Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 22

თ ბილისის ღ ია ს ა სწავლო უ ნივერსიტეტი

TBILISI OPEN TEACHING UNIVERSITY

სამეცნიერო შრომების კრებული

SCIENTIFIC JOURNAL

№10

თბილისი
2019
თ ბი ლი ს ის ღ ი ა სა სწ ა ვლ ო უნ ივ ერ სი ტეტ ი

TBILISI OPEN T EACHIN UNIVERSITY


რედაქტორი
ქეთევან მდინარაძე თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველო

სარედაქციო კოლეგია
ამილახვარი ზაური თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველო
ბურდული ირაკლი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, საქართველო
ბაოტიანი პან ლანჟოუს უნივერსიტეტის ვიცე–პრეზიდენტი, ჩინეთი
გაბისონია ზვიად თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველო
თოქმაზიშვილი მიხეილ თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველო
იუსუბოვი სებუჰი აზერბაიჯანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
მკერვალიშვილი ლადო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველო
ონიანი ნატო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველო
შევარდნაძე ხატია თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველო
ჩოჩია არჩილ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი
ჯამაგიძე ლელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, საქართველო

ტექნიკური უზრუნველყოფა
ლაშა ბოლქვაძე
მარიამ ხინთიბიძე
დიმიტრი სიმონიშვილი

რეფერირებად ი და რეცენზირებად ი სამეცნიერო პრაქტ იკული ჟურნალი


© ყველა უფლება დაცულია

წარმოდგენილი ნაშრომები იბეჭდება უცვლელი სახით. ნაშრომის ხარისხსა და შინაარსზე პასუხს


აგებს ავტორი და რეცენზენტი. ჟურნალის არც ერთი ნაწილი არანაირი ფორმით და საშუალებით
არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ავტორის ან გამომცემლის წერილობითი ნებართვის გარეშე.
საავტორო უფლებების დარღვევა ისჯება კანონით.

უაკ (UDC) 378 (479.22) (066)


ს–323
ISSN 1987–9067
Editor
Ketevan Mdinaradze Tbilisi Open Teachin University, Georgia

Editorial Board
Zaur Amilakhvari Tbilisi Open Teachin University, Georgia
Irakli Burduli Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Georgia
Pan Baotian Lanzhou University Vice–Prezident, China
Zviad Gabisonia Tbilisi Open Teachin University, Georgia
Mikheil Tokmazishvili Tbilisi Open Teachin University, Georgia
Sebuh Iusibov Azerbaijan Technological University
Lado Mkervalishvili Tbilisi Open Teachin University, Georgia
Nato Oniani Tbilisi Open Teachin University, Georgia
Khatia Shevardnadze Tbilisi Open Teachin University, Georgia
Archil Chochia Tallinn University of Technology, Estonia
Lela Jamagidze Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Georgia

Technical Support
Lasha Bolqvadze
Mariam Khintibidze
Dimitri SimoniSvili

Referred and Reviewed Scientific Practical Magazine


© All rights a re reserved

The views of authors are possible not to coincide with the editorial staff. The authors and the reviewers are
responsible for the quality and content of work.
It is not allowed to use any of the part of work without permission of authors or publisher. The violation of
the author’s rights can be punished by the law.

უაკ (UDC) 378 (479.22) (066)


ს–323
ISSN 1987–9067
TBILISI OPEN TEACHIN UNIVERSITY

Legal Barriers Of Agricultural Cooperation Among B & R Countries Along Belt And Road
And Its Prospects
Liu Guang–Hua ........................................................................................................ 108

სამართალი .................................................................................... 113

გირავნობის საგნის რეალიზაცია


ზურაბ ჭეჭელაშვილი ............................................................................................. 115

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული ამართლის


მოქმედება
ნათია კალანდარიშვილი-მიულერი ...................................................................... 126

საკუთარი პასუხისმგებლობის პრინციპი შედეგის ობიექტური შერაცხვის დროს


არჩილ შეყლაშვილი .............................................................................................. 133

შრომითი ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განსაზღვრის პრობლემა


გოგა კიკილაშვილი ................................................................................................ 141

Предмет И Пределы Доказывания По Делам Об Убийствах, Совершенных На Почве


Кровной Мести, Кровной Вражды Либо Мести За Убийство
კობა ბუაძე .............................................................................................................. 160

ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები ....................... 169

„შერეული“ მეთოდის გამოყენება ანალიზური კითხვის სწავლებისას


იზოლდა ჩხობაძე, სოფიო მორალიშვილი ........................................................... 171

საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში


სტუდენტთა ჩართულობის ქცევითი, კოგნიტური და ემოციური ასპექტები
ნელი მერაბიშვილი ............................................................................................... 177

ტორონტოს კომუნიკაციური თეორიის სკოლა


კონსტანტინე ვეკუა ............................................................................................... 184

სოციალური შთაბეჭდილების ჩამოყალიბების მოდელები და ძირითადი ცნებები


მირანდა გიორგაშვილი ......................................................................................... 201

ვაჟა–ფშაველას პოეზიასთან გიორგი ლეონიძის შემოქმედებითი მიმართება


ხატია შევარდნაძე .................................................................................................. 209

6 | სამეცნიერო შრომების კრებული


TBILISI OPEN TEACHIN UNIVERSITY

ტორონტოს კომუნიკაციური
თეორიის სკოლა

კონსტანტინე ვეკუა
ასისტენტ–პროფესორი
თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი
Konstantine Vekua
assistant professor
Tbilisi Open Teaching University
k.vekua@openuni.edu.ge

TORONTO SCHOOL OF COMMUNICATION THEORY

Abstract

Toronto School of Communication Theory is not only a success story, but it is a vision and
practice of how to create and build the country's intellectual future. For decades, scholars at Can-
ada's leading university have contributed to the completely original development of their home-
land, choosing the paradigm of orientation between economy and history, different from the de-
velopment paths of the United States and Europe. Finding one's niche in the world of ideas and
innovations is a result born of the need to overcome the challenges faced by society. For this pur-
pose, the collective intellect is one of the efficient tools that the illustrious representatives of the
School of Communication Theory in Toronto offer. Multidisciplinarity, as a working method, has
profoundly influenced the evolution of the concept of communication in the university environ-
ment, which, for its part, contributed to the growth of contemporary political thought (and not
only) as well as in Canada and abroad.

Keywords: Communication Theory, Toronto School of Communication, Collective Intelli-


gence, Communication, Medium.

184 | სამეცნიერო შრომების კრებული


თ ბი ლი ს ის ღ ი ა სა სწ ა ვლ ო უნ ივ ერ სი ტეტ ი

ტორონტოს კომუნიკაციური თეორიის სკოლა ის აკადემიურ–ინტელექტუალური რეალო-


ბაა, რომელსაც მნიშვნელოვანი წილი მიუძღვის თანამედროვე და მაღალგანვითარებული
კანადის სახელმწიფოს საფუძვლების შექმნაში.
XX საუკუნის 30–იან წლებში კანადა ისევე, როგორც მისი უდიდესი ქალაქი — ტო-
რონტო, კულტურულ და ინდუსტრიულ პერიფერიას წარმოადგენდა ინგლისთან და ზე-
სახელმწიფოდ ქცევის მსურველ ა.შ.შ.–სთან შედარებით. 1931 წელს ეს ქვეყანა ბრიტანეთის
იმპერიისაგან დამოუკიდებელი გახდა. უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაჭიმული ახლა-
დწარმოქმნილი სახელმწიფო უმდიდრესი იყო სხვა და სხვა ნედლეულით, რასაც მსო-
ფლიო ბაზარს და განსაკუთრებით, ა.შ.შ.–სა და დიდ ბრიტანეთს აწვდიდა. ჯერ კიდევ XIX
საუკუნეში ინტენსიური სახე მიიღო მისი მეჩხერი მოსახლეობისა და პერიფერიების ცე-
ნტრთან დაკავშირების პროცესმა, რომელიც გზების, ხიდების, არხების, რკინიგზებისა და
ტელეგრაფის გამალებული მშენებლობით აღინიშნა. XX საუკუნეში კი კანადა ერთ–ერთი
პიონერი იყო ტელერადიომაუწყებლობის სფეროში I. სასარგებლო წიაღისეულით უხვი სა-
ხელმწიფოს წინსვლისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ძლიერი ინფრასტრუქტურული
სისტემის განვრცობას, ხოლო უზარმაზარი ტერიტორიების უფრო ნაყოფიერი მართვისა-
თვის გადამწყვეტი წონა ენიჭებოდა ახალი მედიების დამკვიდრებას. განსაკუთრებით, მას
შემდეგ, რაც 1932 წელს დასრულდა ტრანსკანადური სატელეფონო სისტემის მშენებლობა,
როდესაც ატლანტიკისა და წყნარი ოკეანეების ნაპირებზე განლაგებული ქვეყნის ურთიე-
რთსაპირისპირო სახმელეთო წერტილები ერთმანეთს პირველად შეუერთდნენ.
ინფრასტრუქტურისა და საკომუნიკაციო სისტემების ასეთ განვითარებას არ შეი-
ძლება თავისი კვალი არ დაეტოვებინა ქვეყნის ცხოვრებაში. კანადის ინტელექტუალური
ელიტის წინაშე იკვეთებოდა ორი არჩევანი: ან მძლავრი მეზობლის გავლენის ქვეშ უნდა
მოქცეულიყო, ან გამოემუშავებინა და სახელმწიფო, თუ საზოგადოებრივი ცხოვრების
უმთავრეს დარგებში მიეღწია საკუთარი დამოუკიდებლობისათვის. აკადემიური მოღვა-
წეობის პარალელურად კანადის არაერთი ცნობილი მკვლევარი თვითონ იყო ჩართული
ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური და კულტურული წინსვლის პროცესში და ცდილობდა
მისი მსოფლიო ბაზრისათვის ნედლეულის უბრალო მიმწოდებლის პოზიციიდან უფრო
მომგებიან მდგომარეობაზე გადასვლას, რათა ქვეყნის ეკონომიკა უფრო ავტონომიური გა-
მხდარიყო. კერძოდ, საჭირო იყო როგორც საკუთრივ კანადური პროდუქციისა და ბაზრის
შეცვლა–განვითარება, ასევე მთლიანად სახელმწიფოებრივი ხედვის ტრანსფორმაცია. ამი-
ერიდან კანადის პოლიტიკური ეკონომიკის კვლევებში წამყვანი ადგილი დაიჭირა არა წი-
აღისეულის მოპოვებისა და ტრანსპორტირების, თუ მასთან დაკავშირებული პოლიტიკუ-
რი და საზოგადოებრივი ქსელის შესწავლამ, არამედ ნედლეულის თეორიიდან კომუნიკა-

