ფინალური კანონისმიერში

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

კანონისმიერი ვალდებულებითი სამართალი

სოფიო ჩაჩავა
დასკვნითი გამოცდა08.02.2021
წერის ხანგრძლივობა 3 საათი

შესრულებული ნაშრომები უნდა გააგზავნოთ დათქმულ ვადაში, კერძოდ კაზუსის მიღებიდა 3


საათში,შესაბამისი სემინარის ჯგუფის ხელმძღვანელის მეილის მისამართზე

N1
• 2020 წლის 1 ნოემბერს ელენეს ავტომანქანა მოიპარეს, რომელიც მას დაზღვეული ჰქონდა
კომპანია „მშვიდობაში“. მანქანის ღირებულება 5000 აშშ დოლარის ექვივალენტის სახით
კომპანიის მიერ 15 ნოემბერს ანაზღაურდა. აღნიშნული თანხა ელენემ მის ძმას გიორგის
აჩუქა მანქანის შესაძენად. გიორგიმ აღნიშნული თანხა ანგარიშზე განათავსა და
საჭიროების შესაბამისად გამოსაყენებლად. 30 ნოემბერს პოლიციის დახმარებით
ავტომანქანა მოიძებნალევანის ავტოსადგომზე და უვნებელ მგომარეობაში ელენეს
დაუბრუნდა. სადაზღვევო კომპანიას აინტერესებს შეუძლია თუ არა მას აღნიშნული
თანხის მოთხოვნა ელენესაგან ან გიორგისაგან. ელენე მიუთითებს, რომ მას აღნიშნული
თანხა აღარ აქვს და დაბრუნების ვალდებულებაც არ გააჩნია.

განიხილეთ მხოლოდ კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის ფარგლებში შესაძლო


მოთხოვნები და სამართლებრივი საფუძვლები გიორგისა და/ან ელენეს მიმართ.

ჰიპოთეზა: სადაზღვევო კომპანია მშვიდობას შესაძლოა არ ჰქონდეს 5000 აშშ დოლარის


ექვივალენტის მოთხოვნის უფლება ელენეს მიმართ სსკ 976 მუხლის პირველი ნაწილის
,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ჰიპოთზაში მოცემული ნორმის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას გალდებულების


შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითმ-კრედიტორს მისი უკან
დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ
არსებობს, არ წარმოშობა ან შეწყდა შემდგომში.
იმისათვის, რომ მოცემული შემთხვევა შესრულების კონდიქციად ჩაითვალოს, იგი უნდა
აკმაყოფილებდეს რამდენიმე წინაპირობას:

გადაცემა:
შესრულების ქონდიქციის არსებობისთვის აუცილებელია არსებობდეს რაიმეს გადაცემა,
გადაცემა ნიშნავს რაიმე სარგებლის მომტანი სიკეთის გადაცემას. კაზუსიდან ირკვევა,
რომ სადაზღვევო კომპანიამ მანქანის ღირებულება ელენეს 5000 დოლარის ექვივალენტის
სახით აუნაზღაურა, ანუ გადასცა მას სარგებლის მომტანი სიკეთე, თანხა.

გადაცემა უნდა მოხდეს შესრულებით:


შესრულებას ახასიათებს გაცნობიერებული და მიმართული ქმედება. პირს უნდა ჰქონდეს
გაცნობიერებული, რომ იგი საკუთარი სურვილით ზრდის სხვის ქონებას და სხვისი
ქონების გაზრდით იგი მიზნად ისახავს რაიმე კონკრეტული სამართლებრიცი შედეგის
დადგომას. კომპანია მშვიდობა თანხის გადაცემით მიზნად ისახავს ელენესთვის
დაკარგული მანქანის ღირებულების ანაზღაურებას და ამ მოქმედებით მისი, როგორც
სადაზღვევო კომპანიის, ვალდებულების შესრულებას. გაცნობიერებულობაც ასევე სახეზე
უნდა იყოს, რადგან კაზუსიდან არ გამომდინარეობს რაიმე გარემოება, რომელიც ეჭვის
საფუძველს მოგვცემდა.
სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა:
შესრულების კონდიქციისათვის აუცილებელია, რომ სამართლებრივი საფუძველი სახეზე
არ გვქონდეს, ანუ მოთხოვნის უფლება, რომელიც უნდა წარმოშობილიყო არ წარმოიშვა.
როგორც ვიცით, ელენესა და კომპანია მშვიდობას შორის დადებულია დაზღვევის
ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანია მშვიდობამ აუნაზღაურა ელენეს
მანქანის მოპარვით გამოწვეული ზიანი, ანუ შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულება,
მაგრამ მანქანის პოვნით აღნიშნული ვალდებულება უკვე ქარწყლდება. ამრიგად,
კომპანია მშვიდობის მიერ ზიანის ანაზღაურება ვალდებულების შესრულების
საფუძველს მოკლებულია, რის შედეგადაც მოხდა ელენეს უსაფუძვლო გამდიდრება 5000
დოლარის ექვივალენტის ოდენობით.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სიტუაცია დამახასიათებელია შესრულების


