია, სწრაფად შეკრიბე. იხმე გოლიათე-
ბი, მაქციები და ჩვენ მხარეს მყოფი ხეთა სულები. ასევე, ალ-
114 მკითხველთა ლიგა
გულები9, ბოგარტები10, კაციჭამიები და მინოტავრები11. და-
12
მიძახე კრუელებს , ალქაჯებს, ალებსა და სოკოშხამა ხალ-
ხს13. წინ დიდი ბრძოლა გველის. რაო? განა ჩემი კვერთხი
ხელთ არ მიპყრია?! თუ ჰგონიათ, რომ როცა შეტევაზე გად-
მოვლენ, მათ არ გავაქვავებ?! მკვირცხლად! მანამდე კი აქ
ერთი საქმე მაქვს მოსაგვარებელი.
ვეება მხეცმა კუდიანს თავი მოწიწებით დაუკრა და ბრძანე-
ბის შესასრულებლად გაიქცა.
– ახლა კი, – თქვა ქალმა, – რადგან მაგიდა არ გვაქვს, ეს
ხის კუნძი გამოვიყენოთ.
ედმუნდი ფეხზე უხეშად წამოაგდეს. ჯუჯამ ის ხეზე ზურგით
სწრაფად მიაბა. ბიჭუნამ დაინახა, რომ კუდიანმა მოსასხამი
მხრებიდან მოიხსნა. ქალს შიშველი მკლავები ცარცივით
თეთრი ჰქონდა. სწორედ მათი ასეთი სითეთრის გამო გაარ-
ჩია ისინი ედმუნდმა მუქხეებიან, დაბურულ ხეობაში.

9 ალგული – არაბული ვამპირი, ანუ „სისხლისმსმელი ჯინი“. ამგვარი ვამ-


პირები, ტრადიციულად, ქალი დემონები არიან, რომლებიც თავიანთ ორ-
გიებს გარდაცვლილი ბავშვების გვამებზე და გადაჭედილ სასაფლაოებზე
მართავენ.
10 ბოგარტი – ცელქი, არაკეთილმოსურნე ჯადოსნური არსება, რომელიც

თან დაჰყვება ოჯახს სადაც არ უნდა წავიდეს. არსებობს თქმულება, რომ


ბოგარტები ადამიანების საწოლის ქვემოთ ძვრებიან და ძილის დროს მათ
სახეებზე წებოიან ხელებს ადებენ. ხანდხან კი მათ საბანსაც ხდიან.
11 მინოტავრი (ბერძნ. Μινώταυρος, „მინოსის ხარი“) – ბერძნულ მითოლო-

გიაში კაცის ტანიანი და ხარის თავიანი ურჩხული, რაც პოსეიდონის ხარ-


თან შეუღლებულმა პასეფაემ შვა. ლაბირინთში დაბმული ხარ-კაცი იკვე-
ბებოდა მსჯავრდებულთა ხორცით და მოხარკე ათენიდან ჩამოყვანილი
ქალ-ვაჟებით, რაც მას ფინიკიელთა მოლოხს ამსგავსებს. მოლოხსაც ხა-
რის თავი ება, მსხვერპლად ადამიანს ითხოვდა.
12 კრუელი(ები) (ინგლ. cruel(s) – ულმობელი, უგულო, სასტიკი) – ნარ-

ნიაში თეთრი კუდიანის ბატონობისას მისი ბოროტი მსახურნი, სულები.


13 სოკოშხამა ხალხი – ბოროტი სოკოსებრი არსებები, მარადიული ზამ-

თრისას (ზამთრის ხანაში) ნარნიაში თეთრი კუდიანის მიმდევრები.


115 მკითხველთა ლიგა
– მოამზადე მსხვერპლი, – ბრძანა დედოფალმა.
ჯუჯამ ედმუნდს საყელო შეუხსნა და პერანგი გვერდებზე
გადაუწია. მერე ბიჭს ქოჩორში ხელი ჩაავლო და თავი უკან
გადააწევინა. უეცრად ედმუნდს უცნაური ხმა შემოესმა – ზზზ--
ზზზ-ზზზ. წამით ვერ მიხვდა, მერე კი მისთვის ყველაფერი
ცხადზე უცხადესი გახდა. ჯუჯა დანას ლესავდა.
სწორედ ამ დროს ედმუნდმა ყველა მხრიდან ფლოქვების
თქარუნი და ფრთების ტყლაშუნი გაიგონა, ამას დაემატა კუ-
დიანის კივილი და უეცრად მის გარშემო დიდი აურზაური ატ-
ყდა. ბიჭუნამ იგრძნო, რომ ხელები შეუხსნეს, ვიღაცამ
ძლიერი მკლავები შემოხვია და ხელში აიყვანა. გაისმა კეთი-
ლი, ბოხი ხმა, თითქოს...
– დააწვინეთ... ცოტა ღვინო დაალევინეთ... აი, ეს დალი-
ე... მშვიდად... წამში უკეთ გახდები.
ამჯერად ხმები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ. კითხულობ-
დნენ:
– კუდიანი სად არის?
– მეგონა, შენ შეიპყარი.
– მას შემდეგ არ დამინახავს, რაც ხელიდან დანა გავაგდე-
ბინე... მე ჯუჯას მივდევდი... შენი აზრით, გაქცევა მოახერხა?
– შეუძლებელია ყველაფერი ასე ერთბაშად დავიხსომო...
ეს რაღა არის? ოჰ, ძველი კუნძი არ ყოფილა!?
ედმუნდმა გონება დაკარგა. კენტავრები, ცალრქა ცხენები,
ირმები და ჩიტები (ეს ასლანის მიერ გამოგზავნილი სამაშვე-
ლო ჯგუფი იყო) უკან, ქვის მაგიდისაკენ გზას გაუდგნენ. მათ
ედმუნდი თან წაიყვანეს. თუმცაღა მათ რომ ის ენახათ, რაც
მათი წასვლის შემდეგ ხეობაში მოხდა, ვფიქრობ, გაკვირვე-
ბულები დარჩებოდნენ.

116 მკითხველთა ლიგა


გარშემო სიმშვიდე სუფევდა. მალე ცაზე მთვარეც ამოვი-
და; იქ რომ ყოფილიყავი, აუცილებლად დაინახავდი, რომ
მთვარის შუქი ბებერი ხის კუნძსა და საკმაოდ დიდ კაჭარს
ეცემოდა. მათ თუ კარგად დააკვირდებოდი, ნელ-ნელა იმ
დასკვნამდე მიხვიდოდი, რომ კუნძიცა და კაჭარიც ერთობ
უცნაურები იყვნენ. თავში აუცილებლად გაგიელვებდა, რომ
კუნძი საოცრად ჰგავდა ჩაკუზულ მსუქან კაცმაცუნას. ხოლო
თუ უფრო მოთმინებით მიაცქერდებოდი, აუცილებლად
დაინახავდი, რომ კუნძი კაჭართან მივიდოდა, კაჭარი წამოდ-
გებოდა და კუნძთან საუბარს გააბამდა. სინამდვილეში კუნძი
ჯუჯა იყო, კაჭარი კი – კუდიანი. საგანთათვის იერის შეცვლა
კუდიანის ჯადოქრობის ნაწილი იყო. ეს ჯადო მან სწორედ მა-
შინ გამოიყენა, როცა ხელიდან დანა გააგდებინეს. საუბედუ-
როდ, ალიაქოთში კუდიანს არც კვერთხი დაუკარგავს.
მეორე დილით, როცა კარავში, ბალიშებზე მძინარე ბავ-
შვებმა გამოიღვიძეს პირველი, რაც მისტერ თახვისგან
გაიგონეს ის იყო, რომ წინა ღამით მათი ძმა ცხოველებს გა-
დაერჩინათ და ბანაკში მოეყვანათ; და რომ ის ამ წუთებში ას-
ლანს ელაპარაკებოდა. ბავშვებმა ისაუზმეს თუ არა, მაშინვე
კარვიდან გარეთ გავიდნენ და ცვრიან ბალახზე, ყველასაგან
განზე მდგარი ედმუნდი და ასლანი დაინახეს. საჭირო არაა
გიამბოთ, რას ეუბნებოდა ასლანი ბიჭუნას, (მათი საუბარი
არავის გაუგონია) თუმცა ეს საუბარი ედმუნდს ცხოვრებაში
არასოდეს დაავიწყდება. ბავშვები მათ მიუახლოვდნენ. ასლა-
ნი მათკენ მიტრიალდა, მასთან ერთად – ედმუნდიც.
– აი, თქვენი ძმაც, – თქვა ლომმა, – და... საჭირო აღარაა
მასთან მომხდარზე ლაპარაკი. რაც იყო, იყო.
– ჩემი საქციელის გამო ძალიან ვწუხვარ, – მოუბოდიშა
და-ძმებს ედმუნდმა და ყველას სათითაოდ ჩამოართვა ხელი.
117 მკითხველთა ლიგა
– ყველაფერი რიგზეა, – დაამშვიდეს ბავშვებმა.
ბავშვებს ეწადათ, რაღაც ისეთი ეთქვათ – რაღაც ძალზე
ჩვეულებრივი, ძალზე ბუნებრივი – რაც ნათელს გახდიდა,
რომ ისინი ედმუნდს ძველებურად ემეგობრებოდნენ, მაგრამ,
რასაკვირველია, ვერც ერთმა ვერაფერი მოიფიქრა. სანამ
ისინი ამ ორჭოფობაში იყვნენ, ასლანს ერთ-ერთი ლეოპარ-
დი მიუახლოვდა და მოახსენა:
– თქვენო აღმატებულებავ, ბანაკში მტრის შიკრიკი მოვი-
და და თქვენთან აუდიენციას ითხოვს.
– აქ მომგვარე, – ბრძანა ასლანმა.
ლეოპარდი წავიდა და ძალიან მალე კუდიანის ჯუჯასთან
ერთად დაბრუნდა.
– გისმენ, მიწის წიაღის ძეო, რა უნდა შემატყობინო? –
ჰკითხა ჯუჯას ასლანმა.
– ნარნიის დედოფალსა და ეული კუნძულების მბრძანე-
ბელს სურს ხელშეუხებლობის გარანტია, რათა მან აქ მოს-
ვლა და თქვენთან საუბარი ისეთ საკითხზე შეძლოს, რაც
ორივეს ინტერესებში შედის, – მოახსენა ასლანს ჯუჯამ.
– „ნარნიის დედოფალი“ არა, ის კიდევ! – აღშფოთდა მის-
ტერ თახვი, – მსგავსი თავხედობა წარმოუდგენლად...
– მშვიდად, თახვო, – შეაწყვეტინა ასლანმა, – ტიტულები
ჭეშმარიტ მფლობელებს სულ მალე დაუბრუნდებათ. მანამდე
კი მათზე არ ვიკამათებთ. მიწის წიაღის შვილო, გადაეცი შენს
ქალბატონს, რომ მე მას ხელშეუხებლობის გარანტიას მივ-
ცემ, თუ თავის კვერთხს აი, იმ დიდი მუხის უკან დატოვებს.
შეთახმდნენ – ლეოპარდები ჯუჯას კუდიანთან იმაში და-
სარწმუნებლად მიაცილებდნენ, რომ ქალი პირობას შეასრუ-
ლებდა.

118 მკითხველთა ლიგა


– ლეოპარდები რომ გააქვაოს? – უჩურჩულა ლუსიმ პი-
ტერს. ვფიქრობ, იგივე აზრმა თავში ლეოპარდებსაც გაუელ-
ვათ; ასე იყო თუ ისე, ისინი თმააჯაგრულნი და კუდებაწეულნი
მიიწევდნენ წინ, გეგონებოდა, კატებმა უცნაური ძაღლი
დაინახესო.
– ყველაფერი კარგად იქნება, – მიუგო ჩურჩულით პიტერ-
მა, – ასლანი ამაში დარწმუნებული რომ არ იყოს, მათ გვერ-
დიდან არ მოიშორებდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ კუდიანი სერის თავზე გამოჩ-
ნდა, ველი გადმოჭრა და პირდაპირ ასლანთან მიიჭრა. პი-
ტერს, სუზენსა და ლუსის, რომელთაც კუდიანი მანამდე არ
ენახათ, ქალის სახის დანახვაზე მთელ ტანში შიშის ჟრუან-
ტელმა დაუარათ; გაისმა ირგვლივმყოფი ცხოველების ხმა-
დაბალი ღრენა. მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულის შესა-
ნიშნავი დარი იდგა, უეცრად აცივდა. როგორც ჩანდა, მშვი-
დად მხოლოდ ორნი იყვნენ – ასლანი და კუდიანი. ამ ორი –
ოქროსფრისა და მიტკალივით თეთრი – სახის ასე ერთმა-
ნეთთან ახლოს დანახვა უცნაური იყო. თუმცა, კუდიანი ას-
ლანს თვალს ვერ უსწორებდა; ეს წვრილმანი მისის თახვს არ
გამოჰპარვია. ის კუდიანს თვალს არ აშორებდა.
– თქვენს რიგებში გამცემია, ასლან, – უთხრა კუდიანმა.
რასაკვირველია, ყველა იქ მყოფმა იცოდა, რომ ბოროტ დე-
დოფალს ედმუნდი ჰყავდა მხედველობაში, მაგრამ გადატანი-
ლისა და იმ დილით ასლანთან საუბრის შემდეგ ბიჭუნა საკუ-
თარ თავზე სულ ნაკლებად და ნაკლებად ფიქრობდა. ედმუნ-
დი მხოლოდ ასლანს უყურებდა. ჩანდა, რომ მას კუდიანის
ნათქვამი სულ არ ანაღვლებდა.
– ვიცი, – მიუგო ასლანმა, – თუმცაღა, მას თქვენ არ
გაუციხართ.
119 მკითხველთა ლიგა
– საიდუმლო ჯადოქრობა ხომ არ დაგვიწყებიათ? – ჰკით-
ხა ლომს კუდიანმა.
– ვთქვათ, დამავიწყდა, – მიუგო ასლანმა გონივრულად,
– მომიყევით მის შესახებ.
– მოგიყვეთ? – იკითხა კუდიანმა და მოულოდნელად, მისი
ხმა ყურთასმენის წამღები გახდა, – მოგიყვეთ ის, რაც ჩვენ
გვერდით, სწორედ ამ ქვის მაგიდაზეა დაწერილი? ის, რაც
საიდუმლო გორაზე, მსხვერპლთშესაწირ ცეცხლის ქვებზე შუ-
ბით არის ამოკვეთილი? იმის შესახებ, რაც ზღვის გადაღმელი
იმპერატორის სკიპტრაზეა გრავირებული? თქვენ ჩემზე ნაკ-
ლებად არ მოგეხსენებათ იმ ჯადოქრობის შესახებ, რომელიც
იმპერატორმა ნარნიაში უხსოვარი დროიდან დააკანონა.
თქვენ იცით, რომ მის თანახმად, ყველა გამცემი მე მეკუთ-
ვნის. კანონის ძალით ის ჩემი ნადავლია და ყოველი მუხანა-
თობის გამო მისი მოკვლის სრული უფლება მაქვს.
– ა-ჰა, – თქვა მისტერ თახვმა, – ახლა გასაგებია, თუ რა-
ტომ წარმოიდგინეთ თავი ნარნიის დედოფლად; გამოდის, სა-
კუთარი თავი იმპერატორის ჯალათად დაინიშნეთ!
– მშვიდად, თახვო, – თქვა ასლანმა და ძალზე ხმადაბლა
დაიღრინა.
– ამგვარად, – განაგრძო კუდიანმა, – ადამიანი ჩემია. მი-
სი სიცოცხლე ჩემია. მისი სისხლი მე მეკუთვნის.
– მაშ, მოდი და წაიღე, – უთხრა კაცისთავა ხარმა მგრგვი-
ნავ ხმაზე.
– ბრიყვო! – შეუტია მას კუდიანმა, სახეზე ველური ღიმი-
ლით, – ნუთუ მართლა გგონია, რომ შენს ბატონს ჩემთვის კა-
ნონიერი უფლებების ჩამორთმევა ძალუძს? მან საიდუმლო
ჯადოქრობის შესახებ ყველაზე მეტი იცის. იცის, რომ თუ მე,

