Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

“მოსე” რომ დაასრულა, მიქელანჯელოს მასთან საუბარი დაუწყია: ”-

მოსე, შენ ცოცხალი ხარ, ადექი და გაიარე”.


როდესაც მიქელანჯელოს ბიოგრაფიასა და ნაშრომებს
ვეცნობოდი, თვალი მოვკარი ზემოთ ხსენებულ ფრაზას და
ცხადია, გამიტაცა იმაზე ფიქრმა, თუ როგორ შეძლო
ხელოვანმა თავისი შემოქმედებისათვის სულის ნაწილის
მიცემა... და რადგანაც ყოველი სულიერი არსება,
ცოცხალია, ამიტომაც არ მიკვირს თავად მოქანდაკის
დაჟინებული თხოვნა მარმარილოს ქანდაკებისადმი, რომ
ამდგარიყო და გაეარა. ალბათ ყველას დააინტერესებდა ის,
თუ რომელ ქანდაკებას შთაბერა სული ხელოვანმა.
ამიტომაც გადავწყვიტე ამ ესეში მოსეს ქანდაკებაზე
საუბარი. თუმცა სანამ დავიწყებდე ამ გენიალური
სკულპტურის განხილვას, მინდა ერთი-ორი სიტყვით
ვახსენო ის, თუ რა მიზნით შეიქმენა ეს ქანდაკება. როგორც
რენესანსის სხვა ნაშრომთა უმრავლესობა, ეს სკულპტურაც
დაკვეთით შეიქმნა, კერძოდ, კი პაპ იულიუს მეორეს
უბრძანებია მისთვის მუშაობა დაეწყო წინასწარ თავის
საფლავზე. შეიძლება უცნაურად გვეჩვენებოდეს, მაგრამ რენესანსის ეპოქაში საკუთარ
საფლავზე წინასწარ ზრუნვა ჩვეულებრივი ამბავი იყო. 1 ცხადია, მიქელანჯელოსთვის ეს
გამოწვევა იყო, რომელის პასუხადაც ტრიუმფალური
შემოქმედების გაკეთება განიზრახა, კერძოდ, კი 20-ზე
მეტი ქანდაკების „გამოძერწვა“ სურდა მას, რაც
დიდებულებას შეჰმატებდა პაპის საფლავს. ვფიქრობ,
ამ ამბიციური გადაწყვეტილებიდანვე ირკვევა მისი
უდიდესი ლტლოვა
თავისი ხელობის
მიმართ. თუმცა ჩემს ამ
დამოკიდებულებას
კიდევ მეტად
მიმტკიცებს ის
აღმოჩენილი
2
წერილები, სადაც იგი იუწყება, რომ „სულიერად გატეხილი
ვარ, სამუშაო წინ ნელა მიიწევს. ეს სიზანტე საქმის სიძნელით
არის გამოწვეული და კიდევ იმით, რომ ფრესკის ხატვა ჩემი
ხელობა არ ყოფილა. ამიტომ დროს უქმად ვკარგავ და შედეგს
ვერ ვღებულობ. ღმერთი იყოს ჩემი შემწე!”

1
https://smarthistory.org/michelangelo-moses/
2
https://sites.google.com/site/michaelangelobuonaroti/mikelanjelo-buonaroti
გარკვეული მიზეზების გამო მიქელანჯელოს მოუწია გრადიოზული იდეის დათმობა და
მცირედითაც დაკმაყოფილება. ასე და ამგვარად იქმნება მოსეს ქანდაკება, რომელიც, ჩემი
აზრით, მთლიანი ნამუშევრის მთავარ ფიგურად გვესახება.

ახლა კი მინდა უშუალოდ კაცის მონუმენტზე ვისაუბრო, რომელსაც უწოდებენ მოსეს. ერთი
შეხედვით, ვხედავთ ათლეტური ტანის მქონე მამაკაცს, გრძელი წვერითა და მრსიხანე
გამომეტყველებით,რომელსაც თავზე რქები აქვს. ზოგადად მსგავსი სახის რქები ჩემთვის
ასოცირდება ეშმაკთან და ბოროტებასთან, თუმცა ამ კაცის გამომეტყველებას თუ უკეთ
დავაკვირდებით, ვერც ბოროტებას დავინახავთ მასში და ვერც ეშმაკს
და თუ ამ ყოველივეს დავუმატებთ მის ვინაობასაც, ბუნებრივია
ყველანაირი ბოროტების მცნება ჩვენი გონებიდან გაქრება.
შესაბამისად იბადება შეკითხვა, მაშინ რა მიზნით გამოუძერწა
მიქელანჯელომ მოსეს თავზე რქები?

