Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 74

გახსენით ლინკი და მოიწონეთ გვერდი

https://www.facebook.com/eExistentialCrisisA1/

ალბერ კამიუ

1
ალბერ კამიუ............................................................................................................................................... 1
სტუმარი ...................................................................................................................................................... 2
მარგერიტ იურსენარი ............................................................................................................................. 13
თავმოკვეთილი კალი ............................................................................................................................. 14
პრინც ჟანგის ბოლო სიყვარული .......................................................................................................... 17
ჟან-პოლ სარტრი ...................................................................................................................................... 23
ჰეროსტრატე ............................................................................................................................................. 24
მიშელ ტურნიე ......................................................................................................................................... 36
წითელი კაცუნა........................................................................................................................................ 37
თოვლის ბებია.......................................................................................................................................... 47
ამანდინი ანუ ორი ბაღი ......................................................................................................................... 49
პიერო, ანუ ღამის საიდუმლოებანი ..................................................................................................... 55
რობინზონ კრუზოს ამბის დასასრული............................................................................................... 63
ანრი ტრუაია............................................................................................................................................. 66
საუკეთესო მყიდველი ............................................................................................................................ 67

სტუმარი
მასწავლებელმა სკოლისაკენ მომავალი ორი მგზავრი დაინახა. ერთი ცხენზე იყო
ამხედრებული, მეორე ფეხით მოდიოდა. მათ ჯერ ვერ მიეღწიათ ციცაბო
ბილიკისათვის, რომლის ბოლოშიც სკოლა იყო. დაღლილები ვრცელსა და უკაცრიელ
პლატოზე, თოვლსა და ქვებში ნელა იკვლევდნენ გზას. მასწავლებელი კარგად
ხედავდა დაღლილი ცხენების ნესტოებიდან გამოშვებულ ორთქლს. ეტყობოდა, რომ
ერთ-ერთი მგზავრი კარგად იცნობდა ამ მხარეს. ისინი მიუყვებოდნენ ბილიკს,
რომლის კვალი სამი დღის წინ თოვლს დაეფარა. მასწავლებელმა გამოთვალა:
მგზავრები გორაკზე ნახევარ საათზე ადრე ვერ ავიდოდნენ. ციოდა. ის სკოლაში
შებრუნდა ჯემპრის ასაღებად.

ცივი და ცარიელი საკლასო ოთახი გაიარა. უკვე სამი დღე იყო, შავ დაფაზე
საფრანგეთის ოთხი მდინარე ეხატა ოთხი სხვადასხვა ფერის ცარცით. ისინი საერთო
შესართავისკენ მიედინებოდნენ. რვათვიანი გვალვის შემდეგ შუა ოქტომბერში დიდი
თოვლი მოვიდა და რადგან წვიმას სიცივეები მოჰყვა, ის ოციოდე მოსწავლეც კი,
რომლებიც პლატოზე გაფანტულ სოფლებში ცხოვრობდნენ, სკოლაში აღარ მოდიოდა.
კარგ ამინდს კი ჯერ პირი არ უჩანდა. დარიუ ვერ თბებოდა თავის ოთახში, რომელიც
საკლასო ოთახზე აღმოსავლეთიდან იყო მიშენებული. ოთახის ფანჯარა
სამხრეთისკენ გადიოდა. სკოლა რამდენიმე კილომეტრით იყო

დაშორებული იმ ადგილს, საიდანაც პლატო სამხრეთით ეშვებოდა. მზიან დღეებში


ფერდობზე უამრავი ია ხარობს, იქიდან კი ვრცელი უდაბნო იშლება.

2
დარიუ ცოტა გათბა. ფანჯრისკენ შეტრიალდა და ორი მამაკაცი შეამჩნია. ისინი უკვე
აღმართს მოუყვებოდნენ. ცა ნელ-ნელა იწმინდებოდა. ღამით თოვა შეწყვეტილიყო, ცა
შავ ღრუბლებს დაეფარა და ამიტომ დილითაც ბნელოდა. მხოლოდ შუადღის ორი
საათისათვის შეგეძლო გეთქვა თენდებაო. მაგრამიმ დღეს მაინც უკეთესი ამინდი იყო,
ვიდრე წინა სამი დღის განმავლობაში, როცა თოვდა და უკუნეთ სიბნელეში ქარი
უბერავდა. დარიუ მთელ დღეებს ოთახში ატარებდა, მხოლოდ ფარდულში
დამწყვდეული ქათმების მოსავლელად და ნახშირის მარაგის შესავსებად გადიოდა
გარეთ. საბედნიეროდ, ჩრდილოეთით მდებარე ყველაზე ახლო სოფლიდან,
ტაბჟიდიდან, ქარბუქის ამოვარდნამდე ორი დღით ადრე მანქანით სურსათი
ჩამოიტანეს. მანქანას გზის დასაფარავად ორმოცდარვა საათი დასჭირდა.

მასწავლებლის პატარა ოთახი სავსე იყო ხორბლის ტომრებით, რომლებიც


ადმინისტრაციამ იმ ბავშვებისთვის გამოჰყო, რომელთა ოჯახებიც გვალვის
მსხვერპლნი გამხდარიყვნენ. დარიუ მოსწავლეებს ურიგებდა დღიურ ულუფას,
თუმცა, კარგად იცოდა, რომ ეს საკმარისი არ იყო ამ მძიმე დღეებში. დარიუ იმ
საღამოსაც ელოდა ბავშვების მამებს ან მათ უფროს ძმებს ხორბლის გადასაცემად.
აქედანვე საჭირო იყო მომავალი მოსავლისათვის მზადება. ხორბლით

დატვირთული გემები ახლა საფრანგეთიდან ჩამოდიოდნენ. მართალია, მძიმე დღეები


უკან დარჩა, მაგრამ მაინც შეუძლებელი იყო ძველი სიღატაკის, მზის ქვეშ მოხეტიალე
ჩამოძონძილი აჩრდილების, თვეების განმავლობაში გამოფიტული მიწებისა და
მტვერში მოელვარე ქვების დავიწყება. სკოლაში ყოველდღე მოდიოდა ათასობით
ცხვრისა და ადამიანის სიკვდილის ამბავი.

ამ სიღარიბეში, მიკარგულ სკოლაში ბერივით მცხოვრები მასწავლებელი ბატონივით


გრძნობდა თავს. ბათქაშიანი კედლებით, თეთრი ხის თაროებით და ვიწრო, პატარა
ტახტით ის სრულიად კმაყოფილი იყო. კმაყოფილი იყო იმით, რომ ჰქონდა ჭა და
ყოველდღიური წყლისა და საკვების მარაგი. განუწყვეტელმა წვიმამ თოვლი მოიტანა.
ასეთი იყო ეს მხარე, დაწყევლილი და უკაცრიელი, სადაც ადამიანები უძლურნი
იყვნენ. მაგრამ დარიუ აქ დაიბადა და სხვაგან თავს უცხოდ, დევნილად გრძნობდა.

სკოლიდან გამოვიდა და მგზავრებს გახედა, რომლებიც შუა ფერდობამდე


მოსულიყვნენ. ცხენოსანში ძველი ჟანდარმი - ბალდუსი შეიცნო, რომელთანაც დიდი
ხნის ნაცნობობა აკავშირებდა. ბალდუსს თოკით მოჰყავდა არაბი, რომელიც
ხელებშეკრული და თავჩაქინდრული მოსდევდა. ჟანდარმი მიესალმა დარიუს,
რომელმაც არ უპასუხა. ის გაოცებული შესცქეროდა ლურჯ ქულაჯიან არაბს,
რომელსაც ფეხები სქელი შალის წინდებით

შეეფუთა და სანდლებში ჩაეყო, თავზე კი ვიწრო დოლბანდი ჰქონდა შემოხვეული.


ისინი ნელა მიიწევდნენ წინ. ბალდუსიმ დარიუს გასძახა:

- ერთი საათია, რაც ელ ამორიდან მოვდივართ!

დარიუმ არაფერი უპასუხა. დაბალი და ჩასხმული მასწავლებელი, რომელსაც სქელი


ქულაჯა ჩაეცვა, მათ შესცქეროდა. არაბმა მხოლოდ ერთხელ ასწია თავი.

3
- გამარჯობა! - თქვა დარიუმ, როცა ისინი ფერდობიდან ამოვიდნენ, - შემოდით,
გათბით!

ბალდუსი ძლივს ჩამოვიდა ცხენიდან, თან თოკს ხელს არ უშვებდა. ჟანდარმმა


აბურძგნული ულვაშებიდან გაუღიმა მასწავლებელს. მზემოკიდებული შუბლის ქვეშ
ჩასმული წვრილი მუქი თვალები, დანაოჭებული სახე სანდომიან და ჭკვიან იერს
აძლევდა. დარიუმ სადავეს ჩაავლო ხელი და ცხენი ფარდულში შეიყვანა. შემდეგ
სკოლაში შევიდა, სადაც მგზავრები ელოდნენ. დარიუმ ისინი ოთახში შეიპატიჟა და
უთხრა:

- ახლავე გავათბობ ოთახს და უფრო კარგად იგრძნობთ თავს.

როცა დარიუ მეორედ შევიდა ოთახში, დაინახა, რომ ბალდუსი ტახტზე


წამოწოლილიყო. ჟანდარმს თოკი შეეხსნა არაბისთვის, რომელიც ღუმელთან
ჩაცუცქულიყო და ფანჯრისკენ იყურებოდა. პირველად დარიუმ მისი მსხვილი და
გადატკეცილი, თითქმის ზანგური ტუჩები დაინახა. ცხვირი სწორი ჰქონდა, მუქი
თვალები - აღგზნებული. დოლბანდი ჯიუტ შუბლს უფარავდა, გადამწვარი კანი,
რომელიც სიცივისგან ოდნავ გაფერმკრთალებოდა, ერთდროულად შეწუხებულ და
დაუმორჩილებელ იერს აძლევდა. არაბი დარიუსკენ შეტრიალდა. მისმა გამჭოლმა
მზერამ მასწავლებელი ააღელვა.

- აქეთ მოდით, ახლავე მოგიმზადებთ პიტნიან ჩაის, - თქვა დარიუმ.

- მეტად მძიმე სამუშაოა ჩემთვის, დროა დავისვენო, - თქვა ბალდუსიმ, შემდეგ ტყვეს
დაუძახა:

- მოდი!

არაბი ხელებგადაჭდობილი წამოდგა და ნელა გაემართა ჟანდარმისაკენ. დარიუმ


ჩაისთან ერთად სკამიც შემოიტანა. მაგრამ ბალდუსის უკვე დაეკავებინა მოსწავლის
პირველი მერხი. არაბი კი მის ფეხებთან ჩაცუცქულიყო, ღუმელის პირდაპირ,
რომელიც საწერ მაგიდასა და ფანჯარას შუა იდგა. როცა მასწავლებელმა ტყვეს ჭიქით
ჩაი მიაწოდა, ჟანდარმს მის შეკრულ ხელებზე ანიშნა.

- ახლა კი შეიძლება თოკის მოხსნა, - დარწმუნებით თქვა ბალდუსიმ, - ეს მხოლოდ


გზაში იყო საჭირო.

ტყვემ წამოდგომა დააპირა, მაგრამ დარიუმ ჭიქა დადგა და ჩაიმუხლა. არაბმა


აღგზნებული თვალები მასწავლებელს შეანათა, ხელები გაითავისუფლა, დასიებული
მაჯები დაიზილა, ჭიქა აიღო და ცხელი სითხე პატარა და სწრაფი ყლუპებით შესვა.

- ახლა რას აპირებ? - ჰკითხა დარიუმ ბალდუსის. ბალდუსიმ ჩაი მოსვა და თქვა:

- აქ, ჩემო ძმაო, უცნაური მოსწავლეები გყოლია. აქ იძინებ, ხოლმე? - შემდეგ კი


კითხვაზე უპასუხა, - ელ ამორში უნდა დავბრუნდე, შენ ამას ტენგიში ჩაიყვან, იქ
ელოდებიან. ბალდუსიმ დარიუს მეგობრულად გაუღიმა.

- რას ამბობ, გაგიჟდი? - შეშფოთდა მასწავლებელი.

- ასეთია ბრძანება.

4
- ბრძანება?! მე არა ვარ... - დარიუ გაჩუმდა, მას არ სურდა მოხუცი კორსიკელის
წყენინება, - ეს ხომ ჩემი საქმე არ არის...

- ო, მერერა? ომის დროს ყველანაირი საქმე უნდააკეთო.

- მაშინ დაველოდები ომის გამოცხადებას. ბალდუსიმ თავი დაუქნია.

- კარგი, მაგრამ იცოდე, რომ კანონები იქაც მოქმედებს და შენც გეხება. როგორც ჩანს,
ხალხი ღელავს. უკვე მომავალ აჯანყებაზეც ლაპარაკობენ. ჩვენ ყველანი მზად ვართ.
დარიუს ისევ ჯიუტი იერი ჰქონდა.

- მისმინე, შვილო, - უთხრა ბალდუსიმ, - ძალიან მიყვარხარ, უნდა იცოდე, რომ ჩვენ ელ
ამორში სულ თოთხმეტიოდე ადამიანი ვზვერავთ ერთი პატარა დეპარტამენტის
ტერიტორიას. ჩემი დაბრუნება აუცილებელია. ბრძანების თანახმად, შენ უნდა
ჩაგაბარო ეს ტყვე, მე კი დაუყოვნებლივ დავბრუნდე. არაბის მეთვალყურეობისთვის
იქ არავის ეცალა. მისი სოფელიც

აჯანყებულია. ხვალ ის ტენგიში უნდა ჩაიყვანო. ვიცი, რომ ის ოციოდე კილომეტრი


ისეთ ყოჩაღ კაცს, როგორიც შენა ხარ, ვერ შეაშინებს. აი, სულ ეს არის. ამის შემდეგ
მოსწავლეებიც გეყოლება და კმაყოფილიც იქნები.

კედლის უკან ცხენის ფრუტუნი და ფლოქვების ხმაური ისმოდა. დარიუ ფანჯარაში


იყურებოდა. თენდებოდა. დილის შუქი თოვლიან პლატოზე იშლებოდა. როცა თოვლი
დადნება, მზე ისევ ამობრწყინდება და კიდევ ერთხელ გადაწვავს ქვიან მინდვრებს,
ისევ გაანათებს ამ უკაცრიელ სივრცეს, სადაც ადამიანის არსებობაზე არაფერი
მეტყველებს. დარიუმ, ისე რომ ბალდუსისაკენ არც შემოტრიალებულა, თქვა:

- რა ჩაიდინა ასეთი? - და სანამ პასუხს მიიღებდა, ისევ ჰკითხა: - ლაპარაკობს


ფრანგულად?

- არც ერთ სიტყვას. ერთი თვე ეძებდნენ, იმალებოდა. თავისი ბიძაშვილი მოკლა.

- ჩვენ ხომ არ გვებრძვის?

- არა მგონია, თუმცა, რას გაიგებ.

- რატომ მოკლა?

- მგონი ოჯახური ამბების გამო. ერთს მეორის ხორბლის ვალი უნდა ჰქონოდა, თუ
რაღაც ამგვარი. მოკლედ, გაურკვეველი საქმეა. ერთი სიტყვით, ბიძაშვილი დანით
მოკლა, ცხვარს რომ კლავენ, ისე...

ბალდუსიმ დანა გაისვა კისერზე. როცა არაბმა ეს შენიშნა, შეწუხებულმა შეხედა


ჟანდარმს. უეცრად დარიუმ ზიზღი იგრძნო ამ კაცის და ყველა იმ ადამიანის მიმართ,
რომელთაც ბოროტება, სიძულვილი და სიფიცხე ახასიათებდათ.

ღუმელზე ჩაიდანი დუღდა. მასწავლებელმა ჯერ ბალდუსის დაუსხა ჩაი, შემდეგ ერთ
ხანს მერყეობდა, მაგრამ ბოლოს მეორედ მიაწოდა არაბს ჭიქა. მან ხარბად მოსვა ჩაი.
ოდნავ გაღეღილ ქულაჯაში მასწავლებელმა მისი გამხდარი და დაკუნთული მკერდი
შეამჩნია.
5
- გმადლობთ, ჩემო კარგო, - თქვა ბალდუსიმ, - ახლა კი წავედი.

იგი წამოდგა, არაბისკენ გაემართა და ჯიბიდან პატარათოკი ამოიღო. ბალდუსიმ


მასწავლებელს თოკზე მიანიშნა.

- არ არის საჭირო. მოხუცი ჟანდარმი შეყოვნდა.

- როგორც გინდა, ალბათ იარაღი გაქვს.

- სანადირო თოფი მაქვს.

- სად?

- ჩემოდანში.

- საწოლთან უნდა დაიდო.

- რისთვის? არაფრის მეშინია.

- ხომ არ გაგიჟდი, შვილო? თუ ისინი აჯანყდნენ, თავშესაფარი აღარ გვექნება და


ყველანი დავიღუპებით.

- სანამ აქ მოვლენ, დრო მექნება თავის დასაცავად.

ბალდუსიმ გაიცინა, მაგრამ ულვაშებმა უმალვე დაფარეს მისი ჯერ კიდევ თეთრი
კბილები.

- დრო? მეც იმას ვამბობდი, რომ შენ ცოტათი შეშლილი ხარ. სწორედ ამიტომ
მომწონხარ. ჩემი ბიჭიც ასეთი იყო, მაინც შეინახე, ელ ამორამდე ორი იარაღი რად
მინდა.

იარაღი შავ მაგიდაზე ელავდა. ჟანდარმი შებრუნდა, მასწავლებელმა მისი ტანსაცმლის


და ცხენის სუნი იგრძნო.

- მისმინე, ბალდუსი, - თქვა უცებ დარიუმ, - ეს რაღაც არ მომწონს. ამ ბიჭს, იცოდე, არ


ჩავიყვან ქალაქში და სასამართლოს არ გადავცემ. მოხუცი ჟანდარმი მის წინ იდგა და
მკაცრად უყურებდა.

- რა სისულელეებს მეუბნები, - თქვა მან, - ასეთები არ გამაგონო...

- მე არ გადავცემ, - გაიმეორა დარიუმ.

- ჩემო ბიჭო, გიმეორებ, რომ ეს ბრძანებაა.

- მათაც გაუმეორე, რასაც გეუბნები. მე მას სასამართლოს არ გადავცემ, - ჩაფიქრებული


ბალდუსი უყურებდა არაბს და დარიუს, ბოლოს თქვა:

- იმათ მე არაფერს ვეტყვი. ჩვენი მიტოვება თუ გინდა, როგორც გენებოს, ისე მოიქეცი.
მე ბრძანებას ვასრულებ. მოგიყვანე ტყვე, ახლა კი ხელი მომიწერე ქაღალდზე.

- რა საჭიროა, არ უარვყოფ, რომ ტყვე დამიტოვე.

- ნუ ხარ ჯიუტი, ხელი უნდა მოაწერო, ეს წესია.

6
დარიუმუჯრიდან ამოიღო იასამნისფერი მელნისოთხკუთხა შუშა, წითელი ხის
კალმისტარი და ხელი მოაწერა. ჟანდარმმა გულმოდგინედ დაკეცა ფურცელი და
საქაღალდეში ჩაიდო. შემდეგ კარისკენ გაემართა.

- გაგაცილებთ, - შესთავაზა დარიუმ.

- არ მინდა, - თქვა ბალდუსიმ, - თავაზიანობა არ გაკლია, მაგრამ უკვე შეურაცყოფა


მომაყენე.

მოხუცმა გაუნძრევლად მყოფ არაბს შეხედა, შეწუხებულმა ამოისუნთქა და კარისკენ


შებრუნდა. - მშვიდობით.

კარი დაიხურა. მალე ბალდუსი ფანჯარასთან გამოჩნდა, შემდეგ ისევ გაუჩინარდა.


მისი ნაკვალევი თოვლში ჩაიკარგა. მოისმა ცხენის ფრუტუნი ტიხარის უკან, ქათმებიც
დაფრთხნენ. ბალდუსი ისევ გამოჩნდა ფანჯარასთან, ცხენი თოკით გამოიყვანა და
უკანმოუხედავად გაეშურა ციცაბო ბილიკისაკენ. ცოტა ხანში მოხუცი აღარ ჩანდა,
ცხენიც გაუჩინარდა. მალე დიდი ქვის დაგორების სუსტი ხმა მოისმა. დარიუ
ტყვესთან დაბრუნდა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ისევ გაუნძრევლად იჯდა.

- ერთი წუთით, - თქვა მასწავლებელმა და ოთახისკენ გაემართა, მაგრამ როცა


ზღურბლს გადააბიჯა, შეყოვნდა, გადაიფიქრა და უკან შებრუნდა, რევოლვერი აიღო
და ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ უკანმოუხედავად გავიდა ოთახში.

დივანზე წამოწოლილი დარიუ უყურებდა ცას, რომელიც ნელ-ნელა მუქდებოდა.


ომის შემდგომ, პირველ ხანებში, ამ უნაყოფო და ქვებით სავსე მიწაზე სიჩუმისა და
სიმარტოვის ატანა ძალიან გაუჭირდა. გადათხრილ მინდვრებს მხოლოდ იმისთვის
ამუშავებდნენ, რომ ქვები მოეგროვებინათ. დანამდვილებით შეიძლებოდა გეთქვა,
რომ ამ მხარის სამი მეოთხედი ქვებით იყო დაფარული. აქ ქალაქებიც ყოფილა
გაშენებული, მაგრამ ისინი მალევე გაქრნენ. ხალხიც მოდიოდა, სახლდებოდნენ,
ოჯახებსაც ქმნიდნენ, ზოგჯერ წაეკიდებოდნენ ერთმანეთს, ბოლოს იხოცებოდნენ. ამ
უდაბნოში არავინ, არც ის და არც მისი სტუმარი, არაფერს წარმოადგენდნენ და მაინც
ამ უდაბნოს გარეშე ნამდვილ ცხოვრებას ვერც ერთი მათგანი ვერ შეძლებდა.

მასწავლებელი წამოდგა. საკლასო ოთახიდან ჩამიჩუმიც არ ისმოდა. უცებ


გაამხიარულა იმ აზრმა, რომ არაბს გაქცევა შეეძლო, ხოლო თვითონ - მარტო დარჩენა.
მაგრამ ტყვე ჯერ აქ იყო, ბუხარსა და საწერ მაგიდას შუა გაწოლილი და ჭერზე
თვალმიბჯენილი. ამ მდგომარეობაშიც კი კარგად გაარჩევდით მის მსხვილ ტუჩებს,
რომელიც გაბუტულ იერს აძლევდა.

- მოდი, - უთხრა დარიუმ. არაბი წამოდგა და უკან გაჰყვა. მასწავლებელმა მაგიდასთან


ახლოს, ფანჯრის ქვეშ მდგარ სკამზე მიუთითა. არაბმა ისე, რომ მისთვის თვალი არ
მოუცილებია, ადგილი დაიკავა.

- გშია?

- დიახ! - თქვა ტყვემ.

7
დარიუმ ჭურჭელი გამოიტანა. ფქვილისა და ზეთისაგან გალეტის ცომი მოზილა,
პატარა გაზქურა აანთო. სანამ გალეტი გამოცხვებოდა, ფარდულიდან ამოიტანა
ყველი, კვერცხები, ხურმა და შესქელებული რძე. როცაგალეტი გამოცხვა, ფანჯრის
რაფაზე დადო გასაცივებლად, მერე შესქელებული რძე გააცხელა და ერბოკვერცხიც
შეწვა. ჯიბეში ჩაჩრილმა რევოლვერმა საქმიანობაში ხელი შეუშალა. ჯამი მაგიდაზე
დადო, საკლასო ოთახიდან გავიდა და

რევოლვერი საწერი მაგიდის უჯრაში შეინახა. ოთახში რომ დაბრუნდა, უკვე


ღამდებოდა. შუქი აანთო და არაბს უთხრა:

- ჭამე.

ტყვემ გალეტის ნაჭერი აიღო, პირისაკენ გააქანა, მაგრამ უცებ შეჩერდა.

- შენ? - ჰკითხა მან.

- მერე შევჭამ. ტყვემ პირი გააღო და ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ გალეტი ჩაკბიჩა.

სადილი დამთავრდა. არაბი მასწავლებელს თვალს არ აცილებდა.

- შენ მოსამართლე ხარ?

- არა, მხოლოდ ხვალამდე იქნები ჩემთან.

- რატომ ჭამ ჩემთან ერთად?

- მშია.

ის გაჩუმდა. დარიუ ოთახიდან გავიდა, ფარდულიდან საწოლი ამოიტანა და თავისი


საწოლის პერპენდიკულარულად გაშალა მაგიდასა და ბუხარს შუა. შემდეგ დიდი
ჩემოდნიდან, რომელიც ერთ კუთხეში იდგა და „ეტაჟერის“ მაგივრობას სწევდა, ორი
საბანი ამოიღო და საწოლზე დადო. უკვე აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა და საწოლზე
ჩამოჯდა. ამ კაცის ყურების გარდა საქმე არაფერი ჰქონდა. უყურებდა და ცდილობდა,
წარმოედგინა მისი გაშმაგებული სახე, თუმცა ვერ ახერხებდა. მხოლოდ მის ანთებულ
თვალებს და ცხოველურ პირს ხედავდა.

- რატომ მოკალი? - დარიუმ ისეთი მტრული ტონით ჰკითხა, რომ თვითონაც გაოცდა.
არაბმა შეხედა.

- მან თავს უშველა, მე უკან მივდევდი...

ტყვე დარიუს მოლოდინით სავსე თვალებით შესცქეროდა:

- ახლა რას მიზამენ?

- გეშინია? არაბი თითქოს არ ელოდაო, ადგილზე გაშეშდა.

- რამეს ხომ არ ნანობ?

არაბი პირდაღებული უყურებდა მასწავლებელს. ეტყობოდა, ნათქვამი ვერ გაიგო.


დარიუ გაღიზიანდა და ორ საწოლს შუა მოქცეულმა უხერხულად იგრძნო თავი.

8
- აქ დაიძინე, - უთხრა მასწავლებელმა, - ეს შენი საწოლია.

არაბი არგანძრეულა. დარიუს დაუძახა:

- მითხარი, ჟანდარმი დაბრუნდება ხვალ?

- არ ვიცი.

- შენც ჩვენთან ერთად წამოხვალ?

- არ ვიცი, რატომ მეკითხები?

ტყვე წამოდგა და საწოლში ჩაწვა ფეხებით ფანჯრისაკენ. ელექტრონათურის შუქი


პირდაპირ თვალებში ეცემოდა. თვალები დახუჭა. საწოლთან მდგარმა დარიუმ
გაუმეორა:

- რატომ შემეკითხე?

არაბმა, დამაბრმავებელი შუქის მიუხედავად, თვალები გაახილა და სცადა,


მასწავლებლისთვის ისე შეეხედა, რომ თვალი არ დაეხამხამებინა.

- წამოდი ჩვენთან ერთად, - უთხრა მან.

შუაღამე იყო. დარიუს არ ეძინა. ტანსაცმელი გაიხადა და საწოლში ჩაწვა. ჩვეულებრივ,


შიშველი წვებოდა ხოლმე, მაგრამ ამჯერად გადაიფიქრა და ისევ ჩაიცვა. დარიუს
შეეძლო საწოლიდან დაკვირვებოდა არაბს. ის ზურგზე იწვა გაუნძრევლად, თვალები
დახუჭული ჰქონდა. დარიუმ შუქი ჩააქრო. ოთახში სიბნელე ჩამოწვა. მალე ცა
განათდა, ღრუბლები ნელა მოძრაობდნენ. მასწავლებელმა მის წინ გაშოტილი სხეული
გაარჩია. არაბი ისევ არ ინძრეოდა, მაგრამ ჩანდა, რომ თვალები ღია ჰქონდა. სკოლის
გარშემო მსუბუქი ქარი ქროდა. ალბათ ღრუბლებს გაფანტავდა და მზეც
გამოჩნდებოდა.

ღამით ქარი გაძლიერდა. ქათმები აკრიახდნენ, მერე ისევ მიჩუმდნენ. არაბმა გვერდი
იცვალა. დარიუს მისი კვნესა მოესმა. ყურს უგდებდა არაბის სუნთქვას, რომელიც
უფრო და უფრო ძლიერი და თანაბარი ხდებოდა. მასწავლებელი ვერ იძინებდა. ამ
ოთახში ერთი წლის განმავლობაში მას მარტოს ეძინა და ახლა სტუმრის ყოფნა
უხერხულობას უქმნიდა. თუმცა, არაბის არსებობა დარიუს ნათესაურ გრძნობას
უღვიძებდა. ადამიანები, ჯარისკაცები თუ ტყვეები, რომელთაც ერთსა და იმავე
ოთახში სძინავთ, უცნაური ძალით უკავშირდებიან ერთმანეთს და, მიუხედავად მათი
განსხვავებისა, ყოველ საღამოს ოცნებისა და დაღლილობის სამყაროში ერთად შედიან.
დარიუ ცდილობდა, ასეთი სისულელეები თავიდან ამოეგდო. მას უნდა დაეძინა.

არაბი შეინძრა, მასწავლებელს ისევ არ ეძინა. მის მეორე შერხევაზე დარიუ უკვე
ფხიზლად იყო. ტყვემ თითქმის მთვარეული მოძრაობით ნელა წამოიწია მკლავებზე
და საწოლზე წამომჯდარი ცოტა ხანს იცდიდა ისე, რომ დარიუსკენ არც გაუხედავს.
მასწავლებელი არ განძრეულა. უცებ გაახსენდა, რომ რევოლვერი საწერი მაგიდის
უჯრაში დარჩა. ახლავე უნდა ემოქმედა. დარიუ აკვირდებოდა ტყვეს, რომელმაც
უხმაუროდ გადმოყო ფეხები საწოლიდან, მერე ნელა წამოდგა. მასწავლებელი
გამოლაპარაკებას აპირებდა, რომ არაბმა ძალიან ბუნებრივად და ჩუმად დაიწყო

9
ოთახში სიარული. ის უკანა კარისკენ გაემართა, რომელიც ფარდულში გადიოდა,
ფრთხილად გააღო საკეტი და გავიდა. არაბმა კარი გაიხურა, მაგრამ არ დაუკეტავს.
დარიუ არ განძრეულა,

მხოლოდ გაიფიქრა: ნამდვილად გაქცევას აპირებს დამეც გავთავისუფლდები. მაინც


მიაყურადა, ქათმები არ ხმაურობდნენ. არაბი პლატოზე გასულიყო. წყლის სუსტმა
ჩხრიალმა ყველაფერს მიახვედრა. მალე არაბიც გამოჩნდა, კარი დიდი
მზრუნველობით დაკეტა და უხმაუროდ ჩაწვა. დარიუ შეტრიალდა, ისევ ჩაეძინა; რომ
გაეღვიძა, უკვე გათენებული იყო. ცუდად დახურული ფანჯრიდან ცივი და სუფთა
ჰაერი შემოდიოდა. არაბი საბნებში მოკუნტულიყო და პირღიას ეძინა. დარიუმ
მძინარე შეანჯღრია, ტყვე წამოხტა და ისეთი აღგზნებული და შეშინებული
თვალებით შეხედა დარიუს, რომ მასწავლებელმა უკან დაიხია.

- ნუ გეშინია, მე ვარ, ჭამის დროა.

არაბი გამოფხიზლდა და თავიც დაუქნია თანხმობის ნიშნად. სახეც დაუწყნარდა,


მაგრამ დაბნეულობა მაინც ეტყობოდა.

ყავა მზად იყო. საწოლზე ჩამოსხდნენ და გალეტის ნაჭრებს და ცხელ ყავას შეექცნენ.
დარიუმ არაბი ფარდულში ჩაიყვანა და ონკანი უჩვენა, სადაც პირს იბანდა ხოლმე,
თვითონ ოთახში დაბრუნდა, საბნები დაკეცა, საწოლი გაასწორა და ოთახიც
დაასუფთავა. მერე სკოლიდან გავიდა. ცისფერ ცაზე მზე ამოდიოდა, მისი სხივები
უკაცრიელ პლატოს ანათებდა. ფერდობზე თოვლი დამდნარიყო, აქა-იქ ქვები
მოჩანდა. მასწავლებელი ბალდუსზე ფიქრობდა, რომელსაც აწყენინა. გაახსენდა
მასთან გამომშვიდობება, გული ეტკინა და სხეულში სიცარიელე იგრძნო.

ამ დროს სკოლის მეორე მხარეს ტყვემ დაახველა. დარიუს მისთვის ყურადღება არ


მიუქცევია. შემდეგ გაბრაზებულმა ქვა გაისროლა, რომელიც ზუზუნით ჩავარდა
თოვლში. დარიუ არაბის სულელურმა დანაშაულმა აღაშფოთა, მაგრამ მისი
სასამართლოსთვის გადაცემა მაინც არ სურდა, რადგან მისთვის ეს დამამცირებელი
და შეურაცხმყოფელი იყო. შეუკურთხა თავისიანებს, ტყვე რომ გამოუგზავნეს და ამ
არაბსაც, რომელმაც კაცი მოკლა, გაქცევა კი ვერ მოეხერხებინა. დარიუ სკოლაში
შევიდა და ტყვეს დაუძახა. ორივენი ოთახში შევიდნენ. დარიუმ სანადირო ქურთუკი
და ფეხსაცმელები ჩაიცვა. ერთ ხანს იცდიდა, სანამ არაბი დოლბანდს წაიკრავდა და
ფეხებს სანდლებში ჩაჰყოფდა. მასწავლებელმა ტყვეს გასასვლელი უჩვენა.

- წადი! - უთხრა მას. ტყვე არ განძრეულა.

- მეც მოვალ! - გაუმეორა დარიუმ.

არაბი გავიდა. დარიუ ოთახში შებრუნდა, შეახვია ორცხობილა, ხურმა და შაქარი.


სანამ გამოვიდოდა, საწერი მაგიდის წინ შეყოვნდა, მაგრამ გადაიფიქრა, ზღურბლს
გადააბიჯა და კარები ჩაკეტა.

- აქეთ უნდა წავიდეთ! - თქვა დარიუმ და აღმოსავლეთით გაემართა. დარიუ


მიდიოდა, სკოლასთან ჯერ კიდევ ახლოს იყო, ხმაური რომ მოესმა. ნაბიჯი შეანელა,
მიდამო შეათვალიერა; არავინ ჩანდა. არაბი გაოცებული შესცქეროდა დარიუს.

10
- წავედით! - თქვა ბოლოს მასწავლებელმა.

ერთი საათის სიარულის შემდეგ ერთ კირის სვეტთან შეისვენეს. თოვლი დნებოდა,
მზემ გუბეებში წყალი ამოაშრო და პლატომაც სახე იცვალა. ისევ გაუდგნენ გზას. მათი
ნაბიჯების ქვეშ თოვლი ხრაშუნობდა. სადღაც ჰაერში ჩიტი გალობდა. დარიუ
სიამოვნებით ისუნთქავდა წმინდა ჰაერს, აღფრთოვანებული იყო ნაცნობი სივრცის
ხილვით, რომელიც ლურჯი ცის კამარის ქვეშ საუცხოოდ გაყვითლებულიყო. კიდევ
ერთი საათი იარეს და სამხრეთისკენ დაეშვნენ. ბოლოს ამაღლებულ გორაკზე
გაჩერდნენ. აქედან აღმოსავლეთით პლატო დაბლობისკენ მიემართებოდა, სადაც
რამდენიმე გამხმარი ხე იდგა, ხოლო სამხრეთით კლდეების გროვისკენ ჩადიოდა. ეს
კლდეები ბუნებას მწუხარე იერს აძლევდა.

