Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 339

თავი პირველი

Elaine blath, Feainnewedd

Dearme aen a'caelrne tedd

Eigean evelienn deireadh

Que'n esse, va en esseath

Feainnewedd, elaine blath!

„ციცქნა ყვავილი“,

ელფური იავნანა და გათვლა

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მოვა ჟამი ხმლისა და ტაბარისა, ჟამი მგლის ქარბუქისა.
მოვა ჟამი თეთრი სუსხისა და თეთრი ნათელისა, ჟამი სიშმაგისა და ჟამი სიძულვილისა, Tedd Deireadh.
ჟამი აღსასრულისა. მოკვდება სამყარო, წყვდიადში ჩაძირული, და ხელახლა დაიბადება ახალი
მზითურთ. აღდგება იგი უფროსი სისხლისგან, Hen Ichaer-ისგან, მარცვლისგან, რომელიც დაითესება,
მაგრამ არ გაღვივდება, არ აღმოცენდება, არამედ აზავთდება ცეცხლად!

Ess'tuath esse! დაე, იყოს ასე! ყური მიაპყარით ნიშნებს! ხოლო მათ გამო გეტყვით თქვენ:
თავდაპირველად შეიღებება დედამიწა Aen Seidhe-ს – ელფების სისხლით...

Aen Ithlinnespeath. Ithlinne Aegli aep

Aevenien-ის წინასწარმეტყველება

ქალაქი იწვოდა.

თხრილისკენ მიმავალი ვიწრო ქუჩები და პირველი ტერასა ცეცხლსა და კვამლში გახვეულიყო.

ცეცხლის ენები ნთქავდა მიჯრილ ჩალისსახურავიან სახლებს, ლოკავდა ციხესიმაგრის კედლებს.
დასავლეთიდან, ნავსადგურის კარიბჭის მხრიდან, დროდადრო ხმაურის ტალღა მოგორავდა – ისმოდა
ყვირილი, გააფთრებული ბრძოლის ხმა. ტარანის ყრუ ბაგაბუგი კედლებს აზანზარებდა.

მომხდურმა გაარღვია ბარიკადა, რომელსაც ერთი მუჭა ჯარისკაცები, ალებარდიანი მოქალაქეები და

მეარბალეტეები იცავდნენ და მოულოდნელად შემოარტყა ალყა. შავასალიანმა ულაყებმა ლანდებივით
გადაუქროლეს ხერგილს, მოელვარე ხმლებმა ზედიზედ მოცელა ქალაქის მცველები. დამხდურები
უკან იხევდნენ.

ცირიმ იგრძნო, რომ რაინდმა, რომელსაც უნაგირის ტახტაზე შემოესვა, ერთბაშად მოზიდა სადავე.
„გამაგრდი! – შეუძახა, – არ ჩამოვარდე!“

ცინტრის ფერებში გამოწყობილმა სხვა რაინდებმა ისინი უკან ჩამოიტოვეს და ჭენებით ეკვეთნენ
ნილფგაარდელებს. ცირიმ თვალი მოჰკრა შავი და ლურჯ-მწვანე მოსასხამების ქარიშხალს, ფოლადის
ჟღარუნს, ხმლების ცემასა და ცხენების ჭიხვინს რომ ერთვოდა.

„გამაგრდი!“

შიში. ყოველ შეტევაზე, ყოველ დარტყმაზე, ცხენის ყოველ ნახტომზე მტკივნეულად ეჭიმებოდა
მოსართავებს ჩაბღაუჭებული ხელები. ფეხებდაკრუნჩხული, საყრდენს ვეღარ პოულობდა. კვამლი
სწვავდა თვალებს. წელზე შემოხვეული მკლავი ახრჩობდა, გუდავდა, ლამის ნეკნები ჩაემტვრია.
საიდანღაც საზარელი ყვირილი ისმოდა. რა უნდა უყო ადამიანს, ასე რომ იყვიროს?

შიში. შიში უბორკავდა ნებისყოფას, ადამბლავებდა, სულს უხუთავდა.

ისევ ჟღარუნობდა რკინა, ხროტინებდნენ ცხენები. გარშემო სახლები როკავდნენ. იქ, სადაც წუთის წინ
ტალახით, გვამებითა და ლტოლვილების ხაბაკ-ხუბაკით მოფენილი შუკა იყო, უეცრად
ცეცხლმოდებული ფანჯრები ამოყოფდა ხოლმე თავს.

მის ზურგს უკან რაინდს ერთბაშად უცნაური, ხრინწიანი ხველა აუვარდა. მოსართავებს ჩაფრენილ
ხელებზე სისხლი მიეშხეფა. ისევ მოისმა ყვირილი და ისრების ზუზუნი.

დაეცა. მტკივნეულად მიეხეთქა საჭურველს. გვერდით ფლოქვებმა გაითქარუნა. თავზე გადაუქროლა

ცხენის მუცელმა და გაგლეჯილმა მოსართავებმა. ისევ მუცელმა და მოფრიალე შავმა ლაბადამ. ისეთი
ბაგაბუგი ისმოდა, თითქოს ხეს ნაჯახს სცემდნენ. მაგრამ ეს ხე არ ყოფილა – ეს რკინა ხვდებოდა
რკინას. მოისმა დახშული ყვირილი, იქვე, ტალახში, უზარმაზარი შავი რაღაც ჩავარდა და სისხლი
მიმოაშხეფა. რკინაში ჩაჭედილი ფეხი ტოკავდა და ვეება დეზით ფხაჭნიდა მიწას.

ერთბაშად რაღაც ძალამ აიტაცა და უნაგირზე შესვა. „გამაგრდი!“ მაგრამ საყრდენს ვერ პოულობს,
ვერა... ვერა... სისხლი. ცხენი ეცემა. ვერც გვერდზე გახტები, ვერც ამ შეჯავშნულ მარწუხებს დააღწევ
თავს. ვერც სისხლს გაერიდები, თავსა და კისერზე ჩქეფით რომ გესხმება.

გაბრძოლება. ტალახის ჭყაპუნი. მაგრად დაენარცხა მიწას, თავაწყვეტილი ჭენების შემდეგ უჩვეულოდ
უძრავი რომ მოეჩვენა. ცხენი ადგომას ცდილობდა, ხროტინებდა და გულის გამგმირავად წიოდა.
ისმოდა ნალების თქარუნი, სულ ახლოს კრთოდა ფლოქვები და ქაჩაჩები, შავი მოსასხამები და
ასალები. და ისევ – ყვირილი.

ქუჩა ცეცხლში იყო გახვეული. კედლად იდგა მოღრიალე ალი. მის ფონზე მიმავალი გოლიათი
მხედარი ცეცხლმოდებულ სახურავებზე მაღალი ჩანდა. შავასალიანი ცხენი როკავდა, თავს იქნევდა,
ჭიხვინებდა.

მხედარმა შეხედა. ცირიმ დაინახა, როგორ უბრწყინავდა თვალები მტაცებელი ფრინველის ფრთებით
მორთული ვეება მუზარადის ჭრილებში. შეამჩნია ცეცხლის ათინათი მის ფართო, დაბლა დაშვებულ
სატევარზე.

მხედარი თვალს არ აშორებდა. ცირი ვერ ინძრეოდა – წელზე მარწუხებივით შემოჭდობოდა

მოკლულის გახევებული მკლავები, თეძოზე კი რაღაც მძიმე, სისხლით გაჟღენთილი დასწოლოდა და
მიწაზე მიელურსმა.

ცალკე შიში უბორკავდა ხელ-ფეხს, შემზარავი, გულ-მუცლის გამყინავი შიში, რომლის წყალობითაც
აღარც დაჭრილი ცხენის გმინვა ესმოდა, აღარც ცეცხლის ღრიალი, აღარც მომაკვდავთა ხრიალი და
დოლების ბაგაბუგი. ერთადერთი, რაც არსებობდა, რასაც მნიშვნელობა ჰქონდა, რისთვისაც ანგარიში
უნდა გაეწია, შიში იყო. შიში, რომელსაც ცეცხლის ბობოქარი, მეწამული კედლის ფონზე უძრავად
მდგარი შავი, ფრთოსანი მუზარადით თავდაბურული რაინდის სახე მიეღო.

მხედარი ძლივს აკავებდა ცხენს. მუზარადმა ფრთები გაშალა. ფრინველმა კამარა შეკრა, უმწეო
მსხვერპლს დააცხრა და გამარჯვების საზარელი, ძრწოლის მომგვრელი ყივილი აღმოხდა. ან იქნებ
რაინდის ხმა იყო? შავი ცხენი, შავი აბჯარი, ჰაერში აფრიალებული შავი მოსასხამი. ამ ყველაფრის უკან
კი ცეცხლი. ცეცხლის ზღვა.

შიში.
ფრინველი ყივის, ფრთებს აფართხუნებს, სახეში სცემს. შიში!

ვერც გვერდზე გახტები, ვერც ამ შეჯავშნულ მარწუხებს დააღწევ თავს. ვერც სისხლს გაერიდები, თავსა
და კისერზე ჩქეფით რომ გესხმება.

„მიშველეთ! რატომ არავინ მშველის? მარტო ვარ, პატარა, უმწეო, ვერ ვინძრევი, ყელში რაღაც მიჭერს
და ხმას ვერ ვიღებ. რატომ არავინ მოდის ჩემს გადასარჩენად? მეშინია!“

ვეება ფრთოსანი მუზარადის ჭრილებში თვალები გიზგიზებს. შავი მოსასხამი ყველაფერს ფარავს...

– ცირი!

გაქვავებული, ოფლში გაწურული, თავისივე ხმამ გამოაღვიძა. ყვირილი ჯერ კიდევ ცახცახებდა
სადღაც, გულმკერდის სიღრმეში, და გამშრალი ყელიდან ამოხეთქვას ლამობდა. ჩულს ჩაბღაუჭებული
ხელები სტკიოდა, ზურგი სტეხდა...
– ცირი, დამშვიდდი.

ღამე იდგა, ბნელი და ქარიანი. მელოდიურად, ერთფეროვნად შრიალებდა, ჭრიალებდა ფიჭვები.

აღარც ხანძარი, აღარც ყვირილი – მხოლოდ ხეების ხმაურიანი იავნანა. ცეცხლის ენებს ათამაშებდა და
სითბოს აფრქვევდა იქვე დანთებული კოცონი. მოსართავების ბალთებზე, მიწაზე დადებულ უნაგირს
მიყრდნობილი ხმლის ვადასა და ქარქაშზე მეწამული ათინათი ენთო. სხვა ცეცხლი, სხვა რკინა
აღარსად იყო. ხელსაც, ლოყაზე რომ ეხებოდა, სისხლის კი არა, ტყავისა და ფერფლის სუნი ასდიოდა.

– გერალტ...

– ეს მხოლოდ სიზმარი იყო, ცუდი სიზმარი.

ცირის ააკანკალა, ხელები მომუჭა, ფეხები შეიკეცა.

სიზმარი. მხოლოდ სიზმარი.

კოცონი ინავლებოდა. არყის შეშა, წითლად მოვარვარე, გამჭვირვალე, ტკაცუნობდა და დროდადრო

მოცისფრო ალს ისროდა. ალი ანათებდა კაცის თეთრ თმასა და უხეშ პროფილს. კაცმა ჩული ამოუგო და
ტყაპუჭი გადააფარა.

– გერალტ, მე...

მოდის ჩემს გადასარჩენად? მეშინია!“

– აქ ვარ. დაიძინე, ცირი. უნდა დაისვენო, წინ გრძელი გზა გვიდევს.

„ეს ხომ მუსიკაა“, გაუელვა უეცრად, „ამ ხმაურში... მუსიკა ისმის. ბარბითის ჟღერა. და ადამიანთა
ხმები. ცინტრელი თავადის ასული... ბედისწერის შვილი... უფროსი სისხლის, ელფების სისხლის
ნაშიერი. გერალტ რივიელი, თეთრი მგელი და მისი ბედისწერა. არა, არა, ეს ლეგენდაა, პოეტური
გამონაგონი. თავადის ასული აღარ არსებობს. მკვდარია. გაქცევისას ქალაქის ქუჩებში მოკლეს...“

„გამაგრდი... გამაგრდი...“

– გერალტ...

– რაო, ცირი?

– რა მიყო? რა მოხდა მაშინ? რა... მიყო?

– ვინ?

– რაინდმა... შავმა რაინდმა, ფრთებიანი მუზარადი რომ ეხურა... აღარაფერი მახსოვს. ყიოდა... და
მიყურებდა. არ მახსოვს, რა მოხდა. მახსოვს მხოლოდ ის, რომ მეშინოდა. ისე მეშინოდა, მეტი რომ არ
შეიძლება.

კაცი დაიხარა. კოცონის ალი აცეკვდა მის თვალებში. უცნაურ, ძალიან უცნაურ თვალებში. ოდესღაც
ცირის აფრთხობდა ეს თვალები, არ უყვარდა მათში ჩახედვა. მაგრამ მას შემდეგ დიდი, ძალიან დიდი
ხანი გავიდა.

– აღარაფერი მახსოვს, – წაიჩურჩულა და კაცის უხეში, გაურანდავ ხესავით დაკოჟრილი ხელი მოძებნა,
– შავი რაინდი...

– გესიზმრა. მშვიდად იძინე, მეტად აღარ დაგესიზმრება.

ცირის წინათაც ამშვიდებდნენ ასე. დიდი ხნის წინათ. ბევრჯერ უთქვამთ იგივე, ძალიან, ძალიან
ბევრჯერ, როცა შუაღამისას საკუთარი ყვირილი აღვიძებდა, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო.
ახლა სჯეროდა – ახლა ხომ ამ სიტყვებს გერალტ რივიელი ამბობდა,

თეთრი მგელი, ავსულთმმუსვრელი, მისი ბედისწერა. ის, ვისი ბედისწერაც იყო თავად. მხედვარი
გერალტი, რომელმაც ცირი ომის, სიკვდილისა და სასოწარკვეთილების ქაოსში იპოვა, თან წაიყვანა და
აღუთქვა, გვერდიდან არასოდეს მოშორებოდა.

ისე ჩაეძინა, მისი ხელი არ გაუშვია.

***

ბარდმა სიმღერა დაასრულა და, თავმოდრეკილმა, კიდევ ერთხელ დაუკრა ბარბითზე ბალადის
მთავარი ჰანგი – ნატიფად, ხმადაბლა, სულ ოდნავ რომ გადაეფარა მოწაფის ხმა, რომელიც მუსიკალურ
თანხლებას უწევდა.

დუმილი ჩამოწვა. ისმოდა მხოლოდ მუსიკა, რომელიც თანდათან ილეოდა, ფოთლების შრიალი და
ტოტების ჭრიალი. უეცრად აკიკინდა ბებერ ხესთან მდგარ საზიდარზე მიბმული თხა. თითქოს ამას
ელოდაო, ერთი მსმენელი წამოდგა, ოქრომკედით ნაქარგი მუქი ლურჯი მოსასხამი ზურგს უკან
გადაიგდო და ზვიადად და მოხდენილად მოიდრიკა თავი:

– გმადლობთ, მაესტრო, – წარმოთქვა ხმადაბლა, მაგრამ მჟღერი ხმით, – ნება მიბოძეთ მე, რადკლიფ
ოქსენფურტელს, ჯადოსნურ საიდუმლოთა მაგისტრს, აქ შეკრებილთა სახელით ქება შევასხა თქვენს
ამაღლებულ ხელოვნებას და მადლობა ვუძღვნა თქვენს ნიჭს.

ჯადოქარმა თვალი მოავლო ასამდე მსმენელს – ზოგს მუხის ძირას მოერთხა ფეხი, ზოგი მოშორებით
იდგა, ზოგიც საზიდარზე ჩამომჯდარიყო. თავებს იქნევდნენ, ჩურჩულებდნენ. აქა-იქ ტაშს უკრავდნენ,
აქა-იქ ხელის აწევით გამოხატავდნენ მოწონებას. გულაჩვილებული ქალები სრუტუნებდნენ და,
პროფესიის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის შესაბამისად, რითაც შეეძლოთ, იმით
იმშრალებდნენ თვალებს: გლეხის დედაკაცები – მაჯით ან ხელის ზურგით, ვაჭრის ცოლები – სელის
ჩვრებით, ელფები და დიდგვაროვნები – ბატისტის ცხვირსახოცებით, ხოლო კომეს

[1]

ვილიბერტის სამი ასული, რომელთა მამას ქორ-შევარდნებით ნადირობა შეეწყვიტა და ამალითურთ

მოსულიყო სახელგანთქმული ტრუბადურის მოსასმენად, გახუნებული ბალახისფერი აბრეშუმის
კოხტა შარფებით გულიანად იხოცავდა ცხვირს.

– გაზვიადებად არავინ ჩამითვლის, – განაგრძო ჯადოქარმა, – თუ ვიტყვი, რომ თქვენმა სიმღერამ,

მაესტრო, სულის სიღრმემდე შეგვძრა, გულზე მოგვხვდა, ჩაგვაფიქრა და აღმაფრენა მოგვგვარა. კიდევ
ერთხელ მიბოძეთ ნება, თქვენდამი საყოველთაო პატივისცემა გამოვხატო.

ტრუბადური წამოდგა, თავი მოიდრიკა და უცნაურ ქუდზე მიმაგრებული წეროს ფრთა მუხლებზე
მიისვ-მოისვა. მოწაფემაც შეწყვიტა დაკვრა და ღიმილით დახარა თავი, მაგრამ მაესტრო ბაბუაწვერამ
შეუბღვირა და მისი მისამართით რაღაც ჩაიბურტყუნა. თავჩაქინდრულმა ბიჭმა ბარბითის ჟღარუნი
განაგრძო.

შეკრებილები გამოცოცხლდნენ. მექარავნე ვაჭრებმა რაღაც გადაუჩურჩულეს ერთმანეთს და მუხისკენ

ლუდის მოზრდილი კასრი გააგორეს. ჯადოქარი რადკლიფი კომეს ვილიბერტთან საუბრით გაერთო.
კომესის ასულები ცხვირის მოხოცვას მორჩნენ და ბაბუაწვერას სიყვარულით სავსე თვალები მიაპყრეს.
ბარდს მათი მზერა არ შეუმჩნევია – გატაცებით არიგებდა ღიმილს, თვალს უკრავდა და ქათქათა
კბილებს უჩვენებდა მომთაბარე ელფების ამაყად მდუმარე ჯგუფს, მეტადრე – ერთ მათგანს, შავთმიან
და დიდთვალება, ყარყუმისქუდიან მდედრს. მაგრამ მეტოქეებიც იქვე გამოუჩნდა: ყარყუმისქუდიანი
მის მსმენელებს – რაინდებს, სტუდენტებსა და ვაგანტებსაც

[2]

შეემჩნიათ და თვალებით ეალერსებოდნენ. ყურადღებით ნაამები მდედრი მაქმანიან სახელოს

აწვალებდა და წამწამებს აფახულებდა, მაგრამ ელფები მჭიდროდ შემორტყმოდნენ გარს და
პოტენციურ მიჯნურებს დაუფარავი სიძულვილით მისჩერებოდნენ.
მუხა ბლეობჰერისთან მდებარე მდელო, სადაც ხშირად იმართებოდა შეხვედრები თუ თავყრილობები
და მუხლს ასვენებდნენ მოგზაურნი თუ ყარიბნი, სტუმართმოყვარეობით იყო ცნობილი. დრუიდები,
რომლებიც გოლიათ ხეს პატრონობდნენ, მას „მეგობრობის ადგილს“ ეძახდნენ და ყველა მსურველს
სიამოვნებით რთავდნენ იქ გაჩერების ნებას. მაგრამ ისეთი განსაკუთრებული მოვლენების დროსაც კი,
როგორიც საქვეყნოდ ცნობილი ტრუბადურის გამოსვლა იყო, მგზავრებს თავი შორიშორს ეჭირათ.
ელფები ელფებს უერთდებოდნენ, ხელოსანი ჯუჯები ქარავნის გამყოლი კბილებამდე შეიარაღებული
თანამოძმეებისკენ მიიწევდნენ, თუმცა მთის გნომებსა და ფერმერ ქონდრისკაცებსაც ეგუებოდნენ.
არაადამიანებს ადამიანები გულზე არ ეხატებოდათ. არც ადამიანები რჩებოდნენ ვალში, თუმცა მათ
შორისაც არ შეინიშნებოდა დიდი ერთობა – დიდგვაროვნები ზიზღით უყურებდნენ ვაჭრებსა და
მედუქნეებს, ჯარისკაცები და დაქირავებული მეომრები თავს არიდებდნენ აქოთებულ ტყაპუჭში
გახვეულ მწყემსებს. კანტიკუნტად გამორეული ჯადოქრები და მათი შეგირდები არავის ეკარებოდნენ,
რადგან ყველა ხეპრეებად მიაჩნდათ და არც ცდებოდნენ. ყოველივე ამას კი ფონად ედო გლეხების
მრავალიცხოვანი, ბნელი, გაუღიმარი და მდუმარე ბრბო. მიწის მუშების ეს ჯარი, რომლის თავს ზემოთ
ფოცხებისა და ფიწლების ტყე აღმართულიყო, ჩირადაც არავის აგდებდა.

მხოლოდ ბავშვები იქცეოდნენ სხვანაირად. როგორც კი ბარდმა სიმღერა დაასრულა და ჩუმად ყოფნის
საჭიროება გაქრა, წვრილფეხობა ჟივილ-ხივილით მოედო ტყეს და თავდავიწყებით მიჰყო ხელი
თამაშს, რომელიც ყველას, ვინც ბავშვობის ვარდისფერ ხანას დიდი ხნის წინ გამოეთხოვა, სრულიად
უთავბოლო მოეჩვენებოდა. პატარა ადამიანები, ელფუნები, ჯუჯიკოები, გნომუცები,
ქონდრისკაცუნები, ნახევარელფები, მეოთხედელფები და გაურკვეველი წარმოშობის პაწაწინები არც
რასობრივ, არც სოციალურ განსხვავებებს არ იცნობდნენ და არ ცნობდნენ. ჯერჯერობით მაინც.

დაკვრა და ღიმილით დახარა თავი, მაგრამ მაესტრო ბაბუაწვერამ შეუბღვირა და მისი მისამართით
რაღაც ჩაიბურტყუნა. თავჩაქინდრულმა ბიჭმა ბარბითის ჟღარუნი განაგრძო.

– მართლაც რომ! – შეჰყვირა გაკნაჭულმა, აწოწილმა რაინდმა, შავ-წითელ მაუდის ხიფთანზე სამი
ყალყზე შემდგარი ლომი რომ ჰქონდა ამოქარგული, – მშვენივრად ბრძანა ჯადოქარმა! ფრიად
მომხიბლავი ბალადები იყო, ბატონო ჩემო, ღირსებას ვფიცავ! თუ ოდესმე რქატიტველთან, ჩემი
სენიორის სამფლობელოსთან მოხვდით, შემოგვიარეთ, უსათუოდ შემოგვიარეთ! თავადურად
გიმასპინძლებთ. თავადურად რა სათქმელია – მეფურად! მეფე ვიზიმირზე არანაკლებ! უამრავი
მენესტრელისთვის მომისმენია, მაგრამ ხმლის ღირსებას ვფიცავ, მაესტრო, არც ერთი მათგანი თქვენი
ფეხის ფრჩხილადაც არ ღირდა! ნება მიბოძეთ, ყველა დიდგვაროვანი რაინდის სახელით გამოვხატო
თქვენდამი მოწიწება და პატივისცემა!

ტრუბადურმა ალღოთი იგრძნო ხელსაყრელი წუთი და მოწაფეს თვალი ჩაუკრა. მანაც უმალვე გადადო
ბარბითი და აიღო ზარდახშა, რომელშიც მადლიერების უფრო ხელშესახებ გამოხატულებას
აგროვებდნენ. წამით შეყოყმანდა, ბრბოს თვალი მოავლო, ზარდახშა უკანვე დადო და საშუალო ზომის
სათლს დასწვდა. საზრიანობისთვის მაესტრომ ალერსიანი ღიმილით დააჯილდოვა.

– მაესტრო! – წამოიყვირა ფაშფაშა დედაკაცმა, ტირიფის ტოტებისგან მოწნული ნაკეთობებით სავსე

საზიდარზე რომ იჯდა. „ვერა ლევენჰაუპტი და ვაჟიშვილები“ – ეწერა საზიდარს, თუმცა ვაჟიშვილები
არსად ჩანდნენ – ალბათ დედის მონაგარს ანიავებდნენ, – მაესტრო ბაბუაწვერავ, ასე როგორ შეიძლება?!
გაურკვევლობაში გვტოვებთ?! ბალადა რომ არ დამთავრებულა! მერე, მერე რაღა მოხდა? გვიმღერეთ,
რა!

– სიმღერები და ბალადები, – თავი მოიდრიკა მომღერალმა, – არასოდეს მთავრდება, მოწყალეო

ქალბატონო, რადგან პოეზია მარადიულია და უკვდავი. არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული...

– ჰო, მაგრამ მაინც რა მოხდა? – არ შეეპუა ქალი და მოწაფეს სათლში გულუხვად ჩაუჩხრიალა
მონეტები, – თუ სიმღერა აღარ გინდათ, ისე გვიამბეთ. სახელები არ გითქვამთ, მაგრამ ისედაც ვიცით,
რომ მხედვარი, რომელზეც მღეროდით, სახელგანთქმული გერალტ რივიელია, გრძნეული, რომელმაც
გულში სიყვარულის ცეცხლი აუნთო – არანაკლებ სახელგანთქმული იენიფერი, ხოლო მოულოდნელი
შვილი, მხედვარისთვის აღთქმული და მისი ბედისწერა – ის უბედური ცირილა, მტრისგან
აწიოკებული ცინტრის თავადის ქალი...

– მე ცალკეულ ადამიანებზე კი არა, ზოგადსაკაცობრიო საფიქრალზე ვმღერი, ჩემო კეთილშობილო

კეთილისმყოფელო, გრძნობებზე, რომლებიც ყოველი ჩვენგანის ხვედრია.

– როგორ არა! – წამოიძახა ვიღაცამ, – ყველამ იცის, რომ ავსულთმმუსვრელ გერალტზეა ეგ სიმღერა.

ამოქარგული, – მშვენივრად ბრძანა ჯადოქარმა! ფრიად მომხიბლავი ბალადები იყო, ბატონო ჩემო,
ღირსებას ვფიცავ! თუ ოდესმე რქატიტველთან, ჩემი სენიორის სამფლობელოსთან მოხვდით,
შემოგვიარეთ, უსათუოდ შემოგვიარეთ! თავადურად გიმასპინძლებთ. თავადურად რა სათქმელია –
მეფურად! მეფე ვიზიმირზე არანაკლებ! უამრავი მენესტრელისთვის მომისმენია, მაგრამ ხმლის
ღირსებას ვფიცავ, მაესტრო, არც ერთი მათგანი თქვენი ფეხის ფრჩხილადაც არ ღირდა! ნება მიბოძეთ,
ყველა დიდგვაროვანი რაინდის სახელით გამოვხატო თქვენდამი მოწიწება და პატივისცემა!

ტრუბადურმა ალღოთი იგრძნო ხელსაყრელი წუთი და მოწაფეს თვალი ჩაუკრა. მანაც უმალვე გადადო
ბარბითი და აიღო ზარდახშა, რომელშიც მადლიერების უფრო ხელშესახებ გამოხატულებას
აგროვებდნენ. წამით შეყოყმანდა, ბრბოს თვალი მოავლო, ზარდახშა უკანვე დადო და საშუალო ზომის
სათლს დასწვდა. საზრიანობისთვის მაესტრომ ალერსიანი ღიმილით დააჯილდოვა.

– მაესტრო! – წამოიყვირა ფაშფაშა დედაკაცმა, ტირიფის ტოტებისგან მოწნული ნაკეთობებით სავსე

საზიდარზე რომ იჯდა. „ვერა ლევენჰაუპტი და ვაჟიშვილები“ – ეწერა საზიდარს, თუმცა ვაჟიშვილები
არსად ჩანდნენ – ალბათ დედის მონაგარს ანიავებდნენ, – მაესტრო ბაბუაწვერავ, ასე როგორ შეიძლება?!
გაურკვევლობაში გვტოვებთ?! ბალადა რომ არ დამთავრებულა! მერე, მერე რაღა მოხდა? გვიმღერეთ,
რა!

– სიმღერები და ბალადები, – თავი მოიდრიკა მომღერალმა, – არასოდეს მთავრდება, მოწყალეო

ქალბატონო, რადგან პოეზია მარადიულია და უკვდავი. არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული...

– ჰო, მაგრამ მაინც რა მოხდა? – არ შეეპუა ქალი და მოწაფეს სათლში გულუხვად ჩაუჩხრიალა
მონეტები, – თუ სიმღერა აღარ გინდათ, ისე გვიამბეთ. სახელები არ გითქვამთ, მაგრამ ისედაც ვიცით,
რომ მხედვარი, რომელზეც მღეროდით, სახელგანთქმული გერალტ რივიელია, გრძნეული, რომელმაც
გულში სიყვარულის ცეცხლი აუნთო – არანაკლებ სახელგანთქმული იენიფერი, ხოლო მოულოდნელი
შვილი, მხედვარისთვის აღთქმული და მისი ბედისწერა – ის უბედური ცირილა, მტრისგან
აწიოკებული ცინტრის თავადის ქალი...

– მე ცალკეულ ადამიანებზე კი არა, ზოგადსაკაცობრიო საფიქრალზე ვმღერი, ჩემო კეთილშობილო

კეთილისმყოფელო, გრძნობებზე, რომლებიც ყოველი ჩვენგანის ხვედრია.

– როგორ არა! – წამოიძახა ვიღაცამ, – ყველამ იცის, რომ ავსულთმმუსვრელ გერალტზეა ეგ სიმღერა.

– დიახ, დიახ, – ერთხმად დაიწრიპინეს კომეს ვილიბერტის ასულებმა, ცრემლით გალუმპულ შარფებს
რომ წურავდნენ, – კიდევ გვიმღერეთ, რა, მაესტრო ბაბუაწვერავ! როგორ დასრულდა ამბავი? ბოლოს
და ბოლოს, შეხვდნენ ერთმანეთს მხედვარი და გრძნეული ქალი? უყვარდათ ერთმანეთი? ბედნიერები
იყვნენ? გვაინტერესებს, მაესტრო! მიდით რა, მაესტრო!

– იცით, რას გეტყვით? – უკმეხად შესძახა ჯუჯების მეთაურმა და გრძელი ჟღალი წვერი აუტოკდა, –
ჩირადაც არ მიღირს ეგ თქვენი თავადის ქალები, კუდიანები, ბედისწერები, სიყვარულები და სხვა
დედაკაცური სისულელეები, ვინაიდან და რადგანაც, ბოდიში მომითხოვია და, სულ ტყუილია, უფრო
სწორად, პოეტური მონაჩმახი, გულის ასაჩუყებლად გამოგონილი. აი, ომის ამბები კი მართლაც რომ
სახელოვნად დაამღერეთ, მგოსანო – ცინტრის ხოცვა-ჟლეტისაც, მარნადალისა და სოდენის
შეტაკებებისაც! ალალია თქვენზე ვერცხლი, მეომრის გულის გამხარებელო! თან ბეწვისოდენადაც რომ
არაფერი გაგიზვიადებიათ! მე ვამბობ ამას, შელდონ სკაგსი, მე კი ტყუილ-მართალი არ ამერევა,
ვინაიდან და რადგანაც სოდენთან გახლდით და ნილფგაარდელებს ნაჯახით ხელში ვებრძოდი.

– მე კი, დონიმირ ტროიელი, – წამოიყვირა ხიფთანზე ლომებამოქარგულმა კნაჭა რაინდმა, – სოდენთან

გამართულ ორივე ბრძოლაში ვმონაწილეობდი, მაგრამ რაღაც არ შემიმჩნევიხართ, ჯუჯავ ბატონო!

– ეტყობა, ურმებს დარაჯობდით და იმიტომ! – გაეპასუხა შელდონ სკაგსი, – მე კი წინა ხაზზე ვიდექი,
შუაგულ ცეცხლში!

– ნათქვამს ჭკუა დააყოლე, ბანჯგვლიანო! – სახე აუფორეჯდა დონიმირ ტროიელს და ხმალზე ხელი
გაივლო, – გახსოვდეს, ვის ელაპარაკები!

– შენ თვითონ დააყოლე! – აიქოჩრა ჯუჯა, ქამარში გაჩრილ ნაჯახზე ხელი იტაცა და ძმაბიჭებს
მიუბრუნდა, – ამ წუპაკს დამიხედეთ! არა, გერბიც რომ დაუკოსებია! ფარზე სამი ლომიც რომ
მიუჯღაბნია! ორი რომ აპრუწუნებს და ერთი ჰაერს აფუჭებს!

– დაშოშმინდით ახლა, დაშოშმინდით! – თეთრსამოსიანმა ჭაღარა დრუიდმა დინჯად ჩააქრო

ასაფეთქებლად გამზადებული ნაპერწკალი, – არ შეიძლება ასე, ბატონებო, არ შეიძლება. მეტადრე აქ,
ბლეობჰერისთან, ამქვეყნად ყველა ომსა და შეხლა-შემოხლას რომ მოსწრებია, ბაბუაწვერას თვალწინ,
რომლის ბალადებმა შუღლი კი არა, სიყვარული უნდა გვასწავლოს.

– მართალია, – მხარი აუბა ტანმორჩილმა, ჩასუქებულმა, ოფლისგან სახეაპრიალებულმა ბერმა, –

უყურებთ და ვერაფერს ხედავთ, ყურს უგდებთ და არაფერი გესმით. არ სუფევს თქვენში სიყვარული
უფლისმიერი, რამეთუ ცარიელი კასრები ხართ...

გვიმღერეთ, რა, მაესტრო ბაბუაწვერავ! როგორ დასრულდა ამბავი? ბოლოს და ბოლოს, შეხვდნენ
ერთმანეთს მხედვარი და გრძნეული ქალი? უყვარდათ ერთმანეთი? ბედნიერები იყვნენ?
გვაინტერესებს, მაესტრო! მიდით რა, მაესტრო!

– იცით, რას გეტყვით? – უკმეხად შესძახა ჯუჯების მეთაურმა და გრძელი ჟღალი წვერი აუტოკდა, –
ჩირადაც არ მიღირს ეგ თქვენი თავადის ქალები, კუდიანები, ბედისწერები, სიყვარულები და სხვა
დედაკაცური სისულელეები, ვინაიდან და რადგანაც, ბოდიში მომითხოვია და, სულ ტყუილია, უფრო
სწორად, პოეტური მონაჩმახი, გულის ასაჩუყებლად გამოგონილი. აი, ომის ამბები კი მართლაც რომ
სახელოვნად დაამღერეთ, მგოსანო – ცინტრის ხოცვა-ჟლეტისაც, მარნადალისა და სოდენის
შეტაკებებისაც! ალალია თქვენზე ვერცხლი, მეომრის გულის გამხარებელო! თან ბეწვისოდენადაც რომ
არაფერი გაგიზვიადებიათ! მე ვამბობ ამას, შელდონ სკაგსი, მე კი ტყუილ-მართალი არ ამერევა,
ვინაიდან და რადგანაც სოდენთან გახლდით და ნილფგაარდელებს ნაჯახით ხელში ვებრძოდი.

– მე კი, დონიმირ ტროიელი, – წამოიყვირა ხიფთანზე ლომებამოქარგულმა კნაჭა რაინდმა, – სოდენთან

გამართულ ორივე ბრძოლაში ვმონაწილეობდი, მაგრამ რაღაც არ შემიმჩნევიხართ, ჯუჯავ ბატონო!

– ეტყობა, ურმებს დარაჯობდით და იმიტომ! – გაეპასუხა შელდონ სკაგსი, – მე კი წინა ხაზზე ვიდექი,
შუაგულ ცეცხლში!

– ნათქვამს ჭკუა დააყოლე, ბანჯგვლიანო! – სახე აუფორეჯდა დონიმირ ტროიელს და ხმალზე ხელი
გაივლო, – გახსოვდეს, ვის ელაპარაკები!
– შენ თვითონ დააყოლე! – აიქოჩრა ჯუჯა, ქამარში გაჩრილ ნაჯახზე ხელი იტაცა და ძმაბიჭებს
მიუბრუნდა, – ამ წუპაკს დამიხედეთ! არა, გერბიც რომ დაუკოსებია! ფარზე სამი ლომიც რომ
მიუჯღაბნია! ორი რომ აპრუწუნებს და ერთი ჰაერს აფუჭებს!

– დაშოშმინდით ახლა, დაშოშმინდით! – თეთრსამოსიანმა ჭაღარა დრუიდმა დინჯად ჩააქრო

ასაფეთქებლად გამზადებული ნაპერწკალი, – არ შეიძლება ასე, ბატონებო, არ შეიძლება. მეტადრე აქ,
ბლეობჰერისთან, ამქვეყნად ყველა ომსა და შეხლა-შემოხლას რომ მოსწრებია, ბაბუაწვერას თვალწინ,
რომლის ბალადებმა შუღლი კი არა, სიყვარული უნდა გვასწავლოს.

– მართალია, – მხარი აუბა ტანმორჩილმა, ჩასუქებულმა, ოფლისგან სახეაპრიალებულმა ბერმა, –

უყურებთ და ვერაფერს ხედავთ, ყურს უგდებთ და არაფერი გესმით. არ სუფევს თქვენში სიყვარული
უფლისმიერი, რამეთუ ცარიელი კასრები ხართ...

– ამ გახსენებაზე, – დაიწრიპინა გრძელცხვირა გნომმა ურმიდან, რომლის წარწერაც გვაუწყებდა:

„რკინა-კავეული. დამზადება და გაყიდვა“, – ბარემ ერთიც გამოაგორეთ, ბატონო ვაჭრებო, პოეტს
ალბათ ყელი გაუშრა და არც ჩვენ გვაწყენდა, კაცმა რომ თქვას.

– ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით – ცარიელი კასრები-მეთქი! – ხმა აიმაღლა ქადაგად

დავარდნილმა ბერმა, – ბაბუაწვერას ბალადებმა იოტის ოდენაც ვერაფერი გასწავლათ, ვერაფერს
მიგახვედრათ. ვერ გაგიგიათ, რომ ეს ბალადები ადამიანთა ბედზე მოგვითხრობს, იმაზე, რომ მხოლოდ
სათამაშოები ვართ ღმერთების ხელში, ეს ქვეყანა კი მათი დიდი თამაშების ასპარეზია. ბალადები
ყოველი ჩვენგანის ბედისწერაზეა, მხედვარი გერალტისა და თავადის ასული ცირილას ლეგენდა კი,
თუმცაღა ცოტა ხნის წინანდელი ომის ფონზეა აღწერილი, მეტაფორაა ოდენ, პოეტური ფანტაზიის
ნაყოფი, რომელიც იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ...

– რასა ბრძანებ, ღვთისმსახურო, – შეაწყვეტინა ვერა ლევენჰაუპტმა, – რა ლეგენდა, რის ფანტაზია?

მშვენივრად ვიცნობ გერალტ რივიელს, საკუთარი თვალით მინახავს ვიზიმაში, სადაც მეფე
ფოლტესტის ასულს ჯადო ახსნა. სავაჭრო გზაზეც გადავყრივარ, სადაც ქარავნების რისხვას, მძვინვარე
გრიფონს, გილდიის თხოვნით სული გააფრთხობინა. არა, ბატონო, არა, ეგ არც ლეგენდაა და არც
ზღაპარი. ბაბუაწვერამ ნამდვილი ამბები გვიმღერა, წყალი რომ არ გაუვა, ისეთი ნამდვილი!

– ვადასტურებ, – ხმა ამოიღო ტანკენარმა, სქელნაწნავიანმა მეომარმა ქალმა, – მე, რაილა ლირიელიც
ვიცნობ სახელგანთქმულ ავსულთმმუსვრელს – გერალტს, თეთრ მგელს. გრძნეული იენიფერიც არა
ერთხელ და ორჯერ მინახავს აედირნში, ქალაქ ვენგერბერგში – იქა აქვს ბინა. მაგრამ ერთმანეთი რომ
უყვარდათ, პირველად მესმის.

– ო, ეს უთუოდ სიმართლე იქნება, – მელოდიური ხმით შენიშნა ყარყუმისქუდიანმა მშვენიერმა ელფმა,

– შეუძლებელია, სიყვარულის ესოდენ მშვენიერი ამბავი მართალი არ იყოს.

– შეუძლებელია, სრულიად შეუძლებელი, – კვერი დაუკრეს კომესის ასულებმა და, თითქოს ნიშანი
მისცესო, თვალებზე ერთდროულად აიფარეს შარფები.

– ბატონო ჯადოქარო, – რადკლიფს მიუბრუნდა ვერა ლევენჰაუპტი, – უყვარდათ თუ არა? თქვენ

ნამდვილად გეცოდინებათ, გვითხარით, რა!

– თუ ბალადა ამბობს, უყვარდათო, – ჩაიღიმა ჯადოქარმა, – ასეც იქნებოდა. და ეს სიყვარული

საუკუნეებს გაუძლებს. ასეთი ძალა აქვს პოეზიას.
გაყიდვა“, – ბარემ ერთიც გამოაგორეთ, ბატონო ვაჭრებო, პოეტს ალბათ ყელი გაუშრა და არც ჩვენ
გვაწყენდა, კაცმა რომ თქვას.

– ამბობენ, რომ იენიფერ ვენგერბერგელმა, – გაისმა უეცრად კომეს ვილიბერტის ხმა, – სოდენის
ბორცვზე დალია სული რამდენიმე სხვა კუდიანთან ერთად.

– ცდებით, – გაეპასუხა დონიმირ ტროიელი, – სვეტზე მისი სახელი არ წერია. იქაური გახლავართ,
არაერთხელ ვყოფილვარ ბორცვზე და ქვაზე ამოკვეთილი წარწერაც მინახავს. იქ სამი გრძნეული
დაიღუპა – ტრის მერიგოლდი, ლიტა ნეიდი, მეტსახელად მარჯანი და... ჰმ... მესამის სახელი
დამავიწყდა...

რაინდმა ჯადოქარს გახედა, მაგრამ რადკლიფმა მხოლოდ გაუღიმა.

– იმასაც ამბობენ, – წამოიძახა შელდონ სკაგსმა, – მაგ მხედვარს, გერალტს, იენიფერის კუროს, კარგა
ხანია ჭიაღუა ჭამსო. ყური მოვკარი, თითქოს სადღაც მდინარისპირეთში გააცხებინეს სული. არ
დაიშალა ავსულთა ჟლეტა და აჰა, ერთხელაც კოკამ წყალი ვეღარ მოიტანა... ასეა, ვინც ხმალს აიღებს,
ხმლითვე წარიწყმიდება. მჯობნის მჯობნი არ დაილევა, ოდესმე ყველა გადაეყრება თავისზე ძლიერს
და მშვიდობით...

– არ მჯერა, – ტანკენარმა მეომარმა ზიზღით დაბრიცა უფერული ტუჩები, გადააფურთხა და

ჯაჭვისსამკლაურებიანი ხელები ჩხარუნით დაიკრიფა მკერდზე, – ვერ დავიჯერებ, რომ ამქვეყნად
გერალტ რივიელის მომრევი გამოჩნდა. მინახავს, მხედვარი ხმალს როგორ ხმარობს. მენდეთ,
არაადამიანურად სწრაფია.

– მშვენივრად ბრძანეთ, – შენიშნა ჯადოქარმა რადკლიფმა, – სწორედ რომ არაადამიანურად.

მხედვარები მუტანტები არიან, ამიტომაც მათი რეაქციის სისწრაფე...

– არ მესმის, რას გულისხმობთ, ბატონო მაგო, – მეომარ ქალს სახეზე უფრო მეტი ზიზღი აღებეჭდა, –
მეტისმეტად წიგნიერი ენით ლაპარაკობთ. მე ერთი რამ ვიცი: ცისქვეშეთში არავინ მეგულება, გერალტ
რივიელს, თეთრ მგელს, ფარიკაობაში ტოლი რომ დაუდოს. ამიტომაც არ მჯერა, რომ, როგორც ბატონი
ჯუჯა გვარწმუნებს, ბრძოლაში მოკლეს.

– მოფარიკავემ ჯარი დაინახა და ჩასვრილი აიფახაო, ელფები იტყვიან ხოლმე, – დაიქუხა შელდონ
სკაგსმა.

– ელფებს, – ცივად შენიშნა უფროსი მოდგმის მაღალმა, ქერა წარმომადგენელმა, კოპწია

ყარყუმისქუდიანს გვერდით რომ ედგა, – უხამსი სიტყვები არ სჩვევიათ.

კუდიანთან ერთად.

– არა, არა, – აწრიპინდნენ მწვანე შარფების მიღმა კომეს ვილიბერტის ასულები, – შეუძლებელია,
ავსულთმმუსვრელი გერალტი დაღუპულიყო! მან იპოვა ცირი, თავისი ბედისწერა, მერე – გრძნეული
იენიფერიც და სამივე დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდა ერთად. ასე არ არის, მაესტრო?

– ეგ ხომ ბალადაა, ახალგაზრდა ქალბატონებო, – დაამთქნარა ლუდს მოწყურებულმა გნომმა, –

ბალადას რა დაეჯერება? სიმართლე ერთია, პოეზია კი მეორე. აი, თუნდაც ის... რა ჰქვია?.. ცირია
ავიღოთ. სახელგანთქმული მოულოდნელი შვილი. ეგ ამბავი ხომ მთლად თითიდანაა გამოწოვილი.
ვინ მოთვლის, რამდენჯერ ვყოფილვარ ცინტრაში და მშვენივრად ვიცი, რომ იქაურ მეფე-დედოფალს
შვილი არ ჰყოლია – არც გოგო, არც ბიჭი...

– ტყუილია! – შეჰყვირა სელაპის ტყავისქურთუკიანმა წითურმა კაცმა, თავზე კუბოკრული ხელსახოცი

რომ წაეკრა, – დედოფალ კალანტეს, ცინტრელ ძუ ლომს, ჰყავდა ასული, სახელად პავეტა. ქმართან
ერთად დაიხრჩო, ორივე აბობოქრებულმა ზღვამ შთანთქა.

– აჰა, ესეც მე ვარ? – დაიმოწმა შეკრებილები რკინა-კავეულმა, – ცინტრელ პრინცესას ცირია კი არა,
პავეტა რქმევია!

– ცირილა, შინაურები ცირის რომ ეძახდნენ, სწორედ განსვენებული პავეტას ასული იყო, – აუხსნა
წითურმა, – კალანტეს შვილიშვილი, თანაც ცინტრის პრინცესა კი არა, თავადის ქალი. სწორედ ის
გახლდათ მოულოდნელი შვილი, რომელიც ბედისწერამ მხედვარს არგუნა. დედოფალმა ჯერ კიდევ
დაბადებამდე აღუთქვა მისი თავი ავსულთმმუსვრელს, მაგრამ მხედვარმა ცირი ვერ იპოვა. აქ კი შეცდა
ბატონი პოეტი.

– მართლაც რომ შეცდა, – ჩაერია კამათში ძარღვმაგარი ყმაწვილი, რომელსაც ჩაცმულობაზე ეტყობოდა,
ხელოსნად კურთხევისთვის გამზადებული ქარგალი უნდა ყოფილიყო, – მხედვარი ასცდა თავის
ბედისწერას. ცირილა ცინტრის ალყის დროს დაიღუპა. დედოფალმა კალანტემ ჯერ ის მოკლა,
ნილფგაარდელებს ცოცხალი რომ არ ჩავარდნოდა ხელში, მერე კი კოშკიდან გადაეშვა.

– არ ყოფილა ეგრე, არა, – შეეპასუხა წითური, – თავადის ასული ქალაქიდან გაქცევას ლამობდა, მაგრამ
ხოცვა-ჟლეტას შეეწირა.

– ასეა თუ ისე, – წამოიყვირა რკინა-კავეულმა, – მხედვარს თავისი ცირილა არ უპოვია! მელექსემ

იცრუა!

– იცრუა, მაგრამ ლამაზად, – განაცხადა ყარყუმისქუდიანმა და მაღალ ელფს მიეკრა.

დაღუპულიყო! მან იპოვა ცირი, თავისი ბედისწერა, მერე – გრძნეული იენიფერიც და სამივე დიდხანს
და ბედნიერად ცხოვრობდა ერთად. ასე არ არის, მაესტრო?

– ლექსები კი არა, ფაქტებია მთავარი, – შესძახა ქარგალმა, – მე ვამბობ, რომ თავადის ქალი ბებიის
ხელით მოკვდა. ვინც კი ცინტრაში ყოფილა, ყველა დამემოწმება.

– მე კი ვიმეორებ, რომ ქუჩაში მოკლეს გაქცევისას, – არ შეეპუა წითური, – ცინტრელი არ გახლავართ,

მაგრამ ვიცი. სკელიგეელი იარლის

[3]

რაზმში ვიბრძოდი ცინტრის დასაცავად. მოგეხსენებათ, ცინტრის მეფე, ეისტ ტურსეახი, სკელიგეს
კუნძულებზე დაიბადა და იარლს ბიძად ერგება. მე კიდევ იარლის რაზმში ვიყავი და მარნადალშიც
მიბრძოლია, ცინტრაშიც, დამარცხების შემდეგ კი სოდენთანაც...

– აჰა, კიდევ ერთი ვეტერანი, – ჩაიბურტყუნა შელდონ სკაგსმა, – ნაბიჯს ვერ გადადგამ, რომ ომის
გმირს არ დაეჯახო. ჰეი, ხალხო, მოიძებნება თქვენ შორის ვინმე, ვისაც მარნადალში ან სოდენთან არ
უბრძოლია?

– ტყუილად ენამწარობ, სკაგს, – გამკიცხავად ჩაილაპარაკა მაღალმა ელფმა და ყარყუმისქუდიან

მზეთუნახავს ისე მოჰხვია ხელი, რომ მოვლენათა შემდგომი განვითარების შესახებ ეჭვის ნატამალიც
აღარავის დარჩენია, – იმ ბრძოლაში, მაგალითად, მეც ვმონაწილეობდი.

– ნეტავი ვის მხარეს იყო, – ხმამაღლა გადაუჩურჩულა ვილიბერტმა რადკლიფს.

ელფს მათთვის ზედაც არ შეუხედავს.

– ცნობილია, – განაგრძო მან, – რომ სოდენთან ასი ათასზე მეტი მეომარი იბრძოდა. ოცდაათი ათასი
ბრძოლის ველზე დაეცა ან დასახიჩრდა. მადლობა გადავუხადოთ მაესტრო ბაბუაწვერას, რომ
ბალადით უკვდავყო ეს დიადი, მაგრამ საზარელი ბრძოლა. მის სიტყვებსა და მუსიკაში ხოტბა კი არა,
გაფრთხილება ჟღერდა. ქებათა ქება და მარადიული დიდება პოეტს ამ ბალადისთვის. ვინ იცის, მისი
წყალობით აღარ გამეორდეს ტრაგედია, რომელიც ამ სასტიკმა და უსარგებლო ომმა მოგვიტანა.

– ჭეშმარიტად საინტერესო რამეები გიპოვიათ ბალადაში, ბატონო ჩემო, – კომესმა ვილიბერტმა

გამომწვევად შეხედა ელფს, – უსარგებლო ომიო, ამბობთ? აღარ გინდათ ტრაგედიის გამეორება? მაშ,
ნილფგაარდელები ისევ რომ დაგვესხან თავს, დავნებდეთ? ნებით გავყოთ თავი ნილფგაარდის
უღელში?

– სიცოცხლე ფასდაუდებელი საჩუქარია და უნდა გავუფრთხილდეთ, – ცივად შეესიტყვა ელფი, –

როგორიც არ უნდა ყოფილიყო სოდენთან გამართული ბრძოლა, წაგებული თუ მოგებული,
ხოცვა-ჟლეტასა და მასობრივ მსხვერპლს ვერაფერი გაამართლებს. თქვენ, ადამიანებს, ორივე შეტაკება
ათასობით სიცოცხლის ფასად დაგიჯდათ. უზარმაზარი პოტენციალი დაკარგეთ და...

ყოფილა, ყველა დამემოწმება.

– რას მიედ-მოედები, ელფო?! – იფეთქა შელდონ სკაგსმა, – ეს ის საფასურია, რომელსაც

გადარჩენილთა ღირსეული და მშვიდობიანი ცხოვრებისთვის ვიხდით. იმისთვის, რომ
ნილფგაარდელებმა ბორკილები არ დაგვადონ, თვალები არ დაგვთხარონ, ჩრდილოეთის მადნებსა და
მარილის საბადოებზე არ გვიკრან თავი. სწორედ ბრძოლაში დაცემულებმა, ბაბუაწვერას წყალობით
სამარადისოდ რომ დარჩებიან ჩვენს ხსოვნაში, გვასწავლეს სახლ-კარის დაცვა. ყველას, ყველას უმღერე
შენი ბალადები, ბაბუაწვერავ, გამოგვადგება, იმიტომ, რომ დღეს თუ არა ხვალ ნილფგაარდელები
ხელახლა დაგვეცემიან. სულს მოითქვამენ, ჭრილობებს მოიშუშებენ და ისევ დავინახავთ მათ შავ
მოსასხამებსა და ფრთიან მუზარადებს. ნახავთ, თუ არა!

– ნეტავი გამაგებინა, რას გვერჩიან, რატომ არ გვასვენებენ, – ამოიოხრა ვერა ლევენჰაუპტმა, – რატომ არ
გვანებებენ მშვიდად ცხოვრებას და შრომას. რას ითხოვენ, რა უნდათ?

– ჩვენი სისხლი! – დაიღრიალა კომესმა ვილიბერტმა.

– ჩვენი მიწა! – აჰყვა რომელიღაც გლეხი.

– ჩვენი დედაკაცები! – ბანი მისცა მრისხანედ თვალებგადმოკარკლულმა შელდონ სკაგსმა.

აქა-იქ ჩაიცინეს, მაგრამ ჩუმად – მართლაცდა, იმის გაფიქრებაც კი სასაცილო იყო, რომ ჯუჯების
შეუხედავ ქალებზე, თავად ჯუჯების გარდა, ვინმეს გული მიუვიდოდა, მაგრამ ამის თაობაზე
ენაკვიმატობა საშიში გახლდათ, მეტადრე ამ ტანმორჩილი, ჯმუხი წვეროსნების თანდასწრებით,
რომელთა ცულებსა და ორპირებს ქამრებიდან წამისყოფით ამოხტომა სჩვეოდათ. ჯუჯებს კი, კაცმა არ
იცის რატომ, ურყევად სჯეროდათ, რომ მთელი მსოფლიოს მამრებს ერთი სული ჰქონდათ, მათი
ცოლები და ქალიშვილები ჩაეგდოთ ხელში და ამის ხსენებაზეც კი ფეთქდებოდნენ.

– ეს ოდესმე უნდა მომხდარიყო, – ალაპარაკდა უეცრად ჭაღარა დრუიდი, – უნდა მომხდარიყო! ჩვენ
დავივიწყეთ, რომ ამქვეყნად მარტონი არ ვართ, რომ სამყაროს ჭიპს არ წარმოვადგენთ.
ლეყეპომოდებულ ტბორში მცხოვრები მაძღარი, უგუნური, ზარმაცი კარჩხანებისა არ იყოს, არ
დავიჯერეთ ქარიყლაპიების არსებობა. არაფერი ვიღონეთ, რათა ჩვენი სამყარო ამ ტბორივით შლამით
არ ავსებულიყო, არ დაჭაობებულიყო და არ აყროლებულიყო. მიმოიხედეთ – ცოდვას და დანაშაულს
მიაქვს ქვეყნიერება, ყველგან სიხარბეა, ყველგან სარგებლის ძებნა, შუღლი და უთანხმოება, ზნეობა
წახდა, ღირებულებებმა ფასი დაკარგა. ნაცვლად იმისა, რომ ბუნების წესისამებრ ვიცხოვროთ, მის
განადგურებას მივყავით ხელი. და რა შეგვრჩა ხელთ? – ჰაერი რკინის სადნობი ღუმლების ოხშივრითაა
გაჟღენთილი, მდინარეებსა და ნაკადულებს სასაკლაოებისა და ტყავის სახდელი საამქროების
ნარჩენები წამლავს, ტყეებს ხელაღებით

ცხოვრებისთვის ვიხდით. იმისთვის, რომ ნილფგაარდელებმა ბორკილები არ დაგვადონ, თვალები არ

დაგვთხარონ, ჩრდილოეთის მადნებსა და მარილის საბადოებზე არ გვიკრან თავი. სწორედ ბრძოლაში
დაცემულებმა, ბაბუაწვერას წყალობით სამარადისოდ რომ დარჩებიან ჩვენს ხსოვნაში, გვასწავლეს
სახლ-კარის დაცვა. ყველას, ყველას უმღერე შენი ბალადები, ბაბუაწვერავ, გამოგვადგება, იმიტომ, რომ
დღეს თუ არა ხვალ ნილფგაარდელები ხელახლა დაგვეცემიან. სულს მოითქვამენ, ჭრილობებს
მოიშუშებენ და ისევ დავინახავთ მათ შავ მოსასხამებსა და ფრთიან მუზარადებს. ნახავთ, თუ არა!

– ნეტავი გამაგებინა, რას გვერჩიან, რატომ არ გვასვენებენ, – ამოიოხრა ვერა ლევენჰაუპტმა, – რატომ არ
გვანებებენ მშვიდად ცხოვრებას და შრომას. რას ითხოვენ, რა უნდათ?

– ჩვენი სისხლი! – დაიღრიალა კომესმა ვილიბერტმა.

– ჩვენი მიწა! – აჰყვა რომელიღაც გლეხი.

– ჩვენი დედაკაცები! – ბანი მისცა მრისხანედ თვალებგადმოკარკლულმა შელდონ სკაგსმა.

აქა-იქ ჩაიცინეს, მაგრამ ჩუმად – მართლაცდა, იმის გაფიქრებაც კი სასაცილო იყო, რომ ჯუჯების
შეუხედავ ქალებზე, თავად ჯუჯების გარდა, ვინმეს გული მიუვიდოდა, მაგრამ ამის თაობაზე
ენაკვიმატობა საშიში გახლდათ, მეტადრე ამ ტანმორჩილი, ჯმუხი წვეროსნების თანდასწრებით,
რომელთა ცულებსა და ორპირებს ქამრებიდან წამისყოფით ამოხტომა სჩვეოდათ. ჯუჯებს კი, კაცმა არ
იცის რატომ, ურყევად სჯეროდათ, რომ მთელი მსოფლიოს მამრებს ერთი სული ჰქონდათ, მათი
ცოლები და ქალიშვილები ჩაეგდოთ ხელში და ამის ხსენებაზეც კი ფეთქდებოდნენ.

– ეს ოდესმე უნდა მომხდარიყო, – ალაპარაკდა უეცრად ჭაღარა დრუიდი, – უნდა მომხდარიყო! ჩვენ
დავივიწყეთ, რომ ამქვეყნად მარტონი არ ვართ, რომ სამყაროს ჭიპს არ წარმოვადგენთ.
ლეყეპომოდებულ ტბორში მცხოვრები მაძღარი, უგუნური, ზარმაცი კარჩხანებისა არ იყოს, არ
დავიჯერეთ ქარიყლაპიების არსებობა. არაფერი ვიღონეთ, რათა ჩვენი სამყარო ამ ტბორივით შლამით
არ ავსებულიყო, არ დაჭაობებულიყო და არ აყროლებულიყო. მიმოიხედეთ – ცოდვას და დანაშაულს
მიაქვს ქვეყნიერება, ყველგან სიხარბეა, ყველგან სარგებლის ძებნა, შუღლი და უთანხმოება, ზნეობა
წახდა, ღირებულებებმა ფასი დაკარგა. ნაცვლად იმისა, რომ ბუნების წესისამებრ ვიცხოვროთ, მის
განადგურებას მივყავით ხელი. და რა შეგვრჩა ხელთ? – ჰაერი რკინის სადნობი ღუმლების ოხშივრითაა
გაჟღენთილი, მდინარეებსა და ნაკადულებს სასაკლაოებისა და ტყავის სახდელი საამქროების
ნარჩენები წამლავს, ტყეებს ხელაღებით

ჩეხავენ... წმინდა ბლეობჰერისის ცოცხალ ქერქზეც კი, აი, შეხედეთ, ზედ პოეტის თავს ზემოთ, უხამსი
სიტყვა ამოუკაწრავთ, ისიც – შეცდომით. ამის გამკეთებელი მარტო ვანდალი კი არა, უწიგნურიც
ყოფილა. ამის შემხედვარე, რაღამ უნდა გაგვაკვირვოს? ეს ყველაფერი კეთილად როგორ
დასრულდებოდა?..

– უდავოდ, უდავოდ, – აიტაცა მსუქანმა ბერმა, – გონს მოეგეთ, ცოდვილნო, სანამ დროა, რამეთუ
რისხვა ღვთისა მოიწევა თქვენს თავზე! აკი იტლინამაც იწინასწარმეტყველა, რომ ღმერთები დასჯიან
ცოდვებით მოწამლულ მოდგმას! გახსოვდეთ: „მოვა ჟამი სიძულვილისა, ხე განიძარცვება, კვირტი
დაჭკნება, ნაყოფი დალპება და იფქლი დამწარდება, მდინარეთა კალაპოტს კი, ნაცვლად წყლისა,
ყინული აავსებს. და იქნება თეთრი სუსხი, შემდგომ ამისა – თეთრი ნათელი და ქარბუქში აღესრულება
ქვეყნიერება“. აი, ასე თქვა მისანმა იტლინამ! მანამდე კი ვიხილავთ ნიშნებს და მრავალი უბედურება
დაგვატყდება თავს, რამეთუ ნილფგაარდი რისხვაა ღვთისა! მათრახია, რომლითაც უკვდავნი
გაგშოლტავენ, ცოდვილნო, რათა...

– ო-ჰო-ჰო! ხმა ჩაიწყვიტეთ, წმინდაო მამაო, – უღრიალა შელდონ სკაგსმა და მძიმე წაღა დაუბაკუნა, –
ტვინი წაიღო თქვენმა ზუზუნმა! უკვე გულს მაზიდებს...

– ფრთხილად, შელდონ, – ჩაიცინა მაღალმა ელფმა, – სხვის სარწმუნოებას აბუჩად ნუ აიგდებთ. ეს

ცუდია, სათაკილო და... საშიში.

– არაფერსაც არ ვიგდებ აბუჩად, – შეეპასუხა ჯუჯა, – ღმერთების არსებობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ
არ მომწონს, რომ მათ მიწიერ საქმეებში რევენ და ჭკუანაკლული ელფის წინასწარმეტყველებით
გვაბრიყვებენ. ნილფგაარდელები ღმერთების იარაღები არიანო? რა სისულელეა! გაიხსენეთ, ხალხო,
დეზმოდის, რადოვიდის, სამბუკის, აბრად ბებერი მუხის ზეობის წლები! თქვენ იმათ არ
მოსწრებიხართ, რადგან გაზაფხულის პეპლებივით ცოტა ხანს ცოცხლობთ, მე კი მახსოვს და
მოგიყვებით, რა მოხდა აქ, ამ მიწებზე, მას შემდეგ, რაც პონტარის დელტაზე, იარუგის შესართავთან,
თქვენი ნავებიდან გადმოფოფხდით. ნაპირს მომდგარი ოთხი ხომალდი სამ სამეფოდ იქცა, მერე
ძლიერმა სუსტი გადაყლაპა, გაიზარდა და უფრო მეტად მომძლავრდა. ახლა სხვები დაიმორჩილა და
შთანთქა. ასე იზრდებოდა სამეფოები და მათი ძლიერება. ახლა კი ნილფგაარდი აკეთებს იმავეს,
რადგან ძლიერი, ერთ მუშტად შეკრული, მოწესრიგებული და ღონიერი სახელმწიფოა, და თუ მასავით
ერთ მუშტად არ შეიკვრებით, ნილფგაარდი ისევე გადაგსანსლავთ, როგორც ქარიყლაპია – კარჩხანას.

– აბა, სცადოს! – დონიმირ ტროიელმა სამი ლომით შემკული მკერდი გამობზიკა და ქარქაში ააჟღარუნა,
– სოდენთან ხომ ვასროლინეთ კუდით ქვა – მეორედაც ვუჩვენებთ სეირს.

შეცდომით. ამის გამკეთებელი მარტო ვანდალი კი არა, უწიგნურიც ყოფილა. ამის შემხედვარე, რაღამ
უნდა გაგვაკვირვოს? ეს ყველაფერი კეთილად როგორ დასრულდებოდა?..

– ძაან კი გვედიდგულებით, აი, – ჩაიბურტყუნა შელდონ სკაგსმა, – ხომ არ დაგავიწყდათ,

პატივცემულო, რომ სოდენთან მეორე ბრძოლამდე ნილფგაარდმა სახნისივით გადაუარა თქვენს მიწებს
და მარნადალიდან მდინარისპირეთამდე მინდორ-ველი თქვენსავით ბაქიბუქა მეომრების გვამებით
მოფინა? მერე კიდევ, ნილფგაარდელები თქვენ და თქვენისთანებმა კი არა, ტემერიის, რედანიის,
აედირნისა და კაედვენის გაერთიანებულმა ლაშქარმა შეაჩერა. თანხმობამ და ერთსულოვნებამ შეაჩერა
და სხვა არაფერმა!

– არამხოლოდ, – ცივად ისროლა რადკლიფმა, – არამხოლოდ.

ჯუჯამ ჩაახველა, ცხვირი მოიხოცა, ფეხი უხერხულად მოინაცვლა და ჯადოქარს ოდნავ დაუკრა თავი:

– დამსახურებას არავინ უკარგავს თქვენს მოდგმას. სირცხვილი მას, ვინც სოდენის ბორცვთან
ჯადოქრების გმირობას არ აღიარებს – მედგრად იბრძოდნენ, საერთო საქმისთვის სისხლი დაღვარეს,
გამარჯვების სასწორი ჩვენკენ გადმოხარეს. არც ბაბუაწვერას გამორჩენია თავის ბალადაში მათი
ღვაწლი და არც ჩვენ დავივიწყებთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ იმ ჯადოქრებმა, ერთ მუშტად
შეკრულნი, მხარდამხარ რომ იდგნენ ბორცვზე, როგევეენელი ვილგეფორცის უზენაესობა აღიარეს,
ისევე როგორც ჩვენ, ოთხი სამეფოს მეომრებმა, ვცანით მეთაურად ვიზიმირ რედანიელი. დასანანია,
რომ მხოლოდ ომმა გაგვაერთიანა, მშვიდობამ კი ისევ დაგვაცალკევა. ვიზიმირი და ფოლტესტი
ერთმანეთს ბაჟითა და ვაჭრობის უფლებით ხდიან სულს, აედირნელი დემავენდი ჩრდილოეთ
მარქიისთვის კრიჭაში ჩასდგომია ჰენსელტს, ჰენგფორსის ლიგას და კოვირელ თისენიდებს კი მთელი
ეს ჰაი-ჰუი, როგორც ამბობენ, აინუნშიც არ მოსდით. ხმები დადის, თავად ჯადოქრებს შორისაც აღარ
არისო ძველებური თანხმობა. ერთიანობა გაკლიათ, შეკრულობა, დისციპლინა, ნილფგაარდს კი ეს
ყველაფერი აქვს!

– ნილფგაარდის იმპერატორი ემჰირ ვარ ემრეისი, ტირანი და თვითმპყრობელი, მათრახით,

სახრჩობელითა და ნაჯახით იმორჩილებს ხალხს! – დაიგრგვინა კომესმა ვილიბერტმა, – რას
გვთავაზობთ, ბატონო ჯუჯავ? რად გავერთიანდეთ? ასეთივე ტირანიად? ან, თქვენი აზრით, რომელმა
მეფემ, რომელმა სამეფომ უნდა დაიმორჩილოს დანარჩენები? ვის ხელში ისურვებდით სკიპტრისა და
მათრახის ხილვას?

– ეგ რა ჩემი სადარდებელია? – მხრები აიჩეჩა სკაგსმა, – თქვენი, ადამიანების საქმეა და თქვენვე

მოაგვარეთ. მეფედ ჯუჯას რომ არ დაისვამთ, დანამდვილებით ვიცი.

– არც ელფს და არც ნახევარელფს, – დასძინა უფროსი მოდგმის მაღალმა წარმომადგენელმა, ქუდიან
მზეთუნახავს რომ ეხვეოდა, – მეოთხედელფიც კი უმდაბლეს არსებად მიგაჩნიათ...
ბრძოლამდე ნილფგაარდმა სახნისივით გადაუარა თქვენს მიწებს და მარნადალიდან
მდინარისპირეთამდე მინდორ-ველი თქვენსავით ბაქიბუქა მეომრების გვამებით მოფინა? მერე კიდევ,
ნილფგაარდელები თქვენ და თქვენისთანებმა კი არა, ტემერიის, რედანიის, აედირნისა და კაედვენის
გაერთიანებულმა ლაშქარმა შეაჩერა. თანხმობამ და ერთსულოვნებამ შეაჩერა და სხვა არაფერმა!

– არამხოლოდ, – ცივად ისროლა რადკლიფმა, – არამხოლოდ.

ჯუჯამ ჩაახველა, ცხვირი მოიხოცა, ფეხი უხერხულად მოინაცვლა და ჯადოქარს ოდნავ დაუკრა თავი:

– დამსახურებას არავინ უკარგავს თქვენს მოდგმას. სირცხვილი მას, ვინც სოდენის ბორცვთან
ჯადოქრების გმირობას არ აღიარებს – მედგრად იბრძოდნენ, საერთო საქმისთვის სისხლი დაღვარეს,
გამარჯვების სასწორი ჩვენკენ გადმოხარეს. არც ბაბუაწვერას გამორჩენია თავის ბალადაში მათი
ღვაწლი და არც ჩვენ დავივიწყებთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ იმ ჯადოქრებმა, ერთ მუშტად
შეკრულნი, მხარდამხარ რომ იდგნენ ბორცვზე, როგევეენელი ვილგეფორცის უზენაესობა აღიარეს,
ისევე როგორც ჩვენ, ოთხი სამეფოს მეომრებმა, ვცანით მეთაურად ვიზიმირ რედანიელი. დასანანია,
რომ მხოლოდ ომმა გაგვაერთიანა, მშვიდობამ კი ისევ დაგვაცალკევა. ვიზიმირი და ფოლტესტი
ერთმანეთს ბაჟითა და ვაჭრობის უფლებით ხდიან სულს, აედირნელი დემავენდი ჩრდილოეთ
მარქიისთვის კრიჭაში ჩასდგომია ჰენსელტს, ჰენგფორსის ლიგას და კოვირელ თისენიდებს კი მთელი
ეს ჰაი-ჰუი, როგორც ამბობენ, აინუნშიც არ მოსდით. ხმები დადის, თავად ჯადოქრებს შორისაც აღარ
არისო ძველებური თანხმობა. ერთიანობა გაკლიათ, შეკრულობა, დისციპლინა, ნილფგაარდს კი ეს
ყველაფერი აქვს!

– ნილფგაარდის იმპერატორი ემჰირ ვარ ემრეისი, ტირანი და თვითმპყრობელი, მათრახით,

სახრჩობელითა და ნაჯახით იმორჩილებს ხალხს! – დაიგრგვინა კომესმა ვილიბერტმა, – რას
გვთავაზობთ, ბატონო ჯუჯავ? რად გავერთიანდეთ? ასეთივე ტირანიად? ან, თქვენი აზრით, რომელმა
მეფემ, რომელმა სამეფომ უნდა დაიმორჩილოს დანარჩენები? ვის ხელში ისურვებდით სკიპტრისა და
მათრახის ხილვას?

– ეგ რა ჩემი სადარდებელია? – მხრები აიჩეჩა სკაგსმა, – თქვენი, ადამიანების საქმეა და თქვენვე

მოაგვარეთ. მეფედ ჯუჯას რომ არ დაისვამთ, დანამდვილებით ვიცი.

– არც ელფს და არც ნახევარელფს, – დასძინა უფროსი მოდგმის მაღალმა წარმომადგენელმა, ქუდიან
მზეთუნახავს რომ ეხვეოდა, – მეოთხედელფიც კი უმდაბლეს არსებად მიგაჩნიათ...

– აუჰ, რა ჩაიხვიეს! – გაიცინა ვილიბერტმა, – მთლად ნილფგაარდელებივით არ აჭიკჭიკდნენ? ისინიც,

თანასწორობაო, გაჰყვირიან და ძველი ადათ-წესების აღდგენას გვპირდებიან, ოღონდ მას შემდეგ, რაც
დაგვიმორჩილებენ და ამ მიწა-წყლიდან გაგვყრიან. ასეთი ერთობა, ასეთი თანასწორობა გინდათ? ამას
ესწრაფვით და ქადაგებთ? იმიტომ, რომ ნილფგაარდელები ამისთვის ოქროებს ჩაგიჩხრიალებენ, არა?
სულაც არ მიკვირს, გულში რომ იხუტებთ – ისინიც ხომ ელფების მოდგმისანი არიან...

– სისულელეა, – ცივად წარმოთქვა ელფმა, – სისულელეა, ბატონო რაინდო. ცრურწმენას გონება

დაუბნელებია თქვენთვის. ნილფგაარდელებიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც თქვენ.

– რა უტიფარი ტყუილია! ყველამ იცის, რომ შავი სეიდჰეს შთამომავლები არიან! მათ ძარღვებში
ელფების სისხლი ჩქეფს!

– თქვენს ძარღვებში რაღა ჩქეფს? – დამცინავად გაეღიმა ელფს, – თაობიდან თაობამდე, საუკუნიდან
საუკუნემდე ელფები და ადამიანები ერთმანეთს გადასცემდნენ სისხლს და ეს მშვენივრად
გამოსდიოდათ, ოღონდ არ ვიცი, საბედნიეროდ თუ პირიქით. მეოთხედი საუკუნეა, რაც შერეულ
ქორწინებათა გმობა დაიწყეთ, თუმცა, უნდა ითქვას, ამას დიდი შედეგი არ გამოუღია. აბა, მაჩვენეთ
ადამიანი, Seidhe Ichaer-ის, უფროსი მოდგმის სისხლი რომ არ ერიოს.

ვილიბერტი შესამჩნევად გაწითლდა. აილეწა ვერა ლევენჰაუპტიც. ჯადოქარ რატკლიფს ხველა

აუვარდა და თავი დახარა. უცნაურია, მაგრამ ყარყუმისქუდიან მშვენიერ ელფსაც წამოენთო ღაწვები.

– ყველანი დედამიწის შვილები ვართ, – გაისმა სიჩუმეში ჭაღარა დრუიდის ხმა, – დედაბუნების
შვილები, და თუმცაღა პატივს არ ვცემთ, თუმცაღა ჟამიდანჟამს გულს ვტკენთ და იმედს ვუცრუებთ,
მაინც ვუყვარვართ. ყველანი ვუყვარვართ. არ დაივიწყოთ ეს, აქ, მეგობრობის ადგილას შეკრებილებო.
იმაზე დავაც ამაოა, რომელი ჩვენგანი გაჩნდა პირველად – პირველად გაჩნდა რკო, რომელიც ტალღამ
ნაპირზე გამოაგდო, რკოსგან კი დიდმა ბლეობჰერისმა, უძველესმა მუხამ იხარა. და ახლა, როცა
ბლეობჰერისის ტოტებქვეშ, მის მარადიულ ფესვებს შორის ვდგავართ, ნუ დავივიწყებთ საკუთარ
ფესვებს, მიწას, რომლიდანაც ეს ფესვები იზრდება და გვახსოვდეს, რას უმღეროდა ბაბუაწვერა...

– რა ამის პასუხია და, – წამოიძახა ვერა ლევენჰაუპტმა, – თავად სად ბრძანდება?

შელდონ სკაგსმა მუხის ძირას ცარიელ ადგილს გახედა და დაასკვნა:

– გაიცურცლა. ფულები მოხვეტა და დაუმშვიდობებლად გაიცურცლა. მართლაც რომ ელფური

საქციელია.

ძველი ადათ-წესების აღდგენას გვპირდებიან, ოღონდ მას შემდეგ, რაც დაგვიმორჩილებენ და ამ

მიწა-წყლიდან გაგვყრიან. ასეთი ერთობა, ასეთი თანასწორობა გინდათ? ამას ესწრაფვით და ქადაგებთ?
იმიტომ, რომ ნილფგაარდელები ამისთვის ოქროებს ჩაგიჩხრიალებენ, არა? სულაც არ მიკვირს, გულში
რომ იხუტებთ – ისინიც ხომ ელფების მოდგმისანი არიან...

– სისულელეა, – ცივად წარმოთქვა ელფმა, – სისულელეა, ბატონო რაინდო. ცრურწმენას გონება

დაუბნელებია თქვენთვის. ნილფგაარდელებიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც თქვენ.

– რა უტიფარი ტყუილია! ყველამ იცის, რომ შავი სეიდჰეს შთამომავლები არიან! მათ ძარღვებში
ელფების სისხლი ჩქეფს!

– თქვენს ძარღვებში რაღა ჩქეფს? – დამცინავად გაეღიმა ელფს, – თაობიდან თაობამდე, საუკუნიდან
საუკუნემდე ელფები და ადამიანები ერთმანეთს გადასცემდნენ სისხლს და ეს მშვენივრად
გამოსდიოდათ, ოღონდ არ ვიცი, საბედნიეროდ თუ პირიქით. მეოთხედი საუკუნეა, რაც შერეულ
ქორწინებათა გმობა დაიწყეთ, თუმცა, უნდა ითქვას, ამას დიდი შედეგი არ გამოუღია. აბა, მაჩვენეთ
ადამიანი, Seidhe Ichaer-ის, უფროსი მოდგმის სისხლი რომ არ ერიოს.

ვილიბერტი შესამჩნევად გაწითლდა. აილეწა ვერა ლევენჰაუპტიც. ჯადოქარ რატკლიფს ხველა

აუვარდა და თავი დახარა. უცნაურია, მაგრამ ყარყუმისქუდიან მშვენიერ ელფსაც წამოენთო ღაწვები.

– ყველანი დედამიწის შვილები ვართ, – გაისმა სიჩუმეში ჭაღარა დრუიდის ხმა, – დედაბუნების
შვილები, და თუმცაღა პატივს არ ვცემთ, თუმცაღა ჟამიდანჟამს გულს ვტკენთ და იმედს ვუცრუებთ,
მაინც ვუყვარვართ. ყველანი ვუყვარვართ. არ დაივიწყოთ ეს, აქ, მეგობრობის ადგილას შეკრებილებო.
იმაზე დავაც ამაოა, რომელი ჩვენგანი გაჩნდა პირველად – პირველად გაჩნდა რკო, რომელიც ტალღამ
ნაპირზე გამოაგდო, რკოსგან კი დიდმა ბლეობჰერისმა, უძველესმა მუხამ იხარა. და ახლა, როცა
ბლეობჰერისის ტოტებქვეშ, მის მარადიულ ფესვებს შორის ვდგავართ, ნუ დავივიწყებთ საკუთარ
ფესვებს, მიწას, რომლიდანაც ეს ფესვები იზრდება და გვახსოვდეს, რას უმღეროდა ბაბუაწვერა...

– რა ამის პასუხია და, – წამოიძახა ვერა ლევენჰაუპტმა, – თავად სად ბრძანდება?

შელდონ სკაგსმა მუხის ძირას ცარიელ ადგილს გახედა და დაასკვნა:

– გაიცურცლა. ფულები მოხვეტა და დაუმშვიდობებლად გაიცურცლა. მართლაც რომ ელფური

საქციელია.

– ჯუჯური! – დაიწრიპინა რკინა-კავეულმა.

– ადამიანური, – შეუსწორა მაღალმა ელფმა და ყარყუმისქუდიანმა მზეთუნახავმაც მხარზე კოხტა თავი

მიაყრდნო.

***

– ჰეი, მგოსანო, – დაუკაკუნებლად შეაღო კარი დედილო ლანტიერიმ და ოთახში ჰიაცინტის, ოფლის,
ლუდისა და შაშხის სურნელი შეაფრქვია, – სტუმარი მოგივიდა. აბა, ქალბატონებო, მოუსვით აქედან!

ბაბუაწვერამ თმაზე ხელი გადაისვა და ვეებერთელა მოჩუქურთმებულ სავარძელში გადაწვა. ორი

„ქალბატონი“ თვალის დახამხამებაში ჩამოხტა მისი მუხლებიდან, ტანსაცმელი შეისწორა და
მოშიშვლებული სიტურფეები დამალა. „მეძავთა კდემა“, გაიფიქრა ბარდმა, „დიდებული სათაურია
ბალადისთვის!“ წამოდგა, ქამარი შეიკრა, ამ დროს ზღურბლზე მდგომ დიდებულს მოჰკრა თვალი და
მაუდის ქურთუკიც შემოიცვა, თან ჩაიბუზღუნა:

– ღმერთმანი, კაცი ვერსად დაგემალებათ, მიწიდანაც ამოთხრით, თანაც სულ ასე უდროო დროს.
მადლობა თქვით, რომ ჯერ არ გადამიწყვეტია, ამ ორიდან რომელი მზეთუნახავი ავირჩიო. ორივეს
ერთად კი, შენი ფასების გადამკიდე, ვერ გავწვდები.

საროსკიპოს დიასახლისმა თანაგრძნობით ჩაიღიმა და ხელი ხელს შემოჰკრა. გოგოები – ფითქინა,

ჭორფლიანი კუნძულელი და შავგვრემანი ნახევარელფი – სწრაფად გავიდნენ ოთახიდან. ზღურბლზე
მდგომმა მამაკაცმა მოსასხამი მოიხსნა და პატარა, მაგრამ კარგად გატიკნილ ქისასთან ერთად
დიასახლისს გადაულოცა.

– მომიტევეთ, მაესტრო, – ამ სიტყვებით მაგიდას მიუჯდა უცნობი, – ვიცი, რომ უდროო დროს
შეგაწუხეთ, მაგრამ ისე მოულოდნელად გაქრით მდელოდან... მეგონა, გზაზე დაგეწეოდით, მაგრამ
ხელი მომეცარა. ქალაქშიც ძლივს მივაგენი თქვენს კვალს. მერწმუნეთ, ბევრ დროს არ წაგართმევთ...

– ყველა ასე ამბობს, მაგრამ სხვანაირად იქცევა, – შეაწყვეტინა ბარდმა, – დაგვტოვე, ლანტიერი, და
ყურადღებით იყავი, რომ ხელი არავინ შეგვიშალოს. გისმენთ, პატივცემულო.

კაცმა გამომცდელად შეხედა. მუქი, ნოტიო, თითქოს ცრემლჩამდგარი თვალები, წაწვეტებული ცხვირი
და უშნო თხელი ტუჩები ჰქონდა.

– მიუკიბავ-მოუკიბავად გეტყვით, – მიმართა პოეტს, როცა საროსკიპოს დიასახლისმა კარი გაიხურა, –

თქვენმა ბალადებმა დამაინტერესა, მაესტრო. უფრო სწორად, მათში მოხსენიებულმა პირებმა. მინდა
გავიგო, სინამდვილეში რა ბედი ეწიათ. თქვენც ხომ სწორედ მათმა ნამდვილმა ბედმა შთაგაგონათ იმ
მშვენიერი ბალადების შეთხზვა, მუხის ქვეშ რომ მოვისმინე... პატარა ცირილას ვგულისხმობ,
ცინტრელს. დედოფალ კალანტეს შვილიშვილს.

ბაბუაწვერამ თვალები ზემოთ აღაპყრო და თითები მაგიდაზე ააკაკუნა.

– მოწყალეო ხელმწიფევ, – მშრალად მიუგო უცნობს, – ფრიად უცნაური ინტერესები გქონიათ. და

კითხვებიც, უნდა ითქვას. გული მიგრძნობს, ის არ უნდა იყოთ, ვინც მეგონეთ.

– და შეიძლება გავიგო, ვინ გეგონეთ?

– არ ვიცი, შეიძლება თუ არა. გააჩნია, გადმომცემთ თუ არა მოკითხვას საერთო ნაცნობებისგან.

თავიდანვე ასე უნდა გექნათ, მაგრამ, როგორც ჩანს, დაგავიწყდათ.
– როგორ გეკადრებათ, – კაცმა ხელი უბეში ჩაიყო და ხავერდის ხიფთნიდან მეორე ქისა ამოიღო,
წინაზე დიდი, მაგრამ მასავით გატიკნილი, რომელიც ისეთივე გამომწვევი წკრიალით დაეცა მაგიდაზე,
– უბრალოდ, საერთო ნაცნობები არ გვყავს. მაგრამ ნუთუ ეს ქისა ამ დანაკლისს ვერ შეავსებს?

– ამ მჭლე ქისით რის ყიდვას აპირებთ? – ტუჩები დაბრიცა ბარდმა, – ლანტიერის ბორდელისა და მისი
შემოგარენისას?

– ვთქვათ, მინდა, ხელოვნებას დავეხმარო. ან ხელოვანს. რომ მასთან მისივე ხელოვნებაზე საუბრის
საშუალება მქონდეს.

– ნუთუ ასე ეთაყვანებით ხელოვნებას, მეგობარო? ნუთუ ისე იწვით ხელოვანთან საუბრის სურვილით,
რომ თავაზიანობის ყოველგვარ წესს არღვევთ – ჯერ მისთვის საკუთარი ვინაობაც არ გაგიმხელიათ და
უკვე ფულს სთავაზობთ?

უცნობმა თვალები მოჭუტა.

– საუბრის დასაწყისში ჩემი ვინაობის არცოდნა არ გაწუხებდათ...

– ახლა მაწუხებს.

– ჩემი სახელისა არ მრცხვენია, – უცნობს თხელ ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა, – რიენსი მქვია. არ
მიცნობთ, მაესტრო, მაგრამ არც მიკვირს – მეტისმეტად სახელგანთქმული ბრძანდებით საიმისოდ, რომ
თქვენი ნიჭის ყველა თაყვანისმცემელს იცნობდეთ. აი, თქვენს თაყვანისმცემლებს კი ხანდახან
ჰგონიათ, რომ ისე ახლოს გიცნობენ, ერთგვარ ნდობას იმსახურებენ კიდეც. მეც მათ რიცხვს ვეკუთვნი,
თუმცაღა მესმის, რაოდენ გულუბრყვილოა ეს წარმოდგენა და გთხოვთ, დიდსულოვნად მომიტევოთ.

– დიდსულოვნად მომიტევებია.

– ამრიგად, შეიძლება, იმედი მქონდეს, რომ ორიოდე კითხვაზე მიპასუხებთ...