კონდიქციისათვის, იგი უნდა შეესაბამებოდეს უკან დაბრუნების მოთხოვნის ფარგლებს.
სსკ 979 მუხლის მესამე ნაწილი აძლევს უსაფუძვლო გამდიდრების მოვალეს შესაგებლის
წარდგენის საშუალებას, კერძოდ, არ არსებობს ანაზღაურების მოვალეონა, თუ მიმღები
საგნის მოხმარების, სხვისთვის გადაცემის, დაღუპვის, გაუარესების ან სხვა საფუძვლების
გამო არც საგნით, არც მისი ღირებულებით არ გამდიდრებულა. კაზუსიდან ჩანს, რომ
ელენემ აღნიშნული თანხა მის ძმას გიორგის აჩუქა, ანუ ელენე ფაქტობრივად არ
გამდიდრებულა, ქონებრივი ნამატი არ მიუღა, რაც გამორიცხავს მისგან სსკ 976 მუხლის
პირველი ნაწილი ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოთხოვნას.

შუალედური დასკვნა: კომპანია მშვიდობას არ აქვს უფლება მოთხოვოს ელენეს 5000


დოლარის ექვივალენტის დაბრუნება სსკ 976 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის
საფუძველზე.

ჰიპოთეზა: კომპანია მშვიდობას შესაძლოა ჰქონდეს აღნიშნული თანხის გიორგისგან


დაბრუნების მოთხოვნის უფლება სსკ 989 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

როგორც უკვე აღვნიშნე, მოცემული შემთხვევა აკმაყოფილებს სსკ 976 მუხლის,


შესრულების კონდიქციის მოთხოვნებს, მაგრამ რადგანაც ელენესგან მოთხოვნის
დაკმაყოფილება შეუძლებელია სსკ 979 მუხლის მესამე ნაწილის გამო, მაშინ შეგვიძლია
მივმართოთ სსკ 989 მუხლს.
სსკ 989 მუხლის მიხედვით, 976, 988 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში თუ
მიმღები, რომელიც მოვალეა დააბრუნოს მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს მას მესამე
პირს, მაშინ მესამე პირი ასევე მოვალეა დააბრუნოს მიღებული ისე, თითქოს მას
კრედიტორისაგან კანონიერი საფუძვლის გაეშე მიეღოს რაიმე, თუკი მიმღებისგან
დაკმაყოფილება შეუძლებელია. კაზუსიდან იკვეთება, რომ ელენემ გიორგის აღნიშნული
თანხა აჩუქა, ანუ უსასყიდლოდ გადასცა მას და მიუხედავად იმისა, რომ იგი ამ თანხას
კეთილსინდიერად დაეუფლა, იგი ვალდებულია დაუბრუნოს მიღებული კომპანია
მშვიდობას ისე, თითქოს მას ეს თანხა კანონიერი საფუძვლის გარეშე მიეღოს.

დასკვნა: კომპანია მშვიდობას აქვს უფლება მოითხოვოს 5000 დოლარის ექვივალენტის


დაბრუნება გიორგისგან სსკ 989 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