I Siegel Arthur (2007) – Northrop Frye and the Toronto School of Communication Theory. In Watson
Rita, Blondheim Menahem (Eds) - The Toronto School of Communication Theory, (University of Toronto
Press, The Hebrew University Magnes Press, Jerusalem), p. 114.

TOU.EDU.GE | 185
TBILISI OPEN TEACHIN UNIVERSITY

ციურ თეორიაზე გადასვლამ, რომლის მიხედვითაც მთავარი აქცენტი კეთდებოდა უშუა-


ლოდ ცოდნისა და იდეების გენერირებასა და კომუნიკაციაზე I.
ქვეყნის ცხოვრებაში საჭირო გახდა კოლონიური წარსულიდან დამოუკიდებელ, თა-
ვისუფალ ცნობიერებაზე გადასვლა, რაც მიზნად დაისახეს კანადელმა ინტელექტუალე-
ბმა. თუკი მანამდე კანადა ასოცირდებოდა სასარგებლო წიაღისეულების უპირატესობა-
სთან ადამიანურ ფაქტორთან შედარებით, ამიერიდან ქვეყანას თავად უნდა გამოეჭედა სა-
კუთარი ისტორია, საკუთარი ცხოვრების გზა და გონიერი იმიგრაციით მოეგვარებინა მო-
ცემული საკითხი. ამიერიდან წიაღისეულები კი არ იკავებდნენ ცენტრალურ ადგილს სა-
ხელმწიფოებრივ ცხოვრებაში, არამედ მათი კულტურული გამოყენების მნიშვნელობა მა-
ტულობდა. შესაბამისად, ეკონომიკური ისტორიის მაგივრად უპირატესობა მიენიჭა კომუ-
ნიკაციურ მიდგომას ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული საკითხებისადმი. II
მოცემული პროცესის ერთ–ერთ უმთავრეს კერად ტორონტოს უნივერსიტეტი და იქ
თავმოყრილი აკადემიური დასი იქცა. ამ უკანასკნელის ძირითადი ნაწილი კრიტიკულად
იყო განწყობილი თანამედროვე ევროპული და განსაკუთრებით, მზარდი ამერიკული საი-
ნფორმაციო იმპერიების გავლენისადმი. სწორედ, კომუნიკაციის თემა გახდა ის მთავარი
მიმართულება, რომლის შესასწავლად შემუშავებულ კომპლექსურ მიდგომასთან ერთად
ყალიბდებოდა თვით ტორონტოს კომუნიკაციის სკოლა და საიდანაც კანადელი მოაზრო-
ვნე საზოგადოების ცნობიერებაში დაიწყო მნიშვნელოვანი გარდატეხის მომენტი. მოხდა
ერთმანეთისაგან განსხვავებული დარგების (ლიტერატურათმცოდნეობა, პოლიტიკური
მეცნიერებები, სოციოლოგია, ანთროპოლოგია, არქეოლოგია, ფილოსოფია, ურბანისტიკა,
ფსიქოლოგია, ფიზიკა, ეკონომიკა და ა. შ.) პროფესორთა კვლევების ერთი დისკურსის
ირგვლივ დაჯგუფება და შესაბამისი ინტენსიური თანამშრომლობა როგორც სწავლუ-
ლებს, ასევე მათსა და სტუდენტობას შორის. უნდა აღინიშნოს ის ყურადსაღები ნიუანსი,
რომ ტორონტოს კომუნიკაციურ სკოლაში ყოველდღიურად განხორციელებული სწავლე-
ბისა და თანამშრომლობის დიალოგური პროცესი იმთავითვე ეპისტემოლოგიურ ხასიათს
ატარებდა. III
სრულიად ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მაშინდელი ტო-
რონტოს უნივერსიტეტის მწირი შესაძლებლობების მიუხედავად, მოხერხდა მსოფლიო
მნიშვნელობის ტენდენციის შემოქმედი ინტელექტუალური კლიმატის შექმნა. თუკი
ა.შ.შ.–ში საინფორმაციო განვითარება უპირატესად სამხედრო–ინდუსტრიული და ფინა-
ნსური ხასიათის იყო, კანადის ტექნოლოგიური ნაციონალიზმი იმთავითვე კულტურულ

I Blondheim Menahem and Watson Rita (2007) – Innis, McLuhan and the Toronto School. In Watson
Rita, Blondheim Menahem (Eds) - The Toronto School of Communication Theory, (University of Toronto
Press, The Hebrew University Magnes Press, Jerusalem), p. 14
II Northrop Frye (1982) – Introduction to Dispersal and Concentration. In Harold Innis - Dispersal and

Concentration: Historical Aspect of Communications, edited by Northrop Frye (Chairman) in association


with R.B. Chiasson, Andrè Martin and Mary Wilson. Unpublished. Copyright: Innis Communication Cor-
poration. p. xxvi.
III Ibid, p. 19.

186 | სამეცნიერო შრომების კრებული


თ ბი ლი ს ის ღ ი ა სა სწ ა ვლ ო უნ ივ ერ სი ტეტ ი

ხასიათს ატარებდა. წლების შემდეგ პოლიტიკური მეცნიერების კანადელი სწავლული,


არტურ კროკერი (Arthur Kroker) იტყვის:

„კანადური დისკურსის გზა არც ამერიკული იყო და არც ევროპული. არამედ სრუ-
ლიად საპირისპიროდ, შუალედური ეკონომიკასა და ისტორიას შორის“I

საინფორმაციო საშუალებების განვითარებასთან ერთად, ყოველივე ეს იყო ტორო-


ნტოს კომუნიკაციური სკოლის ჩამოყალიბების უპირველესი და უმთავრესი ფაქტორი.
იგი წარმოიშვა როგორც აზროვნების სკოლა. მისი დამაარსებლებისა და თვალსაჩინო წა-
რმომადგენლების ძირითად მიმართულებად პიროვნების, საზოგადოებისა და კულტუ-
რის ფორმირების პროცესზე მედიატექნოლოგიების გავლენის, ამ გავლენის პროცესისა და
შედეგების კვლევა იქცა; და მიუხედავად იმისა, რომ ტორონტოს სკოლა თავდაპირველად
არაფორმალურ ინსტიტუციას წარმოადგენდა, მედიისა და კომუნიკაციის სფეროში მან
იმხელა მსოფლიო სახელი მოიპოვა, რომ თავისი მნიშვნელობით ტოლს არ უდებდა ფრა-
ნკფურტისა, თუ ფროიდის მიმდევრებისაგან ჩამოყალიბებულ სკოლებს II. მაშინ, როდესაც
ჩიკაგოს უნივერსიტეტის ისეთი აღიარებული მოღვაწეები, როგორიც იყვნენ ჯონ დიუი
(John Dewey), ჯორჯ ჰერბერტ მიდი (George Herbert Mead) და რობერტ პარკი (Robert E.
Park), ჯერ კიდევ კომუნიკაციის მნიშვნელობის განმარტებას იწყებდნენ, ხოლო ნიუ იო-
რკში შემოკრებილი ფრანკფურტის კრიტიკული სკოლის ცნობილი წარმომადგენლები და-
კავებულნი იყვნენ მედიასაშუალებების ინსტიტუციონალური და კულტურული არსის
გარკვევით, ტორონტოს აკადემიური დასი კომუნიკაციას ისტორიისა და ცივილიზაციის
განვითარებაში ცენტრალურ როლს ანიჭებდა III. სოციალური, ეკონომიკური და კულტუ-
რული ცვლილებების კოგნიტურ შედეგებზე და პიროვნებაზე გავლენის შესწავლის მიმა-
რთულებით ამ უკანასკნელთა სკოლის ინტერესი გაცილებით უფრო ფართო და მრავა-
ლმხრივი იყო ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ მასმედიაზე ჩატარებულ
ემპირიული ხასიათის ვიწრო, მოკლევადიან და გამოთვლად დაკვირვებებთან შედარები-
თ IV.
ტერმინის, „ტორონტოს სკოლა“, ავტორია ბრიტანელი სოციალური ანთროპოლო-
გი ― ჯეკ გუდი (Jack Goody), ხოლო შემდეგ, 1983 წელს პარიზში, იუნესკოს მიერ მარშალ
მაკლიუენისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე ლექცია წაიკითხა მრავალდარგობრივი ხასია-
თის კანადელმა ლიტერატურათმცოდნემ და კომუნიკაციის მკვლევარმა, დონალდ ფ. თი-

I „The Canadian discourse is neither the American way nor the European way, but an oppositional culture
trapped midway between economy and history“. Kroker, Arthur (1984) – Technology and the Canadian
Mind: Innis/McLuhan/Grant. (Montreal, New World Perspectives), pp. 7-8.
II Kerckehove, Derek De – „McLuhan and the Toronto School of Communication“ in the Canadian Jour-

nal of Communication, 14, №4-5 (December 1989). P. 78.


http://www.cjc-online.ca/index.php/journal/article/view/533/439
III Katz Elihu (2007) – The Toronto School and Communication Research. In Watson Rita, Blondheim

Menahem (Eds) - The Toronto School of Communication Theory, (University of Toronto Press, The Hebrew
University Magnes Press, Jerusalem) p. 1.
IV Blondheim Menahem and Watson Rita (2007) – Ibid, pp. 8-9.

