Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 13

ქართული ხელოვნების ისტორია (ნაწ.

1)

გარდამავალი ეპოქა
შეიცვალა პროპორციები, უპირატესობა ენიჭება სიმაღლისკენ სწრაფვის
განცდის შემოტანას და ამ განცდის გაძლიერებას. შემოდის ძალიან საინტერესო
თაღები, მანამდე ნალისებრი ფორმის თაღები იყო, რომლებიც მთელ
საქრისტიანოს მოედო არაბების შემოსევის შემდეგ, მხოლოდ თაღები, რკალები,
სარკმლების ზედანები და ა.შ. გარდამავალ ეპოქაში ამ ნალისებრ მოხაზულობას
ცვლის ნახევრადწრიული მოხაზულობის თაღები, კამარები, თავსართები და ა.შ.
გარდამავალი ეპოქის ბოლოსკენ ასევე სიახლეა ცენტრისკენ მსუბუქად შეისრული
მოხაზულობის თაღები, ანუ ცენტრისკენ არის მსუბუქად შეისრული, იმიტომ, რომ
ინტერიერში ვერტიკალიზმის ანუ სიმაღლისკენ სწრაფვის განცდა ასეთი
მოხაზულობის თაღებით უფრო ძლიერდება. ტრომპები იცვლება აფრებით.
სარკმლების რაოდენობა მაქსიმალურად იზრდება. სარკმლების რადენობის
გაზრდამ შეცვლა ძალიან შიდა სივრცის აღქმა. პატრონიკეები ისევ გამოიყენება ,
ოღონდ უფრო გართულებული სახით, მოაჯირის ან აივნის და უფრო ღრმად
შეჭრილი ცენტრისკენ. ნართექსი რჩება, ფუნქცია იგივე რჩება, მაგრამ მასშტაბი
იცვლება. სიმაღლე მიიღწევა კორპუსის ამაღლებით და არა გუმბათის ყელის
ამაღლებით. ცხოველხატული განათება - გულისხმობს სხვადასხვა
სიხშირით, სხვადასხვა ინტენსივობით განათებული სივრცითი მონაკვეთების
კონტრასტულ ურთიერთშეპირისპირებას, რომელიც უკეთესად წარმოაჩენს ამ
სიმაღლისკენ სწრაფვის განცდას.
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა (გურჯაანი რაიონში. კახეთში).
VIII - IX სს. - ის მიჯნა.
სიმაღლისკენ სწრაფვა ძალიან დამახასიათებელია ამ
პერიოდისთვის, ანუ მასშტაბური იყოს არქ. ძეგლები და ამ ნაგებობაში კარგად
ჩანს ვერტიკალური ხაზების წარმოჩენა, განსაკუთრებით ინტერიერში.
სიახლე: მაშენებელი მაქსიმალურად
გადმოსცემს ინტერიერში სიმაღლისკენ სწრაფვის განცდას. მისი სიმაღლე დაახ .
28.5 ან 28.7 მეტრამდე არის, სიმაღლე იზრდება კორპუსის ამაღლების ხარჯზე.
გეგმა: უმთავრესი სიახლეა,
რომ ვაჩნაძიანის ყველაწმინდა მიეკუთვნება ჯვარ-გუმბათოვანი თემის ვარიანტს -
კუპელჰალე. (კუპელ - ,,გუმბათი", ჰალე - ,,დარბაზი", ანუ დარბაზულ სივრცეზე
დადგმული გუმბათი). ეს არის ვარიანტი, რომელიც შემუშავდა სრულიად
ქრისტიანულ სამყაროში, ვარიანტი რომელიც გარდამავალი ეპოქისთვის არის
დამახასიათებელი. გუმბათოვანი ბაზილიკებისგან განსხვავებით კუპელჰალეს
ვარიანტი აღმოჩნდა სიცოცხლის უნარიანი, ანუ არ მოკვდა, მერეც აშენებდნენ
(მაგ: ყინწვისი (თამარის დროს)). ეს არის ისეთი შემთხვევა, როდესაც გუმბათის
დაყრდნობის პრინციპი ემთხვევა დარბაზულ ეკლესიებში კამაროვანი გადახურვის
დაყრდნობის პრინციპს. ე.ი. ჯვრის მკლავების გადაკვეთის ადგილას აღმართულია
გუმბათი და გუმბათი ერდნობა კედლის მასიურ შვერილებს, როგორც დარბაზული
ტიპის, ე.წ. ,,სოფლის ეკლესიების", ორფერდა გადახურვის კამარა ეყრდნობა
ასევე კედლის შვერილებს. ეს
კედლის მასიური შვერილები წარმოქმნიან სამხ-აღ, ჩრდ-აღ, სამხ-დას. და ჩრდ-
დას. - ით საკმაოდ ღრმად შეჭრილ ინდივიდუალურ, დამოუკიდებელ უბეებს.
ვაჩნაძიანის მაშენებელს უნდოდა, რომ მისი ნაგებობა ყოფილიყო წინა
ეკლესიებისგან განსხვავებული მასშატბის, შიდა სივრცის გაზრდის მხრივ , ასევე
იმის გამო, რომ სურდა შექმნა ერთიანი, გრანდიოზული სივრცე, თავის ეკლესიას
საფუძვლად დაუდო სამეკლესიანი ტაძრებისთვის დამახასიათებელი გეგმა, მისი
მრავალნაწილიანობა. სტრუქტურა დაედო საფუძვლად. გვაქვს ჯვარ-გუმბათოვანი
სტრუქტურა, გვაქვს დარბაზული სტრუქტურა, სამეკლესიანი სტრუქტურა.
ვაჩნაძიანის ყველაწმინდაში სამი არქ. თემა არის
ერთმანეთთან თანხვედრაში: 1) სამეკლესიანი ბაზილიკური სტრუქტურა,
რომელიც გეგმას საფუძვლად დაუდო მაშენებელმა, მრავალფუნქციური სივრცის
მქონე სტრუქტურის გამოყენების თვალსაზრისით.
2) დარბაზული სივრცე.
3) ამას ემატება ამ დარბაზულ
სივრცეზე ამოყვანილი გუმბათი, ანუ ჯვარ-გუმბათოვანი სტრუქტურა.
