Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

ნ.

ესე :
რა არის ფილოსოფია : ფილოსოფიის ბუნების განსაზრვრებისათვის
„სულის კულტურა არის ფილოსოფია“

ციცერონი.

სიტყვა ფილოსოფია მომდინარეობს ბერძნულიდან და ნიშნავს „სიბრძნის მოყვარეს“.


მაშასადამე ფილოსოფიის, როგორც ყველა სხვა მეცნიერების მთვავარი მიზანი არის ცოდნა.
ამის მისაღებად კი უნდა ჩამოვცილდეთ და ჩვენი გონება განვათავისუფლოთ
ეგრეთწოდებული „პრაქტიკული“ ადამიანებისგან. იმ ადამიანებისგან რომელთაც ახსოვთ
მატერიალური მოთხოვნილებები თუმცა ავიწყდებათ არამატერიალური და გონებრივად
განმავითარებელი საკითხები. ფაქტია რომ გემი მაშინ კი არ იძირება როდესაც წყალშია,
ისიძირება მაშინ როცა წყალია მასში. სწორედ ამიტომ, ჩვენი შინაგანი სამყარო, ჩვენი
შემეცნებითობა და სამყაროს მიმართ შეხედულებები ძალზედ მნიშვნელოვანია.

ევროპული ფილოსოფიის სამშობლო საბერძნეთია, ამიტომ იგი არსებითად


ძველბერძნულია. თავად ბერძენი ფილოსოფოსი - პლატონი შემდეგგვარად აღწერს ამ
დარგს : „ღმერთებმა ვინმე პრომეთეს მეშვეობით...[და] ძველებმა, რომლებიც ჩვენზე
უკეთესნი იყვნენ და როლებიც უფრო ახლოს სახლობდნენ ღმერთებთან, გადმოგვცეს
თქმულება (ამბავი), რომელიც გვეუბნება, რომ ყოველივე ის, რომლის შესახებაც აბობენ, რომ
ის მარადიული ყოფიერებაა, შედგება ერთისა და მრავლისაგან და თავის თავში ერთურთში
შეზრდილ საზღვარსა და უსაზღვრობას მოიცავს“...ამ სიტყვებით ვგებულობთ რომ პლატონს
სჯეროდა ფილოსოფიის, როგორც ღვთიური საჩუქრისა და საკრარული ტრადიციის ნაწილის
რომელიც „ვინმე პრომეთემ“ გადასცა ხალხს.

პლატონისა და ფედონის მოსაზრებით კი ფილოსოფია უჭვრეტს მარადიულ ჭეშმარიტებას,


ხოლო მარადიულობა კი უმთავრესად ასოცირებულია ღმერთთან. აქედან გაომდინარე
ჩნდება შემდგომი კითხვები: როგორია რწმენისა და ცოდნის დამოკიდებულება? ცოდნაა
დამოკიდებული რწმენაზე თუ პირიქით? ან იქნებ ისინი სულაც დამოუკიდებელნი არიან
ერთმანეთისგან?... ამ კითხვებზე ერთი მხრივ პასუხი ისაა რომ რომ რწმენა
დამოუკიდებელია ცოდნისაგან, ხოლო ცოდნაა დამოკიდებულია რწმენაზე. მეორე მხრივ
პასუხი პირიქითაა, რომ რწმენა დამოკიდებულია ცოდნაზე. სწორედ ამ უკანასკნელს
ეთანხმებოდა ფრანგი ფილოსოფოსი- პიერ აბელიარი. რაც შეეხება ემანუელ კანტს, მისი
მოსაზრება ორივე პასუხისაგან განსხვავდებოდა. ის მიიჩნევდა, რომ არც რწმენაა
დამოკიდებული ცოდნაზე და არც ცოდნა - რწმენაზე. მაშასადამე ცოდნა თეორიული
გონების საქმეა, ხოლო რწმენა - პრაქტიკულის.

