Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 172

adamianis uflebebis da

krizisis Jurnalistika

damxmare saxelmZRvanelo trenerebisTvis


დამხმარე სახელმძღვანელო მომზადდა “უფლებები საქართველოს” მიერ,
საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
დამხმარე სახელმძღვანელოში გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავს
საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს პოზიციებს და მის შინაარსზე
პასუხისმგებელია ავტორთა გუნდი.

ნანა მჭედლიძე

მარიამ გოგოსაშვილი

ვლადიმერ მკერვალიშვილი

ანი მუხიგულაშვილი

მარიამ მხატვარი
შესავალი
თავისუფალ მედიას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს თანამედროვე
დემოკრატიების ფუნქციონირებისთვის. მედიის წარმომადგენლების საქმიანობა
ასაზრდოებს საზოგადოების ინფორმირებულობას, ამასთან, ზრდის სახელმწიფო და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ანგარიშვალდებულების ხარისხს
საზოგადოების წინაშე.

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება


ჟურნალისტური საქმიანობის საკვანძო ელემენტებია, ნებისმიერი მეთოდებით
ინფორმაციის მოძიების პროცესი, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა წინააღმდეგობაში
მოდიოდეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებთან.

სამწუხაროდ, დღესდღეობით, საქართველოში, მოქმედ და მომავალ ჟურნალისტებს


არ მიეწოდებათ სრულყოფილი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დაიცვან,
ჟურნალისტური საქმიანობისას, ადამიანის უფლებები ან როგორ უნდა გააშუქონ
კრიზისული სიტუაციები.

აღნიშნულის გათვალისწინებით, „ადამიანის უფლებების და კრიზისის


ჟურნალისტიკისთვის“ მიძღვნილი სატრენინგო მოდული ქმნის უნიკალურ
შესაძლებლობას, ერთი მხრივ, გაიზარდოს დარგის სპეციალისტების
პროფესიონალიზმი და მეორე მხრივ, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია,
რომლის მოძიების, დამუშავებისა და გავრცელების ეტაპებზე დაცულია ადამიანის
უფლებები თუ კრიზისების გაშუქების სტანდარტები.

სწორედ ამ მიზნების კვალდაკვალ, „უფლებები საქართველომ“ ნიდერლანდების


საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „გამოხატვის თავისუფლების დაცვა
საქართველოში“ ფარგლებში, მოამზადა „ადამიანის უფლებების და კრიზისის
ჟურნალისტიკის“ სატრენინგო მოდული და ტრენერების დამხმარე სახელმძღვანელო
ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის.

ტრენერებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს შემუშავების მიზანია, ადამიანის


უფლებების და კრიზისის ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირების უზრუნველყოფა
იმ რეკომენდაციებით, ინფორმაციული მასალებითა თუ თემატური სავარჯიშოებით,
რაც შესაძლებელს გახდის მათ მიერ აღნიშნულ საკითხებზე ტრენინგის ან სხვა
ფორმატის საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვასა და ჩატარებას.

წინამდებარე სახელმძღვანელო სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება. პირველი


ნაწილი მიმოიხილავს სატრენინგო მოდულის მიზნებს, სამიზნე აუდიტორიას, ზოგად
სტრუქტურულ და შინაარსობრივ მონახაზს, მეორე ნაწილი მოიცავს რეკომენდაციებს
დამხმარე სახელმძღვანელოთი სარგებლობისათვის. რაც შეეხება დოკუმენტის მესამე
ნაწილს, აღნიშნული თავი მკითხველს სთავაზობს სატრენინგო მოდულის თითოეული
სესიის შინაარსობრივ და სტრუქტურულ მონახაზს.

დამხმარე სახელმძღვანელოს ასევე დანართების სახით დაერთვის, საკითხავი მასალა


თითოეული თემატური სესიისათვის, მათ შორის, რჩევები დამატებითი ინფორმაციის
მოძიების გზების შესახებ, ასევე იმ დოკუმენტების ნიმუშები, რომელთა მომზადება და
გამოყენება მიზანშეწონილია ტრენინგის ორგანიზების და ჩატარების ეტაპებზე.
4

სარჩევი
1.ზოგადი ინფორმაცია სატრენინგო მოდულის შესახებ ......................................................................7
სატრენინგო მოდულის მიზნები .......................................................................................................... 8
სამიზნე აუდიტორია ............................................................................................................................. 8
სატრენინგო მოდულის სტრუქტურა და შინაარსობრივი მონახაზი .............................................. 8
2.როგორ ვისარგებლოთ ტრენერთა დამხმარე სახელმძღვანელოთი ...........................................10
3.სატრენინგო მოდულის სესიების შინაარსობრივი და სტრუქტურული მონახაზი ........................14
სესია 1. ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის განმარტება ........................................................15
ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის მნიშვნელობის ზოგადი მიმოხილვა .......................16
ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის კონცეფციები ..............................................................16
ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკა .........................................................................................18
სესია 2. გამოხატვის თავისუფლება სუბიექტების მიხედვით .........................................................19
ჟურნალისტისა და პრესსამსახურის თანამშრომლის გამოხატვის თავისუფლება ............. 20
პოლიტიკოსის/პარლამენტის წევრის გამოხატვის თავისუფლება ........................................21
მოსამართლის და სამართალწარმოების ადვოკატის, პროკურორის, ექსპერტის
გამოხატვის თავისუფლება ............................................................................................................21
დიპლომატის გამოხატვის თავისუფლება .................................................................................. 22
ისტორიკოსის, მკვლევარის, აკადემიური პერსონალის და მწერლის გამოხატვის
თავისუფლება ................................................................................................................................. 22
პატიმრის გამოხატვის თავისუფლება ......................................................................................... 22
სესია 3. პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება ........................................................................ 23
სესია 3, ნაწილი 1: პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება და ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს სტანდარტები ................................................................................. 23
ურთიერთმიმართება გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების დაცულობის
უფლებას შორის ............................................................................................................................. 24
ფაქტები და შეფასებითი მსჯელობა ............................................................................................ 24
რეპუტაცია ....................................................................................................................................... 25
პერსონალური მონაცემები .......................................................................................................... 25
სესია 3, ნაწილი 2: პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის სტანდარტების ჭრილში ................................................................................................ 26
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპი, მისი განმარტება და ურთიერთმიმართება
“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების” შესახებ საქართველოს კანონთან. .................. 27
განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი და პირადი ცხოვრების გასაჯაროების
ტესტი ................................................................................................................................................ 27
პირადი ცხოვრების სენსიტიური საკითხების გაშუქება მედიაში ........................................... 28
ფარული გადაღება/ჩაწერა ......................................................................................................... 30
სესია 3, ნაწილი 3: პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება გარდაცვალების შემდეგ .... 32
სესია 4. გენდერის საკითხების გაშუქება ......................................................................................... 34
გენდერი და გენდერის ძირითადი ცნებები ............................................................................... 35
5
გენდერული თანასწორობა ......................................................................................................... 38
გენდერული საკითხების გაშუქების ზოგადი სტანდარტები.................................................... 40
სესია 5. ბავშვთა უფლებები და მედია გაშუქების სტანდარტები ...................................................51
ბავშვთა უფლებების დაცვა მედიაში ...........................................................................................51
ბავშვთა საკითხების გაშუქების სტანდარტები ...........................................................................51
სესია 6. ომის, შეიარაღებული კონფლიქტების და კრიზისების გაშუქების სტანდარტები ...... 53
ომისა და შეიარაღებული კონფლიქტების გაშუქება ............................................................... 53
კრიზისების გაშუქების სტანდარტები ......................................................................................... 54
სესია 7. საგანგებო მდგომარეობა და მედიის თავისუფლება ..................................................... 55
საგანგებო მდგომარეობის მნიშვნელობა და გამოცხადების საფუძვლები.......................... 56
საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით
უფლებიდან გადახვევის სტანდარტი .......................................................................................... 57
საგანგებო მდგომარეობის დროს უფლებათა შეზღუდვის ფარგლები ................................. 58
მედიის თავისუფლების მნიშვნელობა და საგანგებო მდგომარეობის დროს მედიის
შეზღუდვის ფარგლები .................................................................................................................. 59
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებები კრიზისულ
პერიოდში გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვაზე .................................... 60
გამოხატვის თავისუფლება კრიზისულ სიტუაციებში ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით ......................................................................................... 60
დანართი 1. დამხმარე საინფორმაციო მასალა ტრენერებისათვის ................................................. 62
ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის განმარტება .................................................................... 63
გამოხატვის თავისუფლება სუბიექტების მიხედვით............................................................................ 68
შესავალი .............................................................................................................................................. 69
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ........................................................................... 69
ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება ................................................................................. 73
პრესსამსახურის თანამშრომლის გამოხატვის თავისუფლება ............................................... 85
პარლამენტის წევრის გამოხატვის თავისუფლება.................................................................... 85
მოსამართლის გამოხატვის თავისუფლება ............................................................................... 86
ადვოკატის გამოხატვის თავისუფლება ...................................................................................... 88
პროცესის სხვა მონაწილის გამოხატვის თავისუფლება .......................................................... 92
დიპლომატის გამოხატვის თავისუფლება .................................................................................. 93
ისტორიკოსის, მკვლევარის, აკადემიური პერსონალის გამოხატვის თავისუფლება ........ 94
მწერლის გამოხატვის თავისუფლება ........................................................................................ 101
პატიმრის გამოხატვის თავისუფლება ........................................................................................103
პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება და ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს სტანდარტები ...................................................................................................... 112
პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სტანდარტების
ჭრილში................................................................................................................................................ 119
პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება გარდაცვალების შემდგომ ......................................125
6
გენდერის საკითხების გაშუქება ...................................................................................................... 128
ბავშვთა უფლებები და მედია გაშუქების სტანდარტები ...............................................................133
ომის, შეიარაღებული კონფლიქტების და კრიზისების გაშუქების სტანდარტები ...................137
საგანგებო მდგომარეობა და მედიის თავისუფლება ...................................................................140
დანართი 2. შესაძლო ენერჯაიზერების და ყინულის გალღობის სავარჯიშოების
აღწერილობა ........................................................................................................................................... 151
დანართი 3. ტრენინგის დღის წესრიგის მაგალითი ...........................................................................153
დანართი 4. შესაძლო კითხვები ქვიზისათვის ....................................................................................156
დანართი 5. მონაწილეთა მიერ ტრენინგის ორგანიზაციული და შინაარსობრივი მხარეების
შეფასების კითხვარის მაგალითი.........................................................................................................169
ზოგადი ინფორმაცია სატრენინგო

მოდულის შესახებ
8

სატრენინგო მოდულის მიზნები


ტრენინგის სათანადოდ წარმართვისთვის საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება ტრენერთა
მიერ სატრენინგო მოდულის მიზნების სიღრმისეულად გააზრებას. წინამდებარე
სახელმძღვანელო ერთმანეთისგან მიჯნავს სატრენინგო მოდულის ზოგად და მოდულის
შემადგენელი თითოეული სესიისთვის განსაზღვრულ კონკრეტულ მიზნებს, რაც
ერთობლიობაში უფრო ნათლად წარმოაჩენს სატრენინგო მოდულის დანიშნულებას.

კერძოდ კი, „ადამიანის უფლებების და კრიზისის ჟურნალისტიკის“ სატრენინგო მოდულის

ჟურნალისტურ საქმიანობაში ადამიანის უფლებებისა და ეთიკის სტანდარტების

ჟურნალისტურ საქმიანობაში ადამიანის უფლებების და ეთიკური სტანდარტების


დაცვისა და პატივისცემის წახალისება.

სატრენინგო მოდულის შემადგენელი თითოეული სესიისთვის განსაზღვრული უფრო


კონკრეტული მიზნები ხელმისაწვდომია წინამდებარე დოკუმენტის მესამე თავში.

სამიზნე აუდიტორია
„ადამიანის უფლებების და კრიზისის ჟურნალისტიკის“ სატრენინგო მოდულის ძირითად
სამიზნე აუდიტორიას ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩართული პირები წარმოადგენენ.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია მოწვეულნი იყვნენ როგორც


მოქმედი ჟურნალისტები, ასევე ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის
დამამთავრებელი კურსის და ამავე დარგის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები.

„ადამიანის უფლებების და კრიზისის ჟურნალისტიკის“ სატრენინგო მოდული შვიდი

სამუშაო შეხვედრისათვის. არჩევანი წინამდებარე საკითხების სატრენინგო მოდულში


გათვალისწინების სასარგებლოდ, უახლოეს წარსულში, ეროვნულ დონეზე,
მედიის საქმიანობაში გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ გაკეთდა. კერძოდ,
9

საგანგებო მდგომარეობა და მედიის თავისუფლება.

ე.წ. ყინულის გალღობის (Ice-breaker) სავარჯიშო - ტრენინგის საწყის ეტაპზე,


ამ ფორმატის სავარჯიშოს გამოყენება შესაძლებლობას მისცემს ტრენერებსა და
ტრენინგის მონაწილეებს, გაიცნონ ერთმანეთი და შექმნის პოზიტიურ გარემოს
სამუშაო პროცესის დასაწყებად;

მონაწილეების მიერ მიღებული ცოდნის შეფასების კომპონენტი - მაგალითად,


შესაძლებელია, ტრენინგის დაწყებამდე და დასრულების შემდგომ ე.წ. ქვიზის
გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ქვიზისათვის კითხვათა
რაოდენობა არ აღემატებოდეს 20-ს, ხოლო დავალების შესასრულებლად
განკუთვნილი დრო 30 წუთს;

ე.წ. ენერჯაიზერი - მიზანშეწონილია, ამგვარი ფორმატის სავარჯიშოების


გამოყენება ხანგრძლივი შესვენების, მაგალითად, სადილის შემდგომ და ასევე
ტრენინგის მეორე დღის დაწყებისას. თუმცა, ე.წ. ენერჯაიზერების გამოყენება
შესაძლებელია ტრენინგის სხვა ეტაპებზეც, თუ ტრენერი მიიჩნევს, რომ
მონაწილეებს სჭირდებათ განტვირთვა, დაძაბულობის მოხსნა, მცირე დროით
სხვა თემაზე გადართვა და ა.შ. რეკომენდებულია, ამ ფორმატის სავარჯიშოების
ხანგრძლივობა არ აღემატებოდეს 15 წუთს;

ტრენინგის შინაარსობრივი და ორგანიზაციული მხარეების შეფასება -


წინამდებარე სატრენინგო მოდული მრავალჯერადი გამოყენებისთვის არის
შექმნილი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თითოეული ტრენინგის დასრულებისას,
მონაწილეთა განწყობების და მოსაზრებების გაგება და ანალიზი, რაც შემდგომში
ტრენინგის უკეთ დაგეგმვის და წარმართვის ინსპირაციის წყარო შეიძლება
გახდეს. მონაწილეებთან უკუკავშირის დასამყარებლად, შესაძლებელია მცირე
და მარტივი კითხვარის გამოყენება, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელი
იქნება როგორც თითოეული სესიის ასევე, ზოგადად, ტრენინგის მიმდინარეობის
შეფასება და მისი გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა წინადადების დაფიქსირება.
მიზანშეწონილია, კითხვარის შევსებისთვის განკუთვნილი დრო არ აღემატებოდეს
15 წუთს.
როგორ ვისარგებლოთ ტრენერთა

დამხმარე სახელმძღვანელოთი
11
როგორ ვისარგებლოთ ტრენერთა დამხმარე სახელმძღვანელოთი

კერძოდ, სატრენინგო მოდულით მოცული საკითხებით დაინტერესების შემთხვევაში,

» სატრენინგო მოდულის თითოეული სესიის სტრუქტურული და შინაარსობრივი


აღწერილობა,

თითოეული სესიის ხანგრძლივობას, მიზნებს და სესიის ჩატარებისათვის


საჭირო დამხმარე მასალების ჩამონათვალს;

თითოეული სესიის შინაარსობრივი ქვესაკითხების ჩამონათვალს,


იმ თანმიმდევრობით, რაც მიზანშეწონილია დაცული იყოს სესიის
მიმდინარეობისას;

სესიის შემადგენელი ქვესაკითხების შინაარსობრივ მონახაზს. სხვა


სიტყვებით, იმ საკვანძო შინაარსობრივ საკითხებს, რომლებზედაც
მიზანშეწონილია ტრენერის მიერ ყურადღების გამახვილება სესიის
მსვლელობისას;

თემატური სავარჯიშოების აღწერილობას. კერძოდ, ინფორმაციას


სავარჯიშოს მიზნის, ხანგრძლივობის და სავარჯიშოს ჩატარების
დეტალური ინსტრუქციის თაობაზე. ამასთან თითოეული სავარჯიშოს
აღწერილობა მოიცავს სავარჯიშოს ჩატარებისათვის აუცილებელ
შინაარსობრივ/ვიზუალურ მასალას;

შესაძლო კითხვების ჩამონათვალს დისკუსიისათვის.

» დამხმარე საინფორმაციო მასალა ტრენერებისათვის და დამატებითი


ინფორმაციის მოძიების გზები.

დოკუმენტის ეს ნაწილი, ტრენერებს სთავაზობს საკითხავ


მასალას, ტრენინგის თითოეული სესიისთვის მოსამზადებლად.
მიუხედავად იმისა, რომ სესიების აღწერილობა შეიცავს თითოეული
ქვესაკითხისთვის მნიშვნელოვანი შინაარსობრივი საკითხების მონახაზს,
მხოლოდ ეს ინფორმაცია არ არის საკმარისი სესიების სათანადოდ
წარმართვისათვის. შესაბამისად, მიზანშეწონილია ტრენერი გაეცნოს
დოკუმენტის ამ ნაწილში განთავსებულ ინფორმაციას და ასევე,
საჭიროების შემთხვევაში მოიძიოს და შეისწავლოს სხვა რელევანტური
მასალაც. ნარატიულ ტექსტებთან ერთად სახელმძღვანელოს
ეს ნაწილი ტრენერებს სთავაზობს დამატებითი ინფორმაციის
მოძიებისათვის რელევანტური წყაროების ჩამონათვალს.
12

დოკუმენტის ეს ნაწილი თავის მხრივ მოიცავს სავარჯიშოების


აღწერილობას და დეტალურ ინსტრუქციას ტრენერისთვის. რადგან
აღნიშნულ სავარჯიშოებს თემატური დატვირთვა არა აქვს, სატრენინგო
მოდულის მიზნებისათვის სავალდებულო არ არის სწორედ ამ
სავარჯიშოების გამოყენება. ტრენერმა, შესაძლებელია გამოიყენოს
სხვა სავარჯიშოებიც, რომელთა ეფექტიანობა თავად აქვს გამოცდილი
სხვა ტრენინგების მიმდინარეობისას.

სატრენინგო მოდულის შინაარსობრივი მასალების ხელმისაწვდომობის პარალელურად,


დამხმარე სახელმძღვანელო ტრენინგის ორგანიზატორებსა და ტრენერებს სთავაზობს
ტექნიკური დოკუმენტების მაგალითებს, რომლებიც, როგორც წესი, ტრენინგის
აუცილებელ ელემენტებად არის მიჩნეული. შესაბამისად, დამხმარე სახელმძღვანელოთი

როგორც უკვე აღინიშნა, წინამდებარე დოკუმენტით


ხელმისაწვდომი სატრენინგო მოდული გათვლილია
ტრენინგის ორ სამუშაო დღეზე. შესაბამისად, სახელმძღვანელოს
ავტორების მიერ ტრენერებისათვის შემუშავდა დღის
წესრიგის მაგალითი, რომლითაც მიზანშეწონილია
ხელმძღვანელობა ტრენინგის დაგეგმვისას, თუ ტრენინგის
მონაწილეთა რაოდენობა არ აღემატება 20-ს. თუმცა,
აღნიშნული არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში,
ტრენინგის ორგანიზატორების მიერ დღის წესრიგის
მოდიფიცირებას. ცვლილების საფუძველი, მაგალითად,
ტრენინგის ხანგრძლივობის გაზრდა, შესაძლებელია
განპირობებული იყოს ტრენინგში მონაწილე პირების უფრო
დიდი რაოდენობით (იგულისხმება 20-ზე მეტი მონაწილე).
დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,
რეკომენდირებულია სატრენინგო მოდულით მოცული
შინაარსობრივი სესიების მაქსიმალურად შენარჩუნება;
13

იმის შესაფასებლად უპასუხა თუ არა ტრენინგმა დასახულ


მიზნებს, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს ტრენინგის
მონაწილეთა მიერ მიღებული ცოდნის შეფასება
შესაძლო წარმოადგენს. შესაბამისად, დამხმარე სახელმძღვანელოს
ავტორების მიერ მომზადდა შესაძლო კითხვების
ჩამონათვალი, რაც მიზანშეწონილია პრე და პოსტ ქვიზების
კითხვები ფორმატით გამოყენებულ იქნას ტრენინგის დასაწყისში
და თემატური სესიების დასრულების შემდგომ. ასევე,
შესაძლებელია ტრენერმა და ტრენინგის ორგანიზატორმა
ქვიზისთვის თავად შეიმუშაონ კითხვების ჩამონათვალი, თუმცა ამ
შემთხვევაში, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს
იმაზე, რომ კითხვების შინაარსი ზუსტად შეესაბამებოდეს
ტრენინგის თემატიკას და არ გასცდეს მას.

როგორც უკვე აღინიშნა, ტრენინგის მნიშვნელოვან ეტაპს


ტრენინგის წარმოადგენს, არა მხოლოდ ტრენინგის მონაწილეთა ცოდნის
შეფასება, არამედ თავად ტრენინგის მონაწილეებისგან
ტრენინგის შინაარსობრივ და ორგანიზაციულ მხარეებზე
შეფასების/მოსაზრებების მოსმენა. შესაბამისად, დამხმარე
შეფასების სახელმძღვანელოს ავტორების მიერ მომზადდა ამგვარი
შეფასებისათვის საჭირო კითხვარის მაგალითი, რომელიც
მონაწილეებმა უნდა შეავსონ ტრენინგის დასასრულს. რა
კითხვარი თქმა უნდა, აღნიშნული კითხვარი, საჭიროების შემთხვევაში
ექვემდებარება მოდიფიცირებას, თუმცა ცვლილებების
განხორციელების შემთხვევაში ან ახალი კითხვარის
შემუშავებისას აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული,
რომ ტრენინგის მონაწილეს ანონიმურადაც შეეძლოს
შეფასების გაკეთება.
სატრენინგო მოდულის სესიების
შინაარსობრივი და სტრუქტურული
მონახაზი
15

აღნიშნული სესია მიზნად ისახავს ტრენინგის მონაწილეებისთვის ადამიანის უფლებათა

გათვალისწინებული ბრეინსტორმინგის დროს სხვადასხვა

განლაგდეს მაგიდაზე თითოეული ტრენინგის


მონაწილისთვის, იმისთვის, რომ მთელი სესიის
16
სესია შედგება სამი შინაარსობრივი ნაწილისგან:

ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის მნიშვნელობის ზოგადი მიმოხილვა -


ხანგრძლივობა 3 წუთი

ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის კონცეფციები - ხანგრძლივობა 12


წუთი

ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკა - ხანგრძლივობა 10 წუთი

ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის მნიშვნელობის ზოგადი მიმოხილვა

ტრენერი შესავლის სახით მონაწილეებს ზოგადად გააცნობს ადამიანის უფლებათა


ჟურნალისტიკის ცნების განმარტების რამდენნაირი მიდგომა არსებობს და ძალიან
მოკლედ ახსენებს მათ ზოგად მახასიათებლებს.

ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკაზე საუბრისას და ამ მიმართულებით არსებული


გამოწვევების გამოსავლენად აუცილებელია, თავად ადამიანის უფლებათა
ჟურნალისტიკის მნიშვნელობის განმარტება. როგორც ლიტერატურიდან დგინდება,
არსებობს რამდენიმე მიდგომა, რომელიც აღნიშნული თემის ფართო და ვიწრო
განმარტებას გვთავაზობს. იგულისხმება, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებათა დარღვევების
გამოვლენა და ამის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება, ხოლო მეორე მხრივ თავად
გამოხატვის თავისუფლება, როგორც ადამიანის უფლება. შედარებით იშვიათად,
თუმცა ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკას ასევე განმარტავენ, როგორც ადამიანის
ღირსების პატივისცემაზე დაფუძნებულ ჟურნალისტიკას, განურჩევლად რასისა, კანის
ფერის, ეთნიკური წარმომავლობისა და სხვა ნიშნებისა. თუმცა, დროთა განმავლობაში
ეს უკანასკნელი განმარტება უფრო და უფრო ნაკლებად გამოიყენება. (წყარო: Ibrahim
Seaga Shaw – Human Rights Journalism, Advances in Reporting Distant Humanitarian
Interventions, 2012, გვ.1)

ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის კონცეფციები

» გამოხატვის თავისუფლება

სესიის წინამდებარე ქვესაკითხის მიმოხილვისას ტრენერი წარმოაჩენს ადამიანის


უფლებათა ჟურნალისტიკას, როგორც ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ
გამოხატვის თავისუფლების საფუძველზე არსებულ ჟურნალისტიკას.

„პრესის თავისუფლებისთვის ცენტრალური ადგილი უკავია გამოხატვისა და ინფორმაციის


თავისუფლებას. აღნიშნული თავისუფლებებით სარგებლობისას ჟურნალისტებს აქვთ
სოციალური ვალდებულება მოქალაქეებისა და საზოგადოების სახელით გააკრიტიკონ
17
ძალაუფლების მქონენი.“ (წყარო: Ibrahim Seaga Shaw – Human Rights Journalism, Ad-
vances in Reporting Distant Humanitarian Interventions, 2012, გვ.28.)
„ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის პრაქტიკა, რომელიც არის ხალხზე
ორიენტირებული უფრო მეტად ვიდრე ელიტებზე, არის გზა გამოხატვის თავისუფლებისა
და ადამიანის უფლებების წახალისებისთვის, ვინაიდან ჟურნალისტიკის ეს ფორმა
უზრუნველყოფს თანმდევ ადამიანის უფლებებზე დამყარებულ სცენარებს. ის გთავაზობთ
უფრო ‘კარგ’ კომუნიკაციას ‘ცუდი’ ინფორმაციის გადასაფარად;“ (წყარო: Ibrahim Seaga
Shaw – Human Rights Journalism, Advances in Reporting Distant Humanitarian Interven-
tions, 2012, გვ.35-36.)

» ადამიანის უფლებების ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოაშკარავება

ტრენერი სესიის ამ ნაწილში მონაწილეებს გააცნობს ადამიანის უფლებათა


ჟურნალისტიკის ერთ-ერთ კონცეფციას, რომელიც ამ მიმართულებით მომუშავე
ჟურნალისტებს, წარმოიდგენს, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევისა და მათი
ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოამშკარავებლებად.

„მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები ხშირად ადამიანის უფლებების სერიოზული


დარღვევების პირველი მოწმენი და შემტყობინებლები არიან, მათი საქმიანობა ხშირად
მობილიზებულია სახელმწიფო აქტორების გამოსაძიებლად.“ (წყარო: Ibrahim Seaga
Shaw – Human Rights Journalism, Advances in Reporting Distant Humanitarian Interven-
tions, 2012, გვ.26.)
ტრენერი წინამდებარე კონცეფციაზე საუბრისას მონაწილეების ყურადღებას ასევე
მიაპყრობს იმ საფრთხეებს, რომლებსაც შეიძლება გადააწყდნენ ჟურნალისტები ადამიანის
უფლებების დარღვევების გაშუქებისას და ხაზს გაუსვამს ასეთ დროს განსაკუთრებული
სიფრთხილის გამოჩენის საჭიროებას.

„...მართალია, ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის გაშუქება მოითხოვს ისეთივე


მაღალი სტანდარტების დაცვას, როგორც ნებისმიერი სხვა საკითხის შესახებ რეპორტაჟის
დროს, თუმცა რისკების მაღალი მგრძნობელობიდან გამომდინარე, რომელიც
დაკავშირებულია პოლიტიკური ძალადობის გამოაშკარავებასთან ჟურნალისტებისთვის
აუცილებელია იყვნენ უფრო ფრთხილად შესაძლო საფრთხეებისა და ხაფანგების
მიმართ (www.rightsreporting.net). „...ნებისმიერმა მხარემ შეიძლება ჩაიდინოს ადამიანის
უფლებების დარღვევა ყველაზე კონფლიქტურ სიტუაციებში და ჟურნალისტები ხშირად
რისკზე მიდიან ერთი მხარის მიერ ჩადენილი დარღვევის გაშუქებისას, სავარაუდოდ
იმიტომ, რომ ეს მხარე გამოყვანილია როგორც აგრესორი ან იმის გამო, რომ
დასახელებულ აგრესორ მხარეზე მათთვის უფრო მეტი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი
ან უბრალოდ ჟურნალისტები მეორე მხარეს მიეკუთვნებიან, რომელსაც არაფერი აქვს
საერთო მათ ეროვნულ ინტერესებთან. (წყარო: Ibrahim Seaga Shaw – Human Rights
Journalism, Advances in Reporting Distant Humanitarian Interventions, 2012, გვ.28.)
აღნიშნული ქვესაკითხის მიმოხილვისას, ტრენერი ასევე განიხილავს დასახელებული
კონცეფციის იმ ასპექტს, რომლითაც ეს უკანასკნელი გარკვეულწილად ემსგავსება მესამე
კონცეფციას, ყველას მიმართ თანაბარი მოპყრობის შესახებ.
18
„ ... ‘მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა უნდა იზრუნონ ადამიანის უფლებათა
დარღვევების პოლიტიკისა და იზოლირებულად ადამიანის უფლებათა ბოროტად
გამოყენების აქტის ერთმანეთისგან გამიჯვნაზე, ისინი ასევე მზად უნდა იყვნენ, იმისთვის,
რომ განაცხადონ ნებისმიერი ჯგუფის მიმართ ჩადენილ ადამიანის უფლებების დარღვევის
ფაქტების შესახებ”. „... ‘ადამიანის უფლებების ძირითადი პრინციპი არის უნივერსალობა:
ყველას აქვს სიცოცხლისა და უფლებების ბოროტად გამოყენებისგან დაცვის უფლება,
განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა, რელიგიისა და სქესისა...“ (წყარო: Ibrahim Sea-
ga Shaw – Human Rights Journalism, Advances in Reporting Distant Humanitarian Inter-
ventions, 2012, გვ.28.)

ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკა

სესიის ბოლო ნაწილში, ტრენერი საუბრობს მესამე კონცეფციაზე, რომელიც შედარებით


ნაკლებად არის გავრცელებული თანამედროვე ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის
განმარტებაში. აღნიშნული კონცეფციის ფარგლებში ტრენერი ყურადღებას გაამახვილებს
ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის ყველასთვის თანაბარ მიმართებაზე.

ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის წინამდებარე კონცეფცია განიმარტება, როგორც:


„.. ჟურნალისტიკის უფრო აქტიური როლი, როგორც სააგენტოსი, რომელმაც არ
იცის საზღვრები, რასა, ასაკი, სქესი და კლასი - ჟურნალისტიკა ადამიანის სახისა და
კაცობრიობისთვის. ჟურნალისტიკის ეს კონცეპტუალიზაცია შთაგონებას იღებს გაეროს
ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის 1-ლი მუხლიდან (1948): ყველა
ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით.”
(წყარო: Ibrahim Seaga Shaw – Human Rights Journalism, Advances in Reporting Distant
Humanitarian Interventions, 2012, გვ.36.)
„ჟურნალისტიკის სერიოზულად აღსაქმელად, ის უნდა იქნეს დანახული, როგორც
დამხმარე და არა საფრთხის შემცველი, განუყოფელი ადამიანის უფლებებით
სარგებლობაში ყველა ადამიანისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტებს უნდა
შეეძლოთ შეარჩიონ ნარატივები და სიტყვები, რომლებიც დადებით გავლენას იქონიებენ,
სამიზნე აუდიტორიასა და დანარჩენებზე.“ (წყარო: Ibrahim Seaga Shaw – Human Rights
Journalism, Advances in Reporting Distant Humanitarian Interventions, 2012, გვ.36.)
ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის განმარტების შემდეგ ტრენერს ასევე შეუძლია
შესთავაზოს ტრენინგის მონაწილეებს ჟურნალისტური პლატფორმის შექმნა, რომელიც
მხოლოდ ადამიანის უფლებების საკითხებზე მოამზადებს შესაბამის სტატიებს და
მაგალითისთვის გამოიყენოს „ჟურნალისტები ადამიანის უფლებებისთვის“ უკვე არსებული
გაერთიანების მოდელი, რომლის საქმიანობა და მომზადებული დოკუმენტები შეუძლიათ
იხილონ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://bit.ly/3698aPz
19

სესია მიზნად ისახავს, ტრენინგის მონაწილეებს გააცნოს გამოხატვის თავისუფლების

განლაგდეს მაგიდაზე თითოეული ტრენინგის


მონაწილისთვის, იმისთვის, რომ მთელი სესიის
20
ჟურნალისტისა და პრესსამსახურის თანამშრომლის გამოხატვის თავისუფლება

ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება

ტრენერმა უნდა გამოკვეთოს საზოგადოების ინფორმირების და საჯარო დისკუსიის


წახალისების თვალსაზრისით მედიის ფუნქცია და მნიშვნელობა და შესაბამისად,
სახელმწიფოს ვალდებულება, შექმნას მედიის შეუფერხებელი საქმიანობისთვის
ხელსაყრელი გარემო და რომ არ ჩაერიოს მედიის საქმიანობაში, გარდა იმ შემთხვევებისა,
რომლებიც კანონით არის ნებადართული, ისახავს ლეგიტიმურ მიზანს და აუცილებელია
დემოკრატიულ საზოგადოებაში.

თავისუფალ, მრავალფეროვან და დამოუკიდებელ მედიას არსებითი მნიშვნელობა


აქვს ნებისმიერ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლებისა და სხვა უფლებების
ხელშესაწყობად და დასაცავად. საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციისა
და შეხედულებების თავისუფალი დინების ხელშეწყობით და გამჭვირვალობისა და
ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფით მედია დემოკრატიული საზოგადოების
ქვაკუთხედია. გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების გარეშე,
ინფორმირებული, აქტიური და ჩართული საზოგადოება ვერ იარსებებს. ცხადია, მედია,
მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, როგორც საზოგადოების ინფორმირების მთავარი
წყარო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე დისკუსიის ხელშემწყობი,
როდესაც აშუქებს საზოგადოების ცხოვრების ამა თუ იმ ასპექტს და ხელს უწყობს საჯარო
დებატებს აქტუალურ საკითხებზე.

თუმცა განსხვავებულია ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება, როცა აშუქებს


პოლიტიკურ დებატებს, სასამართლო პროცესებს, დემონსტრაციებს და ა.შ. ჟურნალისტებს
ასევე ევალებათ, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და დაიცვან ეთიკური ნორმები, მათ
შორის საჯარო მოხელის გაკრიტიკებისას. მათ უნდა იმოქმედონ კეთილსინდისიერად
და საზოგადოებას ზუსტი და სარწმუნო ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. თუმცა, მათ
შეუძლიათ აგრეთვე მიმართონ გარკვეულ გაზვიადებას, სატირას, შოკისმომგვრელ
და შეურაცხმყოფელ განცხადებებსაც კი მნიშვნელოვანი საკითხისადმი საზოგადოების
ყურადღების მიპყრობის მიზნით.

პრესსამსახურის თანამშრომლის გამოხატვის თავისუფლება

ტრენერმა უნდა გამოკვეთოს პრესსამსახურის დანიშნულება, უზრუნველყოს შესაბამისი


ორგანოს გამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ფუნქციონირება.
შესაბამისად, შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში დაშვებულიც კი იყოს პრესსამსახურის
მიერ ისეთი ინფორმაციის გაჟღერებაც, რაც შესაბამის უწყებას შესაძლოა, სურდეს,
დამალული ყოფილიყო გაჟღერებული საქმიანობის უკანონო ან ამორალური ხასიათის
გამო. საჭიროა ტრენერმა ყურადღება გაამახვილოს საპირწონე ინტერესებზე, რაც არის
დამსაქმებლის ინტერესი და ის მნიშვნელობა, რაც აქვს სახელმწიფო უწყების მუშაობას
მშვიდ გარემოში, დაუსაბუთებელი თავდასხმის გარეშე. ამიტომ უნდა იქნეს განხილული ის
კრიტერიუმები, რომლითაც ხდება გამოხატვის თავისუფლებასა და საპირწონე ინტერესს
შორის სამართლიანი ბალანსის დამყარება: ა) ინფორმაციის გამჟღავნების საჯარო
ინტერესი; ბ) გამჟღავნებული ინფორმაციის ავთენტურობა; გ) ზიანი, რომელიც უწყებას
მიადგა ინფორმაციის გამჟღავნების შედეგად; დ) მოტივი, რომელიც ინფორმაციის
გამმჟღავნებელ თანამშრომელს ამოძრავებდა; ე) თავშეკავებულობის ვალდებულებიდან
გამომდინარე, რაც თანამშრომელს დამსაქმებლის მიმართ ჰქონდა, იყო თუ არა
21
ინფორმაციის გასაჯაროება უკიდურესი ღონისძიება, მას შემდეგ, რაც ის მიეწოდა ზემდგომ
ან სხვა უფლებამოსილ უწყებას და ვ) დაკისრებული სანქციის სიმკაცრე.

ასევე საჭიროა, ყურადღება გამახვილდეს უწყების ვალდებულებაზე, ხელი შეუწყოს


პრესსამსახურის შეუფერხებელ საქმიანობას.

პოლიტიკოსის/პარლამენტის წევრის გამოხატვის თავისუფლება

პოლიტიკური გამოხატვა საჭიროებს დაცვის მაღალ ხარისხს გამოთქმული


შეხედულებებისთვის საპარლამენტო იმუნიტეტისა და სისხლის სამართლებრივი დევნისგან
დაცვის სახით. პოლიტიკურ პარტიებს/პოლიტიკოსებს აქვთ უფლება, დაიცვან თავიანთი
შეხედულებები საზოგადოებაში მაშინაც, როცა ეს შეხედულებები შეურაცხმყოფელია,
შოკისმომგვრელია ან მოსახლეობის ნაწილისთვის შემაშფოთებელია.

პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა განსაკუთრებით დასაბუთებას


საჭიროებს. შესაბამისად, ტრენერის მიერ მოყვანილმა მაგალითმა უნდა აჩვენოს, რომ
ეროვნული სასამართლოს მიერ ბრალის წარდგენა, იმუნიტეტის მოხსნა საჭიროებს
დასაბუთებას რელევანტური და საკმარისი გარემოებებით, რომ გაამართლოს
პოლიტიკოსის/პარლამენტის წევრის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა. მართალია
პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრი სრული იმუნიტეტით არ სარგებლობს, მაგრამ
მნიშვნელოვანია, რომ მათი სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოხატვის
თავისუფლების შეზღუდვა არ იყოს თვითნებური და არ მოხდეს „სხვა მიზნებისთვის“.

მოსამართლის და სამართალწარმოების ადვოკატის, პროკურორის, ექსპერტის


გამოხატვის თავისუფლება

ზემოაღნიშნულ სუბიექტებს აქვთ პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ


ამავდროულად, მათ ეკისრებათ გარკვეული მოთხოვნების დაცვა, რაც უკავშირდება
მათ როლს/ფუნქციას/ჩართულობას მართლმსაჯულების განხორციელებაში. ტრენერმა
უნდა განიხილოს, რა სპეციფიკა ახასიათებს აღნიშნული სუბიექტების გამოხატვის
თავისუფლებას, რა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად შეიძლება მოხდეს მასში ჩარევა და
როგორია სახელმწიფოს დისკრეციის ფარგლები. ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია იმის განხილვა, თუ რა შემთხვევაში მიიჩნევა აღნიშნული სუბიექტების
გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლად და
რა ფაქტორებს აქვთ ამ აუცილებლობის დასადგენად გადამწყვეტი მნიშვნელობა.