ორსართულიანი. შიდა დარბაზული
სივრცე კედლის მასიურმა შვერილებმა დაანაწევრეს სამ არათანაბარ სივრცით
მონაკვეთად. ერთ-ერთი
მთავარი სიახლეა, რომ პირველად ქართ. არქ. განვითარების ისტორიაში
მაშენებელმა გამოიყენა მეორე ახალი კონსტრუქციული ფორმა - აფრები ანუ
პანდანტივები, გუმბათქვეშა სივრციდან გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე
გადასაყვანად. თუ ტრომპის კოვზისებრი ამოღრმავებული ფორმა აქვს და
თაღებით არის შემოსაზღვრული, აფრა არის მთლიანად გაახსნილი, გადადის
უფრო ჰაეროვნად, უფრო ორგანულად. თუმცა ტრომპი გაქრა როგორც გუმბათის
დამაკავშირებელი გუმბათქვეშა სივრცესთან, იგი თვითონ ეკლესიის სივრციდან
არ გამქრალა. იგი გამოყენებულია როგორც უბეების კამარებთან
დამაკავშირებელი, ასევე პასტოფორიუმებშიც. სამკვეთლო ყოველთვის
ჩრდილოეთითაა, სადიაკვნე -სამხრეთით. სამკვეთლოში - კვეთებულის ლოცვები
აღევლინება, სადიაკვნეში ინვეტარი ინახება. ვაჩნაძიანში მათი ფორმა რთულია,
წაგრძელებული სწორკუთხა მოხაზულობის, ორ ნაწილად წარმოდგენილი -
გრძელი დასავლეთის მკლავი და აღმოსავლეთის მხარე სამი აფსიდით
დასრულებული, ანუ ტრიკონქალურია, ეს კონქები აუცილებლად აღმოსავლეთის
მხარეს უნდა იყოს და არის კიდეც, გუმბათებით ანუ კამარებით გასრულებული
სივრცე. ისინი ტრიკონქალური მოხაზულობისაა. პასტოფორიუმების პატარა
კამარებზე გადასაყვანად არის გამოყენებული ტრომპები, ნართექსშიც არის
ტრომპები. ძირითადი სივრცე
არის გადახურული დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაჭიმული
ნახევრადმოხაზულობის კამარით, მაგრამ შეღმავებული უბეები გადახურულია
პერპენდიკულარული კამარებით, ანუ უპირისპირდება, ერთი მიმართულებით
დიდი კამარა და მასთან საპირისპირო მიმართულების პატარა კამარები.
თავად
მაშენებელს ჰქონდა საოცარი ხედვა, განთლებული და განსწავლული იქნებოდა,
საოცრად საინტერესო, საკვლევად რთული, მრავალპლანიანი, მრავალ სივრცითი
მონაკვეთისგან შემდგარი ჯვარ-გუმბათოვანი სტრუქტურა შემოგვთავაზა .
ვაჩნაძიანის შემდეგ ოშკის ჩათვლით რაც აშენდება გუმბათის ქვეშ იქნება
წარმოდგენილი ორივე ერთად - აფრა-ტრომპული გარდამავალი კონსტრუქცია. ამ
შემთქვევაში, როდესაც აფრაზეა დადებული ტრომპი, ტრომპს ეკარგება
კონსტრუქციული დატვირთვა, ეს უკანასკნელი ფუნქცია მთლიანად გადასულია
აფრაზე, ჩაღრმავებული ადგილი აფრაზე მოინიშნება და მასში რელიეფებს
სვამენ, ანუ დეკორატიულ ფუნქციას შეიძენს ტრომპი. ტრომპი იდევნება მე-11
საუკუნის შემდეგ, ოშკის შემდეგ.
გეგმა წაგრძელებულია დასავლეთიდან
აღმოსავლეთისკენ. დასავლეთის მხრიდან გვაქვს ზუსტად ცენტრში გაჭრილი
კარი, ნართექსის დატვირთვა აქვს პირველივე სარტულზე დასავლეტის მხარეს
არსებულ სივრცეს და ამ ნართექსს აქვს ძალიან პატარა მინაშენივით, რომლის
ფორმაც ეპასუხება აღმოსავლეთის კედელზე დატეხილ ფასადს . საკურთხევლის
აფსიდა არის ღრმა და მის წინ, რა თქმა უნდა, მოწყობილია - ბემა, რაც სიგრძივს
ღერძს უსვამს ხაზს. შვერილი ფორმა საკურთხევლის (გარედან), რომელიც კიდევ
უფრო წარმოაჩენს მიმართულებას დასავლეთიდან - აღმოსავლეთისკენ.
საკურთხეველს ჯერ ისევ ნალისებრი ფორმა აქვს, ანუ ბოლომდე არაა ჯ ერ
კიდევ გამოდევნილი, საკურთხევლის აფსიდს სიმრგვალე არ ვლინდება გარედან,
წახნაგოვან შვერილ ფორმაში ჩასვა მაშენებელმა. ასევე პასტოფორიუმებიც ჩასვა
ამ წახნაგოვან ფორმაში, პასტოფორიუმების ჩრდ, და სამხ. აფსიდებიც გაიყვანა
გარეთ და დააწახნაგა. ამით მან დაარღვია გეგმის საერთო სწორუთხა
მოხაზულობა. საკკურთხევლის შვერილსა და პასტოფორიუმების შვერილებს
შორის ჩნდება შეღრმავებები და არა ნიშები. დარბაზულს სივრცეს აქვს სამმხრივი
გარშემოსავლელივით. ამ შემოსავლს ორივე მხარეს აქვს ცალკე აფსიდები, ჩრდ.
მხარე აქვს მოკლე, სამხ. - ცოტათი გრძელი. მას აქვს ორი ფუნქცია:
1) პატრონიკე - რომელიც მოწყობილია მეორე სართულზე. გახსნილია
შეწყვილებული თარების საშუალებით, როგორც გურჯაანის ყველაწმინდაში,
მეორე სართულის ეს დერეფნები.
2) პირველ სართულზე გარშემოსავლელის დას. ნაწილს
აქვს ნართექსის ფუნქცია, ანუ ნართექსი მოწყობილია ინტერიერში, და არა
როგორც ცალკე, დამოუკიდებელ სივრცედ.
სიახლე: გუმბათი აქამდე თუ იყო რვაწახნაგოვანი, ახლა
არის თორმეტწახნაგოვანი, მაგრამ სარკმლების რაოდენობა არის კვლავ - ოთხი .