ფილოსოფიის განვითარება ძირითად ხუთ ეტაპად იყოფა :


1) ანტიკური ფილოსოფია (ძვ.წ. VI - ახ.წ.V სს) –

ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ფილოსოფოსთა სკოლას, პლატონის აკადემიას,


არისტოტელეს ლიცეუმსა და სხვა... ანტიკური ფილოსოფიის ფორმალურ დასასრულად
ითვლება 529 წ., როდესაც იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით დაიხურა ათენის
ფილოსოფიური სკოლა. იწყება ახალი ხანა ფილოსოფიის განვითარებაში - შუა
საუკუნეების ეპოქა.

2) შუა საუკუნეების ფილოსოფია (VI - XIV სს)

ძველი მსოფლიო ისტორიის დასასრულსა და ახალი ისტორიის დასაწყოსს შორის


მოქცეული 10 საუკუნეა. იმდროინდელი ფილოსოფია კი გარკვეულწილად თანხვედრაში
მოდის და სინთეზს ქმნის ანტიკური ფილოსოფიის ტრადიციებთან, რომელთა
წარმომადგენლებიც იყვნენ პლატონი და არისტოტელე. პირველი მნიშვნელოვანი ასპექტი,
რომელიც შუა საუკუნეების ფილოსოფიას ახასიათებს არის პიროვნული ღმერთის ცნება.
ასევე მეორე ასპექტია გრძნობადი და ზე-გრძნობადი, მიწიური და ზეციური სამყაროების
ერთმანეთისაგან მკვეთრი გამიჯვნა. ამ საკითხების გარშემო იმ დროს სამი ძირითადი
სკოლა გამოიყოფოდა. ესენია : შუა საუკუნეების პლატონიზმი, შუა საუკუნეების
არისტოტელიზმი და შუა საუკუნეების ნეოპლატონიზმი, რომლის ფუძემდებელიც თავად
პლატონია. რის მიხედვითაც სამყაროს საფუძველია გონებით მიუწვდომელი და ენით
გამოუთქმელი ღმერთი. ეს სამი მიმართულება კი არა მხოლოდ ქრისტიანულ, არამედ
ისლამურ და ებრაულ ფილოსოფიებშიც იყო.

3) აღორძინების ეპოქის ფილოსოფია (XV – XVl სს).

XV-XVI საუკუნეებში ფეოდალურ ურთიერთობათა წიაღში კაპიტალიზმის ჩასახვას თან


ახლდა ახალი მსოფლმხედველობის წარმოშობაც. ახალი პროგრესული კლასი ქმნის
საკუთარი ინტერესების შესაბამის იდეოლოგიას, ცდილობს თავის სამსახურში ჩააყენოს
ხელოვნება, ლიტერატურა, მეცნიერება, ფილოსოფია, ტექნიკა და სხვა... ბურჟუაზიის
აღმავლობას ფეხდაფეხ მისდევდა მეცნიერების გიგანტური აღორძინება.
4) ახალი დროის ფილოსოფია (XVII - XI X ს) –

ახალი დროის ისტორია მოიცავს შუა საუკუნეების შემდგომ და უახლეს ისტორიამდე


არსებულ დროის მონაკვეთს. ახალი დროის ფილოსოფოსებად მიჩნეულნი არიან ბრიტანელი
- ბერტრან რასელი, გერმანელი - გეორგ ვილფელმ ფრიდრიხ ჰეგელი, კარლ მარქსი, ფრანგი -
პიერ კაბანისი და სხვანი...

5) თანამედროვე ფილოსოფია (XX) – უახლესი, თანამედროვე დროის ფილოსოფია მოიცავს


=XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე არსებულ პერიოდს. ამავე ხანაში ფილოსოფია
ცალკეულ მეცნიერებად ჩამოყალიბდა. თანამედროვე ფილოსოფია ხშირად ეფუძვნება
არისტოტელეს იდეებს, პრინციპებს და მის აღმოჩენებს. თანამედროვე ფილოსოფოსად
ითვლებიან, მაგალითად : მერდოკი, იუნგი, ბოვუარი, თაგორი და სხვა...
საქართველოში ფილოსოფია ძველი დროიდანვე შესისხლხორცებული და შესწავლილი
ჰქონდათ. ამაზე არა ერთი ხელნაწერი და წიგნი მეტყველებს, რომელთა შორისაა შოთა
რუსთაველის „ ვეფხისტყაოსანი “. ჩვენ აქ ვხვდებით შემდეგ სტროფს :