დარიუმ ორივე მხარეს გაიხედა. ჰორიზონტზე კაცის ჭაჭანება არ იყო, მხოლოდ ცა


მოჩანდა. არაბისკენ შეტრიალდა, რომელიც ვერაფერს მიმხვდარიყო. დარიუმ მას
ფუთა გაუწოდა.

- აიღე, - უთხრა, - ხურმა, პური და შაქარია. ორ დღეს გეყოფა. აი, კიდევ ათასი ფრანკი.

ტყვემ ფუთა და ფული გამოართვა. სავსე ხელები მკერდზე მიიხუტა და ისეთი სახე
მიიღო, თითქოს არ იცოდა, სად წაეღო.

- შეხედე, - უთხრა მასწავლებელმა და უჩვენა აღმოსავლეთის მიმართულება, - აქეთ


ტენგის გზაა. იქ ორ საათში ჩახვალ. ტენგის ადმინისტრაცია და პოლიცია შენ
გელოდება.

მკერდზე ფუთამიხუტებული არაბი აღმოსავლეთისაკენ იყურებოდა. შემდეგ დარიუმ


ხელი ჩაავლო და უხეშად შეატრიალა სამხრეთისაკენ. გორაკიდან, სადაც ისინი
იდგნენ, ძლივს მოჩანდა დახაზული გზა.

ეს კვალი პლატოს კვეთს. აქედან ერთი გზის სავალზე მიადგები საძოვრებსა და


მომთაბარე ხალხს, რომლებიც თავიანთი წესისამებრ მიგიღებენ და შეგიფარებენ.
არაბი დარიუსკენ მიტრიალდა. სახეზე შიში აღბეჭდოდა.

- მისმინე! - თქვა მან. დარიუმ თავი გააქნია:

- არა, გაჩუმდი! ახლა დაგტოვებ!

ერთი კი შეხედა უძრავად მდგარ არაბს, მერე შეტრიალდა და ორი დიდი ნაბიჯი
გადადგა სკოლისკენ. რამდენიმე წუთი მხოლოდ თავისი ნაბიჯების ხმა ესმოდა,
რომელსაც გაყინული მიწა გამოსცემდა. დარიუს არაბისკენ არ მოუხედავს, მაგრამ
ერთხელ მაინც შეტრიალდა და დაინახა, რომ ის ისევ იქ იდგა, გორაკის ბოლოს,
ხელები დაეშვა და მასწავლებელს შესცქეროდა. დარიუს თითქოს ყელში წაუჭირესო,
მაგრამ თავი შეიკავა და ანიშნა - წადიო. თვითონ ისევ გზას გაუდგა. კარგა მანძილი
რომ გაიარა, გაჩერდა და მოიხედა, გორაკზე არავინ იყო.

მზე საკმაოდ მაღლა იყო. მისი სხივები შუბლს უწვავდნენ დარიუს. უცებ
გადაწყვეტილება მიიღო. აქოშინებულმა გორაკზე აირბინა და შეჩერდა. სამხრეთისკენ
ცისფერ ცაზე კარგად ჩანდა კლდოვანი ველები, აღმოსავლეთით კი დაბლობს სიცხის

11
ოხშივარი ასდიოდა. გულნატკენმა დარიუმ მსუბუქ ნისლში არაბი შეამჩნია - ის ნელა
მიიკვლევდა გზას საპყრობილისაკენ.

მოგვიანებით საკლასო ოთახის ფანჯრის წინ მდგარი მასწავლებელი ვერ ამჩნევდა


მზის სხივებს, ციდან პლატოზე რომ ეშვებოდნენ. მის უკან, შავ დაფაზე დახატულ
მდინარეთა კლაკნილებს შორის დაუხვეწავი ხელით ეწერა: „შენ სასამართლოს
გადაეცი ჩვენი ძმა, ამისთვის

პასუხს აგებ“. დარიუ შესცქეროდა ცას, პლატოს და უხილავ მიწებს, ზღვამდე რომ
იშლებოდნენ. ამ ვრცელ მხარეში, რომელიც მას ასე ძალიან უყვარდა, მარტო იყო.

12
მარგერიტ იურსენარი

13
თავმოკვეთილი კალი
კალი - საზარელი ქალღმერთი ინდოეთის ველებში დახეტიალობს. მას ყველგან
შეხვდები: ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც, წმინდა ადგილებზეც და ბაზრებშიც.
ქალები ძრწიან მისი დანახვისას, ახალგაზრდა კაცები ნესტოების ქშინვით აწყდებიან
სახლის ზღურბლს, თოთო ბავშვებმაც კი იციან მისი სახელი. შავი კალი
შიშისმომგვრელიცაა და ლამაზიც. მის სიფრიფანა ტანს პოეტები ბანანის ხეს
ადარებენ. კალის შემოდგომის მთვარესავით მრგვალი მხრები და გასაფურჩქნი
კვირტებივით ამობურცული ძუძუები აქვს. მისი თეძოები ახალშობილი სპილოს
ხორთუმივით ირხევიან, მისი მოცეკვავე ფეხები ყლორტებსა ჰგვანან, მისი ტუჩები
სიცოცხლესავით მწველია, თვალები - სიკვდილივით უძირო. ქალღმერთი თავს
იწონებს ღამის ბრინჯაოსფერში და აისის ვერცხლისფერში, დაისის სპილენძისფერში
და შუადღის ოქროსფერში. მაგრამ მის ბაგეებს ღიმილი არასოდეს გაჰკარებია. წვრილ
კისერზე ძვლების მძივი შემოუხვევია, სხეულთან შედარებით ბევრად უფრო თეთრ
სახეზე მისი დიდრონი თვალები კრიალა და სევდიანია. კალის სახე, სამარადისოდ
ცრემლებით დანამული, ფერმკრთალია და განთიადივით ცვრიანი.

საზარელია კალი. მან დაკარგა თავისი ღვთაებრივი წარმომავლობა, რადგან მიენდო


პარიებსა და ავაზაკებს. კეთროვანთაგან ამბორქმნილი მისი სახე მნათობთა ქერქივით
უხეშია. კალი

ყუჩდება ჩრდილოეთიდან მოსულ მექარავნეთა მუნიან მკერდზე, რომელთაც დიდი


ყინვების გამო არასოდეს უბანავიათ; ბრმა გლახაკებთან ერთად ბინძურ საწოლში
წვება; ბრაჰმანებთან ხვევნა-კოცნის მერე იგი ეალერსება უპოვართ, აყროლებულ,
საზიზღარ ხალხს, რომელთაც ცხედრების განბანვა ევალებათ. მერე კალი კოცონთან
პირამიდისებურად აღმართულ ჩრდილში განმარტოვდება. მას უხეში და ძლიერი
მებორნეებიც უყვარს, საპალნე ცხოველებზე უარესად ნაცემ ბაზრის ზანგებთანაც
მიდის და მათ გადატყავებულ მკერდზე გაყუჩდება. წყალზე გახელებული, ხურვება
შეპყრობილივით დადის კალი სოფელ-სოფელ, შარა-შარა ბინძური სიამოვნების
ძიებაში.

მისი პატარა ფეხები გაშმაგებული ცეკვავენ; ფეხსამკაულები ჟღარუნობენ; თვალები


ვერ იტევენ ცრემლებს. მისი სასტიკი ბაგეები არავისთვის იმეტებენ ამბორს, მისი
წამწამები არ ეალერსებიან ლოყებს. სახე უბიწო მთვარესავით გაჰფითრებია.
***

ოდესღაც, სრულყოფილი ლოტოსი - კალი ინდრას ცაზე ისე მეფობდა, როგორც


საფირონში. მის გამოხედვაში დილა ბრილიანტებად იღვრებოდა. სამყარო მისი
გულის ფეთქვით ცოცხლობდა. მაგრამ ყვავილივით სრულქმნილმა კალიმ არაფერი
იცოდა თავისი სრულქმნილების შესახებ. დღესავით წმინდა არ ცნობდა თავის
სიწმინდეს.

ერთ საღამოს, დაბნელებისას ეჭვიანი ღმერთები კალის ჩრდილის კონუსში,


თანამზრახველი პლანეტის კუთხეში ჩაუსაფრდნენ. მას თავი მოჰკვეთა მეხმა.
14
მოჭრილი კეფიდან სისხლის ნაცვლად სინათლის ნიაღვარმა ამოხეთქა. მისი ორ
ნაწილად გაპობილი გვამი სულებმა ქვესკნელში მოისროლეს, იქ, სადაც ღვთიური
სიცოცხლის უარმყოფელნი იტანჯებიან და ქვითინებენ. ცივმა ქარმა დაჰბერა და
ციდან ჩამოსული სინათლე გაამკვრივა. თეთრი ტახტი გამოჩნდა მთების
მწვერვალზე, ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ. მწუხრი დგებოდა. მონსტრი,
პირუტყვისსახიანი, მრავალხელფეხიანი, თავიანთი შარავანდედით დაბრმავებული
ღმერთები სიბნელეში ბორბლებივით ტრიალებდნენ. სახეშეცვლილი უკვდავები
ჩადენილ ცოდვას ინანიებდნენ.

დაღონებული ღმერთები სამყაროს მწვერვალებიდან უფსკრულში ჩადიოდნენ, სადაც


მოკვდავები იტანჯებიან. მათ გაიარეს ცხრა განსაწმენდელი, ცივი და ტალახიანი
სატანჯველი, სადაც სინდისის ქენჯნისაგან დაღრღნილი აჩრდილები ინანიებენ
ჩადენილ ცოდვებს, ცეცხლოვანი ციხეების წინ ავხორცობის გამო ნაწამები
გარდაცვლილები ვერჩადენილ შეცდომებს მისტირიან. ღმერთებს უკვირდათ
ადამიანებში ბოროტების უსასრულო ფანტაზიის უნარი, სიამოვნებისა და ცდუნების
უთვალავი ხერხი და საშუალება რომ აღმოაჩინეს. ჭაობში, უამრავ გვამთა შორის
კალის თავი ლოტოსივით ირწეოდა, შავი გრძელი თმები თავის ირგვლივ ფესვებივით
ჩამოშლოდა.

ღმერთებმა მოწიწებით აიღეს ლამაზი, სიცოცხლედაშრეტილი თავი და მისი ტანის


ძებნას შეუდგნენ. კბოდეზე თავმოკვეთილი გვამი ეგდო. ღმერთებმა უთავო ტანი
აიღეს, კალის თავი მხრებზე დაადეს და გააცოცხლეს ქალღმერთი. ეს ტანი მეძავისა
იყო, რომელიც ახალგაზრდა ბრაჰმანის ცდუნებისთვის დაისაჯა. სისხლისაგან
დაცლილი, ფერწასული ტანი უმწიკვლო ჩანდა. მარცხენა თეძოზე ქალღმერთსაც და
მეძავსაც ხალი ჰქონდათ.

კალი - სრულყოფილი ლოტოსი ინდრას ცაზე აღარ დაბრუნებულა. სხეულს,


რომელსაც ღვთაებრივი თავი დაადგეს, ენატრებოდა სახელგატეხილი უბნები,
აკრძალული ალერსი, ოთახები, სადაც მეძავები გარყვნილებაზე ფიქრობენ და მწვანე
დარაბებთან ჩასაფრებულნი ელოდებიან მუშტრებს. კალი - ბავშვების მაცდუნებელი,
მოხუცთა აღმგზნები და ახალგაზრდა მამაკაცთა დესპოტი საყვარელი გახდა.
ქმრებისაგან უარყოფილი ქალაქის დედაკაცები, რომლებიც თავს ქვრივებად
თვლიდნენ, კალის სხეულს კოცონის ალებს ადარებდნენ. წყალსადენის ვირთხასავით
საზიზღარი და სინდიოფალასავით საძაგელი კალი ისე ისაკუთრებდა გულებს,
როგორც მეხაშე იპარავს დუქნიდან შიგნეულს. უმოწყალო ბედმა ქალღმერთს ფიჭის
თაფლივით გაუსვარა ხელები.

შეუსვენებლივ დადიოდა კალის სხეული ბენარესიდან კაპილავისტუმდე,


ბენგალორიდან სრინაგარამდე და თან დაათრევდა ქალღმერთის პატივაყრილ თავს.
წმინდა თვალთაგან ცრემლი შეუჩერებლივ სდიოდა.

ერთ დილას ბენარესში ქანცგაწყვეტილი და მთვრალი კალი ბარბაცით გამოვიდა


მეძავთა ქუჩიდან. სოფელში ერთი სულელი ნეხვის გორასთან იჯდა და ჩუმად
ბილწსიტყვაობდა. კალი დაინახა თუ არა, უკან აედევნა. სულელს ქალღმერთთან უკვე
თავისი ჩრდილიღა აშორებდა. კალიმ ნაბიჯი შეანელა და კაცს ნება მისცა,
მიახლოებოდა.

15
როცა კაცმა იგი მიატოვა, კალიმ გეზი უცნობი ქალაქისაკენ აიღო. ბავშვმა მოწყალება
სთხოვა. კალიმ არ ანიშნა პატარას ქვებიდან საკბენად წამომართულ გველზე. იგი
ყველა სულიერი არსების მოსპობის სურვილმა შეიპყრო, თუმცა, იმავე არსებებითვე
სურდა გაძლიერება. ჟინი იპყრობდა, სხეული დაენაყრებინა ცოცხალთა ჟლეტით. ამის
შემდეგ მას საფლავების კიდესთან ჩაცუცქულს ხედავდნენ. ქალღმერთი ძუ ლომივით
ხრავდა ადამიანთა ძვლებს. როგორც მდედრი მწერი ავლებს მუსრს მამრებს, ისე
ხოცავდა ცოცხალთ, მერე ზედ შედგებოდა და ცეკვავდა. მის სისხლით მოსვრილ
ტუჩებს საყასბოს მყრალი სუნი ასდიოდა. მსხვერპლთათვის ნუგეში კალის ალერსი
და მისი მხურვალე მკერდის შეხება იყო.

ტყის პირას კალი ბრძენს შეხვდა.

კაცს ხელისგულები ერთმანეთზე მიებჯინა და ფეხმორთხმით დამჯდარიყო.


დალეული სხეული ხმელი შეშასავით იყო გამოფიტული. ვერავინ მიხვდებოდა,
ძალიან ახალგაზრდა იყო

თუ ძალიან მოხუცი. დახრილი ქუთუთოებიდან ძლივს მოუჩანდა


ყოვლისმჭვრეტელი თვალები. ირგვლივ შარავანდედი მოჰფენოდა. და კალის
თითქოს შინაგანმა ხმამ უკარნახა, რომ დადგა დრო უსაზღვრო და საბოლოო
სიმშვიდისა, დრო წუთისოფლის აღსასრულისა, სულიერთა განთავისუფლებისა, დღე
ნეტარებისა, როცა სიცოცხლეცა და სიკვდილიც ამაო ხდება; დრო, როცა ყველაფერი
არარად იქცევა; ეს წმინდა არარაობაც, რომელიც კალიმ ის-ის იყო შეიცნო, თითქოს
მომავალი ბავშვივით თრთოდა მის არსებაში. ბრძენმა მგზავრის დასალოცად
თანაგრძნობით ასწია ხელი.

- ჩემი წმინდა თავი მეძავის ტანს დაადგეს, - უთხრა კალიმ, - მე მსურს და... არც მსურს,
ვიტანჯები და... თან ვხარობ, მზარავს სიცოცხლე... თუმცა სიკვდილისაც მეშინია.

- არავინ არის სრულყოფილი, - თქვა ბრძენმა, - ჩვენ ყველანი, დანაწევრებულნი და


დაყოფილნი, უსხეულო აჩრდილები და მოჩვენებები ვართ. საუკუნეთა მანძილზე
ვიცინით და ვტირით.

- მე ინდრას ცის ქალღმერთი ვიყავი, - თქვა მეძავმა.

- და მაინც არ იყავი თავისუფალი მოვლენათა მსვლელობისაგან. მეძავის შებილწული


სხეულის მსგავსად, არც შენი ბრილიანტის ტანი იყო დაცული უბედურებისაგან. და,
იქნებ სწორედ შენ, უბადრუკმა და პატივაყრილმა შეიცნო ის, რაც უსახოა.

- მე დაღლილი ვარ, - ამოიკვნესა ქალღმერთმა. ბრძენი თითებით შეეხო ფერფლში

ამოსვრილ მის შავ ნაწნავებს და თქვა:

- სურვილმა შენ სურვილის ამაოება გასწავლა, სინანულმა - სინანულისა. მოთმინება


იქონიე. ჰოი, ცოდვავ, რომელშიც ყველას მიგვიძღვის წვლილი; ჰოი,
არასრულყოფილებავ, შენი წყალობით თავად სრულყოფილება შეიცნობს თავის
თავს; ჰოი, რისხვავ, უეჭველია, რომ არც შენ ხარ მარადიული...

16
პრინც ჟანგის ბოლო სიყვარული
როდესაც მისმა ბრწყინვალებამ, პრინცმა ჟანგიმ ორმოცდაათ წელს მიაღწია, მიხვდა,
რომ სიკვდილის დღე მოუახლოვდა. ეს ის პრინცი იყო, რომელმაც ერთ დროს აზია
განაცვიფრა. ჟანგის თავისი მეორე ცოლი, პრინცესა ვიოლეტა მურაზაკი, მრავალგზის
ღალატის მიუხედავად, მაინც უყვარდა. პრინცესა ადრე გარდაიცვალა, მან თავისი
ცვალებადი და რთული ცხოვრების გზა ღირსეულად განვლო. ჟანგი სწუხდა, რადგან
არ შეეძლო, ზუსტად აღედგინა მეხსიერებაში მისი ღიმილი ან მიმიკა ატირებამდე,
რომელიც პრინცს ყოველთვის ძალიან აღელვებდა. მესამე მეუღლემ, დასავლეთის
სასახლის პრინცესამ, მას ახალგაზრდა ნათესავთან უღალატა. ახალგაზრდობაში
თვითონ პრინცმაც წაართვა მამამისს ნორჩი მეუღლე. იგივე პიესა მსოფლიო თეატრში
მეორდებოდა, მაგრამ ჟანგიმ იცოდა, რომ ამჯერად მისთვის მხოლოდ მოხუცის როლი
თუ იქნებოდა შემონახული, ამ როლის შესრულებას კი მას აჩრდილის როლი ერჩივნა.
ამიტომაც პრინცმა თავისი ქონება დაარიგა, მსახურებს პენსია დაუნიშნა და
მოემზადა, რომ თავისი დღეები იმ სავანეში დაესრულებინა, რომელიც მთის კალთაზე
ააშენებინა.

მან უკანასკნელად გადაჭრა ქალაქი. თან მოჰყვებოდა მხოლოდ ორი თუ სამი


ერთგული მსახური, რომლებსაც არ სურდათ, მის გამო საკუთარ ახალგაზრდობას
გამომშვიდობებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ადრიანი დილა იყო, ქალები დარაბებიდან იცქირებოდნენ და


ხმამაღლა ამბობდნენ, რომ ის ჯერ კიდევ ლამაზი იყო. ჟანგი კი ისევ და ისევ
უმტკიცებდა საკუთარ თავს, რომ მისი წასვლის დრო უკვე დამდგარიყო.

სამი დღე დასჭირდათ სავანემდე მისაღწევად, რომელიც გაველურებულ მინდორზე


მდებარეობდა. ასწლოვანი ნეკერჩხლის ძირას პატარა სახლი იდგა. შემოდგომა იყო და
ამ ლამაზი ხის ფოთლები სახლის ჩალის სახურავს ოქროს კილიტებივით ფარავდნენ.
ასეთ სიმარტოვეში ცხოვრება ადვილიც იყო და ძნელიც. ადვილი იყო, რადგან ჟანგის
სიმარტოვე საზღვარგარეთ ხანგრძლივი გადასახლების დროსაც არ უგრძვნია. ამ
დახვეწილმა კაცმა ბოლოს და ბოლოს შეძლო, განეცადა დიდებული აღმოჩენა, რომ
ყველაფერი წარმავალია. მალე სიცივეები დაიჭირა. მთის კალთები თოვლით
დაიფარა, როგორც ბამბის ტანსაცმლის ფართე ნაკეცები. ნისლმა მზეც დაფარა.
განთიადიდან დაბინდებამდე მაყალის სუსტ შუქზე ჟანგი საღვთო წერილს
კითხულობდა და მის მკაცრ ტაეპებში იმ სიბრძნეს პოულობდა, რომელიც
სიყვარულზე მის ყველაზე პათეტიკურ ლექსებშიც არ მოიძებნებოდა. მალე შეამჩნია,
რომ მხედველობა უქვეითდებოდა, ცრემლები თვალებს სწვავდა და მიხვდა, რომ
მისთვის წყვდიადი სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე დაიწყებოდა. დრო და დრო
დაღლილობისა და სიცივისაგან გათოშილი კურიერი მოდიოდა დედაქალაქიდან,
კოჭლობით შედიოდა ქოხში და პრინცს მოკრძალებით აძლევდა წერილებს
ნათესავებისა და მეგობრებისაგან, რომლებსაც

სურდათ, კიდევ ერთხელ სტუმრებოდნენ, სანამ ჟანგი უსასრულო და ბუნდოვან


ცხოვრებაში გადასახლდებოდა. მაგრამ ჟანგის არ სურდა სტუმრებს მხოლოდ
სიბრალული და პატივისცემა ჰქონოდათ მის მიმართ. ეს ის ორი გრძნობა იყო,
რომელსაც უფრთხოდა და რომლის დავიწყებაც სურდა. პოეტური ტალანტითა და

17
ხელწერით ოდესღაც ცნობილი ეს პრინცი თავს საცოდავად აქნევდა და კურიერს
ცარიელი ფურცლით ისტუმრებდა. დედაქალაქთან ურთიერთობა ნელ-ნელა შეწყდა.
პრინცისგან შორს კვლავ ტარდებოდა სეზონური დღესასწაულები, რომელთაც ერთ
დროს იგი მარაოს ერთი დაქნევით ხელმძღვანელობდა. მარტოობაში დარჩენილ
ჟანგის სულ უფრო ემატებოდა თვალების ტკივილი და უკვე ტირილისაც აღარ
რცხვენოდა.

ჟანგის ძველ საყვარელთაგან ორმა თუ სამმა შესთავაზა, ერთად გაეტარებინათ


დარჩენილი ცხოვრება. ყველაზე ნაზი წერილები ფოთოლცვენია ქალაქის
ქალბატონისაგან მოსდიოდა. ეს გახლდათ საშუალო ფენის, არც თუ ისე ლამაზი ქალი.
იგი პატიოსან ქალბატონად იყო წარდგენილი ჟანგის მეუღლეებთან. 18 წლის
განმავლობაში მას ისე უყვარდა პრინცი, რომ არასოდეს შეუწუხებია თავისი
გრძნობების დემონსტრირებით. იგი მას საღამოობით ესტუმრებოდა ხოლმე, მაგრამ ეს
შეხვედრები ისეთი იშვიათი იყო, როგორც წვიმიან ღამეს ვარსკვლავები, რომლებიც
სრულიად საკმარისნი იყვნენ ფოთოლცვენია ქალაქის ქალბატონის ცხოვრების
გასანათებლად. ქალი არ აცხადებდა პრეტენზიას არც სილამაზეზე, არც

გონებამახვილობაზე და არც კეთილშობილ წარმომავლობაზე. ჟანგის ამდენ


საყვარელს შორის მხოლოდ იგი ინახავდა სიყვარულის ნაზ მოგონებას. მიუხედავად
ასეთი ხასიათისა, კაცს ძალიან უყვარდა იგი.

ქალის წერილები პრინცისადმი ყოველთვის უპასუხოდ რჩებოდა, ამიტომ ქალმა


დაიქირავა პატარა ეკიპაჟი და მარტოსული პრინცის ქოხისაკენ გაემგზავრა. მან
ფრთხილად გამოაღო ვაზის ტოტებისგან გაკეთებული კარი, მოკრძალებით გაუღიმა
და მოსვლისთვის მოუბოდიშა. ეს ის დრო იყო, როცა ჟანგი ჯერ კიდევ ცნობდა
სტუმართა სახეებს, თუ ისინი მას ძალიან მიუახლოვდებოდნენ. პრინცი საშინლად
გაბრაზდა ამ ქალზე, რადგან იგი გარდასულ დღეთა მტკივნეულ მოგონებებს
უღვიძებდა. ქალის ტანსაცმლის სახელოებს ჯერ კიდევ იმ ნელსაცხებლის სურნელი
შერჩენოდა, რომელსაც ჟანგის გარდაცვლილი ცოლები ხმარობდნენ. ქალმა მას
მორიდებით შესთხოვა, მოსამსახურედ მაინც დაეტოვებინა. შეუბრალებელმა პრინცმა
კი გააგდო. მაგრამ პრინცის მოხუც მეგობართაგან რამდენიმე კაცმა ქალი დაარწმუნა,
რომ პრინცთან მაინც დარჩენილიყო. ზოგჯერ სწორედ ისინი ატყობინებდნენ მას
ახალ ამბებს. პირველად თავის ცხოვრებაში ქალი შორიდან ადევნებდა თვალყურს
ჟანგის დაბრმავებას და ამას ისე ელოდა, როგორც მოუთმენელი ქალი საყვარელთან
შეხვედრის ღამეს.

როცა ქალმა პრინცის სრული დაბრმავება შეიტყო, ქალაქური ტანსაცმელი გაიხადა,


ჩაიცვა

ახალგაზრდა გლეხის ქალებისთვის განკუთვნილი მოკლე და უხეში კაბა, სოფლის


გოგონების მსგავსად დაიწნა თმა და ხელში აიღო ნაჭრებით და თიხის ჭურჭლით
სავსე კალათა, რომლითაც სოფლის ბაზრობაზე დადიან ხოლმე. ამგვარად ჩაცმული
გაეშურა იქით, სადაც საკუთარი ნებით გადასახლებული პრინცი შვლებთან და
ფარშევანგებთან ერთად ცხოვრობდა. მან რამდენჯერმე გაიარა ერთი და იგივე გზა,
რომ ტალახსა და დაღლილობას ხელი შეეწყო, კარგად გაეთამაშებინა როლი.
გაზაფხულის ნაზი წვიმა რბილ მიწაზე ეცემოდა. ეს ის დრო იყო, როცა ჟანგი ბერის

18
მკაცრ კაბაში გახვეული, ნელა სეირნობდა ბილიკზე, რომელიც მისმა მოხუცმა
მსახურებმა დიდი მონდომებით გაწმინდეს უმცირესი კენჭისგანაც კი, რათა
პრინცისთვის დაბრკოლების საფრთხე არ შექმნილიყო. მისი მშვიდი, სიბრმავისა და
ასაკისაგან გაფერმკრთალებული სახე ტყვიისფერ სარკეს ჰგავდა, რომელშიც ოდესღაც
მისი სილამაზე ირეკლებოდა. ფოთოლცვენია ქალაქის ქალბატონს არ დასჭირდა თავი
მოეჩვენებინა, თითქოს ტიროდა. ქალაქელი ქალის ტირილის ხმამ ჟანგი შეაძრწუნა და
ნელ-ნელა მისკენ გაემართა.
- ვინ ხარ, ქალო? - ჰკითხა შეწუხებულმა.

- მე უკიფუნა ვარ, სო-ჰეის ფერმერის ქალიშვილი, - თქვა ქალბატონმა, თან არ


ავიწყდებოდა,

რომ სოფლური აქცენტით ელაპარაკა, - ქალაქში წავედი დედაჩემთან ერთად, რომ


ქსოვილები და ქვაბები მეყიდა, რადგან ახალ მთვარეზე მათხოვებენ. მე კი მთის
ბილიკებში დავიკარგე. რა ვქნა, არ ვიცი, გარეული ღორების, დემონების, მამაკაცთა
გულისთქმის და გარდაცვლილთა ლანდების ძალიან მეშინია.

- წამოდი ჩემს ქოხში, - გამამხნევებელი ხმით უთხრა პრინცმა, - ცეცხლთან გათბები,


თუმცა, ბუხარში ნაცარი მეტია, ვიდრე ნაკვერჩხალი.

ქალი უკან გაჰყვა, ცდილობდა, გლეხი ქალის სულელური ნაბიჯით ევლო.

ორივემ თითქმის ჩამქრალი ცეცხლის წინ ჩაიმუხლა. ჟანგი ხელებს ცეცხლისაკენ


იწვდიდა, ქალბატონი კი სოფლის გოგონასათვის მეტისმეტად ნაზ ხელებს მალავდა.

- მე ბრმა ვარ, - ამოიოხრა ჟანგიმ წუთის შემდეგ, - შენ შეგიძლია, სველი ტანსაცმელი
გაიხადო და შიშველი გათბე ცეცხლთან.

ქალმა მორჩილად გაიძრო გლეხის კაბა. ცეცხლმა მისი სხეული, რომელიც თითქოს
ცვილისგან იყო გაკეთებული, შეავარდისფრა. უცებ ჟანგიმ ჩაიჩურჩულა:

- მოგატყუე, მე ჯერ კიდევ არ ვარ სრულიად ბრმა. მე შენ დაგინახე ნისლში, შენ,
რომელიც შენივე სილამაზის შარავანდედი ხარ. ნება მომეცი, ხელი დაგადო
მკლავზე, რომელიც ჯერ კიდევ თრთის.

ამგვარად, ფოთოლცვენია ქალაქის ქალბატონი ისევ პრინც ჟანგის საყვარელი გახდა.


ქალს არ დავიწყებია, მიებაძა ახალგაზრდა გოგონას ცრემლებისა და
მორცხვობისათვის პირველი სიყვარულის დროს. მისი სხეული განსაცვიფრებლად
ნორჩი დარჩენილიყო. პრინცის მხედველობა ძალიან სუსტი იყო იმისათვის, რომ მისი
რამდენიმე ღერი ჭაღარა გაერჩია. როდესაც მათი ალერსი დასრულდა, ქალმა პრინცის
წინ ჩაიმუხლა და უთხრა:

- მოგატყუე, პრინც! მე მართლა უკიფუნა ვარ, სო-ჰეის ფერმერის ქალიშვილი, მაგრამ


მე არ დავკარგულვარ მთაში, პრინც ჟანგის დიდებამ სოფლამდეც მოაღწია და მე ჩემი
ნებით მოვედი, რომ შენს მკლავებში სიყვარული განვიცადო.

ჟანგი ბარბაცით წამოდგა, ისე, როგორც ფიჭვი ქანაობს ზამთრის ქარის დაბერვისას და
სისინა ხმით წამოიყვირა:

19
- წყეულიმც იყავ! ეს-ეს არის, გამიღვიძე ჩემი ყველაზე დიდი მტრის შესახებ მოგონება,
იმ კეთილი პრინცისა, რომლის სახე მე ყოველ ღამე მაფხიზლებს. წადი აქედან...

და ფოთოლცვენია ქალაქის ქალბატონი გაშორდა მას. იგი მწარედ ნაღვლობდა


ჩადენილ შეცდომაზე.

მომდევნო კვირების განმავლობაში ჟანგი მარტო იყო. იტანჯებოდა. სასოწარკვეთილი


ამჩნევდა, რომ ჯერ კიდევ ჩაბმული იყო ამქვეყნიურ მაცდუნებელ ორომტრიალში და
არ იყო მზად სხვაგვარი ცხოვრების სიღარიბისა და სიახლეებისათვის. ფერმერის
ქალიშვილის ვიზიტმა მასში ვიწრომაჯებიანი, კონუსისებურ გრძელმხრებიანი,
პათეტიკური და მორჩილღიმილიანი ქალებისადმი მისწრაფება გააღვიძა. მას შემდეგ,
რაც პრინცი დაბრმავდა, მისთვის მხოლოდ შეხების გრძნობა წარმოადგენდა
ერთადერთ საშუალებას ამქვეყნიურ სილამაზესთან კონტაქტისათვის. ბუნებამ კი,
სადაც თავის შესაფარებლად მოვიდა, ვერ დაამშვიდა იგი, რადგან ნაკადულის ხმაური
უფრო მონოტონურია, ვიდრე ქალის ხმა; რადგანაც გორაკთა ბილიკები თუ
ღრუბლები იმათთვისაა შექმნილი, რომლებსაც მათი ხილვით ტკბობა შეუძლიათ.
ორი თვის შემდეგ ფოთოლცვენია ქალაქის ქალბატონმა ისევ სცადა ბედი... ამჯერად

პროვინციულად ჩაიცვა, დიდი მზრუნველობით იპკურა სუნამო, მაგრამ არ


ავიწყდებოდა, რომ ტანსაცმელი ნაკლებ ელეგანტური უნდა ყოფილიყო. მის
მოკრძალებულ, მაგრამ ბანალურ სურნელს პრინცისთვის ახალგაზრდა გოგონას
უგემოვნება უნდა შთაეგონებინა. პრინცს უნდა ეგრძნო, თითქოს იგი გამოსული იყო
პროვინციის პატივსაცემი ფენიდან და არასდროს ენახა სამეფო კარი.

ამ შემთხვევისთვის ქალმა მებარგულეები და დიდი ტახტრევანი დაიქირავა, ისეთი,


სრულყოფილებამდე ბევრი რამ რომ აკლდა. ყველაფერი გაითვალისწინა, რათა ჟანგის
ქოხთან შუაღამეს მისულიყო.

მთებში ქალის მოსვლას ზაფხულის მოსვლამ დაასწრო. ჟანგი ნეკერჩხლის ძირას


იჯდა და ჭრიჭინას სიმღერას უსმენდა. ქალი პრინცს მიუახლოვდა, მარაოს უკან
ძნელად არჩევდა მის სახეს. ბოლოს კი გაურკვევლად ჩაიჩურჩულა:

- მე ვარ შუჟო, იამატოს პროვინციის მეშვიდე თაობის თავადის, სუკაზუს ცოლი.


სალოცავად მივემგზავრები იზეს ტაძარში, მაგრამ ჩემმა ერთ-ერთმა მებარგულემ
ახლახან ფეხი იღრძო და არ შემიძლია გზა განვაგრძო განთიადამდე. სად არის ქოხი,
სადაც შემიძლია თავი შევაფარო ისე, რომ არ მქონდეს ცილისწამების შიში; სადაც
შემიძლია დავასვენო ჩემი მსახურები?

- ახალგაზრდა ქალო, ბრმა მოხუცის სახლში შენ ცილისწამებისგან თავშესაფარი


გინდა იპოვო? - უკმეხად უპასუხა პრინცმა, - ჩემი ქოხი ძალიან პატარაა შენი
მსახურებისათვის, მაგრამ ისინი ამ ხის ქვეშ მოთავსდებიან, შენ კი ჩემი სავანის
ერთადერთ ლეიბს დაგითმობ.

პრინცი ხელისცეცებით წამოდგა გზის საჩვენებლად. მხოლოდ ერთხელ გაიხედა


ქალისკენ. ქალი დარწმუნდა, რომ ის სრულიად დაბრმავებულიყო.

