Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 68

აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები

1
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი

აღქმისა და
მეხსიერების
კოგნიტური
მოდელები
ლექტორი: დ. ფარჯანაძე

2019

1
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
2
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი

სარჩევი

1. მეხსიერების რეკონსტრუქცია --------------------------------------------------------------3

2. პროსპექტული მეხსიერება ----------------------------------------------------------------19

3. სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი ----------------------------------30

4. აქტივაციის გავრცელების მოდელი და ინფორმაციის პარალელურად


განაწილებული გადამუშავება ---------------------------------------------------------------40

5. პარალელური გადამუშავება. კონექციონისტური მოდელი (რ.სტერნბერგი) -------49

6. იმპლიციტური მეხსიერება ----------------------------------------------------------------57

7. პრაიმინგი ------------------------------------------------------------------------------------66

2
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
3
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი

მეხსიერების რეკონსტრუქცია
ფრედერიკ ბარტლეტი

მარიამ მზარეულაშვილი

ბარლეტმა თავისი ცნობილი ექსპერიმენტები ჩაატარა იმ დროს, როცა ფსიქოლოგია


ნელ–ნელა ტრადიციული მოდელიდან ჰოლისტურ მიდგომაზე გადადიოდა.

ის ამტკიცებდა, რომ ფსიქოლოგიური პროცესები აქტიურ გონებას მოიცავდა და არ


იყო მართებული, ისეთი მეთოდოლოგიის გამოყენება, რომელიც უბრალოდ მიზეზ–
ეფექტის კავშირს ეძებდა ცვლადებს შორის. ტრადიციული ექსპერიმენტები
რეაქციებს გამოყოფდა ცალკეულ ერთეულებად, რათა დაედგინა სტიმულის
პირდაპირი ზემოქმედება ორგანიზმზე. მაგალითად, ფეხნერი იყენებდა
ექსპერიმენტულ მეთოდებს, რათა აღმოეჩინა მათემატიკური კავშირი სტიმულის
ფიზიკურ ინტენსივობასა და წარმოქმნილ ფიზიოლოგიურ შეგრძნებას შორის.
სწორედ ფეხნერის “ფსიქოფიზიკის ელემენტები” გახდა ებინგჰაუსისთვის
შთაგონების წყარო, რათა გამოეყენებინა ეს მეთოდოლოგია, იმისთვის რომ
აღმოეჩინა მეხსიერების რაოდენობრივი მახასიათებლები. იმისათვის რომ მას
შეძლებოდა ფსიქოფიზიკის მოდელის გამოყენება, მას უნდა ეპოვნა ისეთი
სტიმულები, რომლებიც იქნებოდნენ მარტივი და ჰომოგენური, რომ ისინი მუდმივ
და ურთიერთშემცვლელ ერთეულებად გამომდგარიყვნენ. ასეთი იყო მისი ცნობილი
უაზრო მარცვლები – თანხმოვანი–ხმოვანი–თანხმოვანი კომბინაციები, როგორებიცაა
მაგალითად SEH ან RUP. მან თავი მოუყარა ყველა არსებულ მარცვალს. ის უყურებდა
მარცვალთა სერიას ერთი წამის განმავლობაში, შემდეგ ისვენებდა 15 წამით და კვლავ
უბრუნდებოდა მარცვალთა მწკრივს, მანამ, სანამ არ იმახსოვრებდა უშეცდომოდ
ყველა მარცვალს. შემდეგ იგი ზომავდა დროს, რაც დასჭირდა გარკვეული
რაოდენობის მარცვლების დამახსოვრებას და გარკვეული დროის შემდეგ მათ
ხელახლა დამახსოვრებას.

3
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
4
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი

ბარლეტი აკრიტიკებდა ებინგჰაუსს იმის არგუმენტით, რომ შეუძლებელია


სრულიად მოვაშოროთ აზრი სტიმულს, როდესცა რეაქციას ადამიანისგან ვიღებთ. ეს
მხდელობა ქმნის ხელოვნურ პირობებს და ართულებს შედეგის გენერალიზებას
ყოველდღიურ ცხოვრებაში. ებინგჰაუსი ცდებოდა, როდესაც ცდილობდა
ლაბორატორიულ პირობებში შეესწავლა მეხსიერება თავისი უმარტივესი ფორმით,
რომელზეც არაფერი ახდენდა გავლენას. ფაქტობრივად, მეტი ექსპერიმენტული
კონტროლით ის კარგავდა იმ ცოდნას, რაც რეალურად ახდენდა გავლენას
მეხსიერებაზე. ის აიგნორებდა ისეთ გავლენებს, როგორებიცაა წარმოსახვა, ემოცია,
კონტექსტი და სხვა. ყველაზე მნიშვნელოვანი დამახსოვრებში არის ის, რომ
გამოიყენება წარსული გამოცდილება, მიმდინარეობს სოციალურ კონტექსტში და
ააქტიურებს ადამიანის ინტერესებს. სწორედ ამ ფაქტორების ამოღებას ცდილობდა
ებინჰაუსი თავის კვლევებში.

ეს კრიტიკა ეხებოდა ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების ყველა ფორმას, რომელიც


გამოიყენებდა ფსიქოფიზიკის ნიმუშს და ცდილობდა მკაცრად გაეკონტროლებინა
პირობები და დაეყვანა რთული პროცესები მარტივ ერთეულებამდე. ეს მოდელი ვერ
გადმოიტანება ფსიქოფიზიკიდან ფსიქოლოგიაში, რადგან ფსიქოლოგიაში
შესწავლილი უნდა იყოს ადამიანი, როგორც მთლიანობა, რომელიც რეაგირებს
გარკვეულ კონტექსტში. ბარლეტი იყო მეთოდოლოგიური ჰოლიზმის მომხრე და
აღწერდა ადამიანებს, როგორც აქტიურ არსებებს, რომლებიც აქტიურად
ურთიერთობენ თავიანთ გარემოსთან. მას მეტად აინტერესებდა რას დებდა ადამიანი
თავის რეაქციაში, ვიდრე როგორ იწვევდა ამას რაიმე გარე ფაქტორი.

ბარლეტის მეთოდოლოგიაში თანამედროვე ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის


გადმოსახედიდან ერთ–ერთი აღსანიშნავი ფაქტი არის მის კვლევებში
რაოდენობრივი შეფასებების ნაკლებობა. ის არ ითვლიდა რამდენი ნივთი ან სიტყვა
იქნა დამახსოვრებული, დავიწყებული ან შეცვლილი. რა თქმა უნდა, ის მიმართავდა
რაოდენობრივ ანალიზს, თუმცა იყენებდა ამ ინფორმაციას თვისებრივი

4
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
5
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი

ტენდენციების აღსაწერად.მაგალითად, ის აღნიშნავდა რა სიტყვები – რა სიტყვებით


ჩანაცვლად (კანოე–ნავით). ბარლეტის მკითხველებს სთავაზობს ფენომენის ახსნას
იმგვარად, რომ წარმოგვიდგენს ცალკეული სუბიექტების სრულყოფილ
რეპროდუქციებს და დეტალურ თვისებრივ ანალიხს. მკითხველები იყენებენ ნედლ
მონაცემებს, რათა თავად გადაწყვიტონ, ეთანხმებიან თუ არა მის ინტერპრეტაციას,
ხოლო კოდირების, რაოდენობრივი მნიშვნელობის მინიჭებისა და აგრეგაციის
შემდეგ ეს შეუძლებელი ხდება. კონკრეტულ თვისებრივ პროცესებზე ყურადღების
გამახვილება თავიდან გვაცილებს რაოდენობრივი ანალიზის აბსტრაგირებას, სადაც
სხვადასხვა საინტერესო ფენომენი იკარგება. ამ სტრატეგიას მონაცემთა ხარისხის
უზრუნველსაყოფად "სქელი აღწერა" უწოდეს: კონტექსტი, მნიშვნელობა და
ინტერპრეტაციები, რომლებიც თან ახლავს კვლევის პროცესს უფრო გამჭვირვალე
უნდა იყოს.

ის მიიჩნევდა რომ სუბოექტური დამოკიდებულებები დიდ როლს თამაშობდნენ


ნებისმიერი პასუხის დროს და ეს დამოკიდებულებები იყო ადამიანის ფსიქოლოგიის
არარაოდენობრივი მახასიათებელი, რაც თანამედროვეობასთან კონფლიქტში მოდის
რადგან დღეს დამოკიდებულებების რაოდენობრივ მახასიათებლად ქცევა ლიკერტის
სკალის მეშვეობითაა შესაძლებებლი. კვლევისას ბარლეტი მიმართავდა დაკვირვებას
და ასევე ესაუბრებოდა მონაწილეებს. მისი კვლევის რეპორტები ხშირად სავსეა
მონაწილეთა კომენტარებითა და ინტროსპექტული პროტოკოლებით.

როგორც ვთქვით, ბარლეტი ინდივიდთა პასუხებს განიხილავდა როგორც მთლიანს


და არა როგორც ცალკეულ რეაქციას. პასუხს იძლევა ადამიანი, რომელიც არის
აქტიურ მთლიანობა ჩართული გარკვეულ კონტქესტში. რაც უპირისპირდება
ებინგჰაუსის გამარტივების მცდელობას, კონტექსტისა და აზრის უგულებელყოფას.
ბარლეტის მიხედვით მარტივი სტიმული არ იწვევს აუცილებლად მარტივსავე
რეაქციას. ჰოლისტური შეხედულების გამო ბარლეტი ცდილობდა მისი
ექსპერიმეტები ყოფილიყო ცხოვრებისეულ, ყოველდდღიურ პირობებთან ახლოს.

5
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
6
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი

თანამედროვე ენით ამას ეკოლოგიურ ვალიდობას ვუწოდებთ. ის იყენებდა აზრიან


მასალას – სურათებსა თუ ნარატივებს (და არა უაზრო მარცვლებს), სადაც
ინდივიდები რთავენ თავიანთ ინტერესებს, პირად ისტორიებს თუ სოციალურ
კონვენციებს. ასე ექსპერიმენტი ყოველდღიურ აქტივობად გარდაიქმნება. მისთვის არ
არსებობდა “ცალკე მეხსიერება” და “ექსპერიმენტი ვაკუუმში”.

ბევრი მკვლევარი ინტერესდებოდა აზრიანი, მნიშვნელობის მქონე ტექსტების


გაგების ფსიქოლოგიით, მაგალითად, როგორიცაა პროზა. ფრედერიკ ბარლეტმა
ერთ-ერთი ცნობილი კვლევა ამ კუთხით ჩაატარა რთული ლიტერატურული
ნაწარმოების გამოყენებით კემბრიჯის უნივერსიტეტში. ის წარმოდგენილია მისსავე
წიგნში - მეხსიერება: ექსპერიმენტული, სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევები
(1932), სადაც აღწერილია სხვადასხვა ექსპერიმენტი მნიშვნელობის მქონე მასალის
დამახსოვრება-დავიწყების შესახებ. ამ ექსპერიმენტებში გამოყენებული იყო მოკლე
მოთხრობები, ამონარიდები პროზიდან და ამერიკელი ინდიელების გრაფიკული
დამწერლობა. პროცედურა საკმაოდ მარტივი იყო. ცდის პირებს მიეწოდებოდათ
მოკლე მოთხრობა ან სხვა მსგავსი მასალა. მათ ის უნდა წაეკითხათ და გარკვეული
დროის შემდეგ აღედგინათ თავისუფალი ფორმით ყველაფერი, რისი დამახსოვრებაც
შეძლეს. ზოგ შემთხვევაში ეს ისტორია მათ სხვა მონაწილისთვის უნდა მოეყოლათ,
რომელიც შემდეგ თავად გადასცემდა დამახსოვრებულს მორიგ მონაწილეს და ასე
თანმიმდევრობით. ცდის პირების მიერ აღდგენილი ინფორმაციის შესწავლით
შესაძლებელი გახდა გაანალიზებულიყო დამახსოვრებისა და დავიწყების
თავისებურებები. ექსპერიმენტში გამოყენებული ერთ-ერთი მოთხრობა ქვემოთაა
მოცემული:

6
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
7
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი

აჩრდილების ომი

ერთხელ ღამით ორი ეგულაკელი ახალგაზრდა ჩადიოდა მდინარესთან, რათა


სელაპებზე ენადირათ. როდესაც ჩავიდნენ, სიჩუმე და ბინდი ჩამოდგა. შემდეგ მათ
საბრძოლო ყიჟინა შემოესმათ და იფიქრეს, ალბათ ეს სამხედრო რაზმიაო. ნაპირზე
გამოიქცნენ და ხის მორის უკან დაიმალნენ. კანოეები მოუახლოვდნენ და მათ უკვე
ჟრიამულის ხმა მოესმათ და დაინახეს, რომ ერთ-ერთი მათკენ მოდიოდა. მასში 5
ადამიანი იჯდა და ერთ-ერთმა მათ უთხრა:

- რის გაკეთებას აპირებთ? ჩვენ თქვენი წაყვანა გვინდა. მდინარეს მაღლა უნდა
ავუყვეთ და იქაურ ხალხთან ომი უნდა დავიწყოთ.
ერთ-ერთმა ახალგაზრდამ უპასუხა:

- ისრები არ მაქვს.
- ისრები ჩვენს კანოეშია, - უთხრეს მას.
- თქვენთან ერთად არ წამოვალ. შეიძლება მომკლან. ჩემმა მშობლებმა არ იციან
სად წამოვედი. შენ რას იზამ? - მიუბრუნდა მეორეს - იქნებ შენ წახვიდე
მათთან ერთად?
ასე, ერთი ახალგაზრდა წაყვა მოსულებს, მეორე კი სახლში დაბრუნდა. მეომრები
აუყვნენ მდინარეს ქალაქამდე, რომელიც კალამის მეორე მხარეს მდებარეობდა.
იქაური ხალხი დაეშვა წყლისკენ და ბრძოლა დაიწყეს, ბევრი დაიღუპა. მალევე
ახალგაზრდამ გაიგო, ერთ-ერთმა მეომარმა როგორ თქვა: “სწრაფად სახლში
დავბრუნდეთ, ეს ინდიელი დაჭრილია”. მაშინ მან გაიფიქრა: “ესენი ჰომ მოჩვენებები
არიან.” ტკივილს ვერ გრძნობდა, მაგრამ ეუბნებოდნენ, რომ დაჭრილი იყო.

როდესაც კანოეები ეგულაკში დაბრუნდნენ, ეს ახალგაზრდა თავის სახლთან


გადმოვიდა ნაპირზე და ცეცხლი დაანთო. ყველას შეუტრიალდა და მიმართა:
“წარმოგიდგენიათ, მე მოჩვნებებთან ერთად ვიყავი და ჩვენ საომრად წავედით.

7
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
8
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი

ბევრი ჩვენიანი მოკლეს, ასევე მათგანაც ბევრი დაიღუპა, ვინც ჩვენ თავს დაგვესხა.
მათ მითხრეს რომ დაჭრილი ვიყავი, მაგრამ ტკივილს ვერ ვგრძნობდი.” მან ეს
ყველაფერი თქვა და შემდეგ დადუმდა. მზე როცა ამოვიდა, ის დაეცა. პირიდან რაღაც
შავი გამოუცოცდა, სახე კი მოეღრიჯა. ხალხი წამოხტა და აყვირდა.

ის მკვდარი იყო.

დაახლოებით 20 საათის შემდეგ ერთ-ერთმა ცდის პირმა მოკლედ მოყვა ეს ისტორია


თავისუფალი ფორმით. მის მონაყოლში იყო ჩავარდნები და ასევე გარვეუკი
ცვლილებებიც. ნაკლებად ხშირი სიტყვები ჩანაცვლდა ჩვეულებრივით, მაგალითად
“ნავი” “კანოეს” ნაცვლად ან “თევზაობა” “სელაპებზე ნადირობის” ნაცვლად.

იმავე ცდის პირმა ეს მოთხრობა 8 დღის შემდეგაც გაიხსენა. ამჯერად ისტორია კიდევ
უფრო შემოკლებული იყო. საკუთარი სახელი “კალამა” არ იყო ნახსენები, ხოლო ახნა
იმისა, რომ “მე შეიძლება მომკლან” , რომელიც პირველი მოყოლისას არ აღუნიშვანს,
ახლა ითქვა.

