რუსუდანი თათარაშვილი6

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

საგანი : კანონისმიერი ვალდებულებითი სამართალი

საგნის ხელმძღვანელი : გიორგი რუსიაშვილი

სემინარის ხელმძღვანელი : გიორგი ჟორჟოლიანი

კაზუსი
გიგილოს, რომელიც 2017 წლიდან ბიტკოინის მოპოვებით არის დაკავებული, პატარა
საწარმო გააჩნია ბიტკოინის მოსაპოვებლად - შპს „გიგიკოინი“, რომელსაც
ჩვეულებრივი საწარმო საქმიანობისთვის მუდმივად ინტერნეტთან წვდომა
სჭირდება. აღნიშნული საწარმოს მეზობლად ცხოვრობს ნინა ბებო, რომელიც
თავისუფალ დროს საკუთარი ბაღის დამუშავებით არის დაკავებული. ერთ სრულიად
უწყინარ დღეს, როდესაც ბიტკოინის ფასი ისტორიულ პიკს აღწევდა, ნინა ბებო
მომავალი ბაღის სილამაზეზე ფიქრში გართული, შემთხვევით გადაჭრის გიგილოს
საკუთრებაში არსებულ ინტერნეტის კაბელს, რომლითაც შპს „გიგიკოინს“
მიეწოდებოდა ინტერნეტი. გიგილო უკვე მესამე დღეა ცდილობს აუხსნას ნინა ბებოს,
რომ მან უნდა აუნაზღაუროს როგორც გადაჭრილი ინტერნეტის კაბელის საფასური,
ასევე, ის სუფთა ქონებრივი ზიანი, რომელიც მას მიადგა საწარმოს ოპერირების
შეჩერების შედეგად

კაზუსის ფაბულიდან ჩანს რომ გიგილო ითხოვს ნინა ბებოსაგან ანაზღაურებას


გადაჭრილი ინტერნეტის კაბელისა და ასევე სუფთა ქონებრივი ზიანისათვის.

პირველ რიგში ვისმჯელოთ იმაზე მიადგა თუ არა ზიანი გიგილოს, ვინაიდან ნინა
ბებოს მიერ გადაჭრილი კაბელი ინტერნეტის წყარო იყო საწარმოსათვის, რომელიც
გიგილოს საკუთრებაში იყო. ამ მხრივ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ზიანი არა
გიგილოს, არამედ საწარმოს მიადგა და ბრალის წაყენების შემთხვევაში
გასათვალისწინებელია პირველ რიგში საწარმოს მოთხოვნის უფლება. საწარმოს
ცნებაში გერმანული სამოქალაქო კოდექსის მიხედვით , ერთიანდება ყველაფერი ის
რაც ერთიანობაში საწარმოს ორგანიზაციას განვითარებისა და ეკონომიკური
საქმიანობის საშუალებას აძლევს. ამრიგად შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ნინა ბებოს
ქმედება საწარმოს საქმიანობაში ჩარევაა. თუმცა აღსანიშნია ის რომ სახეზე არ გვაქვს
პირდაპირი ხელყოფა, ვინაიდან ნინა ბებო განზრახ არ მოქმედებდა და კაბელის
დაზიანებაც გაუფრთხილებელი ქმედებით მოხდა. თუმცა ლიტერატურაში
გარკვევითაა აღნიშნული რომ თუ კი ნინა ბებოს ქმედებით დაზიანდებოდა
არამხოლოდ საწარმოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი უფლება, არამედ სხვა
ამავე ტერიტორიაზე არსებული სხვა შენობების ან სხვა საწარმოების
ფუნქციონირებისათვის აუცილებელი უფლებები ამ შემთხვევაში ეს არ იქნებოდა
საწარმოს უფლების პირდაპირი ხელყოფა, თუმცა ამ შემთხვევაში ნინა ბებომ
მხოლოდ გიგილოს საწარმოს ფუნქციონირებისათვის საჭირო უფლება ხელყო.
შესაბამისად სახეზეა საწარმოს უფლების ხელყოფა.

რაც შეეხება ზიანს რომელიც გიგილოს საწარმოს მიადგა, კაზუსიდან ჩანს რომ
გიგილო ითხოვს ნინა ბებოსაგან როგორც კაბელის გადაჭრის ხარჯებს ანაზღაურებას
ისე იმ სუფთა ქონევბრივი ზიანის ანაზღაურებას რომელიც მას მიადგა. ზიანი არის
ნებისმიერი არანებაყოფლობითი ქონებრივი მსხვერპლი, რაც გამოწვეულია
აქტივების შემცირებით ან პასივების ზრდით, ასევე შემოსავლის მიუღებლობით.
შეიძლება ჩავთვალოთ რომ ნინა ბებოს აქვს ვალდებულება სსკ-ის 992-ე მუხლის
მიხედვით ზიანი აუნაზღაუროს გიგილოს საწარმოს, თუმცა ვფიქრობ რომ ამ
შემთხვევაში შეუძლებელია განისაზღვროს გიგილოს საწარმოს მიერ მიღებული
ზიანი. ვინაიდან გიგილოს საწარმოს ქონებრივი ზიანის განსაზღვრა ჩემი აზრით
შეუძლებელია რადგან კრიპტოვალუტის მიმოქცევა მუდმივად ცვალებადია და
შესაძლოა ზიანის ანაზღაურებისათვის არაპროპორციულ შედეგამდე მივიდეთ
ზიანსა და მის ანაზღაურებას შორის. გარდა ამისა სახეზე არ გვაქვს აბსოლუტური
სიკეთის ხელყოფა, შესაბამისად შეუძლებელია სუფთა სიკეთის ანაზღაურებაზე
მსჯელობა. ამრიგად ვთვლი რომ გიგილოს არ აქვს არანაირი მოთხოვნის უფლება
ნინა ბებოსაგან.

You might also like