ოპიზა
ოპიზა (IX-Xსს) იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა, მდებარეობს
ისტორიულ კლარჯეთში. პირველი ეკლესია აშენებულია VIII ს-ის 40-იან წლებში,
აშოტ I კურაპალატის სახელზე. მეორე მნიშვნელოვანი აღმშენებლობა
უკავშირდება აშოტ IV კურაპალატს. 1917 წელს ექვთიმე თაყაიშვილის
ექსპედიცია. წაგრძელებული ფორმის გეგმა აქვს,
ბაზილიკური სტრუქტურისთვის დამახასიათებელი, მაქსიმალურად
აქცენტირებულია დასავლეთიდან-აღმოსავლეთის ღერძი. ნახევრად თავისუფალი
ჯვარია, ანუ ძალიან დაგრძელებული დასავლეთის მკლავის წყალობით დაკარგა
თავისუფალი ჯვრისათვის ვარიანტისთვის დამახასიათებელი ჯვარისებრი
მოხაზულობა ოპიზის გეგმამ და ჯვარისებრ მოხაზულობას ინარჩუნებს მხოლოდ
აღმოსავლეთ ნაწილში ჯვრის აღმ. სამხ. და ჩრდ. - ს მკლავი, ამას ემატება გრძელი
დასავლეთის მკლავი. ვინადან ნაწილობრივ კავშირშია თავისუფალი ჯვრის
მოხაზულობასთან გეგმა, ამიტომ ამ ვარიანტს შეარქვეს - ნახევრად თავისუფალი
ჯვარი. ოპიზისა და იშხნის ტაძართა გეგმები გახდება საფუძველი განვითარებული
ფეოდარული ხანის ახალი ვარიანტის გეგმისა, რომელსაც ეწოდება - ტრიკონქი.
გრძელი
დასავლეთის მკლავი დანაწევრებულია ოთხი წყვილი მასიური კედლის
შვერილით თანაბარ სივრცით მონაკვეთად. დასავლეთის მკლავი წარმდგენილია
ერთიანი დაუნაწევრებელი სივრცის სახით, ანუ თვითონ სივრცე
დაუნაწევრებელია, თუმცა დანაწევრებულია ამ დასავლეთის მკლავის ჩრდ. და
სამხ. კედლები ხუთ თანაბარ სიბრტყობრივ მონაკვეთებად კედლის მასიური
საფეხურებიანი შვერილებით (პილიასტრებით) და მათზე გადაყვანილი კედლის
თაღებით. დასავლეთის მკლავი წარმოდგენიალია პატრონიკის გარეშე, ამით
მაშენებელს არ სურდა დაერღვია ერთიანობის განცდა, სავარაუდოდ მან შექმნა
ერთიანობის და მთლიანობის შეგრძნება, მოგვცა დაუნაწევრებელი სივრცე.
დასავლეთის მხრიდან არ არის გაჭრილი კარი, რადგან სატრაპეზო მიადგა
პირდაპირ დასავლეთის მკლავს, მისი მიდგმა განაპირობა კლდოვანმა,
ტერასულმა რელიეფმა, ამიტომ სამხრეთის მხრიდან დაუჭრა ამ სატრაპეზოს
შესასვლელი კარი და სატრაპეზოს გავლის შემდეგ შევდივართ მთავარ დარბაზში.
სამხრეთის მხრიდან კიდევ აქვს მიშენებული პატარა სამლოცველოსავით.
გუმბათის საყრდენ საშუალებად დასავლეთის მხრიდან წარმოადგინა
კედლები, ხოლო აღმ. ნაწილში წარმოადგინა კედლის შვერილები. სამხრეთის და
ჩრდ. - ის ჯვრის მკლავები გასულია გარეთ, რადგან ნახევრად თავისუფალი
ჯვარია და წარმოიმნება მსუბუქად წაგრძელებლი სივრცე სამ. - დან ჩრდ. - ისკენ.
გუმბათქვეშა წარგძელებული სწორკუთხა სივრციდან გუმბათის ყელის წრიულ
საფუძველზე გადასვლა განხორციელებულია აფრა-ტრომპული კონსტრუქციული
საშუალებით. თავად გუმბათის ყელზე გადასვლას აწარმოებს აფრა, ხოლო მასზე
დადებული ტრომპი წმინდა დეკორატიული ხასიათისაა.
საკურთხეველი რა თქმა უნდა დასრულებულია
აფსიდათი და გარედან აღმოსავლეთის კედელს გამოეყოფა შვერილი
მოცულობის სახით, თუმცა გარედან ეს სიმრგვალე არ იკითხება და ოთხკუთხა
კედლის მოცულობაში არის ჩაწერილი. საკურთხეველი არის ღრმა და მის წინ
მოწყობილია ორნაწილიანი ბემა. რაც შეეხება პასტოფორიუმებს, ისინი მოცემული
გვაქვს უაფსიდოდ, რითაც უბრუნდება არქაულობას, ისინი გამიჯნულია
საკურთხევლისგან.

ოპიზის და იშხნის შედარება


იშხნის პირველი სამშენებლო ფენა უკავშირდება ნერსე ერისმთავარს, პირველი
სამშენებელო ფენისგან გადარჩა საკურთხეველი - ულამაზესი სვეტებით და მათზე
გადაყვანილი ნალისებრი მოხაზულობის თაღებით, ფაქტობრივად იმეორებს
ბანას ტაძრის საკურთხეველს, რომელიც ასევე ნერსე ერისთავის მიერ არის
აშენებული.
მეორე სამშენებლო ფენა ეკუთვნის გრიგოლ ხანძთელის დისწული საბა იშხნელს .
დღევანდელი იშხნის ტაძრის პროპორციული კომპოზიცია განეკუთვნება მეორე
სამშენებლო ფენას - IX საუკუნეს. თუმცა საფასადე დეკორი უფრო გვიანი
პერიოდისაა, ვინაიდან IX საუკუნეში - გარდამავალ ეპოქაში - უფრო
მნიშვნელოვანი შიდა სივრცის გადაწყვეტა იყო. X – XI საუკუნეებში დეკორის
საკითხი აღზევების პიკს აღწევს. საბამ დატოვა ნერსე ერისთავის მიერ აშენებული
ტაძრის ეს შემორჩენილი საკურთხეველი და მოაქცია თავისი კომპოზიციის
ინტერიერში.