„ მე სიტყვასა ერთსა გკადრებ პლატონისგან სწავლა თქმულსა,

სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა“

სწორედ ამ სტროფიდანაც გარკვევით ჩანს ფილოსოფიის მნიშვნელობა, როგორც ხორცისა და


რასაკვირველია სულის შემეცნების გზა. ვეფხისტყაოსანში არაერთი მსგავსი ციტატაა
მოყვანილი რომელთა მიხედვითაც ვასკვნით იმდროინდელ დამოკიდებულებას ამ დარგის
მიმართ.

„„არა ვიქმ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა“.


„არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა“.

ეს ორი სტროფი ნათლად გამოხატავს პოეტის დამოკიდებულებას სწავლისა და


შემეცნებისადი, რომ კაცმა დასწავლულის გამოყენება უნდა შეძლოს. .„ზეპირად
დასწავლა არ შეიძლება იძულებით, ამის სურვილი შიგნით უნდა დაიბადოს ადამიანში.

არსებობს მრავალი კითხვა რომელთა დასმაც უსასრულოდ შეგიძლია გააგრძელო და


რომელზეც არც თუ ისე ადვილია პასუხის გაცემა. ჩემი თვალთახედვით, ხშირად მრავალი
პასუხგაუცემელი კითხვისა და გადაუჭრელი პრობლემის მიღმა სწორედ საკუთარი თავი
დგას ანტიგმირის როლში, რადგან ვერც ერთ კითხვაზე ვერ ვიპოვით სწორ პასუხს, მანამ
სანამ კითხვის სწორად დასმას არ ვისწავლით. ახლა კი კონკრეტულად ფილოსოფიის
სხვადასხვა ნაწილსა და დისციპლინას შევეხები.

რთულია იცხოვრო და კითხვაც კი არ გაგიჩნდეს იმაზე თუ რა არის შენი ამქვეყნად


არსებობის მიზანი? რა უფრო ღირებულია- იზრუნო მატერიალურ წარმატებაზე თუ შინაგან
გარემოზე? რა არის ის რაც ყველაზე ღირებულია?. ყოველივე ამას (ღირებულებებთან
დაკავშირებულ საკითხებს) იკვლევს ფილოსოფიური დისციპლინა- აქსიოლოგია. ხოლო
შემეცნებისა და ცოდნის საკითხებს სწავლობს- გნოსეოლოგია.