როგორც წესი, ზემოაღნიშნული სუბიექტების გამოხატვის თავისუფლება სხვა პირის


პირადი ცხოვრების დაცულობაზე უფლებასთან მოდის კონფლიქტში. თუმცა,
მსგავს შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლების საპირისპიროდ ხშირად შეიძლება
არსებობდეს სხვა ლეგიტიმური მიზანი - სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა
და მიუკერძოებლობის დაცვის ინტერესი. მაგალითად, საქმეები, რომლებშიც შესაბამისი
სუბიექტი აკრიტიკებს სასამართლო სისტემას, მოსამართლეთა მიუკერძოებლობასა
და დამოუკიდებლობას, მართლმსაჯულების ეფექტიანობას, სამართალწარმოების
სამართლიანობას და ა.შ.
22
დიპლომატის გამოხატვის თავისუფლება

დიპლომატის, ისევე როგორც ყველა სახელმწიფო მოხელის გამოხატვის თავისუფლება


ფასდება დამსაქმებლის მიმართ ვალდებულების ჭრილში. აგრეთვე მხედველობაში
უნდა იქნეს მიღებული საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნების
აუცილებლობა, საჯარო მოხელეების როლი და ფუნქცია.

ისტორიკოსის, მკვლევარის, აკადემიური პერსონალის და მწერლის გამოხატვის


თავისუფლება

ისტორიკოსების და მკვლევარების სტატიებს და გამოხატვის რეალიზებას სხვა ფორმით,


შეიძლება ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა საზოგადოებრივი დისკუსიის კონტექსტში.
შესაბამისად, ამ სუბიექტების გამოხატვა პრესისთვის მინიჭებული დაცვის უმაღლესი
ხარისხით შეიძლება სარგებლობდეს.

პატიმრის გამოხატვის თავისუფლება

ციხეში დისციპლინის დაცვის კონტექსტში, გათვალისწინებული უნდა იქნეს


თავისუფლებააღკვეთილი პირების განსაკუთრებული მოწყვლადობა და ამიტომ,
ხელისუფლებამ განსაკუთრებით საფუძვლიანი დასაბუთება უნდა მოუძებნოს პატიმრების
დასჯას გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის. ამ დროს ევროპული სასამართლო
პატიმრის გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევას აფასებს მთლიანად საქმის
ფაქტობრივი გარემოებების ჭრილში, მათ შორის ყურადღებას აქცევს პატიმრის
რემარკების შინაარსს და მათ კონტექსტს და შესაბამისად, არსებობდა ჩარევის „მწვავე
საზოგადოებრივი საჭიროება“ თუ არა; სასამართლო ამოწმებს, იყო თუ არა ჩარევა
„დასახული ლეგიტიმური მიზნების თანაბარზომიერი“ და ეროვნული ხელისუფლების
მიერ ჩარევის საფუძვლად მითითებული არგუმენტები „რელევანტური და საკმარისი“.

სახელმწიფო უწყებები არ სარგებლობენ კრიტიკისგან იმუნიტეტით. დემოკრატიულ


საზოგადოებაში, ინდივიდებს უფლება აქვთ, გააკრიტიკონ სახელმწიფო უწყებები და იქ
დასაქმებული ადამიანები და პატიმრებს ამ სფეროში იგივე უფლებები აქვთ, როგორც
საზოგადოების ყველა სხვა წევრს.
23

სესია მიზნად ისახავს, ტრენინგის მონაწილეებს გააცნოს გამოხატვის თავისუფლების

განლაგდეს მაგიდაზე თითოეული ტრენინგის


მონაწილისთვის, იმისთვის, რომ მთელი სესიის
24
ურთიერთმიმართება გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების დაცულობის
უფლებას შორის

გამოხატვის თავისუფლება შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს პირის პირადი


ცხოვრების დაცულობის სხვადასხვა ასპექტთან. პირის პირადი ცხოვრების დაცულობის
უფლება გათვალისწინებულია ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით. მე-8 მუხლით
გარანტირებული პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება აბსოლუტური არ არის
და კონვენცია მათში ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ჩარევა მე-8 მუხლით
დაცულ უფლებებში უნდა იყოს „კანონის შესაბამისი“, ისახავდეს მე-8 მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებულ ერთ ან რამდენიმე ლეგიტიმურ მიზანს და უნდა იყოს მათ
მისაღწევად „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.

გამოხატვის თავისუფლება და პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება თანაფარდოვანი


უფლებებია და მათ შორის წინასწარ დადგენილი იერარქია არ არის. ტრენერმა უნდა
განიხილოს სხვადასხვა საქმე და აჩვენოს, როგორ უნდა დამყარდეს სამართლიანი
წონასწორობა აღნიშნულ უფლებებს შორის.

ევროპული სასამართლო გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების


დაცულობის უფლებას შორის სამართლიანი წონასწორობის დადგენისთვის გამოყოფს
რამდენიმე რელევანტურ კრიტერიუმს: საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე
მსჯელობაში წვლილის შეტანა, შესაბამისი პირის ცნობადობა და რას ეხება გამოხატვა;
შესაბამისი პირის ადრინდელი ქცევა, ინფორმაციის მოპოვების მეთოდი და მისი სიზუსტე;
გამოხატვის შინაარსი, ფორმა და შედეგები, ბრალდებების სიმძიმე და დაკისრებული
სანქციების სიმკაცრე. ყველას აქვს უფლება, იცხოვროს პრივატულად, არასასურველი
ყურადღებისგან შორს. არსებობს შემთხვევები, როცა პირები გაცნობიერებულად და
განზრახ ერთვებიან ისეთ საქმიანობაში, რომელიც იწერება ან შეიძლება ჩაიწეროს და
საჯაროდ გახდეს ხელმისაწვდომი და თუმცა მას ამ დროს შეიძლება ჰქონდეს ლეგიტიმური
მოლოდინი პირადი ცხოვრების დაცვაზე, ეს აუცილებლად გადამწყვეტ ფაქტორად არ
განიხილება. დიფამაციის და შეურაცხყოფის შესახებ სამართალწარმოებაში, ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლო აწონ-დაწონის დამატებით ფაქტორებს, როდესაც
აფასებს ჩარევის ღონისძიების თანაბარზომიერებას.

ფაქტები და შეფასებითი მსჯელობა

ევროპული სასამართლო ერთმანეთისგან განასხვავებს ფაქტის შემცველ განცხადებას


და შეფასებით მსჯელობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ფაქტის შემცველი


განცხადება შეიძლება დამტკიცდეს, ხოლო შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა
შემოწმებას არ ექვემდებარება. შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობის დამტკიცების
მოთხოვნის დაკისრება არღვევს გამოხატვის თავისუფლების არსს. თუმცა, შეფასებით
მსჯელობასაც უნდა ჰქონდეს საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი’’, წინააღმდეგ
შემთხვევაში, შეფასებითი მსჯელობა გადამეტებულად ჩაითვლება.
25
რეპუტაცია

იმისთვის, რათა მე-8 მუხლის მოქმედება გავრცელდეს კონკრეტულ შემთხვევაზე, პირის


რეპუტაციაზე თავდასხმამ უნდა მიაღწიოს სიმძიმის გარკვეულ ზღვარს და უნდა იყოს
განხორციელებული ისეთი ფორმით, რომელიც ზიანს აყენებს პირის მიერ თავისი პირადი
ცხოვრების დაცულობის უფლებით სარგებლობას.

ტრენერმა უნდა განიხილოს სხვადასხვა მაგალითი, სადაც რეპუტაცია, როგორც პირადი


ცხოვრების შემადგენელი ნაწილი ზიანდება გამოხატვის თავისუფლების რეალიზების
შედეგად და განიხილოს ის ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ კონფლიქტურ
ინტერესებს შორის წონასწორობის დასამყარებლად.

პერსონალური მონაცემები

პერსონალური მონაცემების კონტექსტში, სასამართლო მიუთითებს, რომ „პირადი


ცხოვრება“ შეზღუდვითად არ უნდა განიმარტოს. განვრცობითი განმარტება შეესაბამება
1981 წლის კონვენციას პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკურ
პირთა დაცვის შესახებ, რომლის მიზანიცაა პირადი ცხოვრების დაცვის უფლების
უზრუნველყოფა პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას (მუხლი
1). „პერსონალური მონაცემები” ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც შეეხება
განსაზღვრულ ან განმსაზღვრელ პირს (მუხლი 2).

პირის პირადი ცხოვრების შესახებ პერსონალური მონაცემების უბრალოდ შენახვაც


კი მე-8 მუხლის მნიშვნელობით პირის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში
ჩარევას შეადგენს. შენახული ინფორმაცია იქნება თუ არა შემდგომში გამოყენებული, ამ
დასკვნაზე გავლენას არ ახდენს. მაგრამ, ხელისუფლების მიერ შენახულ პერსონალურ
ინფორმაციას აქვს თუ არა რაიმე შემხებლობა პირად ცხოვრებასთან, ამ საკითხის
შეფასებისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, თუ როგორ იყო ინფორმაცია
ჩაწერილი და შენახული, რა არის ამ ჩანაწერების ხასიათი, როგორ იქნა ეს ჩანაწერები
გამოყენებული და რა იყო გამოყენების შედეგი.

იმის შეფასებისას, უკავშირდება თუ არა ხელისუფლების მიერ შენახული პერსონალური


ინფორმაცია კონვენციის მე-8 მუხლით უზრუნველყოფილ პირადი ცხოვრების დაცულობის
უფლებას, ევროპული სასამართლო ყურადღებას აქცევს აღნიშნული გარემოებების
სპეციფიკურ კონტექსტს.

სამედიცინო მონაცემების დაცვას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს პირის პირადი და


ოჯახური ცხოვრების დაცულობის უზრუნველსაყოფად. კონვენციის ყველა ხელშემკვრელი
სახელმწიფოს სამართლებრივ სისტემაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
მონაცემების კონფიდენციალობის დაცვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ასეთი
მონაცემების გამჟღავნებას შეიძლება მძიმე შედეგი ჰქონდეს ინდივიდის პირადი და
ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებისთვის, მისი სოციალური და დასაქმების
მდგომარეობისთვის იმით, რომ პირი ექვემდებარება შერცხვენასა და გარიყვის რისკს.

პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართი შეადგენს პერსონალურ ინფორმაციას,


რომელიც პირადი ცხოვრების ასპექტია და როგორც ასეთი, სარგებლობს მე-8 მუხლის
დაცვით.
26

»
27
წინამდებარე სესია შედგება 4 შინაარსობრივი ნაწილისგან:

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპი, მისი განმარტება და


ურთიერთმიმართება “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების” შესახებ
საქართველოს კანონთან - ხანგრძლივობა 5 წუთი;

განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი და პირადი ცხოვრების


გასაჯაროების ტესტი - ხანგრძლივობა 10 წუთი;

პირადი ცხოვრების სენსიტიური საკითხების გაშუქება მედიაში -


ხანგრძლივობა 5 წუთი;

ფარული გადაღება/ჩაწერა - ხანგრძლივობა 5 წუთი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპი, მისი განმარტება და


ურთიერთმიმართება “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების” შესახებ საქართველოს
კანონთან.

პრინციპი 10. „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და


არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული
საზოგადოებრივი ინტერესი“.

მე-10 პრინციპის განმარტება: „ამ მუხლში წყალგამყოფი გადის არა კერძო და საჯარო
პირზე (როგორც კანონში “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების” შესახებ), არამედ
განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ინტერესზე. ამგვარი ინტერესის გარეშე, არა მხოლოდ
კერძო პირის, არამედ საჯარო პირის პირად ცხოვრებაში შეჭრაც არაეთიკურია. ამ
მუხლთან დაკავშირებით გაყოფილია ჟურნალისტისა და რედაქტორის პასუხისმგებლობა.
ჟურნალისტის პასუხისმგებლობაა, რამდენად კეთილსინდისიერად მოიპოვებს მასალას
ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ; რედაქტორის პასუხისმგებლობაა რას დაბეჭდავს
და რას არ დაბეჭდავს. ტრაგედიის მომენტის გამოქვეყნება არაეთიკურია, მომეტებული
საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაშიც კი“. (წყარო - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
ვებ. გვერდი)

განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი და პირადი ცხოვრების გასაჯაროების


ტესტი

„ჟურნალისტის მიერ პირის პირად ცხოვრებაში შეჭრა გამართლებულია მხოლოდ მაშინ,


როდესაც მოპოვებული ინფორმაციის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი, როდესაც
გამჟღავნებულ ფაქტებს საზოგადოებისთვის უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია,
ვიდრე ერთი კონკრეტული პირისთვის ზიანის მიყენებაა. სწორედ ამით განსხვავდება
საზოგადოებრივი ინტერესი საზოგადოებრივი ცნობისმოყვარეობისაგან.“ (წყარო -
28
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სახელმძღვანელო წესები პირადი ცხოვრების გაშუქების
თაობაზე).

„განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის“ შესახებ დისკუსია ფასილიტატორმა,


მიზანშეწონილია, წარმართოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილების ჭრილში, საქმეზე განმცხადებელთა ჯგუფი გიორგი გვიმრაძის და
ირინა დეკანოიძის წინააღმდეგ. აღნიშნულ საქმეში სადავო მასალას წარმოადგენდა,
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ვებ. გვერდზე განთავსებული ვიდეო, რომელშიც
ზვიად რატიანი სამართალდამცველებს შეურაცხყოფას აყენებდა.

მნიშვნელოვანი განმარტებები, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს


გადაწყვეტილებიდან, საქმეზე - განმცხადებელთა ჯგუფი გიორგი გვიმრაძის და ირინა
დეკანოიძის წინააღმდეგ:

„საზოგადოებრივი ინტერესი შეფასების საგანია. „ინტერესი“ არ ნიშნავს რომელიმე


პირის სუბიექტურ სურვილს, რომ იხილოს სხვა პირის პირადი ცხოვრების ამსახველი
ვიდეომასალა, არამედ ობიექტურად უნდა დადგინდეს, რამდენად იყო საზოგადოებისათვის
აუცილებელი ვიდეომასალის ნახვა, რათა მიეღო ისეთი დამატებითი ინფორმაცია,
რომელიც საზოგადოებას ზვიად რატიანის დაკავების ფაქტზე სრულ სურათს შეუქმნიდა“;

„ ... საერთაშორისო პრაქტიკა რამდენიმე ტესტს აწესებს - პირადი ცხოვრების გასაჯაროება


უნდა ემსახურებოდეს საჯარო სახსრების არასათანადოდ გამოყენებას, თანამდებობის
პირების მხილებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს, საარსებო გარემოს შესახებ
ინფორმაციას, ეროვნული უსაფრთხოების დაცვას, მნიშვნელოვანი დანაშაულის
სააშკარაოზე გამოტანას და ა.შ. თუმცა, შეუძლებელია, ეს ჩამონათვალი ამომწურავი
იყოს და მედიამ ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“;

„საბჭოს ზოგადი რეკომენდაციაა, რომ მედიასაშუალებებმა ყველა მსგავსი შემთხვევისას


ინდივიდუალურად განიხილონ გამოქვეყნების მაპროვოცირებელი და ხელშემშლელი
გარემოებები, დეტალურად გაიაზრონ, გამოქვეყნებით დაკმაყოფილებული საჯარო
ინტერესი გადაწონის თუ არა პირისთვის მიყენებულ ზიანს. საბჭო მიიჩნევს, რომ
მედიასაშუალებებმა ყველა ასეთი შემთხვევის დროს საჯაროდ უნდა ახსნან, აუდიტორიას
შეატყობინონ დასაბუთება, რატომ გადაწყვიტეს პირადი ცხოვრების შესახებ მოპოვებული
ინფორმაციის გასაჯაროება“;

„ორი დათქმა შეიძლება არსებობდეს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის


გასაჯაროების დროს: 1. პირის თანხმობა მის გამოქვეყნებაზე, ან 2. დეტალური
დასაბუთება, თუ რატომ ხდება პირადი ინფორმაციის გასაჯაროება. რატიანის შემთხვევაში
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერც ერთი ეს მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა. არ ჩანდა
ზემოთქმულიდან რომელიმე დათქმის გათვალისწინების მცდელობაც“.

პირადი ცხოვრების სენსიტიური საკითხების გაშუქება მედიაში

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განმარტავს, რომ გარკვეული საკითხების


გაშუქებისას, პირად ცხოვრებაში არაპროპორციული ჩარევის რისკი გაცილებით
მაღალია. ამ საკითხებს მიეკუთვნება, ჯანმრთელობა და სქესობრივი ცხოვრება, უბედური
შემთხვევები, დანაშაული, შვილად აყვანა, სუროგაცია. (წყარო - ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის სახელმძღვანელო წესები პირადი ცხოვრების გაშუქების თაობაზე)
29
ქარტიის საბჭოს განმარტების თანახმად, ჯანმრთელობისა და სქესობრივი ცხოვრების
შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებამ უნდა გაიაროს ტესტი: 1. უნდა არსებობდეს პირის
თანხმობა, ან 2. დასაბუთება. (წყარო - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სახელმძღვანელო
წესები პირადი ცხოვრების გაშუქების თაობაზე)

დაპირისპირება მედიის გამოხატვის თავისუფლებასა და დაზარალებულის ანდა მისი


ოჯახის წევრის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას შორის განსაკუთრებით
თვალსაჩინოა გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების ან უბედური შემთხვევების
გაშუქებისას. მიზანშეწონილია, ფასილიტატორმა ტრენინგის მონაწილეებს დეტალურად
გააცნოს, ქარტიის საბჭოს მიერ ამ საკითხზე შემუშავებული შემდგომი რეკომენდაციები:

„აუცილებელია ბალანსის დაცვა საჯარო ინტერესსა და უბედურ შემთხვევებში მონაწილე


პირთა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამჟაღვნებას შორის. დაშავებულთა,
ტანჯვასა და შოკში მყოფ ადამიანთა ახლო ხედით ჩვენება გამართლებულია მაშინ, თუკი
ეს წარმოაჩენს მომხდარის მასშტაბს, საჭიროა კონტექსტის საჩვენებლად და ინფორმაციის
სრულად გადმოსაცემად; პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს მედია შეძლებისდაგვარად
უნდა ეცადოს, რომ აქცენტი არ გააკეთოს კონკრეტული ადამიანების ტანჯვის ჩვენებაზე“;

„მედიამ უნდა იფიქროს იმაზეც, რეტრავმირებას გამოიწვევს თუ არა შემზარავი


გამოსახულების მრავალჯერადად ჩვენება. ეცადეთ, მინიმუმამდე შეამციროთ
გარდაცვლილთა ახლობლების და გადარჩენილთა რეტრავმირება“;

„კერძო პირთა დაკრძალვის გადასაღებად აუცილებელია ახლობელთა თანხმობა;“

„მედიამ თავი უნდა შეიკავოს დაზარალებულის, ბრალდებულის და შემთხვევასთან


დაკავშირებული სხვა პირთა ცხოვრებიდან ისეთი დეტალების გასაჯაროვებისგან,
რომელიც საქმესთან კავშირში არ არის“;

„ჟურნალისტებს შეუძლიათ რამდენ ხანსაც სურთ იმყოფებოდნენ დაზარალებულის,


ბრალდებულის სახლის სიახლოვეს, საზოგადოებრივ ადგილას, მაგალითად გზაზე, და
არა სახლის კართან, მიუხედავად იმისა, ის პირი საჯარო ფიგურაა თუ არა“;

„სასამართლო დარბაზში მყოფთა მძიმე ემოციური მდგომარეობის ამსახველი ფოტო/


ვიდეო მასალის გამოქვეყნება მიზანშეწონილი არ არის“.
30
ფარული გადაღება/ჩაწერა

აღნიშნულ საკითხზე დისკუსიის დაწყებისთანავე ფასილიტატორმა ტრენინგის


მონაწილეებს უნდა განუმარტოს თუ რას გულისხმობს ფარული გადაღება/ჩაწერა.
აღნიშნული განმარტება ხელმისაწვდომია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
სახელმძღვანელო წესებში, პირადი ცხოვრების გაშუქების თაობაზე, კერძოდ ფარულ
გადაღებაში/ჩაწერაში იგულისხმება:

დამალული კამერით გადაღება,


აუდიოჩაწერა;

ნებისმიერი ტექნიკით (კამერა, მობილური


და ა.შ) გადაღება, როდესაც პირმა არ
იცის ამის შესახებ;

სატელეფონო ჩანაწერის გაკეთება


ეთერში გაშვების მიზნით რესპონდენტის
თანხმობის გარეშე;

გადაღების გაგრძელება ან დაწყება მაშინ,


როდესაც რესპონდენტს ჰგონია, რომ
გადაღება დასრულდა ან არ დაწყებულა.

ასევე, მნიშვნელოვანია, ტრენინგის მონაწილეებს ფასილიტატორმა გააცნოს


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რეკომენდაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
კერძოდ ქარტიის საბჭო განმარტავს, რომ:

„ფარულად გადაღება შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვების მიზნით, თუმცა


მხოლოდ მაშინ უნდა გამოქვეყნდეს, თუკი რედაქცია დაასაბუთებს, რომ ღიად
ვერ მოიპოვა იგივე ინფორმაცია და აუცილებელი იყო მისი გადაცემა“;

„კერძო საკუთრებაში შესვლა და ფარულად გადაღება მხოლოდ მაღალი


საჯარო ინტერესის შემთხვევაში და რედაქციის მიერ დასაბუთებული უნდა
იყოს“;

„გასართობი ანდა კომედიური გადაცემისთვის გაკეთებული ფარული


ჩანაწერი შეიძლება მხოლოდ მაშინ გავიდეს ეთერში, თუ მონაწილე პირები
ინფორმირებულნი არიან“;

„განსაკუთრებული ყურადღებით მოპყრობას საჭიროებს სხვა პირის მიერ


ფარულად გადაღებული მასალა, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები,
ოპერატიული მასალა“.
31
32
სესია 3, ნაწილი 3: პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება გარდაცვალების შემდეგ

განლაგდეს მაგიდაზე თითოეული ტრენინგის


მონაწილისთვის, იმისთვის, რომ მთელი სესიის
33
კანონი უნდა იყოს გამოქვეყნებული და წინასწარგანჭვრეტადი იმ თვალსაზრისით, რომ
გამოხატვის თავისუფლების სუბიექტს უნდა შეეძლოს განსაზღვრა, რომ გარდაცვლილის
ნათესავების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის მიზნით, შესაძლებელია მისი
გამოხატვის თავისუფლება შეზღუდვებს დაექვემდებაროს.

ევროპული სასამართლოს განმარტებით, არ არის აუცილებელი, რომ შესაბამისი


კანონმდებლობა (სამოქალაქო კოდექსი) პირდაპირ კრძალავდეს კონკრეტულ
შემთხვევაში პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას. ის გარემოება,
რომ სამოქალაქო კოდექსის დებულება პირდაპირ არ ითვალისწინებს გამოხატვის
თავისუფლების შესაზღუდვის კონკრეტულ საფუძველს პირადი ცხოვრების
დაცულობის უფლების უზრუნველსაყოფად, არ ნიშნავს, იმას, რომ ეს საფუძველი
წინასწარ განუჭვრეტელია, განსაკუთრებით საგამომცემლო საქმიანობაში. აგრეთვე
მნიშვნელოვანია, ამ თვალსაზრისით ეროვნული სასამართლო პრაქტიკის არსებობაც.

ლეგიტიმური მიზნის საკითხიც ასევე მარტივი შესაფასებელია ევროპული


სასამართლოსთვის. ლეგიტიმური მიზანი უმეტესად არის ჭირისუფლის პირადი და
ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება და ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევაში,
თავად გარდაცვლილი პირის რეპუტაცია ან პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების
სხვა ასპექტი.

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევაში პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების


დასაცავად გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობას დემოკრატიულ
საზოგადოებაში, ტრენერმა კონკრეტული საქმეების მიხედვით უნდა განიხილოს
ფაქტორები, რომლებსაც აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ ინტერესს მიენიჭოს პრიორიტეტი:
პირის გარდაცვალებიდან როდის მოხდა ინფორმაციის გამოქვეყნება, რა ინფორმაცია
გამოქვეყნდა, კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვევაში, არის თუ არა
ეს ინფორმაცია სხვა მედია საშუალებების მიერ გამოქვეყნებული, რა სანქცია დაეკისრა
გამოხატვის თავისუფლების სუბიექტს, რამდენად თანაბარზომიერია დაკისრებული
სანქცია პირადი ცხოვრების დაცულობის ინტერესის გათვალისწინებით და ა.შ.
34

თვლით თუ არა, რომ გენდერული


35
36

გენდერი

გარეთ

არა
37

ძირითადი გენდერული ცნებები:

გენდერი

გენდერული
როლი

გენდერული
38
39

»
40
გენდერული საკითხების გაშუქების ზოგადი სტანდარტები

სესიის წინამდებარე ქვესაკითხის მიმოხილვისას ტრენერი წარმოაჩენს გენდერული


საკითხების ეთიკურად გაშუქების სტანდარტებს, რომლებიც დადგენილია საქართველოს
ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის მიერ.

შეკითხვები რეფლექსიისათვის სესიის დაწყების წინ? (10 წთ)

» ქმნის თუ არა მედია გენდერულ სტერეოტიპებს, განწყობებს და


დამოკიდებულებებს? რითი და როგორ?

პასუხების ანალიზის შემდეგ, მოხდება კვლევის შედეგების ჩვენება, რომლითაც


მონაწილეები კიდევ უფრო მეტად დარწმუნდებიან, რომ მედიის, ფილმების და
რეკლამების დახმარებით ხდება სექსიზმის ხელშეწყობა და იქმნება ნეგატიური გენდერული
სტერეოტიპები და განწყობები.

დემონსტრირებისათვის მოტანილი იქნება კვლევების შედეგები:

» გაანალიზდა ათასობით ფოტო და დადგინდა – კაცების შემთხვევაში სახე იყო


ხაზგასმული, ქალების შემთხვევაში – სხეული

» კაცები როლების მრავალფეროვნების კონტექსტში არიან ასახული, ხოლო ქალი


ხშირად, შემოიფარგლება მხოლოდ საყოფაცხოვრებო და საოჯახო როლების
შესრულებით.

» კაცები ექსპერტებად და ლიდერებად არიან წარმოდგენილნი, ხოლო ქალები


– მომხმარებლებად და დაქვემდებარებულად.

» კაცები უფრო აქტიურებად და მიზანდასახულებად არიან ნაჩვენები, ხოლო


ქალები – არა.

» ქალი პერსონაჟების რაოდენობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში


ჩამორჩება კაცებისას.

შემდეგ აქტივობად ტრენერი ჟურნალისტებს შესთავაზებს ქვიზს, რომლის მიხედვითაც


თითოეული მონაწილე გაიგებს საკუთარ თავზე რამდენად ესმის რა არის სექსიზმი და
არის თუ არა თავად სექსისტი. ქვიზი მოიცავს 10 სახალისო და მარტივ შეკითხვას.

ქვიზი: ხარ თუ არა სექსისტი ( 10 წუთი)

https://www.coe.int/ka/web/human-rights-channel/stop-sexism-quiz

ქვიზის დასრულების შემდეგ ტრენერი იწყებს სესიის ძირითადი საკითხების გაცნობას,


რომლისთვისაც იყენებს დემონსტრირების და პრეზენტაციის მეთოდებს.

რა არის სექსიზმი?

სექსიზმი არის: ნებისმიერი აქტი, ჟესტი, ვიზუალური გამოსახულება, ზეპირი ან


წერილობითი განცხადება, პრაქტიკა ან ქცევა, რომლებიც ეფუძნება ადამიანის ან
41
42
43

»
44

»
45
»
46

»
47
48
49
50
51

სესია შედგება 2 შინაარსობრივი ნაწილისგან:

ომისა და შეიარაღებული კონფლიქტების გაშუქება - ხანგრძლივობა 20 წუთი;

2 კრიზისების გაშუქების სტანდარტები - ხანგრძლივობა 25 წუთი.


52
53

სესია შედგება 2 შინაარსობრივი ნაწილისგან:

ომისა და შეიარაღებული კონფლიქტების გაშუქება - ხანგრძლივობა 20 წუთი;

კრიზისების გაშუქების სტანდარტები - ხანგრძლივობა 25 წუთი.


54
თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტორიის გარკვეული ნაწილი ინფორმაციას,
ძირითადად, სათაურებიდან იღებს და მხოლოდ ამით კმაყოფილდება, მედიამ სენსაციური
სათაურით შეიძლება აუდიტორია შეცდომაში შეიყვანოს. ასევე აუცილებელია თავიდან
იქნეს აცილებული ვიზუალური მასალით აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა.

ამ საკითხის განხილვისას ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია რამდენად


მნიშვნელოვანია სენსაციური და პანიკის შემცველი სათაურებისა და ტექსტის გამოყენებაზე
უარის თქმა, რა საფრთხეების მატარებელი შეიძლება იყოს ეს საკითხი ომისა და
შეიარაღებული კონფლიქტების გაშუქებისას და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან
თავისდა უნებურად პანიკის დათესვა.

საკითხის გაშუქება სიღრმისეულად და განგრძობითად

მედიის როლი არ არის მხოლოდ კონკრეტულ დროს მიმდინარე საომარი თუ


შეიარაღებული კონფლიქტის გაშუქება, ეს უნდა იყოს განგრძობითი და სიღრმისეული.

საკითხის განხილვის დაწყებამდე მონაწილეებს მოუწევთ მსჯელობა შემდეგი შეკითხვის


გარშემო: ყარაბაღის კონფლიქტის საკითხი ბოლოს როდის გააშუქა ქართულმა მედიამ
და უნდა იყოს თუ არა ამ კონფლიქტის მიმართ მედიის ინტერესი?

ნდობის აღდგენისკენ მიმართული თემების აქტუალიზაცია

ჟურნალისტიკა არ გულისხმობს მხოლოდ ფაქტების გადმოცემას კონფლიქტებთან


დაკავშირებით, მედიის როლი ასევე უნდა იყოს ნდობის აღდგენა და შესაბამისად,
ნდობის აღდგენისკენ მიმართული თემების აქტუალიზაცია.

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ნდობის აღდგენაში მედიის როლსა და


მნიშვნელობაზე, ასევე ინფორმაციას რომელი თემები შეიძლება იყოს ასეთი.

კრიზისების გაშუქების სტანდარტები

აღნიშნული ქვესაკითხის განხილვისას განხილული იქნება კრიზისების გაშუქების შემდეგი


სტანდარტები: ტერმინოლოგია და ვიზუალის გამოქვეყნების, ჩანაწერების გაშუქების,
მსხვერპლთა და ნათესავთა კონფიდენციალობის და პირდაპირი ეთერის საკითხები.
ასევე ყურადღება გამახვილდება რამდენად მნიშვნელოვანია არ მოხდეს სენსაციაზე
ორიენტირება.

ქვესაკითხის განხილვისას მონაწილეები იმსჯელებენ შემდეგი შეკითხვების გარშემო:


რამდენად საჭიროა პირდაპირ ეთერში გადაცემა იმ ადგილის, სადაც მიმდინარეობს
კონტრტერორისტული მოქმედებები? რამდენად სწორია ტერორისტის პირდაპირ
ეთერში ჩართვა და რა საფრთხეებს შეიძლება რომ შეიცავდეს? თუ ჟურნალისტს
თავისუფლად შეუძლია გადაიღოს ოპერაციის ყველა დეტალი, რამდენად სწორია ასეთ
დროს ყველაფრის ჩვენება?
55

»
56

სესია შედგება 6 შინაარსობრივი ნაწილისგან:

საგანგებო მდგომარეობის მნიშვნელობა და გამოცხადების საფუძვლები -


ხანგრძლივობა 5 წუთი;

საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული


კონვენციის მიხედვით უფლებიდან გადახვევის სტანდარტი, ხანგრძლივობა 5
წუთი;

საგანგებო მდგომარეობის დროს უფლებათა შეზღუდვის ფარგლები,


ხანგრძლივობა 5 წუთი;

მედიის თავისუფლების მნიშვნელობა და საგანგებო მდგომარეობის დროს


მედიის შეზღუდვის ფარგლები, ხანგრძლივობა 5 წუთი;

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებები


კრიზისულ პერიოდში გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვაზე
- ხანგრძლივობა 20 წუთი;

გამოხატვის თავისუფლება კრიზისულ სიტუაციებში ადამიანის უფლებათა


ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით - ხანგრძლივობა 20 წუთი.

საგანგებო მდგომარეობის მნიშვნელობა და გამოცხადების საფუძვლები

ტრენერი სესიის წინამდებარე ნაწილში მონაწილეებს გააცნობს საგანგებო მდგომარეობის


გამოცხადების საფუძვლებს და მნიშვნელობას, ვენეციის კომისიის მიერ აღნიშნულ
საკითხზე არსებული შეფასებების საფუძველზე გაერთიანებული დოკუმენტიდან შესაბამისი
ამონარიდების მოხმობის გზით.

„244. […] საგანგებო მდგომარეობა გამომდინარეობს მისი გამოცხადებიდან, რაც


განხორციელდა საგანგებო სიტუაციის საპასუხოდ, რომელიც სერიოზულ საფრთხეს
უქმნის ქვეყანას. ასეთი საგანგებო ვითარებების მაგალითებია ბუნებრივი კატასტროფები,
სამოქალაქო არეულობა, ეპიდემია ან ეკონომიკური კრიზისი. საგანგებო მდგომარეობის
გამოცხადების შედეგად შეიძლება შეჩერდეს მთავრობის გარკვეული ჩვეულებრივი
ფუნქციები, ან სახელისუფლებო უწყებებს შეიძლება მიენიჭოთ უფლებამოსილება
განახორციელონ საგანგებო მოსამზადებელი ღონისძიებები, და შეიძლება ადგილი
ჰქონდეს სამოქალაქო თავისუფლებების და ადამიანის უფლებების შეზღუდვას ან
შეჩერებას.“ (წყარო: ვენეციის კომისია, საგანგებო მდგომარეობის შესახებ ვენეციის
კომისიის მოსაზრებებისა და ანგარიშების კრებული, 2020, გვ.7)
57
“27. ყოფილმა ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ განსაზღვრა ის მახასიათებლები,
რომლებიც სახეზე უნდა იყოს, რომ სიტუაცია საგანგებო მდგომარეობად ჩაითვალოს: -
საფრთხე უნდა იყოს რეალური ან გარდაუვალი; - მისმა შედეგებმა შეიძლება მთელ
ერზე მოახდინოს ზეგავლენა; - ორგანიზებულ საზოგადოებრივ ცხოვრებას საფრთხე
უნდა ემუქრებოდეს; - კრიზისი ან საფრთხე უნდა იყოს განსაკუთრებული ხასიათის,
რაც გულისხმობს, რომ უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი
მართლწესრიგის დაცვის მიზნით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით
ნებადართული ჩვეულებრივი ზომები ან შეზღუდვები არ არის საკმარისი. ჯერ კიდევ 1961
წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ვითარება
საფრთხეს უნდა უქმნიდეს საზოგადოების ორგანიზებულ ცხოვრებას.“ (წყარო: ვენეციის
კომისია, საგანგებო მდგომარეობის შესახებ ვენეციის კომისიის მოსაზრებებისა და
ანგარიშების კრებული, 2020, გვ.8)

შემდეგ ქვესაკითხზე გადასვლამდე ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეთა


ჩართულობის გაზრდის მიზნით, ტრენერი უსვამს შეკითხვას აუდიტორიას:

მათი აზრით რამდენად დასაშვებია საგანგებო მდგომარეობის დროს უფლებებიდან


გადახვევა, რომელი უფლებებიდან გადახვევა მიაჩნიათ დაუშვებლად.

საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის


მიხედვით უფლებიდან გადახვევის სტანდარტი

ტრენერი საგანგებო მდგომარეობის მნიშვნელობისა და გამოცხადების საფუძვლების


მიმოხილვის შემდეგ მონაწილეებს გააცნობს ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციით უფლებებიდან გადახვევის შესაძლებლობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 მუხლის მიმოხილვა:

„1. ომის ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, როცა საფრთხე ემუქრება ხალხის
სიცოცხლეს, ნებისმიერ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გაატაროს ღონისძიებები
კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან გადახვევის მიზნით, მხოლოდ
იმ ზომით, რამდენადაც ამას მკაცრად მოითხოვს მდგომარეობის სიმწვავე და იმ პირობით,
რომ ეს ღონისძიებები არ ეწინააღმდეგება მხარის სხვა საერთაშორისო სამართლებრივ
ვალდებულებებს.“ (წყარო: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
კონვენცია)

კონვენციის მუხლით დადგენილი სტანდარტის გაცნობის შემდეგ, ტრენერი კვლავ


განაგრძობს ვენეციის კომისიის მოსაზრებების მიმოხილვას აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით.

„[…] 51. სახელმწიფოსა და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების, და მისი ოფიციალური


პირების და მოსახლეობის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი საჯარო და კერძო
ინტერესები, რომლებიც იმსახურებენ დაცვას და შეიძლება გამოიწვიონ გარკვეული
ადამიანის უფლებებიდან დროებითი გადახვევა და ძალაუფლების საგანგებო დაყოფა.“
(წყარო: ვენეციის კომისია, საგანგებო მდგომარეობის შესახებ ვენეციის კომისიის
მოსაზრებებისა და ანგარიშების კრებული, 2020, გვ.4)
58
საგანგებო მდგომარეობის დროს უფლებათა შეზღუდვის ფარგლები

„ამასთან, არსებობს შემთხვევები, როდესაც ავტორიტარული მთავრობები ბოროტად


იყენებენ საგანგებო უფლებამოსილებებს ხელისუფლებაში დარჩენის, ოპოზიციის
გაჩუმების, და ზოგადად, ადამიანის უფლებების შეზღუდვის მიზნით. შესაბამისად,
უაღრესად მნიშვნელოვანია მკაცრი შეზღუდვების დაწესება ასეთი უფლებამოსილებების
ხანგრძლივობასთან, გარემოებებთან და ფარგლებთან დაკავშირებით. სახელმწიფო
და საზოგადოებრივი უსაფრთხოება შეიძლება ეფექტურად იყოს უზრუნველყოფილი
მხოლოდ დემოკრატიის პირობებში, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას. ეს
მოითხოვს საპარლამენტო და სასამართლო კონტროლს გამოცხადებული საგანგებო
მდგომარეობის არსებობასა და ხანგრძლივობაზე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების
თავიდან ასაცილებლად.“ (წყარო: ვენეციის კომისია, საგანგებო მდგომარეობის შესახებ
ვენეციის კომისიის მოსაზრებებისა და ანგარიშების კრებული, 2020, გვ.4)

„კონსტიტუციაში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, თუ რომელი უფლებები შეიძლება


შეიზღუდოს, და რომელი უფლებებიდან გადახვევა დაუშვებელია და დაცული უნდა იქნას
ნებისმიერ გარემოებაში“. (წყარო: ვენეციის კომისია, საგანგებო მდგომარეობის შესახებ
ვენეციის კომისიის მოსაზრებებისა და ანგარიშების კრებული, 2020, გვ.5)

დაუშვებელია ამ დებულების საფუძველზე გადახვევა სიცოცხლის უფლებიდან (მე-


2 მუხლი), გარდა მართლზომიერი საომარი მოქმედებით გამოწვეული ადამიანთა
დაღუპვის შემთხვევისა, აგრეთვე გადახვევა წამების აკრძალვიდან (მე-3 მუხლი), მონობის
აკრძალვიდან (მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი) და უკუძალის აკრძალვიდან (მე-7 მუხლი)
(წყარო: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია)

„ა. საგანგებო ვითარებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს საგანგებო მდგომარეობის


გამოცხადება, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული კონსტიტუციით. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, მკაფიოდ უნდა განისაზღვროს რეალური და გარდაუვალი საფრთხის არსებობა.
ზემოთ აღნიშნული პირობა ადამიანის უფლებათა სამ მთავარ ხელშეკრულებაშია
განსაზღვრული (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (ECHR), საერთაშორისო
პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (ICCPR), ადამიანის
უფლებათა ამერიკული კონვენცია (ACHR)), როგორც „განსაკუთრებული საფრთხე“.
განსაკუთრებული საფრთხის პრინციპის თანახმად, საგანგებო სიტუაციებში ადამიანის
უფლებების სტანდარტიდან გადახვევა კანონიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ომი
ან საგანგებო ვითარება საფრთხეს უქმნის ერის სიცოცხლეს“. ბ. de facto საგანგებო
მდგომარეობა თავიდან უნდა იქნას აცილებული და ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს
საგანგებო მდგომარეობა. ადამიანის უფლებათა სამ მთავარ ხელშეკრულებაში ასახული
შესაბამისი პირობა შეეხება შეტყობინების მოთხოვნას, რომლის თანახმად, სხვა მხარე
სახელმწიფოებს უნდა ეცნობოთ იმ დებულებების შესახებ, რომლებიდანაც გადახვევა
მოხდა, და ასევე ამის განმაპირობებელი მიზეზების შესახებ.“ (წყარო: ვენეციის კომისია,
საგანგებო მდგომარეობის შესახებ ვენეციის კომისიის მოსაზრებებისა და ანგარიშების
კრებული, 2020, გვ.5)

„საგანგებო ზომები და ძირითადი უფლებებიდან და თავისუფლებებიდან გადახვევა


არსებული საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.“ (წყარო: ვენეციის კომისია, საგანგებო
მდგომარეობის შესახებ ვენეციის კომისიის მოსაზრებებისა და ანგარიშების კრებული,
2020, გვ.6)
59
მედიის თავისუფლების მნიშვნელობა და საგანგებო მდგომარეობის დროს მედიის
შეზღუდვის ფარგლები

ტრენერი წინამდებარე ქვესაკითხზე საუბრისას დასაწყისშივე გამოკვეთს მედიის


თავისუფლების მნიშვნელობას.