– არა, არ შეიძლება, – მედიდურად შეაწყვეტინა პოეტმა, – ამჯერად უკვე თქვენ მომიტევეთ

დიდსულოვნად, მაგრამ არ მიყვარს ჩემს შემოქმედებაზე, ჩემს შთაგონებაზე, მეტადრე – ჩემს
ნამდვილად არსებულ თუ გამოგონილ გმირებზე საუბარი, რამეთუ ასეთი საუბრები ხელოვნებას
პოეტურ საბურველს აცლის და ტრივიალურობამდე დაჰყავს.

– რას ბრძანებთ!

– სწორედ ასეა. თავად განსაჯეთ, რა გამოვა, თუ, მაგალითად, მეწისქვილის მხიარულ ცოლზე
ბალადის შესრულებისას ყველას ვაუწყე, რომ ეს ქალი ზვირკაა, ხლაკუნა მეწისქვილის მეორე
ნახევარი, რომლის საწოლში ჩაწვენაც ხუთშაბათობით თავისუფლად შეიძლება, რადგან ამ დღეს მისი
ქმარი ბაზრობაზე მიდის? ეს უკვე პოეზია კი არა, მაჭანკლობა ან ცილისწამება გამოვა.

– მესმის, მესმის, – სწრაფად მიუგო რიენსმა, – მაგრამ, ვგონებ, არცთუ ისე კარგი მაგალითია. მე ხომ
ვიღაც-ვიღაცების ცუღლუტობა არ მაინტერესებს. არავის ცილისწამებას არ გაიძულებთ. მხოლოდ ის
მინდა გავიგო, რა მოუვიდა ცირილას, ცინტრელ თავადის ასულს. მავანნი ირწმუნებიან,
ნილფგაარდელების მიერ ქალაქის აღებისას დაიღუპა, მოწმეებიც არსებობენო, მაგრამ თქვენი
ბალადიდან ისეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ გოგონა გადარჩა. გულწრფელად მაინტერესებს, ეს
თქვენი ფანტაზიის ნაყოფია თუ ნამდვილად მომხდარი ფაქტი, სიმართლე თუ სიცრუე.

– მე კი თქვენი ცნობისმოყვარეობა აღმიძრავს ინტერესს, – გაუღიმა ბაბუაწვერამ, – გაგეცინებათ,

მოწყალეო ხელმწიფევ, დამავიწყდა თქვენი სახელი, და მეც სწორედ ეს მინდოდა – მსმენელის
აფორიაქება.

– მაშ, სიმართლეა თუ სიცრუე? – ცივად გაიმეორა რიენსმა.

– ეს თუ გაგიმხილეთ, მთელი შრომა წყალში ჩამეყრება. მშვიდობით, მეგობარო. მეტ დროს ვეღარ
დაგითმობთ. ჩემს ორ მუზას ლოდინით გული გადაელია, სანამ გაიგებენ, რომელს ავირჩევ.

რიენსს კარგა ხანს აღარ ამოუღია ხმა, თუმცა წასვლას აშკარად არ აპირებდა. იჯდა და პოეტს
უსიამოვნო, ნოტიო მზერას არ აცილებდა. ბაბუაწვერას კი უფრო და უფრო იპყრობდა მღელვარება.
ქვემოთ, სასტუმრო ოთახში, ხალისიანი ჟრიამული იდგა, საიდანაც დროდადრო ქალის კისკისი
ამოხეთქავდა ხოლმე. ბაბუაწვერამ, თითქოსდა საკუთარი უპირატესობის ხაზგასასმელად, ზურგი
აქცია სტუმარს და თვალით გაზომა მანძილი ოთახის კუთხეში ჩამოკიდებულ გობელენამდე,
რომელზე ამოქარგული დედიშობილა ნიმფაც დოქიდან მკერდზე წყალს ისხამდა.

– ბაბუაწვერავ, – თქვა რიენსმა და ვარდისფერი ხიფთნის ჯიბეში ხელი ჩაიყო, – დაბეჯითებით გირჩევ,
მითხარი. ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. და შენთვისაც, იმიტომ, რომ თუ ნებით
მეტყვი...

– რას იზამ?

რიენსს თხელი ტუჩები დამცინავმა ღიმილმა დაუბრიცა:

– იძულება აღარ მომიწევს.

– იცი, რას გეტყვი, გაიძვერავ?! – ბაბუაწვერა წამოდგა და თავი ისე დაიჭირა, თითქოს ბრაზობდა, –
ძალადობას და უხეშობას ვერ ვიტან, მაგრამ ახლა ლანტიერის გავძახებ, რომ გრუზილას დაუძახოს,
რომელიც ამ დაწესებულებაში გამპანღურებლის საპატიო და საპასუხისმგებლო მოვალეობას
ასრულებს. აი, ვინ არის ნამდვილი ხელოვანი და თავისი საქმის ოსტატი! ისეთს ამოგცხებს, მთელ
ქალაქს გადაუფრენ, თანაც ისე კოხტად და ლამაზად, რომ გამვლელებს – თუ ამ დროს გარეთ კიდევ
დაეხეტება ვინმე – ფრთოსანი რაში ეგონები!

რიენსი ოდნავ შეირხა და მის ხელში ლითონმა გაიელვა.

– დარწმუნებული ხარ, რომ დაძახებას მოასწრებ? – ჰკითხა პოეტს.

ბაბუაწვერას ამის გარკვევა არც უცდია. ვიდრე რიენსი ნატიფ ზამბარიან ხანჯალს ამოიღებდა,
კუთხისკენ ისკუპა, ნიმფიანი გობელენის ქვეშ გაძვრა, ფეხის კვრით გააღო საიდუმლო კარი და
მოაჯირიან ხვეულ კიბეზე კისრისტეხითა და სრიალ-სრიალით დაეშვა. რიენსი ფეხდაფეხ მიჰყვა,
მაგრამ ბარდმა თავისი საქმე კარგად იცოდა – მევალეების, ეჭვიანი ქმრებისა და ფიცხი კონკურენტების
წყალობით საიდუმლო გასასვლელი გოჯი-გოჯ ჰქონდა შესწავლილი. ახსოვდა, რომ მესამე საქცევზე
მბრუნავი კარი იყო, კარს იქით კი – სარდაფში ჩამავალი კიბე და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მდევარი,
ისევე როგორც ბევრი მისი წინამორბედი, თავს ვერ შეიკავებდა, გვერდით ჩაურბენდა, სიფრიფანა
სახურავზე შედგებოდა და გომურში ჩაიჩეხებოდა, მერე კი, ნაკელში ამოთხვრილს, ღორებისგან
დაწიხლულსა და დალილავებულს, რაღა თქმა უნდა, დევნის თავი აღარ ექნებოდა.

მაგრამ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შეცდა. მის ზურგს უკან უეცრად ცისფერი ალი ავარდა და
ბაბუაწვერამ იგრძნო, როგორ დაეკრუნჩხა და წაერთვა ხელ-ფეხი. მბრუნავ კართან შეჩერება ვეღარ
მოახერხა და კიბეზე ყვირილით ჩაგორდა. სახურავი მშრალი ტკაცანით ჩატყდა და პოეტი მყრალ
წყვდიადში ჩაიჩეხა. სანამ მიწაზე დაეხეთქებოდა და გონებას დაკარგავდა, მოაგონდა, რომ ცოტა ხნის
წინ ლანტიერი საღორის შეკეთებაზე ლაპარაკობდა.

***

სახსრებში უმოწყალოდ ამობრუნებული და მაჯებთან გაკოჭილი ხელების ტკივილმა გამოაფხიზლა.

დაყვირება სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა – პირი თითქოს თიხით ამოეგლისათ. თიხისავე იატაკზე იდგა
მუხლებით, ხელებზე შემოჭერილი თოკი კი ჭრიალით ექაჩებოდა ზემოთ. ტკივილი ოდნავ მაინც რომ
შეემსუბუქებინა, ადგომა სცადა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფეხებიც შეკრული ჰქონდა. გაგუდული,
ქოშინ-ქოშინით მაინც წამოიწია. მეტწილად – თოკის წყალობით, შეუბრალებლად რომ ეწეოდა მაღლა.

წინ რიენსი ედგა. სველი თვალები ბოროტად უბრწყინავდა ფარნის შუქზე, ფარანი კი წვერმოშვებულ
გოლიათს ეჭირა. მის უკან ასვეტილი მეორე აყლაყუდა ხარიხაზე გადაგდებულ თოკს ჩამოჰკიდებოდა,
რომლის ბოლოც პოეტს მაჯებზე ჰქონდა შემოხვეული.

– კმარა, – თითქმის მაშინვე თქვა რიენსმა, მაგრამ ბაბუაწვერას მოეჩვენა, რომ საუკუნეები გავიდა. მისი
ფეხები იატაკს შეეხო, მაგრამ დაჩოქება, დიდი სურვილის მიუხედავად, არ შეეძლო – თოკი
უწინდებურად სიმივით დაჭიმულს აკავებდა.

რიენსი მიუახლოვდა. არც სახეზე, არც გამოხედვაში ემოციის ნატამალიც არ ეტყობოდა. ხმაც მშვიდი
ჰქონდა, ცოტა არ იყოს, დაღლილიც.

– შე ქეციანო ვითომმელექსევ, შე საცოდავო ჟღარუნავ, შე ნეხვის გროვავ, შე გაყოყოჩებულო არარაობავ!

გეგონა, ხელიდან დამიძვრებოდი? ეს ჯერ არავის მოუხერხებია! არ დამიმთავრებია საუბარი, შე
უტვინო მასხარავ! კითხვაზე პასუხისთვის სავსებით მისაღები პირობები შემოგთავაზე, ახლა კი
გაცილებით ნაკლებკომფორტულ ვითარებაში მიპასუხებ. მითხარი, ხომ მიპასუხებ?

ბაბუაწვერამ გულმოდგინედ დაუქნია თავი. რიენსმა გაიღიმა და ნიშანი მისცა. თოკი დაიჭიმა. ზურგს
უკან ამოტრიალებული ხელები სახსრებში ატკაცუნდა. ბარდი სასოწარკვეთილი აყმუვლდა.

– აჰ, შენ ხომ ლაპარაკი არ შეგიძლია, – ამაზრზენი ღიმილით შენიშნა რიენსმა, – არადა გტკივა, არა?
იცი, ჯერჯერობით მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის გწელავ, საშინლად მიყვარს სხვისი
ტკივილის ყურება. აბა, ცოტაც ასწიეთ.

ბაბუაწვერა კინაღამ თავისივე ყმუილმა დაახრჩო.

– საკმარისია, – რიენსი მიუახლოვდა და მაქმანიან საყელოში ხელი ჩაავლო, – მისმინე, ყვინჩილავ,
ახლა ჯადოს აგხსნი, რომ ლაპარაკი შეძლო, მაგრამ თუ ხმას საჭიროზე მეტად აუწევ, ინანებ.

ხელით რაღაც შემოხაზა და პოეტს ლოყაზე შეეხო. ბაბუაწვერამ იგრძნო, როგორ დაუბრუნდა
სიცოცხლე ქვედა ყბას, ენას და სასას.

– ახლა, – წყნარად განაგრძო რიენსმა, – რამდენიმე კითხვას დაგისვამ, შენ კი მიპასუხებ, სწრაფად,
გარკვევით და ამომწურავად. თუ წამით მაინც შეყოყმანდები ან ბორძიკს დაიწყებ, თუ იოტისოდენა
საფუძველს მაინც მომცემ, შენს გულწრფელობაში ეჭვი შემეპაროს... დაბლა დაიხედე.

ბაბუაწვერა დაემორჩილა და შეძრწუნდა, როცა დაინახა, რომ კოჭებზე შემოჭერილი თოკი მოკლე
თასმით ბოლოვდებოდა, რომლის ბოლოზეც კირით სავსე სათლი იყო მობმული.

– თუ ვუბრძანე, უფრო მაღლა აგწიონ, – ავად გაიღიმა რიენსმა, – და შენთან ერთად – ეს სათლიც,
მეეჭვება, ხელები საღი შეგრჩეს და ასეთი პროცედურის შემდეგ ბარბითზე ჟღარუნი მოახერხო. ძალიან
მეეჭვება. ამიტომაც მგონია, ყველაფერს მეტყვი. ხომ არ ვცდები?

დაღლილიც.

ბაბუაწვერამ შიშისგან კრინტიც ვერ დაძრა, თუმცა რიენსს სახეზე ეტყობოდა, მისი დასტური
მაინცდამაინც არ სჭირდებოდა.

– რა თქმა უნდა, – განაგრძო მან, – თვალის დახამხამებაში მივხვდები, მართალს ამბობ თუ არა. ხრიკები
ჩემთან არ გაგივა, პოეტური ქარაგმებითა და მიეთ-მოეთით ვერ გამაცურებ. ისევე იოლად მიგიხვდები,
როგორც კიბეზე გაგაშეშე. დროს ნუღარ დავკარგავთ, დავიწყოთ. მშვენივრად იცი, ვისი ამბავიც
მაინტერესებს: შენი მშვენიერი ბალადის გმირის, დედოფალ კალანტე ცინტრელის შვილიშვილისა –
თავადის ასულ ცირილასი, მოფერებით ცირის რომ ეძახიან. თვითმხილველები ამბობენ, შარშანწინ
ქალაქის აღებისას დაიღუპაო, შენ კი ბალადაში ხატოვნად და ამაღელვებლად აღწერე მისი შეხვედრა
საოცარ, თითქმის ლეგენდარულ პერსონასთან... მმმ... ავსულთმმუსვრელ გერალტთან... თუ
გერალდთან. ამ ყველაფერს ბედისწერასა და საზრისზე პოეტურ ნაბოდვარს თუ მოვაშორებთ, გამოვა,
რომ ცინტრისთვის ბრძოლისას გოგონა გადარჩა. მართლა ასეა?

– არ ვიცი, – ამოიკვნესა ბაბუაწვერამ, – მე მხოლოდ პოეტი ვარ! რაღაც-რაღაცები ყურმოკვრით ვიცი,

დანარჩენი...

– რა – დანარჩენი?..

– დანარჩენი მოვიგონე. ერთმანეთს შევუხამე, შევათხზე და შევალამაზე. არაფერი ვიცი! – აყმუვლდა

ბარდი, როცა დაინახა, რომ რიენსი აქოთებულ ახმახს ნიშანს აძლევდა და იგრძნო, რომ თოკი უფრო
მეტად დაიჭიმა, – არ გატყუებ!

– მართალია, – თავი დაუქნია რიენსმა, – აშკარა ტყუილი არ გითქვამს – ასე რომ ყოფილიყო,
ვიგრძნობდი, მაგრამ რაღაცას მიმალავ, ჩიტუნავ. ბალადებს ჰაერზე ხომ არ იგონებ? მხედვარს კი
იცნობ. მასთან ერთად ბევრჯერ უნახიხართ. მიდი, ბაბუაწვერავ, მიდი, გადმოალაგე, რაც იცი, თუ შენი
სახსრები რამედ გიღირს.

– ცირი, – ამოიოხრა პოეტმა, – მხედვარის ბედისწერა იყო. მოულოდნელი შვილი. ცნობილი ამბავია,
ალბათ გაგიგონიათ. მშობლებმა მისი თავი მხედვარს აღუთქვეს...

– ამ შეშლილ მუტანტს? დაქირავებულ მკვლელს? ცრუობ, მელექსევ! ეგ ზღაპრები დედაკაცებს უამბე!

– დედის სულს ვფიცავ, ასე იყო, – წაიჩურჩულა ბაბუაწვერამ, – სანდო კაცისგან ვიცი. მხედვარი...

– მხედვარი ჯერ არ მაინტერესებს, გოგოს ამბავი მითხარი.

– გოგოზე მარტო ის ვიცი, რომ როცა ომი დაიწყო, მხედვარი მის წამოსაყვანად ცინტრაში წავიდა.
გზაზე გადავეყარე. ხოცვა-ჟლეტისა და კალანტეს სიკვდილის შესახებ რომ ვუამბე, ბავშვის,
დედოფლის შვილიშვილის ამბავი მკითხა... მაგრამ მე არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ მთელი
ქალაქი ამოჟლიტეს, უკანასკნელ ბასტიონში ამბის წამღებიც არ დაუტოვებიათ...

– მეტაფორებს თავი დაანებე და ფაქტებზე ილაპარაკე!

– ცინტრის დაცემისა და ხოცვა-ჟლეტის ამბავი რომ გაიგო, იქ წასვლა გადაიფიქრა. ერთად გავიქეცით
ჩრდილოეთში. ერთმანეთს ჰენგფორსში დავშორდით და მას შემდეგ აღარ მინახავს... გზაში
რაღაც-რაღაცები მიამბო იმ... ცირიზე, თუ რა ჰქვია... ბედისწერაზე... მეც ავიღე და ბალადა შევთხზე.
მეტი არაფერი ვიცი, ვფიცავ!

რეინსმა შუბლს ქვემოდან გახედა:

– ახლა სად არის მხედვარი, ურჩხულების დაქირავებული მკვლელი, ბედისწერაზე ლაყბობის

მოყვარული ეს რომანტიკოსი ყასაბი?

– ხომ გითხარით, უკანასკნელად...

– მშვენივრად გავიგონე, რაც მითხარი, – გააწყვეტინა რიენსმა, – ყურადღებით გისმენდი. ახლა კი შენ
მომისმინე ყურადღებით და მკაფიოდ მიპასუხე. კითხვა ასეთია: გამოდის, რომ ავსულთმმუსვრელი
გერალტი თუ გერალდი წელიწადზე მეტია არავის უნახავს; მაშ, სად იმალება? საერთოდ სად იმალება
ხოლმე?
– არ ვიცი, სად არის ის ადგილი, – სწრაფად მიუგო ბარდმა, – არ გატყუებ, მართლა არ ვიცი.

– ნუ ჩქარობ, ბაბუაწვერავ, ნუ ჩქარობ, – რიენსმა ბოროტად ჩაიცინა, – გაქნილი ხარ, მაგრამ

დაუდევარი. მაშ, არ ვიციო, ამბობ? მე კი თავს დავდებ, რომ იცი.

ბაბუაწვერამ სიმწრით გააკრაჭუნა კბილები.

– აბა, – რიენსმა ისევ მისცა ნიშანი აქოთებულს, – სად იმალება შენი მხედვარი? რა ჰქვია იმ ადგილს?

კალანტეს სიკვდილის შესახებ რომ ვუამბე, ბავშვის, დედოფლის შვილიშვილის ამბავი მკითხა...
მაგრამ მე არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ მთელი ქალაქი ამოჟლიტეს, უკანასკნელ ბასტიონში
ამბის წამღებიც არ დაუტოვებიათ...

– მეტაფორებს თავი დაანებე და ფაქტებზე ილაპარაკე!

– ცინტრის დაცემისა და ხოცვა-ჟლეტის ამბავი რომ გაიგო, იქ წასვლა გადაიფიქრა. ერთად გავიქეცით
ჩრდილოეთში. ერთმანეთს ჰენგფორსში დავშორდით და მას შემდეგ აღარ მინახავს... გზაში
რაღაც-რაღაცები მიამბო იმ... ცირიზე, თუ რა ჰქვია... ბედისწერაზე... მეც ავიღე და ბალადა შევთხზე.
მეტი არაფერი ვიცი, ვფიცავ!

რეინსმა შუბლს ქვემოდან გახედა:

– ახლა სად არის მხედვარი, ურჩხულების დაქირავებული მკვლელი, ბედისწერაზე ლაყბობის

მოყვარული ეს რომანტიკოსი ყასაბი?

– ხომ გითხარით, უკანასკნელად...

– მშვენივრად გავიგონე, რაც მითხარი, – გააწყვეტინა რიენსმა, – ყურადღებით გისმენდი. ახლა კი შენ
მომისმინე ყურადღებით და მკაფიოდ მიპასუხე. კითხვა ასეთია: გამოდის, რომ ავსულთმმუსვრელი
გერალტი თუ გერალდი წელიწადზე მეტია არავის უნახავს; მაშ, სად იმალება? საერთოდ სად იმალება
ხოლმე?

– არ ვიცი, სად არის ის ადგილი, – სწრაფად მიუგო ბარდმა, – არ გატყუებ, მართლა არ ვიცი.

– ნუ ჩქარობ, ბაბუაწვერავ, ნუ ჩქარობ, – რიენსმა ბოროტად ჩაიცინა, – გაქნილი ხარ, მაგრამ

დაუდევარი. მაშ, არ ვიციო, ამბობ? მე კი თავს დავდებ, რომ იცი.

ბაბუაწვერამ სიმწრით გააკრაჭუნა კბილები.

– აბა, – რიენსმა ისევ მისცა ნიშანი აქოთებულს, – სად იმალება შენი მხედვარი? რა ჰქვია იმ ადგილს?

ბარდი დუმდა. თოკი უფრო და უფრო იჭიმებოდა და მტკივნეულად უტრიალებდა ხელებს. ფეხები
მიწას ასცდა. ბაბუაწვერამ ამოიყმუვლა, მაგრამ რიენსის ჯადოსნურმა ნიშანმა უმალვე გააჩუმა.

– კიდევ, კიდევ ასწიეთ, – რიენსმა დოინჯი შემოიყარა, – იცი, ბაბუაწვერავ, შემეძლო, მაგიის
დახმარებით ჩამეხედა შენს გონებაში, მაგრამ ეს დამღლელია. გარდა ამისა, ტკივილისგან
გადმოკარკლული თვალების ყურება მიყვარს. თუმცა, ვფიქრობ, უამისოდაც ყველაფერს მეტყვი.

ბაბუაწვერამაც იცოდა, რომ ეტყოდა. თოკი დაიჭიმა და კირით სავსე სათლი თიხის იატაკზე
ღრჭიალით გაცურდა.

– პატრონო, – თქვა უცებ მეორე აყლაყუდამ, სანათურს ჩული წააფარა და კარის ღრიჭოში გაიხედა, –
აქეთ ვიღაც მოდის. მგონი, გოგოა.

– ხომ იცი, რაც უნდა ქნა, – წაისისინა რიენსმა, – ჩააქრე ფარანი.

აქოთებულმა თოკს ხელი გაუშვა. ბაბუაწვერა უმწეოდ დაეცა ძირს. დაინახა, რომ სანათურიანი
ყმაწვილი კართან დადგა, აქოთებულმა კი გრძელი დანა იძრო და მეორე მხარეს ჩასაფრდა. ფიცრებს
შორის დარჩენილი ნაპრალებიდან საროსკიპოს განათებული ფანჯრები ჩანდა. ბარდის სმენას იქიდან
მომავალი ჟრიამული და სიმღერა მისწვდა.

კარი ჭრიალით გაიღო. ღიობში ტანმორჩილი სილუეტი გამოჩნდა, მოსასხამში გახვეული და

მრგვალქუდიანი. ქალი წამით შეყოყმანდა და ზღურბლს გადააბიჯა. ახმახი მივარდა, დანა გაუყარა და
მაშინვე მუხლებზე დაეცა – მოსულის სხეულში დანამ ისე გაიარა, როგორც კვამლში. კაცმა რომ თქვას,
ეს მართლაც კვამლი იყო, რომელიც უკვე იფანტებოდა. სანამ სულ მთლად გაქრებოდა, საღორეში
მეორე, ბნელი და კვერნასავით მოქნილი სილუეტი შემოსრიალდა. ბაბუაწვერამ დაინახა, როგორ
ესროლა მოსასხამი ფარნიანს, გადაახტა აქოთებულს და ხელში რაღაც ააელვარა. აქოთებულმა
დაიჭყივლა და ახროტინდა. მეორე ახმახმა მოსასხამიდან თავი დაიხსნა, წამოხტა და დანა მოიქნია.
ბნელი სილუეტის ხელიდან სისინით გამოვარდა ელვა და მდუღარე ზეთივით საზარელი
ტკაცატკუცით ახმახს სახესა და მკერდზე ჩამოეღვარა. ბიჭი აბღავლდა. საღორე დამწვარი ხორცის
გულისამრევმა სუნმა აავსო.

ამ დროს ბრძოლაში რიენსი ჩაება. მისმა ჯადოსიტყვამ წყვდიადი ცისფრად გაანათა და ბაბუაწვერამ
თვალი მოჰკრა მამაკაცივით ჩაცმულ ტანკენარ ქალს, რომელიც ხელებს უცნაურად ამოძრავებდა. წამიც
და გამაყრუებლად იქუხა. აბღავლებული რიენსი აფეთქებამ უკან მოისროლა და ხის ტიხარს მიახეთქა.
ტიხარი ლაწალუწით ჩაიმტვრა. მამაკაცივით ჩაცმულმა ქალმაც იქით ისკუპა. მის ხელში ხანჯალმა
იელვა. საღორე ისევ განათდა, ამჯერად – ყვითლად. სინათლე ჰაერში მოულოდნელად გაჩენილი
ცეცხლოვანი ოვალიდან მოდიოდა.

ამოიყმუვლა, მაგრამ რიენსის ჯადოსნურმა ნიშანმა უმალვე გააჩუმა.

ბაბუაწვერამ დაინახა, როგორ წამოვარდა რიენსი, ოვალში შეხტა და გაქრა. ოვალი გამქრქალდა. ცოტაც
და ჩაქრებოდა, მაგრამ ქალმა მოასწრო, მასთან მიირბინა, ხელი გაიწოდა და რაღაც დაიძახა. მოისმა
ტკაცუნი, გუგუნი და მბჟუტავი ოვალი წამით კოცონივით აგიზგიზდა. საიდანღაც შორიდან
ბაბუაწვერას ყურს გაურკვეველი ხმა მისწვდა, რომელიც ძალიან ჰგავდა დაჭრილის ყვირილს. ოვალი
ჩაქრა. საღორეში ისევ წყვდიადმა დაისადგურა. ბარდმა იგრძნო, რომ ძალა, რომელიც კრიჭას უკრავდა,
შესუსტდა.

– მიშველეთ! – ამოიკვნესა მან, – გადამარჩინეთ!

– დამშვიდდი, მგოსანო, – უთხრა ქალმა, მის გვერდით ჩაიმუხლა და რიენსის ზამბარიანი ხანჯლით
ბორკილები გადაუჭრა.

– იენიფერ! შენ?

– იმედი მაქვს, იმის მტკიცებას არ დაიწყებ, შენი სახე აღარ მახსოვსო. ვფიქრობ, ხმაც გეხსომება.
ადგომა შეგიძლია? ძვლები მთელი გაქვს?

ბაბუაწვერა კვნესით წამოდგა, დაბუჟებული მკლავები დაიზილა და თავი იატაკზე მიყრილი

სხეულებისკენ გაიქნია:

– ცოცხლები არიან?

– ვნახოთ, – იენიფერმა ხანჯალი გაატკაცუნა, – ერთი ცოცხალი უნდა იყოს. რამდენიმე კითხვა მაქვს
მასთან.

ბარდი აქოთებულთან მივიდა.

– ეს, მგონი, სუნთქავს.

– მეეჭვება, – გულგრილად შენიშნა იენიფერმა, – სასულე მილი და საძილე არტერია გადავუჭერი.
შესაძლოა, მის სხეულში ჯერ კიდევ ბჟუტავდეს სიცოცხლე, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

ბაბუაწვერას გააჟრჟოლა.

მოასწრო, მასთან მიირბინა, ხელი გაიწოდა და რაღაც დაიძახა. მოისმა ტკაცუნი, გუგუნი და მბჟუტავი
ოვალი წამით კოცონივით აგიზგიზდა. საიდანღაც შორიდან ბაბუაწვერას ყურს გაურკვეველი ხმა
მისწვდა, რომელიც ძალიან ჰგავდა დაჭრილის ყვირილს. ოვალი ჩაქრა. საღორეში ისევ წყვდიადმა
დაისადგურა. ბარდმა იგრძნო, რომ ძალა, რომელიც კრიჭას უკრავდა, შესუსტდა.

– მიშველეთ! – ამოიკვნესა მან, – გადამარჩინეთ!

– დამშვიდდი, მგოსანო, – უთხრა ქალმა, მის გვერდით ჩაიმუხლა და რიენსის ზამბარიანი ხანჯლით
ბორკილები გადაუჭრა.

– იენიფერ! შენ?

– იმედი მაქვს, იმის მტკიცებას არ დაიწყებ, შენი სახე აღარ მახსოვსო. ვფიქრობ, ხმაც გეხსომება.
ადგომა შეგიძლია? ძვლები მთელი გაქვს?

ბაბუაწვერა კვნესით წამოდგა, დაბუჟებული მკლავები დაიზილა და თავი იატაკზე მიყრილი

სხეულებისკენ გაიქნია:

– ცოცხლები არიან?

– ვნახოთ, – იენიფერმა ხანჯალი გაატკაცუნა, – ერთი ცოცხალი უნდა იყოს. რამდენიმე კითხვა მაქვს
მასთან.

ბარდი აქოთებულთან მივიდა.

– ეს, მგონი, სუნთქავს.

– მეეჭვება, – გულგრილად შენიშნა იენიფერმა, – სასულე მილი და საძილე არტერია გადავუჭერი.

შესაძლოა, მის სხეულში ჯერ კიდევ ბჟუტავდეს სიცოცხლე, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

ბაბუაწვერას გააჟრჟოლა.

– ყელი გამოჭერი?

– ჩვეული სიფრთხილის წყალობით წინ ფანტომი რომ არ გამომეშვა, აქ ახლა მის ნაცვლად მე
ვეგდებოდი. აბა, მეორე ვნახოთ... უყურე შენ! ვერ გაუძლო. არადა, რამოდენა აყლაყუდაა... ცუდია,
ცუდი...

– ეგეც მკვდარია?

– შოკი ვერ აიტანა... მგონი, ზედმეტი მომივიდა... ნახე, კბილებიც კი დანახშირებია... რა გჭირს?
ღებინებას აპირებ?

– ვაპირებ, – წაილუღლუღა ბარდმა, ჩაიკეცა და შუბლით კედელს მიეყრდნო.

***

– სულ ეს იყო? – ჯადოქარმა თასი დადგა და ხელი შამფურზე წამოცმული წიწილისკენ გაიწოდა, –
არაფერი გამოგრჩენია?

– მადლობის გარდა არაფერი. გმადლობ, იენიფერ.

ქალმა თვალი გაუსწორა და ოდნავ დაუქნია თავი. შავი, ბზინვარე კულულები მხრებზე ჩანჩქერივით
ჩამოეღვარა. შემწვარი წიწილა ხის ლანგარზე გადადო და დანა-ჩანგლით მოხერხებულად დაუწყო
დაჭრა. ბაბუაწვერა ახლაღა მიხვდა, საიდან იცოდა გერალტმა ასეთი რამეები. „რა გასაკვირია“,
გაიფიქრა, „აკი მთელი წელი ცხოვრობდა მასთან ვინგერბერგში – სანამ გაექცეოდა, ალბათ ათასნაირი
ეშმაკობა ისწავლა“. ბარდმა მეორე წიწილა წააძრო შამფურიდან, ბარკალი მოახლიჩა, ორივე ხელით
ჩაბღუჯა და ღმურძვლას შეუდგა.

– როგორ გაიგე? – ჰკითხა ქალს, – ასე მალე როგორ მოხვედი?

– ბლეობჰერისთან რომ უკრავდი, მეც იქ ვიყავი.

– არ დამინახიხარ.

– არ მინდოდა, ვინმეს დავენახე. მერე უკან გამოგყევი და ქარვასლაში დაგელოდე – იმ სათუო

ნეტარებისა და უთუო ათაშანგის სასუფეველში, საითაც შენ აიღე გეზი, ჩემი გამოჩენა არ ეგების.
მაგრამ ლოდინი მომწყინდა... ეზოში ვტრიალებდი, როცა საღორიდან ხმები მომესმა. ყური ვცქვიტე და
აღმოჩნდა, რომ მავანი პირუტყვთმავალი კი არა, როგორც თავიდან მეგონა, შენ ბრძანებულხარ. ჰეი,
მასპინძელო! კიდევ მოგვიტანე ღვინო, გეთაყვა!

– ამწუთში მოგართმევთ, კეთილშობილო ქალბატონო!

– ისევ ის იყოს, ოღონდ, უმორჩილესად გთხოვ, ამჯერად გაუზავებელი. წყალი აბანოში მიყვარს,
ღვინოში კი არა.

– მივფრინავ, მივფრინავ!

იენიფერმა ლანგარი უკან გასწია. ბაბუაწვერამ შეამჩნია, რომ ძვლებს იმდენი ხორცი შერჩენოდა,
მეფუნდუკის მთელ ჯალაბს დააპურებდა. დანა-ჩანგალი, უდავოდ, მოხდენილი და მოდური რამ იყო,
მაგრამ ნაყოფიერებით ვერ დაიკვეხნიდა.

– გმადლობ, რომ გადამარჩინე, – გაიმეორა მან, – ის სამგზის წყეული რიენსი ცოცხალს არაფრით
დამტოვებდა. ყველაფერს მათქმევინებდა და ცხვარივით გამომჭრიდა ყელს.

– მეც ასე მგონია, – ქალმა სასმისები შეავსო და თასი ასწია, – მაშ, მოდი, შენი გადარჩენილი სიცოცხლის
სადღეგრძელო შევსვათ, ბაბუაწვერავ.

– შენი სიცოცხლისა, იენიფერ, – უპასუხა ბარდმა, – რომლისთვისაც ამიერიდან დღენიადაგ ვილოცებ.

შენი მოვალე ვარ, მშვენიერო ქალბატონო, და ვალს ჩემი სიმღერებით გადაგიხდი. დავამსხვრევ მითს,
თითქოს ჯადოქრები უგულო არსებები იყვნენ, თითქოს არად ანაღვლებდეთ უცხოთა, გარეშეთა,
საბრალო, უბედურ მოკვდავთა განსაცდელი.
– იცი რა, – გაიღიმა ქალმა და მომხიბლავი იისფერი თვალები მოჭუტა, – ეს მითი, სიმართლე რომ
ითქვას, მთლად უსაფუძვლოც არ არის. მაგრამ შენ, ბაბუაწვერავ, არც გარეშე ხარ და არც უცხო. გიცნობ
და მიყვარხარ.

– მართლა? – ბარდმაც გაიღიმა, – აქამდე მშვენივრად მალავდი ამას. ისიც კი გამიგონია, თითქოს ისევე
ვერ მიტანდი, როგორც, ციტატა მომყავს, შავი ჭირის წყლულს. ციტატის დასასრული.

სასუფეველში, საითაც შენ აიღე გეზი, ჩემი გამოჩენა არ ეგების. მაგრამ ლოდინი მომწყინდა... ეზოში
ვტრიალებდი, როცა საღორიდან ხმები მომესმა. ყური ვცქვიტე და აღმოჩნდა, რომ მავანი
პირუტყვთმავალი კი არა, როგორც თავიდან მეგონა, შენ ბრძანებულხარ. ჰეი, მასპინძელო! კიდევ
მოგვიტანე ღვინო, გეთაყვა!

– ამწუთში მოგართმევთ, კეთილშობილო ქალბატონო!

– ისევ ის იყოს, ოღონდ, უმორჩილესად გთხოვ, ამჯერად გაუზავებელი. წყალი აბანოში მიყვარს,
ღვინოში კი არა.

– მივფრინავ, მივფრინავ!

იენიფერმა ლანგარი უკან გასწია. ბაბუაწვერამ შეამჩნია, რომ ძვლებს იმდენი ხორცი შერჩენოდა,
მეფუნდუკის მთელ ჯალაბს დააპურებდა. დანა-ჩანგალი, უდავოდ, მოხდენილი და მოდური რამ იყო,
მაგრამ ნაყოფიერებით ვერ დაიკვეხნიდა.

– გმადლობ, რომ გადამარჩინე, – გაიმეორა მან, – ის სამგზის წყეული რიენსი ცოცხალს არაფრით
დამტოვებდა. ყველაფერს მათქმევინებდა და ცხვარივით გამომჭრიდა ყელს.

– მეც ასე მგონია, – ქალმა სასმისები შეავსო და თასი ასწია, – მაშ, მოდი, შენი გადარჩენილი სიცოცხლის
სადღეგრძელო შევსვათ, ბაბუაწვერავ.

– შენი სიცოცხლისა, იენიფერ, – უპასუხა ბარდმა, – რომლისთვისაც ამიერიდან დღენიადაგ ვილოცებ.

შენი მოვალე ვარ, მშვენიერო ქალბატონო, და ვალს ჩემი სიმღერებით გადაგიხდი. დავამსხვრევ მითს,
თითქოს ჯადოქრები უგულო არსებები იყვნენ, თითქოს არად ანაღვლებდეთ უცხოთა, გარეშეთა,
საბრალო, უბედურ მოკვდავთა განსაცდელი.

– იცი რა, – გაიღიმა ქალმა და მომხიბლავი იისფერი თვალები მოჭუტა, – ეს მითი, სიმართლე რომ
ითქვას, მთლად უსაფუძვლოც არ არის. მაგრამ შენ, ბაბუაწვერავ, არც გარეშე ხარ და არც უცხო. გიცნობ
და მიყვარხარ.

– მართლა? – ბარდმაც გაიღიმა, – აქამდე მშვენივრად მალავდი ამას. ისიც კი გამიგონია, თითქოს ისევე
ვერ მიტანდი, როგორც, ციტატა მომყავს, შავი ჭირის წყლულს. ციტატის დასასრული.

– იყო ასეთი დროც, – გრძნეული ჩაფიქრდა. – მაგრამ მერე აზრი შემეცვალა. შენი მადლიერიც კი
ვიყავი.

– რისთვის, თუ საიდუმლო არ არის?

– მოდი, არ გვინდა ამაზე, – ქალმა ცარიელი თასი ხელში შეათამაშა, – უფრო მნიშვნელოვან საკითხებს
დავუბრუნდეთ. იმას, რაზეც საღორეში გელაპარაკებოდნენ, გაკოჭილსა და ხელებამობრუნებულს. რა
მოხდა სინამდვილეში, ბაბუაწვერავ? იარუგიდან გაქცევის შემდეგ გერალტი მართლა აღარ გინახავს?
მართლა არ იცოდი, რომ ომის შემდეგ სამხრეთში დაბრუნდა? ისე მძიმედ დაჭრილი, რომ ხმაც კი
დაირხა, მოკვდაო? არ იცოდი ეს ყველაფერი?

– არ ვიცოდი. კარგა ხანს დავრჩი პონტ ვანისში, მეფე ესტერად ტისენის კარზე. მერე ჰენგფორსში
ვიყავი, ნედამირთან...

– არ იცოდი... – გრძნეულმა თავი გაიქნია და ხიფთანი შეიხსნა. აელვარდა შავი ხავერდის თასმაზე
ჩამოკიდებული ალმასით მოოჭვილი ობსიდიანის ვარსკვლავი, – არც იცოდი, რომ გერალტი,
მომჯობინდა თუ არა, მდინარისპირეთში გაემგზავრა? და ვერ ხვდები, იქ ვის ეძებდა?

– ვხვდები, მაგრამ, აი, იპოვა თუ არა, ეგ აღარ ვიცი.

– არ იცი... ისევ გაიმეორა ქალმა, – შენ, ვინც, წესისამებრ, ყველაფერი იცი და ყველაფერზე მღერი. ისეთ
ინტიმურ რამეებზეც კი, როგორიც მავანთა გრძნობებია. ბლეობჰერისის ძირას შენი საკმაოდ ბევრი
ბალადა მოვისმინე, ბაბუაწვერავ. ორიოდე არცთუ ურიგო სტრიქონი მეც მეძღვნებოდა.

– პოეზიას თავისი კანონები აქვს, – ჩაიბუზღუნა ბაბუაწვერამ და წიწილა შეათვალიერა, – არავის

დაჩაგვრა და დავიწყება არ შეიძლება.

– „თმა მისი, დარი ყორნის ფრთისა და უკუნ ღამეში მობობოქრე ქარიშხლისა...“ – მაღალფარდოვნად
წარმოთქვა იენიფერმა, – „და თვალები, რომლებშიც იისფერი ელვა ჩაბუდებულა...“ მართლა ასეა?

– ასეთი დამამახსოვრდი, – ჩაიღიმა ბარდმა, – დაე, პირველი ქვა იმან მესროლოს, ვინც იმის მტკიცებას
გაბედავს, რომ ასე არ არის.

– ოღონდ არ ვიცი, ჩემი შინაგანი ორგანოების აღწერა ვინ დაგავალა. როგორ იყო? „გული აქვს დარი
ძვირფასი ქვისა, მისივე ყელს რომ ამკობს – ალმასივით მტკიცე და ალმასივით უგრძნობი, ობსიდიანზე
უფრო ბასრი, რომელიც მუდამ მზადაა, დაგჭრას, დაგასახიჩროს...“ თავად მოიფიქრე? თუ... – ქალს
ბაგეები აუთრთოლდა, – ვისიმე აღსარება მოისმინე?

ბაბუაწვერამ ჩაახველა და სცადა, სახიფათო თემისთვის გვერდი აევლო:

– მითხარი, იენიფერ, შენ თვითონ როდის ნახე ბოლოს გერალტი?

– დიდი ხნის წინ.

– ომის შემდეგ?

– ომის შემდეგ... – იენიფერს ხმა ოდნავ შეეცვალა, – არა, ომის შემდეგ კარგა ხანია აღარ მინახავს.
მაგრამ, მგოსანო, ცოტა არ იყოს, მაოცებს ის ამბავი, რომ არაფერი იცი, არაფერი გაგიგონია და
დასაკითხად მაინც შენ ჩამოგკიდეს კოჭზე. შენ თვითონ არ შეგაფიქრიანა ამან?

– შემაფიქრიანა.

– მომისმინე, – ქალმა სასმისი მაგიდას დაჰკრა, – ყურადღებით მომისმინე. ეგ ბალადა რეპერტუარიდან

ამოიღე. ნუღარ იმღერებ.

– რომე...

– მშვენივრად იცი, რომელიც. იმღერე ნილფგაარდთან ომზე, მე და გერალტზე – ჩვენ ამით ვერაფერს
გვავნებ, ვერც ვერაფერს გამოასწორებ, ვერც ვერაფერს წაახდენ. მაგრამ ცინტრელ ბოკვერზე სიმღერას
თავი დაანებე.

ქალმა მიიხედ-მოიხედა, შეამოწმა, ამ გვიან ღამით ფუნდუკში შემორჩენილი თითო-ოროლა კაციდან

რომელიმე მათ საუბარს ხომ არ უგდებდა ყურს. დაიცადა, ვიდრე მოსამსახურე გოგო მაგიდებს
აალაგებდა და სამზარეულოში გავიდოდა.

– ეცადე, მარტო არ დარჩე ისეთ ხალხთან, ვისაც არ იცნობ, – დასძინა ხმადაბლა, – რომლებსაც
ავიწყდებათ, საერთო ნაცნობების მოკითხვა გადმოგცენ. მიმიხვდი?

ამკობს – ალმასივით მტკიცე და ალმასივით უგრძნობი, ობსიდიანზე უფრო ბასრი, რომელიც მუდამ
მზადაა, დაგჭრას, დაგასახიჩროს...“ თავად მოიფიქრე? თუ... – ქალს ბაგეები აუთრთოლდა, – ვისიმე
აღსარება მოისმინე?

ბაბუაწვერამ ჩაახველა და სცადა, სახიფათო თემისთვის გვერდი აევლო:

– მითხარი, იენიფერ, შენ თვითონ როდის ნახე ბოლოს გერალტი?

– დიდი ხნის წინ.

– ომის შემდეგ?

– ომის შემდეგ... – იენიფერს ხმა ოდნავ შეეცვალა, – არა, ომის შემდეგ კარგა ხანია აღარ მინახავს.
მაგრამ, მგოსანო, ცოტა არ იყოს, მაოცებს ის ამბავი, რომ არაფერი იცი, არაფერი გაგიგონია და
დასაკითხად მაინც შენ ჩამოგკიდეს კოჭზე. შენ თვითონ არ შეგაფიქრიანა ამან?

– შემაფიქრიანა.

– მომისმინე, – ქალმა სასმისი მაგიდას დაჰკრა, – ყურადღებით მომისმინე. ეგ ბალადა რეპერტუარიდან

ამოიღე. ნუღარ იმღერებ.

– რომე...

– მშვენივრად იცი, რომელიც. იმღერე ნილფგაარდთან ომზე, მე და გერალტზე – ჩვენ ამით ვერაფერს
გვავნებ, ვერც ვერაფერს გამოასწორებ, ვერც ვერაფერს წაახდენ. მაგრამ ცინტრელ ბოკვერზე სიმღერას
თავი დაანებე.

ქალმა მიიხედ-მოიხედა, შეამოწმა, ამ გვიან ღამით ფუნდუკში შემორჩენილი თითო-ოროლა კაციდან

რომელიმე მათ საუბარს ხომ არ უგდებდა ყურს. დაიცადა, ვიდრე მოსამსახურე გოგო მაგიდებს
აალაგებდა და სამზარეულოში გავიდოდა.

– ეცადე, მარტო არ დარჩე ისეთ ხალხთან, ვისაც არ იცნობ, – დასძინა ხმადაბლა, – რომლებსაც
ავიწყდებათ, საერთო ნაცნობების მოკითხვა გადმოგცენ. მიმიხვდი?

ბარდმა წარბები გაოცებით ასწია. იენიფერმა ჩაიცინა.

– დიქსტრამ მოკითხვა შემოგითვალა, ბაბუაწვერავ.

ახლა უკვე ბარდმა მიიხედ-მოიხედა შიშით. სახეზე ისე აშკარად ეხატა განცვიფრება, გრძნეულმა თავი
ვერ შეიკავა და გესლიანად ჩაიღიმა.

– სხვათა შორის, – წაიჩურჩულა და მისკენ გადაიხარა, – დიქსტრა შენს პატაკს ელოდება. ვერდენიდან
ბრუნდები და აინტერესებს, რას ამბობენ მეფე ერვილის კარზე. მთხოვა გადმომეცა, რომ პატაკი
ამჯერად საქმიანი, დეტალური და, რაც მთავარია, გაურითმავი უნდა იყოს. პროზად, ბაბუაწვერავ,
პროზად.

ბარდმა ნერწყვი გადაყლაპა და თავი დაუქნია. დუმდა და ფიქრობდა, რა ეთქვა, მაგრამ ჯადოქარმა
დაასწრო:

– მძიმე დრო გვიახლოვდება, – თქვა ხმადაბლა, – მძიმე და საშიში. ცვლილებათა ჟამი. დასანანი იქნება,
სიბერეში გააცნობიერო, რომ არაფერი იღონე, რათა ეს ცვლილებები სასიკეთო ყოფილიყო. ხომ
მართალია?

ბარდმა ისევ დაუქნია თავი და ჩაახველა.

– იენიფერ!

– გისმენ, მგოსანო.

– იქ, საღორეში... მინდა ვიცოდე, ვინ იყვნენ, რა უნდოდათ, ვინ მოაგზავნა. ორივე მკვდარია, მაგრამ
ამბობენ, რომ მკვდრების ალაპარაკებაც შეგიძლიათ.

– იმას აღარ ამბობენ, რომ ნეკრომანტიას კაპიტულის ედიქტი

[4]

კრძალავს? დამშვიდდი, ბაბუაწვერავ, ყაჩაღებს ბევრი არაფერი ეცოდინებოდათ. აი, გაქცეულს კი... ჰმ...
ეს სულ სხვა საქმეა.

– რიენსი ერქვა. ისიც ჯადოქარი იყო, არა?

– ჰო, მაგრამ დიდი ვერაფერიშვილი.

– ასეა თუ ისე, გაიქცა და დავინახე კიდეც, რა გზით. ტელეპორტირდა, ხომ? ეს არაფერს ნიშნავს?

– როგორ არ ნიშნავს. იმას, რომ ვიღაც დაეხმარა. რიენსს არც დრო ჰქონდა და არც ძალა, რომ ჰაერში
ჩამოკიდებული ოვალური პორტალი გაეღო. ასეთი ტელეპორტაცია ხუმრობა არ გეგონოს. უეჭველია,
ის ვიღაც სხვამ გააღო, გაცილებით ძლიერმა. ამიტომაც არ დავედევნე – არ ვიცოდი, სად ამოვყოფდი
თავს. მაგრამ საკმაოდ მაღალი ტემპერატურის მუხტი ვესროლე. დამწვრობის მოსაშუშებლად ბლომად
შელოცვა და ელექსირი დასჭირდება. ყოველ შემთხვევაში, თამაშს კარგა ხნით გამოეთიშა.

– თუ გაიგებ, რომ ნილფგაარდელია, ეს რამეს მოგცემს?

– ვითომ? – იენიფერი გასწორდა, ჯიბიდან სწრაფად ამოიღო ზამბარიანი დანა და კარგად

შეათვალიერა, – ნილფგაარდულ დანას ახლა ბევრი ატარებს. მსუბუქი და მოხერხებულია,
დეკოლტეშიც კი დამალავ.

– დანა არაფერ შუაშია. ჩემთან საუბრისას „ცინტრისთვის ბრძოლა“ და „ქალაქის დაპყრობა“ თუ რაღაც
ამდაგვარი ახსენა. ჩვენებური ასე არასოდეს იტყოდა. ჩვენთვის ეს ბრძოლა კი არა, ხოცვა-ჟლეტა,
სასაკლაო იყო.

ჯადოქარმა ხელი ასწია და ფრჩხილები ყურადღებით დაითვალიერა.

– ყოჩაღ, ბაბუაწვერავ, მგრძნობიარე სმენა გქონია.

– პროფესიული გადახრაა.

– არ ვიცი, ორიდან რომელ პროფესიას გულისხმობ, – ეშმაკურად ჩაიღიმა ქალმა, – მაგრამ

ინფორმაციისთვის გმადლობ, ეს მართლაც არ არის ცოტა.

– სასიკეთო ცვლილებებისთვის ბრძოლაში შეტანილ წვლილად მიმითვალე, – ღიმილითვე უპასუხა

ბარდმა, – მითხარი, იენიფერ, რაში სჭირდება ნილფგაარდს გერალტი და ცინტრელი გოგონა?

– ცხვირს იქ ნუ ყოფ, სადაც არაფერი გესაქმება, – ქალმა ღიმილი მოისხიპა, – ხომ გითხარი, დაივიწყე,
რაც კალანტეს შვილიშვილზე გაგიგონია-მეთქი.

– მართალია, მითხარი, მაგრამ ახლა ბალადისთვის არ ვეძებ მასალას.

– აბა, რა ჯანდაბას ეძებ? მორიგ ფათერაკს?

– დავუშვათ, – ბაბუაწვერამ ნიკაპი მუშტებზე ჩამოიდო და ქალს თვალი გაუსწორა, – გერალტმა ბავშვი
მართლა იპოვა და გადაარჩინა. დავუშვათ, ბოლოს და ბოლოს ირწმუნა ბედისწერის ძალა და ნაპოვნი
ბავშვი თან წაიყვანა. სად? სწორედ ამის გაგება უნდოდა რიენსს, როცა მაწამებდა. შენ იცი, იენიფერ?
იცი, სად აფარებს თავს მხედვარი?

– ვიცი.

– და ისიც იცი, რა გზით შეიძლება იქამდე მისვლა?

– ესეც ვიცი.

– როგორ ფიქრობ, ხომ არ ჯობია, იცოდეს, რომ მას და გოგონას ვიღაც რიენსისნაირი ტიპები ეძებენ? მე
თვითონ წავიდოდი, მაგრამ მართლა არ ვიცი, სად არის... ის ადგილი, რომლის სახელი, მირჩევნია, არც
კი წარმოვთქვა...

– გააგრძელე, ბაბუაწვერავ.

– თუ იცი, სად იმალება გერალტი, უნდა წახვიდე და გააფრთხილო. ვალდებული ხარ, იენიფერ. შენ
ხომ რაღაც გაკავშირებდა მასთან.

– მართალია, – ცივად დაუკრა კვერი ქალმა, – რაღაც მაკავშირებდა, ამიტომ, ასე თუ ისე, ვიცნობ. არ
უყვარს, როცა იქით სთავაზობენ დახმარებას, ხოლო თუ დასჭირდა, ისეთ ხალხს სთხოვს, ვისაც
ენდობა. უკვე მთელი წელი გავიდა, მე კი... არავითარი ცნობა არ მიმიღია მისგან. რაც შეეხება
ვალდებულებას, მის წინაშე იმდენადვე ვარ ვალდებული, რამდენადაც თავადაა ჩემ წინაშე. არც მეტად,
არც ნაკლებად.
გაგიგონია-მეთქი.

– ესე იგი მე უნდა წავიდე, – ბარდმა თავი ასწია, – მითხარი...

– არ გეტყვი, – გააწყვეტინა ქალმა, – შენ უკვე დაიწვი, შეიძლება, კიდევ ჩაგიგდონ ხელში, ამიტომ რაც
ნაკლები გეცოდინება, მით უკეთესი. აორთქლდი. რედანიაში წადი, დიქსტრასა და ფილიპა
ეილჰარტთან. ვიზიმირს მიეკედლე. და კიდევ ერთხელ გაფრთხილებ: დაივიწყე ცინტრელი ბოკვერი.
თავი ისე გეჭიროს, თითქოს არც კი გაგიგონია. არ მინდა, ხიფათი შეგემთხვეს. მეტისმეტად მიყვარხარ
და მეტისმეტად ბევრი რამით ვარ შენგან დავალებული.

– ამას უკვე მეორედ ამბობ. მაინც რით, იენიფერ?

ჯადოქარმა განზე გაიხედა. კარგა ხანს დუმდა. ბოლოს თქვა:

– მასთან ერთად მოგზაურობდი. შენი წყალობით მარტო არ იყო. გვერდით ჰყავდი და მეგობრობას
უწევდი.

ბარდმა თვალები დახარა:

– ბევრი არაფერი მოუგია ამ მეგობრობით. ჩემ გამო რამდენ ხიფათს გადაეყარა, რამდენი ფათერაკისგან
დამიხსნა... რამდენჯერ დამეხმარა...

იენიფერი ისევ გადაიხარა ბაბუაწვერასკენ, უსიტყვოდ დაადო ხელი ხელზე და მაგრად მოუჭირა.
თვალებში სევდა ჩასდგომოდა.

– წადი რედანიაში, – თქვა მერე, – ტრეტოგორში. იქ დიქსტრა და ფილიპა მოგხედავენ. და გმირობანას

თამაშს თავი დაანებე. საშიშ თამაშში ჩაები, ბაბუაწვერავ.

– ვხედავ, – დაიმანჭა ბარდი და ჯერ კიდევ მტკივანი მაჯები მოისრისა, – ამიტომაც მიმაჩნია, რომ
გერალტი უნდა გავაფრთხილოთ. მხოლოდ შენ იცი მისი ადგილსამყოფელი, იცი გზა. ალბათ
ყოფილხარ კიდეც... სტუმრად.

იენიფერმა ისევ აარიდა თვალი და კბილი კბილს დააჭირა. ბაბუაწვერამ დაინახა, როგორ
შეუთრთოლდა ლოყაზე კუნთი.

– მართალია, ვყოფილვარ ერთი-ორჯერ, – თქვა და ხმაში რაღაც უცნაური, მოუხელთებელი გაუკრთა, –
მაგრამ დაუპატიჟებლად – არასოდეს.

***

ქარმა დაიღმუვლა, ნანგრევებზე ამოსული ბალახი შეარხია, ჭინჭარი და კუნელი ააშრიალა. მთვარის
დისკოს ღრუბლებმა გადაურბინა და ციხე-დარბაზი წამით გაანათა; მქრქალი და მოცახცახე შუქი
მოჰფინა თხრილსა და გალავნის ნაშთებს; სიბნელეს გამოსტაცა აქა-იქ დახვავებული
კბილებდაკრეჭილი, შავი თვალბუდეებით არყოფნისკენ მომზირალი თავის ქალები.

ცირიმ წამოიყვირა და სახე მხედვარის მოსასხამში ჩარგო.

ცხენმა აგურის გროვას ფრთხილად გადააბიჯა და ჩამონგრეულ თაღქვეშ გაიარა. ამოტეხილ ფილებზე
მოკაკუნე ნალების უმწეო ექო უმალვე ჩაახშო ქარმა.

ფაფარს ჩაფრენილი ცირი კანკალებდა:

– მეშინია...

– ნუ გეშინია, – მხედვარმა ხელი მხარზე დაადო, – ამაზე უსაფრთხო ადგილი მთელ ქვეყანაზე არ
მოიძევება. ეს კერ მორენია, ავსულთმმუსვრელთა ნავსაყუდელი. ოდესღაც, დიდი ხნის წინ, აქ
დიდებული ციხესიმაგრე იდგა.

ცირის არაფერი უთქვამს, მხოლოდ თავი დახარა. ნაფოტამ, მხედვარის ცხენმა, ხმადაბლა
ჩაიფრუტუნა, თითქოს გოგონას ამშვიდებსო.

მგზავრები სვეტებსა და თაღებს შორის გამავალმა უსასრულო, ბნელმა დერეფანმა შთანთქა. კუნაპეტი
სიბნელის მიუხედავად, ნაფოტა თავდაჯერებულად მიაბიჯებდა და მხიარულად მიაწკარუნებდა
ნალებს.

უეცრად გვირაბის ბოლოს წითელი შვეული სხივი აინთო. გაიზარდა, გაფართოვდა და კარად იქცა,
საიდანაც კედლებზე მიმაგრებული ჩირაღდნების მთრთოლვარე შუქი გამოდიოდა. ღიობში შავი,
გადღაბნილი სილუეტი აღიმართა.

არასოდეს.

– რომელი ხარ? – მოესმა ცირის ცივი, მყეფავი ხმა, – გერალტ, შენ?

– ჰო, ესკელ, მე ვარ.

– შემოდი.

მხედვარი ცხენიდან ჩამოხტა, ცირიც ჩამოსვა და ფუთა მიაჩეჩა. გოგონა ორივე ხელით ჩააფრინდა
შეკრულას და ინატრა, იმხელა ყოფილიყო, რომ ამოფარებოდა.

– ესკელთან დარჩი, – უთხრა გერალტმა, – ნაფოტას საჯინიბოში შევიყვან და მოვალ.

– წამოდი სინათლეში, ბავშვო, – დაიღრინა ესკელად წოდებულმა, – ამ კუნაპეტში რას უდგახარ.

ცირიმ ახედა და ყვირილი ძლივს შეიკავა. ეს ადამიანი არ იყო. „არ შეიძლება, ადამიანს ასეთი სახე
ჰქონდეს“, გაიფიქრა.

– ჰა, რას ელოდები, – გაუმეორა ესკელმა. გოგონა ადგილიდან არ დაძრულა. სიბნელიდან უფრო და
უფრო ყრუდ ესმოდა ნაფოტას ფლოქვების ხმა. ფეხზე რაღაც რბილმა და წრიპინამ გადაურბინა და
შიშისგან შეხტა.

– ნუ დგახარ სიბნელეში, პატარავ, ვირთხები წაღებს შეგიჭამენ.

ცირიმ ფუთა გულზე მიიხუტა და კარისკენ წავიდა. ვირთხები წრიპინით მიმოიფანტნენ. ესკელი
დაიხარა, ფუთა გამოართვა და ქუდი მოხადა.

– დასწყევლოს ღმერთმა, – ჩაიბურტყუნა, – გოგოა. ესღა გვაკლდა.

ცირიმ შიშით შეხედა. ესკელი იღიმებოდა და გოგონა დარწმუნდა, რომ ადამიანი იყო. სახეც
ჩვეულებრივი, ადამიანური ჰქონდა. ოღონდ მთელ ლოყაზე, ტუჩის კუთხიდან ყურამდე, გრძელი,
ნახევარწრის ფორმის ნაიარევი გასდევდა.

– რაკიღა აქ ხარ, კეთილი იყოს კერ მორენში შენი მობრძანება, – უთხრა კაცმა. – რას გეძახიან?

– ცირის, – მის მაგივრად მიუგო გერალტმა და უხმაუროდ გამოეყო სიბნელეს. ესკელი მიტრიალდა –
სწრაფად, მკვეთრად, უსიტყვოდ. ავსულთმმუსვრელები ერთმანეთს გადაეხვივნენ, წამით ღონივრად
შემოაჭდეს მკლავები და ისევ გაუშვეს.

– ცოცხალი ხარ, მგელო.

– ცოცხალი ვარ.

– ძალიან კარგი, – ესკელმა კედლიდან ერთი ჩირაღდანი ამოაძრო, – წავიდეთ. შიგნითა ბჭეს დავხურავ,
სიცივე შემოდის.

დერეფანს გაუყვნენ. ვირთხები აქაც იყვნენ, კედლების გასწვრივ დარბოდნენ, ბნელ ხვეულებში
წრიპინებდნენ, ჩირაღდნის შუქზე აქეთ-იქით იფანტებოდნენ. ცირი ცდილობდა, კაცებს არ
ჩამორჩენოდა.
– ვესემირის გარდა ვინ იზამთრებს, ესკელ?

– ლამბერტი და კოიონი.

სლიპინა, ციცაბო კიბეზე დაეშვნენ. ქვემოთ სინათლის ანარეკლი მოჩანდა. ცირიმ ვიღაცების ხმები
გაიგონა, კვამლის სუნი ეცა.

უზარმაზარ ბუხარში ცეცხლი ბრიალებდა, ვეებერთელა დარბაზს ანათებდა და გუგუნით ინთქმებოდა

ცად აწვდილი მილის ხახაში. დარბაზის შუაგულში დიდი, მძიმე მაგიდა იდგა. მის გარშემო ათი კაცი
მაინც დაეტეოდა, მაგრამ სულ სამი იჯდა. სამი კაცი. „სამი მხედვარი“, გულში შეუსწორა ცირიმ
საკუთარ თავს. მოგიზგიზე ალის ფონზე მხოლოდ მათი სილუეტები ჩანდა.

– გამარჯობა, მგელო. გელოდით.

– გამარჯობა, ვესემირ. გამარჯობა, ბიჭებო. სასიამოვნოა შინ დაბრუნება.

– ეს ვინ მოიყვანე?
გერალტი ცოტა ხანს დუმდა, მერე ცირის მხარზე ხელი დაადო და მსუბუქად უბიძგა. მობუზულმა,
თავდახრილმა გოგონამ მორცხვად, ბორძიკით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. „მეშინია“, გაიფიქრა,
„საშინლად მეშინია. როცა გერალტმა მიპოვა და თან წამომიყვანა, მეგონა, ყველაფერი დამთავრდა და
შიში აღარასოდეს დაბრუნდებოდა... მაგრამ, აი, სახლის ნაცვლად ამ საზარელ, ბნელ, დანგრეულ,
ვირთხებითა და ძრწოლის მომგვრელი ექოთი სავსე ციხე-დარბაზში აღმოვჩნდი... ჩემ წინ ისევ
ცეცხლის მეწამული კედელია. ისევ ვხედავ მრისხანე შავ სილუეტებს, ისევ მომშტერებია ავი,
არაბუნებრივად მბრწყინავი თვალები...“

– ვინ არის ეს ბავშვი, მგელო?

– ეს ჩემი... – გერალტი ერთბაშად გაჩუმდა. გოგონამ მხრებზე ისევ იგრძნო მისი ღონიერი, მტკიცე
ხელები და უეცრად შიში სადღაც გაქრა. აორთქლდა. მეწამული ალი ახლა მხოლოდ სითბოს
ასხივებდა. შავი სილუეტები მეგობრებისა, მფარველებისა იყო. მათი მბრწყინავი თვალებიდან
ცნობისმოყვარეობა, მზრუნველობა და წუხილი გამოსჭვიოდა.

გერალტმა მხრებზე ხელი მოუჭირა.

– ეს ჩვენი ბედისწერაა.

თავი მეორე

ჭეშმარიტად, არარაი არს უსაძაგლეს, ვიდრე ურჩხულნი ესე, ამხედრებულნი ბუნებისა მიმართ,
რომელთა მხედვართ უხმობენ. ნაყოფნი ბილწი გრძნეულებისა, ნაშიერნი ჯოჯოხეთისა, მოქმედნი
ავისა, რომელთა არა აქუთ სინდისი და პატიოსნება და არარაი ძალუძთ, მართ ოდენ მოკვდინება! არა
არს მათდა ადგილი კაცთა შორის ღირსეულთა!

ხოლო კერ მორენ, სადა არს სამყოფელი მათ უღირსთა, სადა იქმან საქმეთა თვისთა უწმინდურთა, ხამს
აღიგავოს პირისაგან მიწისა და კუალად მიმოიბნიოს ადგილსა მას ზედა მარილი და სელიტრა.

უცნობი ავტორი,

„მონსტრუმი, ანუ აღწერილობა მხედვარისა“

შეუწყნარებლობა და მედიდურობა მუდამ სჩვეოდათ ბრიყვებს და, ვგონებ, ბოლომდე ვერც ვერასოდეს
ამოვძირკვავთ, რამეთუ ისეთივე მარადიულნი არიან, როგორიც თავად სიბრიყვეა. იმ ადგილებს,
სადაც დღეს მთები აღმართულა, ოდესმე ზღვა დაფარავს, იქ, სადაც დღეს ზღვის ტალღები
დათარეშობენ, ოდესმე უდაბნო განეფინება, სიბრიყვე კი სიბრიყვედ დარჩება.

ნიკოდემუს დე ბოოტი, „ფიქრნი სიცოცხლეზე,

ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე“

ტრის მერიგოლდმა გათოშილი ხელები დაიორთქლა, თითები აამოძრავა და ჯადოსიტყვა

წაიბუტბუტა. ჩალისფერი ლაფშა მყისვე გამოეხმაურა შელოცვას, ჩაიფრუტუნა, თავი მიაბრუნა და
ჯადოქარს სიცივისგან აცრემლებული თვალები მიაპყრო.
– აირჩიე, ბებერო, – უთხრა ტრისმა და ხელთათმანები წამოიცვა, – ან მაგიას მიეჩვევი, ან ქმეთებს
მიგყიდი გუთანში შესაბმელად.

იაბომ ყურები გადაიწკიპა, ნესტოებიდან ორთქლის წყვილი ნაკადი გამოუშვა და მორჩილად ჩაუყვა
ტყიან ფერდობს. ჯადოქარი, შეჭირხლულ ტოტებს რომ არ წამოსდებოდა, უნაგირზე დაიხარა.

შელოცვამ მალე გაჭრა – კეფასა და იდაყვებზე ყინვა აღარ ჩხვლეტდა. აღარც სიცივის უსიამოვნო
შეგრძნება აწუხებდა. აღარ იბუზებოდა, თავს მხრებში აღარ რგავდა. ჯადოსიტყვამ შიმშილიც
გაუნელა, რომელიც, უკვე რამდენიმე საათია, გულის კოვზთან წიწკნიდა. გახალისდა, უნაგირზე უფრო
მოხერხებულად მოკალათდა და არემარე ყურადღებით მოათვალიერა.

რაც შარაგზიდან გადაუხვია, მთების მოთეთრო-მონაცრისფრო კედელი უჩვენებდა გეზს. ათასში

ერთხელ, უმეტესად – ალიონსა და დაისზე, ღრუბლებიდან მზე გამოანათებდა და თოვლიან
მწვერვალებს ოქროსფრად ააბრწყინებდა ხოლმე. ახლა, როცა მთაგრეხილი ხელის გაწვდენაზე იყო, ასი
თვალი და ასი ყური უნდა გამოესხა. კერ მორენის ველურსა და მიუდგომელ შემოგარენში ერთადერთ
გზამკვლევს, გრანიტის კლდეში გაჩენილ ღრმულს, მიუჩვეველი თვალი ძნელად თუ შეამჩნევდა.
რომელიმე ხეობისკენ გადაუხვევდი თუ არა, თვალსაწიერიდან იკარგებოდა. ტრისმა გზაც იცოდა და
უღელტეხილის ადგილსამყოფელიც ახსოვდა, მაგრამ თავს მაინც არ აძლევდა ყურადღების
მოდუნების უფლებას.

ტყე დამთავრდა და ჯადოქარს თვალწინ ღორღით მოფენილი ვრცელი ველი გადაეშალა, რომელიც
ფლატოვან კალთას ებჯინებოდა. ველზე გვენლეჰი, თეთრი ქვების მდინარე მიჩქეფდა, ლოდებსა და
თავისივე ჩამოტანილ მორებს შორის მიათამაშებდა აქაფებულ ტალღებს. აქ, ზემო დინებაზე, გვენლეჰი
მხოლოდ და მხოლოდ წყალმარჩხი, თუმცაღა ფართო ნაკადული იყო, ფეხითაც რომ იოლად
გადაივლიდი. ცოტა ქვემოთ, კაედვენში, შუა დინებაზე, მდინარე გადაულახავ დაბრკოლებას ქმნიდა –
ღრიალით მიექანებოდა ღრმა ჩანაქცევებში.

ლაფშა წყალში შევიდა და ფეხს აუჩქარა – აშკარად ერთი სული ჰქონდა, როდის მიაღწევდა მეორე
ნაპირს. ტრისმა ოდნავ მოზიდა სადავე – მდინარე კოჭებამდე ძლივს სწვდებოდა ცხენს, მაგრამ ფსკერი
სლიპინა ქვებით იყო მოფენილი, დინება კი ჩქარი გახლდათ. წყალი ლაფშას ფეხების გარშემო დუღდა
და ბობოქრობდა.

გრძნეულმა ცას ახედა. ქარი ძლიერდებოდა, სიცივე იმატებდა, რაც აქ, მთებში, ქარბუქს მოასწავებდა,
ქალს კი სულაც არ იზიდავდა კიდევ ერთი ღამის გამოქვაბულში ან კლდის ნაპრალში გათევის
პერსპექტივა. აუცილებლობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეეძლო, ქარბუქშიც გაეგრძელებინა გზა,
ტელეპათიურად ეპოვა გეზი, მაგიის მეშვეობით აემაღლებინა სიცივისადი გამძლეობა, მაგრამ ამის
აუცილებლობას ვერ ხედავდა.

საბედნიეროდ, კერ მორენი უკვე ახლოს იყო. ტრისმა ლაფშა ციცაბო ნაშალზე – წყლითა და ყინულით
ნაბან ქვის ვეება პრიზმაზე აიყვანა და ლოდებს შორის დარჩენილ ვიწრო გასასვლელში შევიდა. ხეობის
აქეთ-იქით გადმოკიდებული ფლატეები სადღაც ზემოთ თითქოს ერთმანეთისკენ მიისწრაფოდა. მათ
შორის ცის ვიწრო ზოლი გაწოლილიყო. ხეობაში ისე აღარ ციოდა, რადგან კბენია ქარი, თავზე რომ
დაჰღმუოდა კლდეებს, იქამდე ვერ აღწევდა.

თავს მხრებში აღარ რგავდა. ჯადოსიტყვამ შიმშილიც გაუნელა, რომელიც, უკვე რამდენიმე საათია,
გულის კოვზთან წიწკნიდა. გახალისდა, უნაგირზე უფრო მოხერხებულად მოკალათდა და არემარე
ყურადღებით მოათვალიერა.

კლდეკარი თანდათან გაფართოვდა და მგზავრი ხევში, იქიდან კი ველზე გაიყვანა. ვეება მრგვალი,
ტყიანი ტაფობი დაკბილული ლოდებით იყო გარშემორტყმული. ჯადოქარმა ტაფობის დამრეც,
იოლად სავალ კალთებს გვერდი აუარა და პირდაპირ ტევრში შევიდა. ფლოქვებქვეშ ხმელი ტოტები
ატკაცუნდა. ლაფშას არ მოეწონა წაქცეულ ხეებზე სიარული, უკმაყოფილოდ დაიხროტინა და ტლინკი
ყარა. ტრისმა სადავე მოზიდა, ცხენს ბანჯგვლიან ყურზე მოქაჩა და დასცინა, მშიშარა ხარო. ცხენმა
თითქოს მართლა დაირცხვინა, უფრო მხნედ, უფრო თანაბარი ნაბიჯით განაგრძო სვლა.

მალე მოშიშვლებულ ადგილზე აღმოჩნდნენ. ღელეს ფსკერზე ნაკადული მიწანწკარებდა. ჯადოქარი

კალაპოტს დაუყვა, თან ყურადღებით ათვალიერებდა არემარეს. მალე იპოვა, რასაც ეძებდა –
უზარმაზარ ლოდებზე დასვენებული ვეება მორი. ტრისი ახლოს მივიდა, რათა დარწმუნებულიყო,
რომ ეს გზა იყო და არა ქარისგან შემთხვევით წაქცეული ხე და მაშინვე დაინახა საცალფეხო ბილიკი,
ტყის სიღრმეში რომ იკარგებოდა. არა, არ შემცდარა, ნამდვილად გზა იყო – დაბრკოლებებით სავსე
გზა, რომელიც გარს უვლიდა კერ მორენს და რომელზეც ავსულთმმუსვრელები სისწრაფესა და
სუნთქვის კონტროლში ვარჯიშობდნენ. ტრისმა იცოდა, რომ ყმაწვილი მხედვარები ამ ბილიკს
სატანჯველას ეძახდნენ.

გრძნეული ცხენს ზურგზე გაეკრა და ნელა გაიარა მორის ქვეშ. მოულოდნელად ქვების ჩხრიალი და
მორბენალი ადამიანის სწრაფი, მსუბუქი ნაბიჯების ხმა გაიგონა.

ქალი უნაგირზე შემოტრიალდა, სადავე მოზიდა და მხედვარს დაელოდა.

მხედვარს ნაბიჯი არ შეუნელებია, ხელებიც კი არ მოუშველიებია წონასწორობის დასაცავად, ისე

გადაუქროლა მორს – მარჯვედ, მსუბუქად, საოცრად მოხდენილად. წამით გაკრთა და მაშინვე ტყეში
გაუჩინარდა, ისე, რომ ერთი ტოტიც არ შეურხევია. ტრისმა ხმამაღლა ამოიოხრა და ურწმუნოდ გაიქნია
თავი, რადგან მხედვარი, სიმაღლისა და აღნაგობის მიხედვით, თორმეტიოდე წლისა უნდა ყოფილიყო.

ჯადოქარმა ზერდაგს დეზი ჰკრა, სადავე მიუშვა და ჩორთით აუყვა კალაპოტს ხევის ყელისკენ, სადაც
გზა მეორედაც კვეთდა ღელეს – უნდოდა, ერთხელ კიდევ შეევლო თვალი ყმაწვილი მხედვარისთვის,
რადგან იცოდა, რომ თითქმის უკვე მეოთხედი საუკუნეა, კერ მორენში შეგირდები აღარ ჰყავდათ.

მაინცდამაინც არ ჩქარობდა – სანამ ნორჩი მხედვარი ტევრში გამავალ მიგრეხილ-მოგრეხილ ბილიკს

მოირბენდა, თავისუფლად მოასწრებდა მისთვის გზის მოჭრას, თუმცა არც ზოზინი ივარგებდა –
ყელთან გზა ტყისკენ უხვევდა და პირდაპირ ციხე-დარბაზისკენ

მიდიოდა, ასე რომ, თუ ბიჭს უფსკრულთან არ დაიჭერდა, შესაძლოა, მისთვის თვალიც ვეღარ მოეკრა.
ტრისი უკვე რამდენჯერმე ყოფილიყო კერ მორენში და მშვენივრად ხვდებოდა, რომ მხოლოდ ის
ჰქონდა ნანახი, რისი ჩვენებაც თავად ავსულთმმუსვრელებს უნდოდათ, ეს კი უმცირესი ნაწილი იყო
იმისა, რაც საერთოდ შეიძლებოდა ენახა კერ მორენის სტუმარს. არა, ტრისს გულუბრყვილობას ვერ
დააბრალებდი.

ნაკადულის ქვიანი კალაპოტი გალია და ყელი დაინახა – ხევზე გადმოკიდებული, ხავსითა და ჯუჯა
ხეებით დაფარული კლდის საფეხური. ჯადოქარმა სადავე მიუშვა. ზერდაგმა დაიფრუტუნა და კენჭებს
შორის მოწანწკარე წყალს დაეწაფა.

ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია – კლდეზე მხედვარი გამოჩნდა. ბიჭმა ნაბიჯის შეუნელებლად

ისკუპა. გრძნეულმა ჯერ მსუბუქი ტყაპუნი გაიგონა, მერე – ქვების გრუხუნი, დაცემის ყრუ ხმა და ჩუმი
ყვირილი. უფრო – წრიპინი.

ტრისი დაუფიქრებლად ჩამოხტა უნაგირიდან, ბეწვის მოსასხამი გადაიგდო და სირბილით აუყვა

ფერდობს. ასაზიდად ფესვებსა და ტოტებს ეჭიდებოდა. ატაცით აფრინდა კლდეზე, მაგრამ
ჩამოცვენილ წიწვებზე ფეხი აუცურდა და მოკრუნჩხული ბიჭის გვერდით მუხლებზე დაეცა. ბიჭი
გველნაკბენივით წამოხტა, ელვის სისწრაფით დაიხია უკან და ზურგზე გადაკიდებულ ხმალს წაეტანა,
მაგრამ ფეხი წამოჰკრა და ღვიის ბუჩქებში ჩავარდა. ჯადოქარი გაუნძრევლად იჯდა და პირდაღებული
შეჰყურებდა ბიჭს. იმიტომ, რომ ეს სულაც არ იყო ბიჭი. შუბლზე ჩამოყრილი ფერფლისფერი,
უსწორმასწოროდ შეჭრილი თმის ქვემოდან ვეება ზურმუხტისფერი თვალები მიშტერებოდა – პატარა,
ვიწრონიკაპა და ცხვირპაჭუა სახის ორი ყველაზე შესამჩნევი ნაკვთი. თვალები შიშით იყო სავსე.

– ნუ გეშინია, – გაუბედავად უთხრა ტრისმა. გოგონას თვალები უფრო მეტად გაუფართოვდა. თითქმის
არ სუნთქავდა და ოდნავაც არ გაოფლიანებულიყო. როგორც ჩანს, სატანჯველაზე პირველად არ
დარბოდა.

– როგორ ხარ?

პასუხის ნაცვლად გოგონა სწრაფად წამოდგა, ტკივილისგან შეჰყვირა, მარცხენა ფეხს დაეყრდნო,
დაიხარა და მუხლი მოისრისა. ტანთ რაღაც ტყავისა ემოსა, ისე შეკერილი, უფრო სწორად, შეჯღანული,
რომ მის დანახვაზე ყველა თავმოყვარე თერძს სასოწარკვეთილი გოდება აღმოხდებოდა. მთელ მის
აღკაზმულობაში ასე თუ ისე ახალი და მის ტანს მორგებული მხოლოდ მაღალყელიანი წაღები,
ღვედები და ხმალი იყო. უფრო ხმალუკა.

– ნუ გეშინია, – გაიმეორა ტრისმა, რომელიც ჯერ კიდევ მიწაზე იჯდა, – გავიგონე, როგორ დაეცი და
შემეშინდა, ამიტომაც გამოვიქეცი...

– ფეხი დამისხლტა, – ჩაიბურტყუნა გოგომ.

– ხომ არაფერი დაიშავე?

– არა. რა რო?

გრძნეულს გაეცინა. ასადგომად წამოიწია, მაგრამ წვივში ტკივილმა გაუარა და დაიმანჭა. შეიკურთხა,
ისევ დაჯდა, ფრთხილად გამართა ფეხი და ისევ შეიკურთხა.

– მოდი აქ, პატარავ, ადგომაში მომეხმარე.

– სულაც არა ვარ პატარა.

– კარგი. აბა, ვინ ხარ?

– მხედვარი!

– უყურე შენ! მაშ, მოდი აქ, მხედვარო, და ადგომაში მომეხმარე.

გოგონა ადგილიდან არ დაძრულა. ფეხს ინაცვლებდა, შალისხელთათმანიანი ხელით ხმლის თასმას

აწვალებდა და ეჭვით შეჰყურებდა ტრისს.

– ნუ გეშინია, – გაუღიმა ჯადოქარმა, – არც ყაჩაღი ვარ და არც ვიღაც გადამთიელი. ტრის მერიგოლდი
მქვია, კერ მორენში მივდივარ. ავსულთმმუსვრელები კარგად მიცნობენ. ასე ნუ მომშტერებიხარ.
კარგია, რომ ფრთხილობ, მაგრამ, აბა, დაფიქრდი, გზა რომ არ მცოდნოდა, აქამდე როგორ მოვაღწევდი?
ოდესმე შეხვედრიხარ ბილიკზე ადამიანს?

გოგონას ეჭვი გაეფანტა, მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა. ტრისი წამოდგა. დახმარება მაინცდამაინც
არ სჭირდებოდა – მხოლოდ ის უნდოდა, ახლოდან შეეთვალიერებინა გოგონა, შეხებოდა.

პატარა მხედვარის მწვანე თვალებში მუტაციის ნიშანწყალიც არ ჩანდა. არც მისი პატარა ხელის
მიკარებისას უგრძნია ავსულთმმუსვრელის შეხებისთვის დამახასიათებელი მსუბუქი, სასიამოვნო
ღიტინი. ტრისი დარწმუნდა, რომ ფერფლისფერთმიან ბავშვს, თუმცაღა ზურგზე ხმალგადაკიდებული
სატანჯველაზე დარბოდა, არც ბალახებით გამოცდა გაევლო და არც ტრანსმუტაცია.

– მაჩვენე მუხლი, პატარავ.

– პატარა არა ვარ-მეთქი!

– ბოდიში, დამავიწყდა. მაგრამ რამეს, ალბათ, გეძახიან.

– მეძახიან. ცირის.

– ძალიან სასიამოვნოა. მოდი ახლოს, ცირი.

– არაფერი არ მომსვლია.

– მაჩვენე ეგ შენი „არაფერი“. აჰა, ასეც ვიფიქრე. ეგ „არაფერი“ რატომღაც ძალიან ჰგავს გახეულ შარვალს
და გადაყვლეფილ მუხლს. წყნარად იდექი, ნუ გეშინია...

– არც მეშინია... ააა!

ჯადოქარმა გადაიხარხარა და გრძნეულებისგან აქავებული ხელისგული თეძოზე გაისვა. გოგონა

დაიხარა და მუხლი დაითვალიერა.

– ოჰო! აღარ მტკივა. ნახვრეტიც გაქრა... ეს ჯადო იყო?

– გამოიცანი.

– მაშ, ჯადოსანი ხარ?

– ესეც გამოიცანი. ოღონდ, გამოგიტყდები – „ჯადოსანს“ „ჯადოქარი“ მირჩევნია. რომ არ შეგეშალოს,

ტრისი დამიძახე, უბრალოდ ტრისი. წამოდი, ცირი, ქვემოთ ცხენი მელოდება, კერ მორენში ერთად
დავბრუნდეთ.

– სირბილი უნდა გავაგრძელო, – თავი გაიქნია გოგონამ, – თორემ კუნთებში რძე ჩამიდგება. გერალტი
ამბობს...

– გერალტი ციხე-დარბაზშია?

ცირი გაიბერა, ტუჩები მაგრად მოკუმა და შუბლშეკრულმა გახედა გრძნეულს. ტრისმა ისევ
გადაიხარხარა.

– კარგი, აღარაფერს გკითხავ. საიდუმლო საიდუმლოა. სწორად იქცევი, რომ უცხო ადამიანს არ უმხელ.
წამოდი, ვნახოთ, ვინ არის იქ და ვინ არა. კუნთებზე ნუ დარდობ, რძემჟავას მე მოვუვლი. აი, ჩემი
რაშიც. მოდი, შეგსვა...

და ხელი გაუწოდა, მაგრამ გოგონას დახმარება არ დასჭირვებია, მსუბუქად, მარჯვედ, თითქმის ბიძგის
გარეშე შეხტა უნაგირზე. ლაფშა შეტოკდა და გაოცებული, ადგილის ტკეპნას მოჰყვა, მაგრამ გოგონამ
სწრაფად აიტაცა სადავე და დაამშვიდა.

– ვხედავ, ცხენებს იოლად ართმევ თავს.

– ყველაფერს იოლად ვართმევ.

– ტახტისკენ მიიწიე, – ტრისმა ფეხები უზანგებში გაუყარა და ზერდაგს ფაფარში ჩაეჭიდა, – მეც
დამიტოვე ცოტა ადგილი. და შენი ხმლით თვალს ნუ გამომთხრი.

ცხენს ქუსლი ჰკრა და დაიძრნენ. ნელი ნაბიჯით გაუყვნენ ნაკადულის კალაპოტს, კიდევ ერთი ხრამი
გადაიარეს და მომრგვალებულ ბორცვზე ავიდნენ. აქედან უკვე ჩანდა ქვიან ფლატეებს მიკრული კერ
მორენის ნანგრევები – სანახევროდ ჩამოშლილი დამცავი მიწაყრილი, კოშკურებისა და კარიბჭეების
ნაშთები, მთავარი კოშკის ტლანქი სვეტი.

თხრილზე გადებული ხიდის ნარჩენზე გავლისას ლაფშამ ჩაიფრუტუნა და თავი აიქნია. ტრისმა სადავე
მოქაჩა. თავად მას უკვე არაერთხელ ენახა და ახლა ძრწოლის გარეშე დაჰყურებდა ძვლებითა და თავის
ქალებით მოფენილ თხრილის ფსკერს.
წამოდი, ცირი, ქვემოთ ცხენი მელოდება, კერ მორენში ერთად დავბრუნდეთ.

– არ მომწონს ეს, – თქვა უეცრად გოგონამ, – ასე არ შეიძლება. მკვდრები მიწას უნდა მიაბარონ,
ყორღანში დაკრძალონ. ასე არ არის?

– ასეა, – მშვიდად დაუდასტურა ჯადოქარმა, – მეც ასე მგონია. მაგრამ მხედვართათვის ეს სასაფლაო
ერთგვარი... სახსოვარია.

– რისი სახსოვარი?

– კერ მორენის, – ტრისმა ცხენი დახეთქილი თაღებისკენ წაიყვანა, – ოდესღაც მას თავს დაესხნენ.
სასტიკ ბრძოლაში თითქმის ყველა მხედვარი დაიღუპა. მხოლოდ ის გადარჩა, ვინც მაშინ
ციხე-დარბაზში არ იყო.

– ვინ დაესხა თავს? რატომ?

– არ ვიცი, ცირი, – იცრუა ტრისმა, – ეს ძალიან დიდი ხნის წინათ მოხდა. მხედვარებს ჰკითხე.
– უკვე ვკითხე, – ჩაიბუზღუნა გოგონამ, – მაგრამ არ მითხრეს.