N2
2021 წლის 15 დეკემბერს ელენემ დაბრუნებული ავტომანქანა პროფილაქტიკაში მიიყვანა
დიაგნოსტიკის მიზნით, ღირებულება 50 ლარი ადგილზევე გადაიხადა. შემოწმების
შედეგად გამოვლინდა არაერთი დაზიანება, რომლის შეკეთების გარეშე ავტომანქანით
გადაადგილება სახიფათო იყო, არსებობდა ძრავის დაზიანების საფრთხე. ხელოსანი
გიორგი ეცადა ელენესთან დაკავშირებას, 2 დღის შემდგომ გაუგზავნა შეტყობინება
დაზიანებების შესახებ, შეატყობინა რომ მის შეკეთებას 5 დღეში მოახერხებდა და
ღირებულება 1000 ლარამდე იქნებოდა. გიორგის ელენესაგან გამოხმაურება არ მიუღია,
თავისუფალი დრო გამოუჩნდა და მანქანა სრულად შეაკეთა. როდესაც ელენემ
ავტომანქანას მიაკითხა, შეიტყო რომ მას ავტომანქანა შეუკეთეს მასთან შეთანხმების
გარეშე და მას 950 ლარი ჰქონდა გადასახდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მანქანას ვერ
წაიყვანდა. ელენეს წარუდგინეს დეტალური ხარჯთაღრიცხვა გაწეული სამუშაოების
შესახებ. ელენე აღშფოთებულია, მას შეტყობინება საერთოდ არ უნახავს, აღმოჩნდა რომ
გამორჩენია. ის განმარტავს, რომ მანქანის გაყიდვას აპირებდა და აღნიშნული ხარჯების
გაწევა საერთოდ არ შედიოდა მის ინტერესში. შესაბამისად მას აინტერესებს

უნდა გადაიხადოს თუ არა 950 ლარი პროფილაქტიკაში

განიხილეთ შესაძლო ალტერნატივები - შესაძლო სამართლებრივი საფუძვლები

ჰიპოთეზა: გიორგის შესაძლოა ჰქონდეს მის მიერ გაწეული სამუშაოს ანაზღაურების (950 ლარი)
მოთხოვნის უფლება ელენესგან სსკ 969, 973 მუხლების საფუძველზე.

ამისათვის საჭიროა, რომ სახეზე გვქონდეს დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება,
რომლის შედეგადაც შეგვეძლება მსჯელობა გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის
უფლებაზე. უნდა შევამოწმოთ, გვაქვს თუ არა სსკ 969 მუხლით გათვალისწინებული პირობები:
საქმის შესრულება, საქმე უნდა იყოს სხვისი, საქმე უნდა შესრულდეს სხვისი საქმის შესრულების
ნებით, საქმე უნდა შესრულდეს დავალების ან რაიმე საფუძვლის გარეშე და საქმის შესრულება არ
უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეპატრონის ნებასა და ინტერესებს.

1. საქმის შესრულება

საქმის შესრულებად ითვლება ფაქტობრივი მომსახურება ან სხვა მატერიალური შედეგის


მომტანი ქმედება. კაზუსიდან გამომიდნარე, გიორგიმ შეაკეთა ელენეს მანქანა, ანუ
განახორციელა ფაქტობრივი მომსახურება, ანუ საქმის შესრულება სახეზეა

2. სხვისი საქმის შესრულება


სხვისი საქმე ნიშნავს, რომ საქმე სხვისი ინტერესების სფეროს უნდა განეკუთვნებოდეს, ანუ
სხვისი საზრუნავი უნდა იყოს. აშკარაა, რომ მანქანის პატრონი არის ელენე, ანუ მანქანაზე
ზრუნვაც მას ევალება მისი ექსპლუატაციისათვის, ანუ ეს ობიექტურად სხვისი საქმეა და
ითვლება სხვისი საქმის შესრულებად

3. საქმე უნდა შესრულდეს სხვისი საქმის შესულების ნებით


სსკ 975 მუხლის მიხედვით, თუ პირი სხვისი საქმის შესრულებისას ვარაუდობდა, რომ ეს
მისი საქმე იყო, მაშინ ეს შემთხვევა არ ჩაითვლება სხვისი საქმის შესრულებად, თუმცა ეს
არ გამორიცხავს გაწეული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნას უსაფუძვლო
გამდიდრების ნორმებით. კაზუსიდან ირკვევა, რომ გიორგის გაანალიზებული აქვს, რომ
ასრულებს ელენეს საქმეს, მან იცის, რომ ელენე არის მანქანის პატრონი და მასზე ზრუნვა
ელენეს მოვალეობაა, ამრიგად გიორგი საქმეს თავისი ნებით ასრულებს.

