Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული

თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი

მაიორი იოსებ ტურაშვილი

ომებისა და სამხედრო ხელოვნების ისტორია, H-100


დასკვნითი გამოცდა

ოპერაცია "ოვერლორდი"

თბილისი

2020
სამხედრო ოპერაცია  „ოვერლორდი“, (ასევე ნორმანდიაში შეჭრა) ომების
ისტორიაში ცნობილია, როგორც ყველაზე მასშტაბური სადესანტო ოპერაცია. ოპერაცია
„ოვერლორდი“ განხორციელდა დასავლელი მოკავშირეების (ძირითადი ძალები:
ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და კანადა) მიერ ნაცისტური
გერმანიის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, რომელიც მიზნად ისახავდა 
გერმანელთა განდევნას ჩრდილოეთ საფრანგეთიდან და იქ მომდევნო სამხედრო
ოპერაციების წარმატებთ ჩატარებისათვის მყარი პლაცდარმის შექმნას. ოპერაცია
„ოვერლორდი“ თავის მხრივ მოიცავს მოკავშირეთა ჯარების გადასხმის
ოპერაციას ნორმანდიაში (ოპერაცია "ნეპტუნი", ასევე მოიხსენიებენ, როგორც "D-დღე")
და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, მომდევნო სამხედრო ოპერაციებს.
ოპერაცია "ოვერლორდი" დაიწყო 1944 წლის  6 ივნისს  (D-day)  და გაგრძელდა
1944 წლის 25 აგვისტომდე (მოკავშირეთა ჯარების მიერ პარიზის აღება). ასეთი
ფართომასშტაბიანი ოპერაციის წარმატებით შესრულებისათვის პირველ რიგში საჭირო
იყო გამოცდილი მეთაურობის შერჩევა და ოპერაციის ეფექტური ხელმძღვანელობა, რაც
ომის პრინციპების შესაბამისად მართვის ერთიანობას გულისხმობს. შესაბამისად
შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბრიტანელი გენერალი
ფრედერიკ მორგანი (1943 წლის მარტში ინიშნება მოკავშირეთა უმაღლესი სარდლობის
შტაბის უფროსად), რომელმაც დაიწყო სამომავლო ოპერაციის გეგმის შემუშავება,
ხოლო 1943 წლის დეკემბერში ამერიკელი გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი აირჩიეს
მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლეს მეთაურად. ასევე ოპერაციის
წარმატებაში უმნიშვნელოვანეს როლ თამაშობს დეტალური დაგეგმვა, რაც საკმაოდ
დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვდა. შესაბამისად ოპერაციის დაგემვა ჯერ
კიდევ 1943 წელს დაიწყო, რაც მოიცავდა მრავალ სხვადასხვა კომპონენტს, მათ შორის:
მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის გეგმა, მოკავშირეთ ჯარების მობილიზება
ინგლისში და მათი წვრთვნა/აღჭურვა, ოპერაციის საჭიროებებს მორგებული
ინფრასრუქტურის, ავიაციის, გემების, ტექნიკისა და შეიარაღების სისტემების
შექმნა/წარმოება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოკავშირეთა მიერ

