Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ბედნიერი ერი

მე-19 საუკუნის მორე ნახევარში სამწერლო


ასპარეზზე გამოვიდა დიდი ქართველი მწერალი
და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე , ქართულ
ლიტერატურაში ილია ჭავჭავაძემ დაამკვიდრა
კრიტიკლი რეალიზმი. იგი რეალისტურად ასახავს
კონკრეტულ სინამშდვილეს და განაზოგადებს მას.
ილიამ განათლება რუსეთში მიიღო და დიდი
ცოდნთა და გამოცდილებით შეიარაღბულა. მან
თავისი ჩანგი სამშობლოს ბედს დაუკავშირა და
გულდამწვარმა მამულიშვილმა თავის ქვეყანას
მრვალი ლირიკული ლესი მიუძღვნა.
სამშობლოს უაღრესი სიყვარულის მიუხედავად
ილიას მრავალ ლექსში თუ მოთხრობაში იგრძნობა
ქართველი ერისადმი მიმართული კრიტიკა.
რეალისტი მწერალი მტკიცედ ეყრდნობა
მოსაზრებას „მოყვარეს პირში უძრახე მტერს პირს
უკანაო“. იგი ცდილობს საზოგადოებას თვალი
აუხილოს და გამოცოცხლოს სწორედ ამის გამო
გამოაქვს სააშკარაოდ ქართველების მანკიერი
თვისებებები, რის გამოც ტალახის სროლასაც კი
მოელის. ილია ჭავჭავაძის „ბედნიერი ერი“
ირონიულად დაწერილი ლექსია. მწერალი ჯერ
კიდევ „მგზავრის წერილებში“ ნატრობდა
ქართველი ერი თერგს დამსგავსებოდა მისნაირი
დაუმორჩილებელი და სპეტაკი ყოფილიყო, თუმცა
ილია დადგა იმ რეალობის წინაშე, რომ
უშიშრობისა და დაუმორჩილებლობის მაგივრად
ქართველი უშფოთველი ქვემძრომი და მომთბენია.
იგი იმდენად შეეგუა არსებულ დროს რომ ყრუ და
მუნჯი გამხდარა, კონფორტულად მოთავსებულა
თავის ნაჭუჭში, არ იხედება გარეთ და არც სხვას
უსმენს.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.
ერთ დროს „ბედნიერი ერი“ უბედური გამხდარა,
თუმცა ამას არ აღიარებს, პირში ლაგამი აქვს
ამოგებული, დამუნჯებულა და დაყრუებულა.
ყველა-დიდი თუ პატარა ფლიდი, ცუღლუტი და
მანკიერი გამხდარა.
ქართელებს რომლებსაც საუკუნეების მანძილზე
უხდებოდათ არაერთი უძლიერესი დამპყრობლის
მოგერიება და მაინც შეძლეს და მოახერხეს
გადარჩენა „შავი ყორანისაგან“ თუმცა ახლა,
როდესაც გადარჩენისთის არა ბრძოლა, არამედ
შრომა და გარჯაა საჭირო ისინი დროის ჟამს ვერ
შეგუებულან და არგამტანი, ყოვლად უქმი და
უცოდინრები გამხდარან. დაბრმავდნენ და მტერს
ვეღარ სცნობენ, მოყვარეს გმობენ , თავი
დაუხრიათ და დაუძლურებულან, მართალია
მტერს ვეღარ იგერიებენ, ძალა გამოლევიათ,
თუმცა შინ მაინც ძლიერია. ქართველებს
აღარაფერი შერჩათ, ამისდა მიუხედავად ისინი
უზრუნველად ცხოვრობენ
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
სწორედ ასეთი ირონიითა და გაკიცხვით
ცდილობდა ილია ჭავჭავაძე ქართველების
გამოფხიზლებასა და მათში ეროვნული სულის
კვეთების გაღვიძებას. იგი ცდილობდა დაენახებინა
მათთვის რომ დროის შესაფერისად
მოქცეულიყვნენ იარაღი თაროზე შემოედოთ და
მტერს ცოდნითა და შრომით გამკლავებოდნენ.

You might also like