„მესმის მათი“, გაიფიქრა გრძნეულმა, „ბავშვს, რომელსაც მხედვარობისთვის წვრთნიან, მით უმეტეს –
გოგონას, ასეთ რამეებს არ უყვებიან. არ უყვებიან ჟლეტისა და სასაკლაოს ამბებს, არ ეუბნებიან, რომ
შესაძლოა, ოდესმე მანაც გაიგონოს თავისი მისამართით ის სიტყვები, რომლებსაც ფანატიკოსები კერ
მორენზე შეტევის დროს გაჰყვიროდნენ: „მუტანტო! ეშმაკეულო! ურჩხულო! წყეულო! შეჩვენებულო!“
არა, არ მიკვირს, რომ ავსულთმმუსვრელები ამას არ მოგიყვნენ, პატარა ცირი. არც მე მოგიყვები. მე,
პატარა ცირი, დუმილისთვის გაცილებით მეტი მიზეზი მაქვს. მე ხომ ჯადოქარი ვარ, ხოლო
ანონიმური პასკვილი „მონსტრუმი“, რომელმაც ასე გადარია ფანატიკოსები და დანაშაულისკენ
უბიძგა, ვგონებ, რომელიღაც ჯადოქრის ხელიდან იყო გამოსული. მაგრამ მე, პატარა ცირი,
კოლექტიურ პასუხისმგებლობას არ ვცნობ და არც სინანულს ვგრძნობ ჩემს დაბადებამდე ნახევარი
საუკუნით ადრე მომხდარი ამბების გამო. ეს ჩონჩხები კი, მარადიულ სახსოვრად დარჩენა რომ
უწერიათ, ოდესმე გაიხრწნება, მტვრად იქცევა, ქარი გაფანტავს და დავიწყებას მიეცემა“.

– მათ აქ წოლა არ უნდათ, – თქვა მოულოდნელად ცირიმ, – არ უნდათ, სახსოვარი, სინდისის ქენჯნა ან
გაფრთხილება იყვნენ ვინმესთვის. არც ის უნდათ, მათი მტვერი ქარმა გაფანტოს.

ტრისმა გოგონას ხმაში ცვლილება შეამჩნია და თავი ასწია. მყისვე იგრძნო ჯადოსნური აურა,
საფეთქლებში სისხლის ფეთქვა და ხმაური. დაიძაბა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, რათა იმისთვის, რაც
ხდებოდა, ხელი არ შეეშალა.

– ჩვეულებრივი ყორღანი, – ცირის ხმა უფრო და უფრო არაბუნებრივად, ცივად, ბრაზიანად და

ლითონისებურად ჟღერდა, – ერთი გოჯი ჭინჭარმოდებული მიწა. სიკვდილს ცივი და ცისფერი
თვალები აქვს, სვეტის სიმაღლე კი არაფერს ნიშნავს. არც მასზე ამოკვეთილი წარწერები ნიშნავს რამეს.
ეს შენზე უკეთ ვინ იცის, ტრის მერიგოლდ, ბორცვზე დაცემულთაგან მეთოთხმეტევ?

ჯადოქარი გაშრა. ხედავდა, როგორ ჩაფრენოდა გოგონა ფაფარს.

– შენ ბორცვზე მოკვდი, ტრის მერიგოლდ, – განაგრძო ცივმა, უცხო ხმამ, – აქ რისთვის მოხვედი?
ახლავე, ახლავე გაბრუნდი უკან, ეს ბავშვი, უფროსი სისხლის ჩამომავალი, თან წაიყვანე და იმათ
მიეცი, ვისაც ეკუთვნის. თუ ასე არ მოიქცევი, მეთოთხმეტევ, კიდევ ერთხელ მოკვდები. დადგება დღე
და ბორცვი გაგიხსენებს. გაგიხსენებენ საძმო საფლავი და სვეტი, რომელზეც შენი სახელია
ამოკვეთილი.

ლაფშამ ხმამაღლა დაიჭიხვინა და თავის ქნევას მოჰყვა. ცირი შეკრთა და აკანკალდა.

– რა მოხდა? – გაბზარული ხმით ჰკითხა ტრისმა.

ცირიმ ჩაახველა, თმა ორივე ხელით შეისწორა და სახე მოისრისა.

– არა... არაფერი... – წარმოთქვა ყოყმანით, – დავიღალე და... ჩამთვლიმა. უნდა ვირბინო...

ჯადოსნური აურა გაიფანტა. ტრისმა იგრძნო, როგორ გადაუარა სიცივის უეცარმა ტალღამ. სცადა,
თავი დაერწმუნებინა, რომ ეს დამცავი შელოცვის გაფანტვის ეფექტი იყო, მაგრამ მშვენივრად იცოდა,
რომ თავს იტყუებდა. ახედა ჩაშავებულ, ჩამოშლილ სათოფურებს, ქვის ვეება კოშკის კედლებიდან
დაშრეტილი თვალებივით რომ მისჩერებოდა, და ჟრუანტელმა დაუარა.

ცხენი ნალების ჭახაჭუხით გაუყვა ფილაქნით მოგებულ ეზოს. ჯადოქარი უნაგირიდან ჩამოხტა და
ცირის ხელი შეაშველა. როცა მათი ხელისგულები ერთმანეთს შეეხო, ტრისმა ფრთხილად გაგზავნა
მაგიური იმპულსი და განცვიფრდა, რადგან ვერაფერი იგრძნო –

არავითარი რეაქცია, არავითარი პასუხი. არავითარი წინააღმდეგობა. გოგონას, რომელმაც ცოტა ხნის
წინ ასეთი ძლიერი აურა შექმნა, მაგიის ნასახიც არ გააჩნდა. ახლა ეს ჩვეულებრივი, დაუდევრად
გაკორტნილი და ცუდად ჩაცმული ბავშვი იყო.

მაგრამ წუთის წინ ეს ბავშვი ჩვეულებრივი ბავშვი არ ყოფილა...

სანამ ამ უცნაურ ამბავზე დაფიქრდებოდა, ნახევრად ჩამონგრეული პორტალის მიღმა, დერეფნის

ბნელი სიღრმიდან, რკინით შეჭედილი კარის ჭრიალი მოესმა. მოსასხამი მოიხსნა, მელიის ბეწვის
ქუდი მოიხადა და თავი გაიქნია. ოქროსავით მბზინავი წაბლისფერი ფუმფულა თმა მხრებზე
ჩამოეშალა.

ცირიმ აღტაცებით ამოიოხრა. ტრისს გაეღიმა. გრძელი, მშვენიერი თმა იშვიათობა იყო – მაღალი
სოციალური მდგომარეობის ნიშანი. ნიშანი იმისა, რომ ქალი თავად განაგებდა საკუთარ ბედ-იღბალს.
იმისა, რომ ეს ქალი არაჩვეულებრივი ქალი იყო. უბრალო ქალები გათხოვებამდე ნაწნავებს
ატარებდნენ, გათხოვების შემდეგ კი ჩაჩით ან ხილაბანდით იბურავდნენ თავს. დიდგვაროვანი
ქალბატონები, დედოფლების ჩათვლით, რთულ ვარცხნილობას იკეთებდნენ. მეომრები თმას მოკლედ
იჭრიდნენ. გრძელი გაშლილი თმით თავს იწონებდნენ მხოლოდ ქურუმები და ჯადოქრები. ჰო, კიდევ
მეძავებიც, რითაც თავიანთ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას უსვამდნენ ხაზს.

მხედვარები ჩვეულებისამებრ მოულოდნელად, ჩვეულებისამებრ უხმაუროდ და ჩვეულებისამებრ,

კაცმა არ იცის, საიდან გამოჩნდნენ. მაღლები, მოხდენილები. წინ დაუდგნენ, ხელები გულზე
დაიკრიფეს და მარცხენა ფეხს დაეყრდნენ – ტრისმა იცოდა, რომ ეს პოზა ელვისებური შეტევის
საშუალებას იძლეოდა. ცირიმაც იგივე პოზა მიიღო და მათ გვერდით ამოუდგა. გოგონას
კარიკატურული ჩაცმულობის შემხედვარე, ღიმილს ვერ შეიკავებდი.

– კეთილი იყოს კერ მორენში შენი მობრძანება, ტრის.

– კეთილად დამხვედროდე, გერალტ.

კაცი შეცვლილი ჩანდა. თითქოს მობერებულიც. ტრისმა იცოდა, რომ ბიოლოგიურად ეს შეუძლებელი
იყო. მხედვარები ბერდებოდნენ, მაგრამ მეტისმეტად ნელა, რათა უბრალო მოკვდავს ან ტრისივით
ახალგაზრდა ჯადოქარს ცვლილებები შეემჩნია. და მაინც, ერთი შეხედვაც კმაროდა იმის
მისახვედრად, რომ მუტაცია მხოლოდ ფიზიკურ დაბერებას ანელებდა, ფსიქიკურს – ვერა. გერალტის
ნაოჭებით დაღარული სახე ამის საუკეთესო დასტური იყო. ტრისმა სინანულით აარიდა თვალი
მხედვარის მზერას. მეტისმეტად მრავლისმნახველ მზერას, რომელშიც იმის ნასახიც ვერ ამოიკითხა,
რასაც ელოდა.

– კეთილი იყოს შენი მობრძანება, – გაიმეორა გერალტმა, – მოხარულნი ვართ შენი ნახვით.

გერალტს გვერდით ესკელი ედგა, რომელიც, თმის ფერსა და ლოყაზე დაჩნეულ ნაიარევს თუ არ
ჩავთვლიდით, მგელს ტყუპისცალივით ჰგავდა. ლამბერტი, კერ მორენის მხედვართაგან უმრწემესი,
როგორც ყოველთვის, უსიამოვნოდ იღიმებოდა. ვესემირი არ ჩანდა.

– მოგესალმებით და გთხოვთ, შიგნით შემობრძანდეთ, – თქვა ესკელმა, – აქ ისე უბერავს, თითქოს

სადმე ჩამომხრჩვალი ტრიალებდეს. შენ საით, ცირი? მიპატიჟება შენ არ გეხება. მზე იმალება, მაგრამ
ჯერ არ ჩასულა, ჯერ კიდევ შეიძლება ვარჯიში.

– ოჰო, – გრძნეულმა ფაფარი შეარხია, – ვხედავ, მხედვართა თავშესაფარში თავაზიანობა

უწინდებურად აღარ ფასობს. ცირი პირველი შემხვდა და ციხე-კოშკამდე მომაცილა, ასე რომ,
ბოლომდე უნდა მიმასპინძლოს.

– ის მოწაფეა და არა მსახურთუხუცესი, მერიგოლდ, – შუბლი შეიჭმუხნა ლამბერტმა და ნაძალადევად

გაიღიმა. ტრისს არ უყვარდა, როცა ასე მიმართავდნენ, მაგრამ მხედვარი ყოველთვის მერიგოლდს
ეძახდა, „ქალბატონოსა“ და სახელის გარეშე, – სტუმრების დახვედრა, თუნდაც შენსავით სასიამოვნო
სტუმრებისა, მის მოვალეობათა ნუსხაში არ შედის. წამოდი, ცირი.

ტრისმა მხრები აიჩეჩა და თავი ისე დაიჭირა, თითქოს ვერც კი ამჩნევდა გერალტისა და ესკელის
დარცხვენილ მზერას. აღარაფერი უთქვამს – არ უნდოდა, უფრო მეტად დაერცხვინათ. რაც მთავარია,
არ უნდოდა, ვინმე მიმხვდარიყო, როგორ იზიდავდა და აჯადოებდა ეს გოგონა.

– ცხენს თავლაში წავიყვან, – გერალტი სადავეს მისწვდა. ტრისმა შეუმჩნევლად მისწია ხელი და მათი
თითები ერთმანეთს შეხვდა. თვალებიც.

– წამოგყვები, – მშვიდად თქვა ქალმა, – საპალნიდან რაღაც-რაღაცების ამოღება მინდა.

– ცოტა არ იყოს, შემაშინე, – საჯინიბოში შესვლისთანავე ჩაიბურტყუნა მხედვარმა, – საკუთარი

თვალით ვნახე შენი დიდებული საფლავის ქვა და სვეტზე სოდენთან შენი გმირული სიკვდილის
უკვდავსაყოფად ამოჭრილი წარწერა. სულ ახლახან შევიტყვე, რომ შეცდომა მოსვლიათ. არ მესმის,
როგორ შეიძლებოდა, სხვაში შეშლოდით, ტრის.

– გრძელი ამბავია, – უპასუხა ქალმა, – ოდესმე მოგიყვები. შეშინება კი... ეცადე, მაპატიო.

– არაფერი გაქვს საბოდიშო. ბოლო ხანს ცოტა რამ თუ გამხარებია, ხოლო იმ სიხარულს, შენი ამბის
გაგებამ რომ მომგვარა, ვერც ერთი სხვა სიხარული ვერ შეედრება. გარდა იმისა, რასაც ახლა, შენი
შემყურე განვიცდი.

ტრისს მოეჩვენა, რომ შიგნით რაღაც გაუსკდა. თმათეთრ მხედვართან შეხვედრის შიში მის არსებაში
მთელი გზა ებრძოდა მისი ნახვის იმედს. მერე კი – ეს განაწამები, დაღლილი სახე, ეს
მრავლისმნახველი, სნეული თვალები, ცივი და გაწონასწორებული ფრაზები, არაბუნებრივად მშვიდი,
მაგრამ ისეთი გრძნობით სავსე...

წამიც და დაუფიქრებლად ჩამოეკიდა კისერზე, მისი ხელი აიტაცა და კეფაზე, თმაში შეიყო. ზურგზე
ჟრუანტელმა გადაურბინა, ისეთმა ნეტარებამ დაუარა, კინაღამ შეჰყვირა. ყვირილის ჩასახშობად კაცის
ტუჩები მოძებნა და დაეწაფა. ცახცახებდა და მთელი სხეულით ეკვროდა, უფრო და უფრო ნებდებოდა
ვნებასა და თავდავიწყებას.

მაგრამ გერალტს თავი არ დაუკარგავს.

– ტრის... გთხოვ...

– ო, გერალტ... როგორ...

– ტრის, – კაცმა ფრთხილად მოიცილა, – მარტონი არ ვართ... აქეთ ვიღაც მოდის.

ქალმა კარს გახედა, მაგრამ მაშინვე ვერ შეამჩნია მოახლოებულ მხედვართა ჩრდილები. მათი ფეხის ხმა
კიდევ უფრო გვიან გაიგონა. რა გაეწყობოდა – მისი სმენა, რომელსაც, კაცმა რომ თქვას, სულაც არ
ემდუროდა, მხედვარისას ვერ შეედრებოდა.

– ტრის, შვილო!

– ვესემირ!

ჰო, ვესემირი მართლაც მოხუცი იყო, ვინ იცის, თავად კერ მორენზე უფროსიც, მაგრამ ნაბიჯი
ადრინდელივით სწრაფი, ენერგიული და მოქნილი ჰქონდა, ხელები – ძლიერი. ხელიც უწინდებურად
ღონივრად ჩამოართვა.
– როგორ მიხარია შენი ნახვა, ბაბუ!

– მაკოცე. ხელზე არა, პატარა კუდიანო! ხელზე მაშინ მაკოცებ, როცა სასიკვდილო სარეცელზე ვიწვები.
მე მგონი, ეგ დღეც მალე დადგება... ოჰ, ტრის, რა კარგია, რომ ჩამოხვედი... შენ თუ არა, ვინ მომარჩენს...

– მოგარჩენს? შენ? რა გჭირს მოსარჩენი? ბიჭური თავქარიანობა? გავიდან ხელი მომაშორე, მოხუცო,
თორემ მაგ მხცოვან წვერზე ცეცხლს წაგიკიდებ!

– მაპატიე, გამუდმებით მავიწყდება, რომ უკვე დიდი გოგო ხარ, ძველებურად ვეღარ დაგისვამ
მუხლებზე და ვეღარც კურტუმოზე წამოგკრავ ხელს. მოსარჩენი კი... ეჰ, ტრის, დროს თავისი მიაქვს.
ძვლებში ისე მტეხს, ლამისაა ავყმუვლდე. მიშველი?

– გიშველი, – ჯადოქარმა ვესემირის ტორებისგან თავი დაიხსნა და მეორე მხედვარს შეავლო თვალი.
ახალგაზრდა იყო, ალბათ, ლამბერტის კბილა. მოკლე შავი წვერი ნაყვავილარ სახეს ძლივს უფარავდა.
ტრისს გაუკვირდა, რადგან ავსულთმმუსვრელებს, წესისამებრ, გადამდები სნეულებების მიმართ
ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდათ.

– ეს ტრის მერიგოლდია, ეს კი კოიონი, – გააცნო ერთმანეთს გერალტმა, – სამხრეთელია, პოვისიდან.

ჩვენთან პირველად იზამთრებს.

ახალგაზრდა მხედვარმა თავი მოიდრიკა. უჩვეულოდ ნათელი, მომწვანო-მოყვითალო თვალები

ჰქონდა. წითელი ძაფებით დაქსელილი ბროლები იმაზე მეტყველებდა, რომ მუტაციას მძიმედ და
რთულად ჩაევლო.

– წამოდი, შვილო, – ხელი მოჰკიდა ვესემირმა, – საჯინიბოში სტუმრების დახვედრა არ ეგების, მაგრამ
ერთი სული მქონდა, მენახე.

ეზოში, ქარსაფარ კედლებს შორის, ცირი ვარჯიშობდა. ლამბერტი თვალყურს ადევნებდა. გოგონა
ჯაჭვებზე ჩამოკიდებულ ძელზე ბალანსირებდა და ხმლით ხელში უტევდა ტყავის ტომარას,
რომლისთვისაც ღვედები ისე გადაეჭირათ, რომ ადამიანის სხეულს დამსგავსებოდა. ტრისი შეჩერდა.

– არ ვარგა! – სისინებდა ლამბერტი, – მეტისმეტად ახლოს მიდიხარ! და ხმალს ბრმად ნუ იქნევ! ხომ
გითხარი – წვერით კისრის არტერიაში! ადამიანს კისრის არტერია კეფაზე აქვს? რა გჭირს? ყურადღება
მოიკრიბე, თავადის ასულო!

„ოჰო!“ გაიფიქრა ტრისმა, „როგორც ჩანს, მართლა არ ყოფილა ლეგენდა. არ შევმცდარვარ, ისაა“, და
გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ მიეტანა იერიში, მხედვარისთვის თავის დაძვრენის საშუალება რომ არ
მიეცა.

– ეს არის სახელგანთქმული მოულოდნელი შვილი? ვატყობ, საფუძვლიანად მოჰკიდებიხართ

ბედისწერის ნებას. ოღონდ, მგონი, რაღაც შეგეშალათ, ბიჭებო. ზღაპრებში ობლები და მწყემსი გოგოები
ხდებიან თავადის ქალები, თქვენ კი, როგორც ვხედავ, პირიქით, თავადის ქალს მხედვარად აქცევთ.
როგორ ფიქრობთ, ცოტა სარისკო ხომ არ არის?

ვესემირმა გერალტს გადახედა. თმათეთრ მხედვარს მისი უსიტყვო თხოვნის პასუხად წარბიც არ
შერხევია.

– ისე არ არის საქმე, როგორც გგონია, – ამოილუღლუღა მოხუცმა, – გერალტმა შემოდგომაზე მოიყვანა
ჩვენთან. აღარავინ ჰყავს, გარდა... მისმინე, ტრის, აბა, როგორ არ ვირწმუნო ბედისწერის, როცა...

– ხმლის ქნევას ბედისწერასთან რა საერთო აქვს?

– ხმლის ხმარებას ვასწავლით, – ხმადაბლა უთხრა გერალტმა და თვალი გაუსწორა, – რადგან მეტი
არაფერი შეგვიძლია. ბედისწერაა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ახლა კერ მორენია მისი სახლი. ყოველ
შემთხვევაში, ჯერხანად მაინც. ფარიკაობა და ვარჯიში ართობს, აკაჟებს, გადატანილ უბედურებას
ავიწყებს. მისი სახლი ახლა აქაა, ტრის, სხვა სახლი არ გააჩნია.

ტრისმა მის მზერას გაუძლო.

– დამარცხების შემდეგ ვერდენს, ბრუგეს, ტემერიას, სკელიგეს კუნძულებს უამრავმა ცინტრელმა

შეაფარა თავი. მათ შორის დიდგვაროვნებიც არიან, ბარონებიც, რაინდებიც. ამ გოგონას მეგობრები,
ნათესავები... და... ქვეშევრდომები. ფორმალურად.

– მეგობრები და ნათესავები, რომლებსაც ომის შემდეგ არ მოუკითხავთ. არ უძებნიათ. არ უპოვიათ.

– იმიტომ, რომ ეს მათი ბედისწერა არ იყო, – ტრისმა არცთუ გულწრფელად, მაგრამ, რამდენადაც
შეეძლო, თბილად გაუღიმა გერალტს – არ უნდოდა, კაცს მასთან ასე ელაპარაკა.

ა იერიში, მხედვარისთვის თავის დაძვრენის საშუალება რომ არ მიეცა.

მხედვარმა მხრები აიჩეჩა. ტრისმა, რომელიც მას, ასე თუ ისე, იცნობდა, მაშინვე შეწყვიტა კამათი და
ისევ ცირის გახედა. გოგონამ მორზე რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, სწრაფად შემოტრიალდა, ხმალი
მსუბუქად მოიქნია და უკან გახტა. ტომარა თოკზე აქანავდა.

– როგორც იქნა! – შესძახა ლამბეტმა, – როგორც იქნა, მიხვდი! უკან წადი და ერთხელაც სცადე. მინდა
დავრწმუნდე, რომ უნებლიეთ არ გამოგსვლია.

– ხმალი, როგორც ჩანს, ბასრია, – მხედვარებს მიუბრუნდა ტრისი, – მორი – მერყევი და სლიპინა,
მასწავლებელი კი სულელივით გაჰყვირის და გოგონას აბნევს. არ გეშინიათ? თუ იმის იმედი გაქვთ,
რომ ბავშვს ბედისწერა დაიცავს?

– ცირი თითქმის ნახევარი წელი ვარჯიშობდა უხმლოდ, – უპასუხა კოიონმა, – კარგად მოძრაობს. ჩვენ
კი თვალყურს ვადევნებთ, რადგან...

– რადგან ეს მისი სახლია, – ხმადაბლა, მაგრამ მკაცრად, ძალიან მკაცრად დაასრულა გერალტმა. ისეთი
კილოთი, რომელიც კამათის დასასრულს მოასწავებდა.

– საქმეც სწორედ ესაა, – ღრმად ამოიოხრა ვესემირმა, – დაიღალე, ტრის? გშია?

– გამოგიტყდებით, ფეხზე ძლივს ვდგავარ, – ამოიოხრა ქალმაც. გერალტის მზერის დაჭერა აღარ
უცდია, – წუხანდელი ღამე ნახევრად დანგრეულ მწყემსის კარავში, თივასა და ტომრებში ჩამძვრალმა
გავათიე. კიდევ კარგი, კედლებს შევულოცე და შევამჭიდროვე, თორემ სიცივისგან ფეხებს გავფშეკდი.
სუფთა საწოლი მელანდება.

– ახლა ჩვენთან ერთად ივახშმე, მერე კი გამოიძინე და დაისვენე. საუკეთესო ოთახი მოგიმზადეთ, აი,
ის, კოშკში რომაა, და საუკეთესო საწოლი დაგიდგით, რომელიც კი კერ მორენში მოიძევება.

– გმადლობთ, – ნაძალადევად გაიღიმა ტრისმა.

„კოშკში... კეთილი, ვესემირ, თუ ასე გინდა მოჩვენებითი წესიერების დაცვა, ამ ღამეს კოშკში გავათევ,
საუკეთესო საწოლში, რომელიც კი კერ მორენში მოიძევება, თუმცა მერჩივნა, ყველაზე უარესში
ჩავწოლილიყავი, ოღონდ გერალტთან ერთად“.

რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, სწრაფად შემოტრიალდა, ხმალი მსუბუქად მოიქნია და უკან გახტა.
ტომარა თოკზე აქანავდა.

– წავიდეთ, ტრის.

– წავიდეთ.

***

ქარი დარაბებზე აკაკუნებდა და ფანჯარაზე ჩამოფარებული დაჩრჩილული გობელენის ნარჩენებს

არხევდა. ტრისი იწვა კუნაპეტ სიბნელეში, კერ მორენის საუკეთესო საწოლში და ძილი არ ეკარებოდა.
იმიტომ კი არა, რომ კერ მორენის საუკეთესო საწოლი ძველი და დაფხავებული აღმოჩნდა – არა, ტრისი
ფიქრობდა. და ძილის გამაფრთხობელ ყველა ფიქრს ერთი მთავარი კითხვის გარშემო მოეყარა თავი:
რისთვის გამოიძახეს ციხე-დარბაზში? რა მიზნით?
უეჭველია, ვესემირის ავადმყოფობა მხოლოდ საბაბია. ვესემირი მხედვარია. ასი წლის ბებერი კია,
მაგრამ მის ჯანმრთელობას ბარე ორი ახალგაზრდა ინატრებს. ბერიკაცისთვის, მაგალითად,
მანტიკორას რომ ჩაესო ნესტარი ან მაქციას დაეკბინა, ტრისი კიდევ დაიჯერებდა, რომ მართლა მის
მოსარჩენად დაუძახეს, მაგრამ „ძვლების ტეხა“?! სიცილადაც არ ეყოფოდა კაცს. კერ მორენის
ჯოჯოხეთურად ცივ კედლებში „ძვლების ტეხით“ ვერავის გააკვირვებდი. ვესემირს მხედვართა
ელექსირიც მოარჩენდა, ან მთლად უკეთესი – ჭვავის მაგარი შინნახადით დაზელა და მისივე დალევა.
გრძნეული და მისი შელოცვები, ფილტრები და ამულეტები სულაც არ დასჭირდებოდა.

აბა, ვინ გამოიძახა? გერალტმა?

ტრისი საწოლში წრიალებდა. მთელ სხეულში უვლიდა თბილი ტალღები და გრძნობდა, როგორ
უმძაფრებდა აღგზნებას ბრაზი. ხმადაბლა შეიგინა, თივთიკის ლეიბს მუშტი დაჰკრა და გვერდზე
გადაბრუნდა. ძველი საწოლი აჭრიალდა. „თავს ვერ ვერევი“, გაიფიქრა ქალმა, „სულელ გოგოსავით
ვიქცევი. ან უფრო უარესი – ალერსს მოწყურებულ შინაბერასავით. ლოგიკურად ფიქრიც კი აღარ
შემიძლია“. და ისევ შეიგინა.

„რა თქმა უნდა, ეს გერალტს არ უქნია. წყნარად, გოგონი, წყნარად. გაიხსენე, როგორი გამომეტყველება
ჰქონდა საჯინიბოში. თავს ნუ მოიტყუებ, ასეთი გამომეტყველება არაერთხელ გინახავს – სულელური,
მონანიე, დაბნეული გამომეტყველება კაცისა, რომელსაც სურს დაივიწყოს, რომელიც ნანობს,
რომელსაც აღარ უნდა, ახსოვდეს მომხდარი, აღარ უნდა, წარსულს დაუბრუნდეს. ო, ღმერთებო,
ყოველთვის ასეა. და ეს მშვენივრად იცი. შენ ხომ საკმაო გამოცდილება გაქვს, პატარავ!“

იქ, სადაც საქმე ცხოვრების ეროტიკულ მხარეს ეხებოდა, ტრისს უფლება ჰქონდა, თავი ტიპურ
ჯადოქრად მიეჩნია. ყველაფერი აკრძალული ხილის მჟავე გემოთი დაიწყო, რომელიც აკადემიის
მკაცრი წესებისა და პრაქტიკის ხელმძღვანელის უმკაცრეს მოთხოვნათა წყალობით განსაკუთრებით
მიმზიდველი ეჩვენებოდა. მერე დადგა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და უწესრიგო
კავშირების ხანა, რომელიც, ჩვეულებისამებრ, იმედგაცრუებით, მწარე მოგონებებითა და
თავშეკავებით დასრულდა. დაიწყო ხანგრძლივი მარტოობა, რასაც მოჰყვა აღმოჩენა, რომ სტრესისა და
დაძაბულობის მოსახსნელად სრულიადაც არ იყო საჭირო ადამიანი, რომელიც, როგორც კი ზურგზე
გადაბრუნდებოდა და შუბლიდან ოფლს მოიწმენდდა, მაშინვე შენს ბატონად მიიჩნევდა თავს. რომ
ნერვების დასამშვიდებლად არსებობდა ნაკლებსახლაფორთო მეთოდებიც, რომლებიც, ყველაფერთან
ერთად, პირსახოცს სისხლით არ სვრიდა, საბნის ქვეშ ჰაერს არ აფუჭებდა და საუზმეს არ ითხოვდა.
მერე იყო საკუთარი სქესით დაკმაყოფილების ხანმოკლე და ხალისიანი პერიოდი, რომელიც იმ
დასკვნით დაგვირგვინდა, რომ ფეთხუმობა, ქარები და ღორმუცელობა მხოლოდ მამაკაცებს არ
სჩვეოდათ. დასასრულ, როგორც ყველა გრძნეული, ტრისიც სხვა ჯადოქრებზე გადაერთო, თუმცა ეს
თავგადასავლები შემთხვევითი და გამაღიზიანებლად ცივი, ტექნიკური და რიტუალური იყო.

მერე კი გერალტ რივიელი გამოჩნდა – ავსულთმმუსვრელი, რომელსაც მშფოთვარე ცხოვრება და

იენიფერთან, მის უახლოეს მეგობართან, უცნაური, მღელვარე და ბობოქარი ურთიერთობა ჰქონდა.

ტრისი აკვირდებოდა მათ და შურდა, თუმცა, ერთი შეხედვით, არაფერი იყო შესაშური. ამ
ურთიერთობას ორივესთვის უბედურება მოჰქონდა, დამღლელი და მტკივნეული იყო და...
ყოველგვარი ლოგიკის საპირისპიროდ, გრძელდებოდა. ტრისს ეს არ ესმოდა. და სწორედ ეს
უღვიძებდა ინტერესს. ისეთ ინტერესს, რომ...

მხედვარი ფაქტობრივად ჯადოსნობის გარეშე შეაცდინა. უბრალოდ, ხელსაყრელი შემთხვევა მიეცა.

მასა და იენიფერს ისევ ამოუვიდათ ყელში ერთმანეთი და მგზნებარედ დაშორდნენ. გერალტს სითბო
და თავდავიწყება სჭირდებოდა.

არა, ტრისს სულაც არ უნდოდა იენიფერისთვის მისი წართმევა. არსებითად, მეგობარი უფრო
სჭირდებოდა, ვიდრე კაცი. მაგრამ მხედვართან ხანმოკლე ურთიერთობა მოეწონა. მასში ის იპოვა,
რასაც ეძებდა: დანაშაულის გრძნობა, შიში და ტკივილი. მისი ტკივილი. ტრისი თვალნათლივ ხედავდა
ამ გრძნობათა გამოხატულებას, ეს აღელვებდა და როცა განშორების დრო დადგა, ვერ დაივიწყა.
საკუთარი ტკივილი კი სულ ცოტა ხნის წინ შეიცნო. მაშინ, როცა ისევ მასთან ყოფნის დაუძლეველმა
სურვილმა აიტანა. თუნდაც მცირე ხნით, სულ ერთი წამით, მაგრამ მასთან. ახლა კი ის სულ ახლოს
იყო...
ტრისმა ბალიშს მუშტები დაუშინა. „ნუ სულელობ, პატარავ, ნუ ფიქრობ მასზე. იფიქრე...“ ვისზე?
ნუთუ ცირიზე? ნუთუ?..

აი, კერ მორენში მისი ყოფნის ნამდვილი მიზეზი! ფერფლისფერთმიანი გოგონა, რომელიც, სურთ,
მხედვარად გაზარდონ. ნამდვილ მხედვარად. მუტანტად. მკვლელ მანქანად, ისეთად, როგორებიც
თავად არიან.

„ცხადია“, გაიფიქრა და ისევ აიტანა მღელვარებამ, მაგრამ ამჯერად სულ სხვანაირმა, „ცხადია, ასეა.
ბავშვს გარდაქმნას უპირებენ, ბალახებით გამოცდასა და ტრანსმუტაციას, მაგრამ არ იციან, როგორ
მიუდგნენ. მოხუცებიდან ვესემირიღა დარჩა ცოცხალი, ის კი მხოლოდ და მხოლოდ ფარიკაობის
მასწავლებელია. კერ მორენის სარდაფებში მიმალული ლაბორატორია, ლეგენდარული ელექსირით
სავსე ბოთლები, სახდელი კუბები და რეტორტები დიდი ხანია მტვერმა დაფარა. არავინ იცის, ეს
ყველაფერი როგორ მოიხმაროს. ფაქტია, მუტაგენური ელექსირი უხსოვარ დროს რომელიღაც
ჯადოქარმა-რენეგატმა გამოიგონა, მისმა მემკვიდრეებმა კი სრულყვეს და ბავშვების ტრანსმუტაციის
პროცესს წლების განმავლობაში მაგის მეშვეობით აკონტროლებდნენ. მაგრამ ერთ დღესაც ჯაჭვი
გაწყდა. ვიღაცას მაგიის ცოდნა და ჯადოსნობის ნიჭი აღარ ეყო. და აი, ახლა მხედვარებს აქვთ
ბალახები, ლაბორატორია, იციან რეცეპტები, მაგრამ ჯადოქარი აღარ ჰყავთ. თუმცა ვინ იცის, იქნებ
გამოსცადეს კიდეც ბავშვებზე მაგიური ჩარევის გარეშე მომზადებული ელექსირი...“

იმის წარმოდგენაზე, რას უშვრებოდნენ ბავშვებს, ტრისს გააჟრჟოლა.

„ახლა კი გოგონას მუტაციას აპირებენ, მაგრამ არ იციან, როგორ. ეს კი ნიშნავს, რომ... დახმარებას
ჩემგან ელიან. და ვნახავ იმას, რაც არც ერთ ახლანდელ ჯადოქარს არ უნახავს. გავიცნობ, რასაც არც
ერთი მათგანი არ გასცნობია. სახელგანთქმულ ბალახებს, ვირუსთა კულტურებს, საიდუმლო
რეცეპტებს... და სწორედ მე მოვუმზადებ ფერფლისფერთმიან ბავშვს ელექსირების ნაკრებს, მე
დავაკვირდები მუტაციურ ცვლილებებს, საკუთარი თვალით დავინახავ, როგორ...

როგორ კვდება ფერფლისფერთმიანი ბავშვი.

არა, – ტრისს გააჟრჟოლა, – არასოდეს. არაფრის გულისათვის.

თუმცა ნადრევად ხომ არ ვღელავ? მგონი, აქ რაღაც სხვა ხდება. ვახშამზე, საუბრისას, რამდენიმეჯერ
ვცადე მოულოდნელ შვილზე სიტყვის ჩამოგდება, მაგრამ ამაოდ. სიტყვა მაშინვე ბანზე ამიგდეს.

სათითაოდ ვაკვირდებოდი. ჩაფიქრებულ ვესემირს ხმა თითქმის არ ამოუღია. გერალტს რაღაც

აწუხებდა. ლამბერტი და ესკელი არაბუნებრივად მხიარულობდნენ და გაუჩერებლად ლაქლაქებდნენ.
კოიონს არაბუნებრიობამდე ბუნებრივად ეჭირა თავი. წრფელი და გულღია იყო მხოლოდ ცირი,
ყინვისგან ლოყებაწითლებული, გაწეწილი, ბედნიერი და მგელივით მშიერი. სანელებლებით
შეზავებულ,

მხედვარად. მუტანტად. მკვლელ მანქანად, ისეთად, როგორებიც თავად არიან.

ყველითა და გაფიცხებული პურით შესქელებულ შეჭამანდს შეექცეოდნენ და გაოცებულმა ცირიმ

იკითხა, სოკო რატომ არ მოიტანესო. სიდრს სვამდნენ, გოგონას კი წყალი დაუსხეს, რითაც აშკარად
გაკვირვებული და იმედგაცრუებული დარჩა. „სად არის სალათა?“ – წამოიყვირა ერთბაშად. პასუხად
ლამბერტმა საყვედურით შეხედა და უბრძანა, იდაყვები მაგიდიდან ჩამოეღო.

სოკო და სალათა? დეკემბერში?

„დღესავით ნათელია“, გაიფიქრა ტრისმა, „მეცნიერებისთვის უცნობ მთის მცენარეებსა და

ლეგენდარულ გამოქვაბულის სოკოს აჭმევენ, საიდუმლო ბალახებისგან მომზადებულ
სახელგანთქმულ სასმელებს ასმევენ. გოგონა სწრაფად ვითარდება და მხედვარის სატანურ ძალას
იკრებს. ბუნებრივად, მუტაციის, რისკისა და ჰორმონული რევოლუციის გარეშე. მაგრამ
ჯადოქრისთვის ამის ცოდნა არ ეგების. ჯადოქრისთვის ეს საიდუმლოა. არაფერსაც არ მეტყვიან,
არაფერსაც არ მაჩვენებენ.

დავინახე, როგორ დარბოდა ეს გოგონა, როგორ ცეკვავდა მორზე ხმლით ხელში, რა სწრაფი და
მოქნილია, რა კატასავით გრაციოზული, როგორ მოძრაობს. აუცილებლად უნდა ვნახო გახდილი,
ვნახო, როგორ ვითარდება ამ საკვების გავლენით. ვინ იცის, შესასწავლად სოკოსა და სალათის
ნიმუშების გაპარებაც მოვახერხო. ვნახოთ, ვნახოთ...
ნდობა? ფეხებზე მკიდია თქვენი ნდობა, ავსულთმმუსვრელებო. ქვეყანაზე კიბო, შავი ჭირი, ტეტანუსი
და სისხლის გათეთრება მძვინვარებს, არსებობს ალერგია, არსებობს ახალშობილთა უეცარი
სიკვდილის სინდრომი, თქვენ კი საგულდაგულოდ მალავთ თქვენს სოკოებს, რომლებსაც, ვინ იცის,
რამდენი ავადმყოფის გადარჩენა შეუძლია. მეც კი, ვისაც მეგობრობას მეფიცებით, პატივისცემასა და
ნდობას მიმტკიცებთ. არათუ ლაბორატორიას, ამ წვირიან სოკოებსაც კი არ მაჩვენებთ!

რა ჯანდაბისთვის მომათრიეთ? მე, ჯადოქარი?

მაგია!“

ტრისს ხარხარი აუვარდა.

„აი, გამოგიჭირეთ კიდეც, მხედვარებო! ცირიმ თქვენც ჩემსავით დაგაფრთხოთ. თავისი ხილვებით,
წინასწარმეტყველებითა და მისნობით, აურით, რომელსაც ჩემზე არანაკლებ კარგად გრძნობთ. იქნებ
ანგარიშმიუცემლად ფსიქოკინეტიკურად აიტაცა რამე ან

სადილზე კალის კოვზს მიაჩერდა და ნებისყოფის ძალით მოღუნა. გიპასუხათ კითხვებზე, რომლებსაც
გულში სვამდით, იქნებ იმ კითხვებზეც კი, რომელთა დასმისა ფიქრშიც კი გეშინიათ. და შიშმა
აგიტანათ. მიხვდით, რომ თქვენი მოულოდელი შვილი იმაზე გაცილებით მოულოდნელია, ვიდრე
გეგონათ.

მიხვდით, რომ კერ მორენის ჭერქვეშ წყარო შეიფარეთ. რომ ჯადოქრის გარეშე ვერაფერს გახდებით.
ჯადოქარი კი, რომელიც თქვენდამი მეგობრულადაა განწყობილი და რომელსაც ენდობით, არ
არსებობს.

ჩემი და...

იენიფერის გარდა“.

ქარმა დაიზუზუნა, დარაბები ააჯახუნა, გობელენი გაბერა. ტრის მერიგოლდი გულაღმა გადაბრუნდა
და, ფიქრში წასული, ცერზე ფრჩხილის კვნეტას მოჰყვა.

„გერალტს იენიფერი არ მოუწვევია. მე მომიწვია. მაშ, იქნებ... ვინ იცის. შესაძლოა. მაგრამ თუ
ყველაფერი ისეა, როგორც მგონია, რატომღა...

რატომ?..“

მხოლოდ ნანგრევებში მოზუზუნე ქარმა უპასუხა.

***

მზიანი, მაგრამ საშინლად ცივი დღე გათენდა. ტრისს გათოშილს და გამოუძინებელს, მაგრამ
დამშვიდებულს და გამბედაობით აღსავსეს გაეღვიძა.

დარბაზში ყველაზე გვიან ჩავიდა და კმაყოფილი შეეგება გამოხედვას, რომელმაც საკადრისად

დააჯილდოვა მისი ძალისხმევა –
სამგზავრო სამოსის ნაცვლად სადა, მაგრამ ეფექტური კაბა ეცვა, ჯადოსნური არომატიზატორები
ეპკურებინა და არაჯადოსნური, მაგრამ ჯოჯოხეთურად ძვირფასი ფერუმარილი წაესვა. შვრიის ფაფას
შეექცეოდა და დროდადრო მხედვარებს უმნიშვნელო, ბანალურ ფრაზებს ესროდა.

ცირიმ თასში ჩაიხედა და აწუწუნდა:

– ისევ წყალი? უკვე კბილები ამატკივა ამ წყალმა! წვენი მინდა, აი, ის, ცისფერი!

– ნუ იბღუნძები, – უთხრა ლამბერტმა და ცალი თვალით ტრისს გახედა, – და პირს სახელოთი ნუ

იწმენდ. მორჩი ჭამას, მეცადინეობის დროა. დღე იკლებს.

– გერალტ, – ტრისმაც გაათავა ფაფა, – გუშინ ცირი ბილიკზე დაეცა. საშიში არაფერია, ამ მასხარას
სამოსმა წააქცია. ძალიან ცუდად აქვს მორგებული. უფრო სწორად, საერთოდ არ ერგება და სირბილში
ხელს უშლის.

ვესემირმა ჩაახველა და თვალი აარიდა. „აჰა“, გაიფიქრა ჯადოქარმა, „ესე იგი შენი ნახელავია,
ფარიკაობის ოსტატო. ალბათ, ხმლითაა გამოჭრილი და ისრის წვერით ნაკერი“.

– მართლაც, დღე უფრო და უფრო იკლებს, – განაგრძო ტრისმა ისე, რომ პასუხს არ დალოდებია, –
მაგრამ დღევანდელი კიდევ უფრო მოკლე იქნება. მორჩი, ცირი? წამოდი, შენი ტანსაცმელი
გადავაკეთოთ.

– მთელი წელია ასე ჩაცმული დარბის, მერიგოლდ, – ავად გადაუგდო ლამბერტმა, – მაგრამ არაფერი
მოსვლია, სანამ...

– სანამ არ მოვიდა ქალი, რომელიც დასანახავად ვერ იტანს უგემოვნო და ცუდად მორგებულ სამოსს?
მართალი ხარ, ლამბერტ. მოვიდა ქალი და წესრიგი დაემხო. დიდი ცვლილებების დრო დადგა.
წამოდი, ცირი.

გოგონა შეყოყმანდა და თვალი გერალტისკენ გააპარა. გერალტმა თავი დაუქნია და თბილად გაუღიმა.
ისე, როგორც ოდესღაც იღიმებოდა. იმ დროს, როცა...

ტრისმა თვალი აარიდა. ეს ღიმილი მას არ ეკუთვნოდა.

ესროდა.

ცირის ოთახი მხედვართა სენაკების ზუსტი ასლი იყო. იქ პრაქტიკულად არაფერი იდგა, გარდა
ფიცრებისგან შეკოწიწებული საწოლისა, ტაბურეტისა და მომცრო სკივრისა. თავიანთი სენაკების
კედლებსა და კარებზე ავსულთმმუსვრელები ნანადირევის – ირმების, ფოცხვერების, სამურავების –
ტყავებს აკრავდნენ, ცირის ოთახის კარზე კი გიგანტური კუდქერცლა ვირთაგვის ტყავი ეკიდა. ტრისი
ძლივს მოერია სურვილს, ეს მყრალი საძაგლობა ჩამოეგლიჯა და ფანჯრიდან მოესროლა.

გოგონა საწოლთან იდგა და მოლოდინით შეჰყურებდა.

– მოდი, ოდნავ შევასწოროთ შენი... ბალახონი, – უთხრა ჯადოქარმა, – თარგის გამოჭრა და კერვა
ყოველთვის მეხერხებოდა, მგონი, ამ თხის ტყავსაც მოვუხერხებ რამეს. შენ, პატარა მხედვარო, ოდესმე
გჭერია ხელში ნემსი და ძაფი? თივით გატენილი ტომრების ჩხვლეტის გარდა რამე უსწავლებიათ?

– კაგენში, მდინარისპირეთში რომ ვიყავი, ვართავდი ხოლმე, – უხალისოდ ჩაიბურტყუნა ცირიმ, –

კერვას არ მანებებდნენ, ტილოს აფუჭებ და ძაფს ტყუილად ხარჯავო. ყველაფერი დასარღვევი
ხდებოდა. უფ, რა მოსაწყენი საქმეა ეს დართვა.

– მართალია, – ტრისმა გადაიხარხარა, – საშინლად მოსაწყენია. არც მე მიყვარს.

– მოგწევია? მე – კი, იმიტომ, რომ... ჰო, მაგრამ შენ ხომ ჯადოსა... ჯადოქარი ხარ და ყველაფრის გაჩენა
შეგიძლია! ეგ ლამაზი კაბაც... გააჩინე?

– არა, – გაუღიმა ტრისმა, – მაგრამ არც შემიკერავს. ასეთი მარჯვეც არ გახლავარ.

– ჩემს ტანსაცმელს როგორღა გადააკეთებ? ჯადოქრობით?

– რატომ? ჯადოსნური ნემსიც საკმარისია, რომელსაც შელოცვით ცოტას ავაჩქარებთ, ხოლო თუ

დაგვჭირდა...

ტრისმა ცირის ქურთუკის გამოხეულ სახელოს ნელა ჩამოუსვა ხელი, ჯადოსიტყვა ჩაიბუტბუტა და
ამულეტი გააღვიძა. ნახვრეტისგან კვალიც არ დარჩენილა. ცირი აღტაცებისგან აჭყივლდა.

– ეს ჯადოქრობა იყო! ამიერიდან ჯადოსნური ქურთუკი მექნება! ჰუჰ!

– სანამ უბრალოს, მაგრამ მოხდენილს არ შეგიკერავ. ახლა კი ყველაფერი გაიხადე, ჩემო გოგონავ, და
სხვა რამე ჩაიცვი. იმედი მაქვს, მხოლოდ ეს არ გაბადია.

ცირიმ თავი გაიქნია, სკივრს სახურავი ახადა და გახუნებული ფართო კაბა, მორუხო-მოცისფრო
ჟილეტი, სელის პერანგი და ქლამიდის მსგავსი შალის ბლუზა ამოალაგა.

– აქ რომ მოვედი, ესენი მეცვა, მაგრამ ახლა აღარ ვიცვამ, დედაკაცური ძონძებია.

– გასაგებია, – ტრისი დამცინავად დაიჭყანა, – დედაკაცურია თუ არა, ჩაცმა მაინც მოგიწევს. აბა,
ცოცხლად. მოდი, მოგეხმარები... უხ, შენი! ეს რა ჯანდაბაა?

გოგონას მკლავები ერთიანად დალილავებული ჰქონდა. ალაგ-ალაგ სილურჯე სიყვითლეში

გადასვლოდა, ალაგ-ალაგ კი სულ ახალი იყო.

– ეს რა ჯანდაბაა-მეთქი? – გაუმეორა განრისხებულმა ჯადოქარმა, – ასე ვინ დაგალურჯა?

– ეს? – ცირიმ ისე დაიხედა მკლავებზე, თითქოს ლაქების სიმრავლე თვითონვე გაუკვირდა, – ა, ეს...
წისქვილმა. ძაან ნელა ვმოძრაობდი.

– რომელმა წისქვილმა, დასწყევლოს ღმერთმა?

– წისქვილმა, რა... – ცირიმ ჯადოქარს უზარმაზარი თვალები მიაპყრო, – აი, ასეთმა... მაგაზე დარტყმის
თავიდან აცილებას ვსწავლობ. აი, ამხელა ხის თათები აქვს, ტრიალებს და ამ თათებს იქნევს. რომ
დაუძვრე, ძალიან სწრაფად უნდა იხტუნო. ის უნდა გამოიმუშაო... ლეფრექსი. თუ ლეფრექსი არ
გივარგა, წისქვილი თათს ჩაგცხებს. თავიდან საშინლად მიბაგუნებდა, ახლა კი...

– შარვალი და პერანგიც გაიხადე. ო, ღმერთებო! ო, ქალწულო! ასე როგორ დადიხარ? ან როგორ

დარბიხარ?!

ორივე თეძო და ბარძაყი გოგონას მოლურჯო-მოშავო შეშუპებული სისხლჩაქცევებით ჰქონდა

დაფარული. ცირი შეკრთა და უკან დაიხია. ტრისმა ჯუჯების ენაზე შეიგინა.

– ესეც წისქვილმა დაგილურჯა? – სცადა ბრაზის მოთოკვა.

– ეს? არა. წისქვილმა, აი, ეს, – ცირიმ გულგრილად მიუთითა მარცხენა მუხლის ქვემოთ გაწოლილ
ვეება სილურჯეზე, – დანარჩენები – სხვებმა. ეს – ქანქარამ. ქანქარაზე ხმლით ბიჯებს ვსწავლობ.
გერალტი ამბობს, უკვე არა გიშავსო. კარგი... ალღო გაქვსო. ჰო, კარგი ალღო მაქვს.

– ხოლო თუ ალღომ გიმტყუნა, – კბილები გააკრაჭუნა ტრისმა, – ქანქარა, სავარაუდოდ, ჩაგცხებს...

– აბა რა, – კვერი დაუკრა მისი უვიცობით გაკვირვებულმა გოგონამ, – ჩამცხებს და მერე როგორ!

– და ეს? გვერდზე? აქ რაღა მოგხვდა, მჭედლის ურო?

ცირიმ ტკივილისგან წაისისინა და გაწითლდა.

– ბიბილოდან ჩამოვვარდი...

– ...და ბიბილომ ფერდში გითავაზა, – დაასრულა ტრისმა, რომელსაც უფრო და უფრო უჭირდა თავის
შეკავება.

– ბიბილომ როგორ უნდა მითავაზოს? – ჩაიფრუტუნა ცირიმ, – ეგ ხო მიწაშია ჩასობილი. ვერაფერსაც

ვერ მითავაზებს. უბრალოდ, ჩამოვვარდი. შეხტომით პირუეტს ვსწავლობდი და არ გამომივიდა. ბოძს
მივარტყი და დამილურჯდა.

– იწექი? სუნთქვა გიჭირდა? გტკივა?

– არაფერიც. კოიონმა დამიზილა და ისევ ბიბილოზე შემსვა. ასე უნდა, გესმის? თორემ სამუდამოდ
დაშინდები.

– რაო, რაო?

– სამუდამოდ დაშინდები, – ამაყად გაიმეორა ცირიმ და ფერფლისფერი ქოჩორი შუბლიდან გადაიყარა,

– არ იცოდი? რაც არ უნდა დაგემართოს, მაინც მაშინვე იარაღს უნდა დაუბრუნდე, თორემ დაშინდები,
ხოლო თუ დაშინდი, არაფერიც აღარ გამოგივა. ვარჯიშის შეწყვეტა არ შეიძლება. ასე თქვა გერალტმა.

– დავიხსომებ ამ სიტყვებს, – კბილებში გამოცრა ჯადოქარმა, – და მათ ავტორსაც. ურიგო რეცეპტი არ

არის, მაგრამ, რაღა დაგიმალო, მეეჭვება, ყოველგვარ ვითარებაში გამოსადეგი იყოს. აი, სხვის ხარჯზე
მისი რეალიზება კი საკმაოდ ადვილია. მაშ, ვარჯიშისთვის თავის დანებება არ შეიძლება, თუნდაც
წაგაქციონ და მთელი ძალით გიბაგუნონ, მაინც უნდა წამოდგე და ვარჯიში გააგრძელო, თორემ
არაფერი გამოგივა?

– აბა რა. მხედვარს არაფრისა ეშინია.

– მართლა? შენ, ცირი, შენც არაფრისა გეშინია? გულახდილად მითხარი.

გოგონამ პირი იბრუნა და ტუჩი მოიკვნიტა.

– არავის ეტყვი?

– არა.

– ყველაზე მეტად წყვილი ქანქარასი მეშინია. წისქვილისაც, როცა ძალიან ჩქარა ტრიალებს. და კიდე
ერთი გრძელი ხარიხაა... იმაზე ჯერ დაზღვით... არა, დაზღვევით დავცოცავ. ლამბერტი ამბობს,
დოყლაპია და ბოთე ხარო, მაგრამ სულაც არა ვარ ეგეთი. გერალტმა თქვა, რომ სიმძიმის ცენტრი სხვა
ადგილას მაქვს, იმიტომ, რომ გოგო ვარ. უბრალოდ, უფრო მეტი უნდა ვივარჯიშო. თუმცა... რაღაცის
კითხვა მინდოდა. შეიძლება?

– შეიძლება.

– შენ ხომ ჯადოებსა და შელოცვებში ერკვევი... ჯადოქრობა შეგიძლია... ბიჭად ვერ მაქცევ?

– ვერა, – ცივად უპასუხა ტრისმა, – ვერ გაქცევ.

– ჰმ, – პატარა მხედვარმა მოიწყინა, – ის მაინც არ შეგიძლია, რომ...

– რა ის?

– ისე გააკეთო, რომ არ მომიწიოს... – ცირი ყაყაჩოსავით გაწითლდა, – მოდი, ყურში გეტყვი...

– მითხარი, – ტრისი მისკენ დაიხარა, – გისმენ.

ცირი უარესად გაწითლდა და ტუჩები წაბლისფერ თმასთან მიუტანა.

ტრისს თვალები რისხვით აუგიზგიზდა.

– ახლა? დღეს?

– აჰა.

– გამოთაყვანებული ვირები! – წამოიყვირა ჯადოქარმა და სკამს ისეთი ძალით გაჰკრა ფეხი, რომ კარს
მიახეთქა და ვირთაგვის ტყავი ჩამოაგდო, – ჯანდაბა, დოზანა, ჭირი და კეთრი! დავხოცავ ამ
იდიოტებს!
***

– დამშვიდდი, მერიგოლდ, – თქვა ლამბერტმა, – ნერვიულობა მავნებელია და, რაც მთავარია,

საამისოდ არავითარი საფუძველი არ არსებობს.

– ჭკუას ნუ მასწავლი! და მერიგოლდს ნუ მეძახი! საერთოდაც, აჯობებს, ხმა ჩაიწყვიტო. შენ არ

გელაპარაკები. ვესემირ, გერალტ, რომელიმე თქვენგანს უნახავს, ბავშვი რა დღეშია? მთელი ტანი
დალურჯებული აქვს!

– გოგონი, – დინჯად უპასუხა ვესემირმა, – ემოციებს ნუ აჰყვები. შენ სხვანაირად ხარ აღზრდილი,
ბავშვებიც სხვანაირად აღზრდილი გინახავს. ცირი სამხრეთელია, იქ კი გოგონებს და ბიჭებს, ელფების
მსგავსად, ერთნაირად ზრდიან. ხუთი წლისა პონიზე შესვეს, რვა წლისა კი უკვე სანადიროდ
დაჰყავდათ. ისრის, შუბისა და ხმლის ხმარებას ასწავლიდნენ. ასე რომ, ცირი სილურჯეებს
მიჩვეულია...

– ზღაპრებს ნუ მიყვები! – აღშფოთდა ტრისი, – თავს ნუ ისულელებთ. ეს პონი, ცხენით სეირნობა და

მარხილით სრიალი არ არის. ეს კერ მორენია! ამ თქვენს წისქვილებსა და ქანქარებზე, ამ თქვენს
სატანჯველაზე ათეულობით ბიჭს დაუმტვრევია ხელ-ფეხი და მოუტეხია კისერი, ათეულობით
ცხოვრებისგან გამობრძმედილ და ნაწრთობ მაწანწალას, შარაგზებზე ნაპოვნ და არხებიდან ამოთრეულ
მრავლისმნახველ, ამტან ყაჩაღანას. ცირის რა ელის? კი ბატონო, სამხრეთელია, კი ბატონო, ძუ ლომი
ზრდიდა, მაგრამ მაინც თავადის ასულია! სიფრიფანა, ძვალწვრილი და ნაზი. გოგოა! რას უპირებთ?
მხედვარად ქცევას?

– ამ გოგომ, – წყნარად გაეპასუხა გერალტი, – ამ პატარა, ნაზმა თავადის ასულმა, ცინტრის სასაკლაო
გამოიარა. მარტოდმარტო დაუსხლტა ხელიდან ნილფგაარდის ჯარებს, გადაურჩა სოფლებს მოდებულ
მაროდიორებს, რომლებიც ყოველივე ცოცხალს ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ, ორი კვირა გაძლო
მდინარისპირეთის ტყეებში, მთელი თვე დაეხეტებოდა ერთ მუჭა ლტოლვილებთან ერთად,
სხვებივით შრომობდა და სხვებივით შიმშილობდა, სოფელში, სადაც ქმეთების ოჯახმა შეიფარა,
თითქმის ნახევარი წელი ჯაფით იწყვეტდა წელს. ასე რომ, დამიჯერე, ტრის, არანაკლებაა
გამობრძმედილი, ვიდრე ის შარაგზებზე ნაპოვნი და არხებიდან ამოთრეული მაწანწალები, რომლებსაც
კერ მორენში უყრიდნენ თავს. არაფრით ჩამოუვარდება ჩვენისთანებს – ზედმეტ, უკანონო შვილებს,
მოწნული კალათებით კნუტებივით რომ მიყრიან ხოლმე ფუნდუკებში. ხოლო გოგო რომაა... ამას რა
მნიშვნელობა აქვს?

– მეკითხები კიდეც? – დაუყვირა ჯადოქარმა, – რა და ის, რომ თქვენ არ გგავთ, საკუთარი დღეები აქვს
და ამის ატანა ძალიან უჭირს. თქვენ კი აიძულებთ, სატანჯველასა და ამ სულელურ წისქვილებზე
ამოიტრიალოს გულ-მუცელი!

ტრისი გაცეცხლებული იყო, მაგრამ ახალგაზრდა მხედვართა დაბნეული სახეებისა და ვესემირის

ჩამოვარდნილი ყბის დანახვაზე ენით აუწერელი კმაყოფილება იგრძნო.

– არც კი იცოდით, – უკვე მშვიდად, მაგრამ საყვედურით გადააქნია თავი, – თქვენც აღმზრდელები
გქვიათ, რა! გამხელისა რცხვენია, რადგან ასწავლეს, რომ ასეთი უსიამოვნებები მამაკაცებს არ უნდა
გაუმხილოს, სისუსტისაც რცხვენია, ტკივილისაც, იმისაც, რომ

ჩვეულებისამებრ მოქნილი აღარ არის. გიფიქრიათ, რატომ? დაინტერესებულხართ? გიცდიათ იმის

მიხვედრა, ხელს რა უშლის? იქნებ სულაც აქ, კერ მორენში მოუვიდა პირველად დედათა წესი! და
ღამღამობით ტიროდა, რადგან არავინ თანაუგრძნობდა, არავის ესმოდა მისი? ერთ თქვენგანს მაინც
უფიქრია ამაზე?

– გეყოფა, ტრის, – ამოიოხრა გერალტმა, – საკმარისია. რაც გინდოდა, მიაღწიე. იქნებ უფრო მეტსაც.

– დედა ვატირე ყველაფრის, – შეიგინა კოიონმა, – მაგრები ვართ რა... ვესემირ, შენ მაინც...

– გაჩუმდი, – წაიბურტყუნა მოხუცმა მხედვარმა, – ხმა არ ამოიღო.

მოულოდნელად ესკელი წამოდგა, ჯადოქარს მიუახლოვდა, თავი მდაბლად დაუკრა და მოწიწებით

ემთხვია ხელზე. ქალმა სწრაფად წაართვა ხელი, მაგრამ იმის საჩვენებლად კი არა, როგორ ბრაზობდა –
იმ გამჭოლი, სასიამოვნო ვიბრაციის შესაჩერებლად, რომელიც მხედვარის შეხებამ მოჰგვარა. ესკელს
ძლიერი ემანაცია ჰქონდა. გერალტზე ძლიერი.

– ტრის, – კაცმა ფიქრიანად მოისრისა საზარელი ნაიარევით გადასერილი ლოყა, – მოგვეხმარე,

გთხოვთ, მოგვეხმარე, ტრის.
გრძნეულმა თვალი გაუსწორა და ტუჩები მაგრად მოკუმა.

– რაში? რაში მოგეხმაროთ, ესკელ?

ესკელმა ისევ მოისრისა ლოყა და გერალტს გახედა. თმათეთრ მხედვარს თავი დაეხარა და თვალებზე
ხელი აეფარებინა. ვესემირმა ხმამაღლა ჩაახველა.

ამ დროს კარმა გაიჭრიალა და დარბაზში ცირი შევიდა. ვესემირს ხველა ხრინწიან ოხვრაში
გადაეზარდა. ლამბერტმა პირი დააღო. ტრისმა ძლივს შეიკავა სიცილი.

თმაშეჭრილ და დავარცხნილ ცირის კაბის კალთა სათუთად აეკრიფა და პატარა ნაბიჯებით მიდიოდა
მათკენ. ქობაშემოჭრილ და მის ტანზე გადაკეთებულ მუქ ცისფერ კაბას ჯერ კიდევ აჩნდა სასაპალნე
თოკების ნაკვალევი. გოგონას ჯადოქრისავე ნაჩუქარი ყელსაბამი ეკეთა – ლალისთვლიანი და
ოქროსშესაკრავიანი შავი ტყავის გველი.

ცირი ვესემირის წინ შეჩერდა და ხელებს რომ ვერაფერი მოუხერხა, ცერა თითები საქამრეში ჩაიყო.

– დღეს ვერ ვივარჯიშებ, – სამარისებურ სიჩუმეში მკაფიოდ გაისმა მისი ხმა, – იმიტომ, რომ... იმიტომ,
რომ... – გოგონამ ჯადოქარს გახედა. ტრისმა თვალი ჩაუკრა, საკუთარი ოინით კმაყოფილი ონავარივით
დაემანჭა და უხმოდ უკარნახა მიზეზი, – იმიტომ, რომ შეუძლოდ ვარ, – ამაყად დაასრულა ცირიმ და
ცხვირი ლამის ჭერში გადებულ კოჭებამდე აბზიკა. ვესემირს ისევ აუვარდა ხველა, მაგრამ ესკელი,
საყვარელი ესკელი, არ დაბნეულა და ამჯერადაც ისე მოიქცა, როგორც საჭირო იყო.

– რა თქმა უნდა, – უთხრა ღიმილით, – გვესმის და ვხედავთ. ვარჯიშს მანამდე გადავდებთ, სანამ...
სანამ შეუძლოდ ყოფნა... არ გაგივლის. თეორიულ მეცადინეობებსაც შევამცირებთ, ხოლო თუ თავს
ცუდად იგრძნობ, სულაც შევწყვეტთ. თუ წამლები ან...

– ამაზე მე ვიზრუნებ, – ღიმილით შეაწყვეტინა ტრისმა.

– ხო... – ცირი ოდნავ გაწითლდა და მოხუც მხედვარს შეხედა, – ძია ვესემირ, ტრისს... უფრო სწორად,
ქალბატონ მერიგოლდს, ვთხოვე, რო... ცოტა... დიდხანს დარჩეს ჩვენთან. მაგრამ ტრისმა მითხრა, რო
ამისთვის შენი თანხმობაა საჭირო თუ რაღაც ეგეთი. ძია ვესემირ! დათანხმდი, რა!

– თანახმა ვარ, – ხმა ჩაიწმინდა ვესემირმა, – რა თქმა უნდა, თანახმა ვარ.

– ძალიან გაგვახარებ, – გერალტმა ახლაღა ჩამოიღო შუბლიდან ხელი, – და გვასიამოვნებ, ტრის.

– ძალიან-ძალიან, – დაიწრიპინა ცირიმ.

ჯადოქარმა ოდნავ დაუკრა თავი და წამწამების უმანკო ფახულით თითზე დახვეული კულულის
წვალებას მოჰყვა. გერალტს სახე გაქვავებოდა.

– შენი მხრივ, ცირი, ძალზე სწორი და ტაქტიანი ნაბიჯია, რომ ქალბატონ მერიგოლდს კერ მორენში
მეტხანს დარჩენა შესთავაზე, – თქვა მან, – ვამაყობ შენით.

ცირი აილეწა და ფართოდ გაიღიმა. ჯადოქარმა კიდევ ანიშნა რაღაც.

– ახლა კი, ბატონებო, – გოგონამ თავი ასწია, – დაგტოვებთ, იმიტომ, რომ ალბათ გნებავთ, ტრისს
ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე მოეთათბიროთ. ქალბატონო მერიგოლდ, ძია ვესემირ, ბატონებო...
დროებით გემშვიდობებით...

მოხდენილი რევერანსი გააკეთა და ნელა, ღირსების გრძნობით აღსავსე ნაბიჯით გავიდა დარბაზიდან.

– ჯანდაბა, – სიჩუმე ლამბერტმა დაარღვია, – გასაგიჟებელი ამბავია. მე კი არ მჯეროდა, რომ თავადის

ასული იყო.

– გაიგეთ, ხეპრეებო? – თვალი მოავლო ვესემირმა ახალგაზრდებს, – თუ დილით კაბა ჩაიცვა...

არავითარი ვარჯიში არ გამაგონოთ! გასაგებია?

ესკელმა და კოიონმა მოხუცს უსიტყვო მზერა ესროლეს, რომელშიც პატივისცემის ნიშანწყალიც არ

ჩანდა. ლამბერტმა მოურიდებლად ჩაიფხუკუნა. მხოლოდ გერალტი უყურებდა ჯადოქარს. ქალი
იღიმებოდა.

***

– რა პირობები? – აფორიაქდა ესკელი, – ტრის, ხომ დავიფიცეთ, რომ ცირის უწინდებურად აღარ
დავტვირთავდით, კიდევ რაღა პირობები გინდა?

– კაცმა რომ თქვას, მთლად პირობებიც არ ეთქმის, უფრო რჩევებია. სამ რჩევას მოგცემთ, რომლებსაც
არასოდეს გადაუხვევთ. თუ, რასაკვირველია, გინდათ, რომ აქ დავრჩე და გოგონას აღზრდაში
მოგეხმაროთ.

– გისმენთ, ტრის, – თქვა გერალტმა.

– უწინარეს ყოვლისა, – დამცინავი ღიმილით დაიწყო ქალმა, – ცირის მენიუ უფრო მრავალფეროვანი
უნდა გახადოთ, საიდუმლო ბალახების და სოკოების წილი კი შეამციროთ.

გერალტს და კოიონს მშვენივრად ეხერხებოდათ გრძნობების მოთოკვა. ლამბერტს და ესკელს, ცოტა არ

იყოს, უჭირდათ, ვესემირს კი

საერთოდ არ შეეძლო. მისი შეფიქრიანებული სახის შემხედვარე ტრისმა სიცილი ძლივს შეიკავა. „რას
ვიზამთ. მის დროს სამყარო უკეთესი იყო, ფარისევლობა სამარცხვინოდ მიიჩნეოდა, გულახდილობის
გამო არავის ძრახავდნენ“.

– უცნობი ბალახების ნაყენი უფრო იშვიათად უნდა სვას, – განაგრძო მან, – რძე – უფრო ხშირად. თხები
გყავთ, წველა კი სულაც არ არის რთული. აი, ნახავ, ლამბერტ, უცებ ისწავლი.

– ტრის, – დაიწყო გერალტმა, – მომისმინე...

– არა, შენ თვითონ მომისმინე. ცირის მკვეთრი მუტაცია არ გაუვლია, ჰორმონული ცვლილებები არ
განუცდია, ბალახები და ელექსირები მასზე არ გამოგიცდიათ. ამისთვის ქებას გასხამთ. ეს გონივრული,
ადამიანური საქციელია. აქამდე მისი ორგანიზმი შხამებით არ დაგიზიანებიათ. ამიერიდან კი მით
უმეტეს არ შეიძლება ამის გაკეთება.

– რას გულისხმობ?
– სოკოები, რომელთა თვისებებსაც ასე საიდუმლოდ ინახავთ, – აუხსნა ტრისმა, – მართლაც აკაჟებს და
ამაგრებს კუნთებს, იდეალურ ნივთიერებათა ცვლას უზრუნველყოფს და განვითარებას აჩქარებს.
მაგრამ ამ ყველაფერს, ერთად აღებულს და ვარჯიშით შეზავებულს, აღნაგობის განსაზღვრულ
ცვლილებებამდე მივყავართ. ეს ცვლილებები ცხიმოვან ქსოვილსაც ეხება. ცირი ქალია. რაკი
ჰორმონულად არ დაგისახიჩრებიათ, ნურც ფიზიკურად დაასახიჩრებთ, თორემ შესაძლოა, ოდესმე
ძალიან გაგინაწყენდეთ იმის გამო, რომ ქალური... ასე ვთქვათ, ატრიბუტები წაართვით. მიმიხვდით?

– როგორ არა, – ჩაიბურტყუნა ლამბერტმა, უტიფრად რომ ათვალიერებდა ტრისის მკერდს. ესკელმა
ჩაახველა და ახალგაზრდა მხედვარს გამანადგურებელი მზერა ესროლა.

– იმედი მაქვს, – საუბარში ჩაერთო გერალტი და თვალები ბრაზით დააკვესა, – ჯერჯერობით

გამოუსწორებელი არაფერი შეგიმჩნევია.

– არა, – გაუღიმა ქალმა, – საბედნიეროდ, არა. გოგონა ჯანმრთელი და ნორმალურია, აღნაგობით

ქალწულ დრიადას ჰგავს, შეხედვა გესიამოვნება. მაგრამ, ძალიან გთხოვთ, დამაჩქარებლები ზომიერად
გამოიყენეთ.

– ზომიერად გამოვიყენებთ, – აღუთქვა ვესემირმა, – გმადლობთ გაფრთხილებისთვის, შვილო. კიდევ?

შენ ხომ სამი... რჩევა ახსენე.

– სწორედ რომ. აი, მეორე: აქ ცირი სულ მთლად გაველურდება. მას გარე სამყაროსთან, თანატოლებთან
ურთიერთობა სჭირდება. სათანადო განათლება უნდა მიიღოს და ნორმალური ცხოვრებისთვის
მოემზადოს. ჯერჯერობით, დაე, იქნიოს ხმალი. მუტაციის გარეშე მხედვარი მისგან მაინც არ დადგება,
ვარჯიში კი მართლაც არ აწყენს – მძიმე და საშიში დროება დაგვიდგა, ურიგო არ იქნება, საჭიროების
შემთხვევაში თავის დაცვა შეეძლოს, როგორც მდედრ ელფს. მაგრამ აქ, ამ ღვთისა და კაცისგან
მივიწყებულ ადგილას, მისი დამარხვის უფლება არ გაქვთ. ის ნორმალურ ცხოვრებას უნდა ეზიაროს.

– მისი ნორმალური ცხოვრება ცინტრასთან ერთად დაიფერფლა, – ჩაილაპარაკა გერალტმა, – თუმცა,

ტრის, როგორც ყოველთვის, მართალი ხარ. ამაზე ჩვენც გვიფიქრია. გაზაფხულდება თუ არა,
ელანდერში წავიყვან, სატაძრო სკოლაში, ნენეკესთან.

– მშვენიერი აზრი და ბრძნული გადაწყვეტილებაა. ნენეკე განსაკუთრებული ქალია, ქალღმერთ

მელიტელეს ტაძარი კი განსაკუთრებული ადგილი. გოგონა იქ უსაფრთხოდაც იქნება და სათანადო
აღზრდასაც მიიღებს. ცირიმ იცის?

– იცის. რამდენიმე დღე წუწუნებდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს შეეგუა. ახლა თვითონვე ელოდება
გაზაფხულს – ტემერიაში გაემგზავრება, ქვეყანას ნახავს.

– მის ასაკში მეც ასე ვიყავი, – გაიღიმა ტრისმა, – სიტყვამ მოიტანა და, მხოლოდ ამით როდი მგავს... აი,
მესამე რჩევაც. ყველაზე მნიშვნელოვანი. სულელებივით ნუ მიყურებთ, მშვენივრად ხვდებით, რასაც
ვგულისხმობ. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ჯადოქარი ვარ? არ ვიცი, რამდენი ხანი დაგჭირდათ ცირის
მაგიური უნარის აღმოსაჩენად. მე ნახევარი საათი მეყო და უკვე ვიცი, ვინც არის, უფრო სწორად, რაც
არის ეს გოგონა.

– მაინც, რა?

– წყარო!
– შეუძლებელია!

– შესაძლებელია. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ასეა. ცირი – წყაროა. მას მედიუმის უნარი აქვს.
უფრო მეტიც – საშიში უნარი. მეც ამიტომ და მხოლოდ ამიტომ მომათრიეთ კერ მორენში, ხომ ასეა?
ხომ ამიტომ?

სათანადო განათლება უნდა მიიღოს და ნორმალური ცხოვრებისთვის მოემზადოს. ჯერჯერობით, დაე,

იქნიოს ხმალი. მუტაციის გარეშე მხედვარი მისგან მაინც არ დადგება, ვარჯიში კი მართლაც არ აწყენს
– მძიმე და საშიში დროება დაგვიდგა, ურიგო არ იქნება, საჭიროების შემთხვევაში თავის დაცვა
შეეძლოს, როგორც მდედრ ელფს. მაგრამ აქ, ამ ღვთისა და კაცისგან მივიწყებულ ადგილას, მისი
დამარხვის უფლება არ გაქვთ. ის ნორმალურ ცხოვრებას უნდა ეზიაროს.

– მისი ნორმალური ცხოვრება ცინტრასთან ერთად დაიფერფლა, – ჩაილაპარაკა გერალტმა, – თუმცა,

ტრის, როგორც ყოველთვის, მართალი ხარ. ამაზე ჩვენც გვიფიქრია. გაზაფხულდება თუ არა,
ელანდერში წავიყვან, სატაძრო სკოლაში, ნენეკესთან.

– მშვენიერი აზრი და ბრძნული გადაწყვეტილებაა. ნენეკე განსაკუთრებული ქალია, ქალღმერთ

მელიტელეს ტაძარი კი განსაკუთრებული ადგილი. გოგონა იქ უსაფრთხოდაც იქნება და სათანადო
აღზრდასაც მიიღებს. ცირიმ იცის?

– იცის. რამდენიმე დღე წუწუნებდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს შეეგუა. ახლა თვითონვე ელოდება
გაზაფხულს – ტემერიაში გაემგზავრება, ქვეყანას ნახავს.

– მის ასაკში მეც ასე ვიყავი, – გაიღიმა ტრისმა, – სიტყვამ მოიტანა და, მხოლოდ ამით როდი მგავს... აი,
მესამე რჩევაც. ყველაზე მნიშვნელოვანი. სულელებივით ნუ მიყურებთ, მშვენივრად ხვდებით, რასაც
ვგულისხმობ. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ჯადოქარი ვარ? არ ვიცი, რამდენი ხანი დაგჭირდათ ცირის
მაგიური უნარის აღმოსაჩენად. მე ნახევარი საათი მეყო და უკვე ვიცი, ვინც არის, უფრო სწორად, რაც
არის ეს გოგონა.

– მაინც, რა?

– წყარო!

– შეუძლებელია!

– შესაძლებელია. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ასეა. ცირი – წყაროა. მას მედიუმის უნარი აქვს.
უფრო მეტიც – საშიში უნარი. მეც ამიტომ და მხოლოდ ამიტომ მომათრიეთ კერ მორენში, ხომ ასეა?
ხომ ამიტომ?

– ჰო, – ხანმოკლე დუმილის შემდეგ დაუდასტურა ვესემირმა.

ტრისმა შვებით ამოისუნთქა – ეშინოდა, რომ პასუხს გერალტი გასცემდა.

***

მეორე დღეს პირველი თოვლი მოვიდა. ჯერ წვრილად თოვდა, მერე ფიფქების ნამდვილი კორიანტელი
ატყდა. მთელი ღამე ბარდნიდა და დილისთვის კერ მორენის კედლები ნამქერმა დაფარა. სირბილზე
ფიქრიც ზედმეტი იყო, მით უმეტეს, ცირი ჯერ კიდევ შეუძლოდ გრძნობდა თავს. ტრისი ეჭვობდა, რომ
მხედვართა დამაჩქარებლებმა მენსტრუალური დარღვევები გამოიწვია, მაგრამ დანამდვილებით
ვერაფერს იტყოდა – ამ წამლების შესახებ არაფერი იცოდა, ცირი კი, ალბათ, ერთადერთი გოგო იყო
ამქვეყნად, ვისაც მათი დალევა მოუწია. ეჭვი არავისთვის გაუზიარებია – მასპინძლების შეშფოთება და
შეწუხება არ უნდოდა. გადაწყვიტა, თავისი მეთოდები ეცადა. ცირის ელექსირები დაალევინა, კაბის
ქვეშ, წელზე, შელოცვილი იასპები ჩამოჰკიდა და ყოველგვარი დატვირთვა აუკრძალა, განსაკუთრებით
– ხმლით ხელში ვირთაგვების დევნა.

ცირი მოწყენილი დაეხეტებოდა ციხე-დარბაზში. ბოლოს, რაკი სხვა გასართობი ვერ იპოვა, კოიონს
საჯინიბოს დასუფთავებასა და მოსართავების გაწმენდაში დახმარება შესთავაზა.

გერალტი, ჯადოქრის გულის გასახეთქად, სადღაც გაქრა და მოსაღამოებულზეღა დაბრუნდა. მხარზე

მოკლული ირემი ჰქონდა გადაკიდებული. ტრისი, თუმცაღა ხორცისა და სისხლის სუნი ეზიზღებოდა,
ნანადირევის გატყავებასა და გამოშიგვნაში მიეხმარა. მასთან ყოფნა უნდოდა. რაც შეიძლება ახლოს
ყოფნა. მის არსებაში ძალას იკრებდა ცივი, მძვინვარე გამბედაობა. ტრისს მარტო წოლა აღარ უნდოდა.

– ტრის! – ცირიმ ბრახუნით ამოირბინა კიბე, – შეიძლება, ამაღამ შენთან დავიძინო? გეხვეწები რა, ტრის!
გეხვეწები რა!

თოვდა და თოვდა. მზემ მაშინღა გამოანათა, როცა დადგა მიდინვაერნი – ზამთრის მზებუდობა.

თავი მესამე

მესამე დღეს ყველა ბავშვი დაიხოცა, გარდა ერთი ათიოდე წლის ყრმისა. ამ ყრმას, ბობოქარი
სიშლეგით შეპყრობილს, უეცრად ცნობა მიეხადა. თვალები მინასავით გაუხდა, ხელებით ხან საბანს
ეპოტინებოდა, ხან ჰაერში ასავსავებდა, თითქოს მოძრავ კალამს ეტანებაო, ხმამაღლა და ხრინწიანად
სუნთქავდა, კანზე ასხამდა ცივი, წებოვანი და მყრალი ოფლი. მაშინ ერთხელ კიდევ შეუყვანეს
ძარღვებში ელექსირი და შეტევა გამეორდა. ამჯერად ცხვირიდან სისხლი წასკდა, ხველა კი ღებინებაში
გადაეზარდა, რის შემდეგაც გაიცრიცა და მივარდა.

ამ ნიშნებმა ორ დღეს გასტანა. კანი ყრმისა, მანამდე ოფლით სველი, გამოშრა და გავარვარდა,
მაჯისცემამ სისავსე დაკარგა, თუმცაღა კვლავაც საკმაოდ ძლიერი იყო, მაგრამ ნელი უფრო ეთქმოდა,
ვიდრე სწრაფი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ყრმა ერთხელაც აღარ მოსულა გონს და აღარ
დაუყვირია.

დასასრულ, დადგა დღე მეშვიდე. ყრმა ცნობას მოვიდა, თითქოს ეძინა და გამოფხიზლდაო, და
განახვნა თვალნი. და თვალნი მისი იყო ვითარცა თვალნი გველისა...

კარლა დემეცია კრესტი,

„ბალახებით გამოცდა და მხედვართა სხვა

საიდუმლო მოქმედებანი, საკუთარის

დაკვირვებითა აღწერილი“. მანუსკრიპტი, განკუთვნილი მხოლოდ გრძნეულთა კაპიტულისთვის

– უნიადაგო და უსაფუძვლო შიშია, – დაიმანჭა ტრისი, იდაყვებით მაგიდას რომ დაყრდნობოდა, –
წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ჯადოქრები წყაროებსა და მაგიური უნარებით დაჯილდოებულ
ბავშვებზე ნადირობდნენ და ძალით ან მოტყუებით სტაცებდნენ მშობლებს. თქვენ რა, მართლა
გეგონათ, ცირის წართმევას ვაპირებდი?

ლამბერტმა ჩაიფრუტუნა და ქალს ზურგი შეაქცია. ესკელმა და ვესემირმა გერალტს გახედეს, მაგრამ
მხედვარი დუმდა, განზე იყურებოდა და ხელში მედალიონს – კბილებდაკრეჭილი მგლის თავს
ათამაშებდა. ტრისმა იცოდა, რომ მედალიონი მაგიას გრძნობდა. მიდინვაერნის ღამეს, როცა ჰაერი
მაგიას ვეღარ იტევდა, მხედვართა მედალიონები ალბათ გაუჩერებლად, შემაწუხებლად და
გამაღიზიანებლად თრთოდა.

– არა, შვილო, – თქვა ბოლოს ვესემირმა, – ვიცით, რომ ამას არ ჩაიდენდი, მაგრამ ისიც ვიცით, რომ
ვალდებული ხარ, ამის შესახებ კაპიტულს აცნობო. ოდითგანვე ცნობილია, რომ ეს ყველა ჯადოქარს
ევალება. დიახ, თქვენ თვალს ადევნებთ ასეთ ბავშვებს, რომ დრო იხელთოთ, ჯადოსნობით აცდუნოთ
და...

– დამშვიდდით, – ცივად შეაწყვეტინა ქალმა, – ცირის შესახებ არავის არაფერს ვეტყვი. არც კაპიტულს.
ასე რატომ მიყურებთ?

– გვიკვირს, რა იოლად დაგვპირდი საიდუმლოს შენახვას, – მშვიდად უპასუხა ესკელმა, – მომიტევე,

ტრის, არ მინდა, გაწყენინო, მაგრამ სად გაქრა საბჭოსა და კაპიტულისადმი შენი ლეგენდარული
ლოიალურობა?

– ომმა ბევრი რამ შეცვალა, სოდენისთვის ბრძოლამ კი უფრო მეტი. არ მინდა, პოლიტიკით თავი
შეგაწყინოთ, მაგრამ ზოგიერთი საკითხი, მომიტევეთ, სრულიად საიდუმლოა და მათი გამხელის
უფლება არ მაქვს. რაც შეეხება ლოიალურობას... დიახ, კაპიტულის მიმართ ლოიალური ვარ, მაგრამ,
მენდეთ, ამ საკითხში, შემიძლია, ლოიალურობა თქვენ მიმართაც გამოვიჩინო.

– ორმაგი ლოიალურობა, – გერალტმა მთელი საღამოს განმავლობაში პირველად გაუსწორა თვალი, –

ჯოჯოხეთურად რთულია, ტრის, და ცოტას თუ გამოსდის...

ჯადოქარმა ცირის გადახედა. გოგონა დარბაზის შორეულ კუთხეში დათვის ტყავზე იჯდა და კოიონს
„აბა, დამასწარის“ ეთამაშებოდა. თამაში ერთფეროვანი იყო, ცირი და კოიონი სისწრაფით ერთმანეთს
ტოლს არ უდებდნენ – ვერც ერთი ვერ ახერხებდა მეორისთვის ხელის ჩარტყმას, მაგრამ, ეტყობოდათ,
მაინც მშვენივრად ერთობოდნენ.

– გერალტ, – თქვა ტრისმა, – შენ ცირი იარუგასთან იპოვე და თან წამოიყვანე, კერ მორენში გადამალე.
უახლოეს ნათესავებსაც კი უმალავ, რომ ბავშვი ცოცხალია. რაღაც ჩემთვის უცნობმა მიზეზმა გაიძულა,
ბედისწერის არსებობისა გერწმუნა. გერწმუნა, რომ ყველა მისი ძალაუფლების ქვეშ ვართ, რომ ჩვენს
ყოველ ნაბიჯს ის წარმართავს. მეც ასე მგონია და მუდამ ასე მეგონა. თუ ბედისწერას სურს, ცირი
ჯადოქარი გახდეს, გახდება კიდეც. არც კაპიტულმა, არც საბჭომ მის შესახებ არ უნდა იცოდნენ,
თვალყურს არ უნდა ადევნებდნენ, მის გადაბირებას არ უნდა ცდილობდნენ. თქვენი საიდუმლოს
შენახვა კაპიტულის ღალატად არ მიმაჩნია. თუმცა, როგორც თავადაც ხვდებით, აქ არის ერთი
„მაგრამ“...

– ნეტავი მხოლოდ ერთი იყოს, – ამოიოხრა ვესემირმა, – გააგრძელე, შვილო.

– გოგონას მაგიური უნარი აქვს და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. ეს შესაძლოა ცუდად
დამთავრდეს.

– მაინც როგორ?

– უკონტროლო შესაძლებლობები საშიშია, წყაროსაც და მის გარემოცვასაც საფრთხეს უქადის.

გარემოცვას ნებისმიერი უსიამოვნება შეიძლება შეემთხვეს, თავად წყაროს კი მხოლოდ ერთი: ტვინის
სნეულება. უფრო – კატატონიური.

– ათასი დემონი! – ჩაილაპარაკა ლამბერტმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, – გისმენთ და მგონია, რომ
ვიღაც აშკარად შეიშალა და სადაცაა, გარშემო მყოფებს დაერევა. რაღაც ბედისწერა, რაღაც წყაროები,
რაღაც სასწაულები და უჩინარი არსებები... ხომ არ აზვიადებ, მერიგოლდ? ცირი კერ მორენში
მოყვანილი პირველი ღლაპი ხომ არ არის? არავითარი ბედისწერა არ არსებობს, გერალტმა კიდევ ერთი
ობოლი და უთვისტომო ბავშვი იპოვა, ესაა და ეს. ფარიკაობას ვასწავლით და გავუშვებთ, როგორც
სხვებს. მართალი ხარ, კერ მორენში გოგონა შეგირდად აქამდე არ ყოფილა; რაღაცები გაგვირთულდა,
რაღაცები შეგვეშალა და კარგია, რომ ამ შეცდომებზე მიგვითითე. მაგრამ მეტისმეტს ნუ იზამ. არც
ისეთი სწორუპოვარია, რომ მის წინაშე მუხლებზე დავეცეთ და თვალები ზეცად აღვაპყროთ. ამქვეყნად
მეომარი ქალების მეტი რაა. გარწმუნებ, მერიგოლდ, ცირი აქედან ჯანმრთელი და მოქნილი, ძლიერი
და შეუპოვარი წავა და, თავს დავდებ, ყოველგვარი კატატონიისა და ბნედის გარეშე. თუ, რა თქმა უნდა,
რამე ასეთი შენ თვითონ არ შთააგონე.