1
ხანგრძლივი დეტალური დაგეგმვის პროცესში გამოჩენილმა ძალისხმევამ და
ჩატარებულმა ღონისძიებებმა განაპირობა ოპერაცია „ოვერლორდის“ წარმატებით
განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება მეორე მსოფლიო ომში
მეორე ფრონტის გახსნის შესახებ, ფართომასშტაბიანი შეჭრა დასავლეთ საფრანგეთში,
მიიღეს აშშ-ს პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა და ბრიტანეთის პრემიერ
მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა. 1943 წლის იანვარში, კასაბლანკაში გამართულ
კონფერენციაზე, ანტიჰიტლერული კოალიციის ორი ქვეყნის ლიდერებმა შეერთებული
შტატებისა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული შტაბის წევრებთან განიხილეს
მიმდინარე პრობლემები. შეჭრის გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებლად დანიშნული
იქნა ბრიტანელი გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ მორგანი (schoolperspektiva.ru თ. გ.).
მას შემდეგ რაც მოკავშირეებმა ნორმანდია აირჩიეს გადმოსხმის ადგილად 1943 წელს
მოკავშირეთა ევროპის საექსპედიციო ძალების მეთაურად დანიშნეს ამერიკელი
გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი. დანიშნულ გენერალს ურთულესი დავალება
დაეკისრა, რადგან მას მხოლოდ რამდენიმე თვე ჰქონდა ოპერაციის დაგეგმისთვის,
რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ და იმედოვნებდნენ, რომ ეს ოპერაცია
საბოლოოდ დაასრულებდა მეორე მსოფლიო ომს. განსხვავებული პიროვნული
თვისებების მქონე მოკავშირეთა მეთაურობასთან მუშაობა ამ დავალებას კიდევ უფრო
ართულებდა. ეიზენჰაუერი და ფრანკლინ რუზველტი ყველა საკითხში ვერ
თანხმდებოდნენ, ხოლო უინსტონ ჩერჩილთან გენერალ ეიზენჰაუერს ზოგჯერ
ურთიერთობის პრობლემებიც კი ჰქონდა. რადგან მსგავსი მასშტაბური ოპერაციის
ხელმძღვანელობას მხოლოდ ერთი პირი ვერ შესძლებდა, დანიშნულ იქნენ საზღვაო,
საჰაერო და სახმელეთო ძალების მეთაურები. მარშალი ტრაფორდ ლი-მელორი
დაინიშნა მოკავშირეთა საექსპედიციო ძალების საჰაერო ძალების მეთაურად.
გადასხმის ოპერაციის დაგეგმვის დროს, ის მხარს უჭერდა ტრანსპორტირების გეგმას.
მოკავშირეთა ავიაციის მოქმედებები ფოკუსირებული იქნებოდა ოკუპირებული
საფრანგეთის სარკინიგზო სისტემის განადგურებაზე, რაც მწყობრიდან გამოიყვანდა

2
გერმანელების მომარაგების და საკომუნიკაციო ხაზებს. მიუხედავად იმისა, რომ
ეიზენჰაუერმა დაამტკიცა ეს გეგმა, ლი მელორის უთანხმოება ჰქონდა მოკავშირეთა
ძალების სხვა მეთაურებთან მის სტრატეგიასა და ტაქტიკასთან დაკავშირებით.
მარშალი არტურ უილიამ ტედერი და კარლ სპააცი არ ეთანხმებოდნენ ლი-მალორის.
ტედერი ნორმანდიის ოპერაციის დროს დაინიშნა უმაღლესი მთავარსარდლის
მოადგილედ. მისი ძალისხმევა, საჰაერო დომინირება მოეპოვებინა საფრანგეთში,
კონფლიქტში მოდიოდა ლი-მელორის გეგმებთან მათი ფუნქციების
ურთიერთთანხვედრის გამო. სპააცი მეთაურობდა აშშ-ს სტრატეგიულ საჰაერო ძალებს
ევროპაში და ის მხარს უჭერდა ლი-მელორის სტრატეგიისგან განსხვავებულ საჰაერო
ოპერაციების განხორციელებას საფრანგეთში. ტრანსპორტირების გეგმის
საპირისპიროდ, სპააცს სურდა სამიზნედ ამოეღო და გაენადგურებინა გერმანიის
ნავთობის მოპოვება და მრეწველობა. ავიაციის მეთაურებს შორის აღნიშნული
უთანხმოების გადაჭრა, გენერალმა ეზენჰაუერმა ჩვეული დიპლომატიური
მოქნილობით მოახერხა. მეთაურები ასევე ესაჭიროებოდათ სახმელეთო და საზღვაო
ძალებს. მოკავშირეთა საექსპედიციო ძალების საზღვაო ძალების მეთაურად დაინიშნა
ბერტრამ რამსეი. ის ხელმძღვანელობდა ოპერაცია „ნეპტუნს“, ოპერაცია
„ოვერლორდის“ საზღვაო-სადესანტო ოპერაციას. ჩრდილოეთ აფრიკაში საზღვაო
ძალების მეთაურის მოადგილედ მსახურობისას და სიცილიაში ჩატარებული ოპერაცია
„ჰასკის“ დროს მან შეიძინა გამოცდილება, რაც საჭირო იყო ნორმანდიის სანაპიროებთან
საზღვაო-სადესანტო იერიშის დაგეგმვისთვის. ბრიტანეთის ფელდმარშალი ბერნარდ
მონტგომერი დაინიშნა მეკავშირეთა სახმელეთო ძალების მეთაურად D-დღისთვის.
ეიზენჰაუერს სურდა ამ თანამდებობაზე დაენიშნა ამერიკელი გენერალი ჰაროლდ
ალექსანდერი, თუმცა დიპლომატიური საჭიროებიდან გამომდინარე მან ეს
თანამდებობა შესთავაზა მონტგომერის და ასევე დაამტკიცა მისი გეგმა გადმოსხმის
ძალების და გადმოსხმის ტერიტორიის გაფართოების შესახებ. მოკავშირეთა ძალების
მეთაურმა ეიზენჰაუერმა მოახერხა განსხვავებული პიროვნული თვისებების მქონე
სამხედრო მეთაურებთან და პოლიტიკოსებთან ურთიერთობის მოგვარება და