მესამე სამშენებლო ფენას განეკუთვნება უკვე X საუკუნის დასასრულს და XI
საუკუნის დასაწყისს. ამ პერიოდში ძირითადად მოხდა ტაძრის დეკორატიულად
შემკობა: ჩუქურთმები, თავსართები, ასომთავრელი წარწერები ტიმპანის ფილაზე
და ა.შ. ეს განხორციელდა XI საუკუნეში - ივანე მორჩაისძე იყო ამ სამშენებლო და
დეკორატიული პროცესების წამმართავი.
ორი ტაძარია ქართ. არქიტექტურის ისტორიაში, სადაც გვაქვს სვეტების და იუნურ
და კორინთული კაპიტელების გამოყენების - ბანა და იშხანი.

შედარება:
ორივე განეკუთვნება ნახევრად თავისუფალ ჯვარს, რომელიც შემუშავდა
გარდამავალ ეპოქაში. ამ ორი ტაძრის გეგმამ საფუძველი მოუმზადა უკვე
მომდევნო პერიოდის - განვითარებული ფეოდალური ხანის - ერთ-ერთ ძალიან
მნიშვნელოვან ვარიანტს ჯვარ-გუმბათოვანი თემისა, რომელსაც დაერქმევა
ტრიკონქის ვარიანტის და ოშკის კათედრალური ტაძარია ამ ვარიანტის
წარმომადგენელი.
ორივეგან გვაქვს მაქს. წაგრძელებული სიგრძივი ღერძი, მაგრამ ოპიზა საერთოდ
გამორჩეულია ამ თვალსაზრისით, თუმცა ეს ,,უსაშველოდ წაგრძელება“ მაინც
ძალიან არ აღიქმება შესასვლელის ჩრთ. - ით მდებარეობის გამო. რაც შეეხება
იშხნის ტაძარს - აქ შესასვლელი დასავლეთიდან გვაქვს, მოგვიანებით
არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს, რომ დასავლეთის მხრიდან
ნართექსი ჰქონია, ასევე აღმოაჩინეს პატარ-პატარა სამლოცველოების ნაშთები .
იშხნის დასავლეთის მკლავის შიდა სივრცის აღქმა და ოპიზის გრძელი მკლავის
შიდა სივრცის აღქმა არის განხსვავებული. იშხანში დასავლეთის ცენტრალური
კარიდან შევდივართ და აღვიქვათ მიმართულება საკურთხევლისკენ, თუმცა
გვაქვს გვერდითა შესასვლელები სამხრეთიდანაც და ჩრდილოეთიდანაც .
ჩრდილოეთიდან, რომ მინაშენი დაამატეს - იბადება აღქმა რომ ამით ცენტრს
გაუსვა ხაზი, შეენელებინა სვლა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ.
იშხანშიც დასავლეთის მკლავის გრძივის კედლები ოპიზის დას. მკლავის მსგავსად
არის დანაწევრებული. კედლები დანაწევრებულია მასიური საფეხურებიანი
პილიასტრებით და ამ პილიასტრებზე გადაყვანილი კედლის თაღებით, მაგრამ აქ
პილიასტრები არის ბევრად მასიური, ბევრად დახვეწილი, იმიტომ, რომ ცოტათი
შორდება ოპიზის აღმშენებლობას. ამ საფეხუროვანი კონსტრუქციით ეს კედლები
გათვლილია შუქ-ჩრდილის მოდელირებაზე, შუქ-ჩრდილის თამაშზე. თაღის თავზე
არის გამოწევა, რომელსაც კამარის საყრდენ პილიასტრებად მოიხსენიებენ -
შეკიდული პილიასტერი ეწოდება.
იშხანშიც არ გვხვდება პატრონიკე. ეს არის ერთადერთი შემთხვევა ქართ. არქ .
ისტორიაში, სადაც პატრონიკე მოწყობილია აღმ. საკუთხევლის აფსიდის თავს
ზემოთ, მეორე სართულზე, სადაც ადიოდნენ მისადგმელი კიბით.
გუმბათის დაყრდნობის პრინციპიც განსხვავებულია იშხანსა და ოპიზაში. გუმბათის
საყრდენ საშუალებად დასავლეთის მხრიდან წარმოადგინა კედლები, ხოლო აღმ.
ნაწილში წარმოადგინა კედლის შვერილები. სამხრეთის და ჩრდ. - ის ჯვრის
მკლავები გასულია გარეთ, რადგან ნახევრად თავისუფალი ჯვარია და
წარმოიმნება მსუბუქად წაგრძელებლი სივრცე სამ. - დან ჩრდ. - ისკენ. გუმბათქვეშა
წარგძელებული სწორკუთხა სივრციდან გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე
გადასვლა განხორციელებულია აფრა-ტრომპული კონსტრუქციული საშუალებით.
თავად გუმბათის ყელზე გადასვლას აწარმოებს აფრა, ხოლო მასზე დადებული
ტრომპი წმინდა დეკორატიული ხასიათისაა. ხოლო იშხანში ოთხ თავისუფლად
მდგომ მასიურ ბურჯს, რომლებიც მაქსიმალურად მიწეულია განაპირა
მონაკვეთებისკენ. ძალიან მცირე მანძილია დატოვებული ამ განაპირა ბურჯებსა
და კელდლებს შორის, სამაგიეროდ მაქსიმალურად გამოთავისუფლებულია
გუმბათქვეშა სივრცე. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ
საფუძველზე გადასვლა ხორციელდება არფა-ტრომპული კონსტრუქციით.
ერთიანობის და მთლიანობის განცდა, რომელიც არის დასავლეთის მკლავში,
უნდოდა შენარჩუნებულიყო გუმბათქვეშა სივრცეშიც და ამიტომ მაშენებელმა ეს
მასიური ბურჯები მაქს. გასწია განაპირა კედლებისკენ.
იშხანშიც ჯვრის მკლავები გასულია გარეთ. ჩრდ. და სამხ. მკლავები არ
ხასიათდება დიდი სიღმისეულობით. იშხანში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა
აღმ. მკლავს ანუ საკურთხეველს. აფსოლიტურად სულ სხვა სივრცეა იშხანში.