„ევროპის საბჭოს მედია გარემოსა და რეფორმების ექსპერტთა კომიტეტის (MSI-REF)


განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება და
ღიაობა, და არა ინფორმაციის კონტროლი, არის ევროპული დემოკრატიის ძირითადი
პრინციპები, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, გავუმკლავდეთ ჩვენი ქვეყნების წინაშე
მდგარ გამოწვევებს. “ (წყარო: სამართლებრივი ასპექტების მიმოხილვა, საქართველოს
ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, 2020, გვ.1)
ტრენერი შემდეგ კი გააანალიზებს მედიის თავისუფლების, სხვა უფლებების/
თავისუფლებების მსგავსად, ზემოთ განხილული გამონაკლისების გარდა, შეზღუდვის
დასაშვებობასა და ფარგლებს საგანგებო მდგომარეობის დროს.

“ამ შეზღუდვების მიღმა, პროპორციულობის პრინციპი ზღუდავს მოქმედებას მკაცრი ტესტის


საშუალებით, თუ რა არის ”მკაცრად მოთხოვნილი სიტუაციის მიხედვით”. კონვენციით
ნებადართული ნორმალური ზომები ან შეზღუდვები, საზოგადოებრივი უსაფრთხოების,
ჯანმრთელობისა და წესრიგის შესანარჩუნებლად უნდა იყოს მკაფიოდ არაადეკვატური,
იმისთვის, რომ დასაშვები იყოს საგანგებო ზომები. საგანგებო მდგომარეობა, რომელიც
მოითხოვს კონვენციიდან გადახვევას უნდა შეიზღუდოს ხანგრძლივობით, გარემოებით
და ფარგლებით. საგანგებო უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ
მიზნებისათვის, რისთვისაც მიიღეს. გადაუდებელი ზომების ხანგრძლივობა და მათი
შედეგები არ შეიძლება აჭარბებდეს საგანგებო მდგომარეობას.” (წყარო: ვენეციის
კომისია, საგანგებო მდგომარეობის შესახებ ვენეციის კომისიის მოსაზრებებისა და
ანგარიშების კრებული, 2020, გვ.1)
„უზრუნველყოს პლურალისტური დემოკრატიის ნორმალური შემოწმება და დაბალანსება,
რომელიც რეგულირდება წესების დაცვით კანონი აგრძელებს მოქმედებას მაქსიმალურად
პატივს სცემს დემოკრატიულ პროცესებს, პარლამენტისა და ადგილობრივი
ხელისუფლების უფლებამოსილებას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას
და ეროვნული ადამიანის უფლებების სტრუქტურებს და გაერთიანების და გამოხატვის
თავისუფლებებს, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას.“ (წყარო:
State of emergency: proportionality issues concerning derogations under Article 15 of the
European Convention on Human Rights, Resolution 2209, Parliamentary Assembly, 2018,
გვ.5)
60
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებები კრიზისულ
პერიოდში გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვაზე

მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსთვის პოლიტიკურად სავალდებულო ძალის მქონე


დოკუმენტის განხილვა, რომელიც ევროპის საბჭოს ფარგლებში არის შემუშავებული და
ეხება კრიზისულ პერიოდში გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვას.3

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებები კრიზისულ


პერიოდში გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვაზე, განსაზღვრავს თუ
რა ჩაითვლება კრიზისულ მდგომარეობად და რა საფრთხე ემუქრება გამოხატვის
თავისუფლებას. კრიზისული სიტუაციები, როგორიცაა ომები და ტერაქტები, კვლავ
ფართოდ არის გავრცელებული და სერიოზულ საფრთხეს უქადის ადამიანის
სიცოცხლესა და თავისუფლებას. ხელისუფლება შეიძლება აღმოჩნდეს ცდუნების წინაშე,
რომ გადამეტებული შეზღუდვები დაუწესოს გამოხატვის თავისუფლებას და მედიას.
შესაბამისად, მთავრობას, მედიის პროფესიონალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას
შორის დიალოგსა და თანამშრომლობას შეუძლია, ხელი შეუწყოს კრიზისულ პერიოდში
გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის ძალისხმევას.

ტრენერმა უნდა განმარტოს, თუ ვინ ჩაითვლება მედია პროფესიონალად, ვინც


მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებების მიზნებისთვის, სათანადო დაცვით
უნდა სარგებლობდეს. ტერმინი ”მედიის პროფესიონალები” მოიცავს ყველა პირს, ვინც
დაკავებულია მედიისთვის ინფორმაციის შეგროვებით, დამუშავებით და გავრცელებით.
ტერმინი მოიცავს ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს, აგრეთვე დამხმარე პერსონალს,
როგორიცაა მძღოლები და თარჯიმნები.

ტერმინი ”კრიზისი” მოიცავს ომებს, ტერაქტებს, ბუნებრივ და ადამიანის მიერ გამოწვეულ


კატასტროფებს, ანუ სიტუაციებს, როდესაც გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას
საფრთხე ემუქრება (მაგალითად, უსაფრთხოების მიზნით მისი შეზღუდვით).

ტრენერმა უნდა განიხილოს კრიზისულ სიტუაციებში მედია პროფესიონალების სამუშაო


პირობები, გადაადგილებისა თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა,
ჟურნალისტების ინფორმაციის წყაროების და ჟურნალისტური მასალის დაცვა,
გარანტიები ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებისგან,
გარანტიები გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების გადამეტებული შეზღუდვებისა
და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების წინააღმდეგ, მედია პროფესიონალების
ვალდებულებები, დიალოგი და თანამშრომლობა.

გამოხატვის თავისუფლება კრიზისულ სიტუაციებში ადამიანის უფლებათა ევროპული


სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით

გლობალურმა პანდემიამ სხვა მრავალრიცხოვან გამოწვევებთან ერთად, იმ სარწმუნო


ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემაც გამოიწვია, რომელსაც საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის დაცვა და სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. გავრცელდა უამრავი ჭორი,
მისინფორმაცია, დეზინფორმაცია, შეთქმულების თეორია და ა.შ. ასეთმა ვითარებამ

3 Guidelines of the Committee of Ministers of the Council of Europe on protecting freedom of expression and information
in times of crisis, adopted by the Committee of Ministers on 26 September 2007 at the 1005th meeting of the Ministers’
Deputies, available at: https://search.coe.int/cm/Pages/result_details.aspx?ObjectID=09000016805ae60e.
61
შეიძლება, გამოიწვიოს ნაჩქარევი რეაგირება სახელმწიფოს და კერძო აქტორების,
მაგალითად, ონლაინ პლატფორმების ოპერატორების მხრიდან. თუმცა, საგანგებო
მდგომარეობა არ უნდა იყოს პოლიტიკური დებატების თავისუფლების შეზღუდვის საბაბი,
რადგან ეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას
ეწინააღმდეგება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ევროპის საბჭოს წევრს და


ევროპული კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს, ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის მე-15 მუხლის შესაბამისად, კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებიდან
გადახვევის უფლება შეიძლება იქნას გამოყენებული მხოლოდ ომის ან სხვა საგანგებო
სიტუაციების დროს, როცა საფრთხე ემუქრება ერის არსებობას. სახელმწიფოს
შეუძლია მიიღოს ზომები კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან
გადასახვევად მხოლოდ იმ ზომით, რაც მკაცრად გამოწვეულია კრიზისული სიტუაციის
საჭიროებებიდან. ყველა გადახვევა, შესაძლოა, არ იყოს შესაბამისობაში სახელმწიფოს
საერთაშორისოსამართლებრივ ვალდებულებებთან. კონვენციის ზოგი უფლებიდან
გადახვევა საერთოდ დაუშვებელია. კონვენციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დაუშვებელია
სიცოცხლის უფლებიდან ნებისმიერი გადახვევა, გარდა ომის მართლზომიერი აქტების
კონტექსტში სიცოცხლის უფლების ხელყოფისა, აკრძალულია წამების აკრძალვიდან
გადახვევა, მონობისა და იძულებითი შრომიდან გადახვევა და პრინციპიდან არ
არსებობს სასჯელი კანონის გარეშე. ასევე არ შეიძლება გადახვევა მშვიდობიანობის
პერიოდში სიკვდილით დასჯის აკრძალვიდან (მე-6 ოქმის პირველი მუხლი) და ყველა
ვითარებაში სიკვდილით დასჯის აკრძალვიდან (მე-13 მუხლის პირველი მუხლი)
გადახვევა. აკრძალულია გადახვევა ხელმეორედ გასამართლების/დასჯის აკრძალვიდან
(კონვენციის მე-7 ოქმის მე-4 მუხლი. დაბოლოს, სახელმწიფომ, რომელიც იყენებს
გადახვევის უფლებას, უნდა აცნობოს ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.

აღნიშნული პირობები უნდა იყოს დაკმაყოფილებული სახელმწიფოს მიერ, როდესაც


იყენებს გადახვევის შესაძლებლობას.

გამოხატვის თავისუფლება არ არის გათვალისწინებული იმ უფლებებს შორის,


რომელთაგანაც დაუშვებელია გადახვევა. თუმცა, ცხადია, ამ უფლების ასპექტი, რომელიც
აბსოლუტური დაცვით სარგებლობს - პირის თავისუფლება, გააჩნდეს საკუთარი
შეხედულება, ვერ შეიზღუდება ვერც ერთ შემთხვევაში, მათ შორის, ვერც საგანგებო თუ
საომარი მდგომარეობის დროს.

თითოეული სახელმწიფო თავად განსაზღვრავს, თავისი მიხედულების ფარგლებში,


როგორ იმოქმედოს კრიზისულ სიტუაციაში. მაგრამ ეს დისკრეცია აბსოლუტური არ არის
და ევროპული სასამართლო ზედამხედველობს მიხედულების ფარგლების დაცვაზე.

კრიზისულ მდგომარეობაში, გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში ჩარევაში


მართლზომიერების შემოწმების კრიტერიუმები იგივე რჩება. ჩარევა უნდა იყოს კანონის
შესაბამისი, ისახავდეს ლეგიტიმურ მიზანს და აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ
საზოგადოებაში ამ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.4

4 მეჰმეთ ჰასან ალტანი თურქეთის წინააღმდეგ (Mehmet Hasan Altan v. Turkey), განაცხადი no.  13237/17,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების პუნქტი 202.
62
63

ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის განმარტება


წყარო: Ibrahim Seaga Shaw – Human Rights Journalism, Advances in Reporting Distant
Humanitarian Interventions, 2012

ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკაზე საუბრისას და ამ მიმართულებით არსებული


გამოწვევების გამოსავლენად აუცილებელია, თავად ადამიანის უფლებათა
ჟურნალისტიკის მნიშვნელობის განმარტება. როგორც ლიტერატურიდან დგინდება,
არსებობს რამდენიმე მიდგომა, რომელიც აღნიშნული თემის ფართო და ვიწრო
განმარტებას გვთავაზობს. იგულისხმება, ერთი მხრივ ადამიანის უფლებათა დარღვევების
გამოვლენა და ამის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება, ხოლო მეორე მხრივ თავად
გამოხატვის თავისუფლება, როგორც ადამიანის უფლება. შედარებით იშვიათად,
თუმცა ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკას ასევე განმარტავენ, როგორც ადამიანის
ღირსების პატივისცემაზე დაფუძნებულ ჟურნალისტიკას, განურჩევლად რასისა, კანის
ფერის, ეთნიკური წარმომავლობისა და სხვა ნიშნებისა. თუმცა, დროთა განმავლობაში
ეს უკანასკნელი განმარტება უფრო და უფრო ნაკლებად გამოიყენება.

ასევე, საინტერესოა გლობალურსა და ადამიანის უფლებების ჟურნალისტიკას შორის


განსხვავებაზე მსჯელობა. ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკა არ არის შეზღუდული
კრიზისებისა და პრობლემების გლობალური კონტექსტით, არამედ ფუნდამენტურად
მიემართება პროაქტიულ ჩარევას მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დაცვის
უზრუნველყოფის/ხაზგასმის მიზნით. ამასთან, ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკა
ორიენტირებულია გამოსავალზე და არა გამარჯვებაზე, სიმართლეზე და არა
პროპაგანდაზე, ადამიანებზე და არა ელიტებზე, კეთილგანწყობილად მიკერძოებულია
მოწყვლადი ჯგუფების მიმართ, ძალადობის მსხვერპლებთან არის მიმაგრებული. (წყარო:
Ibrahim Seaga Shaw – Human Rights Journalism, Advances in Reporting Distant Humani-
tarian Interventions, 2012, გვ.1)

ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი კონცეფციის თანახმად აღნიშნული


მიმართულება განიმარტება, როგორც ჟურნალისტთა მიერ ადამიანის უფლებების
დაცვის მიზნით დარღვევების გამოაშკარავება, გამოხატვის თავისუფლების საფუძველზე.

„მაშინ, როდესაც მედია, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის შეუცვლელი


სიმაგრე ემსახურება ძალაუფლების შემოწმებას, ის ამავდროულად ეყრდნობა
ადამიანის უფლებებით უზრუნველყოფილ დაცვას იმისთვის, რომ მისი როლი
ეფექტურად შეასრულოს. სახელმწიფო აქტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება
ადამიანის უფლებების მიმართულებით განხორციელებული მათი ქმედებებისთვის
შესაძლებელია, იმ შემთხვევაში თუ გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება. პრესის
თავისუფლებისთვის ცენტრალური ადგილი უკავია გამოხატვისა და ინფორმაციის
თავისუფლებას. აღნიშნული თავისუფლებებით სარგებლობისას ჟურნალისტებს აქვთ
სოციალური ვალდებულება მოქალაქეებისა და საზოგადოების სახელით გააკრიტიკონ
ძალაუფლების მქონენი. მსგავსი მიდგომა უმეტესწილად ნასაზრდოებია სოციალური
პასუხისმგებლობის მოდელიდან, რომელიც მოუწოდებს ჟურნალისტებს, როგორც
გულწრფელი და სწორი ინფორმაციისა და აზრების გამავრცელებლებმა, დემოკრატიულ
პრინციპებზე დაყრდნობით, შეასრულონ “watchdog”-ის ფუნქცია საზოგადოებისთვის,
იმისთვის, რომ დაეხმარონ ადამიანებს მოსთხოვონ ლიდერებს ანგარიშვალდებულება
მათი პოლიტიკისა და ქმედებებისთვის.“(წყარო: Ibrahim Seaga Shaw – Human Rights
Journalism, Advances in Reporting Distant Humanitarian Interventions, 2012, გვ.28.)
64
„...ვინაიდან აშკარაა, რომ არც სახელმწიფო და არც კორპორატიულ მედიას არ
შეუძლია დაარეგულიროს გამოხატვის თავისუფლება სხვა უფლებების დაცვით, ისე რომ
არ გამოჩნდეს, როგორც პარტიზანული ან მანიპულაციური, თვითრეგულირების გავლა
და ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის პრაქტიკული განხორციელება პირდაპირ
ევალებათ ჟურნალისტებს.“ (წყარო: Ibrahim Seaga Shaw – Human Rights Journalism,
Advances in Reporting Distant Humanitarian Interventions, 2012, გვ.35)

„შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ აქ დგას მედიის დერეგულირებისა და სახელმწიფოსა


და ბაზრის ყველა შეზღუდვის მოხსნის გადაუდებელი საჭიროება, რომელიც ზედმეტად
აფერხებს გამოხატვის თავისუფლებას, თანაბრად არსებობს ჟურნალისტების
აუცილებლობა, თავიანთი პროფესიით იზრუნონ ხალხის წინაშე მეტად ანგარიშვალდებული
ჟურნალიზმის განხორციელებით, მათთვის ვინც ცდილობს სამყარო უკეთეს ადგილად
აქციოს.“ „ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის პრაქტიკა, რომელიც არის ხალხზე
ორიენტირებული უფრო მეტად ვიდრე ელიტებზე, არის გზა გამოხატვის თავისუფლებისა
და ადამიანის უფლებების წახალისებისთვის, იმიტომ, რომ ჟურნალისტიკის ეს ფორმა
უზრუნველყოფს თანმდევ ადამიანის უფლებებზე დამყარებულ სცენარებს. ის გთავაზობთ
უფრო ‘კარგ’ კომუნიკაციას ‘ცუდი’ ინფორმაციის გადასაფარად;“ (წყარო: Ibrahim Seaga
Shaw – Human Rights Journalism, Advances in Reporting Distant Humanitarian Interven-
tions, 2012, გვ.35)

„იგი იყენებს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ შეზღუდვებს პოლიტიკური და საბაზრო


მანიპულაციების ნაცვლად; იგი ტოლერანტულია განსხვავებული შეხედულებებისა და
მარგინალიზებული ჯგუფების ხმების მიმართ; ის ახალისებს სამოქალაქო საზოგადოებას
რომ შესთავაზონ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული გამოსავალი და მოითხოვონ
პრობლემების გამოაშკარავება მედიის მიერ; ...ასევე, ხელს უწყობს სახელმწიფოებსა და
მედიას შორის პარტნიორობას კარგი მმართველობის, განვითარებისა და გლობალური
უსაფრთხოების, გლობალური სამართლიანობის კოსმოპოლიტურ კონტექსტში.“ (წყარო:
Ibrahim Seaga Shaw – Human Rights Journalism, Advances in Reporting Distant Humani-
tarian Interventions, 2012, გვ.35-36.)

ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის კიდევ ერთი კონცეფცია უკავშირდება ამ


მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებისა
და მათი ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოაშკარავებას.

„მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები ხშირად ადამიანის უფლებების სერიოზული


დარღვევების პირველი მოწმენი და შემტყობინებლები არიან, მათი საქმიანობა ხშირად
მობილიზებულია სახელმწიფო აქტორების გამოსაძიებლად.“ (წყარო: Ibrahim Seaga
Shaw – Human Rights Journalism, Advances in Reporting Distant Humanitarian Interven-
tions, 2012, გვ.26.)

ასეთ, დროს გასათვალისწინებელია ის მომეტებული საფრთხეები, რომლებსაც


ჟურნალისტები შეიძლება გადააწყდნენ ადამიანის უფლებების დარღვევების გაშუქებისას.

„...მართალია, ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის გაშუქება მოითხოვს ისეთივე


მაღალი სტანდარტების დაცვას, როგორც ნებისმიერი სხვა საკითხის შესახებ რეპორტაჟის
დროს, თუმცა რისკების მაღალი მგრძნობელობიდან გამომდინარე, რომელიც
დაკავშირებულია პოლიტიკური ძალადობის გამოაშკარავებასთან ჟურნალისტებისთვის
აუცილებელია იყვნენ უფრო ფრთხილად შესაძლო საფრთხეებისა და ხაფანგების
65
მიმართ (www.rightsreporting.net). „...ნებისმიერმა მხარემ შეიძლება ჩაიდინოს ადამიანის
უფლებების დარღვევა ყველაზე კონფლიქტურ სიტუაციებში და ჟურნალისტები ხშირად
რისკზე მიდიან ერთი მხარის მიერ ჩადენილი დარღვევის გაშუქებისას, სავარაუდოდ
იმიტომ, რომ ეს მხარე გამოყვანილია როგორც აგრესორი ან იმის გამო, რომ
დასახელებულ აგრესორ მხარეზე მათთვის უფრო მეტი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი
ან უბრალოდ იმის გამო, რომ ჟურნალისტები მეორე მხარეს მიეკუთვნებიან, რომელსაც
არაფერი აქვს საერთო მათ ეროვნულ ინტერესებთან.(წყარო: Ibrahim Seaga Shaw –
Human Rights Journalism, Advances in Reporting Distant Humanitarian Interventions,
2012, გვ.28.)

ასევე მნიშვნელოვანია, აღნიშნული კონცეფციის კავშირი მესამე კონცეფციის, იმ


ასპექტთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ჟურნალისტების მხრიდან ყველას მიმართ
თანაბარ მოპყრობას.

„ ... ‘მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა უნდა იზრუნონ ადამიანის უფლებათა


დარღვევების პოლიტიკისა და იზოლირებულად ადამიანის უფლებათა ბოროტად
გამოყენების აქტის ერთმანეთისგან გამიჯვნაზე, ისინი ასევე მზად უნდა იყვნენ, იმისთვის,
რომ განაცხადონ ნებისმიერი ჯგუფის მიმართ ჩადენილ ადამიანის უფლებების დარღვევის
ფაქტების შესახებ”. „... ‘ადამიანის უფლებების ძირითადი პრინციპი არის უნივერსალობა:
ყველას აქვს სიცოცხლისა და უფლებების ბოროტად გამოყენებისგან დაცვის უფლება,
განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა, რელიგიისა და სქესისა...“(წყარო: Ibrahim Sea-
ga Shaw – Human Rights Journalism, Advances in Reporting Distant Humanitarian Inter-
ventions, 2012, გვ.28.)

მესამე კონცეფცია, რომელიც ამჟამად შედარებით ნაკლებად არის გავრცელებული,


უკავშირდება ადამიანის უფლებების ჟურნალისტიკას, როგორც ყველა ადამიანზე
თანაბრად გავრცელებულ სფეროს.

„.. ჟურნალისტიკის უფრო აქტიური როლი, როგორც სააგენტო, რომელმაც არ


იცის საზღვრები, რასა, ასაკი, სქესი და კლასი - ჟურნალისტიკა ადამიანის სახისა და
კაცობრიობისთვის. ჟურნალისტიკის ეს კონცეპტუალიზაცია შთაგონებას იღებს გაეროს
ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის 1-ლი მუხლიდან (1948): ყველა
ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით.

ჟურნალისტიკის სერიოზულად აღსაქმელად, ის უნდა იქნეს დანახული, როგორც


დამხმარე და არა საფრთხის შემცველი, განუყოფელი ადამიანის უფლებებით
სარგებლობაში ყველა ადამიანისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტებს უნდა
შეეძლოთ შეარჩიონ ნარატივები და სიტყვები, რომლებიც დადებით გავლენას იქონიებენ,
სამიზნე აუდიტორიასა და დანარჩენებზე.“

„ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის მიდგომის შესახებ ვიეტნამის


ტრენინგის სახელმძღვანელო ადასტურებს, რომ: ისტორიის შესახებ ჩვენს შეხედულებებზე
შეიძლება ძლიერი გავლენა იქონიონ ჟურნალისტებმა. ჟურნალისტებს აქვთ
საზოგადოების ინფორმირების, დისტანციური სამყაროს დაკავშირებისა და ინდივიდების
გაგების/ცოდნის ჩამოყალიბების შესაძლებლობა. მათ აქვთ საშუალება გაზარდონ
საზოგადოების ცნობიერება, განათლება მისცენ ადამიანებს მათი უფლებების შესახებ
და ამასთან ერთად, დამხმარე როლი ითამაშონ ადამიანის უფლებების მონიტორინგში.
(წყარო: Ibrahim Seaga Shaw – Human Rights Journalism, Advances in Reporting Distant
66
Humanitarian Interventions, 2012, გვ.36)

„ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკას შეუძლია იყოს ობიექტური, მაგრამ ეს სულაც არ


არის აუცილებელი რადგან, როგორც ლოვასენი ამტკიცებს, მას აქვს ჰუმანიტარიზმის,
სიმართლის, ჰოლიზმისა და გაძლიერების ღირებულებები. ის ორიენტირებულია უფრო
მეტად მშვიდობაზე, ვიდრე ომზე, ჭეშმარიტებაზე ვიდრე პროპაგანდაზე, ხალხზე, ვიდრე
ელიტაზე, გადაწყვეტასა და გარდაქმნაზე, ვიდრე გამარჯვებაზე [. . . ] ასევე არის აქტიური
და სვამს კითხვებს, თუ რატომ ჩადიან ძალადობრივ ქმედებებს და მისი ძირითადი
მნიშვნელობაა ხმა ჰქონდეს ყველა მხარისთვის. (ლოვასენი, 2008)“ (წყარო: Ibrahim
Seaga Shaw – Human Rights Journalism, Advances in Reporting Distant Humanitarian
Interventions, 2012, გვ.39)

„იმისათვის, რომ ჟურნალისტური ნაშრომი მიჩნეულ იქნას ადამიანის უფლებათა


ჟურნალისტიკად ეს უნდა იყოს ინფორმირებული ადამიანის უფლებების ღირებულებებით
გლობალური სამართლიანობის კოსმოპოლიტურ კონტექსტში და არა პოლიტიკური
ან ეკონომიკური ინტერესების მანიპულირებით. მიუხედავად ამისა, როგორც მაკჩენი
ამბობს, ‘თანამედროვე ჟურნალისტიკა ემსახურება, როგორც მწვავე და სუსტ მუხლებზე
მდგარ „watchdog“-ს ძალაუფლების მქონეთათვის, განსაკუთრებით, კერძო სექტორში
მყოფთათვის. და ეს ნაკლებად იძლევა რაიმე საიმედო ინფორმაციას ან ქმნის დისკუსიების
დიაპაზონს დღის წესრიგში მდგარ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე
(მაკჩენი, 2002).“

„შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკა განიხილება, როგორც ერთადერთი


გზა მისი დანიშნულებისთვის რეალური აზრის დაკარგვისგან ჟურნალისტიკის
გადასარჩენად. ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის არსის შესაბამისად, მუსტაფა
მასმუდი (1992: 43) ამტკიცებს, რომ: ჟურნალისტის მისიაა ინფორმირება დათქმის,
წინასწარი შეხედულებისა და მავნე განზრახვის გარეშე;...ჟურნალისტებმა არ უნდა
მიმართონ თვითცენზურას, განსაკუთრებული მიზეზისა და უკიდურესად სერიოზული
შემთხვევების გარდა. ისინი განსაკუთრებით უნდა შეეცადონ თავიდან აიცილონ
კომერციული ექსპლუატაციის ბოროტად გამოყენება.“ (წყარო: Ibrahim Seaga Shaw –
Human Rights Journalism, Advances in Reporting Distant Humanitarian Interventions,
2012, გვ.40)

„ადამიანის უფლებების ჟურნალისტიკის საქმეში მთავარია მისი აქცენტი გაკეთდეს


ახალი ამბების მედიის მონათხრობების ადამიანურ კუთხეზე. „ჟურნალისტიკა ადამიანთან
შეხებით ”ნიშნავს იმაზე მეტს, ვიდრე ამბის უკან მდგარ ადამიანებზე წერას და ამბავს
ადამიანების უკან. ის განასახიერებს თანაგრძნობას, სამართლიანობის სიღრმისეულ
განცდას, ადამიანის ღირსებისათვის ზრუნვას.... ...ამის მიუხედავად, ადამიანის უფლებების
ჟურნალისტიკის სერიოზულად აღსაქმელად, ის უნდა თანაუგრძნობდეს არა მხოლოდ
იმ ადამიანებს, რომლებსაც დაერღვათ უფლებები პირდაპირი ფიზიკური ძალადობის
შედეგად, მაგ: გენოციდის, დაპატიმრებისა და დაკავებისას, ეთნიკური წმენდისას,
პატიმრების არასათანადო მოპყრობით, არამედ, შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანია,
როდესაც ისინი ამხელენ მათი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების
არაპირდაპირ სტრუქტურულ დარღვევებს, მათ შორის სიღარიბეს, შიმშილს, იძულებითი
მიგრაციას, იძულებით შრომას, ტრეფიკინგს, უმცირესობების მარგინალიზებასა და
გამორიცხვას.
67
68

2.
69
70
შორის, როცა ამოწმებს, შეიძლება თუ არა შესატყვისი განცხადებისთვის დაკისრებული
სანქციის გამართლება.7 ამასთან აღსანიშნავია, რომ ვულგარული და უხამსი ფრაზების
გამოყენებას იმთავითვე არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმის შესაფასებლად, არის
თუ არა გამოხატვა შეურაცხმყოფელი, რადგანაც შესაძლებელია, რომ მსგავსი გამოხატვა
სტილისტურ მიზნებს ისახავდეს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის
სტილი, როგორც გამოხატვის ფორმა, კომუნიკაციის ნაწილია და გამოხატვის
თავისუფლების შინაარსთან ერთად არის დაცული.8 ამიტომ აუცილებელია, რომ სადავო
განცხადებები განხილული იქნეს იმ კონტექსტსა და ფორმაში, რომელშიც ისინი იქნა
გამოთქმული.9

კონვენციის მე-10 მუხლი სახელმწიფოს უკრძალავს პირის უფლების შეზღუდვას, მიიღოს


ინფორმაცია, რომლის მისთვის მიწოდებაც სხვებს სურთ ან შეიძლება სურდეთ.10 კონვენციის
მე-10 მუხლი არ ითვალისწინებს პირის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს მის შესახებ
სახელმწიფო უწყებაში დაცულ პირად ინფორმაციაზე და არ აკისრებს ხელისუფლებას,
ასეთი ინფორმაციის ინდივიდისთვის გაცემის ვალდებულებას.11 თუმცა, ასეთი უფლება
ხვდება კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების
შინაარსში.12 გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება განიმარტოს სახელმწიფოზე
დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებად, შეაგროვოს და გაავრცელოს ინფორმაცია
თავისი ინიციატივით.13 თუმცა სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონვენციის მე-10
მუხლი ითვალისწინებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას.14 კერძოდ, როცა
პირს (მაგალითად, ჟურნალისტს,15 არასამთავრობო ორგანიზაციასა,16 თუ მკვლევარს17)
სურს საზოგადოების ინფორმირება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და სახელმწიფო
უწყება მას ინფორმაციას არ აწვდის, - ეს წამოჭრის პრობლემას ევროპული კონვენციის
მე-10 მუხლის თვალსაზრისით.

7 შანანოვი და პალფრიმანი ბულგარეთის წინააღმდეგ (Shahanov and Palfreeman v. Bulgaria), განაცხადები nos.
35365/12 და 69125/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების
პუნქტი 61.
8 თუშალპი თურქეთის წინააღმდეგ (Tusalp v. Turkey), განაცხადები nos. 32131/08 და 41617/08, ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტი 48.
9 ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა
კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის დადგენილება საქმეზე no. 4/8722-15. ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე
დაყრდნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმის საერთო კონტექსტის ჭრილში, იმსჯელა, თუ რამდენად
უნდა ჩათვლილიყო გინება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე დისკურსად.
10 ქალდა ესტონეთის წინააღმდეგ (Kalda v. Estonia), განაცხადი no. 17429/10, ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს 2016 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 42.
11 ლიანდერი შვედეთის წინააღმდეგ (Leander v. Sweden), განაცხადი no. 9248/81, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 1987 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების პუნქტი 74.
12 Ibid. პუნქტი 48.
13 გერა და სხვები იტალიის წინააღმდეგ (Guerra and Others v. Italy), განაცხადი no. 14967/89, ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 1998 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტი 53.
14 სდრუჟენი იჰოჩესკე მატკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Sdruzeni Jihoceske Matky c. la Republique
tcheque), განაცხადი no.19101/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 10 ივლისის განჩინება.
15 შაპოვალოვი უკრაინის წინააღმდეგ (Shapovalov v. Ukraine), განაცხადი no. 45835/05, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 2012 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების პუნქტები 67-75;
16 ტარსასაგ საბადსაგიოგოკერტი უნგრეთის წინააღმდეგ (Tarsasag a Szabadsagjogokert v. Hungary), განაცხადი
no. 37374/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტები
17 კენედი უნგრეთის წინააღმდეგ (Kenedi v. Hungary), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009
წლის 26 მაისის გადაწყვეტილების პუნქტები 33-34;
71
გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციისთვის დაწესებული გამონაკლისები
განმარტებული უნდა იქნეს მკაცრად და ჩარევის აუცილებლობა დამაჯერებლად უნდა
დადგინდეს.18

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მართლზომიერად ჩაითვლება, თუ უფლებაში


ჩარევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილ
კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ჩარევას უნდა ჰქონდეს საფუძველი ეროვნულ
კანონმდებლობაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში,
„კანონის“, ცნებას ავტონომიური მნიშვნელობა აქვს. ევროპული სასამართლოსთვის
არ არის საკმარისი, რომ უფლების შეზღუდვას ეროვნულ დონეზე ფორმალურ-
სამართლებრივი საფუძველი აქვს. უფლების განხორციელებაში ჩარევის ნებისდამრთველი
ნორმა ჩაითვლება, რომ აკმაყოფილებს „კანონის“ მოთხოვნებს, თუ ის ხელმისაწვდომია
და წინასწარგანჭვრეტადი, ანუ კანონი არა მარტო გამოქვეყნებული უნდა იყოს, იგი
ფორმულირებული უნდა იყოს საკმარისი სიცხადით, რათა პირებს შეეძლოთ, საჭიროების
შემთხვევაში, სათანადო სამართლებრივი კონსულტაციით, მოცემული შემთხვევისთვის
გონივრულად განჭვრიტონ კონკრეტული ქმედების მოსალოდნელი შედეგები.19
სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, არ არის აუცილებელი, რომ ეს შედეგები
აბსოლუტური სიცხადით იყოს წინასწარგანჭვრეტადი.

იმისათვის, რომ შეზღუდვა მართლზომიერად ჩაითვალოს, „კანონით“


გათვალისწინებული შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებიც
გათვალისწინებულია კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში. ზემოაღნიშნული ორი
კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროპული სასამართლო აფასებს ჩარევის
აუცილებლობას დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ცნება „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კომპლექსური კონცეპციაა და


შემდეგ ასპექტებსს მოიცავს: უფლებამოსილმა უწყებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს,
არსებობს თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „მწვავე საზოგადოებრივი
საჭიროება“, ასეთი საჭიროების შემთხვევაში უნდა დააკისროს „თანაბარზომიერი“ ზომა და
დაასაბუთოს ჩარევა „რელევანტური და საკმარისი გარემოებებით. ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლო ამოწმებს ამ სამივე კომპონენტს.

კერძოდ, ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ზედსართავი „აუცილებელი“


მიუთითებს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებაზე“. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი
ხელშემკვრელ სახელმწიფოებს მიხედულების გარკვეულ ფარგლებს ანიჭებს იმის
შესაფასებლად, არსებობს თუ არა მსგავსი საჭიროება, მაგრამ ამასთან, ევროპული
სასამართლო ამოწმებს როგორც კანონმდებლობას, ისე მის შემფარდებელი უწყებების
გადაწყვეტილებებს. სასამართლო აფასებს საქმის მთლიან გარემოებებს, მათ შორის,
სადავო განცხადებების შინაარსსა და კონტექსტს. იყო თუ არა ჩარევა თანაბარზომიერი
ღონისძიება დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, ევროპული
სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, აგამოხატვის თავისუფლების რეალიზაციისთვის
დაწესებული გამონაკლისები განმარტებული უნდა იქნეს მკაცრად და ჩარევის

18 იანკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Yankov v. Bulgaria), განაცხადი no. 39084/97, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 2003 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 129.
19 მესუთ იურტსევერი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Mesut Yurtsever and Others v. Turkey), განაცხადები
nos. 14946/08 et al, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი
103.
72
აუცილებლობა დამაჯერებლად უნდა დადგინდეს „საკმარისი“ და „რელევანტური“
გარემოებებით.20 სახელმწიფოს მიერ მიხედულების ფარგლები არ არის დაცული, როცა
გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა ეროვნულ დონეზე საკმარისი და რელევანტური
გარემოებებით არ არის დასაბუთებული.21

სამსახურებრივი მოვალეობის შემსრულებელ საჯარო მოხელეებთან მიმართებით


კრიტიკის ნებადართული ფარგლები ზოგიერთ ვითარებაში უფრო ფართოა, ვიდრე
კერძო პირებთან მიმართებაში. თუმცა ვერ ითქმის, რომ საჯარო მოხელეებმა
შეგნებულად ჩააყენეს თავი იმ მდგომარეობაში, რომ მათი ყოველი სიტყვა თუ ნაბიჯი,
პოლიტიკოსების მსგავსად იყოს, ყურადღების ქვეშ. შესაბამისად, საჯარო მოხელეების
თმენის ვალდებულების ფარგლები უფრო ვიწროა, პოლიტიკოსებთან შედარებით. უფრო
მეტიც, საჯარო მოხელეებს უნდა ჰქონდეთ საზოგადოების ნდობა ისე, რომ ზედმეტი
რყევებისგან თავისუფალ გარემოში შეძლონ მუშაობა სამსახურებრივი მოვალეობების
წარმატებით შესასრულებლად. შესაბამისად, საჭიროა მათი დაცვა შეურაცხმყოფელი,
უხამსი და ცილისმწამებლური თავდასხმებისგან.22

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლების შესაბამის


უწყებემა სათანადო და თანაბარზომიერი რეაგირება უნდა მოახდინონ საფუძველს
მოკლებული და არაკეთილსინდისიერად ფორმულირებული ცილისმწამებლური
ბრალდებების წინააღმდეგ.23 საჯარო მოხელეები დაცული უნდა იყვნენ შეურაცხმყოფელი,
უხამსი და ცილისმწამებლური თავდასხმებისგან, რომლებიც გათვლილია იმაზე, რომ
ზეგავლენა მოახდინოს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეოების შესრულებაზე და
დააზიანოს საზოგადოების ნდობა მათი პიროვნებისა და მათი სამსახურის მიმართ.24
ევროპული სასამართლო აფასებს, თუ რამდენად არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი
და რა სფეროში; რა არის გამოხატვის საერთო კონტექსტი; ვის მიერ და ვის მიმართ
ხდება ფაქტების კონსტატაცია თუ შეფასებითი მსჯელობა; არის თუ არა გამოხატვა
დასაშვები კრიტიკის ფარგლებში; ისახავს ინფორმაცია საზოგადოების ინფორმირებას,
თუ მიმართულია პირის შეურაცხყოფისკენ; რა არის გამოხატვის მიზანი; როგორია
ინფორმაციისა და იდეების შინაარსი; ვინ არის და რამდენად დიდია ინფორმაციის მიმღები
აუდიტორია; როგორ მოხდა ინფორმაციის და იდეების გამოხატვა; როგორია ამა თუ იმ
ინტერესებისათვის - იქნება ეს რეპუტაცია თუ მართლმსაჯულების მიუკერძოებლობისა და
ავტორიტეტის შენარჩუნება - მიყენებული თუ შესაძლო ზიანი ა.შ.

ქვემოთ მოცემულია საქმეები, სადაც გამოხატვის თავისუფლება სხვადასხვა სუბიექტის


მიერ არის განხორციელებული.

20 იანკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Yankov v. Bulgaria), განაცხადი no. 39084/97, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 2003 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 129.
21 ეკონომიკურ რეფორმათა ინსტიტუტი, ტოვ უკრაინის წინააღმდეგ (Instytut Ekonomichnykh Reform, TOV
v. Ukraine), განაცხადი no. 61561/08, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 ივნისის
გადაწყვეტილების პუნქტი 66.
22 იანკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Yankov v. Bulgaria), განაცხადი no. 39084/97, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 2003 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 129.
23 ჰაინიში გერმანიის წინააღმდეგ (Heinisch v. Germany), განაცხადი no. 28274/08, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების პუნქტი 67.
24 შანანოვი და პალფრიმანი ბულგარეთის წინააღმდეგ (Shahanov and Palfreeman v. Bulgaria), განაცხადები nos.
35365/12 და 69125/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების
პუნქტი 58.
73
ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება

გამოხატვის თავისუფლებისთვის ჟურნალისტის დისციპლინური დასჯა

იხ. ნანა მჭედლიძე, შრომითი უფლებები, EMC/EU, თბილისი, 2019, გვ. 51-54.

