პასუხი შვილთა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ლექსი “პასუხი შვილთა” იმ ბრძოლის გამოხმაურებაა,

რომელიც გასული საუკუნეების 60-70-იან წლებში გაიმართა


ახალ და ძველ თაობას შორის. რუსეთში სასწავლებლად
წასული ქართველი ახალგაზრდები სამშობლოში ახალი და
პროგრესული იდეებით დაბრუნდნენ. მათ ქართველებში
ეროვნული თვითშეგრძნების გაღვიძების მიზნით წამოიწყეს
მოძრაობა რომელსაც “თერგდალეულები” უწოდეს.
სამოციანელთა შეხედულება მეტად განსხვავდებოდა ძველი
თაობის შეხედულებისგან. სწორედ ამის გამო გაიმართა
პაექრობა ძველსა და ახალ თაობას შორის. ეს პაექრობა კი
ქართულ ლიტერატერატურაში შესულია როგორც “ მამათა”
და “შვილთა” ბრძოლა.
ახალი და ძველი თაობის პირველ შეტაკებაში გრიგოლ
ორბელიანი არ ჩარეულა. როდესაც ილია ჭავჭავაძემ
გამოაქვეყნა “გამოცანები” სადაც მწერალი იმდროინდელ
გამოჩენილ პირებს მეტად კრიტიკულად ახასიათებდა,
დახასიათებას კი ამთავრებდა სიტყვებით „მაგრამ ქვეყანა
ამასაც ფეხებზე ჰკიდია”,იგი იხდენიებდა გრიგოლ
ორბელიანსაც . მართალია, სხვებთან შედარებით მეტად
აფასებდა მას, თუმცა მისი სიტყვები რომანტიკოს მწერალს
გულზე მოხვდა ,საპასუხოდ კი დაწერა “ პასუხი შვილთა”
“პასუხი შვილთაში” გრიგოლ ორბელიანი ახალ თაობას
რამოდენიმე ბრალდებას უყენებს. იგი მათ საყვედურობს რომ
“მამების” ღვაწლს ქვეყნის წინაშე ისინი არ აფასებენ და
უსამართლოდ ჰკიცხავენ მათ. გრიგოლ ორბელიანის თქმით
ძველმა თაობამ ხმლით დაიცვა “სისხლ-შემოსილი” მამული:
“მათ დაიფარეს,
სისხლით დაიცვეს
სისხლ-შემოსილი მამული თვისი,
და სასო თვთისა,
მცველი ერისა,
ენა, საყდარი, სარწმუნოება!..
თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ “მამები” არა საკუთარი
ქვეყნების ინტერესების დასაცავად,არამედ რუსეთის
იმპერიის გასაფართოვებლად იბრძოდნენ.
გრიგოლ ორბელიანის თქმით განათლების დრო მოვიდა,
ახალი თაობისათვიის ღიაა “სახლი სიბრძნისა” მამებიც მზად
არიან “შვილებს” გაუზიარონ საუკუნეების მანძილზე
დაგროვებული ცოდნა. პოეტის თქმით, ისინი სიხარულით
მოელოდნენ ახალ თაობას, რადგან ეგონათ, რომ „შვილი
მამას ემჯობინება“ და ცოდნის ლამპრით გაუნათებდნენ
„დავრდომის მხარეს“ მაგრამ: “მოვიდნენ... და რა?”
გრიგოლი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს “შვილებს” მათ
უსწავლელებს, ცრუ ლიბერალებს, პოეტებსა და
რუსთაველებს უწოდებს და ბრალს ყველაზე
მნიშვნელოვანის, ენის წარწყმენდაში სდებს:
“მათ უსწავლელთა
ცრუ რუსთაველთა,
სრულ წაგვიბილწეს ენა მდიდარი,
ენა მაღალი,
მის ძალი, მადლი
უწყოდ წახდა უწმინდურთ ხელში!..”
გრიგოლ ორბელიანი ენის წარწყმენდას ერის დაცემად
მიიჩნევს და აცხადებს:
“რა ენა წახდეს,
ერიც დაეცეს...
წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!..”
ალბათ, ნაწყენი რომანტიკოსი პოეტი ვერ ხედავდა, რომ
ახალი თაობა არა ენის წარწყმენდას, არამედ მის დაცვას
ცდილობდა.
ლექსში თითქოს ჩანს რომ “მამები” ასპარეზს ახალ თაობას
უთმობენ, თუმცა ისინი “შვილების“ მისწრაფებებსა და იდეებს
უარყოფდნენ და მიიჩნევდნენ რომ ოქროს ჯაჭვი ერჩივნათ
თავისუფლებას. გრიგოლ ორბელიანი სათანადოდ ვერ
აფასებდა სამოციაანელების ბრძოლას ეროვნული ჩაგვრის
წინააღმდეგ. პოეტი-მხედარი ფიქრობდა, რომ დიდების
ერთადერთი გზა ხმლის ტრიალი იყო:
“რაღასა ელით?
რატომ გვირგვინით
არ შეიმოსვის ვინცა გყავთ ღირსი?
ასტყდეს ფიცხელი,
ხმლისა ტრიალით, ძლევის ყიჟინით,
იმ თქვენმა გმირმა,
სულით ძლიერმა,
ხელს ბაირაღით ძირს დასცეს ყარსი!
რომ მისმა ხმამა
ქუცილის მსგავსმა
შეძრას ქვეყანა მის აღსადგენად?”
რასაკვირველია, ისტორიული სიმართლე გრიგოლ
ორბელიანის მხარეზე არ იყო. მამათა და შვილთა ბრძოლა ეს
იყო პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდების ბრძოლა,
რომლებიც ცხოვრების ახლებურად გარდაქმნას
მოითხოვდნენ, დრომოჭმული წესების შენარჩუნებისთვის
მებრძოლ ძველ თაობასთან.
ლექსში გრიგოლ ორბელიანი შვილების გსაკიცხადიყენებს
მრავალ ეპითეტს როგორიცაა „განუსჯელნო“, „უმადლო
შვილნო“ „ცრუ ლიბერალნი“. ლექსში გამოყენებულია
გაპიროვნებაც ტაეპებში: „თვენსე გულს უკბენს
უსმართლობა“, „გამეფდა სწავლა“. გრიგოლ ორბელიანი
გამოსახვის სტილისტურ ხერხად იყენებს ირონიას:
„აჰა,დიდების
და სახელ-ქების
ასპარეზია თქვენთვის დაცლილი!..
ეაღასა ელით?
რატომ გვირგვინით
არ შეიმოსვის, ვინცა გყავთ ღრსი?“ ლექსში ვხვდებით
რიტორიკულ შეკითხვებსაც: „მოვიენ..და რა?“ „ან სად არიან“
და სხვა

You might also like