6 თვის შემდეგ ცდის პირმა კვლავ გაიხსენა მოთხრობა. ამ უკვე ძალიან მოკლე
მონაყოლში ამოვარდნილი იყო ყველა უჩვეულო ტერმინი, საკუთარი სახელი და
ზებუნებრივი მოვლენები.

ბოლოს, ერთ-ერთ მონაწილეს უკვე ორნახევარი წლის შემდეგ სთხოვეს, კვლავ


გაეხსენებინა მოთხრობა . ამ დროის განმავლობაში მას არ უნახავს პირველადი
ვერსია და, როგორც თავად ამბობდა, არც უფიქრია მასზე. მისი მონათხრობი ასე
გამოიყურება:

რამდენიმე მეომარი გაეშურა მოჩნებებთან საბრძლოველად. მთელი დღე ომობდნენ


და ერთ-ერთი მათგანი დაიჭრა. საღამოს სახლში დაბრუნდენ, წამოიყვანეს დაჭრილი
მეგობარი. მზის ჩასვლის მოახლოებასთან ერთად მისი მდგომარეობა უარესდებოდა
და სოფლის მაცხოვრებლები მის გარშემო შეგროვდნენ. მზის ჩასვლისას მან
ჩაისუნთქა და რაღაც შავი ამოუციდა პირიდან. ის მკვდარი იყო.

8
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
9
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი

მოთხრობის მხოლოდ ძირითადი თემა ინახება, დეტალები ძალიან სუსტად


მუშავდება. გამოჩნდა რაღაც დეტალები, რომლებიც უფრო მომხდარზე ცდის
მონაწილის ვარაუდს ეფუძნებოდა, ვიდრეს იმას, რაზეც რეალურად იყო საუბარი
მოთხრობაში. მაგალითად მონაყოლში დაჭრილი ახალგაზრდა ბოლოს კვდება.
როდის? მზის ჩასვლისას! ისე თითქოს, როგორც ეს ცდის მონაწილისთვის ნაცნობ
პოპულარულ ხალხურ მოთხრობებში ხდება. ორიგინალ ვერსიაში, რა თქმა უნდა, ასე
არ იყო. მოთხრობის აღდგენისას გარკვეულ ფაქტებზე ინფორმაციის არქონის
პირობებში ხდება სხვადასხვა წყაროების ინფორმაციის ფრაგმენტების გაერთიანება.
(ამ შემთხვევაში თავად მოთხრობისა და ზოგადი ცოდნის)

ბარლეტმა ამ ტიპის ინფორმაციის შემდეგი კატეგორიები გამოყო:

გამოტოვებები. ხანდახან კონკრეტული ინფორმაცია ამოვარდნილია. ამასთან,


არათანმიმდევრული ან ადამიანის მოლოდინებთან შეუსაბამო ინფორმაცია
რთულად აღდგება.

რაციონალიზაცია. ინფორმაცია ემატება, რათა უკეთ აიხსნას შეუსაბამობები.

დომინანტური თემა. გარკვეული თემა განსაკუთრებულ სიცხადეს იძენს, ხოლო სხვა


დეტალები შემდგომში უერთდება ამ დომინატურ თემას.

ინფორმაციის ტრანსფორმაცია. ნაკლებად ნაცნობი სიტყუვები ჩანაცვლდება უფრო


ხშირი, ჩვეული სიტყვებით.

თანმიმდევრობის შეცვლა. მოთხრობის ზოგიერთი მოვლენა გადაიტანება დროში


უფრო ადრე, ზოგი კი უფრო გვიან.

ლინგვისტური აბსტრაგირება

9
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
1
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 0

კვლევათა დამარწმუნებელი რაოდენობა აჩვენებს იმას, რომ წიგნის, მოკლე


მოთხრობისა თუ ლექსის კითხვისას, ჩვენ მეხსიერებაში მხოლოდ ძირითად არსს
ვინახავთ, ხოლო დეტალებს, რომლებსაც ვივიწყებთ, ვეღარ აღვადგენთ ან ვურევთ
სხვა მოგონებებს და საბოლოოდ დამახინჯებულ მოგონებებს ვიღებთ.
ცხოვრებისეული მოვლენებისა თუ წაკითხული მასალის დამახინჯებული
დამახსოვრება შესაძლოა მანამდე არსებული ცოდნის, პირადი მიზნების, სამყაროს
ხედვისა თუ საკუთარი რწმენების შედეგი იყოს. ამის შესამოწმებლად მარტივი
ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება: წაიკითხეთ მოკლე ისტორია და ჩამოწერეთ მისი
ძირითადი პუკქტები რამდენიმე წინადადებაში რაც შეიძლება კონკრეტულად.
სთხოვეთ მეგობარს წაიკითხოს იგივე ისტორია, მთავარი იდეების ჩაწერის გარეშე.
შემდეგ კი შეადარეთ მეგობრის რეკონსტრუქცია თქვენს ჩანაწერებს.

მთხრობელის დამოკიდებულება. ადამიანის დამოკიდებულება მასალის მიმართ


განსაზღვრავს დამახსოვრების ხარისხს.

მიღებული შედეგების ასახსნელად ბარლეტმა გაანალიზა ტექსტები ამ ძირითადი


პუნქტების მიხედვით, გამოყენებდა რა ამ პროცესში სქემის ცნებას. (მისეული ვერსია,
რომელიც საუკუნის წინ იყო, არანაკლებ ახლად გამოიყურება, როგორც ყველაზე
თანამედროვე თეორიები). ბარლეტის მიხედვით სქემა არის წარსული რეაქციებისა
თუ გამოცდილების ატქიური ორგანიზაცია. ყოველი შემოსული სტიმული
მონაწილეობას იღებს სქემის აგებაში. ბარლეტმა წინასწარ განჭვრიტა ლინგვისტური
იდეების აბსტრაგირების კონცეფცია, ემპირიულად იკვლია, შემდგომში კი ეს
სემანტიკური მეხსიერების ბევრი თეორიის მუდმივი თემა გახდა.

მეხსიერების კვლევების უმრავლესობას ვერბალური, სიტყვასიტყვითი ხასიათი აქვს


და შედარებით მარტივ სალაპარაკო მასალას ეფუძნება, როგოებიცაა, მაგალითად,
სიტყვების სიები. ამის უკან გარკვეული მოსაზრება დევს: პირველი ის, რომ მრავალი
თეორიტიკოსი, დაწყებული პლატონით, დამთავრებული ამ საუკუნის ასოციაცის
ფსიქოლოგებით ინფორმაციის აღდგენას, გახსენებას აღიქვამს, როგორც მეხსიერების

10
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
1
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 1

კვალის ფორმირების პროცესს, რომელიც მანამდე მიღებული ინფორმაციის


კოპიას/ასლსს წარმოადგენს. ამ პერსპექტივიდან გამომდინარე მართებულია ვთქვათ,
რომ ინდივიდი მხოლოდ მაშინ იხსენებს სიტყვას, როცა ის ამ სიტყვებს ზუსტად იმ
ფორმით ამოიცნობს ან რეპროდუცირებს, რა ფორმითაც მას ეს სიტყვები წარედგინა.
მეორე, ქცევა უკეთ გაზომვადია, თუ რეაქციები მხოლოდ მაშინ ჩაითვლება სწორად,
თუ მანამდე მიწოდებულ სიტყვებს ზუსტად დაემთხვევა. მაგალითად, თუ
მიწოდებული სიტყვა არის “მგელი” და ცდის პირი აღადგენს “მელიას”, საიდან უნდა
გავიგოთ, რომ მელიაში მგლის კონკრეტული ატრიბუტების გახსენება აისახება?
მესამე, მეცნიერების ისტორიის განვითარება ვერბალური შეკავების კვლევას უწევს
რეკომენდაციას. ებინჰაუსის ცდების შემდეგ მევრმა ფსიქოლოგმა გამოიყენა და
გაანალიზა სიტყვების სიების დამახსოვრება. ახალი მიგნებების ძველთან შედარება
რომ შევძლოთ, ის მეთოდები უნდა გამოვიყენოთ, რომლებიც ძველად
გამოყენებულებს ჰგვანან. სწორედ ამიტომ სიტყვების დამახსოვრების კვლევებს,
მიუხედავად იმისა, სწორია თუ არა მათი გამოყენება, მყარად აქვთ ფსიქოლოგიაში
ფესვები გადგმული. მსგავსი შეკავების ანალიზი იმითაც მართლდება, რომ ის
ცხოვრებისეულ სიტუაციებშიც ხშირად გვხვდება. ადამიანთა უმრავლესობა
სიტყვასიტყვით იხსენებს საყვარელ ხუმრობებს, ეს არცაა გასაკვირი, რადგან
ანეკდოტები სასაცილო აღარ იქნება, თუ მას არასწორად მოვყვებით. დაზეპირების
ამგვარი ფორმა სკოლაშიც ისწავლება, მოსწავლეები სიტყვასიტყვით იმახსოვრებენ
ლექსებსა და პოემებს, ასევე ეროვნულ ჰიმნს. ზოგიერთ ადამიანს კი წლების
შემდეგაც შეუძლია მსგავსი ტექსტების ზუსტი აღდგენა.

ზუსტად დამახსოვრებას ადგილი აქვს როგორც მიზანმიმართული სწავლისას, ისე


შემთხვევითი სწავლისას. კენანმა, მაკვაინიმ და მეიჰიუმ (1977) გაზომეს ზუსტი
დამახსოვრება დენვერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის
სასადილოში გაჟღერებული განცხადებებისა. მონაწილეებმა არ იცოდნენ, რომ ეს
განცხადებები უნდა დაემახსოვრებინათ.მიუხედავად ამისა 50 პროცენტზე მეტმა

11
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
1
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 2

შეძლო ჭკვიანურად, იუმორით, ხუმრობებით, პიროვნული კრიტიკით


გადმოცემული წინადადებების სიტყვასიტყვით გახსენება.

თუმცა ასევე ცხადია, რომ ინფორმაცია მისი ზუსტი ფორმით ყოველთვის არ


აღდგება. ადამიანთა უმრავლესობა, როგორც წესი, პროზაული ნაწარმოებებიდან
უფრო მნიშვნელობას ან ძირითად თემას იმახსოვრებს, ვიდრე ზუსტ სიტყვებსა და
წინადადების სტრუქტურებს. ამასთან, გაგონილისა და წაკითხულის შინაარსების
გახსენება არ არის მხოლოდ შენახული ინფორმაციის აქტივაციის პრიცესი.
უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ ვიხსენებთ ისე, რომ ამ დროს ინფორმაციას აქტიურად
გარდავქმნით, ვამატებთ ახალ ინფრორმაციასაც. ამ მიზეზით ბევრმა ფსიქოლოგმა
კვლევები ისტორიის მნიშვნელობის გახსენების შესწავლისკენ მიმართა და უარი
თქვა ზეპირი სავარჯიშოების გამოყენებაზე.

ისტორიებისა და სურათების რეკონსტრუქცია

ბარლეტი 1932 წლიდან იყო მომხრე იმ მოსაზრებისა, რომ გახსენება


რეკონსტრუქციული პროცესია. როგორც უკვე ვისაუბრეთ ის იკვლევდა როგორ
აღადგენდნენ ბრიტანელი მოზრდილები ჩრდილოამერიკელი ინდიელების
თქმულებას, მისტიკური ელემენტებით. ბარლეტმა აღმოაჩინა, რომ ცდის პირები
ხშირად ცდებოდნენ, როცა დეტალებს ტოვებდნენ და ისტორიას თავიანთ
კულტურულ მოლოდინებს არგებდნენ. ზუსტად იმიტომ, რომ ცდის პირები
ისტორიას საკუთარი რწმენებისა და მოლოდინების მიხედვით ცვლიდნენ, ბარლეტი
მივიდა იმ აზრამდე, რომ გახსნებისას არ ხდება შენახულის ასლის ამოღება. ნაცვლად
ამისა ცდის პირები ყოველდღიურ ცოდნას და ისტორიის ფრაგმენტებს იყენებდნენ,
რათა ეს ისტორია ნაბიჯ-ნაბიჯ აღედგინათ.

ყველა კვლევას არ შეეძლო იმავეს ჩვენება - რეპროდუქციისას ასეთი დიდი


ცდომილების, როგორც ეს ბარლეტის შემთხვევაში იყო. ამიტომ მოგვიანებით
ფსიქოლოგები შეჯერდნენ იმაზე, რომ არაა აუცილებელი ზუსტი, სიტყვასიტყვითი

12
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
1
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 3

გახსენებისა და რეკონსტრუქციის თეორიებიდან ერთ-ერთი ალტერნატივის


ამორჩევა. ადამიანის მეხსიერება ექსტრაორდინალურად მოქნილია, ასე რომ არ
იქნება მართებიული პოსტულირება იმისა, რომ გახსენების პროცესი მხოლოდ
რომელიმე ფორმით მიმდინარეობს.

რეკონსტრუქციული მეხსიერება

მეხსიერების რეკონსტრუქციის კვლევა განაგრძო სპირომ. ისევე როგორც ბარლეტი,


ისიც თვლიდა, რომ ინფორმაციის ამოტანისას დამახინჯებას ვხვდებით, მაშინ, როცა
სწორი ინფორმაციის აღდგენას ცდის პირთა მოლოდინები უშლიან ხელს. ამის
საილუსტრაციოდ გამოდგება სპიროს მიერ ჩატრებული ექსპერიმენტი, სადაც იგი
ცდის პირების მოლოდინებით მანიპულირებდა, როცა მათ სხვადასხვა
ისტორიას აკითხინებდა. ყოველი ცდის პირი კითხულობდა ისტორიას წყვილზე -
ბობსა და მარჯიზე. ისინი გეგმავდნენ ბედნიერად მათ ქორწინებას, მაგრამ ბობს
ერთი პრობლემა ჰქონდა, რომელზეც საუბარი ძალიან ურთულდებოდა: მას არ
უნდოდა შვილების ყოლა. ბოლოს მან გაადსო ეს მარჯისაც. ისტორიის ბოლოს
აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში მარჯი ძალიანაც გახარებული იყო, რადგან უფრო
მეტი დრო ექნებოდა ამ შემთხვევაში საკუთარი კარიერისთვის. არსებობდა
ისტორიის მეორე დასასრულიც, რომელსაც ცდის პირთა ნაწილი კითხულობდა,
სადაც მარჯის აუცილებლად უნდოდა დედობა და სიტუაცია ძალიან დაიძაბა. ეს
ორი ისტორია, რომელიც ცდის პირთა ორ სხვადასხვა ჯგუფს მიეწოდა, უნდა
გამხდარიყო მათთვის სხვადასხვა მოლოდინების ჩამოყალიბების მიზეზი.
მოლოდინი ბობისა და მარჯის მომავალი ბედნიერებისა ან მოლოდინი მათ შორის
განვითარებად პრობლემაზე. ცდის პირებს უთხრეს, რომ მოგვიანებით თავიანთი
რეაქციების შესახებ გამოკითხავდნენ.

დაახლოებით 8 წუთის შემდეგ სპირობ ახსენა, რომ (1) ბობი და მარჯი


დაქორწინდნენ და ბედნიერები იყვნენ ერთად ან (2) ურთიერთობა შეწყვიტეს და
დაშორდნენ. მანამდე წაკითხული ისტორიიდან გამომდინარე ზოგიერთი ცდის

13
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
1
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 4

პირისთვის ეს განვითარება მათი მოლოდინის შესაბამისი, ხოლო ზოგისთვის კი


შეუსაბამო იყო. ამიტომ განაცხადი იმაზე, რომ ბობსა და მარჯის ქორწინება
ბედნიერი იყო ეწინააღმდეგებოდა იმ ცდის პირთა მოლოდინებს, რომელთაც
მანამდე წაკითხული ჰქონდათ, რომ ბავშვის ყოლის საკითხმა მწვავე კონფლიქტი
გააჩინა წყვილს შორის. სპირო ვარაუდობდა, რომ მოლოდინების საწინააღმდეგო
პირობაში ახალი მოლოდინი და ინფორმაციის აღდგენისას შეცდომები
წარმოიქმნებოდა. ცდის პირები შეცვლიდნან თავიანთ თავდაპირველ მოლოდინს
(კრიზისის მოლოდინი) და ისტორიის გახსენებისას გამოიყენებდნენ უკვე ახალ
მოლოდინს და მის მიხედვით მოახდენდნენ ისტორიის მოდიფიკაციას. ამდენად,
შეცდებოდნენ - შეამცირებდნენ კონფლიქტის სიმწვავეს ან გაიხსენებდნენ ფიქტიურ
არარსებულ ელემენტებს, რომელთან კონფლიქტის გადაჭრა უნდა გამოეწვიათ.