ჟურნალისტების ძალით გამოყვანა პარლამენტის პრესის ქანდარიდან.25

განმცხადებლები არიან ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებდნენ საპარლამენტო


დებატებს, როცა პარლამენტის წევრთა ერთ ჯგუფში შეხლა-შემოხლა დაიწყო და რამაც
დაცვის სამსახურის ჩარევა გახადა საჭირო. როდესაც განმცხადებლებმა უარი თქვეს,
შეესრულებინათ ქანდარის დატოვების შესახებ ბრძანება, ისინი ძალით გამოიყვანეს
გარეთ.

ევროპული სასამართლოს გადასაწყვეტი იყო, თუ რამდენად იყო ჟურნალისტების


გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
არეულობა პარლამენტში და ის, თუ რა რეაგირება ჰქონდა ხელისუფლებას, ლეგიტიმურ
საჯარო ინტერესს შეადგენდა. მედიას, შესაბამისად, ევალებოდა, მიეწოდებინა
საზოგადოებისთვის ინფორმაცია და საზოგადოებას ჰქონდა უფლება, მიეღო ასეთი
ინფორმაცია.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებაში მედია


სასიცოცხლო როლს თამაშობდა. დემონსტრაციებიდან ჟურნალისტების გაყვანის
ნებისმიერი მცდელობა მკაცრად უნდა შემოწმდეს. ეს მიდგომა კიდევ უფრო მეტ
მნიშვნელობას იძენს, როცა ინციდენტის ადგილი წარმომადგენლობითი ორგანოა და
ჟურნალისტები საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას პარლამენტის წევრების ქცევის და
იმის შესახებ, თუ როგორ გაუმკლავდა ხელისუფლება საპარლამენტო სესიების დროს
უწესრიგობის გამოვლინებას.

საპარლამენტო პალატაში არეულობის დროს, განმცხადებლები პასიური მაყურებლები


იყვნენ, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ და მოვლენების განვითარებას
აკვირდებოდნენ. ისინი არ უქმნიდნენ საფრთხეს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას თუ
წესრიგს. ჟურნალისტების გაყვანით, მათ ინფორმაციის პირველწყაროდან მოპოვებაში
ხელი შეეშალათ. ამას მნიშვნელობა ჰქონდა მათი ჟურანლისტური ფუნქციების
განხორციელებაში, რაც საზოგადოებას არ უნდა წაერთვას. ევროპულმა სასამართლომ
გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა.

25 სელმანი და სხვები იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ (Selmani and Others v. “the
former Yugoslav Republic of Macedonia”), განაცხადი no. 67259/14, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.
74

26
75
ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოთი, ან ძირს გამოუთხრის სასამართლოსადმი
საზოგადოების ნდობას. სასამართლო განიხილავს სახელმწიფოს მიხედულების
ზღვარს და იღებს მხედველობაში, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემოწმებინა
შესაძლებლობა, რომ არაიურისტი მსაჯულები წაიკითხავდნენ სტატიას. სააპელაციო
სასამართლომ დაადგინა, რომ „შეიძლება დასკვნის გაკეთება სტატიიდან, რომ
განმცხადებელს უნდოდა საქმის განმხილველი მოსამართლის ფუნქციის უზურპაცია.“ ამ
თვალსაზრისით, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ საზოგადოება ეჩვევა საინფორმაციო
მედიაში ფსევდო სასამართლო განხილვების რეგულარულ სპექტაკლებს, რასაც
შეიძლება ნეგატიური შედეგი ჰქონდეს სასამართლოს, როგორც პირის ბრალეულობისა
და უდანაშაულობის დამდგენი სათანადო ფორუმის, აღსაქმელად. ამის გამო, ის ფაქტი,
რომ ავსტრიის შიდასახელმწიფოებრივი კანონი, სააპელაციო სასამართლოსეული
განმარტებით, არ მოიითხოვდა კონკრეტულ სისხლის სამართალწარმოებაზე ფაქტობრივი
ზეგავლენის მოხდენის დამტკიცებას, ჩარევის გამართლებასთან პირდაპირ კავშირშია და
მისი საფუძველი სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის შენარჩუნებაა. ამ ფონზე,
სასამართლომ დაადგინა, რომ ვენის სააპელაციო სასამართლოს მიერ განმცხადებლის
გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გასამართლებლად მოყვანილი მიზეზები,
რომლებსაც შედეგად სისხლის სამართლის მსჯავრდება მოჰყვა, „საკმარისი“ იყო მე-
10.2 მუხლის მიზნებისთვის.

ჯარიმისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გამომცემლობას დაეკისრა უმეტესი


წილის გადახდა, სანქცია არ შეიძლება განხილული იქნეს არაპროპორციულად მოცემულ
ლეგიტიმურ მიზანთან ერთობლიობაში.

სასამართლო, შესაბამისად, ადგენს, რომ ეროვნულ სასამართლოებს შეეძლოთ,


მიეჩნიათ, რომ განმცხადებლის მსჯავრდება საჭირო იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში
სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შესანარჩუნებლად კონვენციის მე-
10(2) მუხლის მნიშვნელობით.

ჟურნალისტებზე დაკისრებული არათანაბარზომიერი სასჯელი საჯარო მოხელის


გაკრიტიკებისთვის 27

სტრასბურგის სასამართლოში განმცხადებლები არიან კონსტანტინ კუმპანა და რადუ


მაზარე, პროფესიით ჟურნალისტები. 1994 წელს, სტრასბურგის სასამართლოში
განმცხადებლებმა დაბეჭდეს გაზეთ „ტელეგრაფში“ სტატია. გაზეთის რედაქტორი მაზარე
იყო. სტატიაში კონსტანტას ეჭვქვეშ იყო დაყენებული ქალაქის მუნიციპალიტეტისა და
საევაკუატორო ფირმა „ვინალექსს“ შორის დადებული ხელშეკრულების კანონიერება.

სტატიას სათაურად ერქვა: “მერის ყოფილი მოადგილე დ.მ. და მოსამართლე რ.მ.


ვინალექსის აფიორაში არაერთ დანაშაულზე აგებენ პასუხს“. სტატიას თან ერთვოდა
კარიკატურა, რომელზეც გამოსახული იყო მოსამართლე, ქ-ნი რ.მ., ბანკნოტებით სავსე,
ვინალექსის წარწერიანი ჩანთითა და ხელკავით მერის ყოფილ მოადგილესთან, ბ-ნ
რ.მ.-სთან ერთად.

27 კუმპანა და მაზარე რუმინეთის წინააღმდეგ (Cumpana and Mazare v. Romania), განაცხადი no. 33348/96,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2004 წლის 17 დეკემრის გადაწყვეტილება.
76
ქ-ნმა რ.მ.-მ, რომელმაც ვინალექსთან კონტრაქტს ქალაქის მუნიციპალიტეტის
სახელით ხელი მოაწერა, როცა აღნიშნულ ორგანიზაციაში სამართლებრივ ექსპერტად
მუშაობდა, სტრასბურგის სასამართლოში განმცხადებლების წინააღმდეგ იჩივლა. მისი
განცხადებით, სტატიის მკითხველი იფიქრებდა, რომ მერის ყოფილ მოადგილესთან
ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ორივე მათგანი
დაქორწინებული იყო.

შეურაცხყოფასა და დიფამაციაში და მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, ვადით 6 თვემდე,


აეკრძალათ გარკვეული სამოქალაქო უფლებების რეალიზება და ჟურნალისტად მუშაობა
ერთი წლის განმავლობაში. მათ აგრეთვე დაეკისრათ ქ-ნი რ.მ.-სთვის განსაზღვრული
თანხის გადახდა არამატერიალური ზიანის მიყენების გამო.

განმცხადებლებმა განაჩენი გაასაჩივრეს, მაგრამ მათი სააჩივარი არ იქნა


დაკმაყოფილებული. პრეზიდენტის შეწყალების შედეგად, ჟურნალისტებს არ მოუწიათ
თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მოხდა, აგრეთვე, ჟურნალისტებმა განაგრძეს
თავიანთი პროფესიით მუშაობა.

სტრასბურგის სასამართლოში განმცხადებლები, ევროპული კონვენციის მე-10 მუხლზე


დაყრდნობით, დავობდნენ, რომ სტატიის გამოქვეყნების გამო მსჯავრდების შედეგად
დაირღვა მათი გამოხატვის თავისუფლება.

ევროპული სასამართლოს პალატამ აღნიშნა, რომ სტატია არ უწყობდა ხელს


საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე დისკუსიის წარმოებას, აზიანებდა ქ-ნი რ.მ.-ს
ავტორიტეტს საზოგადოების თვალში და სცდებოდა დასაშვები კრიტიკის ფარგლებს იმით,

რომ ეროვნული სასამართლოების განაჩენში მითითებული იქნა განმცხადებლების


მსჯავრდების დამასაბუთებელი შესაბამისი გარემოებები.

პალატის გადაწყვეტილებით, თუმცა შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოების მიერ


დამდგარი განაჩენი საკმაოდ მკაცრ სასჯელს ითვალისწინებდა, ჟურნალისტებს არ
მოუწიათ საპატიმრო სასჯელის მოხდა და პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაც
შეეძლოთ. 2003 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით, პალატამ, ხუთი ხმით ექვსის
წინააღმდეგ, დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.
განმცხადებლებმა მოითხოვეს საქმის გადაცემა დიდი პალატისთვის. მათი მოთხოვნა
დაკმაყოფილებული იქნა.

დიდმა პალატამ განაცხადა, რომ სტატია ხელს უწყობდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან


საკითხზე დისკუსიის წარმოებას. ჟურნალისტებს ჰქონდათ უფლება, პრესის მეშვეობით,
საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ მოცემული საკითხისთვის. სასამართლომ
მიუთითა, რომ ჟურნალისტებს, იმის გამო, რომ მითითებული ჰქონდათ კონკრეტული
სახელები, თანამდებობები და აშკარად ბრალს სდებდნენ მათ არამართლზომიერ
ქცევაში, ევალებოდათ, ემოქმედათ კეთილსინდისიერად და საზოგადოებისთვის ზუსტი
და სარწმუნო ინფორმაცია მიეწოდებინათ, რასაც მოცემულ საქმეზე ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, ევროპულმა სასამართლომ


მიიჩნია, რომ რუმინეთის ხელისუფლების მიერ ჟურნალისტების გამოხატვის
თავისუფლების შეზღუდვა და მათი შეურაცხყოფისა და დიფამაციისთვის მსჯავრდება
77
აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაკისრებული სასჯელები
ძალზე მკაცრი იყო. საპატიმრო სასჯელების დაკისრება გამოხატვის თავისუფლების
საქმეზე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება გამართლდეს, კერძოდ, როცა
საქმე ეხება შუღლის გაღვივებასა და ძალადობის მოწოდებას და არა დიფამაციასა და
შეურაცხყოფას.

ამას გარდა, გარკვეული სამოქალაქო უფლებების რეალიზების აკრძალვა, რაც რუმინეთში


მეორადი სასჯელია და ავტომატურად ეკისრება, განსაკუთრებით არაადეკვატურად იქნა
მიჩნეული, ვინაიდან განმცხადებლებმა სისხლის სამართლის წესით აგეს პასუხი.

განმცხადებლებისთვის ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტად მუშაობის აკრძალვა


განსაკუთრებულ სიმკაცრედ ჩაითვალა. მისი გამართლება არ შეიძლებოდა მხოლოდ
დანაშაულის განმეორების რისკით. მსგავსი აკრძალვა ეწინააღმდეგებოდა პრესის,
როგორც საზოგადოებრივი მეთვალყურის როლს, დემოკრატიულ საზოგადოებაში.

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, განმცხადებლების


გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა შეიძლება გამართლებული ყოფილიყო, მაგრამ
სისხლისსამართლებრივი სანქცია და თანმდევი აკრძალვები, რომლებიც მათ
რუმინეთის სასამართლოებმა დააკისრეს, თავისი ხასიათითა და სიმკაცრით აშკარად
არათანაბარზომიერი იყო იმ ლეგიტიმურ მიზანთან, რომელსაც განმცხადებლების
დიფამაციისა და შეურაცხყოფისთვის პასუხისგება ისახავდა. ამიტომ სასამართლომ
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.

სასამართლომ, 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, დაადგინა, რომ დარღვევის კონსტატაცია


თავისთავად შეადგენდა საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას.

პოლიციის მიერ მასალის ჩამორთმევა, რომლითაც შეიძლებოდა ჟურნალისტური


წყაროს დადგენა 28

განმცხადებელი ჰოლანდიური საგამომცემლო კომპანიაა. საქმე ეხება ფოტოებს,


რომლებიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო უკანონო საავტომობილო რბოლების
შეესახებ სტატიაში. გამომცემლობა იძულებული იყო, ფოტოები გადაეცა პოლიციისთვის,
რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებდა. აღნიშნულ გადაცემას
აპროტესტებდნენ გამომცემლობის ჟურნალისტები, ვინაიდან ფოტომასალას შეეძლო
მათი კონფიდენციალური წყაროს გამოაშკარავება.

საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ 2002 წლის 12 იანვარს, ქ. ჰორნის შემოგარენის


სამრეწველო რაიონში, აკრძალული საავტომობილო რბოლა გაიმართა. საგამომცემლო
კომპანიის თქმით, მისი ერთ-ერთი საავტომობილო ჟურნალის თანამშრომლები
მრბოლელებზე სტატიას ამზადებდნენ და რბოლების ორგანიზატორებისგან ჰორნში
დაგეგმილი შეჯიბრის გასაშუქებლად მიიღეს ნებართვა იმ პირობით, თუ მონაწილეთა
ვინაობა არ გამომჟღავნდებოდა. ფოტოსურათები უნდა დამუშავებულიყო იმდაგვარად,
რომ შეუძლებელი გამხდარიყო მანქანებისა თუ მონაწილეთა ამოცნობა და შემდეგ
28 სანომა უიტგევერსი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Sanoma Uitgevers B.V. v. the Netherlands), განაცხადი no,
38224/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2010 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება.
78
დამახსოვრებული ყოფილიყო დისკზე. 12 იანვრის რბოლა შეწყდა პოლიციის ჩარევის
შედეგად, თუმცა მონაწილეები არ ყოფილან დაპატიმრებული. პოლიციამ ეჭვი მიიტანა
რბოლებში გამოყენებულ ერთ-ერთ ავტომობილზე (აუდი ღშ4), რომ ის ფიგურირებდა
2001 წლის 1 თებერვლის ყაჩაღურ თავდასხმაში, რომლის დროსაც პირთა ჯგუფმა
ბანკომატი გაიტაცა და გამვლელს ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა.

პოლიციამ მოსთხოვა განმცხადებელ კომპანიას, რომ გადაეცა ფოტოსურათების შემცველი


დისკი დასაყადაღებლად. გამომცემლობამ უარი განაცხადა, რათა ჟურნალისტური
წყაროს კონფიდენციალობა დაეცვა. ამსტერდამის პროკურორმა გასცა ბრძანება სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 96.ა მუხლის შესაბამისად, რომ გამომცემლობას
გადაეცა ფოტოები და რბოლასთან დაკავშირებული ყველა მასალა. გამომცემლობის
მთავარმა რედაქტორმა კვლავაც უარი განაცხადა ფოტოების გადაცემაზე. 2002 წლის 1
თებერვალს, საღამოს ექვსი საათიდან 10 საათამდე იგი დაკავებული იქნა პროკურორის
ოფისში.

2002 წლის 2 თებერვალს, გამომცემლობამ პროტესტის თანხლებით, ჩააბარა დისკი,


რომელსაც ოფიციალურად ყადაღა დაედო. 2002 წლის 15 აპრილს, კომპანიამ
სარჩელით მიმართა საოლქო სასამართლოს ყადაღის მოხსნის, დისკის დაბრუნებისა
და პოლიციის ხელთ არსებული ასლების განადგურების მოთხოვნით. გამომცემლობა
აგრეთვე ითხოვდა, რომ პოლიციას აკრძალვოდა დისკზე არსებული ინფორმაციის
გამოყენება. 2002 წლის 19 სექტემბერს სასამართლომ დააკმაყოფილა მხოლოდ
ყადაღის მოხსნისა და დისკის დაბრუნების მოთხოვნები.

დაეყრდნო, რა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს, გამომცემლობამ მიმართა


სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნით, დაედგინა, რომ პოლიციისთვის ინფორმაციის
გადაცემის მოთხოვნით, ისინი იძულებული იყვნენ გაემჟღავნებინათ ჟურნალისტის
ინფორმაციის წყარო.

განაცხადი არსებითად განიხილა ევროპული სასამართლოს პალატამ. მან აღნიშნა,


რომ ჟურნალისტის მასალის გადაცემას შესაძლოა ჟურნალისტური გამოხატვის
თავისუფლების რეალიზებისთვის ხელი შეეშალა. მაგრამ ეროვნულ ხელისუფლებას
უფლება ჰქონდა, რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა საწინააღმდეგო ინტერესებს
შორის, მათ შორის, ჟურნალისტური პრივილეგიის დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ
სისხლის სამართლის საქმის აღძვრით. კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ დისკი
პოლიციის მიერ დანაშაულის გახსნისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდა და
2009 წლის 30 Mმარტს ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ დაადგინა, რომ მე-10 მუხლის
დარღვევას ადგილი არ ჰქონდა.

2009 წლის 14 მარტს განმცხადებელ კომპანიას მიეცა ნებართვა, აღნიშნულ საქმეზე


მიემართა დიდი პალატისთვის კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად.

დიდმა პალატამ, პალატის მსგავსად, დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას


განმცხადებელი კომპანიის კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ ინფორმაციის მიღებისა და
გაცემის თავისუფლებაში. მაგრამ, პალატისგან განსხვავებით, დიდმა პალატამ დაადგინა,
რომ ჩარევა არ იყო “კანონთან შესაბამისობაში”. მსჯელობა კონცენტრირებული იყო
კანონის ხარისხზე, კერძოდ, საპროცესო გარანტიებზე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ წყაროს გამჟღავნების ბრძანებას შეიძლება, პოტენციურად


მავნე გავლენა ჰქონდეს არა მხოლოდ წყაროსთვის, რომლის ვინაობაც შეიძლება
79
გამოაშკარავდეს, არამედ გაზეთისა თუ გამომცემლობისთვისაც, რომლის რეპუტაციაც
შეიძლება შეილახოს პოტენციური წყაროს, ან საზოგადოების წევრების თვალში,
რომლებსაც ანონიმური წყაროდან მიღებული ინფორმაცია აინტერესებთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია ეროვნულ დონეზე იყო კონტროლი სასამართლოსა


თუ სხვა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს
მხრიდან. ეს კონტროლი უნდა განხორციელებულიყო აღმასრულებელი ხელისუფლებისა
და სხვა დაინტერესებული მხარეებისგან გამოცალკევებული ორგანოს მიერ. ეს
უკანასკნელი აღჭურვილი უნდა ყოფილიყო უფლებამოსილებით, რომ მასალების
გადაცემამდე დაედგინა, თუ არსებობდა ჟურნალისტური წყაროს დაცვის მოთხოვნის
დამძლევი საზოგადოებრივი საჭიროება და ხელი შეეშალა წყაროს გამამჟღავნებელი
ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის, ასეთის არარსებობის შემთხვევაში. აღნიშნული
კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს წინასწარ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მასალა
უკვე ხელმისაწვდომი გახდა, შემდგომ კონტროლს აზრი არ ექნებოდა.

შესაბამისად, მოსამართლესა თუ სხვა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანოს


უნდა შეეძლოს პოტენციური რისკისა და შესაბამისი ინტერესების აწონ-დაწონვა.
გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს ცალსახა კრიტერიუმების შეფარდებით,
რომელიც სხვასთან ერთად გულისხმობს იმის შეფასებას, ხომ არ იქნებოდა საკმარისი
ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიების გამოყენება.

წყაროს გამოაშკარავება უნდა იყოს მოსამართლის ან სხვა ორგანოს გადასაწყვეტი.


უკიდურეს შემთხვევებში უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართალწარმოება, რათა
მოახდინოს იმ ინფორმაციის ხელისუფლების ორგანოებისთვის გადაცემამდე
იდენტიფიცირება და იზოლირება, რომელსაც შეუძლია წყაროს გამოაშკარავება, იმ
ინფორმაციისგან, რომელსაც მსგავსი რისკი არ ახასიათებს.

ნიდერლანდებში, 96.ა მუხლის ძალაში შესვლის შემდეგ, გადაწყვეტილებას იღებდა


პროკურორი და არა დამოუკიდებელი მოსამართლე. ვინაიდან პროკურორი იყო
სამართლაწარმოების მხარე, იგი არ შეიძლებოდა განხილულიყო, როგორც ობიექტური
და მიუკერძოებელი.

სასამართლო არც იმან დაარწმუნა, რომ გამომძიებელი მოსამართლის საქმეში


ჩარევა სათანადო გარანტიას წარმოადგენდა. გამომძიებელ მოსამართლეს მხოლოდ
სათათბირო ხმის უფლება ჰქონდა და ესეც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის
გარეშე – როგორც თავად მოსამართლემ აღიარა მოცემულ საქმეზე. მას არ შეეძლო
ბრძანების მიღება, გაცემა, თუ მისი მოქმედების შეზღუდვა. ასეთი მდგომარება ნაკლებად
აკმაყოფილებდა სამართლის უზენაესობის მოთხოვნას. სასამართლომ დაადგინა, რომ
იმავე გადაწყვეტილებას მიიღებდა, ეს ორი გარემოება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად
რომ ყოფილიყო.

აღნიშნული ხარვეზები არ გამოსწორებულა საოლქო სასამართლოს დონეზე. აქაც


მოსამართლეს არ შეეძლო ხელი შეეშალა პროკურორისა და პოლიციისთვის დისკზე
დამახსოვრებული ფოტოსურათების დათვალიერებაში.

შესაბამისად, დადგინდა, რომ კანონი არ ითვალისწინებდა შესაბამის სამართლებრივ


გარანტიებს და კონვენციის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, რის გამოც დადგინდა,
რომ გამომცემლობის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციის მიღებისა და
გაცემის უფლებაში ჩარევა არ მოხდა “კანონის შესაბამისად”. სასამართლომ ერთხმად
80
მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფომ კონვენციის მე-10 მუხლი
დაარღვია.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ნიდერლანდებს


განმცხადებელი კომპანიის სასარგებლოდ 34 000 ევროს გადახდა დააკისრა.

ჟურნალისტისთვის წყაროს გამხელის ვალდებულების დაკისრება 29

განაცხადი შეეხებოდა ინფორმაციის მოთხოვნის ნებართვას, რომელიც მიიღო კერძო


კომპანიამ ჟურნალისტის მიმართ. ამ უკანასკნელს უნდა გაემჟღავნებინა თავისი წყაროს
ვინაობა და, მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, დაეკისრა ჯარიმა. დავის გარეშე
დადასტურდა, რომ განმცხადებელი ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებაში მოხდა
ჩარევა. ინფორმაციის მოთხოვნის ნებართვა და ჯარიმა კანონით იყო გათვალისწინებული.
სასამართლომ აღიარა, რომ შესაძლოა, რთული ყოფილიყო მოცემულ სფეროში
კანონის აბსოლუტური სიზუსტით ფორმულირება. იგი გარკვეულწილად მოქნილი
უნდა ყოფილიყო, რათა შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს ჰქონოდათ
მიხედულება, რომ ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა მნიშვნელოვანი შეზღუდვებისთვის
დაექვემდებარებინათ. სასამართლოს შეხედულებით, მოცემული კანონის ლორდთა
პალატის მიერ განმარტებას არ გადაუჭარბებია იმისთვის, რაც შეიძლებოდა დაშვებულიყო
გონივრულ ფარგლებში. არ არსებობდა სხვა რაიმე გარემოება, რომელიც მიუთითებდა
კანონის მიერ განმცხადებლის სათანადო დაცვის არარსებობაზე.

ჩარევას ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი, რომელსაც სხვათა უფლებების დაცვა შეადგენდა


და არ იყო საჭირო იმის შემოწმება, ღონისძიება გატარდა დანაშაულის თავიდან
ასაცილებლად თუ არა. აგრეთვე სასამართლომ აღნიშნა, რომ ჟურნალისტური წყაროს
დაცვა პრესის თავისუფლების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, რომელიც ასახულია
რიგი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეთიკის კოდექსებში, საერთაშორისო აქტებში.
ასეთი დაცვის გარეშე, წყაროს შეიძლება შეეშინდეს პრესისთვის დახმარების აღმოჩება
საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. ამის შედეგად პრესის
საზოგადოებრივი მეთვალყურის უმნიშვნელოვანესი როლი შეიძლება დაიკარგოს და
პრესისთვის ზუსტი და სარწმუნო ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა დაზიანდეს.
დემოკრატიულ საზოგადოებაში პრესის თავისუფლებისთვის ჟურნალისტური წყაროს
დაცვის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოცემულ საქმეში გამოყენებული ღონისძიება
მე-10 მუხლს ეწინააღმდეგება, თუ არ არსებობს დამძლევი საზოგადოებრივი ინტერესი.

თავისუფალი პრესის შენარჩუნების ინტერესმა შეიძლება მნიშვნელოვნად


გადაძალოს შეზღუდვის პროპორციულობის დადგენაში. ჟურნალისტური წყაროს
კონფიდენციალობაზე დაწესებული შეზღუდვები სასამართლოსგან განსაკუთრებულ
ყურადღებას მოთხოვს. მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე,
სასამართლო აღნიშნავს, რომ კომპანიას მიენიჭა ინფორმაციის გამოთხოვის ნებართვა
უპირატესად იმ საფუძველზე, რომ მათ ბიზნესს და თანამშრომლების კეთილდღეობას

29 გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Goodwin v. the United Kingdom), განაცხადი no. 17488/90,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.
81
შეიძლება სერიოზული ზიანი განეცადა. ინფორმაციის გამჟღავნების გამართლება არ
განხილულა ეხ პარტე დროებითი აკრძალვის უფრო ფართო კონტექსტში, რომელიც
ზღუდავდა არა მარტო განმცხადებელს, არამედ ყველა ეროვნულ გაზეთსა და ჟურნალს,
დაებეჭდათ საიდუმლო ბიზნეს გეგმიდან გამომდინარე ინფორმაცია. გამჟღავნების
მოთხოვნის დანიშნულება ძირითადად იგივე იყო, რაც აკრძალვისა. სასამართლოს
აზრით, რამდენადაც გამჟღავნების მოთხოვნა მიზნად ისახავდა უბრალოდ აკრძალვის
განმტკიცებას, გამოხატვის თავისუფლების დამატებითი შეზღუდვა აუცილებელი არ იყო
მოცემულ შემთხვევაში.

რაც შეეხება გაცემის მოთხოვნის დამატებით მიზნებს, კერძოდ, კომპანიის ინტერესს,


თავიდან აეცილებინა ინფორმაციის პრესის გარდა სხვა საშუალებებით გავრცელებით
გამოწვეული ზიანის საფრთხე, მიეღო კომპენსაცია და გამოეაშკარავებინა მოღალატე
თანამშრომელი, ეს მიზნები ერთობლიობაში აღებულიც კი, არ იყო საკმარისი, რომ
ჟურნალისტური წყაროს დაცვის საზოგადოებრივი ინტერესი დაეძლია. საბოლოო ჯამში,
განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვა არ შეიძლებოდა
ჩათვლილიყო კომპანიის უფლებების დაცვისთვის აუცილებელ გარემოებად, მიუხედავად
შიდასახელმწიფოებრივი მიხედულების ზღვარისა. ადგილი ჰქონდა ევროპული
კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.

ჟურნალისტის მსჯავრდება საიდუმლო დიპლომატიური დოკუმენტის


გამოქვეყნებისთვის 30

განმცხადებელი არის შვეიცარიის მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ციურიხში და


პროფესიით ჟურნალისტია. განმცხადებელს სისხლის სამართალწარმოების წესით
დაეკისრა ჯარიმა პრესისთვის კონფიდენციალური მოხსენების გადაცემაში. მოხსენება
შედგენილი იყო აშშ-ში შვეიცარიის ელჩის მიერ და უკავშირდებოდა სტრატეგიას,
რომელიც უნდა გაეტარებინა შვეიცარიის მთავრობას სხვადასხვა მოლაპარაკებებთან
დაკავშირებით. მათ შორის ერთი მოლაპარაკება უნდა შემდგარიყო ებრაელთა
მსოფლიო კონგრესსა და შვეიცარიის ბანკს შორის ჰოლოკასტის შედეგად დაზარალებულ
პირთათვის კომპენსაციის თაობაზე, შვეიცარიის ბანკში გახსნილი ანგარიშების მოუკითხავი
დივიდენტებისთვის. 1996 წლის დეკემბერში კარლო იაგმეტიმ, რომელიც იმ პერიოდში
აშშ-ში შვეიცარიის ელჩი იყო, ჩამოაყალიბა „სტრატეგიული დოკუმენტი“, რომელსაც
საიდუმლო გრიფი მიენიჭა და რომელიც ებრაელთა მსოფლიო კონგრესსა და შვეიცარიის
ბანკს შორის მოლაპარაკებების წარმოების შემთხვევაში უნდა გამოყენებულიყო.
დოკუმენტი გადაეგზავნა ბერნში საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს. ასლები
გადაეგზავნა სხვადასხვა უწყების 19 თანამდებობის პირს. განმცხადებელმა ასლი მიიღო,
როგორც ჩანს ერთ-ერთი თანამდებობის პირის მიერ, რომლის ვინაობაც უცნობია.

1997 წლის 26 იანვარს ციურიხის ერთ-ერთმა გაზეთმა დაბეჭდა განმცხადებლის ორი


სტატია შემდეგი სათაურებით: „ელჩი იაგმეტი ებრაელებს შეურაცხყოფს“ და „აბაზანის
ხალათსა და მთამსვლელის ფეხსაცმელებში გამოწყობილმა ელჩმა ფეხი გამოყო“.
მომდევნო დღეებში, სხვა გაზეთებმა კონფიდენციალური დოკუმენტიდან ვრცელი
ამონარიდები დაბეჭდეს.

30 შტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ (Stoll v. Switzerland), განაცხადი no. 69698/01, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.
82
1999 წლის 22 იანვარს, კონფიდენციალური დოკუმენტის გამოქვეყნებისთვის, სისხლის
სამართლის კოდექსის 293-ე მუხლის საფუძველზე, ციურიხის რაიონულმა სასამართლომ
განმცხადებელს სისხლისსამართლებრივი ჯარიმა დააკისრა 800 შვეიცარიული ფრანკის
(დაახლოებით 476 ევრო) ოდენობით.

განმცხადებელი ამტკიცებდა სტრასბურგის სასამართლოში, რომ საიდუმლო ოფიციალური


დოკუმენტების გამოქვეყნების გამო მისი მსჯავრდება მის გამოხატვის თავისუფლებას
არღვევდა.

2006 წლის 25 აპრილს, პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ოთხი


ხმით სამის წინააღმდეგ, დადგინდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა.

2006 წლის 14 ივლისს, მოპასუხე სახელმწიფომ მოითხოვა საქმის დიდი პალატისთვის


გადაცემა. პალატას საქმე იმავე წლის 13 სექტემბერს გადაეცა. ქვემოთ მოცემულია დიდი
პალატის მიერ საქმის განხილვისას გამოთქმული შენიშვნები და შედეგი.

სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მსჯავრდება შეადგენს მისი გამოხატვის


თავისუფლების განხორციელებაში „ჩარევას“. ჩარევა გათვალისწინებული იყო შვეიცარიის
სისხლის სამართლის კოდექსით და მიზნად ისახავდა კონფიდენციალურად მიღებული
ინფორმაციის გამჟღავნების პრევენციის ლეგიტიმურ მიზანს.

სასამართლოს მიერ განხილული მთავარი საკითხი, შესაბამისად, იყო იმის დადგენა,


იყო თუ არა ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“. ამ კონტექსტში
სასამართლომ კვლავაც გაიმეორა, რომ მე-10 მუხლი ვრცელდებოდა ჟურნალისტების
მიერ კონფიდენციალური და საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაზე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოუკითხავი დივიდენდების საკითხი შეეხებოდა არა


მხოლოდ ფინანსურ ინტერესებს, არამედ მორალური დატვირთვაც ჰქონდა და, ამდენად,
საინტერესო იყო უფრო ფართო, კერძოდ, საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც.
შესაბამისად, იმის შეფასებისას, იყო თუ არა შვეიცარიის ხელისუფლების მიერ გამოყენებული
ღონისძიება აუცილებელი, სასამართლო მხედველობაში მიიღებდა, რამდენად იყო
აწონილ-დაწონილი შესაბამისი საზოგადოებრივი ინტერესი – მკითხველის ინტერესი,
ინფორმირებული ყოფილიყო საჭირბოროტო საკითხზე და ხელისუფლების ინტერესი,
წარმოებული დიპლომატიური მოლაპარაკებიდან დადებითი და დამაკმაყოფილებელი
შედეგი მიეღო.

სასამართლოს აზრით, განმცხადებლის სტატიებს შეეძლო, მოუკითხავი დივიდენდების


თაობაზე საჯარო დებატებისთვის ხელი შეეწყო. შვეიცარიაში იმ დროისთვის ეს საკითხი
მნიშვნელოვანი განსჯის საგანი იყო. შესაბამისად, საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა.

რაც შეეხება შვეიცარიის მთავრობის ინტერესს, სასამართლომ მიიჩნია, რომ


დიპლომატიური სამსახურებისთვის და კარგი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის
უმნიშვნელოვანესია კონფიდენციალური ინფორმაციის დიპლომატებს შორის გაცვლა.
ამის მიუხედავად, დიპლომატიური მოხსენებების კონფიდენციალობა ყველა ფასად არ
უნდა იქნეს დაცული. ამ კონტექსტში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოხსენების
შინაარსი და მისი გამოქვეყნებით გამოწვეული საფრთხე.
83
განმცხადებლის საქმეზე სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოცემულ
დროს ელჩის მოხსენებიდან ამონარიდების გამოქვეყნებას შეეძლო უარყოფითი შედეგები
გამოეწვია შვეიცარიის მონაწილეობით წარმოებულ მოლაპარაკებებზე არა მხოლოდ
ელჩის შენიშვნების გამო, არამედ იმის გამოც, თუ როგორ იქნა ისინი განმცხადებლის
მიერ გაშუქებული. აქედან გამომდინარე, ინფორმაციის, თუნდაც ნაწილობრივ, გაჟონვას
შეეძლო ნეგატიურად ემოქმედა ზოგადად დიპლომატიურ ურთიერთობებზე და, კერძოდ,
შვეიცარიისთვის. აქედან გამომდინარე, ბ-ნი შტოლის სტატიებს შეეძლო მნიშვნელოვანი
ზიანი მიეყენებინა შვეიცარიის ხელისუფლების ინტერესებისთვის.

რაც შეეხება განმცხადებლის ქცევას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ მას,


როგორც ჟურნალისტს, შეუძლებელი იყო, რომ არ ცოდნოდა ინფორმაციის გაჟონვის
შედეგები სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.

აგრეთვე, სასამართლომ შენიშნა, რომ განმცხადებლის სტატიების შინაარსი იმდაგვარად


იყო გამარტივებული და შემოკლებული, რომ მკითხველისთვის ცხადი იყო ელჩის
ანტისემიტური განწყობა. აქედან გამომდინარე, განმცხადებელმა ხელი შეუწყო ჭორების
აგორებას, რომლებმაც ხელი შეუწყო ელჩის გადადგომას და თანაც უკავშირდებოდა
მოუკითხავი დივიდენდების სარჩულს – მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელთა
წინააღმდეგ ჩადენილ სასტიკ ქმედებებს. სასამართლომ მსგავს ინსინუაციებთან ბრძოლის
საჭიროებას გაუსვა ხაზი.

სასამართლოს თქმით, ის, თუ როგორ იყო დარედაქტირებული სადავო სტატია


და როგორი სენსიტიური სათაურები ჰქონდა გაკეთებული, ძნელად თუ ჯდებოდა
მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის კონტექსტში. აგრეთვე აღსანიშნავი იყო სტატიის
არაზუსტი ხასიათი, რომელსაც შეიძლებოდა შეცდომაში შეეყვანა მკითხველი.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და იმის მხედველობაში მიღებით,


რომ სტატიები განთავსებული იქნა დიდი ტირაჟის მქონე გაზეთის პირველ გვერდზე,
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრებები, რომ განმცხადებლის მიზანი იყო
არა საზოგადოების ინფორმირება, არამედ ელჩი იაგმეტის მოხსენებისგან უსარგებლო
სკანდალის შექმნა. დაბოლოს, გათვალისწინებული იქნა ის ფაქტიც, რომ განმცხადებელზე
დაკისრებული ჯარიმა დასახულ ლეგიტუმურ მიზანთან არაპროპორციული არ ყოფილა.

შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია ევროპული


კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.

გამომცემლის მიერ სატირიკული სტატიის დაბეჭდვა საკვების მწარმოებელი ფირმის


სარეკლამო მეთოდებზე 31

განმცხადებლები პოლონეთის მოქალაქეები არიან, დაბადებულნი შესაბამისად, 1956


და 1946 წლებში. პირველი განმცხადებელი ცხოვრობს ქალაქ ლოდზში, ხოლო მეორე
2004 წელს გარდაიცვალა. პირველ განმცხადებელს ჰქონდა გამომცემლობა, რომელიც

31 კულიში და როჟიცკი პოლონეთის წინააღმდეგ (Kulis and Rojycki v. Poland), განაცხადი no. 27209/03,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
84
ბეჭდავდა ყოველკვირეულ ჟურნალს, სახელად „ანგორა“. ანგორას ჰქონდა სპეციალური
გამოშვება ბავშვებისთვის, სახელად „ანგორკა“. მეორე განმცხადებელი გამოცემის
მთავარი რედაქტორი იყო.

1999 წლის 16 მაისს, ანგორკამ დაბეჭდა სტატია, რომელიც სარეკლამო კომპანია


„სტარფუდის“ მიერ კარტოფილის ჩიპსებზე წარმოებულ კამპანიას შეეხებოდა. სტატიაში
გაკრიტიკებული იყო ჩიპსების პაკეტებზე გაკეთებული რეკლამა, რომელიც პოპულარული
საბავშვო მულტფილმის პერსონაჟს „მკვლელად“ მოიხსენიებდა. „ანგორკაში“ დაბეჭდილ
სტატიას თან ერთვოდა პერსონაჟის გამოსახულება, რომელსაც მიწერილი ჰქონდა
შემდეგი ფრაზა: „პოლონელი ბავშვები შოკირებულნი არიან ჩიპსების რეკლამით“ და
„არ ინერვიულოთ, მეც მკვლელი ვიქნებოდი, ეს ნაგავი რომ მეჭამა!“

სტარფუდის კომპანიამ დაიწყო სამოქალაქო სამართალწარმოება განმცხადებლების


წინააღმდეგ და ბოდიშის მოხდა, სამართლებრივი ხარჯების ანაზღაურება და
განმცხადებლების მიერ საქველმოქმედო სახსრების გადახდა მოითხოვა. სასამართლოებმა
დააკმაყოფილეს სარჩელი, მიიჩნიეს რა, რომ სტატიის შეურაცხმყოფელი სტილი ზიზღით
იყო აღსავსე და კომპანიის პროდუქტის მიმართ შესაბამისი განწყობა შექმნა.

განმცხადებლების მიერ ზემდგომ ინსტანციაში შეტანილი საჩივრები არ იქნა


დაკმაყოფილებული და მათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს
კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევის თაობაზე.

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სარეკლამო კომპანია თავის სლოგანებში


ბავშვებისთვის შეუფერებელ გამოთქმებს იყენებდა. ეს საკითხი, სასამართლოს შეფასებით,
საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სავსებით ლეგიტიმური იყო განმცხადებლების მიერ


გამოჩენილი ინტერესი.