TOU.EDU.GE | 187
TBILISI OPEN TEACHIN UNIVERSITY

ლიმ (Donald F. Theall), რომელმაც პირველად ახსენა „ტორონტოს კომუნიკაციის სკოლა“.


მოდელი, რომელიც კანადის უმთავრესი უნივერსიტეტის ბუმბერაზ სწავლულთა პლეა-
დამ წარმოქმნა, XX–XXI საუკუნეების მიჯნაზე გარკვეული რევიზიის შემდეგ, დღესაც
აქტუალურია; თავისი ხასიათით იგი უფრო პერცეფციულია, ვიდრე კონცეპტუალური I და
შესაბამისად, უახლესი ტექნოლოგიების მასიური გავრცელების, თუ ინოვაციების შედე-
გად იზრდება მისი გამოყენებითი მნიშვნელობაც.
ტორონტოს კომუნიკაციური სკოლის განვითარებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა
მოახდინა ცივი ომის ფაქტორმა. 1954 წელს ა.შ.შ. და კანადის მთავრობების შორის მიღე-
ბულ იქნა შეთანხმება „ადრეული რადიოლოკაციური გამოვლინების ხაზის“ (DEW Line)
შექმნის შესახებ, რომელიც საბჭოთა იმპერიის მიერ შესაძლო ატომური შემოტევის დრო-
ულ დაფიქსირებას ისახავდა მიზნად. ამის საპასუხოდ ქვეყნის კულტურული, ტექნოლო-
გიური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ზრდის განსახიერება იყო ის, რომ ოფიცია-
ლური მოსკოვისა და ვაშინგტონის შემდეგ ოფიციალური ოტავა იყო მესამე სუბიექტი,
ვინც 1962 წელს საკუთარი სატელიტი გაუშვა კოსმოსში.
ასევე, უნდა აღინიშნოს ტორონტოს სკოლის წინსვლის კიდევ ერთი ხელშემწყობი
პირობა: თვითონ უნივერსიტეტის ძლიერი მისწრაფება პოლიტიკური და საგადასახადო
ავტონომიურობისაკენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დამფინანსებლე-
ბთან მიმართებით.
ანტიკური კულტურის ცნობილი მკვლევარი, ერიკ ჰეველოკი (Eric Havelock) და მე-
ოცე საუკუნის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პოლიტეკონომისტი, კომუნიკაციური თეორიის
სწავლული, ჰეროლდ ინისი (Harold Innis) იყვნენ ის ბუმბერაზები, საიდანაც ტორონტოს
კომუნიკაციური სკოლის ტრადიცია იღებს სათავეს. ისინი ამ უკანასკნელის პირველ თაო-
ბას განეკუთვნებოდნენ.
ჰეველოკმა პირველმა დაიწყო ძველბერძნულ სამყაროში ზეპირიდან დამწერლობით
კომუნიკაციურ ფორმაზე გადასვლის ისტორიული პროცესის ფუნდამენტალური შესწა-
ვლა. აქედან, მედიუმის (ძველი სამყაროსთვის დამახასიათებელი ქვა, თიხა, პაპირუსი, პე-
რგამენტი, ქაღალდი, პოსტინდუსტრიულ ხანაში კი–რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი),
როგორც საკომუნიკაციო საშუალების იდეა.
ინისმა გააგრძელა და კიდევ უფრო გააფართოვა საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სა-
ზოგადოებრივი ორგანიზების ფორმებზე, სამეცნიერო რევოლუციებზე, იმპერიების წა-
რმოშობა–დაცემაზე გავლენის (რადიოს როლი ჯერ დიდი ბრიტანეთის იმპერიაში და შე-
მდგომ, თვითონ ა.შ.შ.–ს შიგნით), მედიის დრო–სივრცესთან ურთიერთმიმართების კვლე-
ვის სფერო. შემთხვევითი არ იყო ის, რომ კანადელი პოლიტეკონომისტის ოდინდელი
ინტერესებიდან გამომდინარე მისი პირველი ფუნდამენტური კვლევა შეეხებოდა კანადის

ITheall, D. (1986) – McLuhan, Telematics and the Toronto School of Communication’, Canadian Journal
of Political And Social Theory X (1-2), p. 2.
http://imfpu.blogspot.ca/2011/03/toronto-school-of-communications-by.html

188 | სამეცნიერო შრომების კრებული


თ ბი ლი ს ის ღ ი ა სა სწ ა ვლ ო უნ ივ ერ სი ტეტ ი

წყნარი ოკეანის რკინიგზას (CPR). მისი დაკვირვებით, ეფექტური კომუნიკაცია იყო ის სა-
შუალება, რომლის მიხედვითაც ხდებოდა უზარმაზარი ტერიტორიების მართვა; ეგვიპტე-
დან გავრცელებული პაპირუსი რომის იმპერიის ცენტრალიზებული მმართველობისა-
თვის საუკეთესო მედიუმი აღმოჩნდა ე. ი. პაპირუსი კატეგორიზირებულ იქნა, როგორც
სივრცობრივი კონტროლის საშუალება. მაშინ, როცა შუა საუკუნეებისათვის დამახასიათე-
ბელი იყო დროში უფრო გამძლე პერგამენტი. შესაბამისად, ეს უკანასკნელი მოაზრებულ
იქნა, როგორც დროზე კონტროლის განმხორციელებელი რელიგიური მედიუმი. აქედან:
სივრცეზე გავლენის მქონე მედიუმის ცენტრალიზებული ხასიათი და დროში გავლენის
მქონე მედიუმის დეცენტრალიზებულად მოქმედების მანერა. თანამედროვე იმპერიები
ორივე სახეობის მედიუმთა ნაირსახეობას იყენებდნენ ცივილიზაციაზე ბატონობისათვი-
ს I.
დროსა და სივრცის კატეგორიებისადმი მოცემული კანადელი ინტელექტუალის მი-
მართება განსხვავდებოდა ჩიკაგოს სკოლის იგივე კატეგორიების ინტერპრეტაციებისაგან:
ამ უკანასკნელთათვის პრიორიტეტული იყო პროგრესისა და მომავალზე ორიენტირების
იდეა. მაშინ, როცა ინისისთვის აღმატებული მნიშვნელობა გააჩნდა არა პროგრესის იდეას,
არამედ დროისა და სივრცის მედიებს შორის ბალანსს, ისტორიულ მეხსიერებასა და ცნო-
ბიერებას, ტრადიციას, მდგრადობასა და ისტორიას, როგორც აწმყოშიც ცოცხალ გამოცდი-
ლებას. კანადელი პოლიტეკონომისტის აკადემიური ინტერესი მიმართული იყო ნამყოსა-
დმი, რომ მომხდარიყო კიდევ უფრო ხარისხობრივი განვითარება და სვლა მომავლისკენ.
ინისის მსოფლმხედველობაში კომუნიკაციური ტექნოლოგიები წარმოადგენენ გო-
ნებისა და მატერიის გარეგან გამოვლინებას. სოციალური კონსრუქტივისტი კანადელი პო-
ლიტეკონომისტი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიური ცვლილებების ფორმირება ხდება თვი-
თონ საზოგადოების მიერ მიღებული არჩევანისა და სტრატეგიების მეშვეობით; თვითონ
საზოგადოება წყვეტს, რაოდენი დამწერლობა მიუსადაგოს ზეპირ ტრადიციას, სივრცო-
ბრივი მახასიათებლის მქონე მედია უფრო ხშირად გამოიყენოს, თუ დროში განვრცობილი
მედია. ამ მხრივ, ტექნოლოგია თავისთავად არის უფრო არა პასუხი, არამედ იგი გამოიყე-
ნება, როგორც კულტურაზე და საზოგადოებაზე, მათ განვითარებაზე მძლავრი გავლენის
მქონე მედიუმი.
მედიატექნოლოგიების გავლენების შესწავლასთან ერთად ხდებოდა თვითონ კომუ-
ნიკაციის მნიშვნელობის განსაზღვრა ტორონტოს კომუნიკაციის სკოლაში, სადაც აღინი-
შნა, რომ კომუნიკაციის ცივილიზაციებზე განხორციელებული გავლენა იწვევდა თვითონ
კომუნიკაციის ფორმების ცვლილებებს და აქედან გამოწვეულ მნიშვნელოვან შედეგებს.
მას შემდეგ, რაც ეკონომიკურმა სკოლებმა კაცობრიობის წინსვლის მთავარ ფაქტორად ფუ-
ლზე უფრო მეტად კომუნიკაცია აღიარეს, უზარმაზარი რაოდენობის წყაროების შესწა-
ვლაზე დაყრდნობით ინისი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსოფლიო ისტორიის გასაღებს
წარმოადგენდა კომუნიკაციის განვითარების ეტაპების შესწავლა. კანადის ისტორიაც ამ