20
ქალი ხმელი ფოთლების ლეიბზე დაწვა, ჟანგიმ კი თავისი მელანქოლიური ადგილი
დაიკავა ქოხის ზღურბლზე. მოწყენილი პრინცი იმაზე ფიქრობდა, ეს ახალგაზრდა
ქალი ლამაზი იყო თუ არა.

ღამე ცხელი და ნათელი იყო. მთვარე შუქს ჰფენდა ბრმის სახეს. ერთი გრძელი წუთის
შემდეგ ქალმა დატოვა ტყის საწოლი და ზღურბლზე ჩამოჯდა. პრინცს ოხვრით
უთხრა:

- ღამე ისეთი ლამაზია, არ მეძინება. ნება მომეცი ვიმღერო ერთი სიმღერა, რომლითაც
სავსეა ჩემი გული.

და ისე, რომ პასუხს არც დალოდებია, იმღერა რომანსი, რომელიც პრინცს ძალიან
უყვარდა,

როცა მას ერთ დროს საყვარელი ცოლის - პრინცესა ვიოლეტას ბაგეებიდან ისმენდა.
ჟანგი აღელვებული მიუახლოვდა უცნობ ქალს:

- საიდან მოდიხარ შენ, ახალგაზრდა ქალო? საიდან იცი ის სიმღერები, ჩემს


ახალგაზრდობაში რომ უყვარდათ? არფაზე უკრავდნენ ძველ ლირებს, ნება მომეცი
შევეხო შენს სიმებს.

და თმებზე მიუალერსა. ერთი წუთის შემდეგ ჰკითხა:

- ნუთუ შენი ქმარი უფრო ლამაზი და ახალგაზრდა არ არის, ვიდრე მე, იამატოს
ქვეყნის ქალო?

- ჩემი ქმარი ნაკლებ ლამაზია და ახალგაზრდულადაც არ გამოიყურება, - უბრალოდ


უპასუხა ფოთოლცვენია ქალაქის ქალბატონმა.

ახალ ტანსაცმელში გადაცმული ქალბატონი ისევ გახდა პრინც ჟანგის საყვარელი,


რომელსაც ქალი მანამდეც ეკუთვნოდა. დილას იგი კაცს ცხელი ბულიონის
მომზადებაში ეხმარებოდა. ერთხელ ჟანგიმ მას უთხრა:

- შენ მოხერხებული და ნაზი ხარ, ახალგაზრდა ქალო, და არ მჯერა, რომ თვით პრინც
ჟანგისაც, რომელიც სიყვარულში ძალიან ბედნიერი იყო, შენზე სათუთი და ნაზი
საყვარელი ჰყოლოდა.

- მე არაფერი მსმენია პრინც ჟანგიზე, - თქვა ქალმა თავის ქნევით.

- რაო? - უკმეხად წამოიყვირა ჟანგიმ, - ასე მალე დაივიწყეს?

და მთელი დღის განმავლობაში პრინცი მოღუშული იყო. ქალი მიხვდა, რომ მეორედ
შეცდა, მაგრამ ჟანგი მის გაგდებაზე ამჯერად არაფერს ამბობდა. პრინცი ბედნიერი
ჩანდა, ბალახებში აბრეშუმის კაბის შრიალი რომ ესმოდა.
***

შემოდგომა დადგა. მრავალფერადოვანი მთის ხეები მეწამულსა და ოქროსფერში


შეიმოსნენ, რაც პირველივე სიცივეებში მათ სიკვდილს მოასწავებდა. ქალი ჟანგის
ბუნების მონაცრისფრო-ყავისფერ, იასამნისფერ-ყავისფერ ფერებს აღუწერდა. იგი
განუწყვეტლივ აღაფრთოვანებდა ჟანგის ყვავილებისგან მოხერხებული სამაჯურების

21
კეთებით; მარტივად დამზადებული გემრიელი კერძებით. ახალ ლექსებს
ამაღელვებელ და სევდიან ძველ სიმღერებთან ახამებდა და... ქალმა იმ მეხუთე
საყვარლის მომხიბვლელობანი ისევ გამოავლინა, იმ საყვარლისა, რომელსაც ჟანგი
ოდესღაც სტუმრობდა პავილიონში, სადაც ქალი სხვადასხვა საყვარლით ერთობოდა
და სადაც პრინცს არაფერი შეუმჩნევია.

შემოდგომის ბოლოს სიცხეები ჭაობებიდან მაღლა ამოვიდა. მწერები ინფიცირებულ


ჰაერში ირეოდნენ და ყოველი ამოსუნთქვა მოწამლული წყაროს წყლის ერთ ყლუპს
ემსგავსებოდა. ჟანგი ავად გახდა და თავისი გამხმარი ფოთლების საწოლში იმ
შეგნებით ჩაწვა, რომ აღარ ადგებოდა. რცხვენოდა ქალის წინაშე თავისი სისუსტის
გამოვლინება და იმ დამამცირებელი ზრუნვის მიღება, რასაც მას საყვარელი ქალი
სთავაზობდა.

ერთ დილას, როცა ქალი ფეხებს უზელდა, ჟანგი იდაყვზე წამოიმართა და ხელის
ცეცებით ქალის ხელების ძებნა დაიწყო. ჟანგიმ ჩაიჩურჩულა:

- ახალგაზრდავ, შენ ზრუნავ მასზე, ვინც მალე მოკვდება, მე შენ მოგატყუე, მე


პრინცი ჟანგი ვარ.

- როცა მე შენთან მოვედი, ერთი პროვინციელი უვიცი ვიყავი, - უთხრა ქალმა, -


და მე არ ვიცოდი, ვინ იყო პრინცი ჟანგი. ახლა კი ვიცი, რომ ის იყო ყველაზე ლამაზი,
ყველაზე სასურველი მამაკაცთაგან, მაგრამ რომ შემიყვარდე, შენ არ გჭირდება პრინც
ჟანგად ქცევა.

ჟანგიმ ქალს ღიმილით გადაუხადა მადლობა. თვალები დახუჭა. მისი სახის მნახველი
იფიქრებდა, რომ ჟანგი ტუჩებით იმზირებაო.

- მე ვკვდები, - ძლივს წაიჩურჩულა მან, - მაგრამ არ ვწუხვარ ჩემს ბედზე,


რომელიც გავიზიარე ყვავილებთან, მწერებთან, მნათობებთან ერთად იმ სამყაროში,
სადაც ყველაფერი სიზმარივით წარმავალია, თუმცა ზოგს მისი გახანგრძლივება
სურს.
მაღონებს ის, რომ ყველა წარმავალი არსება თავისთავად განუმეორებელია. ოდესღაც,
ჩემი ცხოვრების რომელიღაც წამს მქონდა რწმენა, რომ ზეშთაგონება ისევ მეწვეოდა.
ახლა ვგრძნობ, რომ ზეშთაგონების დრო ჩემთვის აღარ განმეორდება. ახლა მე
ვკვდები, როგორც შერცხვენილი და როგორც პრივილეგირებული, რომელიც მარტო
ესწრება ერთხელ გამართულ დიდებულ ზეიმს. ძვირფასო მიზნებო, თქვენ მოწმედ
მხოლოდ ბრმა გყავთ, რომელიც კვდება. ქალები მუდამ ისეთივე მომღიმარები
იქნებიან, როგორებიც მე მიყვარდა, მაგრამ მათი ღიმილი განსხვავებული იქნება, მათი
სილამაზის მარცვალი, რომლიც ვნებებს აღმიძრავდა, სხვა გულებს დაამსხვრევენ
აუტანელი სიყვარულის ძალით, მაგრამ მათი ცრემლები ჩემი არ იქნება...
ყვავილოვანი ნუშის ხის ქვეშ გაოფლიანებული ხელები ერთმანეთთან შეხებას
განაგრძობენ. მე ვგავარ ადამიანს, რომელიც წყალდიდობამ წალეკა და რომელსაც
სურდა ეპოვა მშრალი მიწის ერთი ნაწილი მაინც, რამდენიმე წერილი და
გაყვითლებული მარაო რომ გადაერჩინა.... რა გელის შენ, როცა მე აღარ ვიქნები. შენზე
გული ამიჩუყდება, ცისფერო პრინცესავ, ჩემო პირველო ცოლო, შენი სიკვდილის
შესახებ მე მხოლოდ მეორე დღეს შევიტყვე... ჩემი ძალიან ლამაზი დედინაცვლისა და

22
ძალიან ახალგაზრდა მეუღლის ვერაგო მოგონებებო... შენ, ნაზო მოგონებავ,
ჭრიჭინების ბაღის ქალბატონზე, რომელიც მოკრძალებით გაშიშვლდა თავისი
ახალგაზრდა ძმის გვერდით,

რათა მე დავმშვიდებულიყავი... ძმის ბავშვური სახე ქალის მორცხვ ღიმილს


ირეკლავდა. შენ, ძვირფასო მოგონებავ, გრძელი ღამის ქალბატონზე, რომელიც ისეთი
ნაზი იყო, რომ დათანხმდა, თუნდაც მესამე ყოფილიყო ჩემს სახლსა და გულში. შენ,
საბრალო პატარა მოგონებავ მწყემსის, სო-ჰეის ფერმერის გოგონაზე, რომელსაც ჩემში
მხოლოდ ჩემი წარსული უყვარდა... შენ, ტკბილო მოგონებავ პატარა შუჟოზე,
რომელიც ახლა ფეხ

ებს მიზელ... შუჟო, რომელთან შეხვედრასაც დიდი ხნით ადრე ვისურვებდი, მაგრამ
ისიც ხომ მართალია, რომ ხილი მომავალი შემოდგომისთვისაც უნდა გადაინახო...

სევდისაგან გაფითრებულ ჟანგის თავი უხეშ ბალიშზე დაუვარდა. ფოთოლცვენია


ქალაქის ქალბატონი დაიხარა და მთლად აკანკალებულმა წასჩურჩულა:

- ნუთუ შენს სასახლეში არ იყო სხვა ქალი, რომლის სახელიც არ გითქვამს? ნუთუ არ
იყო ის ისეთი ნაზი, რომ მოგეგონებინა? რა ერქვა მას... ნუთუ არ გახსოვს?.. არ ერქვა
მას ფოთოლცვენია ქალაქის ქალბატონი?..

მაგრამ პრინც ჟანგის ნაკვთებს უკვე დაუფლებოდა სიმშვიდე, რომელიც მხოლოდ


გარდაცვლილთათვის არის განკუთვნილი. ხანგრძლივი ტკივილის დასასრულმა მისი
სახიდან მოყირჭებულისა და სიმწარის ნაკვალევი წაშალა. თითქოს მიცვალებულს
შთაგონებული

ჰქონდა, რომ ისევ 18 წლის იყო. ფოთოლცვენია ქალაქის ქალბატონი, თავშეკავებული


ხასიათის მიუხედავად, მიწაზე ღრიალით დაეცა. მარილიანმა ცრემლებმა ლოყები
დაუღარა ისე, როგორც ჭექა-ქუხილი აოხრებს და ანადგურებს ყველაფერს და თმა,
რომელსაც მუჭებით იგლეჯდა, მიჰქროდა როგორც აბრეშუმის ნაძენძი. ის
ერთადერთი სახელი, რომელიც ჟანგის დაავიწყდა, სწორედ მისი იყო.

ჟან-პოლ სარტრი

23
ჰეროსტრატე
ადამიანები მაღლიდან უნდა დაინახო. ვაქრობდი შუქს და ფანჯარასთან მივდიოდი:
ვერც იფიქრებენ, რომ ვინმეს შეუძლია მათ ზევიდან დააკვირდეს. ისინი სახეს
ილამაზებენ, ზოგჯერ უკანალს, მაგრამ ყველა მათი ძალისხმევა მეტრი და
სამოცდაათი სანტიმეტრის სიმაღლის მაყურებელზეა გათვლილი. ოდესმე ვინმეს თუ
მოსვლია აზრად, ნესვის ფორმის ქუდი დაენახა მეექვსე სართულიდან? ადამიანები
რატომღაც ერიდებიან მკვეთრფერებიანი, თვალისმომჭრელი ქსოვილების ტარებას.
მათ არ იციან, როგორ შეერკინონ კაცობრიობის ამ დიდ მტერს: ცრუ პერსპექტივას.
ვიხრებოდი და მეცინებოდა: მაშ, სად არის იგი, ეს საყოველთაოდ აღიარებული
„ფეხსალაგიანი სადგური“, რომლითაც ისინი ასე ამაყობენ? ადამიანები ტროტუარზე
ერთმანეთს ასკდებიან. თითქოს ორი გრძელი, ნახევრადმოხრილი ფეხი გამოჩრილა
მათი მხრებიდან.

მეექვსე სართულის აივანი: ეს ის ადგილია, სადაც მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე.


მატერიალურად როგორმე თუ არ განვამტკიცეთ მორალური უპირატესობანი, ეს
უკანასკნელნი განადგურდებიან. სახელდობრ რაში მდგომარეობს ჩემი უპირატესობა
სხვა ადამიანების მიმართ? ესაა პოზიციის უპირატესობა, მეტი არაფერი: მე
ადამიანებზე უფრო მაღლა ვიმყოფები. აი, რატომ მიყვარს მე ღვთისმშობლის ტაძარი,
ეიფელის კოშკი, საკრე-კერი, ჩემი მეექვსე სართული დელამბრის ქუჩაზე, ესენი
არაჩვეულებრივი ადგილებია.

ზოგჯერ დაბლა მიწევდა ჩასვლა, მაგალითად, ბიუროში წასასვლელად. სული


მეხუთებოდა. როცა ადამიანებს ეჩვევი, ძალიან ძნელია მათზე დაკვირვება, ისინი
ჭიანჭველებივით გარს გეხვევიან. ერთხელ მკვდარი დავინახე ქუჩაში. იგი ცხვირით
დაცემულიყო. რომ გადმოაბრუნეს, დავინახე, რომ კაცს სისხლი სდიოდა. ვხედავდი
მის ღია თვალებს, ორაზროვან გამომეტყველებას და სისხლს. ჩემს თავს ვეუბნებოდი:
„არაფერია. ეს ისეთივე ამაღელვებელია, როგორც ახლადშესრულებული ნახატი. მას
უბრალოდ ცხვირი წითლად შეუღებეს, სულ ეს არის.“ მე ვიგრძენი ბინძური
სიამოვნება, რომელმაც თავით ფეხებამდე დამიარა, გული წამივიდა. ვიღაცეებმა
აფთიაქში წამიყვანეს, შემანჯღრიეს და ალკოჰოლიც დამალევინეს. უნდა დამეხოცა
ისინი.

მე ვიცოდი, რომ ისინი ჩემი მტრები იყვნენ, მაგრამ მათ ეს არ იცოდნენ. მათ
ერთმანეთი უყვარდათ. მირტყამდნენ ხან აქ, ხან იქ, რადგან ფიქრობდნენ, რომ მათი
მსგავსი ვიყავი. თუმცა, სიმართლე რომ გაეგოთ, ალბათ მცემდნენ. სხვათაშორის, ეს
მათ მოგვიანებით გააკეთეს: როცა გაიგეს, ვინ ვიყავი, დამიჭირეს და ორი საათის
განმავლობაში მცემდნენ. კომისარიატში სილები გამაწნეს და მუშტებს მირტყამდნენ,
მკლავები გადამიგრიხეს, შარვალი ჩამხადეს, ბოლოს სათვალე გადამიგდეს და სანამ
მე ოთხზე დამდგარი ვეძებდი, დამცინოდნენ და პანღურებს მირტყამდნენ. მე
წინასწარ ვიცოდი, რომ ასეც იქნებოდა: მე არა ვარ ამაყი და არ შემიძლია თავის დაცვა.
არიან ისეთებიც, რომლებიც უკვე დიდი ხანია მითვალთვალებენ: ჩემზე

ძლიერები. ერთხელ მათ ხელი მკრეს ქუჩაში. იცინოდნენ, აინტერესებდათ, რას


ვიზამდი. მე არაფერი მითქვამს, თავი მოვაჩვენე, თითქოს ვერაფერი გავიგე. და მაინც,
მათ მიაღწიეს იმას, რაც უნდოდათ: მე მათი შემეშინდა. ეს წინათგრძნობა იყო. თქვენ

24
ხომ კარგად მოგეხსენებათ, რომ მე უფრო სერიოზული მიზეზები მქონდა მათ
შესაძულებლად.

ამიტომ იყო, რომ იმ დღიდან, როცა რევოლვერი ვიყიდე, ყველაფერი უკეთ წავიდა.
ამაყად მაშინ იგრძნობ თავს, როცა მუდამ თან გექნება ისეთი რამ, რისი გასროლაც და
აურზაურის ატეხვა შეგიძლია. კვირაობით ვიღებდი, შარვლის ჯიბეში ვიდებდი და,
როგორც ყოველთვის, ბულვარებში სასეირნოდ მივდიოდი. ვგრძნობდი
კიბორჩხალასავით როგორ ექაჩებოდა ჩემს შარვალს, ვგრძნობდი ბარძაყებზე მის
სიცივეს, მაგრამ მერე სხეულთან შეხებით თბებოდა. გაშეშებული მივაბიჯებდი.
ბინტებით შეხვეულ კაცს ვგავდი, რომელსაც სასქესო ორგანო ყოველი ნაბიჯის
გადადგმაში ხელს უშლის. ჯიბეში ხელს ვიყოფდი და ვეხებოდი მას. ზოგჯერ
ტუალეტში შევდიოდი. იქაც დიდი სიფრთხილით ვიღებდი რევოლვერს, რომ
გვერდით მდგომებს არაფერი შეემჩნიათ: ვწონიდი, ვუყურებდი შავუჯრედებიან
სახელურს და სასხლეტს, რომელიც ნახევრადდახუჭულ ქუთუთოს ჰგავს,
დანარჩენები კი, ხედავდნენ რა ჩემს გაჩაჩხულ ფეხებსა და შარვლის ბოლოებს,
ფიქრობდნენ, რომ ვშარდავდი. მაგრამ მე არასოდეს ვშარდავ საერთო ტუალეტებში.

ერთ საღამოს აზრად მომივიდა, რომ იარაღი ადამიანებზე მომესინჯა. ეს იყო შაბათს.
გამოვედი, ლეა რომ მენახა - ქერათმიანი ქალი მონპარნასის ოტელის წინ რომ იდგა
ხოლმე. არასოდეს მქონია ინტიმური კავშირი ქალთან. ასე მგონია, გაქურდულად
ვიგრძნობ მერე თავს. როგორც წესი, ქალები ოტელში აჰყავთ, იქ კი თავიანთი ბეწვიანი
პირით გადაგისანსლავენ მუცლის ქვედა ნაწილს და, როგორც გამიგია, სწორედ ისინი
რჩებიან მოგებულნი. მე კი არც არაფერს ვთხოვ ვინმეს და არც რაიმეს გაცემა მსურს.
ვფიქრობ, რომ მე გამომადგებოდა ცივი და მოკრძალებული ქალი, რომელიც ზიზღით
დამნებდებოდა. ყოველი თვის პირველ შაბათს ლეასთან ერთად ავდიოდი სასტუმრო
დიუკენსის ნომერში. ის ტანთ იხდიდა. მე შორიდან ვუყურებდი. ზოგჯერ ჩემს
შარვალში თავისთავად ხდებოდა ყველაფერი, ზოგჯერ კი იმის დრო მქონდა, რომ
სახლში დავბრუნებულიყავი და დამემთავრებინა. იმ საღამოს ლეა ვერ ვიპოვე.
ერთხანს ველოდე და, რომ არ გამოჩნდა, ვიფიქრე, ალბათ გრიპი შეეყარა-მეთქი.
იანვრის დასაწყისი იყო და ძალიან ციოდა. გავბრაზდი, რადგან ფანტაზიორი ვარ და
ცოცხლად წარმოვიდგინე ის სიამოვნება, რომლის მიღებასაც ვგეგმავდი. იმ
შავგვრემანსაც არა უშავდა ოდესის ქუჩაზე რომ შევამჩნიე, თუმცა ასაკოვანი იყო,
მაგრამ კარგი გარეგნობის და თანაც ბუნჩულა. მე არ მძულს ასაკოვანი ქალები: როცა
გაიხდიან, მათ ორმაგად გაშიშვლებულის იერი აქვთ, ვიდრე ახალგაზრდებს. მან
არაფერი იცოდა ჩემი ჩვევების შესახებ და მეშინოდა მათი მოულოდნელად
გამომჟღავნების. შემდეგ სხვებიც გავიცანი. ზოგიერთ მათგანს შეეძლო, კარს უკან
დაემალა არამზადა, რომელიც საქმის დამთავრების შემდეგ მოულოდნელად

გამოგეცხადებოდა და ფულს წაგართმევდა. მადლობელი უნდა ყოფილიყავი, თუ არ


გცემდა. მაგრამ იმ საღამოს, არ ვიცი როგორ, გავმხნევდი და გადავწყვიტე, შინ
დავბრუნებულიყავი, რევოლვერი წამომეღო და თავგადასავალიც მეძებნა.

15 წუთის შემდეგ ქალს მივუახლოვდი. იარაღი უკვე ჯიბეში მქონდა და არაფრის


მეშინოდა. ქალი ახლოდან უფრო საცოდავი მეჩვენა. ის ჩემ წინ მცხოვრებ მეზობელს
ჰგავდა - ოფიცრის ცოლს. ძალიან კმაყოფილი ვიყავი, რადგან დიდი ხანია მინდოდა

25
ის ქალი შიშველი მენახა. იგი ღია ფანჯარაში იცვამდა ხოლმე, როცა ოფიცერი შინ არ
იყო. მე ხშირად ვუთვალთვალებდი.

სტელას ოტელში მხოლოდ ერთი თავისუფალი ნომერი იყო დარჩენილი, ისიც მეოთხე
სართულზე. ავედით. ქალი საკმაოდ სქელი იყო და ყოველ საფეხურზე ჩერდებოდა. მე
კარგ ფორმაში ვიყავი, მიუხედავად ჩემი ღიპისა, ხმელი აღნაგობის ვარ და შემიძლია
ოთხი სართული შეუსვენებლივ ავიარო. მეოთხე სართულზე იგი შეჩერდა, მარჯვენა
ხელი გულზე მიიდო და ძალიან ღრმად ამოისუნთქა. მარცხენა ხელში ოთახის
გასაღები ეჭირა.

- ძალიან მაღლაა, - თქვა მან და შეეცადა, ჩემთვის გაეღიმა.

მე გასაღები გამოვართვი და კარი გავაღე. რევოლვერი მარცხენა ჯიბეში ხელით მეკავა.

კომუტატორის გადატრიალებისას იარაღს ხელი გავუშვი. ოთახი ცარიელი იყო.


პირსაბანზე მწვანე საპონის პატარა ნაჭერი იდო. გამეცინა: ჩემთან არც ბიდე და არც
საპნის ნაჭრები დასჭირდებოდა ვინმეს. ჩემ უკან ქალი ისევ ქოშინებდა. ეს მე
მაგზნებდა. შემოვტრიალდი. მან ტუჩები მომიშვირა. მე ხელი ვკარი.

- გაიხადე, - ვუთხარი მას.

ოთახში ხალიჩაგადაფარებული სავარძელი იდგა. მე მასზე მოვკალათდი. მხოლოდ


ასეთ შემთხვევებში ვნანობ, რომ არ ვეწევი. ქალმა კაბა გაიხადა და საეჭვოდ
გადმომხედა. რა გქვია? - ვკითხე და ზურგზე გადავწექი.

- რენე.

- კარგი, რენე, იჩქარე, გელოდები.

- შენ არ გაიხდი?

- მიდი, მიდი, მე თავი დამანებე.

მის ფეხებთან პერანგი ჩაცურდა. ქალმა იგი აიღო და მზრუნველად დაადო კაბას
ლიფთან ერთად.

- ესე იგი, შენ, ჩემო პატარავ, ნაკლი გაქვს თუ ზარმაცი ხარ? - მკითხა მან, - შენ გინდა,
რომ მთელი საქმე შენმა პატარა ქალმა გააკეთოს?

მან ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ. დივნის სახელურებს ხელებით დაეყრდნო და უნდოდა,


ჩემს ფეხებშუა ჩაემუხლა. წამოვაყენე და უხეშად ვუთხარი:

- არა, ეს არ მინდა. მან გაკვირვებით შემომხედა.

- აბა, რა გავაკეთო?

- არაფერი, გაიარ-გამოიარე, მეტს არაფერს გთხოვ.

მან უხერხულად დაიწყო სიარული აქეთ-იქით. ქალებს არაფერი ისე არ ბეზრდებათ,


როგორც შიშველი სიარული. არ სჩვევიათ დაბალ ქუსლებზე დგომა. მეძავი წელში
მოიხარა და მკლავები

26
ჩამოკიდა. მიხაროდა: მე ჩუმად, ყელამდე ჩაცმული ვიჯექი ისე, რომ ხელთათმანებიც
არ გამიხდია, ეს ასაკოვანი ქალი კი, მთლად გაშიშვლებული, ჩემს ბრძანებას
ემორჩილებოდა და ჩემ წინ დადიოდა.

ქალმა თავი შემოატრიალადა თავისი მომხიბვლელობის შესანარჩუნებლად


კეკლუცად გამიღიმა:

- ლამაზი ვარ? დატკბი ჩემი ცქერით?

- შენი საქმე არ არის.

- შენ რა, გინდა დიდხანს ვიარო ასე? - აღშფოთებით მკითხა მან.

- დაჯექი.

ის საწოლზე ჩამოჯდა და ჩვენ ერთმანეთს შევეხეთ. ქალს ხორკლიანი კანი ჰქონდა.


კედლის მეორე მხრიდან საათის წიკწიკი ისმოდა. უცებ მე ვუთხარი:

- ფეხები გაშალე!

ჯერ შეყოყმანდა, მაგრამ მალე დამმორჩილდა. შევხედე მას ფეხებშუა და ქოშინი


დავიწყე. მერე ისეთი სიცილი ამივარდა, რომ თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. მე
ვთქვი:

- წარმოგიდგენია! - და ისევ გავიცინე.

ქალმა გაოცებით შემომხედა, მთლად გაწითლდა და ფეხები შეატყუპა.

- არამზადავ, - გამოსცრა მან კბილებში. მაგრამ მე უფრო და უფრო ვიცინოდი, ქალი

წამოდგა და სკამიდან ლიფი აიღო.

- ჰეი, - ვუთხარი, - ჯერ არ დამიმთავრებია. მე შენ 50 ფრანკს გაძლევ ერთი საათის


განმავლობაში, მეც მინდა, რომ ფულის საზღაური მივიღო. მან ნერვიულად აიღო
პერანგი.

- საკმარისია, მე არ ვიცი, შენ რა გინდა. და თუ შენ იმიტომ ამომიყვანე, რომ დამცინო...

მაშინ მე რევოლვერი ამოვიღე. მან სერიოზულად შემომხედა და პერანგი უსიტყვოდ


დააგდო.

- იარე, - ვუთხარი, - მიდი!

მან კიდევ ხუთი წუთი გაიარ-გამოიარა. შემდეგ ჯოხი მივეცი და ვარჯიშები


გავაკეთებინე. როცა ვიგრძენი, რომ ტრუსი დამისველდა, ავდექი და 50 ფრანკიანი
მივაწოდე. მან გამომართვა.

- ნახვამდის, - დავუმატე მე, - მგონი არ დაღლილხარ ამ თანხის საფასურად.

გავედი. ოთახის შუაგულში მთლად შიშველი დავტოვე - ერთ ხელში ლიფით, ხოლო
მეორეში - 50 ფრანკიანი ჩეკით. ფულზე არც ვდარდობდი: მე იგი გავაოგნე. მეძავის
გაოცება კი არც ისე ადვილია.

27
კიბეზე ჩასვლისას ვფიქრობდი: „აი, რა მინდოდა - ყველას გაკვირვება“. თავს
ბავშვივით მხიარულად ვგრძნობდი. იქიდან მწვანე საპონი წამოვიღე და შინ რომ
მივედი, ცხელი წყლის ქვეშ მანამ ვსრესდი, სანამ უმცირეს ფენად არ გადაიქცა. საპონი
დიდხანს ნაწუწნ პიტნის კანფეტს დაემსგავსა.

ღამით გამეღვიძა და მისითვალები და სახე წარმომიდგა, როცა რევოლვერი ვუჩვენე.


გამახსენდა მისი მსუქანი მუცელიც, ყოველ ნაბიჯზე რომ ხტოდა.

რა სულელი ვიყავი - გავიფიქრე და სინდისის ქენჯნა ვიგრძენი: უნდა მესროლა,


ქაფქირივით უნდა დამეცხრილა მისი მუცელი. იმ საღამოს და მომდევნო სამ ღამეს
ჭიპის ირგვლივ წრიულად ჩამწკრივებული ექვსი პატარა წითელი ნახვრეტი
მესიზმრებოდა.

ამის შემდეგ იარაღის გარეშე არსად დავდიოდი. ვუყურებდი ადამიანთა ზურგებს და


მათი სიარულის მიხედვით წარმოვიდგენდი, როგორ წაიქცეოდნენ, თუ ზევიდან
ვესროდი. კვირას, ჩვეულებისამებრ, შატლეს წინ გავედი სასეირნოდ. კლასიკური
კონცერტის დასრულების დრო იყო. ექვსი საათისათვის ზარის რეკვის ხმა გავიგონე.
მოსამსახურე პერსონალი მინის კარს ხურავდა. ჩემთვის ეს დასაწყისი იყო: ბრბო ნელა
მოდიოდა, გაუბედავად მოაბიჯებდა, თვალები ისევ ოცნებით ჰქონდათ სავსე, გული
კი - ლამაზი გრძნობებით. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გაკვირვებულნი
იყურებოდნენ ირგვლივ: ქუჩა, ალბათ, მთლად ცისფერი ეჩვენებოდათ. ისინი
უცნაურად იღიმოდნენ: ერთი სამყაროდან მეორეში გადმოდიოდნენ. მე კი მათ
სწორედ მეორე სამყაროში ველოდებოდი. მარჯვენა ხელი ჯიბეში ჩავაცურე და
მთელი ძალით ხელი იარაღის სახელურს მოვუჭირე. წუთის შემდეგ წარმოვიდგინე,
თუ როგორ ვაგორებდი ხალხს ჩიბუხებივით. ისინი ერთიმეორის მიყოლებით
ეცემოდნენ, გადარჩენილები კი, პანიკაშეპყრობილნი, თეატრისაკენ მირბოდნენ და
მინის კარს ამტრევდნენ. ეს ძალზე გამაღიზიანებელი თამაში იყო: ხელები
მიკანკალებდა და იძულებული ვიყავი, დასამშვიდებლად დრეჰერთან კონიაკი
დამელია.

ქალები არ უნდა მომეკლა. მათთვის წელში ან კანჭებში უნდა მესროლა, კარგად რომ
აცეკვებულიყვნენ.

ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე გადაწყვეტილების


დროებით შესაჩერებლად. დავიწყე იმით, რომ სხვა საქმეები მოვაწესრიგე.
გავივარჯიშე სტენდზე, დანფერ-როშეროზე. ჩემი სამიზნეები ცნობილნი არ იყვნენ,
მიმაჩნია, რომ ადამიანები თვითონ არიან ფართე სამიზნეები, განსაკუთრებით ახლო
მანძილიდან თუ დაუმიზნებ. შემდეგ ჩემს რეკლამაზე დავიწყე მუშაობა.

ავირჩიე ერთი დღე, ორშაბათი დილა, როცა ყველა ჩემი კოლეგა ბიუროში იქნებოდა.
მათთან ძალიან თავაზიანი ვიყავი იმის გამო, რომ მძულდა მათთვის ხელის
ჩამორთმევაც კი. ისინი ხელთათმანებს იძრობდნენ, ერთმანეთს რომ მისალმებოდნენ.
ურცხვი მანერა ჰქონდათ, ხელი გაეშიშვლებინათ, ხელთათმანი გაებრტყელებინათ,
ნელა დაეჭიმათ ხელთათმანის თითების სიგრძე და ხელისგულის მსუქანი და
დანაოჭებული სიშიშვლე გამოეჩინათ. მე არასოდეს ვიძრობ ხელთათმანებს.

28
ორშაბათ დილას ბევრს არაფერს აკეთებენ. კომერციული სამსახურის მბეჭდავმა
ახლახან მოგვიტანა კვიტანციები. ლემერსიემ თავაზიანად გაიხუმრა, როცა მბეჭდავი
გავიდა.

გაცვეთილი კომპეტენტურობით განიხილეს მისი მშვენიერება. შემდეგ ლინდბერგზე


დაიწყეს საუბარი. მათ ძალიან უყვარდათ ლინდბერგი. მე ვუთხარი:

- მე შავი გმირები მიყვარს.

- ზანგები? - იკითხა მასემ.

- არა, შავები, როგორც მაგალითად „შავი მაგია“. ლინდბერგი თეთრი გმირია, ამიტომ
არც მაინტერესებს.

- აბა, იფიქრეთ, ადვილია თუ არა ატლანტიკის გადალახვა, - გესლიანად შენიშნა


ბუქსენმა. მე მათ შავ გმირზე მთელი კონცეფცია ჩამოვუყალიბე.

- ანარქისტი, - დაასკვნა ლემერსიემ.

- არა, - მოვუჭერი მე, - ანარქისტებს ადამიანები თავისებურად უყვართ.

- მაშინ ეს ვიღაც შერეკილი იქნება! მასე, რომელიც კარგად იცნობდა ლიტერატურას,

საუბარში ჩაერია.

- მე ვიცნობ თქვენს ტიპს, - მითხრა მან, - მას ჰეროსტრატე ჰქვია. სურდა, ცნობილი
გამხდარიყო და კარგი რომ ვერაფერი გააკეთა, შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი -
ეფესოს ტაძარი დაწვა.

- რა ერქვა ამ ტაძრის არქიტექტორს?

- არ მახსოვს, - აღიარა მან, - მგონი მისი სახელი ცნობილი არც არის.

- მართლა? მაგრამ ჰეროსტრატეს სახელი ხომ გახსოვთ? თურმე არ შემცდარა


ანგარიშში.

ამ სიტყვებით დასრულდა ჩვენი საუბარი. დავწყნარდი. მათ ეს დღე საჭირო დროს


გაახსენდებათ. მე, რომელსაც აქამდე არაფერი გამეგონა ჰეროსტრატეს შესახებ, მისმა
ამბავმა შემაგულიანა. ორი ათას წელზე მეტი იყო გასული, რაც ის მოკვდა, მაგრამ მისი
საქციელი ისევ ბრწყინავდა, როგორც შავი ბრილიანტი. ვფიქრობდი, რომ ჩემი
ცხოვრება ხანმოკლე და ტრაგიკული იქნებოდა. თავიდან ამ აზრმა შემაშინა, შემდეგ კი
შევეჩვიე. ერთი მხრივ, ეს საშინელებაა, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ჩაუფიქრდები,
მიხვდები, რომ გემატება საკმაო ღონე და სილამაზე. ქუჩაში რომ გავედი, უცნაური
ძალა ვიგრძენი. რევოლვერი თან მქონდა. ეს ის საგანი

იყო, რომელიც ისვრის და ხმაურს იწვევს. მაგრამ ჩემი ძალა რევოლვერზე კი არ იყო
დამოკიდებული, არამედ თვით ჩემზე: მე რევოლვერების, შუშხუნებისა და ბომბების
სახეობათა შორის ერთი სულიერი არსება ვიყავი. ერთ დღეს კი, ჩემი მოსაწყენი
ცხოვრების ბოლოს, ძლიერი და ხანმოკლე ცეცხლით, მაგნიუმის აფეთქების მსგავსად,
ავაგიზგიზებდი და გავანათებდი ქვეყანას. ამ პერიოდში, ყოველ ღამე ერთი და იგივე

29
სიზმარი მესიზმრებოდა: ვითომ ანარქისტი ვიყავი, მეფის თანმხლები პირი და
ჯოჯოხეთური მანქანა მქონდა, კორტეჟის გავლის დროს ვითომ ბომბი აფეთქდა და
ჩვენ - მე, მეფე და ოქროებით მორთული სამი ოფიცერი ჰაერში ავფრინდით.