ამასთან, განმცხადებლების მიერ გამოყენებული მულტფილმის კარიკატურაც და ზიზღით


აღსავსე სათაურებიც შთაგონებული იყო თავად სარეკლამო კომპანიის მიერ ჩიპსების
პაკეტებზე განთავსებული სლოგანით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ
განმცხადებლები თავს ესხმოდნენ არა პროდუქტს და მის ხარისხს, არამედ სარეკლამო
კომპანიის მიერ ბავშვებთან მიმართებაში გამოყენებულ ფორმულირებას და ცდილობდნენ
საკითხისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. ევროპული სასამართლოსთვის
სავსებით მისაღები იყო, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, როგორც დაბეჭდილი
სტატიის შინაარსი, ისე განმცხადებლების მიზნის მისაღწევად გამოყენებული ტაქტიკაც.

დაბოლოს, სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს


სათანადო ყურადღებით მოკიდებოდნენ იმ ფაქტს, რომ პრესას აკისრია ვალდებულება,
გასცეს ინფორმაცია და გამოთქვას შეხედულებები საზოგადოებისთვის საინტერესო
საკითხებზე და ამ მიზნით მიმართოს გარკვეულ გაზვიადებისა და პროვოცირების
მეთოდებს, რასაც ჰქონდა კიდეც ადგილი მოცემულ შემთხვევაში.

შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ


ადგილი ჰქონდა განმცხადებლების მიმართ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით
გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების დარღვევას.
85
პრესსამსახურის თანამშრომლის გამოხატვის თავისუფლება

პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა

იხ. ნანა მჭედლიძე, შრომითი უფლებები, EMC/EU, თბილისი, 2019, გვ. 59 et seq.

პროკურატურის პრესსამსახურის უფროსისთვის მუშაობაში ხელის შეშლა და


სამსახურიდან დათხოვნა ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნის საბაბით.32

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების


აღსასრულებლად, განმცხადებელი აღადგინეს პროკურატურის პრესსამსახურში.
მაგრამ განმცხადებელი არ იქნა უზრუნველყოფილი სამუშაო პირობებით: არ გამოუყვეს
სამუშაო ადგილი, არ მისცეს საშვი, სამსახურში დაუბრკოლებელი შესვლისთვის, არ
მისცეს არანაირი დავალება შესასრულებლად. სამსახურში აღდგენიდან ათ დღეში
გაათავისუფლეს იმ საბაბით, რომ ახალი გენერალური პროკურორი დაინიშნა და
პერსონალი უნდა შეცვლილიყო. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული გარემოებების
გამო პრესსამსახურის თანამშრომლის გამოხატვის თავისუფლება ხელახლა დაადგინა.

პარლამენტის წევრის გამოხატვის თავისუფლება

პარლამენტის წევრის იმუნიტეტის წინასწარგანუჭვრეტელი მოხსნა და პოლიტიკური


გამოხატვის გამო და პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების შეფარდება
ტერორიზმის ბრალდებით.33

განმცხადებლის მიმართ განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: დეპუტატის იმუნიტეტის


მოხსნა, მისი თავდაპირველი პატიმრობა, რომლის ვადაც შემდეგში გაგრძელდა, ბრალის
წარდგენა იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც მის პოლიტიკურ გამოსვლებში
იძებნებოდა. აღნიშნულის საფუძველი იყო კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის
კოდექსის ნორმები. ევროპული სასამართლოს შესაფასებელი იყო ეროვნული
კანონმდებლობის განმარტების წინასწარგანჭვრეტადობა.

იმუნიტეტის მოხსნა

თურქეთის კონსტიტუცია ითვალისწინებს პარლამენტის წევრის გამოხატვის თავისუფლების


დაცვას. პარლამენტის წევრი არ შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე სამართალწარმოებას
პარლამენტში გამოთქმული შეხედულებებისა თუ ხმის მიცემისთვის ან ამ შეხედულებების
განმეორებისა თუ გავრცელებისთვის პარლამენტის გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა
პარლამენტი მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას. პარლამენტს გარეთ გამოსვლისას
განმცხადებების განმეორება არ შეიძლება განმარტებული ყოფილიყო, როგორც
პარლამენტში გამოსვლის იგივე სიტყვებით განმეორება.

32 გუჯა მოლდოვას წინააღმდეგ (no. 2) (Guja v. Moldova), განაცხადი no. 1085/10, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
33 სელაჰატინ დემირტაში თურქეთის წინააღმდეგ (no. 2) (Selahattin Demirtas v. Turkey), განაცხადი no. 14305/17,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2020 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.
86
ეროვნული ხელისუფლების არგუმენტი იყო ის, რომ პარლამენტის წევრის გამოხატვა არ
იყო მოცული იმუნიტეტით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა,
რომ პარლამენტს არ ჩაუტარებია ინდივიდუალური განხილვა და მნიშვნელობა არ ჰქონდა
იმ გარემოებას, რომ კონსტიტუციაში ცვლილებით აღნიშნული აღარ მოითხოვებოდა.
შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური
ცვლილება პარლამენტის გარკვეული, განსაკუთრებით კი, ოპოზიციურად განწყობილი
წევრების კონკრეტული განცხადებების წინააღმდეგ იყო მიმართული და კონსტიტუციური
სამართალწარმობის ბოროტად გამოყენების მაგალითი იყო.

პარლამენტის წევრს ვერ ექნებოდა გონივრული მოლოდინი, რომ ასეთი პროცედურა


იქნებოდა შემოღებული და მის წინააღმდეგ გამოყენებული, მისი გამოხატვის
თავისუფლების ჩასახშობად. პარლამენტის წევრის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა

ბრალის წარდგენა და პატიმრობის ღონისძიების გამოყენება

პარლამენტის წევრის მიმართ პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენება


და მისი ვადის შემდგომი გაგრძელება ეფუძნებოდა ბრალის წარდგენას მისი პოლიტიკური
გამოხატვის გამო. კერძოდ, მას ბრალი ედებოდა შეიარაღებული ტერორისტული
ორგანიზაციის ფორმირებასა და წევრობაში. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ
კანონის განმარტებისას ეროვნულმა სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შესატყვისი
ინდივიდუალური დაცვა თვითნებური ჩარევის წინააღმდეგ.

ეროვნულმა სასამართლოებმა განვრცობითად განმარტეს ეროვნული კანონმდებლობა.


პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც განმცხადებელმა გააკეთა გარკვეულ
სამთავრობო პოლიტიკასთან დაკავშირებით, საკმარისი იყო იმისთვის, რომ დადგენილი
ყოფილიყო კავშირი განმცხადებელსა და შეიარაღებულ ფორმირებას შორის. ასეთმა
განვრცობითმა განმარტებამ, სხვა ფაქტორებთან ერთად კომბინაციაში, მათ შორის,
კონკრეტული მტკიცებულების არარსებობის გათვალისწინებით, ვერ უზრუნველყო
განმცხადებლის სათანადო დაცვა ხელისუფლების თვითნებობისგან. შესაბამისად,
დადგინდა გამოხატვის თავისუფლების დარღვევა.

მოსამართლის გამოხატვის თავისუფლება

შრომითი უფლებები

პროკურორის გამოხატვის თავისუფლება

პროკურორის სამსახურიდან დათხოვნა მიმდინარე საქმეზე მედიისთვის ინფორმაციის


მიწოდებისთვის

განმცხადებელი იყო მთავარი პროკურორი და გათავისუფლებული იქნა ორი

ვალდებულების შეუსრულებლობა და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების


პროცესში კოლეგების მიმართ უპატივცემულობა.

ბრისკი რუმინეთის წინააღმდეგ Brisc v. Romania), განაცხადი no. 26238/10, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.
87
კერძოდ, განმცხადებელმა გააკეთა პრეს რელიზი და მისცა სატელევიზიო ინტერვიუ,
რომელშიც გაამჟღავნა ინფორმაცია მიმდინარე გამოძიებაზე. ამ ინფორმაციამ პრესას
მისცა საშუალება, მოეხდინა კონკრეტული მოსამართლის, როგორც ქრთამის ამღების
იდენტიფიცირება.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, განმცხადებელი ამტკიცებდა მე-10


მუხლის დარღვევას, ვინაიდან მას ევალებოდა, მიეწოდებინა ინფორმაცია პრესისთვის
საზოგადოების ინტერესის მქონე საკითხზე.

უფრო მეტიც, განმცხადებელს არ გაუვრცელებია არცერთი კონფიდენციალური


დოკუმენტი. განმცხადებელმა გამოაქვეყნა პრესრელიზი, როცა ინფორმაცია გამოძიების
შესახებ აღარ იყო კონფიდენციალური, რადგან ორ ჟურნალისტს უკვე ჰქონდა
გამოქვეყნებული სტატიები ამ საკითხთან დაკავშირებით.

საბოლოო ჯამში, რელევანტური და საკმარისი არგუმენტებით არ ყოფილა დასაბუთებული


გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.
88
ადვოკატის გამოხატვის თავისუფლება

იხ. ნანა მჭედლიძე, „ადვოკატის გამოხატვის თავისუფლება“, 2012, გვ.გვ. 140-168.

ადვოკატის მსჯავრდება გამომძიებელი მოსამართლეების მიმართ გაზეთში დიფამაციური


განცხადებების გაკეთებისთვის.35

1995 წელს, ბერნანდ ბორელი, საფრანგეთსა და ჯიბუტს შორის თანამშრომლობის


შეთანხმებების ფარგლებში მივლინებული მოსამართლე გარდაცვლილი იპოვეს.
მომდევნო დღეებში ჯიბუტიში ჩატარებული გამოძიების შედეგად გაკეთდა დასკვნა,
რომ მან თვითმკვლელობა ჩაიდინა. ბორელის ქვრივმა, რომელიც სადავოდ
ხდიდა თვითმკვლეობის ვერსიას, იჩივლა და განმცხადებელი ადვოკატი ამ
სამართალწარმოებისას თავის წარმომადგენლად დანიშნა. დაუდგენელი პირის ან
პირების მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენასთან დაკავშირებით ორი სასამართლო
გამოძიება დაიწყო, რომლებსაც აწარმოებდნენ მოსამართლეები M. და L.L.

2000 წლის ივნისში, „სააპელაციო სასამართლოს საბრალდებო განყოფილებამ“ეს


მოსამართლეები საქმეს ჩამოაშორა და ახალ გამომძიებელ მოსამართლეს,
მოსამართლე P.-ს დააწერა საქმე. 2000 წლის სექტემბერში, განმცხადებელმა და
ერთერთმა მისმა კოლეგამ საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს მისწერეს მოსამართლე
გარდაცვალების საქმის სასამართლო გამოძიებასთან დაკავშირებით. მათ მიუთითეს,
რომ კვლავ მიმართავდნენ მინისტრს მოსამართლეების M. -ისა და L.L.-ის ქმედებასთან
დაკავშირებით, რომელიც „ეწინააღმდეგებოდა მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის
პრინციპებს“ და მოითხოვეს „სასამართლო სამსახურების გენერალური ინსპექტორატის“
მიერ გამოძიების ჩატარება „იმ მრავალ ხარვეზთან დაკავშირებით, რაც გამოაშკარავდა
სასამართლო გამოძიებისას“.

მომდევნო დღეს გაზეთ Le Monde-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გაცხადებული იყო,


რომ ქალბატონი ბორელის ადვოკატებმა „უხეშად გააკრიტიკეს“ მოსამართლე M.
იუსტიციის მინისტრის წინაშე, კერძოდ კი ბრალი დასდეს ქმედებაში, რომელიც „სრულ
წინააღმდეგობაში მოდიოდა მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპებთან“
და დასძინეს, რომ ფაქტიურად მან (მოსამართლე M.-მა) საქმეში არ აღრიცხა მასალა
და შესაბამისად არ გადასცა მის შემცვლელ მოსამართლეს.

ორივე მოსამართლემ იჩივლა Le Monde -ის დირექტორის წინააღმდეგ, ასევე


სტატიის ავტორი ჟურნალისტისა და ადვოკატის - ბატონი მორისის წინააღმდეგ.
მოსამართლეების განცხდებით, ამ პირებმა საჯარო მოხელეებს საჯაროდ ცილი
დასწამეს. სააპელაციო სასამართლომ ადვოკატი დამნაშავედ ცნო დასახელებულ
დანაშაულში თანამონაწილეობისთვის და დააკისრა ჯარიმის გადახდა 4 000 ევროს
ოდენობით. თითოეული მოსამართლის სასარგებლოდ განისაზღვრა 7 500 ევრო ზიანის
ანაზღაურების სახით, რაც განმცხადებელს დანარჩენ თანამონაწილეებთან ერთობლივად
უნდა გადაეხადა.

35 მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Morice v. France), განაცხადი no. 29369/10, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.
89
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, განმცხადებლის მსჯავრდება
შეადგენდა მისი კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებაზე
უფლებაში ჩარევას. აღნიშნულ ჩარევას ითვალისწინებდა კანონი და მისი ლეგიტიმური
მიზანი იყო სხვათა რეპუტაციის თუ უფლებების დაცვა.

განმცხადებლის მსჯავრდებისას სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ იმის


მტკიცების ფაქტი, რომ გამომძიებელი მოსამართლის ქცევა „სრულ წინააღმდეგობაში
მოდიოდა მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპებთან“ ცილისმწამებლური
ბრალდება იყო. იგივე სასამართლომ დასძინა, რომ განმცხადებლის კომენტარები ვიდეო-
კასეტის გადაგზავნის დაგვიანებასთან დაკავშირებით და მისი მითითება მოსამართლე
M.-ისთვის ჯიბუტის სახელმწიფო პროკურორის მიერ ხელნაწერი ბარათის გაგზავნაზე,
რასთან მიმართებითაც განმცხადებელმა გამოიყენა ტერმინი „მფარველობა“, პირდაპირ
ადასტურებდა ბრალდებების ცილისმწამებლურ ხასიათს; ბრალდებათა „უტყუარობა“ ვერ
დადასტურდა და განმცხადებლის მხრიდან კეთილსინდისიერად მოქმედების მტკიცება
არ იქნა გაზიარებული.

(a) განმცხადებლის ადვოკატის სტატუსი – მართალია სადავო არ გამხდარა, რომ


განსახილველი განცხადებები მიმდინარე საქმისწარმოების კონტექსტში ექცეოდა, თუმცა
ისინი მიმართული იყო იმ გამომძიებელ მოსამართლეებზე, რომლებიც ამ განცხადებების
გაკეთების მომენტისთვის ჩამოცილებული იყვნენ საქმისწარმოებიდან. შესაბამისად,
ბატონი მორისის განცხადებები პირდაპირ წვლილს ვერ შეიტანდა მის ვალდებულებაში,
დაეცვა კლიენტი, ვინაიდან იმ მომენტისთვის სასამართლო გამოძიების ვალდებულება
სხვა მოსამართლეს ჰქონდა მინდობილი, რომელიც თავის მხრივ არ იყო კრიტიკის
ობიექტი.

(b) საჯარო ინტერესის საკითხზე დებატში მონაწილეობა – განმცხადებლის მიმართ


ბრალდების საგნად გამხდარი გამონათქვამები, რომლებიც მართლმსაჯულების
განნხორციელებას ეხებოდა, საჯარო ინტერესის საგანი იყო და ბორელის საქმის
გამოძიება, რაც მედიის მნიშვნელოვან ყურადღებას იქცევდა, საჯარო ინტერესის
საკითხზე დებატის კონტექსტში ექცეოდა, რაც თავის მხრივ განაპირობებდა გამოხატვის
თავისუფლების დაცვის მაღალ ხარისხს და თავისუფალი შეფასების განსაკუთრებით
ვიწრო ფარგლების დაშვებას სახელმწიფო ორგანოების მხარეს.

(c) სადავო განცხადებების ბუნება – სადავო განცხადებები უფრო მეტად შეფასებით


მსჯელობას შეადგენდა, ვიდრე ფაქტების კონსტატაციას, მათი ზოგადი ტონისა და ამ
განცხადებების გაკეთების კონტექსტის გათვალისწინებით, ვინაიდან მათში ასახული იყო
გამოძიების მიმდინარეობისას გამომძიებელი მოსამართლეების ქცევის ზოგადი შეფასება.

აღნიშნულ შეფასებით მსჯელობებს საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“ ჰქონდა.


მოსამართლის მიერ ვიდეო-კასეტის არ გადაგზავნა არა მხოლოდ დადგინდა, არამედ
საკმაოდ მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული მოსამართლე P.-ის მიერ საქმის მასალებში
რეგისტრაციისთვის. რაც შეეხება ხელნაწერ ბარათს, გარდა იმისა, რომ ბარათი
აშკარას ხდიდა ჯიბუტის სახელმწიფო პროკურორის გარკვეულ მეგობრულ განწყობას
მოსამართლე M.-ის მიმართ, ბარათში ის ბრალს სდებდა ადვოკატებს „მათი მხრიდან
მანიპულირების ორკესტრირებაში“.

დაბოლოს, დადასტურებული იყო ის ფაქტი, რომ განმცხადებელი ადვოკატის სტატუსით


მოქმედებდა ბოლოდროინდელ ორ გახმაურებულ საქმეზე, რომლებზეც გამომძიებელი
90
მოსამართლე იყო მოსამართლე M.. ორივე საქმეზე განმცხადებელმა სააპელაციო
სასამართლოებში წარმატებას მიაღწია იმის დადგენაში, რომ საქმისწარმოებაში
იკვეთებოდა ხარვეზები, რამაც განაპირობა მოსამართლე M.-ის საქმის განხილვებისგან
ჩამოშორება.

და საქმეზე დადგენილ ფაქტებს შორის და მისი გამონათქვამები ვერ იქნებოდა მიჩნეული


შეცდომაში შემყვანად ან უსაფუძვლო ბრალდებად.

საქმის გარემოებები

წინაპირობები შეიძლება აიხსნას არა მხოლოდ გამომძიებელი მოსამართლეების


ქმედებით და განმცხადებლის დამოკიდებულებით ერთი მათგანის მიმართ, არამედ ასევე
საქმის ძალიან კონკრეტული ისტორიით, მისი სახელმწიფოთაშორისი განზომილებით და

განმცხადებლის კრიტიკული გამონათქვამი გამომძიებელი მოსამართლის მიმართ,


კერძოდ კი, კრიტიკა, „რომ მოსამართლის ქცევა სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა
მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპებთან“. ეს ციტატა უნდა შეფასებულიყო

რომ ეს იყო არა სტატიის ავტორის განცხადება, არამედ ამონარიდი განმცხადებლის და


მისი კოლეგის მიერ იუსტიციის მინისტრისთვის გაგზავნილი წერილიდან. ამასთან, იმ

საკუთარი წყაროებიდან იყო ცნობილი მინისტრისთვის გაგზავნილი წერილის შესახებ.


ადვოკატებს ვერ მოეთხოვებოდათ პასუხი პრესაში გამოქვეყენებული „ინტერვიუს“ სრულ
შინაარსზე ან პრესის მოქმედებაზე.

სააპელაციო სასამართლოს მოეთხოვებოდა სადავო გამონათქვამების შესწავლა საქმის


წინაისტორიისა და სტატიის შინაარსის სრულად გათვალისწინებით.

ტერმინი „მფარველობის“ გამოყენება „თავისთავად“ ვერ იქნებოდა მოსამართლე M.-ისა


და ჯიბუტის სახელმწიფო პროკურორის ღირსებისა და რეპუტაციის შელახვა.

ამასთან, სადავო გამონათქვამები ორი ადვოკატის ერთობლივი პროფესიული ინიციატივის


ნაწილს შადგენდა იმ ფაქტებთან მიმართებით, რომლებიც იყო ახალი, დადგენილი
და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების სააშკარაოზე
გამოტანას ისახავდა მიზნად, იმ ორ მოსამართლესთან მიმართებით, რომლებიც თავის
მხრივ აწარმოებდნენ გამოძიებას ადვოკატების კლიენტების საქმეზე.

მართალია, განმცხადებლის გამონათქვამები მართლაც ნეგატიური მნიშვნელობის


იყო. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მათი გარკვეული მტრული ბუნებისა და სიმძიმისა,
გამონათქვამების საკვანძო საკითხი იყო სასამართლო გამოძიების ფუნქციონირება,
რაც თავის მხრივ საჯარო ინტერესის საგანს შეადგენდა და შესაბამისად, გამოხატვის
თავისუფლების შეზღუდვისთვის მეტად ვიწრო სივრცეს ტოვებდა. ამასთან, ადვოკატს
უნდა შეეძლოს საზოგადოების ყურადღება მიმართოს მართლმსაჯულების სისტემაში
არსებულ ხარვეზებზე, ხოლო მართლმსაჯულებამ შესაძლოა სარგებელი ნახოს
კონსტრუქციული კრიტიკით.
91
სისტემის წევრები იყვნენ და შესაბამისად, ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან განსხვავებით,
ექვემდებარებოდნენ დასაშვები კრიტიკის უფრო ფართო შეზღუდვებს და შესაბამისად,
შესაძლებელი იყო სადავო კომენტარების ამ სტატუსით მათი მისამართით გაკეთება.

ამასთან განმცხადებლის გამონათქვამებით ვერ მოხდებოდა მართლმსაჯულების პროცესის


სათანადოდ განხორციელების საფრთხის ქვეშ დაყენება, იმის გათვალისწინებით, რომ
ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმე გამოითხოვა კრიტიკას დაქვემდებარებული
მოსამართლეებისგან.

იგივე საფუძვლებითა და აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით განმცხადებლის


მსჯავრდება ვერ იქნებოდა მართლმსაჯულების ავტორიტეტის შენარჩუნების სამსახურში.

სამართლებრივი დაცვის არსებული საშუალებების გამოყენება

განმცხადებლისა და მისი კოლეგის თავდაპირველი განზრახვა იყო, რომ საკითხი


მოეგვარებინათ სამართლებრივი დაცვის არსებული საშუალებების გამოყენებით.
რეალურად სამართლებრივი დაცვის ამ საშულების გამოყენების შემდეგ გამოვლინდა

ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლო გამოძიების დაწყებიდან ოთხ წელიწადნახევარი


იყო გასული და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმის განხილვის
მომენტისთვის საქმის განხილვა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. თავის მხრივ,
მხარეები და მათი ადვოკატები აქტიურად მონაწილეობდნენ სამართალწარმოებაში.

უფრო მეტიც, იუსტიციის მინისტრისთვის ახალ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიებისთვის


მიმართვა არ შეადგენდა სამართლებრივი დაცვის სასამართლო საშუალებას, რაც
იქნებოდა პრესასთან ურთიერთობისგან თავშეკავების მოთხოვნის საფუძველი. ეს იყო
მხოლოდ შუამდგომლობა ადმინისტრაციული გამოძიების დაწყებაზე, რაც მინისტრის
დისკრეციაში შედიოდა.

წარმოების დაწყება განმცხადებლის წინააღმდეგ პრესაში მის მიერ გაკეთებულ


განცხადებებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობა ქონდათ.

დასკვნა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით


გამონათქვამები არ შეადგენდა დამაზიანებელ და არსებითად დაუსაბუთებელ თავდასხმებს

საჯარო ინტერესის საკითხზე და თავიდანვე მედიის ყურადღების სფეროში არსებულ


საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე დებატების ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ
ეს გამონათქვამები ნამდვილად შეიძლება მიჩნეულიყო მწვავედ, ეს იყო შეფასებითი
92
აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, განმცხადებლის მიმართ მიღებული
გადაწყვეტილება ცილისწამებაში თანამონაწილეობისთვის შეიძლება მიჩნეულ იქნას
გამოხატვის თავისუფლებაზე მის უფლებაში არათანაზომიერ ჩარევად და შესაბამისად
არ იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის მე-10 მუხლის
მიზნებისთვის.

ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა.

სახელმწიფოს დაეკისრა განმცხადებლისთვის 15 000 ევროს გადახდა არამატერიალური


ზიანისთვის და 270 ევრო მატერიალური ზიანისთვის.

პროცესის სხვა მონაწილის გამოხატვის თავისუფლება

ექსპერტის სამსახურიდან დათხოვნა პროკურორის საჯაროდ გაკრიტიკების გამო36

განმცხადებელი, ბ-ნი პივი, არის ბულგარეთის მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს სოფიაში.


იგი პროკურატურის კრიმინოლოგიის საბჭომ ექსპერტად დაიქირავა. 2000 წლის 13 მაისს
გაზეთ „ტრუდში“ დაიბეჭდა ბ-ნი პივის წერილი, რომლითაც იგი მთავარ პროკურორს
აკრიტიკებდა. საპასუხოდ განმცხადებელმა დაიწყო მტკიცება, რომ მის ოფისში უკანონო
ჩხრეკა იქნა ჩატარებული, რის შედეგადაც ამოიღეს წერილის შავი ვარიანტი. წერილის
გაზეთში გამოქვეყნება, განმცხადებლის მტკიცებით, მისი სამსახურიდან დათხოვნისთვის
საბაბი უნდა ყოფილიყო.

განმცხადებელმა პროკურატურის წინააღმდეგ სამოქალაქო სამართალწარმოება


დაიწყო. 2002 წლის მარტში შიდასახელმწფოებრივმა სასამართლოებმა დაადგინეს,
რომ მისი კონტრაქტის შეწყვეტა არამართლზომიერი იყო. გადაწყვეტილების თანახმად,
პროკურატურას უნდა აღედგინა განმცხადებელი სამუშაო ადგილზე და მიეცა კომპენსაცია.
აღდგენის ნაცვლად, 2003 წლის აპრილში, სასამართლოს გადაწყვეტილებისგან
დამოუკიდებლად, იგი დაინიშნა კრიმინოლოგიის საბჭოში იმავე თანამდებობაზე,
ამჯერად იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

განმცხადებელმა, კერძოდ, მიუთითა მე-8 მუხლზე (უფლება პირადი და ოჯახური ცხოვრების


და კორესპონდენციის პატივისცემაზე), მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება) და მე-
13 მუხლი (უფლება ქმედით სამართლებრივი დაცვის საშუალებაზე).

სასამართლომ დაადგინა, რომ ბ-ნ პივს უნდა ჰქონოდა გონივრული მოლოდინი, რომ
მის სამუშაო მაგიდას და კარადებს მოპყრობოდნენ, როგორც კერძო საკუთრებას.
განსაკუთრებით ეს ეხებოდა მის პირად ნივთებს, რომლებსაც იგი სამსახურში ინახავდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ჩხრეკა, ამ შემთხვევაში, აღწევდა საჯარო ხელისუფლების
მიერ განმცხადებლის პირად ცხოვრებაში ჩარევას. სახელმწიფოს არ დაუსაბუთებია
ჩარევა შიდასახელმწიფოებრივი რაიმე აქტით, რათა გაემართლებინა განმცხადებლის
ოფისის გაჩხრეკვა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის არარსებობის
პირობებში. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ჩარევა არ ყოფილა „კანონის
შესაბამისად“. ამდენად, დაირღვა მე-8 მუხლი.

36 პივი ბულგარეთის წინააღმდეგ (Peev v. Bulgaria), განაცხადი no. 64209/01, ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს 2007 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება.
93
სასამართლომ აღნიშნა, რომ ბ-ნი პივის ოთახი გაიჩხრიკა და მისი წერილის
გამოქვეყნებიდან სულ მალე იგი დათხოვნილი იქნა სამსახურიდან. ამ მოვლენათა
განვითარებამ სასამართლო დაარწმუნა, რომ განმცხადებლის წინააღმდეგ მიღებული
ზომები მის წერილში გამოთქმული ბრალდების შედეგი იყო. აღნიშნული ღონისძიებები
შეადგენდა შეზღუდვებს, რომლებიც იჭრებოდა განმცხადებლის გამოხატვის
თავისუფლებაში. ვინაიდან ეროვნულ დონეზევე დადგინდა, რომ ბ-ნი პივი უკანონოდ
იქნა დათხოვნილი სამსახურიდან, ჩარევა არ იყო „კანონის შესაბამისად“. ამდენად,
სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-10 მუხლის დარღვევას.

ბ-ნ პივს განუსაზღვრა 5 000 ევრო მორალური ზიანისა და 2,613.66 ევრო


სამართალწარმოების ხარჯებისთვის.

დიპლომატის გამოხატვის თავისუფლება

დიპლომატების სამსახურიდან დათხოვნა საჯარო განცხადებისთვის, რომ საპრეზიდენტო


არჩევნები გაყალბდა 37

სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის თებერვალში ჩატარდა. არჩევნების


ჩატარებისთანავე, ოპოზიციის კანდიდატმა განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა
და რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების ჩატარება დააანონსა.
სომხეთის რამდენიმე ელჩმა გააკეთა განცხადება, რომ გამოთქვამდნენ შეშფოთებას
და მოითხოვდნენ სატელევიზიო კომპანიებისგან მიუკერძოებელი და სრული გაშუქების
უზრუნველყოფას. მეორე დღეს, განმცხადებლებმა, პროფესიონალმა დიპლომატებმა,
გააკეთეს საერთო განცხადება, რომ არჩევნები გაყალბდა. განცხადებას ერთვოდა მათი
სახელები და ოფიციალური წოდებები. განცხადება გაავრცელა მასმედიის რამდენიმე
საშუალებამ. განმცხადებლები სამსახურიდან იქნენ დათხოვნილნი. მათ ევროპულ
სასამართლოში გამოხატვის თავისუფლების დარღვევაზე იდავეს.

დიპლომატების გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა ლეგიტიმურ მიზნად ისახავდა


ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთოხების დაცვას და უწესრიგობის
თავიდან აცილებას. ჩარევა გათვალისწინებული იყო კანონით. რაც შეეხება ჩარევის
აუცილებლობას დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროპულმა სასამართლომ
მხედველობაში მიიღო საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნების
აუცილებლობა, საჯარო მოხელეების როლი და ფუნქცია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ოთხივე განმცხადებელს ეკავა მაღალი


პოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროში და რომ მათი სახელები, ოფიციალურ
თანამდებობთან ერთად ერთვოდა განცხადებას. განმცხადებლების წინააღმდეგ
დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებასა და სამსახურიდან დათხოვნის
გადაწყვეტილების მიღებისას, სახელმწიფოს ჰქონდა უფლება, გაეთვალისწინებინა
მაღალჩინოსნების მოვალეობა, თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას გამოიჩინონ
ერთულება სახელმწიფოს მიმართ. ეროვნულმა სასამართლოებმა მხედველობაში
მიიღეს განმცხადებლების გამოხატვის თავისუფლება, როგორც სახელმწიფოსადმი
ერთგულების ვალდებულების საპირწონე ინტერესი.

37 კარაპეტიანი და სხვები სომხეთის წინააღმდეგ (Karapetyan and Others v. Armenia), განაცხადი no. 59001/08,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.
94
ევროპულმა სასამართლომ სრული სურათი განიხილა და მიიჩნია, რომ არ არსებობდა
მტკიცებულება, რომელიც სახელმწიფოს არგუმენტებს გააბათილებდა. მართალია,
განმცხადებლების სამსახურიდან გათავისუფლება მკაცრი ღონისძიება იყო, მაგრამ
არათანაბარზომიერი არ ყოფილა და ეფუძნებოდა რელევანტურ და საკმარის
საფუძვლებს.

ისტორიკოსის, მკვლევარის, აკადემიური პერსონალის გამოხატვის თავისუფლება

ცილისწამებისთვის დაწესებული კომპენსაციის მოცულობა და ვალდებულების


დაკისრება, არ გაიმეოროს ცილისმწამებლური განცხადებები38

გრაფი ნიკოლაი ტოლსტოი მილოსლავსკი გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეა,


პროფესიით ისტორიკოსი. მან პამფლეტი დაწერა და გაავრცელა ვინჩესტერის კოლეჯში,
პარლამენტის ორივე პალატაში და პრესაში. პამფლეტში ეწერა, რომ ვინჩესტერის
კოლეჯის დირექტორი, ლორდი ალდინგტონი ბრიტანეთის არმიაში მაღალჩინოსანი
ოფიცერი იყო და მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებულ ავსტრიაში მსახურობდა.
პამფლეტის მტკიცებით, ლორდი პასუხისმგებელი იყო 70 ათასი ადამიანის (ლტოლვილი
კაზაკებისა და იუგოსლავიელი სამხედრო ტყვეების) საბჭოთა ხელისუფლებისთვის
გადაცემაზე ისე, რომ არ ჰქონდა მოკავშირეთა უმაღლესი მთავარსარდლის ნებართვა
და თან დანამდვილებით იცოდა, რომ გადაცემულ პირებს საშინელი ხვედრი ელოდათ.
პამფლეტში აგრეთვე ეწერა, რომ ლორდი ალდინგტონი პრესასა და წიგნებში ხშირად
სამხედრო დამნაშავედ იწოდებოდა აღნიშნული ფაქტის გამო. ლორდმა ალდინგტონმა
სასამართლოში იჩივლა ცილისწამების ფაქტზე.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის თავის ათგვერდიან განმარტებაში, საქმის


განმხილველმა მოსამართლემ ისაუბრა საკითხზე, უნდა დადგენილიყო თუ არა
მოცემულ საქმეზე დიფამაცია. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თავისი ვერდიქტით
დიფამაცია დაადასტურა და სტრასბურგის სასამართლოში განმცხადებელს მოსარჩელის
სასარგებლოდ 1.5 მილიონი ფუნტის გადახდა დააკისრა. უმაღლესმა სასამართლომ
გამოსცა აკრძალვა პამფლეტის ცილისმწამებლური განცხადებების განმეორებაზე.

სააპელაციო სამართალწარმოებისას, განმცხადებელმა სასამართლოს აცნობა,


რომ საქმის განმხილველი მოსამართლე მიკერძოებული იყო და ნაფიცი მსაჯულები
შეცდომაში შეიყვანა, რომ დაკისრებული თანხა არაგონივრულად დიდი იყო. ლორდმა
ალდინგტონმა დაიწყო მოლაპარაკება მილიონნახევრის ნაცვლად 300 000 ფუნტის
გადახდასთან დაკავშირებით, მაგრამ განმცხადებელმა უარი განაცხადა ამ თანხის
გადახდაზეც. მან იდავა ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოში მე-10
მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლების დარღვევაზე. განმცხადებლის პრეტენზია
უკავშირდებოდა მხოლოდ დაკისრებული თანხის ოდენობას.

სასამართლოს შეფასებით, ნაფიც მსაჯულთა მიერ დადგენილი ცილისწამება განსაკუთრებით


მძიმე ხასიათისა იყო. განმცხადებელი ვერაფრით წარმოიდგენდა წინასწარ, რომ მისი
ქმედებით გამოწვეული ზიანი მსგავსი სიდიდის თანხით შეფასდებოდა. იგი ემსახურებიდა
ლეგიტიმური მიზნის მიღწევას – სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.

38 ტოლსტოი-მილოსლავსკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Tolstoy Miloslavsky v. the United Kingdom),


განაცხადი no. 18139/91, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.
95
სასამართლო როგორც ამას განმცხადებელი მოითხოვდა, თავისი შეფასება მხოლოდ
ზიანის ანაზღაურების საკითხს დაუკავშირა – თუ როგორ იქნა თანხა განსაზღვრული
ნაფიცი მსაჯულების მიერ არსებული სასამართლო კონტროლის პირობებში და არ
იმსჯელა მსაჯულების მიერ ცილისწამების დადენის საკითხთან დაკავშირებით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ ფართო


მიხედულებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა სანქცია უნდა დაეკისროს პირს, რომლის
მიერ გავრცელებული ინფორმაციაც მე-10 მუხლის დაცვით არ სარგებლობს, ან მიიჩნევა,
რომ არ სარგებლობს.

მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ განმცხადებელმა უარი თქვა ლორდი ალდინგტონის


მიერ შეთავაზებული ნაკლები თანხის გადახდაზე, არ ამცირებს მოპასუხე სახელმწიფოს
პასუხიმგებლობას ევროპული კონვენციის მიხედვით.

განმცხადებლისთვის დაკისრებული თანხა სამჯერ აღემატებოდა მანამდე ინგლისში


ცილისწამებისთვის დაკისრებულ ზიანის ანაზღაურების ოდენობას. ამის შემდეგაც,
მოპასუხე სახელმწიფოში ცილისწამებისთვის მსგავსი ოდენობის თანხა არ ყოფილა
დაკისრებული. ევროპულ სასამართლოს უნდა განეხილა, ხომ არ იყო თავად თანხის
განსაზღვრის მექანიზმი არათანაბარზომიერი.

საქმის განხილვის დროისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ძალზე დიდი დისკრეცია


ჰქონდა აღნიშნულ სფეროში და სააპელაციო სასამართლოსაც არ შეეძლო მხოლოდ იმ
მოსაზრებით გაეუქმებინა იგი, რომ ვერდიქტი გადამეტებულ თანხას ითვალისწინებდა.
ევროპულმა სასამართლომ, თავის მხრივ, მიიჩნია, რომ არსებული სასამართლო
კონტროლი ვერ უზრუნველყოფდა არათანაბარზომიერად დიდი თანხის დაწესების
წინააღმდეგ სათანადო გარანტიებს და ადგილი ჰქონდა მე-10 მუხლის დარღვევას.

სასამართლომ განმეორებით აღნიშნა, რომ იგი არ განიხილავდა და, შესაბამისად, არც


ამტკიცებდა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტი ცილისწამების დადგენასთან
დაკავშირებით მე-10 მუხლის დარღვევას შეადგენდა.

ძეგლის აღმართვასთან დაკავშირებული სტატია შეფასდა ცილისწამებად 39

განმცხადებელი უნგრეთის მოქალაქეა, დაბადებული 1950 წელს და მცხოვრები ქ.


ბუდაპეშტში. ბ-ნი კარსაი ისტორიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორია.

2004 წელს უნგრულ საზოგადოებაში წარმოებდა დისკუსია, უნდა აღმართულიყო თუ არა


ქვეყანაში ძეგლი ყოფილი პრემიერ მინისტრის, პალ ტელეკის საპატივცემოდ, რომელიც
ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდა და ანტისემიტური კანონმდებლობის
მიღებაში მონაწილეობდა. განმცხადებელმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც გააკრიტიკა
მემარჯვენე პრესა, მათ შორის ერთ-ერთი ავტორი ბ.თ., რომელიც პოლიტიკოსის როლს
და მის ანტისემიტურ განცხადებებს ხოტბას ასხამდა.

39 კარსაი უნგრეთის წინააღმდეგ (Karsai v. Hungary), განაცხადი no. 5380/07, ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.
96
ბ.თ.-მ განმცხადებლის წინააღმდეგ სამოქალაქო სამართალწარმოება დაიწყო,
ამტკიცებდა რა, რომ კარსაიმ მისი რეპუტაცია შელახა. კერძოდ, ბ.თ.-ის მტკიცებით, სტატიის
ერთი ნაწყვეტი, სადაც „ებრაელების გამათრახებაზე“ ეწერა, მის შესახებ შეიძლებოდა
ყოფილიყო. საოლქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, დაადგინა რა, რომ
ნაწყვეტი მოსარჩელეს კი არა, ზოგადად მემარჯვენე მედიას შეეხებოდა.

ბ.თ.-მ გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომ ინსტანციაში, რის შედეგადაც,


გადაწყვეტილება გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს მიერ. განმცხადებელმა ვერ შეძლო
დაემტკიცებინა, რომ სტატიის ნაწყვეტი არ შეეხებოდა ბ.თ.-ს. სააპელაციო სასამართლოს
გადაწყვეტილების ძალით, განმცხადებელს უნდა გამოექვეყნებინა უარყოფა საკუთარი
ხარჯებით და სამართალწარმოების ხარჯებიც დაეკისრა. სააპელაციო სასამართლოს
გადაწყვეტილება ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომ 2006 წლის ივნისში.

განმცხადებელი დავობს სტრასბურგის სასამართლოში, რომ უნგრეთის სასამართლო


გადაწყვეტილებებით ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცული მისი გამოხატვის
თავისუფლება დაირღვა. კერძოდ, კარსაის მტკიცებით, საჯაროდ ინფორმაციის
უარყოფის ვალდებულება არათანაბარზომიერად მკაცრი სანქცია იყო და მისი, როგორც
ისტორიკოსის, ავტორიტეტი დააყენა ეჭვქვეშ.

ევროპული სასამართლო დაეთანხმა შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს, რომ


განმცხადებლის სტატია, რომელიც ზოგადად მემარჯვენე მედიას შეეხებოდა, ასევე
არაპირდაპირ შეიძლება შეხებოდა მოსარჩელე ბ.თ.-საც და, შესაბამისად, შეელახა მისი
რეპუტაცია.

