Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 4

1

აბელ-კაენის ეპიზოდი

"...აბელი ცხვრის მწყემსი იყო, კაენი _ მიწის მუშაკი. გამოხდა ხანი და


”მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი. აბელმაც მიართვა თავისი
ფარის პირველმოგებული და მათი ცხიმეული. მოჰხედა უფალმა აბელს და მის
ძღვენს. ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. და ძალზე გამწარდა კაენი და
სახე დხარა...." (დაბ. 4:2-5).
აბელ-კაენის ამბავი შეიძლება რვა ასპექტით მაინც განვიხილოთ:

1. რიტუალური. წარმოდგენილია ორი სახე მსხვერპლისა


_ სისხლიანი და უსისხლო, რომელთაგან უპირატესობა ენიჭება სისხლიანს,
როგორც მსხვერპლის უმაღლეს სახეს. მთელი ძველი აღთქმის მანძილზე
უპირატესობს სისხლიანი მსხვერპლი (ზებახ “საკლავი”), რომელსაც აქვს
გამოსყიდვის ძალა. ხოლო მცენარეული შესაწირავი დამატებითია,
თანმხლებია (მინხაჰ “ძღვენი”).

2. სამეურნეო. ორი უძველესი ფუნდამენტური საქმიანობა: მესაქონლეობა და


მიწათმოქმედება. კაენის უფროსობა ნიშნავს თუ არა მიწათმოქმედების
უძველესობას დროში მესაქონლეობასთან მიმართებაში? ადამი, როგორც
მიწათმოქმედი და მწყემსი, იგი აერთებს თავის პიროვნებაში ამ ორ სფეროს
ადამიანის მოღვაწეობისა. 1) ადამი, როგორც მიწისმუშაკი: “აიყვანა ადამი
უფალმა ღმერთმა და დაასახლა (“დასვა”) ედემის ბაღში მის დასამუშავებლად
და მის დასაცავად” (დაბ. 2:15). 2) ადამიანი, როგორც მწყემსი და პატრონი:
“გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა
ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ
სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა. და დაარქვა
ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს...”
(დაბ. 2:19-20).
ადამის მიმართება მიწისადმი იმთავითვე რელიგიური უნდა ყოფილიყო და
არა უტილიტარული, როგორიც ედემს გარეთ გახდა და საბოლოო განსრულება
კაენის ხელში მიიღო. ადამის დაცემის შედეგად მოხდა, რომ ერთ ”ხელში”
(ადამის ხელში) მოქცეული ეს ორი სახე საქმიანობისა განაწილდა მის ორ
ნაშიერს შორის, რაც ტრაგიკული კონფლიქტის საბაბი შეიქნა. თუ ადამის
ცოდვის მიზეზით მიწა დაიწყევლა (ადამმა ტანჯვით უნდა მოიპოვოს
სარჩო), კაენის ცოდვის მიზეზით თავად კაენი დაიწყევლა მიწისაგან, რადგან
ის ვერ ემსახურა მიწას, ვერ დაიცვა მისი სიწმიდე. ამიერიდან მიწა
სრულყოფილებით არ გამოავლენს თავის ძალას. ადამიანმა დაკარგა მასზე
პატრონობის უფლება. "ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც
გაიხსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. დაამუშავებ
მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას..." (დაბ. 4:11-12). კიდევ ერთი
საფეხურით ჩამოქვეითდა და გაუარესდა ურთიერთობა ადამიანსა და მიწას
2

შორის. ერთხელ კიდევ გამოვლინდა მათ შორის არსებული მჭიდრო,


დასაბამიერი კავშირი. თუმცა შეიძლება ვიფიქროთ და იქნებ ეს ვარაუდი
უფრო ახლოს იყოს ჭეშმარიტებასთან, რომ მიწისგან იწყევლება არა საერთოდ
ადამიანი, არამედ მხოლოდ კაენი და მისი მოდგმა, რომელიც ამ მიზეზით
ქალაქების გაშენებასა და ინდუსტრიული ცივილიზაციის მშენებლობას
მიჰყოფს ხელს, რაც მას _ მისწის მუშაკს _ მიწისაგან განაშორებს.