ორი დღის, სამი ან ექვსი კვირის შემდეგ სპირომ თხოვა ცდის მონაწილეებს
მოეყოლათ ისტორია. როგორც მოსალოდნელი იყო, ექსპერიმენტული ჯგუფის ცდის
პირები უფრო ხშირად უშვებდნენ შეცდომებს, ვიდრე საკონტროლო ჯგუფი,
უპირველეს ყოვლისა მაშინ, როდესაც გახსენების ინტერვალი სამი ან ექვსი კვირა
იყო. ექსპერიმენტული ჯგუფის რამდენიმე შეცდომა მოყვანილია ქვემოთ:

1. ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი ილაპარაკეს და გადაწყვიტეს, რომ


მათი სიყვარული უფრო მნიშვნელოვანი იყო.
2. მიმართეს წყვილთა თერაპიას.
3. დისკუსიის შემდეგ კომპრომისზე შეთანხმდნენ: ბავშვის აყვანა.
4. აზრთა სხვადასხვაობის გამო ცოტათი აღელდნენ.

პირველი სამი შეცდომა წარმოადგენს ახალი მოვლენებისა და დეტალების


დამატებას, რომლებიც ისტორიაში ნახსენები არ იყო. ხოლო მეოთხე წინადადება

14
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
1
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 5

კონფლიქტის მასშტაბს ამცირებს. ინფორმაციის ამგვარი დამახინჯება ცდის პირთა


ახალი მოლოდინის კონსისტენტური იყო. მათ ასევე სჯეროდათ საკუთარი
სისწორისა, ვერ აცნობიერებდნენ, რომ თავად იგონებდნენ მოყოლილს, რათა
მეხსიერების ჩავარდნები ამოევსოთ. ასე, რომ საკუთარი მეხსიერების უნარში რწმენა
არ იძლევა მისი სიზუსტის გარანტიას.

ექსპერიმენტების იმავე სერიაში სპირომ შეძლო ეჩვენებინა, რომ გახსენება


ყოველთვის რეკონსტრუქციის მეშვეობით არ ხდება. ექსპერიმენტის გამეორებისას
მან შეატყობინა ცდის პირებს რომ მოგვიანებით მათ ინფორმაციის გახსენებას
მოთხოვდა, ამ შემთხვევაში ცდის პირები შესამჩნევად ნაკლებ შეცდომას უშვებდნენ,
თანაც არ იყო განსხვავება მოლოდინების მიხედვით შექმნილ საკონტროლო და
ექსპერიმენტულ ჯგუფებში. ინსტრუქცია აღმოჩნდა მნიშვნელოვანი დეტერმინანტი
ინფორმაციის გადამუშავებისა.

საერთო ჯამში ეს მიგნებები გვავარაუდებს, რომ რეკონსტრუქციული გახსენება მაშინ


იჩენს თავს, როდესაც არსებული მოლოდინები და გასახსენებელი ინფორმაცია
კონფლიქტშია და არ არსებობს ინსტრუქცია იმისა, რომ ცდის პირებს ინფორმაციის
ზუსტი აღდგენა მოეთხოვებათ. რეკონსტრუქციული გახსენება მაშინაც არის, როცა
მხოლოდ ცოტა დეტალის დამახსოვრება ხდება, მაგრამ მისი მიმდინარეობის ზუსტი
წარმოდგენა და მოლოდინი გვაქვს. ეს ნათელს ხდის, რომ მეხსიერებასა და ვარაუდს
შორის საზღვარი ძალიან ფაქიზია.

სურათების რეკონსტრუქცია

რეკონსტრუქციას მაშინაც ვხვდებით, როდესაც სურათებს ვიხსენებთ. კარმაიკლმა,


ჰოგანმა და ვოლტერსმა(1932) ცდის პირებს აჩვენეს სურათები, როგორც ეს ქვემოთაა
მოცემული. ზედა ნახატი ცდის პირთა ნაწილს წარედგინა როგორც ნამგალისებრი

15
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
1
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 6

მთვარე, ხოლო მეორე ნაწილს როგორც - ასო “C”; ქვედა ნახატი კი ან სათვალედ, ან
სავარჯიშო ჰანტელად აღუწერეს.

მოგვაინებით მათ სთხოვეს დაეხატათ ფიგურა, რომელიც დაინახეს. რეპროდუქციები


ტენდენციურად შეესაბამებოდა იმ აღწერას, რაც მათ წარედგინათ. ცდის პირები,
რომელთაც ნახატი სათვალედ მიეწოდათ, ხატავდნენ სათვალეს, მაშინ, როდესაც
ისინი, ვისაც იგივე ნახატი ჰანტელად აღუწერეს, ტენდენციურად ჰანტელს
ხატავდნენ. მომდევნო ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ეს ეფექტი შეიძლება
ინფორმაციის გახსენების პროცესს მივაკუთვნოთ. ჯგუფები, რომელთაც სხვადასხვა
ინტერპრეტაცია მიეწოდათ, არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ამოცნობის
ტესტის შესრულების დონით, რაც გვავარაუდებს, რომ ორივე ჯგუფში მსგავსი
ვიზუალური ინფორმაციის კოდირება ხდებოდა.

კვლევის ასეთი შედეგები ამყარებენ მოსაზრებას, რომ ცდის პირები სურათებს მათი
ასლების რეპროდუქციით, ვიზუალური კვალით არ იხსენებდნენ, არამედ
ვერბალური დასახელებებით. სწორედ ამ ვერბალურ აღწერას იყენებდნენ ფიგურის

16
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
1
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 7

რეკონსტრუქციისთვის. გარკვეულწილად ვერბალური ინფორმაცია ასრულებდა


აღდგენის სტიმულის როლს.თუმცა შეიძლება ითქვას რომ ეს სტიმული ყოველთვის
არ უზრუნველყოფს მეხსიერების კვალთან პირდაპირ კავშირს, რადგანაც სტიმულს
შეუძლია იმუშაოს, როგორც რეკონსტრუქციის კონტროლმა.

უფრო ახალ კვლევებშიც დადასტურდა მოსაზრება, რომ ინდივიდები სურათებს


იხსენებენ, ისე, რომ ისინი თავიანთი მოლოდინების მიხედვით რეკონსტრუირდება.

ბევრ შემთხვევაში გახსენება განსხვავდება მოვლენის რეპლიკაციისგან - ასლის


აქტივაციისგან, ის უფრო ფრაგმენტების ერთიან ნიმუშში თავმოყრაა, ისევე როგორც
ძვლების ფრაგმენტებით დინოზავრის ჩონჩხის რეკონსტრუირება. ეს მოსაზრება
მნიშვნელოვანია არამარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული საფუძვლების გამო.

მოწმეების ჩვენება

ანგლოსაქსური სამართლის სისტემის მიხედვით განაჩენის გამოტანისას


მსჯავრდებულის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის დასამტკიცებლად ხშირად
იყენებენ მოწმეების ჩვენებებს. ასეთ ცნობებზე დაყრდნობა მხოლოდ მაშინაა
გამართლებული, თუ ისინი ზუსტია. ფაქტი, რომ გახსენება რეკონსტრუქციით
მიმდინარეობს, ვარაუდის საფუძველს ქმნის, რომ თვითმხილველთა ჩვენებები
ხშირად უზუსტოა, მაშინაც კი, თუ ისინი თავად დარწმუნებულები არიან საკუთარ
სისწორეში. რეკონსტრუქციის პროცესში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს
გაუთვალისწინებელ ფალსიფიკაციას, მაშინაც, როცა მოწმე ამტკიცებს, რომ
მომხდარი ახლაც ცხადად უდგას თვალწინ.

კლასიკურ მაგალითად გამოდგება ისტორია, სადაც ერთ-ერთი ფსიქოლოგი


კითხულობდა ლექციას, როდესაც ორმა სტუდენტმა ჩხუბი დაიწყო:

სტუდენტი 1: მე მსურს გავარჩიოთ ეს ქრისტიანული მორალის პოზიციიდან!

სტუდენტი 2: ამას ვეღარ ავიტან!

17
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
1
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 8

სტუდენტი 1: ეს უკვე შეურაცყოფაა!

სტუდენტი 2: კიდევ რამეს თუ იტყვი…!

ამ მომენტში პირველმა სტუდენტმა ჩანთიდან რევოლვერი ამოიღო; მეორე


სტუდენტი კი მას თავს დაესხა, ამ დროს კი პროფესორი ცდილობდა პირველ
სტუდენტს სწვდომოდა ხელში. რევოლვერმა გაისროლა და აუდიტორიაში ქაოსი
ატყდა. მოგვიანებით ეს ეპიზოდი ინსცენირდა, იმიტირდა, რათა გარკვეულიყო,
როგორ გადმოსცემდნენ ამ მოვლენებს სტუდენტები. როდესაც სტუდენტები
დამშვიდდნენ, მათ სთხოვეს ნანახი ზუსტად აღეწერათ. ცალკეული მოწმეების
ცნობები ძლიერად ვარირებდნენ. მცდარი განაცხადების პროცენტული მაჩვენებელი
კი კონსისტენტურად მაღალი იყო და 26%-დან 80%-მდე აღწევდა. ზოგიერთი ჩვენება
მოიცავდა მოვლენებს, რომლებიც საერთოდ არ მომხდარა, სხვები კი ისევ და ისევ
ტოვებდნენ მნიშვნელოვან ფაქტებს. საერთო ჯამში ისტორიის მეორე ნაწილის
შესახებ უფრო მეტი მცდარი ჩვენება დაგროვდა, ვიდრე პირველი ნახეწვრის. ასეთი
მიგნებები, რომლებიც უამრავ სხვა კვლევაშიც დადასტურდა, კვლავ განამტკიცებს
მოსაზრებას, რომ მოგონებები ხშირად უფრო თავდაპირველი მოვლენების ასლების
რეკონსტრუქციას წარმოადგენენ.

რეკონსტრუქციისას არსებული შეცდომები შესაძლებელია გამოწვეული იყოს


შეკითხვის დასმის ფორმით. ლოფტუსმა და პალმერმა (1974) ცდის პირებს აჩვენეს
ვიდეო, რომელშიც ასახული იყო ავტოავარია. შემდეგ მათ სთხოვეს ავტოავარიაში
მოყოლილი მანქანების სიჩქარე შეეფასებინათ. ცდის პირთა პირველ ნაწილს კითხვა
შემდეგნაირად დაუსვეს: “რა სიჩქარით მოძრაობდნენ ავტომობილები, როდესაც
ერთმანეთს შეასკდნენ? “, მაშინ, როცა მეორე ჯგუფისთვის დასმული კითხვა, ასე
ჟღერდა: “რა სიჩქარით მოძრაობდნენ ავტომობილები, როდესაც ერთმანეთს
დაეჯახნენ?” ცდის პირები, რომელთაც პირველი ტიპის შეკითხვა დაუსვეს, სიჩქარეს
აფასებდნენ ცალსახად უფრო სწრაფს, ვიდრე მეორე ტიპის შეკითხვის შემთხვევაში.
ექსპერიმენტის დასკვნით ნაწილში კიდევ ერთი შეკითხვა დაისვა: “შეამჩნიეთ თუ

18
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
1
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 9

არა ავარიის ადგილზე შუშის ნამსხვრევები?” ნაჩვენებ ვიდეოში არ იყო არანაირი


ნამსხვრევი, თუმცა, როგორც წესი, როცა ავარია მაღალი სიჩქარის გამო ხდება, შუშის
ნამსხვრევები დიდი რაოდენითაა წარმოდგენილი. აღმოჩნდა რომ, ცდის პირები,
რომელთაც შემსკდარი მანქანების შესახებ ჰკითხეს, მნიშვნელოვნად უფრო ხშირად
აღნიშნავდნენ ნამსხვრევების არსებობას, ვიდრე მეორე ჯგუფი. ესე იგი
თვითმხილველთა ჩვენებები იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დაინახეს მათ და რა
კითხვები იქნა დასმული. ამ ტიპის კვლევები მოწმეთა ჩვენებებს ნაკლებად სანდოს
ხდის.

პროსპექტული მეხსიერება
ლელა ლეჟავა

დავიწყების ერთი განსაკუთრებული ფორმა


წარმოვიდგინოთ სიტუაცია: სახლში რეკავს ტელეფონი, თქვენ იღებთ ტელეფონს და
გთხოვენ, რომ დაუძახოთ იმ ოჯახის წევრს, რომელიც ახლა სახლში არ იმყოფება. მას
შემდეგ, რაც გაიგებენ, რომ ოჯახის ეს წევრი სახლში არ არის, თქვენ გთხოვენ, რომ მისი
დაბრუნებისას გარკვეული ინფორმაცია გადასცეთ. როცა ოჯახის ეს წევრი სალხში მოდის,
თქვე გავიწყდებათ დაბარებული ინფორმაციის გადაცემა, მაგრამ თუ მან გკითხათ, დაურეკა
თუ არა მას ვინმემ, თქვენ უპრობლემოდ აღიდგენთ იმ ინფორმაციას, რომლის გადაცემასაც
გთხოვდნენ.

ან წარმოვიდგინოთ მეორე სიტუაცია, კურსელი გთხოვთ მეორე დღეს მიუტანოთ


კონსპექტი, თქვენ ჰპირდებით მას, რომ აუცილებლად მიუტანთ, მაგრამ მაინც გავიწყდებათ.

ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს დავიწყების სრულიად განსხვავებული ფორმასთან.


ხანმოკლე ან ხანგრძლივი მეხსიერების მუშაობის შემთხვევაში ინფორმაციას, როგორც წესი,
ნებით ან უნებლიედ ვიმახსოვრებთ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის გონება სხვა
საქმიანობაზე შეიძლება გადაერთოს, როცა დადგება საჭირო დრო, ის ყოველგვარი სიძნელის
გარეშე მოახდენს ინფრომაციის რეპროდუქციას, რადგან თვითონ სიტუაცია ნათლად
მიუთითებს, რომ მან ეს ინფორმაცია უნდა აღადგინოს. მაგალითად, მოსწავლემ ლექსი
ისწავლა. მეორე დღეს, როდესაც მასწავლებელი გაიძახებს. მან, უბრალოდ, ლექსის

19
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
2
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 0

რეპრედუქცია უნდა შეძლოს, იმის გახსენება, რომ მან აი, ახლა უნდა აღიდგინოს ლექსი, ამის
გახსენება აღარ სჭირდება [ CITATION 83 \l 1079 ].

სრულიად განსხვავებული სიტუაციაა ტელეფონის მაგალითის შემთხვევაში. ამ


შემთხვევაში ინდივიდმა უნდა დაიხსომოს არა მარტო ინფორმაციის შინაარსი, არამედ
შეძლოს იმ განზრახვის განხორციელება, რომლის შესრულებაც მან თავის თავზე აიღო ანუ ამ
შემთხვევაში სუბიექტმა, როდესაც ოჯახის წევრი დაბრუნდება სახლში, უნდა გაიხსენოს ის
განზრახვა, რომ მან გარკვეული ინფორმაცია უნდა გადასცეს. ამ დროს კი საჭიროა სტიმული
გასახსენებლად. ამ შემთხვევაში სტიმული თავად ეს ოჯახის წევრია[ CITATION 83 \l 1079 ].

აღსანიშნავია, რომ როდესაც ადამიანს რაღაც თხოვნის შესრულება ავიწყდება და ამის


გამო საყვადურებს იღებს, თავს იმით იმართლებს, რომ „ცუდი“ მეხსიერება აქვს. მაგრამ,
შესაძლოა, ეს სულაც არ იყოს ასე[ CITATION 83 \l 1079 ].