თუმცა, ეროვნული სასამართლოებისგან განსხვავებით, ევროპული სასამართლო


ვერ დარწმუნდა იმაში, რომ დავა ფაქტს შეეხებოდა, რა შემთხვევაშიც მე-10 მუხლით
გარანტირებული დაცვა შეიზღუდებოდა. თავის სტატიაში განმცხადებელი ამტკიცებდა,
რომ ანტისემიტური შეხედულებების მქონე პოლიტიკოსისთვის ხოტბის შესხმა მისი
რასისტული პოლიტიკის მიჩქმალვის ტოლფასი იყო, რასაც აკეთებდა კიდევაც იმ ხანებში
მემარჯვენე პრესა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელმა სტატია დაწერა საზოგადოებისთვის


უმნიშვნელოვანეს საკითხზე არსებული დისკუსიის კონტექსტში იმ პერიოდში, როცა
უნგრეთი აღიარებდა და აფასებდა თავის ტოტალიტარულ წარსულს. შესაბამისად,
სტატია პრესისთვის მინიჭებული დაცვის უმაღლესი ხარისხით სარგებლობდა.

სასამართლომ აგრეთვე შენიშნა, რომ მოსარჩელემ, რომელიც დებატების კონტექსტში


მრავალ სტატიას აქვეყნებდა ყოველდღიურ პრესაში, ნებაყოფლობით უქვემდებარებდა
საკუთარ თავს კრიტიკას. ამ შემთხვევაში, ნაკლებად კორექტულად დაწერილი სტატიაც
კონვენციის მე-10 მუხლის დაცვით ისარგებლებდა, მაშინ, როცა განმცხადებლის მიერ
მოსარჩელის შეხედულებების არგაზიარება მხოლოდ არაპირდაპირ იყო ნაგულისხმები.

სასამართლომ სანქციის სიმკაცრესთან დაკავშირებით აღნიშნა, მიუხედავად


იმისა, რომ განმცხადებელს სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრა და არა
სისხლისსამართლებრივი, ინფორმაციის უარყოფის ვალდებულებამ მისი, როგორც
ისტორიკოსის ავტორიტეტი შელახა და ამიტომ სანქციას დამთრგუნველი გავლენა
შეიძლებოდა ჰქონოდა.
97
სასამართლომ მიიჩნია, რომ შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს არ ჰქონდათ
დამაჯერებლად შესწავლილი და გადაწყვეტილი, რომ საჯარო დებატების ერთი
მონაწილის რეპუტაცია უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მეორის გამოხატვის
თავისუფლება. შესაბამისად, დადგინდა მე-10 მუხლის დარღვევა.

ქრისტიანული საზოგადოების დიფამაციისთვის ისტორიკოსის მსჯავრდება 40

განმცხადებელი, პოლ გინივსკი, ავსტრიის 79 წლის მოქალაქეა, მცხოვრები პარიზში.


იგი პროფესიით ისტორიკოსია და სოციოლოგია აცხადებს, რომ თავისი ნაშრომებით
ებრაელებსა და ქრისტიანებს შორის უკეთესი ურთიერთობების დამყარებას ემსახურება.

1994 წლის 4 იანვარს ერთ-ერთმა პარიზულმა გაზეთმა დაბეჭდა განმცხადებლის


სტატია, სათაურით „შეცდომის ბუნდოვანება“, სადაც რომის პაპის, პოლ II-ის მიერ
ეპისკოპოსებისადმი გაგზავნილ წერილს - „ჭეშმარიტების სიდიადე“ ეხმიანებოდა. სტატიაში
გაკრიტიკებული იყო პაპის პოზიცია და მიზნად ისახავდა, ჩამოეყალიბებინა არგუმენტი
გარკვეული დოქტრინის მოქმედების ფარგლებისა და ჰოლოკასტის ფუძეებთან მისი
კავშირის შესახებ. ასოციაციამ, სახელად „რასიზმისა და ფრანგული და ქრისტიანული
თვითმყოფადობის პატივისაცემი საერთო ალიანსი“ სასამართლოს სისხლის სამართლის
საჩივრით მიმართა განმცხადებლის, გაზეთისა და მისი გამომცემელი რედაქტორის,
ფილიპე ტესსონის წინააღმდეგ და ბრალი დასდო ქრისტიანული საზოგადოების
რასისტულად დიფამაციური განცხადებების გავრცელებაში.

ზემოაღნიშნული პირები პირველი ინსტანციით ცნობილნი იქნენ ბრალეულად დიფამაციის


დანაშაულში, მაგრამ გამართლდნენ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებელს ასოციაციისთვის უნდა
აენაზღაურებინა ნომინალური ზიანი ერთი ფრანკის ოდენობით და საკუთარი ხარჯით
დაებეჭდა სასამართლოს გადაწყვეტილება გაზეთში. განმცხადებელმა გაასაჩივრა
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლოში, მაგრამ
წარუმატებლად.

განმცხადებელი ამტკიცებდა სტრასბურგის სასამართლოში, რომ სააპელაციო


სასამართლოს გადაწყვეტილება ლახავდა მის გამოხატვის თავისუფლებას,
უზრუნველყოფილს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა, იყო თუ არა ჩარევა


„აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.

სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, განმცხადებლის სტატია პაპის პოზიციას


აკრიტიკებდა, მისი ანალიტიკური შეხედულებები არ შეიძლებოდა გავრცლებულიყო
მთლიანად ქრისტიანობის, როგორც ასეთის, წინააღმდეგ. ქრისტიანობის დოქტრინა
შედგება რამდენიმე მიმართულებისგან და ზოგი მათგანი პაპის ხელისუფლების მიერ
უარყოფილია.

40 გინიევსკი საფრანგეთის წინააღმდეგ (Giniewski v. France), განაცხადი no. 64016/00, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 2006 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება
98
თავის სტატიაში განმცხადებელი ავითარებს გარკვეულ არგუმენტს, რომელსაც თავისი
წვლილი შეაქვს არსებულ ფართოდმომცველ და იდეოლოგიურ დავაში ისე, რომ არ
აღვივებს რაიმე წინააღმდეგობას და არ არის მოწყვეტილი თანამედროვე ფილოსოფიის
სინამდვილეს.

სტატიით ავტორმა ხელი შეუწყო იმ სხვადასხვა მიზეზების განხილვას, რაც საფუძვლად


ედო ევროპაში ებრაელთა ლიკვიდაციას, რაც უდავოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში
საჯარო ინტერესის საგანს შეადგენს. ასეთ საკითხებზე გამოხატვის თავისუფლებაზე
დაწესებული შეზღუდვები ვიწროდ უნდა განიმარტოს.

მართალია, მოცემულ საქმეზე დაყენებული საკითხი კათოლიკური ეკლესიის მიერ


მხარდაჭერილ დოქტრინას შეეხებოდა და, შესაბამისად, რელიგიური ხასიათისა იყო,
სტატიის ანალიზი აჩვენებს, რომ იგი თავს არ ესხმის რელიგიურ შეხედულებებს, როგორც
ასეთს. იგი ითვალისწინებს შეხედულებას, რომელსაც ავტორი გადმოსცემს, როგორც
ჟურნალისტი და ისტორიკოსი.

სტატია, როგორც თავად განმცხადებელი აღიარებს, შეიცავდა ისეთ დასკვნებსა და


ფრაზებს, რომლებსაც შეიძლება შეურაცხყოფა მიეყენებინა და დაეზაფრა გარკვეულ
პირთა ჯგუფი, სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ასეთი სახის შეხედულებები
სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლების დაცვით. მით უმეტეს, სტატიას არ ჰქონია
თვითმიზნად, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა ან სიძულვილი გაეღვივებინა. იგი არც
ისტორიულ ფაქტებს აყენებდა ეჭვქვეშ.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია,


რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მითითებული მიზეზები არ იყო საკმარისი
განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებაში ჩასარევად. შესაბამისად დადგინდა, რომ
ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.

ხელისუფლების უარი მკლევარს, ჰქონოდა წვდომა ყოფილი სახელმწიფო


უშიშროების სამსახურის დოკუმენტაციაზე 41

განმცხადებელი უნგრეთის მოქალაქეა, დაბადებული 1947 წელს და მცხოვრები


ბუდაპეშტში. იგი არის ისტორიკოსი და შეისწავლის დიქტატორულ რეჟიმებს და მათ
საიდუმლო სამსახურებს. 1998 წლის სექტემბერში უნგრეთის სახელმწიფო საიდუმლო
სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესახებ ნაშრომის გამოსაქვეყნებლად,
ბ-ნმა კენედიმ მოითხოვა სამინისტროს ხელთ არსებული ზოგი დოკუმენტის
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაზეც მას იმავე წლის ნოემბერში უარი ეთქვა.
განმცხადებელმა უარი სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ საქმე ისტორიკოსის
სასარგებლოდ გადაწყვიტა და კვლევითი მიზნებისთვის ყველა მოთხოვნილ
დოკუმენტზე ხელმისაწვდომობა მიანიჭა. სამინისტრომ განმცხადებელს შესთავაზა
ხელმისაწვდომობა, თუ იგი ხელს მოაწერდა კონფიდენციალობის დაცვის შესახებ

41 კენედი უნგრეთის წინააღმდეგ (Kenedi v. Hungary), განაცხადი no. 31475/05, ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს 2009 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება.
99
დოკუმენტს. განმცხადებელმა აღნიშნული მიუღებლად მიიჩნია და სასამართლოს
აღსრულება მოითხოვა. გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო 2000 წელს. სამინისტრო
კიდევ ეცადა, რომ განმცხადებელს მიღებული ინფორმაცია არ გამოექვეყნებინა, რის
გამოც ორი ჯარიმის გადახდა მოუწია. 2003 წელს მთელი დოკუმენტაცია, ერთის გარდა,
ეროვნულ არქივებს გადაეცა და ამდენად საჯარო გახდა. ბ-ნ კენედის ამ დოკუმენტზე
ხელი მაინც ვერ მიუწვდებოდა.

განმცხადებელმა იდავა სტრასბურგის სასამართლოში, რომ მიუხედავად სასამართლოს


გადაწყვეტილებისა, მას დოკუმენტებზე მაინც ვერ მიუწვდებოდა ხელი, რითაც ირღვეოდა
მისი მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება.

სასამართლომ შენიშნა, რომ ბ-ნმა კენედიმ მოიპოვა სასამართლო გადაწყვეტილებით


დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უფლება. ხელისუფლება გამუდმებით ხელს უშლიდა
განმცხადებელს და სასამართლოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებას არ ასრულებდა.
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლება მოქმედებდა თვითნებურად და
შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მოთხოვნების დარღვევით.

შესაბამისად დარღვეული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10


მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება.

პროტესტის ნიშნად რექტორის კაბინეტში უკანონოდ შეჭრილი უნივერსიტეტის


პროფესორების პოლიციის მიერ გამოყვანა და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში
მიცემა42

განმცხადებლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხრა პროფესორია,


რომლებმაც გააპროტესტეს უნივერსიტეტის რეფორმები. 2006 წლის ივლისში, ისინი
კანონიერი ნებართვის ფარგლებში შეიკრიბნენ უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის დიდ
დარბაზში. შეკრების დროს ერთ-ერთი განმცხადებელი „არჩეული“ იქნა უნივერსიტეტის
რექტორად. ამის შემდეგ, დაახლოებით ოცი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, მათ
შორის, განმცხადებლები შეიჭრნენ მოქმედი რექტორის კაბინეტში და მოითხოვეს მისი
გადადგომა. ამის შემდეგ, პოლიციამ ისინი გააძევა რექტორის კაბინეტიდან და
ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად.

ა) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა განმცხადებლების


შეკრების თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების ჭრილში. პირველ რიგში, ევროპულმა
სასამართლომ განიხილა იყო თუ არა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების
განხორციელებაში ჩარევა. ის მოვლენები, რომლებიც მოჰყვა განმცხადებელთა მიერ
უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში უკანონო შეჭრას, არ შეადგენს „მშვიდობიანი
შეკრების“ სტანდარტულ სიტუაციას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოხდა დაძაბული
ვითარების დროს, ეროვნული სამართალწარმოების ფარგლებში განმცხადებელთა
ქმედება არ შეფასებულა, როგორც ძალადობრივი ხასიათის ქმედება. საბოლოოდ,
განმცხადებელთა პროტესტი არ იყო ისეთი ხასიათის და ხარისხის, რომელიც
გამორიცხავდა კონვენციის მე-11 მუხლით გარანტირებულ დაცვას მე-10 მუხლთან
მიმართებით. განმცხადებელთა გაძევება და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
შეფასდა შეკრების თავისუფლებაში ჩარევად.

42 ტუსკია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (Tuskia and Others v. Georgia), განაცხადი no. 14237/07,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
100
ბ) იყო თუ არა ჩარევა კანონით გათვალისწინებული, ისახავდა თუ არა იგი
ლეგიტიმურ მიზანს და იყო თუ არა იგი აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში

i) კაბინეტიდან გაძევება სადავო ჩარევას ჰქონდა საფუძვლები ეროვნული


კანონმდებლობის ფარგლებში, ასევე ატარებდა ლეგიტიმურ მიზანს, რათა თავიდან
აეცილებინა საჯარო არეულობა და იცავდა სხვათა უფლებებს. განმცხადებელთა
ქმედებებმა შეაშინა სხვა თანამშრომლები და სტუდენტები, რამაც ხელი შეუშალა
საგანმანათლებლო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. განმცხადებელთა
პროტესტმა სულ ცოტა, ორი საათით დააბრკოლა რექტორის და კოლეგების მიერ
საკუთარი მოვალეობის შესრულება. განმცხადებლებს შესაძლებლობა მიეცათ,
წინასწარ მინიჭებული უფლების ფარგლებში, რამდენიმე საათის განმავლობაში
შეკრებილიყვნენ უნივერსიტეტის მთავარ შენობაში. რის შედეგადაც, ისინი ორი საათის
განმავლობაში პროტესტს გამოხატავდენ მოქმედი რექტორის სამუშაო კაბინეტში.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ (მათ შორის, მოქმედმა რექტორმა) და შემდგომში,
პოლიციამ გამოიჩინა მოთმინება. პოლიციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია
ფიზიკური ძალის გამოყენებას. ამის ნაცვლად, როგორც დადგენილია ეროვნული
სამართალწარმოების ფარგლებში, პოლიციის თანამშრომლები აწარმოებდნენ
მოლაპარაკებებს განმცხადებლებთან მათი მშვიდობიანი დაშლის მიზნით. უფრო
მეტიც, განმცხადებლებს რექოტრის კაბინეტიდან გაძევების შემდეგ, უფლება მიეცათ,
დარჩენილიყვნენ უნივერსიტეტის შენობასთან და გაეგრძელებინათ თავიანთი
საპროტესტო აქცია. განმცხადებელთა გაძევება არ ყოფილა არაპროპორციული.

ii) განმცხადებელთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა – განმცხადებლებს


დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საჯარო წესრიგის დარღვევის და
პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. მათი ქცევით დაირღვა საჯარო
წესრიგი უნივერსიტეტის შენობაში. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას არ გამოუყენებია
არავითარი ფიზიკური ძალა, განმცხადებელთა უარი (დაახლოებით, ერთი საათის
განმავლობაში) დამორჩილებოდნენ პოლიციის თანამშრომელთა განმეორებით
მოთხოვნებს, ეროვნული სასამართლოების მიერ შეფასდა, როგორც პოლიციის
კანონიერი ბრძანების მიმართ დაუმორჩილებლობა, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ
მოლაპარაკების ბოლოს, განმცხადებლებმა ნებაყოფლობით დატოვეს რექტორის
კაბინეტი. ადმინისტრაციული სამართალწარმოების შედეგად განმცხადებლებს
დაეკისრათ ჯარიმა დაახლოებით 45 ევროს ოდენობით. არცერთი განმცხადებელი არ
ყოფილა დაკავებული ან დაპატიმრებული. ის ფაქტი, რომ განმცხადებლებს უფლება
მისცეს პროტესტი გამოეთქვათ თვეების განმავლობაში უნივერსიტეტში მიმდინარე
რეფორმების წინააღმდეგ და შეკრებილიყვნენ უნივერსიტეტის შენობაში, აგრეთვე
2006 წლის საპროტესტო აქციის ბუნების გათვალისწინებით, რაც დასრულდა
განმცხადებელთა ძალადობრივი შეჭრით რექტორის ოფისში, უნივერსიტეტის სამუშაო
პროცესის შეფერხებითა და რექტორის კაბინეტის დატოვების თაობაზე პოლიციის
ბრძანებების უარყოფით, საკმარისი იყო ევროპული სასამართლოსთვის იმ დასკვნის
გასაკეთებლად, რომ განმცხადებელთა უფლებაში ჩარევა იყო ლეგიტიმური მიზნის
პროპორციული და აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. უფლების დარღვევა
არ დადგინდა.
101

»
102
1999 წლის 16 ნოემბერს ჟიულის გამომცემლობამ გამოაქვეყნა თხოვნა, რომელსაც ხელს
აწერდა 97 თანამედროვე მწერალი. მწერლები პროტესტს გამოთქვამდნენ ლინდონისა
და ოჩაკოვსკი-ლორანის მსჯავრდებასთან დაკავშირებით. თხოვნა კითხვის ქვეშ აყენებდა
ზემოაღნიშნული აბზაცების დიფამაციურ ხასიათს და სიტყვა-სიტყვით გადმოცემდა მათ.

ამის შემდეგ ჟიულის ეროვნულმა ფრონტმა და ლე პენმა სასამართლოში უჩივლეს.


იგი დიფამაციისთვის იქნა პასუხისგებაში მიცემული და 2000 წლის 7 სექტემბრის
განაჩენით დაეკისრა ჯარიმისა და ზარალის ანაზღაურების გადახდა რომანის აბზაცების
რეპროდუქციისთვის.

სტრასბურგის სასამართლოში სამივე განმცხადებელი ჩიოდა, რომ მსჯავრდების შედეგად


დაერღვათ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის
თავისუფლება.

სასამართლომ შენიშნა, რომ მსჯავრდებას ჰქონდა აშკარა იურიდიული საფუძველი


(კანონის შესაბამისი მუხლები). საფრანგეთის სასამართლო პრაქტიკა მიუთითებდა იმაზე,
რომ შესატყვისი მუხლები მოიცავდა აგრეთვე მხატვრულ ლიტერატურას, რომლითაც
ცხადად იდენტიფიცირებული პირის პატივი ან ღირსება ილახებოდა. სასამართლომ
დაადგინა, რომ მსჯავრდება მიზნად ისახავდა სხვათა რეპუტაციისა და სხვა უფლებების
დაცვის ლეგიტიმურ მიზანს.

მწერალთან და გამომცემლობასთან დაკავშირებით:

სასამართლომ კვლავაც გაიმეორა, რომ ისინი, ვინც ქმნიან ან ავრცელებენ ნაშრომს,


მაგალითად, ლიტერატურულ ნაწარმოებს, ხელს უწყობენ იდეებისა და შეხედულებების
გავრცელებას, რაც უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. აქედან
გამომდინარე, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, უმიზეზოდ არ შეზღუდოს
გამოხატვის თავისუფლება. ლინდონსა და ოჩაკოვსკი-ლორანზე დაკისრებული სასჯელი,
როგორც ჩანდა, ეხებოდა არა წიგნში გადმოცემულ არგუმენტებს, არამედ ზოგიერთი
აბზაცის შინაარსს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ნოველისტებს ისევე, როგორც სხვა ლიტერატორებს,


რომლებიც გამოხატვის თავისუფლებას ახორციელებენ, ვალდებულებებიც აკისრიათ.

ეროვნული სასამართლოების შეხედულება, რომ ზოგიერთი აბზაცი დიფამაციური იყო,


მისაღებია, გამომდინარე მათი შხამიანი პათოსიდან და იმ ფაქტიდან, რომ ეროვნული
ფრონტი და მისი თავმჯდომარე პირდაპირ იყო დასახელებული.

სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლომ გამიჯნა


ის შენიშვნები, რომლებშიც ავტორი გაემიჯნა თავის შეხედულებებს და შედეგად ერთი
აბზაცი არადიფამაციურად გამოაცხადა.

აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სამი აბზაცი არ ექვემდებარებოდა


გადამოწმებას, ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს შეესაბამება.
სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ვარაუდებსა და ფაქტებზე და განასხვავა ისინი.
გასათვალისწინებელი იყო ის ფაქტიც, რომ რომანი მთლიანად ფიქცია არ იყო
და რეალურ პირებს შეეხებოდა. ამიტომ რომანში უნდა ყოფილიყო ფაქტობრივი
მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა ავტორის ბრალდებებს. ბრალდებები კი არა
მხოლოდ შეხედულებების, არამედ ფაქტების სახით იყო წარმოდგენილი.
103
რაც შეეხება ბ-ნ ჟიულის, სასამართლომ მხედველობაში მიიღო განმცხადებელზე
დაკისრებული სასჯელის მოზომილი ხასიათი, მის მიერ გადაბეჭდილი აბზაცების
ხასიათი და დიდი ტირაჟის მქონე გამოცემის მიერ საზოგადოებაზე მოხდენილი
გავლენა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ გამოხატვის თავისუფლების
განხორციელებაში ჩარევა თანაბარზომიერი იყო.

შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია განმცხადებლების მიმართ ევროპული კონვენციის მე-


10 მუხლის დარღვევას.

პატიმრის გამოხატვის თავისუფლება

ციხეში დისციპლინის დაცვის კონტექსტში, გათვალისწინებული უნდა იქნეს


თავისუფლებააღკვეთილი პირების განსაკუთრებული მოწყვლადობა და ამიტომ,
ხელისუფლებამ განსაკუთრებით საფუძვლიანი დასაბუთება უნდა მოუძებნოს პატიმრების
დასჯას გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის. ამ დროს ევროპული სასამართლო
პატიმრის გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევას აფასებს მთლიანად საქმის
ფაქტობრივი გარემოებების ჭრილში, მათ შორის ყურადღებას აქცევს პატიმრის
რემარკების შინაარსს და მათ კონტექსტს და შესაბამისად, არსებობდა ჩარევის „მწვავე
საზოგადოებრივი საჭიროება“ თუ არა; სასამართლო ამოწმებს, იყო თუ არა ჩარევა
„დასახული ლეგიტიმური მიზნების თანაბარზომიერი“ და ეროვნული ხელისუფლების
მიერ ჩარევის საფუძვლად მითითებული არგუმენტები „რელევანტური და საკმარისი“.44

სახელმწიფო უწყებები არ სარგებლობენ კრიტიკისგან იმუნიტეტით. დემოკრატიულ


საზოგადოებაში, ინდივიდებს უფლება აქვთ, გააკრიტიკონ სახელმწიფო უწყებები და იქ
დასაქმებული ადამიანები და პატიმრებს ამ სფეროში იგივე უფლებები აქვთ, როგორც
საზოგადოების ყველა სხვა წევრს.45

დისციპლინური სახდელის დაკისრება სასჯელაღსრულების დაწესებულების


პერსონალის წინააღმდეგ საჩივრების შეტანისთვის: დარღვევა46

პატიმარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იდავა პროკურორისთვის


გაგზავნილი საჩივრის გამო დაკისრებული დისციპლინურ სახდელზე.

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა პატიმრის გამოხატვის


თავისუფლებაში ჩარევას. ასეთი ჩარევა უთანაბრდება კონვენციის მე-10 მუხლის
დარღვევას თუ არ არის კანონით დადგენილი, არ ისახავს ლეგიტიმურ მიზანს და არ არის
აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ევროპული სასამართლო დაეთანხმა,
რომ დისციპლინური სახდელის დაკისრებას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი და
მიზნად ისახავდა ლეგიტიმურ მიზანს. ამის შემდეგ ევროპულმა სასამართლომ შეაფასა
ჩარევის აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში.

44 მარინ კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Marin Kostov v. Bulgaria), განაცხადი no. 13801/07, ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების პუნქტი 44.
45 იანკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Yankov v. Bulgaria), განაცხადი no. 39084/97, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 2003 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 129; სკალკა პოლონეთის წინააღმდეგ
(Skalka v. Poland), განაცხადი no. 43425/98, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 27 მაისის
გადაწყვეტილების პუნქტი 34.
46 მარინ კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Marin Kostov v. Bulgaria), განაცხადი no. 13801/07, ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება.
104
სასამართლომ აღნიშნა, რომ პატიმარმა განცხადებები გააკეთა მასა და ციხის
ადმინისტრაციას შორის არსებული დავის კონტექსტში, რომელიც უკავშირდებოდა
მისი პირადი უფლების შეზღუდვას. კერძოდ, ადმინისტრაციამ მას შეუზღუდა
ოჯახისგან ამანათების მიღების უფლება. პატიმარმა თავისი პრეტენზიები გამოთქვა
პროკურორისადმი გაგზავნილ წერილში, რომლის ფუნქციაც იყო პენიტენციური
დაწესებულებების ზედამხედველობა და მსგავსი სადავო საკითხების განხილვა.
პატიმარმა ჯერ მოიკითხა დაწესებულების ადმინისტრაცია ამანათის შესახებ და როცა
პასუხად მიიღო, რომ ამანათი დაწესებულებაში არ მისულა, მისწერა პროკურორს და
საკითხის გამოძიება სთხოვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პატიმარი მიიჩნევდა, რომ
წერილში მითითებული ინფორმაცია ნამდვილი იყო. არაფერი მიუთითებდა იმაზე,
რომ ის გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს, რომელიც ასეთი საჩივრების შეტანის
უფლებას იძლეოდა ან რომ მას ამოძრავებდა რაიმე სხვა განზრახვა, გარდა იმისა,
რომ ციხის ადმინისტრაციის სავარაუდოდ უკანონო ქმედება გამოძიებულიყო. ის ფაქტი,
რომ მან წერილი პერსონალის თანამშრომლებს აჩვენა, ასევე ამყარებდა დასკვნას,
რომ ის კეთილსინდისიერად მოქმედებდა. შესაბამისად, სასამართლო ვერ დარწმუნდა,
რომ მოცემულ შემთხვევაში, პატიმრის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „მწვავე
საზოგადოებრივი საჭიროება“ არსებობდა.

ამასთან, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საჩივარი არ იყო დაწერილი


შეურაცხმყოფელი ენით (თუმცა შეიცავდა რამდენიმე გაზვიადებულ გამონათქვამს,
მაგალითად, პატიმარმა დაწერა, რომ სადავო ინციდენტი სისხლის სამართლის დანაშაული
იყო). ამასთან, წერილი არ ემუქრებოდა ციხის თანამშრომლების ავტორიტეტსა და
საზოგადოებაში მათ რეპუტაციას, რადგანაც მისი შინაარსი არ გასაჯაროებულა და არც
სხვა პატიმრებისთვის გამხდარა ცნობილი.

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული კანონმდებლობით, პროკურორთან


საჩივრის შეტანა პატიმრის უფლებათა შეზღუდვის გასაჩივრების სათანადო საშუალება
იყო და პატიმარი სასამართლოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვერ იჩივლებდა.
ევროპულმა სასამართლომ ამ საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა
ჩარევის თანაბარზომიერების შეფასების თვალსაზრისით. სასამართლომ მიიჩნია, რომ
არაშეურაცხმყოფელი საჩივრების შეტანისთვის პატიმრების დასჯას შეიძლება სერიოზული
მსუსხავი ეფექტი მოყოლოდა, რის შედეგადაც პატიმრები აღარ იჩივლებდნენ ციხეში
დარღვევების შესახებ.

ამასთან, პატიმარს შეეფარდა კანონით ნებადართული იზოლაციის მაქსიმალური


პერიოდი და ამას თან მოყვა პაემანზე, მიმოწერაზე და ადამიანებთან კონტაქტზე
უფლებების შეზღუდვაც, რამაც უარყოფითად იმოქმედა მის პირად ცხოვრებაზე.
სასჯელის სიმკაცრე, სასამართლოს აზრით, განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო და
აშკარად არათანაბარზომიერი იმ ფაქტების მხედველობაში მიღებით, რასაც სასჯელი
ეფუძნებოდა - პატიმარმა დაკარგულ ამანათზე სესაბამის უწყებასთან გააგზავნა საჩივარი
და სავარაუდოდ წარსულში გაგზავნილი ჰქონდა მრავალი სხვა საჩივარი. შესაბამისად,
სასამართლომ დაასკვნა, რომ პატიმრის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა
დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი არ იყო და დაირღვა კონვენციის მე-10
მუხლი.
105
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფოს დაევალა
განმცხადებლებისთვის მიყენებული მორალური ზიანისთვის კომპენსაციის გადახდა
4 500 ევროს ოდენობით.

დისციპლინური სახდელის დაკისრება სასჯელაღსრულების დაწესებულების


პერსონალის წინააღმდეგ საჩივრების შეტანისთვის: დარღვევა 47

პირველმა მსჯავრდებულმა ორი საჩივრით მიმართა იუსიტიციის მინისტრს იმის თაობაზე,


რომ ა) ერთ-ერთი პატიმრის თქმით, ის სასჯელაღსრულების დაწესებულების ორი
თანამშრომლის ნათესავი იყო, რის გამოც ემუქრებოდა სხვა პატიმრებს და ითხოვდა
სპეციალურ პრივილეგიებს და 2) დაწესებულების ადმინისტრაცია რუტინულად ხსნიდა
და კითხულობდა მის პირად კორესპონდენციას.

მსჯავრდებულის მიერ გამოთქმულ საჩივრებთან დაკავშირებით დაიწყო მოკვლევა და


შესატყვისმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ არ არსებობდა ნათესაური კავშირი მითითებულ
პატიმარსა და პერსონალს შორის. ცრუ დასმენისა და ცილისმწამებლური ინფორმაციის
გავრცელების გამო, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, მსჯავრდებული ათი დღის
ვადით მოათავსეს სამარტოო საკანში.

მერე მსჯავრდებულმა დაწესებულების დირექტორს წერილობითი საჩივრით მიმართა


იმის თაობაზე, რომ პერსონალი უხეშად მოექცა მასთან მისულ ორ ჟურნალისტს და რომ
სხვა პატიმრის მნახველს შემნახველი სეიფიდან პირადი ნივთები მოპარეს. ჩატარებულმა
მოკვლევამ მსჯავრდებულის საჩივარში აღნიშნული ფაქტები არ დაადასტურა. საჩივრის
პასუხად, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, მსჯავრდებულს აეკრძალა საკვები
ამანათების მიღება სამი თვის განმავლობაში.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას მსჯავრდებულთა


გამოხატვის თავისუფლებაში. შესაბამისად, ჩარევა კონვენციასთან შესაბამისობაში
იქნებოდა, თუ ჩაითვლებოდა, რომ მას საფუძველი ჰქონდა ეროვნულ კანონმდებლობაში
და იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში მე-10.2 მუხლში ჩამოთვლილი
ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

სასამართლო დაეთანხმა, რომ დისციპლინური სახდელები კანონის შესაბამისად იყო


დაკისრებული და აგრეთვე დარწმუნდა, რომ ჩარევა ლეგიტიმურ მიზნად ისახავდა
დაწესებულების თანამშრომლების უფლებებისა და რეპუტაციის დაცვას. მთავარი
გადასაწყვეტი საკითხი იყო ჩარევების თანაბარზომიერების საკითხი. სასამართლომ,
ამ კონტექსტში, შემდეგი საკითხები განიხილა: საჩივრების კომუნიკაციის ხასიათი და
გზა; საჩივრების საერთო კონტექსტი; თუ რა შედეგი იქონია საჩივრებმა შესატყვის
თანამშრომლებზე და დისციპლინური სახდელების სიმკაცრე.

ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულების მიერ გამოთქმული


ბრალდებები, მართალია, მძიმე იყო, საჩივრების ენა არ ყოფილა გამაღიზიანებელი თუ
მოუზომელი.

47 შანანოვი და პალფრიმანი ბულგარეთის წინააღმდეგ (Shahanov and Palfreeman v. Bulgaria), განაცხადები nos.
35365/12 და 69125/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება.
106
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ერთის მხრივ, ციხის ადმინისტრაცია უნდა
ისწრაფვოდეს, რათა პატიმრები წინასწარი შეცნობით თუ დაუდევრად პერსონალის
წინააღმდეგ ცრუ ჩვენებებს არ უნდა იძლეოდნენ და პერსონალის ავტორიტეტის და
საზოგადოების მათ მიმართ ნდობის ძირგამოთხრაზე გათვლილ ცილისმწამებლურ
განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ; მეორეს მხრივ, პატიმრები განსაკუთრებულად
მოწყვლად მდგომარეობაში არიან, როდესაც ისინი უჩივიან მათ დაცვასა და წესრიგის
შენარჩუნებაზე პასუხისმგებელ პერსონალს.

ის ფაქტი, რომ პრეტენზიები საჯაროდ არ იქნა გამოთქმული, მნიშვნელოვანი იყო


თანაბარზომიერების შეფასებისთვის. პერსონალის რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანი
მოცემულ შემთხვევაში მინიმალური იქნებოდა.

სასამართლოს შეფასებით, ის მძიმე დისციპლინური სახდელები, რომლებიც


მსჯავრდებულებს დაეკისრათ აუცილებლად ჩაითვლებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ სახეზე იქნებოდა საგამონაკლისო გარემოებები. მაგალითად, თუ მსჯავრდებულებმა
წინასწარი შეცნობით არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს. ამას არც ერთი მსჯავრდებულის
შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულების
გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა არათანაბარზომიერი იყო. შედეგად, დადგინდა
კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფოს დაევალა


განმცხადებლებისთვის მიყენებული მორალური ზიანისთვის კომპენსაციის გადახდა
5 500 და 3 500 ევროს ოდენობით.

პატიმრის დასჯა მოსამართლეებისთვის გაგზავნილი შეურაცხმყოფელი


წერილისთვის: დარღვევა 48

მსჯავრდებული სასჯელს იხდის ქურდობისთვის. მან საოლქო სასამართლოს


თავმჯდომარეს ციხიდან გაუგზავნა წერილი, რომელშიც სისხლის სამართლის პალატის
მოსამართლეები მოიხსენია, როგორც “უპასუხისმგებლო ჯამბაზები” და ერთ-ერთი
მოსამართლე, როგორც “სულელი”, “უწიგნური” და “გამორჩეული კრეტინი”. შედეგად,
მისი თავისუფლების აღკვეთის ვადა 8 თვით გაიზარდა. მსჯავრდებულმა ევროპულ
სასამართლოში იჩივლა, რომ აღნიშნულის შედეგად მისი გამოხატვის თავისუფლება
დაირღვა.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის წერილისთვის დასჯა მის


გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას წარმოადგენდა და რომ ჩარევა ლეგიტიმურ
მიზნად ისახავდა სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის შენარჩუნებას. ევრპულმა
სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული საზოგადოებრივი ინტერესი საკმარისად
მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ გაემართლებინა გამოხატვის თავისუფლების
შეზღუდვა. ანუ ჩარევის მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება არსებობდა. თუმცა ევროპული
სასამართლოს ამოცანა იყო იმის შემოწმება, სასჯელი იყო თუ არა

48 სკალკა პოლონეთის წინააღმდეგ (Skalka v. Poland), განაცხადი no. 43425/98, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 2003 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.
107
შესატყვისი და აუცილებელი მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მნიშვნელობით. სასამართლომ
მიიჩნია, რომ 8 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთვა არათანაბარზომიერად მკაცრი
იყო: მართლმსაჯულებაზე თავდასხმას ადგილი ჰქონდა შიდა მიმოწერის კონტექსტში,
რომლის შესახებაც საზოგადოებამ არაფერი იცოდა და თანაც, ეს პირველი შემთხვევა
იყო, როცა ბ-ნი სკალკა ნებადართული კრიტიკის ფარგლებს გადასცდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას


და დარღვევის დადგენამ თავისთავად შეადგინა სამართლიანი დაკმაყოფილება
მსჯავრდებულისთვის მიყენებული მორალური ზიანისთვის. მას განესაზღვრა 32 ევრო
სამართალწარმოების ხარჯების ასანაზღაურებლად.

პატიმრის დისციპლინური დასჯა წიგნში სამართალდამცავი პირების მისამართით


გაკეთებული შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გამო:
დარღვევა 49
ადვოკატთან პატიმრის შეხვედრამდე, საკანში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ციხის
ადმინისტრაციამ აღმოაჩინა ხელნაწერი. პატიმარმა განაცხადა, რომ ეს მისი წიგნი
იყო, რომელიც ასახავდა მის პატიმრობას და სურდა, რომ ნაწყვეტები წაეკითხა
ადვოკატებისთვის. ზედამხედველის მტკიცებით, პატიმარს მასალის ადვოკატებისთვის
გადაცემა ჰქონდა გამიზნული. იმავე დღესვე, ციხის დირექტორის ბრძანებით, პატიმარს
დაეკისრა დისციპლინური სახდელი - 7 დღით სამარტოო საკანში მოთავსება.
ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო ამართლებდა დისციპლინურ სახდელს,
როგორც მართლზომიერს და დასაბუთებულს. განმცხადებელს გამიზნული ჰქონდა,
გადაეცა ადვოკატებისთვის, წინასწარი ნებართვის გარეშე მასალა, რომელიც არ იყო
დაკავშირებული მის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმესთან. ეს
თავისთავად უკვე იყო ციხის რეჟიმის დარღვევა მასალის შინაარსის მიუხედავად. ყველა
შემთხვევაში, ვინაიდან მასალა შეიცავდა შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებულურ
განაცხადებს პოლიციის თანამშრომლების, გამომძიებლების, მოსამართლეების,
პროკურორებისა და სახელმწიფოს უწყებების მისამართით, ჩარევა გამართლებული იყო
კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, რადგან მიზნად ისახავდა სხვათა რეპუტაციის
დაცვას.

ხელისუფლების განცხადებით, პატიმრის განცხადებები შეურაცხმყოფელი და


ცილისმწამებლური იყო. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს განცხადებები მის
წინააღმდეგ დისციპლინურ სამართალწარმოებაში იდენტიფიცირებული არ ყოფილა.
არც ციხის დირექტორს, რომელმაც გასცა სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანება და
არც არ მინისტრის მოადგილეს, რომელმაც მიიღო პატიმრის საჩივარი დისციპლინური
სახდელის დაკისრების შესახებ, საჭიროდ არ მიუჩნევია, რომ მიეთითებინა, თუ
სადავო ტექსტის რომელი გამონათქვამები იქნა მიჩნეული შეურაცხმყოფელად და
ცილისიმწამებლურად და რატომ.

49 იანკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Yankov v. Bulgaria), განაცხადი no. 39084/97, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 2003 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.
108
განმცხადებელს ხელნაწერში ეწერა, რომ პატიმრებს ეძლეოდათ ძალიან ცუდი და
არასაკმარისი საკვები, ზედამხედველები პატიმრებს უყვიროდნენ, ლანძღავდნენ და
ხელკეტებს ურტყამდნენ, თუ საპირფარეშოში ორ წუთზე მეტს დააყვონებდნენ და მის
წინააღმდეგ სისხლისსამართალწარმოება უსამართლო და უკანონო იყო.

პატიმრების განსაკუთრებული მოწყვლადობის გათვალისწინებით, ევროპული


სასამართლო მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ განსაკუთრებით საფუძვლიანი დასაბუთება
უნდა მოუძებნოს პატიმრების დასჯას გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის, რათა
ასეთი ჩარევა „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლად“ ჩაითვალოს.

მოცემულ შემთხვევაში, ციხის ადმინისტრაციამ პატიმარი დასაჯა ისე, რომ არც


კი დაუსაბუთებია თავის გადაწყვეტილებაში, თუ რატომ იქნა მისი განცხადებები
ცილისმწამებლურად. შესაბამისად, ევროპული სასამართლო არ დაეთანხმა, რომ
პატიმრის ხელნაწერში არსებული განცხადებები, რომლებიც ეხებოდა პატიმრობის
პირობებს და ციხეში სავარაუდოდ დამკვიდრებულ პრაქტიკას, საჭიროებდა მათი
ავტორის დისციპლინურ დასჯას.

აგრეთვე განმცხადებელს გამოყენებული ჰქონდა ისეთი ფრაზები, როგორებიცაა:


„გაქსუებული მცონარები“ და „ტლუ სოფლელები“ (ციხის ზედამხედველებზე),
„პროვინციელი მეტიჩარა“ (პოლიციის თანამშრომელზე, რომლის სახელიც ასევე
მითითებული იყო) და „კორუმპირებული ძალოვანები“ (სავარაუდოდ, ზოგადად
პროკურორებზე და გამომძიებლებზე).