ზოგადად რქები დამახასიათებელია ანტიკური მითოლოგიისთვის.


ბერძენ და რომაელ ღვთაებებს, მაგალითად, ტყეთა ღვთაება პანს
ამშვენებდა რქები. თუმცა ეჭვი მეპარება მიქელანჯელოს ინსპირაციის
წყარო მითოლოგია ყოფილიყო. ერთ-ერთი ინტერპრეტაციის
მიხედვით, რომელსაც მე ვიზიარებ, ცნობილია, რომ „გამოსვლის
წიგნში“ასეთი ნაწყვეტია “3არ იცოდა მოსემ, რომ უბრწყინავდა
პირისკანი”. სიტყვა „გამობრწყინება“ ლათინურ ენაში, რქების
მნიშვნელობითაც გამოიყენება, შესაბამისად უკვე ნათელი ხდება თუ
რატომ გვისახავს
ხელოვანი რქიან მოსეს და არა
„სხივმოფენილს“. მან თითქოს სიტყვასიტყვით
გადმოიტანა ტექსტი ქვაში.

თუმცა, მგონია, რომ ამ ქანდაკებაში უფრო


მეტის დანახვაა შესაძლებელი ვიდრე ეს
უბრალო რქებია. მინდა დავიწყო საუბარი
სახის გამომეტყველებიდან. შეჭმუხნული
წარბები, გამოკვეთილი ყვრიმალები და
მრისხანე თვალები აცოცხლებენ უსულო
ქანდაკებას. ვფიქრობ, რომ თვალები
წარმოადგენენ სულის სარკეს და მგონია
მიქელანჯელოსაც ეს სურდა, თავისი უსულო
სკულპტურისთვის სულის შთაბერვა და გაცოცხლება. ჩემს ყურადღებას ასევე იქცევს მოსეს
იდეალურად ხვეული თმები და წვერები, რითაც ერთგვარად უნიკალურობას სძენს თავის
ნამუშევარს.

ახლა კი მინდა ცოტა დრო დავითმო მის სხეულსა და აღნაგობას. ძლიერი და დაკუნთული
სხეული მალევე გვხვდება თვალში, თუმცა მაშინვე შევამჩნევთ, რომ მისი სხეული არა თუ
3
https://linguistuss.wordpress.com/2009/06/12/moses/
მოდუნებული, არამედ მეტად დაძაბულია, გარკვეული „ენერგიითა“ და ფიქრით არის
მოცული. მას მარჯვენა ხელში უჭირავს ფილები, რომლებზედაც, როგორც ამბობენ,
გამოსახულია ათი მცნება. იგი ერთი ხელით თავის ტანისამოსს ეხება, მეორეთი კი თავის
წვერს. ერთი შეხედვით, ყურადღებას არ იქცევს ხელების დეტალი, მაგრამ ჩემთვის ნათელია,
რომ იგი რეალისტური კონკრეტულობის ნაწილია. ახლა კი მინდა გადავიდე ყველაზე
საინტერესო ნაწილზე, კერძოდ კი, ქვედა კიდურების დეტალზე. მოსე უბრალოდ და
მოდუნებულად არ ზის. მისი მარცხენა ფეხი ქვემოთ არის დაწეული, რაც მიგვანიშნებს, რომ
წუთი-წუთზე იგი წამოდგება. მოსეს სხეული მარჯვნივ იყურება, მისი თავი და მარცხენა
ფეხი კი საპირისპირო მხარეს, რათა ბალანსი არ დაირღვეს.