– ვესემირ, – ტრისი სავარძელში შეტრიალდა, – უბრძანე, გაჩუმდეს, ხელს მიშლის.

– თავი ჭკუის კოლოფი გგონია, – მშვიდად შენიშნა ლამბერტმა, – არადა, ბევრი რამ არ იცი. შეხედე.

თითები უცნაურად გადააჯვარედინა და ხელი ბუხრისკენ გაიწოდა. ბუხარში რაღაც აგუგუნდა და

აყმუვლდა, ალი აბობოქრდა, შეშის ნაჭრებმა ვარვარი დაიწყო და ნაპერწკლებად დაიფრქვა. გერალტმა,
ვესემირმა და ესკელმა შეშფოთებით გადახედეს ცირის, მაგრამ გოგონას თვალისმომჭრელი
ფეიერვერკისთვის ზედაც არ შეუხედავს.

ტრისმა ხელები გულზე დაიკრიფა და ლამბერტს გამომწვევად შეხედა:

– აარდის ნიშანი? ამით გინდა გამაკვირვო? ასეთივე ნიშნით, რომელიც კონცენტრაციის, ნებისყოფისა
და შელოცვის შერწყმით იქმნება, შემიძლია, შეშას თვალის დახამხამებაში გამოვუძახო ბუხრიდან და
იმსიმაღლეზე ავაფრინო, რომ ვარსკვლავებად მოგეჩვენოს.

– შეგიძლია, – დაეთანხმა მხედვარი, – აი, ცირის კი არ შეუძლია. მას უნარი არ შესწევს, აარდის ნიშანი
გამოსახოს. საერთოდ, არავითარი

ნიშნის გამოსახვის უნარი არ შესწევს. ასჯერ მაინც უცდია... თუმცა მშვენივრად იცი, რომ ჩვენი
ნიშნებისთვის მცირედი უნარიც საკმარისია. გამოდის, რომ ცირის ესეც კი არ გააჩნია. ჩვეულებრივი
ბავშვია, მასში მაგიის ნასახიც არ მოიპოვება. ტიპობრივი ანტიტალანტია. შენ კიდევ ზღაპრებს
გვიყვები რაღაც წყაროებზე და გვაშინებ...

– წყაროს, – ყინულივით ცივად აუხსნა ტრისმა, – არ შეუძლია თავისი შესაძლებლობების მართვა,

ისინი მას არ ემორჩილება. წყარო მედიუმია, ერთგვარი შუამავალი, არაცნობიერად ეხება ენერგიას და
არაცნობიერადვე გარდაქმნის, მაგრამ როცა ამ უნარის მართვას ცდილობს, როცა საამისოდ
ძალისხმევას ძაბავს, მაგალითად, როგორც ნიშნის გამოსახვისას, არაფერი გამოსდის. არც გამოუვა.
ასჯერ კი არა, ათასჯერაც რომ სცადოს. წყაროსთვის ეს ტიპობრივია. მაგრამ დგება წუთი, როცა ზის
თავისთვის მშვიდად, მანანის ფაფაზე ან კომბოსტოთი შეკაზმულ ძეხვზე ფიქრობს, კოჭებით
თამაშობს, საწოლში სიყვარულს ეძლევა, ცხვირს იჩიჩქნის... და უეცრად რაღაც ხდება. მაგალითად,
სახლს ან ნახევარ ქალაქს ცეცხლი ეკიდება.

– აზვიადებ, მერიგოლდ.

– ლამბერტ, – გერალტმა მედალიონის წვალებას თავი დაანება და ხელები მაგიდაზე ჩამოაწყო, – ჯერ
ერთი, ტრისს „მერიგოლდს“ ნუ ეძახი, რამდენჯერ გთხოვა. მეორე – არ აზვიადებს. საკუთარი თვალით
მინახავს, როგორ აკეთებდა ამას პრინცესა პავეტა, ცირის დედა. დამიჯერე, მართლაც ღირდა ნახვად.
არ ვიცი, წყარო იყო თუ არა, მაგრამ ვიდრე ცინტრის ციხე-დარბაზი კინაღამ მიწასთან არ გაასწორა, მის
შესაძლებლობებზე წარმოდგენაც არავის ჰქონდა.

– გამოდის, – ესკელმა კიდევ ერთი სანთელი აანთო, – რომ ცირის შესაძლოა მემკვიდრეობით მიეღო ეს
უნარი.

– შესაძლოა კი არა, – გაეპასუხა ვესემირი, – მიუღია და ეგაა. ერთი მხრივ, ლამბერტი მართალია –
ცირის ნიშნის გამოსახვაც კი არ შეუძლია. მეორე მხრივ... ყველას გვინახავს...

გაჩუმდა და ცირის გახედა, რომელმაც ეს-ესაა მოპოვებული გამარჯვების ნიშნად აღტაცებით

შესწივლა. ტრისმა შეამჩნია, როგორ ჩაეღიმა კოიონს და ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ მხედვარი,
უბრალოდ, დანებდა.

– სწორედ რომ, – თქვა დამცინავად, – გინახავთ. რა გინახავთ? როგორ ვითარებაში? არ გიფიქრიათ,

ბიჭებო, რომ გულახდილი საუბრის დროა? დასწყევლოს ღმერთმა, არავის გავუმხელ-მეთქი. პირობას
გაძლევთ.

საკმარისია. გამოდის, რომ ცირის ესეც კი არ გააჩნია. ჩვეულებრივი ბავშვია, მასში მაგიის ნასახიც არ
მოიპოვება. ტიპობრივი ანტიტალანტია. შენ კიდევ ზღაპრებს გვიყვები რაღაც წყაროებზე და გვაშინებ...

– წყაროს, – ყინულივით ცივად აუხსნა ტრისმა, – არ შეუძლია თავისი შესაძლებლობების მართვა,

ისინი მას არ ემორჩილება. წყარო მედიუმია, ერთგვარი შუამავალი, არაცნობიერად ეხება ენერგიას და
არაცნობიერადვე გარდაქმნის, მაგრამ როცა ამ უნარის მართვას ცდილობს, როცა საამისოდ
ძალისხმევას ძაბავს, მაგალითად, როგორც ნიშნის გამოსახვისას, არაფერი გამოსდის. არც გამოუვა.
ასჯერ კი არა, ათასჯერაც რომ სცადოს. წყაროსთვის ეს ტიპობრივია. მაგრამ დგება წუთი, როცა ზის
თავისთვის მშვიდად, მანანის ფაფაზე ან კომბოსტოთი შეკაზმულ ძეხვზე ფიქრობს, კოჭებით
თამაშობს, საწოლში სიყვარულს ეძლევა, ცხვირს იჩიჩქნის... და უეცრად რაღაც ხდება. მაგალითად,
სახლს ან ნახევარ ქალაქს ცეცხლი ეკიდება.

– აზვიადებ, მერიგოლდ.

– ლამბერტ, – გერალტმა მედალიონის წვალებას თავი დაანება და ხელები მაგიდაზე ჩამოაწყო, – ჯერ
ერთი, ტრისს „მერიგოლდს“ ნუ ეძახი, რამდენჯერ გთხოვა. მეორე – არ აზვიადებს. საკუთარი თვალით
მინახავს, როგორ აკეთებდა ამას პრინცესა პავეტა, ცირის დედა. დამიჯერე, მართლაც ღირდა ნახვად.
არ ვიცი, წყარო იყო თუ არა, მაგრამ ვიდრე ცინტრის ციხე-დარბაზი კინაღამ მიწასთან არ გაასწორა, მის
შესაძლებლობებზე წარმოდგენაც არავის ჰქონდა.

– გამოდის, – ესკელმა კიდევ ერთი სანთელი აანთო, – რომ ცირის შესაძლოა მემკვიდრეობით მიეღო ეს
უნარი.

– შესაძლოა კი არა, – გაეპასუხა ვესემირი, – მიუღია და ეგაა. ერთი მხრივ, ლამბერტი მართალია –
ცირის ნიშნის გამოსახვაც კი არ შეუძლია. მეორე მხრივ... ყველას გვინახავს...

გაჩუმდა და ცირის გახედა, რომელმაც ეს-ესაა მოპოვებული გამარჯვების ნიშნად აღტაცებით

შესწივლა. ტრისმა შეამჩნია, როგორ ჩაეღიმა კოიონს და ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ მხედვარი,
უბრალოდ, დანებდა.

– სწორედ რომ, – თქვა დამცინავად, – გინახავთ. რა გინახავთ? როგორ ვითარებაში? არ გიფიქრიათ,

ბიჭებო, რომ გულახდილი საუბრის დროა? დასწყევლოს ღმერთმა, არავის გავუმხელ-მეთქი. პირობას
გაძლევთ.

ლამბერტმა გერალტს გადახედა. გერალტმა თავი დაუქნია. ახალგაზრდა მხედვარი წამოდგა, მაღალი
თაროდან დიდი ოთხკუთხა ბროლის სურა და მომცრო ფლაკონი გადმოიღო, ფლაკონის შიგთავსი
სურაში გადაასხა, შეაჯანჯღარა და მაგიდაზე მდგარი თასები გამჭვირვალე სითხით შეავსო.

– დავლიოთ, ტრის.

– ნუთუ თქვენი საიდუმლო იმდენად საშინელია, რომ ფხიზელი გონებით მასზე საუბარი არ შეიძლება?
– ირონიულად ჩაიცინა ჯადოქარმა, – აუცილებლად უნდა გამოტყვრეთ?

– ნუ ჭკუისკოლოფობ, დალიე და მიხვდები.

– რა არის?

– „თეთრი თოლია“.

– რა?

– მსუბუქი წამალია, – გაუღიმა ესკელმა, – საამო სიზმრების მომგვრელი.

– დასწყევლოს ღმერთმა! მხედვართა ჰალუცინოგენი? აი, თურმე რატომ გიბრწყინავთ საღამოობით

თვალები!

– „თეთრი თოლია“ მსუბუქი სასმელია. ჰალუცინოგენებს „შავი“ შეიცავს.

– თუ სასმელში მაგიის ნასახი მაინცაა, პირსაც არ დავაკარებ!

– მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებია, – დაამშვიდა გერალტმა, თუმცა ისეთი

შემცბარი გამომეტყველება ჰქონდა, აშკარად ეშინოდა, ტრისს ელექსირის შემადგენლობის გამოკითხვა
არ დაეწყო, – თანაც – წყლით უხვად გაზავებული. ისეთს არაფერს შემოგთავაზებთ, რომ გავნოს.

ბროლის სურა და მომცრო ფლაკონი გადმოიღო, ფლაკონის შიგთავსი სურაში გადაასხა, შეაჯანჯღარა
და მაგიდაზე მდგარი თასები გამჭვირვალე სითხით შეავსო.

– დავლიოთ, ტრის.

– ნუთუ თქვენი საიდუმლო იმდენად საშინელია, რომ ფხიზელი გონებით მასზე საუბარი არ შეიძლება?
– ირონიულად ჩაიცინა ჯადოქარმა, – აუცილებლად უნდა გამოტყვრეთ?

– ნუ ჭკუისკოლოფობ, დალიე და მიხვდები.

– რა არის?

– „თეთრი თოლია“.

– რა?

– მსუბუქი წამალია, – გაუღიმა ესკელმა, – საამო სიზმრების მომგვრელი.

– დასწყევლოს ღმერთმა! მხედვართა ჰალუცინოგენი? აი, თურმე რატომ გიბრწყინავთ საღამოობით

თვალები!

– „თეთრი თოლია“ მსუბუქი სასმელია. ჰალუცინოგენებს „შავი“ შეიცავს.

– თუ სასმელში მაგიის ნასახი მაინცაა, პირსაც არ დავაკარებ!

– მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებია, – დაამშვიდა გერალტმა, თუმცა ისეთი

შემცბარი გამომეტყველება ჰქონდა, აშკარად ეშინოდა, ტრისს ელექსირის შემადგენლობის გამოკითხვა
არ დაეწყო, – თანაც – წყლით უხვად გაზავებული. ისეთს არაფერს შემოგთავაზებთ, რომ გავნოს.

უცნაური გემოს მქონე შუშხუნა სითხემ ჯადოქარს ცივად დაუსუსხა ხახა და მთელ სხეულში სითბოდ
ჩაეღვარა. ქალმა ღრძილები და სასა ენით მოისინჯა, მაგრამ სასმლის ვერც ერთი კომპონენტი ვერ
ამოიცნო.

– ცირის ეს... „თოლია“ დაალევინეთ? – მიხვდა უცებ, – და...

– წმინდა წყლის შემთხვევითობაა, – შეაწყვეტინა გერალტმა, – პირველივე საღამოს, მოსვლისთანავე...

სწყუროდა, მაგიდაზე კი „თოლიით“ სავსე თასი იდგა. მოხედვაც ვერ მოვასწარით, რომ ხელი დასტაცა
და გამოცალა. და ტრანსში ჩავარდა...

– რომ იცოდე, რა შიში ვჭამეთ, – ოხვრით გამოუტყდა ვესემირი, – მეტი რომ აღარ შეიძლება, ისეთი.

– უცნაური ხმით ალაპარაკდა, – მშვიდად განაგრძო ტრისმა და ავსულთმმუსვრელებს სანთლის შუქით

განათებულ თვალებში ჩახედა, – ისეთ რაღაცებზე, რაც არ შეიძლება სცოდნოდა. წინასწარმეტყველება
დაიწყო... ხომ ასეა? რა თქვა?

– სისულელე, – მშრალად უპასუხა ლამბერტმა, – მობოდა რაღაც.

– ეჭვი არ მეპარება, მშვენივრად გაუგეთ ერთმანეთს – ბოდვა ხომ შენი სტიქიაა. პირს გააღებ თუ არა,
ამის თაობაზე ყოველგვარი ეჭვი მეფანტება. ასე რომ, ჰქენი სიკეთე და ცოტა ხანს მოკუმული გქონდეს.
კარგი?

– ამჯერად ლამბერტი მართალია, ტრის, – ესკელმა ნაიარევი ლოყა მოისრისა, – პირველად მართლა
ვერაფერი გავიგეთ. ეს უკვე მერე...

და სიტყვა პირზე შეაშრა.

– მხოლოდ მეორე ჯერზე ალაპარაკდა აზრიანად, – მიხვდა ტრისი, – მეორედაც ნარკოტიკი

გადააყლურწეთ?

– ტრის, – გერალტმა თავი ასწია, – არ გვეხუმრება. ეს ამბავი სულაც არ მიგვაჩნია სახუმაროდ,

პირიქით, გვაწუხებს და გვაშფოთებს. მეორედ ვარჯიშის დროს წაიქცა და გონება დაკარგა. გონს რომ
მოვიდა, ტრანსში ჩავარდა. ისევ უცნაური ხმით ლაპარაკობდა და ისევ რაღაცას როშავდა. ამჯერადაც
ვერაფერი გავიგეთ. მაგრამ ასეთი ხმა, ასეთი კილო აქამდეც გამიგონია. ასე ლაპარაკობენ უბედური,
სნეული, სულით ავადმყოფი ქალები, რომლებსაც ორაკულებს ეძახიან. ხვდები, რას ვგულისხმობ?

– მშვენივრად ვხვდები. ეს – მეორედ. ახლა მესამეზე გადავიდეთ.

გერალტმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.

– ცირის ხშირად ეღვიძება ღამღამობით, – დაიწყო მან, – ყვირილით ეღვიძება. გოგონამ ბევრი რამ
გადაიტანა. ამაზე ლაპარაკი არ უნდა, მაგრამ, უეჭველია, ცინტრასა და ანგრენში ისეთი რამეც ნახა,
რისი ნახვაც ბავშვისთვის არ ეგების. ისიც კი მიფიქრია, ვაითუ... ვინმემ... შეურაცხყო-მეთქი. და
სიზმრად ისევ და ისევ ხედავს ამას. ჩვეულებრივ, ადვილად მშვიდდება და მალევე იძინებს, მაგრამ
ერთხელ, გაღვიძებული, ტრანსში ჩავარდა და ისევ იმ უცხო, უსიამოვნო... მრისხანე ხმით ალაპარაკდა.
მკაფიოდ და აზრიანად ლაპარაკობდა. წინასწარმეტყველებდა. გვიწინასწარმეტყველა, რომ...

– რა? რა გიწინასწარმეტყველათ, გერალტ?

– სიკვდილი, – მშვიდად უპასუხა ვესემირმა, – სიკვდილი, შვილო.

ტრისმა ცირის გადახედა, რომელიც წივილით საყვედურობდა კოიონს, თაღლითობო. კოიონი მოეხვია
და გაეცინა. ჯადოქარს ერთბაშად გაუელვა, რომ აქამდე არასოდეს გაეგონა მხედვარის სიცილი.

– ვის? – კოიონს თვალს ვერ აშორებდა ტრისი.

– მას, – უპასუხა ვესემირმა.

– მეც, – ღიმილით დასძინა გერალტმა.

– და როცა გაეღვიძა...

– აღარაფერი ახსოვდა. აღარც ჩვენ გვიკითხავს რამე.

– სწორადაც მოქცეულხართ. ახლა წინასწარმეტყველებას მივხედოთ. მკაფიო იყო, დეტალური?

– არა, არეულ-დარეული, – გერალტმა თვალი გაუსწორა, – ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, ტრის. ჩვენ
წინასწარმეტყველების შინაარსი კი არა, ის გვადარდებს, რაც ცირის თავს ხდება. საკუთარი კი არა,
მისი...

– ფრთხილად, – ჩაილაპარაკა ვესემირმა, – არ გაიგონოს.

მაგიდას კოიონი მიუახლოვდა. გოგონა ზურგზე ჰყავდა მოკიდებული.

– უთხარი ყველას „ღამე მშვიდობისა“. შუაღამემ მოაწია, მიდინვაერნი, სადაცაა, დასრულდება და

ხვალიდან დღითი დღე მოახლოვდება გაზაფხული!

– მომწყურდა, – ცირი კოიონის ზურგიდან ჩამოხტა და ესკელის თასს წაეტანა. მხედვარმა სასწრაფოდ
გასწია სასმისი და წყლით სავსე სურას დასწვდა.

ტრისმა გოგონას თავისი თასი გაუწოდა, თან მრავალმნიშვნელოვნად მოუჭირა ხელი გერალტს და
ვესემირს თვალებში შეხედა:

– აი, დალიე.

– ტრის, – ჩასჩურჩულა სასმისს დაწაფებული ცირის შემხედვარე ესკელმა, – რას სჩადი? ეს ხომ...

– გაჩუმდი, გეთაყვა.

ლოდინი თითქმის არ დასჭირვებიათ. ცირი უეცრად დაიძაგრა, ხმადაბლა წამოიყვირა და სახეზე

ბედნიერი ღიმილი გადაეფინა. მერე თვალები დახუჭა, ხელები გაშალა და სიცილით დაბზრიალდა
ფეხის წვერებზე. ლამბერტმა ელვის სისწრაფით მოისროლა გზაზე მდგარი ტაბურეტი, კოიონი
მოცეკვავე გოგონასა და ბუხარს შორის ჩადგა.

ტრისი წამოფრინდა, მკერდიდან ამულეტი – წვრილ ძეწკვზე ჩამოკიდებული ვერცხლში ჩასმული

საფირონი ჩამოიგლიჯა და მაგრად ჩაბღუჯა.

– შვილო, – ამოიკვნესა ვესემირმა, – რას შვრები?

არა, ის გვადარდებს, რაც ცირის თავს ხდება. საკუთარი კი არა, მისი...

– ვიცი, რასაც ვშვრები, – უკმეხად გაეპასუხა ტრისი, – გოგონა ტრანსში ჩავარდა და მინდა, მასთან
ფსიქიკური კონტაქტი დავამყარო. შევიდე მასში. ხომ გითხარით, ის ერთგვარი მაგიური შუამავალია,
გამტარი, და უნდა ვიცოდე, რას გადასცემს, საიდან და როგორ ხაპავს აურას, როგორ გარდაქმნის.
მიდინვაერნი ასეთი ცდებისთვის ხელსაყრელი დროა.

– არ მომწონს ეს ყველაფერი, – გერალტი მოიღუშა, – ძალიან არ მომწონს.

ჯადოქარს ზედაც არ შეუხედავს:

– თუ რომელიმე ჩვენგანს ეპილეფსიური შეტევა მოუვიდა, იცით, როგორც უნდა მოიქცეთ: კბილებში
ჯოხს უდებთ, თავს უჭერთ და ელოდებით. ცხვირი ნუ ჩამოუშვით, ბიჭებო, პირველად კი არ ვაკეთებ
ამას.

ცირიმ ცეკვა შეწყვიტა, იატაკზე დაჯდა, ხელები გაჭიმა და თავი მუხლებზე დაიდო. ტრისმა გამთბარი
ამულეტი საფეთქელზე მიიდო და ჯადოსიტყვა წაიბუტბუტა. მერე თვალები დახუჭა, გულისყური
მოიკრიბა და იმპულსი გაგზავნა.

***

ზღვა აღელდა, ტალღები ხმაურით მიეხეთქა კლდოვან ნაპირს, ლოდებს შორის მაღალ გეიზერებად
ავარდა. ტრისმა ფრთები აიქნია, მარილიან ქარს აჰყვა. უსაზღვროდ ბედნიერი, სწრაფად დაეშვა
ქვემოთ, მეგობრების გუნდს წამოეწია, კლანჭებით წამოედო ტალღის ქიმს, ისევ ცაში აიჭრა, წვეთები
მიმოფანტა და ჰაერში ალივლივდა, ქარის ფრთებს მიენდო, ბუმბულს რომ უფრიალებდა. „ეს
შთაგონებაა“, გაიფიქრა, „მხოლოდ და მხოლოდ შთაგონება“. თოლია!

ტრიიის! ტრიიის!

ცირი! სად ხარ?

ტრიიის?

აურას, როგორ გარდაქმნის. მიდინვაერნი ასეთი ცდებისთვის ხელსაყრელი დროა.

თოლიების ხმა მიწყდა. ჯადოქარი ჯერ კიდევ გრძნობდა, როგორ ეშხეფებოდა სახეზე ქაფი, მაგრამ მის
ქვეშ უკვე აღარ იყო ზღვა. უფრო სწორად, იყო, მაგრამ ბალახისა. უკიდეგანო, ცის დასალიერამდე
გადაჭიმული ვაკე. ტრისი მიხვდა, რომ მის თვალწინ ის ველი გადაშლილიყო, სოდენთან მდებარე
ბორცვს რომ ერტყა გარს და ძრწოლამ აიტანა. მაგრამ არა, ეს ბორცვი არ ყოფილა. შეუძლებელია, ეს
ბორცვი ყოფილიყო.

უეცრად ჩამობნელდა. გარშემო ჩრდილების კორიანტელი დადგა. ტრისი ხედავდა, როგორ ეშვებოდა
ფერდობზე გაურკვეველი ფიგურების მწკრივი. ესმოდა ჩურჩული, ერთმანეთს რომ ფარავდა და
გაუგებარ, შემაშფოთებელ ქოროდ ერთიანდებოდა.

ცირი იქვე იდგა ზურგშექცევით და ფერფლისფერ თმას ქარი უფრიალებდა.

ბუნდოვანი, თითქოს ნისლში გახვეული ფიგურები მოდიოდნენ და მოდიოდნენ. მწკრივს ბოლო არ

უჩანდა. გვერდით ჩავლისას თავებს მისკენ აბრუნებდნენ. მათი გულგრილი, მშვიდი, უგრძნობი
სახეების, უსინათლო, მკვდარი თვალების დანახვაზე ტრისს ყელში ყვირილი ებჯინებოდა. ამ სახეების
უმეტესობა არასოდეს ენახა, მაგრამ ნაცნობებიც ერივნენ.

კორალი, ვანიელა, იოიოლა, ჩოფურა ალექსი...

– აქ რისთვის მომიყვანე? – წაიჩურჩულა, – რისთვის?

ცირი შემოტრიალდა, ხელი ასწია და ჯადოქარმა დაინახა, რომ მის ხელისგულზე სისხლი
მოწანწკარებდა, სიცოცხლის ხაზს მიუყვებოდა და მაჯისკენ ეშვებოდა.

– ვარდმა დამკაწრა, – მშვიდად უთხრა გოგონამ, – შაერავედის ვარდმა. არა უშავს, ეს მხოლოდ და
მხოლოდ სისხლია. ელფების სისხლი...

უფრო მეტად ჩამობნელდა. წამიც და ცა ელვის ისრების მკვეთრმა, თვალისმომჭრელმა ელვარებამ

გაკვეთა. სამყარომ მოძრაობა შეწყვიტა და გაირინდა. ტრისი გვერდით ამოუდგა ცირის და დაინახა,
რომ თვალუწვდენელი უფსკრულის პირას იდგნენ, რომელიც მოწითალო, თითქოსდა შიგნიდან
განათებულ კვამლს აევსო. ელვამ უხმოდ გაკვესა და წყვდიადს გამოსტაცა უფსკრულის სიღრმისკენ
მიმავალი მარმარილოს კიბე.

– ასეა საჭირო, – ათრთოლებული ხმით წარმოთქვა ცირიმ, – სხვა გზა არ არსებობს. ამ კიბის გარდა. ასეა
საჭირო, იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ... Va'esse deireadh aep eigean...

– მითხარი, – წაიჩურჩულა ჯადოქარმა, – მითხარი, შვილო.

– უფროსი სისხლის ჩამომავალი... Feainnewedd... Limed aep Hen Ichaer... Deithwen... თეთრი ალი... არა,
არა... არა!

– ცირი!

– შავი რაინდი... ფრთოსანი მუზარადით... რა მიყო? რა მოხდა მაშინ? მეშინოდა... ჯერ კიდევ მეშინია.
ეს არ დამთავრებულა. ეს არასოდეს დამთავრდება. ლომის ბოკვერი უნდა მოკვდეს... ამას მოითხოვს...
აუცილებლობა... არა... არა...

– ცირი!

– არა! – გოგონამ მაგრად დახუჭა თვალები, – არა, არა, არ მინდა! არ მომეკარო!

სახე ერთბაშად გაეყინა, ხმა ლითონივით ცივი, ავი, ბოროტი, სასტიკი და დამცინავი გაუხდა:

– აქაც მოხვედი, ტრის მერიგოლდ? აქაც? მეტისმეტად ღრმად შეტოპე, მეთოთხმეტევ. მე

გაგაფრთხილე...

– ვინ ხარ? – ტრისი შეკრთა, მაგრამ ხმა დაიმორჩილა.

– თავის დროზე გაიგებ.

– არა, ახლავე გავიგებ!

ჯადოქარმა ხელები ასწია, მკვეთრად გაშალა და ამოცნობაში მთელი თავისი ძალა ჩააქსოვა. მაგიური
ფარდა გაიხა, მაგრამ მის უკან მეორე აღმოჩნდა... მესამე... მეოთხე...

ტრისი კვნესით დაეცა მუხლებზე. რეალობა კი ისევ და ისევ იფხრიწებოდა. ზედიზედ იღებოდა
კარები – არსაით, სიცარიელისკენ მიმავალი კარების გრძელი, უსასრულო რიგი.

– შეცდი, მეთოთხმეტევ, – ისევ გაიგონა ცივი, დამცინავი ხმა, – ტბორში ვარსკვლავების ანარეკლი ზეცა
გეგონა.

– არ მიეკარო... არ მიეკარო ამ ბავშვს!

– ეს ბავშვი არ არის.

ცირის ტუჩები შეუტოკდა, მაგრამ ტრისი ხედავდა, რომ თვალები უწინდებურად მკვდარი, გაყინული,
ცარიელი ჰქონდა.

– ეს ბავშვი არ არის, – განაგრძო ხმამ, – ეს ალია, თეთრი ალი, რომელიც სამყაროს მოედება და
გადაწვავს. ეს უფროსი სისხლია, Hen Ichaer. ელფების სისხლი. თესლი, რომელიც არ გაღვივდება, არ
აღმოცენდება, არამედ აზავთდება ცეცხლად! სისხლი, რომელიც წაიბილწება... როცა დადგება Tedd
Deireadh. ჟამი აღსასრულისა. Va'esse deireadh aep eigean!

– აღსასრულის მაცნე ხარ? – დაიყვირა ტრისმა, – სიკვდილს გვიწინასწარმეტყველებ? ყველას? მათაც,

მასაც... მეც?

– შენ? შენ უკვე მკვდარი ხარ, მეთოთხმეტევ. შენში აღარაფერია ცოცხალი.

– უზენაეს სფეროთა ძლევამოსილებას, – ამოიკვნესა ჯადოქარმა, უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა და

ხელი ასწია, – წყალს, ცეცხლს, მიწას და ჰაერს გაფიცებ, გაფიცებ აზრს, სიზმარს და სიკვდილს,
ყოველივეს, რაც ყოფილა და რაც იქნება! მითხარი, ვინ ხარ!

ცირი შეტრიალდა. უფსკრულისკენ მიმავალი კიბე გაქრა, აორთქლდა, მის ადგილას კი ტყვიის რუხი
ზღვა გაჩნდა, ქაფმოდებულ ტალღებად აქოჩრილი. სიჩუმე ისევ გააპო თოლიების ჩხავილმა.

– გაფრინდი, – წარმოთქვა ხმამ გოგონას პირით, – დროა. დაბრუნდი, საიდანაც მოსულხარ, ბორცვზე
დაცემულთაგან მეთოთხმეტევ. გაფრინდი თოლიის ფრთებით და სხვა თოლიებს უსმინე.
ყურადღებით უსმინე!

– გაფიცებ...

მიმავალი კარების გრძელი, უსასრულო რიგი.

– საამისო ძალა არ შეგწევს. გაფრინდი, თოლიავ!

და უცაბედად ისევ აიტაცა სტვენია ქარმა, ნოტიომ და მარილიანმა. და მიფრინავდა, მიფრინავდა
უსასრულოდ. განწირული ხმით ჩხაოდნენ თოლიები. ჩხაოდნენ და ბატონობდნენ.

ტრის?

ცირი?

დაივიწყე... ნუღარ აწამებ... ტრის!

დაივიწყე!

ტრის! ტრის! ტრის!

ტრის!

თვალები გაახილა, ბალიშზე მიესვენა და გახევებული ხელები გაატოკა.

– გერალტ...

– აქ ვარ, შენთან. თავს როგორ გრძნობ?

მიიხედ-მოიხედა. საკუთარ ოთახში, კერ მორენის საუკეთესო საწოლში იწვა.

– ცირი როგორ არის?

– სძინავს.

– რამდენ ხანს...

– საკმაოდ დიდხანს, – შეაწყვეტინა კაცმა, საბანი გაუსწორა და მოეხვია. როცა დაიხარა, მგლისთავიანი
მედალიონი ქალის ცხვირწინ აქანავდა, – ასე არ უნდა მოქცეულიყავი, ტრის.

– არაფერი მიშავს, – ქალი მის მკლავებში შეკრთა და მაშინვე გაიფიქრა: „როგორ არ მიშავს...“ მერე თავი
ისე მიაბრუნა, რომ მედალიონს არ შეხებოდა. მხედვართა ამულეტების თვისებათა შესახებ უამრავი
თეორია არსებობდა, მაგრამ ყველა ერთხმად ურჩევდა ჯადოქრებს – მზებუდობას მათ არ
მიჰკარებოდნენ.

– ტრანსში ყოფნისას რამეზე... რამეზე ვლაპარაკობდით?

– შენ არა, უგონოდ იყავი. ცირიმ... სანამ გამოფხიზლდებოდა, თქვა: Va’esse deireadh aep eigean...

– მან უფროსი ენა იცის.

– მაგრამ არც ისე კარგად, რომ მთელი წინადადება წარმოთქვას...

– ...რომელიც ნიშნავს: „რაღაც მთავრდება“, – ჯადოქარმა სახეზე ხელი გადაისვა, – გერალტ, საქმე
სულაც არ არის სახუმაროდ. გოგონა საოცრად ძლიერი მედიუმია. არ ვიცი, ვისთან ან რასთან აქვს
კონტაქტი, მაგრამ, ვფიქრობ, მისთვის ზღვარი არ არსებობს. რაღაცას მისი ხელში ჩაგდება უნდა.
რაღაცას, რაც ჩემთვის მეტისმეტად ძლიერია. მაშინებს მისი ამბავი. მომდევნო ტრანსი შესაძლოა
ფსიქიკური აშლილობით დასრულდეს. მე ამას ვერ მოვერევი, საჭიროების შემთხვევაში ვერ
დავბლოკავ, ვერ ჩავახშობ მის შესაძლებლობებს. მათი გამუდმებით ჩახშობა კი მით უმეტეს არ
შემიძლია. დახმარება... სხვა ჯადოქარს უნდა სთხოვო. უფრო ნიჭიერს. უფრო გამოცდილს. იცი, ხომ,
ვისაც ვგულისხმობ...

– ვიცი, – კაცმა სახე აარიდა, კბილი კბილს დააჭირა.

– ნუ ჯიუტობ. ნუ იბრძვი. ვხვდები, რატომაც მიხმე მე და არა ის. გადალახე სიამაყე, წყენა და ბრაზი,
ამაოა ეს ყველაფერი, გაიტანჯები. თანაც სასწორზე ცირის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დევს. ის, რაც
შეიძლება მომდევნო ტრანსის დროს დაემართოს, ბალახით გამოცდაზე უარესია. სთხოვე დახმარება
იენიფერს, გერალტ.

– შენ?

– რა მე? – ქალმა გაჭირვებით გადაყლაპა ნერწყვი, – მე არ ვითვლები. მე გიმტყუნე. ყველაფერში

გიმტყუნე. მე შენი... შეცდომა ვარ. მხოლოდ შეცდომა.

– შეცდომებიც ჩემია, – ნელა წარმოთქვა კაცმა, – მეხსიერებიდან და ცხოვრებიდან მათ ამოშლას არ

ვაპირებ. არც დამნაშავეს ვეძებ. მეტისმეტად ძვირფასი იყავი ჩემთვის და მუდამ იქნები. არასოდეს
გიმტყუნია, არასოდეს გაგიცრუებია იმედი. დამიჯერე, არასოდეს.
ქალი დიდხანს იყო ჩუმად. ბოლოს აკანკალებული ხმა დაიმორჩილა:

– გაზაფხულამდე დავრჩები. ცირის მივხედავ. თვალს არ მოვაშორებ. გაზაფხულზე... ელანდერში,

მელიტელეს ტაძარში წავიყვანთ. იქნებ იმან, რასაც მისი ხელში ჩაგდება უნდა, იქ ვერ მიაგნოს. მერე კი
დახმარებისთვის იენიფერს მიმართავ.

– კარგი, ტრის. მადლობელი ვარ.

– გერალტ...

– ბატონო.

– ცირიმ კიდევ რაღაც თქვა, არა? რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ შენ გაიგე...

– არა, – კაცს ხმა გაებზარა, – არა, ტრის.

– გთხოვ, მითხარი.

– ჩემთვის არ უთქვამს.

– ვიცი, მე მითხრა. თქვი, გემუდარები.

– როცა გონს მოვიდა... როცა ხელში ავიყვანე... დაიჩურჩულა: „დაივიწყე... ნუღარ აწამებ“.

– აღარ გაწამებ, – წყნარად წარმოთქვა ქალმა, – მაგრამ დავიწყება არ შემიძლია. მაპატიე.

– ეს მე უნდა გთხოვო პატიება, და არამარტო შენ.

– ასე ძალიან გიყვარს... – არ უკითხავს, თქვა.

– ჰო, – ჩამწყდარი ხმით უპასუხა კაცმა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ.

– გერალტ...

– გისმენ, ტრის.

– დარჩი ამაღამ ჩემთან.

– ტრის...

– უბრალოდ, ჩემ გვერდით იყავი.

– კარგი.

***

თოვა მიდინვაერნის შემდეგ მალევე შეწყდა. ყინვამ დააჭირა.

ტრისი ცირის წუთითაც არ ტოვებდა მარტოს, დღისით თუ ღამით ფხიზლად ადევნებდა თვალს.
გოგონას თითქმის ყოველღამე ყვირილით ეღვიძებოდა. ბოდავდა და ტიროდა. ჯადოქარი შელოცვითა
და ელექსირებით ამშვიდებდა, ხელში არწევდა და ისე აძინებდა, მერე კი დიდხანს არ ეკარებოდა
ძილი, ცირის ნათქვამზე ფიქრობდა და უფრო და უფრო ერეოდა შიში. Va'esse deireadh aep eigean. რაღაც
მთავრდება...

ასე გაგრძელდა ათი დღე და ათი ღამე. და უეცრად დასრულდა. მორჩა, უკვალოდ გაქრა. ცირი
დამშვიდდა. უდრტვინველად, უსიზმროდ ეძინა, აღარ ბოდავდა.

მაგრამ ტრისს მაინც ასი თვალი და ასი ყური ჰქონდა გამოსხმული და გოგონას ნაბიჯითაც არ
შორდებოდა.

***

– სწრაფად, ცირი! ნაბიჯი წინ, გარიდება! ნახევარპირუეტი, დარტყმა, გარიდება! მარცხენა ხელით
წონასწორობა დაიცავი, თორემ ბიბილოდან ჩამოვარდები და... ქალური ატრიბუტები დაგეჟეჟება!

– რაო?

– არაფერი. ხომ არ დაიღალე? თუ გინდა, დავისვენოთ.

– არა, ლამბერტ! კიდევ შემიძლია. ასეთი სუსტი გგონივარ? თითო კბილანას გამოშვებით ხტომა ხომ არ
ვცადო?

– არც იოცნებო! ჩამოვარდები და მერიგოლდი... ჰმ... თავს წამაწყვეტს.

– არ ჩამოვვარდები!

– არა-მეთქი! ნუ ონავრობ, იცოდე, მეორედ აღარ გაჩვენებ! ფეხები მტკიცედ დადგი! და სუნთქვა, ცირი,
სუნთქვა! ისე ქშენ, როგორც მომაკვდავი მამონტი!

– არაფერიც!

– ნუ წრიპინებ! იმუშავე! შეტევა, გარიდება! შეტევა! ნახევარბრუნი! შეტევა! სრული ბრუნი! მტკიცედ
დადექი კბილანებზე, დასწყევლოს ღმერთმა! ნუ ქანაობ! ნაბიჯი წინ, დარტყმა! უფრო სწრაფად!
ნახევარბრუნი! შეხტომა და... ჩხვლეტა! აი, ასე! ძალიან კარგია!

– მართლა? მართლა კარგია, ლამბერტ?

– ვინ გითხრა?

– შენ თვითონ არ მითხარი ამწუთას?

– წამომცდა. შეტევა! ნახევარბრუნი! გარიდება! ერთიც! ცირი, ფარი სადღაა? მერამდენედ გაგიმეორო?
გარიდებას ყოველთვის ფარი მოსდევს – სატევრიან ხელს წინ გატყორცნი და თავსა და კისერს იფარავ!
ყოველთვის!

– მაშინაც, როცა ერთ მოწინააღმდეგეს ვებრძვი?

– არასოდეს არ იცი, ვის ებრძვი! არასოდეს არ იცი, რა არის შენს უკან, ამიტომ ფარი ყოველთვის
საჭიროა. ფეხები და ხმალი ამუშავე. აბსოლუტური რეფლექსი უნდა გამოიმუშაო, გესმის?
რეფლექსი-მეთქი! ამის დავიწყება არ შეიძლება. დაგავიწყდება ბრძოლის დროს და მოგეხაზება კიდეც.
აბა, ერთიც! მიდი! აი, ასე! ხედავ, რა კარგად გამოგივიდა ეს შეტევა? ამ ილეთით ნებისმიერ დარტყმას
აიცდენ და იქით დაარტყამ. თუ დაგჭირდა, უკუდარტყმასაც მოახერხებ. აბა, მაჩვენე პირუეტი და
უკუდარტყმა.

– ჰჰა!

– ძალიან კარგია. მიხვდი, რაშია მარილი? დავიდა შენამდე?

– სულელი ნუ გგონივარ!

მომაკვდავი მამონტი!

– გოგო ხარ, გოგოები კი... არაფრის აზრზე არ არიან.

- ეჰ, ლამბერტ, ტრისს რომ გააგონა...

– „ტრისს რომ გააგონა...“ ბებიას შარვალი რომ სცმოდა, ბაბუა იქნებოდა. კარგი, გეყოფა.

– არ დავღლილვარ.

– მე კიდევ დავიღალე. გეყოფა-მეთქი! ჩამოხტი ბიბილოდან.

– სალტოთი ჩამოვხტე?

– აბა, როგორ გინდა? კრუხივით ჩამოფახფახდე? მიდი, ისკუპე. ნუ გეშინია, გაზღვევ.

– ჰჰა!

– ყოჩაღ. გოგოს კვალობაზე არა გიშავს. შეგიძლია, თვალსახვევი მოიხსნა.

***

– ტრის, დღეს გვეყოფა, ხო? მოდი, რა, ციგა წავიღოთ და გორაკიდან დავეშვათ. ნახე, როგორ კაშკაშებს
მზე, როგორ ბრჭყვიალებს თოვლი! შეიძლება დაბრმავდე! ნახე, რა ამინდია!

– ფრთხილად, თორემ ფანჯრიდან გადავარდები.

– ვიციგაოთ რა, ტრის, გეხვეწები რა!

– ახლა ეგ უფროს ენაზე მითხარი. გაკვეთილი დამთავრდა. მოსცილდი ფანჯარას, დაბრუნდი

მაგიდასთან. ცირი, რამდენჯერ უნდა გთხოვო?! და მაგ ხმალს აქეთ-იქით ნუ იქნევ, დადე.

– ეს ჩემი ახალი ხმალია, ნამდვილი მხედვარის ხმალი! ციდან ჩამოვარდნილი ფოლადისგან ნაჭედი!
მართლა, არ გჯერა? გერალტმა მითხრა, გერალტი კი არასოდეს იტყუება, ხომ იცი!

– ჰო, აბა რა.

– ამ ხმალს უნდა მივეჩვიო. ძია ვესემირმა ჩემს წონას, სიმაღლეს და ხელის სიგრძეს მოარგო. ახლა მაჯა
და მტევანი უნდა შევაჩვიო.

– შეაჩვიე, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ოღონდ ეზოში, აქ არა. აბა, გისმენ. მგონი, აპირებდი, უფროს
ენაზე საციგაოდ წასვლა გეთხოვა. მიდი, მთხოვე.

– ჰმ... „ციგა“ როგორ იქნება?

– ციგა – Sledd; ციგაობა – Aesledde.

– აჰა, გავიგე. Va'en aesledde eli'ea?

– კითხვის ასე დამთავრება არ შეიძლება. ეს ფამილარული ფორმაა. კითხვას ინტონაციით უსვამენ

ხაზს.

– მაგრამ კუნძულელი ბავშვები...

– შენ სკელიგეურ ჟარგონს კი არა, კლასიკურ უფროს ენას სწავლობ.

– ნეტავი რაში მჭირდება...

– იმაში, რომ იცოდე. იმის სწავლა, რაც არ იცი, სასარგებლოა. ენების არცოდნა ხეიბრობის ტოლფასია.

– მაინც ყველა საერთო ენაზე ლაპარაკობს და...

– მართალია, მაგრამ ზოგმა სხვა ენებიც იცის. მერწმუნე, ცირი, ჯობს ზოგიერთის ნაწილი იყო, ვიდრე
ყველასი. აბა, გისმენ. თარგმნე ეს წინადადება: „დღეს მშვენიერი ამინდია, ამიტომ საციგაოდ წავალთ“.

– Elaine... ჰმ... Elaine tedd a'taeghane, a va'en aesledde.

– შესანიშნავია!

– ჰაჰა! ახლა წამო, ვიციგაოთ.

– წავიდეთ, ოღონდ ჯერ მაკიაჟს დავასრულებ.

– ვისთვის იპრანჭები, ჰა?

– საკუთარი თავისთვის. ქალს სილამაზის ხაზგასმა იმისთვის სჭირდება, რომ თავი უკეთ იგრძნოს.

– ჰმ... იცი, რა? მეც საძაგლად ვგრძნობ თავს. ნუ იცინი, ტრის!

– მოდი აქ, მუხლებზე დამიჯექი. გადადე ხმალი, ხომ გთხოვე! გმადლობ. ახლა, აი, ის დიდი ფუნჯი
აიღე და სახე შეიპუდრე. ასე მაგრად არა, ქალიშვილო! აბა, სარკეში ჩაიხედე. ხედავ, რა ლამაზი ხარ?

– ვერავითარ განსხვავებას ვერ ვამჩნევ. თვალებსაც შევიღებავ, კარგი? რატომ იცინი? შენ ხომ
ყოველთვის იღებავ თვალებს. მეც მინდა!

– კარგი. ქუთუთოებზე, აი, ეს ჩრდილი წაისვი. თვალებს ნუ ხუჭავ, თორემ ვერაფერს დაინახავ და
მთელ სახეს მოითხუპნი. სულ ცოტა აიღე და ოდნავ წაიცხე ქუთუთოზე. ოდნავ წაიცხე-მეთქი! მოდი,
მოგწმინდო. დახუჭე თვალები. ახლა გაახილე.

– უ-უ-უ!

– გრძნობ განსხვავებას? სულ ცოტა ჩრდილი შენისთანა ლამაზ თვალებსაც არ აწყენს. ელფებმა
მშვენივრად იცოდნენ, რას აკეთებდნენ, როცა თვალის ჩრდილები გამოიგონეს.

– ელფებმა?

– არ იცოდი? მაკიაჟი ელფების გამოგონებაა. ჩვენ ბევრი სასარგებლო რამ ვისესხეთ უფროსი
მოდგმისგან. სამაგიეროდ კი თითქმის არაფერი მიგვიცია. ახლა ცარცი აიღე და ფაქიზად გადაისვი
ზედა ქუთუთოზე, ზედ წამწამებთან. ცირი, რას შვრები?!

– ნუ დამცინი, ქუთუთო მიკანკალებს, ვა!

– პირი ოდნავ გააღე და აღარ აგიკანკალდება. ხედავ? მორჩა, მზადაა.

– ოჰო!

– ახლა წამოდი, ავსულთმმუსვრელებს ჩვენი სილამაზით თავზარი დავცეთ. ამაზე სასიამოვნო განცდა
არ არსებობს. მერე კი ციგა წავიღოთ და მთელი მაკიაჟი ნამქერში გავიდღაბნოთ.

– და მერე ისევ გავიკეთოთ!

– არა, მერე ლამბერტს აბანოს გახურება ვუბრძანოთ და ვიბანაოთ.

– ისევ? ლამბერტი ამბობს, ამდენი ბანაობით შეშა სულ გამოლიეთო.

– Lamberth caen me a'baeth aep arse.

– რა? ვერ გავიგე...

– თანდათან იდიომებსაც ისწავლი. გაზაფხულამდე კიდევ ათასი რამის სწავლას მოასწრებ. ახლა კი...
Va'en aesledde, me elaine luned!

– ახლა ვნახოთ, რა არის ამ გრავიურაზე... მაგაზე არა, დასწყევლოს ღმერთმა! ამაზე. ეს, როგორც უკვე
იცი, ღულია. მითხარი, რაც ღულებზე გაგიგონია. ჰეი, ქალიშვილო! აბა, შემომხედე! რა ოხრობა გისვია
მაგ ქუთუთოებზე?!

– სასიამოვნო თვითშეგრძნება.

– რაო, რაო? კარგი, გისმენ.

– ჰმ... ღული, ძია ვესემირ, გვამიჭამია ურჩხულია. მას შეიძლება შევხვდეთ სასაფლაოზე, ყორღანებთან,
ყველგან, სადაც მიცვალებულთა სამარხავებია... არა, სამარხებია. ნე... ნეკროპოლისებში, იმ
ადგილებზე, სადაც შეტაკება ან ჟლეტა მომხდარა...

– გამოდის, ღული მარტო მიცვალებულებისთვის ყოფილა საშიში. ასეა?

– არამარტო. ღული ცოცხლებსაც ესხმის თავს, როცა მშიერია ან ბრაზობს. მაგალითად, როცა ომია... და
ბევრი ხალხი იხოცება...

– ცირი, რა მოგივიდა?

– არაფერი.

– დაივიწყე წარსული, ცირი, ის აღარ დაბრუნდება.

– მინახავს... სოდენსა და მდინარისპირეთში... გვამებით მოფენილი მინდვრები... მგლები და

გაველურებული ძაღლები ჭამდნენ... ფრინველები კორტნიდნენ... ალბათ ღულებიც იქნებოდნენ...

– იმიტომაც სწავლობ ღულებს. რაც იცი, კოშმარად ვეღარ მოგევლინება. რასაც შეგიძლია შეებრძოლო,
ისეთი საშიში აღარ არის. აბა, რა იარაღით ებრძვიან ღულს?

– ვერცხლის ხმლით. ღული ვერცხლის მიმართ მგრძნობიარეა.

– კიდევ რის მიმართ?

– კაშკაშა შუქის და ცეცხლის.

– ესე იგი ღულს შეიძლება შუქითა და ცეცხლით ვებრძოლოთ?

– შეიძლება, მაგრამ საშიშია. მხედვარმა შუქი და ცეცხლი არ უნდა გამოიყენოს – ცუდად დაინახავს.
კაშკაშა სინათლე ჩრდილებს წარმოქმნის, ჩრდილები კი ორი... ენტაციას აძნელებს. სიბნელეში უნდა
იბრძოლოს, მთვარის ან ვარსკვლავების შუქზე.

– მართალია. კარგად დაგიხსომებია. გონიერი გოგო ხარ. ახლა ამ გრავიურას შეხედე.

– უუუჰ...

– გეთანხმები. მართლა საშინელი გარეგნობა აქვს ამ დედამოტ... ამ საძაგელ არსებას. ეს მესაფლავეა,

ღულის ნაირსახეობა. ძალიან ჰგავს ღულს, მაგრამ უფრო დიდია. და, როგორც ხედავ, მისგან
განსხვავებით, თავის ქალაზე სამი ძვლოვანი წანაზარდი აქვს. სხვა მხრივ დანარჩენი გვამიჭამიებისგან
არაფრით განსხვავდება. მიაქციე ყურადღება: მისი ბრჭყალები მოკლე და ბლაგვია, საფლავების
თხრისთვის შესაფერისი, კბილები – მძლავრი, ძვლების სამსხვრევად მომარჯვებული, ენა კი გრძელი
და წვრილი ძვლებიდან ტვინისა და ცხიმის ამოსალოკად. გახრწნილი ქონი მესაფლავისთვის
ნუგბარია... რა მოგივიდა?

– ააარრრაფერი...

– მთლად გაფითრდი და გამწვანდი. ძალიან ცუდად ჭამ. დღეს ისაუზმე?

– კიიი...
– რას ვამბობდი? ჰო, კინაღამ დამავიწყდა. დაიხსომე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა: მესაფლავეებს,
ღულებს და ამ ჯგუფის სხვა

ურჩხულებს საკუთარი ეკოლოგიური ნიშა არ გააჩნიათ. ისინი სფეროთა შეკავშირების პერიოდის

გადმონაშთები არიან. მათი დახოცვით ახლანდელ სისტემებს ზიანს არ მივაყენებთ. ჩვენს სამყაროში
მათი ადგილი არ არის. გესმის?

– მესმის, ძია ვესემირ. გერალტმა ამიხსნა. ეკოლოგიური ნიშა – ეს არის...

– კარგი, კარგი, ვიცი, რაც არის. თუ გერალტმა აგიხსნა, გამეორება აღარ გვინდა. მესაფლავეს
დავუბრუნდეთ. საბედნიეროდ, მესაფლავე ძალზე იშვიათად გვხვდება. საბედნიეროდ იმიტომ, რომ
ძალიან საშიშია ეს დედამოტ... ჰმ... მასთან შეტაკებისას პატარა ნაკაწრსაც კი გვამის შხამით
მოწამვლამდე მივყავართ. რომელი ელექსირით იკურნება გვამის შხამით მოწამვლა?

– „მოლაღურით“.

– მართალია. მაგრამ მაინც ჯობს, არ მოვიწამლოთ, ამიტომ ბრძოლისას ამ არამზადას მეტისმეტად არ

უნდა მივუახლოვდეთ – დისტანცია უნდა გვეკავოს, დარტყმა კი მივარდნით მივაყენოთ.

– ჰმ... და სად ჯობია დავარტყათ?

– სწორედ ამის ჩვენებას ვაპირებდი. უყურე...

***

– ერთხელაც, ცირი. ნელა გავიმეოროთ, რომ თითოეული მოძრაობა აითვისო. მიყურე, გიტევ
ტერციიდან, მეოთხე პოზიციიდან. ვიხრები, როგორც ჩხვლეტის დროს... უკან რატომ იხევ?

– იმიტომ, რომ ვიცი, ეს ცრუ შეტევაა. შეიძლება, ფართო სინისტრი ან მარცხენა გაშლა გააკეთო ან
ბატმანით დამარტყა ზედა კვარტიდან, მეოთხე პოზიციიდან. მე კი უკან დავიხევ და კონტრშეტევით
გიპასუხებ.

– მართლა? და ასე რომ ვქნა?

ახლანდელ სისტემებს ზიანს არ მივაყენებთ. ჩვენს სამყაროში მათი ადგილი არ არის. გესმის?

– ო-ო-ო! აკი ნელაო! რა შემეშალა, კოიონ?

– არაფერი. უბრალოდ, მე შენზე მაღალი და ღონიერი ვარ.

– ეგ უსამართლობაა!

– ცნება „სამართლიანი ბრძოლა“ არ არსებობს. ბრძოლისას ყოველგვარი უპირატესობა და

შესაძლებლობა უნდა გამოიყენო. უკან დახევით საშუალება მომეცი, ხმალი უფრო ძლიერად მომექნია.
უკან კი არ უნდა დაგეხია, მარცხენა ნახევარბრუნი უნდა გაგეკეთებინა და გეცადა, ქვემოდან,
კვარტიდან ან დექსტერიდან გეწვდინა ნიკაპში, ლოყაში ან ყელში.

– უცბად არ დაგენებებინა! უკუპირუეტს გააკეთებდი და სანამ დაფარვას მოვასწრებდი, მარცხნიდან

კისერში ჩამცხებდი ხმალს. საიდან უნდა ვიცოდე, რას აპირებ?

– უნდა იცოდე და იცი კიდეც.

– კი, როგორ არა.

– ცირი, ეს ბრძოლაა, მე კი შენი მოწინააღმდეგე ვარ. მინდა, დაგამარცხო. უნდა დაგამარცხო. საქმე ხომ
ჩემს სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება. მე შენზე მაღალი და ღონიერი ვარ, ამიტომ ყველა ხელსაყრელ
შემთხვევას გამოვიყენებ, რომ დარტყმით რიტმიდან ამოგაგდო და შენი თავდაცვა გავტეხო, როგორც
ახლა. პირუეტი რაში მჭირდება, უკვე სინისტრში ვარ. მიყურე. მეორე პოზიციდან იღლიის ქვეშ,
წინამხარში დარტყმაზე იოლი არაფერია. თუ ვენა გაგიფატრე, რამდენიმე წამში მოკვდები. აბა,
დამიდექი!

– ჰა-ა-ა!

– ყოჩაღ! შესანიშნავი, ელვისებური თავდაცვა გამოგივიდა. ხედავ, როგორ გამოგადგა სახსრების

ვარჯიში? ახლა ყურადღებით მომისმინე. ბევრი მოფარიკავე სტატიკურ თავდაცვაში შეცდომას უშვებს
– წამით ირინდება. ამ დროს შეიძლება, დაასწრო და დაარტყა – აი, ასე!

– ჰჰა!
– შესანიშნავია! ოღონდ უკან გახტი, მაშინვე უკან გახტი და პირუეტი გააკეთე! მარცხენა ხელში
შეიძლება ხანჯალი მეჭიროს! კარგია! ძალიან კარგია! ახლა, ცირი? ახლა რას ვიზამ?

– მე რა ვიცი?

– ფეხებზე დამაკვირდი. სხეულის წონა როგორ მაქვს გადანაწილებული? რისი გაკეთება შეიძლება ამ
პოზიციიდან?

– ყველაფრის!

– ამიტომ იტრიალე, იტრიალე, მაიძულე შემობრუნება! თავი დაიცავი! კარგია! ჩემს ხმალს ნუ უყურებ,
ხმლით შეიძლება მოგატყუო! თავი დაიცავი! კარგია! ერთიც! კარგია! ერთიც!

– აუ-უ-უ!

– არ ვარგა.

– ფუ... რა შემეშალა?

– არაფერი. უბრალოდ, მე უფრო სწრაფი ვარ. მოიხსენი სამუხლეები, ცოტა ხნით ჩამოვსხდეთ,
დავისვენოთ. დაღლილი ხარ, მთელი დილა სატანჯველაზე დარბოდი.

– არ დავღლილვარ. მშია.

– მეც, ეს ოხერი. არადა დღეს ლამბერტი მზარეულობს, რომელმაც გუფთის გარდა არაფერი იცის.
ნეტავი წესიერად მაინც ხარშავდეს...

– კოიონ...

– ჰა?

ძალიან კარგია! ახლა, ცირი? ახლა რას ვიზამ?

– ჯერ კიდევ მაკლია სისწრაფე.

– საკმოდ სწრაფი ხარ.

– ოდესმე გავხდები შენსავით სწრაფი?

– მეეჭვება.

– ჰმ... კარგი, ჯანდაბას. და... ვინ არის ამქვეყნად საუკეთესო მოფარიკავე?

– წარმოდგენა არ მაქვს.

– შენ ასეთი არავინ გინახავს?

– მათ შორის, ვინც მინახავს, ბევრს მიაჩნდა თავი საუკეთესოდ.

– ოჰო! ვინ იყვნენ? რა ერქვათ? რა შეეძლოთ?

– წყნარად, წყნარად, გოგონი. არ ვიცი, რა გიპასუხო. ეს ყველაფერი ამდენად მნიშვნელოვანია?

– ძალიანაც მნიშვნელოვანია. მინდა, ვიცოდე, ვინ არიან და სად არიან.

– სად არიან, ეგ კი ვიცი, კაცმა რომ თქვას.

– აბა, სად?

– საფლავებში.

***

– ყურადღებით იყავი, ცირი. ახლა მესამე ქანქარას ჩამოვკიდებ. ორს უკვე ადვილად ართმევ თავს.
ბიჯებს ისევე გადადგამ, როგორც ორ ქანქარაზე ვარჯიშის დროს, ოღონდ ერთი ვოლტით მეტს
გააკეთებ. მზად ხარ?

– კი.

– ყურადღება მოიკრიბე. მოეშვი. ჩაისუნთქე, ამოისუნთქე. შეუტიე!

– უჰ! აუ-უ-უ... ჯანდაბა!

– ნუ ილანძღები, თუ შეიძლება. მაგრად მოგხვდა?

– არა, ოდნავ წამომედო... ისევ რაღაც შემეშალა?

– რიტმს მეტისმეტად მკაცრად იცავდი, მეორე პირუეტი ზედმეტად დააჩქარე, ფინტიც უფრო ფართო
გააკეთე, ვიდრე საჭიროა. შედეგად პირდაპირ ქანქარას ქვეშ ამოყავი თავი.

– უჰ, გერალტ, ისე ახლო-ახლო კიდია, ვოლტისა და გაშლისთვის ადგილი საერთოდ არ არის.

– მერწმუნე, საკმარისზე მეტი ადგილია. უბრალოდ, ქანქარები ისეთი მანძილითაა დაშორებული

ერთმანეთს, რომ არარიტმულად იმოძრაო. ეს ცეკვა კი არა, ბრძოლაა, ცირი. ბრძოლის დროს
რიტმულად მოძრაობა არ შეიძლება. მოძრაობით უნდა დააბნიო მოწინააღმდეგე, მოატყუო, ხელი
შეუშალო. მზად ხარ?

– მზად ვარ. გააქანე ეგ ოხრად დასარჩენი ტომრები.

– ნუ ილანძღები. მოეშვი. შეუტიე!

– ჰჰა! ჰჰა-ა! აბა, როგორი იყო, გერალტ? არც კი შემხებია.

– სამაგიეროდ, არც შენ შეხებიხარ ხმლით მეორე ტომარას. გიმეორებ, ეს ბრძოლაა და არა ცეკვა ან
ჯამბაზობა. რას ბურტყუნებ მანდ?

– არაფერს.

– მოეშვი. მაჯაზე სახვევი შეისწორე. ხმლის ტარს ასე ნუ ბღუჯავ – ეს ყურადღებას გიფანტავს და
წონასწორობის დაცვაში ხელს გიშლის. მშვიდად ისუნთქე. მზად ხარ?

– კი.

– დაიწყე!

– უ-უ-უჰ! უხ, შენი... გერალტ, არაფერიც არ გამომივა. აქ თითქმის არ არის ადგილი ფინტისთვის და
ფეხის შესანაცვლებლად, ხოლო როცა ორივე ფეხიდან ფინტის გარეშე ვურტყამ...

– დავინახე, რაც გამოდის. გეტკინა?

– არც ისე...

– ჩამოჯექი, დაისვენე.

– არ დავღლილვარ. გერალტ, ასი წელიც რომ დავისვენო, მესამე ქანქარას ქვეშ მაინც ვერ გავძვრები,
ამაზე სწრაფად არ შემიძლია.

– არც არის საჭირო, ისედაც საკმაოდ სწრაფი ხარ.

– მაშინ მითხარი, როგორ ვქნა. ერთდროულად გავაკეთო ნახევარბრუნი, ვოლტი და დარტყმა?

– ყველაფერი გაცილებით მარტივია, უბრალოდ, უყურადღებოდ მისმენდი. ხომ გითხარი, ერთით მეტი
ვოლტია-მეთქი საჭირო. ვოლტი და არა პირუეტი. კიდევ ერთი პირუეტი ზედმეტია. მეორე ცდაზე
ყველაფერი სწორად გააკეთე და ყველა ქანქარა გაიარე.

– მაგრამ ტომარას ვერ დავარტყი, იმიტომ, რომ... გერალტ, ნახევარბრუნის გარეშე ვერ ვურტყამ,
სისწრაფეს ვკარგავ, ის არა მაქვს, რა ჰქვია იმას... გამახსენე რა, რა ჰქვია.

– ინერცია. მართალი ხარ. ინერციასაც აკრეფ და ენერგიასაც, მაგრამ არა პირუეტისა და ფეხის
მონაცვლების ხარჯზე. ამისთვის დრო არ გეყოფა. დაჰკარი ხმალი ქანქარას.

– ქანქარას? ტომრებს?

– ეს ორთაბრძოლაა, ცირი. ტომრები მოწინააღმდეგის სუსტ წერტილებს გაჩვენებს, რომლებსაც ხმალი

უნდა დაარტყა. ქანქარებს, რომლებიც მოწინააღმდეგის იარაღის იმიტაციას ახდენს, უნდა დაუსხლტე.
თუ შეგეხო, ჩათვალე, რომ დაჭრილი ხარ. ნამდვილ ბრძოლაში ვეღარც ადგებოდი ფეხზე. მაგრამ
შეგიძლია, თვითონვე დაჰკრა... რატომ მოიწყინე?

– ქანქარას დარტყმას ხმლით ვერ ვიგერიებ, ძალა არ მყოფნის... და არც არასოდეს მეყოფა, იმიტომ, რომ
გოგო ვარ!

– მოდი აქ, გოგო. ცხვირი მოიწმინდე და მომისმინე. ამქვეყნად ვერც ერთი გოლიათი, ვერც ერთი
ფალავანი და დევგმირი ვერ მოიგერიებს ხვლიკვეშაპის კუდით, დევმორიელის მარწუხით ან
გრიფონის ბრჭყალით მიყენებულ დარტყმას. ქანქარები კი სწორედ ამ იარაღის იმიტაციაა. მათი
დარტყმის მოგერიებას ნურც ეცდები. ქანქარას ვერაფერს დააკლებ, შენ კი აგისხლეტს. შენში გადმოვა
მისი ენერგია, რომელიც დარტყმისთვის გჭირდება. საკმარისია, მსუბუქად, მაგრამ ძალიან სწრაფად
მოიგერიო დარტყმა და დაუყოვნებლივ, ასევე სწრაფად, თვითონვე დაარტყა საპირისპირო
ნახევარბრუნით. ასხლეტისას საჭირო ინერციას მიიღებ. გაიგე?

– აჰა.

– სისწრაფე, ცირი, სისწრაფე და არა ძალა. ძალა ტყისმჭრელს სჭირდება, რომელიც ნაჯახით აქცევს
ხეებს. ამიტომაცაა, რომ გოგოები იშვიათად ხდებიან ტყის მკაფავები. მიხვდი, რაშია საქმე?

– აჰა. გააქანე ტომრები.

და არა პირუეტი. კიდევ ერთი პირუეტი ზედმეტია. მეორე ცდაზე ყველაფერი სწორად გააკეთე და
ყველა ქანქარა გაიარე.

– ჯერ სული მოითქვი.

– არ დავღლილვარ.

– კარგი. მაშ, ასე: ისეთივე ბიჯი, ფინტი...

– გავიგე.

– შეუტიე!

– ჰჰა-ა! ჰჰა! ჰჰა-ა-ა!!! ესეც ასე! გიჩვენე თუ არა სეირი, გრიფონო? გერალტ, დაინახე?

– ნუ ღრიალებ. სუნთქვა აკონტროლე.

– გამომივიდა! გეფიცები, გამომივიდა! გერალტ! გამომივიდა! შემაქე, გერალტ!

– ყოჩაღ, ცირი! ყოჩაღ, გოგო!

***

თებერვლის შუა რიცხვებში თოვლი სამხრეთიდან, უღელტეხილიდან მონაბერმა თბილმა ქარმა ალოკა.

ავსულთმმუსვრელებს არ აინტერესებდათ, რა ხდებოდა ქვეყანაზე.

საღამოობით, როცა ჩაბნელებულ დარბაზში, უზარმაზარ ბუხარში მოცეკვავე ცეცხლის შუქზე,

სასაუბროდ იკრიბებოდნენ, ტრისი დაჟინებით ცდილობდა, პოლიტიკაზე ჩამოეგდო სიტყვა.
მხედვარებს ყოველთვის ერთნაირი რეაქცია ჰქონდათ: ხელზე

თავჩამოყრდნობილი გერალტი დუმდა, ვესემირი თავს უქნევდა ჯადოქარს და დროდადრო მის

მონათხრობში შენიშვნებს ურთავდა, საიდანაც მხოლოდ იმას გაიგებდით, რომ „მის დროს“ ცხოვრება
უფრო უკეთესი, ლოგიკური, წესიერი და ჯანსაღი იყო; ესკელი ყურადღებიან მსმენელად აჩვენებდა
თავს, ღიმილს და თბილ მზერას არ იშურებდა და დროდადრო რომელიმე ნაკლებმნიშვნელოვან
საკითხს უღრმავდებოდა კიდეც, კოიონი ჭერს მიშტერებოდა და მოურიდებლად ამთქნარებდა, ხოლო
ლამბერტი არც კი მალავდა გულგრილობას.

არაფრის ცოდნა არ უნდოდათ, ჩირადაც არ უღირდათ ის დილემები, ჯადოქრებს, ბელადებსა და

გვირგვინოსნებს ძილს რომ უფრთხობდა, საბჭოებს, სათათბიროებსა და საკრებულოებს რომ
აზანზარებდა და აგუგუნებდა. არ აინტერესებდათ, რა ხდებოდა თოვლში ჩაძირული
უღელტეხილებისა და ყინულის ლოდებით სავსე გვენლეჰის ტყვიისფერი ჩქერების მიღმა. მათთვის
მხოლოდ კერ მორენი არსებობდა – ეული, უკაცრიელ მთებში ჩაკარგული ციხე-დარბაზი.

იმ საღამოს ტრისს გაღიზიანებამ და შფოთვამ დარია ხელი. ვინ იცის, იქნებ ციხე-დარბაზის
ჩამონგრეულ კედლებში მოზუზუნე ქარმა დაუკარგა მოსვენება... იმ საღამოს ყველა უცნაურად იყო
აღგზნებული – მხედვარები, გერალტის გამოკლებით, უჩვეულოდ ბევრს ლაპარაკობდნენ.
რასაკვირველია, საუბარი უმთავრესად ერთსა და იმავეს – გაზაფხულის მოახლოებასა და დიდ გზაზე
გასვლას – უტრიალებდა. რასაკვირველია, ლაპარაკობდნენ იმაზეც, რასაც ამ გზაზე გადაეყრებოდნენ –
ვამპირებზე, ტყისკაცებზე, ვივერნებზე, ლიკანთროპებსა და ბასილისკოებზე.

ამჯერად ტრისს მოუწია ჭერში ყურება და მთქნარება. კრინტი არ დაუძრავს, სანამ ესკელმა არ დაუსვა
კითხვა, რომელსაც ამდენი ხანია ელოდა:

– ჰო, მართლა – სამხრეთით, იარუგაზე, როგორ არის საქმე? ღირს იქით წასვლა? არ მინდა, თავი
შუაგულ ორომტრიალში ამოვყო.

– რომელ ორომტრიალში?

– რომელში და... – მხედვარს ენა დაება, – შენ ხომ... გამუდმებით მოსალოდნელ ომზე ლაპარაკობ...
საზღვრებზე მომხდარ უსასრულო შეტაკებებზე, აჯანყებებზე, ნილფგაარდის მიერ დაპყრობილ მიწებს
რომ მოსდებია. ამბობ, ხმები დადის, ნილფგაარდელები იარუგაზე გადმოსვლას ისევ აპირებენო...

– მოგცლიათ, – თქვა ლამბერტმა, – ეს ხალხი უკვე ასეულობით წელია, იბრძვის, ჩეხავს, კაფავს
ერთმანეთს. არ გამაკვირვონ რა. მორჩა,

საიდანაც მხოლოდ იმას გაიგებდით, რომ „მის დროს“ ცხოვრება უფრო უკეთესი, ლოგიკური, წესიერი
და ჯანსაღი იყო; ესკელი ყურადღებიან მსმენელად აჩვენებდა თავს, ღიმილს და თბილ მზერას არ
იშურებდა და დროდადრო რომელიმე ნაკლებმნიშვნელოვან საკითხს უღრმავდებოდა კიდეც, კოიონი
ჭერს მიშტერებოდა და მოურიდებლად ამთქნარებდა, ხოლო ლამბერტი არც კი მალავდა
გულგრილობას.

არაფრის ცოდნა არ უნდოდათ, ჩირადაც არ უღირდათ ის დილემები, ჯადოქრებს, ბელადებსა და

გვირგვინოსნებს ძილს რომ უფრთხობდა, საბჭოებს, სათათბიროებსა და საკრებულოებს რომ
აზანზარებდა და აგუგუნებდა. არ აინტერესებდათ, რა ხდებოდა თოვლში ჩაძირული
უღელტეხილებისა და ყინულის ლოდებით სავსე გვენლეჰის ტყვიისფერი ჩქერების მიღმა. მათთვის
მხოლოდ კერ მორენი არსებობდა – ეული, უკაცრიელ მთებში ჩაკარგული ციხე-დარბაზი.

იმ საღამოს ტრისს გაღიზიანებამ და შფოთვამ დარია ხელი. ვინ იცის, იქნებ ციხე-დარბაზის
ჩამონგრეულ კედლებში მოზუზუნე ქარმა დაუკარგა მოსვენება... იმ საღამოს ყველა უცნაურად იყო
აღგზნებული – მხედვარები, გერალტის გამოკლებით, უჩვეულოდ ბევრს ლაპარაკობდნენ.
რასაკვირველია, საუბარი უმთავრესად ერთსა და იმავეს – გაზაფხულის მოახლოებასა და დიდ გზაზე
გასვლას – უტრიალებდა. რასაკვირველია, ლაპარაკობდნენ იმაზეც, რასაც ამ გზაზე გადაეყრებოდნენ –
ვამპირებზე, ტყისკაცებზე, ვივერნებზე, ლიკანთროპებსა და ბასილისკოებზე.

ამჯერად ტრისს მოუწია ჭერში ყურება და მთქნარება. კრინტი არ დაუძრავს, სანამ ესკელმა არ დაუსვა
კითხვა, რომელსაც ამდენი ხანია ელოდა:

– ჰო, მართლა – სამხრეთით, იარუგაზე, როგორ არის საქმე? ღირს იქით წასვლა? არ მინდა, თავი
შუაგულ ორომტრიალში ამოვყო.

– რომელ ორომტრიალში?

– რომელში და... – მხედვარს ენა დაება, – შენ ხომ... გამუდმებით მოსალოდნელ ომზე ლაპარაკობ...
საზღვრებზე მომხდარ უსასრულო შეტაკებებზე, აჯანყებებზე, ნილფგაარდის მიერ დაპყრობილ მიწებს
რომ მოსდებია. ამბობ, ხმები დადის, ნილფგაარდელები იარუგაზე გადმოსვლას ისევ აპირებენო...

– მოგცლიათ, – თქვა ლამბერტმა, – ეს ხალხი უკვე ასეულობით წელია, იბრძვის, ჩეხავს, კაფავს
ერთმანეთს. არ გამაკვირვონ რა. მორჩა,

გადავწყვიტე: შორეული სამხრეთისკენ წავალ – სოდენისკენ, მაჰაკამისა და ანგრენისკენ. ხომ იცით,

სადაც ჯარს გაუვლია, ავსულები ბარტყობენ. ასეთ ადგილებში კარგ ფულს იშოვი.

– ეგრეა, – მხარი აუბა კოიონმა, – არემარე უკაცურდება, სოფლად დედაკაცებიღა რჩებიან, ბავშვები
უპატრონოდ დაეხეტებიან აღმა-დაღმა, ურჩხულებს კი იოლი საკბილო იზიდავთ.

– მემამულეებსა და მეფისნაცვლებს, – დასძინა ესკელმა, – მეთაურებს და ქალაქის თავებს ომის მეტი

არაფერი ადარდებთ, ქვეშევრდომების დასაცავად არ სცალიათ და ისინიც იძულებული არიან, ჩვენ
დაგვიქირაონ... მაგრამ ტრისის ნათქვამიდან გამოდის, რომ ნილფგაარდთან ომი უბრალო შინაომი არ
არის. ხომ ასეა, ტრის?

– ასეც რომ იყოს, – დამცინავად უპასუხა ტრისმა, – თქვენ ხომ ამით მხოლოდ მოიგებთ. დიდი ომი
სოფლებს უფრო მეტად დააცარიელებს, ქვრივ-ობლებს მოამრავლებს...

– ვერ ვხვდები შენი სარკაზმის მიზეზს, – გერალტმა სახიდან ხელი ჩამოიღო, – მართლა ვერ ვხვდები,
ტრის.

– ვერც მე, შვილო, – თავი ასწია ვესემირმა, – ქვრივ-ობლების ხსენება მოგხვდა გულზე? ლამბერტი და
კოიონი ბავშვურად ლაქლაქებენ, მაგრამ მთავარი ხომ სიტყვები არ არის... ისინი ხომ...

– ...ამ ობლებზე ზრუნავენ, – შეაწყვეტინა გაცოფებულმა ტრისმა, – ჰო, ზრუნავენ. მაქციებისგან იცავენ,
რომლებმაც წელიწადში ორ, ჰა და ჰა, სამ ბავშვს გამოღადრონ ყელი. მაშინ როცა ნილფგაარდელებს
შეუძლიათ, ერთ საათში მთელი სოფელი ამოწყვიტონ და გადაწვან! ჰო, თქვენ ობლებს იცავთ, მე კი
მინდა, ამქვეყნად რაც შეიძლება ნაკლები ობოლი იყოს. მიზეზებს ვებრძვი და არა შედეგებს. ამიტომაც
შევედი ფოლტესტ ტემერიელის საბჭოში ფერკარტსა და კეირა მეცთან ერთად. იმაზე ვბჭობთ, როგორ
მოვიქცეთ, რომ ომი არ დაიწყოს, ხოლო თუ მაინც დაიწყო, თავი როგორ დავიცვათ. იმიტომ, რომ ომის
აჩრდილი სვავივით დაგვტრიალებს თავს. თქვენთვის ომი თავგადასავალია, ჩემთვის კი თამაში, სადაც
სიცოცხლეა ფსონად. ამ თამაშში მეც ვარ ჩათრეული. ამიტომაც მტკენს გულს და შეურაცხმყოფს
თქვენი გულგრილობა და უზრუნველობა.

გერალტი სავარძელში გასწორდა და ჯადოქარს შეხედა:

– ჩვენ მხედვარები ვართ, ტრის, ნუთუ არ გესმის?!

– რა არის გაუგებარი? – წაბლისფერი ფაფარი შეარხია ჯადოქარმა, – ყველაფერი დღესავით ნათელია.

სავსებით განსაზღვრული დამოკიდებულება გაქვთ სამყაროს მიმართ. ეს სამყარო კატასტროფის
ზღვარზე რომ დგას, სულაც არ გადარდებთ. მე კი მადარდებს. ამით განვსხვავდები თქვენგან.

– ვფიქრობ, არამხოლოდ ამით.

– სამყარო იქცევა, – განაგრძო ქალმა, – შეიძლება, ამას გულხელდაკრეფილმა ადევნო თვალი. მაგრამ
ისიც შეიძლება, ხელი შეუშალო.

– როგორ? – ცალყბად ჩაიცინა გერალტმა, – დარდით?

ტრისი უსიტყვოდ მიტრიალდა ბუხრისკენ და მოგიზგიზე ალს მიაჩერდა.

– სამყარო იქცევა, – მოჩვენებითი წუხილით გადააქნია თავი კოიონმა, – ვინ იცის, რამდენჯერ
გამიგონია ეს სიტყვები.

– მეც, – შუბლი შეიჭმუხნა ლამბერტმა, – და სულაც არ მიკვირს, რომ ბოლო დროს ეს მოარულ ფრაზად
იქცა. ასე ამბობენ მეფეები, როცა ხვდებიან, რომ ქვეყნის სამართავად ჭკუა არ ჰყოფნით. ასე ამბობენ
ვაჭრები, როცა სიხარბესა და თავკერძობას ისინი გაკოტრებამდე მიჰყავს. ასე ამბობენ ჯადოქრები,
როცა პოლიტიკაზე ან შემოსავლის წყაროზე გავლენას კარგავენ. ის ხალხი კი, ვის გასაგონადაც
დრტვინავენ, მათგან ოდნავ მაინც გონივრულ წინადადებას ელის. ასე რომ, მორჩი, ტრის. მიდი,
გადმოალაგე შენი მოსაზრებები.

– არასოდეს მყვარებია სიტყვიერი შეხლა-შემოხლა, – ცივად გახედა ჯადოქარმა, – და სიტყვაკაზმული

ფრაზები თანამოსაუბრის აბუჩად ასაგდებად. მშვენივრად იცით, რასაც ვგულისხმობ. თავის ქვიშაში
ჩარგვა გირჩევნიათ? თქვენი ნებაა. მაგრამ შენი გამკვირვებია, გერალტ.

– ტრის, – თვალი გაუსწორა თმათეთრმა მხედვარმა, – რას ითხოვ ჩემგან? რომ დაქცევის პირას მდგარი
სამყაროს გადასარჩენად ომში გადავეშვა? ლაშქარში ჩავეწერო და ნილფგაარდელებს მკერდი შევაგებო?
თუ სოდენთან კიდევ მოხდა შეტაკება, ბორცვზე დავდგე და შენს მხარდამხარ ვიბრძოლო
თავისუფლებისთვის?

– ვიამაყებდი, – თავი დახარა ქალმა, – და თავს ბედნიერად მივიჩნევდი, შენთან ერთად რომ
მებრძოლა.

დამოკიდებულება გაქვთ სამყაროს მიმართ. ეს სამყარო კატასტროფის ზღვარზე რომ დგას, სულაც არ
გადარდებთ. მე კი მადარდებს. ამით განვსხვავდები თქვენგან.

– ვიცი. მაგრამ საამისოდ კეთილშობილება და ვაჟკაცობა არ მყოფნის. ჯარისკაცად და გმირად არ

გამოვდგები. აუტანლად მეშინია სიკვდილისა და დახეიბრების. მაგრამ ეს ერთადერთი მიზეზი
როდია. ჯარისკაცს ვერ უბრძანებ, არ ეშინოდეს, მაგრამ შეიძლება, მისცე ნიადაგი, მოტივი, რომელიც
შიშს გადაალახვინებს. მე ასეთი მოტივი არ გამაჩნია. არც არასოდეს მექნება. მე მხედვარი ვარ,
ხელოვნურად შექმნილი მუტანტი. ურჩხულებს ვხოცავ და ამისთვის გასამრჯელოს ვიღებ. ვიცავ
ბავშვებს, თუ მათი მშობლები გასამრჯელოს გადამიხდიან. თუ ნილფგაარდელი მშობლები
გადამიხდიან, ნილფგაარდელ ბავშვებს დავიცავ. და თუნდაც მთელი ქვეყანა ნანგრევებად იქცეს, –
რისიც მაინცდამაინც არ მჯერა, – ამ ნანგრევებზე მანამდე გავაგრძელებ ურჩხულების ხოცვას, ვიდრე
რომელიმე მათგანი სულს არ გამაფრთხობინებს. აი, ჩემი ბედი, ჩემი მოტივი, ჩემი ცხოვრება და
სამყაროსადმი ჩემი დამოკიდებულება. და, სხვათა შორის, ის მე არ ამირჩევია, ჩემ მაგივრად არჩევანი
სხვებმა გააკეთეს.

– გაბოროტებულხარ, – შენიშნა ტრისმა და თმის ბოლო ნერვიულად დაიხვია თითზე, – ან გინდა, ასე
მეგონოს. გავიწყდება, რომ გიცნობ. ნუ ცდილობ უგულო, უგრძნობ, უპრინციპო და უნებისყოფო
მუტანტად თავის მოჩვენებას. მაგრამ ვხვდები, რამაც გაგაბოროტა. ცირის წინასწარმეტყველებამ, არა?
– არა, – ცივად უპასუხა კაცმა, – ცუდად გცნობივარ. მეც ისევე მეშინია სიკვდილის, როგორც ნებისმიერ
სხვას, მაგრამ მასზე ფიქრს დიდი ხანია შევეჩვიე და მომხიბვლელ ილუზიებსაც დიდი ხანია დავაღწიე
თავი. მაგრამ ბედს არ ვემდური, ტრის, ეს მხოლოდ და მხოლოდ ცივი გათვლაა. სტატისტიკა. ჯერ არც
ერთი მხედვარი არ მომკვდარა სიბერით საკუთარ სარეცელზე, ანდერძის წერის დროს. არც ერთი.
ცირის წინასწარმეტყველებას არ შევუშინებივარ. ვიცი, რომ გრიფონის, ლამიას ან მანტიკორას მიერ
დაგლეჯილი, ლეშით სავსე ორმოში დავლევ სულს. მაგრამ ომში სიკვდილი არ მინდა, რადგან ეს ჩემი
ომი არ არის.

– მაოცებს შენი სიტყვები, – უკმეხად შეეპასუხა ტრისი, – და მოტივის უქონლობა, როგორც უწოდე
გულგრილობას და განურჩევლობას. ხომ ყოფილხარ სოდენში, ანგრენსა და მდინარისპირეთში, იცი,
რაც დაემართა ცინტრას, დედოფალ კალანტეს და ცინტრის ათასობით მკვიდრს. იცი, რა ჯოჯოხეთიც
გამოიარა ცირიმ, იცი, რატომაც ყვირის ღამღამობით. მეც ვიცი, იმიტომ, რომ მეც ვიყავი იქ. მეც მეშინია
სიკვდილის და ტკივილის. დღეს – კიდევ უფრო მეტად. და საამისო მიზეზიც მაქვს. რაც შეეხება
მოტივს, იმ დღეებში თავადაც მეჩვენებოდა, რომ არ გამაჩნდა. რა ხელი მქონდა მე, ჯადოქარს,
სოდენის, ბრუგეს, ცინტრისა თუ სხვა სამეფოების ბედთან? მეტად თუ ნაკლებად გონიერი მეფეებისა
და მბრძანებლების თავისტკივილთან? ვაჭრებისა და მემამულეების ინტერესებთან? ჯადოქარი ვიყავი
და მეც შემეძლო მეთქვა, ეს ჩემი ომი არ არის, შემიძლია, ნანგრევებზეც მოვამზადო ელექსირები და
ნილფგაარდელებს მივყიდო-მეთქი. ნაცვლად ამისა, ბორცვზე გვერდით დავუდექი ვილგეფორცს,
არტაუდ ტერანოვას, ფერკარტს, ენიდ ფინდაბაირსა და ფილიპა ეილჰარტს, იენიფერს, მათ, ვინც აღარ
არის – კორალს, იოიოლას, ვანიელას... იყო წუთები, როცა შიშისგან ყველა შელოცვა გადამავიწყდა
ერთის გარდა, რომელიც იმ საშინელი ადგილიდან სახლში, მარიბორში მდებარე ჩემს პატარა
ციხე-კოშკში გადამისროდა. იყო წუთები, როცა შიშისგან გული ამერია და იენიფერს და კორალს თმით
ვეჭირე...

– გეყოფა. ძალიან გთხოვ, გეყოფა...

– არა, გერალტ, არ მეყოფა. ხომ გინდა იცოდე, რა მოხდა ბორცვზე. ჰოდა, მისმინე. იყო გუგუნი და ალი,
იყო ცეცხლმოკიდებული ისრები და ცეცხლოვანი ბურთების სკდომა, იყო ზათქი და ღრიალი. ძირს
დავეცი, მხჩოლავი ძონძების გროვაზე, და უეცრად მივხვდი, რომ ეს ძონძების გროვა იოიოლა იყო,
ხოლო ის ძრწოლის მომგვრელი, ხელფეხმოგლეჯილი სხეული, საზარლად რომ ყვიროდა – კორალი.
და მეგონა, სისხლი, რომელშიც ვცურავდი, კორალისა იყო, მაგრამ ჩემი აღმოჩნდა, საკუთარი. და როცა
დავინახე, რა მიქნეს, ავყმუვლდი, როგორც ნაცემი ძაღლი, როგორც უსამართლოდ დასჯილი ბავშვი...
თავი დამანებე! ნუ გეშინია, არ ავტირდები. დიდი ხანია, ის მარიბორელი გოგო აღარ ვარ. ტრის
მერიგოლდი გახლავარ, დასწყევლოს ღმერთმა! სოდენთან დაცემულთაგან მეთოთხმეტე. ბორცვზე,
სვეტთან, თოთხმეტი საფლავია, ნეშტი კი – მხოლოდ ცამეტი. გიკვირს? გვამების უმეტესობა ისე იყო
დაფლეთილი, ერთმანეთისგან ვერ გაარჩევდი. დიდად არც შეუწუხებით თავი გასარჩევად. მათგან,
ვინც კარგად მიცნობდა, მხოლოდ იენიფერი გადარჩა, მან კი თვალისჩინი დაკარგა. სხვებს ჩემთვის
ერთი-ორჯერ თუ ექნებოდათ თვალი მოკრული, ჩვეულებრივ, მშვენიერი თმით მცნობდნენ, თმა კი,
დასწყევლოს ღმერთმა, სადღა იყო!