კერძოდ არ არის შემოსაზღვრული თვითონ აფსიდი, რომელიც დატოვა საბა
იშხნელმა და ჩართო ნერსესეული საკურთხეველი თავის აღმ. კედლის
პერიმეტრში. თვითონ საკურთხეველი გახსნილია და შემაღლებული, მასზე კი
აღმართულია სვეტები გადაყვანილი თაღები. ნერსეს დროს ეს საკურთხეველი
იქნებოდა თაღებით გახსნილი და საბამ ამოაშენა კედლით, რომელიც
გარშემოსავლელივით აკრავს საკურთხეველს. სვეტებს აქვთ იონიური
კაპიტელები. ფრონტონის კეხთან გაჭრილი არის მთავარი სარკმელი
აღმოსავლეთით. სარკმელთან არის შეწყვილებული თაღები, თითო-თითო სვეტზე
გადაყვანილი შეწყვილებული ნალისებრი თაღები, რომელიც შეესაბამება
საკურთხევლის თავზემოთ მოწყობილ პატრონიკეებს. საკურთხეველი არის მე-7 ს-
ის, გარშემოსავლელი მე-9ს. ტექნიკური შესრულების დონით და სტილით ძალიან
ჰგავს ბანას ტაძარს.
იშხანში პასტოფორიუმები ორ სართულად იყო წარმოდგენილი, რომლებიც ასევე
შეწყვილებული თაღებით არის გახსნილი. პირველი სართულიც დაკავშირებული
იყო ამ პასტოფორიუმებთან. შეწყვილებული ფანჯრები დამატებულია მე-11
საუკუნეში. ჯვრის მკლავები გადახურულია ფრონტონისებური გადახურვით.
გუმბათი გვაქვს 16 წახნაგოვანი და წახნაგგამოტოვებით არის 8 ფანჯარა.
გუმბათის დეკორირებისას გამოყენებულია დაფერვის ტექნიკა ანუ
პოლიქრომიული ეფექტი, ასევე დეკორატიული თაღები არის, შეწყვილებული
პატარა სვეტებით, რომელიც დამატებული იქნება XI საუკუნიდან. აქვს მოჭიქური
გადახურვა, გამოყეენებულია ჭიქური დაფარული კრამიტის ფილები, ანუ შუშის
თხელი ფენით არის დაფარული. შიგნითაც პილიასტრებით არის დანაწევრებული
გუმბათის ყელი, ასევე ოპიზაშიც - როგორც გარეთ, ასევე შიგნითაც. ასეთი
დეკორაციული მორთვა იშხნის შემდეგ აღარ გამოიყენება. მხატვრობა ეკუთვნის
Xს-ს ბოლოს და XIIს-ის დასაწყისს. გუმბათზე ლაჟვარდის პიგმენტი არის
გამოყენებული, რაც ძალიან იშვიათია. ფესტონებია შემოხაზული წითელი ფერით.
გრეხილი ლილვები აქვს დეკორატიად გარედან. სარკმლების თავზეა ჩუქურთმები
(X).
საკურთხევლის ფასადზე არის ნიშები, რომელიც შემოსაზღვრულია ლილვების
გადასვლით. სარკმელი არის მე-11 საუკუნის დასაწყისის, რადგას ამ პერიოდში
ამზადებნენ სარკმლებს საპირეებით.
ოთხთა ეკლესია და პარხალი
ორივე მდებარეობს ისტორიულ ტაოში. თარიღდება მიახლოებით X
საუკუნის II ნახ. უკავშირდება დავით კურაპალატის სახელს. პარხალი
მდებარეობას მდ. ისპირის ხეობაში - 973წ. ოთხთა ეკლესია მდებარეობს სოფელ
იუსუფელთან ახლოს, მდ. ჭოროხის ხეობაში. ორივე თითქმის იდენტურია ზომებში
- დაახლ. 27-28მ. სიგრძე, სიმაღლე 22-23მ.
მაქსიმალურად აქცენტირებულია სიგრძივი ღერძი, რითაც ისინი
ემსგავსებიან ბიზანტიურ ბაზილიკებს. ბევრად აქცენტირებულია, ვიდრე ადრეული
პერიოდების სამნავიან ბაზილიკებში, რადგაც აქ ბევრად გაზრდილია მასშტაბი,
მე-10 ს-ის მეორე ნახევარია. ორივე შემთხვევაში მოწყობილია ნართექსი
დასავლეთის მხრიდან, რაც სრულიად უცხო იყო ადრინდელი ბაზილიკური
სტრუქტურისთვის. საკურთხევლის წინ მოწყობილია საკმაოდ ღრმა ბემა,
რომელიც ნართექსთან ერთად აძლიერებს ამ სიგრძივ ღერძს დასავლეთიდან
აღმოსავლეთით.
სივრცე დანაწევრებულია ჯვრის ფორმის ბურჯებით, ამით იხსენებს
ადრექრისტიანული ბაზილიკების ერთ-ერთ კონსტრ. ფორმას. აქაა ოთხი წყვილი
ბურჯი და ნახევარწრიული მოხაზულობის თაღები და არა ნალისებური
მოხაზულობის თაღები.
როგორც ზოგადად დამახასიათებელია ბაზილიკური სტრუქტურისთვის,
აქაც ორივე შემთხვევაში მაქს. გამოთავისუფლებულია ცენტრ. ნავის სივრცე,
რომელიც განსაკუთრებით შეიმჩნევა ამ ორი ბაზილიკაში. აქ სარკმლის
რაოდენობაც იზრდება და მის ფონზე ეს ცენტრ. ნავიც საკმაოდ განათებულია. ეს
ორი ბაზილიკა მაქს. ემსგავსება ბიზანტიურ ბაზილიკებს, მასშტაბის გაზრდა უფრო
მეფურ ატმოსფეროს ქმნის, უფრო დიადს, განათებაც სხვაგვარია, რაც
ადრექრისტიანულ ბაზილიკებში არ იყო, ურბნისშო, ბოლნისში, უფრო
ჩაბნელებული სიტოაცია იყო.
მიუხედავად ამდენი სიახლისა, მაშენებელი მაინც რჩება ადრექრისტიანული
ბაზილიკების ერთგული და მაინც ჭრის სამხ. და ჩრდ. კარებს, რომლებიც თითქმის
ცენტრშია გაჭრილი ერთმანეთის მოპირდაპირედ.
ბურჯებით სივრცე დაყოფილია სამ არათანაბარ სივრცით მონაკვეთად.
