Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ტექსტის გააზრება მოცემული მონაკვეთის მიხედვით:

ჯერ-არს თქუენდაცა დაკჳრვებად ჩემ თანა, რომელნი ესე მეშჳდესა დარსა ზედა ვდგათ*


(საჭიროა რომ ჩემთან ერთად ყველაფერს ჩაუღრმავდეთ), რომლისა ჟამისათჳსცა უფალი
იტჲჳს, ვითარმედ „მრავალნი სცთებოდიან და მრავალთა აცთუნებდენ“ (ამ ჟამს ბევრი
ცდებოდა და ბევრს აცდუნებდნენ) და მოციქული პავლე მისწერს ტიმოთესა*,
ვითარმედ „მოვალს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამის მოძღურებასა არა თავს-
იდებდენ, (ჭეშმარიტ, მარადიულ (სასიცოცხლო) მოძღვრებას არ მიიღებენ) არამედ გულის-
თქუმისაებრ თჳსისა თავით თჳსით შეიკრებდენ მოძღურებასა ქავილითა
ჲურთაჲთა და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი გარემიიქცინენ და ზღაპრებსა მიექცენ“,

(თავისი გულისყურის მიხედვით თავიანთი ყურისათვის სასიამოვნო მოძღვრებას თვითონ


ამოირჩევენ) რომელიცა ესე აწ ჟამსა ამას აღესრულების ჩუენ შორის. (ამჟამად ხდება)

რამეთუ რომელნი ესე ვართ ყურესა ამას ქუეყანისასა, (იგულისხმება ქრისტიანული


სამყაროს განაპირას, არაქრისტიან, მოძალადე მტერთან პირისპირ დგომა. ქართველი ერი
პირველი უმკლავდება და საკუთარ თავზე იღებს საქრისტიანოზე აღმართულ მახვილს. ეს
მისი გამორჩეული, ღვთიური მისიაა.) სასტიკებისაგან და სივერაგისა, მანქანებითა მით
საცთურებისაჲთა, ზედამდგომელთა (მაცდური ხერხებით ჩვენი ზედამხედველები) ამათ
ჩუენთა, მფლობელთა ამის ჟამისათა, ზაკულებითა (ვერაგობით) მოძღურებისაჲთა, თჳთ
თავით თჳსით შჯულისდებისაჲთა (თავისი გამოგონილი მოძღვრებით), განდგომილთა
ქრისტჱსგან, მრავალნი შეაცთუნნეს და გარდადრიჳნეს გზისაგან
სიმართლისა და ჭეშმარიტებასა ქრისტჱს სახარებისასა შეეცოდნეს, რომელნი ხუთასის
წლისა ჟამთა და უწინარჱს-ღა შჯულ-დებულ ყოფილ [არიან] წმიდითა მადლითა ნათლის-
ღებისაჲთა. (უფრო ადრეც მიუღიათ რჯული წმინდა ნათლისღებით (მონათლულან
ქრისტიანებად) მიერითგან და ვიდრე (იმ დროიდან აქამდე) აქამომდე ნაშობნი
ქრისტეანეთანი (ქრისტიანთა მოდგმა) გარდაგულარძნნეს (გაადადრიკეს): რომელნიმე
მძლავრებით, რომელნიმე შეტყუვილით, რომელნიმე სიყრმესა შინა
უმეცრებით, რომელნიმე მზაკუვარებით. და სხუანი, რომელნი ესე ვართ
მორწმუნენი, მძლავრებასა ქუეშე დამონებულ[ნი] და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა
შეკრულნი, ვითარცა რკინითა, ხარკსა ქუეშე მათსა გუემულნი და ქენჯნილნი, ძჳრ-ძჳრად
ზღვეულნი, შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა,
არამედ ქრისტჱს სიყუარულითა და შიშითა, ჩუეულებისაებრ მამულისა სლვისა,(მამაპაპურ
გზაზე სვლით, მამულის ცხოვრების წესისამებრ) ჭირთა მოთმინებითა არა
განეშორებიან მხოლოდშობილსა ძესა ღმრთისასა. (ქრისტეს)

უნდა დაწეროთ თემა , იმსჯელოთ (არ დაწეროთ პერიფრაზი!) ამ მითითებების მიხედვით.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის კითხვებზე პასუხი.

ნამუშევარი გამოაგზავნეთ 22:00 საათამდე, ხვალ გაკვეთილზე გავარჩევთ.

ხვალ ასევე განვიხილავთ შფასების კრიტერიუმებს.


გეგმა:

 იმსჯელეთ, რაში ხედავს ავტორი ქართული ეროვნული სიამაყის საფუძველს;


- ქართველები ქრისტიანული სამყაროს განაპირას ცხოვრობენ - მათ უწევთ
არაქრისტიან, მოძალადე მტერთან გამკლავება. ქართველი ერი პირველი
უმკლავდება და საკუთარ თავზე იღებს საქრისტიანოზე აღმართულ მახვილს. ეს
არის ერის გამორჩეული ღვთიური მისია რაც ქრისტიანი ქართველებისთვის
საამაყოა.
- ქართველებმა ადრინდელი დროიდანვე მიიღეს რჯული წმინდა ნათლისღებით
და მათ თავიდანვე სჯეროდათ ჭეშმარიტი ღმერთის.
- მიუხედავად იმ დიდი განსაცდელისა რომლის გადატანაც უწევთ ქრისტიანებს
ისინი ქრისტეს სიყვარულით და შიშით აგრძელებენ ცხოვრებას მამულის
ცხოვრების წესისამებრ და იჩენენ მოთმინებას - არ განეშორებიან ქრისტეს .
 იმსჯელეთ, რა ხერხებითა და საშუალებებით იმორჩილებს, ავტორის აზრით,
დამპყრობელი ქართველს ერს;
- ერთადერთი რაც ქართველებს ამ სიტუაციაში ამყარებდა იყო მათი რელიგია -
ქრისტიანობა. მტერი ქრისტიანობის აღმოფხვრას ცდილობდა რათა
საბოლოოდ დაემორჩილებინა ქართველი ერი.
- ამას არაბები ცდილობდნენ მაცდური ხერხებით და ვერაგობით, ისლამის
ქადაგებით, ძალადობით, მოტყუებით, ვერაგობით.
- ზოგი ახალგაზრდული უმეცრების გამო გადადიოდა ისლამზე. ხოლო ზოგი ამ
მზაკვრელობას ეგებოდა.
- დანარჩენების ნაწილი, ვისი გადაბირებაც ვერ შეძლეს არაბებმა , ძალადობის
მსახურებაში მყოფნი სიღარიბით და სიღატაკით შეკრული, არათა ხარკის ქვეშ
გატანჯული, იდრიკებოდა როგორც ლერწამი ძლიერ ქარში.
 იმსჯელეთ, რაში ხედავს ავტორი ეროვნული კატასტროფის მიზეზს და გამოსავალს
ამ ძმიმე მდგომარეობიდა,
- ავტორი ეროვნული კატასტროფის მიზეზს ხედავს იმაში რომ ქართველებს
ეკარგებათ ქრისტიანობა და რადგან ენა, მამული და სარწმუნოება არის ის სამი
ღირებულება რაც აქცევთ ქართველებს ქართველებად. ერთერთის დაკარგვაც
კი მძიმე იქნებოდა ქართველებისთვის და ერის გადაგვარებას გამოიწვევდა .
- ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალს ხედავს მოთმინებით , მამაპაპური
გზით ცხოვრების გაგრძელებაში და რწმენის შენარჩუნებაში .

You might also like