I Innis, Harold (2007) – Empire and Communications, (Toronto: Dundurn Press), p. 26

TOU.EDU.GE | 189
TBILISI OPEN TEACHIN UNIVERSITY

პრიზმაში იქნა გატარებული. ცივილიზაციის განვითარების კვლევებში ინისი დაეყრდნო


ალფრედ კრიობერის (Alfred Kroeber) კვლევებს, რომლის მიხედვითაც კაცობრიობის კუ-
ლტურული განვითარება განსაზღვრა ფილოსოფიამ, მეცნიერებამ, ლიტერატურამ, სახვი-
თმა ხელოვნებამ. კანადელი მეცნიერი კი ამ ფაქტორებს ამატებს კომუნიკაციას, როგორც
მეტა–კატეგორიას, რომელიც არა მარტო იწვევს ცვლილებებსა და აჩქარებს მათ, არამედ
მნიშვნელოვან ეტაპამდე მიჰყავს მთლიანი პროცესი I. ამგვარად, ინისის მიდგომაში შეინი-
შნება ჰეგელიანური ისტორიზმის გავლენა, სადაც ისტორიის რეფლექსური აღქმიდან გა-
დავდივართ ისტორიის ფილოსოფიურ აღქმაზე, სადაც პირველი არის მეორის შესაქმნელი
მასალა. თვითონ ჰაროლდიც საკუთარ თავს არაერთხელ უწოდებს ისტორიის ფილოსო-
ფოსს.
დრო–სივრცობრივი ხასიათის მედიებს შორის ისევე, როგორც თვითონ მედიუმის
ფარგლებს შიგნით და მედიუმ–კულტურულ გარემოს შორის ურთიერთობებზე ინისმა
მოახდინა დიალექტიკური მიდგომის აპლიკაცია. თუკი მარქსიზმში ადგილი აქვს დიალე-
ქტიკურ კავშირს საწარმოო ძალებსა და წარმოებით ურთიერთობებს შორის, კანადელ პო-
ლიტეკონომისტს იგივე სქემა გადმოაქვს კომუნიკაციისა და მედიატექნოლოგიების სფე-
როში. ინისისთვისაც მსოფლიო მატიანე დიალექტიკურია და დროში, ან სივრცეში გაფა-
რთოებაზე ორიენტირებულ კატეგორიებით განისაზღვრება, სადაც ისტორიის გარკვეულ
ეტაპზე ესა თუ ის საზოგადოება ან ერთ, ან მეორე პოლუსს შეიძლება იქნეს მიკუთვნებუ-
ლი. გადამწყვეტ მომენტებში კი ამ უკიდურესობებს შორის წარმოიშვება კონფლიქტი II.
არსებითია, რომ საზოგადოებამ იპოვოს ოქროს შუალედი, რათა მედიატექნოლოგიებს შო-
რის ჰარმონიული ურთიერთქმედებით დაბალანსებულ განვითარებას დაუდოს საფუძვე-
ლი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ინისი დროში მდგრად ცოდნას ანიჭებს უპირატესო-
ბას III.
ასევე, ინისს ეკუთვნის „ცოდნაზე მონოპოლიის“ ცნება, რომლის მიხედვითაც ამა
თუ იმ მედიუმის გავრცელებასა და გაბატონებას თან ახლავს მისი გამოყენების მცოდნეთა
ვიწრო ფენის ჩამოყალიბება და როგორი ხასიათისაცაა მედიუმი, იმის მიხედვით იქნება
განსაზღვრული მისი გარემოზე ზემოქმედების ფორმა. დამწერლობის გაჩენამ ჯერ კიდევ
არქაულ პერიოდში განაპირობა ტექნოკრატიული მმართველობის საფუძვლების წარმო-
ქმნა, რის შედეგადაც შექმნილი ბიუროკრატია დიდწილად მწერალთა და ქურუმებისაგან
შედგებოდა. სწორედ, ამ ხანგრძლივ პერიოდს ეკუთვნის სახელმწიფო ინსტიტუციებისა
და ნაციონალიზმების გენეზისი.

I Blondheim M. (2007) – „The Significance of Communication“ According to Harold Adams Innis. In


Watson Rita, Blondheim Menahem (Eds) - The Toronto School of Communication Theory, (University of
Toronto Press, The Hebrew University Magnes Press, Jerusalem). p. 67.
II Xiaoquan Zhao (2007) – Revitalizing Time: An Innisian perspective on the Internet. In Watson Rita,

Blondheim Menahem (Eds) - The Toronto School of Communication Theory, (University of Toronto Press,
The Hebrew University Magnes Press, Jerusalem) pp. 202-203.
III Innis, Harold (1951) – The Bias of Communications, (Toronto: University of Toronto Press), p. 33

190 | სამეცნიერო შრომების კრებული


თ ბი ლი ს ის ღ ი ა სა სწ ა ვლ ო უნ ივ ერ სი ტეტ ი

მიუხედავად მედიასაშუალებების ეფექტურობისა დრო–სივრცობრივი წინააღმდე-


გობების დაძლევაში, ინისი მაინც პესიმისტურად იყო განწყობილი მათდამი. ხედავდა რა
მეზობელ ზესახელმწიფოში ნამდვილი ძალაუფლების მქონე ჯგუფების მიერ საკომუნი-
კაციო ტექნოლოგიებით მანიპულირებასა და მათი მეშვეობით საზოგადოებაზე გავლენის
ფორმებს, მიიჩნევდა, რომ ა.შ.შ.–ს მმართველი ინდუსტრიული და ფინანსური წრეები
ცდილობდნენ დრო–სივრცის მაკონტროლებელი ცენტრალიზებული, თუ დეცენტრალი-
ზებული ხასიათის მართვის საშუალებებით გაეზარდათ საკუთარი ბატონობა და განე-
ვრცოთ ცოდნაზე მონოპოლია.
ჰაროლდ ინისი შიშობდა, რომ დასავლური მონოპოლიები განაპირობებდნენ რო-
გორც კანადის, ასევე ზოგადად დასავლური ცივილიზაციის ჩიხში შესვლას, რომელიც თა-
ვისი სივრცობრივი გავრცელების ტენდენციიდან გამომდინარე სასიკვდილო შეიძლება
აღმოჩენილიყო. მეოცე საუკუნის ორ უზარმაზარ იმპერიას შორის არსებული ანტაგონი-
ზმი და ცივი ომი ამის ნათელი მაგალითი იყო. ექსპერიმენტული მეცნიერებაც აყვავებას
ყველაზე მეტად სამხედრო სფეროში განიცდიდა, რაც ისტორიის დასასრულის საფრთხეს
ზრდიდა.
დროში განგრძობად კატეგორიებისათვის უპირატესობის მინიჭებით ინისის კვლე-
ვები ერთგვარი ზარის შემოკვრა და ცივილიზაციის სიფხიზლისკენ მოწოდება იყო, რაც
კიდევ ერთხელ აქტუალური გახდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შე-
მდეგ, სადაც სივრცეზე დომინირების ფინანსური სიმბოლო, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი
დამსხვრეულ იქნა დროში განგრძობადი, მაგრამ დამახინჯებული რელიგიური ტრადიცი-
ის მიერ. ამ კატაკლიზმაში შეიძლება პარალელი გაივლოს ტყუპი კოშკებისა და ბაბილონის
გოდოლის ნგრევას შორის. ორივე ნაგებობის გზავნილი იყო:

„მთელი დედამიწა შედგება ერთი ენისაგან და ერთი სახის სიტყვებისაგან.“ I

მათი მსხვრევის შედეგი იყო ის, რომ ადამიანებსა და ხალხებს არ ესმოდათ ერთმა-
ნეთის და ცხოვრობდნენ თავიანთი ოჯახების, ენების, ქვეყნების შესაბამისად. ინისის
უმთავრესი გაფრთხილება და მოწოდება კი დროსა და სივრცის მახასიათებელ ცნობიე-
რებს შორის ბალანსის პოვნა იყო და რჩება, რაც ადამიანთა ცნობიერებებს, კომუნიკაციის
სახეობებსა და საზოგადოებებს მისცემს სტაბილური განვითარების წინაპირობებს.
მკვლევარების აღნიშვნით ინისის შემოქმედებას აკლია დეტალურად ჩამოყალიბე-
ბული სისტემურობა, რამაც მის ნააზრევს თავის დროზე ცოტა მიმდევარი და არაერთი
კრიტიკოსი გამოუჩინა. მენაჰემ ბლონდჰაიმი (Menahem Blondheim) შენიშნავს, რომ თუკი
ინისმა მოახერხა ტექსტთან მუშაობაზე ჩართულობის ინტენსიურობის ნათლად გადმო-
ცემა, ეს არ გამოუვიდა ტექსტთან მუშაობის განმარტებასთან დაკავშირებით. მიზეზად შე-

I Blondheim M. (2007) – Ibid, p. 81.