4. საქმე უნდა სრულდებოდეს დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე

საქმე უნდა სრულდებოდეს რაიმე საფუძვლის გარეშე, რომელიც შემსრულებელს


დააკისრებდა მოქმედების ვალდებულებას. მართალია გიორგისა და ელენეს შორის
არსებობს დავალების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გიორგი ვალდებულია
ჩაუტაროს მანქანას დიაგნოსტიკა, ხოლო ელენე კი გადასცეს გიორგის 50 ლარი, მაგრამ
გიორგის ქმედება სცდება უკვე ამ ხელშეკრულების ფარგლებს და წარმოშობს ახალ
ურთიერთობას, ამიტომაც მის ქმედებას რაიმე სამართლებრივი საფუძველი არ უდევს.

5. შესრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეპატრონის ნებას ან ინტერესს

ნება არის მეპატრონის სიტყვიერად ან კონკლუდენტურად გამოხატული ინტერესი.


კაზუსიდან გამომდინარე, გიორგისა და ელენეს შორის აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია
ვერ დამყარდა, მიუხედავად გიორგის მცდელობისა, ამიტომაც გიორგიმ არ იცოდა
მეპატრონის ნება და უნდა გამოსულიყო მისი ინტერესებიდან. შესრულება მეპატრონის
ინტერესებშია, თუ იგი ოპიექტურად სარგებლის მომტანია მისთვის. როგორც ვიცით,
მანქანა საკმაოდ მძიმე ტექნიკურ მდგომარეობაში იყო, ხოლო გიორგის მიერ გაწეული
სამუშაოს შემდეგ იგი გამართულად მუშაობდა, რის შედეგადაც მისი ღირებულება
გაიზარდა, ანუ ელენემ ამით მატერიალური სარგებელი მიიღო. საქმის შესრულებელი
უნდა მოქმედებდეს მეპატრონის სავარაუდო ინტერესებში, ზოგადად მეპატრონისათვის
მნიშვნელოვანია თუ როგორ მდგომარეობაშია მისი ავტომობილი, ამიტომაც გიორგისაც
სავსებით შეეძლო ევარაუდა, რომ მის მიერ გაწეული სამუშაო ელენეს ინტერესებში
იქნებოდა. ამ შემთხვევაში, ელენეს უკმაყოფილება ირელევანტურია.

შუალედური დასკვნა: ელენესა და გიორგის შორის არის დავალების გარეშე საქმის


შესრულება

ახლა გადავიდეთ გაწეული სამუშაოს ანაზღაურების საკითხზე. სსკ 973 მუხლის


მიხედვით, შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება,
რომლებიც საქმის გარემოებებიდან აუცილებლად იქნა მიჩნეული. ხარჯი არის სხვა პირის
ინტერესებში გაღებული ნებაყოფლობითი ქონებრივი დანაკლისი, რომელიც ქონებრივ
სამართლებრივად არსებითია და შემსრულებლის ქონებაზე ფაქტობრივ ან უფლებრივ
ნეგატიურ გავლენას ახდენს.გერმანული სამართლიგან განსხვავებით, ქართული
სამოქალაქო სამართალი ხარჯებად თვლის დახარჯულ სამუშაო დროსა და მიუღებელ
შემოსავალს. გიორგიმ 950 ლარის სამუშაო გასწია 5 დღის განმავლობაში. მოგეხსენებათ, 5
სამუშაო დღე ცოტა არ არის და შესაძლოა საკმაოდ პროდუქტიულიც იყოს მშრომელი
ადამიანისთვის. ამრიგად, ხარჯები სახეზეა. უნდა გავარკვიოთ, წარმოადგენდა, თუ არა
მის მიერ გაწეული ხარჯები აუცილებელ ხარჯებს. ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ
ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმები. მანქანა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო,
მაგით გადაადგილებაც სახიფათო იყო და აღნიშნულ პრობლემებს შესაძლოა ძრავის
გაუმართაობა გამოეწვია, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ხოლო
გიორგის ქმედება კი თავს აარიდებდა ასეთ პრობლემებს, ამრიგოად ხარჯები
ობიექტურად აუცილებელია. სუბიექტური კრიტერიუმი მოიცავს კონკრეტული
ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებას, რომელიც სახეზე უნდა იყოს, მაგალითად
არსებობდა სხვა ადამიანი, რომელიც მომსახურებას უფასოდ გასწევდა. რადგან კაზუსში
რაიმე საწინააღმდეგო მოსაზრება არ იკვეთება, სუბიექტური კრიტერიუმიც სახეზე უნდა
იყოს, ანუ ხარჯები აუცილებლადაა მიჩნეული.

