Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

მარტო დარჩენილი მოხუცები

ბებიებს და ბაბუებს ცვენ ყველა ვუყვარვართ, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ისინი .


ისინი როცა მარტო არიან, სულ ჩვენზე ფიქრობენ. ჩვენც უნდა მივაქციოთ ყურადღება
და თუ ვერ მივდივართ დავურეკოთ მაინც. მაგ: მე რომ გორში წავედი, სიმხიარულე
შევიტანე სახლში და მერე რომ მოვდიოდი თითქოს და ეს სიხარული თან წამოვიღე.
ყოველ შემთხვევაში ასე ვგრძნობ. წარმოიდგინე ხარ მოხუცების ადგილას შენს
ცხოვრების მეწყვილესთან ერთად და მოდის შენი შვილი თავისი ცოლით და შვილებით
და მოაქვს სიხარული, ბედნიერება და ა. შ. ის რომ წავა ცოლ შვილიანა მას ხომ შენი
სიხარული და ბედნიერებაც გაჰყვება იმიტომ რომ უბრუნდები ისევ ჩვეულებრივ
ცხოვრებას. მოხუცებს სულ უხარიათ ჩვენი დანახვა მაგ: ბებიაჩემთან რომ მივდივართ
დედაჩემისა და დეიდა ჩემის ოჯახი სიხარული მიგვაქვს თან დიდი და წასვლისას სულ
გვეხვეწება რომ ცალ ცალკე წავიდეთ თორემ მალევე ცარიელდება სახლიო. დედაჩემი
მაგალითად თითქმის ყოველდღე მიდის დედამისთან, ჩვენც ვურეკავთ ხოლმე, ხან კი
პირიქით, ბებო გვირეკავს. კიდევ მანგლისში ანუ ჩემს აგარაკზე გვყავს მეზობელი ,
ოლია. მისი შვილიშვილები ამავე დაბაში ცხოვრობენ მაგრამ რატომღაც თითქოს და
მივიწყებული ყავთ ოლია ბებო, ერთი შვილი გარდაეცვალა, მეორე კიდევ მოსკოვშია .
მე რომ ჩავდივარ ხოლმე მანგლისში, სულ ვლაპარაკობთ, ის იქაურ ამბებს მიყვება, მე
აქაურს ვუყვები და ა. შ. რამდენჯერ ყოფილა სახლის გასაღები დაუკარგავს და ხან სად
ვიპოვეთ და ხან სად. მოკლედ მოხუცებისათვის მარტოობა ჩემი აზრით ძალიან
ძნელია. ყველანაირად უნდა ვეცადოთ რომ ეს მარტოობის სიცარიელე შევავსოთ და
მივაქციოთ მოხუცებს ყურადღება.

You might also like