მართალია, ეს ფრაზები აშკარად შეურაცხმყოფელი იყო, მაგრამ ისინი უხამსი არ


ყოფილა. ეს გამონათქვამები ეწერა განმცხადებლის წიგნში, პირადი მემუარებისა თუ
მსგავსი ლიტერატურული ჟანრისთვის დამახასიათებელი იენითა და სტილით, რომელიც
მოუთხრობდა ავტორის დაკავებისა და პატიმრობის შესახებ; აღწერილი იყო ავტორის
ციხეში ცხოვრება და გამოთქმული იყო მისი აზრი სისხლისსამართალწარმოების
შესახებ და დაფიქსირებული იყო ავტორის კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების
წარმომადგენლების სავარაუდოდ უკანონო ქმედებების შესახებ.

სასამართლო მიიჩნევს, რომ რადგანაც შეურაცხმყოფელი შენიშვნები სამართალდამცავი


სისტემის კრიტიკის კონტექსტში იყო გამოთქმლი, ხელისუფლების წარმომადგენლებს
თავშეკავებული რეაქცია უნდა ჰქონოდათ მათზე.

სასამართლო გააოცა იმ ფაქტმა, რომ პატიმარი დაისაჯა თავისი მოსაზრებების პირად


ნამუშევარში გადატანისთვის, რომელიც მას არავისთვის უჩვენებია. მას არ გამოუთქვამს
და არ გაუვრცელებელია არანაირი შეურაცხმყოფელი თუ ცილისმწამებლური ფრაზები.
კერძოდ, არაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ განმცხადებელმა ტექსტი სხვა პატიმრებს
შორის გაავრცელა. ამ ფაქტს მნიშვნელობა ჰქონდა დაკისრებული სახდელის
თანაბარზომიერების შესაფასებლად. ამასთან, ნამუშევარი გამოსაცემად მზად არ იყო
და ამიტომ მისი გავრცელების დაუყოვნებელი საფრთხე არ არსებობდა, თუნდაც იგი
ციხის გარეთ გაეტანათ.

მართალია, შეიძლება ციხის ადმინისტრაციის წევრებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს


მათ შესახებ გამოთქმული რემარკებით, მაგრამ რთულია დათანხმება, რომ ეს საკმარისი
იყო პატიმრის დასასჯელად. სახელმწიფო მოხელეებს აკისრიათ ვალდებულება, რომ
თავიანთი უფლებამოსილება განახორციელონ პროფესიული მოსაზრებების საფუძველზე
ისე, რომ მათზე ზეგავლენას არ უნდა ახდენდეს პირადი გრძნობები. იმის აუცილებლობა,
109
რომ საჯარო მოხელეებმა ისარგებლონ საზოგადოების ნდობით ისე, რომ ზედმეტი
რყევებისგან თავისუფალ გარემოში შეძლონ მუშაობა სამსახურებრივი მოვალეობების
წარმატებით შესასრულებლად შეიძლება ამართლებდეს გამოხატვის თავისუფლებაში
ჩარევას, მხოლოდ მაშინ, როცა ამ თვალსაზრისით რეალური საფრთხე არსებობს.
პატიმრის ნამუშევარი ასეთ საფრთხეს არ ქმნიდა.

ყველა რელევანტური გარემოების გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა


ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ კონფლიქტურ ინტერესებს - გამოხატვის
თავისუფლებაზე პატიმრის უფლებასა და სახელმწიფო მოხელეთა რეპუტაციის დაცვის
საჭიროებას - შორის სამართლიანი წონასწორობა არ იყო დამყარებული. სახელმწიფო
ხელისუფლებამ დაარღვია თავისი მიხედულების ფარგლები იმით, რომ პატიმარი დასაჯა
7 დღის განმავლობაში სამარტოო საკანში მოთავსებით იმისთვის, რომ მან ზომიერად
შეურაცხმყოფელი კომენტარები გააკეთა სახელმწიფო უწყებებზე კერძო ხელნაწეში,
რომელიც პატიმრებს შორის არ გავრცელებულა. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის
მე-10 მუხლი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე


სახელმწიფოს დაევალა მსჯავრდებულისთვის მორალური ზიანის კომპენსაციისთვის
4000 ევროს გადახდა.

ციხის ადმინისტრაციამ მსჯავრდებულის დაწერილი რომანი გამოსაქვეყნებლად


არ გააგზავნა: დარღვევა50

ციხეში ყოფნის დროს პატიმარმა რომანი დაწერა. რომანის გამოქვეყნების მიზნით,


მსჯავრდებულმა ხელნაწერი (დაახლოებით, 200 გვერდი) ადმინისტრაციას გადასცა.
ადმინისტრაციამ რომანი, როგორც ჩვეულებრივი წერილი, პატიმრების კორესპონდენციაზე
ზედამხედველობის კონტექსტში შეამოწმა. ადმინისტრაციამ მიიჩნია, რომ ტექსტი
მხარს უჭერდა უკანონო სეპარატისტულ ორგანიზაციას, შეურაცხყოფდა პოლიციას
და დაწერილი იყო შეურაცხმყოფელი და მიუღებელი ენით, მათ შორის, შეიცავდა
ქალების მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, საზოგადოებრივი
მორალისა და დამკვიდრებული შეხედულებების საწინააღმდეგო იდეებს. აღნიშნული
შეფასების შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ხელნაწერი დასაბეჭდად არ
გაგზავნილიყო და გადაეცა პროკურატურას. ორი წლის შემდეგ, პროკურატურამ შეწყვიტა
მსჯავრდებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა და ხელნაწერი დაუბრუნა.

მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულმა ევროპულ სასამართლოში იჩივლა


კორესპონდენციის დაცულობის უფლების დარღვევის შესახებ კონვენციის მე-8 მუხლის
საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ განაცხადი კონვენციის მე-10 მუხლით
გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში განიხილა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციამ ეროვნული კანონმდებლობით საკმარისად


ვერ დაასაბუთა ხელნაწერის ამოღება, მიუთითა, რა მხოლოდ იმაზე, რომ ტექსტი
მიუღებელ სიტყვებს და შეხედულებებს შეიცავდა და წინააღმდეგობაში მოდიოდა
ადმინისტრაციის მიერ წინასწარ დამტკიცებულ კორესპონდენციის სტანდარტებთან.

50 სარიგიული თურქეთის წინააღმდეგ (Sarigul v. Turkey), განაცხადი no. 28691/05, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება.
110
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი წესები სიცხადეს იყო მოკლებული
და ნათლად არ განსაზღვრავდა, თუ რა ჩაითვლებოდა „მიუღებლად“. შესაბამისად,
წინასწარგანჭვრეტადობის მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ ყოფილა. სასამართლომ
დაადგინა, რომ შეზღუდვა კანონის საფუძველზე არ მომხდარა. შესაბამისად, ადგილი
ჰქონდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე


სახელმწიფოს დაევალა მსჯავრდებულისთვის მორალური ზიანის კომპენსაციისთვის
1500 ევროს გადახდა.

ადმინისტრაციამ პატიმარს არ გადასცა ჟურნალის ერთი ნომერი: განაცხადი


დაუშვებელია51

ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიაში ბრიტანელი პატიმარი დავობდა იმის თაობაზე,


რომ ციხის ადმინისტრაციამ უარი უთხრა, ციხეში მიეღო ჟურნალ „გოთიკური ტალღების“
ერთი კონკრეტული ნომერი, რითაც დაირღვა მისი გამოხატვის თავისუფლებით დაცული
ინფორმაციის მიღების კომპონენტი.

კომისიამ აღნიშნა, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა ციხის ადმინისტრაციას


უფლებას ანიჭებდა, უარი ეთქვა, არ დაეშვა პუბლიკაცია, თუ მიიჩნევდა, რომ ტექსტი
საფრთხეს შეუქმნიდა დაწესებულებაში წესრიგის დაცვას. შესაბამისად, პატიმრის
გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა.

ადმინისტრაციამ უარი თქვა ჟურნალის კონკრეტული ნომრის ციხეში დაშვებაზე მისი


„უკიდურესად ანტისემიტური“ შინაარსის გამო. პატიმრის განცხადებით, წინა გამოცემების
შინაარსიდან გამომდინარე, ჟურნალი ანტისემიტური კი არა, ანტიციონისტური ხასიათის
იყო. თუმცა, როდესაც კომისიამ შეამოწმა ჟურნალის სადავო ნომერი, დაეთანხმა
მოპასუხე სახელმწიფოს, რომ ციხის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება
გამართლებული იყო. ჟურნალის ნომერში დაბეჭდილი სტატიები ანტიციონისტური
კი არა, ანტისემიტური იყო, აღვივებდა რასობრივ დისკრიმინაციას და იარაღის
გამოყენებას. მასში გამოყენებული ენა და ილუსტრაციები იყო ანტისემიტური ხასიათის
და შეურაცხმყოფელი.

კომისიამ ასევე შეამოწმა პატიმრის მიერ მიწოდებული ჟურნალის ადრინდელი ნომერი,


რომლებიც ადმინისტრაციამ დაუშვა დაწესებულებაში, მაგრამ ადმინისტრაციის მხრიდან
არათანმიმდევრული დამოკიდებულება ვერ დაინახა. ჟურნალის მანამდე დაშვებული
ნომერი ნაკლებად შეურაცხმყოფელი იყო, მასში აშკარად ნაკლები ანტისემიტური
განცხადებები იყო. ის ფაქტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ ჟურნალზე ბლანკეტური
აკრძალვის დაწესების ნაცვლად, არჩია თითოეული ნომერი განეხილა და შესაბამისად
ემსჯელა მის დაშვება-არდაშვებაზე, კომისიის აზრით, მისასალმებელი იყო. ციხის
ადმინისტრაციის მსგავსი მოქმედება ხვდებოდა მიხედულების ფარგლებში, რაც
სახელმწიფოს მინიჭებული ჰქონდა გამოხატვის თავისუფლებასა და უწესრიგობისა და
დანაშაულის თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზნებს შორის სამართლიანი წონასწორობის
დასამყარებლად.

51 ლოუსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Lowes v. the United Kingdom), განაცხადი no. 13214/87,
ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის 1988 წლის 9 დეკემბრის განჩინება.
111
შესაბამისად, კომისიამ დაასკვნა, რომ პატიმრის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას
სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, ლეგიტიმურ მიზანს ისახავდა და აუცილებელი
იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად - უწესრიგობისა
და დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა რეპუტაციის დასაცავად, კონვენციის
მე-10.2 მუხლის მნიშვნელობით. განაცხადი არსებითად განსახილველად არ იქნა
დაშვებული.

ადმინისტრაციამ პატიმრებს არ მიაწოდა უცხო ენაზე გამოცემული გაზეთები:


დარღვევა 52
პატიმრობაში მყოფ განმცხადებლებს უარი ეთქვათ ქურთულ ენაზე გამოცემული
ყოველდღიური გაზეთების მიღებაზე. უარის თქმის საფუძველი იყო ის, რომ
ადმინისტრაციას არ შეეძლო იმის გადამოწმება, იყო თუ არა გაზეთების შინაარსი უხამსი
ხასიათის ან საფრთხეს ხომ არ უქადდა ციხის უსაფრთხოებას.

ციხის ადმინისტრაციის მიერ პატიმრებისთვის დაწესებული აკრძალვა, მიეღოთ ქურთულ


ენაზე გაზეთები, შეადგენდა პატიმრების უფლებაში ჩარევას, მიეღოთ ინფორმაცია და
იდეები. ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებდა პატიმრების უფლებას, მიეღოთ
პუბლიკაციები, რომლებიც არ იყო აკრძალული, ანუ არ შეიცავდა უხამსი ხასიათის
ინფორმაციას, სტატიებს, ფოტოებს, კომენტარებს ან რომლებიც დაწესებულებაში
უსაფრთხოებას არ ემუქრებოდა. ადმინისტრაციამ მიუთითა ამ ნორმებზე, როცა უარი
უთხრა პატიმრებს, მიეღოთ თურქულ ენაზე გაზეთები არა იმიტომ, რომ ეს გაზეთები
აკრძალულ შინაარსს შეიცავდა, არამედ იმიტომ, რომ ადმინისტრაციას აღნიშნული
გამოცემების შინაარსის შეფასება არ შეეძლო ენის არცოდნის გამო. ვინაიდან მითითებული
ნორმებით საჭირო იყო ასეთი შეფასება განხორციელებულიყო, საკითხი დაისვა იმ
კუთხით, თუ რამდენად შეესაბამებოდა ჩარევა კანონს. არსებული კანონმდებლობა
არ ითვალისწინებდა პუბლიკაცების ციხეში არდაშვებას მისი ენის გამო. აკრძალვა
პირდაპირ უკავშირდებოდა პუბლიკაციის შინაარსს. აკრძალვაზე გადაწყვეტილება კი
მოცმეულ შემთხვევაში მიღებული იქნა გამოცემის შინაარსის შეფასების გარეშე, რითაც
მათ განკარგულებაში მყოფ პატიმრებს წაერთვათ იმ გამოცემაზე ხელმისაწვდომობა,
რომლითაც მათ შეეძლოთ ესარგებლათ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ციხის
ადმინისტრაციის უარს საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში არ ჰქონია და ჩარევა
„კანონით დადგენილი“ არ ყოფილა, როგორც ეს კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით
მოითხოვებოდა. შესაბამისად, მსჯავრდებულის გამოხატვის თავისუფლება დაირღვა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე


სახელმწიფოს დაევალა თითოეული პატიმრისთვის მორალური ზიანის კომპენსაციის
სახით 300 ევროს გადახდა.

52 მესუთ იურტსევერი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Mesut Yurtsever and Others v. Turkey), განაცხადები nos.
14946/08 et al, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება.
112
პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება და ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს სტანდარტები

ფაქტები და შეფასებითი მსჯელობა

ევროპული სასამართლო ერთმანეთისგან განასხვავებს ფაქტის შემცველ განცხადებას


და შეფასებით მსჯელობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ფაქტის შემცველი


განცხადება შეიძლება დამტკიცდეს, ხოლო შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა
შემოწმებას არ ექვემდებარება. შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობის დამტკიცების
მოთხოვნის დაკისრება არღვევს გამოხატვის თავისუფლების არსს. თუმცა, შეფასებით
მსჯელობასაც უნდა ჰქონდეს საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი’’, წინააღმდეგ
შემთხვევაში, შეფასებითი მსჯელობა გადამეტებულად ჩაითვლება.53

ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, განცხადების შეფასება ფაქტის შემცველ


განცხადებად თუ შეფასებით მსჯელობად, უწინარეს ყოვლისა, შიდასახელმწიფოებრივი
ორგანოების, კერძოდ, ეროვნული სასამართლოების პრეროგატივაა.54 სასამართლომ,
შესაძლოა, დამატებით არ იმსჯელოს, სადავო განცხადება ფაქტის შემცველია თუ
შეფასებითი მსჯელობა. ასე, მაგალითად, სასამართლომ დაასკვნა, რომ პრეს რელიზი
მანჰაიმის საოლქო სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირებული იყო, როგორც სრულად
შეფასებითი მსჯელობა და ამიტომაც ევროპულმა სასამართლომ გააგრძელა მსჯელობა
იმ ვარაუდით, რომ განცხადებები უნდა მიჩნეულიყო შეფასებით მსჯელობად.55 ან კიდევ,
ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო
სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდათ დასაბუთებული,
თუ როგორ შეიძლებოდა შეფასებით მსჯელობად მიჩნეულიყო იუსტიციის მინისტრის
მიერ საჯაროდ გაკეთებული მძიმე ფაქტობრივი ბრალდება სახელით და გვარით
მოხსენიებული არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორის კორუმპირებულობის
თაობაზე.56 მიუხედავად ამისა, ევროპულმა სასამართლომ არ გადააკვალიფიცირა
განაცხადი ფაქტის შემცველ განცხადებად და განიხილა, რამდენად ჰქონდა მინისტრის
მსჯელობას ფაქტობრივი საფუძველი.57

შესაძლოა, სასამართლომ არ გამოყოს, კონკრეტულად რა ჩაითვალა ფაქტის შემცველ


განცხადებად და რა - შეფასებით მსჯელობად, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი
სასამართლოების დასკვნები წინააღმდეგობრივია. ასე, მაგალითად, რუმინეთის ყოფილი
იუსტიციის მინისტრის განცხადებები ზოგიერთი დეპუტატის კორუფციული ქმედებების
შესახებ ჩაითვალა, რომ შეფასებითი მსჯელობის და ფაქტის შემცველი განცხადებების
კომბინაცია იყო.58

53 ანენი გერმანიის წინააღმდეგ (no. 6) (Annen v. Germany), განაცხადი no. 3779/11, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 25.
54 ე.ს. ავსტრიის წინააღმდეგ (E.S. v. Austria), განაცხადი no. 38450/12, ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 47.
55 ანენი გერმანიის წინააღმდეგ (no. 6) (Annen v. Germany), განაცხადი no. 3779/11, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 26.
56 ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ (Jishkariani v. Georgia), განაცხადი no. 18925/09, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტები 27-28 და 52.
57 Ibid. გადაწყვეტილების პუნქტი 53.
58 მონიკა მაკოვეი რუმინეთის წინააღმდეგ (Monica Macovei), განაცხადი no. 53028/14, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების პუნქტი.
113
ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ
მან თავად უნდა შეაფასოს სადავო განცხადების ხასიათი და მისცეს მას კვალიფიკაცია,
რომელიც განსხვავდება ეროვნული სასამართლოების დასკვნისგან.59

რეპუტაცია. კონრკეტული საქმეები

მოსამართლის რეპუტაცია

აღიარებულია, რომ სახელმწიფო მოხელეთა შორის მოსამართლეებს თმენის ყველაზე


ნაკლები ვალდებულება აქვთ. ეს გამოწვეულია მოსამართლეების განსაკუთრებული
სტატუსით, აგრეთვე იმით, რომ მათ კრიტიკაზე პასუხის გაცემის უფლება არ აქვთ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განასხვავებს შეურაცხყოფასა და


კრიტიკას. ამასთან, ლიტერატურაში აღიარებულია ის სირთულე, რომელიც ახლავს
მოსამართლეების პიროვნული შეურაცხყოფის გამიჯვნას სასამართლოს კრიტიკისგან,
განსაკუთრებით, როცა ეს ეხება სასამართლოს არაჯეროვან შემადგენლობას. თუ
გამოხატვის ერთადერთი მიზანი სასამართლოს შეურაცხყოფაა, სათანადო სანქცია
შეიძლება გამართლებული იყოს კონვენციის მე-10.2 მუხლით.60

საქმეზე პრაგერი და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ,61 ჟურნალისტი და გამომცემლობა


მსჯავრდებული იქნენ დიფამაციისთვის მას შემდეგ, რაც ჟურნალისტის სტატიაში ვენის
რეგიონული სასამართლოს მოსამართლეები მკაცრად იქნენ გაკრიტიკებულები.
სტატიის თანახმად, მოსამართლეები ყველა საქმის განხილვის დაწყებისთანავე
თითოეულ ბრალდებულს უკვე დამნაშავედ მიიჩნევდნენ. ადამიანის უფლებათა
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი შეფასება “გადამეტებულად საზიანო”
და ცილისმწამებლური იყო. სასამართლომ არ განიხილა საერთო კონტექსტი, რომ
ჟურნალისტმა თვეების განმავლობაში წარმოებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა,
სადაც დამაჯერებლად განმარტავდა თუ რატომ იყო ვენის სასამართლოში სისხლის
სამართლის მართლმსაჯულება განსხვავებულად მკაცრი, ვიდრე დანარჩენ ავსტრიაში.

59 ბროზა გერმანიის წინააღმდეგ (Brosa v. Germany), განაცხადი no. 5709/09, ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტები 43-50.
60 სკალკა პოლონეთის წინააღმდეგ (Skalka v. Poland), განაცხადი no. 43425/98, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 2003 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების პუნქტი 34.
61 პრაგერი და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (Prager and Oberschlick v. Austria), განაცხადი no. 15974/90,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტები 14, 37,
მოსამართლეების: მარტენსის, პეკანენისა და მაკარჩუკის განსხვავებული აზრი.
114
საერთო კონტექსტს უფრო მეტი ყურადღება აქვს მიქცეული საქმეზე დე ჰეისი და გაისელსი
ბელგიის წინააღმდეგ. ჟურნალისტებმა მკაცრად გააკრიტიკეს ეროვნული მოსამართლეები,
რომლებმაც ბავშვზე მეურვეობა მიანიჭეს ინცესტში ბრალდებულ მამას. ჟურნალისტების
თქმით, სასამართლო არ იყო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი განქორწინების
დავის განხილვისას. ჟურანლისტები ბრალეულად იქნენ ცნობილნი დიფამაციისთვის.
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტების განცხადებებს საზოგადოების
განსაკუთრებული ინტერესი ახასიათებდა საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე. იმ
მნიშვნელოვანი როლიდან გამომდინარე, რომელიც მედიას ეკისრებოდა მეურვეობის
წინააღმდგობრივ საქმეზე საზოგადოების ინფორმირებაში, ევროპულმა სასამართლომ
მიიჩნია, რომ მოსამართლეებთან მიმართებაში აგრესიული ტონიც მისაღები იყო.62

პროკურორის რეპუტაცია

საქმეზე გრებნევა და ალისიმჩიკი რუსეთის წინააღმდეგ, ეროვნული სასამართლოებისგან


განსხვავებით, ევროპულმა სასამართლომ ჟურნალისტის სტატია პროკურორის
პიროვნული შეურაცხყოფად არ აღიქვა. პროვოკაციული შედარებები არ ეხებოდა
პროკურორის არც პირად თუ ოჯახურ ცხოვრებას, არამედ მის, როგორც მთელი ოლქის
პროკურატურის უფროსის უწყებრივ მოვალეობებს. ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი
მნიშვნელობის მქონე საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება და ამგვარად ხელი შეუწყეს
საჯარო დებატებს. ეროვნული ხელისუფლების ხისტმა და დაუსაბუთებელმა მსჯელობამ
აზრი დაუკარგა ჟურნალისტების ყოველგვარ არგუმენტაციას. სასამართლოებმა არ
გაითვალისწინეს საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც სტატიები
დაიბეჭდა და არ განუხილავთ საზოგადოების ინტერესის არსებობა. მოსამართლეთა
ყურადღების მიღმა დარჩა მიმდინარე საარჩევნო კამპანია, პუბლიკაციის სატირიკული
ბუნება და ირონიული სარჩული, რაც მას ჰქონდა. დაბოლოს, მათ ვერ დაამყარეს
სამართალიანი წონასწორობა პროკურორის რეპუტაციასა და განმცხაგებლების
გამოხატვის თავისუფლებას, საზოგადოების ინტერესის მქონე საკითხებზე ინფორმაციის
გაცემის ვალდებულებას შორის. ეროვნულმა სასამართლოებმა რელევანტური და
საკმარისი გარემოებებით ვერ დაასაბუთეს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა. 63

პერსონალური მონაცემები

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ინდივიდის ქცევის მონიტორინგი ფოტოაპარატის


გამოყენებით, რომელიც ვიზუალურ მონაცემებს არ იწერს, როგორც ასეთი, არ
გულისხმობს განმცხადებლის პირად ცხოვრებაში ჩარევას. მეორე მხრივ, ასეთი
მოანცემების ჩაწერა და ჩანაწერის სისტემატური ან მუდმივი ხასიათი, შეიძლება ასეთ
საკითხებს წამოჭრიდეს.64

62 ჰეისი და გაისელსი ბელგიის წინააღმდეგ (Haes and Gijsels v. Belgium), განაცხადი no. 19983/92, ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტები 44-49.
63 გრებნევა და ალისიმჩიკი რუსეთის წინააღმდეგ (Grebneva and Alisimchik v. Russia), განაცხადი no. 8918/05,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტები: 54-67.
64 პეკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Peck v. the United Kingdom), განაცხადი no. 44647/98, ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 59.
115
ეს ჩანაწერი მოგვიანებით შემდეგნაირად დაზუსტდა:

ვიდეო ან ფოტო აპარატის გამოყენებით ინდივიდის ქცევის მონიტორინგის


კონტექსტში, სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების კამერის, როგორც
ასეთის გამოყენება, იქნება ეს ქუჩაში თუ საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებში,

65
თუმცა

მონაცემების ჩაწერას და ასეთ ჩანაწერის სისტემატური ან მუდმივი ხასიათი აქვს,


განსაკუთრებით, როცა პირი იდენტიფიცირებულია.66

ხელისუფლების მიერ პირის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის


სისტემატური დამუშავება უფრო მკაცრი სტანდარტით ფასდება, ვიდრე იგივე კონტექსტში
მონაცემების დამუშავება კერძო პირის მიერ.67

ხელისუფლების მიერ პირის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის


სისტემატურ შენახვას და სხვაგვარ გამოყენებას შესაძლოა მნიშვნელოვანი შედეგი

შეადგენდეს შესაბამის უფლებებში ჩარევას. ეს, განსაკუთრებით, ეხება მომეტებულად


ინტიმური და სენსიტიური კატეგორიის ინფორმაციის დამუშავების შემთხვევებს,
კერძოდ, როგორიცაა ინფორმაცია იდენტიფიცირებადი პირის ფიზიკური თუ ფსიქიკური
ჯანმრთელობის შესახებ.68

ხელისუფლების მიერ პირის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის


სისტემატურ შენახვას და სხვაგვარ გამოყენებას შესაძლოა მნიშვნელოვანი შედეგი

შეადგენდეს შესაბამის უფლებებში ჩარევას. ეს, განსაკუთრებით ეხება პირის შორეულ


წარსულზე ინფორმაციის დამუშავებას.69

ასევე საჯარო ინფორმაცია შეიძლება მოხვდეს პირადი ცხოვრების ფარგლებში, როდესაც


იგი სისტემატურად გროვდება და ინახება ფაილებში ხელისუფლების მიერ.70

65
უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 55.
66
1874/13 და 8567/13, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის
გადაწყვეტილების პუნქტი 89.
67

17331/11, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინება.


68
სასამართლოს 2020 წლის 26 მაისის გადაწყვეტილების პუნქტი 26.
69
ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2000 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების პუნქტი 43.
70
33810/07 და 18817/08, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011
წლის 24 მაისის გადაწყვეტილების პუნქტი 168.
116
პირის გამოსახულება შეადგენს მისი პიროვნების ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს,
რადგანაც იგი გამოსახავს პიროვნების უნიკალურ მახასიათებლებს და განასხვავებს
მას სხვებისგან. შესაბამისად, თითოეული პირის უფლება მის გამოსახულებაზე არის
არსებითი ხასიათის კომპონენტი პიროვნების განვითარების და გულისხმობს პირის
უფლებას აკონტროლოს თავისი გამოსახულების გამოყენება. მართალია, უმეტეს
შემთხვევაში კონტროლის უფლება გულისხმობს პირის შესაძლებლობას, უარი თქვას
საკუთარი გამოსახულების გამოქვეყნებაზე, იგი აგრეთვე მოიცავს პირის უფლებას, უარი
თქვას მისი საუბრის ჩაწერასა და სხვა პირის მიერ გამოსახულების რეპროდუქციაზე.71

მე-8 მუხლის მოქმედების გავრცელებასთან დაკავშირებით, სასამართლო აგრეთვე


აფასებს მოცემულ ინდივიდზე იყო თუ არა კონკრეტული მონიტორინგის ღონისძიება
მიმართული, იყო თუ არა პერსონალური მონაცემები დამუშავებული, გამოყენებული ან
გასაჯაროებული იმდაგვარად ან იმ ხარისხით, რომელიც სცილდება იმას, რაც მოცემულ
პირებს ლეგიტიმურად შეეძლოთ წინასწარ განეჭვრიტათ.72

ჩარევის მართლზომიერება

ჩარევა მონაცემთა დაცვის უფლებაში, რომელიც მე-8 მუხლის მოქმედების ფარგლებში


ხვდება, „კანონის შესაბამისი“ უნდა იყოს, უნდა ისახავდეს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებულ ერთ ან რამდენიმე ლეგიტიმურ მიზანს და უნდა იყოს მათ მისაღწევად
„აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.73

ჩარევის სამართლებრივი საფუძველი

კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მნიშვნელობით, გამოთქმა „კანონის


შესაბამისად“ მოითხოვს, რომ ჩარევის ღონისძიებას გარკვეული საფუძველი ჰქონდეს
შიდასახელმწიფოებრივ სამართალში და შეესაბამებოდეს სამართლის უზენაესობის
პრინციპს, რომელიც კონვენციის პრეამბულაში პირდაპირ არის ნახსენები და მე-8 მუხლის
მიზანსა და დანიშნულებაში ორგანულად მოიაზრება.

ზემოაღნიშნული გულისხმობს, რომ კანონი უნდა იყოს სათანადოდ ხელმისაწვდომი


და წინასწარგანჭვრეტადი, ანუ საკმარისი სიცხადით უნდა იყოს ფორმულირებული,
რათა პირს, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო კონსულტაციის მეშვეობით, შეეძლოს
საკუთარი ქცევის რეგულირება. იმისთვის, რათა შიდასახელმწიფოებრივი სამართალი
აკმაყოფილებდეს მე-8 მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნებს, იგი უნდა ითვალისწინებდეს
შესაბამის სამართლებრივ დაცვას თვითნებობის წინააღმდეგ და შესაბამისად, საკმარისი
სიცხადით უნდა უთითებდეს უფლებამოსილი ორგანოსთვის მინიჭებული დისკრეციის
ფარგლებს და მისი განხორციელების გზას. ამრიგად, ევროპული სასამართლო
აგრეთვე უნდა დარწმუნდეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ადეკვატური

71 დე ლა ფლორ კაბრერა ესპანეთის წინააღმდეგ (De La Flor Cabrera v. Spain), განაცხადი no. 10764/09,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების პუნქტი 31.
72 ლოპეს რიბალდა და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ (López Ribalda and Others v. Spain), განაცხადები nos.
1874/13 და 8567/13, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის
გადაწყვეტილების პუნქტი 90.
73 P. და S. პოლონეთის წინააღმდეგ (P. and S. v. Poland), განაცხადი no. 57375/08, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 2012 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 132.
117
და ქმედითი გარანტიების არსებობაში. ეს შეფასება დამოკიდებულია საქმის ყველა
გარემოებაზე, როგორიცაა ჩარევის ღონისძიების ხასიათი, ფარგლები, ხანგრძლივობა,
მათი განსაზღვრისთვის აუცილებელი საფუძველი; განსაზღვრული უნდა იყოს ამ
ღონისძიებების გამოყენებაზე ნებართვის გამცემი, განმახორციელებელი და ზედამხედველი
უფლებამოსილი ორგანო და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული
სამართლებრივი დაცვის საშუალება.

ჩარევის სამართლებრივი საფუძვლის კონტექსტში, სასამართლო იმეორებს, რომ კანონის


განმარტება და შეფარდება უპირატესად შიდასახელმწიფოებრივი ხელისუფლების,
კერძოდ, სასამართლოების პრეროგატივაა. თუმცა, ევროპულ სასამართლოს
მოეთხოვება, რომ შეამოწმოს, შიდასახელმწიფოებრივი სამართლის განმარტება და
შეფარდება წარმოშობს თუ არა შედეგებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს პრაქტიკის ჭრილში განმარტებულ კონვენციის პრინციპებთან არის
შესაბამისობაში.74

ლეგიტიმური მიზანი და აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში

გარდა იმისა, რომ პირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებაში ჩარევას უნდა
ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი, ჩარევა ასევე უნდა ისახავდეს ლეგიტიმურ მიზანს
და უნდა იყოს „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.75 იმის შეფასებისას,
იყო თუ არა ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროპული
სასამართლო მხედველობაში იღებს მთლიანად საქმის გარემოებებს, კერძოდ, იყო თუ
არა რელევანტური და საკმარისი გარემოებები მოყვანილი ჩარევის გასამართლებრად
და იყო თუ არა ჩარევა თანაბარზომიერი დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ყურადღება უნდა
მიექცეს პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნდამენტურ მნიშვნელობას პირის პირადი
ცხოვრების დაცულობის უფლების ქმედითი რეალიზებისთვის.76

მიხედულების ფარგლები

პირთა შორის ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მეთოდების არჩევა, რათა


უზრუნველყოფილი იქნეს კონვენციის მე-8 მუხლთან შესაბამისობა, სახელმწიფოს
მიხედულების ფარგლებში ხვდება იმისდა მიუხედავად სახელმწიფოს პოზიტიურ თუ
ნეგატიურ ვალდებულებებს ეხება საქმე.77

74 გორლოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Gorlov and Others v. Russia), განაცხადები nos. 27057/06, 56
443/09 და 25147/14. იხ. აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის
გადაწყვეტილების პუნქტები 85-100.
75 P.T. მოლდოვას წინააღმდეგ (P.T. v. Moldova), განაცხადი no. 1122/12, ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს 2020 წლის 26 მაისის გადაწყვეტილების პუნქტი 27.
76 სურიკოვი რუსეთის წინააღმდეგ საქმე (Surikov v. Russia), განაცხადი no. 42788/06, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 73.
77 სიოდერმანი შვედეთის წინააღმდეგ (Soderman v. Sweden), განაცხადი no. 5786/08, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 79.
118
სახელმწიფოს აქვს გარკვეული მიხედულების ფარგლები, გადაწყვიტოს, თუ როგორ
დაიცვას პირადი ცხოვრება კონკრეტულ გარემოებებში. მაგრამ, მაგალითად, ის
არგუმენტი, რომ გარკვეული საკითხი ქვეყანაში ცხარე დებატების საგანია, არ აფართოებს
სახელმწიფოს მიხედულების ფარგლებს იმდაგვარად, რომ ამ სფეროში პერსონალური
მონაცემების დაცვის ვალდებულებისგან გაათავისუფლოს.78

78 და S. პოლონეთის წინააღმდეგ (P. and S. v. Poland), განაცხადი no. 57375/08, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 2012 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 133.
119

პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის


სტანდარტების ჭრილში

ზოგადი ინფორმაცია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შესახებ

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის ჟურნალისტთა დამოუკიდებელი


გაერთიანება, რომლის მისიაა, პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვისა
და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, მედიის საზოგადოებრივი
პასუხისმგებლობის ამაღლება.

ორგანიზაცია 2009 წლის 4 დეკემბერს დაფუძნდა. სხვდასხვა მედიასაშუალების 137-მა


ჟურნალისტმა როგორც რეგიონიდან ისე დედაქალაქიდან ხელი მოაწერა 11 პრინციპს
და მისი დაცვის ვალდებულება აიღო. მოქალაქეებს კი მიეცათ საშუალება, ჟურნალისტურ
მასალაში ეთიკური დარღვევის შემთხვევაში განცხადებით მიემართა ქარტიისთვის.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საკუთარი მისიის ფარგლებში იღებს იხილავს


ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული სტანდარტების დარღვევის ფაქტებს ქარტიაში
შესული განცხადებების საფუძველზე; ეწევა საგანმანათლებლო-შემეცნებით საქმიანობას
ჟურნალისტთა პროფესიონალიზმის ასამაღლებლად; თანამშრომლობს ადგილობრივ
და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, პროფესიულ გაერთიანებებთან;
ხელს უწყობს ჟურნალისტური ეთიკის ნორმების პოპულარიზაციას და მათ მიმართ
პატივისცემის დამკვიდრებას; ატარებს მედიის მონიტორინგს, კვლევებს და გამოსცემს
პროფესიულ პუბლიკაციებს; ლობირებს ჟურნალისტთა უფლებების დაცვას და ჯანსაღი
და თავისუფალი მედიაგარემოს შექმნას.

ქარტიას მართავს 9 წევრისგან შემდგარი საბჭო, რომელიც ნიშნავს აღმასრულებელ


დირექტორს. ჟურნალისტების წინააღმდეგ შესულ განცხადებებს საბჭო განიხილავს. საბჭოს
წევრი ირჩევა 3 წლის ვადით საერთო კრებაზე ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტების
მიერ. ქარტიის ხელმომწერი ამ დროისთვის 360 ჟურნალისტია“ – [ხელმისაწვდომია
ქარტიის ვებ. გვერდზე: https://www.qartia.ge]

უფრო დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შესახებ ასევე


ხელმისაწდვომია წიგნში, “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპების
განმარტება (პრაქტიკის ანალიზი)” გვ. 5-8 [ხელმისაწვდომია: https://bit.ly/39d7v1p]

საქართველის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სახელმძღვანელო წესები

პირადი ცხოვრების გაშუქება (2018)

სახელმძღვანელო წესები, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებასთან მიმართებით,


დეტალურად მიმოიხილავს ისეთ საკითხებს როგორიც არის: საზოგადოებრივი ინტერესი,
თანხმობა, დასაბუთება, ფარული გადაღება/ჩაწერა, საჯარო და კერძო პირები, პირადი
ცხოვრების სენსიტიური საკითხები.

გთავაზობთ დოკუმენტის ტექსტს უცვლელი სახით. [PDF ვერსია ხელმისაწვდომია ასევე


ქარტიის ვებ. გვერდზე: https://bit.ly/3qJCI2f]
120
საზოგადოებრივი ინტერესი

თანხმობა
121
122
123
პირადი ცხოვრების სენსიტიური საკითხები

სუროგაცია:

ჯანმრთელობა

უბედური შემთხვევები, დანაშაული

» აუცილებელია ბალანსის დაცვა საჯარო ინტერესსა და უბედურ შემთხვევებში

»
124

დამატებითი ინფორმაციის წყაროები:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპის განმარტება,


მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ჭრილში ხელმისაწვდომია წიგნში, “საქართველოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპების განმარტება (პრაქტიკის ანალიზი)” გვ. 89-
97 [ხელმისაწვდომია: https://bit.ly/39d7v1p]
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება საქმეზე
განმცხადებელთა ჯგუფი გიორგი გვიმრაძის და ირინა დეკანოიძის წინააღმდეგ,
[ხელმისაწდვომია: https://bit.ly/2NmDMun]
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება, თემატური
სავარჯიშოსთვის, სალომე ბელქანია ნოდარ მელაძის წინააღმდეგ, [ხელმისაწვდომია:
https://bit.ly/3c1yj6G]
სხვა რელევანტური გადაწყვეტილებების მოძიება ქარტიის მე-10 პრინციპთან
დაკავშირებით შესაძლებელია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
ვებ. გვერდზე. საძიებო სისტემას აქვს ფუნქცია მოიძიოს გადაწყვეტილებები
ქარტიის შესაბამისი პრინციპის მიხედვით. [გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
ხელმისაწვდომია: https://bit.ly/39dbDi7]
125

პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება გარდაცვალების შემდგომ

ჟურნალისთვის ვალდებულების დაკისრება, გაეკეთებინა განცხადება, რომ


გარდაცვლილი პრეფექტის ფოტო ოჯახის თანხმობის გარეშე გამოქვეყნა79

ფრანგი პრეფექტის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, ყოველკვირეულმა ჟურნალმა


დაბეჭდა სტატია სათაურით „მოკლული რესპუბლიკა“. ჟურნალის ორ გვერდზე
დაბეჭდილი იყო ფერადი ფოტო, რომელიც მკვლელობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ
იყო გადაღებული. მასზე ჩანდა პრეფექტის უსულო სხეული, რომელიც მიწაზე, სისხლის
გუბეში ეგდო და კამერას უყურებდა.

გარდაცვლილი პრეფექტის ქვრივმა და შვილებმა, თავიანთი პირადი ცხოვრების


დაცულობის უფლების უზრუნველსაყოფად, მოითხოვეს ჟურნალის იმ ასლების
გავრცელებიდან ამოღება, რომლებიც ფოტოს შეიცავდა.

ეროვნულმა სასამართლოებმა დაასკვნეს, რომ ფოტოს გავრცელება იმ დროს, როცა


პრეფექტის ოჯახი მის დაღუპვას გლოვობდა და მათი თანხმობის გარეშე, მათი პირადი
ცხოვრების დაცულობის უფლებაში მძიმე ჩარევას შეადგენდა. ჟურნალს დაევალა,
გამოექვყენებინა განცხადება, რომ ფოტოს დაბეჭდვა გარდაცვლილის ოჯახის თანხმობის
გარეშე მოხდა და რომ ოჯახი ამ ფოტოს გამოქვეყნებას მათი პირადი ცხოვრების
დაცულობის უფლებაში ჩარევად განიხილავდა.