შემსრულებელი ვალდებულია ასევე პირველი შესაძლებლობისთანავე შეატყობინოს


მეპატრონეს, რომ მან იკისრა საქმეთა შესრულება სსკ 971 მუხლის მიხედვით, ამასთანავე
არ არის აუცილებელი დაელოდოს მეპატრონის პასუხს. შეტყობინებისათვის საკმარისია,
რომ მეპატრონეს ჰქონდეს ობიექტური შესაძლებლობა, რომ გაეცნოს შეტყობინებას.
გიორგიმ ელენეს გაუგზავნა შეტყობინება, რომელზეც პასუხი არ მიუღია, მაგრამ ელენეს
შეეძლო ამ შეტყობინების ნახვა, ანუ შეტყობინების ვალდებულება არ დარღვეულა.

სსკ 972 მუხლი ავალდებულებს შემსრულებელს, რომ წარუდგინოს მეპატრონეს ანგარიში


შესრულების შესახებ. კაზუსში ნათლად ჩანს, რომ გიორგიმ ამგვარი ანგარიში წარუდგინა
ელენეს.

შუალედური დასკვნა: გიორგის აქვს ელენესგან 950 ლარის მოთხოვნის უფლება სსკ
973,969 მუხლების საფუძველზე.

ჰიპოთეზა: გიორგის შესაძლოა ელენესგან ჰქონდეს 950 ლარის მოთხოვნის უფლება სსკ
987 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
მოცეული შემთხვევა შეგვიძლია განვიხილოთ აგრეთვე დანახარჯების კონდიქციით,
რადგან იგი საკმაოდ ახლოს დგას დავალების გარეშე საქმის შესრულებასთან. სსკ 987
მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით
გგასწია ხარჯები მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი
დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. ამისათვის საჭიროა
რამდენიმე წინაპირობის არსებობა: ხარჯების გაწევა, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე
შესრულება, პირი უნდა გამდიდრდეს, არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის გამომრიცხავი
გარემოებები( 987-3).
ზემოთ უკვე ვახსენე პირველი ორი კრიტერიუმის შესახებ, ამიტომაც გადავიდეთ
მესამეზე. გამდიდრება ნიშნავს მატერიალური სარგებლის მიღებას, ან ნივთის
ღირებულების გაზრდას, რაც სახეზეა, მაგრამ სსკ 987 მუხლის მეორე ნაწილი აწესებს
მომენტს, თუ რომლიდანაც ითვლება, რომ პირი გამდიდრდა: გამდიდრების არსებობა
განისაზღვრება იმ მომენტით, როდესაც მოვალეს უბრუნდება ნივთი. სწორედ ეს
განასხვავებს დავალების გარეშე საქმის შესრულებასა და დანახარჯების კონდიქციას.
უსაფუძვლო გამდიდრებით მოთხოვნა შეგიძლია წაუყენო ნივთის გადაცემის შემდეგ და
ამ ნივთს უკვე უნდა აღენიშნებოდეს ღირებულების ზრდა. კაზუსში გიორგი არ უბრუნებს
მაქნანას ელენეს, სანამ იგი თანხას არ გადაუხდის, ამიტომაც დანახარჯების კონდიქცია
გამორიცხულია, რადგან ელენე არ გამდიდრებულა. არ შეიძლება ასევე გამდიდრების
,,დაძალება“, ანუ გამდიდრება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სსკ 973 მუხლის მესამე
ნაწილს. კაზუსიდან აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის რომელიმე გარემოება არ
იკვეთბა.
უსაფუძვლო გამდიდრების წესები არ გამოიყენება თუ არსებობს უპირატესი
რეგულაციები როგორიცაა დავალების გარეშე საქმის შესრულება, რაც სახეზეა.

შუალედური დასკვნა: გიორგის არ აქვს ელენესგან 950 ლარის მოთხოვნის უფლება სსკ 987
მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

დასკვნა: გიორგის აქვს ელენესგან 950 ლარის მოთხოვნის უფლება სსკ 969,973 მუხლების
საფუძველზე.

ლუკა ფირცხალავა

You might also like