120 მკითხველთა ლიგა


როგორც ამას კანონი ამბობს, კუთვნილ სისხლს არ მივიღებ,
მთელი ნარნია ნაცარტუტად იქცევა.
– ეს სიმართლეა, – თქვა ასლანმა, – ამას არც უარვყოფ.
– ო, ასლან! – სუზენმა ლომს ყურში უჩურჩულა, – ჩვენ არ
შეგვიძლია... იმის თქმა მინდა, რომ შენ ამას არ იზამ, არა?
ნუთუ საიდუმლო ჯადოქრობის საწინააღმდეგო... ან მისი
გვერდის ავლით, რამე სხვა გზა არ მოიძებნება?
– იმპერატორის ჯადოქრობის საწინააღმდეგო? – იკითხა
ასლანმა და სუზენს წარბშეკრული შეუტრიალდა. ამის შემ-
დეგ მისთვის რამის შეთავაზება აღარავის გაუბედავს.
ედმუნდი ასლანის მეორე მხარეს იდგა და ლომს თვალს
არ აშორებდა. მას გული ყელში ებჯინებოდა და ვერ გაეგო,
რამე უნდა ეთქვა თუ არა; თუმცაღა, მალევე მიხვდა, რომ მის-
გან, ლოდინის გარდა, სხვას არავინ არაფერს მოელოდა და
კრინტი არ დაუძრავს.
– უკან დაიხიეთ, – თქვა ასლანმა, – მსურს, კუდიანს პი-
რისპირ დაველაპარაკო.
ბრძანებას ყველა უმალვე დაემორჩილა. ლოდინი საშინე-
ლება იყო, თავი უნდა გემტვრია, თუ რაზე საუბრობდნენ ასე
ხმადაბლა ლომი და კუდიანი.
– ო, ედმუნდ! – თქვა ლუსიმ და ტირილი წასკდა.
პიტერი ყველასკენ ზურგით იდგა და შორს, ზღვას გასცქე-
როდა. თათებჩაკიდებული თახვები თავდახრილნი იდგნენ.
კენტავრები ადგილზე შფოთავდნენ. ბოლოს ყველა დამშვიდ-
და. ირგვლივ ისეთი მდუმარება ჩამოწვა, რომ ბუზის გაფრე-
ნის ხმაც კი ისმოდა; სადღაც ქვემოთ, ტყეში ჩიტები ჭიკჭიკებ-
დნენ და ნაზი სიო ხეებზე ფოთლებს აშრიალებდა. ასლანსა
და კუდიანს შორის საუბარი კი გრძელდებოდა.
ბოლოს, მომლოდინეებმა ასლანის ხმა გაიგონეს.
121 მკითხველთა ლიგა
– შეგიძლიათ მოგვიახლოვდეთ, – თქვა მან, – საქმე მოგ-
ვარებულია. ის თქვენი ძმის სისხლზე პრეტენზიას აღარ აცხა-
დებს, – ყველამ შვებით ამოისუნთქა. გაისმა ჩურჩულის ხმე-
ბი.
სიხარულისაგან სახეგაბადრული კუდიანი, ის-ის იყო, უნ-
და გატრიალებულიყო, რომ ადგილზე შეყოვნდა და ასლანს
ჰკითხა:
– კი, მაგრამ, საიდან უნდა ვიცოდე, რომ სიტყვას არ გა-
ტეხ?
– ღღღ-რ-რრრ! – იქუხა ასლანმა და უკანა თათებზე შედ-
გა; ლომმა პირი დიდზე დააღო და ისე დაიღიალა, რომ პირ-
დაღებულმა კუდიანმა კაბის კალთას ხელი სტაცა და თავქუდ-
მოგლეჯილი გაიქცა.

122 მკითხველთა ლიგა


თავი მეთოთხმეტე

კუდიანის ტრიუმფი

როგორც კი კუდიანი თვალს მიეფარა, ასლანმა ბრძანა:


– ამ ალაგს ახლავე უნდა გავცილდეთ, აქაურობა სხვა მიზ-
ნებისთვის იქნება საჭირო. ამაღამ ბერუნას ფონზე დავბანაკ-
დებით.
რასაკვირველია, ყველას ერთი სული ჰქონდა გაეგო, რაზე
შეთანხმდნენ ასლანი და კუდიანი, თუმცაღა ლომის მკაცრი
სახისა და ყურთასმენის წამღები დაღრიალების შემდგომ,
მისთვის ამ საკითხზე კითხვის დასმა არავის შეუბედავს.
მზე ისე ძლიერ აცხუნებდა, რომ ბალახი სულ გადაწვა. ღია
ცის ქვეშ, სერზე საუზმობის შემდეგ, კარავი დაშალეს და სამ-
გზავროდ ნივთები ჩაალაგეს. ჯერ შუადღე არ დამდგარიყო,
რომ მათ გეზი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ აიღეს. სიარული-
სას არ ჩქარობდნენ, რადგან დანიშნულების ადგილი არც ისე
შორს იყო.
გზად ასლანმა პიტერს საბრძოლო კამპანიის გეგმა გააც-
ნო.
– როგორც კი კუდიანი ამ მხარეში თავის საქმეებს მოაგ-
ვარებს, – აუხსნა მან, – ის და მისი დამქაშები უკან დაიხევენ,
სასახლეში გეგმის დაწყობას შეუდგება და ალყის შემორ-
ტყმისათვის მოემზადება. შესაძლებლობა გექნება, გზა მოუჭ-
რა და სასახლემდე არ მიუშვა. შეიძლება, ეს ვერც მოახერხო.
– ასლანი საბრძოლო გეგმების ახსნას განაგრძობდა. ერთ-
123 მკითხველთა ლიგა
ერთი იყო კუდიანთან და მის დამქაშებთან ტყეში შერკინების
გეგმა, მეორე კი – მის ციხესიმაგრეზე თავდასხმისა. ასლანი
პიტერს უხსნიდა, თუ როგორ უნდა წარემართა საბრძოლო
მოქმედებები: „კენტავრები აი, ასეთ და ასეთ ადგილებში უნ-
და დააყენო“, ან „უნდა გაუშვა მსტოვრები, რათა იცოდე, რომ
ის ამასა და ამას აპირებს“. ბოლოს პიტერმა ვეღარ მოითმინა
და ლომს ჰკითხა:
– კი მაგრამ, ასლან, შენც ხომ იქ იქნები?
– ვერ შეგპირდები, – მიუგო ლომმა და მითითებების მი-
ცემა განაგრძო.
გზის მეორე ნახევარი ასლანმა სუზენთან და ლუსისთან
ერთად გაატარა. ლომი დიდად არ ლაპარაკობდა. ჩანდა,
რომ დანაღვლიანებული იყო.
ჯერ შუადღე არ დამდგარიყო, რომ მათ იმ ადგილს მიაღ-
წიეს, სადაც მდინარის ნაპირი ფართოვდებოდა, თავად მდი-
ნარე კი წყალმარჩხი ხდებოდა. ამ ადგილს ნარნიელები ბე-
რუნას ფონს ეძახდნენ. ასლანმა ბრძანა, მდინარის სწორედ
ამ ნაპირზე დაბანაკებულიყვნენ, თუმცა პიტერმა იკითხა:
– უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, რომ მეორე ნაპირზე დავბა-
ნაკებულიყავით? ხომ შეიძლება კუდიანი თავის ამალით თავს
ღამით დაგვესხას?
ეტყობოდა, რომ ასლანი გონებაში სულ სხვა რაღაცაზე
ბჭობდა. ლომი ფეხზე წამოდგა, ფაფარი შეიფერთხა და გა-
ნაცხადა:
– ჰო, რა მითხარი?
პიტერმა თავისი მოსაზრება გაუმეორა.
– არა, – მიუგო ასლანმა მოწყენილი ხმით, თითქოს მის-
თვის ყველაფერს მნიშვნელობა დაეკარგა, – არა. ამაღამ ის
თავს არ დაგვესხმება, – თქვა და ღრმად ამოიოხრა, – მაგ-
124 მკითხველთა ლიგა
რამ ძალიან კარგია, რომ მსგავს საკითხებზე დაფიქრდი, რა-
მეთუ ჯარისკაცი სწორედ ეგრე უნდა აზროვნებდეს. მაგრამ
ამაღამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, – დასძინა ბო-
ლოს.
ყველა დაბანაკებას შეუდგა.
ასლანის ცუდი გუნება იმ საღამოს გადამდები აღმოჩნდა.
პიტერი თავს იმედგაცრუებულად გრძნობდა იმის გამო, რომ
კუდიანთან შერკინება მარტოს მოუხდებოდა; ბიჭი მოულოდ-
ნელობისგან განცვიფრებული დარჩა, როცა შეიტყო, რომ შე-
იძლებოდა ასლანს ბრძოლაში მონაწილეობა არ მიეღო.
მდუმარედ ივახშმეს. ყველა გრძნობდა, რომ მათი საღამოს
განწყობა წინა საღამოსა და დილის განწყობისგანაც კი ძალ-
ზე განსხვავდებოდა. ისეთი შეგრძნება გეუფლებოდა, თით-
ქოს კარგი დროება დასასრულს უახლოვდებოდა ისე, რომ
დაწყებაც ვერ მოესწრო.
სუზენზე ამ განწყობამ იმდენად იმოქმედა, რომ იმ ღამით
თვალი ვერაფრით მოხუჭა. ერთხანს ცხვრებს ითვლიდა, მე-
რე ლოგინში წრიალებდა, ბორგავდა. მაინც ვერაფრით
დაიძინა. ლუსის ამოოხვრა გაიგონა და უკუნ სიბნელეში დის-
კენ გადაბრუნდა.
– შენც ვერ იძინებ? – ჰკითხა სუზენმა.
– ჰო, – მიუგო ლუსიმ, – მეგონა, უკვე გეძინა. სუზენ, იცი
რა...
– რა იყო?
– საშინელი წინათგრძნობა მაქვს... გული მიგრძნობს, მა-
ლე ჩვენს თავს რაღაც დიდი უბედურება დატრიალდება.
– მართლა? იცი, რატომ გეკითხები, გულწრფელად რომ
ვთქვა, მეც რაღაც მსგავსი წინათგრძნობა არ მაძლევს მოსვე-
ნებას.
125 მკითხველთა ლიგა
– ეს ასლანს ეხება, – მიუგო ლუსიმ, – მას ან რაღაც საში-
ნელება შეემთხვევა, ან თავად აპირებს რაღაც საშინელების
ჩადენას.
– მთელი შუადღე რაღაც სჭირდა, – თქვა სუზენმა, – ლუ-
სი! რაო, რა თქვა, თქვენთან ერთად ბრძოლაში ვერ ვიქნე-
ბიო? როგორ ფიქრობ, ამაღამ ბანაკიდან გაპარვას და ჩვენს
მიტოვებას ხომ არ აპირებს?
– ახლა სად არის? – იკითხა ლუსიმ, – კარავშია?
– არა მგონია.
– სუზენ! მოდი, გარეთ გავიდეთ და მივიხედ-მოვიხედოთ.
იქნებ მას სადმე თვალი მოვკრათ!
– კეთილი, თანახმა ვარ, – მიუგო სუზენმა, – თვალებდაჭ-
ყეტილ წოლას ისევ ეგ ჯობია.
გოგონებმა მძინარეთა შორის გზა ფრთხილად გაიკვლიეს
და კარვიდან გარეთ გაძვრნენ. მთვარე კაშკაშებდა. ირგვლივ
გამეფებულ დამაყრუებელ მდუმარებას მხოლოდ რიყის ქვებ-
ზე მდინარის ჩუხჩუხი არღვევდა. უეცრად სუზენი ლუსის
მკლავში სწვდა.
– შეხედე!
ბანაკის მეორე მხარეს, სწორედ იმ ალაგას, საიდანაც
ხეები იწყებოდა, გოგონებმა ტყისკენ დინჯი ნაბიჯებით მიმა-
ვალი ლომი დაინახეს. ლუსი და სუზენი მას ხმისამოუღებლივ
უკან აედევნენ. ასლანი გორის ციცაბო ფერდობზე ავიდა და
მარჯვნივ შეუხვია. ჩანდა, რომ იმ ადგილისკენ, სადაც ქვის
მაგიდა იდგა, ზუსტად იმავე გზით მიდიოდა, რომლითაც ისი-
ნი შუადღისას მდინარის ფონზე დასაბანაკებლად მოვიდნენ.
ასლანი წინ შეუჩერებლივ მიდიოდა, ხან მუქ ჩრდილებში
იკარგებოდა, ხანაც კაშკაშა მთვარის შუქზე მიაბიჯებდა.
ცვრიან ბალახზე სიარულისგან გოგონებს ფეხები სულ დაუს-
126 მკითხველთა ლიგა
ველდათ. მათ წინ მიმავალი ასლანი იმ ასლანისაგან, რო-
მელსაც ისინი იცნობდნენ, რაღაცნაირად, განსხვავდებოდა.
კუდდაშვებული და თავდახრილი ლომი წინ ძალზე ნელა
მიაბიჯებდა, თითქოს ძალიან, ძალიან დაღლილი ყოფილი-
ყო. მერე კი, როცა მათ ღია სივრცე უნდა გადაეკვეთათ იქ, სა-
დაც არც ჩრდილები იყო და არც არაფერი ისეთი, სადაც ბავ-
შვები დამალვას შეძლებდნენ, ასლანი გოგონებს შეუტრიალ-
და. უკან გაქცევა უაზრობა იქნებოდა, ამიტომ სუზენი და ლუ-
სი ლომს მიუახლოვდნენ.
– ო, ბავშვებო, ბავშვებო, რატომ მომყვებით? – ჰკითხა ას-
ლანმა მიახლოებულ სუზენსა და ლუსის.
– დაძინება ვერ შევძელით, – მიუგო ლუსიმ, თუმცა იგ-
რძნო, რომ არაფრის თქმა არ იყო საჭირო, ასლანი მათ ფიქ-
რებს ისედაც მშვენივრად ხვდებოდა.
– გთხოვ, შეიძლება თან წამოგყვეთ... სადაც არ უნდა მი-
დიოდე? – ჰკითხა სუზენმა.
– იცით... – დაიწყო ასლანმა და შეფიქრიანდა,– შეიძლე-
ბა... ამაღამ მეგობრების ხლებით ნამდვილად მოხარული
ვიქნები. დიახ, შეიძლება. ოღონდაც, თუ პატიოსან სიტყვას
მომცემთ, რომ იქ გაჩერდებით, სადაც გეტყვით და უკან აღარ
გამომყვებით, – დაამატა მან.
– ო, გმადლობ, გმადლობ, ასლან. როგორც გვეტყვი, ისე
მოვიქცევით, – უპასუხეს გოგოებმა.
ბავშვები ასლანს აქეთ-იქიდან მხარში ამოუდგნენ და გზა
მდუმარედ განაგრძეს. ნეტავ იცოდეთ, რა ნელა მიაბიჯებდა
ლომი! თავისი დიდი, მეფური თავი იმდენად დაეხარა ძირს,
რომ თითქმის ბალახს ეხებოდა. მერე წაიბორძიკა და ხმადაბ-
ლა დაიკვნესა.