3
ნორმანდიის ოპერაციისთვის საჭირო გეგმების დამტკიცება. ყველა დაქვემდებულმა
მეთაურმა ოპერაციის საკუთარი ნაწილი განახორციელეს მთავარსარდლის
მოლოდინების შესაბამისად და მათი ერთობლივი შეთანხმებული მოქმედებები,
ეიზენჰაუერის ხელმძღვანელობით, ძალზედ ეფექტური აღმოჩნდა ოპერაციის
წარმატებისათვის.
მეორეს მხრივ, უნდა აღინიშნოს ოპერაციის დაგეგმვისა და მომზადების ფაზა,
რომელიც დიდი სიფრთხილითა და ხანგრძლივი პერიოდით მიმდინარეობადა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ოპერაცია „სიმაგრე“, რაც გულისხმობდა გერმანიის
უმაღლესი სარდლობის შეცდომაში შეყვანას, მოკავშირეთა შეჭრის ადგილის შესახებ.
მოკავშირეები ცდილობდნენ გერმანელებისთვის მიეწოდებინათ მოკავშირეების შეჭრის
არასწორი დრო და ადგილი, კერძოდ, ოპერაცია "სიმაგრე" - ჩრდილოეთში გამოიყენეს
ყალბი რადიოსიგნალი რომელითაც გერმანელებში ნორვეგიაზე თავდასხმის
მოლოდინი გამოიწვია, ოპერაცია "სიმაგრე"- სამხრეთი კი ითვალისწინებდა:
"- ფიზიკური ცრუ მოდელებს: არარსებული საჯარისო შენაერთებისა და ნაწილების
ცრუ მარშების დემოსტრირებით პა-დე-კალეს მოპირდაპირე სანაპიროზე მდებარე
კენტის საგრაფოს მიწებზე, მუყაოს ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის შექმნით,
რეზინისა და კაუჩუკის გასაბერი ტანკები,თვითმფრინავები, საავტომობილო ტექნიკა,
ფანერის არტილერია;
- კონტროლირებადი და ლიმიტირებული ინფორმაციის გაჟონვა დიპლომატიური
არხებით, განსაკუთრებით ნეიტრალური ქვეყნების გავლით;
- ცრუ რადიოგადაცემები და რადიოკავშირები მოკავშირეთა არარსებულ შენაერთებისა
და ნაწილების შტაბებს შორის;
- აგენტურული ქსელის გააქტიურება და ორმაგი აგენტურის ეფექტური მუშაობა;
- არარსებული შენაერთების განმასხვავებელი ნიშნების ცრუ დემონსტრირება, მათი
შტაბებისა და სამეთაურო შემადგენლობის სახალხო გამოჩენა, ინტერვიუები და
გადაღებები. აღსანიშნავია აშშ-ს არაარსებული პირველი არმიათა ჯგუფისა და მისი