თეორიული წინამძღვრები
ფროიდი იყო პირველი, ვინც საჭიროდ ჩათვალა, რომ ერთმანეთისგან უნდა
განგვასხვავოთ ხანგრძლივ და ხანმოკლე მეხსიერებასთან დაკავშირებული დავიწყება
მეხსიერების განსაკუთრებული ფორმასთან დაკავშირებული დავიწყებისგან, რომლის
დროსაც ადამიანს უშუალოდ განზრახვა ავიწყდება. ფროიდის აზრით, განზრახვის
დავიწყება შემთხვევით ხასიათს არასდროს არ ატარებს. განზრახვის განხორციელებას
ხშირად ხელს უშლის ამ განზრახვის საწინააღმდეგო ლატენტური აზრების არსებობა
ინდივიდის არაცნობიერში. ამის დასტურად იშველიებს იმ მოსაზრებას, რომ ჩვენ არასდროს
გვავიწყდება მნიშვნელოვანი და სასიამოვნო განზრახვების შესრულება და განზრახვის
დავიწყება, შესაბამისად, მხოლოდ უსიამოვნო მოვლენებს უკავშირდება. მაგალითად,
ფროიდის აზრით, როდესაც ადამიანს ავიწყდება დანიშნულ პაემანზე მისვლა, ეს იმას
ნიშმავს, რომ მას აღარ აქვს ამ ადამიანთან ურთიერთობის სურვილი, მაგრამ ეს ჯერ
გაცნობიერებული არ აქვს და არაცნობიერად არსებული ეს მოტივი ხელს უშლის განზრახვის
გახსენებას - დანიშნულ დროს მივიდეს პაემანზე[ CITATION 83 \l 1079 ].

ფროიდის ამ აზრს არ ეთანხმება კურტ ლევინი და აღნიშნავს, რომ განზრახვის


დავიწყებას ვერ ავსხნით მხოლოდ ლატენტური მოტივების არსებობით. ყოველდღიურ
ცხოვრებაში ხშირად ხდება, რომ გვავიწყდება სრულიად მარტივი განზრახვები, რომლების
მიმართაც სულაც არ ვართ უარყოფითად განწყობილნი. ისევ ტელეფონის შემთხვევას რომ
დავუბრუნდეთ, რა ფარული მოტივი უნდა ჰქონდეს ინდივიდს, რომ ოჯახის წევრს
დაუმალოს გარკვეული ინფორმაცია (რა თქმა უნდა, თუ იშვიათ გამონაკლისებს არ
ჩავთვლით). აგრეთვე კურტ ლევინი აღნიშნავს, რომ დავიწყების ეს ფორმა არ შეიძლება
მხოლოდ ცუდ მეხისერებას მიეწეროს, მას ადგილი შეიძლება კარგი მეხსიერების
პირობებშიც ჰქონდეს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ განზრახვის დავიწყება ხდება,
ინფორმაციის შინაარსი, რაც განზრახვის დროს უნდა რეპროდუცირდეს, მაინც განაგრძობს

20
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
2
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 1

არსებობას. შესაბამისად, ლევინი მიდის დასკვნამდე, რომ გაზრახვის დავიწყება


განსხვავდება შინაარსის დავიწყებასთან, რომელიც ზანგრძლივ და ხანმოკლე მეხსიერებას
უკავშირდება[ CITATION 83 \l 1079 ].

კურტ ლევინს არ უცდია თავისი მოსაზრებების დამტკიცება. ამ მოსაზრების


დამტკიცება მისმა მოსწავლემ ბირენბაუმმა სცადა. ის აღნიშნავდა, რომ განზრახვა შეიძლება
იყოს სამი სახის: სასიამოვნო, უსიამოვნო და ნეიტრალური. შესაბამისად, ფროიდის
მოსაზრება მხოლოდ უსიამოვნო განზრახვის კატეგორიაში შეიძლება ჩაითვალოს. ამას
გარდა, განზრახვის დავიწყება, ბირენბაუმის აზრით, შესაძლებელია დამოკიდებული იყოს
კიდევ სხვა ფაქტორებზე, მაგალითად, ინდივიდუალური განსხვავებებით (მაგალითად,
პუნქტუალური და გულმავიწყი ადამიანები); შინაარსის ღირებულებითი მხარე, ანუ რა
ღირებულებითი წონა აქვს ჩვენთვის განზრახვის შესრულებას (მაგალითად, ჩვენ არ
დაგვავიწყდება იმ ემეილის გადაგზავნა, რომელიც ჩვენს დასაქმებას ეხება, თუ ამას ჩვენთვის
დიდი ღირებულება აქვს); მესამე ფაქტორია ის, ცხოვრების რომელ სფეროს ეკუთვნის
გაზრახვა (მაგალითად, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არასდროს ავიწყდებათ
სამსახურთან დაკავშირებული განზრახვა, მაგრამ გულმავიწყები არიან ყოველდღიურ
ცხოვრებაში)[ CITATION 83 \l 1079 ].

ბირენბაუმმა კურტ ლევინის მოსაზრებების დასადასტურებლად ექსპერიმენტების


სერია ჩაატარა. ცდის პირებს ეძლეოდათ ამოცანები, რომლის პასუხებიც ერთნაირი ზომისა
და ფორმის ფურცლებზე უნდა დაეწერათ. ინტრუქციის თანახმად, ცდის პირებს ამოცანის
ამოხსნის შემდეგ ფურცლის ბოლოს ხელი უნდა მოეწრათ. ეს ექსპერიმენტი რამდენიმე
სერიად წარიმართა. ერთ ვარიანტში, როდესაც ცდის პირებს აძლევდნენ ძირითადი
ამოცანებისგან განსხვავებულ ამოცანას, ავიწყდებოდათ ხელის მოწერა, განსხვავებით იმ
შემთხვევისა, როდესაც მუდმივად ერთნაირ ამოცანებს აძლევდნენ. სხვა ვარიანტში, ცდის
პირს ერთნაირი სახის ამოცანებს აძლევდნენ, მაგრამ 5 ამოცანის ამოხსნის შემდეგ მათ
აძლევდნენ 5-10 წუთიან შესვენებას, რომლის დროსაც შეეძლოთ ესაუბრათ
ექპერიმენტატორთან ნებისმიერ თავიანთვის საინტერესო თემაზე. ამ დროსაც აღმოჩნდა,
რომ როდესაც ცდის პირები შესვენების შემდეგ ამოცანების ამოხსნას უბრუნდებოდნენ,
პირველი ამოცანის ამოხსნისას ავიწყდებოდათ ხელის მოწერა, ხოლო შემდეგ ამოცანებში
ისევ ფიქსირდებოდა ხელის მოწერა. ბირენბაუმის აზრით, ამ შემთხვევებში საქმე გვაქვს არა
დავიწყებასთან, როგორც მეხსიერების ფაქტთან, არამედ განზრახვის შესრულების
დავიწყებასთან, რადგან თვით ამ განზრახვის შინაარსი არ არის დავიწყებული და ასკვნის,
რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს მეხსიერების უნარებს, არამედ იმას, თუ
რამდენადაა განზრახვის შინაარსი მოქმედების მთლიან სტრუქტურაში ჩართული[ CITATION
83 \l 1079 ].

ბირენბაუმის ექსპერიმენტების კრიტიკად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ამ


შემთხვევებში თავად განზრახვის შინაარსი შეუძლებელია ადამიანს დაავიწყდეს (ადამიანს
შეუძლებელია საკუთარი სახელი და გვარი დაავიწყდეს!), შესაბამისად, ამ ექსპერიმენტში

21
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
2
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 2

ორი ცვლადი არ იკვეთება ერთმანეთისგან. განზრახვის შინაარსი და განზრახვის გახსენება


ფარავს ერთმანეთს[ CITATION 83 \l 1079 ].

პროსპექტული და რეტროსპექტული მეხსიერება


ზემოთ მოყვანილი ყველა მოსაზრება, რომელიც მეხსიერების განსხვავებულ ფორმებს
ეხება, დღეს თანამედროვე ფსიქოლოგიაში პროსპექტული და რეტროსპექტული მეხსიერების
სახელითაა ცნობილი.

რეტროსპექტული მეხსიერება წარსულზეა მიმართული და მოიცავს იმ ცოდნას, რაც


წარსულში იქნა მიღებული. იგი პასუხობს კითხვაზე რა? (რა გვახსოვს?). პროსპექტული
მეხსიერება მიმართულია მომავალზე და მოიცავს რაიმე მოქმედების თუ მოქმედების გეგმის,
განზრახვის დახსომებას და პასუხობს კითხვაზე როდის? [ CITATION 118 \l 1079 ](მაგალითად,
როდის უნდა გადავცე ოჯახის წევრს დაბარებული ინფორმაცია, როდის უნდა მივუტანო
კურსელს კონპექტი და ა.შ.)

პროსპექტულ მეხსიერებაში აქტუალურად უფრო ნაკლები ინფორმაციაა აღსადგენი,


ვიდრე რეტროსპექტულში. დროის კრიტერიუმის მიხედვით განასხვავებენ ერთმანეთისგან
მაჯის ცემას (როდესაც ზუსტად მითითებულ დროს უნდა შესრულდეს დავალება) და
საფეხურებს (შესასრულებელი დავალება შეიძლება გაიწელოს დროის გარკვეული პერიოდის
განამვლობაში). მაკდენიელი და აინშტაინი პროსპექტულ მეხსიერებაში დახსომების ორ
საშუალებას გამოყოფენ - დროსა და გარე მიმნიშნებელს, რომელსაც შემდგომში უფრო
ვრცლად დავუბრუნდებით [ CITATION 118 \l 1079 ].

გარდა იმისა, რომ რეტროსპექტული მეხსიერება ორიენტირებულია წარსულზე,


პროსპექტული კი - მომავალზე, მათ შორის სხვა განსხვავებებიც არსებობს. რეტროსპექტული
მეხსიერების შინაარსი - არის ის ინფორმაცია, რაც ვიცით რაიმეზე და ის შეიძლება ძალზე
მდიდარი იყოს. რეტროსპექტული მეხსიერებისგან განსხვავებით, პროსპექტული მეხსიერება
ემყარება ძირითადად იმას, როდის რის გაკეთებაა საჭირო, და მასში ინფორმაციის მინიმუმი
ინახება. გარდა ამისა, პროსპექტული მეხსიერება იმ გეგმებისა და მიზნების რელევანტურია,
რომელთა შესრულებასაც ვფიქრობთ უახლოეს დროში, რაც სრულიად არ არის
დამახასიათებლი რეტროსპექტული მეხსიერებისთვის. კიდევ ერთი განსხვავება
რეტროსპექტულ და პროსპექტულ მეხსიერებას შორის იმაში მდგომარეობს, რომ
რეტროსპექტული მეხსიერების შემთხვევაში, არსებობს ბევრი გარეგანი ნიშანი (მაგ: ვიღაცა
წარსულთან დაკავშირებულ შეკითხვას გისვამთ)[ CITATION Ала11 \l 1079 ].

პროსპექტული მეხსიერებას არცთუ იშვიათად მივყავართ უფრო სერიოზულ


შედეგებამდე, ვიდრე გამოტოვებული შეხვედრაა და შეიძლება გახდეს სერიოზული ტრავმის
ან სიკვდილის მიზეზი. აინშტაინს და მაკდანიელს მოჰყავთ ტრაგიკული შემთხვევის
მაგალითები თუ რა შეიძლება მოხდეს, როცა ადამიანს პროსპექტული მეხსირება ღალატობს:

22
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
2
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 3

მას შემდეგ, რაც მისი ჩვეული დღის განრიგი შეიცვალა, მზრუველ


მამას დაავიწყდა ჩვილების დღის ცენტრში წასვლა და ამის მაგივრად ჩვეული
გზით უნვერსიტეტში, სამსახურში, წავიდა. რამდენიმე საათის შემდეგ უკანა
სავარძელში მშვიდად მძინარე მისი ბიჭუნა, მოკვდა (Einstein & McDaniel, 2005,
გვ. 286).

ამოვარდნები პროსპექტულ მეხსიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასევე ბევრ


ავია კატასტროფების დროს. მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, თვითმფრინავი DC-9
ჰიუსტონში დაეშვა, შასის გახსნის გარეშე. ეკიპაჟის წევრებმა ეს ვერ შეამჩნიეს, ან არ
გადაიყვანეს ჰიდრავლიკური ტუმბო ზედა მდგომარეობაში. პროსპექტულ მეხსიერების ეს
ამოვარდნა მოხდა იმიტომ, რომ გუნდის მთელი ყურადღება კონცენტრირებული იყო
დაჯდომის არასტაბილურობაზე. უფრო დაწვრილებით პროსპექტული მეხსიერების როლზე
ავიაკატასტროფების დროს ქვემოთ იქნება აღწერილი[ CITATION Ала11 \l 1079 ].

მარში, ჰიკსი და ლანდაუ დაინტერესდნენ საკითხით, რამდენად კარგად უმკლავდება


ყოველდღიურ ცხოვრებას პროსპექტული მეხსიერება. მათ აღმოაჩინეს, რომ ადამიანები
საშუალოდ უახლოეს კვირაში განსახორციელებელ 15 გეგმას აცნობდნენ, რომელთაგან 25%
შეუსრულებელი რჩებოდა. ამ „შეუსრულებელთა“ უმრავლესობა ახალი პრიორიტეტების და
გეგმების გადახედვის და არა დავიწყების მიზეზი გახდა[ CITATION Ала11 \l 1079 ].

ხშირად შეიძლება გავიგონოთ, რომ სტრესსა და შფოთვას იქამდე მივყავართ, რომ


ვხდებით დაბნეულები და პროსპექტულ მეხსიერებაში ჩავარდნები ხდება. არსებული
მტკიცებულებების შეზღუდული რაოდენობა ადასტურებს ამ მტკიცებულების
სამართლიანობას. მაგალითად, კოკბერნი და სმიტი პროსპექტული მეხსიერების
შეფასებისთვის ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვდნენ ტაიმერის ამუშავებისას
რეაგირებას კითხვაზე - კიდევ როდის ნახავდნენ ისინი ექსპერიმენტატორს. დავიწყების
ალბათობა რომ მაქსიმალური ყოფილიყო, მკვლევრებმა იზრუნეს, რომ ამ ინსტრუქციასა და
ტაიმერის ამუშავებას შორის გასულიყო საკმაოდ დიდი დრო. ძალზე აგზნებულ ცდის
პირებს ჰქონდათ უფრო მეტი ჩავარდნები პროსპექტულ მეხსიერებაში, ვიდრე ნაკლებად
აგზნებულებს[ CITATION Ала11 \l 1079 ].

ჰარისი და მენზისი სთხოვდნენ თავის ცდის პირებს, დაესახელებინათ სიტყვები,


რომლებიც სემანტიკურად უკავშირდებოდნენ სამოც წარმოთქმულ სიტყვას და
დაემახსოვრებინათ, ამავდროულად, ისინი ასრულებდნენ პროსპექტულ მეხსიერებაზე
დავალებას (აღნიშნონ სიტყვები, რომლებიც მიეკუთვნება კატეგორიებს - „ტანსამელი“ და
„სხეულის ნაწილები“). უფრო მეტად აგზნებულმა ცდის პირებმა პროსპექტულ მეხსიერებაზე
დავალება უფრო ცუდად შეასრულეს, ვიდრე ნაკლებად აგზნებულებმა[ CITATION Ала11 \l
1079 ].

უფრო უარესადაა იმ ადამიანების პროსპექტული მეხსიერების მდგომარეობა, ვისაც


აწუხებს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა. ასეთი ადამიანები იმდენად არ არიან

23
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
2
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 4

დარწმუნებული თავიანთ პროსპექტულ მეხსიერებაში (და აქვთ გადაზედმეტებული პირადი


პასუხისმგებლობის გრძნობა), რომ მუდმივად ამოწმებენ, დახურეს თუ არა შემოსასვლელი
კარი, გამორთეს გაზი სამზარეულოში და ა.შ. მიუხედავად ამ გადამოწმებებისა, ადამიანები,
რომლებსაც აქვთ აკვიატებები, არასოდეს არიან დარწმუნებული იმაში, შეასრულეს თუ არა
ის, რის გაკეთებასაც აპირებდნენ[ CITATION Ала11 \l 1079 ].