127 მკითხველთა ლიგა


– ასლან! ძვირფასო ასლან! – შესძახა ლუსიმ, – რა იყო?
გვითხარი, რაშია საქმე!
– ავად ხარ, ძვირფასო ასლან? – ჰკითხა სუზენმა.
– არა, – მიუგო ასლანმა ბავშვებს, – უბრალოდ, სევდამ
შემიპყრო და თავს ობლად ვგრძნობ. შემიცურეთ თქვენი ხე-
ლები ფაფარში, რათა ვიგრძნო, რომ ჩემთან ერთად ხართ და
გზა ასე განვაგრძოთ.
გოგონები ისე მოიქცნენ, როგორც ასლანმა სთხოვათ.
სხვა დროს, ლომის ნებართვის გარეშე, ამას ვერ გაბედავ-
დნენ. თუმცა ასლანის პირველად დანახვისთანავე ძალიან
მოუნდათ, თავიანთი ცივი ხელები ლომის ლამაზ, ზღვასავით
მოლივლივე, ოქროსფერ ბეწვში შეეცურებინათ და მოჰფერე-
ბოდნენ. ისინი იმ გორის ფერდობს დაადგნენ, რომელზეც
ქვის მაგიდა იდგა. ფერდობი ხეებით იყო დაფარული; როცა
მიუახლოვდნენ სულ განაპირა ხეს, რომლის გარშემოც ბუჩ-
ქნარი ხარობდა, ასლანმა ბავშვებს უთხრა:
– ო, ბავშვები, ბავშვებო! თქვენ აქ უნდა გაჩერდეთ. რაც
არ უნდა მოხდეს, სამალავიდან თავი არ გასცეთ. მშვიდობით.
სუზენი და ლუსი ცხარე ცრემლით ატირდნენ, თუმცა ვერ
გაეგოთ, რატომ. ბავშვები ლომს მოეხვივნენ, ფაფარი, ცხვი-
რი, თათები და მოწყენილი, დიდრონი თვალები დაუკოცნეს.
მერე ასლანი მათ გაშორდა და ნელ-ნელა გორის თავზე ავი-
და. ლუსი და სუზენი იქვე ბუჩქნარში დაიმალნენ. აი, რა
დაინახეს იქიდან:
ქვის მაგიდის გარშემო დიდძალი ხალხი შეკრებილიყო.
მთვარის შუქზე ჩანდა, რომ მათგან მრავალს ჩირაღდნები
ეჭირა, ავისმომასწავებელი ცეცხლის ენები შავი კვამლით იწ-
ვოდნენ. ერთი გენახა, ვინ არ იყო იქ! საზარელკბილებიანი
კაციჭამიები, მგლები, ხარისთავა კაცები; ბოროტ ხეთა სულე-
128 მკითხველთა ლიგა
ბი და შხამიანი მცენარეები; სხვა არსებებს არც კი აღვწერ,
წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მგონია, უფროსებმა ამ წიგნის
წაკითხვის უფლება მოგცენ. კრუელები, ალქაჯები, ინკუბები-
14
, მოჩვენებები, ჯინები, იფრითები15, ბოროტი ელფები, ორ-
ნიკები16, ვეება, ბალნიანი ჰუმანოიდები და ეტინები17. იქ იყო
ყველა, ვინც მგელმა კუდიანის ბრძანებით იხმო. მათ
შუაგულში კი, ქვის მაგიდასთან, თავად თეთრი კუდიანი იდ-
გა. თავდაპირველად უშველებელი ლომის დანახვაზე არსე-
ბებს შიშისაგან თავზარი დაეცათ და წივილ-კივილი მორთეს.
წამით თავად კუდიანიც კი შეშინდა, თუმცაღა ქალმა თავი
ხელში მალევე აიყვანა, შიშს მოერია და ველურად, მგზნება-
რედ გადაიკისკისა.
– სულელო! – შესძახა ქალმა, – ეს სულელი თავის ფეხით
მოვიდა! ახლავე გაკოჭეთ!
ლუსი და სუზენი სუნთქვაშეკრულნი ელოდნენ, როდის იღ-
რიალებდა ასლანი და მტრებს ეძგერებოდა. ოთხი, ცოტა
ხნის წინ შეშინებული, ახლა კი შეგულიანებული ალქაჯი ას-
ლანს სიცილ-ხითხითით მიუახლოვდა.
– გაკოჭეთ-მეთქი! – გაიმეორა თეთრმა კუდიანმა. ალქა-
ჯები ასლანს ეძგერნენ და როცა ნახეს, რომ ლომს მათთვის
წინააღმდეგობა არ გაუწევია, სიხარულისგან აჩხავლდნენ.
ამის დანახვაზე სხვები – ბოროტი ჯუჯები და მაიმუნები – ალ-

14 ინკუბები – (მხ. ინკუბი) არიან მამრობითი სქესის სიძვის დემონები,


რომლებიც ადამიანთან სექსუალურ კავშირს ამყარებენ და მათი სექ-
სუალური ენერგიით იკვებებიან.
15 იფრითები – ნარნიაში ზამთრის ხანისას კუდიანის მსახური ავი სულები.
16 ორნიკები – ნარნიაში კუდიანის მიმდევრები და მსახურები.
17 ეტინები – ნარნიაში კუდიანის მიმდევრები და მსახურები. ორთავა გო-

ლიათები. ნარნიის სამყაროში ამ არსებათა სამშობლოს ეტინსმური ჰქვი-


ა.
129 მკითხველთა ლიგა
ქაჯებს დასახმარებლად მისცვივდნენ. მათ ვეება ლომი ზურ-
გზე დააგდეს, წინა და უკანა თათები ერთმანეთზე მიატყუპები-
ნეს და ისე შებოჭეს. არსებები ერთმანეთის გამამხნევებელ
ფრაზებს გაჰყვიროდნენ, თითქოს რამე დიდი საგმირო საქმე
ჩაედინათ. არადა, ლომს მხოლოდ ერთი თათის მოქნევით
შეეძლო ისინი სიცოცხლისათვის გამოესალმებინა, თუმცა ას-
ლანს კრინტიც არ დაუძრავს, მაშინაც კი, როდესაც მტრებმა
მას თოკები ისე მაგრად მოუჭირეს, რომ ჭრილობებიც კი
მიაყენეს. ავმა არსებებმა ასლანი ქვის მაგიდისაკენ წაათრი-
ეს.
– შეჩერდით! – თქვა კუდიანმა, – ჯერ ფაფარი უნდა გა-
დავპარსოთ!
გაისმა შეკრებილთა მორიგი ბოროტი სიცილ-ხითხითი.
მათ, ხელში დიდი მაკრატლით, ერთ-ერთი კაციჭამია გა-
მოეყო. ის ლომს მიუახლოვდა, მის წინ ჩაიცუცქა და ასლანს
თავი გადაკრიჭა. „კრიჭ-კრიჭ-კრიჭ“ ისმოდა და ძირს, მიწაზე
ოქროსფერი კულულები ცვიოდა. კაციჭამია ფეხზე ადგა და
უკან დაიხია. ბავშვებმა სამალავიდან დაინახეს, თუ როგორი
შესაბრალისი და სხვანაირი სახე ჰქონდა უფაფროდ დარჩე-
ნილ ასლანს. ეს სხვაობა მისმა მტრებმაც შენიშნეს.
– ახლა ის მხოლოდ დიდი კატაა! – წამოიძახა ვიღაცამ.
– ნუთუ ამის გვეშინოდა? – იკითხა მეორემ.
ისინი ასლანს გარს შემოეხვივნენ და დაცინვა დაუწყეს:
„ფის, ფის! შე საწყალო ფისუნიავ!“, „კატავ, დღეს რამდენი
თაგვი დაიჭირე?“, „ლამბაქით რძე ხომ არ გესიამოვნებოდა,
ფისუკავ?“
– ო, როგორ შეუძლიათ? – იკითხა მდუღარე კურცხლით
ლოყადამწვარმა ლუსიმ, – მხეცები! მხეცები! – მას მერე, რაც
ნანახისაგან ელდანაცემი ცოტათი დამშვიდდა, ლუსის თავგა-
130 მკითხველთა ლიგა
დაპარსული ასლანი ახლა უფრო მეტად მამაცი, ლამაზი და
თვინიერი ეჩვენა.
– ალიკაპი ამოსდეთ! – ბრძანა კუდიანმა. მაშინაც კი, რო-
ცა ასლანს ალიკაპს უკეთებდნენ, საკმარისი იყო, მას ერთი
პირი გაეღო, რომ ორ ან სამ არსებას ხელებს მოაჭამდა. თუმ-
ცა ის არ განძრეულა. როგორც ჩანდა, ამან ასლანის მტრები
სულ გააავა. ლომს ყველა ერთბაშად თავს დააცხრა. მათაც
კი, ვისაც, მიუხედავად გაკოჭილი ასლანისა, მასთან მიახ-
ლოებისა მაინც ეშინოდათ, ახლა მხნეობისათვის მოეხმოთ
და ლომს წიხლებსა და მუშტებს უშენდნენ, ზედ აფურთხებ-
დნენ და მასხრად იგდებდნენ. ამ ყველაფერს ორი გოგო შო-
რიდან თვალს ადევნებდა, თუმცა არსებათა სიმრავლის გამო
ასლანს ვერ ხედავდნენ.
გაავებულმა ბრბომ, ასლანის შეურაცხყოფით გული რომ
იჯერა, ალიკაპამოდებული და გაკოჭილი ლომი ქვის მაგიდი-
საკენ წაათრია. ასლანს ხან მიათრევდნენ და ხან ექაჩებოდ-
ნენ. ლომი ისეთი დიდი იყო, რომ არსებებს მთელი თავიანთი
ძალ-ღონის მოკრება დასჭირდათ, რათა მაგიდაზე დასაწვე-
ნად მაღლა აეწიათ. მათ ასლანს თოკები კიდევ უფრო მაგ-
რად მოუჭირეს.
– ლაჩრები! ლაჩრები! – მწარედ ქვითინებდა სუზენი, –
მისი ჯერ კიდევ ეშინიათ!
მას შემდეგ, რაც თოკების ბადეში გახლართული ასლანი
ქვის მაგიდაზე მიაბეს, ბრბო დადუმდა. ხელში ჩირაღდნე-
ბიანი ოთხი ალქაჯი მაგიდის კუთხეებში იდგა. კუდიანმა მო-
სასხამი გაიხადა, ზუსტად ისე, როგორც მაშინ, უღრან ტყეში,
ასლანის ნაცვლად ედმუნდის მოსაკლავად რომ ემზადებოდა,
და დანის ალესვას შეუდგა. ჩირაღდნის შუქზე, რომელიც მას
დროდადრო ეცემოდა, ბავშვებმა შენიშნეს, რომ კუდიანის
131 მკითხველთა ლიგა
დანა არა ლითონის, არამედ ქვისგან ნაკეთი უნდა ყოფილი-
ყო. მას რაღაც უცნაურად საზარელი მოყვანილობა ჰქონდა.
კუდიანი ასლანს მიუახლოვდა. ის ლომის თავთან დადგა.
თეთრ კუდიანს სახე სიბრაზისაგან დამანჭოდა. ასლანი ამ
დროს მაღლა ცას მშვიდად შესცქეროდა. არც შეშინებული
ჩანდა და არც – გაბრაზებული, თუმცაღა, სახეზე სევდა ეტყო-
ბოდა. დანის ჩარტყმამდე კუდიანი ძირს დაიხარა და
მთრთოლვარე ხმით ჰკითხა:
– მითხარი, საბოლოოდ ვინ დარჩა გამარჯვებული? სულე-
ლო, ნუთუ მართლა გეგონა, რომ ამით იმ გამცემს, იმ ადამი-
ანს გადაარჩენდი? როგორც შევთანხმდით, მის ნაცვლად შენ
მოგკლავ; საიდუმლო ჯადოქრობის თანახმად, მსხვერპლშე-
წირვის რიტუალი შესრულებულად ჩაითვლება. მაგრამ შენი
სიკვდილის მერე მის მოკვლაში ხელს ვინ შემიშლის? ახლა
უკვე ვინ გამომტაცებს ხელიდან? ნუთუ ვერ მიხვდი, რომ ნარ-
ნია სამარადისოდ გადმომეცი? საკუთარი სიცოცხლე მის გა-
დასარჩენად გაიღე, თუმცაღა სულ ამაოდ. დაე, ამ ცოდნით
მოკვდე!
ბავშვებმა ვერ დაინახეს, როგორ მოკლა კუდიანმა დანით
ასლანი. ლუსიმ და სუზენმა თვალებზე ხელები აიფარეს,
რადგან მათთვის ეს მეტისმეტად მძიმე სანახაობა იყო.