ჯარიმის მეშვეობით ასეთი ვალდებულების დაკისრება გამოხატვის თავისუფლებაში


ჩარევას შეადგენდა, რომელიც გათვალისწინებული იყო კანონით და ლეგიტიმურ მიზნად
ისახავდა სხვათა უფლებების დაცვას.

რაც შეეხება ჩარევის აუცილებლობას დემოკრატიულ საზოგადოებაში, სასამართლომ


მხედველობაში მიიღო გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისას გასათვალისწინებელი
ვალდებულებები. მაგალითად, ახლო ნათესავის გარდაცვალება და გლოვა ზოგჯერ
აიძულებს ხელისუფლებას, მიიღოს საჭირო ღონისძიებები ჭირისუფლის პირადი და
ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დასაცავად. მოცემულ შემთხვევაში, ფოტო
დაიბეჭდა, როცა მკვლელობიდან მხოლოდ 13 დღე იყო გასული. ჭირისუფლის
მდგომარეობის გამო ჟურნალისტებს უნდა სიფრთხილით და მოკრძალებით ემოქმედათ.
გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ პრეფექტი ძალადობრივი სიკვდილით
გარდაიცვალა, რაც მისი ოჯახისთვის მტკივნეული იყო. გასათვალისწინებელი იყო
აგრეთვე ჟურნალის ძალზე მაღალი ტირაჟი, რაც კიდევ უფრო დაამძიმებდა ჭირისუფლის
მდგომარეობას.

ევროპულმა სასამართლომ განიხილა, რამდენად შეიძლეობდა უარყოფითი გავლენა


მოეხდინა დაკისრებულ სანქციას პრესის თავისუფლებაზე. გასათვალისწინებელი იყო
ის გარემოება, რომ შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოს არ ჰქონდა დადგენილი
პუბლიკაციების გავრცელებიდან გამოღება. განცხადების ტექსტი, რომელიც გაავრცელა
ჟურნალმა ითვალისწინებდა ჟურნალის სარედაქციო თავისუფლების მნიშვნელობას.
ეს იყო მცირე მნიშვნელობის ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში, რომელსაც პრესის
თავისუფლებაზე ნეგატიური ზეგავლენა არ მოუხდენია.

79 Hachette Filipacchi Associés საფრანგეთის წინააღმდეგ (Hachette Filipacchi Associés v. France), განაცხადი
no. 71111/01, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
126
გამოხატვის თავისუფლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

გავრცელებიდან ამოღებული იქნა წიგნი, რომელიც შეიცავდა სამედიცინო


კონფიდენციალობით მოცულ ინფორმაციას სახელმწიფოს გარდაცვლილი მეთაურის
შესახებ80

განმცხადებელმა კომპანიამ მოიპოვა გამოცემის უფლებები წიგნზე სახელწოდებით ”Le


Grand Secret” ჟურნალისტისა და დოქტორ გუბლერისგან, რომელიც საფრანგეთის
რესპუბლიკის პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის პირადი ექიმი იყო რამდენიმე წლის
განმავლობაში. წიგნში განხილულ იქნა სიმსივნე, რომლითაც პრეზიდენტი მიტერანი
დაავადებული იყო მისი უფლებამოსილების პირველი ვადის დასაწყისში და რომლის
შესახებაც საზოგადოებას ოფიციალურად ეცნობა გაცილებით გვიან.

წიგნში აღწერილი იყო პრეზიდენტ მიტერანსა და მის ექიმს შორის არსებული


ურთიერთობები და სირთულეები, რაც ექიმ გუბლერს შეექმნა დაავადების დაფარვისას,
იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა იკისრა სამედიცინო ბიულეტენის გამოცემა
ყოველ ექვს თვეში ერთხელ. წიგნი გამოიცა 1996 წლის 17 იანვარს, პრეზიდენტ მიტერანის
გარდაცვალებიდან დაახლოებით ათი დღის შემდეგ. მომდევნო დღეს, მოსამართლემ,
რომელსაც პრეზიდენტის ქვრივმა და შვილებმა მიმართეს, გამოსცა დროებითი ბრძანება,
რომლითაც წიგნის გავრცელება აიკრძალა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა
ბრძანება.

საბოლოო ჯამში, დოქტორ გუბლერს, განმცხადებელ კომპანიასა და მის კანონიერ


წარმომადგენელს დაევალათ, ერთობლივად გადაეხადათ ზიანი მიყენებული
პრეზიდენტის ქვრივისა და შვილებისთვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ წიგნი შეიცავდა
სამედიცინო კონფიდენციალურობით დაცულ ინფორმაციას და კონვენციის მე -10
მუხლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლების განხორციელება შეიძლება გარკვეულ
შეზღუდვებთან იყოს დაკავშირებული.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელი


კომპანიის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას ჰქონდა ადგილი. ჩარევის ღონისძიებები
გონივრულად წინასწარგანჭვრეტადი იყო და ისახავდა ლეგიტიმურ მიზანს - სხვათა
უფლებების დაცვას და კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნებისთვის
ხელის შეშლას.

რაც შეეხება ჩარევის აუცილებლობას დემოკრატიულ საზოგადოებაში, სასამართლომ


განასხვავა დროებითი და საბოლოო აკრძალვის ღონისძიებები. დროებითი ღონისძიება
გამართლებული იყო, ვინაიდან იგი დაკისრებული იყო პრეზიდენტის გარდაცვალებიდან
11 დღის შემდეგ, როდესაც ემოცია პოლიტიკოსებსა და საზოგადოებაში ჯერ კიდევ
მძაფრი იყო და ზიანი, რომელიც მიადგა პრეზიდენტის რეპუტაციას მძიმე იყო. წიგნის
გავრცელების დრო ძალზე ახლო იყო გარდაცვალების თარიღთან და შეეძლო
გაემძაფრებინა მისი ოჯახის ტანჯვა, რომელმაც დროებითი ღონისძიების დაკისრება
მოსთხოვა მოსამართლეს. შესაბამისად, დაკისრებული ღონისძიება იყო თანაბარზომიერი
დასახული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. შესაბამისად, დარღვევა დროებითი
ღონისძიების დაკისრების გამო არ დადგენილა.

80 Editions Plon v. საფრანგეთის წინააღმდეგ (Editions Plon v. France), განაცხადი no.   58148/00, ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.
127
მეორეს მხრივ, საბოლოო გადაწყვეტილება წიგნის აკრძალვის ღონისძიების
შენარჩუნების შესახებ, უკვე აღარ აკმაყოფილებდა მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას. ამ
გადაწყვეტილების მიღების დროისთვის, პრეზიდენტის გარდაცვალებიდან ცხრანახევარი
თვე იყო გასული. რაც უფრო დიდი დრო გავიდოდა, მით უფრო ნაკლებად აუცილებელი
იყო ღონისძიებების მიღება ოჯახის მწუხარების გაღრმავების თავიდან ასაცილებლად.
ამავდროულად, პრეზიდენტის უფლებამოსილების ორი ვადის ისტორიის განხილვის
საზოგადოებრივი ინტერესი უპირატესობით სარგებლობდა პრეზიდენტის სამედიცინო
კონფიდენციალობის დაცვის მოთხოვნასთან შედარებით. ამას გარდა, საბოლოო
გადაწყვეტილების მიღების დროისთვის, წიგნის 40 000 ასლი უკვე გაყიდული იყო, წიგნი
ატვირთული იყო ინტერნეტში და ფართოდ განიხილებოდა საზოგადოებაში. შესაბამისად,
ინფორმაციის უმეტესობა უკვე კონფიდენციალური აღარ იყო. შესაბამისად, სამედიცინო
კონფიდენციალობის დაცვის მოთხოვნას უკვე იმდაგვარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა,
როგორც დროებითი ღონისძიების დაკისრების შემდეგ. აქედან გამომდინარე, საბოლოო
ღონისძიების მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება აღარ არსებობდა. ევროპულმა
სასამართლომ დაადგინა მე-10 მუხლის დარღვევა.
128

გენდერის საკითხების გაშუქება

რა არის გენდერი?

რა არის დისკრიმინაცია?

რა არის გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია?


129
რა არის გენდერული თანასწორობა?

ცივილიზებულ და დემოკრატიულ სამყაროში ადამიანმა თავი დაცულად უნდა იგრძნოს,


საკუთარ თავს სხვის თანასწორად უნდა აღიქვამდეს, უნდა სარგებლობდეს თანაბარი
უფლებებით და მათი რეალიზების თანაბარი შესაძლებლობებით.

გენდერული თანასწორობა სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული

გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები


და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის,
თანაბრად მონაწილეობდნენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული
განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობდნენ საზოგადოებრივი სიკეთეებით,
შესაძლებლობებითა და რესურსებით. გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ქალისა

აქვთ სხვადასხვა ღირებულება და მიზანი, სხვადასხვა საჭიროება და ცხოვრების წესი,


მიუხედავად ამისა, მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა
დონეზე, ისინი უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით

სფეროში.

ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავებებზე ხაზგასმა სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულად


ხდება, თუმცა იმ სახელმწიფოებში, სადაც მაღალია ეკონომიკის დონე და სახელმწიფოს
მმართველობა დამყარებულია დემოკრატიულ, ლიბერალურ მიდგომაზე აღნიშნული
სხვაობა ფაქტობრივად არ შეინიშნება, თანამედროვე საზოგადეობის მიდგომა ეფუძნება
სწორედ სქესთა შორის განსხვავების შემცირებაზე, ერთი სქესის მეორეზე დომინირების
აღმოფხვრაზე. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ორივე სქესს ერთნაირად შეუძლიათ
შეითავსონ ერთმანეთის საქმიანობების, უნარების, ქცევების ფარტო სპექტრი.

რატომ არის მნიშვნელოვანი გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვა?

გენდერული თანასწორობა განვითარებისა და პოზიტიური ცვლილებების საშუალებაა,

განვითარებისა და რეალიზებისათვის თანაბარი, თუმცა ზოგჯერ დამატებითი პირობების


შექმნასაც. გენდერული თანასწორობა უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის თანაბარ
მონაწილეობას ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების პროცესებში.

გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანაბარ


მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველსა სფეროში და ყველა დონეზე.

რა უშლის გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას ხელს?

გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას სხვადასხვა ფაქტორი უშლის ხელს. ეს

ქვეყანაში არსებული არაეფექტიანი გენდერული პოლიტიკა და არასაკმარისი მექანიზმები.


130

გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მოვალეობაა. სახელმწიფომ


უნდა შექმნას გენდერული თანასწორობის პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ან/და
განსაზღვრავს:

განათლება თანასწორობას განათლების მიღების ყველა საფეხურზე

დასაქმება ქალებისა და მამაკაცებისათვის დასაქმების თანაბარ


პირობებს (საჭიროების შემთხვევაში დასაქმებისთვის
ხელშემწყობი მექანიზმების შექმნა ქალებისან
მამაკაცებისათვის)
ეკონომიკა თანასწორობა ბიზნეს საქმიანობაში სხვადასხვა დონეზე,
სფეროში
ჯანდაცვა ჯანდაცვის მომსახურებით თანაბარ სარგებლობას

გადაწყვეტილების თანასწორობას პოლიტიკურ სფეროში (საკანონმდებლო


მიღება/პოლიტიკა ორგანოებსა და მთავრობაში ქალთა და მამაკაცთა
თანაბარი მონაწილეობა)

გენდერული უთანასწორობის გამართლებას ემსახურება მსოფლიო რელიგიათა


სწავლებები. თითქმის ყველა წამყვან რელიგიაში დაქორწინებისას ქალი სიტყვიერად
ან სიმბოლურად გამოხატავს ქმრისადმი მორჩილების მზაობას.

გენდერული უთანასწორობის ფესვები კაცობრიობის განვითარებას უკავშირდება.


იმ დროს, როდესაც ადამიანი გამოქვაბულში სახლობდა და გადარჩენას ფიზიკური
სიძლიერე განაპირობებდა, მამაკაცის ფიზიკური მახასიათებლები განსაზღვრავდნენ
მის ძალაუფლებას, მისი შთამომავლობის გადარჩენას. დღეს ფიზიკური სიძლიერის
მნიშვნელობა გადარჩენისათვის განუზომლად შემცირებულია, მნიშვნელობას იძენენ
ისეთი თვისებები, რომელთა მიხედვითაც ქალები და კაცები ერთმანეთისაგან ნაკლებად
განსხვავდებიან. ამდენად სიტუაცია მკვეთრად განსხვავებულია და მამაკაცებისათვის
პრივილეგირების მინიჭების საჭიროება აღარ არსებობს. უთანასწორობის მიზეზებია:

» კულტურა და აღზრდა

» გავრცელებული სტერეოტიპები – შეხედულებები და დამოკიდებულებები


ქალებისა და კაცებისადმი

» ქალების პასიურობა, ქალების დამოკიდებულება საკუთარი თავის შესახებ

» ქალთა მიმართ ძალადობა

» გენდერული დისბალანსი გადაწყვეტილებების მიღების დონეზე

» გენდერულად მგრძნობიარე კანონმდებლობის არარსებობა, ან მათი


უგულებელყოფა

» საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფა და შეუსრულებლობა


131

» მსოფლიოს ქვეყნების შედარება გვიჩვენებს, რომ იქ სადაც მაღალია ქვეყნის


კეთილდღეობის მაჩვენებლები, ასევე მაღალია გენდერული თანასწორობა.

» იზრდება ქალებისა და კაცების ეკონომიკური აქტიობა.

» მცირდება სიღარიბის დონე, რადგან გამოკვლევები მიუთითებენ, რომ გენდერული


დისკრიმინაცია ზრდის სიღარიბეს და აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას.

» ხორციელდება ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა და პროპაგანდა.

» ქალების და მამაკაცები დანახული არიან, როგორც მოქმედი პირნი და


ამავდროულად ბენეფიციარები, ხდება ქალებსა და კაცებს შორის არსებული
განსხვავებს აღიარება და ორივე სქესის წარმომადგენელთა სპეციფიური
მოთხოვნებისა და საჭიროებების დაკმაყოფილება, რითაც მოგებული რჩება
ორივე და შესაბამისად მთლიანად საზოგადოება.

» მამაკაცთა და ქალთა შესაძლებლობებისა და უფლებების თანასწორობა

ეს ოჯახის მოვლა, სახლის გარეთ მუშაობა, მაღალი თანამდებობის დაკავება თუ


სხვა.

» საქართველო მზარდად დაბერებად ერს განეკუთვნება. მოსალოდნელია


არაპროდუქტული ასაკის მოსახლეობის მკვეთრი ზრდა უახლოეს პერიოდში. ეს
კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ძალზე გაუჭირდება პენსიონერთა უზრუნველყოფა.

» ქალების წარმოებაში ჩართვა შეამცირებს პროდუქტულ ასაკის ადამიანთა


შემცირებით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებს.

» საქართველოს მიგრანტ ქალების მიერ ოჯახში გამოგზავნილი თანხის ოდენობა


აღემატება კაცების მიერ გამოგზავნილ თანხებს.

» ქალები უფრო მეტად ახდენენ ინვესტირებას შვილების ჯანმრთელობასა


და განათლებაში. ამდენად ქალების მდგომარეობის გაუმჯობესება მჭიდრო
კავშირშია ახალგაზრდა თაობის ჯანმრთელობასა და განათლებასთან.
132
133

ბავშვთა უფლებები და მედია გაშუქების სტანდარტები

ბავშვთა უფლებათა კონვენციის 4 პრინციპი

sicocxle

dacva

ganviTareba

monawileoba

ბავშვის საუკეთესო ინტერესის უპირატესობა

ბავშვი, როგორც რესპონდენტი

»
134

ბავშვის დაფარვა და იდენტიფიცირება

» ნებისმიერი ტიპის ძალადობრივ ფაქტთან კავშირში მყოფი, მათ შორის:

ბავშვი რომელიც ახორციელებს ძალადობრივ ქცევას;

ძალადობის მსხვერპლი ბავშვი;

მოწმე ბავშვი;

» სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი;

» არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში ჩართული.

» ბავშვს არ აქვს სურვილი;

» არ არსებობს მშობლის/მეურვის ნებართვა;

» ბავშვის იდენტიფიცირებით დაირღვევა მისი საუკეთესო ინტერესი.


135

» ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი მისი სრულად


არაიდენტიფიცირებისთვის;

» დაუშვებელია ბავშვის მაინდეტიფიცირებელი ჩვენება და აღწერა;

» დაუშვებელია ბავშვის მეზობლების და ახლობლები ღიად ჩვენება;

» აუცილებელია ძალადობის ამსახველი ვიზუალური მასალების დეტალების


დაფარვა.

ბავშვები

დაუშვებელია ბავშვის ფოტოს, ვიდეოს, ან ამბის იმგვარად


გამოყენება, რაც შესაძლოა დამაზიანებელი ან დამაკნინებელი
აღმოჩნდეს ამ ბავშვისათვის, მაშინაც კი, როცა დაფარულია ბავშვის
ვინაობა.

დაუშვებელია ბავშვის წარმოჩენა ისეთ მდგომარეობაში,


რომელსაც შეუძლია მისი ღირსებისა და უფლებების შელახვა, როგორც
ჟურნალისტის, ასევე ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან, მაგალითად,
ბავშვის მოწყალების, დაცინვის, ან სიბრალულის ობიექტად
წარმოჩენა.

სუიციდის გაშუქება

»
136

»
137

ომის, შეიარაღებული კონფლიქტების და კრიზისების გაშუქების


სტანდარტები

სიზუსტე

ენა/ტერმინოლოგია

ვიზუალი

საკითხის გაშუქება სიღრმისეულად და განგრძობითად


138
139
140

საგანგებო მდგომარეობა და მედიის თავისუფლება

წყარო: ვენეციის კომისია, საგანგებო მდგომარეობის შესახებ ვენეციის კომისიის


მოსაზრებებისა და ანგარიშების კრებული, 2020.
141
სასარგებლო სახელმძღვანელო მითითებებს იძლევიან.

ყოფილმა ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ განსაზღვრა ის მახასიათებლები,


რომლებიც სახეზე უნდა იყოს, რომ სიტუაცია საგანგებო მდგომარეობად ჩაითვალოს:
- საფრთხე უნდა იყოს რეალური ან გარდაუვალი; - მისმა შედეგებმა შეიძლება მთელ
ერზე მოახდინოს ზეგავლენა; - ორგანიზებულ საზოგადოებრივ ცხოვრებას საფრთხე
უნდა ემუქრებოდეს; - კრიზისი ან საფრთხე უნდა იყოს განსაკუთრებული ხასიათის,
რაც გულისხმობს, რომ უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი
მართლწესრიგის დაცვის მიზნით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით
ნებადართული ჩვეულებრივი ზომები ან შეზღუდვები არ არის საკმარისი. ჯერ კიდევ 1961
წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ვითარება
საფრთხეს უნდა უქმნიდეს საზოგადოების ორგანიზებულ ცხოვრებას. მსგავსი პრინციპები
მოცემულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტში.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და საგანგებო მდგომარეობების საკითხებზე
სპეციალურმა მომხსენებელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სახელმწიფოებმა
შემდეგი პრინციპები უნდა დაიცვან: - დროებითი მოქმედების პრინციპი, ანუ, საგანგებო
მდგომარეობის გამოცხადების განსაკუთრებული ბუნება; საფრთხის განსაკუთრებული
ხასიათი, რომელიც მოითხოვს, რომ კრიზისი წარმოადგენს რეალურ, ამჟამინდელ ან,
სულ მცირე, გარდაუვალ საფრთხეს საზოგადოებისთვის; - გამოცხადების პრინციპი, ანუ
საგანგებო მდგომარეობის საჯაროდ გამოცხადების აუცილებლობა; შეტყობინების პრინციპი,
კერძოდ, სხვა სახელმწიფოებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების მონიტორინგის
ორგანოებისთვის მიღებული ზომების და მათი ხასიათის შესახებ ინფორმაციის
მიწოდების ვალდებულება; პროპორციულობის პრინციპი, რომელიც მოითხოვს, რომ
კრიზისის მოსაგვარებლად მიღებული ზომები მისი სიმძიმის პროპორციული იყოს; -
კანონიერების პრინციპი: საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანის უფლებებისა და
ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვები ეროვნული და საერთაშორისო სამართლის
ინსტრუმენტებით დადგენილ ფარგლებში უნდა რჩებოდეს; გარდა ამისა, საგანგებო
მდგომარეობა არ გულისხმობს კანონის უზენაესობის დროებით შეჩერებას, და არ აძლევს
უფლებას ხელისუფლების წარმომადგენლებს იმოქმედონ ისე, რომ კანონის დარღვევა
მოხდეს, რადგან მათ ამ პრინციპების მუდმივად დაცვის ვალდებულება ეკისრებათ. - იმ
ძირითადი უფლებების ხელშეუვალობის/ხელშეუხებლობის პრინციპი, რომლებიდანაც
გადახვევა დაუშვებელია, თუნდაც საგანგებო მდგომარეობის დროს: სიცოცხლის უფლება,
წამების აკრძალვა, მონობის აკრძალვა, კანონის უკუქმედითი გამოყენების დაუშვებლობა
და სხვა სასამართლო გარანტიები, საკუთარი იურიდიული ვინაობის აღიარების უფლება
და აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება.

...სახელმწიფო უფლებამოსილია გაატაროს ზომები, რომლებიც მის მიერ ნაკისრი


ვალდებულებებიდან გადახვევას ითვალისწინებენ „მხოლოდ იმ მოცულობით,
რამდენადაც ამას მკაცრად მოითხოვს მდგომარეობის სიმწვავე“, როგორც ამ ზომების
ფარგლების, ისე ხანგრძლივობის გათვალისწინებით, და ამ ზომების აუცილებლობა
და პროპორციულობა ექვემდებარება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს
(ECtHR) ზედამხედველობას და ადამიანის უფლებათა კომიტეტის (HRC) მონიტორინგს;
- გარკვეული უფლებებიდან გადახვევა დაუშვებელია; - გადახვევა არ შეიძლება იყოს
დისკრიმინაციული ან შეუსაბამო სახელმწიფოს მიერ დაკისრებულ საერთაშორისო
კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებთან; - უპირატესი მიზანი
უნდა იყოს ნორმალური მდგომარეობის აღდგენა, სადაც ადამიანის უფლებების სრული
142
პატივისცემა კვლავ იქნება უზრუნველყოფილი.

ვენეციის კომისიამ წინა მოსაზრებებში უკვე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართალის


მიხედვით სახელმწიფოები გარკვეული დისკრეციით სარგებლობენ იმის შეფასებისას,
არსებობს თუ არა საგანგებო ვითარება, და საჭიროა თუ არა ვალდებულებებიდან
გადახვევა. ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებს ევალებათ შეაფასონ,
ვითარების სიმძიმის და ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით, არსებობს თუ
არა საგანგებო ვითარება, რომელიც საფრთხეს უქმნის ერის არსებობას, და საჭიროა თუ
არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მის აღმოსაფხვრელად. ანალოგიურად,
სახელისუფლებო ორგანოებს ევალებათ საგანგებო მდგომარეობის გადალახვისთვის
აუცილებელი გადახვევების ხასიათისა და მოცულობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებს ამ სფეროში დისკრეციის ფართო
ფარგლები გააჩნიათ, მათი უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლო ახორციელებს გარკვეულ ზედამხედველობას ამ
უფლებამოსილებებზე.

როდესაც საგანგებო მდგომარეობის არსებობის პირობებში ხელშემკვრელ სახელმწიფოს


სურს გამოიყენოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებებისგან გადახვევის უფლება, იგი
ვალდებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 მუხლის შესაბამისად
ოფიციალურად განაცხადოს ამ ვალდებულებებიდან გადახვევის შესახებ და მიუთითოს,
თუ რომელი უფლებებიდან მოხდება გადახვევა, და რომელ ტერიტორიაზე გავრცელდება
ეს... მე15 მუხლი მოითხოვს, რომ შესაბამისმა სახელმწიფომ ევროპის საბჭოს გენერალურ
მდივანს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს მის მიერ განხორციელებული ზომებისა და
ამის განმაპირობებელი მიზეზების შესახებ…

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 მუხლით და სამოქალაქო და


პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაუშვებელია დათქმითი, ანუ კვალიფიციური
ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვა … გადახვევა შეიძლება
გაგრძელდეს მხოლოდ იმდენ ხანს, და შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ის ფარგლები,
რამდენადაც ამას მკაცრად მოითხოვს მდგომარეობის სიმწვავე“. მათი აუცილებლობა
და პროპორციულობა უნდა ექვემდებარებოდეს ეროვნულ და საერთაშორისო
ზედამხედველობას. . .

საგანგებო მდგომარეობის კონსტიტუციით გამყარება შეიძლება რეკომენდებული იყოს,


რომ საგანგებო სიტუაციები, რომელთა გამო შეიძლება საგანგებო მდგომარეობა
გამოცხადდეს, კონსტიტუციით იყოს მკაფიოდ განსაზღვრული და გამიჯნული, და
ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს საპარლამენტო მონიტორინგის მექანიზმი
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან და გაგრძელებასთან (და შეწყვეტასთან)
დაკავშირებით. თითქმის ყველა კონსტიტუცია შეიცავს დებულებებს საპარლამენტო
კონტროლის მექანიზმის შესახებ, ხოლო ზოგიერთი კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებს
სპეციალურ პროცედურებს საკანონმდებლო კონტროლისთვის. ეროვნული და
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა შეიძლება ამართლებდეს ადამიანის გარკვეული
უფლებების სრულად სარგებლობის შეზღუდვას, და ადამიანის უფლებების დაცვის
გარკვეული ვალდებულებებისგან გადახვევასაც კი. ამასთან, ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების შეზღუდვები და გადახვევები უნდა იყოს რეგულირებული კანონით, და
სასურველია, რომ კონსტიტუციით იყოს განსაზღვრული. ეს დემოკრატიისა და კანონის
143
უზენაესობის შენარჩუნების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარანტიაა. კანონი უნდა
განსაზღვრავდეს, თუ რომელ შემთხვევებში შეიძლება იყოს გამართლებული შეზღუდვები,
და ასევე ადგენდეს საგანგებო მდგომარეობებს, რამაც შეიძლება გაამართლოს
ვალდებულებებიდან გადახვევა. . .

ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს ადამიანის


უფლებების ჩვეულებრივ მოქმედი ნორმებიდან გადახვევას, და სხვადასხვა სახელმწიფო
ორგანოებს შორის პასუხისმგებლობებისა და პრეროგატივების გადანაწილებაში
ცვლილებებს. ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გადახვევა განსაკუთრებით
მნიშვნელოვან პრობლემებს წამოჭრის; გამოცდილებამ აჩვენა, ადამიანის უფლებათა
ყველაზე მძიმე დარღვევებს სწორედ საგანგებო ვითარებების კონტექსტში აქვს
ადგილი. საპარლამენტო ასამბლეამ განაცხადა, რომ „უსაფრთხოების უზრუნველყოფის
აუცილებლობიდან გამომდინარე მთავრობებს ხშირად უწევთ განსაკუთრებული ზომების
მიღება. ამგვარი ზომები ნამდვილად გამონაკლისი ხასიათის უნდა იყოს, რადგან არც ერთ
სახელმწიფოს არა აქვს უფლება უგულებელყოს კანონის უზენაესობის პრინციპი, თუნდაც
უკიდურეს სიტუაციებში. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო
გარანტიები, რომლებიც განსაკუთრებული ზომების ბოროტად გამოყენების პრევენციას
უზრუნველყოფენ“. ბევრი კონსტიტუცია შეიცავს დებულებებს, რომლებიც კონკრეტულად
საგანგებო მდგომარეობას ეხება, მაშინ როდესაც ზოგ კონსტიტუციებში ასეთი დებულებები
არ არის ასახული. ეს შეეხება ავსტრიას, ბელგიას, იტალიას, დანიას, ლუქსემბურგს,
ნორვეგიას, შვედეთსა და შვეიცარიას. გარკვეულ სამართლებრივ რეჟიმებს გააჩნიათ
დაუწერელი კონსტიტუციური საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონების ტრადიცია.
მიუხედავად ამისა ვენეციის კომისიამ, იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციები
ჩვეულებრივ შეიცავენ ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვაზე მიმართულ
დებულებებს, მანამდე უკვე გამოთქვა მოსაზრება, რომ საგანგებო მდგომარეობებთან
დაკავშირებული დებულებები ნათელი კონსტიტუციური ნორმების ფორმით უნდა
ჩამოყალიბდეს.

საგანგებო ზომების აუცილებლობისა და პროპორციულობის და კანონის უზენაესობასთან


მათი შესაბამისობის ანალიზი დინამიურ მიდგომას მოითხოვს. ადამიანის უფლებათა
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი გულისხმობს
საგანგებო ზომების მუდმივი განხილვის აუცილებლობას, და მე -15 მუხლის
ინტერპრეტაცია ისე უნდა მოხდეს, რომ ეს ზომები პერიოდულად უნდა გადაიხედოს.
იგივე ეხება კონკრეტული ზომების პროპორციულობისა და აუცილებლობის უფრო
სპეციფიკურ ანალიზს, ანუ ის ზომები, რაც გამართლებულია მნიშვნელოვანი კრიზისის
დასრულებიდან დაუყოვნებლივ, შეიძლება არ იყოს საჭირო რამდენიმე თვის შემდეგ.

ვენეციის კომისია ასევე პროპორციულობის პრინციპის მნიშვნელობაზე მიუთითებს. ეს


მოთხოვნა უნდა ეხებოდეს როგორც კომენდანტის საათის შესახებ გადაწყვეტილების
მიღებას და ამასთან დაკავშირებული ზომების განხორციელებას, ასევე იმ დაკავშირებულ
ზომებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ სხვა უფლებებსა და თავისუფლებებზე,
და დამატებითი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდნენ კომენდანტის საათის დროს,
როგორიცაა მაგალითად, სკოლების ან ბიზნესის დახურვა, საჯარო სერვისების მიწოდების
შეზღუდვა, საჯარო ღონისძიებების აკრძალვა, ან ამ კონტექსტში მთავრობის მიერ
გატარებული უსაფრთხოების ოპერაციების აკრძალვა. მსგავსად თავად კომენდანტის
საათისა, ყველა ეს ზომა უნდა იყოს არსებული საფრთხის და მისი დაუყოვნებელი
ხასიათის პროპორციული, და არ უნდა გაგრძელდეს იმაზე მეტი ხნის განმავლობაში,
144

დამატებითი ინფორმაციის წყაროები:


State of emergency: proportionality issues concerning derogations under Article 15 of the European Con-
vention on Human Rights, Resolution 2209, Parliamentary Assembly, 2018. [ხელმისაწვდომია: https://
bit.ly/3iGqpB1]
The impact of coronavirus on media freedom, European Parliamentary Research Service, 2020.
[ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3qQyTZg]
IRIS Themes, vol. III Freedom of Expression, the Media and Journalists - Case-law of the European Court of
Human Rights – 4th edition European Audiovisual Observatory, Strasbourg 2017. [ხელმისაწვდომია:
https://bit.ly/3sQxxzf]
Romania’s State of Emergency Raises Media Freedom Concerns, 2020. [ხელმისაწვდომია: https://bit.
ly/2Y7NfYI]
Turkey: Deepening Backslide in Human Rights Amnesty International Submission for the UN Universal Pe-
riodic Review, 35th Session of the UPR Working Group, 2020. [ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2M-
lOzEQ]
Secretary General: Governments must protect essential role of journalists in democracy, especially in
times of crisis, 2020. [ხელმისაწვდომია: https://bit.ly/368Ta4m]
Prolonged emergency and derogation of human rights: Why the European Court should raise its immunity
system, Triestino Mariniello, Cambridge University Press, 2018. [ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3od-
dPu3]
გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის
განხორციელება, გზამკვლევი, ევროპის საბჭო, 2005. [ხელმისაწვდომია: https://bit.
ly/3qMYDpe]
145
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებები კრიზისულ
პერიოდში გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვაზე81

კრიზისულ სიტუაციებში მედიის პროფესიონალების სამუშაო პირობები

პირადი უსაფრთხოება
146
147
გარანტიები გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების გადამეტებული

მედიის პროფესიონალების ვალდებულებები


148
149
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა საგანგებო მდგომარეობის
დროს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის თაობაზე

ჟურნალისტის დაკავება ანტიტერორისტული ბრალდებით სახელმწიფო


გადატრიალების მცდელობის შემდეგ85
150
იქნა წაყენებული, პატიმრობა უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ, როგორც უკიდურესი
საშუალება.

იმის გათვალისწინებით, რომ არ იყო დაკმაყოფილებული საფუძვლიანი ეჭვის სტანდარტი,


რომ ჟურნალისტებმა მართლაც ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი დანაშაულები,
პატიმრობის ღონისძიება არ იყო დასაბუთებული, თუნდაც თურქეთის მიერ სამხედრო
გადატრიალების მცდელობის გამო გამოცხადებულ საგანგებო ვითარებაშიც კი.

ნებისმიერი პირის დაპატიმრებას, რომელიც მთავრობის კრიტიკულ შეხედულებებს


გამოთქვამს, მსუსხავი ეფექტი აქვს გამოხატვის თავისუფლებაზე მთელი
საზოგადოებისთვის, და ასეთი ეფექტი შეიძლება არსებობდეს დაპატიმრებული პირის
გამართლების შემთხვევაშიც კი.

საგანგებო მდგომარეობაში ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლების აღნიშნულმა


შეზღდვამ კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა შეადგინა.
151

დანართი 2.

შესაძლო ენერჯაიზერების და ყინულის გალღობის

სავარჯიშოების აღწერილობა
152
ენერჯაიზერი - როგორ ესალმებიან სხვადასხვა ქვეყანაში. მონაწილეებს
ვთხოვთ დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. პირისპირ მდგარ თითო წყვილს
ვაძლევთ სტიკერებს, რომელზეც წერია, როგორ ესალმებიან რომელიმე
კონკრეტულ ქვეყანაში. სტიკერების დარიგების შემდეგ, წყვილებს ვთხოვთ
რიგითობით გამოვიდნენ ცენტრში, წაიკითხონ ქვეყანა, მისალმების ტრადიცია
და განასახიერონ მისალმება;

ენერჯაიზერი - ვარიანტი 1- სახელი+ზედსართავი სახელ(ებ)ი. მონაწილეებმა


ერთმანეთს უნდა წარუდგინონ საკუთარი სახელი და დადებითი შინაარსის მქონე
ერთი ან ორი ზედსართავი სახელი, რომელიც იწყება იმავე ასოთი, რომლითაც
მათი სახელი. ხანგრძლივობა: 5 წუთი.86

ვარიანტი 2 - 45 წამის ათვლა - მონაწილეები ტრენერმა უნდა გაანაწილოს


ორ ჯგუფში, აღნიშნული ენერჯაიზერისთვის საჭიროა ორი ე.წ. flip-chart-ი.
თითოეული გუნდიდან flip-chart-თან მიდის ერთი მონაწილე, თანმიმდევრობით
და წერს იმ სიტყვებს/ძირითად ცნებებს, რომლებიც წინა სესიის ფარგლებში
იქნა განხილული. გუნდი, რომლის სიაც 45 წამის შემდეგ უფრო გრძელი იქნება,
იმარჯვებს. ხანგრძლივობა: 5 წუთი. 87

ენერაჯაიზერი - პორტრეტი 10 წამში - (მუსიკა სურვილისამებრ) თითოეული


მონაწილე წერს თავის სახელს ცარიელი ფურცლის დასაწყისში. ტრენერის
მითითების შესაბამისად, ყველა მონაწილე დგება და იწყებს ოთახში თავისუფლად
მოძრაობას, შემთხვევითი მიმართულებით. ყველა მონაწილეს თან უნდა ჰქონდეს
თავისი სახელიანი ფურცელი და მარკერი. როდესაც მუსიკა შეჩერდება, ისინი
წყვილდებიან იმ პიროვნებასთან, ვინც მათთან ყველაზე ახლოსაა და ცვლიან
ფურცლებს. ტრენერმა უნდა დაავალოს მონაწილეებს, უყურონ პარტნიორს
მხოლოდ 10 წამი, რომლის განმავლობაშიც მის წინ მდგომის სახის რომელიმე
ერთ ნაწილს (ცხვირი, თვალები, პირი, სახის მოყვანილობა, ყურები...) ხატავენ.
ამის შემდეგ, თითოეული მონაწილე უბრუნებს ფურცელს მის მფლობელს
და მუსიკის ფონზე რამდენჯერმე მეორდება იგივე. საბოლოოდ, ფურცლებს
იბრუნებენ ის ადამიანები, რომელთა სახელიც წერია ფურცლის დასაწყისში.
ხანგრძლივობა: 10 წუთი. 88

ყინულის გალღობის სავარჯიშო - მონაწილეთა გაცნობა: თითოეული ადამიანი


იღებს ფურცელს და კალამს და ოთახში იწყებენ გადაადგილებას, ეცნობიან
ექვს ადამიანს და სთხოვენ გაუზიარონ ერთი ფაქტი საკუთარი თავის შესახებ,
რომელსაც ინიშნავენ ფურცელზე. მას შემდეგ, რაც ყველა 6 ფაქტს შეაგროვებს,
თითოეულ ადამიანზე დანარჩენი მონაწილეები, რომლებმაც მასზე ჩანაწერები
გააკეთეს გააცნობენ მოპოვებულ ინფორმაციას დანარჩენ მონაწილეებს.
ხანგრძლივობა: 10 წუთი.89

86 დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3xtzd4c


87 დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3aH1gTX
88 იქვე.
89 იქვე.
153
154

1
155

2
156
157
158
159
160
161
162
163
164
165
166
167
სესია 7: საგანგებო მდგომარეობა და მედიის თავისუფლება

გადახვევა:
168
169

დანართი 5.

მონაწილეთა მიერ ტრენინგის ორგანიზაციული და

შინაარსობრივი მხარეების შეფასების კითხვარის მაგალითი


170

ტრენინგი თემაზე

“ადამიანის უფლებების და კრიზისის ჟურნალისტიკა“

შეფასების ფორმა მონაწილეთათვის

თარიღი: _____________________________

სახელი და გვარი (არასავალდებულო): _____________________________

გთხოვთ, თითოეული სესია შეაფასოთ შესაბამისი ქულით

კერძოდ, რამდენად საინტერესო და პრაქტიკული იყო თითოეული აქტივობა

1 – სრულიად არა; 2 - მცირედ; 3 - ნაწილობრივ; 4 - უმეტესად; 5 - სრულიად

სესიის დასახელება შინაარსი პრეზენტაცია

სესია N1: ადამიანის უფლებათა


1 2 3 4 5 1 2 3 4 5
ჟურნალისტიკის განმარტება
სესია N2: გამოხატვის
თავისუფლება სუბიექტების 1 2 3 4 5 1 2 3 4 5
მიხედვით
სესია N3, ნაწილი 1: პირადი
ცხოვრების დაცულობის უფლება
და ადამიანის უფლებათა 1 2 3 4 5 1 2 3 4 5
ევროპული სასამართლოს
სტანდარტები
სესია N3, ნაწილი 2: პირადი
ცხოვრების დაცულობის უფლება
1 2 3 4 5 1 2 3 4 5
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
სტანდარტების ჭრილში
სესია N3, ნაწილი 3: პირადი
ცხოვრების დაცულობის უფლება 1 2 3 4 5 1 2 3 4 5
გარდაცვალების შემდეგ
სესია N4: გენდერის საკითხების
1 2 3 4 5 1 2 3 4 5
გაშუქება
სესიაN5: ბავშვთა უფლებები და
1 2 3 4 5 1 2 3 4 5
მედია გაშუქების სტანდარტები
სესია N6: ომის, შეიარაღებული
კონფლიქტების და კრიზისების 1 2 3 4 5 1 2 3 4 5
გაშუქების სტანდარტები
სესია N7: საგანგებო მდგომარეობა
და მედიის თავისუფლება 1 2 3 4 5 1 2 3 4 5
171

რა ვისწავლე და რა იყო ახალი:

რას გავაუმჯობესებდი (შინაარსობრივად ან/და ორგანიზაციული თვალსაზრისით):

რა საკითხებზე ვისურვებდი მომავალში მსგავს შეხვედრაში მონაწილეობას:

სხვა კომენტარი:

You might also like