TOU.EDU.GE | 191
TBILISI OPEN TEACHIN UNIVERSITY

მდგომი პერიოდის გარემოს და ტექნიკური ცვლილებები სახელდება I. ეს გასაგებიცაა იმ


მედიატექნოლოგიებისა და საინფორმაციო საშუალებების პირობებში, რომლებიც ინისის
თანამედროვენი იყვნენ. თუმცა, ამ კანადელი სკოლარქის ინტერესები იმდენად მრავა-
ლმხრივი იყო, რომ დღესაც არ დაუკარგავთ თავიანთი მნიშვნელობა და სწორედ ეს ფრა-
გმენტულობა იწვევს მისი ნააზრევის მიმართ ყურადღების ზრდას, რაც დღესდღეობით
იძლევა კვლევების თანამედროვე პირობებში გაგრძელებისა და ინტერპრეტირების საშუ-
ალებას II. შესაბამისად, ინისის ტექსტებზე მუშაობა და იქიდან გარკვეული თეორიების ჩა-
მოყალიბება დღესაც ჰერმენევტიკულ პროცესს წარმოადგენს მისი შემოქმედებით დაი-
ნტერესებული ნებისმიერი მკვლევარისათვის.
ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ჩინური წარმოშობის ამერიკელი სწავლულის, ქსი-
აოქუან ჟაოს (Xiaoquan Zhao) მცდელობა, ყველაზე თანამედროვე და დღესამომდე ყველაზე
სრული მედიუმის, ინტერნეტის შესწავლისას გამოიყენოს ტორონტოს კომუნიკაციური
სკოლის ტრადიცია, სწორედ ინისის კონცეფციების ახლებურ რევიზიას ითვალისწინებს,
რომელთა მიხედვით ინტერნეტი:

1. თვითონ არის მედიუმი, რადგანაც ფიზიკური მახასიათებლებიც გააჩნია და შედგე-


ბა კაბელებისგან, სერვერებისგან და ა. შ. ამავე დროს, ინტერნეტის საშუალებით
ხდება სივრცული მახასიათებლების დაძლევა, რადგან მაქსიმალურადაა დაჩქარე-
ბული კომუნიკაცია, დიდ მანძილებზე ცოდნისა და ინფორმაციის გადაცემა. ინტე-
რნეტის განვითარება იძლევა სივრცობრივი კატეგორიის მატარებელი ტელემედი-
ით გამოწვეული ინისის პესიმიზმის დაძლევის წინაპირობებს, რომელიც მოაზრე-
ბულია ინდუსტრიულ დასავლურ ცივილიზაციაში მექანიზირებული და სწორხა-
ზოვანი დროისაგან გათავისუფლების საშუალებად.
2. ინტერნეტს, როგორც მედიას აქვს კავშირი სხვა მედიებთანაც. მიუხედავად იმისა,
რომ თანამედროვეობის უდიდესი მედიუმი ჯერ კიდევ ტელევიზიაა, გლობალური
კომუნიკაციის ქსელი მოიცავს ტელევიზიასაც, ტელეფონსაც, ფილმებსაც, გაზეთე-
ბსაც, ლიტერატურასაც, საფოსტო მიმოწერასაც და ა. შ. შესაბამისად, მას გააჩნია
ყველა პირობა, რათა ერთ დღეს გახდეს უნივერსალური მედია, რომელიც საკუთარ
წიაღში ჰარმონიულად ახამებს როგორც დროის, ასევე სივრცულ მედიებს. ქსიაო-
ქუან ჟაოს აზრით, როცა ეს მოხდება, ზემოქმედებისა და კოორდინაციული მედია-
ტექნოლოგიები გაერთიანდებიან, რაც ჩამოაყალიბებს ერთიან მედიაგარემოს. ეს კი
გამოიწვევს ძირეულ ცვლილებებს საზოგადოებაში–მეტ სამოქალაქო ჩართულო-
ბას, მეტი თავისუფალი დროის გამოჩენას, ცოდნაზე მონოპოლიის მსხვრევას და

I Blondheim M. (2003) – Harold Adams Innis and his „Bias of Communication“. In E. Katz, J.D. Peters, T.
Liebes, & A. Orloff (Eds). Canonic texts in media research: Are there any? Should there be? How about these?
(Cambridge: Polity), p. 178.
II Xiaoquan Zhao (2007) – Ibid, p. 201.

192 | სამეცნიერო შრომების კრებული


თ ბი ლი ს ის ღ ი ა სა სწ ა ვლ ო უნ ივ ერ სი ტეტ ი

ინფორმაციის მეტ ხელმისაწვდომობას, მასზე მეტ საზოგადოებრივ კონტროლს და


ა. შ.
3. ინტერნეტის კავშირით საზოგადოებასთან, კულტურასთან იზრდება მისი ინტერა-
ქტიული ხასიათი, რადგან ტელემედიისაგან განსხვავებით ის არაა ინფორმაციის
მხოლოდ ცალმხრივად გადაცემის საშუალება. ყველას შეუძლია მიიღოს მონაწი-
ლეობა ცოდნის გაზრდაში. განვითარებულ ინტერნეტ–გარემოში იქმნება ზეპირი
კომუნიკაციის (რომელსაც ინისი ასე ძალიან აფასებდა I) როლის ზრდის საფუძვე-
ლი, სადაც ცოდნის მონოპოლიზების მაგივრად ადგილი აქვს ცოდნის „მულტიპო-
ლარიზება“ და აქედან გამომდინარე კოლექტიური მეხსიერების გავრცელებას. ამი-
ტომ იყო, რომ ზეპირი კულტურის ხალხებში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა
დროის შეგრძნებას, ტრადიციას, ერთიანობასა და სულიერებას (Xiaoquan Zhao,
2007, 212).

XX საუკუნის 40–იანი წლების მიწურულიდან ტორონტოს კომუნიკაციურ სკოლას


ტრადიციის გამგრძელებლებად მოევლინენ შემდეგი თაობის სკოლარქები: კომუნიკაციუ-
რი თეორიის ცნობილი კანადელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი ― მარშალ მაკლიუენი
(Marshall McLuhan), მნიშვნელოვანი ამერიკელი ანთროპოლოგი, ედმუნდ კარპენტერი (Ed-
mund Carpenter) და აღიარებული კანადელი ლიტერატურათმცოდნე, ნორტროპ ფრაი
(Northrop Frye). მათ თავიანთი მოღვაწეობა მედიისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები-
სადმი უფრო ოპტიმისტური მიდგომით დაიწყეს.
თუკი ჰეროლდ ინისის დროინდელი კვლევები უფრო სოციალურ ორგანიზაციასა
და ცივილიზაციას შეეხებოდა, მისი მიმდევარი მაკლიუენის ინტერესი ძირითადად კო-
ნცენტრირებული იყო ინდივიდზე კომუნიკაციური საშუალებების ფსიქო–ფიზიოლოგი-
ურ გავლენისა და ურთიერთდამოკიდებულების ირგვლივ. ტორონტოს კომუნიკაციური
სკოლის დამფუძნებლებისაგან განსხვავებით, მაკლიუენ–კარპენტერის სამეცნიერო მო-
ღვაწეობის მიმართულება პრიორიტეტულად კულტურული ხასიათისა იყო. 1952 წელს
ტორონტოს უნივერსიტეტში, ფორდის ფონდის დაფინანსებით, მათ დაიწყეს ლექციებისა
და სემინარების ინტენსიური კურსი კულტურასა და კომუნიკაციაში. ტორონტოს კომუნი-
კაციური სკოლის ეს ორი ახალი სკოლარქი მიიჩნევდა, რომ სწორედ კანადის ეს ქალაქი
იყო ის ადგილი, რომელიც წარმოადგენდა ერთგვარ მოხერხებულ, „კულტურულ კუ-
ნძულს“; აქედან უკეთესად მოხერხდებოდა თანამედროვეობის იმ უმნიშვნელოვანეს საი-
ნფორმაციო რევოლუციაზე დაკვირვებისა და კვლევების წარმოება, რომელიც ერთ უზა-
რმაზარ „კონტინენტად“ გადაშლილიყო ტორონტოს მაშინ ჯერ კიდევ მყუდრო, მაგრამ
დინამიური აკადემიური გარემოს წინაშე. მაკლიუენისთვის მსგავსი რეზონანსის გარდა-
ტეხის წერტილს 1957 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის მიერ კოსმოსში თანამგზავრის გა-
შვება წარმოადგენდა. მოცემული მეცნიერული საქმიანობის ოფიციალურ დაგვირგვინე-

I Innis, Harold (1951) – Ibid, pp. 6-12.