4
ვითომ სარდლის, მეტად ქარიზმატული ლიდერის, გენერალ ჯორჯ პატონის კადრში
ხშირი გამოჩენა" (ჩაჩხიანი 2018, 407).
დამატებით, შეტევამდე წინა ღამით, სპეციალური საჰაერო სამსახურის მცირე
ჯგუფმა სატყუარა პარაშუტები გადმოყარეს ჰავრში და ისიგნიში. ასევე, რა თქმა უნდა,
ამ მასშტაბის ოპერაციის წარმატებით განხორცილებისათვის საჭირო იყო დიდი
რაოდენობით საბრძოლო და სატრანსპორტო საშუალებები, შეიარაღება და ჯარები.
აშშ-სა და ბრიტანეთში დიდი რაოდენობით თვითმფრინავების, გემების და ტანკების
წარმოება მიმდინარეობდა. მოკლე ვადებში აგებული იქნა დაახლოებით 30 ათასი
ერთეული სხვადასხვაგვარი სადესანტო გემი, ასევე სადესანტო-გადმოსასხმელი
საშუალება. შემუშავებული და მასობრივ წარმოებაში ჩაშვებული იქნა სპეციალური
საშუალებები ქვეითი ქვედანაყოფების ბრძოლაში უზრუნველყოფისათვის გადასხმის
დროს: მცურავი და ცეცხლმტყორცნი ტანკები, სპეციალიზირებული შეჯავშნული
საინჟინრო მანქანები დანაღმულ ველებზე გასასვლელების შესაქმნელად,
ხიდგამდებები, სპეციალური ბარჟები ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებითა
და ა. შ. გარდა ამისა, მოეწყო ჯარების გადასხდომისა და ტექნიკის/ტვირთების
გადაზიდვის საპორტო ინფრასტრუქტურა. ასევე მოხდა ჯარისკაცების გაწვრთნა
ინგლისში და დესანტირების რეპეტიციებს განხორციელება სანაპიროებზე.
მოკავშირეებმა ოპერაციის დეგემვისა და მომზადების პროცესში მაქსიმალურად
მოახდინეს ცოცხალი ძალისა და საჭირო მატერიალური რესურსების მობილიზება,
ასევე გერმანელებისათვის ცრუ სამოქმედო გეგმის თავზე მოხვევა, რაც ერთერთი
უმთავრესი ფაქტორი იყო ოპერაციის წარმატებით განხორციელებისათვის.
თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოპერაცია "ოვერლორდის" ასეთი
ხანგრძლივი დაგეგმვისა/მომზადების პეროდი და ფართომასშტაბიანი ომისთვის
მზადება, არ აისახებოდა დადებითდ მოკავშირეთა მრეწველობასა და ეკონომიკიზე,
ასევე რეპეტიციების დროს განცდილი მსხვერპლი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის
სახით მტკივნეული იყო მოკავშირეთათვის. 1944 წლის 28 აპრილს მიმდინარეობდა
რეპეტიციები ნორმანდიის სადესანტო მიმართულებით ბრიტანეთის რვა გემით,