132 მკითხველთა ლიგა


თავი მეთხუთმეტე

საიდუმლო ჯადოქრობა უხსოვარ დრომდე

გოგონები ბუჩქებში ჯერ ისევ სახეზეხელაფარებულნი იმა-


ლებოდნენ, როცა მათ კუდიანის მოწოდება გაიგონეს:
– ახლა კი მომყევით! მტერს ბოლო უნდა მოვუღოთ! მათი
დიდი, სულელი კატა მკვდარია, ხოლო მის გარეშე დარჩენი-
ლი პარაზიტი ადამიანებისა და მოღალატეების განადგურება
დიდ დროს არ წაგვართმევს!
სწორედ ამ დროს ბავშვების სიცოცხლეს რამდენიმე წამით
საფრთხე შეექმნა. ველური ყვირილით, რომელშიც სტვირე-
ბის კივილი და საყვირების გუგუნი ისმოდა, ბოროტმოქმედ-
თა ურდომ ბუჩქნარში დამალულ ბავშვებს გვერდზე ჩაუქრო-
ლა და გორიდან ქვემოთ დაეშვა. როცა ალებმა ჩაირბინეს,
სუზენმა და ლუსიმ ცივი ქარი იგრძნეს; გორის ფერდობზე
დაშვებული მინოტავრების ფეხქვეშ მიწა ზანზარებდა. ბავ-
შვებს თავზე სვავებისა და გიგანტური ღამურების შავმა გუნ-
დმა ფრთების მძლავრი ტყლაშუნით გადაუფრინა. სხვა
დროს, ალბათ, შიშის კანკალი აიტანდათ, მაგრამ ასლანის
ასეთი საწყალობელი, თავზარდამცემი და დამამცირებელი
სიკვდილის გარდა, ვერაფერზე ფიქრობდნენ.
როგორც კი ტყე კვლავ მიჩუმდა, სუზენი და ლუსი ბუჩქები-
დან გამოძვრნენ და გორის თავზე ავიდნენ. თხელ ღრუბლებ-
ში გამოხვეული მთვარე ჩადიოდა, თუმცა თოკების ბადის
ქვეშ მკვდარი ლომის სილუეტს ბავშვები მაინც არჩევდნენ.
133 მკითხველთა ლიგა
გოგონებმა ცვრიან ბალახზე დაიჩოქეს და ლომს ცივი სახე
დაუკოცნეს, მშვენიერი ფაფრის ნარჩენზე ხელებით მოეფერ-
ნენ და იმდენხანს იტირეს, სანამ ცრემლი არ გაუშრათ. მერე
ერთმანეთს გადახედეს, ობლად დარჩენილებმა ხელები ჩაჰ-
კიდეს და კვლავ მწარედ ატირდნენ; ბოლოს დამშვიდდნენ.
– მასზე ამ საშინელი ალიკაპის დანახვა მძაგს. ნეტავ მის
მოხსნას თუ შევძლებთ? – იკითხა ლუსიმ.
ბავშვებმა ასლანისთვის ალიკაპის მოხსნა სცადეს. გოგო-
ებს თითები გაყინული ჰქონდათ და თან ღამის ყველაზე უკუ-
ნი ჟამი იდგა, მაგრამ, ხანგრძლივი მცდელობის შემდგომ,
მათ ეს საქმე წარმატებით დაასრულეს. ასლანის უალიკაპო
სახის დანახვაზე კვლავ ტირილი აუვარდათ. სუზენმა და ლუ-
სიმ ლომს სახე დაუკოცნეს, მოეფერნენ და, რამდენადაც შე-
ეძლოთ, პირიდან გადმოსული სისხლიანი დუჟი მოსწმინდეს.
სიტყვები არ მეყოფა, აღგიწერო, თუ რაოდენ ობლად, უსასო-
ოდ და საშინლად გრძნობდნენ ბავშვები თავს.
– ნეტავ ამ თოკების მოხსნას თუ შევძლებთ? – ახლა სუ-
ზენმა იკითხა. მაგრამ ავგულ მტერს თოკები იმდენად მაგრად
შეეკრა, რომ გოგონები ასეთ კვანძებს ვერაფრით გახსნიდ-
ნენ.
იმედია, არავინ, ვინც ამ წიგნს კითხულობს, არასოდეს ყო-
ფილა ისეთი უბედური, როგორც სუზენი და ლუსი იმ ღამით;
მაგრამ თუ ყოფილხარ – თუ მთელი ღამე ტირილში გაგითე-
ნებია – გეცოდინება, რომ ბოლოს რაღაც უცნაური სიმშვიდე
გეუფლება. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს უკვე აღარაფე-
რი მოხდება და აღარაფერს მოელი. ყოველ შემთხვევაში, გო-
გონები თავს სწორედ ასე გრძნობდნენ. საათი საათს მისდევ-
და, ბავშვებს თანდათან შესცივდათ. ლუსიმ ორი რამ შენიშნა:
ერთი ის, რომ გორის აღმოსავლეთ მხარეს ცა მეტად ნათელი
134 მკითხველთა ლიგა
იყო, ვიდრე ერთი საათის წინ და მეორე – მის ფეხებთან რა-
ღაც მოძრაობდა. თავდაპირველად ლუსიმ ეს უყურადღებოდ
დატოვა. რა აზრი ჰქონდა? ახლა უკვე აღარაფერს ჰქონდა
მნიშვნელობა. მერე ლუსიმ შენიშნა, რომ რაც-არ-უნდა-
ყოფილიყო-ეს, ნელ-ნელა ქვის მაგიდაზე აცოცდა და ახლა,
რაც-არ-უნდა-ყოფილიყვნენ-ისინი ასლანის ცხედარის გარ-
შემო დაფაჩუნობდნენ. პატარა, რუხი არსებები.
– ფუ! – შეჰკივლა სუზენმა მაგიდის მეორე მხრიდან, – რა
მხეცობაა! საძაგელი თაგვები! ოხ, თქვე პატარა მხეცებო, ახ-
ლავე მოშორდით ასლანს! – თქვა და მათ დასაფრთხობად
ხელი მაღლა ასწია.
– მოიცადე! – შეაჩერა და ლუსიმ, რომელიც თაგვებს უფ-
რო ყურადღებით აკვირდებოდა, – ნუთუ ვერ ხედავ, რას აკე-
თებენ?
გოგონები წინ დაიხარნენ და თაგვებს დააცქერდნენ.
– დაუჯერებელია... – აღმოხდა სუზენს, – რა უცნაურია!
თოკებს ღრღნიან!
– მეც სწორედ ეგ ვიფიქრე, – მიუგო ლუსიმ, – მგონი, ეს
მეგობრული თაგვები არიან. პატარა, საცოდავი თაგუნები...
ვერ ხვდებიან, რომ ის მკვდარია. ჰგონიათ, რომ თოკების გა-
დაღრღნით უშველიან.
თენდებოდა. გოგოები უკვე ერთმანეთის სახეებს არჩევ-
დნენ. ათობით, არა, ასობით თაგვი მუყაითად შრომას აგრძე-
ლებდა; თაგუნიების პატარა ჯარმა ერთმანეთის მიყოლებით
ყველა თოკი გადაღრღნა.
ცა აღმოსავლეთის მხარეს მტრედისფერი გახდა. ვარ-
სკვლავები ნელ-ნელა ქრებოდნენ – ყველა, გარდა ერთისა,
რომელიც ქვემოთ, ჰორიზონტთან ჯერ ისევ ანათებდა. დილა

135 მკითხველთა ლიგა


სუსხიანი იყო. საქმის დასრულების შემდეგ თაგვები აქეთ--
იქეთ გაიქც-გამოიქცნენ.
გოგონებმა ლომს გადაღრღნილი თოკები შეხსნეს. მათ
გარეშე ასლანი უკვე საკუთარ თავს ჰგავდა. დღის შუქმა იმა-
ტა, ნელ-ნელა ირგვლივ ყველაფერი უკეთ გამოჩნდა. ასლა-
ნისათვის თავისი მეფური კეთილშობილება სიკვდილსაც კი
ვერ წაერთმია.
მათ ზურგს უკან, ტყეში ჩიტმა ჩაიჭიკჭიკა. ბავშვები იმდე-
ნად მიჩვეულიყვნენ ღამის მდუმარებას, რომ უცაბედად შეკ-
რთნენ. ჩიტს მეორე ჩიტი გამოეპასუხა. მალე იქაურობა მათ-
მა ჭიკჭიკმა მოიცვა.
ღამეს დილისათვის დაეთმო ადგილი.
– ძალიან შემცივდა, – თქვა ლუსიმ.
– მეც, – დაეთანხმა სუზენი, – მოდი, ცოტა გავიარ--
გამოვიაროთ, ფეხები გავშალოთ.
ბავშვები გორის აღმოსავლეთის კიდეს მიუახლოვდნენ და
ქვემოთ გადაიხედეს. დიდი ვარსკვლავი თითქმის გამქრალი-
ყო. მთელი ქვეყანა მუქნაცრისფრად შეფერადებულიყო. მხო-
ლოდ მათ წინ, შორს, ქვეყნის დასალიერს, ზღვა ღია ცის-
ფრად ლივლივებდა. მზე ნელ-ნელა შევარდისფრდა. გოგო-
ებმა ქვის მაგიდიდან, რომელზეც ასლანის ცხედარი ესვენა,
გორის აღმოსავლეთ თხემამდე რამდენჯერმე წინ და უკან
გაიარ-გამოიარეს; ნეტავ იცოდე, ფეხებში როგორ დაღლი-
ლობას გრძნობდნენ! ბოლოს ერთ ადგილას გაჩერდნენ და
მიაცქერდნენ ზღვის მხარეს ქეარ პარაველს, რომელსაც
ძლივძლივობით არჩევდნენ. მათ თვალწინ ზღვასა და ცას
შორის წითელი ხაზი თანდათან გაოქროსფრდა. მზე მაღლა
მეტისმეტად ზანტად იწევდა. უეცრად ბავშვებს უკნიდან რა-