საკურთხეველთან არის დიდი სივრცითი მონაკვეთი, თითქოს ამით ცენტრს
უკეთებს აქცენტირებას. ისე არის სარკმლები გაჭრილი, რომ მთელი შუქის წყარო
მიემართება საკურთხევლისკენ. ბურჯები ასევე არის რამდენიმე პროფილიანი,
პროფილებით გადადის, რითაც გართულებულია კონსტრუქცია.
პასტოფორიუმები არის ძალიან უცნაური ფორმის - ორი შეწყვილებული
ოთახი ერთმანეთის გვერდი-გვერდ პარალელურ ღერძზე, პატარა ვიწრო
გასასვლელებით უკავშირდებიან. ორსართულიანი ოთახები გვაქვს და პატარა
პანდუსებით ადიხარ მეორე სართულზე. არც ერთს არააქვს აფსიდა და ამით
თითქოს იხსენებს ძველ ფორმას პასტოფორიუმების.
ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება არის ისიც, რომ ორივე ტაძარში
გვხვდება პატრონიკე, რაც ადრინდელი ბაზილიკებისთვის არ იყო
დამახასიათებელი. აქ პატრონიკე ცენტ. ნავის დასავლეთ კედელზე არის
მოწყობილი. სამი თაღით ქვედა ნაწილში გახსნილი და აქვს ასასვლელი კიბე.
ფასადები დანაწევრებულია თაღოვანი სისტემით. თაღებს ქმნის ლილვოვანი
სისტემა, ან ქმნის ფორმას არ აჩარჩოებს. პარხალი ჩანს ბევრად მაღალი, რადგან
ჩამოქნილი და დახვეწილი აქვს ფორმები.

განვითარებული ფეოდალური ხანა


მას მეორე კლასიკურ ხანადაც მოიხსენიებენ. იწყება X ს-ის ბოლოდან, ამ ეპოქის
,,ამოსავალი“ ვარსკვლავი არის ოშკის კათედრალური ტაძარი (963-973წწ),
რომელიც ექცევა გარდამავალი ეპოქის დასასრულის საზღვრებში. ის მოიაზრება
ფეოდალური ეპოქის ქართული არქ. - ის დასაბამი, გარდამტეხი წერტილი ორი
ეპოქის. ოშკი ფენომენალური ძეგლია, მასში უფრო მეტია ახალი კონსტ. ფორმები,
სტილი, ვიდრე - ძველი. ოშკის შემთხვევაში ახალ არქიტექტურულ
მიმდინარეობასთან გვაქვს საქმე, ახალ არქ. მხატვრულ-დეკორატიულ
მოთხოვნილებებთან. ოშკი არის ჯვარ-გუმბათოვანი თემის ახალი ვარიანტის,
კერძოდ - ტრიკონქის - წარმომადგენელი. განვითარებული ფეოდალური ხანა
გრძელდება მე-13 საუკუნის 80-იან წლებამდე - საფარას წმ. საბას სახელობის
ეკლესიის ჩათვლით არის ეს პერიოდი. მზადდება ნიადაგი ქვეყნის
გაერთიანებისთვის - ერთსულოვნად. ბაგრატ მე-3 ს პერიოდი. ის რასაც აშენებენ
ამ დროს, ამ ძეგლების მასშტაბულობაში იკითხება ის სურვილი და მიზანი, რაც იმ
პერიოდში ტრიალებს ქვეყანაში, ანუ სიმბოლურად გამოიკვეთა ქვეყნის
გაერთიანების სურვილი ამ დიდებულ ძეგლებში. ჯვარ-გუმბათოვან თემას ენიჭება
უპირატესობა, ბაზილიკური სტრუქტურა დავიწყებას მიეცემა. ინტენსიურად
შენდება ასევე დარბაზული ტიპის ეკლესიები. დარბაზული ტიპი არის - მარტივი,
მსუბუქად ან მეტად წაგრძელებული სწორკუთხა მოხაზულობის არქიტექტურული
სტრუქტურა, რომელიც გადახურულია ორფერდა გადახურვით, ,,სოფლის
ეკლესიები“. რაჭა და იმერეთი სავსეა მსგავი დარბაზული ტიპის ეკლესიებით.
მნიშვნელოვნად იზრდება მასშტაბი და ასევე სიმაღლისკენ სწაფვის განცდაც .
სიმაღლისკენ სწრაფვის განცდა აქ სხვანაირად მიიღწევა - თუ გარდამავალ
პერიოდში წარმოჩენა ხდებოდა კორპუსის ამაღლების ხარჯზე, განვითარებულ
ფეოდალურ ხანაში სიმაღლის წარმოჩენა, ვერტიკალური ღერძების და ხაზების
გამოკვეთა მიიღწევა არა მარტო კორპუსის, არამედ გუმაბთის ყელის ამაღლების
და დავიწროების ხარჯზე, ე.ი. კორპუსიც იზრდება, მაგრამ ამას ემატება გუმბათის
ყელის ამაღლება და გუმბათის ყელის დიამეტრის დავიწროება. მას ინტერიერშიც
უნდა მოეფიქრებინა ისეთი სივრცის გადაწყვეტა, რომ სიმაღლის შეგრძნება
გაეჩინა მნახველისთვის, ამისთვის მან მოიფიქრა ძალიან საინტერესო
მოხაზულობა თაღებისა. გარდამავალ ეპოქაში დიდი ხნის განმავლობაში
დომინირებდა ნალისებრი მოხაზულობა, მაგრამ მოგვიანებით ნახევრადწრიული
მოხაზულობა დევნის მას. განვითარებულ ფეოდალურ ხანაში საერთოდ აღარ
გვხვდება ნალისებრი მოხაზულობა, ეს უკავშირდება არაბების საქართველოდან
განდევნას და ახალ ეპოქაში ნახევრადწრიული მოხაზულობა რჩება და ასევე
ემატება ახალი საინტერესო მიგნება თაღებისა და კამარების გადაწყვეტაში და
წარმოდგენილია - ცენტრისკენ მსუბუქად შეისრული მოხაზულობის თაღები და
კამარები, რომლებიც ეხმარება ადამიანს თვალი მიმართული იყოს კიდევ უფრო
სიმაღლისკენ, ანუ ეს მომენტი აძლიერებს სიმაღლისკენ სწრაფვის განცდას .
ზოგჯერ გუმბათის ყელი ისე არის წაგრძელებული (ალავერი), რომ გეგონებათ
თანხვედრაშია გუმაბთის ყელის სიმაღლე კორპუსის სიმაღლესთან.
