Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

„საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია“

დოდო სულაკაძე

მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი

ბაკალავრიატი, I კურსი

ხელმძღვანელი: ლაშა ჯანჯღავა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2021
იუვალ ნოა ჰარარი არის ებრაული წარმოშობის თანამედროვე ისტორიკოსი,
რომელსაც ეკუთვნის ნაშრომი „საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია“. აღნიშნულ
ნაშრომს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა, ვინაიდან ჰარარიმ განსხვავებული
კუთხით შეხედა და გადმოსცა კაცობრიობის განვითარების ისტორია. ჰარარი
ადამიანს ევოლუციის ჭრილში განიხლიავს როგორც ბიოლოგიურ სახეობას. ასევე,
ნაშრომში განიხილავს საპიენსის წარმატებისა და სხვა სახეობათა გადაშენების
მიზეზებს, ამათან საუბრობს თუ რა ადგილი უკავია ენის განვითარებას და ფიქციას
საპიენსის ჩამოყალიბებაში.
იუვალ ნოა ჰარარი აყალიბებს ადამიანის ევოლუციის ეტაპებს და წერს, რომ
პირველი ეტაპი სრულდება კოგნიტური რევოლუციით, რაშიც ავტორი სამეტყველო
ენისა და სხვადასხვა უნარჩვევენის განვითარებას გულისხმობს. თუმცა ზოგად
ჭრილში კონგნიტური რევოლუცია დაკავშირებულია ფსიქოლოგიასთან, კერძოდ,
კოგნიტური ფსიქოლოგიის ჩამოყიბება განვითარებას და მის მნიშვნელოვან,
რევოლუციურ შედეგებთან. კოგნიტურ რევოლუციაში ჰარარი მეტწილად
გულისხმობს ადამიანის ქცევისა და აზროვნების განვითარებას, იგი წარმოსახვის
უნარისა და აბსტრაქტული აზროვნების ჩამოყალიბებას მიიჩნევს ევოლუციის
პირველი ეტაპის ძირითად მიღწევად, რადგან თვლის რომ სწორედ ამ უნარის
წყალობით შეძლო ადმაიანმა სხვა საზეობზე დომინეირება და გაბატონება, რადგან
ჰარარი მიიჩნევს, რომ წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი ჯგუფურ ერთობას,
ორგანიზებულობას და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას უწყობს ხელს, ხოლო
ის სახეობები, რომლებსაც არ გააჩნიათ წარმოსახვის უნარი ავტომატურად უფრო
დაჩაგრული და ნაკლები შანსის მქონენი არიან. აღსანიშნავია, რომ ჰარარი რელიგიას,
კანონებს, ფულს, ერს მიიჩნევს ისეთი წარმოსახვის ნაყოფებად, რომელიც რეალურად
არ არსებობს, მაგრამ ფანტაზიის უნარის წყალობით ადმაინაბეს სჯერათ მათი
არსებობის. ამასთან, ჰარარი აღნიშნავს რომ კოგნიტური რევოლუციის შედეგად
საპიენსი ორ რელობაში აღმოჩნდა. „მდინარეების, ხეებისა და ლომების ობიექტურ
რეალობასა და ღმერთების, ერების და კორპორაციების წარმოსახვით რეალობაში.“
(ჰარარი 2018, 461) და ასევე კოგნიტური რევოლუციის შედეგად ჰომოსაპიენსს
განუვითარდა სოციალური უნარებიც, მას უკვე შეეძლო დაფიქრებულიყი საკუთარ
ქცევებზე და მასზე დაკვირვებით გამოტანილი დასკვნები გადაეცა მომავალი
თაობისთვის, ანუ ადამიანს უკვე შეეძლო ინფორმაციის გადაცემა და კომუნიკაცია.
ჰარარი წერს, რომ კოგნიტურ რევოლუციამდე ადამიანის მომქმედბები ბიოლოგიური,
ასე ვთქვათ მენანიკური იყო, ხოლო კოგნიტური რევოლუციის შედეგადად ადამიანის
ქცევებსა და ქმედებებს აზრი მიეცა, ვინაიდან ერთგვარად ფიქრის შედეგს
წარმოადგენდა. ავტორი გამოყოფს კოგნიტური რევოლუციის სამ ძირითად შედეგს: 1.
ქმედებების დაგეგმვა/განხორციელება. 2. ფართო მასშტაბის ჯგუფების ფორმირება. 3.
სოციალური ქცევის ადაბტაცია და კოლექტირუი თანამშრომლობა. ამდენად,
შეიძლება ითქვას, რომ ჰარარის აზრით, ადმაიანი კოგნიტური რევოლუციის
წყალობით გახდა მეტად სოციალური, მოზაროვნე და შესაბამისად სხვა ბიოლოგიურ
სახეობებზე უპირატესი.
ჰარარი ამბობს, რომ ფიქციამ კოლექტიური წარმოდგენის ფორმირება
მოახდინა, ვინაიდან შექმნილმა მითებმა და ისტორიებმა ბიბლიურ კრეაციონიზმზე
თუ აბორიგენ ავსტრალიელებზე მოახდინა გარკვეული ეფექტი ხალხზე, რომლებიც
გაერთიანდნენ კონკრეტული იდეის გარშემო და მიეცათ თანამშრომლობის
საშუალება. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ კოლექტიური და ჯგუფური
თანამშრომლობა ფუტკრებსა და ჭიანჭველებსაც შეუძლიათ, თუმცა განსხვავება ისაა,