3. ზნეობრივი. ისმის კითხვა, თუ ვინ განიცდის ვნებას - მსხვერპლი ”თუ


ბოროტმოქმედი? მოკლული თუ მკვლელი? იოანე ოქროპირი ამბობს: "ვინ
განიცადა ვნება - მკვლელმა თუ მოკლულმა? მკვლელმა, ცხადია. რატომ?
რადგან მოკლული დღემდე იგალობება ყველას მიერ, ნეტარია და
დაგვირგვინებული, როგორც პირველმოწამე ჭეშმარიტებისათვის, როგორც
პავლე ამბობს, მოკლული აბელი კვლავ ლაპარაკობსო (ებრ. 11:4). მკვლელი
კი ყველა ადამიანზე უბედურია, დაწყევლილი და განკიცხულია ღვთის
მიერ. ამას მოწმობს მისი გადახვეწა "უფლის პირისაგან" და მისი ახალი
სამოსახლო ქვეყნის სახელწოდება Yნოდ. ზნეობრივი თვალთახედვით
მნიშვნელოვანია 4:6 _ ერთ-ერთი ძნელი ადგილი "დაბადების" წიგნიდან,
რომელიც აშკარა გამოძახილია იმ მუხლისა (3:16), სადაც ცოლისა და ქმრის
მომავალი ურთიერთობა არის განსაზღვრული:
"...ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე
მასზე", ასეა დამოძღვრილი კაენი, ვიდრე ის ძმაზე აღმართავდეს ხელს. მაგრამ
მან ვერ იბატონა ცოდვაზე. გავიხსენოთ, რას ეუბნება ღმერთი დედაკაცს:
"...ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე" (3:16). ქმრის
ბატონობა ცოლზე სასჯელია დედაკაცისა, რომელშიც იყო ცოდვის ძირი.
მამაკაცის ბატონობით დედაკაცში უნდა დაითრგუნოს ცოდვა, უფრო სწორად,
ცოდვის შესაძლებლობა.

4. ეთნიურ-კულტურული. რჩეული ერი (ძველი აღთქმის სუბიექტი) თავის


გარემომცველ ხალხებს ეგვიპტეში და ქანაანში უპირისპირდება როგორც
მწყემსური კულტურის მატარებელი სამიწათმოქმედო კულტურის
მატარებელთ. ისრაელიანთათვის უცხოა და რელიგიური თვალსაზრისით
სიბილწე ბაალიზმი, ქანაანური ტომების ორგიასტული სამიწათმოქმედო
კულტი. მწყემსები იყვნენ პატრიარქები _ აბრაამი, ისაკი, იაკობი და მისი
თორმეტი ძე, თორმეტტომოვანი ხალხის წინაპრები. ნიშანდობლივია, რომ
მიწათმოქმედი კაენია კაცისმკვლელი, რომლის შთამომავლობა
ინდუსტრიულ ცივილიზაციას აფუძნებს, რომელიც არსებითად უღვთო
ცივილიზაციაა და დასაღუპავად არის განწირული. უნდა შეინიშნოს, რომ
სამიწათმოქმედო კულტურა, რომელიც მკვიდრობაზეა დამყარებული,
გარდაუვალად იწვევს ურბანიზმს.
3

