Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

დაღამდა და ვარსკვლავთცვენა, შეიმოსა ზეცამ

ქარიც ცივად უბერავს და სიბნელეში წვება.

ვეხეტები, ფიქრებს ვეძებ, გზებიც ქრება ნელა,

ვინ მიკადრებს? ვინ მიგულებს? სიგიჟის ზღვარს ნეტავ?!

შოთას, ვაჟას, გალაკტიონს სძინავთ დიდი ძილით

გაუშლიათ, გადასულან ლურჯი ზღვების იქით

მარტოდ დავრჩი, კითხვით რატომ? ვეღარ ვითმენ ყვირილს

მწუხარებით ვუმასპინძლებ, ამ უდიდეს ტკივილს

უცხოდ მყოფი, ვეღარას ვცნობ, ვზივარ ქუჩს პირას

სულთან ჭიდილს, ჩრდილთან ბრძოლას, ვეღარ ვუძლებ ვერა!!!

სატრფოს გამოვიგონებდი, შევარქმევდი ევას

შავნაწნავით მოვზიდავდი, დავანხევდი ვნებას!

სიმხურვალით შევუტევდი, დავუთრობდი მზერას!

ოცნების ფრთებს შევისხამდი, გადავჭრიდი ზეცას!

მაგრამ ფრთები ვერ გაუძლებს, დამძიმდება წლებად!

ჩამომაგდებს, დამანარცხებს, ქვეყანასა ზედა!

ასე არის რას გამიგებთ, შემოქმედის წყევლას!

იქნებ მოვკვდე! დავასრუო ეს ცხოვრება შვებად?!

და რამდენჯერ დავაპირებ, კლდის თავიდან ფრენას!

მთვარე დავზე დამანათებს, ამახედებს ზეცას!


შევხედავ და იმედის ხმად, გამაგონებს ელვას!

ვეღარ ვიგებ რად მპირდება, გვირგვინოვან მწვერვალს?!

You might also like