Document

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

უჯრედები ბევრ სხვადასხვა როლს ასრულებს ჩვენს ორგანიზმში.

მაგალითად, ეპითელური უჯრედები კანის ნაწილია და სხეულის


გარეთა ნაწილს იცავს, ასევე ორგანოებსა და ორგანიზმის ღრუებს
ფარავს. ძვლის უჯრედები ძვლებს წარმოქმნის, რომლებიც
ორგანიზმის საყრდენია. იმუნური სისტემის უჯრედები
ბაქტერიებს ებრძვის. სისხლსა და სისხლის უჯრედებს საკვები
ნივთიერებები და ჟანგბადი გადააქვს ორგანიზმში, ნახშირორჟანგი
კი ორგანიზმიდან გააქვს. უჯრედის თითოეული სახე
მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის ზრდაში,
განვითარებასა და ყოველდღიურ მოვლა-
შენარჩუნებაში.მიუხედავად მათი უდიდესი მრავალფეროვნებისა,
ნებისმიერი ორგანიზმის უჯრედებს - ისეთ განსხვავებულებსაც კი,
როგორიცაა ადამიანი, ხახვი და ბაქტერია, ნაჩვენები ქვედა
სურათზე - აქვთ საერთო ფუნდამენტური მახასიათებლები.
უჯრედის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი სტრუქტურული
კომპონენტი ბირთვია. ის აკონტროლებს უჯრედში ყველა
საციცოცხლო პროცესს. ბირთვი გარედან გარსითაა დაფარული.
ბირთვის გარსს შიგნით ჟელეს მსგავსი ნივთიერებაა რომელსაც
ბირთვის წვენს უწოდებენ. მასში ქრომატინი და ბირთვაკებია
მოთავსებული.
ქრომატინი დნმ-ისა და ცილისგან წარმოქმნილი გრძელი ძაფებია.
მათგან ქრომოსომები ყალიბდება , ბირთვაკები კი რიბოსომებს
წარმოქმნიან.
რიბოსომები პაწაწინა ორგანოიდებია (20 ნმ). ისინი რნმ-ისა და
ცილისაგან შედგებიან. რიბოსომები ბირთვში წარმოიქმნებიან
მაგრამ მუშაობას მხოლოდ ციტოპლაზმაში მოხვედრის შემდეგ
იწყებენ. აქ ისინი სხვადასხვა ცილებსა და იმ ფერმენტებს
ასინთეზებენ , რომლებიც ციტოზოლში მიმდინარე ქიმიურ
რეაქციებს წარმართავენ. ზოგიერთი რიბოსომა ენდოპლაზმურ
ბადეს ემაგრება.
ენდოპლაზმური ბადე  მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილების
მოდიფიკაციასა და ლიპიდების სინთეზში. ის მემბრანული მილებისა და
ბრტყელი ცისტერნებისგან შედგება. განარჩევენ გლუვ და ხორკლიან
ენდოპლაზმურ ბადეს.

გლუვი ენდოპლაზმური ბადე  მარცვლოვანის უწყვეტი გაგრძელებაა,


მაგრამ მის ციტოპლაზმისმხრივ ზედაპირზე ძალიან ცოტა რიბოსომაა ან
საერთოდ არ არის. გლუვი ენდოპლაზმური ბადის ფუნქციებია:

 ნახშირწყლების, ლიპიდებისა და სტეროიდული ჰორმონების


სინთეზი

 მედიკამენტებისა და შხამების დეტოქსიკაცია

 კალციუმის იონების შენახვა

ხორკლიანი ენდოპლაზმური ბადე რიბოსომებითაა დაფარული,თუმცა,


ისინი ძლიერ, სტაბულურ კავშირს არ წარმოქმნიან. რიბოსომა ბადეს
მხოლოდ მაშინ უერთდება, როდესაც ის სეკრეციისათვის ან სხვადასხვა
ორგანოიდების მემბრანაში ჩასანერგად განკუთვნილ ცილის სინთეზს
აწარმოებს. ასე რომ, ხორკლიანი ენდოპლაზმური ბადის ძირითადი ფუნქცია
ცილის სინთეზია.

რიბოსომის მიერ დამზადებული ზოგიერთი ცილა ენდოპლაზმური ბადის


მემბრანაშივე ჩაშენდება,ტრანსპირტირებისთვის განკუთვნილი კი ბადის
სიღრუისკენ გადაადგილდევა.ის გოლჯის აპარატის,ლიზოსომის,
პლაზმურის,ბირთვის შიდა მემბრანაში უნდა ჩაშენდეს. ეს ცილები
ენდოპლაზმური ბადის მემბრანაში იფუთებიან. წარმოიქმნება პატარა
ბუშტუკი- ვეზიკულა,რომელიც წყდება ბადეს და ციტოპლაზმაში გადადის.

სანამ ბუშტუკები საბოლოო დანიშნულების ადგილს მიაღწევდნენ, ამ


სატრანსპორტო ბუშტუკებში არსებული ლიპიდები და ცილები უნდა
დახარისხდეს, შეიფუთოს და დაინიშნოს, რათა ბოლოს სწორ ადგილას
მოხვდნენ. ეს დახარისხება, მისამართის მითითება, შეფუთვა და
განაწილება გოლჯის აპარატის ფუნქციაა, ორგანოიდის, რომელიც
ბრტყელი მემბრანული დისკოებისგან შედგება. ენდოპლაზმური ბადიდან
გამოყოფილი ნივთიერებები ფერმენტების გავლენით ოდნავ იცვლიან სახეს ,
კვლავ მემბრანებში იფუთებიან და ისევ ციტოზოლში გამოიყოფიან

ზოგიერთ ვეზიკულაში მოთავსებული ნივთიერება უჯრედიდან გარეთ


გასატანად- საექსპორტოდაა განკუთვნილი. ასეთი ვეზიკულები პლაზმური
მემბრანისკენ მიემართებიან და შიგთავსს უჯრედის გარეთ ათავისუფლებენ.

You might also like