4. ადმინისტრაციული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯარო ადმინისტრაციული


წარმოებისათვის სზაკ-ით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიცემა მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით. ეს შემთხვევებია:
1) როდესაც გადაწყვეტილება მიიღება სახელმწიფო ან მუნიციპალური საკუთრების
განკარგვასთან, ლიცენზირებასთან, გარემოს დაცვითი ნებართვების გაცემასთან ,
სტანდარტიზაციასთან და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან
დაკავშირებით.
2) თუ იგი ეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს- ამ შემთხვევაში
გადაწყვეტილებას იღებს პასუხისმგებელია ადმ. როგანო ზემდგომი ადმ . ორგანოს
თანხმობით, ხოლო თუ ასეთი არარსებობს, მაშინ გადაწყვეტილებას ადმ.
წარმოების დაწყების შესახებ ირებს პასუხისმგებელი თანამდებობის პირი
3) ასევე შესაძლებელია, ცალკეულ კანონებში გაკეთდეს დათქმა გადაწყვეტილების
საჯარო ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების შედეგად მიღების
შესახებ.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს მარტივი ადმინისტრაციული
წარმოებისათვის დამახასიათებელი წესებისა და მახასიათებლებით, თუმცა იგი რიგი
თვისებებით განსხვავდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისაგან ,კერძოდ , საჯარო
ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ,
გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ. ცნობაში
უნდა მიეთითოს:
 ადმინისტრაციული ორგანო, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული
წარმოება და მისი მისამართი. თუ ადმინისტრაციული წარმოების მასალების
გაცნობა შესაძლებელია სხვა ადმინისტრაციულ ორგანოშიც – ამ ორგანოს
დასახელება და მისამართი
 განცხადების ან/და ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების მოკლე შინაარსი
 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა
 საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა
საჯარო გაცნობისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
1. განცხადება და მასზე დართული დოკუმენტები, აგრეთვე ადმინისტრაციული
ორგანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
2. დასკვნა ან მოსაზრება, რომელიც ამ განცხადებასთან დაკავშირებით იქნა
წარდგენილი ადმინისტრაციულ ორგანოში
3. იმ დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც არ არის საჯარო გაცნობისთვის წარდგენილი.
ყველას აქვს უფლება, დაუბრკოლებლად გაეცნოს საჯარო გაცნობისთვის წარდგენილ
დოკუმენტებს და მოითხოვოს მათი ასლები იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, სადაც
მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევებში ან ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით საჯარო
ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტების საჯაროდ გაცნობისათვის წარდგენა
შეიძლება მოხდეს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში, ამ უკანასკნელის თანხმობით .

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ


განცხადების ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის
საჯარო გაცნობისათვის წარდგენის დღიდან 20 დღის განმავლობაში ყველას აქვს
უფლება, წარადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება. წარმდგენი პირი
უფლებამოსილია, არ მიუთითოს თავისი ვინაობა, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო
კერძო პირების მიერ წარდგენილ მოსაზრებებს რეგისტრაციიდან ერთი დღის
განმავლობაში უგზავნის სხვა, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და
საზოგადოებრივ ექსპერტს.
თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა ვადა არ არის
დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -
სამართლებრივი აქტის პროექტს ამზადებს განცხადების რეგისტრაციიდან ერთი
თვის განმავლობაში. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის მახასიათებელ ს
წარმოადგენს ზეპირი მოსმენის გამართვის ვალდებულება.
ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს
გამოსცემს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 დღის ვადაში, ხოლო ზაკ-ის მოთოხვნის
შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ.

You might also like