გერალტი უფრო მაგრად მოეხვია. ქალს მისი თავიდან მოშორება აღარ უცდია.

– ჩვენთვის, გადარჩენილთათვის, – განაგრძო ყრუდ, – არავითარი ჯადო, არავითარი შელოცვა,

ელექსირი, ამულეტი და არტეფაქტი არ დაუშურებიათ. მოგვარჩინეს, აგვაწყვეს და ადრინდელი
გარეგნობა, თმა და მხედველობა დაგვიბრუნეს. ნაიარევები თითქმის აღარ გვეტყობა. მაგრამ
გულამოჭრილ კაბას ვეღარასოდეს ჩავიცვამ, გერალტ. ვეღარასოდეს.

მხედვარი დუმდა. ჩუმად იყო ცირიც, რომელიც ფეხაკრეფით შემოპარულიყო დარბაზში და ახლა,
მობუზული და გულზე ხელებდაკრეფილი, ზღურბლზე იდგა.

– ასე რომ, – განაგრძო ჯადოქარმა, – მოტივზე ნურაფერს მეტყვი. სანამ ბორცვზე დავდგებოდით,
კაპიტულმა უბრალოდ გვიბრძანა: „ასეა საჭიროო“. ვისი იყო ეს ომი? რას ვიცავდით? მიწას? საზღვრებს?
ადამიანებს და მათ ქოხმახებს? გვირგვინოსანთა ინტერესებს? ჯადოქრების გავლენასა და
შემოსავლებს? წესრიგს ქაოსისაგან? არ ვიცი. მაგრამ ვიცავდით, რადგან ასე იყო საჭირო. და თუ საჭირო
გახდება, კიდევ ერთხელ დავდგები ბორცვზე. იმიტომ, რომ თუ ასე არ მოვიქეცი, გამოვა, რომ მთელი
ეს დანაკარგი ამაო ყოფილა.

– მე დაგიდგები გვერდით! – წამოიყვირა ცირიმ, – აი, ნახავ, თუ არა! ნილფგაარდელებს ბებიის სისხლს
ვაზღვევინებ... ყველაფერს ვაზღვევინებ. არაფერი დამვიწყებია!

– ხმა გაიკმინდე, – ჩაიღრინა ლამბერტმა, – უფროსების საუბარში ნუ ეჩრები.

– ნურას უკაცრავად! – გოგონამ ფეხი დააბაკუნა და თვალებში მწვანე ცეცხლი აუგიზგიგზდა, – როგორ
გგონიათ, ხმლით ბრძოლას რისთვის ვსწავლობ? ის შავი რაინდი უნდა მოვკლა, ფრთიანი მუზარადი
რომ ეხურა. იმისთვის, რაც მიყო, იმისთვის, რომ ასე მეშინოდა. და მოვკლავ კიდეც! სწორედ ამისთვის
ვვარჯიშობ!

– ჰოდა, ამიერიდან ვეღარ ივარჯიშებ, – ისე ცივად უთხრა გერალტმა, კერ მორენის კედლებსაც კი
გაუწევდა მეტოქეობას, – სანამ არ მიხვდები, რა საჭიროა მხედვარის ხმალი და რას უნდა ემსახუროს,
ხელსაც ვეღარ დააკარებ. ბრძოლას იმისთვის არ გასწავლით, რომ მოკლა ან თავი შეაკლა. მხედვარი
იარაღს შიშისა და სიძულვილის გამო კი არა, სიცოცხლის – საკუთარი და სხვისი სიცოცხლის –
გადასარჩენად უნდა იღებდეს ხელში.

გოგონამ ტუჩი მოიკვნიტა. მღელვარებისა და ბრაზისგან მთელი სხეულით კანკალებდა.

– გაიგე?

ცირიმ თავი ასწია:

– ვერა!

– ესე იგი ვერც ვერასოდეს გაიგებ. გადი აქედან.

– გერალტ, მე...

– გადი-მეთქი.

ცირი მკვეთრად შეტრიალდა. რამდენიმე წამს ყოყმანობდა, თითქოს რაღაც სასწაულს ელოდა. მერე
კიბე აირბინა. ზემოდან კარის ჯახუნი მოისმა.

– ასე მკაცრად არ უნდა მოჰქცეოდი, მგელო, – თქვა ვესემირმა, – მით უმეტეს, ტრისის თანდასწრებით.
ემოციური კავშირი...

– ემოციები აღარ ახსენო! ყელში ამომივიდა!

– რატომ? – ჩაიცინა ჯადოქარმა, – რატომ, გერალტ? ცირი ნორმალური ბავშვია. ყველაფერს

ნორმალურად გრძნობს და განიცდის. ემოციებსაც ბუნებრივად იღებს. ისეთებად, როგორებიც არიან.
შენ ეს, რა თქმა უნდა, არ გესმის და გიკვირს. გაოცებს და გაღიზიანებს, რომ ვიღაცას ნორმალურად
უყვარს, ნორმალურად უხარია, ნორმალურად ეშინია, სტკივა და სწყინს, ნორმალურად სძულს და
ნორმალურად დარდობს. რომ არანორმალურად სწორედ განდგომა, გულგრილობა და განურჩევლობა
მიაჩნია. ჰო, გერალტ, სწორედ ეს გაღიზიანებს. ისე გაღიზიანებს, რომ უნებურად კერ მორენის
სარდაფებზე, ლაბორატორიაზე, მუტაგენური შხამით სავსე მტვრიან ბოთლებზე იწყებ ფიქრს...

– ტრის! – შეჰყვირა გაფითრებული გერალტის შემხედვარე ვესემირმა, მაგრამ ჯადოქარმა უფრო

ხმამაღლა და დაჟინებით განაგრძო:

– ვის ატყუებ, გერალტ? მე? ცირის? იქნებ საკუთარ თავს? იქნებ არ გინდა, თვალი გაუსწორო
სიმართლეს, რომელიც შენ გარდა ყველამ იცის? არ გინდა აღიარო, რომ ბალახებმა და ელექსირებმა
შენში ადამიანური გრძნობები ვერ ჩაკლა? ისინი შენ თვითონ ჩაკალი, გერალტ! შენ თვითონ! მაგრამ ამ
ბავშვში მათ ჩაკვლას ნურც ეცდები!

– გაჩუმდი, – წამოიყვირა მხედვარმა და წამოხტა, – გაჩუმდი, მერიგოლდ! – მიტრიალდა, ხელები

უმწეოდ ჩამოყარა და ხმადაბლა დასძინა:

– მაპატიე. მაპატიე, ტრის.

თქვა და სწრაფად წავიდა კიბისკენ, მაგრამ ჯადოქარი ელვასავით წამოფრინდა, მასთან მიირბინა და
მოეხვია.

– მარტოს არ გაგიშვებ, – ჩასჩურჩულა, – ახლა ვერ დაგტოვებ მარტოს.

***

თავიდანვე იცოდნენ, საითაც გაიქცა. საღამოს მოთოვა და ეზოს თხელი, უსპეტაკესი საბანი გადაეფარა,
რომელზეც ახლა მკაფიოდ ჩანდა ნაფეხურები.

ცირი ჩამონგრეული გალავნის თავზე გაშეშებულიყო. წინ გაწვდილ ხელში ხმალი ეჭირა. მარცხენა
ხელის თითები მსუბუქად ეხებოდა ტარს.

მათი დანახვისთანავე ახტა, მსუბუქად დატრიალდა პირუეტში და იმავე პოზაში, ოღონდ

სარკისებურად დაეშვა.

– ცირი, – უთხრა მხედვარმა, – გთხოვ, ჩამოდი დაბლა.

გოგონა, თითქოს არაფერი გაუგონიაო, არ შერხეულა. არც კი შემკრთალა, მაგრამ ტრისმა დაინახა,
ხმლიდან არეკლილმა მთვარის შუქმა ვერცხლისფერად როგორ გაუნათა ცრემლიანი სახე.

– ხმალს ვერავინ წამართმევს! – დაიყვირა ცირიმ, – ვერავინ! შენც კი!

– ჩამოდი დაბლა, – გაუმეორა გერალტმა. გოგონამ გამომწვევად გაიქნია თავი და ისევ ახტა. მორყეული
აგური გრუხუნით გაუსხლტა ფეხქვეშ. ცირი შექანდა, წონასწორობის აღდგენა სცადა, მაგრამ ვერ
მოახერხა.

გერალტმა მისკენ ისკუპა.

ტრისმა ხელი ასწია და პირი გააღო ჯადოსიტყვის წარმოსათქმელად, თუმცა იცოდა, რომ ვერ
მოასწრებდა. ისიც იცოდა, რომ ვერც გერალტი მოასწრებდა. ეს შეუძლებელი იყო.

მაგრამ გერალტმა მოასწრო.

მუხლებით დაეხეთქა მიწაზე და გვერდზე გადავარდა, მაგრამ ცირისთვის ხელი არ გაუშვია.

ჯადოქარი ნელა მიუახლოვდა. ესმოდა, როგორ ჩურჩულებდა და სრუტუნებდა ცირი. გერალტიც

ჩურჩულებდა. სიტყვები ვერ გაარჩია, მაგრამ მათ შინაარსს მიხვდა.

გალავნის ნაპრალებში თბილმა ქარმა დაბერა. მხედვარმა თავი ასწია.

ტარს.

– გაზაფხულდა, – თქვა ხმადაბლა.

– ჰო, – კვერი დაუკრა ტრისმა და ნერწყვი გადაყლაპა, – უღელტეხილებზე ჯერ კიდევ დევს თოვლი,
მაგრამ ვაკეზე... ვაკეზე უკვე გაზაფხულია. დავიძრათ, გერალტ? მე, შენ და ცირი...

– ჰო, დროა.

თავი მეოთხე

მდინარის ზემო წელზე კი მათი ქალაქები დავინახეთ. სიფრიფანა, თითქოს დილის ნისლისგან
ნაქსოვი. იფიქრებდი, სადაცაა გადნება და წყლის ზედაპირზე მოცახცახე ქარს გაჰყვებაო. იყო პატარა,
კოხტა, შროშანივით თეთრი სახლები, თითქოს სუროსგან მოწნული, მოხდენილი, ტირიფებივით
ჰაეროვანი კოშკები და ბევრი სხვა რამ, რასაც სახელი ვერ მოვუძებნეთ. არადა ჩვენ ხომ უკვე
დავარქვით სახელი ყველაფერს, რაც ამ ახალ, აღორძინებულ სამყაროში ვიხილეთ. საიდანღაც,
მეხსიერების კუნჭულებიდან, მოულოდნელად ამოტივტივდებოდა ხოლმე დრაკონების და
გრიფონების, ნიმფებისა და სირინოზების, სილფიდებისა და დრიადების სახელები. სახელები თეთრი
რქაეულებისა, მიმწუხრის ჟამს მდინარესთან რომ მიდიოდნენ და წყლის დასალევად ხრიდნენ ნატიფ
თავებს. ყველაფერს თითქოს ხელახლა ვნათლავდით. და ყველაფერი ხდებოდა მახლობელი, ნაცნობი,
შინაური.

ყველაფერი, მათ გარდა. ისინი, ერთი შეხედვით ასეთი ჩვენნაირები, უცხოებად რჩებოდნენ. ისე
უცხოებად, რომ დიდხანს ვერ მოვიფიქრეთ, ამ უცხოობისთვის რა დაგვერქმია.

ჰენ გედიმდეიტი. „ელფები და ადამიანები“

კარგი ელფი მკვდარი ელფია.

მარშალი მილან რაუპენეკი

უბედურებამ კარზე უბედურებათა მარადიული წესის დაცვით მოაკაკუნა. ერთხანს თავზე

დასტრიალებდათ და ხელსაყრელ წუთს ელოდა. წუთს, როცა საკმაო მანძილით დაშორდებოდნენ
გვენლეხისა და ზემო ბუინას გასწვრივ ჩარიგებულ დაბებს, გასცდებოდნენ კარაიგს და ტყის წინ
გაწოლილ უდაბურ, ხრამებით დაღარულ ველზე აღმოჩნდებოდნენ. უბედურება უშეცდომოდ დააცხრა
მსხვერპლს, მსხვერპლი კი ტრისი აღმოჩნდა.

თავდაპირველად ის კუჭის ჩვეულებრივ აშლილობას ჰგავდა. უსიამოვნო იყო, მაგრამ არცთუ საშიში.
გერალტი და ცირი ტაქტიანად ცდილობდნენ, ყურადღება არ მიექციათ ჯადოქრის უქეიფობით
გამოწვეული იძულებითი შესვენებებისთვის. ტრისს მკვდრის ფერი ედო, ცივი ოფლი ასხამდა და
ტკივილისგან იმანჭებოდა, მაგრამ რამდენიმე საათი კიდევ იმაგრებდა თავს, შუადღისთვის კი, მას
შემდეგ,

რაც უჩვეულოდ დიდი ხანი დაჰყო გზისპირა ბუჩქებში, ცხენზე ჯდომა უკვე აღარ შეეძლო. ცირიმ
მიხმარება სცადა, მაგრამ ამაოდ – გრძნეული უნაგირიდან ჩამოსრიალდა და მიწას დაენარცხა.

ასწიეს და მოსასხამზე დააწვინეს. გერალტმა უსიტყვოდ გახსნა ერთ-ერთი ფუთა, ჯადოსნური

ელექსირებით სავსე ზარდახშა ამოიღო, თავი ახადა და შეიგინა – ყველა ფლაკონი ერთნაირი იყო,
ლუქზე აღბეჭდილი საიდუმლო ნიშნები კი მხედვარს არაფერს ეუბნებოდა.

– ტრის, რომელი?

– არც ერთი, – ამოიკვნესა ქალმა და ორივე ხელი მუცელზე მიიჭირა, – ჩემთვის... არ შეიძლება...

– რა? რატომ?
– მომატებული მგრძნობელობა მაქვს...

– შენ, ჯადოქარს?

– ალერგია! – უმწეო ბრაზისა და სასოწარკვეთილებისგან ტრისს ცრემლები წამოუვიდა, – მუდამ ასე

იყო. ვერ ვიტან ელექსირებს. სხვებს ვმკურნალობ, თავად კი... მხოლოდ ამულეტებით შემიძლია თავის
შველა.

– შენი ამულეტი სადღაა?

– არ ვიცი, – ქალმა კბილები გააკრაჭუნა, – ალბათ კერ მორენში დამრჩა ან დავკარგე...

– ჯანდაბა! რა გიყო? იქნებ შელოცვამ გიშველოს.

– ვცადე. შედეგს თავადაც ხედავ. სპაზმების გამო კონცენტრირებას ვერ ვახერხებ.

– ნუ ტირი.

– ადვილი სათქმელია!

მხედვარი წამოდგა, ნაფოტას საპალნე ჩამოხსნა და ფუთებში რაღაცის ძებნას მოჰყვა. ტრისი მოიკუნტა
და ტკივილისგან სახე აუკანკალდა.

– ცირი...

– ჰო, ტრის.

– როგორ ხარ? რამე... მოულოდნელი ხომ არ გიგრძნია?

გოგონამ თავი გაიქნია.

– იქნებ მოვიწამლე... რა ვჭამე? მაგრამ თქვენც ხომ იგივე ჭამეთ... გერალტ! ხელები კარგად დაიბანეთ
ხოლმე. ცირის ყურადღება მიაქციე, რომ...

– მშვიდად იწექი. დალიე.

– ეს რა არის?

– ჩვეულებრივი დამამშვიდებელი. მაგია თითქმის არ ურევია. წესით, არ უნდა გაწყინოს, სპაზმებს კი

შეასუსტებს.

– გერალტ, სპაზმები... წვრილმანია. აი, სიცხემ თუ ამიწია... შესაძლოა... დიზენტერია ან პარატიფი

აღმომაჩნდეს.

– იმუნიტეტი არ გაქვს?

ტრისმა პასუხი არ გასცა, სახე მოარიდა, ტუჩი მოიკვნიტა და უფრო მეტად მოიკუნტა. მხედვარს აღარ
დაუძალებია.

ქალმა ცოტა რომ დაისვენა, გერალტმა ნაფოტაზე შესვა, უკან შემოუჯდა და ორივე ხელი მოხვია. ცირი
გვერდით მიჰყვებოდა და ჯადოქრის ლაფშა სადავით მიჰყავდა. ერთი ვერსიც
[5]

არ გაუვლიათ. ტრისი უნაგირზე თავს ვერ იმაგრებდა, გერალტს წამდაუწუმ უცურდებოდა ხელიდან.
უეცრად ციება დააწყებინა. სიცხემ აუწია. კუჭის აშლილობამ უმატა. გერალტს უნდოდა ეფიქრა, რომ ეს
მხედვარის ელექსირში არსებულ ნარჩენ მაგიაზე ალერგიული რეაქცია იყო, მაგრამ, გულახდილად
რომ ითქვას, თავადაც არ სჯეროდა ამის.

***

– ოხ, ჩემო ბატონო, – ამოიოხრა ასისთავმა, – ცუდ დროს მოხვედით. მეტი რომ არ შეიძლება, ისეთ ცუდ
დროს.

ასისთავი მართალი იყო. ვერ შეედავებოდი. ხიდთან მოწყობილ საგუშაგოზე, სადაც, ჩვეულებრივ,
სამიოდე ჯარისკაცს, მეჯინიბეს, მებაჟეს და ათიოდე მგზავრს თუ ნახავდით, ახლა ნემსი არ
ჩავარდებოდა. მხედვარმა ოცდაათზე მეტი კაედვენის ფერებში გამოწყობილი მსუბუქად
შეიარაღებული მეომარი და ორმოცდაათამდე ფაროსანი დაითვალა, რომლებსაც დაბალი ღობის
გასწვრივ დაეცათ ბანაკი. უმეტესობას კოცონის გარშემო მოეყარა თავი, დრო ეხელთა და, ჯარისკაცთა
ადათისამებრ, ძილისთვის მიეცა თავი. მოფრიალებული ჭიშკრიდან ხალხითა და ცხენებით სავსე ეზო
მოჩანდა. მოედანზე, დაბრეცილ სათვალთვალო კოშკთან, ორი არბალეტმომარჯვებული ჯარისკაცი
მორიგეობდა. ფლოქვებით ნაჩიჩქნ ქვაფენილზე ექვსი გლეხის ურემი და ორი ვაჭრის საზიდარი იდგა,
შემოღობილში კი, ფუნანარევ ტალახში, რამდენიმე მწუხარედ თავჩაქინდრული ხარი იტკეპნებოდა.

– გუშინღამ საგუშაგოს დაეცნენ, – დაასწრო ასისთავმა საკითხავად მომზადებულ გერალტს, – სულზე

მოვუსწარით, თორემ ნაცარტუტაღა დაგვხვდებოდა.

– ვინ დაეცა? ყაჩაღები? მაროდიორები?

ჯარისკაცმა მიიხედ-მოიხედა, გადააფურთხა, ცირი და უნაგირზე მოკეცილი ტრისი

აათვალიერ-ჩაათვალიერა.

– ეზოში შებრძანდით. თქვენი ჯადოქარი, სადაც არის, ცხენიდან გადმოვარდება. დაჭრილები მაინცა
გვყვანან, ერთი გინდ იქით, გინდ აქეთ.

უცურდებოდა ხელიდან. უეცრად ციება დააწყებინა. სიცხემ აუწია. კუჭის აშლილობამ უმატა.
გერალტს უნდოდა ეფიქრა, რომ ეს მხედვარის ელექსირში არსებულ ნარჩენ მაგიაზე ალერგიული
რეაქცია იყო, მაგრამ, გულახდილად რომ ითქვას, თავადაც არ სჯეროდა ამის.

***

– ოხ, ჩემო ბატონო, – ამოიოხრა ასისთავმა, – ცუდ დროს მოხვედით. მეტი რომ არ შეიძლება, ისეთ ცუდ
დროს.

ასისთავი მართალი იყო. ვერ შეედავებოდი. ხიდთან მოწყობილ საგუშაგოზე, სადაც, ჩვეულებრივ,
სამიოდე ჯარისკაცს, მეჯინიბეს, მებაჟეს და ათიოდე მგზავრს თუ ნახავდით, ახლა ნემსი არ
ჩავარდებოდა. მხედვარმა ოცდაათზე მეტი კაედვენის ფერებში გამოწყობილი მსუბუქად
შეიარაღებული მეომარი და ორმოცდაათამდე ფაროსანი დაითვალა, რომლებსაც დაბალი ღობის
გასწვრივ დაეცათ ბანაკი. უმეტესობას კოცონის გარშემო მოეყარა თავი, დრო ეხელთა და, ჯარისკაცთა
ადათისამებრ, ძილისთვის მიეცა თავი. მოფრიალებული ჭიშკრიდან ხალხითა და ცხენებით სავსე ეზო
მოჩანდა. მოედანზე, დაბრეცილ სათვალთვალო კოშკთან, ორი არბალეტმომარჯვებული ჯარისკაცი
მორიგეობდა. ფლოქვებით ნაჩიჩქნ ქვაფენილზე ექვსი გლეხის ურემი და ორი ვაჭრის საზიდარი იდგა,
შემოღობილში კი, ფუნანარევ ტალახში, რამდენიმე მწუხარედ თავჩაქინდრული ხარი იტკეპნებოდა.

– გუშინღამ საგუშაგოს დაეცნენ, – დაასწრო ასისთავმა საკითხავად მომზადებულ გერალტს, – სულზე

მოვუსწარით, თორემ ნაცარტუტაღა დაგვხვდებოდა.

– ვინ დაეცა? ყაჩაღები? მაროდიორები?

ჯარისკაცმა მიიხედ-მოიხედა, გადააფურთხა, ცირი და უნაგირზე მოკეცილი ტრისი

აათვალიერ-ჩაათვალიერა.

– ეზოში შებრძანდით. თქვენი ჯადოქარი, სადაც არის, ცხენიდან გადმოვარდება. დაჭრილები მაინცა
გვყვანან, ერთი გინდ იქით, გინდ აქეთ.

შემორაგვულ ადგილას, ჩარდახქვეშ, სისხლიან ჩვრებშემოხვეული რამდენიმე კაცი იწვა. ოდნავ

მოშორებით, მესერსა და ოწინარიან ჭას შორის, გერალტმა ექვსი უძრავი, ჯვალოგადაფარებული
სხეული შეამჩნია. ჯვალოს ქვეშიდან მხოლოდ მათი გათელილი, ჭუჭყიანი ჩექმები მოჩანდა.

– აიქ დააწვინეთ ჯადოქარი, დაჭრილებთან, – შემორაგვულზე მიუთითა ჯარისკაცმა, – ჰოო, ბატონო

მხედვარო, ცუდია, ავად როა. ბიჭები დაგვიჭრეს და ჯადოქრის დახმარება არ გვაწყენდა. ერთს, ისარი
რო ამოვაძრეთ, წვერი ნაწლავებში ჩარჩა. დილამდე ვერ გაატანს, ნაღდად ვერ გაატანს. ჯადოქარი კი
უშველიდა, მაგრამ მაგას თვითონვე უნდა შველა. ცუდი დროა, ცუდი...

უეცრად შეამჩნია, რომ მხედვარი ჯვალოგადაფარებულ სხეულებს მისჩერებოდა და ენა მოიკვნიტა

– ორი აქაური გუშაგია, ორი – ჩვენი ასეულიდან, ორიც... იმათი, – ჯარისკაცმა უხეში ქსოვილის კიდე
ასწია, – თუ ნახვას ინებებთ...

– მოშორდი აქაურობას, ცირი.

– მეც მინდა! – გოგონამ მის ზურგს უკანიდან თავი გამოყო და პირდაღებული მიაშტერდა ცხედრებს.

– ძალიან გთხოვ, მოშორდი აქაურობას. ტრისს მიხედე.

ცირიმ ბრაზით ჩაიფრუტუნა, მაგრამ დაემორჩილა. გერალტი ცხედრებს მიუახლოვდა.

– ელფები არიან? – ვერ დამალა გაოცება.

– გახლავან, – დაუდასტურა ჯარისკაცმა, – სკოიატაელები.

– ვინ, ვინ?

– სკოიატაელები, – გაუმეორა ჯარისკაცმა, – აბრაგები.

– უცნაური სახელია. თუ არ ვცდები, „ციყვებს“ უნდა ნიშნავდეს.

– დიახ, ბატონო. ელფურ ენაზე ეგრე ეძახიან თავიანთ თავს. ზოგი ამბობს, იმიტომ, რომ ქუდებზე
ციყვის კუდები უკეთიათო, ზოგიც – იმიტომ, რომ ფიჭვნარში ცხოვრობენ და გირჩებით იკვებებიანო.
ღმერთმანი, მოსვენება აღარ არის ამათგან...

გერალტმა თავი გადააქნია. ჯარისკაცმა ცხედრებს ისევ წააფარა ჯვალო და ხელები ხიფთანზე
ჩამოისვა.

– რაღას ვუდგავართ. წამობრძანდით, მეთაურთან მიგიყვანთ. ავადმყოფს კიდევ ჩვენი ათმეთაური

მიხედავს, ოღონდ მოარჩენს თუ ვერა, ეგ აღარ ვიცი. ჭრილობის მოწვა და გაკერვა ემარჯვება, ძვლების
ჩასმაც. ერთიც ვნახოთ, მაგისთვისაც გამონახოს რამე წამალი. თავიანი ბიჭია, მთიელი. წამობრძანდით,
ბატონო მხედვარო.

მებაჟის ბნელ და გაკვამლულ ქოხში ამ დროს ერთი ალიაქოთი იდგა. ჯაჭვის პერანგსა და ყვითელ
ტუნიკაში გამოწყობილი მოკლეთმიანი რაინდი ორ ვაჭარს და ნოქარს უყვიროდა. თავშეხვეული და
შუბლშეკრული მებაჟე აყალმაყალს გულგრილად ადევნებდა თვალს.

– არა-მეთქი, მორჩა და გათავდა! – რაინდმა მოფახფახებულ მაგიდას ხელი დაჰკრა, გაიჯგიმა და

მკერდზე წმინდანის გამოსახულებით შემკული ლითონის ფირფიტა შეისწორა, – სანამ მზვერავები არ
დაბრუნდებიან, აქედან ფეხსაც ვერავინ მოიცვლის! გზებზე თქვენი უთავბოლო წოწიალიღა მაკლია!

– ორ დღეში დაევონში უნდა ვიყო! – აბღავლდა ნოქარი და ნაჭდევებიანი მოკლე ჯოხი რაინდს
ცხვირთან მიუტანა, – თუ დავგვიანდი, მოურავი თავბედს მაწყევლინებს! კომესთან ვიჩივლებ!

– იჩივლე, რამდენიც გინდა! – გადაიხარხარა რაინდმა, – ოღონდ მანამდე შარვალში ბლომად თივა
ჩაიტენე – კომესმა მაგარი პანღური იცის! მანამდე კი აქ მე ვარ უფროსი, რადგან კომესი შორსაა, ხოლო
შენი მოურავი ფეხებსაც... ოჰ, უნისტ! ვინ მოიყვანე, ასისთავო? კიდევ ვაჭარი?

– არა, – ენა დაება ასისთავს, – მხედვარია, გერალტ რივიელი ჰქვია.

გერალტისდა გასაოცრად, რაინდმა გულღიად გაიღიმა, მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა.

– გერალტ რივიელო, – მიმართა ღიმილით, – გამიგონია თქვენი სახელი, თანაც ფრიად ღირსეული
ხალხისგან. აქეთ რა ქარმა გადმოგაგდოთ?

გერალტმა მისვლის მიზეზი აუხსნა. რაინდი მოიღუშა.

– ცუდ დროს მოხვედით, ცუდ დროს და ცუდ ადგილას. აქ ომია, მხედვარო. ტყეებში სკოიატაელების
რაზმი დათარეშობს. გუშინ მათთან შეტაკებაც მოგვივიდა. აი, მოვა მაშველი ჯარი და ალყას
შემოვარტყამთ.

– ელფებს ებრძვით?

– არამხოლოდ. თქვენ რა, მხედვარო, ციყვებზე არაფერი გაგიგონიათ?

– არა.

– კი მაგრამ, სად დასეირნობდით ეს ორი წელი? ცხრა მთას იქით? კაედვენში ყველას სკოიატაელები
აკერია პირზე – ვერაფერს იტყვი, საამისოდ მართლაც რომ უშურველად გაისარჯნენ. პირველი
რაზმები ნილფგაარდთან ომის დაწყებისთანავე გამოჩნდნენ. ჩვენი გაჭირვებით ისარგებლეს, სამგზის
წყეულებმა! სანამ სამხრეთში ვიბრძოდით, ზურგიდან მოგვიხტნენ. იმედი ჰქონდათ, ნილფგაარდის
ჯარი გაგვანადგურებდა და ენა ამოიდგეს – ადამიანთა ძალაუფლებას ბოლო მოეღო, ძველი
ადათ-წესები ბრუნდებაო. „ადამიანები – ზღვაშიო!“ – ყიჟინებენ და ხოცავენ, ძარცვავენ, წვავენ...

– თქვენი ბრალია და თქვენვე ზღეთ, – შენიშნა დაღვრემილმა ნოქარმა, თეძოზე თავისი პროფესიის
ნიშანს, წვერწამახულ ჯოხს რომ იტყაპუნებდა, – ჰო, თქვენი, რაინდებისა და დიდებულებისა. ხომ
ჩაგრავდით არაადამიანებს, ხომ ავიწროებდით, ჰოდა, ახლა ზღეთ. ჩვენ კი ამ გზაზე ათადან-ბაბადან
დაგვქონდა ტვირთი და კაციშვილს ხელი არ დაუკარებია, ჩვენ მზვერავები არა გვჭირდება.

– რაც მართალია, მართალია, – ხმა ამოიღო ერთმა ვაჭარმა, აქამდე ჩუმად რომ იჯდა მერხზე, – რით
არიან ციყვები იმ ყაჩაღებზე უარესები, ამ არემარეზე რომ დაძრწოდნენ? თანაც პირველად ვის უტირეს
ყოფა? – სწორედ ყაჩაღებს! დიახაც!

– რა მნიშვნელობა აქვს, ბუჩქებიდან ვისი ისარი დაგეძგერება – ელფისა თუ ყაჩაღისა? – ჩაერია

საუბარში თავშეხვეული მებაჟე, – ყველა

სახლი ერთნაირად იწვის – არად დაგიდევთ, ცეცხლი ვინ წაუკიდა. მაშ, ელფები ყაჩაღებზე უარესები
არ არიანო, ბატონო ვაჭარო? სისულელეა! ყაჩაღებს ნადავლი სწყურიათ, ელფებს კი – ადამიანთა
სისხლი. ოქრო ყველას როდი უჩხრიალებს ჯიბეში, აი, სისხლი კი... დიდებულებმა იდარდონო?
უარესი სისულელეა. მაშ, ნაკაფში ჩახოცილი ტყისმჭრელები? წიფლიანში ამოწყვეტილი არყის
მხდელები? ის ქმეთები, სოფლები რომ გადაუწვეს? იმათ რაღა ბრალი მიუძღვოდათ ელფებთან?
ცხოვრობდნენ, შრომობდნენ გვერდიგვერდ და – ესეც თქვენ! და მე, მე? ჩემს სიცოცხლეში არც ერთი
არაადამიანისთვის არაფერი დამიშავებია, მაგრამ, აგერ, ჯუჯის ორპირა მომხვდა შუბლში და ის
ჯარისკაცები რომ არა, ვისაც ასე ემდურით, ახლა გულზე ორი მტკაველი მიწა მეყრებოდა...

– სწორედ! – ყვითელტუნიკიანმა რაინდმა ისევ დაჰკრა ხელი მაგიდას, – სწორედ თქვენს ქეციან ტყავს
ვიცავთ, ბატონო ნოქარო, იმ, როგორც თქვენ ბრძანეთ, დაჩაგრული ელფებისგან, რომლებსაც, როგორც
თქვენ ბრძანეთ, ასე ვავიწროებდით. მე კი სხვა რამეს გეტყვით – თავზე დავისვით! ნებაზე მივუშვით,
ჩვენს თანასწორებად მივიჩნიეთ და ჩაგვცეს კიდეც ზურგში ლახვარი! თავს მოვიჭრი, თუ ამისთვის
ნილფგაარდელები არ უხდიდნენ გასამრჯელოს, იარაღით კი მთის ველური ელფები არ ამარაგებდნენ!
მაგრამ ნამდვილი საყრდენი ჩვენ შორის ჰყავთ: ელფები, ნახევარელფები, ჯუჯები, გნომები და
ქონდრისკაცები, – რომლებიც მათ თავშესაფარს აძლევენ, ინახავენ და უერთდებიან კიდეც.

– ყველა არა, – შეეპასუხა მეორე, ხმელ-ხმელი ვაჭარი, ვაჭრისთვის უჩვეულოდ კეთილშობილური

ნაკვთები რომ ჰქონდა, – არაადამიანთა უმეტესობა კიცხავს ციყვებს, ბატონო რაინდო, და თავი მათგან
შორს უჭირავს. უმეტესობა ჩვენდამი ლოიალურადაა განწყობილი და ზოგჯერ ეს მეტისმეტად
ძვირადაც უჯდება. ბან არდელი ბურგგრაფი გაიხსენეთ – წარმოშობით ნახევარელფი, მშვიდობისა და
თანამშრომლობისკენ რომ მოუწოდებდა და მოღალატის ხელით დაიღუპა.

– ეს მოღალატე, ალბათ, მისივე მეზობელი ჯუჯა ან ქონდრისკაცი იყო და, ვინ იცის, თავადაც
ლოიალურად აჩვენებდა თავს, – დამცინავად გადაუგდო რაინდმა, – მე თუ მკითხავთ, არც ერთი
მათგანი არ არის განწყობილი ლოიალურად. ყველა... ჰეი! ეს ვიღაა?

გერალტმა მიიხედა. მის უკან ცირი იდგა და ქოხში მყოფებს ვეებერთელა ზურმუხტისფერი თვალებით
მისჩერებოდა. რა, რა და შეუმჩნევლად მიპარვა ნამდვილად შეეძლო.

– ეს მე მახლავს, – აუხსნა გერალტმა.

– ჰმ... – რაინდმა ცირი აათვალიერ-ჩაათვალიერა და ისევ კეთილშობილურნაკვთებიან ვაჭარს

მიუბრუნდა, რომელიც, როგორც ჩანს, ყველაზე ღირსეულ ოპონენტად მიაჩნდა, – ჰოდა, იმას
ვამბობდი, პატივცემულო – არაადამიანთა ლოიალურობისა რა მცოდნია-მეთქი.

სისულელეა! ყაჩაღებს ნადავლი სწყურიათ, ელფებს კი – ადამიანთა სისხლი. ოქრო ყველას როდი
უჩხრიალებს ჯიბეში, აი, სისხლი კი... დიდებულებმა იდარდონო? უარესი სისულელეა. მაშ, ნაკაფში
ჩახოცილი ტყისმჭრელები? წიფლიანში ამოწყვეტილი არყის მხდელები? ის ქმეთები, სოფლები რომ
გადაუწვეს? იმათ რაღა ბრალი მიუძღვოდათ ელფებთან? ცხოვრობდნენ, შრომობდნენ გვერდიგვერდ
და – ესეც თქვენ! და მე, მე? ჩემს სიცოცხლეში არც ერთი არაადამიანისთვის არაფერი დამიშავებია,
მაგრამ, აგერ, ჯუჯის ორპირა მომხვდა შუბლში და ის ჯარისკაცები რომ არა, ვისაც ასე ემდურით, ახლა
გულზე ორი მტკაველი მიწა მეყრებოდა...

– სწორედ! – ყვითელტუნიკიანმა რაინდმა ისევ დაჰკრა ხელი მაგიდას, – სწორედ თქვენს ქეციან ტყავს
ვიცავთ, ბატონო ნოქარო, იმ, როგორც თქვენ ბრძანეთ, დაჩაგრული ელფებისგან, რომლებსაც, როგორც
თქვენ ბრძანეთ, ასე ვავიწროებდით. მე კი სხვა რამეს გეტყვით – თავზე დავისვით! ნებაზე მივუშვით,
ჩვენს თანასწორებად მივიჩნიეთ და ჩაგვცეს კიდეც ზურგში ლახვარი! თავს მოვიჭრი, თუ ამისთვის
ნილფგაარდელები არ უხდიდნენ გასამრჯელოს, იარაღით კი მთის ველური ელფები არ ამარაგებდნენ!
მაგრამ ნამდვილი საყრდენი ჩვენ შორის ჰყავთ: ელფები, ნახევარელფები, ჯუჯები, გნომები და
ქონდრისკაცები, – რომლებიც მათ თავშესაფარს აძლევენ, ინახავენ და უერთდებიან კიდეც.

– ყველა არა, – შეეპასუხა მეორე, ხმელ-ხმელი ვაჭარი, ვაჭრისთვის უჩვეულოდ კეთილშობილური

ნაკვთები რომ ჰქონდა, – არაადამიანთა უმეტესობა კიცხავს ციყვებს, ბატონო რაინდო, და თავი მათგან
შორს უჭირავს. უმეტესობა ჩვენდამი ლოიალურადაა განწყობილი და ზოგჯერ ეს მეტისმეტად
ძვირადაც უჯდება. ბან არდელი ბურგგრაფი გაიხსენეთ – წარმოშობით ნახევარელფი, მშვიდობისა და
თანამშრომლობისკენ რომ მოუწოდებდა და მოღალატის ხელით დაიღუპა.

– ეს მოღალატე, ალბათ, მისივე მეზობელი ჯუჯა ან ქონდრისკაცი იყო და, ვინ იცის, თავადაც
ლოიალურად აჩვენებდა თავს, – დამცინავად გადაუგდო რაინდმა, – მე თუ მკითხავთ, არც ერთი
მათგანი არ არის განწყობილი ლოიალურად. ყველა... ჰეი! ეს ვიღაა?

გერალტმა მიიხედა. მის უკან ცირი იდგა და ქოხში მყოფებს ვეებერთელა ზურმუხტისფერი თვალებით
მისჩერებოდა. რა, რა და შეუმჩნევლად მიპარვა ნამდვილად შეეძლო.

– ეს მე მახლავს, – აუხსნა გერალტმა.

– ჰმ... – რაინდმა ცირი აათვალიერ-ჩაათვალიერა და ისევ კეთილშობილურნაკვთებიან ვაჭარს

მიუბრუნდა, რომელიც, როგორც ჩანს, ყველაზე ღირსეულ ოპონენტად მიაჩნდა, – ჰოდა, იმას
ვამბობდი, პატივცემულო – არაადამიანთა ლოიალურობისა რა მცოდნია-მეთქი.

ყველა მათგანი მტერია. ესაა, ზოგი სხვებზე უკეთესად იკატუნებს თავს. ჯუჯები, გნომები და
ქონდრისკაცები საუკუნეების განმავლობაში თითქოს თანხმობით ცხოვრობდნენ ჩვენ შორის, მაგრამ
წამოყვეს თუ არა თავი ელფებმა, მათაც იარაღს დასტაცეს ხელი და ტყეებს მიაშურეს. თავზე
დავისვით-მეთქი, გეუბნებით! არც მათი ტყეებისთვის, არც მთის ანკლავებისთვის ხელი არ გვიხლია,
მაგრამ იკმარეს? „ეს ჩვენი სამყაროა, დაახვიეთ, თქვე ნაბიჭვრებოო“, გაიძახიან. ჰოი, ღმერთებო!
ნახავენ, ვინც დაახვევს და ვისი სახსენებელიც აღარ დარჩება ამქვეყნად. ნილფგაარდელებს ხომ
ვუტირეთ ყოფა, ახლა ყაჩაღებს მივხედავთ!

– ტყეში ელფებთან ბრძოლა იოლი არ არის, – ჩაილაპარაკა გერალტმა, – არც მთაში წავიდოდი
ჯუჯებთან ან გნომებთან საომრად. დიდი რაზმები ჰყავთ?

– რაზმები კი არა, ბანდები, – შეუსწორა რაინდმა, – ბანდები, მხედვარო. ოცამდე სულია, ხანდახან –
ცოტა მეტიც. „მუშა ბრიგადებს“ ეძახიან. გნომების გამოთქმაა. თუმცა, მართალი ბრძანდებით, იერიშით
მათი დამარცხება ძნელია. აშკარად გეტყობათ პროფესიონალიზმი. ტყესა და ღრეში მათ დევნას აზრი
არ აქვს, ერთადერთი გამოსავალია, ზურგიდან მოვუჭრათ გზა, იზოლაციაში მოვაქციოთ და საკვების
წყარო გადავუკეტოთ, მაგრად მოვკიდოთ ხელი ქალაქებსა თუ სოფლებში, ფერმებსა თუ დაბებში
მცხოვრებ იმ არაადამიანებს, მათ რომ ეხმარებიან...

– უბედურება ის არის, – ჩაურთო კეთილშობილურნაკვთებიანმა ვაჭარმა, – რომ კაცმა არ იცის,

არაადამიანთაგან ვინ ეხმარება მათ და ვინ – არა.

– ესე იგი, უკლებლივ ყველა დავიჭიროთ.

– აჰა, – ცალყბად ჩაიღიმა ვაჭარმა, – ეს სიტყვები სადღაც უკვე გამიგონია. დავიჭიროთ და მაღაროებში,
ბანაკებში, ქვის სამტეხლოებში ვუკრათ თავი. ყველას, ყველას, დამნაშავესაც და უდანაშაულოსაც,
ქალებსაც, ბავშვებსაც...

რაინდმა თავი ასწია, ხმალზე ხელი დაიდო და უკმეხად ისროლა:

– დიახ, ყველას! ბავშვები გეცოდებათ და ბავშვივით კი მსჯელობთ, ბატონო ჩემო! ნილფგაარდთან

ზავი კვერცხის ნაჭუჭივით მყიფეა, დღეს თუ არა, ხვალ ომი შესაძლოა ხელახლა გაჩაღდეს, ომში კი
ყველაფერი ხდება. თუ დავმარცხდით, როგორ გგონიათ, რა მოხდება? ახლავე გეტყვით: ელფების
ბრიგადები ტყიდან გამოვლენ – ბლომად გამოვლენ, ღონივრად – და თქვენი ლოიალურებიც თვალის
დახამხამებაში მათ შეუერთდებიან. გგონიათ, ეს ჯუჯები და ქონდრისკაცები მერეც მშვიდობასა და
თანამშრომლობაზე მოჰყვებიან

ყბედობას? ნურას უკაცრავად! დაგვფატრავენ და ყელებს დაგვჭრიან. ნილფგაარდი სწორედ მათი

ხელით გაგვისწორდება. და, როგორც დაგვპირდა, ზღვაში ჩაგვახრჩობს. არა, მათთან ლოლიაობა არ
გამოვა. ან ჩვენ, ან ისინი.

კარმა გაიჭრიალა, ქოხში წინსაფარგასისხლიანებული ჯარისკაცი შემოვიდა და მორიდებით ჩაახველა.

– ბოდიში მომითხოვია, ბატონებო, ხელი შეგიშალეთ. რომელმა თქვეგანმა მოიყვანა ავადმყოფი?

– მე, – უპასუხა გერალტმა, – რა მოხდა?

– გამომყევით, თუ შეიძლება.

ეზოში გავიდნენ.

– ცუდად არი საქმე, ბატონო, – თქვა ჯარისკაცმა და ტრისს გახედა, – პილპილითა და სელიტრით
შეზავებული არაყი დავალევინე, მაგრამ არ უშველა...
გერალტს ხმა არ ამოუღია. ან რა უნდა ეთქვა? ცხრად მოკეცილი ტრისი სწორედ იმწუთას
თვალსაჩინოდ ამტკიცებდა, რომ მის კუჭს პილპილითა და სელიტრით შეზავებული არყის მონელება
არ შეეძლო.

– იქნებ რამე გადამდები სენია, – ჯარისკაცმა შუბლი შეიჭმუხნა, – ან ისა, რა ჰქვია... ზინტერია. ხალხს
თუ დაერია...

– ის ხომ ჯადოქარია, – უთხრა გერალტმა, – ჯადოქრები ავად არ ხდებიან...

– ეტყობა, – დამცინავად შენიშნა ქოხიდან მათ კვალდაკვალ გამოსულმა რაინდმა, – ჯანმრთელობა

პირდაპირ მოჩქეფს მისი ორგანიზმიდან. მისმინეთ, გერალტ, ქალს შველა სჭირდება, ჩვენ კი ეს არ
შეგვიძლია. ხომ გესმით, ჯარში ეპიდემიის გავრცელებას ვერ დავუშვებ.

– მესმის. ახლავე წავალ. სხვა გზა არ არის, დაევონთან ან არდ კარაიგთან უნდა გადავუხვიო.

– დიდ მანძილს ვერ გაივლით, პატრულს ყველას დაკავება აქვს ნაბრძანები. თანაც საშიშია –
სკოიატაელები სწორედ იქით წავიდნენ.

– მოვახერხებ რამეს.

– მას შემდეგ, რაც თქვენზე გამიგონია, ეჭვი არ მეპარება, მოახერხებთ, – ჩაიღიმა რაინდმა, – მაგრამ
თქვენ ხომ მარტო არ ხართ – ავადმყოფი ქალი და, აგერ, ის გოგონა გახლავთ თან...

ცირიმ, რომელიც ამ დროს კიბის ლატანზე ნაკელით დასვრილ ფეხსაცმელს იწმენდდა, თავი ასწია.
რაინდს სიტყვა პირზე შეაშრა, ჩაახველა და თავი დახარა. გერალტს გაეღიმა. ამ ორი წლის
განმავლობაში ცირის თითქმის გადაავიწყდა თავისი წარმომავლობა და თავადური მანერები, მაგრამ
როცა უნდოდა, მისი გამოხედვა ძალიან ემსგავსებოდა ბებიისას. ისე ძალიან, რომ დედოფალი კალანტე
შვილიშვილით უთუოდ იამაყებდა.

– ჰოდა, აი, რისი თქმა მინდოდა... – რაინდი დარცხვენილი აწვალებდა ქამარს, – ვიცი, როგორც უნდა
მოიქცეთ, გერალტ. მდინარეზე გადადით და სამხრეთით წადით, შარაგზაზე მიმავალ ქარავანს
გაჰყევით. ღამდება და ალბათ ღამის გასათევად შეჩერდებიან, ისე რომ, დილისთვის წამოეწევით.

– რა ხალხია?

– არ ვიცი, – რაინდმა მხრები აიჩეჩა, – მაგრამ არც ვაჭრები არიან და არც ქარავანი ჰგავს ჩვეულებრივს.
მკაცრი წესრიგი აქვთ, გადახურული ურმები... გადასახადების ამკრეფები მგონია. ხიდზე გავატარე.
სამხრეთით მიდიოდნენ, ალბათ, ლიქსელაზე გადასასვლელი ფონისკენ.

მხედვარი ჩაფიქრდა და ტრისს გადახედა:

– მართლაც არ იქნებოდა ურიგო. მაგრამ დამეხმარებიან კი?

– იქნებ დაგეხმარონ, – გულგრილად უპასუხა რაინდმა, – იქნებ არა, მაგრამ აქ ნამდვილად ვერავინ
დაგეხმარებათ.

***

საუბრით გართულებმა, მისი მიახლოება ვერ შეამჩნიეს. წრიულად განლაგებული ურმების

ჩარდახებიდან კოცონის მქრქალი ყვითელი შუქი გამოსჭვიოდა. გერალტმა სადავე მოქაჩა და ცხენი
ხმამაღლა ააჭიხვინა, რომ დასასვენებლად დაბანაკებული აღალისთვის მოულოდნელი სტუმრის
მისვლა ემცნო და მკვეთრი რეაქცია თავიდან აეცილებინა. გამოცდილებით იცოდა, რომ კონდახიანი
მშვილდის სასხლეტს ნერვიული მოძრაობები არ უყვარდა.

დაბანაკებულები წამოცვივდნენ და, გაფრთხილების მიუხედავად, ნერვიულად ამოძრავდნენ.

გერალტმა შეამჩნია, რომ მათი უმეტესობა ჯუჯა იყო და გულზე მოეშვა – ჯუჯებს, თუმცაღა ფიცხი
ხალხის სახელი ჰქონდათ გავარდნილი, დაუფიქრებლად სროლა არ სჩვეოდათ.

– რომელი ხარ მანდ? – ჩახლეჩილი ხმით დაუყვირა ერთმა ჯუჯამ და კოცონთან დაგდებული
მორიდან თვალის დახამხამებაში ამოაძრო ნაჯახი.

– მეგობარი, – გერალტი ჩამოქვეითდა.

– ნეტავი კი ვიცოდე, ვისი, – ჩაიღრინა ჯუჯამ, – ახლოს მოდი, ხელები დაგვანახე.

გერალტი ბანაკს მიუახლოვდა. ხელები ისე ეჭირა, ქათმის სიბრმავის მქონეც დაინახავდა.

– უფრო ახლოს.

გერალტი უფრო ახლოს მივიდა. ჯუჯამ ნაჯახი დაუშვა და თვალები მოჭუტა:

– ან თვალი მატყუებს, ან ეს ავსულთმმუსვრელი გერალტ რივიელია. ანდა ვიღაც, მისი ალი-კვალი.

– ნუთუ ეს იარპენ ზიგრინია, – განცვიფრდა გერალტი, – თავად იარპენ ზიგრინი მთელი თავისი
დიდებულებით...

– ვაჰ! – ჯუჯამ ნაჯახი ტირიფის წკეპლასავით დაატრიალა. ნაჯახის პირმა ჰაერში გაიზუზუნა და ყრუ
ბრაგუნით ჩაესო მორში, – დაიშალეთ, მართლა მეგობარი ყოფილა!

ბანაკი შესამჩნევად დამშვიდდა. გერალტს მოეჩვენა, რომ აქეთ-იქიდან შვების ოხვრაც კი გაიგონა.
ჯუჯა მასთან მივიდა და ხელი გაუწოდა. ისეთი მტევანი ჰქონდა, რკინის მარწუხსაც თამამად
გაუწევდა მეტოქეობას.

– გამარჯობა შენი, არამზადავ! ვაჰ, ვაჰ, საიდანაც არ უნდა მოდიოდე და საითაც არ უნდა მიდიოდე,
გამარჯობა. ბიჭებო! აქეთ მოდით! გახსოვს ჩემი ბიჭები, მხედვარო? ეს იანიკ ბრასია, აი, ეს – ქსავიერ
მორანი, ესენი კიდევ – პაულიე დალბერგი და რეგანი, მისი ძმა.

გერალტმა ვერც ერთი ვერ გაიხსენა. კაცმა რომ თქვას, ყველა ერთმანეთს ჰგავდა – წვერიანები,
ჯმუხები, სქელი დალიანდაგებული ქურთუკების წყალობით სიგრძე და სიგანე ლამის ერთნაირი რომ
გახდომოდათ.

– თუ არ ვცდები, – მხედვარმა ყველას სათითაოდ ჩამოართვა ხელი, – ექვსნი იყავით.

– კარგი მეხსიერება გქონია, – გადაიხარხარა იარპენ ზიგრინმა, – მართალია, ექვსნი ვიყავით, მაგრამ
ლუკას კორტო ოჯახს მოეკიდა, მაჰაკამში დაფუძნდა და ჩამოგვშორდა, ეგ ცეტი, ეგა, მისი ადგილის
დამკავებელი კიდევ ჯერ არ გამოჩენილა. არადა, არ გვაწყენდა. ექვსი ზუსტად იმდენია, რამდენიც
საჭიროა, არც მეტი, არც ნაკლები. ხბოს ჭამაც, კასრის დაპირქვავებაც ექვს კაცში ჯობს.
– მგონი, აქ იმდენი ხართ, სამ ხბოსაც მოერევით, – გერალტმა დანარჩენებზე მიუთითა, ურმებთან
გაუბედავად რომ იტკეპნებოდნენ, – ვინ არიან შენი ხელქვეითები, იარპენ?

– ჩემები არ არიან. ნება მომეცი, გაგაცნო. ბოდიშს ვიხდი, ბატონო ვენცკ, ცოტა არ იყოს, დამიგვიანდა,
მაგრამ მე და ჩემი ბიჭები გერალტ რივიელს დიდი ხანია ვიცნობთ და ბევრი რამე გვაქვს მოსაგონარი.
გერალტ, ეს კომისარი ვილფრიდ ვენცკია, მეფე ენსელტ არდ კარაიგელს ემსახურება, ღმერთებისგან
კუთხეულ კაედვენის მბრძანებელს.

ვილფრიდ ვენცკი მაღალი იყო. გერალტზე მაღალიც კი. თითქმის ორი ჯუჯას სიმაღლე. სადად,
უბრალოდ ეცვა, სოფლის მამასახლისივით, მოურავივით ან შიკრიკივით, მაგრამ მის მოძრაობაში ის
უხეშობა, სიმკაცრე და თავდაჯერება გამოსჭვიოდა, რომელსაც მხედვარი ხუთი თითივით იცნობდა და
რომლის ამოცნობა ღამით, კოცონის სუსტ სინათლეზეც კი შეეძლო. ასე მოძრაობდნენ ჯავშანს და
იარაღით დამძიმებულ ქამარს მიჩვეული ადამიანები. გერალტი რასაც გინდა ჩამოვიდოდა, რომ ვენცკი
პროფესიონალი მეომარი იყო. გამოწვდილი ხელი ჩამოართვა და თავი ოდნავ დაუკრა.

– ჩამოვსხდეთ, – იარპენ ზიგრინმა მორზე მიუთითა, რომელშიც ღრმად ჩასობილიყო მისი ვეება
ნაჯახი, – რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ, გერალტ?

– დახმარება მჭირდება. ქალი და ბავშვი მომყავს. ქალი ავად არის. ძალიან ავად. დაგეწიეთ, რომ
დახმარება მეთხოვა.

– დასწყევლოს ღმერთმა, ექიმი რომ არ გვყავს? – ჯუჯამ მოგიზგიზე ნამორალებზე დააფურთხა, – სად
დატოვე?

– შარაგზაზე, აქედან ასიოდე იარდზე

[6]

– გაგვიძეხი. ჰეი, ვინ ხართ მანდ! სამი კაცი – ცხენზე, სამარქაფოებიც შეკაზმეთ. გერალტ, შენს
დედაკაცს ცხენით სიარული შეუძლია?

– არა მგონია. იმიტომაც დავტოვე.

– ნაბადი, ჯვალო და ორი ლატანი ურმებიდან, ჩქარა!

გულხელდაკრეფილმა ვილფრიდ ვენცკმა ჩაახველა.

– ეს შარაგზაა, – უკანმოუხედავად გადაუგდო იარპენ ზიგრინმა, – შარაგზაზე კი განსაცდელში არავის

ტოვებენ.

***

– ჭირი და სნება, – იარპენმა ტრისს შუბლიდან ხელი მოაცილა, – ღუმელივით ვარვარებს. არ მომწონს
ეს ამბავი. ტიფი ან დიზენტერია რომ იყოს?
– ტიფი ან დიზენტერია ვერ იქნება, – წარბშეუხრელად იცრუა გერალტმა და ავადმყოფს ჩული
გადააფარა, – ჯადოქრებს გადამდები სნეულებების მიმართ იმუნიტეტი აქვთ. ალბათ რამემ აწყინა.

– ჰმ... კარგი. წავალ, ხურჯინს გავქექავ, ერთ დროს ფაღარათის საწინააღმდეგო ნაყენი მქონდა, იქნებ
ცოტა მაინც ვიპოვო.

– ცირი, – ჩაიბურტყუნა მხედვარმა და გოგონას ცხვრის ტყავკაბა გაუწოდა, – წადი, დაიძინე, ფეხზე
ძლივს დგახარ. არა, ურემზე არა. მანდ ტრისი უნდა დავაწვინოთ, ცეცხლთან მიწექი.

– არა, – ხმადაბლა უპასუხა ცირიმ და ჯუჯას თვალი გააყოლა, – მის გვერდით დავწვები. თუ დაინახეს,
რომ მასთან ყოფნას მიშლი, არ დაგიჯერებენ, იფიქრებენ, რომ გადამდებია და გაგვყრიან, როგორც
საგუშაგოდან გამოგვყარეს.

– გერალტ, – დაიჩურჩულა უეცრად ჯადოქარმა, – სად ვართ?

– მეგობრებთან.

– მეც შენთან ვარ, – ცირიმ წაფლისფერ თმაზე ხელი გადაუსვა, – ნუ გეშინია. ნახე, როგორ თბილა,
როგორ გიზგიზებს ცეცხლი. ახლა ჯუჯა წამალს მოიტანს, რომ... რა ჰქვია... რომ მუცელი მოგირჩეს...

– გერალტ, – წამოიკვნესა ტრისმა, – ხომ გახსოვს... არავითარი.... ჯადოსნური ელექსირი...

– მახსოვს, მახსოვს, მშვიდად იწექი.

– არა, უნდა... ოჰ...

მხედვარი უსიტყვოდ დაიხარა, ჩულში გახვეული ქალი ხელში აიყვანა და ტყისკენ გაემართა. ცირიმ
ამოიოხრა და მაშინვე იქით მიტრიალდა, საიდანაც მძიმე ნაბიჯების ხმა მოესმა. ურმის უკანიდან
იღლიაში ფუთაამოდებული ჯუჯა გამოვიდა. ნაჯახზე ცეცხლის ათინათი დასთამაშებდა, სქელი
ქურთუკის ღილები უბრწყინავდა.

– სად გაქრა თქვენი ავადმყოფი? ცოცხს ხომ არ შემოახტა და გაფრინდა?

ცირიმ ტყისკენ მიუთითა.

– გასაგებია, – ჯუჯამ თავი დაუკანტურა, – კარგად ვიცნობ ამ ტკივილს და საძაგელ სისუსტეს,

ახალგაზრდობაში, რაც მომხვდებოდა, ყველაფერს მუცელში ვიყრიდი, ასე რომ, ბევრჯერ
ჩავვარდნილვარ ამ დღეში. რა ჰქვია თქვენს ჯადოქარს?

მანდ ტრისი უნდა დავაწვინოთ, ცეცხლთან მიწექი.

– ტრის მერიგოლდი.

– არ ვიცი. არ გამიგონია. თუმცა მაგათ მოდგმასთან მაინცდამაინც არცა მქონია საქმე. ეგ იქით იყოს და,
დროა, ერთმანეთი გავიცნოთ. მე იარპენ ზიგრინი მქვია, შენ – ჭინკა?

– ეგ არა, – ჩაიბურტყუნა ცირიმ და თვალები დააკვესა.

– ოჰ, – ჯუჯა გაიკრიჭა და გაზვიადებული მოწიწებით მოიდრიკა თავი, – მომიტევეთ, სიბნელეში ვერ
გიცანით. მაშასადამე, ჭინკა კი არა, დიდგვაროვანი ქალწული ბრძანდებით. და, თუ საიდუმლო არ
არის, რა ჰქვია დიდგვაროვან ქალწულს?

– არ არის საიდუმლო. ცირი.

– ცირი. აჰა. და ვინ ბრძანდები, ცირი?

– ეს უკვე საიდუმლოა, – ცირიმ ამაყად აბზიკა ცხვირი.

– რაღა თქვენი ენა, კეთილშობილო ქალწულო, და რაღა კრაზანის ნესტარი. ბოდიში, ბოდიში. წამალი
და ცოტაოდენი ხემსი მოვიტანე, ინებებთ თუ კინწისკვრით გააგდებთ ბებერ, გაუთლელ იარპენ
ზიგრინს?

– უკაცრავად, – ცირიმ დარცხვენით დახარა თავი, – ტრისს მართლა სჭირდება დახმარება, ბატონო
ზიგრინ. ძალიან ავადაა. გმადლობთ წამლისთვის.

– მოგცლია ერთი, – ჯუჯა ისევ გაიკრიჭა, – წამოდი, ცირი, წამლის მომზადებაში მომეხმარე. ბებიაჩემის
რეცეპტია. თუკი რამ სენია ნაწლავებში, სულ მუსრს გაავლებს.

ფუთა გახსნა და მომცრო თიხის ქოთანი და რაღაც ტორფის ნაჭრის მაგვარი ამოიღო.
დაინტერესებული ცირი მიუახლოვდა.

– უნდა ითქვას, ძვირფასო ცირი, რომ ბებიაჩემი საუკეთესო მკურნალი იყო. ამ საქმეში ჭიპი ჰქონდა
მოჭრილი. საუბედუროდ,

ყოველგვარი ავადმყოფობის სათავედ უსაქმურობა მიაჩნდა, უსაქმურობის საუკეთესო წამალი კი,

მოგეხსენება, კეტია. ბებიაჩემიც დაუნანებლად გვწამლობდა მე და ჩემს ბიძაშვილებს – ჰქონდა თუ არა
მიზეზი, გვიბრაგუნებდა. იშვიათი როკაპი იყო. ერთხელ ქონწასმული და შაქარმოყრილი პურის ყუა
მომცა და ისე გამიკვირდა, მღელვარებისგან ყუა ხელიდან გამივარდა და ქონიანი მხარით დაეცა ძირს.
ის კუდიანიც ადგა და წამითაქა, მერე კი ახალი ყუა მომცა, ოღონდ უკვე უშაქროდ.

ცირიმ თანაგრძნობით დაუქნია თავი.

– ერთხელ მეც მცემა ბებიაჩემმა. წკეპლით.

– წკეპლითო? – ჯუჯამ გადაიხარხარა, – ბებიაჩემმა ერთხელ წერაქვის ტარით მიმბეგვა. აღარ გვინდა
სასიამოვნო მოგონებები, მოდი, აბები გავაკეთოთ. მოაგლიჯე ამას და დააგორგოლე.

– რა არის? როგორ იწებება და იგლისება... ფუუუ... რა საშინლად ყარს!

– ზეთში მოზელილი დაობებული ცომია. ჩინებული წამალია. მიდი, მიდი, დააგორგოლე. ეს რამოდენა
აბია? ჯადოქრისთვის აკეთებ თუ ძროხისთვის? აბა, მაჩვენე. ჰო, კარგია. ახლა წამალში უნდა
ამოვავლოთ.

– ფუუუ...

– აყროლდა? – ჯუჯამ კარტოფილივით ცხვირი ქოთანში ჩაყო, – შეუძლებელია. გახეხილი ნიორი და

მწარე მარილი, ასი წელიც რომ იდგეს, არ გაფუჭდება.

– რა საზიზღრობაა! ტრისი ამას პირსაც არ დააკარებს!

– ჩვენც ავიღოთ და ბებიაჩემის ხერხი გამოვიყენოთ: შენ ცხირზე მოუჭერ ხელს, მე კი აბებს პირში
ჩავტენი.

– იარპენ, – წაისისინა გერალტმა და, ჯადოქარატატებული, სიბნელეს გამოეყო, – ფრთხილად იყავი, მე

თვითონ არ შეგტენო სადმე რამე...

– ეს ხომ წამალია, – ეწყინა ჯუჯას, – ფაღარათს შველის! ობი, ნიორი...

დაუნანებლად გვწამლობდა მე და ჩემს ბიძაშვილებს – ჰქონდა თუ არა მიზეზი, გვიბრაგუნებდა.

იშვიათი როკაპი იყო. ერთხელ ქონწასმული და შაქარმოყრილი პურის ყუა მომცა და ისე გამიკვირდა,
მღელვარებისგან ყუა ხელიდან გამივარდა და ქონიანი მხარით დაეცა ძირს. ის კუდიანიც ადგა და
წამითაქა, მერე კი ახალი ყუა მომცა, ოღონდ უკვე უშაქროდ.

ცირიმ თანაგრძნობით დაუქნია თავი.

– ერთხელ მეც მცემა ბებიაჩემმა. წკეპლით.

– წკეპლითო? – ჯუჯამ გადაიხარხარა, – ბებიაჩემმა ერთხელ წერაქვის ტარით მიმბეგვა. აღარ გვინდა
სასიამოვნო მოგონებები, მოდი, აბები გავაკეთოთ. მოაგლიჯე ამას და დააგორგოლე.

– რა არის? როგორ იწებება და იგლისება... ფუუუ... რა საშინლად ყარს!

– ზეთში მოზელილი დაობებული ცომია. ჩინებული წამალია. მიდი, მიდი, დააგორგოლე. ეს რამოდენა
აბია? ჯადოქრისთვის აკეთებ თუ ძროხისთვის? აბა, მაჩვენე. ჰო, კარგია. ახლა წამალში უნდა
ამოვავლოთ.

– ფუუუ...

– აყროლდა? – ჯუჯამ კარტოფილივით ცხვირი ქოთანში ჩაყო, – შეუძლებელია. გახეხილი ნიორი და

მწარე მარილი, ასი წელიც რომ იდგეს, არ გაფუჭდება.

– რა საზიზღრობაა! ტრისი ამას პირსაც არ დააკარებს!

– ჩვენც ავიღოთ და ბებიაჩემის ხერხი გამოვიყენოთ: შენ ცხირზე მოუჭერ ხელს, მე კი აბებს პირში
ჩავტენი.

– იარპენ, – წაისისინა გერალტმა და, ჯადოქარატატებული, სიბნელეს გამოეყო, – ფრთხილად იყავი, მე

თვითონ არ შეგტენო სადმე რამე...

– ეს ხომ წამალია, – ეწყინა ჯუჯას, – ფაღარათს შველის! ობი, ნიორი...

– ჰო, – ამოიკვნესა ტრისმა ჩულის სიღრმიდან, – მართალია, გერალტ, მართლა შველის.

– ხედავ? – იარპენმა ცირის იდაყვი წაჰკრა და ამაყად აბზეკილი წვერი ტრისისკენ გაიქნია, მოწამებრივი
სახით რომ ყლაპავდა აბს, – ბრძენი ქალია ეს თქვენი ჯადოქარი, ყველაფერი ესმის.

– რაო, ტრის? – მხედვარი მისკენ დაიხარა, – ა, გავიგე. იარპენ, სამკურნალო ანგელოზა ან ზაფრანა ხომ
არ მოგეძევება?

– ჩვენებს ვკითხავ. აი, ცოტა წყალი და ხემსი მოვიტანე...

– გმადლობ. მაგრამ ამათ ყველაზე მეტად დასვენება სჭირდებათ. დაწექი, ცირი.

– ტრისს კომპრესს გავუკეთებ და...

– მე თვითონ გავუკეთებ. იარპენ, საქმე მაქვს შენთან.

– წამო, კოცონთან დავსხდეთ. კასრს მოვხდი...

– არა, მინდა, პირისპირ გელაპარაკო, მოწმეები არ მჭირდება.

– გასაგებია. გისმენ.

– ვის ეკუთვნის აღალი?

ჯუჯამ პატარა, გამჭრიახი თვალები მიაპყრო და ნელა, მკაფიოდ წარმოთქვა:

– მეფეს.

– ასეც ვიფიქრე, – გერალტმა მზერას გაუძლო, – ცნობისმოყვარეობის გამო არ გეკითხები, იარპენ.

– ვიცი. და ისიც ვიცი, რა გინდა, მაგრამ ეს... როგორ გითხრა... საგანგებო დანიშნულების ქარავანია.

– და რა მიგაქვთ?

– დამარილებული თევზი, – წარბშეუხრელად იცრუა იარპენმა, – ჩალა, მოსართავები, იარაღი,

ჯარისთვის საჭირო წვრილმანი. ვენცკი მეფის არმიის კვარტირმეისტერია.

– ეგ ისეთივე კვარტირმეისტერია, როგორიც მე – დრუიდი, – ჩაიცინა გერალტმა, – როგორც გენებოს.

სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ მიყვარს. მაგრამ თვითონაც ხედავ, ტრისი რა დღეშია. ნება მოგვეცი,
შემოგიერთდეთ, იარპენ, და რომელიმე ურემზე ერთი ადგილი დაგვითმე, რომ ავადმყოფი
დავაწვინოთ. სულ რამდენიმე დღით. გეზი საით გიჭირავთ, არ გეკითხები – ეს გზა პირდაპირ
სამხრეთისკენ მიდის, მხოლოდ ლიქსელის გადაღმა იტოტება, მანამდე კი ათი დღის სავალია. ამ ხნის
განმავლობაში ტრისს სიცხე დაუწევს და ცხენზე ჯდომას შეძლებს. რომც ვერ შეძლოს, მდინარის
გადაღმა, ქალაქში დავრჩებით. ხომ გესმის, ათი დღე ურემზე, თბილი საბანი, თბილი საჭმელი...
გთხოვ, იარპენ.

– აქ განკარგულებებს ვენცკი გასცემს და არა მე.

– ჰო, მაგრამ ხომ შეგიძლია, დაიყოლიო – ბადრაგი უმთავრესად ჯუჯებისგან შედგება და, ეჭვი არ
მეპარება, ვენცკი იძულებული იქნება, ანგარიში გაგიწიოს.

– ტრისი შენი რა არის?

– საქმისთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს?

– საქმისთვის – არავითარი. ცნობისმოყვარეობის გამო გეკითხები, რომ მერე ტრაქტირებში ვიჭორაო.

ისე კი, უნდა გითხრა, მეტისმეტად ეტანები ჯადოქრებს.

გერალტს სევდიანად გაეღიმა.

– და გოგო? – იარპენმა თავით ცირიზე მიანიშნა, რომელიც ცდილობდა, ტყავკაბის ქვეშ

მოხერხებულად მოწყობილიყო, – შენია?

– ჩემია, – დაუფიქრებლად უპასუხა მხედვარმა, – ჩემია, ზიგრინ.

***

სველი, ამღვრეული, წვიმისა და ნისლის სურნელით გაჟღენთილი დღე გათენდა. ცირის მოეჩვენა, რომ
სულ რამდენიმე წუთით ჩათვლიმა – მიდო თუ არა თავი ურემზე დახვავებულ ტომრებზე, გააღვიძეს.

გერალტს ეს-ესაა მოეყვანა ტყიდან ტრისი და ახლა მის გვერდით აწვენდა. ჩულზე, რომელშიც
ჯადოქარი იყო გახვეული, ნამი ბრწყინავდა. გერალტს უპეები ჩამუქებოდა. ცირიმ იცოდა, რომ
მხედვარს თვალი არ მოუხუჭავს – ტრისს მთელი ღამე აციებდა.

– გაგაღვიძე? ბოდიში. დაიძინე, ჯერ ადრეა.

– ტრისი როგორ არის?

– უკეთ, – ამოიკვნესა ჯადოქარმა, – უკეთ, მაგრამ... გერალტ... მინდოდა მეკითხა...

– რა? – მხედვარი მისკენ დაიხარა, მაგრამ ტრისს უკვე ეძინა. კაცი გასწორდა, გაიზმორა.

– გერალტ, – წაიჩურჩულა ცირიმ, – დაგვტოვებენ?

– ვნახოთ, – მხედვარმა ტუჩი მოიკვნიტა, – დაიძინე, სანამ შეგიძლია. დაისვენე.

კაცი ურმიდან ჩახტა. ცირის ესმოდა ცხენების ბაკაბუკი, მოსართავების წკრიალი, ხელნების ჭრიალი,
ბალთების ჩხაკაჩხუკი, ლაპარაკი და ლანძღვა-გინება – ნიშანი იმისა, რომ ბანაკი იყრებოდა. მერე კი
სულ ახლოდან მოისმა იარპენ ზიგრინის ჩახლეჩილი, მაღალი კაცის, გვარად ვენცკის, მშვიდი და
გერალტის ყინულივით ცივი ხმა. გოგონა წამოიწია, ჩარდახის კიდე გადასწია და ფრთხილად გაიხედა.
– ამის თაობაზე უშუალო აკრძალვა არ მიმიღია, – ამბობდა ვენცკი.

– ჩინებულია, – გამხიარულდა ჯუჯა, – მაშ, მოვრიგდით?

კომისარმა ხელი ასწია, არ დამიმთავრებიაო. ერთხანს სამივე ჩუმად იყო. გერალტი და იარპენი
მოთმინებით იცდიდნენ.

– და მაინც, – თქვა ბოლოს ვენცკმა, – საკუთარი თავით ვაგებ პასუხს იმაზე, რომ აღალმა
დანიშნულების ადგილს მიაღწიოს.

და ისევ გაჩუმდა.

ხმა არავის ამოუღია. დღესავით ნათელი იყო – ვინც კომისართან საუბარს მოინდომებდა, ფრაზებს
შორის ხანგრძლივ პაუზებსაც უნდა მისჩვეოდა.

– დაუბრკოლებლად, – როგორც იქნა, დაასრულა ვენცკმა, – და დროულად. ავადმყოფმა კი შესაძლოა

შეგვაფერხოს.
– დაგეგმილზე სწრაფად მივიწევთ წინ, ბატონო ვენცკ, – დაარწმუნა იარპენმა, – დროულად მივალთ.
რაც შეეხება დაბრკოლებებს... ვგონებ, მხედვარი საქმეს არ წაახდენს. ლიქსელამდე გზა ტყეზე გადის,
ორივე მხარეს უღრანია, უღრანში კი, ამბობენ, ათასი ოხრობა ბუდობსო...

– მართალი ხარ, – კვერი დაუკრა კომისარმა. გერალტს თვალს არ აშორებდა და თითქოს თითოეულ
სიტყვას წონიდა, – ბოლო დროს კაედვენის ტყეებში ათასი ჯურის მავნემ დაიბუდა, რომლებსაც
არანაკლები მავნეები აქეზებენ. მართლაც სახიფათონი არიან. ამიტომაც მომცა უფლება მეფე
ჰენსელტმა, შეიარაღებული ესკორტის დასახმარებლად მოხალისეები მომეწვია. რას იტყვით, გერალტ?
ვფიქრობ, ეს ჩვენს პრობლემას მოაგვარებდა.

მხედვარი კარგა ხანს დუმდა. უფრო მეტხანს, ვიდრე ვენცკს დასჭირდა პაუზებით უხვად შეზავებული
სიტყვის დასასრულებლად.

– არა, – თქვა ბოლოს, – არა, ბატონო ვენცკ. პირდაპირ გეტყვით: მზად ვარ, ქალბატონი მერიგოლდის
დახმარებისთვის გადავიხადო, მაგრამ არა ამ ფორმით. შემიძლია, ცხენებს მივხედო, წყალი და შეშა
ვზიდო, საჭმელიც კი მოვამზადო, მაგრამ მეფის დაქირავებული ჯარისკაცი არ გავხდები. ჩემი ხმლის
იმედი ნუ გექნებათ. არ ვაპირებ, ეს, როგორც თქვენ ბრძანეთ, მავნე არსებები იმ არსებათა ბრძანებით
ვხოცო, რომლებიც არანაკლებ მავნეები მგონია.

ცირიმ გაიგონა, როგორ ამოიქშინა და ჩაახველა მუჭში იარპენ ზიგრინმა. ვენცკი მშვიდად შეჰყურებდა
მხედვარს.

– მესმის, – თქვა ბოლოს მშრალად, – მიყვარს პირდაპირობა. კეთილი. ზიგრინ, გთხოვთ იზრუნოთ,
რომ აღალმა შეუფერხებლად განაგრძოს გზა. რაც შეგეხებათ თქვენ, გერალტ... ვფიქრობ, იქ მოგვიტანთ
სარგებლობას, სადაც შესაძლებლად მიიჩნევთ. არც საკუთარ თავს, არც თქვენ არ გაკადრებთ, ეს
სარგებლობა ავადმყოფი ქალისთვის გაწეული დახმარების საზღაურად განვიხილო. დღეს თავს უკეთ
გრძნობს, არა?

მხედვარმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა – როგორც ცირის მოეჩვენა, ჩვეულებრივზე მდაბლად და
თავაზიანად. ვენცკს სახე არ შესცვლია.

– მოხარული ვარ, – თქვა პაუზის შემდეგ, – ქალბატონ მერიგოლდს ფურგონში ადგილს ვუთმობ და
ამით პასუხისმგებლობას ვკისრულობ მის ჯანმრთელობაზე, კეთილმოწყობასა და უსაფრთხოებაზე.
ზიგრინ, უბრძანეთ, დაიძრან.

– ბატონო ვენცკ...

– დიახ, გერალტ.

– გმადლობთ.

კომისარმა თავი დაუკრა – როგორც ცირის მოეჩვენა, უფრო მდაბლად და თავაზიანად, ვიდრე
ზრდილობის უბრალო, ყოველგვარი ვალდებულებისგან თავისუფალი წესები მოითხოვდა.

იარპენ ზიგრინმა ურმების მწკრივს ჩაურბინა და ყვირილით გასცა განკარგულებები, მერე კოფოზე
შეჯდა, ყიჟინა დასცა და ცხენებს მათრახი გადაუჭირა. ურემი დაიძრა და რახრახით გაუყვა ტყის
ბილიკს. რყევამ ტრისი გამოაღვიძა, მაგრამ ცირიმ დაამშვიდა, შუბლზე კომპრესი გამოუცვალა. ურემი
აკვანივით ირწეოდა და ტრისს მალე ისევ ჩაეძინა. ცირიმაც ჩათვლიმა. როცა თვალი გაახილა, მზე უკვე
შუბის ტარზე იდგა. გოგონამ კასრებსა და ბარდანებს შორის გაიჭვრიტა. აღალს მათი ურემი
მიუძღვოდა. უკან მომავალ საზიდარს წითელყელსახვევიანი ჯუჯა მართავდა. ჯუჯების
ურთიერთგადაძახილიდან ცირიმ გაიგო, რომ მას პაულიე დალბერტი ერქვა. გვერდით ძმა, რეგანი
ეჯდა. შორიახლოს ორი მნის თანხლებით ცხენზე ამხედრებული ვენცკი მოდიოდა.

ურემზე მიბმული ნაფოტა, გერალტის ფაშატი, ცირის ხმადაბალი ჭიხვინით მიესალმა. წაბლა და
ჩალისფერი იაბო არსად ჩანდნენ – ალბათ, სამარქაფო ცხენებთან ერთად აღალს უკან მოჰყვებოდნენ.

გერალტი კოფოზე იჯდა, იარპენის გვერდით. ხმადაბლა მასლაათობდნენ და დროდადრო შუაში

ჩადგმული პატარა კასრიდან ლუდს წრუპავდნენ. ცირიმ ყური მიუგდო, მაგრამ მალე მობეზრდა –
პოლიტიკაზე საუბრობდნენ, უმთავრესად – მეფე ჰენსელტის გეგმებსა და ზრახვებზე, რაღაც საგანგებო
სამსახურებსა და დავალებებზე მეზობელი მეფის, დემავენდ აედირნელის დასახმარებლად, რომელსაც
თურმე ომის საფრთხე ემუქრებოდა. იარპენი ავსულთმმუსვრელის დამცინავ კილოს არ იმჩნევდა და
გულმოდგინედ უხსნიდა, თევზის ზოგი სახეობა ისეთი ძვირია, აბჯროსანთა სადროშოს მთელი წლის
ჯამაგირად რამდენიმე ურემიც იკმარებს, ახლანდელ დროში კი ერთი სადროშოს შემომატებაც დიდი
საქმეაო. კი მაგრამ, ამის გასაიდუმლოება რაღა საჭიროაო, ეკითხებოდა გერალტი. საიდუმლოც
სწორედ ეს არისო, მრავალმნიშვნელოვნად მიუგებდა ჯუჯა.

ტრისი ძილში შეკრთა, შუბლიდან კომპრესი გადაიგდო და რაღაც წაიბუტბუტა. ხელები დაიმოკლეო,
უბრძანა ვიღაც კევინს და ბედისწერას ვერსად გაექცევიო, დასძინა. ბოლოს განაცხადა, ამქვეყნად
ყველა, უკლებლივ ყველა, მეტ-ნაკლებად მუტანტიაო და, დამშვიდებულმა, ჩაიძინა.

ცირისაც მოერია ძილი, მაგრამ იარპენის ხარხარმა გამოაფხიზლა. ჯუჯა გერალტთან ერთად თავს
გადახდენილ ამბებს იხსენებდა. სახელდობრ, იმას, როგორ ნადირობდნენ ოქროს დრაკონზე,
რომელმაც, ნაცვლად იმისა, რომ უდრტვინველად მოეკვლევინებინა თავი, მონადირეებს კუდით ქვა
ასროლინა, მეწაღე თხაჭამია კი, არც მეტი, არც ნაკლები, გადასანსლა. ცირი ამბავმა გაიტაცა.

გერალტმა ყასბების ასავალ-დასავალი ჰკითხა, მაგრამ იარპენმა მათზე არაფერი იცოდა. ჯუჯა, თავის
მხრივ, ვიღაც ქალის, სახელად იენიფერის, ბედით დაინტერესდა, მაგრამ გერალტი მაშინვე რატომღაც
უჩვეულოდ სიტყვაძუნწი გახდა. ჯუჯამ ლუდი მოსვა და ჩივილს მოჰყვა, იენიფერი ისევ მემდურის,
თუმცა მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარაო.

– ამას წინათ გორს ველენში, ბაზრობაზე გადავეყარე. დამინახა თუ არა, კატასავით ჩაიფრუტუნა და
ცხონებული დედაჩემი ისეთი სიტყვებით მოიხსენია, ყურო, ნუ გაიგონებ. რაც ძალი და ღონე მქონდა,
მოვკურცხლე, მან კი მომაძახა, როცა იქნება, მოგწვდები და ტრაკიდან ბდღვირს გადენო.

ცირიმ წარმოიდგინა, როგორ გასდიოდა იარპენს შარვლის უბიდან მტვრის კორიანტელი და

ჩაიხითხითა. გერალტმა ქალების გაუწონასწორებელი ხასიათი ახსენა, რაზეც ჯუჯამ შენიშნა, მათი
მავნე, სასტიკი და შურისმაძიებელი ბუნებისთვის ეს მეტისმეტად რბილი შეფასებააო.

ალბათ, სამარქაფო ცხენებთან ერთად აღალს უკან მოჰყვებოდნენ.

გერალტს პასუხი აღარ გაუცია და ცირიმ ისევ ჩათვლიმა.

ამჯერად ძილი ყვირილმა დაუფრთხო.

– ასე იქნება-მეთქი! ასე გადავწყვიტე და ასე იქნება, მორჩა და გათავდა! – ბღაოდა იარპენი.

– ხმას დაუწიე, – მშვიდად უთხრა გერალტმა, – ურემზე ავადმყოფი ქალია. გაიგე ბოლოს და ბოლოს,
შენს გადაწყვეტილებას კი არ განვსჯი...

– ვხედავ, – ღვარძლიანად შეაწყვეტინა ჯუჯამ, – მხოლოდ დამცინავად იღიმები.

– იარპენ, მეგობრულად გაფრთხილებ: ღობეზე მსხდომები ორივე მხარეს სძულს. საუკეთესო

შემთხვევაში, მათ არ ენდობიან.

– სულაც არ ვზივარ ღობეზე, ერთი მხარე მიკავია და არც ვმალავ...

– ამ მხარისთვის ჯუჯა იყავი და ჯუჯად დარჩები. უცხოდ! მეორისთვის კი...

გერალტი გაჩუმდა.

– თქვი, ჰო, თქვი, – ჩაიბურტყუნა გულმოსულმა იარპენმა, – თქვი, რომ მეორე მხარისთვის მოღალატე
ვარ, ადამიანის საბელზე გამობმული ქოფაკი, რომელიც ერთი მუჭა ვერცხლისა და ერთი ჯამი
სალაფავისთვის მზადაა, თავისუფლებისთვის მებრძოლ თანამოძმეებს ყელში სწვდეს. მიდი,
ამოარწყიე. სათქმელი ბოლომდე უნდა ითქვას.

– არაფრის ამორწყევას არ ვაპირებ, იარპენ, – ჩუმად უპასუხა გერალტმა.

– აჰ, არ აპირებ? – ჯუჯამ, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ცხენს მათრახი გადაუჭირა, – დამცინავი
ღიმილით ყურება გირჩევნია? კარგი, მე არაფერს მეუბნები, მაგრამ ხომ შეგეძლო, ვენცკისთვის გეთქვა?
„ჩემი ხმლის იმედი ნუ გექნებათ“. ღმერთო ჩემო, რამოდენა კეთილშობილებაა! რა ამაღლებული, რა
რაინდული სულისკვეთება! წადი, შენი... და შენი კეთილშობილებაც თან წაიყოლე! შენი გაცვეთილი
სიამაყეც!
– გულწრფელად ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი, ესაა და ეს. არ მინდა ამ კონფლიქტში ჩარევა,
ნეიტრალიტეტის დაცვა მიჯობს.

– არ გამოგივა! – წამოიყვირა იარპენმა, – არ გამოგივა ნეიტრალიტეტის დაცვა, გესმის? არა, არაფერიც

არ გესმის. იცი, რა? დაახვიე ჩემი ურმიდან, ცხენით წამოდი. ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოს, შე
ნეიტრალურო მუდოვ. გული გამიწყალე!

ცირიმ სული განაბა, მაგრამ გერალტს კრინტიც არ დაუძრავს. სწრაფად, რბილად, მარჯვედ ჩამოხტა
ურმიდან. იარპენმა შეიცადა, სანამ მხედვარი ნაფოტას აუშვებდა და გაურკვეველი, მაგრამ
უკიდურესად ჟღერადი სიტყვების ბურტყუნით ისევ ააჩქარა ცხენები.

ცირიმ წამოიწია, რომ თვითონაც ჩამომხტარიყო და თავისი წაბლა მოეძებნა. ჯუჯა მისკენ მიტრიალდა
და მტრულად ახედ-დახედა.

– ერთი შენცა ხარ რა, ჭინკავ, – ჩაიფრუტუნა ავად, – დედაკაცები და გომბიოებიღა გვაკლდა. კოფოდან
ვეღარ გადამიფსამს, ამის ღმერთი არ იყოს, წამდაუწუმ ცხენებს ვაჩერებ და ბუჩქებში მივძვრები!

ცირიმ დოინჯი შემოიყარა, ფერფლისფერი თმა უკან გადაიყარა და ცხვირი აბზიკა.

– მართლა? ნაკლები ლუდი სვით, ბატონო ზიგრინ, და ასე მალ-მალე აღარ მოგინდებათ.

– ჩემს ლუდთან რა ხელი გაქვს, შე ცინგლიანო!

– ნუ ჩხავით, ტრისს ეს-ესაა ჩაეძინა!

– ჩემი ურემია, მინდა ვიჩხავლებ, მინდა ვიყივლებ!

– ხე!

– რაო, რაო? უჰ, შე უსირცხვილოვ!

– ხე! ხე!!!

– მე შენ გიჩვენებ ხეს... ჯანდაბა!.. თფრუ! ხე!!!