TOU.EDU.GE | 193
TBILISI OPEN TEACHIN UNIVERSITY

ბად იქცა 1963 წელს ტორონტოს უნივერსიტეტში კულტურისა და ტექნოლოგიის ცენტრის


დაარსება და მასში მაკლიუენის პროგრამის დაწყება.
პრიმიტიული საზოგადოებების შესწავლის საფუძველზე კარპენტერი მივიდა იმ და-
სკვნამდე, რომ საკომუნიკაციო საშუალებების საზოგადოებაზე გავლენის დრო–სივრცო-
ბრივ ასპექტთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა თვითონ იმ
გარემოს შექმნა, რომელსაც ამა თუ იმ მედიის გამოყენება განაპირობებდა. ამავე დროს,
ოქსბრიჯული ტრადიციისა და ინგლისური ენის მიერ მსოფლიო მასშტაბების შეძენის სა-
ფუძველზე იგი მიიჩნევდა, რომ საკუთრივ ენა თავად წარმოადგენდა მედიუმს და რომ მო-
ცემული თვალთახედვიდან გამომდინარე, ყველა ენა მასმედიაა. ამ მოსაზრების მიხედვით
ფილმი, რადიო, ტელევიზია ახალი ენებია.
მარშალ მაკლიუენმა განავრცო ერიკ ჰეველოკის თეზა საკომუნიკაციო საშუალებების
თანმიმდევრული განვითარების პროცესის გავლენაზე ძველბერძნულ სამყაროში ზეპირი
კულტურის დამწერლობითი სახით შეცვლაზე, რაც მიუსადაგა როგორც რომაულ პერიო-
დის უმთავრესი მედიუმის (პაპირუსი), ასევე მის შემდგომი ეპოქების საურთიერთობო
ფორმების შესწავლას (შუა საუკუნეების ეტრატი, გუტენბერგისდროინდელი ბეჭდური
რევოლუცია, ახალ ხანაში რადიოს როლი) (Theall D., 1986, 2). კოლეგის, ედმუნდ კარპე-
ნტერის, ანთროპოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით ენასთან, როგორც მედიუ-
მთან მიმართებაში შესანიშნავი ლიტერატურული ცოდნის მქონე მაკლიუენი იყენებს
ტრივიუმის დისციპლინათა მეთოდებს (გრამატიკა, ლოგიკა/დიალექტიკა, რიტორიკა) და
აყალიბებს დისკურსს, რომლის მიხედვითაც ყველა მედიუმს საკუთარი გრამატიკა გააჩნია
და რომ ყოველი მედია მოქმედებს ენების მსგავსად. ამიტომ, სხვა და სხვა საკომუნიკაციო
საშუალებები შესაძლოა ახდენდნენ ერთმანეთისაგან განსხვავებულ გავლენას ადამიანის
ფსიქო–ფიზიოლოგიურ აგებულებაზე, ფასეულობების ჩამოყალიბებაზე, იძლეოდნენ
ურთიერთგანსხვავებული აღქმის ფორმებსა და ინფორმაციული სიცხადის ხარისხს.
ინისიც და მაკლიუენიც დიდ ყურადღებას უთმობდნენ ტექნოლოგიისწინა მედიუ-
მების შესწავლას, როგორიცაა ხმა და ჟესტი. მათგან შედგენილი ენა კი ქმნის პირველადი
მედიაციის საშუალებას. დამწერლობის მქონე ცივილიზაციას წინ უძღოდა ზეპირი კომუ-
ნიკაციის კულტურა. ამ უკანასკნელში დომინირებდა ბაგეთაგან ამოსული სიტყვა, რომე-
ლიც წარმოადგენდა გულის მედიუმს. ბეჭდვითი რევოლუციის შემდგომ გავლენას იძენს
ნაბეჭდი სიტყვა, რომელიც თვალის ხედვის გაფართოებას, გონების მედიუმს წარმოა-
დგენს. პირველისთვის დამახასიათებელია რელიგიისა და ტრადიციის დომინირება სა-
ზოგადოებაში, მეორისთვის ― სპეციალიზირებული, ტექნიკური ცოდნის, სახელმწიფო
სტრუქტურებისა და იმპერიული წყობის გავრცელება (Blondheim Menahem and Watson
Rita, 2007, 10).
ტექნოლოგიური ინოვაციები იძლევიან ისეთი გარემოს შექმნის შესაძლებლობას,
რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების მეხსიერების გაძლიერებასა და ცნობიერების
სიჯანსაღეს. ტორონტოს კომუნიკაციური სკოლის მიხედვით, შემოქმედი ადამიანია ის,
ვინც აცნობიერებს და წარმოშობს საკუთარი ბიოლოგიური მონაცემებისა და ირგვლივ

194 | სამეცნიერო შრომების კრებული


თ ბი ლი ს ის ღ ი ა სა სწ ა ვლ ო უნ ივ ერ სი ტეტ ი

მყოფი სამყაროს მაკავშირებელ საშუალებებს. პიროვნებებს, საზოგადოებას უნდა ჰქო-


ნდეთ გათავისებული წარსულისა და თანამედროვეობის მედიუმების თავისებურებანი
და არ უნდა დაუშვან საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დამახინჯება, თუ მათი მანიპული-
რების განმაპირობებლებად ქცევა. ამისათვის, მაკლიუენის აზრით, უნდა ჩამოყალიბდეს
მედია–ეკოლოგია, რაც სხვა არაფერია, თუ არა მედიასაშუალებების მიერ ერთმანეთში
ურთიერთქმედების, გამჭვირვალობისა და სპონტანურობის უზრუნველყოფის და არა
ერთის მიერ მეორის განდევნის პროცესი (McLuhan Marshall, 2004, 271).
მედია–ეკოლოგიის აუცილებლობაზე კიდევ უფრო ნათლად გასული ათწლეულის
კემბრიჯისა (Olson David R., 2007, 358). და ტორონტოს უნივერსიტეტის კვლევები მიუთი-
თებენ, სადაც საუბარია, საკუთარი დომინაციის გასავრცელებლად თუ რა შედეგები იქო-
ნია ბრიტანელი კოლონიზატორების მიერ დამწერლობის დამკვიდრების ცდამ ჩრდილო-
ეთ განის ავტოქტონური მოსახლეობის, ლოდაგაას სოციალურ და კულტურულ ცხოვრე-
ბაზე (Hawkins Sean, 2002, 229). სახეზეა ერთი მედიატექნოლოგიის მიერ მეორის შევიწრო-
ება. ამგვარად ხდებოდა ადგილობრივი ხალხის ტრადიციების ინგლისური კანონმდე-
ბლობის ჩარჩოებში ჩასმა. არადა, როგორც ბრიტანელი ოფიცერი აღნიშნავდა, ლოდაგაას
ხალხში არ არსებობდა სისხლის სამართლებრივი ნორმები, კონფლიქტების მოგვარება
ხდებოდა საჯარო განხილვებით და მიუხედავად რთული პროცესისა, ყველა დავა შეთა-
ნხმებით მთავრდებოდა I:

„დამწერლობის გამოყენებას შედეგად დამახინჯებების სერია მოჰყვა:.... კულტურა


ეთნიკურობად იქცა, ბილიკები გზებად გადაიქცნენ, მეხსიერება ისტორიად, ნასერები სა-
მოსად, მიწის ქურუმები ბელადებად, უფალი ბატონად, ნოუმენური ცოდნა პოლიტიკურ
ძალაუფლებად, ისრები შეტყობინებებად, კაურები ხურდებად, სიტყვა ნაწერად, ქმედებე-
ბი სიტყვებად, ჩვევები წესებად, ცოლ–ქმრის ალიმენტი სისხლად და ქალები მხოლოდ ცო-
ლებად“II.

ცხოვრების ბოლო პერიოდში, მედიასა და კომუნიკაციებთან დაკავშირებით, მარშალ


მაკლიუენიც ინისის პესიმისტურ პოზიციას უახლოვდება. უამრავი დადებითი შესაძლე-
ბლობის მიუხედავად, მედიასაშუალებებმა, თუკი არაკეთილსინდისიერი მიზნით იქნები-
ან გამოყენებულნი, შეიძლება გამოიწვიონ უკიდურეს ირაციონალიზმში გადავარდნა. მით
უმეტეს, პოსტინდუსტრიულმა მედია–ტექნოლოგიებმა, რომლებიც უფრო ღრმად მოქმე-
დებენ ადამიანის ნერვულ სისტემაზე და ძალაუფლების საშუალებასაც წარმოადგენენ.
თუკი ერთის მხრივ, ინტერნეტი სიტყვის თავისუფლებასა და ინფორმაციისადმი შედარე-

I Ibid, p. 240
IIThe use of writing has resulted in a series of misrepresentations:... culture became ethnicity, paths be-
came roads, memory became history, scarification patterns became clothes, Earth priests became chiefs, god
became God, noumenal knowledge became political power, arrows became summonses, cowries became
coins, speech became writing, actions became words, practices became rules, conjugal payments became
blood, and women became wives only“, Ibid, pp. 323-324