მთლიან სურათს თუ ერთიანად დავაკვირდებით, დავინახავთ გამოუთქმლი ენერგიით


მოცულ კაცს, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ წუთს წამოდგეს მრისხანებისაგან ან
გაურკვევლობისგან, ამიტომაც მიჭირს ზუსტად
დავასახელო ის ეპიზოდი, რომლის გადმოცემაც
სურდა მიქელანჯელოს.

ზემოთ მოცემულ ორივე სურათზე გამოსახულია მოსე. პირველ მათგანზე მას მეტად
შეუხედავი გარეგნობა აქვს და რქების დეტალიც უფრო მეტად საზარელს ხდის მის იერ-
სახეს. მისი თვალებიც უკიდურესად მარცხნივ იყურებიან, რაც ართულებს მისი ხასიათისა
და განწყობის შეცნობას. ვერც მისი სხეული იწვევს ჩემში აღფრთოვანებას და ვერც
დიდებულების განცდის მიტოვებს. მეორე სურათი უფრო მეტად მხიბლავს, რადგან მას
ახასიათებს გარკვეული დინამიკურობა, რქების დეტალიც გამოსწორებულია, თუმცა
ჩემთვის მასაც აკლია ის დეტალი, რასაც შეუძლია,რომ გააცოცხლეს უსულო ქანდაკება. ეს კი
თვალების დეტალია. მეორე სურათში შეიმჩნევა მოსეს დაჟინებული ცქერა, მაგრამ ვერ
გეტყვით რატომ ან რას უყურებს ასე, ჩემთვის რთულია იმის განსჯა, თუ რას განიცდის იგი,
თითქოს უემოციოდ გამოიყურება. ვერ გეტყვით გაბრაზებულია თუ აღელვებული,
ჩაფიქრებულია თუ ეს არის უბრალოდ მისი ბუნებრივი მდგომარეობა. ქვედა კიდურების
დეტალი თითქოს წააგავს მიქელანჯელოს ნაშრომს, მაგრამ ჩემთვის მაინც დაბნევის საგანად
რჩება მეორე სურათზე გამოსახული მოსე. რეალურად თითოეული მათგანი იმისათვის
მოვიყვანე მაგალითად, რათა მეტი სისავსით გვეგრძნო მიქელანჯელოს ნამუშევრის
დიდებულება. ვფიქრობ, ქანდაკების სილამაზეშია დამალული მისი საიდუმლო. საიდუმლო
იმის შესახებ, თუ რატომ ხიბლავს იგი უამრავ ადამიანს.

შოთა ნიშნიანიძემ, ქანდაკების სილამაზისგან დატყვევებულმა, მიუძღვნა მას ლექსი, სადაც


გარკვევით ამბობს :
4
„მოსე თუ ასე ღვთაებრივია,

შენ რაღა უნდა იყო, უფალო.“

საბოლოოდ, მგონია, რომ იმით უნდა დავამთავრო ჩემი ესე, რითაც დავიწყე … „მოსე“ რომ
დაასრულა, მიქელანჯელოს მასთან საუბარი დაუწყია:5 “-მოსე, შენ ცოცხალი ხარ, ადექი და
გაიარე.“ როდესაც პასუხი ვერ მიიღო, მუხლის კვირისთავთან, იმავე ჩაქუჩით, რომლითაც
გამოკვეთა, უძლიერესი დარტყმა მიაყენა. მოსეს ქანდაკებას ამ დარტყმის კვალი სამუდამოდ
დარჩა.

ბიბლიოგრაფია :
 https://sites.google.com/site/michaelangelobuonaroti/mikelanjelo-buonaroti
 https://linguistuss.wordpress.com/2009/06/12/moses/
 https://smarthistory.org/michelangelo-moses/
 https://www.michelangelo-gallery.com/michelangelo-moses.aspx
 https://www.michelangelo.org/moses.jsp#prettyPhoto
 http://www.biblioteka.litklubi.ge/view-nawarmoebi.php?id=10814
 https://www.patricialovett.com/was-moses-born-with-horns-3/

4
http://www.biblioteka.litklubi.ge/view-nawarmoebi.php?id=10814
5
https://sites.google.com/site/michaelangelobuonaroti/mikelanjelo-buonaroti

You might also like