5. რელიგიური. კაენიანთა საბოლოო ბედს განაპირობებს ის განწყობილება,


რომლითაც მათი წინაპარი სწირავს თავის ნამუშაკევს. ღმერთმა, პირველ
ყოვლისა, დაიწუნა შემწირველის სულიერი მდგომარეობა
მსხვერპლშეწირვისას, მისი არასაკმარისი რელიგიურობა, განსხვავებით
აბელისგან. ნეტარი ავგუსტინე წერს "ღვთის ქალაქში": "კაცთა მოდგმის
წინაპართაგან პირველად დაიბადა კაენი, რომელიც ეკუთვნის ადამიანურ
ქალაქს, შემდეგ კი აბელი, რომელიც ეკუთვნის ღვთის ქალაქს"; "კაენზე
ნათქვამია, რომ მან ააშენა ქალაქი, აბელს კი ქალაქი არ აუშენებია, რადგან
წმიდათა ქალაქი უზენაესი ქალაქია..." მაგრამ არ იქნება სწორი, თუ
ერთმანეთისგან მოვწყვეტთ შემწირველის ბუნებას და თავად ძღვენის
ბუნებას. არა ცალკე შემწირველი და ცალკე მსხვერპლი, არამედ მათი ურღვევი
ერთიანობაა მხედველობაში მისაღები. ისინი ერთმანეთს განაპირობებენ:
კაენის საქმიანობა განაპირობებს როგორც მსხვერპლის სახეს, ისე მის
ხარისხს; და შემწირველის განწყობილებაც გავლენას ახდენს შესაწირავზე.
ღმერთმა დაიწუნა შემწირველი მსხვერპლითურთ მთლიანობაში, მათ
ერთიანობაში.

6. სამართლებრივი. ღვთის სამართალი არ მოითხოვს მკვლელობისთვის არც


„შურისგებას (სისხლის ძიებას) და არც სიკვდილით დასჯას. მან პირველ
კაცისმკვლელს დაადო ნიშანი, რომ არ მოეკლა იგი პირველ შემხვედრს. კაენი
თავის თავშივე, თავის სულიერ-მშვინვიერ სამყაროში ატარებს სასჯელს.

7. ეკსისტენციალური. `აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და მივეფარები შენს


პირს. მოხეტიალე და მიუსაფარი ვიქნები~ _ ნაყ ვა-ნად. კაენის ყოფა
დახასიათებულია როგორც ღვთის პირისგან მოშორება, როგორც
გადაგდებულობა სამყაროში, დევნილება და მიუსაფრობა, შიში და ძრწოლა,
რასაც მისი ადგილსამყოფელის სახელწოდებაც გამოხატავს: ნოდ
"ხეტიალის", "ძრწოლის" (სულიერი და სივრცული გაგებით) მნიშვნელობას
შეიცავს. კაენიანები ძრწიან, დაძრწიან, თუმცა ფიქსირებულნი არიან
სივრცეში, აშენებენ გალავნიან ქალაქებს ღია სივრცის შიშით, რომლის
გამოძახილს ბაბილონის გოდლის მშენებლებშიც დავინახავთ.

8. ფსიქოლოგიური. ნამდვილად ადამმა თავის ხატად და მსგავსად დაბადა


კაენი. ეს კარგად გამოჩნდა იმ პასუხში, რომელიც მიიღო ღმერთმა კაენისგან
შეკითხვაზე: "სად არის შენი ძმა აბელი?" კაენმა მიუგო: "არ ვიცი. ჩემი ძმის
მცველი ხომ არა ვარ" (4:9). ეს გვაგონებს პირველ შეკითხვას "ადამ, სადა
ხარ?" და პასუხთა შემდგომ ჯაჭვს, რომლებითაც ადამი და ევა შეეცადნენ
პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, და, საბოლოოდ, გამჩენსაც კი
დასდეს ბრალი. კაენსაც თან დაჰყვა მემკვიდრეობით პირველწინაპართა
ფსიქოლოგია: თავის პასუხში ის საყვედურობს ღმერთს იმისათვის, რომ
მან თავისი ძმის მცველად დაადგინა. ის ხომ თავისუფალი არსებაა, რატომ
4

უნდა იყოს ვინმეს მცველი, პასუხისმგებელი ღვთის წინაშე ვინმეს


სიცოცხლისთვის? შევნიშნოთ, რომ "მცველი" _ შომერ ის სიტყვაა, რომლითაც
გამოხატულია ადამის მოვალეობა ედემის ბაღის მიწისადმი (დაბ. 2:15). A

You might also like