TOU.EDU.GE | 195
TBILISI OPEN TEACHIN UNIVERSITY

ბით მეტი ხელმისაწვდომობის ხარისხს განაპირობებს, მეორეს მხრივ, ტექნოკრატების ხე-


ლში იგი შეიძლება იქცეს კონტროლის ძლიერ ტექნოლოგიად.
მნიშვნელოვანია ნორტროპ ფრაის წვლილი ტორონტოს კომუნიკაციური სკოლის გა-
ნვითარებაში. ჯერ კიდევ ჰაროლდ ინისთან ერთი და იგივე უნივერსიტეტში მოღვაწე აკა-
დემიკოსი სრულიად დამოუკიდებლად მივიდა ბევრ ისეთ დადგინებამდე, რამაც ჯერ და-
ახლოვა, ხოლო შემდგომ ინისის დატოვებული მემკვიდრეობის მოამაგედ გახადა ცნობი-
ლი კანადელი ლიტერატურათმცოდნე. შეიძლება ითქვას, რომ ეს უკანასკნელი უფროა ჰა-
როლდის პირდაპირი ინტელექტუალური მემკვიდრე, ვიდრე მარშალ მაკლიუენი.
ფრაიც დიალექტიკურ მეთოდს იყენებს სინამდვილის თეორიასთან დაკავშირებით,
რომელიც შემეცნებასა და აღქმას ეფუძნება. აღქმის თეორია ცენტრალურია ფრაის შემო-
ქმედებაში. იგი განასხვავებს სამყაროს აღქმის ორ სახეს: ობიექტურსა და სუბიექტურს. პი-
რველის მიხედვით ცენტრალურია თვითონ რეალური სამყარო, სადაც შესამეცნებელი წა-
რმოადგენს დამოუკიდებელ სინამდვილეს; ხოლო სუბიექტური მსოფლმხედველობის მი-
ხედვით კი მთავარი ადგილი უჭირავს ადამიანს, დამყარებულია სუბიექტურობაზე, წა-
რმოსახვასა და მითზე. ამ ორი ხედვის ანალიზს მივყავართ დიალექტიკური ხედვის კო-
ნცეფციასთან (Frey, Northrop 1947.38). ფრაი გარკვეულწილად დადებითადაც უყურებს
დიალექტიკურობას, რადგან ურთიერთდაპირისპირებულობა და ჩიხში შესვლა შეიძლება
აღმოჩნდეს საზოგადოებრივი პროგრესისა და შემოქმედებითობის ერთ–ერთი განმაპირო-
ბებელი ფაქტორი (Siegel Arthur, 2007, 142).
მეოცე საუკუნის 20–იან წლებში დასავლეთში იმედის თვალით შესცქეროდნენ რა-
დიოს განვითარებას და კანადაში, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მის შექმნა–გა-
ნვითარებაში, ეს მედია აღიქმებოდა ნაციონალური და საერთაშორისო ჰარმონიული თა-
ნამშომლობის მძლავრ საშუალებად. იყო მცდელობები, თუ რომელი ყოფილიყო რადიოს
უნივერსალური ენა ინგლისურს, ფრანგულს, გერმანულს, ლათინურსა და ჩინურს შორის.
თუმცა, ყველაზე მეტი წარმატება ხვდა ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს შექმნილ
ესპერანტოს ხელოვნურ ენას. სამწუხაროდ, ძალიან მალე რადიო გამათავისუფლებელი ძა-
ლის მქონედან მალე იქცა მასების კონტროლისა და მათზე პროპაგანდის უმძლავრეს არხა-
დ I.
ინისისა და მაკლიუენისაგან განსხვავებით ფრაი არა მარტო თეორეტიკოს, არამედ
გაცილებით უფრო პრაგმატულ მოღვაწეს წარმოადგენდა. სწორედ, მისი კანადის რადიო–
ტელევიზიისა და ტელეკომუნიკაციების კომისიის (CRTC) წევრობისას ჩამოყალიბდნენ ის
ნორმები, რომლებიც საფუძვლად დაედვნენ ტრანსლირების რეგულატორულ პრინციპებს
გემოვნებასთან, მორალთან და თანაგრძნობასთან დაკავშირებით. ცენზურის სახიფათო
პერსპექტივების თავიდან აცილების მიზნით ფრაი ეჭვის თვალით უყურებდა რეგულაცი-
ას, მაგრამ გარკვეულ გამონაკლისებს უშვებდა ამ უკანასკნელის მიერ პანიკისა და ძალა-
დობის დისკურსის თავიდან არიდების მიზნით, ხოლო უფრო მეტი ეფექტურობისათვის

I Ibid, p. 124.

196 | სამეცნიერო შრომების კრებული


თ ბი ლი ს ის ღ ი ა სა სწ ა ვლ ო უნ ივ ერ სი ტეტ ი

ემხრობოდა მის დეცენტრალიზაციას. კანადელი აკადემიკოსის მიერ რეგულაციის გარა-


ნტად მოიაზრებოდა კრიტიციზმი და შეთანხმებულობა; მაშინ, როდესაც პირველი მოიცა-
ვდა ჟურნალ–გაზეთებსა და პარლამენტში მიმდინარე განხილვებს და აკადემიური სფერო
წარმოადგენდა კომუნიკაციის განვითარების განზომილებას, მეორე განაპირობებდა დია-
ლოგის, ახალი გზების წარმოდგენის, შემოქმედებისა და თვითონ შემოქმედი პიროვნებე-
ბის ერთმანეთში დაკავშირების მასტიმულირებელ ფაქტორს.
თავის კოლეგებთან, როდ შიასონთან (Rod Chiasson) და ანდრე მარტენთან (Andrè
Martin) ერთად შემუშავებული ტრანსლირების რეგულატორულ პრინციპებთან მიმართე-
ბით ფრაი ხაზს უსვამდა განსხვავებას ინფორმაციის გადაცემის საზოგადოებრივად სასა-
რგებლო და ანტისაზოგადოებრივ მოტივაციებს შორის:

„სიახლეების გადმოცემა საზოგადოების ინტერესშია, სიახლეების შექმნა კი საზოგა-


დოებრივი ინტერესის საწინააღმდეგოა. მოიცვა სტუდენტური გამოსვლები საზოგადოე-
ბრივ ინტერესშია, მაგრამ წააქეზო სტუდენტური გამოსვლები, რათა მიიღო უფრო საინტე-
რესო სურათი საზოგადოებრივი ინტერესის საწინააღმდეგოა“ I.

ფრაის მიერ ხდება ინისისათვის ასე ძვირფასი ზეპირი ტრადიციის ინტერპრეტირე-


ბის დაზუსტება, სადაც ზეპირი კომუნიკაცია შორეული წარსულის დომინანტურ ფორმა-
დაა მიჩნეული და არა თანამედროვეობის წარმონაქმნად, პოსტინდუსტრიულ ხანაში კი
შემოქმედებითად მისმა აღზევებამ შეიძლება წარსულის გაცოცხლება აწმყოს ახალ და გა-
ფართოებულ გამოცდილებად გადააქციოს.
მედიისა და კომუნიკაციის უმთავრესი ამოცანაა დაუდგეს მხარში საზოგადოებას და
მის განვითარებას. ისინი ერთმანეთზე არიან დამოკიდებულები. კომუნიკაცია კულტუ-
რის ძირითადი მამოძრავებელია და საჭიროა საზოგადოებრიობის, იდენტობისა და ერთი-
ანობისათვის ჩამოსაყალიბებლად. კულტურას თავისი სტრატეგია გააჩნია, რომლის ფო-
რმულირებაც ინისთანაა დაკავშირებული. ეს უკანასკნელი მის წარმოშობას ურთიერთდა-
პირისპირებულ ტენდენციასა და მედიას შორის ხედავს, სადაც იგი ჩნდება მედიატექნო-
ლოგიებს შორის ბრძოლის დროს:

 მედიათაშორის კონფლიქტების დროს შემოქმედებითი და წარმოსახვითი კუ-


ლტურის აღმოცენება;
 მისი შიდა წინააღმდეგობების კანონები;
 უნივერსიტეტების წიაღში განვითარებული ერუდიციისა და სამეცნიერო ცოდნის
ობიექტურობა.

I „The reporting of the news is in the public interest; the creation of the news is against the public interest.
Covering a student riot is in the public interest, but inciting the student riot in order to have a more inter-
esting picture, is against the public interest“, Ibid, pp. 133-135.

