Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

Case - ბრუნვა

ინგლისურში ორი ბრუნვაა - საერთო (Common case) და კუთვნილებითი (Possessive Case), რომლებსაც
ქართულში შეესატყვისება სახელობითი და ნათესაობითი ბრუნვა.

საერთო ბრუნვაში არსებითს არ აქვს დაბოლოვება - a cat, a girl, a man, a scientist…

კუთვნილებით ბრუნვაში არსებითს დაემატება ‘s, ( აპოსტროფი და ესი) რაც ქართული ნათესაობითის
ბრუნვის - ის ნაწილაკს შეესაბამება.

მხოლობით არსებითს ემატება ‘s, ხოლო მრავლობითში არსებითები რომელებიც მრავლობითის - s/- es
იმატებს მხოლოდ ‘ (აპოსტროფი) ემატება.

a boy ბიჭი - a boy’s ბიჭის. A boy’s dog - ბიჭის ძაღლი.

boys ბიჭები - boys’ ბიჭების. The boys’ dog - ბიჭების ძაღლი.

ის არსებითები რომლებიც მრავლობითში -s/ -es არ იმატებს და ფორმას იცვლის ჩვეულებრივ მხოლობითში
და მრავლობითშიც დაიმატებს ‘s - ს.

a child ბავშვი - a child’s ბავშვის

children ბავშვები - children’s ბავშვების

a man კაცი/ადამიანი - a man’s კაცის/ადამიანის

men კაცები/ადამიანები - men’s კაცების/ადამიანების

a woman ქალი - a woman’s ქალის

women ქალები - women’s ქალების

თუ სახელი ბოლოვდება -s -ით, დაირთავს ან - ‘s - ს ან მხოლოდ ‘ -ს.

Dickens’s novels /dikinsiz ˈnɒv(ə)lz/ / Dickens’ novels /dikinsiz ˈnɒv(ə)lz/ /

Mr. Jones’s house /ˈmɪstə dʒəʊnziz haʊs/ Mr. Jones’ house.

James’s girlfriend /dʒeɪmziz/ James’ girlfriend

Charles’s crown / tʃɑːlzɪz kraun / Charles’ crown

კლასიკოსების სახელები კი მხოლოდ ‘ -ს დაიმატებს

Pythagoras’ Theorem /pʌɪˈθeɡərəs ˈθɪərəm/

Archimedes’ Law /ˌɑːkɪˈmiːdiːz/

Sophocles’ plays /ˈsɒfəkliːz/

Socrates’

Hippocrates’

შედგენილი ან რამდენიმე სიტყვისგან შემდგარი არსებითები ბოლოში დაიმატებენ ‘s.

My brother-in-law’s guitar.- მაზლის გიტარა

Henry the Eighth’s wives - ჰენრი VIII ის ცოლები


The Prince of Wales’s helicopter. - უელსის პრინცის შვეულმფრენი

‘ s გამოიყენება ინიციალებთან - the MP’s briefcase, the VIP’s escort

თუ ერთი საგანი რამოდენიმეს ეკუთვნის ბოლოში მოხვედრილ სახელს დაუჯდება ‘s

Anna and Sandro’s brother

Maka, Aka, Nika and Lika’s tent

თუ ყველას თავისი აქვს, ყველას სახელთან დაჯდება ‘s

Anna’s and Sandro’s brothers

Maka’s, Aka’s, Nika’s and Lika’s tents

უსულო არსებითებთან ‘s არ ვხმარობთ. მათთან ვიყენებთ of /ɒv/ /(ə)v/- ს, რომელიც სულიერებთან და


უსულოებთანაც იხმარება.