ყოველ ადამიანში ორი სრულიად დაოუკიდებელი ნაწილია. თითქოს ორი განსხვავებული


ადამიანი იყოს - მისი არსი და მისი პიროვნება. 1) არსი- ეს არის „ეგო“, ჩვენი მემკვიდრეობა,
ჩვენი ტიპი, ხასიათი და ბუნება. 2) პიროვნება- შემთხვევითი რამაა. ესაა : აღზრდა,
განათლება, შეხედულება, ანუ ყოველივე გარეგანი. ეს სამოსს ჰგავს, რომელსაც ვატარებთ.
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ესაა პარადიგმა (ადამიანის იდეათა და შეხედულებათა
ერთობლიობა). ფილოსოფიის მიზანია გამოიკვლიოს ის პირველსაწყისები, რომელსაც
ადგილი აქვს სამყაროსა და ადამიანში. შესაძლოა დაიბადოს კითხვა, რა საჭიროა
ფილოსოფია მაშინ, როცა არსებობს მეცნიერება?! - პასუხი მარტივია, რომ ფილოსოფია
და მეცნიერება უერთმანეტოს ვერ იარსებებს. ხშირ შემთხვევაში მეცნიერება აქცენტს
აკეთებს ერთ კონკრეტულ საკითხზე, ხოლო ფილოსოფია მსოფლიო მოვლენათა
მთლიანობას იკვლევს. ფილოსოფოსი ცდილობს დასვას კითხვები და იპოვოს
ლეგიტიმური პასუხები მაზე თუ საიდან გაჩნდა სამყაროს ბუნება? რას წარმოადგენს ჩვენ
არსებობის მიზანი? განვითარდება დუ გადაგვარდება სამყარო? და ასე შემდეგ...
პირველი ფილოსოფოსი რომელმაც სამყაროს პირველსაწყისებზე დაიწყო საუბარი -
თალესია, რომელმაც საგანთა დასაბამად წყალი დაასახელა, ეს იმას ნიშნავს, რომ მან
სამყაროშივე მოძებნა მისი შექმნისათვის აუცილებელი ელემენტი. თუმცა არისტოტელე
ამ მოსაზრებას არ ეანხმებოდა. სამყაროს დასაბამზე საუბრისას შეუძლებელია არ
ვახსენოთ რელიგია.ზველი აღთქმის დაბადების პირველ და მეორე თავებში სამყაროსა
და ადამიანის შექმნაზეა საუბარი: „ ღმერთმა სამყარო შექმნა არაფრისგან, მან გაყო
ერთმანეთისაგან ნათალი და ბნელი, გააჩინა ცოცხალი არსება. მაგრამ ადამიანის გარეშე
ყველაფერი ეს უბრალოდ იყო- კარგი. მისი შექმნის შემდეგ კი სამყარო ძალიან კარგი
გახდა. დაინახა ღმერთმა ყოველივე რაც გააჩნდა, და აჰა, ძალიან კარგი იყო.“ - აქედან
ჩანს, რომ სამყარო ადამიანის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება, რადგან ყოველივე მის
შექმნილს აკლდა ის მთავარი ობიექტი რომელტა გარშემოციბრუნებდა დედამიწა,
რომელიც თვითნებურად განვიტარდებოდა და მოუვლიდა დანარჩრნ ყველაფერს.

ერთ-ერთი საინტერესო ფილოსოფოსია პლატონი, რომელმაც შეიმუშავა იდეათა


თეორია. რის მიხედვითაც სწორედ იდეათა სამყაროა პირველადი და ჭეშმარიტი, ხოლო
მეორე ადგილას დგას გრძნობადი სამყარო. ამრიგად, ის ასკვნის რომ მატერიალური
სამყაროს მიღმა უნდა არსებობდეს სხვა რეალობა, ეს რეალობა კი ზემოთაღნიშნული -
იდეათა სამყაროა. ამ თეორიის მიხედვით, რაიმეს არსებობისათვის საჭიროა მხოლოდ და
მხოლოდ მისი იდეის არსებობა. „ იდეა არის თავისთავად არსებული, ცოდნა და
ჭეშმარიტება, ზოგადი და მყარი “.

ჰეგელმა სამოთხეზე თქვა: „ სამოთხე ის ბაღია, სდაც მხოლოდ ცხოველებმა შეიძლება


იცხოვრონ “. ამით ჰეგელი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ცხოველს არ გააჩნია რელიგია და მას
არაქვს აზროვნების სრულყოფილი უნარი. ხოლო ადამიანმა ედემის ბაღიდან გაძევების
შემდეგ აითვისა რელიგია და დაიწყო ყველაფრის შემეცნება.

არისტოტელე ამბობს, რომ ადამიანი არის “ZOON POLITIKON” - ეს კი ნიშნავს იმას, რომ
ადამიანი არის პოლიტიკურ სივრცეში არსებული.

ადამიანის მთელი ღირსება - ესაა უნარი იაზროვნოს. ფრანგი ფილოსოფოსი ბეზ


პასკალი წერდა: „ მე ადვილად წარმოვიდგენ უხელო, უფეხო, უთავო ადამიანს, მაგრამ
არ შემიძლია წარმოვიდგინო ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია აზროვნების უნარი “.
აქედან გამომდინარე, თუ არ გაგაჩნია საკუთარი შეხედულება რაიმეს წინაშე, მაშინ რაღა
აზრი აქვს ყველაფერს?! ეს უკვე იმას ნიშნავს რომ შენ არ ხარ თავისუფალი და
სრულყოფილი რადგან არ შეგიძლია აზროვნება.