136 მკითხველთა ლიგა


ღაც ძლიერი ხმაური მოესმათ – თითქოს გოლიათს თავისი
გოლიათური თეფში გაეტეხა.
– ეს რა იყო? – იკითხა ლუსიმ და სუზენს მკლავში ჩააფ-
რინდა.
– უ...უკან გატრიალების მეშინია, – მიუგო სუზენმა, – იქ
რაღაც საშინელება ხდება.
– მას, ალბათ, რაღაც უფრო უარესს უპირებენ! ჩქარა! –
თქვა ლუსიმ, მაგიდისაკენ გატრიალდა და თან სუზენიც
წაიყოლა.
მზეამოსულზე უკვე ყველაფერი სხვაგვარად ჩანდა. ფერე-
ბი და ჩრდილები შეცვლილიყო. რაღაც წამით ბავშვებმა ყვე-
ლაზე მთავარი ვერ შენიშნეს. ქვის მაგიდა ორად გადამტყდა-
რიყო. მაგიდის შუაში დიდი და ღრმა ნაპრალი გაჩენილიყო;
ასლანი კი არსად ჩანდა.
– ვაი! ვაი! ვაი! – შეჰკივლეს გოგონებმა და მაგიდას მის-
ცვივდნენ.
– ვაიმე, ეს რა საშინელებაა! – აქვითინდა ლუსი, – ცხედ-
რისთვის მაინც დაენებებინათ თავი!
– ეს ვინ გააკეთა? – იკითხა ხმამაღლა სუზენმა, – ეს რას
ნიშნავს? ნუთუ კვლავ ჯადოქრობა?
– დიახ! – გაისმა მათ ზურგს უკნიდან ხმა, – კვლავ ჯადოქ-
რობა! – ბავშვები უკან გატრიალდნენ. ამომავალი მზის სხი-
ვების კაშკაშა ფონზე იდგა თვით ასლანი! ის იმაზე უფრო დი-
დი და ვეება იყო, ვიდრე ბავშვებს ახსოვდათ. იდგა და არხევ-
და ფაფარს, რომელიც კვლავ გაზრდოდა.
– ო, ასლან! – შეჰყვირეს ბავშვებმა და მას განცვიფრებუ-
ლები მიაშტერდნენ. ისინი ლომის დანახვით ერთდროულად
გახარებულები და შეშინებულები ჩანდნენ.
– შენ ცოცხალი ხარ, ძვირფასო ასლან? – ჰკითხა ლუსიმ.
137 მკითხველთა ლიგა
– ახლა კი, – მიუგო ასლანმა.
– შენ ხომ... შენ...? – ჰკითხა აკანკალებული ხმით სუზენ-
მა. მან თავს ვერაფრით აიძულა სიტყვა „მოჩვენება“ ეთქვა.
ასლანმა ოქროსფერი თავი დახარა და სუზენს შუბლზე ენა
აუსვა. გოგოს სახეში ლომის თბილი სუნთქვა და ფაფრის სა-
სიამოვნო სურნელი ეცა.
– მოჩვენებას ვგავარ? – ჰკითხა ასლანმა.
– ოჰ, შენ ნამდვილი ხარ, ცოცხალი! ო, ასლან! – შეჰყვირა
ლუსიმ. ბავშვები ასლანს მოეხვივნენ და მთელი სახე
დაუკოცნეს.
– კი მაგრამ, ეს რას ნიშნავს? – იკითხა სუზენმა, როდესაც
ოდნავ დამშვიდდნენ.
– იმას, – მიუგო ასლანმა, – რომ, მართალია, კუდიანმა
საიდუმლო ჯადოქრობის შესახებ იცოდა, მაგრამ არსებობს
მასზე უფრო დიდი საიდუმლო ჯადოქრობა, რომლის შესახე-
ბაც ჯადისმა არა უწყოდა რა. მან მხოლოდ იმ ჯადოქრობის
შესახებ იცის, რომელიც ნარნიაში უხსოვარი დროიდან არსე-
ბობს. თუმცაღა, მას რომ უფრო ღრმად შეესწავლა ის ჯადოქ-
რობა, რომელიც ნარნიის შექმნამდე, უხსოვარ დრომდე,
უკუნ წყვდიადში არსებობდა, სულ სხვაგვარი მაგიური ფორ-
მულების წაკითხვას შეძლებდა. კუდიანს ეცოდინებოდა, რომ
როცა უდანაშაულო მსხვერპლი საკუთარ სიცოცხლეს ნება-
ყოფლობით გაწირავს, მაგიდა შუაზე გადატყდება და მის წი-
ნაშე თვით სიკვდილიც უძლური ხდება. ახლა კი...
– ოჰ, ყველაფერი გასაგებია! ასლან, ახლა რა უნდა
ვქნათ? – იკითხა ლუსიმ, ფეხზე წამოხტა და ტაში შემოჰკრა.
– ო, ბავშვებო, – თქვა ლომმა, – ვგრძნობ, რომ ძალები
მიბრუნდება. ო, ბავშვებო, აბა, დამიჭირეთ, თუ ეს ძალგიძთ!
– ასლანი, წამით თვალებგაბრწყინებული და ფეხებაცახცახე-
138 მკითხველთა ლიგა
ბული, ერთ ადგილზე იდგა. ლომი კუდს აქეთ-იქით აქნევდა,
მერე მაღლა აიჭრა, ბავშვებს თავზე გადაუფრინა და მაგიდა-
ზე დახტა. ლუსიმ თვითონაც არ იცოდა, რატომ იცინოდა ასე,
მაგრამ გოგონა მაგიდაზე აცოცდა და ასლანის დაჭერა სცა-
და. ასლანმა კვლავ ისკუპა. დაიწყო გიჟური დევნა. ლომი გო-
რის თავზე წრიულად დახტოდა, გოგონები კი მას ვერაფრით
იჭერდნენ. ლომი მათ ხან კუდთან ახლოს მიუშვებდა, ხან მათ
შორის ჩახტებოდა, ხანაც გოგონებს მაღლა აისროდა და მე-
რე თავისი დიდი, ხავერდოვანი თათებით იჭერდა. მოულოდ-
ნელად ასლანმა თამაში შეწყვიტა, სამივე მხიარული სიცილ--
კისკისით, ერთმანეთში ახლართული, მინდორში გაგორდა.
ასეთი თამაში ნარნიაში უჩვეულო იყო; ლუსის ვერაფრით გა-
დაეწყვიტა, ეს ელჭექთან თამაშს უფრო ჰგავდა, თუ – კნუტ-
თან. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ როცა მზის ქვეშ, ბა-
ლახში, სუნთქააჩქარებულნი სამივე ერთად იწვა, გოგონებს
უკვე აღარც სწყუროდათ და აღარც შიოდათ, მათი დაღლი-
ლობაც კი სადღაც გამქრალიყო.
– ახლა კი, – თქვა ასლანმა, – საქმეს მივხედოთ. ერთი
კარგად დაღრიალება მწადია. უმჯობესი იქნება, თუ ყურებზე
ხელებს აიფარებთ.
ბავშვები ლომს დაემორჩილნენ. ასლანი ფეხზე ადგა, პი-
რი დიდზე დააღო და დაიღრიალა. ის შესახედავად ისეთი შემ-
ზარავი იყო, რომ გოგონებმა მისკენ გახედვაც ვერ გაბედეს.
ლომის ყურთასმენის წამღები ღრიალისაგან ხეები უკან გა-
დაიხარნენ, როგორც მდელოზე ბალახი, ქარის ამოვარდნი-
სას.
– წინ დიდი გზა გველის. ზურგზე უნდა შემასხდეთ, – უთ-
ხრა ასლანმა ბავშვებს, ღრიალს რომ მორჩა. ლომმა ჩაიმუხ-
ლა. ბავშვები მას ოქროსფერბეწვიან, თბილ ზურგზე შეაცოც-
139 მკითხველთა ლიგა
დნენ. სუზენი პირველი იყო. გოგონა ლომს ფაფარში კარგად
ჩაებღაუჭა, ლუსი კი სუზენის უკან დაჯდა და დას ხელები წელ-
ზე მაგრად შემოხვია. ფეხზე წამომდგარი ასლანი ადგილს
მოსწყდა და საუცხოო რაშზე უფრო დიდი სისწრაფით გავარ-
და წინ. ჯერ გორაზე დაეშვა, მერე კი უღრან ტყეში გაუჩინარ-
და.
ბავშვებისათვის, ალბათ, ეს მგზავრობა იყო ყველაზე
შთამბეჭდავი, რაც კი ნარნიაში თავს გადახდენოდათ. ოდეს-
მე ცხენი თუ გიჭენებიათ? მაშინ ის ზღაპრული განცდა გაიხსე-
ნეთ, ოღონდ ფლოქვების თქარუნისა და უზანგების წკარუნის
გარეშე. ლომი ვეება თათებით მიწაზე ყოველგვარი ხმაურის
გარეშე ხტებოდა. მათ მთელი ნარნია შუაზე გადაკვეთეს. აბა,
ახლა, ფაფარაშლილი შავი, რუხი ან წაბლისფერი ბედაურის
ნაცვლად ნაზი, ოქროსფერი ბეწვი წარმოიდგინე. ლომი ყვე-
ლაზე მკვირცხლ ბედაურზეც კი ორჯერ მეტი სიჩქარით მიჰ-
ქროდა; წარმოიდგინე, რომ შენი ბედაური არასოდეს იღლება
და მას არც გზის მითითება სჭირდება. ის მხოლოდ წინ მიჰ-
ქრის, ფეხი არასოდეს უცდება და არც არასოდეს ორჭოფობს,
სად შეუხვიოს და სად არა; ხის კუნძებს შორის გზასაც შესა-
ნიშნავად და იოლად იკვლევს, ზედ ახტება ბუჩქებს, ეკალ-
ბარდებსა და პატარა ნაკადულებს. თავთხელ მდინარეში თა-
თების დასველებას არ ერიდება და, თუ საჭიროა, ღრმა მდი-
ნარესაც კი გადაცურავს. წარმოიდგინე, რომ ის გზაზე, პარ-
კში და ტრიალ მინდორში კი არ მიგაჭენებს, არამედ გაზაფხუ-
ლის პირს, წიფლების ხეივანში, მუხების მზიან ველობებზე. ის
გადაივლის თოვლივით ქათქათა ყვავილებით აფეთქებულ,
ველური ალუბლების ხილნარს, გვერდზე ჩაუქროლებს ხმა-
მაღლა მჩქეფარე ჩანჩქერებს, ხავსმოდებულ კლდეებს,
ექოსგამომცემ მღვიმეებსა თუ გამოქვაბულებს, მერე კი მაღ-
140 მკითხველთა ლიგა
ლა და მაღლა, ჯოჯოებით18 დაფარულ, ქარიან ფერდობებს,
მანანებიან, ციცაბო მთის კალთებსა და თავბრუდამხვევ
მთაგრეხილებს გადაჭრის; შემდეგ კვლავ ქვევით და ქვევით
დაეშვება, გადაკვეთს დაბურულ ხეობებს და საბოლოოდ კი-
ლომეტრებზე გადაჭიმულ, ცისფერი ყვავილებით მოპენტილ
მინდორში გავა.
თითქმის შუადღე იყო, როდესაც ჩვენი მგზავრები ერთ ცი-
ცაბო ფერდობს მიადგნენ. მის ძირას ციხესიმაგრე დაინახეს,
რომელიც ასეთი სიმაღლიდან პატარა, წვეტოვანკოშკურები-
ან სათამაშოს მოგაგონებდა. თუმცაღა ლომი ფერდობზე ისე-
თი სიჩქარით დაეშვა, რომ ციხესიმაგრე ყოველ წუთში უფრო
და უფრო იზრდებოდა. სანამ გოგონები იმას შეიტყობდნენ,
თუ ვის ეკუთვნოდა იგი, ისინი უკვე ციხესიმაგრესთან იყვნენ.
მათ თავზე წამოჭიმული ნაგებობა ახლა უკვე სრულიად აღარ
ჰგავდა სათამაშოს. ქონგურებს შორის არავინ ჩანდა. ალაყა-
ფის კარი ჩარაზული იყო. ასლანს სირბილი არ შეუნელებია,
წინ ტყვიასავით გაქანდა.
– კუდიანის სახლი! – იყვირა მან,– ბავშვებო, კარგად მო-
მეჭიდეთ!
მომდევნო წუთში მთელი სამყარო თავდაყირა დადგა. ბავ-
შვებს ისეთი შეგრძნება დაეუფლათ, თითქოს გულ-მუცელი
ამოუბრუნდათ; ლომი იმხელაზე ახტა, – ამხელაზე ის მანამ-
დე არასოდეს ამხტარა – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჰა-
ერში აიჭრა და გალავნის კედელს გადააფრინდა. უეცრად სუ-
ზენი და ლუსი ლომის ზურგიდან ძირს სუნთქვაშეკრულები,

ჯოჯო (ლათ. Ulex) – მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა, ორ მეტ-


18

რამდე სიმაღლის ბუჩქებია. სქლად შებუსული ეკლიანი ტოტები და ქერ-


ქლისებრი ფოთლები აქვთ.
141 მკითხველთა ლიგა
თუმცა უვნებლები ჩამოცვივდნენ. მოულოდნელად ბავშვებმა
თავი ქანდაკებებით სავსე, ქვისკედლებიან, ფართო შიდა
ეზოში ამოჰყვეს.