შეიცვალა ასევე განათების სისტემაც, საგრძნობლად მატულობს სარკმლების
რაოდენობა. ორმაგი შეწყვილებული სარკმლები გამოიყენება ინტენსიურად ამ
პერიოდში. იზრდება არა მხოლოდ სარკმლების რაოდენობა, არამედ იზრდება
თვითონ სარკმლის ზომაც, როგორც სიმაღლეში, ასევე - სიგანეშიც. ოშკი
კლასიკური მაგალითია ახალი ეპოქის სარკმლების ცვლილებისა.
რაც შეეხება განათებას, როგორც ვიცით გარდამავალ ეპოქაში ცხოველხატული
განთება გამოიყენებოდა, მარტო ოშკში არის განათების მხრივ გასაოცარი
ერთიანობა და მთლიანობა მიღწეული, შევდივართ თუ არა ტაძარში, ნებისმიერი
მხრიდან, შესვლისთანავე ტაძრის ყველა ნაწილი ერთიანად არის განათებული.
განათება ქმნის ამ ერთიანობას. ოშკში მაშენებელი რჩება ცხოველხატული
განათების ერთგული, რადგან სივრცის საკრარულობა და ცხოველხატული
გამომსახველობა შიდა სივრცისა უფრო თვალსაჩინო იყოს.
საფასადო კედლების გაფორმება - ოშკი ისევ ამოსავალი ნიმუშია ამ
შემთხვევაშიც. ორმაგი შეწყვილებული სარკმლები. გარდამავალ ეპოქაში
მაქსიმალური სისადავეა საფასადო კედლების დეკორაციის მხრივ,
განვითარებულ ფეოდალურ ხანაში საფასადო კედლების გაფორმების
საფუძველი ხდება ლილვოვანი სისტემა და ამ ლილვოვანი სისტემით მიღებული
თაღების სისტემით, დეკორატიული თაღების სისტემით. ლილვი არის კონსტრ.
ფორმა, რომელიც ან ქმნის ფორმას ან აჩარჩოებს ფორმას. ოშკის შემთხვევაში
ორივეა. ამ თაღებს ადრე ჰქონდა კონსტრუქტიული დატვირთვა, ანუ ამსუბუქებდა
საფასადე კედელს, იხსნება სიმძიმის შეგრძნება. აქ შემორჩა დეკორატიული
ფუნქციით, კარგავს კონსტ. დატვირთვას. თავიდან ლილვების სისტემა გვხვდება
მხოლოდ ჯვრის მკლავების წინა მხარეს. შემდეგ ჯვრის მკლავების შესატყვისი
საფასადე კედლიდან გადადის განაპირა კედლებზეც, მაგრამ საფასადო კედლის
კიდეებამდე არ მიდის, წყდება კიდემდე მისვლამდე. ალავერდში ეს თაღები ებმის,
კიდეებიც დაკავშირებულია. თაღებმა შეკრა და გაამთლიანა საერთო არქ.
კომპოზიცია ამ ძეგლებისა. ამ დეკორატიულ სისტემასთან არის
დაქვემდებარებული სხვა საფასადე დეკორაციები: თავსართები, საპირები,
ფიგურატიული - რელიეფული კომპოზიციები და ა.შ. გარდამავლ ეპოქაში გხვდება
მხოლოდ თავსართები, მაგრამ ახალ ეპოქაში სარკმელი მორთულია როგორც
თავსართით, ასევე საპირით. საპირე არის დეკორატიული არში, დეკორატიული
ჩარჩო, ის გარშემო შემოუყვება სარკმლის ღიობს, ან შესასვლელს. ოშკში გვაქვს
ისეთი სარკმლები ან მარტო ტავსართი აქვს სარკმელს, ან მარტო საპირე, ან
ორივე ერთად. ლილვი არის გლუვი და გრეხილი, ოშკიშ შემდეგ ყველა ეკლესიაში
გამოყენებული იქნება გრეხილი ლილვი, ეს სიახლეა და მის მდიდრულ
გამომხატველობაზე მეტყველებს. ოშკში ორივე არის გამოყენებული, რაც ჭიდილს
მიანიშნებს ძველსა და ახალი კონტრუქციული ფორმებს შორის.
ნართექსებს რაც შეეხება - ინტენსიურად გამოიყენება, მარტო დასავლეთით კი
არა, უშენებენ სამხრეთიდანაც, ჩრდილოეთიდანაც. სტუა გალერეებს უშენებენ -
ღია ოთხი თაღით გახსნილი.
პატრონიკეც ისევ გამოიყენება - დასავლეთით, მეორე სართულის დონეზე.

ოშკის კათედრალური ტაძარი


ოშკი მდებარეობს ისტორიულ ტაოში, მდ. თორთუმის ხეობაში. თურქები
ეძახიან ,,ოშვანქ ქილისეს“. ფასადზე აქვს რამდენიმე წარწერა და ერთ-ერთ
წარწერაში მოხსენიებულები არიან ისტორიული პირები: ქტიტორები - დავით III
კურაპალატი, ბაგრატ III კურაპალატი(3-ჯერ) და გრიგოლ ოშკელი -
არქიტექტორი(2-ჯერ). თარიღდება 963-973წწ-ით.
ოშკი იწყებს ახალ პერიოდს - განვითარებული ფეოდალურ ხანას. ის წესით
უნდა იყოს გარდამავალი ხასიათის, მაგრამ ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა ,
როდესაც ახალი არქიტექტურულ-კონსტრუქციულ-მხატვრულ-დეკორატიული
გადაწყვეტის საშუალებები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ახალი ეპოქისთვის
დამახასიათებელი ნიშნები.
ჯვარ-გუმბათოვანი თემის ახალი ვარიანტი შემუშავდა განვითარებულ
ფეოდალურ ხანაში - ტრიკონქი. ვაჩნაძიანში ტრიკონქალური მოხაზულობა ქონდა
პასტოფორიუმებს, იშხანში და ოპიზაში მზადდებოდა თემა და ეს ტრიკონქი აქ
განვითარდა. ტრიკონქი - მაქს. ხაზგასმული უნდა იყოს სიგრძივი ხაზი და ამ
ხაზგასმული სიგრძივი ხაზის ფარგლებში დას. მკლავი აუცილებლად უნდა იყოს
გრძელი და აღმ. ნაწილში დანარჩენ სამ ჯვრის მკლავს უნდა ჰქონდეს
აფსიდალური დაბოლოვება.