5
რომლებზეც განთავსებული იყო ამერიკული ქვეითი ჯარი და ტექნიკა. გემები
იყენებდნენ რადიოსიხშირეებს, რომლებიც აღმოჩენილი იქნა გერმანიის დაზვერვის
მიერ. ცუდად ჩამოყალიბებული საკომუნიკაციო სისტემის გამო, ხომალდები გახდა
მარტივი სამიზნე ჰიტლერის არმიის წყალქვეშა ნავებისთვის. შედეგად, დაახლოებით
800 ჯარისკაცი დაიღუპა. მიუხედავად ამისა, ოპერაცია ოვერლორდის ასეთმა
ხანგძლივმა დაგეგმვამ, ოპერაციის უდიდესი წარმატების გათვალისწინებით, ძალზედ
შეამცირა უშუალოდ ოპერაციის მსვლელობისას განცდილი მსხვერპლის რაოდენობა,
რაც იმაზე ნაკლები იყო ვიდრე მოკავშირეთა მოლოდინი. ასევე ევროპის ქვეყნების
გათავისუფლება ნაცისტური გერმანიისგან და მათთან პოლიტიკური, სამხედრო და
ეკონომიკური ურთიერთობების განახლება, ალიანსების შექმნა გაცილებით მომგებიანი
იყო მოკავშირეთათვის, ვიდრე ომის წარმოებისათვის გაწეული ხარჯები.
დასკვნის სახით, რომ შევაჯამოთ, მოკავშირეთა ძალების შეჭრა ნორმანდიაში -
ოპერაცია "ოვერლორდი" იყო მეორე მსოფლიო ომის ერთერთი მთავარი გარდამტეხი
მომენტი, რამაც გამოიწვია ევროპის საბოლოო გათავისუფლება ნაცისტური ძალებისგან
და ხელი შეუწყო ჰიტლერის რეჟიმის დამარცხების დაჩქარებას. გარკვეულწილად ეს
ოპერაცია გახდა მეორე მსოფლიო ომის დასასრულის დასაწყისი. უნდა აღინიშნოს,
რომ ოპერაციის დროს, მოკავშირე ძალების წინაშე მდგარი რთული ამოცანის
მიუხედავად, გამოცდილმა სამხედრო ხელმძღვანელობამ, უდიდესი დიპლომატიური
და სამხედრო ნიჭის მქონე გენერალი ეიზენჰაუერის მეთაურობით, რომელმაც ყველა
დონეზე დააბალანსა ურთიერთობა, ასევე ოპერაციის დეტალურმა დაგეგმვამ და
აღსრულებამ, რომლის დროსაც მოხერხებულად იქნა განხორციელებული
მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის ოპერაცია, მოკავშირე ძალების
წვრთნა/რეპეტიციები და მათ შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა, გადამწყვეტი როლი
ითამაშა ოპერაცია "ოვერლორდის" წარმატებით განხორციელებაში.

6
ბიბლიოგრაფია

უილ ფაულერი, D-დღე, პირველი 24 საათი, რედ.რუსუდან გორგაძე დამარინე სოხაძე,


(თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009);

ჰანს-დიტერ ოტო, სამხედრო შეცდომების ენციკლოპედია, სალამინიდან ერაყის


ომამდე, ტომი II, რედ. არსენ ჩაჩხიანი, (თბილისი: საქართველოს შეიარაღებული
ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის
ტოპოგრაფიული სამმართველოს სტამბა, 2018) 405-429;

schoolperspektiva. თ. გ. ნორმანდიაში ძალთა ბალანსში დაშვება. მოკავშირეთა საყრდენი


ფეხის გაფართოება ნორმანდიაში. ოპერაცია Overlord იწყება.
 https://schoolperspektiva.ru/ka/istoriya/vysadka-v-normandii-sootnoshenie-sil-rasshirenie-
placdarma-soyuznyh-voisk-v/ (18.11.2020).

Grades Fixer. 2020. The Factors of the Success of D-day in Wwii.


https://gradesfixer.com/free-essay-examples/the-factors-of-the-success-of-d-day-in-wwii /
(19.11.2020);

Study driver. n. d. Factors Led to the Success of the Allies on D-day.


https://studydriver.com/factors-led-to-the-success-of-the-allies-on-d-day/ (18.11.2020);

UK Essays Trusted by thousands of students since 2003.Significance Of D Day On World War


II
https://www.ukessays.com/essays/history/significance-of-d-day-on-world-war-ii-history-
essay.php (18.11.2020).

You might also like