142 მკითხველთა ლიგა


თავი მეთექვსმეტე

რა ბედი ეწიათ ქვის ქანდაკებებს

– რა უცნაური ადგილია! – წამოიყვირა ლუსიმ, – ეს რამ-


დენი ქვის ცხოველია.... ადამიანებიც! მ... მუზეუმს ჰგავს.
– ჩუ! – გააჩუმა სუზენმა, – ნახე, ასლანი რას აკეთებს!
მართლაც დიდებული სანახავი იყო. ასლანი ერთი ნახტო-
მით ქვის ლომს მიუახლოვდა და სული შეუბერა. მერე ისე
დატრიალდა, გეგონებოდა, კატა თავის კუდს დასდევსო, და
სული ქვის ჯუჯას შეუბერა, რომელიც, როგორც გახსოვთ,
ლომისკენ ზურგით, მისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით
იდგა. ასლანმა ახლა ჯუჯის უკან გაქვავებული, მაღალი
დრიადისკენ გადაინაცვლა, მერე მკვირცხლად გვერდზე გატ-
რიალდა და, მისგან მარჯვნივ, სული ქვის კურდღელს შეუბე-
რა, შემდეგ – ორ კენტავრს. უცებ ლუსიმ წამოიყვირა:
– ო, სუზენ! შეხედე! ქვის ლომს შეხედე!
ალბათ, იცი, რა მოხდება, თუ ანთებულ ასანთს გაზეთის
ნაგლეჯთან მიიტან. თავდაპირველად არაფერი ხდება, მაგ-
რამ მალევე ამჩნევ, ცეცხლის ალისფერი ხაზი ქაღალდს კი-
დიდან როგორ ეპარება. აი, ზუსტად მსგავს რაღაცას ხედავ-
დნენ ბავშვები. ერთხანს იმ ლომს, რომელსაც ასლანმა სული
შეუბერა, არაფერი მოსვლია, მაგრამ მერე სიმივით თხელმა,
ოქროსფერმა ზოლმა ლომს თეთრ მარმარილოს ზურგზე გა-
დაურბინა და თანდათან გაიშალა – გეგონებოდა, ცეცხლი
მოეკიდაო, აი, ზუსტად ისე, როგორც გაზეთის ნაგლეჯს. უკანა
143 მკითხველთა ლიგა
კიდურები ჯერ ისევ ქვის ჰქონდა, თუმცა როგორც კი ფაფარი
შეიფერთხა, მასიური ქვის ნაკეცები იმწამსვე ნამდვილ თმად
იქცა. ლომმა პირი დააღო და გულიანად დაამთქნარა. გოგო-
ნებმა სახეზე მისი თბილი ამონასუნთქი იგრძნეს. წამებში
ლომის უკანა ფეხებმაც შეისხეს ხორცი. მხეცმა ცალი ფეხი
ასწია და ტანი მოიფხანა. მერე, ასლანს თვალი მოჰკრა თუ
არა, იმწამსვე მისკენ გაიქცა. გახარებული, ასლანის გარშე-
მო ხტუნავდა, ზედ ახტებოდა და სახეს ულოკავდა.
როცა ბავშვებმა ლომიდან მზერა ეზოზე გადაიტანეს,
დაინახეს, რომ მათ გარშემო ქანდაკებები ნელ-ნელა ცოც-
ხლდებოდნენ. შიდა ეზო უკვე სულ აღარ ჰგავდა მუზეუმს.
იქაურობა უფრო ზოოპარკს დამსგავსებოდა. არსებები ას-
ლანს კუდში დასდევდნენ და მის გარშემო ცეკვავდნენ. მათ
შორის ასლანის დანახვა უკვე ჭირდა. შიდა ეზოში მკვდრის-
ფერი სითეთრე ახლა ცისარტყელის ფერებს დაეჯაბნა: წაბ-
ლისფრად მბზინავი კენტავრების ბეწვი, ცალრქა ცხენების
მუქი ლურჯი რქები, ჩიტების თვალისმომჭრელად ფერადოვა-
ნი ბუმბული, მოწითალო-მოყავისფრო მელიები, ძაღლები და
სატირები, ჯუჯების მეწამული, წოპწოპა ქუდები და ყვითელი
წინდები; ვერცხლისფერსამოსიანი არყის ხის ქალწულები,
მწვანე, გამჭვირვალესამოსიანი წიფლის ხის ქალწულები და
გაყვითლებამდე ხასხასა მწვანესამოსიანი ლარიქსის ქალწუ-
ლები ერთმანეთში ირეოდნენ. დამაყრუებელი მდუმარების
ნაცვლად, ახლა კუდიანის ციხესიმაგრის შიდა ეზოში
ღრიალი, ყროყინი, წკავწკავი, ყეფა, წივილი, ღმუილი, ხვიხ-
ვინი, ჭიხვინი, თქარუნი, შეძახილები, ვაშა, სიმღერები და
სიცილ-კისკისი ისმოდა.
– ო! – წამოიყვირა გაოცებისაგან ხმაშეცვლილმა სუზენ-
მა, – ერთი ამას შეხედე! ეს... ეს ხომ საშიშია?
144 მკითხველთა ლიგა
ლუსიმ დაინახა, თუ როგორ შეუბერა ასლანმა ფეხებზე სუ-
ლი გაქვავებულ გოლიათს.
– ნუ გეშინიათ! – დაუყვირა ასლანმა ბავშვებს მხიარული
ხმაზე, – როგორც კი ფეხები გაუცოცხლება, მათ სხეულის და-
ნარჩენი ნაწილები მიჰყვება.
– ეგ არ მიგულისხმია, – უჩურჩულა სუზენმა ლუსის. თუმ-
ცა, ამას აზრი აღარ ჰქონდა. გოლიათი ნელ-ნელა ცოცხლდე-
ბოდა. ის უკვე ფეხებს ამოძრავებდა. წამის შემდეგ გოლიათ-
მა ვეება კომბალი მხრიდან ჩამოღო, თვალები მოიფშვნიტა
და თქვა:
– ღმერთმანი! ალბათ, ჩამეძინა. ნეტავ სად გაქრა ის ერთი
ციცქნა კუდიანი, რომელიც ფეხებში მებლანდებოდა?! – მის-
თვის მომხდარის ახსნა ყველამ ერთხმად ცადა. გოლიათმა
ხელი ყურთან მიიდო და იქ მყოფებს ნათქვამი გაამეორებინა.
როცა საბოლოოდ მიხვდა, თუ რა მომხდარიყო, წელში
მოიხარა, თავი თივის ზვინის კენწერომდე დახარა და მახინჯ,
თუმცაღა ალალ სახეზე ღიმილით ასლანის წინაშე ქუდი მო-
წიწებით მოიხადა. გოლიათები ინგლისში ახლა დიდი იშ-
ვიათობაა, მით უფრო, კარგი ხასიათისანი. სანაძლეოს ჩამო-
ვალ, გაღიმებული გოლიათი არასოდეს გინახავს! ეს ერთობ
საუცხოო სანახაობაა!
– ახლა ციხესიმაგრე შიგნიდან შევამოწმოთ! – ბრძანა ას-
ლანმა, – ცოცხლად, მეგობრებო! შეამოწმეთ ყოველი კუთხე-
კუნჭული, ზემოთ თუ ქვემოთ! არ დაგავიწყდეთ თვით მეპატ-
რონის საძინებლის გაჩხრეკა! არვინ უწყის, სად შეიძლება გა-
დაეყაროთ მის რომელიმე ბეჩავ, ქვის ტყვეს.
ყველა ერთბაშად ციხესიმაგრეში შეცვივდა. რამდენიმე
წუთში ჩაბნელებული, ავი შესახედი, აშმორებული, ძველი ცი-
ხესიმაგრე არსებების შეძახილებმა და სარკმლების გაღების
145 მკითხველთა ლიგა
ექომ გამოაცოცხლა. „დილეგი არ დაგავიწყდეთ...“, „ერთი ამ
კარის გაღებაში მოგვეშველე!“, „აი, კიდევ ერთი ხრახნილი
კიბე... ო! ამას რას ვხედავ, საბრალო კენგურუ. ასლანს
დაუძახეთ...“, „ფუ! ნეტავ აქ რა ყარს...“, „ფრთხილად! დი-
ლეგში არ ჩავარდე.... ჰეი, თქვენ მაღლა! აქ, მთელი კიბის
თავი ქანდაკებებითაა გადაჭედილი!“. თუმცა, ალბათ, ყველა-
ზე სასიხარულო ამბავი მაშინ მოხდა, როცა სახეგაბრწყინე-
ბული ლუსი კიბეზე შეძახილებით ამოვარდა.
– ასლან! ასლან! მისტერ თამნასი ვიპოვე. ჩქარა, მომყევი!
სულ მალე ლუსი და პატარა ფავნი ხელიხელჩაკიდებულე-
ბი მხიარულად ცეკვავდნენ. ჭაბუკ ფავნს ქანდაკებად გადაქ-
ცევისას, მართალია, არაფერი დაშავებოდა, თუმცაღა მომ-
ხდარის შესახებ არა იცოდა რა და ლუსის მონათხრობს დიდი
ინტერესით უსმენდა.
კუდიანის სასახლის ჩხრეკა დასრულდა. ციხესიმაგრეში
ყველა სარკმელი და კარი ღია იყო. მის ყველა ბნელ კუთხე--
კუნჭულს უკვე დღის შუქი ანათებდა და ათბობდა; სარკმლე-
ბიდან დარბაზებში გაზაფხულის საამური სურნელი იღვრებო-
და. გაცოცხლებული ქანაკებები შიდა ეზოში გავიდნენ. სწო-
რედ ამ დროს ვიღაცამ, მგონი, თამნასმა, იკითხა:
– კი მაგრამ, ციხესიმაგრიდან გარეთ როგორ გავალთ? –
ალაყაფის კარი კვლავინდებურად ჩარაზული იყო.
– მშვიდად, ყველაფერი მოგვარდება, – განაცხადა ას-
ლანმა; მერე უკანა თათებზე შედგა და გოლიათს შესძახა:
– ჰეი! შენ, მანდ! – იღრიალა ლომმა, – რა გქვია?
– გოლიათი რამბელბაფინი, თქვენო ღირსებავ, – მიუგო
გოლიათმა და კიდევ ერთხელ ქუდი მაღლა ასწია.
– მაშ ასე, გოლიათო რამბელბაფინ, – უთხრა ასლანმა, –
აქედან გარეთ გასვლაში უნდა დაგვეხმარო!
146 მკითხველთა ლიგა
– რაღა თქმა უნდა, თქვენო ღირსებავ. ეს ჩემთვის დიდი
პატივია, – მიუგო გოლიათმა რამბელბაფინმა, – ალაყაფის
კარიდან ცოტა განზე გადექით, ლილიპუტებო, – თქვა და კა-
რისკენ გაემართა. ბრახ-ბრახ-ბრახ. თავისი ვეება კომბალი
დაუშინა ალაყაფის კარს, რომელმაც პირველი დარტყმისთა-
ნავე გაიჭრიალა, მეორე დარტყმისას – გაიბზარა, ხოლო მე-
სამე დარტყმაზე კი – ნამსხვრევებად იქცა. გოლიათი ახლა
მის ორივე მხარეს მდგარ კოშკებს მისდგა და რამდენიმე
წუთში მათგან ნანგრევების გროვები დააყენა. მტვრის ღრუ-
ბელი მალევე გაიფანტა. ერთობ უცნაური იყო მწვანედ აბიბი-
ნებული ბალახის, ფოთოლაშრიალებული ხეების, ტყეში ჩუხ-
ჩუხა, ვერცხლისწყლისფერი ნაკადულების, ცისფრად აყვავე-
ბული გორებისა და ფირუზისფერი ცის ცქერა იმ გალავნის
ვეება ნაპრალიდან, რომელიც პირქუში ციხესიმაგრის უსი-
ცოცხლო, ფილაქნებიან ეზოს გარს ერტყა.
– ჯანდაბა, გავოფლიანდი! – თქვა გოლიათმა, რომელიც
მატარებლის ძრავასავით ქშინავდა, – ჩანს, ფორმა დავკარ-
გე. შემთხვევით, თქვენგან რომელიმე ყმაწვილქალს ჯიბით
ცხვირსაფოცი ხომ არ გექნებათ?
– დიახ, მე მაქვს, – მიუგო ლუსიმ. გოგონა თითის წვერებ-
ზე აიწია და შეეცადა, გოლიათისთვის ცხვირსახოცი, რაც შე-
ეძლო, მაღლა აეწია.
– გმადლობთ, მის, – უთხრა გოლიათმა რამბელბაფინმა
და ძირს დაიხარა. უეცრად ლუსი გოლიათის საჩვენებელ და
ცერა თითებს შორის აღმოჩნდა, თანაც – ჰაერში. ის-ის იყო,
გოგონა გოლიათს ცხვირთან მიუახლოვდა, რომ კაცი შეცბა,
ლუსი მიწაზე ნაზად დასვა და აბუტბუტდა:
– ღმერთმანი, ხელში გოგონა არ ამიყვანია! დიდი ბოდი-
ში, მის, ცხვირსაფოცი მეგონეთ.
147 მკითხველთა ლიგა
– არა, არა, მე ცხვირსახოცი არ ვარ, – მიუგო ლუსიმ კის-
კისით, – აი, ისიც, – ამჯერად გოლიათმა მოახერხა და ლუსის
ცხვირსახოცი გამოართვა, თუმცა მისთვის იგი იგივე ზომის
იყო, რაც თქვენთვის – საქარინის აბი. ამგვარად, როცა გო-
გონამ დაინახა, სერიოზული გამომეტყველებით როგორ მო-
იწმინდა ცხვირსახოცით გოლიათმა აწითლებული სახე, ლუ-
სიმ თავი ვერ შეიკავა და უთხრა:
– მისტერ რამბელბაფინ, ვშიშობ, ჩემი ცხვირსახოცი დი-
დად ვერაფერში გამოგადგათ, არა?
– სულაც არა. სულაც არა, – მიუგო გოლიათმა თავა-
ზიანად, – ამაზე კარგი ცხვირსაფოცი ჯერ არ მინახავს. ასეთი
ნაზი, ასეთი მოსახერხებელი. არც კი ვიცი, როგორ აღვწერო.
– ეს რა თავაზიანი გოლიათი ყოფილა! – უთხრა ლუსიმ
მისტერ თამნასს.
– დიახ, დიახ, – მიუგო ფავნმა, – ბაფინებს ეს გვარში მოს-
დგამთ. ნარნიაში ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული გო-
ლიათების ოჯახია. მართალია, ჭკუით ვერ დაიკვეხნიან. ისე,
ჭკვიან გოლიათს ჯერ არ გადავყრილვარ, თუმცა, ეს ერთ--
ერთი ყველაზე ძველი ოჯახია ამ მხარეში. გარდა ამისა, დიდი
ტრადიციების მქონე, თუ ხვდებით რასაც ვგულისხმობ. ის
რომ სხვანაირი ყოფილიყო, კუდიანი არასოდეს გააქვავებდა.
სწორედ ამ დროს ასლანმა ტაში შემოჰკრა და ყველას სი-
ჩუმისკენ მოუწოდა.
– ჩვენი სამუშაო ჯერ არ დასრულებულა, – თქვა მან, – თუ
ჩვენ კუდიანის ერთხელ და სამუდამოდ დამარცხება გვწადია,
ბრძოლაში დაუყოვნებლივ, მზის ჩასვლამდე უნდა ჩავებათ.
– მე ამ ბრძოლაში ჩაბმის იმედი მაქვს, სერ! – თქვა ყვე-
ლაზე ტანდიდმა კენტავრმა.

148 მკითხველთა ლიგა


– რასაკვირველია! – მიუგო ასლანმა, – ახლა კი, ვისაც
ჩქარა სირბილი არ შეუძლია – ბავშვებს, ჯუჯებს და პატარა
ცხოველებს – ზურგზე უნდა შეასხდნენ მათ, ვისაც ეს ძა-
ლუძთ, მაშასადამე – ლომებს, კენტავრებს, ცალრქა ცხენებს,
რაშებს, გოლიათებსა და არწივებს. მათ კი, ვისაც ყნოსვა
უჭირთ, მოწინავეთა რიგებში, ჩვენთან – ლომებთან ერთად
უნდა ირბინონ, რათა ბრძოლის ველს მიაგნონ. აბა, ჰე, ცოც-
ხლად და დაჯგუფებას შეუდექით!
გაისმა არსებათა გამამხნევებელი შეძახილები. ყველაზე
მეტად ნასიამოვნები, ალბათ, მაინც მეორე ლომი დარჩა,
რომელიც წინ და უკან დარბოდა, თავს იკატუნებდა, ვითომ
ძალზე დაკავებული იყო, არადა, ყველა შემხვედრს ერთი და
იმავეს უმეორებდა:
– გაიგონე, რა თქვა? ჩვენთან, ლომებთან ერთადო! ეს
ნიშნავს, ჩემთან და მასთან ერთად! ანუ „ჩვენთან, ლომებთან
ერთად“. აი, რა მომწონს ყველაზე მეტად ასლანში. არანაირი
კუდაბზიკობა. არანაირი ბღენძიაობა. „ვჩენთან, ლომებთან
ერთად“! ანუ ჩემთან და მასთან ერთად, – ლომი ასე დატიტი-
ნებდა, სანამ ასლანმა მას ზურგზე სამი ჯუჯა, ერთი დრიადა,
ორი კურდღელი და ზღარბი არ შეასვა. ამ ამბავმა ის ცოტათი
დააშოშმინა.
როდესაც ყველა მზად იყო, (სიმართლე რომ ითქვას, ას-
ლანს ყველას დანაწილება-დაჯგუფებაში დიდი ქოფაკი დაეხ-
მარა) ციხესიმაგრე ჩამონგრეული ალაყაფის კარიდან დატო-
ვეს. ჯერ ლომები და ძაღლები მიდიოდნენ, რომლებიც მიწას
ყველა მიმართულებით ყნოსავდნენ. მერე, უეცრად, ერთ--
ერთმა დიდმა მაძებარმა სუნი აიღო და დაიყეფა, კვალს მივა-
გენიო. ამის მერე ძაღლები და ლომები წინ გავარდნენ, და-
ნარჩენები კი მათ, რაც შეეძლოთ, ჩქარა მისდევდნენ. ისეთი
149 მკითხველთა ლიგა
ყეფა ატყდა, იფიქრებდი, ინგლისში ვარ და მელიაზე ვნადი-
რობო. თუმცა, აქ ის განსხვავება იყო, რომ მწევრების გამწა-
რებულ ყეფას დროდადრო მეტიჩარა ლომის ბღვინვა გა-
მოერეოდა, ხოლო ხანდახან თავად ასლანის ყურთასმენის
წამღები ღრიალიც. წინ რაც უფრო ჩქარა მიიწევდნენ, მით
უფრო მძაფრდებოდა სუნი, შესაბამისად, ბრძოლის ველი
შორს არ უნდა ყოფილიყო. ბოლოს ვიწრო ხეობის ბოლოში
შეუხვიეს და ლუსიმ ის ხმა გაიგონა, რომელმაც ირგვლივ
ყველა სხვა ხმა გადაფარა. ამ განსხვავებული ხმების გაგონე-
ბაზეც გოგონას უცნაური შეგრძნება დაეუფლა. ეს იყო კივი-
ლი, შეძახილები და ლითონის ლითონზე შეხეთქების ხმა.
ვიწრო ხეობას გამოსცდნენ თუ არა, ლუსიმ ამ ხმაურის მი-
ზეზი საკუთარი თვალით იხილა. ერთმანეთის გვერდიგვერდ
მდგარი პიტერი და ედმუნდი ასლანის ამალასთან ერთად
გამწარებული ებრძოდა საშინელ არსებათა ბრბოს, რომე-
ლიც გოგონამ პირველად წინა ღამით ნახა. დღის შუქზე ისინი
უფრო უცნაურად, ბოროტად და დამანჭულად გამოიყურე-
ბოდნენ. ასევე ჩანდა, რომ რიცხობრივად მეტნი იყვნენ. პიტე-
რის ამალა საგანგაშოდ მცირე იყო. ბიჭი ლუსისკენ ზურგით
იდგა. ბრძოლის ველზე ქვის ქანდაკებებსაც დაინახავდით.
როგორც ჩანდა, კუდიანს ბრძოლაში თავის კვერთხი გა-
მოეყენებინა. ამჯერად მას ხელში ქვის დანა ეპყრა, რომლი-
თაც პიტერს უტევდა. ორივე მათგანი ისეთი თავგამეტებით
იბრძოდა, რომ ლუსის მათი გარჩევა გაუჭირდა. პიტერისა და
კუდიანის შერკინება იმდენად სწრაფი იყო, რომ გოგონა მხო-
ლოდ ქვის დანისა და ხმლის გაელვებას ხედავდა, რომლებიც
ლუსის სამ დანად და სამ ხმლად მოეჩვენა. ამ წყვილის შერ-
კინება ბრძოლის ველის შუაგულში მიმდინარეობდა. გოგო-

