1

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

განზრახვა

განზრახი დანაშაულის სუბიწქტური შემადგენლობა შედგება განზრახვისა და სხვა


სუბიექტური ნიშნებისაგან. სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს პასუხისმგებლობას
განზრახი ქმედებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაუფრთხილებლობითი ქმედების
დასჯადობაზე სპეციალურად არის მითითებული კერძო ნაწილის მუხლის დისპოზიციაში.
სსკ-ის მე-9 მუხლი საკანონმდებლო დონეზე ერთმანეთისგან განასხვავებს განზრახვის ორ
სახეს: პირდაპირ და არაპირდაპირ განზრახვას. ამ მუხლის მიხედვით განზრახვა
სამკომპონენტიანია: პირის ცოდნა, ნებელობა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. განზრახვა
შედგება ინტელექტუალური (ცოდნა) და ვოლუნტატიური (ნებელობა) ელემენტებისგან.
განზრახვის ინტელექტუალური ელემენტი გამოიხატება ქმედების შემადგენლობის ობიექტურ
გარემოებათა აქტუალურ ცოდნაში. განზრახვის ვოლუნტატიური ელემენტი კი შეიძლება
გაგებულ იქნეს ორი: დესკრიფციულ-ფსიქოლოგიური (აღწერილობითი) და ნორმატიულ-
შერაცხვითი (შეფასებითი) მნიშვნელობით. დესკრიფციული მნიშვნელობით ნებელობა
გულისხმობს, რომ დამნაშავეს სურდა შედეგის დადგომა, გამიზნულად დაგეგმილი ჰქონდა
მისი განხორციელება. ნორმატიული მნიშვნელობით იგი ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს
შედეგის დადგომა ფსიქოლოგიური გაგებით არ სურდა, არ ჰქონდა გამიზნული. განზრახვის
ცნების საკანონმდებლო ნორმაში მოცემულ დეფინიციაში ,,მართლწინააღმდეგობის შეგნება“
არ მოიაზრება წმინდა სამართლებრივი შეცდომის სახით, ანუ ის არ წარმოადგენს შეცდომას
აკრძალვაში. ზოგადად პირდაპირი განზრახვა შეიძლება იყოს ორი სახის: პირველი ხარისხის
პირდაპირი განზრახვა და მეორე ხარისხის პირდაპირი განზრახვა. პირველი ხარისხის
პირდაპირი განზრაქხვის დროს პირი მოქმედებს გამიზნულად. ამ შემთხვევაში
განსაკუთრებით ინრენსიურია ვოლუნტატიური ელემენტი: მიზანმიმართული სურვილი,
ხოლო კოგნიტური ელემენტი- ცოდნა შეიძლება წარმოდგენილი იყოს, როგორც მხოლოდ
შესაძლებელი და არ არის აუცილებელი, რომ იგი წარმოდგენილი იყოს როგორც
გარდაუვალი. მეორე ხარისხის პირდაპირი განზრახვა გვაქვს მაშინ, როცა პირს გამიზნულად
არ სურს, მაგრამ გარდაუვლად მიიჩნევს შედეგის დადგომას, როცა შედეგი სხვა მიზნის
მიღწევის აუცილებელი საშუალებაა. იგი ხასიათდება კოგნიტური ელემენტის
განსაკუთრებული ინტენსივობით. აქედან გამომდინარეობს ვოლუნტატიური ელემენტიც,
ვინაიდან ვინც დარწმუნებულია შედეგის დადგომის გარდაუვლობაში, მას აქვს ქმედების
შემადგენლობის განხორციელების ნებელობაც, მაშინაც კი, როცა ეს მისთვის არასასურველია.
განზრახვის მეორე და რთული ფორმაა არაპირდაპირი ანუ ევენტუალური განზრახვა. იგი
პირდაპირი განზრახვისგან განსხვავებით, როგორც ცოდნის ასევე ნებელობის დაბალი
ხარისხით ხასიათდება. ევენტუალური განზრახვით მოქმედებს პირი, ვინც ქმედების
შემადგენლობის განხორცილებას შესაძლებლად მიიჩნევს და შეგნებულად უშვებს მას ან
გულგრილად ეკიდება. პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვა, როგორც ქმედების
სუბიექტური შემადგენლობის ნიშანი შედგება ორი კომპონენტისგან: 1.ქმედების ობიექტური
შემადგენლობის ნიშნების ცოდნა; 2.ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელების
სურვილი. მაშასადამე პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვა არის ქმედების
შემადგენლობის განხორციელების ცოდნა და სურვილი.
სსკ ითვალისწინებს ევენტუალური განზრახვის ორ შემთხვევას, როცა: 1.პირს
გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა
მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ
შეგნებულად უშვებდა მის დადგომას. 2.პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების
მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის
შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
ევენტუალური განზრახვა შედგება ორი შემეცნებისა და ნებელობის კომპონენტებისგან.
შემეცნების კომპონენტი როგორც ევენტუალური განზრახვის, ასევე თვითიმედოვნების დროს
პირი ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას
მიუხედავად ამისა, მას არ შეიძლება შეერაცხოს ევენტუალური განზრახვა, თუ ქმედების
ჩადენის დროს სამართლებრივი სიკეთის დაზიანების საფრთხე სერიოზულად არ ჰქონდა
მიჩნეული, როგორც რეალურად შესაძლებელ კონკრეტულ შედეგში რეალიზებადი. ასეთ
შემთხვევაში თუ არ გვექნება არაპირდაპირი განზრახვის ინტელექტუალური ელემენტი, პირს
შეიძლება მხოლოდ თვითიმედოვნება შეერაცხოს. ნებელობის კომპონენტით დაფუძნებული
ევენტუალური განზრახვის დროს პირი შედეგის დადგომას, მართალია სერიოზულად,
როგორც შესაძლებელს მიიჩნევს, მაგრამ მაინც ფიქრობს, რომ შედეგი შეიძლება არ დადგეს.
ალტერნატიული განზრახვის დროს ორი ან მეტი სამართლებრივი სიკეთიდან პირს
განზრახული აქვს ერთ-ერთის ხელყოფა, მაგრამ მისთვის სულერთია, მისი ქმედებით თუ
რომელი მათგანი იქნება ხელყოფილი.ალტერნატიული განზრახვის დროს მნიშვნელოვანია
საფრთხის ქვეშ მყოფ სამართლებრივ სიკეთეთა ღირებულება. თანაბარი ღირებულების
სამართლებრივი სიკეთეების დროს, როცა პირს განზრახული აქვს ერთ-ერთი მათგანის
ხელყოფა, ოღონდ სულერთია რომელი მათგანი იქნება ხელყოფილი, ჩადენილი ქმედება,
რასაც ერთ-ერთი მათგანის დაზიანება ან განადგურება მოჰყვა შეფასდება, როგორც
დამთავრებული განზრახი დანაშაული. კუმულაციური განზრახვა განსხვავდება
ალტერნატიულისგან იმით რომ ამ დროს პირს განზრახული აქვს ორი ან მეტი
სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა. გენერალური განზრახვა გულისხმობს იმ შემთხვევას,
როცა პირის მიერ განზრახული ქმედებით გამოწვეული ნებელობითი შედეგი დგება არა
პირველი მოქმედებით, როგორც ეს მას წარმოედგინა, არამედ შეუგნებლად მისი შემდეგი
მოქმედებით.

You might also like