TOU.EDU.GE | 197
TBILISI OPEN TEACHIN UNIVERSITY

მარქსიზმისაგან დაშორებულ და ანარქისტული ცნობიერების მქონე ისეთ ქვეყანაში,


როგორიცაა კანადა, იდენტობის ერთ–ერთი მახასიათებელი ნაწილია მჭვრეტელური პო-
ზიცია, რომელიც ერთი შეხედვით პასიური სახელმწიფოს შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ-
მცა, ფრაის აზრით, სწორედ ეს ნიშანი მიუთითებს სიბრძნეზე, რამეთუ იგი გარკვეულ დი-
სტანციაზე დგომას ნიშნავს და არა მოწყვეტილობას. ამ კონტექსტში კულტურა უფრო რე-
გიონალური და ლოკალური ხასიათისაა და არა გლობალისტური და წარმოიქმნება არა
ანალიზით, არამედ კონკრეტული მოქმედებებით.
კომუნიკაციურ კონტექსტში ფრაი განასხვავებს საზოგადოებისა და მასის ცნებას. იქ,
სადაც საზოგადოება დიალოგზე დგას და იდენტობაზეა ფოკუსირებული, ბრბოს მამოძრა-
ვებელია ძალადობა და ზედაპირული პერცეფცია. ორივე ჯგუფის ნაირსახეობას წარმოა-
დგენს, ორივეს წარმოშობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია მედიას, მაგრამ პირველის შე-
მთხვევაში ეს უკანასკნელი აქცენტს აკეთებს ჯგუფის ვინაობაზე, ხოლო მეორე შემთხვევა-
ში კი ― პანიკასა და სიძულვილზე. ფრაის მაგალითისათვის მოჰყავდა ამერიკის ახალგა-
ზრდული მოძრაობები და ტოტალიტარისტული ქვეყნები I.
ასევე საგულისხმოა, რომ რადგანაც კომუნიკაციური მედიასაშუალებები იძლევიან
ემოციებზე, ფასეულობებსა და ინდივიდთა აღქმის რაგვარობაზე გავლენის მომხდენი გა-
რემოს ჩამოყალიბების პირობებს, ჩვენსა და სინამდვილეს შორის ჩნდება ჰიპერ–რეალობა.
არის საფრთხე იმისა, რომ სინამდვილის ამ სიმულაციამ თვითონ დაიკავოს რეალობის
ადგილი II. სქემებითა და სახეებით გაჯერებულ ეპოქაში ჰიპერ–რეალობის საშიშროებებზე
მიუთითებდა ფრანგი ფილოსოფოსი და სოციოლოგი, ჟან ბოდრიარი (Jean Bodrillard). მი-
სთვის მთელი რეალობა გატარებულია მედიის ჭრილში, სადაც სიმბოლო სინამდვილეზე
უპირატესი ხდება, ეკონომიკა ― წარმოსახვითი სივრცე, პოლიტიკა ― თამაში, ხოლო ომი
― მედიატიკური მოვლენა III.
ტორონტოს კომუნიკაციის სკოლის გავლენა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. მისი
ახალი თაობის მიმდევრები დღესაც აქტიურად მოღვაწეობენ და არაერთ დარგში გამოი-
ჩინეს თავი. ამერიკის კონტინენტზე „მაკლუჰანიზმების“ მთელი მიმდინარეობაც კი შეი-
ქმნა. საკმაოდ აქტიური დაინტერესებაა კანადური წარმოშობის კომუნიკაციის თეორიისა-
დმი საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთში, ისრაელში, შორეულ აღმოსავლე-
თში. განსაკუთრებით, აღსანიშნავია უახლესი პერიოდის მედიასაშუალებებისა და კომუ-
ნიკაციური ტექნოლოგიების თემაზე განხორციელებული კვლევები, სადაც ხაზგასმულია
ინტერნეტისათვის დამახასიათებელ დადებით და უარყოფით პერსპექტივებზე მსჯელო-
ბათა, ფორუმების და კონფერენციების მნიშვნელობა. მსოფლიო ქსელის მეშვეობით შესა-
ძლებელი გახდა სრულიად უფასოდ, ან მცირე საფასურის გადახდით ინფორმაციის ზღვა
მასალასთან დაკავშირება, მისი დემოკრატიზირება, ქაღალდის დიგიტალური ფორმატით

I Ibid, pp. 130-131.


II Yi Xin, Tong – The Media and Our Understanding of World: From Toronto School to Situationism,
(Asian Social Science, Vol. 4, №10, October 2008), p. 51
III Baudrillard, J. (1988) – Selected Writings, ed. Poster, M, Polity Press, Cambridge, pp. 119-148

198 | სამეცნიერო შრომების კრებული


თ ბი ლი ს ის ღ ი ა სა სწ ა ვლ ო უნ ივ ერ სი ტეტ ი

ჩანაცვლება (თუმცა, ეს სასარგებლო პროცესი ტელევიზიის გავრცელების ფონზე ჯერ კი-


დევ XX საუკუნის 60–70–იან წლებში მოხდა ნორვეგიაში, სადაც ტელევიზიის პოპულარი-
ზაციამ პარტიული პრესის დაქვეითება გამოიწვია) ინტერნეტით, რომელიც იმიჯის შე-
ქმნისა და პოპულარობის მიღწევის ყველაზე სწრაფ და ალტერნატიულ საშუალებად მოა-
ზრება. მოცემული ტენდენციების ფონზე კიდევ უფრო გაიზარდა ცოდნაზე დამყარებული
აქტიური საზოგადოების წონა I.
ტორონტოს კომუნიკაციის სკოლის ტრადიციებთან შეხებაში მყოფ თანამედროვეო-
ბის ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენლებს შორის შეგვიძლია დავასახელოთ: დერიკ დე
კერკჰოუვი (Derrick de Kerckhove), დონალდ თილი, ჟან ბოდრიარი (Jean Baudrillard), რო-
ლან ბარტი (Roland Barthes), ნეილ პოსტმანი (Neil Postman), პიერ ლევი (Pierre Lèvy) და
მრავალი სხვა.
ამ შემთხვევაში, ჩვენ დავინტერესდებით და ჩავუღრმავდებით კომუნიკაციაში თა-
ნამედროვეობის ერთ–ერთ ყველაზე გამორჩეული ფრანგი ფილოსოფოსის, კულტურო-
ლოგისა და მედიის მკვლევარის, პიერ ლევის მიერ განვითარებული „კოლექტიური ინტე-
ლექტი“–ს საკითხს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Babe, Robert E (2000) – Toronto Communication Thought: Ten Foundational Writers. Toronto:
University of Toronto.
2. Baudrillard, J. (1988) – Selected Writings, ed. Poster, M, Polity Press, Cambridge.
3. Blondheim M. (2003) – Harold Adams Innis and his „Bias of Communication“. In E. Katz, J.D.
Peters, T. Liebes, & A. Orloff (Eds). Canonic texts in media research: Are there any? Should there
be? How about these? (pp. 156–190). Cambridge: Polity.
4. Blondheim M. (2007) – „The Significance of Communication“ According to Harold Adams Innis.
In Watson Rita, Blondheim Menahem (Eds) ― The Toronto School of Communication Theory,
University of Toronto Press, The Hebrew University Magnes Press, Jerusalem (pp. 53–81).
5. Blondheim Menahem and Watson Rita (2007) – Innis, McLuhan and the Toronto School. In
Watson Rita, Blondheim Menahem (Eds) ― The Toronto School of Communication Theory,
University of Toronto Press, The Hebrew University Magnes Press, Jerusalem (pp. 7–26).
6. Frey, Northrop (1947) – Fearful Symmetry (Princeton, N. J: Princeton University Press).
7. Frye, Northrop (1982) – Introduction to Dispersal and Concentration. In Harold Innis ― Dis-
persal and Concentration: Historical Aspect of Communications, edited by Northrop Frye
(Chairman) in association with R.B. Chiasson, Andrè Martin and Mary Wilson. Unpublished.
Copyright: Innis Communication Corporation.

IBabe, Robert E (2000) – Toronto Communication Thought: Ten Foundational Writers. (Toronto:
University of Toronto Press). p. 87

TOU.EDU.GE | 199
TBILISI OPEN TEACHIN UNIVERSITY

8. Hawkins Sean (2002) – Writing and colonialism in Nothern Ghana: The encounter between the
LoDagaa and „the world on paper“. „Toronto: University of Toronto Press.
9. Innis, Harold (2007) – Empire and Communications, Toronto: Dundurn Press.
10. Innis, Harold (1951) – The Bias of Communications, Toronto: University of Toronto Press.
11. Katz Elihu (2007) – The Toronto School and Communication Research. In Watson Rita, Blond-
heim Menahem (Eds) ― The Toronto School of Communication Theory, University of Toronto
Press, The Hebrew University Magnes Press, Jerusalem (pp. 1–5).
12. Kerckehove, Derek De – „McLuhan and the Toronto School of Communication“ in the Canadian
Journal of Communication, 14, №4–5 (December 1989) 73–9.
http://www.cjc–online.ca/index.php/journal/article/view/533/439
13. Kroker, Arthur – Technology and the Canadian Mind: Innis/McLuhan/Grant. Montreal, New
World Perspectives, 1984.
14. McLuhan Marshall (2004) ― Understanding Me: Lectures and Interviews, edited by Stephanie
McLuhan and David Staines, Foreword by Tom Wolfe. (MIT Press).
15. Olson, David. R. (2007) – Whatever Happened to the Toronto School? In Watson Rita, Blond-
heim Menahem (Eds) ― The Toronto School of Communication Theory, University of Toronto
Press, The Hebrew University Magnes Press, Jerusalem (pp. 354–360).
16. Shade, Leslie Regan (Director of Doctoral Studies at the Institute of Communications, Culture
and Information Technology/UTM) – The Tradition of Canadian Communication Theory.
http://www.infoamerica.org/documentos_pdf/smythe02.pdf
17. Siegel Arthur (2007) – Northrop Frye and the Toronto School of Communication Theory. In
Watson Rita, Blondheim Menahem (Eds) ― The Toronto School of Communication Theory,
University of Toronto Press, The Hebrew University Magnes Press, Jerusalem (pp. 114–144).
18. Theall, D. (1986) – McLuhan, Telematics and the Toronto School of Communication’, Canadian
Journal of Political And Social Theory X (1–2).
http://imfpu.blogspot.ca/2011/03/toronto–school–of–communications–by.html
19. Xiaoquan Zhao (2007) – Revitalizing Time: An Innisian perspective on the Internet. In Watson
Rita, Blondheim Menahem (Eds) ― The Toronto School of Communication Theory, University
of Toronto Press, The Hebrew University Magnes Press, Jerusalem (pp. 199–214).
20. Yi Xin, Tong – The Media and Our Understanding of World: From Toronto School to Situation-
ism. Asian Social Science, Vol. 4, №10, October 2008.

200 | სამეცნიერო შრომების კრებული

You might also like