მათი ქცევის ნათელი ახსნა მათსავე არასრულყოფილ მეხსიერებაშია, რომელიც


პროსპექტულ მეხსიერებასაც მოიცავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მუდმივი
გადამოწმებები პროსპექტული მეხსიერების შესუსტების შედეგია. საინტერესოა, რომ მსგავსი
მტკიცებულება არასწორია, ან, შესაძლებელია, ნაწილობრივ სწორია. საქმე უფრო პირიქითაა:
მუდმივი შემოწმებებს, რომელსაც მიმართავენ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე
ადამიანები,იწვევს პროსპექტული მეხსიერების დაქვეითებას. როგორ შეიძლება მოხდეს ეს?
წარმოვიდგინოთ, რომ ყოველდღიურად, სახლიდან გასხვლისას, თქვენ რამდენჯერმე
მიბრუნდით, რომ შეგემოწმებინათ დაკეტეთ თუ არა კარი. შედეგად, თქვენს მეხსიერებაში
ინახება მოგონება მრავალჯერადი შემოწმებების შესახებ და თქვენ მშვენივრად
გამახსოვრდებათ, რომ კარი ათასჯერ თუ არა, ასჯერ მაინც შეამოწმეთ. თუმცა ( და ეს
ყველაზე მნიშვნელოვანია!), შეიძლება, თქვენ მაინც არ იყოთ დარწმუნებული, რომ დღესაც
ზუსტად ისევე შეამოწმეთ კარი, როგორც ამას აკეთებდით წარსულში უამრავჯერ[ CITATION
Ала11 \l 1079 ].

მტკიცება იმის სასარგებლოდ, რომ ჭარბმა კონტროლმა არაშეპყრობილი ადამიანებიც


კი შეიძლება დააეჭვოს, დაგეგმილი ქმედებები შეასრულეს თუ, - არა მოცემულია ვან დენ
ჰოტის და კინდტის კვლევაში. ავტორებმა შეიმუშავეს ინტერაქტიული კომპიუტერული
ანიმაცია, სადაც ექსპერიმენტულ ჯფუფში შემავალი უნივერსიტეტის სტუდენტებს
მრავალჯერ უნდა შეემოწმებინათ ვირტუალური ექვსნათურიანი გაზქურა. 22
ექპერიმენტიდან ყოველში მათ ეუბნებოდნენ, რომელი სამი სანათური უნდა ჩაერთოთ და
რომელი - გამოერთოთ. საკონტროლო ჯგუფი ანალოგიურ დავალებას ასრულებდა
ელექტრულ ნათურებზე, მაგრამ უაკნასკნელი დავალება ეხებოდა გაზქურის სანათურებს.
როცა ორივე ჯგუფის წევრებს მოულოდნელად ჰკითხეს გაზის სანათურებიდან რომელს
ანთებდნენ და აქრობდნენ ბოლო ექსპერიმენტის დროს, მათ, პრაქტიკულად, ერთნაირი
სიზუსტე აჩვენეს. თუმცა, ექსპერიმენტული ჯგუფის წევრები გამოტყდნენ, რომ ნაკლებად
ზუსტად ახსოვდათ საკონტროლო ჯგუფის წევრებთან შედარებით, რა ხდებოდა ბოლო
ექსპერიმენტის დროს და პასუხებიც ნაკლებად დამაჯერებელი ჰქონდათ[ CITATION Ала11 \l
1079 ].

რადომსკი და კოლეგები აღნიშნავდნენ, რომ ამ კვლევაში გამოყენებული იყო


ხელოვნური კომპიუტერული დავალება, რასაც შეიძლება გავლენა ჰქონოდა მიღებულ
შედეგებზე. თუმცა, ანალოგიური კვლევისას, სადაც გამოყენებული იყო რეალური
სამზარეულოს ქურა და ნიჟარა, მიიღეს ანალოგიური შედეგები. საშინაო პირობებში
შესრულებული დავალების ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მრავალჯერადი

24
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
2
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 5

შემოწმება სრულდება იმაში დასარწმუნებლად, რომ პროსპექტული მეხსიერებაზე დავალება


შესრულებულია და შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოს. მართლაც, მისი ეფექტი
პაროდოქსულია: ადამიანების დარწმუნებულობა იმაში, რომ დავალება შესრულებულია,
მცირდება[ CITATION Ала11 \l 1079 ].

რატომ ხდება ავიაკატასტროფები?


საჰაერო ხომალდებზე ტრაგიკული შემთხვევები სხვადასხვა მიზეზით ხდება. თუმცა,
ფსიქოლოგებს მათ შორის ისინი აინტერესებთ ყველაზე მეტად, რომლებიც უკავშირდება
პილოტების შეცდომებს და არა - ტექნიკურ პრობლემებს. დაწვრილებითი ინფრომაცია 1459
ავიაკატასტროფის მიზეზებში ინახება planecrashinfo.com მონაცემების ბაზაში. ამ მონაცემთა
ბაზის თანახმად, ყველა ტრაგიკული ინციდენტის 53% პილოტითა შეცდომის შედეგია, 7% -
მომსახურე პერსონალის შეცდომის, 20 - ტექნიკის დაზიანების, 11 - უამინდობის და 1% -
სხვა მიზეზების შედეგი[ CITATION Ала11 \l 1079 ].

დისმიუკს და ნოვინსკის მოჰყვათ ადამიანური შეცდომის მაგალითი, რომელიც


ავიაკატასტროფის მიზეზი გახდა: 1991 წლის ერთ საღამოს ლოს-ანჯელეის საერთაშორისო
აეროპორტში თვითმფრინავი „USAir“ დაეშვა და “Metroliner” -ის ზემოდან დაიწყო დაშვება,
მას შემდეგ, რაც საკონტროლო კოშკურიდან მიიღო დაშვებაზე ნებართვა, იმ დროს, როცა
“metroliner” ჯერ კიდევ საფრენ ბილიკზე იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ორივე
თვითმფრინავი საფრენ ბილიკზე შეეჯახა ერთმანეთს და დაიწვა. სამწუხაროდ, ინციდენტს
წინ უძღოდა რადიო-კავშირის შეფერხება, ვინაიდან ერთ-ერთი თვითმფრინავი არასწორ
რადიო-წერტილზე იმყოფებოდა. ამავე დროს, ნისლის გამო ცუდი ხილვადობაც იყო.
დისპეტჩერს დაავიწყდა გაეთავისუფლებინა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი “metroliner”-ისგან
და ზედ დაასვა “USAir”, რის შედეგადაც განადგურდა ორივე თვითმფრინავი და დაიღუპა 34
ადამიანი. ტრაგედიის შემდეგ რომ ეკითხათ დისპეტჩერისთვის, როგორ მოიქცეოდა ის
თვითმფრინავის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე ყოფნის შემთხვევაში, ის, ალბათ, მაშინვე
გაიხსენებდა. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ მას დაავიწყდა დაგეგმილი ქმედების
დროული განხორციელება[ CITATION Ала11 \l 1079 ].

დისმიუკსიმ და ნოვინსკიმ ჩაატარეს იდენტიფიცირების მიზნით ორი კვლევა


საჰაერო ხომალდის მართვასთან დაკავშირებული იმ ოპერაციების კვლევა, რომლებიც მეტად
მოითხოვენ პროსპექტულ მეხსიერებას[ CITATION Ала11 \l 1079 ].

პირველ კვლევაში დაწვრილებით იქნა შესწავლილი „ბოინგ 737“. ავტორები პილოტის


კაბინაში დასაკეც სავარძლებზე ისხდნენ და აკვირდებოდნენ მრავალრიცხოვან ფრენებს,
სწავლობდნენ პილოტების მუშაობას ტრენაჟორებზე და ეცნობოდნენ ყველა ოპერაციების
აღწერას. მეორე კვლევა ეძღვნებოდა 19 ყველაზე დიდი ავიაკატასტროფის მასალების
ანალიზს, რომლებიც 1990-დან 2001 წლის ჩათვლით მოხდა, რომლის მიზეზადაც ეკიპაჟის
შეცდომები იქნა მიჩნეული. მესამე კვლევაში დისმიუკმა და ნოვინსკიმ შეარჩიეს და

25
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
2
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 6

გააანალიზეს მოხსენებების 20%, რომლებიც მოხვდა ფრენების უსაფრთხოების


საინფორმაციო სისტემაში წლის განმავლობაში. აქედან დეტალურად შეისწავლეს ისინი,
რომელშიც საუბარი იყო მეხსიერების ჩავარდნაზე[ CITATION Ала11 \l 1079 ].

ძალზე გამაოგნებელი აღმოჩნდა მესამე კვლევის შედეგები. დისმიუკსმა და ნოვინსკიმ


აღმოაჩინეს 75 მოხსენება, რომლებშიც შესაძლებელი აღმოჩნდა ერთმნიშვნელოვანად
განესაზღვრათ მეხსიერების ღალატის რაობა, რომელმაც გამოიწვია ინციდენტი ან ტრაგედია.
74 შემთხვევაში მიზეზი პროსპექტული მეხსიერება იყო, ერთში კი - რეტროსპექტული!
რატომ მოქმედებდა რეტროსპექტული მეხსიერება პრაქტიკულად უნაკლოდ? ძირითად
მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ პილოტები ხანგრძლივ და მეტად სერიოზულ მომზადებას
გადიან. ამიტომ მათ შესანიშნავად იციან და ახსოვთ ყველა ოპერაცია, რაც თვითმფრინავის
მართვას უკავშირდება. თუმცა, სამწუხაროდ, რაც პროსპექტული მეხსიერების შეფერხების
თავიდან არიდებას, მათი მომზადება ნაკლებად ეფექტურია[ CITATION Ала11 \l 1079 ].

დისმიუკსმა და ნოვინსკიმ გამოყვეს სიტუაციების ხუთი ძირითადი ტიპი, რომლებიც


თვითმფრინავის მართვას უკავშირდება და პროსპექტული მეხსირების სერიოზულ
მოთხოვნებს წარმოადგენენ[ CITATION Ала11 \l 1079 ]:

1. ეპიზოდური დავალებები: პილოტებს უნდა ახსოდეთ, რომ შემდგომში მათ მოუწევთ


შეასრულონ დავალება, რომელიც, ჩვეულებრივ, არ სრულდება მოცემულ დროში
(ახლა) (მაგალითად, შეტყობინება, რომ თვითმფრინავი 10 000 ფუტზე დაბლა
მიფრინავს).
2. ტრადიციული დავალება: პილოტებს და იკიპაჟს უნდა ახსოვდეთ შეასრულონ
ტრადიციული დავალება სწორი თანმიმდევრობით აღსანიშნავია, რომ დიდი
თვითმფრინავის ასაფრენად მზადყოფნისთვის საჭიროა დაახლოებით 100 ოპერაციის
შესრულება.
3. არატიპური მოქმედებები, რომლებიც ტიპურს ცვლის: ზოგიერთ შემთხვევაში
(მაგალითად, როცა ჰაერში ერთდროულად რამდენიმე თვითმფრინავია, ან მკვეთრად
უარესდება ამინდი), ეკიპაჟი მზად უნდა იყოს სტანდარტული პროცედურებიდან
გადაუხვიოს.
4. შეწყვეტილი დავალებები: პილოტებს და ეკიპაჟს უნდა ახსოვდეთ, რომ მათ უნდა
დაასრულონ ის ოპერაცია, რაც შეაწყვეტინეს სტიუარდესებმა, მექანიკოსებმა ან
დასაკეც სავარძელში მსხდომმა ადამიანებმა.
5. ერთდროული დავალებები: პილოტებს და ეკიპაჟს ხშირად უხდებათ ერთდროულად
ორი (ან მეტი) დავალების შესრულება. მაგალითად, მეთაურის პირველი თანაშემწე
ერთდროულად ცვლის მართვის სისტემას, პროგრამირებას, თვალყურს ადევნებს
ფრენას და აწამოებს რადიომოლაპარაკებას.

რატომ ხდება, რომ პროსპექტული მეხსიერება ხანდახან ღალატობს მფრინავებს და


ეკიპაჟის წევრებს საჰაერო ხომალდის მართვისას? როგორც წესი, ოპერაციის

26
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
2
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 7

თანმიმდევრობით შესრულების დროს პილოტებს და ეკიპაჟს უყალიბდებათ ზუსტი


ჩანაფიქრი მოცემული ოპერაცია შეასრულონ მერე. შემდგომ მათ გადააქვთ ყურადღება სხვა
ოპერაციაზე და იმედოვნებენ, რომ რაღაცა მიანიშნებთ გაიხსენონ, თუ რა უნდა გააკეთონ
საჭირო დროს, ნორმალურ გარემოში ასეთი სტრატეგია წარმატებით მუშაობს. თუმცა, როცა
ადგილი აქვს ნორმალური გარემოებიდან გადახრას, მაშინ, როცა ჩვეული მოქმედებების
შეცვლა არატიპურით უწევს, ან, როცა პილოტის ყურადღებას ვიღაც მიიპყრობს, შეიძლება
პრობლემებმა იჩინოს თავო. მაგალითად, როცა ახლოვდება დაფრენის დრო, ეკიპაჟი
ჩვეულებრივ, იღებს ინსტრუქციას გადაერთოს დისპეტჩერების რადიოსიხშირეზე და
დაუყოვნებლივ დაუკავშიდეს მათ. ეს ინსტრუქია ძალზე სპექციფიკურ მითითებას
წარმოადგენს. თუმცა, ხანდახან ეკიპაჟები დისპეჩერებისგან იღებენ ბრძანებას გადადონ
დისპეტჩერების კოშკურის სიხშირეზე გადასვლა, ვიდრე თვითმფრინავი ეაროპორტიდან
განსაზღვრულ მანძილზე არ აღმოჩნდება. ASRS მონაცემები მოწმობს, დისპეჩერების
ნებართვის გარეშე განხორციელებული 13დან 12 დაჯდომა შესრულდა მაშინ, როცა
ნორმალური მითითება არ ყოფილა[ CITATION Ала11 \l 1079 ].

დისმიუკსი და ნოვისკი ამტკიცებენ, რომ პროსპექტული მეხსიერება პილოტებს


ღალატობს მაშინ, როცა მათ ავიწყდებათ განსაზღვრული მოქმედებების შესრულების
თანმიმდევრობა.

რას უკავშირდება ეს? ავტორები ამტკიცებენ, რომ უმეტესწილად ასეთი ჩარევები ისე
სწრაფად და მოულოდნელად ხდება, რომ პილოტი, უბრალოდ, ვერ ასწრებს შეიმუშავოს
ახალი გეგმა, რომ სიტუაციის ცვლილებას გაართვას თავი. ცნობები იმის შესახებ, რომ
ჩარევებმა სეიოზული ზიანი მიაყენოს პროსპექტულ მეხსიერებას, წარმოდგენილია Dodhia &
Dismukes, 2005. ექსპერიმენტის მონაწილეები პასუხობდნენ ბლოკებად შეკრებილ კითხვებზე,
სადაც თითოეული მათგანი შეიცავდა მრავალი ტიპის კითხვას (მაგ: მათემატიკური
შეკითხვები, ლექსიკონთან ან ანალოგიებთან დაკავშირებული კითხვები). თუ ცდის პირებს
აწყვეტინებდნენ მანამდე, ვიდრე ისინი უპასუხებდნენ ამ ბლოკის ყველა კითხვას, მათ
სთხოვდნენ ამ კითხვას დაბრუნებოდნენ მას მერე, რაც დანარჩენ კითხვებს
უპასუხებდნენ[ CITATION Ала11 \l 1079 ].

