Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

სტუდენტი: ლექსო ზაალიშვილი

თარიღი: 08.06.2021

თემა #1: ლიტერატურის მიმოხილვის დასკვნა/შეჭამება

საკითხი #1: დასკვნა

დეტალი #1: დასკვნის მთავარი დანიშნულება არის, რომ პასუხი ჩამოყალიბოს საკვლევ
კითხვაზე და გვაჩვენოს თუ როგორ შესრულდე საკვლევი მიზანი. აგრეთვე მნიშნველოვანია,
რომ ამ ნაწილში შევაჯამოთ კვლევის კონკრეტული შედეგები, ვუპასუხოთ თუ რა დადგინდა
ანალიზისა და კვლევის შედეგად და ა.შ ეს მოიცავს სამ ძირითად საფეხურს. 1. კვლევის
მიზნისა და მთავარი კითხვის რეკონსტრუქცია. 2. წარმოვადგინოთ კონკრეტული შედეგები 3.
დავისახოთ სამომავლო პერსპექტივები. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ დასკვნაში არ უნდა
დავიწყოთ ახალ თემაზე მსჯელობა და იმაზე საუბარი, რაზეც არ გვისაუბრია ნაშრომის
ძირითად ნაწილში, მაგრამ დასკვნაში შეგვიძლია რომ კიდევ ერთხელ ვისაუბროთ თუ რა
არის ჩვენი კვლევის მონაპოვარი და რა არის ის სიახლე, რომელიც შეგვაქვს არსებული
საკითხის შესახებ უკვე არსებულ ცოდნაში. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ დასკვნა მოკლე და
ლაკონური უნდა იყოს. იგი უნდა წარმოადგენდეს ნაშრომის მარტო 10 პროცენტს.

ციტატა: ,, დასკვნაში არ იწერება:  ის მონაკვეთები, რომლებიც უკვე გიწერიათ ნაშრომის


შესავალ ან ძირითად ნაწილებში’’ (საღინაძე, 38, 2018)

წყარო: ქავთარაძე, თ, ნ. ქასრაშვილი, ნ. საღინაზე, ს. პატარიძე და თ. საბაური. 2018.


აკადემიური მუშაობის საფუძვლები: პრაქტიკული სახელმძღვანელო
სტუდენტებისთვის. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საკითხი #2: შექმენით დასკვნის საბოლოო სამუშაო ვარიანტი

დეტალი #1: წარმოვადგინოთ დებულება თავიდან. როდესაც ვიწყებთ დასკვნის წერას.


დებულება უნდა წარმოვადგინოთ უფრო დაწვრილებით და სრულად ვიდრე ეს შესავალშია.
დებულების წარმოდგენის შემდეგ უნდა შევახსენოთ მკითხველს მისი მნიშვნელობა. კარგი
იქნება თუ წარმოვადგენთ ამ დებულების ახალ მნიშვნელობასა თუ პრაქტიკულ გამოყენებას.

წყარო: თურაბიანი, ქეით ლ. 2007. სახელმძღვანელო რეფერატების, თეზისების და


დისერტაციების ავტორებისათვის „ჩიკაგოს სტილი“ სტუდენტებისა და
მკვლევრებისათვის. ჩიკაგო: ქ. ჩიკაგოს უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.

You might also like