რამდენიმე კვირის განმავლობაში ბიუროში არ გამოვჩენილვარ. ვსეირნობდი


ბულვარებში, მომავალ მსხვერპლთა გარემოცვაში, ან ჩავიკეტებოდი ოთახში და
გეგმებს ვადგენდი. ოქტომბრის დასაწყისში შვებულებაში გავედი. თავისუფალ დროს
შემდეგი წერილის შექმნით ვიყავი დაკავებული, რომლის 102 ეგზემპლარი გადავიღე:
„ბატონო ... ,

„თქვენ ძალიან ცნობილი ხართ და თქვენი შრომები 30 მილსაც გადასწვდა. გეტყვით


რატომაც: იმიტომ, რომ თქვენ გიყვართ ადამიანები. თქვენ სისხლში გაქვთ ჰუმანიზმი,
ამაში

ბედი გწყალობთ. თქვენ გიხარიათ, როცა მეგობრების წრეში ხართ. როცა უყურებთ
ერთ-ერთ თქვენნაირს, თუნდაც არ იცნობდეთ მას, მაინც განიცდით სიმპათიას და
მისი სხეულისაკენ ისწრაფვით. ისწრაფვით იმგვარად, როგორც ეს სხეულია აგებული,
მისი ფეხებისაკენ, რომლებიც სურვილის მიხედვით იშლება და იკეცება,
განსაკუთრებით მიისწრაფვით მისი ხელებისაკენ. თქვენ მოგწონთ, რომ მასაც ხელზე
ხუთი თითი აქვს და ცერა თითი დანარჩენებისაგან განსხვავებულია. თქვენ
გსიამოვნებთ, როცა თქვენი მეზობელი მაგიდიდან ფინჯანს იღებს, რადგანაც
არსებობს ფინჯნის აღების მანერა, რომელიც ჭეშმარიტად ჰუმანურია და რომელიც
თქვენ ხშირად აღგიწერიათ თქვენსავე ნაწარმოებებში. არსებობს მეტ-ნაკლებად
მოქნილი და სწრაფი მანერა, როგორიც აქვს მაიმუნს. ასე არ არის? მაგრამ ჩვენი მანერა
უფრო ინტელექტუალურია. თქვენ გიყვართ აგრეთვე ადამიანის სხეული,
ჭრილობების შემდეგ ხელახლა აღდგენილი სიარული, ადამიანის იერი, როცა იგი
თითოეულ ნაბიჯზე ფიქრობს, თუ როგორ გადადგას და მისი საშინელი მზერაც,
რომლის ატანა მტაცებლებსაც არ შეუძლიათ. თქვენთვის ადვილია იპოვოთ ტონი
თავად ადამიანის შესახებ სასაუბროდ, მოკრძალებული, მაგრამ მაინც აბნეული ტონი.
ხალხი თქვენს წიგნებს დიდი სიამოვნებით ყიდულობს, სავარძელში მოკალათებული
კითხულობს, ფიქრობს უბედურ და მოკრძალებულ სიყვარულზე, რომელსაც თქვენ
აღწერთ და ეს მათ ბევრ ტკივილს უმსუბუქებს - იმას, რომ არიან მახინჯები,
მხდალები, მოტყუებულები, რომ ვერ მიიღეს ხელფასის დანამატი პირველ იანვარს
და... მერე თქვენი ბოლო რომანის შესახებ დიდი სიამოვნებით ამბობენ, რომ მას
შესანიშნავი სიუჟეტი აქვს.

ვფიქრობ გაოცდებით, როცა გაიგებთ, რომ შესაძლოა არსებობდეს ადამიანი,


რომელსაც ადამიანები არ უყვარს. დიახ, ასეთი ადამიანი ვარ მე და ისინი ისე მიყვარს,
რომ თორმეტიდან ნახევარს მაინც უსათუოდ მოვკლავდი. მკითხავთ, ალბათ:
თორმეტი კაციდან რატომ მაინცდამაინც ნახევარს? იმიტომ, რომ ჩემს რევოლვერში
მხოლოდ ექვსი ტყვიაა. შემზარავია, არა? მეტიც, ნამდვილად არაპოლიტიკური აქციაა,
არა? მაგრამ გეუბნებით, რომ მე არ შემიძლია მათი შეყვარება. კარგად მესმის, რასაც
გრძნობთ. რაც თქვენ ადამიანებში გიზიდავთ, მე - მეზიზღება. მეც თქვენსავით
ვუყურებ ადამიანებს, რომლებიც იატაკს აპრიალებენ და თან ყველაფერზე თვალი
უჭირავთ, ან კიდევ მარცხენა ხელით ეკონომიკის შესახებ გაზეთს კითხულობენ. განა

30
ჩემი დანაშაულია ამის ნაცვლად სელაპების სადილზე დასწრება თუ მირჩევნია?
ადამიანი თავის სახეში ვერაფერს შეცვლის, ფიზიონომია თუ არ შეატრიალა. როცა მას
პირი ღია აქვს და ღეჭავს, პირის კუთხეები ადიან და ჩამოდიან. მისი იერი თითქოს
შეუწყვეტლივ გადადის სიმშვიდიდან გაოცებაზე. ვიცი, თქვენ ეს გიყვართ, ამას თქვენ
გონების სიფხიზლეს ეძახით. მე კი ეს გულს მირევს: არ ვიცი რატომ, ასეთი დავიბადე.

თუ ჩვენს შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ სხვადასხვა მისწრაფება გვაქვს, მაშინ


თავს არ მოგაბეზრებთ. მაგრამ ყველაფერი ისე მიდის, თითქოს თქვენ დიდად
გწყალობდეთ ბედი, მე კი არა. მე თავისუფალი ვარ სიყვარულში და „ამერიკული
კიბორჩხალას“ არჩევაშიც. მაგრამ თქვენ ფიქრობთ, თუ მე არ მიყვარს ადამიანები,
ამიტომ უბედური ვარ და არ შემიძლია ადგილი

ვიპოვო მზის ქვეშ. გამოდის, რომ თქვენ იპოვეთ ცხოვრების საზრისი, იმედი მაქვს
გაიგეთ, რისი თქმაც მინდა. აი, ოცდაცამეტი წელია, რაც მე იმ კარში შევდივარ,
რომელზეც აწერია: „აქ არავინ შემოდის, ვინც ჰუმანისტი არ არის“. ყველაფერი, რაც
წამოვიწყე, უნდა მივატოვო. უნდა ამერჩია: ან აბსურდული და განწირული
მცდელობა, ან კიდევ ადამიანებისაკენ შემოტრიალება. ადამიანებისათვის იმ აზრების
ჩამოცილებას, რომლებიც მათთვის არც მიმიკუთვნებია, არც ვაპირებ: ეს აზრები,
როგორც მსუბუქი ორგანული მოძრაობები, ისევ არსებობენ ჩემში. რასაც მე
ვგრძნობდი, მათაც ახასიათებდა. მაგალითად, სიტყვები. მე მინდოდა, ჩემი სიტყვები
მქონოდა. მაგრამ სიტყვები, რომლებსაც მე ვაწყობ, ჩემს ცნობიერებაში ფეხს ითრევენ.
ისინი ჩემს გონებაში ისე ჩამწკრივდნენ, თითქოს სხვების იყვნენ და ზიზღის გარეშე
მათი გამოყენება, როცა თქვენ გწერთ, არ შემიძლია. უკანასკნელად გეუბნებით: ან
უნდა გიყვარდეთ ადამიანები, ან კარგი იქნება, თუ ფანდების გამოყენების
საშუალებას მაინც მოგცემენ. მე კი ეს არ მსურს. მე ახლავე ავიღებ რევოლვერს, გავალ
ქუჩაში და ვნახავ, თუ შეიძლება მათ წინააღმდეგ რაიმეს გაკეთება. მშვიდობით,
ბატონო, ალბათ, შეგხვდებით. არასოდეს გეცოდინებათ, რა სიამოვნებით
დაგახლიდით ტყვიას. უკეთესია ხვალ გაზეთები წაიკითხოთ. მათში წაიკითხავთ,
რომ ერთმა ინდივიდმა, სახელად პოლ ილბერტმა, ხუთი გამვლელი მოკლა
ედგარკინეს ბულვარში. თქვენზე უკეთ აბა ვინ იცის, თუ რად ღირს ყოველდღიური
გაზეთების პროზაულობა. თქვენ გაიგებთ, რომ მე არა ვარ „შეშლილი“, პირიქით, მე
ძალიან მშვიდი ვარ და გთხოვთ, გაუგოთ, ბატონო, ჩემს განსხვავებულ გრძნობებს.“

პოლ ილბერტი
ას ორი წერილი ჩავდე ას ორ კონვერტში და ზედ დავაწერე ას ორი ფრანგი მწერლის
მისამართი. მერე ყველაფერი საფოსტო მარკების ექვს დღიურთან ერთად მაგიდის
უჯრაში ჩავდე.

მომდევნო ორ კვირას ნაკლებად გამოვდიოდი გარეთ, თავს ცუდად ვგრძნობდი.


დანაშაულზე ვფიქრობდი. სარკეში ვიხედებოდი და სიამოვნებით ვაკვირდებოდი
სახის ცვლილებებს. თვალები ისე გამიდიდდა, რომ მთელ სახეს გადააჭარბა.
სათვალის ქვევიდან იმზირებოდნენ მსახიობის და მკვლელის შავი და ნაზი თვალები,
ვიმედოვნებდი, რომ ჟლეტის აღსრულების შემდეგ უფრო შევიცვლებოდი. მე ვნახე იმ
ორი მსახური გოგონას ფოტო, რომლებმაც მოკლეს და გაძარცვეს საყვარლები. მე ვნახე
მათი ფოტოები დანაშაულამდე და დანაშაულის ჩადენის შემდეგ. დანაშაულამდე

31
მათი სახეები პიკეს საყელოებს ზევით ლამაზი ყვავილებივით ირწეოდნენ. ისინი
სასიამოვნო და პატიოსან ადამიანებს განასახიერებდნენ. გოგონებს თმები ერთნაირად
ჰქონდათ დახვეული. თმა, კაბის საყელოები და იერი სარწმუნოს ხდიდნენ იმას, რომ
ისინი დები იყვნენ და ფოტოგრაფს სტუმრობდნენ. ეს მსგავსება მათ საერთო ოჯახზე
და სისხლით ნათესაობაზე მიგვანიშნებდა. დანაშაულის შემდეგ მათი სახეები
ფოტოებზე ცეცხლის ალებივით ელავდნენ. მომავალწართმეულებს შიშველ კისერზე
შიშისა და სიძულვილის ნაოჭები, სხეულზე კი ბრჭყალებიანი მხეცის მიერ
დატოვებული კვალი ემჩნეოდათ. მათი

თვალები, ეს დიდი, შავი და უძირო თვალები ჩემსას ჰგავდნენ. ამ ფოტოებზე დები


უკვე აღარ ჰგავდნენ ერთმანეთს. თითოეული ერთობლივ დანაშაულზე მოგონებას
თავისებურად ატარებდა. ვფიქრობდი: „თუ დანაშაულს, რომელშიც დიდი ადგილი
უკავია შემთხვევას, შეუძლია ასე ძალიან შეცვალოს ობოლთა თავშესაფრიდან
გამოსულთა სახეები, მაშინ მეც ხომ შემიძლია იმ დანაშაულის იმედი მქონდეს,
რომელიც ჩემი მოფიქრებული და ორგანიზებულია“. იგი დამეუფლებოდა და
დაანგრევდა ჩემს მეტად ჰუმანურ სიმახინჯეს... დანაშაული ორად ჰყოფს იმის
ცხოვრებას, ვინც მას სჩადის. მაშინ, როცა გაიძულებენ უკან დახევას, ეს მოციმციმე
მინერალი სწორედ იქ არის, თქვენ უკან და ხელს გიშლით. მე მხოლოდ ერთ საათს
ვითხოვდი, რომ გამეხარა და მეგრძნო მისი გამანადგურებელი ძალა. ყველაფერს
გავაკეთებ, რომ ვიგრძნო იგი: მე გადავწყვიტე, ჩემი საქმე ოდესისი ქუჩის თავში
მომეყვანა სისრულეში, ვისარგებლებდი ბრბოს აღელვებით და როცა მკვდრების
მოგროვებას დაიწყებდნენ, გავიქცეოდი. გადავჭრიდი ედგარ-კინეს ბულვარს და
სწრაფად შემოვუხვევდი დელამბრის ქუჩაზე. მხოლოდ ოცდაათი წამი თუ
დამჭირდებოდა ჩემს სახლამდე. იმ დროისათვის ჩემი მდევრები ჯერ კიდევ
ედგარკინეს ბულვარში იქნებოდნენ, ჩემს კვალს დაკარგავდნენ და ერთ საათზე მეტი
დასჭირდებოდათ მის საპოვნელად. მე მათ შინ დაველოდებოდი და როცა ჩემს კარზე
დააკაკუნებდნენ, დავტენიდი რევოლვერს და პირში გავისროდი.

ხელგაშლილად დავიწყე ცხოვრება. კარგად ვეწყობოდი მზარეულს ვავენის ქუჩიდან,


რომელსაც დილა-საღამოს ჩემთან გემრიელი კერძები დაჰქონდა. მზარეულმა კარზე
დარეკა, მე არ გამიღია, ცოტა ხანი ვიცდიდი, შემდეგ კი გავაღე კარი და დავინახე ძირს
დადგმული კალათა, რომელშიც კერძებით სავსე თეფშები ელაგა.

ოცდაშვიდ ოქტომბერს, საღამოს ექვსი საათისათვის ჩვიდმეტი ფრანკი და


ორმოცდაათი სუ დამრჩა. ავიღე ჩემი რევოლვერი, წერილების პაკეტი და გავედი. კარი
ღია დავტოვე, რომ გასროლის შემდეგ უკან სწრაფად დაბრუნება შემძლებოდა. თავს
კარგად ვერ ვგრძნობდი, ხელები ცივი მქონდა, სისხლი თავში მასხამდა და თვალები
მიელავდა. ვუყურებდი მაღაზიებს, სკოლებს, საკანცელარიოს, სადაც ფანქრებს
ვყიდულობდი. მაგრამ მე მათ ვერ ვცნობდი. ჩემს თავს ვეკითხებოდი: „ეს რა ქუჩაა?“
მონპარნასის ბულვარი ხალხით იყო სავსე. ისინი მეჯახებოდნენ, მეხებოდნენ
იდაყვებითა და მხრებით, ვბარბაცებდი, ძალა არ მყოფნიდა, რომ მათგან გამეღწია.
უცებ ამ ბრბოს შუაგულში ჩემი თავი მარტო და საშინლად პატარა წარმოვიდგინე.
როგორ ცუდად მომექცეოდნენ, ამის უფლება რომ ჰქონოდათ! შიში მეუფლებოდა
იარაღის გამო, მეჩვენებოდა, რომ მათ იცოდნენ, რაც მქონდა ჯიბეში. მკაცრი
თვალებით მიყურებდნენ, თითქოს მეუბნებოდნენ: „ჰო, მაგრამ... მაგრამ...“ ადამიანები

32
თათებით დამიჭერდნენ და აღშფოთებით იტყოდნენ: ლინჩი! ალბათ ხელს მკრავდნენ
და მათ ხელებში მარიონეტივით დავეცემოდი. გადავწყვიტე, მეორე დღისთვის
გადამეტანა ჩემი გეგმის

აღსრულება. „ლა კუპოლში“ ვისადილე თექვსმეტ ფრანკად და ოთხმოც სუდ. დამრჩა


სამოცდაათი სანტიმი, რომელიც წყალში გადავყარე.

სამი დღე ჩემს ოთახში ვიყავი ისე, რომ არც მიჭამია და არც მძინებია, დარაბები
დავხურე. ფანჯარასთან მიახლოებას და შუქის ანთებასაც ვერ ვბედავდი. ორშაბათს
ვიღაცამ კარზე დარეკა. სუნთქვა შევიკარი და დაველოდე: ერთი წუთის შემდეგ კიდევ
დარეკეს. ცერებზე შემდგარი მივუახლოვდი კარებს და გასაღების ჭუჭრუტანიდან
გავიხედე. მხოლოდ შავი ქსოვილი და ღილი დავინახე. ტიპმა კიდევ დარეკა და
ჩავიდა: არ ვიცი ვინ იყო. ღამით ცოცხალი ხილვები მქონდა: პალმები, წყალი...
დროდადრო ონკანის წყალს ვსვამდი. ძალიან მშიოდა. ისევ შევხვდი შავგვრემან
მეძავს კოშკში, რომელიც კოსნუარზე ავაშენებინე, სოფლიდან ოცი მილის
დაშორებით. შიშველი მეძავი მარტო იყო ჩემთან. იარაღის მუქარით ვაიძულებდი,
დამდგარიყო ოთხ ფეხზე და ისე ერბინა. მერე ბოძზე მივაბი და ყველაფერი ვუთხარი,
რის გაკეთებასაც ვაპირებდი. ბოლოს ტყვიებით დავცხრილე. ამ სურათმა ისე
ამაღელვა, რომ ამ დღისათვის ეს ვიკმარე. შემდეგ გაუნძრევლად და უაზროდ ვიჯექი
სიბნელეში. ავეჯმა ლაწუნი დაიწყო. დღის ხუთი საათი იყო, ოთახი უნდა
დამეტოვებინა, მაგრამ არ შემეძლო, რადგან ქუჩაში ხალხი მოძრაობდა.

გათენდა. შიმშილს აღარ ვგრძნობდი. ოფლი მდიოდა, პერანგიც კი დამისველდა.


გარეთ

მზე ანათებდა. ვფიქრობდი: „იგი დაკეტილ, ბნელ ოთახშია, სამი დღის განმავლობაში
არც უჭამია, არც უძინია. კარზე რომ დარეკეს, არ გაუღია. შემდეგ ის გავა ქუჩაში და
მოკლავს“. მეშინოდა. საღამოს ექვს საათზე შიმშილმა სრულიად მომიცვა.
სიბრაზისაგან გიჟს ვგავდი. ერთხანს ავეჯს ვეხლებოდი, მერე ოთახებში შუქი ავანთე,
მთელი ძალით სიმღერა დავიწყე, დავიბანე ხელები და გავედი. ორი წუთი საკმარისი
იყო ყუთში წერილების ჩასაგდებად. ისინი ათ-ათ ცალობით ჩავყარე. შევცდი,
ზოგიერთი უნდა დამეჭმუჭნა. ოდესის ქუჩამდე მონპარნასის ბულვარს გავყევი.
თეთრეულის მაღაზიის სარკის წინ შევჩერდი და როცა ჩემი სახე დავინახე, საბოლოო
გადაწყვეტილება მივიღე: „ამ საღამოს“.

დავდექი ოდესის ქუჩის თავში და დავიცადე. ორმა ქალმა გაიარა. ისინი ხელებით
ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, ქერათმიანი ეუბნებოდა:

- ყველა ფანჯარაზე ამ კეთილშობილმა ოჯახმა ხალიჩები გადმოკიდა.

- გავლებულები მაინც თუ იყო?

- გასავლებად ხუთი ლუიდორი უნდა გადაიხადონ.

- ხუთი ლუიდორი? - გაუკვირდა შავგვრემანს და ჩემს ახლოს რომ გაიარა, დაამატა, -


წარმოგიდგენია, მათ წინაპართა ტანსაცმლის ჩაცმა ართობთ...

33
ისინი წავიდნენ. მციოდა, მაგრამ მაინც მდიოდა ოფლი. წუთის შემდეგ სამი კაცი
დავინახე, ისინიც გავატარე. მე ექვსი მჭირდებოდა. მარჯვნივ მდგომმა გადმომხედა
და ენა გააწკლაპუნა. მე თვალები გადავატრიალე.

რვის ხუთ წუთზე ედგარ-კინეს ბულვარიდან ხალხის ორი ჯგუფი გამოვიდა: კაცი და
ქალი ორ ბავშვთან ერთად და მათ უკან სამი მოხუცი ქალი. წინ ერთი ნაბიჯი
გადავდგი. ქალს ბრაზიანი სახე ჰქონდა და პატარა ბიჭს, ხელით რომ მოჰყავდა,
ექაჩებოდა. კაცმა მონოტონური ხმით უთხრა:

- გააწყალა გული ამ ლაწირაკმა.

გული ისე ძლიერ მიცემდა, რომ მკლავები მტკიოდა. წავიწიე და მათ წინ გავჩერდი.
სასხლეტზე თითები მომიდუნდა.

- უკაცრავად, - თქვა კაცმა და ხელი მკრა.

გამახსენდა, რომ ჩემი ბინის კარი დავკეტე და ამან ძალიან გამანაწყენა. მის გასაღებად
ძვირფასი დროის დაკარგვა დამჭირდებოდა. ხალხი მიდიოდა. მე მათ ზურგი
შევაქციე და ანგარიშმიუცემლად უკან გავყევი. უკვე არ მქონდა სურვილი, მათთვის
მესროლა. ისინი ბულვარის ბრბოში ჩაიკარგებოდნენ. კედელს მივეყრდენი. აღარ
დაველოდე რვა და ცხრა საათის დარეკვას. ჩემთვის ვიმეორებდი: „რა საჭიროა ამათი
მოკვლა, ისინი ხომ ისედაც მკვდრები არიან“. და სიცილი მინდოდა. ამ დროს ძაღლი
მოვიდა და ფეხებზე დამსუნა.

როცა მსხვილმა კაცმა წინ გამისწრო, წამოვხტი და უკან გავედევნე. მის წითელ კეფაზე
თავსა და პალტოს საყელოს შორის მოქცეული ნაკეცი დავინახე. ის მიბაჯბაჯებდა და
მძიმედ სუნთქავდა, ჯმუხი იერი ჰქონდა. რევოლვერი ამოვიღე. იგი ცივი იყო და
ბრწყინავდა. მეზიზღებოდა ეს იარაღი, კარგად არც მახსოვდა, რა უნდა მექნა მისთვის.
ხან იარაღს ვუყურებდი, ხან იმ ტიპის კეფას, რომლის ნაკეცი მიღიმოდა. ჩემს თავს
ვეკითხებოდი: რევოლვერი თხრილში ხომ არ გადამეგდო? უცებ ტიპი შემოტრიალდა
და გაღიზიანებულმა შემომხედა. უკან დავიხიე.

- უკაცრავად... მინდოდა მეკითხა... ის არ მისმენდა, ჩემს ხელებს უყურებდა. მე ძლივს

დავასრულე:

- შეგიძლიათ მითხრათ, სად არის გეტეს ქუჩა?

მას მსხვილი სახე ჰქონდა, ტუჩები უთრთოდა, არაფერი მითხრა, მხოლოდ ხელი
გაიშვირა. მე ისევ უკან დავიხიე და ვუთხარი:

- მინდოდა...

მივხვდი, რომ მალე ღმუილს დავიწყებდი. არ მინდოდა, მაგრამ სამი ტყვია მაინც
ვესროლე მუცელში. იგი იდიოტური იერით დაეცა მუხლებზე. თავი მარჯვნივ
გადაუვარდა.

- არამზადა, - ვთქვი მე, - წყეული არამზადა!

34
გავიქეცი. მისი ხველება მომესმა. ჩემ უკან ყვირილი და სირბილის ხმა გავიგონე.
ვიღაცამ იკითხა: „რა მოხდა, ჩხუბობდნენ?“ შემდეგ დაიყვირეს: „აი, მკვლელი,
მკვლელი!“ არ მეგონა, ეს ხმები მე თუ მეხებოდა. თუმცა, ავისმომასწავებლად კი
მეჩვენებოდა, როგორც სახანძრო მანქანების სირენების ხმა ბავშვობაში.
ავისმომასწავებელი და თან სასაცილო ხმები... მე მთელი ძალით გავრბოდი.

მხოლოდ ერთი უპატიებელი შეცდომა ჩავიდინე: იმის ნაცვლად, რომ ოდესის


ქუჩიდან ედგარ-კინეს ბულვარისაკენ გამეწია, მონპარნასზე გადავუხვიე. ეს რომ
შევამჩნიე, მობრუნება უკვე გვიანი იყო. ხალხის შუაგულში ვიყავი. გაკვირვებული
სახეები შემომცქეროდნენ (კარგად მახსოვს ფერუმარილწასმული ქალის სახე,
ბუმბულიანი მწვანე ქუდი რომ ეხურა). ოდესის ქუჩიდან სულელთა ყვირილი -
მკვლელი დაიჭირეთო - ისევ მესმოდა. ვიღაცამ ხელი დამადო მხარზე. გონება ამერია:
არ მინდოდა ამ ბრბოს გავეგუდე. ორჯერ ისევ გავისროლე. ხალხი ყვიროდა და
გარბოდა. ერთ კაფეში შევვარდი, კლიენტები წამოცვივდნენ, მაგრამ ჩემი შეჩერება
არავის უცდია. კაფეს მთელ სიგრძეზე გავიარე და საპირფარეშოში ჩავიკეტე.
რევოლვერში კიდევ ერთი ტყვია მქონდა.

ერთი წუთი გავიდა. აქოშინებული მძიმედ ვსუნთქავდი. არაბუნებრივი სიჩუმე იყო,


თითქოს ხალხი განგებ გაჩუმდა. იარაღი თვალებთან მივიტანე, დავინახე პატარა შავი
და მრგვალი ხვრელი: ტყვია იქიდან გამოვარდებოდა. კვამლი სახეს დამიწვავდა.
მკლავი ჩამომივარდა. დავიცადე. წუთის შემდეგ ისინი მგლის ნაბიჯებით
მომიახლოვდნენ. ნაბიჯების ხმის მიხედვით ვხდებოდი, რომ მთელი გროვა იყო.
ერთხანს ჩურჩულებდნენ, შემდეგ გაჩუმდნენ. ისევ ვქოშინებდი და ვფიქრობდი, რომ
ჩემი ქშენა კარს იქითაც ესმოდათ. ერთმა წინ წამოიწია და კარის სახელურს შეეხო. იგი
კედელს იყო აკრული, ჩემი ტყვიები რომ აეცდინა. მე სროლის სურვილი კი მქონდა,
მაგრამ ბოლო ტყვია ჩემთვის იყო განკუთვნილი.

„რას ელოდებიან? - ვეკითხებოდი ჩემს თავს, - თუ კარს შემოამტვრევენ, თავის


მოსაკლავად დრო არ დამრჩება და ცოცხლად ამიყვანენ.“ ისინი არ ჩქარობდნენ.
ნაძირლებს ეშინოდათ. თითქოს დროს მაძლევდნენ საკუთარი თავისთვის განაჩენი
გამომეტანა. წუთის შემდეგ გავიგონე: - გააღეთ, არაფერს დაგიშავებთ.

სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ისევ იმ ხმამ თქვა:

- ხომ იცით, რომ ვერ გაიქცევით.

მე არ მიპასუხია, ისევ ვქოშინებდი. თავის მოსაკლავად გამბედაობა რომ მომეკრიბა,


ჩემს თავს ვეუბნებოდი: „თუ დამიჭერენ, მცემენ, კბილებს ჩამიმტვრევენ, თვალებს
დამთხრიან.“ მინდოდა გამეგო ის მსხვილი ტიპი მოკვდა თუ არა, შესაძლოა მხოლოდ
დავჭერი... და ის ორი ტყვია შეიძლება არც არავის მოხვედრია... ისინი რაღაცას
ამზადებდნენ, იატაკიდან რაღაცას აძრობდნენ. ვჩქარობდი. რევოლვერის ლულა
პირში ჩავიდე და კბილები მაგრად მოვუჭირე... მაგრამ ვერ გავისროლე... სასხლეტს
თითი ვერ დავაჭირე... ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. მერე რევოლვერი მოვისროლე და
კარები გავაღე.

35
მიშელ ტურნიე

36
წითელი კაცუნა
ოცდახუთი წლის რომ შესრულდა, გულდაწყვეტილმა ლუსიენ განერონმა აღიარა,
რომ სიმაღლეში ას ოცდახუთ სანტიმეტრზე მეტს (რომლისთვისაც უკვე რვა წელი
იყო, რაც მიეღწია) ვეღარასოდეს მოიმატებდა. ამ დროიდან ისღა დარჩენოდა,
შერიგებოდა შეკერილი ფეხსაცმელების ხმარებას, რომლის ქუსლები მას ათი
სანტიმეტრით ამაღლებდა და კაცუნას მდგომარეობას დაბალი კაცის მდგომარეობით
უცვლიდა. წლებთან ერთად გაქრა სიჭაბუკე და დარჩა დაგრეხილი კაცი, რომელიც იმ
სახარბიელო პოსტის მიუხედავადაც კი, პარიზის გავლენიანი ადვოკატის ბიუროში
რომ ეკავა, აშკარად იწვევდა დაცინვას, უკეთეს შემთხვევაში ზიზღს და სიბრალულს,
მაგრამ არასოდეს პატივისცემასა და მოკრძალებას. ლუსიენ განერონი განქორწინების
საქმეში იყო გაწაფული. თვითონ ქორწინებაზე არც ფიქრობდა. შურით აღვსილი კაცი
დიდი გულმოდგინებით ცდილობდა, დაეშალა სხვების ოჯახები. ასე მაგალითად, მას
ერთ დღეს ეწვია ქალბატონი ედიტ ვატსონი. ამერიკელთან პირველი ქორწინებით
გამდიდრებული, ოპერის ძველი მომღერალი შემდეგ მასზე ბევრად ახალგაზრდა
ნიცელ მოცურავეს მისთხოვდა, ახლა კი ქალს სწორედ ამ ქორწინების გაუქმება
სურდა. ბობის მიმართ წაყენებულ უამრავ პრეტენზიაში ლუსიენმა ბევრი საინტერესო
და სამარცხვინო ფაქტი აღმოაჩინა. ადვოკატი გრძნობდა, რომ წყვილის
განქორწინების საქმე მისი ბედი იყო. ამას მას შემდეგ მიხვდა, რაც ბობი იხილა. „ის
ალბათ ნაზი და მიამიტი, ათლეტური გოგონას იერის მქონე მაღალი ბიჭია, -

ფიქრობდა ლუსიენი, - ასეთი აღნაგობის მქონე ადამიანი კი დიდ შთაბეჭდილებას


ტოვებს, განსაკუთრებით პლაჟზე“.

ლუსიენი თავისი მჭევრმეტყველებით ტრაბახობდა. ზრუნავდა სალანძღავი


წერილების დახვეწაზე, რომელთა გაცვლა-გამოცვლით, ფრანგული კანონების
მიხედვით, წყვილი უნდა დაშორებოდა ერთმანეთს. მრავალი თვის განმავლობაში
ბობი თავზარდაცემული იყო იმ წერილების სიმდაბლითა და სიმკაცრით, ლუსიენი
კლიენტს რომ კარნახობდა და ხელს აწერინებდა. წერილებში აშკარა სასიკვდილო
მუქარა შეიმჩნეოდა. სწორედ აქ დაჯაბნა ლუსიენმა ბობი.

რამდენიმე ხნის შემდეგ ლუსიენი ხელის მოსაწერად ესტუმრა თავის კლიენტს,


რომელიც მდიდრულ დუპლექსში ცხოვრობდა ბულონის ტყის პირას. ხვეული კიბე
ერთმანეთთან აერთებდა ზედა ოთახს, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობდა ბობი და ქვედა
ოთახს, რომელსაც ვრცელი ტერასა ალამაზებდა. სწორედ იქ იხილა ლუსიენმა გრძელ
სკამზე მჯდომი, გამაგრილებელი სასმელებით გარშემორტყმული, თითქმის შიშველი
ედიტ ვატსონი. ქარვისფერი სხეულის ელვარებამ და ქალის სურნელმა ლუსიენი
დაათრო. ამ სურნელით თავად ედიტიც თვრებოდა. ქალი თავისი სტუმრით ისე იყო
დაინტერესებული, როგორც საკუთარი წარუმატებლობით და ამიტომ მის კითხვებს
გულგრილი, არაფრისმთქმელი

სიტყვებით პასუხობდა. პაპანაქება სიცხე იყო, ლუსიენი ოფლად გაიღვარა. მას


ტანჯავდა ნოტარიუსის კლერკის მუქი და სქელი ტანსაცმელი, უფრო კი იმ
ჩაცივებული ლუდის დალევის გამო წუხდა, რომელიც ედიტმა მოსვლისთანავე
შესთავაზა. ქალი ლუსიენს მოშარდვის სურვილს აღუძრავდა. კაცი დიდი
იასამნისფერი შეზლონგის შუაგულში რვაფეხასავით იგრიხებოდა. ეს უკვე აპოგეა

37
იყო. ბოლოს ძლივს ჰკითხა, სად იყო საპირფარეშო. ედიტმა გაურკვეველი ჟესტით
მიუთითა ინტერიერზე და თან რაღაც ჩაიბუტბუტა. ლუსიენმა მის სიტყვებში
მხოლოდ „სააბაზანო ოთახი“ გაარჩია.

ლუსიენს ოთახი უზარმაზარი ეჩვენა. ოთახიცა და აუზიც, რომელიც მიწაში


ღრმავდებოდა, შავი მარმარილოსგან იყო გაკეთებული. აქვე იყო მონიკელებული
მოწყობილობები: პროჟექტორები, ზუსტი სასწორი და უამრავი სარკე, რომელთა
მეტად უჩვეულო კუთხეებიდან ლუსიენის სახეები ჩანდა. ლუსიენმა მოშარდა და
გამხიარულდა. აბაზანა, რომელსაც სასაფლაოს და გველების საბუდარის იერი
ჰქონდა, სრულებით არ იზიდავდა მას. მაგრამ ლუსიენი მაინც გარს უვლიდა მქრქალი
მინის ფილებით შემოვლებულ აუზს, რომელშიც წყლის ნაკადი მოსჩქეფდა. როცა
წყალი აუზის სიღრმიდან ამოდიოდა, შხაპის მიღება შეიძლებოდა არა მარტო
ზევიდან, არამედ წინიდან, უკნიდან და გვერდებიდანაც კი. გადასართველების
მთელი კომპლექსი წყლის ნაკადის რეგულირების საშუალებას იძლეოდა. ლუსიენმა
გაიხადა და წყალი გამოუშვა. მისი შხეფები, ძალა და ტემპერატურა მხიარულ
თავდასხმებს აგონებდა. შემდეგ

მსუბუქი და სურნელოვანი ნელსაცხებელი წაისვა. იგი კიდევ დიდხანს იქცევდა თავს


შხაპის ქვეშ. სიცოცხლეში პირველად, საკუთარი სხეული სირცხვილსა და ზიზღს კი
არ ჰგვრიდა, არამედ რაღაც სხვას. აუზიდან რეზინის ხალიჩაზე გადმოხტა და
მრავალი ლუსიენით გარშემორტყმული აღმოჩნდა. ისინი სარკეების ლაბირინთებში
მის ჟესტებს იმეორებდნენ: ან უძრავად იდგნენ და ერთმანეთს შესცქეროდნენ, ან უცებ
დასერიოზულდებოდნენ. ლუსიენმა შეათვალიერა ფართე და მართკუთხა შუბლი,
გამჭოლი და მბრძანებლური მზერა, მსხვილი და მგრძნობიარე ტუჩები და ღაბაბი,
რომელიც წარმოსადეგ კეთილშობილთათვის იყო დამახასიათებელი. ყველაფერი ეს
ძალიან მოეწონა, მაგრამ ქვევით საქმე ფუჭდებოდა, ყველაფერი უწესრიგოდ იყო:
კისერი უზომოდ გრძელი, ბურთივით მრგვალი თავი, გორილას მსგავსი მოკლე,
დაგრეხილი ფეხები და შავ და იასამნისფერ ზვირთებად მუხლებამდე ჩამოვარდნილი
უზარმაზარი სასქესო ორგანო.

