Download as txt, pdf, or txt
Download as txt, pdf, or txt
You are on page 1of 1

უამრავი ლექსი იწერება და იწერებოდა საქართველოზე, საქართველოს წარსულზე, უხვი

მოლექსე მშვენიერი სიტყვებით ამკობდა საქართველოს და მის წარსულს, რაგასაკვირია


როდესაც ჩვენი ქვეყანა ასეთ წარსულს ატარებს გეამაყება რომ ქართველი ხარ. მინდა
შევეხო ერთ-ერთი გამორჩეული პოეტის ლადო ასათიანის ლექს ,,ციხის სიზმარი,, სადაც
ლექსის ძირითადი მიზანდასახულობა საქართველოს წარსულის გაიდიალებაა
ავტორი გმირულ წარსულზე ამახვილებს ყურადღებას და ლექსის დასაწყისშივე დაღლილ ვაჟკაცს
ციხეს ადარებს, ამით უძველეს ციხეს მოიხსენიებს როგორც გმირული წარსულის დიდებულ
ნაშთს, იგი წარსულს მისტირის და სურს რომ საქართველოს ძველი სურათი გააცოცხლოს სწორედ
ამის დანიშნულებაა თამარის საოცნებო სენაკი, მკითხველში აღელვებას იწვევს ავტორის
ასეთი გულრწფელი საუბარი მაგრამ პოეტი რისი პოეტია რომ ასეთი ღირსშესანიშნაობა ასე არ
გადმოსცე, ლადო ასათიანი წარსულის დროს ნატრობს და არ შემიძლია არაღვნიშნო მისი
სიმბოლური დატვირთვა სადაც არწივს აიგივებს, საქართველოს დიდებულ წარსულთან და
მაშინდელი ძლევამოსილების უნართან, მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა თუ რატომ
თრთის მძინარე ციხე? ავტორი სიზმარში ხედავს მოგებული ბრძოლების ამაღელვებელ სურათებს
იგი გვაუწყებს ჩვენ რომ მასსში ბრძოლის ჟინმა გაიღვიძა მაგრამ ყოველ გაღვიძებაზე მას
ხვდება მწარე რეალობა, ის იმედგაცრუებულია, ასევე იყენებს მხატვრულ სახეს ,,
საქართველოს თვალს ,, და ამ სიტყვაში თამარ მეფე იგულისხმება, ძალიან საინტერესოა
მისი დინამიკურობა სადაც მატებს წარსულს და ამძაფრებს მკითხველის ემოციებს.
ავტორი არ კარგავს მომავლის იმედებს ,, ხავსიან გალავანზე არწივები თვლემენ,, ამით
ლადო სიტყვებში სიკაშკასე სუფევს რადგან ამ ყველაფრისდამიუხედავად უკეთესი მომავლის
იმედი აქვს. ლექში სიზმარს აკისრია ისეთი ფუნქცია რომ წარმოაჩინოს კონტრასტი წარსულსა
და აწყმოს შორის. ნათლადაა მისი ხასიათბი ტექსტში სადაც ჩანს მისი თანამედროვეობა ის
არის უკმაყოფილო რადგან საბრძოლო სულისკვეთებისგან დაცლილი რეალობა გამეფდა ასევე
აღსანიშნავია დროის დაუნდობლობა ,, დრონი მეფობენ და არა მეფენი,, პარალელს გავავლებ
კიდევ ერთ ლადო ასათიანის ლექსზე ,,საქართველოში,, საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. პოეტს თავისივე ლექსებში აქვს გადმოვემული მისი
გრძნობები საქართველოს წარსულზე თანდაყოლილ ვაჟკაცობაზე სადაც ამავე ლექსში იხატება
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,


სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!
მწერლის კალამს დიდი მნიშვნელობა აქვს მკითხველის გულის მოსაგებად ამიტომ იყენებს
მხატვრულ ხერხებს რათა უფრო კარგად და საინტერესოდ ჟღერდეს მომხდარი იყენებს
გაპიროვნებას სძინავს ციხეს?

You might also like