III Aqtivoba Furclis Parametrebis Zomebi Disign

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

თქვენ გადმოგეცათ ჩანაწერი, რომელიც უნდა დააფორმატოთ:

1. ფურცელს გაუკეთეთ ჩარჩო (ART) – მენიუს ჩანართი DISEGN, Page Borders;


2. ტექსტის შორის დაშორება - 1.5, მენიუს ჩანართი Home, Line end Paragraph Spacing
3. ფურცლის მინდვრის ზომები - Top – 1სმ. Bottom – 1 სმ. Right – 1 სმ, left 1,5 სმ, მენიუს
ჩანართი Page Layout, Margins
4. დაყავით აბზაცებად - 4 აბზაცი მაინც. აბზაცები გააკეთეთ მონიშნულ ადგილებში, ასევე
აბზაცებს გაუკეთეთ მონიშვნა Home, Bulets
5. ჩასვით ტექსტში თემატურად ერთი მაინც სურათი, სურათი დააფორმატეთ
6. გაუკეთეთ სურათს ჩარჩო და ჩრდილები
7. დოკუმენტს გაუკეთეთ Watermark, წარწერით -- SEU, მენიუს ჩანართი DISEGN,
Watermark
8. დოკუმენტს განუსაზღვრეთ ფერი (ნებისმიერი) - მენიუს ჩანართი DISEGN, Page Color
9. ბოლო აბზაცი დაყავით 2 სტრიქონად - მენიუს ჩანართი Page Lauout, Colunms

ინფორმაციის რაოდენობის ექსპონენციალურმა ზრდამ ახალი თავისტკივილი გაუჩინა ადამიანებს.


დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზების დაარქივებას და „ბეკაპირებას’’, თანამედროვე
ტექნოლოგიების საშუალებით საათები და ზოგჯერ დღეები სჭირდება. ძალიან ხშირად ეს დრო
მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ხანდახან დიდი კომპანიების ბედ-იღბალსაც კი წყვეტს. რამდენიმე
ტერაბაიტის, თუნდაც გიგაბაიტის, კოპირება, თვალის დახამხამებაში ჯერ კიდევ ფანტასტიკის
სფეროა, სწორად ამიტომ, ჰოლივუდში, კვლავაც იღებენ ფილმებს, სადაც მთავარი გმირი დიდი
რაოდენობის ინფორმაციას, მყარი დისკიდან ინფორმაციის ჩამწერ პორტატიულ მოწყობილობაზე
ხელის ერთი მოძრაობით იწერს და კმაყოფილი ღიმილით შორდება კომპიუტერს. წლიდან წლამდე ეს
პრობლემა უფრო აქტუალური ხდება, ვინაიდან დედამიწაზე წარმოებული ინფორმაცია
წარმოუდგენელი ტემპებით იზრდება. ჩვენ გაცილებით სწრაფ საშუალებებს ვსაჭიროებთ და ეს
ციფრული ტექნოლოგიების აქილევსის ქუსლად იქცა.
გასულ კვირას, იორკის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფმა, რომელიც ესპანელი,
შვეიცარიელი, რუსი, უკრაინელი, იაპონელი, ნიდერლანდელი და ინგლისელი მეცნიერებისგანაა
დაკომპლექტებული, ჟურნალ Nature Communications-ში რამდენიმეწლიანი კვლევის შედეგები
გამოაქვეყნა. მოთხრობილია ინფორმაციის შენახვის ახალი მეთოდის აღმოჩენის შესახებ, რომელიც
თანამედროვე მეთოდისგან – გარე ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედების შედეგად, მყარი
სხეულის შემადგენელი ნაწილაკების მაგნიტური პოლუსების ცვლილებისგან – განსხვავდება.
ინფორმაციის ჩაწერის პროცესი, ანუ მაგნიტური პოლუსების ცვლილების სიჩქარე ათასჯერ აღემატება
თანამედროვე საშუალებებს. ახალ მეთოდში სითბოს იყენებენ, რომელსაც ლაზერის სხივის
საშუალებით გადასცემენ ნაწილაკს, ეს მაგნიტურ პოლუსებს ადგილებს უცვლის და, შესაბამისად,
ინფორმაციის შენახვას განაპირობებს. იორკის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ფიზიკოსმა ტომას
ოსტლერმა განმარტა: „ბოლო საუკუნეების განმავლობაში მიჩნეული იყო, რომ სითბო მყარი სხეულის
მაგნიტურ თვისებებს ანადგურებს, ჩვენ საპირისპირო ვაჩვენეთ და მაგნიტურ დამაგროვებელზე
ინფორმაციის შესანახად, ელექტრომაგნიტური ველის გამოყენების ნაცვლად, უფრო მძლავრ
საშუალებას მივაგენით. ერთი ბიტი ინფორმაციის დასაფიქსირებლად ლაზერის სხივი გამოიყენება. ეს
რევოლუციური მეთოდი საშუალებას გვაძლევს, ტერაბაიტი ინფორმაცია რამდენიმე წამში ჩავწეროთ,
რაც ასჯერ და ათასჯერ აღემატება თანამედროვე მყარი დისკების შესაძლებლობებს. ვინაიდან ჩვენ
საამისოდ არ ვიყენებთ ელექტრომაგნიტურ ველს, ეს მეთოდი უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და,
შესაბამისად, უფრო ენერგოეფექტური იქნება”.

You might also like