150 მკითხველთა ლიგა


ნას რომელ მხარესაც არ უნდა გაეხედა, ყველგან გააფთრე-
ბული ბრძოლა იყო გაჩაღებული.
– ბავშვებო, ძირს ჩახტით, – დაუყვირა მათ ასლანმა. სუ-
ზენი და ლუსი ლომის ზურგიდან უმალვე ჩამოხტნენ. ასლან-
მა ერთი ისეთი დაიღრიალა, რომ დასავლეთის ლამპიონის
უშენიდან აღმოსავლეთის ზღვის ნაპირამდე მთელი ნარნია
შეაზანზარა, რის შემდეგაც თეთრ კუდიანს თავად ეძგერა.
ლუსიმ ბოროტი ქალის სახეზე თავზარდამცემი შიში და გან-
ცვიფრება დაინახა. ლომი და კუდიანი ძირს გაგორდნენ, თუმ-
ცა კუდიანი ლომის თათებქვეშ მოექცა; სწორედ ამ დროს შე-
ტაკებას მოწყურებული არსებები, რომლებიც ასლანმა კუ-
დიანის ციხესიმაგრის შიდა ეზოდან გაათავისუფლა, ბრძო-
ლის ველზე შემოცვივდნენ და მტერს თავგანწირვით ეკვეთ-
ნენ, ჯუჯები – თავიანთი საბრძოლო ცულებით, ძაღლები – ეშ-
ვებით, გოლიათი – თავისი დიდი კომბლით. მან ათობით მტე-
რი თავისი გოლიათური ფეხებითაც გასრისა. ცალრქა ცხენი
რქით იბრძოდა, კენტავრები – ხმლებითა და ფლოქვებით.
პიტერის გადაქანცული ამალა იმწამსვე გამხნევდა. ბრძოლის
ველზე ახლადმოსულები მათ საბრძოლო ყიჟინით შეუერ-
თდნენ. სასოწარკვეთილმა მტერმა წივილ-კივილი მორთო.
მთელ ტყეში საომარი ყიჟინა და შემზარავი დგრიალი ისმო-
და.

151 მკითხველთა ლიგა


თავი მეჩვიდმეტე

ნადირობა თეთრ ხარირემზე

ასლანის, ბავშვებისა და გაცოცხლებული ქანდაკებების


ბრძოლის ველზე გამოჩენის შემდგომ, ბრძოლა რამდენიმე
წუთში დასრულდა. მტრის უმეტესობა ასლანისა და მისი თან-
მხლებების პირველივე შეტევისას განადგურდა. მათ კი, ვინც
კუდიანის სიკვდილი იხილეს, თავს ან გაქცევით უშველეს, ან
ტყვედ ჩაბარდნენ. შემდეგი, რაც ლუსიმ დაინახა, იყო პიტე-
რისა და ასლანის ხელის ჩამორთმევა. გოგონასთვის უც-
ნაური იყო ასეთი ძმის დანახვა – მკაცრი და გაფითრებულსა-
ხიანი პიტერი თავის ასაკთან შედარებით გაცილებით ხანდაზ-
მულად გამოიყურებოდა.
– ეს ყველაფერი ედმუნდის დამსახურებაა, ასლან, – უთ-
ხრა პიტერმა ლომს, – რომ არა ის, მტერი უთუოდ დაგვამარ-
ცხებდა. კუდიანი ჩვენს ჯარისკაცებს მარჯვნივ და მარცხნივ,
ადგილზე აქვავებდა. მაგრამ ედმუნდი ვერაფერმა შეაჩერა,
მან გზა სამ კაციჭამიას შორის ბრძოლით გაიკვლია იმ ალა-
გამდე, სადაც კუდიანმა, ის-ის იყო, შენი ლეოპარდები ქვის
ქანდაკებებად აქცია; მასთან მიახლოებულმა ედმუნდმა ჭკუ-
ას მოუხმო და შესატევად პირდაპირ მასთან კი არ მიიჭრა,
არამედ ხმლით ჯერ კვერთხი გაუტეხა. წინააღმდეგ შემთხვე-
ვაში, ის კუდიანის მორიგ ქანდაკებად თავად იქცეოდა. ედ-
მუნდამდე სწორედ ეს შეცდომა მოუვიდათ მის წინამორბე-
დებს. როგორც კი, კუდიანი თავის კვერთხის გარეშე დარჩა,
152 მკითხველთა ლიგა
ჩვენ რაღაც უპირატესობა მოგვეცა... ეჰ, ბრძოლის დასაწყის-
ში ამდენი ჯარისკაცი რომ არ დაგვეკარგა! ასლან, ედმუნდი
მძიმედ დაიჭრა. მასთან ახლავე უნდა წავიდეთ.
დაჭრილ ედმუნდს ფრონტის ხაზის უკან მისის თახვი უვ-
ლიდა. პირდაღებული ედმუნდი სისხლში ცურავდა. მას თვა-
ლებში ავისმომასწავებელი მწვანე ფერი ჩასდგომოდა.
– სწრაფად, ლუსი, – იხმო ასლანმა გოგონა.
ლუსის პირველად გაახსენდა ცეცხლოვანი მცენარის ნაყე-
ნი, თოვლის ბაბუის საშობაო საჩუქარი. ლუსის ხელები ისე
უცახცახებდა, რომ ბოთლს გაჭირვებით ამოაცალა საცობი
და ნაყენის რამდენიმე წვეთი ძმას პირში ჩააწვეთა.
– სხვა დაჭრილებიც მისახედია, – შეახსენა ასლანმა ლუ-
სის, რომელიც დაზაფრული უცქერდა ძმის მიტკალივით
თეთრ სახეს და გონებაში ბჭობდა, ნეტავ ნაყენი მართლა უშ-
ველის თუ არაო.
– ვიცი, – მიუგო გაჯავრებულმა, – ერთი წუთი დამაცადე.
– ევას ასულო, – ასლანმა მკაცრი ხმით მიმართა, – მეომ-
რები სიკვდილის პირას არიან. კიდევ რამდენი უნდა მოკვდეს
ედმუნდისათვის?
– მაპატიე, ასლან, – უპასუხა ლუსიმ, მერე ფეხზე წამოდგა
და ლომს უკან გაჰყვა. მომდევნო ნახევარი საათის განმავ-
ლობაში ისინი ძალზე დაკავებულნი იყვნენ – ლუსი დაშავე-
ბულებს კურნავდა, ასლანი კი ბრძოლის ველზე გაქვავებულ
არსებებს აცოცხლებდა; ბოლოს, როცა ლუსიმ ძმის სანახა-
ვად მოიცალა, აღმოაჩინა, რომ უკვე განკურნებული ედმუნდი
ფეხზე იდგა. ლუსის დიდი ხანი – ალბათ, საუკუნე – არ ენახა
ასეთ კარგ ფორმაში მყოფი ძმა. სიმართლე რომ ვთქვათ,
სკოლაში შესვლის პირველივე დღიდან. ედმუნდი იქ ცუდი ბი-
ჭუნების წრეში მოხვდა. ახლა კი ძველებურად გამოიყურებო-
153 მკითხველთა ლიგა
და და თავის მაღლა აწევის არ რცხვენოდა. ბრძოლის ველზე
ასლანმა ედმუნდი რაინდად აკურთხა.
– ნეტავ იცის? – ჰკითხა ჩურჩულით ლუსიმ სუზენს, – რა
გააკეთა მისთვის ასლანმა? ნეტავ იცის, რა გარიგებაზე წავი-
და მისთვის ასლანი კუდიანთან?
– ჩუ! არა. რასაკვირველია, არა, – მიუგო სუზენმა.
– ვინმემ ხომ უნდა უთხრას? – იკითხა ლუსიმ.
– ღმერთო, რა თქმა უნდა, არა, – უპასუხა დამ, – ეს რომ
გაიგოს, ედმუნდი თავს საშინლად იგრძნობს. წამით თავი მის
ადგილზე წარმოიდგინე.
– მაინც ვფიქრობ, რომ მან ეს უნდა იცოდეს, – მიუგო ლუ-
სიმ. სწორედ ამ დროს მათ საუბარი შეაწყვეტინეს.
ის ღამე ბრძოლის ველზე გაატარეს. არ ვიცი როგორ, მაგ-
რამ ასლანმა ისინი საკვებით უზრუნველყო; დაახლოებით
რვა საათზე ყველა მინდორში იჯდა და ჩაის მიირთმევდა.
მომდევნო დღეს გზა აღმოსავლეთით, დიდი მდინარის გას-
წვრივ განაგრძეს. შემდეგი დღის მომდევნო დღეს კი, სადღაც
საღამოსპირს, დიდი მდინარის ზღვაში შესართავს მიაღწიეს.
პატარა კუნძულზე აგებული ქეარ პარაველის ციხესიმაგრე
მათ ზემოდან მედიდურად დაჰყურებდა; მათ წინ დიუნები,
ქვიშაში ალაგ-ალაგ ქვის ლოდები, გუბურები და წყალმცენა-
რეები მოჩანდა. ირგვლივ ზღვის მარილიანი წყლის სურნელი
იფრქვეოდა. კილომეტრებზე გადაჭიმული ხასხასა მწვანე
ტალღები ნაპირს ერთმანეთის მიყოლებით ღრიალით ეხეთ-
ქებოდნენ. არემარეს თოლიების ჭყივილი აყრუებდა. ოდესმე
მათთვის თუ მოგისმენია? აბა, თუ გახსოვს?
საღამოს პირს, ჩაის მირთმევის შემდეგ, ბავშვები კვლავ
პლაჟზე ჩავიდნენ, ფეხსაცმელები და წინდები გაიხადეს და
ფეხშიშველებმა ქვიშა შეიგრძნეს. მომდევნო დღე უფრო სა-
154 მკითხველთა ლიგა
ზეიმო გამოდგა. ქეარ პარაველის უზარმაზარ დარბაზში – ეს
მართლაც შესანიშნავი დარბაზი იყო, მას სპილოს ძვლის სა-
ხურავი ჰქონდა, დასავლეთის კედელზე ვეება ფარშავანგის
ფრთები ეკიდა, ხოლო აღმოსავლეთის მხრიდან კი ზღვას გა-
დასცქეროდა – ასლანმა ბავშვები მათი მეგობრების წინაშე
საზეიმოდ აკურთხა და ტახტზე თავად აიყვანა. – დღეგრძელი
იყოს მეფე პიტერი! დღეგრძელი იყოს დედოფალი სუზენი!
დღეგრძელი იყოს მეფე ედმუნდი! დღეგრძელი იყოს დედო-
ფალი ლუსი! – ბუკების ფონზე საზეიმო შეძახილები ისმოდა.
– ნარნიაში ერთხელ მეფედ ან დედოფლად ნაკურთხი სა-
მარადისოდ მეფე ან დედოფალი იქნება. ღირსეულად ატა-
რეთ ეს ტიტულები, ადამის ძეებო და ევას ასულებო! – უთხრა
ასლანმა.
აღმოსავლეთის ფართოდ მოღიავებული კარიდან დარბაზ-
ში ქალთევზებისა და კაცთევზების ხმები შემოვიდა, მათ
ზღვის ნაპირთან ახლოს მოეცურათ და ახალ მეფეთა და დე-
დოფალთათვის პატივის მისაგებად მღეროდნენ.
ბავშვები ტახტებზე დასხდნენ. მათ ხელში სკიპტრები
დააჭერინეს. და-ძმებმა გაწეული ღვაწლისათვის მეგობრების
დამსახურებულად დაჯილდოება გადაწყვიტეს. დააჯილდოვეს
ფავნი თამნასი, თახვები, გოლიათი რამბელბაფინი,
ლეოპარდები, ლომი, კეთილი კენტავრები და ჯუჯები. იმ ღა-
მეს ქეარ პარაველში დიდი ნადიმი გაიმართა. იყო ერთი
ცეკვა-თამაში. ოქროს სასმისები ოქროსფრად ელავდნენ და
ღვინო ჩანჩქერივით იღვრებოდა. დარბაზში აჟღერებული მუ-
სიკის პასუხად ზღვის ბინადრები გასაოცარი, წკრიალა და
ტკბილი ხმით მღეროდნენ.
ასლანი შუა ნადიმიდან ჩუმად გაიპარა. როცა მისი იქ არ-
ყოფნა ნარნიის ახალმა მეფე-დედოფლებმა შენიშნეს, არაფე-
155 მკითხველთა ლიგა
რი თქვეს, რადგან მისტერ თახვის გაფრთხილება გაახსენ-
დათ: „ის ხან წავა და ხან მოვა. ასლანს ერთ მშვენიერ დღეს
რომ შეხვდებით, შეიძლება მეორე დღეს ვეღარ იხილოთ. არ
უყვარს, როცა ერთ ადგილს დიდხანს ეჯაჭვება. გარდა ამისა,
რასაკვირველია, მას სხვა ქვეყნებისთვის აქვს მისახედი.
თქვენ არ იდარდოთ. ასლანი ნარნიაში ხშირად შემოგვივ-
ლის. თუმცა, მასზე ძალის დატანება არ ღირს. ალბათ, ხვდე-
ბით, რომ ის მოთვინიერებული ლომი არაა. ასლანი გა-
რეული მხეცია.
როგორც ხედავთ, ეს ამბავი თითქმის დასრულდა, მაგრამ
მთლად არა. მეფეებმა და დედოფლებმა ნარნია შესანიშნა-
ვად მართეს. მათი ზეობა იყო ხანგრძლივი და ბედნიერი.
თავდაპირველად დიდი ძალისხმევა დაახარჯეს ნარნიაში
თეთრი კუდიანის მიმდევრების მოძებნასა და მათ განადგუ-
რებას. დიდი ხნის განმავლობაში დადიოდა ხმები, რომ ტყის
ყველაზე მიკარგულ კუნჭულებში ბოროტება ჩასაფრებული
იცდიდა, ნადირობდა და ხან ვის კლავდა და ხან – ვის. ერთნი
ამბობდნენ, მაქციას მოვკარით თვალიო, მეორენი კი – ალ-
ქაჯსო. თუმცაღა, საბოლოოდ, ბოროტება აღმოფხვრეს. ბავ-
შვებმა გამოსცეს ახალი კანონები. ისინი ნარნიაში მშვიდო-
ბას ინარჩუნებდნენ. ტყუილად მოჭრას გადაარჩინეს კეთილი
ხეები; პატარა ჯუჯები და სატირები ვალდებულნი აღარ იყ-
ვნენ, გიმნაზიებში ეცხოვრათ; სჯიდნენ მათ, ვისაც სხვის საქ-
მეებში ცხვირის ჩაყოფა უყვარდა, გვერდში ედგნენ მათ, ვი-
საც პატიოსნად ცხოვრება სურდა და ამაში ხელს არც სხვებს
უშლიდა. მათ ნარნიიდან უკან, ჩრდილოეთით გადადევნეს
გოლიათი რამბელბაფინისგან სრულიად განსხვავებული,
ულმობელი გოლიათები, როცა მათ ქვეყნის საზღვარი თავხე-
დურად დაარღვიეს. ბავშვებმა დაამყარეს მეგობრული ურთი-
156 მკითხველთა ლიგა
ერთობები და შექმნეს ალიანსები ზღვის გადაღმა ქვეყნებ-
თან, რომლებსაც ისინი დიპლომატიური მისიით ეწვეოდნენ
ხოლმე, ისევე, როგორც ამ ქვეყნების წარმომადგენლები –
ნარნიას.
გავიდა წლები. ბავშვები გაიზარდნენ. პიტერი ტანმაღალი
და ფართობეჭებიანი მეომარი დადგა. მას ნარნიელებმა მეფე
პიტერ ბრწყინვალე შეარქვეს. სიმაღლეში სუზენიც გაიზარდა,
გრაციოზულ ლამაზმანს შავი თმა თითქმის კოჭებამდე სცემ-
და. ზღვის გადაღმა ქვეყნების მეფეები სუზენის ხელის სათ-
ხოვნელად ნარნიაში ელჩებს ელჩებზე გზავნიდნენ. ნარ-
ნიელებმა მას სუზენ გულკეთილი შეარქვეს. ედმუნდი, პიტე-
რისგან განსხვავებით, უფრო მშვიდი და დინჯი გაიზარდა. ის
შესანიშნავი მრჩეველი და მოსამართლე იყო. ნარნიელებმა
მას ედმუნდ სამართლიანი შეარქვეს. რაც შეეხება ოქროს-
თმიან ლუსის, ის მუდამ მხიარული იყო. ყველა მეზობელი
ქვეყნის უფლისწულს მისი ცოლად შერთვა ეწადა. ნარ-
ნიელებმა მას დედოფალი ლუსი გულადი შეარქვეს.
პიტერი, სუზენი, ედმუნი და ლუსი ბედნიერად ცხოვრობ-
დნენ. ისინი თავიანთ ძველ ცხოვრებას ზოგჯერ თუ იხსენებ-
დნენ, ისიც – როგორც სიზმარს. ერთხელაც თამნასმა, რომე-
ლიც იმ დროისათვის უკვე შუახნის ფავნი იყო და თანდათან
წონაში იმატებდა, მათ ამბავი მოუტანა, რომ ნარნიაში თეთ-
რი ხარირემი გამოჩენილიყო. დიახ, დიახ, ეს ის ნატვრისთვა-
ლა ხარირემი იყო, რომელსაც თუ დაიჭერდი, ნებისმიერ
სურვილს აგისრულებდა. მეფეები და დედოფლები, სამეფო
კარის დიდგვაროვნებთან ერთად, იმწამსვე მასზე სანადი-
როდ გაემართნენ. დასავლეთის ტყე ბუკის ცემასა და თეთრი
ხარირმის კვალში ჩამდგარი მწევრების ღავღავს დაეყრუები-
ნა.
157 მკითხველთა ლიგა
დევნა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ხარირემი მა-
ლევე შენიშნეს. მთელი სამეფო კარი ცხოველს გამოუდგა.
ცხენები ხან კარგ, ხან უსწორმასწორო, ოღროჩოღრო გზებ-
ზე, ხანაც უღრან და მეჩხერ ტყეებში მთელი სისწრაფით
მიაჭენებდნენ მხედრებს. მეფეებისა და დედოფლების გარდა,
მთელი სამეფო კარი დაიღალა და ჩამორჩა. უეცრად დაინა-
ხეს, რომ ხარირემი ისეთ ეკალბარდებში შევარდა, სადაც მა-
თი ცხენები ვერ შევიდოდნენ. მეფე პიტერმა ბრძანა (ამდენ-
ხნიანი მეფობის შემდეგ ისინი უკვე სულ სხვა ყაიდაზე საუბ-
რობდნენ):
– ძვირფასო ძმაო, ძვირფასო დებო, ვინძლო აჯობოს, ბე-
დაურები აქვე მივაბათ და ფეხით მივყვეთ ამ ეკალბარდებში
ხარირემს, რამეთუ მასზე კეთილშობილ ნადირს მე ჯერ არ
გადავყრილვარ.
– სერ, – მიუგეს მათ, – დაე, აღსრულდეს ნება თქვენი.
მეფე-დედოფლები ჩამოქვეითდნენ და ცხენები იქვე, ხეებ-
ზე მიაბეს, თავად კი ხარირემს ფეხით გამოუდგნენ. როგორც
კი ეკალბარდებში შევიდნენ, სუზენმა თქვა:
– ჩემო ძვირფასო დაო და ძმებო, იხილეთ სასწაული, რა-
მეთუ ეს ხე რკინისაა!
– მადამ, – მიუგო ედმუნდმა, – თუ კარგად მიაცქერდებით,
იხილავთ, რომ ძელი რკინისაა, ხოლო მის კენწეროში კი –
ლამპარია.
– ლომის ფაფარს ვფიცავ, ძალზე უცნაურია ლამპრის იქ
დადგმა, სადაც მას ყველა მხრიდან ხეთა ასეთი მაღალი ჯარი
აკრავს. იგი ანთებულიც რომ იყოს, კაცი მაინც ვერას
იხეირებს! – დაასკვნა პიტერმა.
– სერ, – მიმართა ძმას ლუსიმ, – ვგონებ, როცა ეს ლამპა-
რი აქ დაირგა, ამ ალაგს ხეები ან საერთოდ არ ხარობდნენ,
158 მკითხველთა ლიგა
ან უფრო ტანდაბალნი და ცოტანი იყვნენ, რამეთუ ტყე ახალ-
გაზრდაა, ხოლო რკინის ძელი კი – ძველი.
მერე მაღლა აიხედეს.
– არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ლამპარმა ფიქრები ამიშალა.
უცნაურია, მაგრამ ვგონებ, იგი ადრეც მინახავს; სიზმარში, ან
სიზმრად ნახულ ზმანებაში.
– სერ, – უპასუხეს ერთხმად, – ჩვენც იგივეს განვიცდით.
– უფრო მეტიც, – თქვა დედოფალმა ლუსიმ, – ისეთი გან-
ცდა მეუფლება, რომ თუკი ამ ლამპრის მიღმა, ეკალბარდებში
შევალთ, წინ ფრიად უცნაური თავგადასავლები გველის. შე-
იძლება, ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალოს კიდეც.
– მადამ, – უთხრა მეფე ედმუნდმა, – გული მეც უჩვეულოდ
მიცემს, რამეთუ იგივეს ვგრძნობ, რასაც თქვენ.
– მეც, ძმაო ჩემო, – დაეთანხმა მეფე პიტერი.
– მეც, – თქვა დედოფალმა სუზენმა, – თუმცაღა, ერთ რჩე-
ვას შემოგბედავთ, უმჯობესი იქნება, თუ ხარირემს შევეშვე-
ბით, უკან გავტრიალდებით, ჩვენ-ჩვენს ბედაურებზე შევსხდე-
ბით და პირს ციხესიმაგრისაკენ ვიზამთ.
– მადამ, – უთხრა მეფე პიტერმა, – გავკადნიერდები და
შეწინააღმდეგებას გაგიბედავთ. იმ დღიდან, რაც ჩვენ – მეფე-
ნი, ხოლო თქვენ – დედოფალნი შევიქენით, როცა კი რასმე
ხელს მოვკიდებდით – იქნებოდა ეს ბრძოლები, დევნა, რაინ-
დული ტურნირები, სამართლიანობის აღდგენა თუ სხვა, ჩვე-
ნი საქმე მარადის ბოლომდის მიგვიყვანია, რამეთუ საქმის
შუაში მიტოვება ჩვენ არ გვჩვევია.
– დაო ჩემო, – მიმართა დედოფალ სუზენს დედოფალმა
ლუსიმ, – ჩემი მეფე და ძმა ჭეშმარიტებას ღაღადებს. ვგონებ,
მოგვიანებით შეგვრცხვება, თუ ახლა შიშსა და სულელურ