რომ ისინი მკაცრი დისციპლინითა და მხოლოდ თავიანთი „ოჯახის“ შედარებით
მცირე ჯგუფის შიგნით ახერხებენ ამას. ამას გარდა არიან მგლები და შიმპანზეები,
რომლებიც ასევე ახერხებენ ჯგუფურ თანამშრომლობას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც
კოლექტივი მცირერიცხოვან ჯგუფს წარმოადგენს, სადაც ინდივიდებს ერთმანეთთან
კარგი და ახლო ურთიერთობა აქვთ. ამდენად, ადამიანებსა და ზემოთ აღნიშნულ
სახეობებს შორის განსხვავება ისაა, რომ საპიენსს კოლექტიური საქმის გაკეთება
ნებისმიერი რაოდენობით დაკომპლექტებული ჯგუფითა და ასევე უცხოსთან ერთად
შეუძლია თუკი ის რაიმე იდეის გარშემოა გაერთიანებული. „ადამიანების ნებისმიერი
მსხვილმასშტაბიანი ორგანიზაცია – იქნება ეს თანამედროვე სახელმწიფო, შუა
საუკუნეების ეკლესია, ანტიკური ქალაქი თუ არქაული ტომი – თავის საფუძველს იმ
საერთო მითში პოულობს, რომელიც ამ ორგანიზაციის წევრთა კოლექტიურ
წარმოდგენაში არსებობს.“ (ჰარარი 456, 2018) ჰარარს ფიქციის გამო თანამშრომლობის
რამოდენიმე მაგალითი მოჰყავს. პირველი ესაა კათოლიკეების მაგალითი,
რომლებზეც ამბობს რომ ორი ერთმანეთისთვის სრულიად უცხო კათოლიკეს
შეუძლიათ ერთმანეთს ძალიან მარტივად დაუდგნენ გვერდში და წავიდნენ
ჯვაროსნულ ლაშქრობაში ან მოაგროვონ ფული ქველმოქმედებისთვის, რადგან მათ
სწამთ ღმერთის ანუ ფიქციის. ასვე მეორე მაგალითად ნაციონალიზმის იდეა მოჰყავს
და ამბობს, რომ ნაციონალისტური მითის გამო სერბს შეუძლია საკუთარი სიცოცხლეც
კი გასწიროს მეორე, სრულიად უცნობი, სერბის გადასარჩენად და ეს მხოლოდ იმიტომ
გააკეთოს, რომ ორივე სერბები არიან. ასევე ჰარარი წერს რომ სამართლებლივი
სისტემაც მითს წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია გააერთინაოს სრულიად უცხო
ადვოკატები ასევე სრულიად უცხო მესამე ინდივიდის დასაცავად, ეს ყოველივე კი
კანონის, ადამიანის უფლებებისა და სანაცვლოს ანაზღაურების რწმენის გამო. ჰარარი
(იმის დასამტკიცებლად, რომ ფიქციებისა და მითების გამოგონება ხელს უწყობს
ადამიანების გაერთიანებას და თანამშრომლობას) ასევე საუბრობს Peugeot-ის
ლეგენდაზე. ამდენად, იუვალ ნოა ჰარარი ამბობს, რომ მითები და ფიქციები
აერთიანებს და მეტად მშვიდობიან და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ
კოლექტივად აყალიბებს საზოგადოებას.
ჰარარი აგრეთვე საუბრობს ჰომოსაპიენსის ენაზე და თვლის, რომ სწორედ ენა
არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საპიენსის ჩამოყალიბებაში. სალაპარაკო ენა
არის ის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რაც გამოარჩევს ადამიანს სხვა ბიოლოგიური
სახეობებისგან და რისი საშუალებითაც ადამიანი ჩამოყალიბდა „სოცილაურ
ცხოველად“. საპინსს, მას შემდეგ, რაც შექმნა უნიკალირი ენა, საშუალება მიეცა
გაეცვალა ინფორმაცია თუ ცოდნა, ეჭორავა და ყოფილიყო კონტაქტში სხვა
ინდივიდებთან, ერთი სიტყვით, ჩამოყალიბდა სოციალური თანამშრომლობა, რამაც
საკამოდ ბევრი რამ განაპირობა. საფრთხის დანახვის შემთხვევაში ადამიანებს
შეეძლოთ ერთმანეთის გაფრთხილება და ინფორმირება, ამასთან ხდებოდა აზრების
ფაცვლა, რის შედეგადაც ადამიანები იყვნენ კონტაქტში ერთმანეთთან. ამდენად, ჰომო
საპიენსის შქმნილი ენის მნიშვნელობა საკამაოდ დიდი იყო, ვინაიდან მისი
გამოყენების შედეგად შეიცვალა და გამარტივდა საკამოდ ბევრი რამ ჰომო საპიენსის
სასიკეთოდ.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰარარი გვთავაზობს ჰომო საპიენსის
ისტორიის საკმაოდ საინტერესო ვარიანტს, რომლის გაცნობის შემდეგაც კაობრიობის
ისტორიას ცოტა უფრო სხვა ჭრილში დავინახავთ, ამდენად, გასაკვირი არცაა, რომ
ჰარარის აღნიშნულ ნაშრომს საკმაოდ დიდი გამოხმაურება და პოპულარობა მოჰყვა.
გამოყენებული ლიტერატურა:
ჰარარი, იუვალ ნოა. „საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია“, წიგნში
შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 2, 435-468. თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018.

You might also like