როგორი წარმატებით დაამახსოვრდათ ცდის პირებს ის, რომ უნდა დაუბრუნდნენ


ბლოკს, რომელზეც შეაწყვეტინეს. შედეგები მოცემულია სურ.1-ზე. გარკვეული შეხსენების
გარეშე, რომ დაუბრუნდნენ შეწყვეტილ ბლოკს, გაახსენდა ცდის პირთა 48%-ს. ზოგიერთ
მონაწილეს ამის შესახებ 4 წმ-ის განმავლობაში ახსენებდნენ იმ დროს, როცა შეაწყვეტინეს
ბლოკი (თუ შეიძლება, არ დაგავიწყდეთ დაუბრუნდეთ ამ ბლოკს“); 65% დაუბრუნდა ბლოკს.
შესაძლებელია, ყველაზე საოცარი ისაა, რომ 65% იმ ცდის პირთაგან, ვისაც არანაირი
გაფრთხილება არ მიუღია და მაშინვე, როცა შეაწყვეტინეს 4 წმ-ის განმავლობაში
უყურებდნენ ცარიელ ეკრანს, დაუბრუნდნენ შეწყვეტილ ბლოკს. იყო სხვა პირობებიც. ზოგი
ერთი მათგანი მდგომარეობდა იმაში, რომ დავალებებს შორის იყო დაახლოებით 10 წმ-იანი
პაუზა და დავალებებს აწყვეტინებდნენ ახალი ბლოკის დაწყებამდე. სხვა შემთხვევაში,

27
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
2
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 8

დაახლოებით ასეთივე პაუზა იყო, მაგრამ ცდის პირებს აფრთხილებდნენ წინასწარ


(„შეწყვეტის დასასრული“). შეწყვეტილი დავალების შესრულებას შესაბამისად დაუბრუნდა
ცდის პირთა 88 და 90%, [ CITATION Ала11 \l 1079 ].

100

90

80

70 შეხსენებისა და პაუზის
გარეშე
60 შეხსენების გარეშე , მაგრამ 4
წამიანი პაუზა
50 შეწყვეტინებამდე
შეხსენებით და 4 წამიანი
40 პაუზა შეწყვეტინებამდე
შეხსენების გარეშე , მაგრამ 10
30 წამიანი პაუზა
შეწყვეტინებამდე
20 შეხსენებით და 10 წამიანი
პაუზა შეწყვეტინებამდე
10

0
სურ. 1 (Dodhia & Dismukes, 2005)

ზემოთ განხილული შედეგები მოწმობს, რომ თუ ადამიანებს აწყვეტინებენ რაიმე


დავალებას, ექსპლიციტური შეხსენებები ყოველთვის არ არის ეფექტური. მნიშვნელოვანია,
ადამიანებს ჰქონდეთ რამდენიმე წამი ახალი გეგმის ჩამოსაყალიბებლად, როცა შეწყვეტის
გამო სიტუაცია იცვლება. არანაკლებ მნიშვნელოვანია შეწყვეტამდე რამდენიმე წამი
შეწყვეტის ბოლოს, რომ გაახსენდეთ მიუბრუნდნენ შეწყვეტილ დავალებას. ყოველდღიური
ცხოვრებისთვის რეკომენდაციები ასეთია: თუკი შეგაწყვეტინეს, დაიტოვეთ რამდენიმე წამი
ახალი ექსპლიციტური გეგმის შესამუშავებლად და მაშინ თქვენ გაგიჩნდებათ
შესაძლებლობა შეასრულოთ ყველა ის დავალება, რომლის შესრულებაც გქონდათ
განსაზღვრული[ CITATION Ала11 \l 1079 ].

პროსპექტული მესიერების ტიპები


ცნობილია პროსპექტული მეხიერების დავალებების დიდი რაოდენობა,
რომელთაგანაც თითოეულს თავისი სპეციფიკური თავისებურებები აქვს. თუმცა, ამ
დავალებების უმრავლესობა შეიძლება გაერთიანდეს ორ კატეგორიაში, რომელიც
დაფუძნებულია იმაზე, თუ რა ახსენებს მოცემული დავალების შესრულების აუცილებლობას

28
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
2
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 9

ადამიანს. პირველ ჯგუფს ეკუთვნის მოვლენასთან დაკავშირებული პროსპექტული


მეხსირების დავალებები, რომლებიც ახსენებენ ამა თუ იმ მოქმედების შესრულებას
კონკრეტულ გარემოებაში (მაგალითად, შეტყობინების გადაცემა, როცა კონკრეტულ
ადამიანს დაინახავთ). მეორე ჯგუფს ეკუთვნის დროსთან დაკავშირებული პროსპექტული
მეხსირების დავალებები, რომლებიც ახსენებენ ამა თუ იმ მოქმედების შესრულებას
განსაზღვრულ დროს (მაგალითად, მეგობართან კაფეში შეხვედრა 16 საათზე)[ CITATION
Ала11 \l 1079 ].

ძირითად ტერმინები:

მოვლენასთან დაკავშირებული პროსპექტული მეხსიერება - პროსპექტული


მეხსიერების ფორმა, რომელშიც რაღაც მოვლენა (მაგალითად, ის, რომ დაინახეთ სასურსათო
მაღაზია) გახსენებთ, რომ რაღაც მოქმედება გაქვთ შესასრულებელი (მაგალითად, ხილი
საყიდელი).

დროსთან დაკავშირებული პროსპექტული მეხსირება - პროსპექტული მეხსირების


ფორმა, რომელშიც დრო ასრულებს შემახსენებელი ნიშნის როლს ამა თუ იმ მოქმედების
შესრულების აუცილებლობაზე.

მკვლევართა ჯგუფმა შეადარა სამუშაო პირობებში მოვლენებთან დაკავშირებული


პროსპექტული მეხსიერება და დროსთან დაკავშირებული პროსპექტული მეხსიერება (Sellen,
Lowie, Harris & Wilkins, 1997). ცდის პირებს დაურიგდათ ღილაკებიანი ჟეტონები, რომელზეც
მათ განსაზღვრულ დროს უნდა დაეჭირათ თითი (დავალება დაკავშირებული დროსთან) ან,
როცა აღმოჩნდებოდნენ გარკვეულ ადგილას (დავალება დაკავშირებული მოვლენასთან).
ცდის პირები მოვლენასთან დაკავშირებულ დავალებას უკეთესად უმკლავდებოდნენ, ვიდრე
დროსთან დაკავშირებულ დავალებებს (52 და 33% შესაბამისად), მიუხედავად იმისა, რომ
დროსთან დაკავშირებული დავალების შესრულებისას ცდის პირებს უფრო მეტი დრო
ჰქონდათ მოსაფიქრებლად[ CITATION Ала11 \l 1079 ].

რით შეიძლება აიხსნას ეს შედეგები? ერთი-ერთი პრინციპული განსხვავება ამ


დავალებებში მდგომარეობს იმაში, რომ ადგილთან კავშირებული დავალების შემთხვევაში
აუცილებელი მოქმედების შესრულების ალბათობა უფრო დამოკიდებული იყო გარეგნულ
მანიშნებლებზე, ვიდრე დროსთან დაკავშირებული დავალების შემთხვევაში. ცდის
პირებისთვის, რომლებმაც დროსთან დაკავშირებული დავალებები მიიღეს, მნიშვნელოვანი
იყო „გამოეგონათ“ საკუთარი მანიშნებლები, რაც დაგვეხმარება ავხსნათ, რატომ დახარჯეს
მათ დიდი დრო ამაზე ფიქრში, ვიდრე ცდის პირებმა, რომლებმაც მოვლენასთან
დაკავშირებული დავალება მიიღეს. ლოგიკურია ვაღიაროთ ფაქტი, რომ გარეგნული ნიშნები,
როგორც წესი, ამა თუ იმ დავალების უფრო ძლიერ შემხსენებლებს წარმოადგენენ, ვიდრე
შინაგანი ნიშნები. თუ ეს ასეა, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანები უფრო იოლად
ასრულებენ მოვლენასთან დაკავშირებულ დავალებას, ვიდრე დროსთან
დაკავშირებულს[ CITATION Ала11 \l 1079 ].

29
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
3
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 0

სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი

„მაგიის მეორე პრინციპი: „საგნები, რომლებიც ოდესღაც შეხებაში იყვნენ


ერთმანეთთან, განაგრძობენ ერთმანეთზე ზემოქმედებას მანძილიდან მაშინაც
კი, თუ მათი ფიზიკური კონტაქტი შეწყვეტილია“.“

ჯეიმს ფრეიზერი

სტერნბერგის შეხედულებები ინტელექტის შესახებ

ინტელექტის მისეული ერთ-ერთი ყველაზე მოკლე განმარტება მდგომარეობს


შემდეგში:

„ინტელექტუალური ქცევა გულისხმობს გარემოსთან ადაპტაციას,


საკუთარი გარემოს შეცვლას ან უკეთესი გარემოს არჩევას.“

თუკი ჩვენ გავეცნობით სტერნბერგის ადრეულ ნაშრომებს ინტელექტის


რაობის რეკონცეპტუალიზაციის (გადახედვის, გადაკეთების) შესახებ,
დავინახავთ, რომ მასში არის ახლო კავშირი არისტოტელეს ანტიკურ
წანამძღვართან - ინტელექტს ქმნის სამი ასპექტი: თეორიული, პრაქტიკული
და პროდუქტული ინტელექტი. სტერნბერგის აზრით ინტელექტი ტრიალებს
გონების ანალიტიკური, პრაქტიკული და კრეატიული ასპექტების
ინფრმაციული ურთიერთქმედების გარშემო. ის ხაზს უსვამს იმას, რომ IQ
ტესტები ხშირად მხოლოდ ინტელექტის კომპონენტურ/ანალიტიკურ
კომპონენტს ზომავს.

თავისი კარიერის განმავლობაში სტერნბერგი დაინტერესებული იყო იმ


განსხვავებული გზებით, რომლებითაც სხვადასხვა ადამიანები იყენებდნენ
თავიანთ ინტელექტს - დაინტერესებული იყო სხვადასხვა მეტაკომპონენტების
ურთიერთქმედებით. ის ამტკიცებს, რომ განსხვავებები იმის განსაზღვაში
ჭკვიანია თუ არა ადამიანი, გამოწვეულია ადამიანების მიერ თავიანთი

30
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
3
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 1

მენტალურ მიდრეკილებების/შესაძლებლობების გამოყენებისა და


გაწონასწორების გზების მრავალფეროვნებით. ადრეულ შრომებში ამ
მიდრეკილებების აღწერისას სტერნბერგი აღნიშნავდა ჩვენი შინაგანი თვით-
მართვის მეთოდებს, იმას, თუ როგორ ვაწონასწორებთ მათ და როგორ ვიყენებთ
სიტუაციურად. ამიტომ, მისი აზრით ინტელექტის გაზომვას მივყავართ არა
მხოლოდ კონკრეტული შესაძლებლობის ქონა/არ ქონის ხარისხის შეფასებისკენ,
არამედ იმისკენაც, თუ როგორ ვიყენებთ ან ვათავსებთ ერთმანეთთან ჩვენს
შესაძლებლობებს პრობლემების გადაჭრის ან განსაზღვრულ გარემოსთან
მორგების საქმეში. სხვების მიერ განმარტებული ინტელექტის
საპირისპიროდ„მმართველობითი“ მოდელი აფასებს იმას, თუ როგორაა
ინტელექტი გამოყენებული, მიმართული/მართული ან მოხმარებული
(სასარგებლო თვისებების გამოყენების თვალსაზრისით). ინტელექტის დონის
ერთი და იგივე მაჩვენებლის მქონე ინდივიდებმა შესაძლოა სრულიად
სხვადასხვანაირად გამოიყენონ ან შეათავსონ მეტაკომპონენტები. კონკრეტული
ამოცანების გადაწყვეტისას მეტაკომპონენტების რეკომბინაციამ, გამოყენებამ ან
მიმართულმა გამოყენებამ შესაძლოა ერთი ადამიანი მეორეზე მეტი
ინტელექტის მქონედ ან უფრო წარმატებულად წარმოაჩინოს. (შეჯამებულია:
Sternberg, Robert (1988) The Triarchic Mind: A New Theory of Intelligence. NY: Viking
Press.)

მეტაკომპონენტური სუბთეორიები

კომპონენტური ინტელექტი (მოგვიანებით ცნობილი, როგორც ანალიტიკური


ინტელექტი) -

ინტელექტის ტრადიციული გაგება, რომელიც გულისხმობს:

აბსტრაქტულ აზროვნებასა და ლოგიკურ მსჯელობას

ვერბალურ და მათემატიკურ უნარებს

ემპირიული ინტელექტი (მოგვიანებით - კრეატული ინტელექტი) - კრეატული


აზროვნება, რომელიც იყენებს:

დივერგენტულ აზროვნებას (ახალი იდეების გენერირება(შექმნა)).

ახალ სიტუაციებთან გამკლავების უნარს.

31
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
3
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 2

კონტექსტუალური ინტელექტი (მოგვიანებით - პრაქტიკული ინტელექტი) –

„ყოველდღიური/საყოფაცხოვრებო“ ინტელექტი. მოიცავს:

ცოდნის რეალურ სამყაროზე მორგების უნარს

გარემოს ფორმირების უნარს; გარემოს არჩევის უნარს.

ტრიარქალური გონების საკვანძო კომპონენტები

თავდაპირველად მენტალური თვით-მართვა მოიცავდა 5


დაყოფილ, მაგრამ ურთიერთმოქმედ კატეგორიას - ფუნქცია,
მოცულობა, ფორმა, დონეები და მიმართულებები (გადახრა,
მიდრეკილება).

იელის უნივერსიტეტში ყოფნისას სტერნბერგმა ჩამოაყალიბა ინტელექტის


კონცეპტი, რომელიც უკავშირდება შინაგანი თვით-მენეჯმეტის სამი
საფეხურისთვის ინდივიდუალური უპირატესობის მინიჭების
კომბინაციებს. ეს სამი სფერო შეესაბამება:

1. გონების მართვის ფუნქციებს

2. სტილისტურ უპირატესობებს

3. შინაგანი თვითმმართველობის ფორმებს.

ერთი ადამიანი შეიძლება უპირატესობას ანიჭებდეს საკანონმდებლო


ფუნქციების, შინაგანი ცვლადებისა და მენტალური თვითმმართველობის
იერარქიული ჩვევების კომბინაციას, მაშინ, როდესაც სხვას შესაძლოა ერჩივნოს
აღმასრულებელი ფუნქციების, გარეშე ცვლადებისა და მენტალური
თვითმმართველობის ანარქიული ჩვევების კომბინაცია და ა.შ.

1. გონების მართვის ფუნქციები:

საკანონმდებლო - შექმნა, დაგეგმვა, წარმოდგენა და ფორმულირება

აღმასრულებელი - განხორციელება და კეთება

32
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
3
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 3

სასამართლო განსჯა, შეფასება და შედარება

2. მოცულობა - სტილისტური ცვლადები:

შინაგანი (ინტერნალური) - დამოუკიდებლობა

გარეგანი (ექსტერნალური) - თანამშრომლობა

3. მენტალური თვითმმართველობის ფორმები:

მონარქიული ტიპის ადამიანები გამოირჩევიან უკეთესი შესრულებით,


როდესაც მიზნები მხოლობით რიცხვშია. ისინი ყველაზე უკეთ
უმკლავდებიან ერთ მიზანს ან მოთხოვნილებას (ერთ ჯერზე).

იერარქიული ტიპის ადამიანებს ერთდროულად რამდენიმე


მიზანზე შეუძლიათ ფოკუსირება და იაზრებენ, რომ ყველა ამოცანა
თანაბრად სრულყოფილად ვერ შესრულდება. ასეთ ადამიანებს
მარტივად შეუძლიათ მიზნების დალაგება მათი
პრიორიტეტულობის მიხედვით.

ოლიგარქული ტიპის ადამიანები წარმატებით უმკლავდებიან თანაბარი


მნიშვნელობის მიზნებს, მაგრამ უჭირთ განსხვავებული მნიშვნელობის
მქონე ამოცანების პრიორიტეტულობის მიხედვით დალაგება.

ანარქიული ტიპის ადამიანები ფორმისა და პრეცენდენტისგან შორს დგანან.


ხშირად მათ არ მოსწონთ, ან არ ესმით წესებისა და რეგულაციების
საჭიროება. ისინი მოქმედებენ წესების ან სტრუქტურის გარეშე, ქმნიან რა
პრობლემის გადაჭრის საკუთარ ტექნიკებს ინსაიტის გამოყენებით, რაც
ხშირად ამსხვრევს გონების დადგენილ წყობას.