159 მკითხველთა ლიგა


ავისმომასწავებელ წინათგრძნობას ავყვებით და ასეთ კე-
თილშობილ ნადირს ხელიდან გავუშვებთ.
– გეთანხმებით, ქალბატონო, – თქვა მეფე ედმუნდმა, –
ჩემში ამ რაღაცის მნიშვნელობის გაგების წადილი იმდენად
დიდია, რომ უკან მთელ ნარნიაში და კუნძულებზე ერთად
აღებული ყველაზე დიდი ალმასიც კი ვერ მიმაბრუნებს.
– მაშინ, ასლანის სახელით, – თქვა დედოფალმა სუზენმა,
– ოდეს ყველას ასე მიგაჩნიათ, მივყვეთ და დაე, დაიწყოს
ჩვენი თავგადასავალი!
ამგვარად, მეფეები და დედოფლები ხშირ ეკალბარდებში
შევიდნენ. მათ ჯერ ათი ნაბიჯიც არ ჰქონდათ გადადგმული,
რომ უეცრად გაახსენდათ იმ რკინის საგნის სახელი, რომე-
ლიც უკან მოიტოვეს. მას ლამპიონი ერქვა. ხოლო მომდევნო
ათი ნაბიჯის შემდეგ შეამჩნიეს, რომ გზას არა ხის ტოტებს შო-
რის, არამედ ბეწვის ქურქებში მიიკვლევდნენ. უეცრად ისინი
გარდერობის ღია კარიდან ცარიელ ოთახში გადაცვივდნენ.
ბავშვბი უკვე მეფეები და დედოფლები კი აღარ იყვნენ, არა-
მედ კვლავ ძველ სამოსში გამოწყობილი პიტერი, სუზენი, ედ-
მუნდი და ლუსი. ეს იყო ზუსტად იგივე დღე, იგივე საათი, რო-
ცა ისინი გარდერობში დასამალად შეცვივდნენ. მისის მაკრი-
დი და ექსკურსანტები ჯერ ისევ დერეფანში მუსაიფობდნენ.
საბედნიეროდ, ისინი ცარიელ ოთახში არ შემოსულან. შესა-
ბამისად, ბავშვები დასჯას გადარჩნენ.
ეს ამბავი, ალბათ, აქ დასრულდებოდა, რომ არა კვლავ
ბავშვები, რომლებიც თავს ვალდებულად გრძნობდნენ, პრო-
ფესორისათვის გარდერობიდან გამქრალი ოთხი ქურქის შე-
სახებ მოეყოლათ. პროფესორმა კი, რომელიც ჭეშმარიტად
საუცხოო კაცი იყო, ბავშვებს ის კი არ უთხრა, რომ მათი თავ-

160 მკითხველთა ლიგა


გადასავლები გამოგონილი იყო და ტყუილების მოყოლა იმ-
წამსვე შეეწყვიტათ, არამედ მათ მონათხრობს დაუჯერა.
– არა, – მიუგო მან, – ვფიქრობ, უაზრობა იქნება, თუ ქურ-
ქების დასაბრუნებლად უკან, ნარნიაში კვლავ გარდერობით
გაემგზავრებით. იგივე მარშრუტით ნარნიაში ვეღარ დაბრუნ-
დებით. გარდა ამისა, ეჭვი მეპარება, ქურქები უკან რომც და-
აბრუნოთ, ისინი ვინმეს რამეში გამოადგეს! ა? რაო? რასაკ-
ვირველია, ოდესმე თქვენ იქ კვლავ დაბრუნდებით, – ნარ-
ნიაში ერთხელ მეფედ ნაკურთხი მუდამ მეფე იქნება. არასო-
დეს სცადოთ იგივე მარშრუტის ორჯერ გამოყენება. სიმარ-
თლე რომ ვთქვათ, იქ მოხვედრა არასოდეს სცადოთ. ეს მა-
შინ მოხდება, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელით. ნარნიაზე
ბევრ ლაპარაკს ერთმანეთშიც მოერიდეთ. ჰო, კიდევ, ამის
შესახებ სიტყვა არავისთან წამოგცდეთ. ყოველ შემთხვევაში
მანამ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ მსგავსი თავგადასავ-
ლები მათაც გადახდენიათ თავს. რაო? ამას როგორ მიხვდე-
ბით? ოჰ, ეჭვი არ შეგეპაროთ, ამას აუცილებლად მიხვდებით.
ეს თავს იჩენს მათ უცნაურ საუბრებში; გამოხედვაზეც კი შე-
ეტყობათ. თქვენ უბრალოდ ყურადღება არ მოადუნოთ. ღმერ-
თმანი, რას ასწავლიან ამ ბავშვებს სკოლებში?
აი, ასე დასრულდა თავგადასავალი გარდერობში. თუმცა,
თუ პროფესორი არ ცდებოდა, ეს ნარნიაში თავგადასავლე-
ბის მხოლოდ დასაწყისი იყო.
დასასრული

161 მკითხველთა ლიგა

You might also like