ჯუჯა უკან გადაქანდა და მთელი ძალით მოსწია სადავე. ბეწვზე მოასწრო – ცოტაც და ცხენები გზის
გარდიგარდმო წაქცეულ ფიჭვს გადაუვლიდნენ. იარპენმა კოფოდან წამოიწია და სტვენა-ყვირილით
და ადამიანებისა თუ ჯუჯების ენაზე დედ-მამის სულის ტრიალით შეაჩერა საზიდარი. ჯუჯები და
ადამიანები ურმებიდან ჩამოცვივდნენ, მეწინავესთან მიირბინეს და ცხენები თავისუფალ გზაზე
გააყვანინეს.

– ჩაგეძინა თუ რა იყო, იარპენ? – ჰკითხა მოღუშულმა პაულიე დალბერგმა, – რომ დასჯახებოდი,

ღერძიც და თვლებიც ჭირს მოგჭამდა. რას სჩადი, შე...

– მომწყდი თავიდან, პაულიე! – დაუღრიალა იარპენმა და ცხენებს შოლტი გადაუჭირა.

– ხედავთ, როგორ გაგიღიმათ ბედმა? – ალერსიანად ჩაიკრუტუნა ცირიმ და ჯუჯას გვერდით მიუჯდა,
– ახლა მაინც ხომ მიხვდით, რომ მარტო ყოფნას ჯადოქართან ერთად მგზავრობა სჯობია? კიდევ
კარგი, დროზე დავიყვირე. სწორედ ამ დროს რომ მოგესურვებინათ... კოფოდან გადაფსმა და ხეს
დასჯახებოდით, მერე? წარმოდგენაც კი არ მინდა, რა მოხდებოდა...

– გაიკმენდ თუ არა ხმას?

– უკვე გავიკმინდე. კრინტსაც აღარ დავძრავ.

მაგრამ ერთ წუთსაც ვერ გაძლო:

– ბატონო ზიგრინ!

– ბატონო არა ისა, – ჯუჯამ იდაყვი წაჰკრა და გაიკრიჭა, – იარპენ-თქო, გაიგე? გინდა, ერთად
წავიყვანოთ?

– გავიგე. სადავეს დამაჭერინებთ?

– მოიცა, ეგრე არა. სალოკ თითზე ჩამოიდე და ცერი დააჭირე. ჰო, ეგრე. მარცხენაც ეგრევე. ძაან არ
მოქაჩო.

– ასე კარგია?

– კარგია.

– იარპენ!

– რა იყო?

– ნეიტრალიტეტის დაცვა რას ნიშნავს?

– გულგრილობას, ჩაურევლობას, – უხალისოდ ჩაიბურტყუნა ჯუჯამ, – სადავე ძაან არ მიუშვა.

მარცხენა უფრო მაგრად მოსწიე.

– რაში ჩაურევლობას?

ჯუჯამ გადააფურთხა.

– თუ სკოიატაელები დაგვეცნენ, შენი გერალტი განზე გადგება და მშვიდად დაუწყებს ცქერას, ყელებს
როგორ დაგვჭრიან. ალბათ შენც მის გვერდით მოიკალათებ – დიდებული გაკვეთილი იქნება თემაზე
„მხედვარის ქცევა გონიერი რასების კონფლიქტში“.

– ვერ გავიგე.

– სულაც არ მიკვირს.

– ამიტომ გაბრაზდი? ვინ არიან ეს სკოიატაელები?

– ცირი, – დაბნეულმა იარპენმა წვერი მოიქექა, – ეგ პატარა გოგოების საქმე არ არის.

– აჰა, ახლა მე მიბრაზდები. სულაც არა ვარ პატარა. გავიგონე, საგუშაგოზე ჯარისკაცები ციყვებზე რომ
ლაპარაკობდნენ. ორი... მოკლული ელფიც ვნახე. რაინდი ამბობდა... ადამიანებს ხოცავენო. და
სკოიატაელების რაზმებში მარტო ელფები არ არიან – ჯუჯებიც ურევიანო.
– ვიცი, – მშრალად გაეპასუხა იარპენი.

– შენც ხომ ჯუჯა ხარ.

– მაგას წყალი არ გაუვა.

– აბა, რატომ გეშინია ციყვების? ისინი ხომ მარტო ადამიანებს ერჩიან.

იარპენი ჩაფიქრდა.

– სამწუხაროდ, ყველაფერი ასე მარტივად არ არის.

შუბლშეჭმუხნილი ცირი დიდხანს ფიქრობდა და ქვედა ტუჩს აწვალებდა. მერე თქვა:

– მივხვდი. ციყვები თავისუფლებისთვის იბრძვიან. შენ კი, თუმცაღა ჯუჯა ხარ, მეფე ჰენსელტის
საგანგებო საიდუმლო სამსახურში მუშაობ და საბელზე გამობმული ძაღლივით დაჰყვები ადამიანებს.

იარპენმა ჩაიფხუკუნა, ცხვირზე სახელო გაისვა და უკან მიიხედა, ვენცკი ხომ არ გვიახლოვდებაო,
მაგრამ გერალტთან საუბრით გართული კომისარი საკმაოდ შორს იყო.

– ზაზუნასავით სმენა გქონია, გოგო, – ჯუჯამ გულთბილად გაიღიმა, – ჭკუაც იმ დედაკაცებზე მეტად
გიჭრის, ვისაც ბედმა შვილების დაჩენა, შეჭამანდის ხარშვა და თითისტარის ტრიალი არგუნა, მაგრამ,
გგონია, ყველაფერი იცი? ეგ იმიტომ, რომ ბავშვი ხარ. ნუ იმანჭები, ამით ასაკი არ მოგემატება, უფრო
მეტად კი დაუშნოვდები. იცი, სკოიატაელებს ასე უცებ რატომ გაუგე? იმიტომ, რომ ისინიც
ბავშვებივით არიან. იმ წვრილფეხა ხულიგნებივით, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ ვიღაც აგულიანებს,
აქეზებს, მათ ბავშვურ ხუშტურებს იყენებს და თავისუფლებაზე მოყოლილი ზღაპრებით კვებავს.

– ჰო, მაგრამ ისინი ხომ მართლა თავისუფლებისთვის იბრძვიან, – ფართოდ გახელილი თვალები
მიაპყრო ცირიმ, – როგორც დრიადები ბროკილონის ტყეში. ისინი იმიტომ ხოცავენ ადამიანებს, რომ
ადამიანები... ზოგი ადამიანი მათ ცუდად ექცევა. იმიტომ, რომ ეს მიწა ოდესღაც თქვენი იყო –
ჯუჯებისა, ელფებისა და კიდევ იმათი, რა ჰქვიათ, ქონდრისკაცებისა, გნომებისა და სხვებისა. ახლა კი
აქ ადამიანები ცხოვრობენ, ჰოდა, ელფებიც...

– ელფები! – ჩაიფრუტუნა იარპენმა, – თუ სიმართლე გინდა, მაგათ აქ, ადამიანებისა არ იყოს, არაფერი
ესაქმებათ, თუმცა კი თავიანთი თეთრი გემებით თქვენამდე ბარე ათასი წლით ადრე მოცურეს. ახლა
მეგობრებიც გავხდით, ძმებიც, ნათესავებიც, „უფროსი მოდგმაც“, წინათ კი, როცა ჩვენ... მათი ისრები
ყურებთან გვიზუზუნებდა.

– ესე იგი, სამყაროში ჯუჯები არიან უძველესი მოდგმა?

– უფრო ზუსტად, გნომები, თუმცა სამყაროს მხოლოდ ამ ნაწილში. სამყარო უკიდეგანოა, ცირი.

– ვიცი, მინახავს მისი რუკა.

– ვერ ნახავდი. მთელი სამყაროს რუკა ჯერ არავის შეუდგენია და მეეჭვება, ახლო მომავალში
შეადგინონ. არავინ იცის, რა არის ცეცხლოვანი მთებისა და დიდი ზღვის იქით. ელფებმაც კი, თუმცა
თავი მოაქვთ, ყველაფერი ვიცითო. ჩემი ფეხები იციან მაგათ, დამიჯერე.

– ჰმ... მაგრამ ახლა ხომ ადამიანები... თქვენზე მეტნი არიან.

– იმიტომ, რომ ბოცვრებივით მრავლდებით, – კბილები გააკრაჭუნა ჯუჯამ, – წვებით, ვისთანაც
მოგხვდებათ და სადაც მოგხვდებათ, მეტი არაფერი გინდათ, თქვენს დედაკაცებს კი, საკმარისია, კაცს
კალთაში ჩაუსხდნენ, მუცელი ებერებათ. რა ყაყაჩოსავით გაწითლდი? ხომ გინდოდა, სიმართლე
გაგეგო? ჰოდა, ინებე, შიშველი და შეულამაზებელი. ესაა მსოფლიოს ნამდვილი ისტორია. მსოფლიოსი,
სადაც ის მბრძანებლობს, ვინც სხვაზე მარჯვედ ხმარობს იარაღს და თავის დედაკაცს სხვაზე სწრაფად
აფეხმძიმებს. თქვენ კი, ადამიანებს, არც მკვლელობაში და არც ერთმანეთის ხერხვაში ბადალი არ
გყავთ.

– იარპენ, – ცივად უთხრა მოახლოებულმა გერალტმა, – ჰქენი სიკეთე და სიტყვებს დაუკვირდი. შენ კი,
ცირი, მეეტლეობანას თამაშს თავი დაანებე და ტრისს დახედე, ხომ არ გაეღვიძა და რამე ხომ არ უნდა.

ბროკილონის ტყეში. ისინი იმიტომ ხოცავენ ადამიანებს, რომ ადამიანები... ზოგი ადამიანი მათ ცუდად
ექცევა. იმიტომ, რომ ეს მიწა ოდესღაც თქვენი იყო – ჯუჯებისა, ელფებისა და კიდევ იმათი, რა ჰქვიათ,
ქონდრისკაცებისა, გნომებისა და სხვებისა. ახლა კი აქ ადამიანები ცხოვრობენ, ჰოდა, ელფებიც...

– ელფები! – ჩაიფრუტუნა იარპენმა, – თუ სიმართლე გინდა, მაგათ აქ, ადამიანებისა არ იყოს, არაფერი
ესაქმებათ, თუმცა კი თავიანთი თეთრი გემებით თქვენამდე ბარე ათასი წლით ადრე მოცურეს. ახლა
მეგობრებიც გავხდით, ძმებიც, ნათესავებიც, „უფროსი მოდგმაც“, წინათ კი, როცა ჩვენ... მათი ისრები
ყურებთან გვიზუზუნებდა.

– ესე იგი, სამყაროში ჯუჯები არიან უძველესი მოდგმა?

– უფრო ზუსტად, გნომები, თუმცა სამყაროს მხოლოდ ამ ნაწილში. სამყარო უკიდეგანოა, ცირი.

– ვიცი, მინახავს მისი რუკა.

– ვერ ნახავდი. მთელი სამყაროს რუკა ჯერ არავის შეუდგენია და მეეჭვება, ახლო მომავალში
შეადგინონ. არავინ იცის, რა არის ცეცხლოვანი მთებისა და დიდი ზღვის იქით. ელფებმაც კი, თუმცა
თავი მოაქვთ, ყველაფერი ვიცითო. ჩემი ფეხები იციან მაგათ, დამიჯერე.

– ჰმ... მაგრამ ახლა ხომ ადამიანები... თქვენზე მეტნი არიან.

– იმიტომ, რომ ბოცვრებივით მრავლდებით, – კბილები გააკრაჭუნა ჯუჯამ, – წვებით, ვისთანაც

მოგხვდებათ და სადაც მოგხვდებათ, მეტი არაფერი გინდათ, თქვენს დედაკაცებს კი, საკმარისია, კაცს
კალთაში ჩაუსხდნენ, მუცელი ებერებათ. რა ყაყაჩოსავით გაწითლდი? ხომ გინდოდა, სიმართლე
გაგეგო? ჰოდა, ინებე, შიშველი და შეულამაზებელი. ესაა მსოფლიოს ნამდვილი ისტორია. მსოფლიოსი,
სადაც ის მბრძანებლობს, ვინც სხვაზე მარჯვედ ხმარობს იარაღს და თავის დედაკაცს სხვაზე სწრაფად
აფეხმძიმებს. თქვენ კი, ადამიანებს, არც მკვლელობაში და არც ერთმანეთის ხერხვაში ბადალი არ
გყავთ.

– იარპენ, – ცივად უთხრა მოახლოებულმა გერალტმა, – ჰქენი სიკეთე და სიტყვებს დაუკვირდი. შენ კი,
ცირი, მეეტლეობანას თამაშს თავი დაანებე და ტრისს დახედე, ხომ არ გაეღვიძა და რამე ხომ არ უნდა.

– დიდი ხანია მღვიძავს, – მიმქრალი ხმით გამოეხმაურა ჯადოქარი, – მაგრამ არ მინდოდა... ხელი
შემეშალა ამ... მერწმუნე, ძალზე საინტერესო საუბრისთვის. თავი დაანებე, გერალტ. მინდა, კიდევ
გავიგო რამე კაცობრიობის პროგრესში ხერხვის როლზე.
***

– შეიძლება, ცოტა წყალი გავაცხელო? ტრისს დაბანა უნდა.

– მიდი, – ნება დართო იარპენ ზიგრინმა, – ქსავიერ, აიღე შამფური, ჩვენი კურდღელი მზადაა. მოიტა
ქვაბი, ცირი. ოჰო! პირთამდე გაგივსია! ამსიმძიმე მარტომ მოათრიე წყაროდან?

– მე ღონიერი ვარ.

უფროსმა დალბერგმა ჩაიფხუკუნა.

– გარეგნობით ნუ განსჯი, პაულიე, – უთხრა იარპენმა და შემწვარი კურდღლის განაწილება დაიწყო, –

არაფერია სასაცილო. კნაჭა გოგოა, მაგრამ ჯანმრთელი და ამტანი. ტყავის თასმას ჰგავს – წვრილია,
მაგრამ ვერაფრით გაწყვეტ. თავის ჩამოხრჩობაც რომ მოინდომო, გაგიძლებს.

არავის გასცინებია. ცირი კოცონის გარშემო წამოწოლილ ჯუჯებს მიუახლოვდა. იარპენ ზიგრინს და
მის ოთხეულს ამჯერად საკუთარი კოცონი გაეჩაღებინათ, რადგან არ უნდოდათ, ქსავიერ მორანის
მოკლული კურდღელი ვინმესთვის გაეყოთ – თავადაც ორიოდე ლუკმად თუ ეყოფოდათ.

– ცეცხლს შეუკეთე, – თითების ლოკვით უთხრა იარპენმა, – უფრო მალე გაცხელდება.

– ბანაობაში ხეირი არა ყრია, – შენიშნა რეგან დალბერგმა და ძვალი გადმოაფურთხა, – ავადმყოფს
ზიანის მეტს არაფერს მოუტანს. არც ჯანმრთელს, კაცმა რომ თქვას. გახსოვთ ბებერი შრადერი?
ერთხელ ცოლმა ტანი დააბანინა და ცოტა ხანში ჩვენმა შრადერმა ფეხებიც გაფშიკა.

საინტერესო საუბრისთვის. თავი დაანებე, გერალტ. მინდა, კიდევ გავიგო რამე კაცობრიობის
პროგრესში ხერხვის როლზე.

– ეგ იმიტომ, რომ ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა.

– ნუ დაიბანდა და არ დაკბენდა.

– მეც ასე მგონია, – ცირიმ წყალი თითით შეამოწმა, – ყოველდღე დაბანა მეტისმეტია, მაგრამ ტრისი
ითხოვს. ერთხელ ატირდა კიდეც... ჰოდა, მე და გერალტმაც...

– ვიცით, – თავი დაუქნია უფროსმა დალბერგმა, – მაგრამ მხედვარი... მიკვირს და გამკვირვებია. ჰეი,
ზიგრინ, დედაკაცი რომ გყავდეს, ეგრე დაბანდი და დავარცხნიდი? ხელში აყვანილს ბუჩქებშიც
ატარებდი მოსა...

– მოკეტე, პაულიე, – შეაწყვეტინა იარპენმა, – მხედვარს თავი დაანებე, წესიერი კაცია.

– ისეთი რა ვთქვი? მიკვირს-მეთქი, ეგ არი და ეგ...

– ტრისი, – ჩაერია ცირი, – მისი დედაკაცი არ არის.

– მით უფრო მიკვირს.

– ესე იგი მით უფრო რეგვენი ხარ, – დაასკვნა იარპენმა, – ცირი, ცოტა წყალი გადმომისხი
ასადუღებლად, ჯადოქარს ყაყაჩოს და ზაფრანას დავუყენებ. მგონი, დღეს უკეთ არის, არა?

– რატომაც არ იქნება, – ჩაიბუზღუნა იანიკ ბრასმა, – მისი გულისთვის აღალი ექვსჯერ შევაჩერეთ. არა,
მე კი ვიცი, რომ შარაგზაზე კაცის გასაჭირში დატოვება არ შეიძლება, ვინც სხვანაირად ფიქრობს,
ბრიყვია და ვინც გასაჭირში ტოვებს – ბრიყვზე უფრო ბრიყვი და დამპალი ძაღლიშვილი, მაგრამ ძაან
კი შევყოვნდით ამ ტყეში. ბედს ვეთამაშებით, ბიჭებო, ბედს. საშიშია აქ ყოფნა. სკოიატაელები...

– ეშმაკს მიაფურთხე, იანიკ.

– ფუი ეშმაკს. ბრძოლისა არ მეშინია, იარპენ, სისხლიც ბევრი მიღვრია, მაგრამ... ჩვენიანებთან რო
მოგვიწიოს შეტაკება... მაგის დედაც!

ასეთი რა დავაშავეთ? ეს ტრაწიანი ტვირთი ცხენოსანთა ტრაწიან ასეულს უნდა გაეცილებინა, ჩვენ კი
არა. ეშმაკმა რო წაიღოს არდ კარაიგელი ჭკუის კოლოფების თავი და ტანი...

– მოკეტე-მეთქი და ფაფის ქოთანი მომაწოდე. კურდღლით, მაგის რჯული რო გაწყდეს, პირი

გავისველეთ. ახლა რამე ვჭამოთ. ცირი, დაგვეწვევი ვახშამზე?

– აბა რა.

კარგა ხანს მარტო ღლაჭუნი, წკლაპუნი და ქოთანში ჩაყოფისას ერთმანეთს მიჯახებული ხის კოვზების
რაკარუკი ისმოდა.

– არ მეყო, ეს ოხერი, – სინანულით თქვა პაულიე დალბერგმა და გრძლად ამოაბოყინა, – კიდევ

შევჭამდი რამეს.

– მეც, – მხარი აუბა ცირიმ და, ჯუჯების ტლანქი მანერებით აღტაცებულმა, თავადაც ამოაბოყინა.

– ოღონდ ფაფას არა, – დასძინა ქსავიერ მორანმა, – აი, აქა მაქვს ეს ფეტვი. დამარილებული ხორციც
ყელში ამომივიდა.

– მაშ, რაკი ეგეთი ნატიფი პირისგემო გაქვს, ბალახს მიაძეხი.

– ან არყის ხე შემოატყავე კბილებით. აგე, თახვები სულ მაგას ჭამენ და მშვენივრად არიან.

– აი, თახვს კი მართლა მივაძღებოდი...

– მე კიდევ – თევზს, – ოცნებით წარმოთქვა პაულიემ და უბიდან ამოღებული ორცხობილა ხრამუნით

ჩაკბიჩა, – ისე მომენატრა, ენა ვერ იტყვის.

– მერე, ავდგეთ და დავიჭიროთ.

– სად? – ჩაიბუზღუნა იანიკ ბრასმა, – ბუჩქებში?

კარაიგელი ჭკუის კოლოფების თავი და ტანი...

– ნაკადულში.

– ეგეც ნაკადულია რა. ამ ნაპირიდან რო გადააფსა, მეორე ნაპირს მიაწვდენ. მანდ თევზს რა უნდა?

– არის თევზი, – ცირიმ კოვზი გალოკა და ჩექმაში ჩაიდო, – წყლის მოსატანად რომ ვიყავი, დავინახე.
ოღონდ მგონი ავად უნდა იყვნენ. შავად და წითლად აყრიათ.

– კალმახი! – იბღავლა პაულიემ და ორცხობილას ნაფხვენი შადრევანივით გამოაფრქვია, – აბა,

ნაკადულისკენ, ბიჭებო! რეგან, გახადე შარვალი, ბადე გავაკეთოთ!

– რაღა მაინცდამაინც ჩემი შარვლისგან?

– გაიხადე-მეთქი, თორემ მოგხვდა კინკრიხოში, შე ლაწირაკო! დედამ არ გითხრა, უფროს ძმას

დაუჯერეო?

– თუ თევზი გინდათ, ნუღარ ზოზინებთ, თორემ სადაცაა, ჩამობნელდება, – გააფრთხილა იარპენმა, –

ცირი, წყალი ადუღდა? დაანებე თავი, ჭვარტლში ამოისვრები და ხელებს დაიფუფქავ. ვიცი, რომ
ღონიერი ხარ, მაგრამ, თუ შეიძლება, ქვაბი მე დამანებე.

გერალტი უკვე ელოდა. შორიდანვე მოჰკრეს თვალი მის თეთრ თმას ჩარდახის გადაწეულ კალთებს
შორის. ჯუჯამ წყალი ვარცლში გადაასხა.
– დახმარება ხომ არ გჭირდება, მხედვარო?

– გმადლობ, იარპენ, ცირი მომეხმარება.

ტრისისთვის სიცხეს უკვე დაეწია, მაგრამ ისე სუსტად იყო, თავსაც ვერ სწევდა. გერალტი და ცირი
უკვე მისჩვეოდნენ მის გახდას, დაბანას და დამოუკიდებლობისკენ მისი კეთილშობილური, თუმცაღა
უმწეო სწრაფვის შეკავებას. საქმე განსაცვიფრებლად სწრაფად წავიდა წინ: მხედვარს ჯადოქარი ეჭირა,
გოგონა კი ბანდა და ამშრალებდა. მხოლოდ ერთი რამ აკვირვებდა და აღიზიანებდა ცირის –
ეჩვენებოდა, რომ ტრისი მეტისმეტად ეკვროდა კაცს. ერთხელ საკოცნელადაც კი წაიწია.

გერალტმა თავი ჯადოქრის ბარგისკენ გაიქნია. ცირი უმალვე მიუხვდა, რადგან ესეც რიტუალის
ნაწილი იყო: ტრისი ითხოვდა, დაევარცხნათ კიდეც. გოგონამ სავარცხელი მოძებნა და მუხლებზე
დაეშვა. ტრისმა თავი მიუშვირა და, ცირის აზრით, უფრო მაგრად მოეხვია მხედვარს.

– ოჰ, გერალტ, – აქვითინდა უცებ, – რა სამწუხაროა... რა სამწუხაროა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ შორის
მოხდა...
– ტრის, ძალიან გთხოვ...

– ...აღარ მოხდება... როცა გამოვჯანმრთელდები... ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდა... იმასაც კი

შევძლებდი...

– ტრის!

– მშურს იენიფერის... და ვეჭვიანობ...

– გარეთ გადი, ცირი.

– კი, მაგრამ...

– ძალიან გთხოვ.

ცირი ურმიდან ჩახტა და პირდაპირ იარპენს დაეჯახა, რომელიც ბორბალს დაყრდნობილი იცდიდა და
ჩაფიქრებული კვნეტდა ბალახის მოზრდილ ღეროს. ჯუჯამ, რომ არ წაქცეულიყო, ხელი შეაშველა.
გერალტივით დახრაც არ დასჭირვებია – თითქმის ერთი სიმაღლისანი იყვნენ.

– ასეთი შეცდომა ნურასოდეს მოგივა, პატარა კუდიანო, – ჩაიბურტყუნა და ცერად გახედა ურემს, – თუ
ვინმემ შენდამი თანაგრძნობა და ერთგულება გამოიჩინა, თუ კეთილშობილებით გაგაოცა, დააფასე,
მაგრამ... სხვა რამეში ნუ აგერევა...

– მიყურადება ცუდი საქციელია.

დაევარცხნათ კიდეც. გოგონამ სავარცხელი მოძებნა და მუხლებზე დაეშვა. ტრისმა თავი მიუშვირა და,
ცირის აზრით, უფრო მაგრად მოეხვია მხედვარს.

– ოჰ, გერალტ, – აქვითინდა უცებ, – რა სამწუხაროა... რა სამწუხაროა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ შორის
მოხდა...

– ტრის, ძალიან გთხოვ...

– ...აღარ მოხდება... როცა გამოვჯანმრთელდები... ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდა... იმასაც კი

შევძლებდი...

– ტრის!

– მშურს იენიფერის... და ვეჭვიანობ...

– გარეთ გადი, ცირი.

– კი, მაგრამ...

– ძალიან გთხოვ.

ცირი ურმიდან ჩახტა და პირდაპირ იარპენს დაეჯახა, რომელიც ბორბალს დაყრდნობილი იცდიდა და
ჩაფიქრებული კვნეტდა ბალახის მოზრდილ ღეროს. ჯუჯამ, რომ არ წაქცეულიყო, ხელი შეაშველა.
გერალტივით დახრაც არ დასჭირვებია – თითქმის ერთი სიმაღლისანი იყვნენ.
– ასეთი შეცდომა ნურასოდეს მოგივა, პატარა კუდიანო, – ჩაიბურტყუნა და ცერად გახედა ურემს, – თუ
ვინმემ შენდამი თანაგრძნობა და ერთგულება გამოიჩინა, თუ კეთილშობილებით გაგაოცა, დააფასე,
მაგრამ... სხვა რამეში ნუ აგერევა...

– მიყურადება ცუდი საქციელია.

– ვიცი. ცუდიც და საშიშიც – ვარცლით წყალი რომ გადმოასხი, ბეწვზე მოვასწარი გვერდზე გაწევა.
წამო, ვნახოთ, რამდენი კალმახი გაება რეგანის შარვალში.

– იარპენ...

– ჰოუ.

– მიყვარხარ.

– მეც მიყვარხარ, ჭინკავ.

– ჰო, მაგრამ შენ ჯუჯა ხარ, მე კი არა.

– მერე რა? აჰა, სკოიატაელებს გულისხმობ? ეს არ გასვენებს?

ცირიმ მისი მძიმე მკლავიდან თავი დაიხსნა.

– არც შენ გასვენებს. არც სხვებს. ხომ ვხედავ, არა?

ჯუჯას პასუხი არ გაუცია.

– იარპენ...

– ბატონო.

– ვინ არის მართალი, ციყვები თუ თქვენ? გერალტს უნდა, ნე... ნეი... ტრალური იყოს, შენ, მიუხედავად
იმისა, რომ ჯუჯა ხარ, მეფე ჰენსელტს ემსახურები, ის რაინდი კი, საგუშაგოზე რომ ვნახეთ,
გაჰყვიროდა, ყველა ჩვენი მტერია და ყველა უნდა... ყველა, ბავშვებიც კიო. რატომ, იარპენ? ვინ არის
მართალი?

– არ ვიცი, – ამოღერღა ჯუჯამ, – სწავლა-განათლება არ მიმიღია, ისე ვიქცევი, როგორც გული მეუბნება.
ციყვებმა იარაღი აიღეს და ყაჩაღად გავარდნენ. ადამიანები – ზღვაშიო, გაჰყვირიან და ისიც არ იციან,
რომ ეს საეჭვო მოთხოვნა ნილფგაარდელი ჯაშუშების შეგდებულია. ვერ ხვდებიან, რომ ამ სიტყვების
მიზანი ადამიანებში სიძულვილის გაღვიძებაა და არა ახალგაზრდა ელფების საბრძოლო
სულისკვეთების ამაღლება. მე კი მივხვდი, ამიტომ ის, რასაც სკოიატაელები სჩადიან, დანაშაულებრივ
სიბრიყვედ მიმაჩნია. ვინ იცის, რამდენიმე წლის შემდეგ ამისთვის მე ორგულად და მოღალატედ
მომნათლონ, ისინი კი გმირებად შერაცხონ... რას ვიზამ, ჩვენს ისტორიას, ჩვენი სამყაროს ისტორიას,
ასეთი შემთხვევებიც ახსოვს.

ჯუჯა გაჩუმდა, წვერი მოიქექა. არც ცირის ამოუღია ხმა.

– ელირენა... – ჩაიბურტყუნა მოულოდნელად, – თუ ელირენა გმირია, თუ მის საქციელს გმირობა

ჰქვია, დაე, მე მოღალატე და ლაჩარი მიწოდონ. იმიტომ, რომ მე, იარპენ ზიგრინს, მხდალს,
მოღალატესა და რენეგატს, მჯერა: ერთმანეთს არ უნდა ვჟლეტდეთ. მჯერა: უნდა ვიცოცხლოთ.
ვიცოცხლოთ ისე, რომ მომავალში ბოდიშის მოხდა არავის მოუწიოს. გმირ ელირენას... მოუწია.
მაპატიეთო, იხვეწებოდა, შემინდეთო. ცეცხლი და გეენა! ჯობია, დაიღუპო, ვიდრე იმის შეგნებით
იცოცხლო, რომ რაღაც ისეთი ჩაიდინე, რის გამოც ბოდიში გაქვს მოსახდელი.

და ისევ გაჩუმდა. ცირის არაფერი უკითხავს, თუმცა ენის წვერზე უამრავი კითხვა უტრიალებდა –
ინსტინქტურად გრძნობდა, ახლა ამის დრო არ იყო.

– გვერდიგვერდ უნდა ვიცხოვროთ, – განაგრძო ჯუჯამ, – ჩვენ და თქვენ, ადამიანებმა. სხვა გზა არ
გვაქვს. ორასი წელია, ვიცით ეს და ას წელიწადზე მეტია, ამისთვის ვშრომობთ. გინდა იცოდე, რატომ
გადავწყვიტე ჰენსელტის სამსახურში ჩადგომა? ვერ დავუშვებ, რომ ჩვენი ნაშრომ-ნაჯაფი წყალმა
წაიღოს. ას წელიწადზე მეტია, ადამიანებთან შეგუებას ვცდილობთ. ჩვენ, გნომები, ქონდრისკაცები,
ელფებიც კი. სირინოზებზე, ნიმფებსა და დრიადებზე ვერაფერს გეტყვი, ეგენი ყოველთვის ველურები
იყვნენ, მაშინაც კი, როცა ამ მიწა-წყალზე ადამიანს ჯერ ფეხიც არ დაედგა. ცეცხლი და გეენა! ეს ამბავი
ას წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, მაგრამ, ასე თუ ისე, დავლაგდით, გვერდიგვერდ ცხოვრებას
მივეჩვიეთ, დავარწმუნეთ ადამიანები, რომ ერთმანეთისგან დიდად არ განვსხვავდებით...

– სულაც არ განვსხვავდებით, იარპენ.

ჯუჯა მკვეთრად მიტრიალდა მისკენ.

– სულაც არ განვსხვავდებით, – გაიმეორა ცირიმ, – შენც ხომ ისევე ფიქრობ და გრძნობ, როგორც
გერალტი... როგორც... როგორც მე. ერთსა და იმავე საჭმელს ვჭამთ ერთი და იმავე ქოთნიდან. ტრისს
შენც ეხმარები და მეც. ბებია შენც გყავდა და მეც... ბებიაჩემი ნილფგაარდელებმა მოკლეს ცინტრაში.

– ბებიაჩემი კი ადამიანებმა, – ამოღერღა იარპენმა, – ბრუგეში, დარბევის დროს.

***

– ცხენოსნები! – დაიყვირა ვიღაცამ ვენცკის ამალიდან, – წინ ცხენოსნები არიან!

კომისარი იარპენის ურმისკენ გაექანა. გერალტი მეორე მხრიდან მიუახლოვდა.

– უკან გადადი, ცირი, – უხეშად გადაუგდო, – ჩამოხტი კოფოდან და უკან გადადი, ტრისთან.

– იქიდან ვერაფერს დავინახავ!

– მორჩი ჭიჭყინს! – ჩაიბურტყუნა იარპენმა, – აბა, ჩქარა, უკან! და სატეხი მომაწოდე, ტყაპუჭის ქვეშაა.

– ეს? – ცირიმ მძიმე, საზარელი შესახედაობის საგანი აჩვენა, ბასრკაუჭიან ჩაქუჩს რომ წააგავდა.

– აჰა, – ჯუჯამ სატეხი ჩექმაში ჩაიჩურთა, ნაჯახი კი მუხლებზე დაიდო. ვენცკი მღელვარებას არ
იმჩნევდა, შუბლი ხელით მოეჩრდილა და გზას გაჰყურებდა.

– ბენ გლეანის მსუბუქი კავალერიაა, – თქვა ცოტა ხნის შემდეგ, – ეგრეთ წოდებული დათვების
სადროშო. მოსასხამებსა და თახვის ბეწვის ქუდებზე ვიცანი. მშვიდად იყავით, მაგრამ ფხიზლად –
მოსასხამებიც და ქუდებიც იოლად იცვლიან მფლობელებს.
ცხენოსნები სწრაფად ახლოვდებოდნენ. ათამდე იქნებოდნენ. ცირიმ დაინახა, როგორ დაიდო
მუხლებზე პაულიე დალბერგმა ორი მოზიდული არბალეტი, რეგანმა კი ზემოდან ჩული წააფარა.
გოგონა შეუმჩნევლად გამოძვრა ჩარდახიდან და იარპენის ფართო მხარ-ბეჭს ამოეფარა. ტრისმა
ასადგომად წამოიწია, შეიკურთხა და უმწეოდ დაეცა ქვეშაგებზე.

– სდექ! – შესძახა მეწინავე ცხენოსანმა, ალბათ, მეთაურმა, – ვინ ხართ? საიდან მოდიხართ და საით
გაგიწევიათ?

– ვინ კითხულობს? – ვენცკი აუღელვებლად გასწორდა უნაგირზე, – და ვისი სახელით?

– მეფე ჰენსელტის არმიის სახელით! კითხვით კი ათმეთაური ზივიკი კითხულობს. და გამეორება არ

სჩვევია! დროზე მიპასუხე, ვინ ხართ-მეთქი?

– მეფის არმიის კვარტირმეისტერი და მისი ამალა.

– ამის თქმა ყველას შეუძლია! მეფის ფერებში ჩაცმულს რაღაც ვერავის ვამჩნევ!

– მომიახლოვდი, ათმეთაურო, და ჩემს ბეჭედს ყურადღებით შეხედე.

– რას მიბრჭყვიალებ თვალწინ მაგ ბეჭედს? – წამოიყვირა ათმეთაურმა, – ხომ არ გგონია, ამქვეყნად
ყველა ბეჭედი მინახავს? ეგეთს ყველა იშოვის. ვითომ ამასაც ნიშანი ჰქვია, რა!

იარპენ ზიგრინი წამოდგა, ათმეთაურს ცხვირთან მიუტანა ნაჯახი და დაიბუბუნა:

– ამისთანა ნიშანზე რას იტყვი? გინახავს? ჰოდა, კარგად დაყნოსე და დაიხსომე.

ათმეთაურმა სადავე მოქაჩა და ღრიალით შემოატრიალა ცხენი:

– მაშინებ? მე? მე მეფეს ვემსახურები!

– ჩვენც, – მშვიდად გაეპასუხა ვენცკი, – და, ვგონებ, შენზე მეტხანს. ნუ ცხარობ, ჯარისკაცო,
მეგობრულად გირჩევ.

– მე აქ სადარაჯოზე ვდგავარ! რა ვიცი, ვინ ხართ?

– ბეჭედი ხომ დაინახე? – კბილებში გამოცრა კომისარმა, – და თუ ქვაზე ამოჭრილი ნიშანი ვერ იცანი,
საინტერესოა, თავად ვინ ბრძანდები. დათვის სადროშოს ალამზე ასეთივე ნიშანია ამოქარგული, უნდა
იცნობდე.

ჯარისკაცი გაშრა, რაშიც ვენცკის აუღელვებელ კილოსთან ერთად ურმებიდან მომზირალ მოღუშულ
სახეებსაც მიუძღვოდა წვლილი. ქუდი გვერდზე მოიქცია და ჩაახველა:

– კარგი, თუ მართლა ის ხალხი ხართ, რადაც თავს ასაღებთ, ალბათ, წინააღმდეგი არ იქნებით, თქვენი
ურმები დავათვალიერო.

– ვიქნებით, – შუბლი შეიკრა ვენცკმა, – ჩვენს ტვირთთან არაფერი გესაქმებათ, ათმეთაურო. მართალი
გითხრა, ვერ ვხვდები, რას ეძებთ.

– ვერ ხვდებით, არა? – თავი გადააქნია ჯარისკაცმა და ხელი ხმლის ვადაზე ჩამოიდო, – მაშ, მე
გეტყვით. ადამიანებით ვაჭრობა აკრძალულია, მაგრამ ბოლო დროს ბევრმა დაიწყო
ნილფგაარდისთვის მონების მიყიდვა. თუ თქვენს ურმებზე ხუნდებგაყრილი ხალხი ვიპოვე, ერთი
დუჟინი ბეჭედიც ვეღარ გიშველით.

– კარგი, – მშრალად გადაუგდო ვენცკმა, – თუ მონებზეა ლაპარაკი... ნებას გაძლევ, ეძებე.

ჯარისკაცი ნელა მიუახლოვდა ერთ–ერთ ურემს, უნაგირიდან გადაიხარა, ჩარდახი ასწია.

– რა არის კასრებში?

– მაინც რას ელი? მონებს? – გესლიანად ჰკითხა კოფოზე გაშხლართულმა იანიკ ბრასმა.

– რა არის-მეთქი, გეკითხებით და მიპასუხეთ.

– დამარილებული თევზი.

– იმ ყუთებში? – ჯარისკაცი მეორე ურემთან მივიდა და ფიცრებს ფეხი წაჰკრა.

– ნალები, – ჩაიბუზღუნა პაულიე დალბერგმა, – უკან კიდევ – კამეჩის ტყავი.

– კარგი, ვხედავ, – ხელი ჩაიქნია ათმეთაურმა, ცხენს დაუწრუპუნა, წინ წავიდა და იარპენის ფურგონში
შეიხედა.

– ეს დედაკაცი ვიღაა?

ტრის მერიგოლდმა უძლურად გაიღიმა, იდაყვზე წამოიწია და ხელით მოკლე, რთული ნიშანი
გამოსახა.

– ვინ? მე? – ჰკითხა ხმადაბლა, – შენ ხომ ვერ მხედავ.

ჯარისკაცმა თვალები დაახამხამა და შეკრთა.

– დამარილებული თევზი ყოფილა, – თქვა და ჩარდახის კალთა ჩამოუშვა, – ყველაფერი რიგზეა. და ეს

ბავშვი?

– ხმელი სოკოა, – უკარნახა ცირიმ და თვალი უტიფრად გაუსწორა. ჯარისკაცმა პირი დააღო და
გაშეშდა.

– ეს რა იყო? – იკითხა რამდენიმე წამის შემდეგ, – რა მოხდა?

– დაამთავრე თვალიერება, მეომარო? – ცივად ჰკითხა ურმის მეორე მხარეს მდგარმა ვენცკმა.
ჯარისკაცმა ძლივს მოსწყვიტა მზერა ცირის ზურმუხტისფერ თვალებს.

– დავამთავრე. შეგიძლიათ, გზა გააგრძელოთ. ღმერთი იყოს თქვენი შემწე. ოღონდ ასი თვალი და ასი
ყური გამოისხით, ორი დღის წინ მაჩვების ხევთან სკოიატაელების ბრიგადამ ცხენოსანი რაზმი
ამოჟლიტა. მაჩვების ხევი კი შორსაა, მაგრამ ელფებიც ქარზე უსწრაფესად დარბიან. ალყა
შემოარტყითო, გვიბრძანეს. მაგათ რომელი ალყა დააკავებთ? სდიე ქარს მინდორში...

– კარგი, კარგი, არ გვაინტერესებს, – უხეშად შეაწყვეტინა კომისარმა. – დრო არ იცდის, კიდევ დიდი
გზა გვიდევს წინ.
– მაშ, მშვიდობა მოგცეთ. ჰეი, თქვენ, მომყევით!

– გესმის, გერალტ? – იარპენ ზიგრინი ჩაფიქრებული გაჰყურებდა მიმავალ რაზმს, – წყეულ ციყვებს
აქამდეც მოუღწევიათ. გული მიგრძნობდა! ზურგზე სულ ჟრუანტელი მივლიდა, თითქოს ვიღაცამ
ნიშანში ამომიღო. არა, ამის ღმერთი არ იყოს, არ შეიძლება ბრმად გზის გაგრძელება, სტვენა-სტვენით,
თვლემით და ძილში კუებით. უნდა გავიგოთ, წინ რა ხდება. იცი, რა, ერთი აზრი დამებადა...

***

ცირი უნაგირზე გაწვა და ცხენი დააოთხა. გერალტმა ვენცკთან საუბარი შეწყვიტა და მისკენ
მიტრიალდა:

– ნუ სულელობ, გოგო! კისერს მოიტეხ! და შორს არ წახვიდე...

მეტი აღარაფერი გაუგონია – უკვე მეტისმეტად შორს იყო. განგებ მოიქცა ასე – ყელში ამოუვიდა
ყოველდღე ჭკუა-დარიგების მოსმენა: „ასე ჩქარა არა, ასე მკვეთრად არა, ცირი, ტა-ტა-ტა! არ ჩამორჩე!
ტუ-ტუ-ტუ! ფრთხილად! გეგონება, პატარა ბავშვი ვიყო“, გაიფიქრა, „სადაცაა ცამეტის გავხდები,
ფეხმარდი წაბლა მყავს და ზურგზე ბასრი ხმალი მკიდია! და არაფრისაც არ მეშინია! და...
გაზაფხულია!“

– ჰეი, ფრთხილად, ტრაკი არ გადაიყვლიფო!

„შენი ჭკუის სწავლებაღა მაკლდა, იარპენ ზიგრინ! ტუ-ტუ-ტუ!“

შორს, შორს, გადავუქროლოთ ხევებს და ბრჭყვიალა გუბეებს, ბუჩქნარებს და მწვანე მდელოებს,

ოქროსფერ ნოტიო ქვიშას, ფუმფულა გვიმრიანს. დამფრთხალი შველი ტყეში შევარდა, მის შავ-თეთრ
გავასღა ჰკიდეს თვალი. ხეებიდან გუნდ-გუნდად წამოფრთხიალდნენ ფრინველები – ტანმოხატული
ჩხიკვები და ოქროსფერი კვირიონები, ენაჭარტალა შავი კაჭკაჭები სასაცილო ბოლოებით. ცხენის
ფლოქვებქვეშ შხეფები აქეთ-იქით იფრქვევა.

შორს, უფრო შორს! ქარავნის ბოლოს ჩანჩალით თავმობეზრებული ცხენი მსუბუქად და ლაღად
მიქროდა. სისწრაფე უხაროდა. კუნთები უთამაშებდა. სველი ფაფარი ცირის სახეში სცემდა. ცხენმა
კისერი გაჭიმა. ცირიმ სადავე მიუშვა. გაფრინდი, ჩემო მერანო! ლაგამი ნუღარ შეგაფერხებს, შორს,
შორს, ხეობისკენ! სწრაფად, უფრო სწრაფად! გაზაფხულია!

სვლა შეანელა და მიმოიხედა. როგორც იქნა, მარტოა! როგორც იქნა, შორსაა! ვეღარავინ გაკიცხავს,
ვეღარავინ დაარიგებს ჭკუას, არავინ დაემუქრება, ბანაკიდან ფეხს ვეღარ გაადგამო. როგორც იქნა,
მარტოა, თავისუფალი, საკუთარი თავის ბატონ-პატრონი.

ახლა – უფრო ნელა. მსუბუქი ჩორთით. მართლა და მართლა, სასეირნოდ ხომ არ წამოსულა,
დავალებაც უნდა შეასრულოს. ახლა ის ცხენოსანი მზვერავია, პატრული, მეწინავე დაცვა. „უყურე შენ“,
ფიქრობდა და აქეთ-იქით იყურებოდა, „მთელი აღალის უსაფრთხოება ახლა ჩემზეა დამოკიდებული.
მოუთმენლად ელიან, როდის დავბრუნდები და მოვახსენებ, გზა თავისუფალია, თვალი არავისთვის
მომიკრავს, არც ბორბლების ნაკვალევი ჩანს, არც ფლოქვებისა-მეთქი. პასუხად გაძვალტყავებული
ბატონი ვენცკი ცივი ცისფერი თვალებით შემომხედავს და დინჯად დამიქნევს თავს, იარპენ ზიგრინი
ყვითელ ნაფოტა კბილებს დაკრეჭს, „ყოჩაღ, პატარავ“, – მეტყვის პაულიე დალბერგი, გერალტი კი
ძუნწად გამიღიმებს. გამიღიმებს... თუმცა ბოლო ხანს იშვიათად იღიმება“.

ცირი არემარეს ათვალიერებს და ყველაფერს იმახსოვრებს. აქ ორი არყი წაქცეულა – არაფერია. იქ

ხმელი ტოტების გროვა ყრია – არა უშავს რა, აღალი გაივლის. წვიმას ბილიკი გადაუთხრია – დიდი
ამბავი, პირველი ურემი გზას გაკვალავს, დანარჩენები კი მის ნაკვალევზე გაივლიან. ეს მდელო კი
მისწრებაა დასასვენებლად.

ნაკვალევი? რომელი ნაკვალევი? აქ არავინაც არ არის. ტყეა. ახალამოყრილ ფოთლებში ფრინველებს

ჟივილ-ხივილი გააქვთ. გზაზე ჟღალი მელია გადარბის... და ყველაფერს გაზაფხულის სურნელი სდის.

ბორცვის შუაწელზე გზა წყდება, ქვიშიან ხევში იკარგება, დაგრეხილი ფიჭვების ძირში. ცირი გზიდან
გადადის, ფერდობზე მიცოცავს, რომ არემარეს ზემოდან დახედოს და სველ, სურნელოვან ფოთლებს
შეეხოს.

ცხენიდან ხტება, სადავეს ტოტზე ჰკიდებს, ნელა მიუყვება ფერდობს მოდებულ ბუჩქნარს. ბორცვის
გადაღმა, ტევრში, მოტიტვლებული ადგილი მოჩანს, თითქოს ვიღაცას ხეები ამოუღრღნიაო. ალბათ
ძველი ნახანძრალია, რადგან ფერფლი არსად ჩანს, ყველაფერს ახალნაყარი არყებისა და ნაძვების
სიმწვანე მოსდებია. გზა, სადამდეც თვალს გააწვდენ, თავისუფალი და იოლად გასავლელია.

და უსაფრთხო.

„რისი ეშინიათ?“ გაიფიქრა ცირიმ, „სკოიატაელების? ნეტავი რა აქვთ საშიში? მე ელფებისა არ მეშინია,
მათთვის არაფერი დამიშავებია“.

ელფები. ციყვები. სკოიატაელები.

საგუშაგოზე, სანამ გერალტი თავიდან მოიშორებდა, ცირიმ ცხედრების დათვალიერება მოასწრო. ერთი
მათგანი განსაკუთრებით დაამახსოვრდა – სახეზე სისხლისგან შეწებებული თმა ჩამოყროდა, კისერი
არაბუნებრივად მოღრეცოდა. საზარლად დამანჭული ზედა ტუჩის ქვეშ ქათქათა, წვრილი,
არაადამიანური კბილები უჩანდა. დაამახსოვრდა ელფის ჩექმებიც – გაცვეთილი, გათელილი,
მაღალყელიანი, ქვემოთ – თასმებით, ზემოთ კი რკინის კაუჭებით შეკრული.

ელფები ადამიანებს ხოცავენ და თავადაც იხოცებიან. გერალტი ამბობს, ნეიტრალიტეტი უნდა

შევინარჩუნოთო, იარპენი კი – კაცი ისე უნდა მოიქცეს, საქმე საბოდიშოდ არ გაიხადოსო...

ჩაფიქრებულმა, თხუნელას სოროს ფეხი წაჰკრა, ჩექმის წვერი ქვიშაზე მიმოატარა.

ვინ ვის უნდა სთხოვოს პატიება? ან რისთვის?

ციყვები ადამიანებს ხოცავენ, ნილფგაარდი კი მათ ამისთვის საზღაურს უხდის. იყენებს, აქეზებს,
აგულიანებს.

ნილფგაარდი.

არა, ცირის არაფერი დავიწყებია, თუმცა კი სიამოვნებით დაივიწყებდა. არც ის, რაც ცინტრაში მოხდა,
არც ხეტიალი, სასოწარკვეთილება, შიში, შიმშილი და ტკივილი. არც ის გულგრილობა და
გამოთაყვანება, მოგვიანებით რომ დაეუფლა, როცა მდინარისპირელმა დრუიდებმა იპოვეს და
შეიფარეს. მოგონებებს თითქოს ნისლი ებურა, ცირის კი უნდოდა, საერთოდ გამქრალიყო.
მაგრამ წარსული ისევ და ისევ უბრუნდებოდა. უბრუნდებოდა ხილვებსა და სიზმრებში. ცინტრა.
ცხენების თქარათქური და შემზარავი ყვირილი. გვამები. ცეცხლი. შავი რაინდი ფრთიანი მუზარადით.
მდინარისპირეთის ქოხები. ნასახლარიდან ამოშვერილი გაჭვარტლული მილი. იქვე, ხელუხლებელ
ჭასთან – შავი კატა, დამწვარ ფერდს რომ ილოკავდა. ჭა... ოწინარი... სათლი...

სისხლით სავსე სათლი.

ცირიმ სახე მოისრისა, ხელისგულებზე დაიხედა. ხელისგულები დასველებოდა. დაისრუტუნა და

ცრემლები სახელოთი მოიწმინდა.

„ნეიტრალიტეტი? ჩაურევლობა?“ უნდოდა ეყვირა, „მხედვარი, გულგრილად რომ შეჰყურებს

სასაკლაოს? არა! მხედვარმა ადამიანები უნდა დაიცვას. ტყისკაცებისგან, ვამპირებისგან, მაქციებისგან.
და არამხოლოდ მათგან – ყოველგვარი ბოროტებისგან. მე კი მდინარისპირეთში ვნახე, რას ნიშნავს
ბოროტება.

მხედვარმა ადამიანები უნდა დაიცვას და გადაარჩინოს. დაიცვას კაცები, რომ ხეზე არ ჩამოკიდონ
სამიზნეებად ან სარზე არ გასვან. დაიცვას ქერათმიანი გოგონები, რომ მიწაში ჩასობილ ძელებს შორის
არ გააკრან. დაიცვას ბავშვები, რომ არ ხოცავდნენ და ჭებში არ ყრიდნენ. ცეცხლმოკიდებულ
ფარდულში დამწვარი კატაც კი იმსახურებს დაცვას! ამიტომაც მხედვარი გავხდები. ხმალი სწორედ
იმისთვის მინდა, რომ ისეთი ადამიანები დავიცვა, როგორებიც სოდენსა და მდინარისპირეთში
ცხოვრობდნენ, რადგან მათ არც ხმლები აქვთ, არც შეტევა და მოგერიება იციან, არც ნახევარბრუნები,
ვოლტები და პირუეტები. მათთვის ბრძოლა არავის უსწავლებია. უძლურნი არიან მაქციებისა თუ
ნილფგაარდელი მაროდიორების წინააღმდეგ. მე კი ბრძოლას მასწავლიან. რათა უმწეოთა დაცვა
შემეძლოს. ყოველთვის შემეძლოს! მე არასოდეს ვიქნები ნეიტრალური. არასოდეს დავრჩები
გულგრილი. არასოდეს!“

ვერ მიხვდა, რამ შეაკრთო – ტყეში ერთბაშად ჩამოწოლილმა ცივმა სიჩუმემ თუ თვალის კიდით
შემჩნეულმა მოძრაობამ, მაგრამ რეაქცია ელვისებური ჰქონდა – ეს მდინარისპირეთის ტყეებში
შეძენილი რეფლექსი იყო, როცა, ცინტრიდან გაქცეულს, სიკვდილი კვალში ედგა. მიწაზე დაეცა, ღვიის
ბუჩქებში შეძვრა და გაინაბა.

მოპირდაპირე ბორცვზე ისევ ამოძრავდა რაღაც. ცირიმ ფოთლებში მიმალული სილუეტი გაარჩია.
ელფმა ფრთხილად გამოყო თავი, კაპიუშონი მოიხადა და რამდენიმე წამით არემარეს მიაყურადა. მერე
სწრაფად, ფეხაკრეფით დაეშვა ფერდობზე. თითქმის მაშინვე ხეებს კიდევ ორი გამოეყო, მერე კი
დანარჩენებიც გამოჩნდნენ. ბევრნი იყვნენ. ცხენოსნებიც და ქვეითებიც. მწკრივად მოდიოდნენ.
ცხენოსნები გამართულები ისხდნენ უნაგირზე, დაძაბულები, ყურ- და თვალგამახვილებულები. ცირი
ხედავდა, როგორ გადაჭრეს სამარისებურ სიჩუმეში ხეებს შორის დარჩენილი ნარღვევი და ტევრის
მოციმციმე ბინდბუნდს შეერივნენ. სულებივით უხმაუროდ. ისე, რომ ჩქამიც არ გაუღიათ. ფოთოლიც
არ შეურხევიათ. ერთ ცხენსაც არ დაუჭიხვინია, ერთ ტოტსაც არ გაუტკაცუნია მათ ფეხქვეშ. ცირის
რკინის ჟღარუნიც კი არ გაუგონია, თუმცა ყველა კბილებამდე იყო შეიარაღებული.

ელფები თვალს მიეფარნენ, მაგრამ ცირი არ განძრეულა. მიწას ეკვროდა და სუნთქვაც კი ვერ გაებედა.
იცოდა, დამფრთხალ ცხოველს ან ფრინველს შეეძლო გაეცა მისი ადგილსამყოფელი, ხოლო ცხოველის
ან ფრინველის დასაფრთხობად უბრალო ფაჩუნიც, ფრთხილი, თითქმის შეუმჩნეველი მოძრაობაც კი
იკმარებდა. მაშინღა წამოდგა, როცა ტყე საბოლოოდ დამშვიდდა, ხოლო ტევრში, სადაც ელფები
გაუჩინარდნენ, კაჭკაჭებმა ატეხეს ჭახჭახი.
წამოდგა და მაშინვე ღონიერ მკლავებში ამოყო თავი. პირზე შავი ტყავის ხელთათმანი აეფარა და
შემზარავი ყვირილი ჩაუხშო.

– ჩუმად!

– გერალტ!

– ჩუმად-მეთქი!

– დაინახე?

– დავინახე.

– ისინი იყვნენ, არა? სკოიატაელები...

– ჰო. ჩქარა, ცხენებზე. ფეხქვეშ იყურე.

ბორცვიდან ფრთხილად და უხმაუროდ ჩამოვიდნენ, მაგრამ შარაგზაზე არ გასულან, ტყე-ტყე

გაბრუნდნენ უკან. გერალტი ყურადღებით ათვალიერებდა მიდამოს, ცირის სადავეს არ ანებებდა,
თვითონ მიჰყავდა წაბლა.

– ცირი, – თქვა უცებ, – კრინტი არ დაძრა იმაზე, რაც ვნახეთ. არც იარპენთან, არც ვენცკთან. არავისთან,
გესმის?

– არა, – ჩაიბურტყუნა გოგონამ, – არ მესმის. რატომ არ დავძრა? არ გავაფრთხილოთ? ვის მხარეს ვართ,
გერალტ? ვის წინააღმდეგ? ვინ მტერია და ვინ მეგობარი?

გერალტი ერთხანს ჩუმად იყო.

– ხვალ აღალს გამოვეყოფით, – თქვა მერე, – ტრისი თითქმის გამოჯანმრთელდა. დავემშვიდობებით

და ჩვენი გზით წავალთ. ჩვენი

საზრუნავი გვექნება, ჩვენი სირთულეები და ჩვენი შიშები. ჰოდა, იმედი მაქვს, ბოლოს და ბოლოს
მიხვდები, რომ ჩვენი სამყაროს ბინადრები მეგობრებად და მტრებად არ უნდა დაყო.

– ჩვენ... ნეიტრალურები უნდა ვიყოთ? არ ჩავერიოთ? და თავს რომ დაესხან...

– არ დაესხმებიან.

– და რომ...

– ყური დამიგდე, – მიუბრუნდა კაცი, – როგორ გგონია, ასეთ მნიშვნელოვან ტვირთს, ოქრო-ვერცხლს,
ჰენსელტის მიერ საიდუმლოდ გაგზავნილს აედირნის დასახმარებლად, რატომ აცილებენ ჯუჯები და
არა ადამიანები? მე გუშინვე დავინახე ელფი, რომელიც ხიდან გვითვალთვალებდა. გავიგონე, ღამით
როგორ ჩაუარეს აღალს. სკოიატაელები ჯუჯებს თავს არ დაესხმებიან, ცირი.

– ჰო, მაგრამ ისინი ხომ აქ არიან, – ჩაიბუზღუნა გოგონამ.

– ვიცი, აქ რისთვისაც არიან. გაჩვენებ.

მხედვარმა მკვეთრად მიატრიალა ცხენი და სადავე ცირის გადაუგდო. გოგონამ დეზი ჰკრა წაბლას და
ააჩქარა, მაგრამ კაცმა ხელით ანიშნა, უკან მომდიეო. შარაგზა გადაჭრეს და ისევ ტყეში შევიდნენ.
მხედვარი წინ მიდიოდა. ცირი უკან მიჰყვებოდა. ხმას არც ერთი არ იღებდა.

– შეხედე, – გერალტმა ცხენი შეაჩერა, – შეხედე, ცირი.

– ეს რა არის?

– შაერავედი.

ტევრის სიღრმეში გრანიტისა და მარმარილოს თლილი ლოდები აღმართულიყო. ლოდები ყინვას და

ხის ფესვებს დაეხეთქა. კიდეები

ქარს მოეცვითა და მოემრგვალებინა. ნახატები წვიმას გადაერეცხა. ხეებს შორის მოჩანდა

ჩამონგრეული, სუროთი და ხავსით შემოსილი სვეტების, თაღების, ფრიზების ნაშთები.

– ეს... ციხესიმაგრეა?

– სასახლე. ელფები ციხესიმაგრეებს არ აშენებდნენ. ჩამოხტი, ცხენი ნანგრევებში ვერ გაივლის.

– ვინ დაანგრია? ადამიანებმა?

– არა, თვითონვე. მერე კი წავიდნენ.

– რატომ?

– იცოდნენ, რომ უკან აღარ დაბრუნდებოდნენ. ეს ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ მოხდა, ელფებისა
და ადამიანების მეორე შეტაკების შემდეგ. მანამდე ქალაქებს ხელუხლებელს ტოვებდნენ. ადამიანები
თავიანთ სახლებს ელფების ნაგებობათა საძირკველზე აშენებდნენ. ასე აშენდა ნოვიგრადი,
ოქსენფურტი, ვიზიმა, ტრეტოგორი, მარიბორი, ციდარისი... და ცინტრა.

– ცინტრაც?

კაცმა თავი დაუქნია. ნანგრევებისთვის თვალი არ მოუშორებია.

– წავიდნენ, – წაიჩურჩულა ცირიმ, – ახლა კი ბრუნდებიან. რისთვის?

– რომ თვალი შეავლონ.

– რას?

კაცმა უსიტყვოდ დაადო ხელი მხარზე და მსუბუქად უბიძგა. გოგონა მარმარილოს საფეხურებს
გადაახტა, ქვემოთ ჩავიდა. გზადაგზა თხილის მოქნილ ტოტებს ეჭიდებოდა, რომლებსაც
ხავსმოდებულ, დახეთქილ ფილებს შორის ამოეყო თავი.

– აქ იყო სასახლის გული – შადრევანი.

– აქ? – გაუკვირდა ცირის და იდეალურად თლილ ლოდებს შორის ჯგუფად ამოსული თხმელებისა და
არყების თეთრი ზროები შეათვალიერა, – აქ ხომ არაფერია.
– წამოდი.

შადრევნის მასაზრდოებელი ნაკადული, როგორც ჩანს, ხშირად იცვლიდა კალაპოტს, მოთმინებით,

დაუღალავად ურეცხავდა ძირს მარმარილოსა და ალებასტრის ფილებს. ისინიც შვავდებოდნენ,
საგუბარს ქმნიდნენ და ნაკადულს სხვა მხარეს აგდებდნენ. შედეგად მთელი ტერიტორია
კალაპოტებით აღმოჩნდა დაღარული. აქა-იქ, ნანგრევებზე, წყალი კასკადებად ეშვებოდა და შენობის
ნაშთებს ხმელი ფოთლებისა და ქვიშისგან ასუფთავებდა. ასეთ ადგილებში მარმარილო, ტერაკოტა და
მოზაიკა ჯერ კიდევ ახალივით ხასხასებდა, თითქოს აქ ორი საუკუნის კი არა, სამიოდე დღის წინ
დაეწყოთ.

გერალტი ნაკადულს გადაახტა და იქით წავიდა, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილიყო კოლონადა. ცირი
უკან გაჰყვა. კიბის ჩაფშვნილი საფეხურიდან ქვემოთ ჩახტნენ და თავდახრილებმა გაიარეს
ხელუხლებელი, სანახევროდ მიწაში ჩამჯდარი თაღი. მხედვარი შეჩერდა და ხელი გაიშვირა. ცირიმ
ხმამაღლა ამოიოხრა.

მიწაყრილზე, რომელიც დამსხვრეულ ტერაკოტას ნაირფრად შეეღება, ულამაზესი, შროშანისფერი

ყვავილებით დახუნძლული ვარდის ბუჩქი ამოსულიყო. ფურცლებზე ცვარი ვერცხლივით
ბრწყინავდა. ბუჩქი თეთრი ქვის ვეება ფილას შემოჰხვეოდა, ფილიდან კი მშვენიერი მწუხარე სახე
გადმოჰყურებდათ, რომლის ნატიფი, კეთილშობილი ნაკვთებისთვის ვერც თოვლს, ვერც კოკისპირულ
წვიმას ვერაფერი დაეკლო. სახე, რომელიც ბარელიეფიდან ოქროს ორნამენტის, მოზაიკისა და
ძვირფასი ქვების ამოსაჩიჩქნად შესეული ბარბაროსების სოლებსაც კი ვერ დაემახინჯებინა.

გერალტი დიდხანს დუმდა. მერე თქვა:

– აელირენი.

– რა ლამაზია! – წაიჩურჩულა ცირიმ და უნებლიეთ ხელი ჩაჰკიდა კაცს. მხედვარმა თითქოს ვერც კი
იგრძნო. ბარელიეფს შეჰყურებდა და სადღაც შორს იყო, სხვა დროში, სხვა სამყაროში.

– აელირენი, – გაიმეორა ცოტა ხნის შემდეგ, – რომელსაც ჯუჯები და ადამიანები ელირენას ეძახიან. მან
წაიყვანა ელფები საომრად ორასი წლის წინ. უხუცესები უშლიდნენ. იცოდნენ, რომ გამარჯვების შანსი
არ ჰქონდათ, ესმოდათ, რომ თუ დამარცხდებოდნენ, შესაძლოა, ფეხზე ვეღარც წამომდგარიყვნენ. მათ
თავიანთი ხალხის გადარჩენა უნდოდათ. გადაწყვიტეს, დაენგრიათ ქალაქები, მთებს შეხიზვნოდნენ
და... დალოდებოდნენ. ელფები დიდხანს ცოცხლობენ, ცირი. ჩვენი საზომით, თითქმის უკვდავნი
არიან. ადამიანები რაღაც ისეთად მიაჩნდათ, რაც თავისთავად გაივლის, როგორც გვალვა, მძიმე
ზამთარი ან კალიების შემოსევა, მერე კი ისევ გაწვიმდება, დადგება გაზაფხული, მოვა ახალი
მოსავალი... და გადაწყვიტეს, დალოდებოდნენ. დაენგრიათ თავიანთი ქალაქები, მათ შორის –
ელფების სიამაყე შაერავედიც, და დალოდებოდნენ. მაგრამ ელირენამ... ელირენამ ახალგაზრდები
აიყოლია და ისინიც, იარაღით ხელში, უკან გაჰყვნენ, რათა გაემარჯვათ ან დახოცილიყვნენ. და
დაიხოცნენ. უმოწყალოდ გაჟლიტეს.

ცირი უსმენდა და თვალს არ აშორებდა მშვენიერ მკვდარ სახეს.

– სიკვდილის წინ მის სახელს ახსენებდნენ, – ხმადაბლა განაგრძო გერალტმა, – მის მოწოდებას, მის
ყიჟინას იმეორებდნენ. ისინი შაერავედისთვის დაიხოცნენ, იმიტომ, რომ შაერავედი სიმბოლო იყო.
დაიხოცნენ ქვისა და მარმარილოსთვის. და აელირენისთვის. ღირსეულად დაიხოცნენ, სახელოვნად,
გმირულად, როგორც აელირენი ჰპირდებოდა. ღირსება გადაარჩინეს, მაგრამ თავიანთი რასა,
თავიანთი ხალხი დასაღუპავად გაწირეს. გახსოვს, რას გეუბნებოდა იარპენი იმის შესახებ, ვინ
ბატონობს სამყაროში და ვინ იღუპება? უხეშად აგიხსნა, მაგრამ სწორად. ელფები დღეგრძელები არიან,
მაგრამ მხოლოდ ახალგაზრდებს შეუძლიათ, იყოლიონ შთამომავლობა. ახალგაზრდობა კი თითქმის
უკლებლივ ელირენას გაჰყვა. აელირენს. შაერავედის თეთრ ვარდს. ჩვენ მისი სასახლის ნანგრევებში
ვდგავართ. შადრევანთან, რომლის ჩუხჩუხსაც უსმენდა საღამოობით, ეს კი... მისი ვარდის ბუჩქი იყო.

ცირის ხმა არ ამოუღია. გერალტმა მიიკრა, მოეხვია.

– ახლა უკვე იცი, რისთვისაც იყვნენ აქ სკოიატაელები. იცი, რისი ნახვაც უნდოდათ. მაგრამ გესმის,
რომ არ შეიძლება, ახალგაზრდა ელფებმა და ჯუჯებმა თავი გაინადგურონ? გესმის, რომ არც მე, არც შენ
არ გვაქვს ამ სასაკლაოში მონაწილეობის უფლება? ეს ვარდი მთელი წელი ყვავის. უნდა
გაველურებულიყო, მაგრამ, ხომ ხედავ, იმ ვარდებზე მშვენიერია, მოვლილ ბაღებში რომ ხარობს.
შაერავედში გამუდმებით მოდიან ელფები, ცირი. სხვადასხვანაირი ელფები. ფიცხები და უგუნურებიც,
რომლებსაც ეს დახეთქილი ქვები მიაჩნიათ სიმბოლოდ, და გონიერებიც, რომელთათვისაც სიმბოლო
ეს უკვდავი, მარადახალი ყვავილებია; ელფები, რომლებსაც ესმით, რომ თუ ბუჩქი ამოგლიჯეს და მიწა
გადაწვეს, შაერავედის ვარდი აღარასოდეს აყვავდება. გესმის?

და სადღაც შორს იყო, სხვა დროში, სხვა სამყაროში.

გოგონამ თავი დაუქნია.

– ახლა ხვდები, რას ნიშნავს ნეიტრალიტეტი, რომელიც ასე გაღელვებს? ნეიტრალურობა

გულგრილობას და უგრძნობლობას არ გულისხმობს. არ არის საჭირო საკუთარ თავში გრძნობების
ჩაკვლა. საკმარისია, სიძულვილი მოახრჩო. გესმის?

– კი, – ჩურჩულით უპასუხა გოგონამ, – ახლა მესმის. გერალტ, მინდა... ერთი ვარდი მოვწყვიტო.
სახსოვრად. შეიძლება?

– მოწყვიტე, – უპასუხა კაცმა ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ. – მოწყვიტე, რათა მუდამ გახსოვდეს.
წავიდეთ, აღალთან დავბრუნდეთ.

ცირიმ ვარდი ქურთუკის ღილკილოში ჩაიბნია. უეცრად ხმადაბლა შეჰკივლა და ხელი ასწია. თითიდან
ხელისგულზე წვრილ ზოლად ჩამოუვიდა სისხლი.

– გეჩხვლიტა?

– იარპენი... – წაიჩურჩულა გოგონამ. მონუსხულივით შეჰყურებდა, როგორ ამოავსო სისხლმა

სიცოცხლის ხაზი, – ვენცკი... პაულიე...

– რა?

– ტრისი! – გამყინავად შეჰკივლა ცირიმ, შეკრთა და შუბლი მოისრისა, – ჩქარა, გერალტ! უნდა
ვუშველოთ! ცხენებზე, გერალტ!

– ცირი, რა მოგივიდა?

– იღუპებიან!

***

ცხენის კისერს ლოყით მიკრული, დაოთხილი მიქროდა, ყვირილით და დეზების ცემით აჩქარებდა
წაბლას. ცოტაც და ფლოქვები გზიდან ავარდნილი ქვიშის კორიანტელში გაეხვია. შორიდანვე გაიგონა
ყვირილი, იგრძნო კვამლის სუნი.

შარაგზაზე მისკენ ორი ცხენი მოქროდა, მოსართავებს, სადავეს და გატეხილ ხელნას მოათრევდა.
ცირიმ ნებაზე მიუშვა წაბლა და მთელი სისწრაფით ჩაუქროლა. ქაფის შხეფებმა დაუსველა სახე.
უკანიდან ნაფოტას ჭიხვინი და გერალტის გინება მოესმა – როგორც ჩანს, მხედვარი ცხენებმა
შეაფერხეს.
ცირი მოსახვევს გასცდა და მდელოზე აღმოჩნდა.

აღალი იწვოდა. ტევრიდან ცეცხლოვანი ფრინველებივით მოფრინავდა ალმოდებული ისრები, ტილოს

ხვრეტდა და ფიცრებში ესობოდა. წამიც და სკოიატაელები წივილ-კივილით გადავიდნენ იერიშზე.

ცირიმ ყური არ ათხოვა გერალტის ყვირილს და ცხენი ორი გამოცალკევებული ურმისკენ გააჭენა.
ერთი მათგანი გვერდზე გადავარდნილიყო. იქვე, ცალ ხელში – ნაჯახით, მეორეში – არბალეტით, იდგა
იარპენ ზიგრინი, მის ფეხებთან კი უძრავი, უღონო სხეული ეგდო. ცისფერი კაბა აჩაჩვოდა და თეძოები
სანახევროდ გაშიშვლებოდა.

– ტრიიის! – ცირი უნაგირზე გასწორდა და ცხენს დეზი ჰკრა. მის ყვირილზე სკოიატაელებმა მოიხედეს.
თავთან სტვენით ჩაუქროლა ისრებმა. ცირიმ თავი გასწია, მაგრამ სვლა არ შეუნელებია. ტყისკენ
გაიქეციო, მოსძახოდა უკანიდან გერალტი, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია ასე მოქცევა. უნაგირს გაეკრა
და ცხენი პირდაპირ ელფებზე მიუშვა, მშვილდს რომ უმიზნებდნენ. უეცრად ქურთუკზე დაბნეული
თეთრი ვარდის სურნელი ეცა.

– ტრიიის!

ელფები მიმოიფანტნენ. ერთ მათგანს ცირიმ ოდნავ გაჰკრა უზანგი. იმწამსვე მკვეთრი სისინი გაიგონა.
ცხენს ნაბიჯი აერია, დაიჭიხვინა და გვერდზე გადაქანდა. უნაგირს ქვემოთ, ზედ გოგონას თეძოსთან,
ღრმად ჩასობოდა ისარი. ცირიმ ფეხები უზანგებიდან გამოიღო, უნაგირს მიეკრა და ძლიერი ბიძგით
ახტა.

რბილად დაეცა გადაყირავებულ ფურგონზე, წონასწორობის აღსადგენად ხელები გაშალა, ისევ ახტა და
იარპენის მახლობლად დაეშვა,

რომელიც ნაჯახს იქნევდა და ღრიალებდა. მახლობლად, მეორე, ცეცხლმოკიდებულ ურემზე, პაულიე

დალბერგი იბრძოდა, ხოლო რეგანი, უკან გადაწეული და ფიცარზე ფეხებმიბჯენილი, ძლივს აკავებდა
ცხენებს. დამფრთხალი ცხენები ფლოქვებს აბაკუნებდნენ და ველური ჭიხვინით ცდილობდნენ
სადავის წართმევას.

ცირი მიწაზე მიმოფანტულ კასრებსა და ყუთებს შორის მწოლიარე ტრისს მივარდა, კაბაში ჩაავლო
ხელი და გადაბრუნებული საზიდრისკენ წაათრია. ჯადოქარი თავზე, ყურს ზემოთ, ხელს იჭერდა და
კვნესოდა. სულ ახლოს ფლოქვების თქარუნი და ცხენების ხრუტუნი გაისმა – ორი ხმალამოღებული
ელფი იარპენის ურემთან მიმწყვდევას ცდილობდა. ჯუჯა გააფთრებული იცავდა თავს, ციბრუტივით
ტრიალებდა და ნაჯახით მარჯვედ იგერიებდა წვიმასავით წამოსულ დარტყმებს. ისმოდა
ლანძღვა-გინება, ჟღარუნი და ლითონის კვნესა.

აღალს კიდევ ერთი ურემი გამოეყო და მათკენ გაექანა. გზადაგზა ცეცხლმოდებული ტილოს
ნაფლეთები სცვიოდა. უკან კუდივით მოჰყვებოდა კვამლი. მეეტლე უმწეოდ გადმოკიდებულიყო
კოფოდან. მის გვერდით იანიკ ბრასი იდგა და წონასწორობას ძლივსძლივობით ინარჩუნებდა. ცალი
ხელით სადავე ეჭირა, მეორით კი ორ ელფს იგერიებდა, ფურგონს აქეთ-იქიდან რომ მოსდევდნენ.
მესამე სკოიატაელი ცხენებს წამოსწეოდა და ისარს ისარზე არჭობდა ფერდებში.

– გადმოხტი! – ბრძოლის ყიჟინა იარპენის ხმამ გადაფარა, – გადმოხტი, იანიკ!

ცირიმ დაინახა, როგორ მიაგდო ცხენი გერალტმა გაქანებულ ურემთან და ხმლის მოკლე მოქნევით
ერთ-ერთი ელფი უნაგირიდან გადმოაგდო. მეორეს, იმას, ცხენებს რომ ესროდა, საპირისპირო მხრიდან
მოვარდნილმა ვენცკმა დაუწყო ჩეხვა. იანიკმა სადავეს ხელი გაუშვა, გადახტა და პირდაპირ მესამე
ელფს ჩაუვარდა ფლოქვებში. სკოიატაელი უზანგებზე შედგა და მოწყვეტით დაჰკრა ხმალი. ჯუჯა
წაიქცა. იმავე წამს ცეცხლმოდებული საზიდარი მოწინააღმდეგეთა შორის შეიჭრა და დაქსაქსა. ცირიმ
ბეწვზე მოასწრო, ტრისი გაცოფებული ცხენებისთვის გაერიდებინა. ჭახანით გადატყდა ღერძი. ურემი
ჰაერში ავარდა, ბორბალი მოსძვრა და გადაბრუნდა. ტვირთი და მბჟუტავი ფიცრები მიწაზე
მიმოიფანტა.

საიდანღაც გაჩენილი პაულიე დალბერგის დახმარებით ცირიმ ჯადოქარი იარპენის გადაბრუნებულ

ურემთან მიათრია. გერალტი მათსა და სკოიატაელებს შორის ჩადგა. ურმის გარშემო ბრძოლა გაჩაღდა.
ცირის ესმოდა ხმლების ჟღარუნი, ყვირილი, ცხენების ხროტინი, ფლოქვების კაკუნი. ელფებით
გარშემოტყმული იარპენი, ვენცკი და გერალტი გადარეული ეშმაკებივით იბრძოდნენ.

მოულოდნელად ამ ორომტრიალში რეგანის საზიდარი შევარდა. კოფოზე მდგარი ჯუჯა ფოცხვერის

ბეწვის ხიფთანში გამოწყობილ სქელ ქონდრისკაცს ებრძოდა. ქონდრისკაცი ზურგზე მოჰქცეოდა
რეგანს და ცდილობდა, მისთვის გრძელპირიანი დანა ჩაეცა.

იარპენი თვალის დახამხამებაში შეხტა ურემზე, ქონდრისკაცს ქეჩოში სწვდა და კინწისკვრით

მოისროლა. რეგანმა ყურისწამღებად შეჰკივლა, სადავე აიტაცა და ცხენებს გადაუჭირა. ურემი
მოწყვეტით გაქანდა.

– მოატრიალე, რეგან! – დაუყვირა იარპენმა, – მოატრიალე!

საზიდარი შემოტრიალდა, ელფებს მიაწყდა და მიყარ-მოყარა.

ერთი მათგანი წამოხტა და მარჯვენა გარემარბს ლაგამში წაეტანა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და ურემს
ბორბლებში ჩაუვარდა. ცირიმ მისი შემზარავი ყვირილი გაიგონა.

მეორე ელფმა, ჭენებით რომ მიჰყვებოდა საზიდარს, მთელი ძალით მოიქნია ხმალი. იარპენმა დარტყმა
აიცილა. სატევარმა ჩარდახის რკინის სალტეზე გაიჟღარუნა. ინერციას აყოლილი ელფი წინ წავარდა.
ჯუჯა ერთბაშად მოიხარა და მკვეთრად აიქნია ხელი. სკოიატაელმა შეჰყვირა, გაიჭიმა და მოჭრილ
ხესავით გადავარდა უნაგირიდან. ბეჭებს შორის სატეხი ჩასობოდა.

– მოდით, მოდით, თქვე ძაღლიშვილებო! – ბღაოდა იარპენი და ნაჯახს წისქვილის ფრთასავით

ატრიალებდა, – აბა, რომელი გაბედავთ? წრეზე ატრიალე, რეგან, წრეზე!

წელში მოხრილი, თავგასისხლიანებული რეგანი ისრების წუილში გიჟივით გაჰკიოდა და უმოწყალოდ

მიერეკებოდა ცხენებს. ურემი ვიწრო წრეზე დაქროდა და გადაბრუნებული ფურგონის გარშემო,
რომლის ქვეშაც ცირიმ თითქმის გონდაკარგული ჯადოქარი შეათრია, ცეცხლისა და კვამლის მოძრავ
კედელს ქმნიდა.

შორიახლოს ვენცკის თაგვისფერი ულაყი როკავდა. უნაგირზე დახრილ ვენცკს ფერდიდან

თეთრბუმბულიანი ისარი გამოსჩროდა. ჭრილობის მიუხედავად, კომისარი მარჯვედ იგერიებდა ორ
ქვეით ელფს, აქეთ-იქიდან რომ უტევდნენ. ცირის თვალწინ მეორე ისარი ვენცკს ზურგში ჩაესო.
კომისარი მკერდით დაასკდა ცხენს, მაგრამ არ ჩამოვარდნილა. პაულიე დალბერგი მისკენ გაექანა.

ცირი მარტო დარჩა.

ხმალს ხელი სტაცა. სატევარი, რომელიც ვარჯიშის დროს ელვის სისწრაფით ხტებოდა ქარქაშიდან,
ახლა არა და არ ემორჩილებოდა.

შეჰკივლა, სადავე აიტაცა და ცხენებს გადაუჭირა. ურემი მოწყვეტით გაქანდა.

წინააღმდეგობას უწევდა, ქარქაშში ისე ეფლობოდა, როგორც ფისში. ბრძოლის ამ ქარიშხალში, იარაღის
თვალისმომჭრელ ელვარებაში, მისი ხმალი არაბუნებრივად, უცხოდ ზანტი ჩანდა. მოეჩვენა, რომ
საუკუნეები გაივლიდა, სანამ მთლიანად ამოიწევდა ბუდიდან. მიწა ირყეოდა და გუგუნებდა. და
უეცრად ცირი მიხვდა, რომ მიწა კი არ იძვროდა, მუხლები უკანკალებდა.

პაულიე დალბერგი ცალი ხელით დაჭრილ ვენცკს მიათრევდა, მეორით ელფს იგერიებდა. ურემს
ნაფოტამ ჩაუქროლა. გერალტი ელფთან მიიჭრა. თავსაკრავი სადღაც დაეკარგა და თეთრ თმას თითქოს
ქარი უფრიალებდა. ისევ გაიჟღარუნა ხმლებმა.

საზიდრის უკანიდან მეორე სკოიატაელი გამოხტა. პაულიემ ვენცკს თავი მიანება, გასწორდა, ხანჯალი
დაატრიალა. და ერთბაშად გაშეშდა.

მის წინ ჯუჯა იდგა. ციყვისკუდიანი ქუდი ეხურა. შავი წვერი ორ ნაწნავად დაეწნა. პაულიე
შეყოყმანდა.

მაგრამ შავწვერას წამითაც არ უყოყმანია, ორივე ხელით მოიქნია ნაჯახი. იარაღის პირი პაულიეს
საზიზღარი ხრაშუნით ჩაესო ლავიწში. პაულიე უხმოდ წაიქცა, მოწყვეტით, თითქოს დარტყმის ძალამ
მუხლები გადაუმტვრიაო.

ცირიმ შეჰყვირა.

იარპენ ზიგრინი ურმიდან ჩამოხტა. შავწვერა ჯუჯა მისკენ შეტრიალდა და ნაჯახი მოუქნია. იარპენმა
დარტყმა მარჯვე ნახევარბრუნით აიცილა, თავზარდამცემად დაიღრიალა და ჯუჯას ქვემოდან
ამოჰკრა. იარაღმა ცხვირამდე გაკვეთა სახე. სკოიატაელი წელში გაიზნიქა, გულაღმა დაეცა და
თავისივე სისხლით მორწყულ მიწას ხელ-ფეხით დაუწყო ფხოჭნა.

ცირიმ ზურგს უკან მოძრაობა იგრძნო. იგრძნო მოახლოებული სიკვდილი და დაიყვირა:

– გერალტ!

ეს მხოლოდ ჩრდილი იყო, მოძრავი ჩრდილი და ათინათი, მაგრამ გოგონამ ელვის სიწრაფით უპასუხა
კერ მორენში ნასწავლი ირიბი ვარდნითა და ფინტით. მოქნეული ხმალი მოიგერია, მაგრამ შეტევა
ვეღარ მოასწრო – წაბარბაცდა, გვერდზე გადაქანდა და ინერცია ვეღარ აკრიფა. დარტყმის ძალამ
ურემზე მიაგდო და ხმალი ხელიდან გააგდებინა.

მისი ხმალი არაბუნებრივად, უცხოდ ზანტი ჩანდა. მოეჩვენა, რომ საუკუნეები გაივლიდა, სანამ
მთლიანად ამოიწევდა ბუდიდან. მიწა ირყეოდა და გუგუნებდა. და უეცრად ცირი მიხვდა, რომ მიწა კი
არ იძვროდა, მუხლები უკანკალებდა.

პაულიე დალბერგი ცალი ხელით დაჭრილ ვენცკს მიათრევდა, მეორით ელფს იგერიებდა. ურემს
ნაფოტამ ჩაუქროლა. გერალტი ელფთან მიიჭრა. თავსაკრავი სადღაც დაეკარგა და თეთრ თმას თითქოს
ქარი უფრიალებდა. ისევ გაიჟღარუნა ხმლებმა.

საზიდრის უკანიდან მეორე სკოიატაელი გამოხტა. პაულიემ ვენცკს თავი მიანება, გასწორდა, ხანჯალი
დაატრიალა. და ერთბაშად გაშეშდა.

მის წინ ჯუჯა იდგა. ციყვისკუდიანი ქუდი ეხურა. შავი წვერი ორ ნაწნავად დაეწნა. პაულიე
შეყოყმანდა.

მაგრამ შავწვერას წამითაც არ უყოყმანია, ორივე ხელით მოიქნია ნაჯახი. იარაღის პირი პაულიეს
საზიზღარი ხრაშუნით ჩაესო ლავიწში. პაულიე უხმოდ წაიქცა, მოწყვეტით, თითქოს დარტყმის ძალამ
მუხლები გადაუმტვრიაო.

ცირიმ შეჰყვირა.

იარპენ ზიგრინი ურმიდან ჩამოხტა. შავწვერა ჯუჯა მისკენ შეტრიალდა და ნაჯახი მოუქნია. იარპენმა
დარტყმა მარჯვე ნახევარბრუნით აიცილა, თავზარდამცემად დაიღრიალა და ჯუჯას ქვემოდან
ამოჰკრა. იარაღმა ცხვირამდე გაკვეთა სახე. სკოიატაელი წელში გაიზნიქა, გულაღმა დაეცა და
თავისივე სისხლით მორწყულ მიწას ხელ-ფეხით დაუწყო ფხოჭნა.

ცირიმ ზურგს უკან მოძრაობა იგრძნო. იგრძნო მოახლოებული სიკვდილი და დაიყვირა:

– გერალტ!

ეს მხოლოდ ჩრდილი იყო, მოძრავი ჩრდილი და ათინათი, მაგრამ გოგონამ ელვის სიწრაფით უპასუხა
კერ მორენში ნასწავლი ირიბი ვარდნითა და ფინტით. მოქნეული ხმალი მოიგერია, მაგრამ შეტევა
ვეღარ მოასწრო – წაბარბაცდა, გვერდზე გადაქანდა და ინერცია ვეღარ აკრიფა. დარტყმის ძალამ
ურემზე მიაგდო და ხმალი ხელიდან გააგდებინა.

გრძელფეხება, მაღალყელიან ჩექმებში გამოწყობილმა მდედრმა ელფმა მშვენიერ სახეზე ჩამოცვენილი

თმა უკან გადაიყარა და ულმობელი გამომეტყველებით ასწია ხმალი. იარაღმა თვალისმომჭრელად
იელვა. სამაჯურებზე ცეცხლის ათინათი ათამაშდა.

ცირი გაქვავდა.

მაგრამ ხმალი არ დაშვებულა. ელფი გოგონას მკერდზე დაბნეულ თეთრ ვარდს მიშტერებოდა.

– აელირენ! – მთელი ხმით შეჰყვირა ციყვმა, თითქოს ორჭოფობის დასაძლევად, მაგრამ ვეღარ
მოასწრო. გერალტმა ცირი ხელის კვრით მიაგდო გვერდზე და ფართოდ მოქნეული ხმალი ელფს
მკერდზე გადაუჭირა. სისხლმა იფეთქა და ცირის სახესა და ტანსაცმელზე შეესხა. ვარდის თეთრი
ფურცლები წითლად დაიწინწკლა.

– აელირენ! – გულის გამგმირავად დაიყვირა ელფმა და მუხლებზე დაეშვა. სანამ მიწაზე დაეცემოდა,
ერთხელ კიდევ აღმოხდა ყვირილი – ხმამაღალი, გაბმული, თავგანწირული:

– შაერავეეედ!

***

რეალობას ისევე სწრაფად დაუბრუნდა, როგორც გამოეთიშა. ყრუ, მონოტონურ გუგუნში თანდათან
გაარჩია ხმები. ცრემლების სველი, მოციმციმე ფარდის მიღმა ცოცხლებისა და დახოცილების
კონტურები გამოიკვეთა.