The title of the book. - წიგნის სათაური

The leaf of a tree. - ერთერთი ხის ფოთოლი

The walls of the town - ქალაქის კედლები

The roof of the church / The roofs of the churches ეკლესიის სახურავი

The keys of the car - მანქანის გასაღებები

The car of my mother - დედას მანქანა ( = My mother’s car)

The wife of my friend. - მეგობრის ცოლი ( = My friend’s wife)

The address of my friend’s son - ჩემი მეგობრის შვილის მისამართი = My friend’s son’s address

ზოგჯერ ‘s გამოიყენება პროფესიებთან

a/the chemist’s a /the baker’s a/the butcher’s a/the florist’s (იგულისხმება მაღაზია)

the doctor’s the dentist’s the vet’s the optician’s the lawyer’s ( მისაღები ოთახი/ოფისი)

I am at baker’s - საცხობში ვარ

This is our best baker’s bread - ეს ჩვენი საუკეთესო მცხობელის პურია

He was at the vet’s - ვეტერინართან იყო ოფისში

She is the vet’s wife - ვეტერინარის ცოლია

სახელებიც შეიძლება მსგავსად გამოვიყენოთ

We met at Ann’s (სახლში)

They had dinner at Laura’s.

ბიზნესის მფლობელებიც იყენებენ ‘s -სს, თუმცა ზოგჯერ ტოვებენ კიდეც

Sotherby’s, Claridge’s თუმცა - Harrods


გამონაკლისი უსულო არსებითები რომლებთანაც ‘s იხმარება. ასეთებია

1. არსებითები, რომლების აღნიშნავს დროს(time), სივრცეს(space), წონას(weight),


ფული +ღირებულება (money + worth)
A month’s leave – ერთ-თვიანი დასვენება 2 months’ leave
Three days’ work – 3-დღიანი სამუშაო/3 დღის სამუშაო
A week’s holiday - ერთ-კვირიანი დასვენება
In two years’ time - ორ წელში
Today’s paper - დღევანდელი გაზეთი
Tomorrow’s weather - ხვალინდელი ამინდი
Two hours’ delay (a two-hour delay) – 2- საათიანი დაყოვნება
Ten minutes’ break (a ten-minute break) – 10-წუთიანი შესვენება
A kilometre’s walk – 1 კმ ფეხით სავალი
Five miles’ distance – 5 მილის მანძილი
A ton’s weight – წონით 1 ტონა
$1’s worth of stamps - 1 დოლარის ღირებულების მარკები
Ten dollars’ worth of ice-cream - 10 დოლარის ღირებულების ნაყინი
2. მზე, მთვარე, დედამიწა
The sun’s rays - მზის სხივები
The moon’s shadow - მთვარის ჩრდილი
The earth’s axis - დედამიწის ღერძი
3. ქვეყნის და ქალაქის სახელებთან
Gamsakhurdia is Georgia’s greatest writer. - გამსახურდია საქ-ოს უდიდესი მწერალია.
The Town’s streets - ქალაქის ქუჩები.
England’s population. New York’s parks and streets.
4. წლის დროთა, თვეების და დღეების სახელებთან
Autumn’s return - შემოდგომის დაბრუნება
A winter’s day - ზამთრის დღე
July’s heat - ივლისის სიცხე
Sunday’s rest - კვირა დღის დასვენება
5. მსოფლიო, ბუნება, ოკეანე, სიმართლე, მუსიკა
The world’s greatest war მსოფლიოში უდიდესი ომი
Nature’s forces - ბუნების ძალები
The ocean’s depth - ოკეანის სიღრმე
Truth’s triumph //truːθs ˈtrʌɪʌmf/ - სიმართლის ტრიუმფი
Music’s power - მუსიკის ძალა
6. ტრანსპორტთან - გემი, ნავი, თვითმფრინავი, მანქანა...თუმცა მათთან of უფრო უსაფრთხოა
The train’s heating system = The heating system of the train - მატარებლის გათბობის სისტემა
A glider’s wings = the wings of a glider - პარაპლანის ფრთები
The ship’s crew - გემის ეკიპაჟი
The boat’s length - ნავის სიგრძე
The yacht’s mast - იახტის ანძა
კონსტრუქცია for+ noun+ sake
For heaven’s sake - ღვთის გულისთვის
For goodness’ sake /ˈɡʊdnəs/ - ღვთის გულისთვის

You might also like