დრო იყო, ჩაცმაზე ეფიქრა. მან ზიზღით შეხედა მუქ და წებოვან ლაქებს ტანსაცმელზე,
შემდეგ კი ქრომის საკიდარზე ჩამოკიდებულ ხაოიანი ნაჭრის ფართე, მეწამული
ფერის პენუარს მოჰკრა თვალი. ჩამოხსნა, ჩაიცვა, მის პლისებში ჩაიმალა და სარკეებში
დააზუსტა ღირსეული და თავისუფალი პოზები. ფიქრობდა, ჩაეცვა თუ არა ფეხზე.
კითხვა მეტად მტკივნეული იყო, რადგან ათსანტიმეტრიან ქუსლებზე უარის თქმით
ლუსიენი ედიტ ვატსონის პირისპირ კაცუნა იქნებოდა, და არა დაბალი კაცი. მწვანე
ხვლიკის ტყავის ლამაზმა ქოშებმა, ტაბურეტის ქვეშ რომ

იპოვა, საბოლოო გადაწყვეტილება მიაღებინა. როცა ტერასაზე გავიდა, გრძელი


პენუარი თითქოს სიმაღლეს ჰმატებდა და მეფურ იერს აძლევდა. მზის მსხვილი
სათვალეები, რომელიც ედიტს სახეს უფარავდა, ქალის გრძნობების ამოკითხვის
საშუალებას არ იძლეოდა, მაგრამ როცა დიდებული კაცუნა ქალს სინდიოფალას
ნახტომით წარუდგა, ქალი გაოცებისაგან გაშეშდა. ნოტარიუსის კლერკი გაქრა. მისი
ადგილი დაიკავა სასაცილო, შემაშფოთებელმა ქმნილებამ, საზარელმა მონსტრმა

38
ძლიერი და თვალშისაცემი სიმახინჯით. ყველაფერ ამას კომიზმის ელემენტებიც
ერთვოდა.

- ეს ბობის პენუარია, - მსუბუქი პროტესტის ტონით წაილუღლუღა ქალმა.

- მერე რა?! - კადნიერად უპასუხა ლუსიენმა.

ლუსიენმა პენუარის კალთები მოიცილა და თითქოს ყვავილიდან ამომავალი


მწერიაო, ისე გაწვა იატაკზე, შემდეგ იგივე მოძრაობით ედიტის გრძელ სკამზე
აცოცება მოახერხა.

ლუსიენი უბიწო იყო. იმ წუთას წარმოშობილმა სქესობრივმა ნიშნებმა და


შეძახილებმა საბოლოოდ ჩაახშო მისი გარეგნული ნაკლი. მან სწორედ იმ დროს
იგრძნო სიყვარული, როცა კლერკის კოსტიუმზე და, განსაკუთრებით, მაღალქუსლიან
ფეხსაცმელზე თქვა უარი. ეს

დამათრობელი რეალობა იყო. ლუსიენი თანახმა იყო, შეგუებოდა კაცუნას


მდგომარეობას. ედიტი, რომელიც თავის ლამაზ ქმარს მხოლოდ
დაუკმაყოფილებლობის გამო ეყრებოდა, თავის მხრივ, აღტაცებული იყო ასეთი
პატარა და მახინჯი სხეულით, რომელიც დიდი აქტიურობით ხასიათდებოდა.

ეს იყო დასაწყისი მათი მგზნებარე კავშირისა. ლუსიენის ნაკლს ემატებოდა


ქალისადმი ერთგვარი მორიდებული დამოკიდებულება, რაც ასე ხიბლავდა ქალს,
კაცს კი, ქალის შიშთან ერთად, მისი პათეტიკური დაძაბულობა აღაგზნებდა. საერთო
შეთანხმების საფუძველზე, თავიანთ ურთიერთობას მათ საიდუმლოების ფარდა
ჩამოაფარეს. ედიტი ვერ ბედავდა საქვეყნოდ განეცხადებინა ასეთი უცნაური
საყვარლის არსებობა. ლუსიენიც აფრთხილებდა, რომ განქორწინების პროცესისათვის
გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მის ქცევას, რომელიც, განაჩენის გამოტანამდე
მაინც, უზადო უნდა ყოფილიყო.

იმ დღიდან ლუსიენი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა. გარეგნულად ის დაბალ კაცად


რჩებოდა, მკაცრად და თავმომწონედ იყო ჩაცმული. მისი კოლეგები ამჩნევდნენ, რომ
ზოგჯერ, განსაკუთრებით დაძაბულ საათებში, როცა ტელეფონით კოდირებული
ცნობები მოდიოდა, ის გარბოდა ბულონის ტყის სახლისაკენ, ადიოდა დუპლექსში,
რომლის გასაღებიც თან ჰქონდა და იქ თავისუფალ, მოუსვენარ, მსურველ და
სასურველ კაცუნად გარდაქმნილი, რომელიც

ქალისთვის ნარკოტიკად ქცეულიყო, ემორჩილებოდა სოფისტური აზროვნების მქონე


ქერა ქალის ვნებას. ქალი ბორგავდა მისი ხვევნისას, მისი სიმღერა, რომელიც
ჩვეულებრივ ხორხისმიერი გალობით, გამაყრუებელი კოლორატურით, სამი ოქტავის
მომცველი ვოკალით იწყებოდა, ყოველთვის სასიყვარულო, მაგრამ უწმაწური
ლანძღვა-გინებით მთავრდებოდა. ქალი საყვარელს სხვადასხვა სახელს ეძახდა: ჩემო
სათამაშო, ჩემო კურო... ვნების დაცხრომის შემდეგ ქალი ლუსიენს ეუბნებოდა, რომ ის
მისთვის წარმოადგენდა თითებიან და სხვადასხვა ნაწილებით გარშემორტყმულ
სასქესო ორგანოს. ეძახდა: ჩემო კულონო, ჩემო ავხორცობის ქამაროო და თან მისი
საშინაო საქმეების მოწესრიგებას სთხოვდა. უნდოდა, ლუსიენი მუდამ მასთან ახლოს

39
ყოფილიყო, როგორც ამას თავიანთ საყვარლებზე ჩაბღაუჭებული უშნო ქალები
აკეთებენ.

ლუსიენი არ თაკილობდა, გაპამპულავებული ყოფილიყო „კაცუნას მეპატრონის“ მიერ,


როგორც ეძახდა ხოლმე ქალს საპასუხოდ. იგი ერთობოდა ქალის ძუძუების რხევის
ყურებით, რომლებიც ორ მისაბმელ აეროსტატს აგონებდნენ. ამასთანავე, ლუსიენს
ეშინოდა ქალის დაკარგვისა, ეჭვობდა, რომ სექსუალური სიამოვნება, რომელსაც ის
ქალს ანიჭებდა, იმ საზოგადოებრივი სიამოვნების ადეკვატური არ იყო, რომლის
შეთავაზებაც ლუსიენს, ცხადია, არშეეძლო. მან ეს განქორწინებების
გამოცდილებიდან იცოდა. იცოდა, რომ ქალი საზოგადოების, ადამიანური
ურთიერთობების გარეშე ვერ გაძლებდა და შეიძლებოდა ერთ დღეს მომხიბვლელი,
ან უბრალოდ წარმოსადეგი საყვარლის გამო მიეტოვებინა.

დადგა უცნაური დუმილის პერიოდი. ლუსიენი მზად იყო, დაბრუნებულიყო


ბულონის ტყეში ედიტის ერთ დაძახებაზეც კი. ერთი გრძელი კვირის განმავლობაში
ქალს არანაირი ნიშანი არ მოუცია. ლუსიენი ჩუმად იტანჯებოდა. ბოლოს,
გულისწყრომისაგან რომ დაცლილიყო, ბიუროს თანამშრომელზე გაცხარდა.
განქორწინების წერილები, რომლებსაც ის თავის კლიენტებს ჰკარნახობდა, ასეთი
გესლიანი არასოდეს ყოფილა. ბოლოს გადაწყვიტა, ყველაფერი გაეგო და
დაუყოვნებლივ ესტუმრა საყვარელს. კარი თავისი გასაღებით გააღო და
ვესტიბიულში შევიდა. ლაპარაკის ხმა შემოესმა. მან მაშინვე იცნო ედიტისა და ბობის
ხმები. ისინი თბილად და ნაზად საუბრობდნენ.

დარტყმა სასტიკი უფრო იყო, ვიდრე მოულოდნელი. ნუთუ შერიგდა წყვილი? ნუთუ
განქორწინება ეჭვქვეშ დადგება? ლუსიენი მიხვდა, რომ მოტყუებული დარჩა, რომ
მისმა საყვარელმა არა მარტო გააგდო თავისი ცხოვრებიდან, არამედ მისთვის
საძულველ წარსულ ცხოვრებაშიც დააბრუნა. ის საშინელმა ზიზღმა მოიცვა. მერე
ეტაჟერში შეძვრა და დაიმალა. ედიტი და ბობი სიცილით გამოვიდნენ ოთახიდან და
კარისკენ გაემართნენ. როცა ლიფტის ხმაური შეწყდა, ლუსიენი სამალავიდან
გამოვიდა და, როგორც ყოველთვის, სააბაზანოსკენ წავიდა. გაიხადა, მიიღო შხაპი,
გაეხვია ბობის მეწამულ, დიდ პენუარში, ჩამოჯდა ტაბურეტზე და კუნძივით
უძრავად მყოფმა ლოდინი დაიწყო. სამი საათის შემდეგ ბინის კარები გაჯახუნდა და
ედიტი ღიღინით შემოვიდა. ქალი სააბაზანოში ისე შევიდა, რომ შუქი არ აუნთია.
ლუსიენმა

მხრებიდან პენუარი ჩამოიცურა, ერთი ნახტომით მასთან გაჩნდა და მოებღაუჭა. მისი


ორი ძლიერი მკლავი, როგორც ბულდოგის ყბები, ყელზე შემოეჭდო ქალს. ედიტი
წაბარბაცდა, შემდეგ გონს მოვიდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ბოლოს შეჩერდა და
დაეცა. სანამ ქალი აგონიაში იყო, ლუსიენი მას უკანასკნელად დაეუფლა. მისი
საქციელი წინასწარ მოფიქრებულს ჰგავდა, მაგრამ ლუსიენს წინასწარ არაფერი
განუზრახავს. მან ხელახლა ჩაიცვა და ისარივით გავარდა ბიუროში. რამდენიმე ხანში
დაბრუნდა იმ შეურაცხყოფითა და მუქარით სავსე წერილებით, რომლებსაც ბობს
კარნახობდა და ედიტის კომოდის ერთ-ერთ უჯრაში შეაცურა. შემდეგ შინ დაბრუნდა
და ბობის ტელეფონის ნომერი აკრიფა. დიდხანს არავინ პასუხობდა, ბოლოს
ნამძინარევმა ხმამ უპასუხა.

40
- მკვლელო! თქვენ მოახრჩვეთ თქვენი ცოლი! - შეცვლილი ხმით წარმოთქვა
ლუსიენმა. შემდეგ სამჯერ გაიმეორა ეს ბრალდება, რომელიც ბობს სულელურ
გაუგებრობად მოეჩვენა.

მეორე დღეს გაზეთები იტყობინებოდნენ მკვლელობის ფაქტს და აზუსტებდნენ, რომ


პირველი ეჭვმიტანილი, მსხვერპლის ქმარი გაქცეულია, დანაშაულის ადგილას
ნაპოვნია მისი წერილები, რომლებიც ეჭვმიტანილის განზრახვას ამხელდნენ.

გატანჯული და გამასხარავებული ლუსიენი თავის გრძნობებს გაუბედურებული


კლერკის

არსებაში მალავდა. თან სდევდა მოგონება იმზეკაცზე, რადაც მაშინ იგრძნო თავი,
როცა ათი სანტიმეტრით მომატებულ სიმაღლეზე უარი თქვა. მან მაშინ დაატყვევა
ქალი, როცა გამბედაობა ეყო, ეღიარებინა თავისი სიმახინჯე, ქალმა კი უღალატა.
ლუსიენმა ის მოკლა, მისი მტერი კი - ქალის ქმარი, სასაცილოდ მაღალი კაცი,
იძებნებოდა პოლიციის მიერ. მისი ცხოვრება შედევრი გახლდათ. ის სავსე იყო
თავბრუდამხვევი სიხარულის წუთებით. ლუსიენმა იცოდა, რომ საკმარისი იყო
გაშიშვლება, რომ მაშინვე გახდებოდა ის, რასაც სინამდვილეში წარმოადგენდა.
გახდებოდა თავისებური ადამიანი, დიდი არამზადა, უძლეველი მაცდუნებელი და
ნამდვილი მკვლელი! წარსულში მთელი მისი უბედურება იმაში მდგომარეობდა, რომ
უარყოფდა იმ საშინელ არჩევანს, რომელსაც საკუთარი ბედისწერა კარნახობდა.
თავიდან მან ლაჩრულად უკან დაიხია, მერე კი გაბედა: ედიტის სააბაზანოში
ქუსლიანი ფეხსაცმლის უარყოფამ ლუსიენის რადიკალური მეტამორფოზა
გამოიწვია: კაცუნას საშინელი მდგომარეობიდან - კურთხეულ მონსტრამდე. ის
დღეებს ადვოკატის ბიუროში სიბნელეში ატარებდა და ხშირად დესპოტური ფიქრები
უტრიალებდა. ერთხელ ლუსიენმა შემთხვევით წაიკითხა დოკუმენტი რავენსბრუკზე,
ბირკენოსა და ქალებისათვის განკუთვნილ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებზე.
შეიტყო, რომ მეთაურები მათრახით მართავდნენ შიშველი და დაჭრილი ქალების
მრავალრიცხოვან ბრბოს. ლუსიენს აწუხებდა ახალი საიდუმლო, სურდა, მთელი
ქვეყნის წინაშე ამ საიდუმლოთი შემოსილიყო, ოცნებობდა მის აშკარად, სახალხოდ
აღიარებაზე აღტაცებული ბრბოს წინაშე. მან მკერავს შეუკვეთა წითელი, ტანზე
მომდგარი

ტანსაცმელი. ბიუროდან დაბრუნებულმა გადაარჩია წერილები, მიიღო შხაპი და


იასამნისფერი აბრეშუმის ყელსახვევიანი საღამოს ტანსაცმელი ჩაიცვა. მერე ფეხი
წვრილ და რბილქუსლიან მოკასინებში ჩაჰყო და გარეთ გავარდა. მან იგრძნო
უმაღლესი კომფორტი, რომელიც მის ტანს აკმაყოფილებდა - ლუსიენი გადიოდა
ყველაზე დაბალი კარის ქვეშ, შეეძლო ფეხზე დამდგარიყო ყველაზე დაბალ მანქანაში,
ჩვეულებრივი სკამები მისთვის ვრცელ ბინას წარმოადგენდნენ, ბისტროებისა და
რესტორნების თეფშები და ჭიქები გოლიათისათვის განკუთვნილად ეჩვენებოდა.
ერთი სიტყვით, ფუფუნებაში ცურავდა. მალე ლუსიენმა თავის კუნთებში
დაგროვილი კოლოსალური ძალაც მოსინჯა და უმალ გახდა ცნობილი კაფეებში,
რომელთა ხშირი სტუმრები მას დასალევად ეპატიჟებოდნენ ხოლმე. ის ერთი
ნახტომით წამოსკუპდებოდა ბარის მაღალ ტაბურეტზე, ხელებზე დადგებოდა, ამ
დროს მისი მოკლე და დაგრეხილი ფეხები ჰაერში მკლავებივით მოჩანდნენ. ერთ

41
ღამეს ერთმა კლიენტმა, რომელმაც ზომაზე მეტი დალია, შეურაცხყოფა მიაყენა
ლუსიენს. კაცუნამ იგი მიწაზე დააგდო, კოჭი მოუგრიხა, ზედ შედგა და ცოფიანივით
ურტყამდა წიხლებს სახეზე. ამან მაყურებლები დააფრთხო. იმავე დღეს ერთმა მეძავმა
უფასოდ შესთავაზა თავი, რადგან მისმა ძალამ აღაფრთოვანა. მას შემდეგ მამაკაცებს
ეშინოდათ წითელი კაცუნასი, ქალები კი მის უცნაურ მომხიბვლელობას უსიტყვოდ
ემორჩილებოდნენ. ლუსიენის შეხედულება საზოგადოებაზე შეიცვალა. ის ახლა
სუსტი და ლაჩარი წვივმაღალი ბრბოს ცენტრში იყო, იმ ბრბოსი, რომელიც
ბარბაცებდა წვრილ ფეხებზე და რომელსაც მხოლოდ უისტიტთა (მაიმუნთა ჯიში)
სექსის

შეთავაზება შეეძლო პარტნიორისთვის. ეს მხოლოდ პრელუდია იყო. ერთ საღამოს


პიგალის ბარში, როცა ლუსიენმა 52 კარტიანი დასტის გადახევაში მოიგო სანაძლეო,
იგი დაეჯახა გარუჯული სახის, შავგვრემან, გრუზათმიან კაცს, რომელსაც ხელებზე
ბრილიანტები ეკეთა. მან თავი წარუდგინა ლუსიენს: სენიორ სილვიო დურბინო,
დირექტორი დურბინოს ცირკისა, რომლის კარავი დორეს შესასვლელში იყო
გაშლილი. მან წითელ კაცუნას თავის ჯგუფში შესვლა შესთავაზა. ლუსიენმა
წარმოიდგინა ფართო კრატერი, სადაც მაყურებელთა თავები ხიზილალას
მარცვლებივით ძლიერ განათებული მოედნის ირგვლივ განლაგდებოდნენ. კრატერზე
წითლად ჩაცმულ პატარა პიროვნებას, რომელიც მოედნის შუაგულში წარსდგებოდა
ძლიერი, განუწყვეტელი, დაუსრულებელი ოვაცია მოაწყდებოდა. ლუსიენი
დათანხმდა.

პირველ თვეებში ლუსიენი ერთობოდა. დარბოდა მრგვალ სკამზე, რომელიც მოედანს


გარს ჰქონდა შემოვლებული, ჩამოეკიდებოდა საცირკო ხელსაწყოებს და
მაყურებელთა მკვეთრ ხმებში უჩინარდებოდა. მთელი ნომრის განმავლობაში ერთი
გაშმაგებული კაცი მას მოედნიდან გათრევით ემუქრებოდა. ფინალში კი ის
კასკადიორთა ხალიჩაზე წვებოდა და ბრეზენტის შუაგულში დახვეული ეს მსხვილი
კოპი ყოველგვარი ცერემონიის გარეშე გაჰყავდათ.

სიცილი, რომელიც მძვინვარებდა საფეხურებზე, ნაცვლად შეურაცხყოფისა, მას


აღაფრთოვანებდა. ეს არ იყო ის ველური, კონკრეტული დაცინვა, რისიც მას ეშინოდა

მეტამორფოზის წინ. ეს იყო სტილიზებული, ესთეტური, საცერემონიო, კოლექტიური


სიცილი, ქალების დიდი სიყვარულისა და მოკრძალების ნამდვილი გამოცხადება
მსახიობისადმი, რომელიც მხოლოდ მათ ემორჩილება. სხვათა შორის, ეს სიცილი
იცვლებოდა ტაშის დროს, როცა ლუსიენი კვლავ გამოჩნდებოდა მოედანზე და
თამაშობდა ალქიმიკოსის ტყვიას, რომელიც ბრუნავს ტიგელზე ოქროში
შესაერთებლად.

ლუსიენს მალე მობეზრდა ეს სანახაობა, რომელიც ვარჯიშისა და ხელის ცეცების მეტს


არაფერს წარმოადგენდა. ერთ საღამოს მისმა მეგობრებმა ის ვარდისფერი პლასტმასის
კოსტიუმში გამოწყობილი იხილეს. კოსტიუმი გიგანტურ ხელს გამოსახავდა.
ლუსიენს თავზე, მკლავებსა და ფეხებზე გამობმული ჰქონდა თითები, რომლებიც
ფრჩხილებით მთავრდებოდნენ. ლუსიენის ტანი ხელისგულს წარმოადგენდა, უკან კი
წაჭრილი მაჯის სატყუარა იყო გაშვერილი. უზარმაზარი და საზარელი ხელი
თითოეულ თითზე დაყრდნობით ტრიალებდა, დარბოდა კოშმარული სისწრაფით,

42
კიბეებზეც ძვრებოდა, მიბმული ფალანგით განსაზღვრული ძელის ირგვლივ
ტრიალებდა. ბავშვები სიცილისაგან ღმუოდნენ, ქალებს ვარდისფერხორციანი ამ
უზარმაზარი ობობას მოახლოებაზე გული ეკუმშებოდათ. ყველა გიგანტური ხელის
შემოსვლაზე ლაპარაკობდა.

ეს დიდება არ ყოფნიდა ლუსიენს. ის იტანჯებოდა უკმარისობისა და უსასრულობის


შეგრძნებით. მოთმინებითა და რწმენით უცდიდა რაღაცას, უფრო კი ვიღაცას.

დურბინოს ცირკი უკვე ხუთი თვე იყო, ნიცაში მოქმედებდა. იქ ცირკი კიდევ ერთი
კვირა უნდა დარჩენილიყო და შემდეგ დაბრუნებულიყო იტალიაში. მესამე საღამო
ბრწყინვალე იყო. გიგანტური ხელის შემოსვლამ კი უბედურება მოიტანა. ლუსიენმა
სანახაობის შემდეგ გრიმი მოიცილა და მდიდრულ სავარძელში მოკალათდა. უცებ
ფანჯარაზე ჩუმი კაკუნი გაიგონა. ლუსიენმა შუქი ჩააქრო და ფარდას მიუახლოვდა.
მერე ფანჯარა შეაღო:

- ვინ ხართ?

- ბატონ განერონთან მსურდა ლაპარაკი...

- თქვენ ვინ ხართ?

- მე? მე ბობი ვარ.

მღელვარებისაგან განადგურებული ლუსიენი ჩამოჯდა. ის ახლა მიხვდა, ვის


ელოდებოდა და ვისთვის ჩამოვიდა ნიცაში. ეს პაემანივით იყო, როგორც ედიტ
ვატსონთან. ლუსიენმა ბობი შემოიყვანა. მოთხილამურის მოუხერხებელმა კეტმა
მაშინვე გადაღობა ვიწრო ბინა, სადაც ლუსიენი თავს კარგად გრძნობდა. მას ერთი
წუთით კვლავ შესძულდა მაღალწვივიანები.

ბობიმ ჩუმად აუხსნა ყველაფერი. ედიტის სიკვდილის შემდეგ ის დევნილივით


ცხოვრობდა მზისგან გადამწვარ სხვენებში, სარდაფებში, სადაც სისველე ჟონავდა და
იმ ველური პირუტყვივით იკვებებოდა, რომელიც დედამ და მეგობრებმა მიატოვეს.
ბობს აკვიატებული ჰქონდა პოლიციაში ჩაბარების იდეა, მაგრამ დაპატიმრების შიში
აფრთხობდა, განსაკუთრებით კი, სასიკვდილო მუქარით სავსე განქორწინების
დაწყევლილი წერილები აშინებდა, რომელიც მის საქმეს ძალიან ართულებდა.
ლუსიენს შეეძლო დამოწმება, რომ ეს წერილები მან უკარნახა ბობს განქორწინების
მიზნით და რომ მუქარა, რომლითაც სავსე იყო წერილი, ფიქტიური და მარტოოდენ
პირობითი იყო.

სანამ ბობის პასუხს გასცემდა, ლუსიენმა ჩიბუხი გაასუფთავა, დატენა და მოუკიდა.


მერე ერთი წუთით ავხორცულ, მომღიმარ, ბუდისტურ ფიქრს მიეცა.

- თქვენ პოლიცია გეძებთ, - თქვა მან ბოლოს, - მე ვალდებული ვარ, შევატყობინო


თქვენზე. მოვიფიქრებ რა შემიძლია თქვენთვის გავაკეთო. მაგრამ მე სრული ნდობის
საბუთი მჭირდება. ეს ძალზედ მარტივია. დაბრუნდით თქვენს სამალავში, ხვალ კი
ამავე დროს ჩემთან მოდით. აქ არავითარი მახე არ გელით. ეს იქნება ის საბუთი,
რომლითაც თქვენ შეგეძლებათ მენდოთ. როგორც გადაწყვეტთ, ისე მოიქეცით.
თავისუფალი ხართ. მეორე დღეს ბობი იქ იყო.

43
- წერილებზე ჩემს დამოწმებას ნუ ელით, - უთხრა ლუსიენმა, - მაგრამ მე უკეთესს
შემოგთავაზებთ. ზეგ ჩვენ იტალიაში გადავდივართ და თან წაგიყვანთ. ბობიმ
ჩაიმუხლა და ლუსიენს ხელები დაუკოცნა.

ლუსიენისათვის ეს ერთგვარი თამაში იყო. მან სთხოვა ბობს სანრემოში, იმპერიასა და


სანოვაში საცირკო წარმოდგენების დროს არ გამოსულიყო კარვიდან. გენუაში კი ის
ლუსიენმა სენიორ დურბინოს წარუდგინა, როგორც ბრბოში შემთხვევით
შეხვედრილი მეგობარი და დირექტორს შესთავაზა მასთან ერთად ახალი ნომრის
მომზადება. ისინი მუშაობას შეუდგნენ. დიდმა გარეგნულმა განსხვავებამ ლუსიენს
კლასიკური ნომრები უკარნახა. ისინი შეთანხმდნენ დავითისა და გოლიათის
შერკინების ნომერზე, რომლის დასასრული ლუსიენმა გამოიგონა - წაქცეულ გიგანტს
გამარჯვებული დავითი ველოსიპედის ტომბოს ჩხვლეტდა. ამის შემდეგ გიგანტი
მორჩილი და ბუნჩულა ხდებოდა. კაცუნა მას უხეშად დაათრევდა და აქეთ-იქით
ატრიალებდა. ლუსიენი განსხვავებულ წესებს იყენებდა: პნევმატურ ლეიბებს -
წასათვლემად, ელასტიურ ტრამპლინს - ხელსაწყოებზე ასახტომად და პონშინბოლს.

გოლიათი ყოველთვის გამასხარავებული და ნაცემი იყო მისი ცეროდენა


მოწინააღმდეგის მიერ. დასასრულს ლუსიენი მის კისერზე ცოცდებოდა, თითქოს
ბობი ცხენი იყო და წამოისხამდა

უზარმაზარ მანტიას, რომელიც ბობს კოჭებამდე ფარავდა. ახლა ისინი ერთ ადამიანს
წარმოადგენდნენ, რომელსაც ორი მეტრი და ორმოცდაათი სანტიმეტრი ჰქონდა
სიმაღლე. ბობი არ ჩანდა მანტიაში, მის კისერზე აჩაჩხულ ლუსიენს კი მბრძანებლური
და მძვინვარე იერი ჰქონდა.

თეთრი და მაღალი კლოუნი - ეს იყო დიდი ტრადიციის გამეორება. ამ ჩვენებამ


განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია და დააგვირგვინა კიდეც ლუსიენის ტრიუმფი.
გრიმწასმული, გამოპრანჭული, ფლოსტებიანი, დაგრეხილფეხებიანი, აბრეშუმის
წინდებში გამოწყობილი ლუსიენი, დამაბრმავებელი მოხდენილობითა და
შორსმჭვრეტელობით აღსავსე, მარტო დგებოდა მოედანზე. მისი პარტნიორი -
მხიარული და ბრიყვი, მაღალი ლოთი კაცი, რომელიც ფინალისათვის იყო
გამოგონილი, მალე ამოაგდეს პროგრამიდან. სამაგიეროდ, ლუსიენმა იმით
გაახანგრძლივა ჩვენება, რომ მისი პარტნიორი საკუთარ ნივთად და განტევების ვაცად
აქცია. ახალი ნომრის შესაქმნელად ლუსიენმა ბობი დავარცხნა, შევერცხლილი პარიკი
გაუკეთა და კოსტიუმი უამრავი ლენტით, მაქმანით და გედის ბუმბულებით
მოურთო. მერე წარმოიდგინა ტრომბონით შესრულებულ მენდელსონის მარშზე
გათამაშებული გროტესკული ქორწინება: ახალგაზრდა, უზარმაზარი, ფიფქიასავით
მორთული ქალისა პატარა წითელ გომბეშოსთან, რომელიც კაბის კალთებზე
დახტოდა და ყიყინებდა. ნომრის ბოლოს ის გრძელი ნახტომით შეახტებოდა.

ეს ფინალური ნახტომი ძლიერ აღაშფოთებდა ლუსიენს, რადგან ახსენდებოდა


ავხორცული ჩახუტება ედიტ ვატსონთან, როცა მას კლავდა. ბობსა და ლუსიენს ხომ
მომღერალი ქალისადმი სიყვარული აერთიანებდათ? ლუსიენი ბობთან ერთად
საღამოობით საუბრობდა ქალზე და წარსულის მოგონებით შეპყრობილი იმით
ასრულებდა საუბარს, რომ ძველ საყვარელს ახალ კომპანიონში ურევდა. კაცუნას

44
სურდა, კიდევ უფრო დაემორჩილებინა და დაემცირებინა მაღალკანჭიანი. ერთ
საღამოს იგი თავის მტერს კუთხეში, სადაც თვითონ იძინებდა, დაეუფლა.

მოგვიანებით ლუსიენი ბობის მეწამული პენუარით დაინტერესდა. დაამუშავეს


ავგუსტუსის თემა, ანუ, როგორც ამას სახელი კარნახობდა, რომაელი იმპერატორის
პაროდია. ლუსიენი გაეხვია წითელ ტუნიკაში, რომელიც მას კუნთებიან ბარძაყებსა
და ტანს უშიშვლებდა. მას ეკავა ხმალი, ატარებდა ბარბაროსულ ყელსაბამს და
ვარდების გვირგვინს. მაგრამ ეს არ იყო ავგუსტუსი. ეს იყო ნერონ-გაგ-ნერონი,
როგორც ეს ერთ დღეს აღნიშნა დურბინომ განცხადებებისა და სააფიშო ტექსტების
არჩევისას. რაც შეეხება ბობს, ის უბრალოდ აგრიპინა გახდა - დედამისი, რომელიც
ნერონმა მას შემდეგ მოაკვლევინა, რაც პირველ საყვარლად გაიხადა იგი. ეს კარგის
მომასწავებელი იყო ლუსიენისათვის, რომელმაც ვერ აღმოაჩინა რა თავისი ადგილი
პატიოსან და ჩვეულებრივ ნიმუშთა შორის, დაინტერესდა ანტიკურობის ამაზრზენი
საზიზღრობებით. ლუსიენს მოსწონდა, მისმა ცხოვრებამ წითელლოყებიანი,
სისხლითა და სპერმით მოსვრილ მაღალწვივიანთა ჩვეულებების გამასხარავების
ფორმა რომ მიიღო.

ლუსიენმა შეამჩნია, რომ ჩვეულებრივი პუბლიკის მძიმე და უხეში პირფერობა


ზოგჯერ გაზაფხულის თბილი მონაბერით იცვლებოდა, რომელიც კარვის ჩრდილში
მაღალი საფეხურებისაკენ იკარგებოდა. ეს მონაბერი მას გულს უჩუყებდა, აღელვებდა,
ლოცავდა და უბიძგებდა წარმოდგენების დახვეწისაკენ, სადაც თავის თავს უფრო
მგზნებარედ გამოავლენდა. ეს ჩვენება დილაობითაც იქნებოდა, განსაკუთრებით,
ხუთშაბათსა და კვირას, იმ დღეს, როცა სკოლის ბავშვები ისვენებდნენ.

- მე მსურს, - უთხრა ერთ საღამოს დურბინოს, - კვირაში ერთხელ მაინც თორმეტ წელს
ზემოთ მაყურებელთა შესვლა აკრძალონ ცირკში.

დირექტორი ამ მოთხოვნით ძალიან გაკვირვებული დარჩა, მაგრამ ის პატივისცემით


ეპყრობოდა ვარსკვლავთა კაპრიზებს, რომელთა გამომგონებლური გენია სანახაობრივ
სიახლეებში ნაყოფიერად მჟღავნდებოდა.

- შეიძლება 24 დეკემბერს დავიწყოთ, შობის წინა დღეს, - დააზუსტა წითელმა კაცუნამ.

გადასახადის გადახდის ვადა ისე ახლოს იყო და თანხის დანაკლისი ისე ზუსტად
აღრიცხული, რომ დურბინო შეწუხდა.

- რატომ, ჩემო ძვირფასო მეტრ, ეს რა იდეაა, თორმეტ წელს ქვემოთ, ეს რას უნდა
ნიშნავდეს?

ლუსიენმა წუთით იგრძნო, რომ ძველმა ღვარძლიანმა სიბრაზემ დაუარა და მუქარის


გამომხატველი სახით დირექტორისკენ წაიწია:

- ეს ნიშნავს, რომ კვირაში ერთხელ მაინც მე მეყოლება ჩემი სიმაღლის პუბლიკა!


გაიგეთ თუ არა? მე არ მსურს წვივმაღალი მაყურებელი, ერთიც კი!

- მაგრამ, მაგრამ, მაგრამ, - წაიბუტბუტა დურბინომ, - თუ მოზრდილებისა და


ჭაბუკების შესვლას ავკრძალავთ, ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდება.

45
ლუსიენის პასუხმა, რომელიც ჩვეულებრივ ხარბი სიბრაზით იყო სავსე, დირექტორი
სახტად დატოვა:

- მე გადავიხდი! - მოუჭრა მან, - სხვათა შორის, ყველაფერი მარტივად გადაწყდება 24


დეკემბრისთვის მე რომ ვიყიდო ბილეთები. ვყიდულობ ყველა ბილეთს! შემოსვლა
უფასო იქნება ბავშვებისათვის!

