Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ლანა ოვსეპიანი

კონსპექტბარათი 9

ა) ლიტერატურის მიმოხილვის დასკვნა/შეჯამება

დასკვნა:

სამეცნიერო ნაშრომის დასკვნა შესავალ ნაწილთან ერთად ნაშრომის ჩარჩოს ქმნის და


ერთმანეთთან დაკავშირებულია. დასკვნის დანიშნულებაა - ჩამოაყალიბოს პასუხი
საკვლევ კითხვაზე და წარმოაჩინოს, როგორ განხორციელდა კვლევის მიზანი. იგი
შეიცავს 3 ძირითად ნაწილს:

 კვლევის მიზნის, ჰიპოთეზის, მთავარი კითხვის რეკონსტრუქცია


 კონკრეტული შედეგების წარმოდგენა
 სამომავლო პერსპექტივების დასახვა

დასკვნაში არ უნდა დავიწყოთ საუბარი ახალ თემაზე და იმაზე, რაზეც ტექსტში არ


გვიხსენებია. პირიქით, კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ რა დასკვნები გამოვიტანეთ და
რა სიახლე შეგვაქვს საკითხის შესახებ არსებულ ცოდნაში. დასკვნა ლაკონური და
მოკლე უნდა იყო: მთელი ნაშრომის 10%.

დასკვნაში არ იწერება:

 ის მონაკვეთები, რომლებიც უკვე გვიწერია ნაშრომის შესავალ ან ძირითად

ნაწილებში

 თეორიული მიმოხილვა ან კონტექსტის აღწერა


 ციტატა და პარაფრაზი, რადგან დასკვნაში მხოლოდ კვლევის შედეგები უნდა

წარმოვაჩინოთ და აქ სხვა ავტორთა მოსაზრებები უადგილოა

 ცნებებათა განმარტებები

[აკადემიური მუშაობის საფუძვლები - გვ. 38]


შესავალი:

შესავლის დანუშნულებაა:

1. მოაქციოს კვლევა სხვა კვლევის კონტექსტში


2. გააგებინოს მკითხველს, რატომ უნდა წაიკითხოს მოხსენება
3. გახადოს მოხსენება გასაგები

დაახლოებით 10%-ია მთელი ტექსტის.

დასკვნის დანიშნულებაა:

1. მკაფიოდ გააგებინოს მკითხველს დებულება


2. გააგებინოს მკითხველს მისი მნიშვნელობა
3. წარმოადგინოს შემდგომი კვლევის განხორციელების რეკომენდაცია

დასკვნის შედგენისას შეგვიძლია ავაგოთ ის შესავლის ელემენტებზე, საპირისპირო


წყობით:

1. ხელახლა წარმოვადგინოთ დებულება, უფრო სრულად.


2. აღვნიშნოთ დებულების ახალი მნიშვნელობა, პრაქტიკული გამოყენება ან ახლი
კვლევა.

[თურაბიანი - გვ. 150, 156]

შედეგები:

სადისერტაციო ნაშრომის ამ ნაწილში კვლევის შედეგები უნდა იყოს აღწერილი. ის, თუ


როგორ აღიწერება შედეგები, პირველ რიგში, დამოკიდებულია კვლევის ტიპზე
(თვისებრივი, რაოდენობრივი თუ შერეული) და გამოყენებულ მეთოდოლოგიაზე.
თუმცა, არსებობს სადისერტაციო ნაშრომში კვლევის შედეგების პრეზენტაციის ზოგადი
ნორმები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია.
 ნაშრომის შედეგები ლოგიკურად უნდა იყოს წარდგენილი და სასურველია
დაიყოს 4 ძირითად ერთეულად:
- შესავალი, რომელშიც მოცემულია შედეგების წარდგენის თანმიმდევრობა;
- შერჩევის აღწერა მნიშვნელოვანი პარამეტრების მიხედვით;
- შედეგების შინაარსის წარდგენა და აღწერა;
- დასკვნა, რომელიც აჯამებს კვლევის ძირითად შედეგებს და წარმოადგენს
ლოგიკურ ბმას სადისერტაციო ნაშრომის შემდეგ ნაწილთან.
 კვლევის შედეგები უნდა იყოს მიუკერძოებელი და აქცენტი გაკეთდეს
მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებულ ფაქტებზე და არა მათ
მნიშვნელობაზე.
 რაოდენობრივი მონაცემების გამოყენების შემთხვევაში შედეგების ნაწილში
მონაცემთა მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ცხრილები და გრაფიკები უნდა
იყოს წარმოდგენილი.
 თვისებრივი მონაცემების შემთხვევაში კვლევის შედეგები შესაბამისი ანალიზის
საფუძველზე გამოკვეთილი თემატიკის და ტენდენციების მიხედვით უნდა იყოს
აღწერილი.

შედეგების ინტერპრეტაცია/დისკუსია:

მასში განიხილება კვლევის შედეგები თეორიული ჩარჩოსა და სამეცნიერო


ლიტერატურის მიმოხილვის საფუძველზე აღმოჩენილი ტენდენციების
გათვალისწინებით. ეს ნაწილი კვლევის შედეგების განზოგადებას და ანალიზის
საფუძველზე გამოკვეთილი პრინციპების, კავშირების და დამოკიდებულებების
ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

დისკუსია არ ითვალისწინებს შედეგების უბრალო აღწერას, არამედ მათ


ინტერპრეტაციას. ძირითადი კითხვები შეიძლება იყოს: რას გულისხმობს კვლევის
შედეგები? რაზე მიანიშნებს აღმოჩენილი ასოციაციები და კავშირები? როგორ
ადასტურებს ან უარყოფს მიღებული შედეგები მანამდე ჩატარებული კვლევების
შედეგებს და დამტკიცებულ ფაქტებს?.

ნიშვნელოვანია, რომ დისკუსიაში მოხდეს კვლევის შედეგების როლისა და ადგილის


განხილვა კვლევის თეორიულ ჩარჩოსთან მიმართებაში. დისკუსიაში ასევე უნდა იყოს
ნაჩვენები კვლევის შედეგების პრაქტიკული მხარე. როგორ არის შესაძლებელი
მიღებული შედეგების გამოყენება? რა უპირატესობას გვანიჭებს მიღებული ცოდნა
მიმართულებაში არსებული პრობლემის/საკითხის გადაჭრისთვის?

დისკუსიის ფარგლებში ასევე უნდა იყოს განხილული კვლევის შეზღუდვები და მათი


შედეგები: რა საკითხების კვლევა არ იყო გათვალისწინებული? რისი დადგენა არ იყო
შესაძლებელი კვლევის ამ ეტაპზე? შერჩევის, მონაცემების შეგროვების ან მონაცემების
დამუშავების დროს რა სირთულეებმა იჩინა თავი და რისი გაკეთება ვერ მოხერხდა? რა
ზეგავლენა მოახდინა ამ შეზღუდვებმა კვლევაზე და არსებულ შედეგებზე?

[ჩუბინიძე - გვ. 70-73]

You might also like