თავდაპირველად ამ მსჯელობის ნაწილი ასევე იყო დონეები და ტენდენციები:

33
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
3
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 4

დონეები:

გლობალური - დიდი, აბსტრაქტული საკითხები

ლოკალური - კონკრეტული პრობლემები, პრაქტიკული საკითხები

ტენდენციები

კონსერვატორული - არსებულ წესებზე მიჯაჭვულობა

პროგრესული - არსებული წესების მიღმა შესაძლებელისთვის უპირატესობის


მინიჭება

სტერნბერგის მსჯელობა ინტელექტის შესახებ განსხვავდება სხვათაგან, რადგან


მას მიაჩნია, რომ ინტელექტი არ არის მხოლოდ სტატისტიკური ქულა. ის
გარკვეულწილად მოქნილია და მასთან მიმართებაში მხედველობაში უნდა
ვიქონიოთ ისეთი გარემოებები, როგორიცაა კულტურა, გენდერი, ასაკი,
აღზრდის სტილი, პიროვნება და სასკოლო გამოცდილება. ამ გაგებით,
ინტელექტი შეიძლება განსაზღვრული იყოს ინდივიდის კონტექსტითა და

გამოცდილებით, უფრო მეტიც - გამოცდილებით/ვარჯიშით ის შეიძლება


გაუმჯობესდეს კიდეც. სტერნბერგის ზოგიერთი ადრეული შეხედულება
მოულოდნელია (იმ პერიოდის კვალობაზე), რადგან ის განმარტავს
ინტელექტს, როგორც სიახლესთან გამკლავების უნარს, მიზანმიმართულ
ადაპტაციას, გარემოს არჩევასა და ფორმირებას ინდივიდის სიცოცხლისა და
შესაძლებლობების შესაბამისად.

ზედაპირულად სტერნბერგის ბევრი განმარტება ეხმიანება პიროვნების ტიპის


თეორიას. მაგალითად, მათთვის ვისაც უსწავლია კარლ იუნგის შრომა
პიროვნული უპირატესობების შესახებ, შეიძლება იფიქროს, რომ სტერნბერგის
შინაგანი და გარეგანი „მოცულობის ცვლადები“ უკავშირდება იუნგიანური
თეორიის ინტროვერსია/ექსტრავერსიის განზომილებებს.

34
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
3
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 5

ამგვარად, სხვადასხვა კომბინაციებით (ფუნქციები 3 x მოცულობა 2 x


ფორმები 4 = 24) სტერნბერგის ტრიარქალური მოდელი ქმნის
მენტალური უპირატესობების 24-ნაირ სხვადასხვა კომბინაციას.

წარმატების ინტელექტი

სტერნბერგი ამტკიცებს, რომ წარმატებული ადამიანები სწავლობენ


ინტელექტის ზემოთ ნახსენები კომპონენტების კომბინირებასა და
გამოყენებას.

ინტელექტის ანალიტიკური ფორმები შეიცავს კვლევის შესაძლებლობასა


და მენტალურ ნაბიჯებს, რომლებიც ეხმარება ადამიანს პრობლემის
გადაჭრაში.

კრეატული ფორმები იძლევა ინსაიტით პრობლემის გადაწყვეტის


შესაძლებლობას. პრაქტიკული ასპექტები - იძლევა ყოველდღიური
ცხოვრების ამოცანების კვლევისა და მათთან ადაპტაციის საშუალებას.
წარმატების ინტელექტის შემთხვევაში სტერნბერგი თვლის, რომ
გამოცდილების ქონა მხოლოდ ერთ სფეროში არ არის საკმარისი,
აუცილებელია ინტელექტის სამივე ფორმის ურთიერთქმედება.

წარმატების ინტელექტი არის ინტელექტის ის ტიპი, რომელიც


მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს. ადამიანები,
რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს საკუთარი ან სხვების სტანდარტების
მიხედვით, არიან ისინი, ვინც შეძლეს ფართო სპექტრის ინტელექტუალური
უნარების შეძენა, განვითარება და გამოყენება, ნეიტრალური/ინერტული
ინტელექტის გამოყენების ნაცვლად, რასაც ასე აფასებენ სკოლები. ეს
ინდივიდები შეიძლება იყვნენ/არ იყვნენ წარმატებულები ტრადიციულ
ტესტებში, მაგრამ მათ აქვთ რაღაც, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია,
ვიდრე მაღალი ქულები ტესტში. მათ იციან თავიანთი სისუსტეები და
ძლიერი მხარეები. ისინი აფასებენ

თავიანთ ძლიერ მხარეებს; ახდენენ თავიანთი სისუსტეების კომპენსირებას ან


ასწორებენ

35
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
3
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 6

მათ.

ინტელექტის ასპექტების მთავარი ფუნქციები

ანალიტიკური კრეატული პრაქტიკული

ანალიზი შექმნა გამოყენება

კრიტიკა გამოგონება პრაქტიკაში


განხორციელება

მსჯელობა აღმოჩენა საქმეში გამოყენება

შედარება/კონტრასტი წარმოდგენა, რომ... განხორციელება

შეფასება (მდგომარეობის) ვარაუდი

შეფასება (ღირებულების) წინასწარმეტყველება

Summarized highlights from Sternberg, R. J. (1997) Successful Intelligence: how practical


and

creative intelligence determine success in life. NY: Penguin/Putnam.

რატომ არ არიან წარმატებულები ინტელექტუალური ადამიანები?

1.მოტივაციის ნაკლებობა - ნიჭი გამოუსადეგარია, თუკი ადამიანი არ


არის მოტივირებული მის გამოსაყენებლად. მოტივაცია შეიძლება იყოს
გარეგანი (სოციალური განმტკიცება) ან შინაგანი (სამუშაოს კარგად
შესრულებისგან მიღებული კმაყოფილების გრძნობა). მოტივაციის
გარეგანი წყაროები დროებითი/ცვალებადია მაშინ, როცა შინაგანი
წყაროები უზრუნველყოფენ მეტად კონსისტენტურ შესრულებას.

36
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
3
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 7

იმპულსურობის კონტროლის ნაკლებობა - ჩვეულებრივი იმპულსურობა


ხელს უშლის ოპტიმალურ შესრულებას. ზოგი ადამიანი პრობლემის
გადასაჭრელად არ იყენებს თავის მთლიან ინტელექტუალურ რესურსს,
არამედ მიყვება პირველივე გადაწყვეტილებას, რომელიც აღმოცენდება მის
თავში.

2.დაჟინებულობის ნაკლებობა ან ზედმეტი დაჟინებულობა - ზოგი


ადამიანი ძალიან ადვილად ნებდება მაშინ, როცა სხვებს არ აქვთ შეჩერების
უნარი მაშინაც კი, როცა ძიება უშედეგოა.

3.არასწორი შესაძლებლობების გამოყენება - ადამიანებმა შესაძლოა არ


გამოიყენონ სწორი უნარები ამოცანების გადასაჭრელად.

4.აზრის მოქმედებაში გადატანის უუნარობა - ზოგი ადამიანი აზრებში


ჩაფლულს გავს. მათ აქვთ კარგი იდეები, მაგრამ იშვიათად შეუძლიათ
მათი ხორცშესხმა.

5.შედეგზე ორიენტირებულობის ნაკლებობა - ზოგი ადამიანი მეტადაა

კონცენტრირებული პროცესზე ვიდრე აქტივობის საბოლოო შედეგზე.

6.დავალებების დასრულების უნარის არ ქონა - ზოგი ადამიანისთვის


არაფერი სრულდება. შეიძლება ამის მიზეზი მომავალი საქმიანობა ან
დეტალებში უიმედოდ გახლართვა იყოს.

7.მარცხი ინიცირებისას - ზოგ ადამიანს არ სურს ან არ შეუძლია რამის


თავიდან დაწყება, ინიცირება. ეს შეიძლება იყოს გადაუწყვეტობა ან
ვალდებულების აღების შიში.

8.მარცხის შიში - ადამიანებმა შეიძლება ვერ მიაღწიონ ინტელექტუალურ


შესრულებამდე იმიტომ, რომ გაურბიან ჭეშმარიტად მნიშვნელოვან
გამოწვევებს.

9.გადადება - ზოგ ადამიანს არ შეუძლია ზეწოლის გარეშე მუშაობა.


მათ შეიძლება მოიმიზეზონ უმნიშვნელო რაღაცეები
მნიშვნელოვანი საქმის გადასადებად.

10.დანაშაულის არასწორი ატრიბუცია - ზოგი ადამიანი ყოველთვის


საკუთარ თავს ადანაშაულებს უმცირეს უსიამოვნებაშიც კი. ზოგი კი
ყოველთვის სხვას სდებს ბრალს.

37
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
3
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 8

11.ზედმეტი სიბრალული საკუთარი თავისადმი - ზოგი ადამიანი ზედმეტ დროს


ხარჯავს

საკუთარი თავის შეცოდებისთვის, ფლანგავს რა პრობლემისგან


გასათავისუფლებელ ძალისხმევას.

12.ზედმეტი დამოკიდებულება - ზოგი ადამიანი სხვებისგან მოელის, რომ ისინი

გააკეთებენ იმას, რაც თავად უნდა გააკეთოს.

13.პირად სირთულეებში ჩაფლულობა - ზოგ ადამიანს პირადი


სირთულეები (პრობლემები)ხელს უშლის სამუშაოს შესრულებაში.

14.გაფანტულობა და კონცენტრაციის ნაკლებობა - ზოგ ინტელექტუალ


ადამიანს ხანმოკლე დროით შეუძლია ყურადღების კონცენტრირება.

15. საკუთარი თავის ძალიან ვიწროდ ან ძალიან ფართოდ დაკავება - ზედმეტად


ბევრი

აქტივობის საკუთარ თავზე აღებამ შეიძლება შედეგად მოიტანოს ის, რომ


ვერცერთი ამოცანა ვერ შესრულდეს დროულად. ზედმეტად მცირეს
შემთხვევაში, შეიძლება საქმე გვქონდეს ხელიდან გაშვებულ
შესაძლებლობებთან და მიღწევის დაწეულ მაჩვენებელთან.

16.დაკმაყოფილების გადადების უუნარობა - ზოგი ადამიანი მცირე


ამოცანების გადაწყვეტის შემდეგ აჯილდოვებს საკუთარ თავს და
დაჯილდოვებულია სხვისგან მაშინ, როცა თავიდან არიდებულმა
დიდმა დავალებებმა შეიძლება მათ უფრო დიდი ჯილდო მოუტანოს.

17.„ხეებს იქით ტყის დანახვის“ უუნარობა - ზოგი ადამიანი შეპყრობილია


დეტალებით და არ სურს ან არ შეუძლია უფრო დიდ პროექტებთან
გამკლავება.

18.კრიტიკული/ანალიტიკური აზროვნებისა და კრეატული აზროვნების


წონასწორობის ნაკლებობა - მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა
ისწავლონ აზროვნების რა სტილი მოეთხოვებათ მათ ყოველ
კონკრეტულ სიტუაციაში.

19.ზედმეტად დაბალი ან ზედმეტად მაღალი თავდაჯერებულობა -


თავდაჯერებულობის ნაკლებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს
ინდივიდის შესაძლებლობაზე შეასრულოს დავალებები და შეიძლება

38
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
3
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 9

იქცეს თვითქმნად წინასწარმეტყველებად. და პირიქით, ინდივიდებმა


ზედმეტი თავდაჯერებულობით შესაძლოა არ იცოდნენ, როდის უნდა
აღიარონ, რომ ცდებიან ან თვით-გაუმჯობესებას საჭიროებენ.

39
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
4
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 0

აქტივაციის გავრცელების მოდელი


დ. ფარჯანაძე „მეხნსიერების ფსიქოლოგია“

40
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
4
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 1

41
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
4
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 2

42
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
4
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 3

43
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
4
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 4

44
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
4
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 5

45
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
4
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 6

46
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
4
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 7

47
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
4
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 8

48
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
4
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 9

პარალელური გადამუშავება: კონექციონისტური მოდელი (რ.სტერნბერგი)

კომპიუტერულ მოდელზე დაფუძნებული ინფორმაციის გადამუშავების


თეორიები ამტკიცებს, რომ ადამიანები ინფორმაციას, კომპიუტერის მსგავსად,
სერიულად ამუშავებენ. ამ შემთხვევაში ინფორმაცია გადამუშავდება ნაბიჯ-ნაბიჯ.
ადამიანის კოგნიციის ზოგიერთი ასპექტი შეიძლება აიხსნას სერიული
გადამუშავებით, მაგრამ ფსიქობიოლოგიური კვლევები და სხვა კოგნიტური
აღმოჩენები ადამიანის კოგნიციის სხვა ასპექტებსაც განიხილავს. ეს ასპექტები
მოიცავს პარალელურ გადამუშავებას, რომლის დროსაც მრავალი პროცესი
ერთდროულად ხორციელდება. კომპიუტერის მიერ ინფორმაციის გადამუშავება
კოგნიციის მრავალი მოდელის მეტაფორად ვიხილეთ. მსგავსად ამისა, თავის ტვინის
მიერ ინფორმაციის გადამუშავების შესწავლა ცოდნის რეპრეზენტაციის უახლესი
მოდელების მეტაფორულ წარმოდგენას ემსახურება.

ადამიანის თავის ტვინი ერთდროულად მრავალ პროცესს ახორციელებს და


პარალელურად ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან სიმულტანურად
(ერთდროულად) გადაამუშავებს. ინფორმაციის პარალელური გადამუშავება
აუცილებელი ფუნქციაა: კომპიუტერი სტიმულს პასუხობს ნანოწამებში (წამის
მემილიონედში), ადამიანის ნეირონს კი 3 მილისეკუნდი სჭირდება სტიმულზე
აქტივაციისთვის. ამის გამო ადამიანის თავის ტვინის მიერ ინფორმაციის სერიული
გადამუშავება ძალიან ნელი იქნებოდა. მაგალითად, ადამიანების უმრავლესობას 300
მილიწამში შეუძლია რთული ვიზუალური სტიმულის ცნობა. სერიული
გადამუშავების შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე ასეულ ნეირონს ექნებოდა ამ
დროში აქტივაციის შესაძლებლობა, რაც არ არის საკმარისი რთული სტიმულის
ამოსაცნობად. შესაბამისად, პარალელური პროცესების მიმდინარეობა უკეთ ხსნის
ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფესა და სიზუსტეს.

ამ მოსაზრებების გათვალისწინებით, ადამიანის კოგნიციაში პარალელური


გადამუშავების მნიშვნელობას ცოდნის რეპრეზენტაციის ბევრი ახალი მოდელი

49
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
5
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 0

აღიარებს. პარალელური გადამუშავებისადმი ინტერესის ზრდის შედეგად შეიქმნა


კომპიუტერული სიმულაციები, ე. წ. ურთიერთდაკავშირებული კომპიუტერული
პროცესორების ნერვული ქსელები.

ამჟამად მრავალი კოგნიტური ფსიქოლოგი იკვლევს პარალელური


გადამუშავების მოდელების სუსტ მხარეებს. პარალელურად განაწილებული
გადამუშავების მოდელების (PDP)1 ან კონექციონისტური მოდელების მიხედვით,
ჩვენ დიდი რაოდენობით კოგნიტურ ოპერაციებს განვახორციელებთ თავის ტვინის
მრავალ უბანში (McClelland & Rogers, 2003; McClelland, Rumelhart, & the PDP Research
Group,1986; Rogers & McClelland, 2008).