ეს საშობაო წარმოდგენა დაუვიწყარი გახდება ცირკის ისტორიაში. ბავშვები


სხვადასხვა ადგილიდან მოაწყდნენ, დადგა რიგები, ჩამოვიდნენ ავტობუსებითაც.
ფეხზე დადგნენ სკოლები, გამოსასწორებელი სახლები, ობოლთა თავშესაფრები.
ზოგიერთების დედებს შესასვლელთან მოეყარათ თავი და სურდათ, ძალიან პატარებს
გაჰყოლოდნენ იმ მიზეზით, რომ ისინი არ დაკარგულიყვნენ.

იმ დღეს წითელი კაცუნას ნომერი არავინ იცოდა, რადგან მას მაყურებლად მხოლოდ
ბავშვები ჰყავდა და ლუსიენმა მათ საიდუმლოს შენახვა დააფიცა. ჩვენების ბოლოს მას
საოცარი ოვაცია მიუძღვნეს. ბედნიერებისაგან თავბრუდახვეული ლუსიენი წალეკა
სინაზისა და ალერსის ქარიშხალმა. ამან კაცუნას ჩამორეცხა მთელი ღვარძლიანობა და
ახლა ის მთელი თავისი დიდებით ბრწყინავდა. ბოლოს, უამრავი ბავშვი აძვრა
მოედანზე და ხმაურიანი და ალერსიანი ტალღებით კაცუნა ხელში აიტაცეს.

საჯინიბოს შესასვლელის წითელი და ოქროსფერი ფარდების უკან მეჯინიბეები,


მომთვინიერებლები, ჩინელი ილუზიონისტები, მფრინავი ტრაპეზისტები, ნეპალელი
ჟონგლიორები და ყველაზე უკან მდგომი აგრიპინას მაღალი, გროტესკული სხეული –
უკან-უკან იხევდნენ, გაკვირვებულნი ამ ველური ჰიმნით.

- დავტოვოთ, - თქვა დურბინომ, - ის თავისიანებთანაა და მათთან ერთად ზეიმობს.


ალბათ, პირველად თავის ცხოვრებაში ის აღარ არის მარტო. მე კი ვეთანხმები ასეთ
ლოზუნგს: ლუსიენ განერონი - ბავშვების იმპერატორი. მე უკვე წარმომიდგენია ჩემი
აფიშა - მოსასხამიანი წითელი კაცუნა მახვილითა და გვირგვინით და უამრავი პატარა
ბავშვი, რომელთაგან ვერც ერთი ვერ უსწრებს მას სიმაღლეში. ეს რა ბედნიერი დილა
გათენდა, მეგობრებო, რა ბედნიერი დილა!

46
თოვლის ბებია
სოფელ პულდრეზიკს ოდესმე თუ ჰქონია მშვიდობიანობის პერიოდი? 5 წლის
განმავლობაში სოფელი კლერიკალებს და რადიკალებს, სულიერ ძმათა და ერისკაცთა
სკოლებს, მღვდელსა და მასწავლებელს შორის არსებულმა დაპირისპირებამ დაღალა.
უთანხმოებამ, წელიწადის დროების მიხედვით რომ იცვლებოდა, წლის დასასრულს
ლეგენდარული ელფერი მიიღო. პრაქტიკული მიზეზების გამო შუაღამის მესა 24
დეკემბერს საღამოს 6 საათზე ტარდებოდა. ამ დროს თოვლის ბაბუას ტანსაცმელში
გადაცმული მასწავლებელი საერო სკოლის მოსწავლეებს ურიგებდა სათამაშოებს.
როგორც წარმართული გმირი, თოვლის ბაბუა ხდებოდა რადიკალი და
ანტიკლერიკალი. მღვდელი კი მას, როგორც ეშმაკის წინ ასხამენ ნაკურთხ წყალს,
უპირისპირებდა ცოცხალ ბაგას პატარა იესოთი.

დიახ, პულდრეზიკმა არ იცოდა, რა იყო ზავი. ისე მოხდა, რომ ძველი მასწავლებელი
პენსიაზე გავიდა და ის შეცვალა ყველასათვის უცნობმა მასწავლებელმა ქალმა. ყველა
მას აკვირდებოდა, ყველას აინტერესებდა, თუ რას წარმოადგენდა იგი. ეს გახლდათ
მადამ უაზლენი, ორი შვილის დედა, უმცროსი ჯერ მხოლოდ სამი თვისა იყო. მადამი
განქორწინებული იყო, ეს ფაქტი კი მისი ანტიკლერიკალური მსოფლმხედველობის
გარანტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კლერიკალურმა პარტიამ პირველივე დღეს იზეიმა
თავისი გამარჯვება, როცა ახალი მასწავლებელი ყველას დასანახად ეკლესიაში
შევიდა.

ეტყობა კენჭი ყარეს და გადაწყვიტეს, რომ „შუაღამის“ მესის დროს აღარ იქნებოდა
წამბილწველი საშობაო ნაძვის ხე და მღვდელიც მარტო დარჩებოდა თავის
სამფლობელოში. თუმცა, დიდი იყო სოფლელების გაოცება, როცა მადამ უაზლენმა
მოსწავლეებს განუცხადა, რომ არაფერი შეიცვლებოდა და თოვლის ბაბუა,
ტრადიციისამებრ, დაარიგებდა საჩუქრებს. საინტერესო იყო, რა ედო გულში, ვინ
აპირებდა თოვლის ბაბუის როლის შესრულებას? ფოსტალიონი და სოფლის
პოლიციელი, რომლებიც სოციალისტური შეხედულებებით გამოირჩეოდნენ,
ამტკიცებდნენ, რომ ამ საქმის არაფერი გაეგებოდათ. გაკვირვებამ ზენიტს მაშინ
მიაღწია, როცა გაიგეს, რომ მადამ უაზლენი თავის ჩვილს მღვდელს მიანდობდა
ცოცხალი ბაგის მოსამზადებლად.

თავიდან ყველაფერი კარგად აეწყო. პატარა უაზლენს მუშტები მოეკუმა და მშვიდად


ეძინა. მორწმუნენი ჩამწკრივებულიყვნენ ბაგის წინ და ცნობისმოყვარეობით
აკვირდებოდნენ მას. იქ იყო ხარი და სახედარი - ნამდვილი ხარი და ნამდვილი
სახედარი. ჩანდა, რომ ისინიც მოენუსხა მიწიერ ყრმას, რომელიც ასე სასწაულებრივად
გარდასახულიყო მესიად.
***

ჩვილი ევანგელიის კითხვის დროს აფუთფუთდა, ხოლო როცა მღვდელი კათედრაზე


ადიოდა,

წამოიტირა. არავის არასოდეს გაუგია ჩვილის ასეთი გამყინავი ხმა. ამაოდ არწევდა
თავის სუსტ მკერდზე მიკრულ ბავშვს გოგონა, რომელიც წმინდა მარიამს
განასახიერებდა. სიბრაზისაგან გაწითლებული ჩვილი ხელებსა და ფეხებს

47
ასავსავებდა და კივილით ავსებდა ეკლესიის კამარას. მღვდელმა ერთი სიტყვის თქმაც
ვერ შეძლო. ბოლოს ქოროდან ერთ-ერთ ბავშვს დაუძახა და ყურში რაღაც
წასჩურჩულა. ახალგაზრდაბიჭი გავიდა, მისი ხის ფეხსაცმელების ხმამ ნელ-ნელა
იკლო.

რამდენიმე წუთის შემდეგ ნეფში (ტაძრის შიდა ნაწილი) შეკრებილი სოფლის


კლერიკალთა უმრავლესობა მოწმე გახდა გაუგონარი ზმანებისა, რაც სამუდამოდ
ჩაიწერა ბიგუდენის ოქროს ლეგენდაში... დაინახეს, როგორ შეიჭრა ეკლესიაში თავად
თოვლის ბაბუა. იგი დიდი ნაბიჯებით გაემართა ბაგისაკენ, მოიხსნა თეთრი
ბამბისაგან გაკეთებული დიდი წვერი, შეიხსნა წითელი მოსასხამის საკინძე და პატარა
იესოს სავსე ძუძუ შეაგება. მესია მაშინათვე დამშვიდდა...

48
ამანდინი ანუ ორი ბაღი
კვირა - მე ცისფერი თვალები, წითელი ტუჩები, ვარდისფერი პუტკუნა ლოყები და
ქერა ტალღოვანი თმები მაქვს. ამანდინი მქვია. სარკეში რომ ვიხედები, ვხედავ რომ
ათი წლის გოგონას სახე მაქვს. ეს არცაა გასაკვირი: მე ხომ პატარა ვარ და თანაც ათი
წლის.

მე მყავს დედა, მამა და თოჯინა, რომელსაც ამანდა ჰქვია. კატაც მყავს. მგონი დედალი
კატა უნდა იყოს. მას კლოდი ჰქვია, ამიტომაც არ ვარ დარწმუნებული, დედალია თუ
მამალი. ორი კვირა კლოდს გაბერილი მუცელი ჰქონდა. ამის მერე კი, ერთ დილას მის
კალათში ოთხი ბუთქუნა კნუტი ვიპოვე. ისინი თაგვებს ჰგავდნენ, გამუდმებით
დედისაკენ მიცოცავდნენ და ძუძუს სწოვდნენ.

მუცელს რაც შეეხება, მალე მთლად სწორი გაუხდა. თითქოს ოთხივე კნუტი შიგ იყო
ჩაკეტილი და ეს-ეს, არის იქიდან გამოვიდნენო. კლოდი ნამდვილად დედალი კატა
უნდა იყოს.

კნუტებს ბერნარი, ფილიპი, ერნესტი და კამიშა დავარქვი. ვიცი, რომ პირველი სამი
მამალი კნუტია, რაც შეეხება კამიშას – მისი სქესი გაურკვეველია.

დედამ მითხრა, რომ ვერ შევძლებდით სახლში ხუთი კატის მოვლას, ოღონდ რატომ,
არ ვიცი. მაშინ მე ჩემი სკოლის მეგობრებს ვკითხე, ხომ არ წაიყვანდნენ კნუტებს.

ოთხშაბათი – ანი, სილვია და ლიდია სახლში მოვიდნენ. კლოდი მათ ფეხებზე


ეტმასნებოდა და კრუსუნებდა. გოგონებმა ხელში აიყვანეს კნუტები. მათ თვალები
უკვე გახელილი ჰქონდათ და ბარბაცითაც დადიოდნენ. გოგონებს არ სურდათ
დედალი კატა, ამიტომ კამიშა სახლში დარჩა. ანიმ წაიყვანა ბერნარი, სილვიამ –
ფილიპი, ლიდიამ კი – ერნესტი. მე მხოლოდ კამიშას ვუვლი და, ბუნებრივია, ის
უფრო მიყვარდა, ვიდრე დანარჩენები.

კვირა – კამიშა მელასავით წითურია. მარჯვენა თვალის ზემოთ თეთრი ნიშანი აქვს.
უფრო სწორად, თვალი სულ მთლად თეთრი აქვს.

ოთხშაბათი – მე ძალიან მიყვარს დედის სახლი და მამის ბაღი. სახლში ტემპერატურა


ყოველთვის ერთი და იგივეა, როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში. ბაღის გაზონები
მთელი სეზონი მწვანეა და კარგად გაკრეჭილი. როგორც ამბობენ, დედა – სახლში და
მამა – ბაღში სისუფთავის ნამდვილ კონკურსს აწყობენ. სახლში ქეჩის ფლოსტებით
უნდა იარო, პარკეტი რომ არ გაისვაროს, მამამ ბაღში საფერფლეები დააწყო მოსეირნე
მწეველთათვის. მე ვთვლი, რომ ისინი სწორად იქცევიან, მაგრამ ზოგჯერ ეს ცოტათი
მოსაწყენია.

კვირა – მიხარია, როცა ვხედავ, როგორ იზრდება ჩემი კატა და როგორ სწავლობს
რაღაც-რაღაცებს დედამისთან თამაშის დროს.

ამ დილით მათი კალათა ფარეხში ვნახე. იგი ცარიელი იყო. როცა კლოდი სასეირნოდ
მიდიოდა, კამიშას და მის ძმებს კალათში ტოვებდა, დღეს კი ეტყობა თან წაიყვანა.

ოთხშაბათი – კვირის შემდეგ გაუჩინარებული კლოდი მოულოდნელად დაბრუნდა.


მე ბაღში მარწყვს ვჭამდი, უცებ ვიგრძენი, რომ ფეხებზე რაღაც მომეტმასნა. გახედვა

49
არც დამჭირვებია, მივხვდი, რომ კლოდი იყო. ფარეხისაკენ გავიქეცი, რომ მენახა
პატარაც მოიყვანა თუ არა. მაგრამ კალათა ისევ ცარიელი იყო. კლოდი მომიახლოვდა.
კალათას ჩახედა, მერეთავიასწია და ოქროსფერი თვალები დახუჭა. ვკითხე: სად
წაიყვანა კამიშა? ის კი თავს უპასუხოდ აბრუნებს.

კვირა - კლოდი ისე აღარ ცხოვრობს, როგორც უწინ. ადრე ის ყოველთვის ჩვენთან იყო.
ახლა კი ხშირად მიდიოდა. სად? მეც სწორედ ეს მინდოდა გამეგო. ვცადე მის კვალს
გავყოლოდი, მაგრამ შეუძლებელი იყო - როცა ვუთვალთვალებდი, კატა ადგილიდან
ფეხს არ იცვლიდა. თვალებით თითქოს მეუბნებოდა: „რატომ მიყურებ? ხომ ხედავ,
რომ სახლში ვრჩები?“ მაგრამ საკმარისი იყო, ყურადღება არ მიმექცია და ბახ! კლოდი
არ ჩანდა. ყველგან ვეძებდი, მაგრამ ამაოდ. მეორე დღეს ვპოულობდი ცეცხლთან, იგი
უცოდველი სახით მიყურებდა, თითქოს მე მოლანდებები მქონდა.

ოთხშაბათი – ახლახან მეტად უცნაური რამ ვნახე. მე არ მშიოდა და რადგანაც არავინ


მიყურებდა, ხორცის ერთი ნაჭერი კლოდს გადავუგდე. როცა ძაღლებს უგდებენ
ხორცს ან შაქრის ნაჭერს, ისინი მას ჰაერშივე იჭერენ და გემრიელად ახრამუნებენ.
კატები ასე არ იქცევიან. ისინი არ ენდობიან ადამიანებს. კატები ხორცის ნაჭერს ძირს
დავარდნას აცდიან და მერე სინჯავენ. კლოდიც დააკვირდა. ჭამის ნაცვლად ხორცის
ნაჭერი პირში ჩაიგდო და ბაღისაკენ გააქანა. ალბათ, იმ აზრით, რომ მე
დამტუქსავდნენ, თუ ჩემი მშობლები დაინახავდნენ.

ის ბუჩქის ქვეშ დაიმალა. მე თვალყურს ვადევნებდი. კატა კედლისაკენ გადახტა,


გაიქცა და სამი ნახტომით კედლის ზემოთ აღმოჩნდა. ხორცის ნაჭერი ისევ ჰქონდა
პირში. კლოდმა ჩვენკენ გამოიხედა, რომ დარწმუნებულიყო, ხომ არავინ მომდევსო და
კედლის მეორე მხარეს გაუჩინარდა.

ვფიქრობდი, რომ კლოდი ძალიან გაბრაზდა ოთხიდან სამი კნუტი რომ წაართვეს და
ახლა სურდა, კამიშა მაინც ყოლოდა უსაფრთხოდ. ამიტომ თავისი კნუტი კატამ
კედლის მეორე მხარეს გადამალა.

მართალი ვიყავი. სამთვიანი გაუჩინარების შემდეგ კამიშა კვლავ ვნახე. როგორ


შეცვლილა! იმ დილას ჩვეულებრივზე ადრე ავდექი. ფანჯარასთან დავინახე კლოდი,
რომელიც ბაღის

ხეივანში დასეირნობდა. მას პირში მინდვრის მკვდარი თაგვი ეჭირა. უცნაური ის იყო,
რომ კატა ნაზად კნაოდა, როგორც თავისი წიწილებით გარშემორტყმული ქათამი
კრიახობს ხოლმე.

მისმა წიწილამ გამოჩენა არ დააგვიანა, მაგრამ ეს ოთხთათიანი ბუთქუნა წიწილა


გახლდათ, წითური ბეწვით დაფარული. მე ის უცებ ვიცანი თეთრი ნიშნით თვალზე.
რამხელა გამხდარა! მან ცეკვა დაიწყო კლოდის გარშემო, ცდილობდა, თათით
შეხებოდა თაგვს, კლოდი კი თაგვს მაღლა სწევდა, კამიშას რომ არ დაეჭირა. ბოლოს
კლოდმა თაგვი კამიშას გადაუგდო. კნუტმა, იმის ნაცვლად, რომ ადგილზე
ჩაეხრამუნებინა, თაგვი პირით დაიკავა და ბუჩქებში გაუჩინარდა. მე მეშინოდა ეს
პატარა კატა მთლად არ გაველურებულიყო. ის ხომ კედლის მეორე მხარეს გაიზარდა
ისე, რომ არავინ ენახა საკუთარი დედის გარდა.

50
ახლა მე ყოველ დილით სხვებზე ადრე ვდგები. ეს არ არის ძნელი, პირიქით, ძალიან
კარგია! მთელი ერთი საათის განმავლობაში სახლში იმას ვაკეთებ, რაც მსურს. როცა
დედას და მამას სძინავთ, ისეთი წარმოდგენა მაქვს, თითქოს ქვეყანაზე მარტო მე ვარ.
ეს ცოტათი მაშინებს, მაგრამიმავე დროს მიხარია კიდეც. უცნაურია, როცა მესმის, რომ
ჩემი მშობლები დგებიან, ძალიან ვიწყენ. დღესასწაული მთავრდება. მერე ბაღში
გავდივარ და ჩემთვის უცნაურ ბევრ რამეს ვხედავ. მამის ბაღი ისეთი მოვლილი და
გალამაზებულია, იფიქრებ, იქ არავის გაუვლიაო.

როცა მამას სძინავს, ბაღში ბევრი რამის ნახვა შეიძლება. ზუსტად მაშინ, როცა მზე
ამოდის, ბაღში მთელი ორომტრიალია. ეს ის დროა, როცა ღამის ცხოველებს სძინავთ
და დღის ცხოველები იღვიძებენ. მაგრამ დროის ერთ მომენტში ყველანი იქ არიან,
ისინი ერთმანეთს ხვდებიან, ეჯახებიან, რადგანაც ეს დრო ერთდროულად ღამეცაა და
დღეც. ბუ დამალვას ჩქარობს, სანამ მზე დააბრმავებს და ეჯახება შაშვს, რომელიც
იასამანიდან ფრინდება. ზღარბი მანანების ფუღუროსაკენ, ბურთივით
დამრგვალებული, სწრაფად მიგორავს. ამ დროს ბებერი მუხის ღრუდან ციყვიც
ამოდის ამინდის სანახავად.

კვირა - ახლა უკვე საეჭვო აღარაფერია, კამიშა ნამდვილი ველურია. ამ დილით ისინი
ველზე ვნახე. მათკენ წავედი. კლოდი მოვიდა და ფეხებზე გამეხახუნა, თან
კრუტუნებდა. კამიშა კი ერთი ნახტომით გაუჩინარდა მოცხარის ბუჩქებში. უცნაურია!
ის ძალიან კარგად ხედავდა, რომ დედამისს ჩემი არ შეშინებია, აბა, რატომ გაიქცა?
დედამისმა რატომ არაფერი გააკეთა მის შესაჩერებლად? მას ხომ შეეძლო აეხსნა
შვილისთვის, რომ მე მეგობარი ვიყავი. მაგრამ არა, იტყოდით, რომ დედამ სრულიად
დაივიწყა კამიშა, როგორც კი იქ გავჩნდი. კლოდს ნამდვილად ორი ცხოვრება ჰქონდა:
ერთი - კედლის იქითა მხარეს და მეორე - ჩვენთან ერთად - მამის ბაღსა და დედის
სახლში.

ოთხშაბათი - მინდოდა კამიშა მომეთვინიერებინა. რძით სავსე თეფში ხეივნის


შუაგულში დავუდგი, სახლში შევედი და ფანჯრიდან ვაკვირდებოდი, რა მოხდებოდა.

პირველი, რა თქმა უნდა, კლოდი მოვიდა. იგი თეფშის წინ დაჯდა. წინა თათები
გადააჯვარედინა და სვლეპა დაიწყო. წუთის შემდეგ დავინახე კამიშას ჩათეთრებული
თვალი როგორ გამოჩნდა ბალახებში. ის თითქოს კითხულობდა, რას აკეთებდა
დედამისი. მერე წინ წაიწია. მიწაზე ცოცვით ნელ-ნელა მიცოცდა კლოდთან. იჩქარე
პატარა კამიშა, თორემ სანამ შენ მიხვალ, თეფში ცარიელი იქნება! მერე როგორც იქნა,
მივიდა, მაგრამ არა, ჯერ არა. ის ცოცვით გარს უვლიდა თეფშს.

რა ველურია! ნამდვილი გარეული კატაა. მან გრძელი კისერი წასწია თეფშისაკენ.


ნამდვილი ჟირაფის კისერი ჰქონდა. წასწია კისერი, ცხვირი დასწია და უცებ
დააცემინა. თურმე ცხვირით შეეხო რძეს. მას არასოდეს ეჭამა თეფშიდან. კამიშამ
ირგვლივ სულ რძის წვეთები დააშხეფა. მერე უკან გაიწია და ტუჩები გაილოკა
მოყირჭებული იერით. კლოდიც რძით იყო გალუმპული, მაგრამ იგი ამას ყურადღებას
არ აქცევდა, სწრაფად აგრძელებდა სვლეპას.

კამიშამ თავის გასუფთავება დაასრულა. რძის ეს რამდენიმე წვეთი, რომელსაც იგი


ლოკავდა, რაღაცას აგონებდა. ეს არც ისე ძველი მოგონება იყო. იგი გაწვა მიწაზე და

51
დედამისისკენ ცოცვა დაიწყო, მან კლოდს თავი მიუხახუნა მუცელზე და... ძუძუს წოვა
დაიწყო.

შემდეგ კი, აი რა მოხდა: დიდი კატა ეფერებოდა, პატარა ძუძუს სწოვდა. ეს იგივე რძე
უნდა

ყოფილიყო, რომელიცსულახლახან შესვა თეფშიდან დედა კატამ. განსხვავება ის იყო,


რომ დედის რძე თბილი იყო. პატარას ხომ ცივი რძე არ უყვარდა.

თეფში ცარიელია. კლოდმა ისე გემრიელად შეხვრიპა რძე, რომ ახლა მზეს ეფიცხება.
კლოდმა თავი შემოატრიალა და გამოაჩინა კამიშა, რომელიც ჯერ კიდევ ძუძუს
სწოვდა. „რას აკეთებს ეს კატა?“ კლოდის თათი ზამბარასავით დაეშვა, მაგრამ არა
ღვარძლიანად: ყველა კლანჭი შეწეულია. კლოდმა კამიშას თათი თავში უთავაზა და
ისიც ბურთივით გაგორდა. ამით დედა პატარას ახსენებს, რომ უკვე დიდია. განა მის
ასაკში კიდევ წოვენ ძუძუს?

კვირა - მე გადავწყვიტე, დამეთვალიერებინა კედლის მეორე მხარე, თუმცა სიმართლე


რომ ვთქვა, არც ისე მაინტერესებდა. ვფიქრობდი, რომ იქ სხვა რამ უნდა ყოფილიყო,
სხვა ბაღი, შესაძლებელია სხვა სახლიც, კამიშას ბაღი და სახლი. ვიფიქრე, რომ თუ მის
პატარა სამოთხეს გავეცნობოდი, უკეთ მეცოდინებოდა, როგორ დამემსახურებინა
მისი მეგობრობა.

ოთხშაბათი - შუადღის შემდეგ კატის საკუთრების სანახავად გავემართე. ის არ იყო


ძალიან დიდი. საჭირო იყო მხოლოდ ათი წუთი საწყის ადგილზე რომ
დაბრუნებულიყავი. ეს ძალზედ მარტივია: ესაა ბაღი, რომელსაც აქვს ზუსტად მამის
ბაღის ფორმა, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ მას არ ჰქონდა არც კარი, არც გისოსი,
არაფერი! კედელი შესასვლელის გარეშე.

შესაძლებელია შესასვლელები ჩაკეტილი იყო. შესვლა მხოლოდ ერთი გზით


შეიძლებოდა, ისე, როგორც ამას კამიშა აკეთებდა - კედელზე გადახტომით. მაგრამ მე
ხომ კატა არა ვარ? მაშ, როგორ მოვიქცე?

კვირა - თავიდან ვფიქრობდი მამას მებაღის კიბე გამომეყენებინა, მაგრამ არ ვიცოდი,


მეყოფოდა თუ არა ძალა კიბის კედლამდე მისატანად. თან ამას ხომ ყველა დაინახავდა
და მეც მალე მიპოვიდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ დედამ და მამამ
ჩემი გეგმების შესახებ რაიმე გაიგეს, ყველაფერს გააკეთებენ მათ ჩასაშლელად. ის, რაც
ახლა დავწერე, ძალიან ცუდია და მრცხვენია, მაგრამ რა ვქნა? უნდა წავიდე კამიშას
ბაღში. ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია, თან სასიამოვნო, მაგრამ ამის შესახებ არავის
უნდა ვუთხრა, ჩემს მშობლებსაც კი. ძალიან უბედური ვარ, ძალიან ბედნიერიც ამავე
დროს.

ოთხშაბათი - ბაღის მეორე ბოლოში არის მთლად დაბრეცილი მსხლის ხე, რომლის
მსხვილი ტოტიც კედელზე გადადის. და თუ მე ამ ტოტს ბოლომდე გავყევი,
უეჭველად შევძლებ კედელზე ფეხის დადგმას.

კვირა - ასეც იყო! ბებერი მსხლის ხე დამეხმარა, მაგრამ როგორ მეშინოდა! ერთ წამს
ფეხებგაჩაჩხული ვიყავი: ერთი ფეხი მსხლის ხის ტოტზე მქონდა, მეორე - კედლის
თავზე და

52
ვერ ვბედავდი ხელის გაშვებას ხის ტოტისთვის. კინაღამ საშველად დავიძახე. ბოლოს
გადავხტი და კედლის მეორე მხარეს დავეცი. წონასწორობა უცებ აღვიდგინე და
კამიშას ბაღის დათვალიერება დავიწყე.

თავიდან მხოლოდ ბალახების გროვა დავინახე, ნამდვილი გროვა, ეკლებისა და


წაქცეული ხეების, მაყვლისა და მაღალი გვიმრის გროვა, კიდევ იმ მცენარეების,
რომლებსაც მე არ ვიცნობდი. ეს იყო საპირისპირო ადგილი მამაჩემის კარგად
მოვლილი და შეკრეჭილი ბაღისა. მეგონა, რომ არასოდეს გავბედავდი ამ უსიერ ტყეში
გადმოსვლას, იქ ხომ გველები და გომბეშოები ფუთფუთებდნენ.

ჯერ კედელზე გავიარ-გამოვიარე. ეს არ იყო ადვილი, იმიტომ რომ ხის ტოტები


ფოთლებით იყო დაფარული და არ ვიცოდი, ფეხი სად დამედგა. კედელზე
დამსხვრეული ქვებიც იყო, რომლებიც ხავსის გამო იფშვნებოდნენ და ქვევით
ცვიოდნენ. მერე მეტად უცნაური რამ დავინახე: თითქოს საგანგებოდ ჩემთვის
კედელზე მიედგათ ძალიან მაგარი ხის კიბე თავისი მოაჯირით, ეს იყო მსხვილი კიბე,
სხვენში ასასვლელად რომ იყენებენ. კიბე მწვანე იყო და ჭიანაჭამი, მოაჯირის
სახელური ლოკოკინებისაგან წებოვანი გამხდარიყო, მაგრამ ძალიან მოსახერხებელი
იყო ჩასასვლელად. არ ვიცი, რას გავაკეთებდი, ეს კიბე აქ რომ არ მდგარიყო.

და აი, მე კამიშას ბაღში ვარ. აქ ძალიან მაღალი ბალახებია, რომლებიც ცხვირამდე


მწვდება. უნდა მოვძებნო კატა ტყის ძველ ხეობაში, მაგრამ იგი გაუჩინარებულია.
მსხვილი, უცნაური ყვავილები სახეზე მეფერებიან. მათ პილპილისა და ფქვილის
სუნი აქვთ, ძალიან ნაზი სუნი, მაგრამ შესასუნთქად ცოტათი ცუდია. ვერ იტყვი ეს
სუნი კარგია თუ ცუდი. ორივე შეიძლება ითქვას ერთდროულად.

მე ცოტათი კი მეშინოდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობა მძალავდა. ყველაფერს აქ დიდი,


ძალიან დიდი ხნის მიტოვებულის იერი ჰქონდა. ეს სევდიანიცაა და მშვენიერიც,
როგორც მზის ჩასვლა...

სიმწვანეში ჩაფლული კიდევ ერთი მოსახვევი და აღმოვჩნდი მრგვალ მინდორში,


რომლის შუაგულში იდო ფილა და, თუ იცით, ვინ იჯდა ქვაზე? თავად კამიშა, იგი
მშვიდად მითვალთვალებდა, თუ როგორ ვუახლოვდებოდი. უცნაურია. აქ მე ის
უფრო დიდი და ძლიერი მეჩვენა, ვიდრე მამას ბაღში. მაგრამ ეს სწორედ რომ ჩემი
კამიშა იყო. ამაზე არც ვეჭვობ, რადგან სხვას არავის აქვს ჩათეთრებული თვალი.
ეტყობა, რომ კამიშა აქ მშვიდი და დიდებულია. გიჟივით არ დარბის, ჩემთან არც კი
მოვიდა, რომ მოვფერებოდი, პირიქით, იგი წამოდგა, მშვიდად გაიარა, კუდი ჯოხივით
გაასწორა და მინდვრის ბოლოსკენ გაემართა. სანამ ხეებში შევიდოდა, გაჩერდა და
შემოტრიალდა, რომ ენახა, ისევ იქ ვიყავი თუ არა. ჰო,

კამიშა, მოვდივარ, მოვდივარ! კმაყოფილმა კატამ თვალები დახუჭა და ისევ მშვიდად


განაგრძო გზა. მე მას მართლა ვერ ვცნობდი. ამ ბაღში სულ სხვანაირი იყო! ნამდვილი
პრინცი თავის სამფლობელოში.

ჩვენ ავყევით და ჩამოვყევით ბილიკს, რომელიც ზოგჯერ ბალახებში მთლად


იკარგებოდა. მერე მივხვდი, რომ რაღაცას მივუახლოვდით. კამიშა გაჩერდა, თავი
ჩემკენ შემოატრიალა და ნელი მოძრაობით დახუჭა ოქროსფერი თვალები.

53
ჩვენ აღმოვჩნდით ტყის პირას, სვეტებიანი პავილიონის წინ, რომელიც მრგვალი და
ვრცელი მინდვრის შუაგულში იდგა. აქ იყო დამტვრეული და ხავსმოდებული
მარმარილოს სკამები. პავილიონის გუმბათის ქვეშ, კვარცხლბეკზე ქანდაკება იდგა. ეს
იყო მთლად შიშველი ბიჭუნა, ზურგზე ფრთებით. მას ხუჭუჭთმიანი თავი დაუხრია
და ნაზად იღიმის, ლოყებზე ფოსოები უჩანს, თითი ტუჩებისკენ წაუწევია. ბიჭუნას
ჩამოკიდებული აქვს პატარა მშვილდი და საისრე, ისრები კი კვარცხლბეკზე ყრია.
კამიშა გუმბათის ქვეშმოკალათდა. თავი ასწია. კატა ჩუმადაა, როგორც ქვის ბიჭუნა.
მასაც ბიჭუნასავით იდუმალი ღიმილი აქვს. იფიქრებდით, რომ მათ ერთი საიდუმლო
აქვთ და სურთ, მეც მითხრან. უცნაურია. აქ ყველაფერი მელანქოლიურია, ეს
დანგრეული პავილიონი,

დამტვრეული სკამები, დიდი გაზონი, სავსე სარეველა ბალახებითა და ველური


ყვავილებით. და მაინც, მე უსაზღვრო სიხარულს ვგრძნობდი. ბედნიერებისაგან
მინდოდა მეტირა. რა შორს ვარ მამაჩემის მოვლილი ბაღისა და დედაჩემის
დასუფთავებული სახლისაგან! ოდესმე შევძლებ აქ ისევ მოსვლას?

უცებ ზურგი შევაქციე უცნობ ბიჭუნას, კამიშას, პავილიონს და გავიქეცი კედლისაკენ.


გიჟივით მივრბოდი, ტოტები და ყვავილები სახეს მიწკეპლავდნენ. კედელთან რომ
მივედი, მეწისქვილის ჭიანაჭამი კიბე აღარ დამხვდა. ბოლოს როგორც იქნა, ვიპოვე!
რაც შეიძლება სწრაფად ავედი კედლის თავზე, მერე მსხლის ხეზე გადავედი,
გადავხტი და... ახლა ჩემი ბავშვობის ბაღში ვარ. რა ნათელი და როგორი
მოწესრიგებულია აქ ყველაფერი!

ჩემს ოთახში ავედი. დიდხანს ვტიროდი, დიდხანს და ძლიერად. როცა გავიღვიძე,


სარკეში ჩავიხედე, ტანსაცმელი დასვრილი არ მქონდა. სისხლიც არ მეცხო. უცნაურია,
ნაფხაჭნიც არ მქონდა. რატომ? მით უარესი. სარკეს მივუახლოვდი და ახლოდან
დავაკვირდი ჩემს თავს.

მე ცისფერი თვალები, წითელი ტუჩები, პუტკუნა ვარდისფერი ლოყები და ქერა


კულულები მაქვს.

თუმცა ათი წლის გოგონას შეხედულება არ მაქვს. მაშ, როგორი იერი მაქვს? მე თითი
ავწიე ჩემი წითელი ტუჩებისაკენ. დავხარე ჩემი ხუჭუჭთმიანი თავი, გავიცინე
იდუმალი ღიმილით და აღმოვაჩინე, რომ მე ქვის ბიჭუნას ვგავარ.

მერე ჩემს ქუთუთოებზე ცრემლი დავინახე.

ოთხშაბათი - კამიშა ძალიან მოშინაურდა მის ბაღში ჩემი ვიზიტის შემდეგ. ახლა იგი
საათობით წევს და ფერდებს ითბობს..

ხო, მართლა, ფერდზე გამახსენდა, რაღაც მრგვალი მეჩვენება. დღითიდღე უფრო


მრგვალდება. მგონი, დედალი კატა იყო.

კამიშატი...

54
პიერო, ანუ ღამის საიდუმლოებანი
სოფელ პულდრეზიკში ორი პატარა თეთრი სახლი ერთმანეთის პირისპირ იდგა.
ერთი სამრეცხაო იყო. აღარავის ახსოვდა მრეცხავი ქალის ნამდვილი სახელი, მას
ყველა კოლომბინს (გვრიტი, მტრედი) ეძახდა მისი თოვლივით თეთრი კაბის გამო.
მეორე სახლი კი პიეროს საფუნთუშე გახლდათ.