სიმაღლე 34 მეტრამდე, საგრძნობლად გაზრდილია სიმაღლე.
სიგრძივი ღერძის საგრძნობლად გაზრდას ხელს უწყობს დასავლეთის
მკლავის სიდიდე, საკმაოდ მასიური ნართექსი ჰქონდა მიშენებული, რომელიც
დღესდღეობით დანგრეულია. გრძელიც იყო და განიერიც, ნართექსი სამი თაღით
უკავშირდებოდა დასავლეთის მკლავს, რაც კლასიკური მიდგომაა - სამების-
ნიშანია. დას. მკლავი საგრძნობლად ვიწროა. დას. კარი და ძალიან ღრმა
საკურთხეველი ასევე ხაზს უსვამს სიგრძივს ღერძს. თვითონ საკურთხეველს
ძალიან ღრმა აფსიდი აქვს, დაწახნაგებული ფორმა აქვს გარეთა ფასადზე.
სამხრეთით და ჩრდ. აქვს ორსართულიანი მინაშენი დასავლეთის მკლავს.
ოშკში პატრონიკის მოწყობის ახალი პრინციპი შემოგვთავაზა მაშენებემა,
მან პატრონიკე დას. მკლავის ჩრთ. მინაშენის მეორე სართულზე მოაწყო. და
დააკავშირა დას. მკლავის შესატყვის სივრცეს განიერი თაღებით, მაგრამ ეს
თაღები ამოაშენეს და ახლა პატარა სარკმლების სახით არის დატოვებული. ასე
იმიტომ მოიქცა, რომ ინტერიერში შეენარჩუნებინა სივრცის მთლიანობა და
ერთიანობა.
იშხნისა და ოპიზის მსგავსად ოშკშიც დას. მკლავი დანაწევრებულია სამხ. და
ჩრთ. კედლებზე წარმოდგენილი მასიური სამსართულიანი პილიასტრებით,
მასიური სამსართულიანი კედლის შვერილებით და მათზე გადაყვანილი როგორც
კედლის, ასევე კამარის საბჯენი თაღებით.
ძალიან საინტერესოდ არის გადაწყვეტილი თვითონ გუმბათქვეშა სივრცე
და ჩრთ. და სამხ. მკლავები. გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფალ მდგომ მასიურ
ბურჯს. იმის გამო, რომ უნდოდა შეენარჩუნებინა სივრცის ერთიანობა მაქს.
განაპირა მონაკვეთებისკენ აღმართავს ამ ბურჯებს. ძალიან უმნიშვნელოდ ხდება
სივრცის დანაწევრება და მააქსიმალურად აქცენტრირებულია სივრცის
მთლიანობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ ყელზე გადასვლა
ხდება ჯერ-ჯერობით არფა-ტრომპული კონსტრუქციით. ამით ის ჰგავს
გარდამავალი ეპოქის ძეგლებს.
სტუა - გალერეა სამხრეთით. გარედან ეს გალერეა გახსნილია თაღებით და
თითოეულ თაღს აქვს თავისი ინდ. შესატყვისი ფრონტონისებური გადახურვა.
სამხ. და ჩრთ, ჯვრის მკლავებს გაუკეთა ფლანკირება ანუ ჩაუმატა ორივე
მხარეს პატარა ოთახები, ეს ოთახები არის ორ სართულიანი, ისინი გამიჯნული არ
არის საერთოს სივრცეს, პირიქით გუმბათქვეშა სივრცესთან ერთად აღიქმება, ანუ
ადამიანს არ უჩნდება იმის გრძნობა, რომ ის მეორეხარისხოვანია, ისეა
შერწყმული ცენტ. სივრცეს. გარედან ეს ოთახები ჯვრის მკლავების აფსიდისგან
გამოიყოფიან ღრმად შეჭრილი ¾ მოხაზულობის ნიშებით. ნიშებს აქვს იგივე
დატვირთვა.
პასტოფორიუმები უკავშირდებიან როგორც საკურთხეველს, ისე ჩრთ. და
სამხ. ჯვრის მკლავების შესატყვისს სივრცეს. ეს პასტოფორიუმებიც
ორსართულიანია და ცენტ. გუმბათქვეშა სივრცეში გამოდის ორმაგი
შეწყვილებული თაღების საშუალებით.
ამ დროისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება საფასადო გაფორმებას და
სწორედ ოშკში შემუშავდა პირველად დეკორატიული თაღების სისტემით
საფასადო კედლის სიბრტყის დამუშავება. ოშკის გუმბათის ყელის მოხაზულობა
მხოლოდ ოშკისთვის არის დამახასიათებელი და ამით განსხვავდება ის სხვა ჯვარ-
გუმბათვანი ნაგებობებისგან, ანუ დაწახნაგებული კი არ არის, არამედ
ცილინდრულია. ეს გუმბათის ყელის ცილინდრული გარშემოწერილობა არის
დანაწევრებული 24 დეკორატიულ თაღოვან არედ. თითოს გამოტოვებით
გაჭრილია მაღალი და განიერი სარკმელი, ის იმდენად მაღალი და განიერია, რომ
მთლიანად ავსებს მისთვის განკუთვნილ არეს. 24 არე და 12 სარკმელი.
დეკორატიული თაღების სისტემა ხდება საფასადო დეკორატიული
გაფორმების საფუძველი. ამ სისტემას ქმნის ლილვები. ლილვი ან ქმნის ან
აჩარჩოებს ფორმას. დეკორატიული თაღების სისტემას აქვს კონსტრუქციული
ფუნქცია, ანუ ამსუბუქებს მოსალოდნელი სიძმიმის, მოუხეშავობის განცდას. მეორე
- დეკორატიული ფუნქცია, რაც უფრო ლილვის რაოდენობა მით უფრო მეტია მისი
პლასტიკური გამომსახველობა, უფრო მეტად არის გათვლილი შუქ-ჩრდილის
მონაცვლეობაზე, გრადაციაზე. ოშკში გამოყენებულია გლუვი და გრეხილი
ლილვიც. მდიდრული და დიდებული იერი აქვს. პოლიქრომული ეფექტი არის
გამოყენებული, ანუ დაფერვის ტექნიკა, ღებავენ, ძირითადად წითლად
დაფერილი და მოჭიქული კრამიტი.

You might also like