როგორ მუშაობს PDP მოდელი

მენტალური სტრუქტურა, რომლის ფარგლებშიც პარალელური გადამუშავება


ხორციელდება - ქსელია. კონექციონისტურ მოდელში ცოდნის ყველა ფორმა
წარმოდგენილია ქსელის სტრუქტურაში. გაიხსენეთ, რომ ქსელის ფუნდამენტური
ელემენტი კვანძია. თითოეული კვანძი სხვა მრავალ კვანძს უკავშირდება. ეს
ურთიერთდაკავშირებული პატერნები ინდივიდს კვანძების სისტემაში ცოდნის
შინაარსობრივად ორგანიზების საშუალებას აძლევს. ქსელური მოდელების
უმრავლესობაში თითოეული კვანძი ცნებას უტოლდება. PDP მოდელი განსხვავდება
ადრე განხილული სემანტიკური ბადის მოდელისგან. PDP მოდელში ბადე ნეირონის
მსგავსი ერთეულებისგან შედგება (McClelland & Rumelhart, 1981, 1985; Rumelhart
& McClelland, 1982). ეს ერთეულები არ წარმოადგენს ცნებებს, გამონათქვამებს
(პროპოზიციებს) ან სხვა სახის ინფორმაციას. შესაბამისად, ცოდნა კავშირებისა და
სპეციფიკური ერთეულების მეშვეობით არის წარმოდგენილი. იგივე იდეა უდევს
საფუძვლად ენის გამოყენებას. სიტყვის ცალკეული ასოები ნაკლებად

1
parallel distributed processing models - მარტივი გადამამუშავებელი ელემენტების (ანუ ინფორმაციის
ერთეულების) ურთიერთქმედებით ხდება ინფორმაციის გადამუშავება. ამათგან თითოეული სხვა ერთეულებს
უგზავნის ამგზებ/შემაკავებელ სიგნალებს. ერთეული შეიძლება იყოს ასოები, შესაძლო მიზნები და მოქმედებები
და სხვ. (რედ. შენიშვნა).

50
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
5
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 1

ინფორმატიულია, ხოლო იმავე ასოებით შექმნილი პატერნი გარკვეულ ინფორმაციას


მოიცავს. 8.6 ნახატზე გამოსახულია, თუ როგორ არის შესაძლებელი 6 ერთეულით 6-
ზე გაცილებით მეტი კავშირის ჩამოყალიბება.

PDP მოდელი მიუთითებს სხვა ასპექტებზე, რომლებიც განასხვავებს თავის


ტვინის კვლევებზე დაფუძნებულ მოდელს კომპიუტერული სიმულაციების
საფუძველზე შექმნილი მოდელისგან. სხვადასხვა კოგნიტური პროცესი აქტივაციის
სხვადასხვა პატერნს საჭიროებს, განსხვავებით კომპიუტერული პროცესებისგან,
სადაც ყველა ოპერაცია ცენტრალური პროცესორიდან წამოსული ინსტრუქციებით
იმართება.

თავის ტვინში ნეირონი შეიძლება იყოს ინაქტიური, აგზნებული (აქტიური) ან


დამუხრუჭებული.

 ინაქტიური ნეირონების სტიმულირება მათი აგზნების საზღვრებს მიღმა არ


ხდება. ისინი სინაფსში (ნეირონთაშორის სივრცეში) არ აგზავნიან
ნეიროტრანსმიტერებს.
 ამგზნები ნეირონები, პირიქით, აგზავნიან სინაფსში ნეიროტრანსმიტერებს,
რომლებიც უზრუნველყოფენ მიმღები ნეირონების სტიმულირებას. ისინი
ზრდიან მიმღები ნეირონების აგზნების დონეს მათი აგზნების ზღვრულ
მაჩვენებლებამდე.
 შემაკავებელი (დამამუხრუჭებელი) ნეირონები სინაფსში ისეთ
ნეიროტრანსმიტერებს უშვებენ, რომლებიც აფერხებენ მიმღები ნეირონების
აგზნებას.
მიუხედავად იმისა, რომ ნეირონის აქტივობის პოტენციალი აბსოლუტურია (ან
არის, ან არ არის), მიღებული ნეიროტრანსმიტერებისა და
ნეირომოდულატორების2 რაოდენობა ცვალებადობს. აქტივაციის სიხშირეც

2
ნეირომოდულატორები - ესაა ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ ნერვული აქტივაციის ზრდა და
შეკავება (რედ.შენიშვნა).

51
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
5
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 2

შეიძლება იცვლებოდეს. ეს ვარიაცია გავლენას ახდენს სინაფსში სხვა


ნეირონების აგზნებასა და შეკავებაზე.

ფიგურა 8.6კავშირების პატერნით წარმოდგენილი ცოდნა.


ცალკეული ინდივიდუალური ერთეული (წერტილი) არაინფორმატიულია, მაგრამ როცა
ერთეულები პატერნებად ერთიანდებიან, თითოეულ პატერნს დიდი ინფორმატიულობა
ენიჭება, როგორც ეს ზემოთ არის ნაჩვენები. მსგავსად ამისა, ცალკეული ასო არანაირ
ინფორმაციას არ გვაწვდის, მაგრამ ასოების ნაკრები (პატერნი) გარკვეული შინაარსის
მატარებელია. მხოლოდ სამი ასოს კომბინაციის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია სხადასხვა
პატერნის გენერირება, მაგალითად, DAB, FED და სხვა პატერნები ფიგურის ქვედა ნაწილში.

ამის მსგავსად, PDP მოდელში, ინდივიდუალური ერთეული შეიძლება


ინაქტიური იყოს, ან შეიძლება ამგზნები და შემაკავებელი იმპულსები გაუგზავნოს
სხვა ერთეულებს. შესაბამისად, არ შეიძლება ითქვას, რომ PDP მოდელი ცოდნის
რეპრეზენტაციის სპეციფიკურ ნერვულ გზებს გვიჩვენებს. ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა
გვაქვს გასავლელი სპეციფიკური ნეირონული ინფორმაციის შესატყვისი რუკის
შექმნამდე (mapping). PDP მოდელი კოგნიციის გასაგებად თავის ტვინის
ფიზიოლოგიურ პროცესებს იყენებს, როგორც მეტაფორას.

52
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
5
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 3

PDP მოდელზე დაყრდნობით, ერთეულებს შორის კავშირები აგზნებისა და


შეკავების სხვადასხვა ხარისხის პოტენციალით ხასიათდება. ეს განსხვავებები
კავშირების ინაქტიურობის პერიოდშიც შეიმჩნევა. მნიშვნელობა არა აქვს, კავშირი
შემაკავებელია თუ გამშვები; თავად კავშირი რაც უფრო ხშირად აქტივირდება, მით
უფრო იზრდება მისი ძალა. ცოდნის რეპრეზენტაცია არ არის საბოლოო პროდუქტი.
ეს არის პროცესი ან პოტენციური პროცესი. ჩვენ არ ვინახავთ კავშირთა კონკრეტულ
პატერნებს. ეს არის გამშვები და შემაკავებელი კავშირების პოტენციური ძალის
პატერნი. სტიმულაციისას თავის ტვინი ამ პატერნს სხვა პატერნების
აღდგენა/რეკონსტრუქციისათვის იყენებს.

ახალი ინფორმაციის მიღებით გამოწვეული აქტივაცია აძლიერებს ან ასუსტებს


კავშირებს ერთეულებს შორის. ეს ახალი ინფორმაცია შეიძლება მოდიოდეს გარეშე
სტიმულიდან, მეხსიერებიდან, ან სხვა კოგნიტური პროცესებიდან. მსჯელობისა და
განზოგადების გზით ახალი ინფორმაციის შექმნის შესაძლებლობა ცოდნის
რეპრეზენტაციასა და მანიპულაციას უსასრულოდ მოქნილ და მრავალმხრივ
პროცესად გადააქცევს.

ამ მოქნილობის წყალობით ადამიანი - კომპიუტერისგან განსხვავებით -


არასრული და დამახინჯებული ინფორმაციის აკომოდაციას ახერხებს.
დამახინჯებული და არასრული ინფორმაცია დანაწევრდება. PDP მოდელის
მიხედვით, ადამიანის თავის ტვინი მოქნილია. პატერნის აქტივაციისთვის არ არის
საჭირო, რომ პატერნის ყველა ასპექტი მიწოდებულ ინფორმაციის შესატყვისი იყოს.
შესაბამისად, როცა განსაზღვრებით მიწოდებული ინფორმაცია პატერნის გარკვეულ
(მაგრამ არა ყველა) ასპექტს ააქტიურებს, დანაწევრებული ინფორმაციის
მიუხედავად, ჩვენ ამ პატერნის აღდგენა/რეკონსტრუქცია შეგვიძლია. ეს კოგნიტური
მოქნილობა ახალი ინფორმაციის ათვისებისკენ გვიბიძგებს.

PDP მოდელის გამოყენებით კოგნიტური ფსიქოლოგები ადამიანის კოგნიციის


სხვადასხვა ზოგადი მახასიათებლის ახსნას ცდილობენ. ეს მახასიათებლები მოიცავს

53
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
5
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 4

ჩვენს შესაძლებლობებს, ვიმოქმედოთ მოქნილად, დინამიკურად, დაუყოვნებლივ და


ზუსტად მაშინაც კი, როცა დანაწევრებული ინფორმაცია მოგვეწოდება. კოგნიტური
ფსიქოლოგები ამ მოდელის გამოყენებას დამატებით სპეციფიკური კოგნიტური
პროცესების ასახსნელად ცდილობენ. ასეთი პროცესების მაგალითებია აღქმა,
მსჯელობა, კითხვა, მეტყველება, პრაიმინგი და სტრუპის ეფექტი ისევე, როგორც
მეხსიერების სხვა პროცესები (Elman et al., 1996; Kaplanet al., 2007; Rogers &
McClelland, 2008; Smolensky, 1999; Welbourne & Ralph,2007).

PDP მოდელის გამოყენება შესაძლებელია კოგნიტური პროცესების საკვლევად


დისლექსიის/კითხვის დარღვევებისას. კითხვის პროცესის რეპრეზენტაციისთვის
შეიქმნა სპეციფიკური PDP მოდელი. ეს მოდელი მოიცავს გზებს ორივე - როგორც
ფონოლოგიური, ისე სემანტიკური რეპრეზენტაციებისთვის (Plaut et al., 1996). ამ
მოდელის მეშვეობით კომპიუტერული სიმულაციებით შესაძლებელი გახდა
ნორმალური კითხვის იმიტირება. როდესაც ამ ორიდან ერთ-ერთი გზა ზიანდება,
სიმულაციები დისლექსიის ქცევით მახასიათებლებს ამჟღავნებენ (Welbourne & Ralph,
2007).ეს სიმულაციები ეხმარება მეცნიერებს კითხვის დარღვევის საფუძვლად

მდებარე დაზიანებული კოგნიტური პროცესების გაგებაში.

ცოდნის რეპრეზენტაციის კონექციონისტური მოდელები ცოდნის


წარმოდგენისა და გადამუშავების პროცესებში ისეთ ფენომენებს ხსნის, როგორიცაა
აღქმა და მეხსიერება. ამ პროცესთა განვითარება შესაძლებელია თანდათან,
შენახული ინფორმაციის გამოყენებით ბადეში კავშირების პატერნების
გაძლიერებით. თუმცა კონექციონისტური მოდელები არ არის იდეალური.

კონექციონისტური მოდელების კრიტიკა

კონექციონისტური ბადის მოდელები არ ითვალისწინებს ნერვული


სისტემების თვისებებს, ან ნერვულ ქსელებს ისეთ თვისებებს მიაწერს, რაც მათ
რეალურად არ ახასიათებს. ამასთან, გაუგებარია, მხოლოდ თავის ტვინთან

54
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
5
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 5

სტრუქტურული მსგავსების გამო რატომ არის ეს მოდელები უფრო სანდო, ვიდრე


კოგნიტური მექანიზმის ამხსნელი სხვა ნებისმიერი, მანამდე არსებული მოდელი
(Thomas & McClelland, 2008).

კონექციონისტური მოდელების ბევრი ასპექტი ჯერ კიდევ არ არის


გარკვეული. მაგალითად, კონექციონისტური მოდელი არაეფექტურად ხსნის
ცალკეულ მოვლენათა დამახსოვრების მექანიზმებს (Schacter, 1989a). იმგვარი
დასამახსოვრებელი მოვლენის რეპრეზენტაციისთვის, როგორიცაა ბოლო ზარი,
როგორ ვაგებთ გამთლიანებულ ახალ პატერნს?

ასევე, კონექციონისტური მოდელები არადამაკმაყოფილებლად ხსნის,


საპირისპირო ინფორმაციის მიწოდებისას კავშირთა დასწავლილი პატერნების
დავიწყების ფაქტებს(Ratcliff, 1990; Treadway et al., 1992). მაგალითად:

1. დავუშვათ, ხილის კატეგორიისთვის მცენარეთა მიკუთვნების


კრიტერიუმებია: „მათ უნდა ჰქონდეთ თესლი, რბილობი და კანი“.
2. თქვენ ასევე გეუბნებიან, რომ სიტკბოს მიხედვით სხვა მცენარეებთან ხილის
შედარებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს.
3. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა დაახარისხოთ მცენარეთა
ნაწილების ფოტოები იმის მიხედვით, არის ეს ხილი, თუ არა.
4. რა ხდება? თქვენ პომიდორსა და გოგრას ვაშლთან და სხვა ხილთან ერთად
დადებთ იმის მიუხედავად, რომ მათ მანამდე ხილად არ მიიჩნევდით.

კონექციონისტური სისტემების ამ სუსტი მხარეების დაძლევა შესაძლებელია.


შეიძლება ითქვას, რომ თავის ტვინში დასწავლის ორი სისტემაა (McClelland,
McNaughton, &O’Reilly, 1995). ერთი მათგანი, თავისი პერმანენტულობითა და
ცვლილებებისადმი წინააღმდეგობით, კონექციონისტურ მოდელს შეესაბამება,
მეორე სისტემა კი ახალი ცოდნის ათვისებას უზრუნველყოფს. ის ხანმოკლედ ინახავს
ამ ინფორმაციას. შემდეგ ეს ინფორმაცია ინტეგრირდება კონექციონისტური

55
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
5
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 6

სისტემის ინფორმაციასთან. ნეიროფსიქოლოგიური მონაცემები და


კონექციონისტური სისტემების მოდელირება ადასტურების ამ შეხედულებას
(McClelland, McNaughton, & O’Reilly, 1995). მართალია, ამით დასტურდება
კონექციონისტური სისტემა, მაგრამ მისი შეზღუდვების გამო ჩვენ კვლავ
გვჭირდება დასწავლის ახალი სისტემის აღწერა.

ცოდნის რეპრეზენტაციისა და ინფორმაციის გადამუშავების თანამედროვე


მოდელებმა ისარგებლეს კომპიუტერული მეცნიერებების ტექნოლოგიური
მიღწევებით, თავის ტვინის ვიზუალიზაციისა და ნეიროფსიქოლოგიური კვლევების
შედეგებით. 40 წლის წინ ამგვარი მიღწევები სრულიად წარმოუდგენელი იყო.
შესაბამისად, დღესაც რთული განსასაზღვრია, საით წარიმართება კვლევის
სპეციფიკური მიმართულებები. მაგრამ უკვე შეიძლება კვლევის პერსპექტიული
მიმართულებების განსაზღვრა. მაგალითად, კომპიუტერების გამოყენებით
მკვლევრები ცდილობენ ნერვული ქსელების მეშვეობით პარალელური
გადამუშავების მოდელის შექმნას. რთული ტექნოლოგიური მეთოდები თავის
ტვინის კვლევის ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ამას გარდა, კვლევის
შესაძლებლობებს ამდიდრებს შემთხვევათა შესწავლა, ნატურალისტური (ბუნებრივ
სიტუაციაში) კვლევები და ტრადიციული ლაბორატორიული ექსპერიმენტები
კოგნიტურ ფსიქოლოგიაში. მკვლევართა ნაწილი ცდილობს ისეთი სპეციფიკური
კოგნიტური პროცესების შესწავლას, როგორიცაა მეტყველებითი ბგერების სმენითი
გადამუშავება, სხვები კოგნიციის საფუძველმდებარე ფუნდამენტურ პროცესებს
იკვლევენ. რომელი ტიპის კვლევების მეცნიერული ღირებულება გადაწონის?

56
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
5
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 7

57
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
5
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 8

58
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
5
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 9

59
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
6
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 0

60
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
6
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 1

61
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
6
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 2

62
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
6
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 3

63
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
6
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 4

64
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
6
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 5

65
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
6
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 6

66
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
6
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 7

67
აღქმისა და მეხსიერების კოგნიტური მოდელები
6
სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქალური მოდელი 8

68

You might also like