პიერო და კოლომბინი სკოლის მერხიდან ერთად იზრდებოდნენ. ისინი ხშირად


იყვნენ ერთად, ამიტომ ყველა ფიქრობდა, რომ აუცილებლად დაქორწინდებოდნენ,
პიერო მეფუნთუშე გახდა, კოლომბინა კი - მრეცხავი. მაგრამ ცხოვრებამ ისინი
ერთმანეთს დააშორა: პიერო მეფუნთუშე გახდა, კოლომბინი კი - მრეცხავი.
მეფუნთუშე ღამით მუშაობდა, დილით სოფელს ახალი პური და ცხელი ფუნთუშები
რომ ჰქონოდა. მრეცხავი კი - დღისით. თუმცა, მათ მაინც შეეძლოთ ერთმანეთს
შეხვედროდნენ შებინდებისას, როცა კოლომბინი წვებოდა, პიერო კი დგებოდა, ან
დილით, როცა კოლომბინის დღე იწყებოდა, პიეროსი კი - მთავრდებოდა.

მაგრამ კოლომბინი ერიდებოდა პიეროსთან შეხვედრას, რის გამოც საწყალი


მეფუნთუშე დარდისგან იტანჯებოდა. რატომ არიდებდა კოლომბინი თავს პიეროს?
ძველი მეგობარი მასში არასასიამოვნო მოგონებებს იწვევდა. კოლომბინს მხოლოდ
მზე, ჩიტები და ყვავილები

უყვარდა, მხოლოდ ზაფხულის სიცხეში ხარობდა, მაშინ, როცა პიერო ღამეული


ცხოვრებით ცხოვრობდა. კოლომბინისათვის ღამე საშინელი მხეცებით, მგლებით და
ღამურებით სავსე წყვდიადი იყო. ამ დროს მას ერჩია, დაეხურა კარი, დარაბები და
დასაძინებლად მიკუნტულიყო. ეს კიდევ არ იყო ყველაფერი, რადგან პიეროს
ცხოვრებაში ორი, კიდევ უფრო შემაძრწუნებელი „წყვდიადი’’ არსებობდა: სარდაფი
და ღუმელი. ვინ იცის, ალბათ სარდაფი სავსე იყო ვირთხებით? და ღუმელი? - ხომ
გაგიგიათ, „ღუმელივით გამურულიო“.

სხვათა შორის, უნდა ვაღიაროთ რომ, პიეროს თავისი ხელობის შესაფერისი გარეგნობა
ჰქონდა. ალბათ იმის გამო, რომ ღამე მუშაობდა, დღე კი - ეძინა. მას სავსე მთვარის
მსგავსი მრგვალი და ფერმკრთალი სახე ჰქონდა. გაოცებული, ფართოდ გახელილი
თვალებითა და განიერი, ფართხუნა, ფქვილში ამოგანგლული ტანსაცმლით ბუს
წააგავდა. როგორც მთვარე და როგორც ბუ, პიეროც მორცხვი, ჩუმი, უღალატო და
იდუმალებით აღსავსე იყო. ზაფხულს ზამთარი ერჩივნა, საზოგადოებას - მარტოობა
და ლაპარაკზე მეტად - რომელიც არც თუ კარგად გამოუდიოდა - წერა უყვარდა. იგი
სანთლის შუქზე უზარმაზარი კალმით კოლომბინს გრძელ წერილებს უწერდა,
რომლებსაც არ უგზავნიდა, დარწმუნებული იმაში, რომ გოგონა მათ მაინც არ
წაიკითხავდა.

რას სწერდა პიერო? ის ცდილობდა, კოლომბინისთვის მცდარი აზრი გაეფანტა და


დაერწმუნებინა, რომ ღამე არ იყო ისეთი, როგორიც მას წარმოედგინა.

პიერო იცნობს ღამეს. მან იცის, რომ ეს არ არის შავი სიცარიელე, მით უმეტეს, არც მისი
სარდაფი და ღუმელი. ღამით მდინარე უფრო მაღალი წკრიალა ხმით მღერის და
წყლის წვეთებს უთვალავ ვერცხლისფერ ნიჟარებად აციმციმებს. ფოთლები პირქუში
ცის ქვეშ ვარსკვლავებივით კაშკაშაა. ღამით ზღვის, ტყისა და მთის სურნელით

55
გაჯერებული ჰაერით სუნთქავს მაშინ, როცა დღის ჰაერი ადამიანის ოფლის სუნით
არის გაჟღენთილი.

პიერომ იცის, რომ მთვარე არ არის თეფშივით ბრტყელი და თეთრი დისკო. ის მას
ისეთი დაკვირვებითა და სიყვარულით შესცქერის, რომ შეუიარაღებელი თვალითაც
ამჩნევს, რომ მთვარეს აქვს რელიეფი. და რომ სინამდვილეში, ეს არის ვაშლის, გოგრის
მსგავსი ბურთულა, რომელსაც სულაც არა აქვს გლუვი ზედაპირი. იგი
საგულდაგულოდ ნაქანდაკარი, ნაძერწი და დაღარულია, როგორც ბუნება თავისი
გორაკებითა და ხეობებით, როგორც სახე ნაოჭებითა და ღიმილით.

დიახ, ეს ყველაფერი იცის პიერომ, რადგანაც მის ცომს საფუარით მოზელის შემდეგ,
გასაფუებლად და ამოსასვლელად ორი საათი სჭირდება. სწორედ ამ დროს გამოდის
ის თავისი საფუნთუშედან. ყველას სძინავს. პიერო ქუჩების ქვაფენილზე დააბიჯებს.
ფართოდ გახელილი დიდრონი თვალებით დარაჯობს იმ კაცების, ქალებისა და
ბავშვების ძილს, რომლებმაც მხოლოდ ცხელი ფუნთუშების შესაჭმელად უნდა
გაიღვიძონ. კოლომბინის დახურული

ფანჯრების ქვეშ სეირნობს, ის ხომ სოფლისა და კოლომბინის გუშაგია. პიერო


წარმოიდგენს ახალგაზრდა გოგონას, რომელსაც სძინავს და მშვიდად სუნთქავს დიდი
საწოლის ნესტიან სითეთრეში, შემდეგ გახედავს მთვარეს და თავის თავს ეკითხება:
ნუთუ ეს ნაზი სიმრგვალე, რომელიც ხეებს ზევით ნისლში დაცურავს, ლოყის,
მკერდის ან უფრო მეტიც, დუნდულის სიმრგვალეს შეედრება?!

ალბათ ყველაფერი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ასე, ზაფხულის ერთ მშვენიერ


დილას სოფელში უცნაური ოთხთვალა რომ არ გამოჩენილიყო, რომელსაც ვიღაც კაცი
მიათრევდა. ოთხთვალას შებმული ჰქონდა ფურგონი და ბაზრის პატარა ფარდული,
რომელსაც როგორც ჩანს საძინებლად იყენებდნენ. ფარდული მყვირალა ფერებით
იპყრობდა ყურადღებას, მისი მსუყედ მოხატული ფარდები ფრიალებდნენ.
ოთხთვალას საღებავით გაკეთებული წარწერა აგვირგვინებდა:

არლეკინი - მღებავი.
ცოცხალ, მოქნილ, წითელლოყებიან, წითურ და ხუჭუჭთმიან კაცს ჭრელი,
რომბებიანი, ტანზე ვიწროდ მომდგარი ტანსაცმელი ეცვა. მასზე ცისარტყელას ყველა
და უფრო მეტი ფერიც იყო, მაგრამ არც ერთი შავი და თეთრი. მან ურიკა პიეროს
საფუნთუშის წინ გააჩერა და უკმაყოფილოდ დააკვირდა შიშველ ფასადს, რომელზეც
მხოლოდ ეს ორი სიტყვა ეწერა: მეფუნთუშე პიერო.

კაცმა ხელები მოიფშვნიტა და კარზე დააკაკუნა. შუადღე იდგა და პიეროს ეძინა.


არლეკინმა მანამ აბრახუნა, სანამ კარი არ გაიღო და ფერმკრთალი და
დაღლილობისაგან მობარბაცე პიერო არ დაინახა. საწყალი პიერო! მართლა თეთრ,
აბურძგნულ და გაოცებულ ბუს ჰგავდა, რომელიც შუადღის ულმობელი შუქის გამო
თვალებს აფახულებდა. არლეკინმა გაოცებისაგან პირი დააღო, მის უკან სიცილი
გაისმა. ეს კოლომბინი იყო, რომელსაც ხელში დიდი უთო ეჭირა და ამ სცენას
ფანჯრიდან აკვირდებოდა. არლეკინი შემოტრიალდა, კოლომბინს შეხედა და
თვითონაც გაიცინა. პიერო მთვარეულივით მიტოვებულად და საცოდავად
გამოიყურებოდა მზის ამ ორი შვილის საერთო მხიარულების ფონზე. ბოლოს

56
გაბრაზდა, არლეკინს ცხვირწინ მიუხურა კარები და დასაძინებლად წავიდა.
არლეკინი სამრეცხაოსკენგაემართა, სადაც კოლომბინი გაუჩინარდა და მისი ძებნა
დაიწყო. გოგონა კვლავ გამოჩნდა, ოღონდ სხვა ფანჯრიდან. სანამ არლეკინი
მიუახლოვდებოდა, კვლავ გაქრა. იფიქრებდით, თვალხუჭობანას ეთამაშებაო. ბოლოს
კარი გაიღო და კოლომბინი თეთრი სარეცხით სავსე კალათით გამოვიდა. არლეკინი
უკან გაჰყვა. კოლომბინი გაემართა ბაღისაკენ და დაიწყო სარეცხის გაფენა,
განსაკუთრებულად თეთრი სარეცხისა, თეთრის, როგორც კოლომბინის და პიეროს
ტანსაცმელი. მაგრამ ამ თეთრ სარეცხს ის ფენდა არა მთვარის შუქზე, არამედ მზეზე,
რომელიც ფერებს არლეკინის ტანსაცმელზე აბრწყინებდა.

არლეკინი, როგორც კარგი მოსაუბრე, გამოელაპარაკა კოლომბინს. მანაც უპასუხა.


რაზე ლაპარაკობდნენ ისინი? ალბათ ტანსაცმელზე: კოლომბინა - თეთრზე, არლეკინი
- ფერადზე. მრეცხავს თეთრი ერჩივნა. არლეკინი მის გადაბირებას ცდილობდა და,
სხვათა შორის, მიაღწია კიდეც წარმატებას. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ
პულდრეზიკის თეთრი ბაზარი დაიპყრო იასამნისფერმა პირსახოცებმა, ცისფერმა
ბალიშის პირებმა, მწვანე სუფრებმა და ვარდისფერმა ფარდებმა.

თეთრეულის მზეზე გაფენის შემდეგ კოლომბინი სამრეცხაოში დაბრუნდა. არლეკინი,


რომელსაც ხელში ცარიელი კალათა ეჭირა, სახლის ფასადის შეღებვას სთავაზობდა.
კოლომბინი დათანხმდა. არლეკინმა მაშინვე დაიწყო მუშაობა, გაშალა ფურგონი,
სამრეცხაოს წინ ფიცრებით და სხვადასხვა ხელსაწყოებით ხარაჩო ააგო. ისეთი
შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს დაშლილი ფურგონი კოლომბინის სახლს
დაეპატრონაო. არლეკინი ხარაჩოზე მარჯვედ და მოხერხებულად იჯდა, ათასფერი
ტანსაცმლითა და წითური თმით ქანდარაზე ჩამომჯდარ ეგზოტიკურ ჩიტს ჰგავდა.
მღეროდა და სტვენდა, დრო და დრო კოლომბინიც გამოჰყოფდა ხოლმე თავს
ფანჯრიდან. ისინი ერთმანეთს ეხუმრებოდნენ, უღიმოდნენ და უმღეროდნენ.

მალე სოფელს არლეკინის მუშაობა დაეტყო, სახლის თეთრი ფასადები ფერადით


იცვლებოდა.

იქ იყო ცისარტყელას ყველა და უფრო მეტი ფერიც კი, მაგრამ არ იყო არც შავი, არც
თეთრი და არც ნაცრისფერი. განსაკუთრებულად აღსანიშნავი იყო არლეკინის ორი
გამოგონება, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ის იყო ყველაზე გაბედული და
კადნიერი მღებავი მღებავებს შორის. მან ზევით, კედელზე კოლომბინის დიდი
ფიგურა გამოსახა, რომელსაც თავზე თეთრეულის კალათა ედგა, მაგრამ იმის
მაგივრად, რომ ჩვეულებრივ თეთრ ტანსაცმელში დაეხატა, არლეკინმა მას
ფერადფერადი, პატარა რომბებიანი კაბა ჩააცვა, თავისი ტანსაცმლის მსგავსი. შემდეგ
თეთრ ფონზე შავი ასოებით სიტყვა - სამრეცხაო, ფერადი ასოებით კი - სამღებრო
წააწერა! მან ისე სწრაფად იმუშავა, რომ მზის ჩასვლისას ყველაფერი მზად იყო.

მზე ჩადის და პიერო იღვიძებს. ინთება საფუნთუშეს ღუმელი, ბრიალებენ წითელი


ათინათები. უზარმაზარი მთვარე ცურავს ფოსფორისებურ ცაში. პიერო გამოდის
საფუნთუშედან. ის ჯერ ვერ ხედავს მთვარეს, მაგრამ ბედნიერია და მირბის მისკენ,
ისინი ერთმანეთს უღიმიან. მართლაც, და-ძმასავით არიან, მრგვალი სახითა და
ჰაეროვანი ტანსაცმლით. ცეკვა-ცეკვაში პიერო წამოედო ქილებს, რომლებიც მიწაზე
ეწყო, დაეჯახა ხარაჩოს კოლომბინის სახლის წინ. ამან ოცნებებიდან გამოარკვია. რა

57
ხდება? რა მოხდა სამრეცხაოში? პიერომ ვერ იცნო ეს აჭრელებული ფასადი,
განსაკუთრებით, არლეკინის კოსტიუმში გამოწყობილი კოლომბინი... და კიდევ ეს
ბარბაროსული სიტყვა - სამღებრო!

პიერო აღარ ცეკვავს, ის გაოცებულია. ცაში კი მთვარე ტკივილისაგან იმანჭება. ესე იგი,
კოლომბინა არლეკინის ფერებმა მოაჯადოვა! ამიერიდან ის ჩაიცვამს როგორც
არლეკინი და თეთრეულს ლილაში გავლების ნაცვლად, ჭუჭყიანი და გულისამრევი
ძველმანების სადუღარში შეაფერადებს!

პიერო უახლოვდება ხარაჩოს, ზიზღით ეხება მას. იქ, მაღლა ფანჯარაა განათებული.
საშინელებაა ეს ხარაჩო, რადგან მისი გამოყენებით შესაძლებელია ზედა სართულის
ფანჯრებში შეიხედო, დაინახო, რა ხდება ოთახებში! პიერო ძვრება ერთ ფიცარზე,
შემდეგ მეორეზე, განათებული ფანჯრისაკენ მიიწევს. რა დაინახა? ჩვენ ამას
ვერასდროს გავიგებთ! ის უკან ხტება, დაავიწყდა, რომ მიწიდან სამი მეტრის
სიმაღლეზე იმყოფებოდა და... ჩამოვარდა, ძირს დაეცა. მოკვდა? არა, გაჭირვებით ადგა
და კოჭლობით დაბრუნდა საფუნთუშეში. აანთო სანთელი და დიდი კალამი
სამელნეში ჩააწო. ის წერილს წერს კოლომბინს. შემდეგ გამოდის წერილით ხელში,
ისევ კოჭლობს და რაღაცას ყოყმანობს. ბოლოს გადაწყვიტა, წერილი ხარაჩოს ერთერთ
ბოძზე მიემაგრებინა. ბუხარი ქრება. დიდმა ღრუბელმა მთვარის მოწყენილი სახე
დაფარა...

მეორე დღე მზიანი დადგა. არლეკინი და კოლომბინი სამრეცხაო-სამღებროს გარეთ


ხელიხელჩაკიდებულნი ხტიან. კოლომბინს აღარ აცვია ჩვეულებრივი თეთრი კაბა.
მისი ტანსაცმელი სხვადასხვა ფერის პატარა რომბებითაა მოხატული, ყველა ფერის -
შავისა და

თეთრის გარდა. ის ჰგავს იმ კოლომბინს, რომელიც არლეკინმა დახატა სახლის


ფასადზე. ისიც არლეკინი გახდა. რა ბედნიერები არიან! სახლის ირგვლივ ცეკვავენ.
არლეკინი კოლომბინის სახლის წინ აღმართული ხარაჩოს დაშლას იწყებს, ფურგონი
ძველებურ ფორმას იღებს, კოლომბინი უცდის. არლეკინი თვლის, რომ გამგზავრების
დროა, რადგან მღებავი ნამდვილი მომთაბარეა. ის, როგორც ჩიტი ტოტზე, კოფოზე
ცხოვრობს. დაყოვნება არ ღირს. სხვათა შორის, ახლა, როცა სოფელი განათებული და
მომხიბვლელად შეღებილია, მას პულდრეზიკში აღარაფერი ესაქმება. ჩანდა, რომ
კოლომბინიც თანახმა იყო, გაჰყოლოდა. ფურგონში მსუბუქი ფუთა შეიტანა, დაკეტა
სახლის დარაბები და ფურგონიც დაიძრა. მაგრამ რა ხდება? არლეკინი ისევ ჩამოდის,
ჩანს, რაღაც დაავიწყდა. ის დიდი ასოებით აფორმებს დაფას და ამაგრებს სახლის
კარებს:

დაკეტილია საქორწინო მოგზაურობის გამო!


არლეკინი შეახტა ურიკას და ახლა კი ნამდვილად გაემგზავრნენ. მთელი სოფელი
ულოცავდა, იყო ყვავილები და ღიმილი, იტყოდით, ბუნებამაც არლეკინის კოსტიუმი
გადაიცვაო!

სოფელში კვლავ დაღამდა. პიერო საფუნთუშედან გამოდის, იგი კოჭლობით


უახლოვდება კოლომბინის სახლს. ყველაფერი დაკეტილია. უცებ განცხადება შენიშნა.
ის იმდენად საშინელი

58
იყო, რომ პიერომ თვალები დახუჭა, მაგრამ სცადა, რეალობას დაბრუნებოდა.
გაჭირვებით შევიდა საფუნთუშეში, შემდეგ მალევე გამოვიდა. ხელში მასაც დაფა
უჭირავს, ამაგრებს კარზე, რომელსაც შემდეგ უხეშად კეტავს. დაფაზე წერია:
დაკეტილია სიყვარულისაგან გამოწვეული სევდის გამო!

დღეები გადის. ზაფხულიმთავრდება. არლეკინი და კოლომბინი აგრძელებენ


მოგზაურობას, მაგრამ მათი ბედნიერება აღარ არის ისეთი, როგორიც უწინ იყო. ახლა
უფრო ხშირად კოლომბინი მიათრევს ფურგონს, მაშინ, როცა არლეკინი ისვენებს. მერე
ამინდიც ფუჭდება. შემოდგომის პირველი წვიმები მათ ლამაზ, ჭრელ კოსტიუმებს
აუფერულებს. ხეებზე ფოთლები წითლდება და ცვივა. არლეკინი და კოლომბინი
გაძარცვულ ტყეებზე, შავ და ყავისფრად მოხნულ მინდვრებზე გადადიან.

და აი, ერთ დილას კვანძიც გაიხსნა! ღამე ცა მფრინავი ფანტელებით აივსო. დილით,
თოვლმა დაფარა მთელი სოფელი, ქუჩა და ფურგონიც კი. ეს ხომ თეთრი ფერის დიდი
გამარჯვება იყო, პიეროს გამარჯვება! მეფუნთუშის რევანშის დასაგვირგვინებლად იმ
საღამოს, უზარმაზარი და ვერცხლისფერი მთვარე ამოცურდა გათოშილი სამყაროს
თავზე.

კოლომბინი სულ უფრო და უფრო ხშირად იხსენებს პულდრეზიკსა და პიეროს,


განსაკუთრებით მაშინ, როცა მთვარეს შეჰყურებს. ერთ დღეს მან პატარა ფურცელი
იპოვა, არც კი იცოდა, საიდან გაჩნდა იგი. ფიქრობდა, ალბათ მეფუნთუშემ ჩაიარაო
წერილის დასადებად ახლახან. სინამდვილეში ეს წერილი პიერომ ხომ ადრე დაწერა
და ხარაჩოს ფიცარს მიაკრა, ფურგონის ერთ-ერთი ოთახის შესასვლელთან. აი, ის
კითხულობს წერილს:

„კოლომბინ!

ნუ მიმატოვებ! ნუ აჰყვები არლეკინის ქიმიურ და ზერელე ფერებს! ისინი ხომ


შხამიანი, მყრალი ფერებია. მეც მაქვს ჩემი ფერები, ნამდვილი და ძლიერი
ფერები. მოუსმინე კარგად ამ უცნაურ საიდუმლოებებს: ჩემი ღამე არ არის შავი,
ის ცისფერია! - და სწორედ ამ ცისფერს სუნთქავენ. ჩემი ბუხარი არ არის შავი, ის
მოოქროვილია! და სწორედ ეს ოქრო იჭმევა.
ფერი თვალისთვის სასიამოვნოა, მაგრამ, ამასთანავე, იგი სქელი,
ნივთიერი, სურნელოვანი, ცხელი და ნოყიერია. მიყვარხარ და
გელოდები.

პიერო“.
ცისფერი ღამე, მოოქროვილი ღუმელი, ნამდვილი ფერები, რომლებიც სუნთქავენ და
საზრდოობენ? მაშ, ეს არის პიეროს საიდუმლო? ამ გაყინულ ღამეში, რომელიც
მეფუნთუშის ტანსაცმელს ჰგავს, კოლომბინი ფიქრობს და ყოყმანობს. არლეკინს
ფურგონში სძინავს, კოლომბინი მასზე არც ფიქრობს. შეებას საზიდარს და მოყინულ
გზაზე ატაროს ურიკა, რომელმაც მას მხარი და მკერდი ატკინა? რატომ? მაგრამ თუ მას
სახლში დაბრუნება სურს, რა აკავებს? ლამაზი მზის ფერები, რომლებმაც იგი

59
მოაჯადოვეს, უკვე ხომ დამჭკნარია? კოლომბინი ჩამოდის ურიკიდან, ჰკრავს ფუთას
და აი, მიჰყვება გზას სოფლისაკენ.

ის მიდის, მიდის, მიდის, პატარა კოლომბინ-არლეკინი. კაბამ დაკარგა კაშკაშა ფერები,


მაგრამ მაინც ვერ გახდა ძველებურად ქათქათა. ის მიდის თოვლში, რომელიც
სასიამოვნოდ ხრაშუნობს ფეხებქვეშ და ეჩურჩულება: ხრაშ-გაიქეცი, ხრუშ-გაიქეცი,
ხრაშ-გაიქეცი... მალე მას თავში აერია სიტყვები, ბოროტი სიტყვების ულმობელი
ჯარი: სიცივე, რკინა, შიმშილი, სიგიჟე, მოჩვენება, უძლურება. ის მიწაზე ეცემა,
საწყალი კოლომბინი, მაგრამ, საბედნიეროდ, მეგობრული სიტყვები ეშველებიან,
სიტყვები თითქოს პიეროს გამოგზავნილია: კვამლი, ყვავილი, ცეცხლი, ფქვილი,
თონე, ალი, ნადიმი, ჯადოსნური სამყარო...

ბოლოს ის სოფელში ჩადის. შუაღამეა. ყველას სძინავს, თეთრი თოვლი? შავი ღამე?
არა. ის მიუხვდა პიეროს, ეხლა კოლომბინს აეხილა თვალები: ცისფერი ღამე და
ცისფერი თოვლი, ეს ხომ ცხადია! მაგრამ აქ საქმე არ ეხება პრუსიის მყვირალა და
შხამიან ცისფერს, რომელიც არლეკინს აქვს ქილაში. ეს არის ტბების, მყინვარებისა და
ცის კაშკაშა ცისფერი, რომელსაც კარგი სუნი აქვს და რომელსაც კოლომბინი ღრმად
ისუნთქავს.

აი, ყინვისაგან განმარტოებული შადრევანი, ძველი ეკლესია და აი, ორი პატარა სახლი,
რომლებიც ერთმანეთის პირისპირ განლაგებულან: კოლომბინის სამრეცხაო და
პიეროს საფუნთუშე. სამრეცხაო ჩაბნელებულია, თითქოს მკვდარიაო, მაგრამ
საფუნთუშეს სიცოცხლის ნიშანი ატყვია. ბუხარი ანთია და საფუნთუშე გარეთ
თოვლზე ისვრის მოციმციმე ოქროსფერ შუქს. მაშ, პიერო არ ტყუოდა, როცა დაწერა, -
ღუმელი შავი კი არა, ოქროსფერიაო!

კოლომბინი შეფიქრიანებული ჩერდება საფუნთუშეს წინ. სურს, ჩაცუცქდეს ამ შუქის


წინ, რომელიც მის კაბამდე მოდის და პურის დამათრობელი სურნელი მოაქვს, მაგრამ
ვერ ბედავს. და აი, უცებ იღება კარი და პიეროც იქ არის. ნუთუ შემთხვევით? ნუთუ
მან იგრძნო მეგობრის მოსვლა? თუ უბრალოდ, ნაბიჯები შემოესმა საფუნთუშის წინ?
იგი კოლომბინს ხელებს უწვდის, მაგრამ იმ დროს, როცა გოგონა მისკენ იხრება, პიერო
შეშინდება, გვერდზე გადადგება და კოლომბინს საფუნთუშეში უშვებს. გოგონას
ისეთი შთაბეჭდილება ეუფლება, თითქოს

სითბოთი სავსე აბაზანაში შევიდაო, რა კარგია აქ! ბუხრის კარი დაიხურა, თუმცა ალი
ისე ელვარებდა შიგნით, რომ ყველა ხვრელიდან და ჭუჭრუტანიდან ატანდა.

პიერო კუთხეში იმალება და ცნობისმოყვარე თვალებით აკვირდება ამ ფანტასტიკურ


გამოჩენას: კოლომბინი მის თონეში? კოლომბინი, თითქოს მონუსხული, მალულად
უყურებს კეთილ პიეროს, რომელიც მთვარეული სახით ბლუზის თეთრი ნაკეცებით
ჩაფლულა სიბნელეში. მას უნდა რამე უთხრას კოლომბინს, მაგრამ არ შეუძლია,
სიტყვები ყელში ეჩხირება.

დრო არ იცდის. პიერო კოლომბინისკენ იყურება, იქ, სადაც თეთრი ცომის დიდრონი
გუნდა ფუვდება, თეთრი და ნაზი, როგორც კოლომბინი... ორ საათში ცომი ხის გობში
ფუვდება. ღუმელი ცხელია, გამოცხობის დროა. პიერო კოლომბინს შესცქერის.
გრძელმა გზამ დაღალა კოლომბინი. ბუხრის სითბო თითქოს იავნანას უმღერისო და

60
მასაც ფქვილიან დივანზე ჩაეძინება. მეგობრის შემხედვარე პიეროს თვალები
ცრემლით ევსება. იგი ხომ თავის შესაფარებლად მოვიდა მასთან, რომ გამოქცეოდა
ზამთრის სიცივეს და მკვდარ სიყვარულს!

არლეკინმა სამრეცხაოს კედლებზე აჭრელებული კოსტიუმით დახატა


კოლომბინარლეკინის პორტრეტი. პიერო რაღაცას ფიქრობს: ის აპირებს,
თავისებურად, ცომისგან შექმნას კოლომბინ-პიერეტა. იგი მუშაობას იწყებს,
თვალმოუშორებლივ შესცქერის ახალგაზრდა გოგონას, გობთან

ჩაძინებულს. მას, რა თქმაუნდა, ურჩევნია მიეფეროს ჩაძინებულს, მაგრამ ცომისგან


კოლომბინის შექმნა უფრო სასიამოვნოა. ის ნამუშევარს ცოცხალ მოდელთან ადარებს.
ცხადია, ცომის კოლომბინი ცოტათი ფერმკრთალია, ამიტომ სასწრაფოდ ღუმელში!

ცეცხლი გუგუნებს. ახლა პიეროს ღუმელში ორი კოლომბინია. უცებ კარზე


მოკრძალებული კაკუნი აღვიძებს ნამდვილ კოლომბინს. ვინ არის? მოისმის ღამითა
და სიცივით მისუსტებული საცოდავი ხმა. პიერო და კოლომბინი სცნობენ არლეკინის,
სცენის მომღერლის ხმას, რომელსაც ზაფხულის მოზეიმე ჟღერადობა დაჰკარგვია. რას
მღერის გათოშილი არლეკინი? ის მღერის იმ ცნობილ სიმღერას, რომლის შინაარსი
გასაგებია მათთვის, ვინც იცნობს ამბავს, რომელსაც ჩვენ ეს-ეს არის მოვყევით:

მთვარის შუქზე მოგმართავ,


მეგობარო, პიერო!
გთხოვ, მომეცი კალამი,
წერილი რომ დავწერო!
სანთელი ჩამომეღვენთა
ვერ ვშოულობ ცეცხლსა,
ღვთის გულისთვის,
შემომიშვით თქვენსას!
საწყალმა არლეკინმა იპოვა ფერების ქილაში კოლომბინის მიერ დატოვებული
წერილი, რომლის წყალობითაც პიერომ გოგონა დაარწმუნა დაბრუნებულიყო.
ამასთანავე, მან, ამ კარგმა მოლაპარაკემ, განჭვრიტა ის ძალა, რომელიც აქვთ მათ, ვინც
წერს და აგრეთვე მათ, ვინც ზამთარში თონეს ახურებს. არლეკინი მიამიტურად
ითხოვდა პიეროს კალამსა და ცეცხლს. ნუთუ ფიქრობდა იგი, რომ კიდევ ჰქონდა
შანსი, დაებრუნებინა კოლომბინი?

პიეროს ებრალება თავისი უბედური მოწინააღმდეგე. მას კარს უღებენ. საცოდავი და


ფერმკრთალი არლეკინი მიიჩქარის დახურული ღუმელისაკენ, საიდანაც ისევ ჟონავს
სიცხე, ფერი და სუნი. რა კარგია პიეროსთან!

მეფუნთუშე წარმატებამ აღაფრთოვანა. ის გრძელი მოფარფატე სახელოთი რაღაც


ჟესტებს აკეთებს. თეატრალური მოძრაობით აღებს ღუმელის ორ კარს, ოქროსფერი
შუქის ნაკადი, დედობრივი სითბო და ცომის სასიამოვნო სუნი უვლის სამ მეგობარს
და აი, გრძელი ხის ნიჩაბით, პიეროს რაღაც გამოაქვს ღუმელიდან. რაღაც? არა, უფრო
ვიღაც! ოქროსფერი გოგონა, შემწვარი და ხრაშუნა, რომელიც ტყუპისცალივით ჰგავს
კოლომბინს. ეს აღარ არის უშნო და უჟმური ფერებით აჭრელებული

61
კოლომბინარლეკინი, როგორც სამრეცხაოს ფასადზე იყო დახატული, ეს არის
კოლომბინპიერეტა, ფუნთუშად გამომცხვარი, რომელშიც დაცული იყო
სიცოცხლისეული რელიეფები - ამობურცული ადგილები, მრგვალი ლოყები,
მტრედივით მკერდი და ლამაზი, პატარა, მრგვალი დუნდულები. კოლომბინი
ხელში იღებს კოლომბინს ისე, რომ არც ეშინია თითების დაწვის.

- რა ლამაზი ვარ, რა კარგი სურნელი მაქვს! - ამბობს ის.

პიერო და არლეკინი მოჯადოებულნი შესცქერიან ამ არაჩვეულებრივ სცენას.


კოლომბინი მაგიდაზე დებს კოლომბინს. მსუნაგად აძრობს მას ფუნთუშადქცეულ
ძუძუებს. ხარბად ყნოსავს და ენას უსმევს ოქროსფერ ფაფუკ დეკოლტეს და ამბობს:

- რა გემრიელი ვარ! თქვენც, ჩემო ძვირფასებო, გასინჯეთ, ჭამეთ ლამაზი კოლომბინი,


შემჭამეთ!

და ისინიც გემოს უსინჯავენ, ჭამენ გემრიელ, ცხელ კოლომბინს. ერთმანეთს


შესცქერიან და ბედნიერები არიან. სიცილი უნდათ, მაგრამ აბა რას იზამ ფუნთუშით
გამოტენილი ლოყებით?

62
რობინზონ კრუზოს ამბის დასასრული
ის აქ იყო! ჩრდილოეთ განედის 9 გრადუსსა და 22 მინუტზე. შეუძლებელია, შეცდომა
იყოს.

ლოთმა შავი თითი დააკაკუნა გეოგრაფიული რუკის ცხიმიანი ლაქებით მოსვრილ


ნაგლეჯზე. მეთევზეებსა და დოკერებში, ჩვენს მაგიდას გარს რომ ერტყნენ, მისი
ყოველი მგზნებარე მტკიცება სიცილს იწვევდა.

მას ყველა იცნობდა და განსაკუთრებულადაც ექცეოდნენ. ის ადგილობრივი


ფოლკლორული ჯგუფის წევრი იყო. ჩვენ მას სტუმრად ვიწვევდით, ერთად რომ
დაგველია და მოგვესმინა მისი ხრინწიანი ხმით მონაყოლი თავგადასავალი -
დაუჯერებელიც და სევდიანიც.

ორმოცი წლის წინ სხვებთან ერთად იგი ზღვაში გაუჩინარდა. მისი სახელი და გვარი
მთელი ეკიპაჟის წევრებთან ერთად ეკლესიის ინტერიერზე მიაწერეს. შემდეგ კი
დაივიწყეს.

22 წლის შემდეგ, როცა კვლავ გამოჩნდა, გაწეწილი და აღტკინებული, ვიღაც ზანგთან


ერთად, მისი შეცნობა შეუძლებელი იყო. ამბავი, რომელსაც ის ყველას უყვებოდა,
განსაცვიფრებელი გახლდათ. გემი დაიღუპა და ის მარტო აღმოჩნდა თხებითა და
თუთიყუშებით დასახლებულ

კუნძულზე. ის ზანგიც კი არ ეყოლებოდა, კანიბალების ბრბოსგან რომ არ გადაერჩინა.


ბოლოს ინგლისურმა ნავმა ისინი გადაარჩინა და შინ ისე დაბრუნდა, რომ
მცირეოდენი ქონების დაგროვებაც კი ვერ მოახერხა, რაც კარიბის ზღვაში,
გაცხოველებული ვაჭრობის წყალობით, იმ დროს ძალიან ადვილი იყო.

ყველა პატივს სცემდა. ის დაქორწინდა ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ქალიშვილად


შეეფერებოდა. როგორც ჩანს, ყოველდღიურმა ცხოვრებამ ფარდა ჩამოაფარა იმ
დაუჯერებელ შემთხვევითობას, რომელიც სიმწვანითა და ჩიტების ჭიკჭიკით იყო
სავსე და წარსულის ბედის ჭირვეულობის საჩუქარს წარმოადგენდა.