– ცირი, – უჩურჩულა მის გვერდით დაჩოქილმა გერალტმა, – გამოფხიზლდი.

– ბრძოლა... – წამოიკვნესა გოგონამ და წამოჯდა, – გერალტ, რა მოხ...

– ყველაფერი დამთავრდა. ბენ გლეანელი ჯარისკაცები მოგვეშველნენ.

ულმობელი გამომეტყველებით ასწია ხმალი. იარაღმა თვალისმომჭრელად იელვა. სამაჯურებზე

ცეცხლის ათინათი ათამაშდა.

ცირი გაქვავდა.

მაგრამ ხმალი არ დაშვებულა. ელფი გოგონას მკერდზე დაბნეულ თეთრ ვარდს მიშტერებოდა.

– აელირენ! – მთელი ხმით შეჰყვირა ციყვმა, თითქოს ორჭოფობის დასაძლევად, მაგრამ ვეღარ
მოასწრო. გერალტმა ცირი ხელის კვრით მიაგდო გვერდზე და ფართოდ მოქნეული ხმალი ელფს
მკერდზე გადაუჭირა. სისხლმა იფეთქა და ცირის სახესა და ტანსაცმელზე შეესხა. ვარდის თეთრი
ფურცლები წითლად დაიწინწკლა.

– აელირენ! – გულის გამგმირავად დაიყვირა ელფმა და მუხლებზე დაეშვა. სანამ მიწაზე დაეცემოდა,
ერთხელ კიდევ აღმოხდა ყვირილი – ხმამაღალი, გაბმული, თავგანწირული:

– შაერავეეედ!

***

რეალობას ისევე სწრაფად დაუბრუნდა, როგორც გამოეთიშა. ყრუ, მონოტონურ გუგუნში თანდათან
გაარჩია ხმები. ცრემლების სველი, მოციმციმე ფარდის მიღმა ცოცხლებისა და დახოცილების
კონტურები გამოიკვეთა.

– ცირი, – უჩურჩულა მის გვერდით დაჩოქილმა გერალტმა, – გამოფხიზლდი.

– ბრძოლა... – წამოიკვნესა გოგონამ და წამოჯდა, – გერალტ, რა მოხ...

– ყველაფერი დამთავრდა. ბენ გლეანელი ჯარისკაცები მოგვეშველნენ.

– შენ... – წაიჩურჩულა ცირიმ და თვალები დახუჭა, – ნეიტრალური არ ყოფილხარ...

– არ ვყოფილვარ. შენ კი ცოცხალი ხარ. შენც და ტრისიც.

– რა მოუვიდა?

– როცა იარპენი ურმის გადარჩენას ცდილობდა, გადმოვარდა და თავი მიარტყა, მაგრამ უკვე უკეთაა.
დაჭრილებს მკურნალობს.

ცირიმ მიმოიხედა. მბჟუტავი ფურგონების კვამლში შეიარაღებული ადამიანების სილუეტები კრთოდა.

გარშემო ყუთები და კასრები ეყარა. ზოგი გატეხილიყო და მათი შიგთავსი მიწაზე იყო მიმობნეული.
უბრალო რიყის ქვები... ცირი სახტად დარჩა.

– დემავენდ აედირნელისთვის განკუთვნილი დახმარება, – კბილები გააკრაჭუნა იქვე მდგარმა იარპენ

ზიგრინმა, – საიდუმლო და ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება. სპეცდანიშნულების აღალი.

– ეს მახე იყო?

ჯუჯამ ჯერ მას შეხედა, მერე – გერალტს. ბოლოს მზერა ისევ კასრებიდან გადმოცვენილ ქვებზე
გადაიტანა და გადააფურთხა.

– ჰო, მახე იყო.

– ციყვებისთვის?

– არა.

დახოცილები ერთ რიგად დააწყვეს. ელფები, ჯუჯები და ადამიანები გვერდიგვერდ იწვნენ. აქ იყო
იანიკ ბრასიც, მაღალყელიან ჩექმებში გამოწყობილი შავთმიანი ელფი ქალიშვილიც, ჯუჯაც, ორად
დაწნული შავი წვერი შედედებული სისხლისგან რომ უბზინავდა. ხოლო მათ გვერდით...

– პაულიე! – ქვითინებდა ძმის თავთით დაჩოქილი რეგან დალბერგი, – პაულიე! რატომ?

ყველა დუმდა. ისიც კი, ვინც იცოდა, რატომ. რეგანმა მწუხარებისგან დამანჭული, ცრემლიანი სახით
ახედა მათ და ამოიკვნესა:

– დედას რა ვუთხრა? რა პასუხი გავცე?

ყველა დუმდა.

მოშორებით მწოლიარე ვენცკს შავ და ოქროსფერ სამოსში გამოწყობილი კაედვენელი ჯარისკაცები

შემოხვეოდნენ. ვენცკი მძიმედ სუნთქავდა და ყოველ ამოსუნთქვაზე ტუჩებზე სისხლიანი ბუშტი
ებერებოდა. მის გვერდით ტრისს დაეჩოქა. თავთან პრიალაჯავშნიანი რაინდი ედგა.

– რას გვეტყვით, ჯადოქარო? – ჰკითხა რაინდმა, – გადარჩება?

– ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, – ტრისმა ტუჩი მოიკვნიტა და წამოდგა, – მაგრამ...

– მაგრამ რა?

– აი, ამით იბრძოდნენ, – ქალმა უცნაურბუნიკიანი ისარი აჩვენა და იქვე მდგარ კასრს დაარტყა. ბუნიკი
ოთხ მოკაუჭებულ, ეკლიან ნემსად გასკდა. რაინდმა შეიგინა.

– ფრედეგარდ, – ამოილუღლუღა ვენცკმა, – მისმინე, ფრედეგარდ...

– ნუ ლაპარაკობ, – უხეშად შეაჩერა ტრისმა, – და ნუ ინძრევი, შელოცვების წყალობით ისედაც ძლივს

გიდგას სული.

– ფრედეგარდ, – გაიმეორა კომისარმა. ტუჩებზე სისხლიანი ბუშტუკი გაუსკდა და მის ადგილას მყისვე
მეორე ამოებერა, – შევცდით... ყველანი შევცდით... ეს იარპენი არ ყოფილა... თავდებად ვუდგები...
იარპენს არ გავუყიდივართ... არ გავუ...

– გაჩუმდი! – დაუყვირა რაინდმა, – გაჩუმდი, ვილფრიდ! ჰეი, ჩქარა, საკაცე მოიტანეთ. საკაცე-მეთქი!

– აღარ არის საჭირო, – ყრუდ ჩაილაპარაკა ჯადოქარმა. ვენცკის ტუჩებზე ბუშტუკები აღარ იბერებოდა.
ცირიმ პირი მიიბრუნა და სახით გერალტს მიეკრა.

ფრედეგარდი წელში გასწორდა. იარპენ ზიგრინს მისთვის არ შეუხედავს. ის დახოცილებს უყურებდა.

და რეგან დალბერგს, რომელიც ისევ დაჩოქილი იდგა ძმის ცხედართან.

– ეს აუცილებლობა იყო, ბატონო ზიგრინ, – უთხრა რაინდმა, – ომია. გვიბრძანეს. უნდა გაგვერკვია...

იარპენს ხმა არ ამოუღია.

– გვაპატიეთ, – ჩაილაპარაკა რაინდმა და თვალები დახარა.

ჯუჯამ ნელა მიიხედა მისკენ. მერე გერალტს შეხედა. ცირის. დანარჩენებს. ადამიანებს.

– რა გვიყავით? – იკითხა მწარედ, – ეს რა გვიყავით?.. რად გვაქციეთ?..

პასუხი არავის გაუცია.

გრძელფეხება ელფს ჩამქრალი თვალები გაყინვოდა. დამანჭულ ტუჩებზე ყვირილი შეხმობოდა.

გერალტმა ცირის ხელი მოჰხვია, ქურთუკიდან ფრთხილად მოაძრო მუქად დაწინწკლული თეთრი
ვარდი და ციყვს უსიტყვოდ დაადო გულზე.

– მშვიდობით, – წაიჩურჩულა ცირიმ, – მშვიდობით, შაერავედის ვარდო. მშვიდობით და...

– ...შეგვინდე, – დაასრულა გერალტმა.

თავი მეხუთე

მიდამოვლიან ქუეყანასა ზედა მზვაობარნი ესე და კადნიერნი, რომელნი ხმობენ თავსა თვისსა
მმუსვრელად ავსულთა, მაოტებელად მაქციათა და მომსპოლველად სისხლისმწოველთა;
მზაკურობითა მოიხვეჭენ უნჯსა და კუალად სხუად ქალაქად მიიქცევიან ცთუნებად მალემრწმენთა.
უადვილეს ყოველთა აცთუნებენ კაცთა პატიოსანთა და უზაკველთა, რომელნი სახვენ ჭირთა თვისთა
მიზეზად ავსულთა და გრძნების მოქმედთა, ურჩხულთა და კუდიანთა; არა ილოცვენ ღმერთებისა
მიმართ, არა შესწირვენ ძღუენსა ტაძართა შინა, გარნა მიუთვალვენ ყოველსა ფლურსა მხედვარსა
არაწმიდასა, რამეთუ ჰგონა, ვითარმედ მხედვარმან, ბილწმა ამან და უღმერთომ, განაშოროს იგინი
განსაცდელსა და ხუედრი მათი კეთილად სცვალოს.

უცნობი ავტორი,

„მონსტრუმი, ანუ აღწერილობა მხედვარისა“

მხედვართა საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, დაე, ინადირონ ავსულებზე, ოღონდ გადასახადები

იხადონ.

რადოვიდ III მამაცი, მეფე რედანიისა

თუ სამართალი გწყურია, მხედვარი დაიქირავე.

წარწერა ოქსენფურტის უნივერსიტეტის

სამართლის კათედრის კედელზე

– რამე მითხარი?

ბიჭმა დაისრუტუნა და ყურზე დარდიმანდულად გადმოკიდებული ხოხბისბუმბულიანი ხავერდის

ქუდი უკან გადაიწია. ქუდი დიდი იყო და წამდაუწუმ თვალებზე ეფხატებოდა.

– რაინდი ხარ? – გაუმეორა გერალტს და ღიღილოსფერი თვალები მიანათა.

– არა, – უპასუხა მხედვარმა და თვითონვე გაუკვირდა, რომ პასუხის გაცემა მოუნდა, – არა ვარ რაინდი.

– აბა, ხმალი რომ გაქვს?! ჩემი მამიკო მეფე ფოლტესტის რაინდია. იმასაც აქვს ხმალი. იცი, რამხელაა?

გერალტი მოაჯირს ჩამოეყრდნო და აქაფებულ წყალში გადააფურთხა.

– ზურგზე რატომ გკიდია? – თავს არ ანებებდა ბიჭი.

– რა?

– ხმალი. რატომ გკიდია ხმალი ზურგზე?

– იმიტომ, რომ ნიჩაბი მომპარეს.

ბიჭმა პირი დააღო და გემბანზე შეკრებილებს საშუალება მისცა, მისი სარძევე კბილების ადგილას
დარჩენილი დიდებული ღრმულების ცქერით დამტკბარიყვნენ.

– მოსცილდი მოაჯირს, – ურჩია მხედვარმა, – და პირი მოკუმე, თორემ ბუზი შეგიფრინდება.

ბიჭმა პირი უფრო ფართოდ დააღო.

– თმა გათეთრებია, ჭკუა კი არ მომატებია, – ჩაიბუზღუნა ბიჭის დედამ, მდიდრულად ჩაცმულმა

ბანოვანმა, და შვილს თახვის ბეწვის საყელოზე მოქაჩა, – მოდი აქ, ევერეტ! რამდენჯერ გითხარი,
მდაბიოების აყოლა არ გამოგადგება-მეთქი!

გერალტმა ამოიოხრა და დილის ნისლიდან ამოცურებულ კუნძულებს თვალი გააყოლა. კუსავით

მოუქნელი კარჭაპი კუსავე სიჩქარით

მიჰყვებოდა დელტის ზანტ დინებას. მგზავრები, უმეტესად – ვაჭრები და ქმეთები, თავთავიანთ

ბარგზე თვლემდნენ. მხედვარმა ისევ გაშალა გრაგნილი და ცირის წერილს ჩაუღრმავდა.

„...მძინავს დიდ დარბაზში, რომელსაც „საძინებელი“ ჰქვია, საწოლი კიდევ, იცი, რამოდენაა? საშუალო
გოგონებთან ერთად ვწევარ. თორმეტნი ვართ, მაგრამ ყველაზე მეტად ეურნეიდთან, კატიესა და იოლა
მეორესთან ვმეგობრობ. დღეს, მაგალითად, წვნიანი ვჭამე, ყველაზე უარესი კი ისაა, რომ ხანდახან
ვმარხულობთ და ძალიან-ძალიან ადრე ვდგებით. უფრო ადრე, ვიდრე კერ მორენში ვდგებოდით.
დანარჩენს ხვალ მოგწერ, იმიტომ, რომ ახლა უნდა ვილოცოთ. კერ მორენში არასოდეს არავინ
ლოცულობდა. ნეტავი, აქ რაღა საჭიროა? ალბათ იმიტომ, რომ ტაძარია.
გერალტ, დედა ნენეკემ წაიკითხა და მითხრა, სისულელეები არ დაწერო და შეცდომები არ
მოგივიდესო. რას სწავლობ, ისიც მისწერეო, აქაურობა რომ მოგწონს, ისიცო და კარგად რომ ხარ,
ისიცო. გერალტ, კარგად ვარ და აქაურობაც მომწონს, ოღონდ, იცი, რა? მშია. თუმცა მალე
ვისადილებთ. ჰო, კიდევ, დედა ნენეკემ მითხრა, რომ ლოცვას ჯერ არავისთვის მოუტანია ზიანი, არც
ჩემთვის და არც, მით უმეტეს, შენთვის.

გერალტ, ისევ გამომიჩნდა თავისუფალი დრო, ამიტომ მოგწერ, რომ ვსწავლობ რუნების სწორად წერას
და კითხვას, ისტორიას, ბუნებას, პოეზიას და პროზას. უფროს ენაში ყველაზე მაგარი ვარ. უფროსი
რუნების წერაც კი ვიცი. აი, რამეს მოგწერ და შენ თვითონ ნახავ. Elaine blath Feainnewedd. ეს ნიშნავს
„მშვენიერ ყვავილს, მზის შვილს“. ხედავ? ვიცი! ჰო, კიდევ...

აჰა, უკვე შემიძლია წერის გაგრძელება, იმიტომ, რომ ახალი კალამი ვიპოვე, ის ძველი კი გამიტყდა.
დედა ნენეკემ წაიკითხა, შემაქო, სწორიაო და მითხრა, ისიც მისწერე, რომ დამჯერი გოგო ხარ და არ
ინერვიულოსო. არ ინერვიულო, გერალტ.

ისევ მოვიცალე, ამიტომ გწერ, რა მოხდა. მე, იოლა და კატიე ინდაურებს რომ ვაპურებდით, ერთი
დიდი ინდაური იიისე გვეცა! ცეცხლივით წითელი კისერი ჰქონდა და ძალიან საშინელი იყო. ჯერ
იოლას ეძგერა, მერე ჩემკენ გამოქანდა, მაგრამ მე არ შემშინებია, იმიტომ, რომ ჩემზე პატარა იყო და
ქანქარასავით სწრაფიც არ ყოფილა. ფინტი და პირუეტი გავაკეთე და ორჯერ გადავუჭირე წკეპლა, ისიც
შეტრიალდა და გაიქცა. ცუდია, რომ დედა ნენეკე აქ ხმლის ტარებას არ მანებებს, თორემ ვუჩვენებდი
იმ გასივებულს, რაც მასწავლეს კერ მორენში. უკვე ვიცი, რომ უფროსი რუნებით Caer a’Muirehen
იწერება, რაც „ძველი ზღვის ციხესიმაგრეს“ ან „ციხე-დარბაზს“ ნიშნავს. მართალია, იმიტომ, რომ იქ
ყოველ ნაბიჯზე ლოკოკინები და ნიჟარები და თევზისანაბეჭდიანი ქვებია. „ცინტრა“ ასე იწერება:
Xin’trea. ჩემი სახელი კი Ziriael-იდან მომდინარეობს, რაც „მერცხალს“ ნიშნავს, ესე იგი...“

– კითხულობთ?

– ვკითხულობ, – გერალტმა თავი ასწია, – რა იყო? მოხდა რამე? რამე შეამჩნიეთ?

– არა, არაფერი, – შკიპერმა ხელები ტყავის ხიფთანზე შეიწმინდა, – წყალზე სიმშვიდეა. მაგრამ ნისლია,
ეს ოხერი. წეროების კუნძულს ვუახლოვდებით.

– ვიცი, მეექვსედ მივცურავ იქით, რკილო, და ხუთჯერ უკანაც დავბრუნებულვარ. გზას ვიცნობ. ნუ
გეშინია, ვფხიზლობ.

შკიპერმა თავი დაუქნია და გემის ცხვირისკენ გაემართა. გემბანზე აკოკოლავებულ ტომრებსა და

ბარდანებს შორის ძლივს მიიკვლევდა გზას. გემის შუაგულში შეჯგუფებული ცხენები ფრუტუნებდნენ
და ფეხებს აბაკუნებდნენ. სქელ ნისლში გახვეული კარჭაპი დუმფარამოდებულ ფარვატერს მიაპობდა.
გერალტი ისევ წერილს მიუბრუნდა.

„...ელფური სახელი მქვია. მაგრამ მე ხომ ელფი არ ვარ, გერალტ. ციყვებზე აქაც ლაპარაკობენ. ხანდახან
ჯარისკაცებიც მოდიან, დაკითხვას გვიწყობენ და გვეუბნებიან, დაჭრილი ელფების მკურნალობა არ
შეიძლებაო. ნუ გეშინია, სიტყვაც არ წამომცდენია იმის შესახებ, რაც გაზაფხულზე მოხდა. არც ვარჯიში
მიმიტოვებია. როცა მცალია, პარკში მივდივარ და ვვარჯიშობ. მაგრამ ყოველთვის ვერა, იმიტომ, რომ,
სხვა გოგოებივით, სამზარეულოსა და ბაღშიც უნდა ვიმუშაო. სასწავლიც საშინლად ბევრი გვაქვს.
მაგრამ არა უშავს, ვისწავლი. შენც ხომ სწავლობდი ტაძარში? დედა ნენეკემ მითხრა. კიდევ, მითხრა,
ხმლის ქნევას დიდი ჭკუა არ სჭირდება, ნებისმიერ სულელს შეუძლია, გრძნეული კი ჭკვიანი უნდა
იყოსო.

გერალტ, ხომ დამპირდი, ჩამოვალო. ჩამოდი, რა.

შენი ცირი

მინაწერი: ჩამოდი, ჩამოდი ჩქარა!

მეორე მინაწერი: დედა ნენეკემ მითხრა, ბოლოს ესეც მისწერეო:

დიდება დიად მელიტელეს. დაე, იყოს კურთხევა მისი შენ თანა უკუნითი უკუნისამდე. და დაე,
არაფერი შეგემთხვეს.
ცირი“

„წავიდოდი ელანდერში“, გაიფიქრა კაცმა და წერილი შეინახა, „მაგრამ საშიშია. შესაძლოა, კვალზე
დავაყენო... მიმოწერაც უნდა შევწყვიტოთ. ნენეკე ქურუმთა ფოსტას იყენებს, მაგრამ... არა,
დასწყევლოს ღმერთმა, მეტისმეტად სარისკოა“.

– ჰმ... ჰმ...

– რა იყო, რკილო? წეროების კუნძულს უკვე გავცდით.

– და, დიდება ღმერთებს, უხიფათოდ, – ამოიოხრა შკიპერმა, – როგორც ჩანს, რეისი ამჯერადაც
მშვიდად ჩაივლის. სადაცაა, ნისლიც გაიფანტება, მზე გამოიხედავს და საშიშიც აღარაფერი იქნება,
ურჩხული დღისით-მზისით არ ამოყვინთავს.

– ფრიად სასიხარულოა.

რკილმა ცალყბად ჩაიცინა.

– კომპანია რეისისთვის გიხდით გასამრჯელოს. მოხდება რამე თუ არა, ქისაში ფულს მაინც
ჩაიჩხრიალებთ. ხომ ასეა?

– ვითომ არ იცი. რა იყო, გშურს, მოაჯირზე ჩამოსვენებული, თოლიების თვალიერებაში გასამრჯელოს

იღებსო? განა შენც ამაში – გემბანზე უქმად ყიალში არ იღებ ფულს? სანამ ყველაფერი რიგზეა და საქმე
არ გაქვს, ცხვირსა და კიჩოს შორის მიდი-მოდიხარ, მგზავრ ქალებს ეარშიყები ან ცდილობ, ვაჭრებს
ერთი ჭიქა სასმელი დასტყუო. მეც იმისთვის დამიქირავეს, რომ გემბანზე ვიყო. ყოველი
შემთხვევისთვის. ცურვა უსაფრთხოა, რადგან ტვირთს მხედვარი აცილებს. საამისო ხარჯები
მგზავრობის საფასურში შედის. ხომ ასეა?

– მასეა, მასე, – ამოიოხრა შკიპერმა, – კომპანია ზარალში არ დარჩება. ვის, ვის და მაგათ კი კარგად
ვიცნობ. მეხუთე წელია, დელტაზე დავცურავ. პენიდან – ნოვიგრადისკენ, ნოვიგრადიდან – პენისკენ.
აბა, მივხედოთ საქმეს, მხედვარო. თქვენ მოაჯირზე ჩამოისვენეთ, მე კი კიჩოსკენ წავყიალდები.

ნისლი შეთხელდა. გერალტმა ჩანთიდან მეორე წერილი ამოიღო, რომელიც ცოტა ხნის წინ უცნაურმა
მოციქულმა მიუტანა. უკვე ოცდაათჯერ მაინც წაეკითხა. წერილს იასამნისა და ხურტკმლის სურნელი
ასდიოდა.

„ძვირფასო მეგობარო...“

მკაფიო, მწყობრი, კუთხოვანი, კალმის ენერგიული მოსმით გამოყვანილი რუნები ერთმნიშვნელოვნად

გამოხატავდა ავტორის განწყობას. მხედვარმა ხმადაბლა შეიგინა და – უკვე ოცდამეთერთმეტედ –
საშინლად მოუნდა, ბრაზისგან საკუთარ უკანალზე ეკბინა. ერთი თვის წინ, როცა ჯადოქარს სწერდა,
ორი ღამე ფიქრობდა, როგორ დაეწყო წერილი და ბოლოს „ძვირფასო მეგობაროზე“ შეჩერდა. და აი,
პასუხიც მიიღო.
„ძვირფასო მეგობარო, შენმა მოულოდნელმა წერილმა საშინლად გამახარა, თუმცა ჩვენი უკანასკნელი
შეხვედრიდან ჯერ სამი წელიც არ გასულა. ჩემი სიხარული მით უფრო უსაზღვროა, რომ ჭორიკნები
ყოველ კუთხე-კუნჭულში შენს მოულოდნელ და გმირულ სიკვდილზე ლაპარაკობდნენ. კარგია,
ჭორების გაფანტვა რომ გადაწყვიტე, თანაც – ასე სწრაფად. შენი წერილიდან შევიტყვე, რომ ამ ხნის
განმავლობაში მშვიდ, ზომიერ, თვალისმომჭრელად მოსაწყენ და მოვლენებისგან სრულიად დაცლილ
ცხოვრებას ეწეოდი. ახლანდელ დროში ასე ცხოვრება მიუწვდომელი ფუფუნებაა, ძვირფასო მეგობარო,
და მოხარული ვარ, რომ შენ ეს მოახერხე.

გული ამიჩუყა იმ მოულოდნელმა ყურადღებამ, რომელიც, ძვირფასო მეგობარო, ჩემი ჯანმრთელობის

მიმართ გამოიჩინე. ვჩქარობ გაცნობო, რომ მართლაც უკეთ ვარ, ავადმყოფობა წარსულში დარჩა,
დავუძვერი უსიამოვნებებს, რომელთა აღწერით თავს აღარ შეგაწყენ.

ფრიად მაღელვებს და მაწუხებს ის ამბავი, რომ ბედისგან ცამოწმენდილზე მიღებულმა საჩუქარმა

ამდენი საზრუნავი გაგიჩინა. სავსებით მართალი ხარ, როდესაც ვარაუდობ, რომ აქ პროფესიონალის
დახმარებაა საჭირო. თუმცაღა ამ სირთულეებს, სავსებით გასაგები მიზეზით, მეტისმეტად ბუნდოვნად
აღწერ, მაინც მჯერა, რომ ვიცი, რაც არის პრობლემის წყარო და გეთანხმები, რომ კიდევ ერთი
ჯადოქრის ჩარევა აუცილებელია. ვამაყობ, რომ მეორე აღმოვჩნდი, ვისაც დახმარება სთხოვე. არ ვიცი,
ღმერთმანი, სიაში ასეთი საპატიო ადგილი რით დავიმსახურე!

ოცდაათჯერ მაინც წაეკითხა. წერილს იასამნისა და ხურტკმლის სურნელი ასდიოდა.

დამშვიდდი, ძვირფასო მეგობარო. ვინ იცის, უკვე დააპირე, დახმარებისთვის სხვა ჯადოქრებს
მიმართო. ნუ იჩქარებ – ახლავე გავუდგები გზას იმ ადგილისკენ, რომელზეც რამდენადმე ბუნდოვნად,
მაგრამ ჩემთვის სავსებით გასაგებად მიმითითე. რასაკვირველია, გავემგზავრები საიდუმლოდ,
სიფრთხილის ყოველგვარი წესის დაცვით. საქმის არსში ადგილზე გავერკვევი და ყველაფერს ვიღონებ,
რაც ჩემს ხელთაა, რათა კალაპოტიდან გადმოსული წყარო მოვათვინიერო. ვეცდები, ეს იმ
ქალბატონებზე უარესად არ გავაკეთო, ვისაც უკვე მიმართე, ამჟამად მიმართავ ან განზრახული გაქვს
მომავალში მიმართო „უმორჩილესი თხოვნით“. რაც არ უნდა იყოს, მე ხომ შენი ძვირფასი მეგობარი
ვარ. შენი ძვირფასი მეგობრობა კი ჩემთვის მეტისმეტად ძვირფასია, რათა იმედი გაგიცრუო, ძვირფასო
მეგობარო, ვინაიდან ეს შესაძლოა ყველას მეტისმეტად ძვირად დაგვიჯდეს.

თუ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემთვის წერილის მოწერა მოისურვე, წუთსაც ნუ

იყოყმანებ, რადგან შენი წერილები უზომოდ მახარებს.

შენი ძვირფასი მეგობარი იენიფერი“

გარინდებიდან გემბანზე ატეხილმა ფუსფუსმა და რყევამ გამოიყვანა. კარჭაპი კურსს იცვლიდა.

მგზავრების ნაწილი მარჯვენა ბორტს შესეოდა. რკილი გემის ცხვირიდან ყვირილით იძლეოდა
განკარგულებებს. კარჭაპი ნელა, უხალისოდ ტოვებდა ფარვატერს და გზას უთმობდა ორ ხომალდს,
რომლებიც ის-ის იყო გამოეყვნენ ნისლს. მხედვარმა გემები ინტერესით შეათვალიერა.

წინ მოცურავდა დიდი, სამას წყრთამდე სიგრძის სამანძიანი გალეასი, რომლის ანძაზეც
ვერცხლისფერარწივიანი ამარანტისფერი დროშა ფრიალებდა. უკან მოჰყვებოდა მომცრო, კოხტა
ორმოცნიჩბიანი გალერა, რომელზეც წითელ-ოქროსფერი შევრონით დამშვენებული შავი ალამი
აღემართათ.

– რა კარგები არიან, ეგ ოხრები, – მხედვარს მიუახლოვდა შკიპერი, – ნახე, როგორ მოაპობენ მდინარეს,
წყალი პირდაპირ დუღს!

– უცნაურია, – ჩაილაპარაკა გერალტმა, – გალეასზე რედანიის დროშაა, გალერაზე კი აედირნისა.

– მართალია, აედირნისაა, – დაუმოწმა შკიპერმა, – და ჰაგეს მეფისნაცვლის ვიმპელი უკეთია. მაგრამ,

შეხედეთ, ორივე გემი კილიანია, რვა წყრთამდე ჩაჯდომა აქვთ. ჰაგემდე ვერ მიაღწევენ, მდინარის
ზედაწელზე თავთხელში გაიჩხირებიან. ესე იგი, ან პენისკენ მიცურავენ, ან თეთრი ხიდისკენ. გემბანი
კი ჯარისკაცებითაა სავსე. ესენი ვაჭრები არ არიან, ეს სამხედრო გემებია, გერალტ.

გავუდგები გზას იმ ადგილისკენ, რომელზეც რამდენადმე ბუნდოვნად, მაგრამ ჩემთვის სავსებით

გასაგებად მიმითითე. რასაკვირველია, გავემგზავრები საიდუმლოდ, სიფრთხილის ყოველგვარი წესის
დაცვით. საქმის არსში ადგილზე გავერკვევი და ყველაფერს ვიღონებ, რაც ჩემს ხელთაა, რათა
კალაპოტიდან გადმოსული წყარო მოვათვინიერო. ვეცდები, ეს იმ ქალბატონებზე უარესად არ
გავაკეთო, ვისაც უკვე მიმართე, ამჟამად მიმართავ ან განზრახული გაქვს მომავალში მიმართო
„უმორჩილესი თხოვნით“. რაც არ უნდა იყოს, მე ხომ შენი ძვირფასი მეგობარი ვარ. შენი ძვირფასი
მეგობრობა კი ჩემთვის მეტისმეტად ძვირფასია, რათა იმედი გაგიცრუო, ძვირფასო მეგობარო,
ვინაიდან ეს შესაძლოა ყველას მეტისმეტად ძვირად დაგვიჯდეს.

თუ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემთვის წერილის მოწერა მოისურვე, წუთსაც ნუ

იყოყმანებ, რადგან შენი წერილები უზომოდ მახარებს.

შენი ძვირფასი მეგობარი იენიფერი“

გარინდებიდან გემბანზე ატეხილმა ფუსფუსმა და რყევამ გამოიყვანა. კარჭაპი კურსს იცვლიდა.

მგზავრების ნაწილი მარჯვენა ბორტს შესეოდა. რკილი გემის ცხვირიდან ყვირილით იძლეოდა
განკარგულებებს. კარჭაპი ნელა, უხალისოდ ტოვებდა ფარვატერს და გზას უთმობდა ორ ხომალდს,
რომლებიც ის-ის იყო გამოეყვნენ ნისლს. მხედვარმა გემები ინტერესით შეათვალიერა.

წინ მოცურავდა დიდი, სამას წყრთამდე სიგრძის სამანძიანი გალეასი, რომლის ანძაზეც
ვერცხლისფერარწივიანი ამარანტისფერი დროშა ფრიალებდა. უკან მოჰყვებოდა მომცრო, კოხტა
ორმოცნიჩბიანი გალერა, რომელზეც წითელ-ოქროსფერი შევრონით დამშვენებული შავი ალამი
აღემართათ.

– რა კარგები არიან, ეგ ოხრები, – მხედვარს მიუახლოვდა შკიპერი, – ნახე, როგორ მოაპობენ მდინარეს,
წყალი პირდაპირ დუღს!

– უცნაურია, – ჩაილაპარაკა გერალტმა, – გალეასზე რედანიის დროშაა, გალერაზე კი აედირნისა.

– მართალია, აედირნისაა, – დაუმოწმა შკიპერმა, – და ჰაგეს მეფისნაცვლის ვიმპელი უკეთია. მაგრამ,

შეხედეთ, ორივე გემი კილიანია, რვა წყრთამდე ჩაჯდომა აქვთ. ჰაგემდე ვერ მიაღწევენ, მდინარის
ზედაწელზე თავთხელში გაიჩხირებიან. ესე იგი, ან პენისკენ მიცურავენ, ან თეთრი ხიდისკენ. გემბანი
კი ჯარისკაცებითაა სავსე. ესენი ვაჭრები არ არიან, ეს სამხედრო გემებია, გერალტ.

– როგორც ჩანს, გალეასით ვიღაც დიდი კაცი მიცურავს – გემბანზე კარავია გაშლილი.

– ჰო, ახლა დიდებულები ასე მოგზაურობენ, – კვერი დაუკრა რკილმა და გემბანიდან ატკეჩილი
ნაფოტით კბილების ჩიჩქნას მოჰყვა, – ტყეებში ელფების ბრიგადები დაძრწიან, კაცმა არ იცის, რომელი
ხის უკანიდან გამოფრინდება ისარი. მდინარე კი საშიში არ არის. ელფებს, კატებისა არ იყოს, წყალი არ
უყვართ, ტევრში ჯდომა ურჩევნიათ.

– მართლა დიდი ვინმე უნდა იყოს – მდიდრული კარავია.

– ადვილი შესაძლებელია. იქნებ თავად მეფე ვიზიმირიც ბრძანდება. რა ჯურის ხალხს აღარ
შეხვდებით ახლა მდინარეზე... სიტყვამ მოიტანა და, მთხოვეთ გამეგო, პენაში ვინმე ხომ არ
დაინტერესებულა თქვენით, თქვენ შესახებ რამე ხომ არ უკითხავს. ხედავთ იმ დოყლაპიას?
– თითს ნუ იშვერ, რკილო. ვინ არის?

– ვიცი რო? თქვენ თვითონ ჰკითხეთ, თქვენკენ მოდის. ნახეთ, როგორ ირწევა. არადა, სარკესავით
წყალია. ოდნავ რომ შეაქანოს, უეჭველად ოთხზე დადგება, ეგ დონდლო.

„დონდლო“ გაურკვეველი ასაკის გამხდარი, დაბალი, შალის ფართო კოსტიუმსა და შელახულ

მოსასხამში გამოწყობილი კაცი აღმოჩნდა. მოსასხამი თითბრის მრგვალი ბროშით ჰქონდა
დამაგრებული. ბროშის შესაკრავი, როგორც ჩანს, დაეკარგა და მის მაგივრობას თავგაბრტყელებული
გაღუნული ლურსმანი უწევდა.

კაცი მიუახლოვდა, ჩაახველა და ბეცი თვალები მოჭუტა:

– ჰმ... მაქვს პატივი, ვუმზერდე გერალტ რივიელს, მხედვარს?

– დიახ, ღრმად პატივცემულო, გაქვთ.

– ნება მიბოძეთ, გაგეცნოთ: ლინუს პიტი, უფროსი ოსტატი, ოქსენფურტის აკადემიის ბუნების
ისტორიის მასწავლებელი.

– ფრიად სასიამოვნოა.

– ჰმ... ჩემო ბატონო, მითხრეს, რომ მალატიუსისა და გროკის კომპანიის დავალებით ტვირთებს იცავთ,
ვითომც რომელიღაც ურჩხულის მოსალოდნელი თავდასხმისგან. მაინტერესებს, სახელდობრ, რომელ
ურჩხულზეა ლაპარაკი.

– ეგ მე თვითონაც მაინტერესებს, – მხედვარი მოაჯირს დაეყრდნო და ტემერიის მხარეს ნისლში

გახვეულ სალეკ მდელოებს გახედა, – და ვასკვნი, რომ უფრო სკოიატაელების ბრიგადის შესაძლო
თავდასხმის მოსაგერიებლად დამიქირავეს. პენასა და ნოვიგრადს შორის უკვე მეექვსე რეისს
ვასრულებ, მაგრამ არავითარი ცელფეხა არ მინახავს.

– ცელფეხა? ეს რაღაც ადგილობრივი სახელწოდებაა. უმჯობესია, მეცნიერული ტერმინოლოგია

გამოვიყენოთ. ჰმ... ცელფეხა... არა, წარმოდგენა არ მაქვს, რომელ სახეობას გულისხმობთ.

– რომელს და ოთხი ადლი სიგრძის ბანჯგვლიან ურჩხულს, ათი ფეხი რომ აქვს, ხერხივით ყბები და
წყალმცენარეებით დაფარულ მორს რომ წააგავს.

– მეცნიერული სიზუსტის თვალსაზრისით აღწერილობა ნამდვილად მოიკოჭლებს. Hyphydridae-ს

ოჯახის რომელიმე წარმომადგენელი ხომ არ არის?

– არ გამოვრიცხავ, – გერალტმა ამოიოხრა, – რომელი ოჯახისაც არ უნდა იყოს, იმდენად ამაზრზენია,

რომ მისთვის ყოველგვარი სახელწოდება ცოტა იქნება. საქმე ის არის, პატივცემულო ბაკალავრო, რომ
ორი კვირის წინ ამ ავად სახსენებელი ოჯახის ერთ-ერთი წევრი კომპანიის კარჭაპს დაესხა თავს. აქვე,
დელტაზე, ამ ადგილიდან ოდნავ მოშორებით.

– ვისაც არ უნდა ემცნო თქვენთვის ეს ამბავი, – გაიცინა ლინუს პიტმა, – ან ცრუპენტელაა, ან უმეცარი.
ამ ადგილებში მსგავსიც ვერაფერი მოხდებოდა. შესანიშნავად ვიცნობ დელტის ფაუნას, Hyphydridae-ს
ოჯახი, ისევე როგორც სხვა მტაცებელი სახეობები, აქ საერთოდ არ ყოფილა შემჩნეული. წყლის
ძლიერი დამლაშება და არატიპური ქიმიური შემადგენლობა, მეტადრე – მოქცევისას...

– მოქცევისას, – შეაწყვეტინა გერალტმა, – მას შემდეგ, რაც მდინარე ნოვიგრადის არხებში გაივლის,
დელტაში წყალი, ამ სიტყვის მეცნიერული მნიშვნელობით, აღარც კი რჩება. მხოლოდ ნაწრეტის,
ნარეცხის, ცხიმისა და მკვდარი ვირთხების ნარევია.

– ვაი რომ ასეა, – მოიწყინა უფროსმა ოსტატმა, – გარემო დეგრადაციას განიცდის... არ დაიჯერებთ,
თევზის იმ ორი ათასამდე სახეობიდან, რომლებიც ხუთასი წლის წინ ბინადრობდნენ ამ მდინარეში,
ცხრაასი თუღა იქნება შემორჩენილი. უკიდურესად სამწუხაროა...

მოაჯირზე დაყრდნობილები, უხმოდ ჩააცქერდნენ მღვრიე მწვანე საფლობს. მოქცევა იწყებოდა და

წყალი უფრო და უფრო ყარდა. აქა-იქ მკვდარი ვირთხებიც გამოჩნდა.

– თეთრფარფლიანი ქვათეთრა სრულიად გადაშენდა, – სიჩუმე დაარღვია ლინუს პიტმა, – გაქრა

კეფალი, გველისთავა, მეფისკუდა, ზოლიანი ხლაკუნა, მარენა, გრძელტუჩა ციმორი, სამეფო კბილანა...

ათიოდე მხრის მოშორებით წყალი აქაფდა. ზედაპირზე წამით ოცწყრთიანი სამეფო კბილანა გამოჩნდა,
მკვდარი ვირთხა გადასანსლა და უკანა ფარფლების ნატიფი ქნევით წყლის სიღრმეს მიაშურა.

– ეს რა იყო? – შეკრთა ოსტატი.

– რა მოგახსენოთ, – გერალტმა ცაში აიხედა, – ალბათ პინგვინი...

მეცნიერმა ცერად გახედა და წაისისინა:

– ყოველ შემთხვევაში, ცელფეხა ნამდვილად არ ყოფილა! მითხრეს, ავსულთმმუსვრელები იშვიათ

სახეობათა კარგი მცოდნეები არიანო, თქვენ კი, გარდა იმისა, რომ ჭორებს და ზღაპრებს აჰყოლიხართ,
ვულგარულად დამცინით კიდეც... საერთოდ, მისმენთ კი?

– ნისლი არ გაიფანტება, – ჩაილაპარაკა გერალტმა.

– რაო?
– ქარი მეტისმეტად სუსტია. კუნძულებს შორის, ტოტში რომ შევცურავთ, კიდევ უფრო დასუსტდება.
ეს უკუნეთი ნოვიგრადამდე გასტანს.

– მე ნოვიგრადში კი არა, ოქსენფურტში მივდივარ, – მშრალად გაეპასუხა პიტი, – ნისლი კი... ვგონებ,
არც ისეთი სქელია, ნაოსნობას ხელი შეუშალოს.

შორიახლო ხოხბისბუმბულიანმა ბიჭუნამ ჩაირბინა, მოაჯირზე გადაეკიდა და სცადა, მკვდარი

ვირთხისთვის, გემის კედელს რომ ეხლებოდა, წკეპლა წამოედო. გერალტი მასთან მივიდა და წკეპლა
ხელიდან გამოგლიჯა.

– მოუსვი აქედან! მოაჯირს აღარ მიეკარო!

– დეეედააა!!!

– ევერეტ! ახლავე ჩემთან მოდი!

უფროსმა ოსტატმა მხედვარს გამჭოლი მზერა მიაპყრო.

– ვგონებ, მართლა გჯერათ, რომ ხიფათი გვემუქრება.

– ბატონო პიტ, – მშვიდად უპასუხა გერალტმა, – ორი კვირის წინ, ნისლში, კომპანიის ერთ-ერთი
კარჭაპიდან რაღაცამ ორი ადამიანი მოიტაცა. არ ვიცი, რამ. შესაძლოა, ის თქვენი ჰიფიდრა თუ რაღაცა
იყო, შესაძლოა, სულაც გრძელტუჩა ციმორი, მაგრამ მე მაინც ცელფეხა მგონია.

მეცნიერი გაიფუყა.

– ვარაუდი, – შენიშნა მენტორული ტონით, – მტკიცე მეცნიერულ საფუძველს უნდა ემყარებოდეს და

არა ჭორებს. ხომ გითხარით, ჰიფიდრა, რომელსაც ჯიუტად ცელფეხას უწოდებთ, დელტის წყლებში არ
შეინიშნება-მეთქი. ის ნახევარი საუკუნის წინ გადაშენდა და ამაში თქვენს კოლეგებს მიუძღვით
უდიდესი წვლილი. მათ ხომ ყველა მახინჯი არსების დაუყოვნებლივ განადგურება სჩვევიათ – არც
გამოკვლევა, არც დაკვირვება, არც ეკოლოგიურ ნიშაზე ფიქრი...

გერალტს უეცრად მოუნდა, გულახდილად ეთქვა, რასაც ცელფეხასა და მის ეკოლოგიურ ნიშაზე
ფიქრობდა, მაგრამ გადაიფიქრა და, ნაცვლად ამისა, მშვიდად უპასუხა:

– ბატონო ბაკალავრო, გემიდან მოტაცებულთა შორის ახალგაზრდა ორსულიც იყო, რომელმაც

დასივებული ფეხები გასაგრილებლად წყალში ჩაყო. თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა, მისი
შვილი ოდესმე თქვენი დიდად პატივცემული სასწავლო დაწესებულების რექტორი გამხდარიყო.
ეკოლოგიისადმი ასეთ მიდგომაზე რას იტყვით?

– ანტიმეცნიერული, ემოციური და სუბიექტურია. ბუნება საკუთარი კანონებით ხელმძღვანელობს და

თუმცაღა ეს კანონები ულმობელი და უკომპრომისოა, მათი შეცვლა არ ეგების. ეს არსებობისთვის
ბრძოლაა! – ოსტატი მოაჯირზე გადაეკიდა და წყალში გადააპურჭყა, – სახეობათა განადგურებას კი,
თუნდაც მტაცებელი სახეობებისას, ვერაფერი გაამართლებს. ახლა რაღას მეტყვით?

– იმას, რომ მოაჯირზე გადაკიდება საშიშია. ცელფეხა შესაძლოა სულ ახლოს იყოს. გნებავთ, საკუთარ
ტყავზე გამოსცადოთ, როგორ იბრძვის არსებობისთვის?

ლინუს პიტი თვალის დახამხამებაში მოსცილდა მოაჯირს და უკან დაიხია. წამით გაფითრდა, მაგრამ
მალევე მოერია თავს და ისევ გაიფუყა:

– ვხედავ, კარგად გცნობიათ ეს ფანტასტიკური ცელფეხები...

– თქვენსავით კარგად – არა. ისე, შემთხვევით ხომ არ მესარგებლა? გამანათლეთ მე უწიგნური,

ოსტატო, ცოტა რამ მიამბეთ წყლის მტაცებელთა შესახებ. სიამოვნებით მოგისმენთ. მგზავრობაც
უწინდებურად მოსაწყენი აღარ იქნება.

– დამცინით?

– როგორ გეკადრებათ. ნამდვილად მინდა ცოდნაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.

– ჰმ... თუ ნამდვილად გინდათ... რატომაც არა. მაშ, მისმინეთ. Hyphydridae-ს ოჯახი, რომელიც
Amphipoda-ს ანუ წყვილფეხების რიგში შედის, მეცნიერებისთვის ცნობილ ოთხ სახეობას აერთიანებს.
ორი მათგანი მხოლოდ ტროპიკულ წყლებში ბინადრობს. ჩვენს კლიმატურ ზონაში გვხვდება, თუმცაღა
ბოლო დროს – საკმაოდ იშვიათად, მომცრო Hyphydra longicauda და რამდენადმე მოზრდილი Hyphydra
marginata. ორივე სახეობის საცხოვრებელი გარემო დამდგარი ან ნელა მედინი წყლებია. ისინი
მართლაც მტაცებლები არიან და თბილსისხლიანი არსებებით საზრდოობენ. რამეს ხომ არ
დაამატებდით?

– ჯერ არა. სუნთქვაშეკრული გისმენთ.

– ჰოო... წიგნებში იხსენიება ქვესახეობა Pseudo-hyphydra-ც, ანგრენის ჭაობიანი წყლების ბინადარი,

მაგრამ რამდენიმე ხნის წინ ალდესბერგელმა მეცნიერმა ბუმბლერმა დაამტკიცა, რომ ის Mordidae-ს,
სხვაგვარად – გლეჯიათა რიგის სრულიად დამოუკიდებელი სახეობაა. მისი წარმომადგენლები
მხოლოდ თევზებით და მცირე ზომის წყალხმელეთა ცხოველებით იკვებებიან. ამ სახეობას უწოდეს
Ichtyovorax bumbleri.

– ბედი მაქვსო, მაგან უნდა თქვას, – ჩაეცინა მხედვარს, – უკვე მესამე სახელი უწოდეს.

– ეს როგორ?

– არსება, რომელზეც ლაპარაკობთ, ილიოკორისია, იგივე მუცელღმერთა. უფროს ენაზე Cinerea ჰქვია.
და თუ ბატონი ბუმბლერი ირწმუნება, მხოლოდ თევზებს ჭამსო, შემიძლია ვივარაუდო, რომ
ზემოხსენებულ მეცნიერს არასოდეს უბანავია ტბაში, სადაც მუცელღმერთა ბინადრობს. თუმცა ერთ
რამეში ბუმბლერი არ ცდება – ილიოკორისს ცელფეხასთან იმდენივე აქვს საერთო, რამდენიც მე –
მელიასთან: შინაური ფრინველები ორივეს გვიყვარს.

– რა Cinerea, რის Cinerea?! – შეჰყვირა ბაკალავრმა, – Cinerea მითიური არსებაა! არა, არა, მეტისმეტად
გამიცრუა იმედი თქვენმა უვიცობამ. ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია...

– ვიცი, – შეაწყვეტინა გერალტმა, – ახლოს გაცნობისას ნაკლებად მომხიბვლელი ვჩანვარ. და მაინც,

თავს უფლებას მივცემ, ღრმად პატივცემულო ბატონო პიტ, თქვენს თეორიაში რამდენიმე შესწორება
შევიტანო. მაშ, ასე: ცელფეხები ყოველთვის იყვნენ დელტაში და ახლაც არიან, თუმცა ერთხანს ეგონათ,
რომ გადაშენდნენ. ეს იმიტომ, რომ პატარა სელაპებით იკვებებოდნენ...

– ჯუჯა ზღვის ღორებით, რომლებიც მდინარეებში ბინადრობენ, – შეუსწორა ოსტატმა, – ნუ გამოიჩენთ

უმეცრებას, ერთმანეთში ნუ აურევთ სელაპებს და...
– ...ზღვის ღორებით იკვებებოდნენ, ზღვის ღორები კი სელაპებზე მონადირეებმა გაანადგურეს,
ვინაიდან მათი ტყავი და ქონი არაფრით ჩამოუვარდება სელაპისას. მოგვიანებით მდინარის
ზედაწელზე არხები გაიყვანეს, ჯებირები და კაშხლები ააგეს, დინება შენელდა, დელტა შლამითა და
წყალმცენარეებით აივსო. ცელფეხამ კი მუტაცია განიცადა და ახალ პირობებს შეეგუა.

– ვერ მიგიხვდით...

– ადამიანებმა მისი კვებითი ჯაჭვი აღადგინეს – ზღვის ღორების ნაცვლად სხვა თბილსისხლიანი
არსებები შესთავაზეს. დელტაზე ცხვრების, ღორების, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაყვანა
დაიწყეს. ცელფეხაც უმალვე მიხვდა, რომ დელტაში მცურავი ნებისმიერი კარჭაპი, ნავი თუ ტივი
საჭმლით სავსე ლანგარი იყო.

– და მუტაცია? თქვენ მუტაცია ახსენეთ...

– აი, ეს, მეცნიერულად რომ ვთქვათ, წყალწყალა ნეხვი, – გერალტმა მწვანე წყალზე მიუთითა, –
ცელფეხას ზრდას ასტიმულირებს. ის ძაღლიშვილი იმხელა ხდება, რომ გემბანიდან ძროხის
დათრევასაც კი ახერხებს. ადამიანი ხომ სათქმელადაც არ ღირს. მით უმეტეს – იმ კარჭაპებიდან,
რომლებითაც კომპანიას მგზავრები გადაჰყავს. თავადაც ხედავთ, წყალში რა ღრმადაა ჩამჯდარი.

ოსტატმა, რამდენადაც ბარდანებისა და ტომრების გროვამ საშუალება მისცა, სწრაფად გადაინაცვლა

გემბანის სიღრმისკენ.

– შხაპუნი გავიგონე, – წაიჩურჩულა და ნისლს ჩააშტერდა, – ბატონო მხედვარო! გავიგონე...

– დამშვიდდით, შხაპუნთან ერთად ნიჩბების ჭრიალიც ისმის. რედანიელი მებაჟეები არიან. სადაცაა,
ჩვენამდე მოცურდებიან და ისეთ ამბავს ატეხენ, ცელფეხა მონაგონი იქნება.

შორიახლო რკილმა ჩაირბინა და ხმამაღლა შეიგინა – კინაღამ ხოხბისბუმბულიან ბიჭს დაეჯახა,

რომელიც ყველას ფეხებში ედებოდა. აფორიაქებული მგზავრები და ვაჭრები კონტრაბანდის
გადასამალავად თავიანთ ბარგი-ბარხანას მისცვივდნენ.

რამდენიმე წუთში კარჭაპის კედელს მოზრდილი ნავი მიეჯახა და გემბანზე ოთხი მკვირცხლი,
ბრაზიანი და ძალიან ხმაურიანი მამაკაცი გადმოხტა. თვალის დახამხამებაში შემოეხვივნენ შკიპერს და
საკუთარი მნიშვნელობის ხაზგასასმელად მრისხანედ აუყვირდნენ, მერე კი ბარგს ეცნენ.

– ნავმისადგომში არც კი შევსულვართ და უკვე გვამოწმებენ, – ჩივილით მიუახლოვდა რკილი

მხედვარს და მეცნიერს, – ეს რა თავნებობაა! ჯერ ხომ რედანიაში არა ვართ, რედანია ნაპირზეა, აქედან
ნახევარ ვერსზე.

– არა, – შეეპასუხა უფროსი ოსტატი, – რედანიასა და ტემერიას შორის საზღვარი პონტარის

ფარვატერზე გადის.

– და როგორ მივაგნო მაგ წყეულ ფარვატერს? ეს ხომ დელტაა! კუნძულები და სალეკი მდელოები
გამუდმებით იცვლიან ადგილს, ფარვატერიც ხან სად არის და ხან სად! ნამდვილი ღვთის რისხვაა! ჰეი,
შენ, ცინგლიანო, ბარჯი ადგილზე დადე, თორემ გავას აგიჭრელებ! კეთილშობილო ქალბატონო,
მიხედეთ ბავშვს! ეს რა ღვთის რისხვაა!

– ევერეტ! ხელი გაუშვი, დაისვრები!

– სკივრში რა არის? – ყაყანებდნენ მებაჟეები, – ჰეი, გახსენი ფუთა. ეს ვისი საზიდარია? ვალუტა გაქვს?
ვალუტა გაქვს-მეთქი? ტემერიული ან ნილფგაარდული ფული...

– აი, ასე გამოიყურება საბაჟო ომი, – ბრძნული გამომეტყველებით დაასკვნა აყალმაყალის შემყურე
ლინუს პიტმა, – ვიზიმირმა ნოვიგრადს საწყობის უფლების შემოღება აიძულა. ფოლტესტ ტემერიელმა
პასუხად ვიზიმასა და გორს ველენში საწყობის რეტორსიული ანუ აბსოლუტური უფლება დაამტკიცა,
რითაც გვარიანად აზარალა რედანიელი ვაჭრები. ვიზიმირიც ადგა და ტემერიულ ნაწარმზე ბაჟი ასწია.
თურმე, ნუ იტყვით და, რედანიის მეურნეობას იცავს! ტემერია ნილფგაარდული მანუფაქტურების
იაფი ნაწარმითაა სავსე, ხელოსნები კონკურენციას ვერ გაუძლებენ.

– მოკლედ, – ჩაიცინა გერალტმა, – ნილფგაარდი ოქროსა და საქონლის წყალობით ნელ-ნელა იმასაც

ითვისებს, რაც იარაღით ვერ დაიპყრო. ტემერია თავს არ იცავს? ფოლტესტი სამხრეთ საზღვრებს
ბლოკადაში არ აქცევს?

– აბა, როგორ? საქონელი მაჰაკამის, ბრუგეს, ვერდენის, ციდარისის ნავსადგურების გავლით შემოდის.
ვაჭრებს პოლიტიკაზე მეტად მოგება ადარდებთ. თუ ფოლტესტმა საზღვრები დახურა, ვაჭართა
გილდიები ისეთ ამბავს ატეხენ...

– ვალუტა გაქვთ? – მიუახლოვდა მოსაუბრეებს წვერგაუპარსავი და თვალებჩასისხლიანებული მებაჟე,

– სხვა ფასეულობა?

– მე მეცნიერი გახლავართ!

– მეცნიერი და თავადი ჩემთვის ერთია. რა მიგაქვთ-მეთქი, გეკითხებით.

– თავი დაანებე, ბორატეკ, – დაუძახა ჯგუფის უფროსმა, მაღალმა, მხარბეჭიანმა, გრძელულვაშა

მებაჟემ, – მხედვარი ვერ იცანი? გაუმარჯოს, გერალტ. ეს მეცნიერი შენი ნაცნობია? ოქსენფურტში
მიდის? ბარგის გარეშე?

– ჰო, ოქსენფურტში და ბარგის გარშე.

მებაჟემ სახელოდან ვეებერთელა ცხვირსახოცი გამოიძრო და შუბლი და კისერი შეიმშრალა.

– როგორ არის საქმე, გერალტ? ურჩხული არ გამოჩენილა?

– არა. შენ ხომ არ მოგიკრავს თვალი, ოლსენ?

– თვალების საცეცებლად სად მცალია, ვმუშაობ.

– ჩემი მამიკო, – ჩაეჩარა ევერეტი, – მეფე ფოლტესტის რაინდია! შენზე გრძელი ულვაშები აქვს. აი,
ამსიგრძე!

– აბა, მოუსვი აქედან, ლაწირაკო, – დაუტია ოლსენმა და მძიმედ ამოიოხრა, – ცოტა არაყი ხომ არ
მოგეძევება, გერალტ?

– მე მომეძევება, – განაცხადა, ყველას გასაოცრად, სწავლულმა და ხელბარგიდან ბრტყელი ტიკჭორა

ამოაძვრინა.

– მე კიდევ მისაყოლებელი მაქვს, – თავი მოიწონა რკილმა, – კვამლში გამოყვანილი ღლაბუტები.

– ჩემს მამიკოს კი...

– აქედან მოშორდი-მეთქი, ღლაპო!

გემბანზე მდგარი ურმის ჩრდილში, ბაგირის ხვეულებზე ჩამოსხდნენ. რიგრიგობით ეწაფებოდნენ

ტიკჭორას და ღლაბუტებს აყოლებდნენ. უეცრად აყალმაყალი ატყდა და ოლსენმა მოდავეებს მიაშურა.
მაჰაკამელი ვაჭარი ჯუჯა მებაჟეებს არწმუნებდა, რომ მისი

ბეწვეული შავმურა მელიისა კი არა, კატისა იყო და ბაჟის შემცირებას ითხოვდა. მოუსვენარი და
აბეზარი ევერეტის დედა ბარგის ჩვენებაზე საერთოდ უარს ამბობდა, ცრემლიანი კილოთი იმოწმებდა
მეუღლის რანგს და მაღალი სოციალური მდგომარეობის თანმხლებ პრივილეგიებს.

კარჭაპი დინჯად მიუყვებოდა ბუჩქნარით დაფარულ კუნძულებს შორის მოქცეულ მდინარის ტოტს და
ნაწნავებივით მიათრევდა ფერდებზე აკრულ დუმფარებს, წყლის შროშანებსა და მატიტელებს.
ლელიანში მრისხანედ ზუზუნებდნენ ბუზანკლები. უსტვენდნენ ზღვის კუები. ცალ ფეხზე მდგარი
ყანჩები სტოიკური სიმშვიდით ჩასცქეროდნენ წყალს – იცოდნენ, სიფიცხე არაფერს არგებდათ, ადრე
თუ გვიან თევზი თვითონ მიცურდებოდა მათთან.

– ასე და ამგვარად, ბატონო გერალტ, – ამბობდა რკილი და თან გულმოდგინედ წუწნიდა ღლაბუტას
ქერქს, – ამ რეისმაც მშვიდად ჩაიარა. იცით, რას გეტყვით? ურჩხულს ჩვენზე ნაკლები ჭკუა როდი აქვს.
ხვდება, რომ ჩასაფრებული ხართ. ჩვენს სოფელს ღელე ჩაუდიოდა. იმ ღელეში წავი ცხოვრობდა.
ეზოებში დაიპარებოდა და ქათმებს ახრჩობდა. ისეთი ვირეშმაკა იყო, მამაჩემს ან მე და ჩემს ძმებს შინ
თუ დაგვიგულებდა, ფეხს არ შემოადგამდა. მარტო მაშინ მოდიოდა, როცა სახლ-კარი ბაბუაჩემის
ანაბარა რჩებოდა. ბაბუაჩემი კიდევ ჭკუაზე ცოტა სუსტად იყო და ფეხები დამბლისგან ჰქონდა
წართმეული. თითქოს იცოდა, იმ ოხრისშვილმა. ჰოდა, ერთხელაც მამაჩემმა...

– ათი პროცენტი ad valorem! – დაიბღავლა ჯუჯამ და მელიის ტყავი გააქნ-გამოაქნია, – რაც

დაწესებულია, იმაზე მეტს სპილენძის გროშსაც არ გადავიხდი!

– ჰოდა, ყველაფერს ჩამოგართმევთ, – უყვირა გაცოფებულმა ოლსენმა, – ნოვიგრადის დაცვასაც

შევატყობინებ და შენი ადვალორიანად ვირის აბანოში გიკრავენ თავს! ბორატეკ, წამოკრიფე ამისი
ბარგი-ბარხანა! ჰეი, მეც დამიტოვეთ რამე!

– დაჯექი, ოლსენ, – გერალტმა გვერდზე გაიწია და მებაჟეს ადგილი დაუთმო, – მძიმე სამუშაო გქონია.

– აი, აქ მიზის, – მებაჟემ ამოიოხრა, არაყი მოსვა და ულვაში მოიწმინდა, – ჯანდაბამდე გზა ჰქონია
ყველაფერს, ავდგები და აედირნში დავბრუნდები. ჩემი და და სიძე რედანიაში გადმოსახლდნენ და
მეც, მეშვიდე თაობის ვენგერბერგელი, უკან გამოვყევი. დროა, შინ დავბრუნდე. იცი, გერალტ, მინდა,
ჯარში ჩავეწერო. მგონი დემავენდი საგანგებო არმიას კრებს. ნახევარი წელი ბანაკში ვივარჯიშებ, მერე
კი სამჯერ მეტი შემოსავალი მექნება, ვიდრე აქ მაქვს, ქრთამის ჩათვლით. გადამლაშებულია შენი
ღლაბუტა.

– მაგ საგანგებო არმიის ამბავი მეც გამიგონია, – კვერი დაუკრა რკილმა, – ციყვების ასალაგმავად
მოიფიქრეს, რადგან რეგულარულმა

ჩვენებაზე საერთოდ უარს ამბობდა, ცრემლიანი კილოთი იმოწმებდა მეუღლის რანგს და მაღალი
სოციალური მდგომარეობის თანმხლებ პრივილეგიებს.

ჯარმა ბრიგადებს ვერაფერი დააკლო. ამბობენ, ყველაზე დიდი ხალისით ნახევარელფებს იღებენო.
მაგრამ რაღა ეგ ბანაკი და რაღა ჯოჯოხეთი. ნახევარი განახევრებული გადის იქიდან, ზოგი – პენსიაზე,
ზოგიც – მარილზე.

– ასეც უნდა იყოს, – უპასუხა მებაჟემ, – ეს ხომ საგანგებო არმიაა, შკიპერო. ტრაწიანი ფაროსნებივით
მარტო იმის ცოდნა კი არ მოეთხოვებათ, შუბი რომელი მხრიდან ჩხვლეტს. საგანგებო ჯარმა ომი ხუთი
თითივით უნდა იცოდეს!

– შენც არ მყავდე დიდი მეომარი. არ გეშინია, ციყვებმა ტრაკი ისრებით რომ დაგიჩხვლიტონ?

– დიდი ამბავი! მშვილდ-ისრის სროლა მეც ვიცი. ნილფგაარდთან მიბრძოლია, ელფები რას მიქვია?

– ამბობენ, – რკილს გააჟრჟოლა, – სკოიატაელებს ცოცხალი თუ ჩაუვარდი ხელში, სიკვდილს

განატრებინებენო...
– ხმა ჩაიწყვიტე, შკიპერო, რა დედაკაცივით მოთქვამ?! ომი ომია. ხან გააპანღურებ, ხან
გაგაპანღურებენ. დიდად არც ჩვენები ელოლიავებიან დატყვევებულ ელფებს.

– ტერორის ტაქტიკაა, – ღლაბუტას თავს და ხერხემალს წყალში გადაუძახა ლინუს პიტმა, – ძალადობა
ძალადობას შობს. გულებში სიძულვილმა დაიბუდა და სისხლი მოუწამლა მოყვასს...

– რაო, რაო? – დაიმანჭა ოლსენი, – ადამიანურად ილაპარაკე, თუ ძმა ხარ.

– მძიმე დრო დაგვიდგა.

– ეგ მართალია, – კვერი დაუკრა რკილმა, – დიდ ომს ვერ ავცდებით. საითაც არ უნდა გაიხედო, ცა
ყვავებითაა სავსე. ეტყობა, ლეშის სუნი სცემთ. მისანმა იტლინამ კიდევ ქვეყნიერების აღსასრული
იწინასწარმეტყველა. კარგად აღარ მახსოვს, თეთრი სინათლე მოვა და თეთრი სიცივე მოჰყვებაო, თუ
პირიქით. ხალხი ამბობს, ცაზე ნიშანიც გამოისახაო...

– ცას კი არა, ფარვატერს უყურე, შკიპერო, კარჭაპი მეჩეჩზე არ შესვა. ესეც ოქსენფურტი. აი, კასრიც
გამოჩნდა.

ნისლი შესამჩნევად შეთხელდა. მარჯვენა ნაპირზე უკვე შეიძლებოდა მინდვრებისა და აკვედუკის

ნაწილის გარჩევა.

ჯოჯოხეთი. ნახევარი განახევრებული გადის იქიდან, ზოგი – პენსიაზე, ზოგიც – მარილზე.

– ეს, ბატონებო, ჩასადინართა გასაწმენდი ექსპერიმენტული დანადგარია, – ამაყად განაცხადა ოსტატმა,

– მეცნიერების დიადი პროგრესის ნაყოფი, აკადემიის უზარმაზარი მიღწევა. ელფების ძველი
აკვედუკი, არხები და სალექარი შევაკეთეთ და უკვე დავიწყეთ ჩასადინართა წმენდა მთელ
უნივერსიტეტში, ქალაქში, მახლობელ სოფლებსა და ფერმებში. ის, რასაც კასრი უწოდეთ, სწორედ
სალექარია, მეცნიერების უდიდესი...

– თავები, თავები დახარეთ, – წამოიძახა ოლსენმა და მოაჯირს ამოეფარა, – შარშან, ეს რაღაცა რომ
აფეთქდა, განავალმა ლამის წეროების კუნძულამდე უწია.

კარჭაპმა კუნძულებს შორის მოქცეულ მდინარის ტოტში შეცურა. კოშკი და აკვედუკი თვალს მიეფარა.
ყველამ შვებით ამოისუნთქა.

– ოქსენფურტის ტოტს მიჰყვები, რკილო? – ჰკითხა ოლსენმა.

– ჯერ რცხილების ყურეში შევივლი, ტემერიელი ვაჭრები და მონათვაჭრები უნდა წამოვიყვანო.

– ჰმ, – მებაჟემ კისერი მოიქექა, – ყურეში... გერალტ, აქეთ მოიხედე, ტემერიელებთან უთანხმოება ხომ
არ მოგსვლია?

– რა იყო? ვინმემ მიკითხა?

– საქმეც ეგ არის. არ დამვიწყებია, რომ მთხოვე, ყური გეჭიროს, ვინმეს ჩემი ასავალ-დასავალი ხომ არ
აინტერესებსო. ჰოდა, ტემერიელ მესაზღვრეებს აინტერესებთ. იქაურმა მებაჟეებმა მითხრეს,
ვმეგობრობ მაგათთან. ცუდი სუნი მცემს, გერალტ.

– წყლიდან? – აფორიაქდა ლინუს პიტი და შიშით გაიხედა იქით, სადაც მეცნიერების კოლოსალური
მიღწევა ეგულებოდა.

– ამ წვინტლიანისგან? – რკილმა თითი ევერეტისკენ გაიშვირა, ისევ მათ სიახლოვეს რომ ტრიალებდა.

– სხვა სუნს ვგულისხმობ, – შეიჭმუხნა მებაჟე, – მოიხედე, გერალტ, ტემერიელმა მებაჟეებმა მითხრეს,
მესაზღვრეები უცნაურ კითხვებს გვისვამდნენო. სცოდნიათ, რომ მალატიუსის და გროკის კარჭაპით
დაცურავ. ჰოდა, კითხულობდნენ, მარტო ხარ თუ არა. ხომ არ გახლავს... დასწყევლოს ღმერთმა,
ოღონდ არ დამცინო – ვიღაც მცირეწლოვანი გოგო, რომელიც ვითომდა შენთან ერთად უნახავთ.

რკილმა გადაიხარხარა. ლინუს პიტმა მხედვარს ისეთი ზიზღით შეხედა, როგორითაც ეგების იმ
თმაჭაღარა მამაკაცების ყურება, რომლებმაც მცირეწლოვანი გოგონებისადმი ლტოლვით კანონის
ყურადღება მიიპყრეს.

ოლსენმა ჩაახველა.

– მებაჟეებმა ივარაუდეს, რომ ეს უფრო პირადი ანგარიშის ამბავია, რომელშიც ვიღაცამ საზღვრის
დაცვა ჩარია... გოგოს ოჯახმა ან საქმრომ, რა... მიიკითხ-მოიკითხეს, ამ ყველაფრის უკან ვინ იდგა და,
შენ წარმოიდგინე, გაიგეს. ვიღაც დიდგვაროვანია, კარგი სიტყვა-პასუხის პატრონი, შეძლებული და
ხელგაშლილი. თავის თავს... რიენსს თუ რაღაც ეგეთს ეძახის. მარცხენა ლოყაზე დამწვარივით ლაქა
აქვს. იცნობ?

გერალტი წამოდგა.

– რკილო, რცხილების ყურეში ჩავალ.

– რაო? ურჩხულს ვიღას უტოვებ?

– ეგ თქვენი საზრუნავია.

– ჰო, მართლა, – შეაწყვეტინა ოლსენმა, – საზრუნავი ახსენე და, აბა, ერთი მარჯვნივ გაიხედე.

კუნძულის მხრიდან, შესამჩნევად შეთხელებულ ნისლში, ბარკასი გამოჩნდა. მის ანძაზე ზანტად
ირხეოდა ვერცხლისფერი შროშანებით მოქარგული შავი დროშა. გემბანზე ტემერიელი მესაზღვრეების
წოწოლაქუდებიანი რამდენიმე კაცი მოჩანდა.

გერალტმა თვალის დახამხამებაში აიტაცა ჩანთა, ცირისა და იენიფერის წერილები ამოიღო, ნაკუწებად
აქცია და წყალში გადაყარა. მებაჟე უხმოდ შეჰყურებდა.

– მითხარი ერთი, რას აკეთებ.

– ვერ გეტყვი. ცხენს მიმიხედე, რკილო.

რომლებმაც მცირეწლოვანი გოგონებისადმი ლტოლვით კანონის ყურადღება მიიპყრეს.

– შენ რა... – ოლსენი მოიღუშა, – ხომ არ აპირებ...

– რას ვაპირებ, ჩემი საქმეა. ნუ ჩაერევი, თორემ სასაზღვრო ინციდენტი მოხდება. ტემერიის დროშით
მოცურავენ.

– გავკარი მაგათ დროშას, – მებაჟემ ხანჯალი შეისწორა და მომინანქრებულ გულსაბნევზე, რომელზეც

წითელი მინდვრის თავზე მოლივლივე არწივი იყო გამოსახული, სახელო ჩამოისვა, – სანამ გემბანზე
ვარ და ტვირთს ვათვალიერებ, ეს რედანიის ტერიტორიაა. აბა, გაბედონ...

– ოლსენ, – მხედვარმა ხელი სტაცა, – გთხოვ, ნუ ჩაერევი. ის სახედამწვარი ბარკასზე არ ჩანს, მე კი

აუცილებლად უნდა გავიგო, ვინ არის და რა უნდა. აუცილებლად უნდა შევხვდე.

– გინდა, ბორკილები დაგადონ? ნუ სულელობ! თუ ეს პირადი შურისძიებაა, როგორც კი კუნძულს

გასცდებით და მორევს მიადგებით, კისერზე ღუზას მოგაბამენ და წყლის სიღრმეს გაგაზომვინებენ.
შეხვდები, აბა რა, ოღონდ კიბორჩხალებს მდინარის ფსკერზე!

– მესაზღვრეები ყაჩაღებში ხომ არ გერევა?

– მერევა? ერთი სიფათებზე შეხედე! თუმცა ვნახოთ. ეგრევე მივხვდები, რა ხალხია.

ბარკასი კარჭაპს მიადგა. ერთმა მესაზღვრემ ბაგირი გადმოაგდო. მეორემ მოაჯირს ბარჯი გამოსდო.

ბარკასიდან სამი კაცი გადმოხტა.

– მე შკიპერი ვარ, – გზა გადაუღობა რკილმა, – ეს მალატიუსის და გროკის კომპანიის გემია. რაშია სა...

ერთმა, ჯმუხმა და მელოტმა, უბოდიშოდ ჰკრა მუხის ტოტივით მსხვილი ხელი.

– არის თუ არა ბორტზე ვინმე გერალტი, გერალტ რივიელად წოდებული? – დაიქუხა მან და შკიპერს
ახედ-დახედა.

– არ არის.

– მე ვარ, – მხედვარმა ფუთებს და ტომრებს გადააბიჯა და მესაზღვრეებთან მივიდა, – მე ვარ გერალტი,

გერალტ რივიელად წოდებული. რა ხდება?

– კანონის სახელით, დაპატიმრებული ხართ, – მელოტმა მგზავრები მოათვალიერა, – გოგო სად არის?

– მარტო ვარ.

– მიჰქარავ!

– ერთი წუთით, – ოლსენი მხედვარს გვერდით ამოუდგა და მხარზე ხელი დაადო, – დამშვიდდით,
ყვირილი რა საჭიროა. დაგაგვიანდათ, ტემერიელებო, ის უკვე დაპატიმრებულია კანონის სახელით. მე
დავაპატიმრე კონტრაბანდისთვის და, განკარგულების თანახმად, ოქსენფურტის საყარაულოში
მიმყავს.

– აჰა, – შეიჭმუხნა მელოტი, – და გოგო სადღაა?

– აქ არავითარი გოგო არ არის და არც ყოფილა.

დაბნეულმა მესაზღვრეებმა ერთმანეთს გადახედეს. ოლსენმა ჩაიღიმა და შავტუხა ულვაში

გადაიგრიხა.

– იცით, რა ვქნათ? ოქსენფურტში გამოგვყევით. მე და თქვენ უბრალო ხალხი ვართ, სად ჩვენ და სად
კანონი, ოქსენფურტის საყარაულოს კომენდანტი კი ჭკვიანი და გამოცდილი კაცია, იმან განსაჯოს.
იცნობთ, არა, ჩვენს კომენდანტს? თვითონ მშვენივრად იცნობს თქვენსას. ყველაფერს აუხსნით,
ბეჭდიან ბრძანებას აჩვენებთ... ბეჭდიანი ბრძანება ხომ გაქვთ?

მელოტი კუშტად შეჰყურებდა მებაჟეს და ხმას არ იღებდა. ბოლოს გადაუგდო:

– ოქსენფურტში წასვლის არც დრო მაქვს, არც სურვილი. ეს ჩიტი ჩვენ მიგვყავს, მორჩა და გათავდა.
სტრან, ვიტეკ, გაჩხრიკეთ კარჭაპი, გოგო მოძებნეთ. აბა, ჩქარა!

– წყნარად, წყნარად, – ოლსენს მისი ყვირილი აინუნშიც არ ჩაუგდია, – რედანიის ტერიტორიაზე

იმყოფებით, ტემერიელებო. რამე ფასეულობა ხომ არ გაქვთ თან? ან რამე აკრძალული? ახლავე
შევამოწმებთ, ახლავე მოვძებნით. ჰოდა, თუ ვიპოვეთ, მოგიწევთ ჩვენთან ერთად ოქსენფურტში
წამობრძანება. ჩვენ კი, თუ მოვინდომეთ, ყოველთვის ვიპოვით რამეს. აქ მოდით, ბიჭებო!

– მამაჩემი, – დაიწრიპინა უეცრად ევერეტმა, რომელიც, კაცმა არ იცის, როდის გაჩნდა მელოტის
გვერდით, – რაინდია! შენზე დიდი დანა აქვს!

მელოტმა არც აცივა, არც აცხელა, ბიჭს თახვის ბეწვის საყელოში სწვდა, მაღლა ასწია, ცალი ხელი
წელზე შემოხვია, მეორით კი ყელთან მონადირის დანა მიადო:

– უკან! უკან, თორემ ამ ლაწირაკს ყელს გამოვჭრი!

– ევერე-ე-ეტ! – იწივლა კეთილშობილმა ბანოვანმა.

– უცნაური მეთოდები ჰქონიათ ტემერიელ მესაზღვრეებს, – ჩაილაპარაკა მხედვარმა, – იმდენად

უცნაური, არც კი მჯერა, რომ მესაზღვრეები არიან.

– ენა ჩაიგდე! – დაიღრიალა მელოტმა და აჭყივლებული ევერეტი შეაჯანჯღარა, – სტრან, ვიტეკ,

აიყვანეთ! ხელები შეუკარით და ბარკასზე! თქვენ კი მანდედან ფეხი არ მოიცვალოთ! გოგო სად
არის-მეთქი? აქ მოიყვა, თორემ ამ ცინგლიანს გოჭივით დავკლავ!

– მიდი, დაკალი, – წაისისინა ოლსენმა, ხანჯალი ნელა ამოიღო ბუდიდან და მებაჟეებს ნიშანი მისცა, –
ჩემია თუ რა? აი, როცა დაკლავ, მერე კი დაგელაპარაკები.

– ნუ ერევი! – გერალტმა ხმალი გემბანზე დააგდო და მებაჟეები და რკილის მეზღვაურები ჟესტით

შეაჩერა, – შენს განკარგულებაში ვარ, ბატონო ცრუმესაზღვრევ, ბავშვს თავი დაანებე.

– ბარკასზე! – მელოტმა ევერეტიანად მოაჯირისკენ დაიხია და ბაგირს ხელი ჩაავლო, – ვიტეკ, ხელები
შეუკარი! ფეხი არ მოიცვალოთ-მეთქი! გაინძრევით და ამ ლეკვს სულს გავაფრთხობინებ!

– გაგიჟდი, გერალტ? – გადაულაპარაკა ოლსენმა.

– ნუ ერევი.

– ევერე-ე-ეტ!

მოულოდნელად ტემერიული ბარკასი შეირყა და კარჭაპს მოსცილდა. წყალი აზვირთდა და მისი

სიღრმიდან ტყლაშუნით ამოხტა გრძელი, ბანჯგვლიანი, მწვანე, ჩოქელასავით ქიცვით დაფარული
წყვილი მარწუხი. მარწუხები ბარჯიან მესაზღვრეს შემოეხვია და თვალის დახამხამებაში ჩაითრია
მდინარეში. მელოტმა საზარლად დაიღრიალა, ევერეტს ხელი გაუშვა და ბარკასიდან გადმოკიდებულ
ბაგირს ჩაებღაუჭა. ევერეტი წყალში ჩავარდა, რომელიც უკვე წითლად შეღებილიყო. ბარკასზე და
კარჭაპზე მყოფები გიჟებივით აყვირდნენ.

გერალტმა გაიბრძოლა და მესაზღვრეებს, რომლებიც მის გაკოჭვას ცდილობდნენ, ხელიდან

დაუსხლტა. ერთ მათგანს ნიკაპში ამოჰკრა მუშტი და გემიდან გადააგდო. მეორემ ბარჯი მოუღერა,
მაგრამ ერთბაშად ჩვარივით მოეშვა და ოლსენს მკლავებზე ჩამოეკიდა. ნეკნებში ტარამდე ჩარჭობოდა
ხანჯალი.

მხედვარი მოაჯირს გადაახტა. სანამ მის თავს ზემოთ წყალმცენარეების აპკი შეიკვრებოდა,
ოქსენფურტის აკადემიის ბუნების ისტორიის მასწავლებლის, უფროს ოსტატ ლინუს პიტის ყვირილი
გაიგონა:

– ეს რა იყო? რა სახეობაა? ასეთი ცხოველი არ არსებობს!

გერალტმა ძლივს აიცილა მელოტის რომელიღაც ხელქვეითის ნასროლი ბარჯი და ზედ ტემერიული
ბარკასის ბორტთან ჩაყვინთა. მესაზღვრემ ხელმეორედ დააპირა სროლა, მაგრამ, ყელში ისარგაყრილი,
წყალში ჩავარდა. გერალტმა ბარჯი აიტაცა, ბორტს ორივე ფეხი ჰკრა, მორევში შევარდა და რაღაცას –
იმედი ჰქონდა, რომ ევერეტს არა – ბრმად აძგერა იარაღი.

– დაუჯერებელია! – ესმოდა სწავლულის ყვირილი, – ასეთი ცხოველი არ არსებობს! ყოველ

შემთხვევაში, არ უნდა არსებობდეს!

„აი, ამაში კი გეთანხმები“, გაიფიქრა გერალტმა და კიდევ ერთხელ ჰკრა ბარჯი ცელფეხას მაგარ,
ქიცვიან ბაკანს. ტემერიელი მესაზღვრის

უსულო სხეული უმწეოდ ტოკავდა ურჩხულის ნამგლისებრ ყბებში. ცელფეხამ მკვეთრად აიქნია
ბრტყელი კუდი და ფსკერზე დაყვინთა, შლამის ღრუბელი წამოშალა.

გერალტს წვრილი ხმა შემოესმა – ევერეტი, წყალში ყვირილით რომ ატყაპუნებდა ხელებს, ფეხებში
ჩაეჭიდა მელოტს, რომელიც ბარკასიდან გადმოკიდებულ ბაგირზე მიფოფხავდა. ბაგირი გაწყდა და
მცველი და ბიჭი წყალქვეშ გაუჩინარდნენ. გერალტმა მათ კვალდაკვალ ჩაყვინთა და ბედმა გაუღიმა –
მაშინვე მოხვდა ხელში თახვის ბეწვის საყელო. მხედვარმა ევერეტი ტანზე შემოხვეულ
წყალმცენარეებს გამოგლიჯა, ამოყვინთა, გულაღმა გაწვა და წყალზე ფეხების ცემით გაცურა
კარჭაპისკენ.

– აქეთ, გერალტ, აქეთ! – ესმოდა გემიდან, – აქეთ მოიყვა! თოკს ჩაეჭიდე, თოკს! უხ, შენი! თოკს
ჩაეჭიდე-მეთქი! ბარჯით, გერალტ! ჩეეემი პატარააა!!!

ვიღაცამ ბავშვი ხელიდან გამოსტაცა და ზემოთ აათრია. იმავე წამს ვიღაც სხვა უკანიდან შემოეხვია,
კეფაში ჩაარტყა, მთელი ტანით გადაეფარა და ჩაძირვა დაუწყო. გერალტმა ბარჯს ხელი გაუშვა,
შემოტრიალდა და თავდამსხმელს ქამარში ჩააფრინდა. დააპირა, მეორე ხელით თმაში სწვდენოდა,
მაგრამ არ გამოუვიდა – თავდამსხმელი მელოტი იყო.

ორივემ ამოყვინთა. ტემერიული ბარკასი კარჭაპს საკმაო მანძილით მოშორებოდა. ერთმანეთს

ჩაფრენილი გერალტი და მელოტი მათ შორის აღმოჩნდნენ. მელოტი ყელში წაეტანა. მხედვარმა ცერი
თვალში ჩაარჭო. მესაზღვრემ შეჰყმუვლა, ხელი გაუშვა და ცურვით გაეცალა. გერალტმა ვეღარ გაცურა
– რაღაცას მისი ფეხი ეჭირა და ქვემოთ ექაჩებოდა. მის გვერდით საცობივით ავარდა ჰაერში სხეულის
ნახევარი. გერალტი მიხვდა, რასაც ეჭირა, ლინუს პიტის ახსნა-განმარტება აღარ დასჭირვებია.

– ფეხსახსრიანია! – ღრიალებდა გემბანიდან გადმოყუდებული სწავლული, – რიგი Amphipoda, კლასი

დიდყბიანები!

გერალტმა გაშმაგებით აამუშავა ხელები და გაიბრძოლა, რათა თავი დაეხსნა ცელფეხას მარწუხისგან,
რიტმულად მოტკაცუნე ყბებისკენ რომ მიათრევდა. უფროსი ოსტატი მართალი აღმოჩნდა – ყბებს
პატარებს ნამდვილად ვერ დაარქმევდით.

– თოკს ჩაეჭიდე! – უყვიროდა ოლსენი, – თოკს ჩაეჭიდე, გერალტ!

მის ყურთან ბარჯმა გაიზუზუნა და ჭახანით ჩაესო ურჩხულის ნიჟარებითა და წყალმცენარეებით

მოფენილ ბაკანს. გერალტი ბარჯის

ტარს ჩაებღაუჭა, დააწვა, ღონივრად აისხლიტა, თავისუფალი ფეხი აიკეცა, მთელი გაქანებით აძგერა
ცელფეხას და, როგორც იქნა, მეორე ფეხი გამოსტაცა, თუმცა ჩექმა, შარვლის დიდი ნაწილი და ბლომად
კანი მარწუხში შეატოვა. ჰაერში ისევ აზუზუნდა ბარჯები და ჰარპუნები, მაგრამ მიზანს თითქმის არ
მოხვედრია. ცელფეხამ მარწუხები მოაშორა, კუდი მოიქნია და ნარნარად ჩაყვინთა მწვანე სიღრმეში.

გერალტი ზედ სახეზე დაცემულ თოკს ჩაეჭიდა. ბარჯის კაუჭი წელზე წამოედო და ფერდი გაუჭრა.
იგრძნო, როგორ ამოვარდა წყლიდან და ზემოთ აფრინდა, დაინახა, როგორ წაეტანა უამრავი ხელი.
მოაჯირზე გადაბობღდა, გემბანზე დაეხეთქა და იქაურობა წყლით, ქვიშითა და სისხლით მოსვარა.
მგზავრები, მეზღვაურები და მებაჟეები გარს შემოეხვივნენ. მოაჯირზე გადაყუდებული ოლსენი და
კატის ბეწვით მოვაჭრე ჯუჯა მშვილდ-ისარს ისროდნენ. გალუმპული და წყალმცენარეებისგან
ერთიანად გამწვანებული ევერეტი დედის მკლავებში კბილებს აკაწკაწებდა, ღრიალებდა და
იფიცებოდა, არ მინდოდაო.

– გერალტ, – ყურში ჩაჰყვიროდა რკილი, – ცოცხალი ხართ?

– დასწყევლოს ღმერთმა, – მხედვარმა წყალმცენარეები გადმოაფურთხა, – აშკარად დავბერდი ასეთი

რამეებისთვის. ძალიან დავბერდი.

ჯუჯამ ლარი მოსხლიტა.

– შიგ მუცელში! – აღტაცებით შეჰყვირა ოლსენმა, – ოჰოჰო! დიდებული გასროლაა, ბატონო მოისარო!
ჰეი, ბორატეკ, დაუბრუნე ამ კაცს ფული! ასეთი გასროლისთვის შეღავათი ეკუთვნის!

– მოიცათ... – ამოიხროტინა მხედვარმა და ასადგომად წამოიწია, – ყველას ნუ დახოცავთ, თქვე ოხრებო,

ერთი ცოცხალი მჭირდება.

– ერთი დაგიტოვეთ, – დაამშვიდა მებაჟემ, – აი, ის მელოტი, მე რომ მეკინკლავებოდა. დანარჩენებს

წირვა გამოვუყვანეთ. ის თავმოტვლეპილი კიდევ, აგერ, იქ ჭყუმპალაობს. მოიცა, ახლავე ამოვათრევთ.
ჰარპუნი მომეცით!

– აღმოჩენა! დიადი აღმოჩენა! – გაჰყვიროდა ლინუს პიტი და მოაჯირთან ხტოდა, – სულ ახალი,
მეცნიერებისთვის უცნობი სახეობა! უნიკალურზე უნიკალური უნიკუმი! ოჰ, რომ იცოდეთ, როგორი
მადლიერი ვარ თქვენი, ბატონო მხედვარო! ამიერიდან ამ სახეობას ერქმევა... Geraltia maxiliosa pitti!