სოფიზმი- ამტერმინს იყენებენ იმგვარი მსჯელობის მნიშვნელობით, რომელსაც


„შეუმჩნევლად“ მივყავართ მცდარი დასკვნებისკენ. ვთქვათ შემდეგი მსჯელობა : ყველა
ადამიანს აქვს სამი თვალი. მე ადამიანი ვარ, ესეიგი მე მაქვს სამი თვალი. აქ უკვე აშკარაა,
რომ ამ სოფიზმის ავტორმა თავიდანვე მცდარი წანამძღვარი შემოგვაპარა. სწორედ
სოფისტების წყალობით დაფიქრდნენ ბერძენი მოაზროვნეები იმაზე, თუ რას ნიშნავს
სწორი მსჯელობა და აზროვნების რა კანონები უნდა იქნას დაცული, რათა მცდარი
დასკვნები არ გავაკეთოთ. ასე გაჩნდა ფილოსოფიური დისციპლინა, სახელად „ლოგიკა“.
მისი შემქმნელია უდიდესი ბერძენი მოაზროვნე არისტოტელე. . ლოგიკა არის
ფილოსოფიური დისციპლინა, რომელიც სწავლობს იმ კანონებს, რომლებიც სწორი
მსჯელობისა და სწორი დასკვნისსათვის უნდა დავიცვათ.

მაგალითი: ყველა ადამიანი ოდესღაც კვდება. სოკრატე ადამიანია, მაშასადამე, სოკრატე


ოდესღაც მოკვდება.- ამგვარ დასკვნას დედუქციური დასკვნა ეწოდება.

დედუქცია (ლათინურად DEDUCTION -გამოყვანა) აზროვნების მეთოდი, რომლის დროსაც


სწორ დასკვნებს სწორი წანამძღვრები განაპირობებს. დედუქცია ეწოდება აზროვნების იმგვარ
პროცესს, რომლის დროსაც ზოგადი დებულებიდან კერძო დასკვნაზე გადავდივართ. ხოლო
რაც შეეხება ინდუქციას, იგი დედუქციის საპირისპიროა.
ინდუქცია (ლათინურად INDUCTION- დადგენა, დაყვანა) - კერძო მსჯელობებიდან
ზოგადი დასკვნის გაკეთება. ვთქვათ, ჩიტები, რომლებიც მე ვნახე გალობენ. მაშასადამე
ყველა ჩიტი გალობს. ამ პროცესს სიმკაცრე აკლია, რადგან შეიძლება აღმოჩნდეს ერთი
ჩიტი მაინც, რომელიც არ გამობს.

ორი განსხვავებული რწმენის ადამიანმა შეიძლება ერთმანეთს ვერ გაუგოს, თუ საქმე


რელიგიას შეეხება. მაგრამ თუ ისინი თავის დიალოგს ლოგიკის კანონების დაცვით
წარმართავენ, აღმოჩნდება, რომ ბევრი საერთო ჰქონიათ, რომ ერთმანეთს გაუგონ.

 ეგზისტენციალიზმი- თავისუფლება და პასუხისმგებლობა ადამიანის ყოფიერების არსი.


ეგზისტენციალიზმი არის არსებობის ფილოსოფია და ირაციონალური ფილოსოფია. მისი
წარმომადგენლები არიან ჰაიდეგერი, იასპერსი, მარსელი, სარტრი, კამიუ. გერმანიაში
ეგზისტენციალიზმი ჩამოყალიბდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, დასუსტებისა და
უიმედობის დროს. მეორე ტალღა იყო საფრანგეთი, მეორე მსოფლიო ომის ოკუპაციის
დროს. ეგზისტენციალიზმის თანახმად, თავისუფლება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი
არ გვევლინებოდეს როგორც ნივთი, რომელიც ბუნებრივი ან სოციალური აუცილებლობის
ზემოქმედებით ყალიბდება, არამედ „ირჩევდეს“ თავის თავს, ყალიბდებოდეს ყოველი
თავისი საქციელით და მოქმედებით, ამით თავისუფალი ადამიანი პასუხს აგებს ყველა
თავის ნამოქმედარზე და არ იმართლებს თავს „გარემოებებით“ . ეგზისტენციალიზმის
ძირითადი დებულება - არსებობა წინ უსწრებს არსს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ჯერ
არსებობს, მოევლინება სამყაროს, შემდეგ კი ხდება პიროვნება.

You might also like