წლების განმავლობაში რაღაც ფარული მიზეზი სტანჯავდა რობინზონს. პარასკევა კი,


მისი ზანგი მსახური, პირველი დანებდა ცხოვრებას. რამდენიმე თვის განმავლობაში
უნაკლო ცხოვრების შემდეგ, მან სმას მიჰყო ხელი, ჯერ თავშეკავებით, შემდეგ კი
უფრო და უფრო ხშირად. ამას დაერთო ორი ახალგაზრდა დედის თავგადასავალი,
რომელიც სენ-ესპრის თავშესაფარმა მიიღო. მათ თითქმის ერთდროულად გააჩინეს
ბავშვები, რომელთაც აშკარად ეტყობოდათ შერეული სისხლი. ნუთუ ორმაგ
დანაშაულს სჩადიოდა?

რობინზონმა პარასკევა მისთვის უჩვეულო სიმკაცრით გააფრთხილა. რატომ არ


გააგდო? რა საიდუმლო აკავშირებდა მას ზანგთან?

ბოლოს ვიღაცამ მნიშვნელოვანი თანხა მოჰპარა მეზობელს და სანამ ვინმეზე


მიიტანდნენ ეჭვს, პარასკევა გაუჩინარდა.

- სულელი! - თქვა რობინზონმა, - თუ ფული სჭირდებოდა გასამგზავრებლად, რატომ


მე არ მთხოვა. და დაუფიქრებლად დაამატა:

63
- სხვათა შორის, კარგად ვიცი, სადაც წავიდოდა!

დაზარალებული ამ სიტყვებს ჩაეჭიდა და რობინზონს მოსთხოვა დანაკარგის


ანაზღაურება. ცოტა წინააღმდეგობის შემდეგ, რობინზონმა ფული გადაიხადა.

ამ დღიდან მოყოლებული, რობინზონს უფრო მოწყენილს ხედავდნენ. იგი სანაპიროსა


და პორტის სამიკიტნოებში დადიოდა და სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა:

- ის იქ დაბრუნდა, ამაში დარწმუნებული ვარ! ახლა იქ არის ის არამზადა!

პარასკევასთან მას რაღაც საიდუმლო აკავშირებდა და ეს საიდუმლო იყო ერთი პატარა


მწვანე

ლაქა, რომელიც მან, დღიდან ჩამოსვლისა, კარიბის ზღვის სილურჯეში ჩახატა


პორტის კარტოგრაფის დახმარებით. ეს იყო კუნძული მისი ახალგაზრდობის, მისი
ლამაზი თავგადასავლის სიმბოლო - მშვენიერი და მარტოსული ბაღი! რას ელოდა იგი
ამ წვიმიანი ცის ქვეშ, ამ წებოვან ქალაქში, ვაჭრებსა და პენსიონრებს შორის?

მისი ახალგაზრდა ცოლი, რომელიც საღი გონებით გამოირჩეოდა, პირველი მიხვდა


მის უცნაურ და დამღუპველ დარდს.

- ვხედავ, რომ მოწყენილი ხარ, მითხარი რაზე დარდობ?

- მე? ხომ არ გაგიჟდი? ვისზე ან რაზე უნდა ვდარდობდე?

- რა თქმა უნდა, შენს უკაცრიელ კუნძულზე! კარგად ვიცი, ხვალვე გაემგზავრებოდი


ერთი ვიღაც რომ არ გაკავებდეს!.. და ეს ერთი ვიღაც მე ვარ!..

ის ხმამაღლა უარობდა და რაც უფრო მეტად ყვიროდა, ცოლი უფრო და უფრო


რწმუნდებოდა თავის სიმართლეში.

მას ქმარი ძალიან უყვარდა. მისთვის არასოდეს არაფერზე უთქვამს უარი. როდესაც
ცოლი გარდაეცვალა, რობინზონმა მაშინვე გაყიდა სახლ-კარი და აფრიანი გემი
დაიქირავა კარიბის ზღვაში გასამგზავრებლად.
***

გავიდა წლები. ის კვლავ დაივიწყეს. მაგრამ როცა ისევ დაბრუნდა, უფრო მეტად
შეცვლილი ჩანდა, ვიდრე პირველი მოგზაურობის შემდეგ.

ეს იყო დაბერებული, მოქანცული, ალკოჰოლში ჩამხრჩვალი კაცი, რომელიც


მზარეულის თანაშემწესავით გადმომდგარიყო სატვირთო გემის ბორტზე...

მისმა ნათქვამმა სიცილი გამოიწვია. ვერ იპოვა! თვეების განმავლობაში


თავდაუზოგავი ძიების მიუხედავად, მან კუნძული ვერ იპოვა! ამ ამაო ექსპედიციაში
ძალ-ღონე გამოელია, დახარჯა აუარება ფული, კვლავ რომ ეპოვა ბედნიერებისა და
თავისუფლების მიწა, მიწა, რომელიც სამუდამოდ გამქრალიყო.

- და მაინც, ის იქ იყო! - უკვე მერამდენედ იმეორებდა რობინზონი იმ საღამოს და


თითს რუკას ურტყამდა. მოხუცმა მესაჭემ მხარზე ხელი დაარტყა:

64
- მისმინე, რას გეტყვი იცი, რობინზონ! შენი უდაბური კუნძული, რა თქმა უნდა,
ყოველთვის იქ არის. მე გარწმუნებ, რომ შენ ის ისეთივე ლამაზი და კარგი ნახე,
როგორიც უწინ იყო!

- ვნახე? - რობინზონი გაბრაზდა, - მე გეუბნები...

- შენ ის ნახე! შენ ალბათ მის წინ ათჯერ მაინც გაიარე, მაგრამ შენ ის ვერ იცანი.

- ვერ ვიცანი?

- ხო, იმიტომ, რომ ისიც შენსავითაა, ისიც დაბერდა - შენი კუნძული! დიახ, ხომ ხედავ,
ყვავილები ხეხილად იქცა, ხეხილი ტყედ, ერთ დროს მწვანე ტყე კი მკვდარ ტყედ
გადაიქცა. ტროპიკებში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება! ჩაიხედე სარკეში,
იდიოტო! მითხარი, როცა მის წინ ჩაიარე, შენ თუ გიცნობდა შენი კუნძული?

რობინზონს სარკეში არ ჩაუხედავს. განაჩენი მეტისმეტად მკაცრი იყო. მან ისეთი


სევდიანი და დაბნეული სახით შეხედა ირგვლივ მყოფთ, რომ სიცილის ტალღა უცებ
შეწყდა და მოთამაშეთა ბუნაგში სიჩუმე ჩამოვარდა.

65
ანრი ტრუაია

66
საუკეთესო მყიდველი
ცოლ-ქმარ ეტერპების დუქანი ბურჟუაზიისათვის განკუთვნილი სასაფლაოს ახლოს
მდებარეობდა. დარაბები თვალისთვის სასიამოვნო მუქ მწვანედ იყო შეღებილი.
ზემოთ, მარჯვნივ ოქროს ასოებით იყო ამოკვეთილი წარწერა: „მარგალიტის,
ცელულოიდის, როდოიდის, პლასტმასის, მოელვარე ლითონის გვირგვინები“.
ვიტრინის მარცხნივ კი ეწერა:

„რა საჭიროა პარიზში წასვლა, ჩვენ თქვენ


გთავაზობთ გვირგვინებს ლამაზს, იაფ
ფასებში, ნამდვილად, ნაღდად, ჩვენთან
მობრძანდით, ნუ წახვალთ სხვაგან.“
ეს არ იყო ცრუ დაპირება. მათთან მისული მყიდველი ადრინდელი დანახარჯის
უაზრობაში მალევე რწმუნდებოდა. ოცდამეხუთე წელიწადი იწურებოდა, რაც
ეტერპების ოჯახი უნარიანად უძღვებოდა მაღაზიის საქმიანობას. ამ ხნის
განმავლობაში იმ უბნის სხვა მაღაზიებმა ხელი აიღეს ეტერპებთან კონკურენციაზე. ეს
იყო მათი უდავოდ კომერციული ნიჭისა და ხელოვნების შედეგი. ეტერპები მუდამ
ზრუნავდნენ იმაზე, რომ მყიდველი კმაყოფილი დარჩენილიყო გამოფენილი
ნიმუშების ხარისხითა და ფასით. ისინი არც ახლის გამოგონებაზე იხევდნენ უკან.

ქალბატონი ეტერპი სახლის გული და სული იყო. ეს მაღალი, გამხდარი, ძალ-ღონით


სავსე მოლაყბე ქალი მართავდა ასევე გამხდარ, სამოციოდე წლის დაბეჩავებულ ქმარს,
რომელიც მას მუდამ თვალებში შესციცინებდა. ცოლი დაუძახებდა: ვიქტორ! და იგი
ისე შეკრთებოდა, თითქოს იარაღი მიაბჯინეს გულზე, მაგრამ თუ ცოლი თავზე ხელს
გადაუსვამდა, ვიქტორი დამნაშავესავით ჩაიძვრენდა თავს მხრებში. მათ გამყიდველი
არ ჰყავდათ. ვიქტორი სუსტი აგებულებისა იყო, ამიტომ ქალბატონმა ეტერპმა თავად
იტვირთა მძიმე სამუშაო. მას აჰქონდა და ჩამოჰქონდა მძიმე რკინის კარი, აჭედებდა
ყუთებს, ბრინჯაოსა და მარმარილოს ნაკეთობანი ქოშინით გადაჰქონდა ერთი
ადგილიდან მეორეზე.

ვიქტორს არ ჰყავდა ბადალი თითბრის დაზგაზე შუშის მარგალიტების აწყობაში.


სევდიან, დაღვრემილ ფერებსაც მხიარულად უხამებდა ერთმანეთს. ქალბატონ
ეტერპს უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა ქმრის საქმიანობა და მეზობლებთან თავს
იწონებდა, რომ მის ქმარს ჯადოსნური თითები ჰქონდა.

ერთ საღამოს, როცა მუშაობა დამთავრებული იყო და ქალბატონი ეტერპი სალაროში


შემოსულ თანხას ითვლიდა, მაღაზიაში შემოვიდა სამოციოდე წლის ძალზედ
ფერმკრთალი მოხუცი. ფიქრიანი, სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა.
უხერხულობის გასაფანტად ქალბატონმა ეტერპმა ტკბილად ჰკითხა:

- რა გნებავთ, ბატონო?

- მე თქვენი გვირგვინების ნახვა მინდოდა.

- მობრძანდით, ბატონო, - ჩაიჩურჩულა ქალბატონმა ეტერპმა სანდომიანი ღიმილით, -


გვირგვინები აქ გვაქვს, თქვენ რა ფასიანი გნებავთ?

67
- ფასს არა აქვს მნიშვნელობა!

პასუხით კმაყოფილმა ქალბატონმა ეტერპმა მყიდველი ვიტრინისკენ წაიყვანა, სადაც


უამრავი გვირგვინი იდო: ლითონისაგან დამზადებული დაფნის გვირგვინები,
ხელოვნური ვარდები, უჟანგავი ცისანები, არამსხვრევადი სუროები ადამიანური
მწუხარების მარადიულობას გამოხატავდნენ. აქ ყველანაირი გემოვნებისა და
შეძლების ადამიანისათვის მოიძებნებოდა გვირგვინები. აქა-იქ მოჩანდა იისფერი
ბაფთები, რომლებიც გვირგვინების პირქუშ გროვას აცოცხლებდნენ: „ჩემს სათნო
დედას“, „ჩემს საყვარელ ძმას“, „ჩემს ძვირფას მამას“, „ჩემს საუკეთესო ბიძაშვილს“,
„ჩემს საყვარელ ძმისშვილს“, „ჩემს ახალშობილ დას“, „ჩემს ერთადერთ და სანუკვარ
სიძეს“. ეს ზოგადი ხასიათის მიძღვნები კარგად მიესადაგებოდა ყველა სამგლოვიარო
შემთხვევას. უსაზღვრო მწუხარების გამოსახატავად მყიდველის საგანგებო
შეკვეთებიც მიიღებოდა.

- როგორც ხედავთ, - თქვა ქალბატონმა ეტერპმა, - ფართო არჩევანია. საჭიროა


მხოლოდ...

ქალბატონი ეტერპი შიშობდა უადგილო, დაჟინებული შეკითხვებით გული არ ეტკინა


მყიდველისათვის. იგი ცდილობდა, ყურადღება გასაყიდი საქონლის ხარისხზე
გადაეტანა. გაცხოველებული და, ამავე დროს, სევდანარევი მედიდურობით
ლაპარაკობდა. უხერხული იყო, მაგრამ სწორედ მყიდველის უბედურებაზე იყო
დამყარებული მათი შემოსავალი. ზრდილობიანი სამძიმრის სათქმელად ქალბატონმა
ეტერპმა ეშმაკური სიფრთხილით უთხრა:

- ხშირად თავიანთი უბედურებით შეწუხებული მყიდველები ყიდულობენ იმას, რაც


პირველად მოხვდებათ ხელში. თუ ნებას დამრთავთ, ამორჩევაში დაგეხმარებით...

- დახმარებას არ ვსაჭიროებ, - მოუჭრა კაცმა.

- ცისანები შორიდან უკეთესი ჩანს, - მშვიდად განაგრძო ქალბატონმა ეტერპმა, - ჩვენი


დამზადებული იები მყიდველის თვალს სინაზითა და სინატიფით აჯადოებს. რაც
შეეხება ფაიფურის ვარდებს, ახალგაზრდა ასაკის ან გარდაცვლილი ქალისთვის
გირჩევდით. სითამამეში ნუ ჩამითვლით და რა ნათესაური კავშირი გაქვთ
გარდაცვლილთან?

ამის გაგონებაზე უცნობს სახეზე მწუხარება აღებეჭდა, თვალები გაუშტერდა, ტუჩები


მოკუმა, ღრმად ამოისუნთქა და ჩაილუღლუღა:

- ნათესაური კავშირი?

- დიახ, - თქვა ქალბატონმა ეტერპმა, - გარდაცვლილი მამაკაცია თუ ქალი?

- მამაკაცი.

- თქვენი რა არის?

მყიდველმა ცივად შეხედა ქალბატონ ეტერპს.

- ქალბატონო, თქვენი ცნობისმოყვარეობა მეტად საკვირველია!

68
- ეს ცნობისმოყვარეობა არ არის, - ჩაიბუტბუტა ქალმა, - მე ვალდებული ვარ, გავიგო
ვისთვის გნებავთ გვირგვინები: ბიძაშვილისთვის, მამისთვის, ძმისთვის...

უცნობმა ხელი ასწია, რათა ტრაგიკული, დაკითხვის მსგავსი საუბარი შეეწყვიტა, და


თქვა:

- თითო-თითო ყველანაირი გვირგვინი!

- ბოდიში? - ჩაიჩურჩულა სუნთქვაშეკრულმა ქალმა.

- თითო-თითო ყველანაირი გვირგვინი, - გაიმეორა კაცმა გაღიზიანებული, ფიცხელი


ხმით, - მხოლოდ მამაკაცისთვის. მგონი გასაგებად ვთქვი. ქალბატონმა ეტერპმა
ნერწყვი გადაყლაპა და დასძინა:

- კარგი, ბატონო, მაშ, თქვენ გნებავთ გვირგვინები: „ძვირფასი მამისთვის“, „ძვირფასი


ძმისთვის“, „ძვირფასი ძმიშვილისთვის“, „ძვირფასი შვილისთვის“...

- და „ძვირფასი ბიძისთვის“, - აღელვებული სიმკვირცხლით დაუმატა კაცმა, -


ძვირფასი ბიძაშვილისთვის, მეგობრისთვის, კოლეგისთვის, მდგმურისთვის,
სიძისთვის - ყველა ნათესავისაგან!

კაცის თვალებში ბოროტი ნაპერწკალი აკიაფდა, სისხლმა ყვრიმალები აუწითლა.


უეჭველად გიჟი იყო, ან მანიაკი, ან ფანატიკოსი. შეშინებულმა ქალმა უკან, დახლისკენ
დაიხია და დაიძახა:

- ვიქტორ! ვიქტორ! ვიქტორი დუქნის უკან იყო და მისი ხმა ვერ გაიგონა.

- ქალბატონო, თანახმა ხართ მომემსახუროთ? - იკითხა უცნობმა.

- შეგიძლიათ ხვალამდე მოიცადოთ? - ჰკითხა ქალმა.

- არა, დაკავებული ვარ, ძალიან დაკავებული. ტაქსიც დაქირავებული მყავს


გვირგვინების წასაღებად. თქვენ თუ უარს მეტყვით, სხვას მივმართავ.

ქალბატონ ეტერპს უამრავმა აზრმა გაურბინა თავში. ნუთუ ამ იშვიათი, ხელხვავიანი


მყიდველისთვის მხოლოდ უცნაური ახირებულობის გამო ეთქვა უარი?!

- გელოდებით! - შეახსენა თავი მყიდველმა.

- კარგით, ახლავე მოგემსახურებით! - უპასუხა თავზარდაცემულმა ქალმა. მან


გვირგვინები ერთიმეორის მიყოლებით ტაქსში ჩააწყო.

მთელი „ოჯახი“ მოგროვდა მანქანის უკანა სავარძელზე, „მამა“ „სიძეს“ ეხუტებოდა,


„ვაჟიშვილმა“ „ბიძაშვილი“ შეავიწროვა.

- როგორც ჩანს, თქვენი ოჯახის ყველა მამაკაცი დაიღუპა კატასტროფაში!

- დიახ, ასეა! - დაეთანხმა უცნობი, - დაუჩქარეთ! ბიძისთვის განკუთვნილი გვირგვინი


გაასწორეთ! მე მძღოლის გვერდით დავიკავებ ადგილს. კაცი წუთით ჩაფიქრდა:

- ერთი გვირგვინი ბაბუასთვისაც მომიტანეთ!

69
- თქვენ ბაბუაც დაკარგეთ?

- დიახ!

- ძალიან ასაკოვანი იქნებოდა...

- ას წლამდე იყო!

ქალმა ღრმად ამოისუნთქა, უცნობს ბაბუასთვის განკუთვნილი გვირგვინი და


ანგარიში გამოუტანა. მან უსიტყვოდ გაუსწორა ანგარიში ქალბატონ ეტერპს, მანქანაში
ჩაჯდა და კარი ხმაურით დაკეტა. ტაქსი დაიძრა. ქალმა ტკივილნარევი მზერა
გააყოლა მანქანას, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით მიაქროლებდა უამრავ
მიძღვნას.

მაღაზიაში დაბრუნებულმა ქალმა თვალი მოჰკრა ვიქტორს, რომელიც უკანა მხრიდან


შემოდიოდა და შარვალს იკრავდა.

- ვიქტორ! - დაიყვირა ქალმა. ქმარს უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, წამწამები დაახამხამა და

თქვა:

- გისმენ, ჩემო კარგო! ცოლმა ყველაფერი დაწვრილებით უამბო. ვიქტორმა წარბები

შეკრა და ჩაიბურტყუნა:

- დალახვროს ეშმაკმა!

- საწყალი კაცი! ნუთუ მართლა დაკარგა კატასტროფაში ოჯახის ყველა წევრი?!

- და შენ გჯერა კატასტროფაზე შეთხზული ამბავი? - ნერვიულად მოუჭრა ვიქტორმა.

- არა, - თქვა ქალბატონმა, - დაჯერება მიჭირს, მაგრამ სხვა ახსნაც ვერ მომიძებნია.
იქნებ ჩვენი კოლეგაა და თავის მაღაზიაში ჩვენი ნაკეთობებით ვაჭრობს?

- რას ამბობ, გაგიჟდი? მაშინ ამხელა თანხას რატომ გადაიხდიდა? - თქვა ვიქტორმა, -
ფასის დაკლება ხომ არ უთხოვია. სიმართლე სხვაგან უნდა ვეძებოთ, მარტო აღარ
დაგტოვებ მაღაზიაში, იქნებ ეს კაცი სადისტი იყო, ჰა?

- სადისტი? - ქალს თვალები გაუფართოვდა.

- პიროვნება, რომელიც გვირგვინებს ყიდულობს თავისი ოჯახის ყველა


მამაკაცისათვის, მხოლოდ სადისტი შეიძლება იყოს. უეჭველია, ერთიმეორის
მიყოლებით განადგურებას უპირებს და უახლოეს დღეებში ჩვენი მიძღვნები
მსხვერპლთა დასაფლავებისთვის გამოადგება.

- რა საშინელებაა! - აღმოხდა ქალბატონ ეტერპს, - რადაც უნდა დაგვიჯდეს, ხელი


უნდა შევუშალოთ ამ მკვლელობას.

- სახელი ან მისამართი თუ ჰკითხე?

- არა, არც მიფიქრია!

- ტაქსის ნომერი მაინც თუ დაიმახსოვრე?

70
- ღმერთმანი, არა! ვიქტორმა უკმაყოფილების ნიშნად ენა გააწკლაპუნა. - სიმონს

მოველაპარაკოთ, იქნებ მან გვირჩიოს რამე.

სიმონი, ეტერპების ძმისშვილი, პოლიციელი იყო. იმავე საღამოს ვიქტორმა სახლში


მოიწვია, უცნაური საქმე რომ გაეცნო მისთვის. სამივენი სასადილო ოთახში ისხდნენ,
მალაგას და ძველი რომის ბოთლები წინ ეწყოთ. სიმონი ძველ რომს სვამდა, ეტერპები
- მალაგას. მოისმინა რა ბიძის ნაამბობი, პოლიციელი ფიქრებში ჩაიძირა. ცოტა ხნის
შემდეგ თავი გადააქნია და განაცხადა, რომ ეს, მართლაც, უჩვეულო შემთხვევა იყო,
მიუხედავად იმისა, რომ კანონის არც ერთი მუხლი არ უკრძალავდა პიროვნებას,
ეყიდა იმდენი სამგლოვიარო გვირგვინი, რამდენიც სურდა. ამიტომ ამ შემთხვევაზე
საქმის აღძვრა შეუძლებელი იყო.

- მაგრამ, - გაცხარდა ქალბატონი ეტერპი, - დარწმუნებული ვართ, რომ იმ შეშლილმა


წინასწარი განზრახვით იყიდა ამდენი გვირგვინი.

- ჩვენ მას დანაშაულის ჩადენისას დავიჭერთ, - ოხვრით თქვა სიმონმა.

საბრალო ეტერპი ამაოდ უმტკიცებდა ძმისშვილს, რომ თორმეტი ადამიანის


სიცოცხლე საფრთხეში იყო და ხელისუფლებას აუცილებლად უნდა მიეღო ზომები.
სიმონმა ეტერპებს რომი შეუქო, ბოთლი გამოსცალა, ულვაშები მოიწმინდა და თავი
ასე დააღწია საუბარს.

პოლიციელი წავიდა, მისმა სიმშვიდემ დაარწმუნა ვიქტორი (რომელიც ამ ფაქტის


გამო ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიდა), რომ ეს შემთხვევა უნდა დაევიწყებინა.
ქალბატონი ეტერპი, ქალთა სქესის უმრავლესობის მსგავსად, ვერ ენდობოდა
იურიდიულ არგუმენტებს, რის გამოც მთელი ღამე მოუსვენრად გაატარა.

როცა ვიქტორი ცოლის გვერდით მშვიდად ხვრინავდა, ქალმა წყვდიადს მიაშტერა


თვალი და ფიქრებში ჩაიძირა. თვალწინ მყიდველის სახე წარმოუდგა და ტკივილი
იგრძნო. დაწვრილებით გაიხსენა უცნობის გარეგნობა, ჩაცმულობა და შეწუხდა. ქალმა
ფიქრებში უცნობის დანაშაულის, ნამდვილი ხოცვა-ჟლეტის სურათი დახატა: კაცს
უამრავი გვირგვინი ერთი ოთახიდან მეორეში

ჩუმად, ფეხის წვერებზე გადააქვს, ჩვილ ბავშვებს ახრჩობს, შიგნავს გრძელწვერა


ბაბუებს, ბიძებს და ძმისშვილებს სამართებლით ასახიჩრებს, დაძინებულ ძმას თავის
ქალას უმტვრევს, თავს სჭრის მამას, ნაწილებად ჭრის ბიძაშვილს, ასაჭურისებს სიძეს
და დაღვრილ სისხლში არაადამიანური ხარხარით დატყაპუნობს.

მეორე დღეს ქალმა გაზეთების დასტა იყიდა. დარწმუნებული იყო, რომ პირველ
გვერდზე იხილავდა ცნობას იმ მკვლელობის შესახებ, რომელიც უკვე წარმოდგენილი
ჰქონდა. მან ბევრი ფურცლა გაზეთები, მაგრამ თვითმკვლელობისა და სხვადასხვა
შემთხვევითი მკვლელობების გარდა ვერაფერი იპოვა.

„ჩანს, ჯერ არ ჩაუდენია ეს საძრახისი საქმე და შესაფერის დროს ეძებს,“ - ფიქრობდა


ქალბატონი ეტერპი. მან დაიფიცა, რომ არ მიივიწყებდა ამ შემთხვევას და რამდენიმე
თვის განმავლობაში დილის და საღამოს ყოველდღიურ გაზეთებს ერთგულად და
მგზნებარედ კითხულობდა.

71
ერთი წლის განმავლობაში საიდუმლოებით მოცულ მყიდველს მკვლელობა არ
ჩაუდენია. დიდი ხანი გავიდა, მაგრამ ქალბატონი ეტერპი არ უმხელდა ქმარს თავისი
მოუსვენრობის მიზეზს. უფრო მეტიც, განვლილი შიშის გახსენებაზე იგი
თვალთმაქცურად იცინოდა

ვიქტორთან. სინამდვილეში კი ღრმად სჯეროდა, რომ უბედურება სწორედ მაშინ


გამოაშკარავდებოდა, როცა მას ყველაზე ნაკლებ მოელოდნენ.

ერთ პარასკევ საღამოს, როცა ვიქტორი სასწრაფო შეკვეთაზე მუშაობდა, ქალბატონმა


ეტერპმა პირი კანფეტით ჩაიტკბარუნა, თავზე კრემისფერი მაქმანის მოსახვევი
მოირგო და თავისი მაღაზიის წინ გავიდა. არ გასულა ხუთი წუთი და ქალმა
მოპირდაპირე მხარეს, ტროტუარზე დაინახა შავებში გახვეული საფრთხობელა. იგი
კედლის გასწვრივ მიდიოდა. თითქოს მუცელში დანამ დაუარაო, ქალბატონი ეტერპი
წამოხტა, გასწორდა, გზატკეცილი სწრაფად გადაკვეთა და უცნობს აედევნა.

კაცი აინუნშიაც არ იყო, რომ მისდევდნენ. ნელა მიდიოდა. მხრებში საგრძნობლად


მოხრილს მკლავები ბარძაყებამდე სწვდებოდა. უცნობი აქეთ-იქით მშვიდად
იყურებოდა.

ქალბატონი ეტერპი ხედავდა უცნობის უცოდველ სახესა და მანერებს, მაგრამ არ


სჯეროდა ამ კომედიის. იგი სიამაყეს გრძნობდა იმის გამო, რომ თავისი მშიშარა
ქმრისა და ფანტაზიას მოკლებული ძმისშვილის ჯიბრზე მაინც მიაგნო ამ კაცის
კვალს.

ქალი ცდილობდა ამ ვაჟბატონის არც ერთი ნაბიჯი არ გამოჰპარვოდა. რადაც უნდა

დაჯდომოდა, მას დანაშაული უნდა ეღიარებინა. უცნობი საშუალო კლასის


სასტუმროსთან გაჩერდა, ქუდი მოიხადა და შევიდა. ქალბატონი ეტერპიც შეჰყვა. კაცი
ქშენით ადიოდა კიბეზე. ქალი კვალდაკვალ მიჰყვა. იქვე კუთხეში მიიმალა და იქიდან
უთვალთვალებდა. ის იყო, კაცმა კარი გააღო და ოთახში შესვლას აპირებდა, რომ
ქალბატონმა ეტერპმა შესძახა:

- აჰა! შეჩერდი!

კაცი გაშეშდა, ქალს გაშტერებული და პირდაღებული მიაშტერდა.

- ნება მომეცით, შემოვიდე! - თქვა ქალბატონმა ეტერპმა კატეგორიული ტონით და


პასუხს არც დალოდებია, ოთახში შეიჭრა. ეს იყო პატარა საკუჭნაო, რომლის
კედლები იასამნისფერი ქაღალდით იყო დაფარული. აქ იდგა სპილენძის საწოლი და
ლერწმის პირსაბანი. კედლის გასწვრივ საზარლად ეწყო გვირგვინები, რომლებიც
ახლო და შორეული ნათესავებისადმი იყო მიძღვნილი.

ქალბატონმა ეტერპმა თვალის ერთი გადავლებით დაადგინა, რომ ამ სამგლოვიარო


გვირგვინების ნაკრებს ჯერ არც ერთი არ აკლდა. დროზე მოვედიო, იფიქრა და
ნესტოები დაბერა.

- რა გნებავთ, ქალბატონო? - ჩაიჩურჩულა კაცმა და კარის დახურვა დააპირა, - მე თქვენ


არ გიცნობთ.

72
- მე გიცნობთ, - უხეშად უთხრა ქალმა, - თქვენი სახელი?

- მორის ბალოტენი.

- ოჯახური მდგომარეობა?

- მარტოხელა.

- ასაკი?

- 70 წლის, მაგრამ რა უფლებით მეკითხებით ამდენს?

მორის ბალოტენი ქალის წინ იდგა. სახე დამჭკნარი და ნაცრისფერი ჰქონდა, ცხვირი
მოჭყლეტილი, სევდიანი თვალები ცრემლებით სავსე. კოსტიუმის ბორტზე
აკანკალებული მარცხენა ხელი ედო. ქალბატონმა ეტერპმა გამოჩენილი ავტორების
ნაწარმოებებიდან გაიხსენა, რომ ზოგიერთი მოხუცი ამგვარი საცოდავი იერის უკან
ძალასა და ვეფხვის მოქნილობას

მალავს. საფრთხის მოლოდინში მყოფი ქალი თვალს არ აშორებდა მოხუცის თითებს


და როგორც კი კაცმა ნაბიჯი გადადგა კარისკენ, წამოიყვირა:

- არ გაინძრეთ!

- ქალბატონო, მე ჩემს სახლში ვარ და უფლება მაქვს...

- თქვენ არაფრის უფლება არ გაქვთ, ჩემი მადლობელი უნდა იყოთ. ეს გვირგვინები


თქვენ ჩემგან იყიდეთ.

ამ სიტყვების გაგონებაზე მორის ბალოტენმა ხელები სახეზე აიფარა, უცებ მუხლები


მოეკვეთა. თავის შეუმცდარობაში დარწმუნებული ქალბატონი ეტერპი კი ამაყად
განაგრძობდა:

- დიახ, მართალია, თავიდან ვერ მივხვდი თქვენი შენაძენის მიზეზს, მაგრამ მალე
დავადგინე სიმართლე. თქვენ სულით მახინჯი... თქვენ დამნაშავე ხართ. გგონიათ არ
ვიცი, რა განაჩენს უმზადებთ თქვენს ახლობლებს? პოლიცია უკვე
გაფრთხილებულია...

- პოლიცია გაფრთხილებულია? - თითქოს თავისთვის ჩაიჩურჩულა მორის


ბალოტენმა და

სკამზე ჩამოჯდა. ქალბატონი ეტერპი ვეღარ ხედავდა მის დანაოჭებულ სახეს. უცებ
ტირილის ხმა შემოესმა.

- რა საჭირო იყო პოლიციისთვის შეტყობინება, მე დამნაშავე არა ვარ, გეფიცებით...

- არ მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ, - ირონიით წამოიძახა ქალმა, - ამიხსენით,


რისთვის დაგჭირდათ ამდენი გვირგვინი, ვისთვისაა განკუთვნილი ეს მიძღვნები?

კაცმა თავი ასწია. მისი დანაოჭებული და ცრემლებისაგან სველი სახე წვიმაში ნამყოფს
ჰგავდა. ცახცახა ტუჩებიდან ყვითელი კბილები მოუჩანდა. მან აღელვებით
წაილუღლუღა:

73
- ეს... ეს საიდუმლოა... მაგრამ მე ყველაფერს გეტყვით, ხომ ხედავთ, მოხუცი ვარ,
გულით ავადმყოფი. ექიმებმა მითხრეს, რომ რამდენიმე თვის სიცოცხლეღა დამრჩა,
შეიძლება, რამდენიმე დღისაც... ერთი სიტყვით, მე განუწყვეტლივ ვფიქრობ ჩემს
სიკვდილზე, დასაფლავებაზე. ამქვეყნად მარტო ვარ, არც ნათესავები მყავს, არც
მეგობრები, არავინ! მე მარტო ვარ!.. წარმოიდგინეთ სამგლოვიარო პროცესია:
უპატრონო, გაძარცვული, ყვავილების, გვირგვინების, ჭირისუფლებისა და ესკორტის
გარეშე. ამიტომ თვითონ მოვიგონე ნათესაობა... ვიყიდე გვირგვინები. მათი ლენტები
გამოხატავენ მწუხარებას ჩემი სახით დაკარგული მამის,

ბაბუის, ძმის, შვილის, მეგობრის გარდაცვალების გამო... ასე წინასწარ გავინაღდე


მოჩვენებითი ნუგეში ნათესავებისაგან. მანამდე მოწყენილი ვიყავი. ახლა სითბოსა და
სიყვარულსაც კი ვგრძნობ, გული დამშვიდებული მაქვს. მგონია, რომ ჩემს სიკვდილს
ვიღაც ინანებს, ნამდვილად ინანებს.

აღელვებული ქალბატონი ეტერპი უყურებდა ამ უბედურ კაცს, რომელიც მან


დამნაშავედ მიიჩნია და გრძნობდა, რომ ის ნამდვილი პოეტი იყო. მორის
ბალოტენმა თქვა:

- თქვენ ალბათ სულელი გგონივართ, მაპატიეთ...

- ეს მე უნდა მოგიხადოთ ბოდიში, - ამოიოხრა ქალბატონმა ეტერპმა, მოხუცის


დამჭკნარ ხელს ხელი ჩასჭიდა და თვალებში შეხედა.

- ხვალ ჩვენთან მობრძანდით სადილად, უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი.

ამ შემთხვევის შემდეგ მორის ბალოტენი ეტერპების ყველაზე ახლობელი, გულითადი

მეგობარი გახდა. იგი რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა. მოხუცი ისე დაკრძალეს,
როგორც თვითონ წარმოედგინა. მისი დასაფლავებით ყველა გაკვირვებული იყო:
ბალდახინს მხოლოდ ცოლ-ქმარი ეტერპები მიჰყვებოდნენ, სამგლოვიარო მანქანა კი
მინის მარგალიტების, სპილენძის ფოთლების, ხელოვნური ვარდებისა და
სხვადასხვანაირი ყვავილის მთაში აღარ ჩანდა.

გვირგვინების იისფერი ლენტები იტყობინებოდნენ დიდ მწუხარებასა და უსაზღვრო


ტკივილს. გვირგვინებში განსაკუთრებით გამოირჩეოდა ცოლ-ქმარ ეტერპებისაგან
მიძღვნილი უზარმაზარი გვირგვინი, მის ლენტზე ოქროს ასოებით ეწერა: „ჩვენს
საუკეთესო მყიდველს“.

74

You might also like