ფეხი გამოსტაცა, თუმცა ჩექმა, შარვლის დიდი ნაწილი და ბლომად კანი მარწუხში შეატოვა. ჰაერში
ისევ აზუზუნდა ბარჯები და ჰარპუნები, მაგრამ მიზანს თითქმის არ მოხვედრია. ცელფეხამ მარწუხები
მოაშორა, კუდი მოიქნია და ნარნარად ჩაყვინთა მწვანე სიღრმეში.

გერალტი ზედ სახეზე დაცემულ თოკს ჩაეჭიდა. ბარჯის კაუჭი წელზე წამოედო და ფერდი გაუჭრა.
იგრძნო, როგორ ამოვარდა წყლიდან და ზემოთ აფრინდა, დაინახა, როგორ წაეტანა უამრავი ხელი.
მოაჯირზე გადაბობღდა, გემბანზე დაეხეთქა და იქაურობა წყლით, ქვიშითა და სისხლით მოსვარა.
მგზავრები, მეზღვაურები და მებაჟეები გარს შემოეხვივნენ. მოაჯირზე გადაყუდებული ოლსენი და
კატის ბეწვით მოვაჭრე ჯუჯა მშვილდ-ისარს ისროდნენ. გალუმპული და წყალმცენარეებისგან
ერთიანად გამწვანებული ევერეტი დედის მკლავებში კბილებს აკაწკაწებდა, ღრიალებდა და
იფიცებოდა, არ მინდოდაო.

– გერალტ, – ყურში ჩაჰყვიროდა რკილი, – ცოცხალი ხართ?

– დასწყევლოს ღმერთმა, – მხედვარმა წყალმცენარეები გადმოაფურთხა, – აშკარად დავბერდი ასეთი

რამეებისთვის. ძალიან დავბერდი.

ჯუჯამ ლარი მოსხლიტა.

– შიგ მუცელში! – აღტაცებით შეჰყვირა ოლსენმა, – ოჰოჰო! დიდებული გასროლაა, ბატონო მოისარო!
ჰეი, ბორატეკ, დაუბრუნე ამ კაცს ფული! ასეთი გასროლისთვის შეღავათი ეკუთვნის!

– მოიცათ... – ამოიხროტინა მხედვარმა და ასადგომად წამოიწია, – ყველას ნუ დახოცავთ, თქვე ოხრებო,

ერთი ცოცხალი მჭირდება.

– ერთი დაგიტოვეთ, – დაამშვიდა მებაჟემ, – აი, ის მელოტი, მე რომ მეკინკლავებოდა. დანარჩენებს

წირვა გამოვუყვანეთ. ის თავმოტვლეპილი კიდევ, აგერ, იქ ჭყუმპალაობს. მოიცა, ახლავე ამოვათრევთ.
ჰარპუნი მომეცით!

– აღმოჩენა! დიადი აღმოჩენა! – გაჰყვიროდა ლინუს პიტი და მოაჯირთან ხტოდა, – სულ ახალი,
მეცნიერებისთვის უცნობი სახეობა! უნიკალურზე უნიკალური უნიკუმი! ოჰ, რომ იცოდეთ, როგორი
მადლიერი ვარ თქვენი, ბატონო მხედვარო! ამიერიდან ამ სახეობას ერქმევა... Geraltia maxiliosa pitti!

– ღრმად პატივცემულო სწავლულო, – კბილები გააკრაჭუნა გერალტმა, – თუ ნამდვილად გინდათ

მადლობის გადახდა... ამ ოხრობას Everetia დაარქვით.

– ესეც მშვენიერი სახელია, – დაეთანხმა მეცნიერი, – ოჰ, რა აღმოჩენაა! რა უნიკალური, რა

განსაცვიფრებელი ეგზემპლარი! ალბათ, ერთადერთი მთელ დელტაში!

– არა, – თქვა უეცრად მოღუშულმა რკილმა, – ერთადერთი არ არის. იქით გაიხედეთ!

ყვითელი დუმფარების ხალიჩა, მახლობელ კუნძულს რომ ეკვროდა, შეირხა და ატორტმანდა. ჯერ
ტალღა დაინახეს, მერე კი უზარმაზარი, დამპალი მორის მსგავსი სხეული, ყბებს რომ ატკაცუნებდა და
სწრაფად ამოძრავებდა უამრავ კიდურს. მელოტმა უკან მიიხედა, გულის გამგმირავად შეჰყვირა და
ხელ-ფეხის გაშმაგებული ქნევით გაცურა.

– ოჰ, რა დიდებული ეგზემპლარია, რა დიდებული! – უკიდურესად აღელვებული პიტი სწრაფად

იწერდა, – თავის სატაცი კიდურები... ოთხი წყვილი ყბაფეხი... კუდის ღონიერი მარაო... ბასრი
მარწუხები...

მელოტმა ისევ მიიხედა უკან და კიდევ უფრო გამგმირავად შეჰყვირა. Everetia maxiliosa pitti-მ სატაცი
კიდურები წინ გაიწოდა და კუდის მარაო ღონივრად მოიქნია. მელოტი თავგანწირვით და
სასოწარკვეთით აფართხალდა და შხეფების შადრევანი დააყენა.

– დაე, წყალი არყად ქცეულიყოს მისთვის, – თქვა ოლსენმა, თუმცა ქუდი არ მოუხდია.

– ჩ-ჩემი მ-მამიკო, – კბილების კაწკაწით დაიწრიპინა ევერეტმა, – ამ ბიძიაზე სწრაფად დაცურავს.

– ბავშვი აქაურობას მოაშორეთ, – ამოიგმინა მხედვარმა.

ურჩხულმა მარწუხები გაშალა და ყბები გაატკაცუნა.

ლინუს პიტი გაფითრდა და პირი მიიბრუნა.

მელოტმა შეჰყვირა, სული შეუგუბდა და წყალქვეშ გაუჩინარდა. მდინარე აქაფდა და ალისფრად

შეიღება.

Everetia დაარქვით.

– ჯანდაბა, – გერალტი მძიმედ დაეშვა გემბანზე, – დავბერდი ასეთი რამეებისთვის... მეტისმეტად

დავბერდი...

***

რა დასამალია – ბაბუაწვერას მთელი გულით უყვარდა ოქსენფურტი.

უნივერსიტეტს გარს გალავანი ერტყა, გალავანს კი მეორე რკალი შემოვლებოდა – დიდი, ხმაურიანი,
მქშინავი, მჩქეფარე და მოყაყანე ქალაქის რკალი. ხისსახლებიანი და ფერადი, ვიწროქუჩებიანი და
წოწოლასახურავებიანი ქალაქისა, რომელიც აკადემიის, სტუდენტების, მასწავლებლების, მეცნიერების,
მკვლევრებისა და მათი სტუმრების ცხოვრებით ცხოვრობდა. ცხოვრობდა მეცნიერებით და
მეცნიერების ხარჯზე, ცხოვრობდა იმით, რაც, ჩვეულებისამებრ, თან ახლავს შემეცნების პროცესს,
ვინაიდან თეორიის ნარჩენებისა და ნატეხებისგან ქალაქ ოქსენფურტში პრაქტიკა, ხელშეკრულებები
და შემოსავლები იბადებოდა.

პოეტი ნელა მიუყვებოდა ხალხით სავსე ჭუჭყიან ქუჩას. ჩაუარა სახელოსნოებს, ფარდულებს, დიდ და
პატარა მაღაზიებს – აქ აკადემიის წყალობით ამზადებდნენ და ყიდიდნენ ათასობით მშვენიერ
ნაკეთობას, რომლებზეც ქვეყნის სხვა კუთხე-კუნჭულებში ხელი არ მიუწვდებოდათ, რომელთა
დამზადება ქვეყნის სხვა კუთხე-კუნჭულებში შეუძლებლად ან არახელსაყრელად მიიჩნეოდა. ჩაუარა
სამიკიტნოებს, დუქნებს, დახლებს, თახჩებს, დგამებს და ხელზე მოვაჭრეთა ხონჩებს, საიდანაც
ეგზოტიკური, ქვეყნის სხვა კუთხე-კუნჭულებში არნახული, ქვეყნის სხვა კუთხე-კუნჭულებში უცნობი
წესებით, საკაზმებითა და სანელებლებით მომზადებული კერძების სუნთქვის შემკვრელი სურნელი
იფრქვეოდა. ეს ოქსენფურტი იყო, ჭრელი, მხიარული, ხმაურიანი და სურნელოვანი ქალაქი, სადაც
მარჯვე და გამბედავი ადამიანები უნივერსიტეტის კედლებიდან წვეთწვეთობით გამოჟონილ მშრალ
და, ერთი შეხედვით, უსარგებლო თეორიას სასწაულებად აქცევდნენ.

ყველაფერთან ერთად, ოქსენფურტი გართობის, დროსტარების, მარადიული დღესასწაულისა და

განუწყვეტელი ლხინის ქალაქი იყო. ქუჩაბანდებში დღედაღამ ისმოდა დაკვრა, სიმღერა, ბოკლების
წკრიალი და ტოლჩების ჭახუნი, რადგან, როგორც ცნობილია, ამქვეყნად ისე არაფერი აწყურებს,
როგორც სწავლა. მიუხედავად იმისა, რომ, რექტორის ბრძანებით, სტუდენტებსა და ბაკალავრებს
მწუხრის დადგომამდე სმა და დროსტარება ეკრძალებოდათ, ოქსენფურტში დღედაღამ სვამდნენ და
ილხენდნენ, ვინაიდან, როგორც ცნობილია, ამქვეყნად ერთადერთი რამ აწყურებს სწავლაზე მეტად –
დალევის სრული ან ნაწილობრივი აკრძალვა.

ბაბუაწვერამ ქურანს შეუძახა და ქუჩებს მოდებულ ხალხში გზა გაიკვლია. ირგვლივ გამეფებულ ქაოსს
უარესად ახმაურებდნენ გადამყიდველები, მეწვრილმანეები და მოხეტიალე თაღლითები, რომლებიც
ყვირილით აქებდნენ თავიანთ საქონელსა თუ ხელობას:

– კალმარები! აბა, შემწვარი კალმარები!

– აბა, მალამო, ყოველგვარი მუწუკის წამალი! საიმედო და საუცხოო! ასეთს ვერსად ნახავთ!

– მონადირე კატები! ჯადოქრის კატები! უსმინეთ, კეთილო ხალხო, როგორ კნავიან!

– ამულეტები! ელექსირები! ფილტრები! სურვილის მომგვრელები! აფროდიზიაკები გარანტიით! ერთი

მწიკვი მიცვალებულსაც წამოაყენებს! აბა, ვის უნდა?

– კბილების ამოღება! უმტკივნეულოდ! იაფად! თითქმის მუქთად!

– „თითქმის მუქთად“ რას ნიშნავს? – დაინტერესდა ბაბუაწვერა და წკირზე წამოცმული ღორის

ტყავივით მაგარი კალმარის ძიძგნას მოჰყვა.

– საათში ორ გროშად!

პოეტს გააჟრჟოლა, ქურანს ქუსლი ჰკრა და მალულად მიიხედა უკან. ორი კაცი, რატუშიდან
მოყოლებული, უკან რომ მოჰყვებოდა, სადალაქოსთან შეჩერდა და მოჩვენებითი ინტერესით მიაჩერდა
დაფაზე ცარცით ჩამოწერილ ფასნადებს. ბაბუაწვერა არ მოტყუებულა – მშვენივრად იცოდა,
სინამდვილეში რაც აინტერესებდათ.

ჩაუარა საროსკიპო „ვარდის კოკრის“ უზარმაზარ შენობას, სადაც კაცს შეეძლო, ქვეყნის სხვა
კუთხე-კუნჭულებში უცნობ ან არცთუ პოპულარულ განცხრომას მისცემოდა. გულმა იქით გაუწია,
მაგრამ ხანმოკლე, თუმცაღა სასტიკ ბრძოლაში გონებამ გაიმარჯვა. ბაბუაწვერამ ამოიოხრა და
აკადემიისკენ აიღო გეზი. გზადაგზა გულმოდგინედ არიდებდა თვალს სამიკიტნოებს, საიდანაც
მხიარული და სურვილის აღმძვრელი ხმები გამოდიოდა.

არა, რაც გინდათ, თქვით და ბაბუაწვერას ოქსენფურტი უყვარდა.

ისევ მიიხედა. მოთვალთვალეებს სადალაქოში შესვლა გადაეფიქრებინათ. ახლა მუსიკალური
ინსტრუმენტების მაღაზიასთან იდგნენ და

ყასიდად ათვალიერებდნენ თიხის ოკარინებს. გამყიდველი ტყავიდან ძვრებოდა, ქებით ცაში აჰყავდა
საქონელი, თუმცა ბაბუაწვერამ იცოდა, რომ გამყიდველი ამაოდ იჭაჭებოდა.

აკადემიის მთავარი შესასვლელისკენ – ფილოსოფოსთა კარიბჭისკენ გაემართა. ფორმალური

პროცედურები სწრაფად მოილია – სასტუმრო წიგნში ხელი მოაწერა და იაბო მეჯინიბეს გადაულოცა.

კარიბჭის მიღმა სხვა სამყარო დახვდა. აკადემიის ტერიტორია იოტის ოდენადაც არ ჰგავდა ქალაქის
სხვა უბნებს. აქ მიწის თითოეული გოჯისთვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ არავინ იბრძოდა. ყველაფერი
ისევე იყო, როგორც ელფებს დაეტოვებინათ. თვალს ახარებდა ნატიფი სახლები, მათ შორის
გაწოლილი ფერადი ხრეშით მოფენილი ფართო ხეივნები, დაჭვრეთილი, ფიცრული და ცოცხალი
ღობეები, არხები, ხიდები, სკვერები და ყვავილნარები. თითო-ოროლა ვეება, პირქუში შენობა,
მოგვიანებით, უკვე ელფების შემდგომ პერიოდში რომ ჩაედგათ, ამ სინატიფეს ვერაფერს აკლებდა.
ყველგან სისუფთავე, სიმშვიდე და კეთილშობილება სუფევდა – აქ ყოველგვარი ვაჭრობა და ფასიანი
მომსახურება აკრძალული იყო. გართობასა და ხორციელ სიამეებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

პარკის ხეივნებში წიგნებში, გრაგნილებსა და პერგამენტებში თავჩარგული სტუდენტები

დასეირნობდნენ. ზოგს მერხზე, გაზონზე ან ყვავილნარში მოეკალათა. ერთმანეთს დავალებებს
უხსნიდნენ, კამათობდნენ და დროდადრო ლუწკენტობანათი, ზედახორათი, ართურმით ან რომელიმე
სხვა, ასეთივე ჭკვიანური თამაშით იქცევდნენ თავს. დარბაისლურად მიმოდიოდნენ ღრმააზროვანი
საუბრით თუ მეცნიერული კამათით გართული პროფესორები. ნორჩი ბაკალავრები სტუდენტი
გოგონების მაცდურ კურტუმებს მიშტერებოდნენ. ბაბუაწვერამ სიამოვნებით შენიშნა, რომ მისი
ყმაწვილკაცობის შემდეგ აკადემიაში არაფერი შეცვლილიყო.

დელტიდან ქარმა წამოუბერა. თან მოიყოლა ზღვის ტკბილი სურნელი და გოგირდწყალბადის მძაფრი
სუნი ალქიმიის კათედრის შენობიდან, არხს ზვიადად რომ წამოსდგომოდა თავზე. სტუდენტთა
საერთო საცხოვრებლის მომიჯნავე პარკში ჩიტბატონები სტვენდნენ, ვერხვზე კი ორანგუტანი იჯდა –
ეტყობა, ბუნების ისტორიის კათედრის სამხეციდან გაქცეულიყო.

პოეტი ხეივნებისა და ცოცხალი ღობეების ლაბირინთში შევიდა. აქაურობას ხუთი თითივით იცნობდა.
რა გასაკვირია – ოთხი წელი სწავლობდა აქ, მერე კი მთელი წელი ასწავლიდა ტრუვერობისა და
პოეზიის კათედრაზე. მასწავლებლის ადგილი მაშინ შესთავაზეს, როცა ბრწყინვალედ ჩააბარა
გამოსაშვები გამოცდა და პროფესორებს, მთელი ამ ხნის განმავლობაში ზარმაცი, ლოთი და
ბედოვლათი რომ ეგონათ, პირი დააღებინა. მოგვიანებით, როცა რამდენიმე წლის ხეტიალის შემდეგ
შორს გაუვარდა სწორუპოვარი მენესტრელის სახელი, აკადემია დაჟინებით სთავაზობდა ლექციების
წაკითხვას მოწვეული პროფესორის რანგში. ბაბუაწვერაც ხანდახან თანხმდებოდა, რადგან მოხეტიალე
ცხოვრების წესს მისი არსებიდან ჯერ კიდევ ვერ აღმოეფხვრა კეთილდღეობის, ფუფუნებისა და
მუდმივი შემოსავლისკენ ლტოლვა. და, რაღა თქმა უნდა, ვერც ოქსენფურტის სიყვარული.

იცოდა, რომ გამყიდველი ამაოდ იჭაჭებოდა.

ტრუბადურმა უკან მიიხედა. ის ორი, რომლებსაც არც ოკარინა ეყიდათ, არც სალამური და არც ქნარი,
ისევ შორიახლო მიჰყვებოდა და ყურადღებით ათვალიერებდა ხის კენწეროებს და სახლების ფასადებს.

პოეტმა დარდიმანდული სტვენით გადაუხვია მთავარი ხეივნიდან და მედიცინისა და ბალახეულით

მკურნალობის კათედრისკენ გაემართა. იქით მიმავალი ვიწრო ხეივანი მწვანეკაბიანი სტუდენტი
გოგონებით იყო სავსე. ბაბუაწვერამ ნაცნობი სახეების ძებნა დაიწყო.

– შანი!

მოკლეთმიანმა წითურმა ქალიშვილმა ანატომიური ატლასიდან თავი აიღო და მერხიდან წამოდგა.

– ბაბუაწვერა! – ღიმილით მოჭუტა მხიარული თაფლისფერი თვალები, – აქეთ რა ქარმა გადმოგაგდო?

მოდი, მეგობრებს გაგაცნობ. შენს ლექსებზე ჭკუას კარგავენ.

– ახლა არა, – უჩურჩულა ბარდმა, – შეუმჩნევლად გაიხედე, შანი. ხედავ იმ ორს?

– ჯაშუშები არიან, – ქალიშვილმა პაჭუა ცხვირი შეიჭმუხნა და ჩაიფრუტუნა. ბაბუაწვერა უკვე

მერამდენედ განაცვიფრა იმ სიმარტივემ, რომლითაც მზვერავებს, ჯაშუშებსა და ინფორმატორებს
ცნობდნენ. საიდუმლო სამსახურებისადმი სტუდენტების სიძულვილი ლეგენდად იყო ქცეული, თუმცა
ეს განწყობა რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარებოდა. უნივერსიტეტი ექსტერიტორიულობის
უფლებით სარგებლობდა, ხოლო სტუდენტები და მასწავლებლები – ხელშეუხებლობით. ყველა ჯურის
შეთქმულებისა და მკრეხელობის გამოაშკარავებაში გაწაფული სამსახურები აკადემიელებს ვერაფერს
უბედავდნენ.

– ბაზრობიდან კვალში მიდგანან, – უთხრა ბაბუაწვერამ და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ეარშიყებოდა,
– შეგიძლია, ერთი სამსახური გამიწიო?

– სამსახურს გააჩნია, – გოგონამ კოხტა თავი დამფრთხალი ქურციკივით გასწია, – თუ ისევ რამე
უსიამოვნო ამბავში გაეხვიე...

– არა, არა, – სასწრაფოდ დაამშვიდა პოეტმა, – ერთი კაცისთვის ამბავი მაქვს მისატანი, მაგრამ ეს
ლანჩებზე აკრული ფუნა ხელს მიშლის.
– დავუძახო ბიჭებს? ერთი სიტყვა და ამათ ლანდსაც ვეღარ ნახავ.

– დაშოშმინდი. ხათაბალაში გინდა გაეხვიო? არაადამიანებისთვის სავაჭრო ადგილების გამო ატეხილი

სკანდალი ძლივს ჩაცხრა, გინდა, ახალი დაიწყოს? თანაც, ხომ იცი, მუშტი-კრივი არ მიყვარს. ჯაშუშებს
მე მივხედავ, შენ კი, თუ შეგიძლია...

ტუჩები თმასთან მიუტანა და რაღაცას ჩასჩურჩულა. შანის თვალები გაუფართოვდა.

– მხედვარი? ნამდვილი მხედვარი?

– ჩუმად! გადასცემ?

– რა თქმა უნდა! – გოგონამ მხიარულად გაუღიმა, – თუნდაც მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო.

ძალიან მინდა, თვალი შევავლო ცნობილ...

– ხომ გთხოვე, ჩუმად-მეთქი! და გახსოვდეს – სიტყვა არავისთან დაგცდეს!

– ექიმის საიდუმლო იქნება, – შანიმ კიდევ უფრო სანდომიანად გაუღიმა და ბაბუაწვერას კიდევ
ერთხელ მოუნდა, აი, ასეთ გოგონებზე ბალადის შეთხზვა – არც ისე ლამაზ, მაგრამ მშვენიერ
გოგონებზე, რომლებიც სიზმრადაც არ გაძლევენ მოსვენებას, მაშინ როცა კლასიკური სილამაზის
ქალწულებს თვალის დახამხამებაში ივიწყებ.

– გმადლობ, შანი.

– რა სათქმელია, ბაბუაწვერავ. შეხვედრამდე.

ერთმანეთს, წესისამებრ, ლოყაზე კოცნით გამოეთხოვნენ და სწრაფად წავიდნენ სხვადასხვა მხარეს:

სტუდენტი – კათედრისკენ, პოეტი კი – მოაზროვნეთა პარკისკენ.

გასცდა ტექნიკის კათედრის თანამედროვე, უსახურ შენობას, სტუდენტები Deus ex machina-ს რომ
ეძახდნენ, და გილდენშტერნის ხიდისკენ აიღო გეზი, მაგრამ შორს წასვლა ვერ მოახერხა – ორივე
ჯაშუში მოსახვევში, აკადემიის პირველი რექტორის, ნიკოდემუს დე ბოოტის, ბრინჯაოს ბიუსტით
დამშვენებულ ყვავილნართან ელოდა. ჯაშუშთა ადათისამებრ, ცდილობდნენ, თანამოსაუბრისთვის

თვალებში არ შეეხდათ და, ჯაშუშთა ადათისამებრ, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი, არაფრისმთქმელი

სახეები ჰქონდათ, თუმცაღა გულმოდგინედ ცდილობდნენ, მათთვის ჭკვიანური გამომეტყველება
მიეცათ და ამის გამო სულით ავადმყოფებს ჰგავდნენ.

– სალამი დიქსტრასგან, – დაუდევრად გადაუგდო ერთმა მათგანმა, – წამობრძანდით.

– ჩემგანაც გადაეცით, – უტიფრად უპასუხა ბარდმა, – წაბრძანდით.

ჯაშუშებმა ერთმანეთს გადახედეს, თუმცა ადგილიდან ფეხი არ მოუცვლიათ. ნაცვლად ამისა,

რექტორის ბიუსტს მიაშტერდნენ, რომლის საძირკველზეც ვიღაცას ნახშირით მიეჩხაპნა უცენზურო
სიტყვა. ბაბუაწვერამ ამოიოხრა.

– ასეც ვიფიქრე, – თქვა და ბარბითი შეისწორა, – მაშ, მომიწევს, პატივცემულ ბატონებს გავყვე... რა
გაეწყობა, წავიდეთ. თქვენ – წინ, მე – უკან. ამ შემთხვევაში ასაკმა მწკრივში საპატიო ადგილი
სილამაზეს უნდა დაუთმოს.
***

დიქსტრა, ვიზიმირ რედანიელის საიდუმლო სამსახურის უფროსი, ჯაშუშს არ ჰგავდა, უწინარესად კი

იმ სტერეოტიპს ამსხვრევდა, რომლის თანახმად, ჯაშუში უსათუოდ დაბალი, გამხდარი და
ვირთხისსახიანი უნდა იყოს და შავი კაპიუშონის ქვეშ პატარა გამჭოლ თვალებს აელვარებდეს.
დიქსტრა კაპიუშონიან მოსასხამს არ იცვამდა და, საერთოდ, ღია ფერის ტანსაცმელს ამჯობინებდა.
თითქმის ორი ადლი სიმაღლისა გახლდათ, წონით კი ოდნავ თუ იქნებოდა ცამეტ ფუთზე ნაკლები.
ხელებს გულზე რომ დაიკრეფდა – ეს პოზა, უნდა ითქვას, ძალიან უყვარდა – იტყოდით, წყვილმა
კაშალოტმა ვეშაპის მკერდზე მოიკალათაო. სახითა და ვარცხნილობით კი ახალდაბანილ ტახს
მოგაგონებდათ. ასეთი მატყუარა გარეგნობის ადამიანი ბაბუაწვერას ცოტა თუ ენახა – ამ ტახისსახიან
გოლიათს, ნამძინარევ, გასივებულ იდიოტს რომ ჰგავდა, სინამდვილეში საოცრად გამჭრიახი გონება
ჰქონდა და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. ვიზიმირის კარზე ხუმრობდნენ, თუ უკუნ ღამეში
დიქსტრამ თქვა, რომ შუადღეა, ესე იგი მზეს რაღაც მოსვლიაო.

თუმცა ახლა ბაბუაწვერას სხვა რამე ადარდებდა და არცთუ უსაფუძვლოდ.

– ბაბუაწვერავ, – ძილმორეული ხმით მიმართა დიქსტრამ და კაშალოტები ვეშაპზე დაიკრიფა, – რა

უტვინო ხარ, შე უბედურო, რა

გულმოდგინედ ცდილობდნენ, მათთვის ჭკვიანური გამომეტყველება მიეცათ და ამის გამო სულით

ავადმყოფებს ჰგავდნენ.

გეშველება. რასაც ხელს მოჰკიდებ, ყველაფერი როგორ უნდა გააფუჭო? შეგიძლია, შენს სიცოცხლეში
ერთი დავალება მაინც შეასრულო წესიერად? სადაცაა, ორმოცის გახდები, ოცდაათისას ჰგავხარ, თავი
ოცისა გგონია, ქცევით კი ათი წლის ბიჭივით იქცევი. კარგი, ბატონო, ვიცით. ამიტომაც გაძლევ
დაწვრილებით მითითებებს. გეუბნები, როდის, რა და როგორ გააკეთო. მაგრამ გამუდმებით ისეთი
შეგრძნება მაქვს, თითქოს სიცარიელეს ველაპარაკები.

– მე კი, – პოეტმა თავხედობა მოიკრიბა, – გამუდმებით ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირს მხოლოდ
ენისა და ტუჩების გასავარჯიშებლად აღებ. მჭევრმეტყველებას თავი დაანებე და საქმეზე გადადი.
ამჯერად რაღა მოხდა?

მუხის მაგიდასთან ისხდნენ, წიგნებით გამოტენილ და პერგამენტის გრაგნილებით დახუნძლულ

თაროებს შორის, რექტორატის ზედა სართულზე, ნაქირავებ ოთახში, რომელსაც დიქსტრა ხუმრობით
უახლესი ისტორიის კათედრას ეძახდა, ბაბუაწვერა კი – პრაქტიკული შპიონაჟისა და გამოყენებითი
დივერსიის კათედრას. მათ საუბარს ორი ადამიანი ესწრებოდა. ერთი, ჩვეულებისამებრ, ორი როივენი
იყო, რედანიელ ჯაშუშთა თავის ჭაღარა და მუდამ სურდოიანი მდივანი. მეორე კი არცთუ
ჩვეულებრივი პერსონა გახლდათ.

– მშვენივრად იცი, რაც მოხდა, – ცივად უპასუხა დიქსტრამ, – მაგრამ თუ იდიოტის როლის თამაში
გირჩევნია, ამ სიამოვნებას არ მოგაკლებ და უბრალო ენით აგიხსნი. შენ ხომ არ ისარგებლებდი
შემთხვევით, ფილიპა?

ბაბუაწვერამ ცერად გახედა აქამდე უსიტყვოდ მჯდომ მეოთხე, არცთუ ჩვეულებრივ პერსონას. ფილიპა
ეილჰარტი, როგორც ჩანს, ან ეს-ესაა ჩამოსულიყო ოქსენფურტში, ან წასასვლელად ემზადებოდა,
რადგან არც კაბა ეცვა, არც სახე ჰქონდა შეღებილი და არც საყვარელი შავი აქატის სამკაული ეკეთა.
მამაკაცის მოკლე ქურთუკში, ვიწრო შარვალსა და მაღალ ჩექმებში გამოწყობილიყო, რომლებსაც ბარდი
„საველეებს“ ეძახდა, შავი, მუდამ პოეტურად აწეწილი თმა კი ამჯერად უკან გადაევარცხნა და თასმით
შეეკრა.

– ნუღარ გავაჭიანურებთ, – თქვა მან, – ბაბუაწვერა მართალია. რად გვინდა ეს უსარგებლო

სიტყვაკაზმულობა, როცა პრობლემა მარტივი და ბანალურია.

– ბანალურია, როგორ არა, – ჩაიცინა დიქსტრამ, – ნილფგაარდელი საშიში აგენტი, რომელიც ახლა
ბანალურად უნდა მჯდარიყო ტრეტოგორის ციხის ყველაზე საიმედო საკანში, ბანალურად გაიქცა,
რადგან ბატონმა ბაბუაწვერამ და ბატონმა გერალტმა ბანალურად დააფრთხეს. სხვათა შორის, ხალხი
ამაზე გაცილებით ნაკლები ბანალურობისთვისაც გაუმწესებიათ ეშაფოტზე. რატომ არ შემატყობინე,
რომ მახის დაგებას აპირებდით? ხომ გიბრძანე, მხედვარის ყოველგვარი განზრახვის საქმის კურსში
ჩამაყენე-მეთქი!
წესიერად? სადაცაა, ორმოცის გახდები, ოცდაათისას ჰგავხარ, თავი ოცისა გგონია, ქცევით კი ათი წლის
ბიჭივით იქცევი. კარგი, ბატონო, ვიცით. ამიტომაც გაძლევ დაწვრილებით მითითებებს. გეუბნები,
როდის, რა და როგორ გააკეთო. მაგრამ გამუდმებით ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სიცარიელეს
ველაპარაკები.

– მე კი, – პოეტმა თავხედობა მოიკრიბა, – გამუდმებით ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირს მხოლოდ
ენისა და ტუჩების გასავარჯიშებლად აღებ. მჭევრმეტყველებას თავი დაანებე და საქმეზე გადადი.
ამჯერად რაღა მოხდა?

მუხის მაგიდასთან ისხდნენ, წიგნებით გამოტენილ და პერგამენტის გრაგნილებით დახუნძლულ

თაროებს შორის, რექტორატის ზედა სართულზე, ნაქირავებ ოთახში, რომელსაც დიქსტრა ხუმრობით
უახლესი ისტორიის კათედრას ეძახდა, ბაბუაწვერა კი – პრაქტიკული შპიონაჟისა და გამოყენებითი
დივერსიის კათედრას. მათ საუბარს ორი ადამიანი ესწრებოდა. ერთი, ჩვეულებისამებრ, ორი როივენი
იყო, რედანიელ ჯაშუშთა თავის ჭაღარა და მუდამ სურდოიანი მდივანი. მეორე კი არცთუ
ჩვეულებრივი პერსონა გახლდათ.

– მშვენივრად იცი, რაც მოხდა, – ცივად უპასუხა დიქსტრამ, – მაგრამ თუ იდიოტის როლის თამაში
გირჩევნია, ამ სიამოვნებას არ მოგაკლებ და უბრალო ენით აგიხსნი. შენ ხომ არ ისარგებლებდი
შემთხვევით, ფილიპა?

ბაბუაწვერამ ცერად გახედა აქამდე უსიტყვოდ მჯდომ მეოთხე, არცთუ ჩვეულებრივ პერსონას. ფილიპა
ეილჰარტი, როგორც ჩანს, ან ეს-ესაა ჩამოსულიყო ოქსენფურტში, ან წასასვლელად ემზადებოდა,
რადგან არც კაბა ეცვა, არც სახე ჰქონდა შეღებილი და არც საყვარელი შავი აქატის სამკაული ეკეთა.
მამაკაცის მოკლე ქურთუკში, ვიწრო შარვალსა და მაღალ ჩექმებში გამოწყობილიყო, რომლებსაც ბარდი
„საველეებს“ ეძახდა, შავი, მუდამ პოეტურად აწეწილი თმა კი ამჯერად უკან გადაევარცხნა და თასმით
შეეკრა.

– ნუღარ გავაჭიანურებთ, – თქვა მან, – ბაბუაწვერა მართალია. რად გვინდა ეს უსარგებლო

სიტყვაკაზმულობა, როცა პრობლემა მარტივი და ბანალურია.

– ბანალურია, როგორ არა, – ჩაიცინა დიქსტრამ, – ნილფგაარდელი საშიში აგენტი, რომელიც ახლა
ბანალურად უნდა მჯდარიყო ტრეტოგორის ციხის ყველაზე საიმედო საკანში, ბანალურად გაიქცა,
რადგან ბატონმა ბაბუაწვერამ და ბატონმა გერალტმა ბანალურად დააფრთხეს. სხვათა შორის, ხალხი
ამაზე გაცილებით ნაკლები ბანალურობისთვისაც გაუმწესებიათ ეშაფოტზე. რატომ არ შემატყობინე,
რომ მახის დაგებას აპირებდით? ხომ გიბრძანე, მხედვარის ყოველგვარი განზრახვის საქმის კურსში
ჩამაყენე-მეთქი!

– გერალტის განზრახვის შესახებ არაფერი ვიცოდი, – წარბშეუხრელად იცრუა ბაბუაწვერამ, – აკი

გითხარი, ტემერიასა და სოდენში გაემგზავრა-მეთქი რიენსის საძებნელად. მისი დაბრუნებაც გამცნე.
დარწმუნებული ვიყავი, მარცხს შეურიგდა – რიენსი ხომ თვალსა და ხელს შუა აორთქლდა და
მხედვარმა მის კვალსაც ვეღარ მიაგნო. გეხსომება – ესეც გაცნობე...

– იცრუე, – ცივად შეაწყვეტინა ჯაშუშთა თავმა, – მხედვარმა მიაგნო რიენსის კვალს. უფრო სწორად,
მის ნაკვალევზე მიმობნეულ გვამებს. და ტაქტიკა შეიცვალა – მის დევნას თავი დაანება და გადაწყვიტა,
დალოდებოდა, როდის ეწვეოდა თავად. მალატიუსსა და გროკს გამყოლად დაუდგა – იცოდა, კომპანია
ამის შესახებ გამოაცხადებდა, ხმა რიენსის ყურამდე მივიდოდა და ისიც აუცილებლად იღონებდა
რამეს. რიენსმაც იღონა. უცნაურმა, მოუხელთებელმა ბატონმა რიენსმა. თავხედმა, თავდაჯერებულმა
ბატონმა რიენსმა, რომელიც გამოგონილი სახელით მოგზაურობასაც კი არ კადრულობს. ბატონმა
რიენსმა, რომელსაც კილომეტრზე სდის ნილფგაარდული ბუხრისა და ჯადოქარ-რენეგატის მყრალი
სუნი! ხომ ასეა, ფილიპა?

ჯადოქარს არ „ჰო“ უთქვამს, არც „არა“. ბაბუაწვერას გამჭრიახ და გამომცდელ მზერას არ აშორებდა.
ბარდმა თვალები დახარა და შემცბარმა ჩაახველა. არ უყვარდა, ასე რომ უყურებდნენ.

მიმზიდველ ქალებს, მათ შორის – ჯადოქრებსაც, ბაბუაწვერა რამდენიმე ჯგუფად ყოფდა: ძალიან
სასიამოვნოებად, უბრალოდ სასიამოვნოებად, უსიამოვნოებად და ძალიან უსიამოვნოებად. ძალიან
სასიამოვნოები მასთან ერთად ღამის გატარებაზე სიხარულით თანხმდებოდნენ. უბრალოდ
სასიამოვნოები მხიარული სიცილით ამბობდნენ უარს. უსიამოვნოთა რეაქციის წინასწარმეტყველება
შეუძლებელი იყო, ხოლო ძალიან უსიამოვნოებს ტრუბადური იმ ქალებს მიაკუთვნებდა, ვისთან
დაწოლაზე ფიქრიც კი ჟრუანტელს ჰგვრიდა.

ფილიპა ეილჰარტი, თუმცაღა ფრიად მიმზიდველი გახლდათ, ძალიან უსიამოვნოთა რიცხვს

მიეკუთვნებოდა.

გარდა ამისა, ფილიპა ეილჰარტს ჯადოქართა საბჭოში ანგარიშგასაწევი თანამდებობა ეკავა და,
როგორც კარის მაგი, მეფე ვიზიმირის სრული ნდობით იყო აღჭურვილი. მაგი კი მართლაც რომ
დიდებული იყო. ამბობდნენ, იმ იშვიათთაგანია, ვინც პოლიმორფიზმის ხელოვნებას ფლობსო.
შესახედავად ოცდაათი წლისას ჰგავდა, თუმცა სამასზე ნაკლებისა არამც და არამც არ იქნებოდა.

დიქსტრას ფუნთუშა ხელები მუცელზე დაეკრიფა და ცერა თითებს ატრიალებდა. ფილიპა ისევ ჩუმად
იყო. ორი როივენი ახველებდა, სრუტუნებდა და გაუთავებლად ისწორებდა ფართო ტოგას. ტოგა
პროფესორთა მანტიის თარგზე იყო შეკერილი, მაგრამ ისეთი შესახედაობა ჰქონდა, თითქოს ორის
სენატში კი არა, სანაგვეზე ეპოვა.

გაემგზავრა-მეთქი რიენსის საძებნელად. მისი დაბრუნებაც გამცნე. დარწმუნებული ვიყავი, მარცხს

შეურიგდა – რიენსი ხომ თვალსა და ხელს შუა აორთქლდა და მხედვარმა მის კვალსაც ვეღარ მიაგნო.
გეხსომება – ესეც გაცნობე...

– იცრუე, – ცივად შეაწყვეტინა ჯაშუშთა თავმა, – მხედვარმა მიაგნო რიენსის კვალს. უფრო სწორად,
მის ნაკვალევზე მიმობნეულ გვამებს. და ტაქტიკა შეიცვალა – მის დევნას თავი დაანება და გადაწყვიტა,
დალოდებოდა, როდის ეწვეოდა თავად. მალატიუსსა და გროკს გამყოლად დაუდგა – იცოდა, კომპანია
ამის შესახებ გამოაცხადებდა, ხმა რიენსის ყურამდე მივიდოდა და ისიც აუცილებლად იღონებდა
რამეს. რიენსმაც იღონა. უცნაურმა, მოუხელთებელმა ბატონმა რიენსმა. თავხედმა, თავდაჯერებულმა
ბატონმა რიენსმა, რომელიც გამოგონილი სახელით მოგზაურობასაც კი არ კადრულობს. ბატონმა
რიენსმა, რომელსაც კილომეტრზე სდის ნილფგაარდული ბუხრისა და ჯადოქარ-რენეგატის მყრალი
სუნი! ხომ ასეა, ფილიპა?

ჯადოქარს არ „ჰო“ უთქვამს, არც „არა“. ბაბუაწვერას გამჭრიახ და გამომცდელ მზერას არ აშორებდა.
ბარდმა თვალები დახარა და შემცბარმა ჩაახველა. არ უყვარდა, ასე რომ უყურებდნენ.

მიმზიდველ ქალებს, მათ შორის – ჯადოქრებსაც, ბაბუაწვერა რამდენიმე ჯგუფად ყოფდა: ძალიან
სასიამოვნოებად, უბრალოდ სასიამოვნოებად, უსიამოვნოებად და ძალიან უსიამოვნოებად. ძალიან
სასიამოვნოები მასთან ერთად ღამის გატარებაზე სიხარულით თანხმდებოდნენ. უბრალოდ
სასიამოვნოები მხიარული სიცილით ამბობდნენ უარს. უსიამოვნოთა რეაქციის წინასწარმეტყველება
შეუძლებელი იყო, ხოლო ძალიან უსიამოვნოებს ტრუბადური იმ ქალებს მიაკუთვნებდა, ვისთან
დაწოლაზე ფიქრიც კი ჟრუანტელს ჰგვრიდა.

ფილიპა ეილჰარტი, თუმცაღა ფრიად მიმზიდველი გახლდათ, ძალიან უსიამოვნოთა რიცხვს

მიეკუთვნებოდა.

გარდა ამისა, ფილიპა ეილჰარტს ჯადოქართა საბჭოში ანგარიშგასაწევი თანამდებობა ეკავა და,
როგორც კარის მაგი, მეფე ვიზიმირის სრული ნდობით იყო აღჭურვილი. მაგი კი მართლაც რომ
დიდებული იყო. ამბობდნენ, იმ იშვიათთაგანია, ვინც პოლიმორფიზმის ხელოვნებას ფლობსო.
შესახედავად ოცდაათი წლისას ჰგავდა, თუმცა სამასზე ნაკლებისა არამც და არამც არ იქნებოდა.

დიქსტრას ფუნთუშა ხელები მუცელზე დაეკრიფა და ცერა თითებს ატრიალებდა. ფილიპა ისევ ჩუმად
იყო. ორი როივენი ახველებდა, სრუტუნებდა და გაუთავებლად ისწორებდა ფართო ტოგას. ტოგა
პროფესორთა მანტიის თარგზე იყო შეკერილი, მაგრამ ისეთი შესახედაობა ჰქონდა, თითქოს ორის
სენატში კი არა, სანაგვეზე ეპოვა.

– ისე, იმ შენმა მხედვარმა, – ჩაიბურტყუნა ჯაშუშთა თავმა, – ბატონი რიენსი სათანადოდ ვერ დააფასა.
მახე კი დაუგო, მაგრამ ძალიან სულელურად – რამ მოაფიქრა, რომ რიენსი თავად მივიდოდა მასთან?
რამ და იმან, რომ რიენსს საეჭვო ვერაფერი უნდა შეემჩნია. დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ
არავინ ჩასაფრებია. ჰოდა, მართლაც არავინ ჩასაფრებია, რადგან, ნუ იტყვით და, მხედვარმა ბატონ
ბაბუაწვერას უბრძანა, დიქსტრასთან კრინტიც არ დაეძრა, თუმცა ბატონი ბაბუაწვერა სულ სხვანაირად
უნდა მოქცეულიყო და ამის თაობაზე დიქსტრას მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ბრძანებაც ჰქონდა
მიღებული, რომელიც, ნუ იტყვით და, ცალი ყურიდან შეუშვა, მეორიდან გაუშვა.

– მე შენი ხელქვეითი არა ვარ, – წარბი ასწია ბარდმა, – და არც შენი ბრძანებებისა და განკარგულებების
განუხრელად შესრულება მევალება. ჰო, დროდადრო გეხმარები, მაგრამ ამას ნებით, პატრიოტული
მოტივით ვაკეთებ. არ შემიძლია, უმოქმედოდ ვიყო, როცა...

– შენ ყველასთვის ჯაშუშობ, ვინც ფულს გიხდის, – ცივად შეაწყვეტინა დიქსტრამ, – და ყველასთან
მიგაქვს ენა, ვისაც ანკესზე ჰყავხარ წამოგებული. მე კი შენთვის ბარე ორი მოზრდილი ანკესი
მომეძევება. ასე რომ, ჭკვიანად იყავი.

– შანტაჟით ვერ შემაშინებ!

– დავნაძლევდეთ?

– ბატონებო, – ფილიპა ეილჰარტმა ხელი ასწია, – უმორჩილესად გთხოვთ, საქმეს უფრო სერიოზულად
მოეკიდოთ. თემას ნუ გადაუხვევთ.

– მართალია, – ჯაშუში სავარძელში გადაწვა, – კარგი, პოეტო. რაც იყო, იყო, მაგრამ ვერ დავუშვებ,
ასეთი რამ გამეორდეს. რიენსმა იცის, რომ მასზე ნადირობენ და მეორედ უფრო ფრთხილად იქნება.
ამიტომ, მინდა, მხედვარს შევხვდე. მოიყვანე ჩემთან. ქალაქში ბოდიალს თავი დაანებე და ჩემი
აგენტების გაცურებას ნუღარ ეცდები. პირდაპირ გერალტთან წადი და აქ მოიყვანე, კათედრაზე. მინდა,
პირისპირ, მოწმეების გარეშე ვესაუბრო. რასაკვირველია, შემიძლია, დავაპატიმრო, მაგრამ ამას ხმაური
და მითქმა-მოთქმა მოჰყვება, ეს კი არ მინდა. მომიყვანე მხედვარი, ბაბუაწვერავ. შენგან მეტს არაფერს
ვითხოვ.
– გერალტი უკვე გაემგზავრა, – მშვიდად იცრუა ბარდმა. დიქსტრამ ჯადოქარს გადახედა. ბაბუაწვერა
ტელეპათიური იმპულსის მოლოდინში გაირინდა, მაგრამ არაფერი უგრძნია. ფილიპა
თვალებმოჭუტული შესქცეროდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი გულწრფელობის მაგიური გზით
შემოწმებას არ აპირებდა.

– რა გაეწყობა, მის დაბრუნებას დაველოდები, – ყასიდად ამოიოხრა დიქსტრამ, – მნიშვნელოვანი საქმე

მაქვს მასთან. როგორც კი დაბრუნდება, მაშინვე მომიყვანე. აჯობებს, ეს რაც შეიძლება მალე გაკეთო.
ბევრისთვის აჯობებს.

– ასეთი იოლი გგონია? – მოიღუშა ბაბუაწვერა, – გამიჭირდება გერალტის დაყოლიება. როგორ

გითხრა... ჯაშუშების მიმართ აუხსნელ ანტიპათიას გრძნობს. ვგონებ, ესმის, რომ თქვენი სამუშაო
არავისას არ ჩამოუვარდება, მაგრამ ის ხალხი, ვინც ამ სამუშაოს ასრულებს, მაინც არ უყვარს.
პატრიოტული გრძნობა კარგი რამეაო, ამბობს, მაგრამ ჯაშუშობას მხოლოდ გამოუსწორებელი
არამზადები და უკანასკნელი...

– კარგი, კარგი, – დიქსტრამ ხელი ჩაიქნია, – არ გვინდა ეს ვულგარული ფრაზები. მოსაწყენია.

– მეც სწორედ ასე ვუთხარი, – ჩაიფრუტუნა ტრუბადურმა, – მაგრამ მხედვარი მიამიტი და პირდაპირი
კაცია, ჩვენ კი არა გვგავს, მაღალი წრის ლომებს... დასანახავად ვერ იტანს ჯაშუშებს და,
დარწმუნებული ვარ, შენთან საუბარს არ მოინდომებს. დახმარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
მეეჭვება, ანკესი მისთვისაც გქონდეს გადანახული...

– ცდები, – შეეპასუხა ჯაშუშთა თავი, – მაქვს, თანაც არაერთი. დასაწყისისთვის რცხილების ყურეში
მომხდარი ალიაქოთიც იკმარებს. იცი, ვინ ავიდა მაშინ გემზე? ხომ არ გგონია, მართლა რიენსის ხალხი
იყო?

– არ გამაკვირვო, – მშვიდად უთხრა ბარდმა, – დარწმუნებული ვარ, ჩვეულებრივი ყალთაბანდები

იქნებოდნენ – ტემერიის სასაზღვრო დაცვა სავსეა ასეთებით. რიენსი მხედვარის ასავალ-დასავალს
კითხულობდა, მგონი, ჯილდოსაც იძლეოდა ცნობებისთვის. სულელიც მიხვდებოდა, რომ ძალიან
სჭირდებოდა. ჰოდა, რამდენიმე გაიძვერამ ხელის მოთბობა – გერალტის დაკავება და რიენსისთვის
მიყიდვა გადაწყვიტა.

– ყოჩაღ საზრიანობისთვის. ცხადია, გერალტს და არა შენ. შენ ამას ვერ მოიფიქრებდი. მაგრამ
ყველაფერი გაცილებით რთულადაა, ვიდრე ჩანს. საქმე ის არის, რომ ბატონი რიენსი ჩემს კოლეგებსაც,
მეფე ფოლტესტის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებსაც, აინტერესებთ. იმ, როგორც შენ უწოდე,
გაიძვერებს განზრახვას მიუხვდნენ და თავად ავიდნენ გემზე. სწორედ მათ უნდოდათ მხედვარის
ხელში ჩაგდება. შესაძლოა, რიენსის მისატყუებლად, შესაძლოა, რამე სხვა მიზნით. ასეა თუ ისე,
რცხილების ყურეში მხედვარმა ტემერიელი აგენტები დახოცა. მათი უფროსი გაცოფებულია. მაშ,
გერალტი უკვე გაემგზავრაო, ამბობ? იმედია, ტემერიაში არ წასულა – შესაძლოა, უკან ვეღარც
დაბრუნდეს.

– ეს არის შენი ანკესი?

დაბრუნდება, მაშინვე მომიყვანე. აჯობებს, ეს რაც შეიძლება მალე გაკეთო. ბევრისთვის აჯობებს.

– დიახ, ეს არის. შემიძლია, ეს საქმე ჩავფარცხო, მაგრამ მუქთად არა. საით წავიდა გერალტი,
ბაბუაწვერავ?

– ნოვიგრადისკენ, – ისევ წარბშეუხრელად იცრუა ბარდმა, – რიენსის საძებნელად.

– შეცდომა მოსვლია, – ჩაიცინა ჯაშუშთა თავმა და თავი მოიკატუნა, თითქოს სიცრუეს ვერ მიუხვდა, –
სამწუხაროა, რომ ჯაშუშებისადმი ზიზღს ვერ მოერია და არ დამიკავშირდა. უამრავ დროსა და
ძალ-ღონეს დაზოგავდა. რიენსი ნოვიგრადში არ არის. სამაგიეროდ, ტემერიის აგენტია იმდენი, ნემსი
არ ჩავარდება. ალბათ, მხედვარს ელიან. როგორც იქნა, მათ გონებამდეც დავიდა ის, რაც მე დიდი ხანია
ვიცი: თუ გერალტ რივიელს კითხვები სწორად დაუსვი, უამრავ კითხვაზე გიპასუხებს – უამრავ ისეთ
კითხვაზე, რომლებიც ოთხივე სამეფოს აგენტებს აწუხებთ. ბევრს არაფერს ვითხოვ: გერალტ რივიელი
ჩემთან მოვიდეს და ამ კითხვებზე მე მიპასუხოს. ესაა და ეს. ტემერიელების დაშოშმინებას და
გერალტის უსაფრთხოებას ჩემს თავზე ვიღებ.

– რა არის ასეთი? იქნებ მეც ვიცოდე.

– ნუ მაცინებ, ბაბუაწვერავ.

– და მაინც, – ხმა ამოიღო ფილიპა ეილჰარტმა, – გვეცადა. იქნებ მართლა იცოდეს. ნუ დაგავიწყდება,
დიქსტრა, ჩვენი პოეტი ამ ამბავში ყურებამდეა გარეული, თანაც, გერალტისგან განსხვავებით, აქ
გვყავს. სად არის ბავშვი, რომელიც გერალტთან ერთად ნახეს კაედვენში? ის ფერფლისფერთმიანი და
მწვანეთვალება გოგონა, რომლის შესახებაც გეკითხებოდა რიენსი, როცა ბორდელში შეგიპყრო? თქვი,
ბაბუაწვერავ, რა იცი მასზე? სად გადამალა მხედვარმა? საით წავიდა იენიფერი, როცა გერალტის
წერილი მიიღო? სად და რატომ იმალება ტრის მერიგოლდი?

დიქსტრას კუნთიც არ შერხევია, მაგრამ ჯადოქარს ისე გადახედა, რომ პოეტი მიხვდა – ჯაშუში
გაოცებული იყო. ქალმა კითხვები ნაადრევად დაუსვა, თანაც სხვას. მისი საქციელი წინდაუხედავს და
დაუფიქრებელს ჰგავდა, თუმცა, ვის, ვის და ფილიპა ეილჰარტს წინდაუხედაობასა და
დაუფიქრებლობას ვერ დააბრალებდით.

– ძალიან ვწუხვარ, – უპასუხა ბაბუაწვერამ, – მაგრამ ვერც ერთ კითხვაზე ვერ გიპასუხებ. გიპასუხებდი,
რომ შემეძლოს, მაგრამ ვაი, რომ...

– ბაბუაწვერავ, – წაისისინა ფილიპამ და თვალი თვალში გაუყარა, – თუ იცი, სად არის გოგონა,
გვითხარი. დამიჯერე, მე და დიქსტრა მხოლოდ მის უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ, რომელსაც...
საფრთხე ემუქრება.

– ეჭვი არ მეპარება, – იცრუა პოეტმა, – მაგრამ მართლა არ ვიცი, რა ხდება. ის ბავშვი თვალით არ
მინახავს. გერალტს კი...

– გერალტს, – შეაწყვეტინა დიქსტრამ, – სიტყვაც ვერ დააცდენინე, თუმცა, დარწმუნებული ვარ,

კითხვებით აავსებდი. როგორ გგონია, რატომ? იქნებ შენმა მიამიტმა და პირდაპირმა ჯაშუშთა მოძულე
მეგობარმა იყნოსა, ვინც ხარ? თავი დაანებე, ფილიპა, დროს ნუ კარგავ. არაფერიც არ იცის. მის
ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს და მრავალმნიშვნელოვან ღიმილს თავს ნუ მოატყუებინებ. მისგან
არავითარი ხეირი არ იქნება, გარდა ერთისა – როცა მხედვარი სოროდან თავს ამოყოფს, მას მიაკითხავს.
შენ წარმოიდგინე, მეგობრად მიაჩნია.

– მართალია, – ბაბუაწვერამ ნელა ასწია თავი, – მეგობრად მივაჩნივარ. და, შენ წარმოიდგინე, დიქსტრა,
არცთუ უსაფუძვლოდ. ბოლოს და ბოლოს, შეიგნე ეს და დასკვნა გამოიტანე. გამოიტანე? ძალიან კარგი.
ახლა შეგიძლია, შეუდგე შანტაჟს.

– ოჰო, – ჩაიცინა ჯაშუშთა თავმა, – რა ფაქიზ თემას შევხებივართ! არ გეწყინოს, პოეტო, ვიხუმრე.
შანტაჟი რას მიქვია? ჩვენ შორის ეგეთები მოსულა? დამიჯერე, მხედვარისთვის მხოლოდ სიკეთე
მინდა, მისთვის ხელის შეშლა აზრადაც არ მომსვლია. ვინ იცის, იქნებ შევთანხმდეთ კიდეც და ამ
საქმიდან სარგებელი ორივემ ვნახოთ. მაგრამ ამისთვის ჯერ ერთმანეთს უნდა შევხვდეთ. როცა
გამოჩნდება, აქ მოიყვანე. ძალიან გთხოვ, ბაბუაწვერავ. ძალიან. ხვდები, რა ძალიან?

– ვხვდები, – ჩაიფრუტუნა ტრუბადურმა.

– მინდა მჯეროდეს, რომ ასეა. ახლა კი წადი. ორი, გააცილე პოეტი.

– აბა, კარგად მენახე, – ბაბუაწვერა წამოდგა, – წარმატებას გისურვებ შრომასა თუ პირად ცხოვრებაში.
ფილიპა, ნება მიბოძეთ, ჩემი პატივისცემა დაგიდასტუროთ. ჰო, მართლა, დიქსტრა, გამოიხმე, გეთაყვა,
ის აგენტები, კუდში რომ დამდევენ.

– გამოვიხმობ, – იცრუა ჯაშუშმა, – აბა რას ვიზამ. ხომ გჯერა ჩემი?

– მჯერა, – იცრუა პოეტმა, – მჯერა, აბა რა.

***

ბაბუაწვერა აკადემიაში შებინდებამდე დარჩა. წამდაუწუმ აქეთ-იქით იყურებოდა, მაგრამ ჯაშუშები

აღარ შეუმჩნევია და სწორედ ეს აფიქრებდა.

ტრუვერობის კათედრაზე კლასიკური პოეზიის შესახებ ლექცია მოისმინა, მერე კი თანამედროვე

პოეზიის სემინარზე ტკბილად გამოიძინა. ნაცნობმა ბაკალავრმა გააღვიძა და ფილოსოფიის
კათედრაზე მიიპატიჟა „სიცოცხლის არსისა და წარმოშობის შესახებ“ გაჭიანურებულ, მაგრამ ცხარე
კამათში მონაწილეობის მისაღებად. ჯერ არ დაბნელებულიყო, მაგრამ მოკამათეთა ნახევარი უკვე
საკუთარ თავსაც ვეღარ სცნობდა, დანარჩენები კი ხმის ჩახლეჩამდე ბღაოდნენ და ერთმანეთისკენ
მიიწევდნენ. კათედრაზე ენით აუწერელი ღრიანცელი იდგა.

პოეტსაც სწორედ ეს უნდოდა. შეუმჩნევლად ავიდა სხვენზე, სამერცხლურში გაძვრა და საწვიმარ მილს
ბიბლიოთეკის სახურავამდე ჩაჰყვა, ბიბლიოთეკიდან საპროზექტოროს სახურავზე გადახტა და
კინაღამ ფეხი მოიტეხა, იქიდან კი ღობეს მიადგა, ბაღის გალავანს რომ ებჯინებოდა და ხურტკმლის
ბუჩქების უკან სტუდენტობის ჟამს თავისივე გაკეთებული ნარღვევი მოძებნა.

გარღვეული ღობის იქით ოქსენფურტი გადაშლილიყო.

ბაბუაწვერა ბრბოს შეერია, განაპირა შესახვევში გასხლტა და ვიწრო ქუჩებში მწევრებადევნებული

კურდღელივით დაიწყო გზის ხლართვა. ქარვასლას რომ მიაღწია, ჩრდილში შეიმალა და ბარე ნახევარი
საათი იცდიდა. ამ ხნის განმავლობაში საეჭვო არაფერი შეუმჩნევია და მანაც გაბედა – კიბით სხვენზე
აძვრა, ნაცნობი ლუდის მხარშველის, ვოლფგანგ ამადეუს თხაწვერას, სახლის სახურავზე გადახტა და,
ხავსმოდებულ კრამიტებს ჩაფრენილი, მანსარდამდე მიხოხდა. ოთახში ზეთის ლამპარი ენთო.
საწვიმარ მილზე აქანავებულმა ბაბუაწვერამ ტყვიის ჩარჩოზე დააკაკუნა. ფანჯარა ჩაურაზავი
აღმოჩნდა და შეხებისთანავე გაიღო.

– გერალტ! ჰეი, გერალტ!

– ბაბუაწვერავ? მოიცა... არ შემოხვიდე, რა.

– რას ჰქვია არ შემოვიდე? როგორ თუ არ შემოვიდე? – პოეტი ფანჯარას მიაწვა, – მარტო არა ხარ? ვინმე
გყავს?

პასუხს არ დალოდებია, რაფაზე აძვრა და ვაშლი და ხახვის თავები გადმოყარა.

აფიქრებდა.

– გერალტ, – ბრაზით ამოიქშინა და სიტყვა პირზე შეაშრა, მერე კი ხმადაბლა შეიგინა – იატაკზე
მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის ბაცი მწვანე კაბა ეგდო. განცვიფრებისგან პირი დააღო და ისევ
შეიგინა. ყველაფერს ელოდა, ოღონდ ამას არა.

– შანი... ვახ, ჩემი...

– კომენტარების გარეშე, თუ შეიძლება.

მხედვარი საწოლზე ჩამოჯდა, შანი კი საბანში ცხვირამდე ჩაძვრა.

– რა გაეწყობა, შემოდი, – გერალტი შარვალს დასწვდა, – რაკი ფანჯრიდან გადმოძვერი, ესე იგი
მნიშვნელოვანი საქმე გაქვს. იმიტომ, რომ, თუ მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა, მაგ ფანჯრიდანვე
მოგისვრი.

ბაბუაწვერა რაფიდან ჩამოხტა და ხახვის უკანასკნელი თავებიც გადმოყარა. ფეხით მიითრია სკამი და
ჩამოჯდა. მხედვარმა თავისი და შანის ტანსაცმელი იატაკიდან წამოკრიფა. დარცხვენილი, უხმოდ
იცვამდა. ქალიშვილი მის ზურგს უკან პერანგს ეწვალებოდა. პოეტი უტიფრად ათვალიერებდა და
პატარა მკერდისა და ლამპრის შუქზე ოქროსფრად მბზინავი კანის აღსაწერად გონებაში მეტაფორებს
ეძებდა.
– ჰა, თქვი, რა ხდება, – ტკაცუნით შეიკრა მაღალყელიანი ჩექმები მხედვარმა.

– აიბარგე, – მშრალად უპასუხა ბარდმა, – სასწრაფოდ უნდა წავიდეთ აქედან.

– ძალიან სასწრაფოდ?

– მეტი რომ არ შეიძლება.

– შანიმ... – გერალტმა ხმა ჩაიწმინდა, – შანიმ მითხრა, რომ ჯაშუშები დაგყვებიან. ესე იგი, ვერ
ჩამოიშორე...

– არაფრის აზრზე არა ხარ.

ბაცი მწვანე კაბა ეგდო. განცვიფრებისგან პირი დააღო და ისევ შეიგინა. ყველაფერს ელოდა, ოღონდ
ამას არა.

– შანი... ვახ, ჩემი...

– კომენტარების გარეშე, თუ შეიძლება.

მხედვარი საწოლზე ჩამოჯდა, შანი კი საბანში ცხვირამდე ჩაძვრა.

– რა გაეწყობა, შემოდი, – გერალტი შარვალს დასწვდა, – რაკი ფანჯრიდან გადმოძვერი, ესე იგი
მნიშვნელოვანი საქმე გაქვს. იმიტომ, რომ, თუ მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა, მაგ ფანჯრიდანვე
მოგისვრი.

ბაბუაწვერა რაფიდან ჩამოხტა და ხახვის უკანასკნელი თავებიც გადმოყარა. ფეხით მიითრია სკამი და
ჩამოჯდა. მხედვარმა თავისი და შანის ტანსაცმელი იატაკიდან წამოკრიფა. დარცხვენილი, უხმოდ
იცვამდა. ქალიშვილი მის ზურგს უკან პერანგს ეწვალებოდა. პოეტი უტიფრად ათვალიერებდა და
პატარა მკერდისა და ლამპრის შუქზე ოქროსფრად მბზინავი კანის აღსაწერად გონებაში მეტაფორებს
ეძებდა.

– ჰა, თქვი, რა ხდება, – ტკაცუნით შეიკრა მაღალყელიანი ჩექმები მხედვარმა.

– აიბარგე, – მშრალად უპასუხა ბარდმა, – სასწრაფოდ უნდა წავიდეთ აქედან.

– ძალიან სასწრაფოდ?

– მეტი რომ არ შეიძლება.

– შანიმ... – გერალტმა ხმა ჩაიწმინდა, – შანიმ მითხრა, რომ ჯაშუშები დაგყვებიან. ესე იგი, ვერ
ჩამოიშორე...

– არაფრის აზრზე არა ხარ.

– რიენსი?

– უარესი.

– მაშინ მართლა არა ვარ აზრზე... მოიცა, რედანიელები? ტრეტოგორი? დიქსტრა?

– გამოიცანი.

– ჰო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საფუძველი, რომ...

– ეს უკვე საკმარისი საფუძველია, – შეაწყვეტინა პოეტმა, – მათ რიენსი არ ადარდებთ, გერალტ. გოგო
და იენიფერი სჭირდებათ. დიქსტრას მათი ადგილსამყოფელი აინტერესებს და გაიძულებს, გასცე.
ახლა მოხვედი აზრზე?

– ახლა კი. ვითესებით. ფანჯრიდან?

– ყოველ მიზეზგარეშე. შანი, შენ? შეძლებ?

– ფანჯრიდან ძვრომის მეტი რა მიკეთებია, – შანიმ კაბა გაისწორა.

– ეჭვი არ მეპარება, – ბარდმა გამომცდელად შეხედა – იმედი ჰქონდა, მის სახეზე მეტაფორის ღირს
ალმურს აღმოაჩენდა, მაგრამ შეცდა – მხიარულად მოციმციმე თვალებისა და უტიფარი ღიმილის მეტი
არაფერი შეუმჩნევია.

რაფაზე უხმოდ დაეშვა დიდი ნაცრისფერი ბუ. შანიმ შეჰკივლა. გერალტი ხმალს წაეტანა.

– ნუ სულელობ, ფილიპა, – თქვა ბაბუაწვერამ. ბუ გაქრა და მის ადგილას რაფაზე მოუხერხებლად

ჩამომჯდარი ფილიპა ეილჰარტი გაჩნდა. ჯადოქარი უმალვე ჩამოხტა რაფიდან და თმასა და
ტანსაცმელზე ხელი გადაისვა.

– საღამო მშვიდობისა, – თქვა მედიდურად, – ბაბუაწვერავ, გაგვაცანი ერთმანეთი.

– გერალტ რივიელი. შანი, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი. ეს ბუ კი, ასე მოხერხებულად რომ
ჩამიდგა კვალში, სინამდვილეში ბუ კი არა, ფილიპა ეილჰარტია, ჯადოქართა საბჭოს წევრი, ამჟამად –
მეფე ვიზიმირის პირადი მაგი, ტრეტოგორის სასახლის კარის მშვენება. უკაცრავად, მხოლოდ ერთი
სკამი გვაქვს.

– საკმარისია, – ჯადოქარი ტაბურეტზე ჩამოჯდა, იქ მყოფებს თვალი მოავლო და მიბნედილი მზერა

რამდენიმე წამით შანიზე შეაჩერა. გოგონა, ბაბუაწვერას გასაოცრად, ერთბაშად აილეწა.

– კაცმა რომ თქვას, ის, რისთვისაც აქ მოვედი, მხოლოდ გერალტ რივიელს ეხება, – დაიწყო ფილიპამ
ხანმოკლე დუმილის შემდეგ, – მაგრამ მესმის, რომ ამ ოთახიდან ვისიმე გაგდება უტაქტობა იქნებოდა,
ამიტომ...

– მე შემიძლია გავიდე, – გაუბედავად თქვა შანიმ.

– არ შეგიძლია, – ჩაიღრინა მხედვარმა, – სანამ ვითარებას ნათელი არ მოეფინება, აქედან ვერავინ გავა.
ხომ მართალი ვარ, ქალბატონო ეილჰარტ?

– შეგიძლია, უბრალოდ ფილიპა დამიძახო, – გაუღიმა ჯადოქარმა, – ახლა ცერემონიების დრო არ არის.
და ნურავინ გავა, მე არავინ მიშლის ხელს. თუ მაინცდამაინც, მხოლოდ მაოცებს. მაგრამ რას ვიზამთ,
ცხოვრება მოულოდნელობათა უწყვეტი ჯაჭვია... როგორც ჩემი ერთი ნაცნობი იტყოდა... ჩვენი საერთო
ნაცნობი, გერალტ. მედიცინას სწავლობ, შანი? რომელ კურსზე ხარ?

– მესამეზე, – წაიბუტბუტა ქალიშვილმა.

– აჰ, – ფილიპა მას კი არა, მხედვარს უყურებდა, – ჩვიდმეტი წელი... რა მშვენიერი ასაკია! ალბათ, რას
არ გაიღებდა იენიფერი, ისევ ამხელა რომ ყოფილიყო. როგორ ფიქრობ, გერალტ? თუმცა მე თვითონ
ვკითხავ, თუ შემთხვევა მომეცა.

მხედვარმა ძალიან უსიამოვნოდ გაიღიმა.

– ჰკითხავ, ეჭვი არ მეპარება, და კომენტარებსაც დაურთავ. დარწმუნებული ვარ, კარგადაც გაერთობი.

ახლა კი, თუ შეიძლება, საქმეზე გადავიდეთ.

კი არა, ფილიპა ეილჰარტია, ჯადოქართა საბჭოს წევრი, ამჟამად – მეფე ვიზიმირის პირადი მაგი,
ტრეტოგორის სასახლის კარის მშვენება. უკაცრავად, მხოლოდ ერთი სკამი გვაქვს.

– საკმარისია, – ჯადოქარი ტაბურეტზე ჩამოჯდა, იქ მყოფებს თვალი მოავლო და მიბნედილი მზერა

რამდენიმე წამით შანიზე შეაჩერა. გოგონა, ბაბუაწვერას გასაოცრად, ერთბაშად აილეწა.

– კაცმა რომ თქვას, ის, რისთვისაც აქ მოვედი, მხოლოდ გერალტ რივიელს ეხება, – დაიწყო ფილიპამ
ხანმოკლე დუმილის შემდეგ, – მაგრამ მესმის, რომ ამ ოთახიდან ვისიმე გაგდება უტაქტობა იქნებოდა,
ამიტომ...

– მე შემიძლია გავიდე, – გაუბედავად თქვა შანიმ.

– არ შეგიძლია, – ჩაიღრინა მხედვარმა, – სანამ ვითარებას ნათელი არ მოეფინება, აქედან ვერავინ გავა.
ხომ მართალი ვარ, ქალბატონო ეილჰარტ?

– შეგიძლია, უბრალოდ ფილიპა დამიძახო, – გაუღიმა ჯადოქარმა, – ახლა ცერემონიების დრო არ არის.
და ნურავინ გავა, მე არავინ მიშლის ხელს. თუ მაინცდამაინც, მხოლოდ მაოცებს. მაგრამ რას ვიზამთ,
ცხოვრება მოულოდნელობათა უწყვეტი ჯაჭვია... როგორც ჩემი ერთი ნაცნობი იტყოდა... ჩვენი საერთო
ნაცნობი, გერალტ. მედიცინას სწავლობ, შანი? რომელ კურსზე ხარ?

– მესამეზე, – წაიბუტბუტა ქალიშვილმა.

– აჰ, – ფილიპა მას კი არა, მხედვარს უყურებდა, – ჩვიდმეტი წელი... რა მშვენიერი ასაკია! ალბათ, რას
არ გაიღებდა იენიფერი, ისევ ამხელა რომ ყოფილიყო. როგორ ფიქრობ, გერალტ? თუმცა მე თვითონ
ვკითხავ, თუ შემთხვევა მომეცა.

მხედვარმა ძალიან უსიამოვნოდ გაიღიმა.

– ჰკითხავ, ეჭვი არ მეპარება, და კომენტარებსაც დაურთავ. დარწმუნებული ვარ, კარგადაც გაერთობი.

ახლა კი, თუ შეიძლება, საქმეზე გადავიდეთ.

– მართალი ხარ, დროა. დრო კი ძალიან ცოტა გაქვს. ბაბუაწვერამ ალბათ უკვე გითხრა, რომ დიქსტრა
შენთან შეხვედრის და ერთი გოგონას ადგილსამყოფლის შესახებ გასაუბრების სურვილით იწვის.
დიქსტრამ ამის თაობაზე განკარგულება მეფე ვიზიმირისგან მიიღო, ამიტომ, ვფიქრობ, დაჟინებით
მოითხოვს, ის ადგილი უჩვენო.

– მესმის. გმადლობ, რომ გამაფრთხილე. ოღონდ ერთი რამ მაკვირვებს. ამბობ, დიქსტრამ
განკარგულება მეფისგან მიიღოო. და შენ რა, არ მიგიღია? რაც უნდა იყოს, ვიზიმირის საბჭოში არცთუ
უკანასკნელი ადგილი გიკავია.

– მართალი ხარ, – ჯადოქარს გერალტის დამცინავი კილოსთვის ყურადღება არ მიუქცევია, – მიკავია.

და გულისყურით ვეკიდები ჩემს მოვალეობებს, რაც შესაძლო შეცდომებისგან მეფის დაზღვევასაც
გულისხმობს. ყოველთვის როდი შემიძლია, მეფეს პირში ვუთხრა, რომ ცდება და ნაჩქარევ ქმედებაზე
ხელი ავაღებინო, მაგრამ ვალდებული ვარ, მის დაუფიქრებელ საქციელს ხელი შევუშალო. გესმის?

მხედვარმა თავი დაუქნია. ბაბუაწვერას ეჭვი შეეპარა, რომ გერალტმა მართლა გაიგო რამე – თვითონ
ხომ იცოდა, რომ ფილიპას სიტყვებში სიმართლის ნატამალიც არ ერია.

– მაშასადამე, – ნელა წარმოთქვა გერალტმა და ცხადი გახდა, რომ ყველაფერი შესანიშნავად ესმოდა, –
გოგონა, რომელზეც ვზრუნავ, ჯადოქართა საბჭოსაც აინტერესებს. ჯადოქრებს სურთ, უფრო ადრე
შეიტყონ მისი ადგილსამყოფელი, ვიდრე ამას ვიზიმირი ან ვინმე სხვა მოახერხებს. რატომ, ფილიპა? რა
არის ასეთი ამ ბავშვში, ასეთი ინტერესი რით დაიმსახურა?

ჯადოქარს თვალები დაუვიწროვდა.

– არ იცი? – წაისისინა, – ნუთუ ასე ცოტა რამ იცი ბავშვზე, რომელზეც ზრუნავ? არ მინდა, ნაჩქარევი
დასკვნა გამოვიტანო, მაგრამ ეს იმაზე მეტყველებს, რომ როგორც მეურვე, კაპიკად არ ღირხარ.
ჭეშმარიტად გასაოცარია, ასე უმეცარმა მისი მეურვეობა როგორ გაბედე. მეტიც – როგორ გაბედე,
სხვებისთვის წაგერთმია მეურვეობის უფლება. მათთვის, ვისაც საამისო კვალიფიკაცია აქვს. და
კითხულობ კიდეც, რატომ?! ფრთხილად იყავი, გერალტ, ამ უმეცრებამ არ დაგღუპოს. ფრთხილად
იყავი. და გაუფრთხილდი ბავშვს, დასწყევლოს ღმერთმა! თვალისჩინივით გაუფრთხილდი! თავად თუ
არ შეგიძლია, სხვას სთხოვე!

ბაბუაწვერას ეგონა, მხედვარი შეახსენებდა, რომ ეს როლი იენიფერმა იკისრა – არაფერს კარგავდა,
სამაგიეროდ, ფილიპას არგუმენტებს გააქარწყლებდა, მაგრამ გერალტს ხმა არ ამოუღია. პოეტი მიხვდა
– ფილიპამ ყველაფერი იცოდა. ფილიპამ გააფრთხილა. და მხედვარი მიუხვდა.

ბაბუაწვერას მზერა ერთისგან მეორეზე გადაჰქონდა და ცდილობდა გამოეცნო, ერთმანეთთან ოდესმე

რამე ხომ არ აკავშირებდათ, – იცოდა, რომ ორმხრივი ლტოლვის დამადასტურებელი ეს სიტყვიერი
დუელი, რომელიც მხედვარს ჯადოქრებთან წინათაც ჰქონია, ხშირად საწოლში მთავრდებოდა, –
მაგრამ, რა თქმა უნდა, ხელი მოეცარა. იმის გასაგებად, ვისთან რა აკავშირებდა მხედვარს, ერთადერთი
გზა არსებობდა: საჭირო დროს საჭირო ფანჯარაში შეძვრომა.

– მეურვეობა, – ხმა ამოიღო ფილიპამ, – ნიშნავს, იკისრო პასუხისმგებლობა ისეთი არსების

უსაფრთხოებაზე, რომელსაც საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია. თუ ბავშვი
საფრთხეში ჩააგდე... თუ უბედურება შეემთხვა, პასუხისმგებელი შენ იქნები, გერალტ. მხოლოდ შენ.

– ვიცი.

– ვშიშობ, ძალიან ცოტა რამ იცი.

– ჰოდა, გამანათლე. ყველას ერთბაშად რატომ მოუნდა, პასუხისმგებლობის სიმძიმე მომხსნას, ჩემი
მოვალეობები იტვირთოს და ბავშვს, რომელსაც ვმეურვეობ, მფარველობა გაუწიოს? რა უნდა მისგან
ვინმე რიენსს, რომელმაც სოდენსა და ტემერიაში უკვე სამი კაცი მოკლა, რომლებსაც ჩემთან და
გოგონასთან კონტაქტი ჰქონდათ? რომელმაც კინაღამ ბაბუაწვერაც შეიწირა, როცა მისგან ბავშვის
ადგილსამყოფლის გაგებას ცდილობდა? ვინ არის ეს რიენსი, ფილიპა?

– არ ვიცი, – უპასუხა ჯადოქარმა, – არ ვიცი, მაგრამ ძალიან მინდა, გავიგო.

– ამ რიენსს, – უეცრად ხმა ამოიღო შანიმ, – სახეზე შემთხვევით მესამე ხარისხის დამწვრობისგან
დარჩენილი ნაიარევი ხომ არ აქვს? თუ კი, მაშინ ვიცი, ვინცაა და სადაცაა.

ჩამოწოლილ სიჩუმეში მოისმა, როგორ აკაკუნდა საწვიმარ მილზე წვიმის პირველი წვეთები.

თავი მეექვსე

მკვლელობა ყოველთვის მკვლელობაა, განურჩევლად მოტივისა და გარემოებებისა, ამიტომ ყველა,

ვინც მკვლელობას ამზადებს ან სჩადის, დამნაშავეა, განურჩევლად იმისა, მეფეა, თავადი, მარშალი თუ
მოსამართლე. არავინ, ვინც კი ძალადობას ჩაიფიქრებს ან ჩაიდენს, არ შეიძლება, ჩვეულებრივ
დამნაშავეზე უკეთესად ჩაითვალოს, რამეთუ ყოველგვარ ძალადობას, თავისი ბუნებისამებრ,
დანაშაულისკენ მივყავართ.

ნიკოდემუს დე ბოოტი,
„ფიქრნი ცხოვრებაზე, ბედნიერებასა

და კეთილდღეობაზე“

– შეცდომა არ უნდა მოგვივიდეს, – თქვა ვიზიმირ რედანიელმა და ბეჭდებით მოოჭვილი თითები

თმაში შეიყო, – შეცდომის უფლება არ გვაქვს.

შეკრებილები დუმდნენ. დემავენდი, აედირნის მბრძანებელი, სავარძელში გაშხლართულიყო და

მუცელზე შემოდგმულ ლუდით სავსე სასმისს მიშტერებოდა. ფოლტესტი, ტემერიის, პონტარის,
მაჰაკამისა და სოდენის მეფე, ამ ცოტა ხნის წინ ბრუგეს სენიორ-პროტექტორიც რომ გამხდარიყო,
ფანჯრისკენ მიბრუნებული, იქ მყოფებს თავის კეთილშობილ პროფილს უჩვენებდა. მაგიდის მეორე
ბოლოში ჰენსელტი იჯდა, კაედვენის მეფე, და თათბირის მონაწილეებს ყაჩაღის მსგავს, წვერიან
სახეზე მოციმციმე პატარა გამჭრიახ თვალებს არ აშორებდა. მევა, ლირიის დედოფალი, ჩაფიქრებული
აწვალებდა ყელსაბამის უზარმაზარ ლალებს და მშვენიერ სავსე ტუჩებს დროდადრო
მრვალმნიშვნელოვნად ბრეცდა.

– შეცდომა არ უნდა მოგვივიდეს, – გაიმეორა ვიზიმირმა, – რადგან, შესაძლოა, ეს ძალიან ძვირად

დაგვიჯდეს. გავითვალისწინოთ სხვების გამოცდილება. როცა ხუთასი წლის წინ ჩვენი წინაპრები
სანაპიროზე გადმოსხდნენ, ელფებმაც ქვიშაში ჩარგეს თავი. ქვეყანას ნაწილ-ნაწილ ვგლეჯდით
ხელიდან, ისინი კი გამუდმებით უკან იხევდნენ – ეგონათ, წართმეულს დავჯერდებოდით და ამაზე
შორს აღარ წავიდოდით. გონიერება გამოვიჩინოთ, რადგან ახლა ჩვენი ჯერია. ახლა ჩვენ ვართ ელფები.
ნილფგაარდის ჯარი იარუგასთან დგას, თქვენ კი გაიძახით: „დგას და იდგეს“, „იმის იქით ფეხსაც აღარ
გადადგამსო“. მაგრამ გადადგამს! ვიმეორებ: არ უნდა მოგვივიდეს იგივე შეცდომა, რაც ელფებს
მოუვიდათ.

ფანჯრებზე ისევ აკაკუნდა წვიმა. ქარი აზუზუნდა. დედოფალმა მევამ თავი ასწია – მოეჩვენა, რომ
საიდანღაც ყვავის ყრანტალი ისმოდა. მაგრამ მხოლოდ ქარი ხმაურობდა. ქარი და წვიმა.

– ელფებს ნუ გვადარებ, – თქვა ჰენსელტ კაედვენელმა, – ასეთი შედარება დამამცირებელია. ელფებმა

ბრძოლა არ იცოდნენ, ამიტომაც იხევდნენ უკან და მთებსა და ტყეებს ეხიზნებოდნენ. ელფებმა
დაუთმეს სოდენი ჩვენს წინაპრებს. ჩვენ კი ნილფგაარდელებს ვაჩვენეთ, ჩვენთან ომი რასაც ნიშნავს.
სულ ტყუილად გვაშინებ, ვიზიმირ, სულ ტყუილად ქადაგებ. ნილფგაარდის ჯარი იარუგასთან დგასო,
ამბობ? მე კი გეტყვი, რომ ნილფგაარდელები გაღმა ნაპირზე მიყუჟულან და იქიდან ცხვირის
გამოყოფაც ვერ გაუბედავთ, რადგან სოდენთან ხერხემალი გადავუმტვრიეთ. არა მარტო ფიზიკურად –
მორალურადაც. არ ვიცი, მართალია თუ არა, რომ ემჰირ ვარ ემრეისი მასშტაბური აგრესიის
წინააღმდეგი იყო და ცინტრაზე შეტევა მისი მოწინააღმდეგე რომელიღაც პარტიის ნახელავია. თავს
დავდებ – ომი რომ მოეგო, ყელს მოიღერებდა და მამულებისა და პრივილეგიების დარიგებას
დაიწყებდა, სოდენის ბრძოლის შემდეგ კი უცებ აღმოჩნდა, რომ მარშლებმა ითავნებეს და თავები
დააყრევინა. რვა მათგანი სახალხოდ დასაჯა, კიდევ უფრო მეტი – შედარებით მოკრძალებულად.
რამდენიმე კაცი, ერთი შეხედვით, ბუნებრივად, თუმცაღა ძალზე საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა,
უამრავი გადააყენეს... მოკლედ, ემჰირი გაცოფდა და თავისი სარდლობა, ფაქტობრივად, თავისივე
ხელით მოსპო. ვიღა გაუძღვება მის ჯარს? ასისთავები?

– არა, ასისთავები არა, – ცივად უპასუხა დემავენდ აედირნელმა, – ახალგაზრდა და ნიჭიერი

მეთაურები, რომლებიც დიდი ხანია ხელსაყრელ შემთხვევას ელიან და რომლებიც ემჰირმა წინასწარ
მოამზადა. ისინი, ვისაც გადაღრძუებული მარშლები ჯარის გაძღოლას არ ანებებდნენ. მათ შესახებ
ხმები უკვე დადის. ეს ის ხალხია, რომელმაც მეტინსა და ნაზაირში ჯანყი ჩაახშო და ებინგელი
მეამბოხეები უმოკლეს ხანში გაანადგურა. ვისაც მოულოდნელი ღრმა მანევრების, ცხენოსანთა
რეიდების, ქვეითთა ელვისებური გადასროლის, საზღვაო დესანტის მნიშვნელობა ესმის. ვინც ვიწრო
მიმართულების გამანადგურებელ დარტყმებს იყენებს და ციხესიმაგრეთა ალყის დროს საეჭვო
გრძნეულებას თანამედროვე ტექნიკას ამჯობინებს. მათი დაუფასებლობა არ შეიძლება. ისინი იარუგის
გადმოლახვას ითხოვენ – სურთ დაამტკიცონ, რომ წინამორბედთა შეცდომებზე ჭკუა ისწავლეს.

– თუ ჭკუა ისწავლეს, – მხრები აიჩეჩა ჰენსელტმა, – იარუგაზე არ გადმოვლენ. ცინტრისა და ვერდენის

საზღვართან მდინარის შესართავს ისევ ერვილი აკონტროლებს. მისი სამი ციხესიმაგრის – ნასტროგის,
როზროგისა და ბოდროგის – მარშით აღება შეუძლებელია. აქ ყოველგვარი თანამედროვე ტექნიკა
უსარგებლოა. ჩვენს ფლანგს ეტაინ ციდარისელის ფლოტიც იცავს. მისი და სკელიგეელი მეკობრეების
წყალობით სანაპირო ჩვენს ხელშია. იარლ კრახ ან კრაიტს, გეხსომებათ, ნილფგაარდთან ზავი არ
დაუდვია, გამუდმებით ესხმის თავს და ზღვისპირა დასახლებებს და პროვინციებში მდებარე
ციხესიმაგრეებს ცეცხლს აძლევს. ნილფგაარდელებმა ტირტ ის მუირი – ზღვის ტახი შეარქვეს და მისი
სახელით ბავშვებს აშინებენ.

– ნილფგაარდელი ბავშვების შიში თავდასხმისგან ვერ დაგვიცავს, – ცალყბად ჩაიცინა ვიზიმირმა.

– ცხადია, ვერა, – დაეთანხმა ჰენსელტი, – სხვა რამე დაგვიცავს. თუ შესართავი და სანაპირო ხელში არ
ჩაიგდო, ღია ფლანგით ემჰირ ვან ემრეისი იარაღსა და სურსათს ვერ მიაწვდის იარუგაზე გადმოსულ
რაზმებს. რისი ელვისებური გადასროლა, რა ცხენოსანთა რეიდები? სასაცილოა! მდინარის
გადალახვიდან სამ დღეში ჯარი გაჩერდება. ნახევარი ციხესიმაგრეებს შემოარტყამს ალყას, ნახევარი კი
საძარცვავად, ალაფისა და საზრდოს საშოვნელად დაიფანტება. ხოლო როდესაც მისი ბრწყინვალე
კავალერია შიმშილისგან მუსრს გაავლებს საკუთარ ცხენებს, მეორე სოდენს მოვუწყობთ. ეშმაკმა
დალახვროს, ნეტავი მართლა გადმოლახონ მდინარე! მაგრამ ვაი, რომ ამას არ იზამენ.

– დავუშვათ, – თქვა უეცრად მევა ლირიელმა, – იარუგა არ გადმოლახეს, დავუშვათ, მოცდა ამჯობინეს.
მოდი, დავფიქრდეთ – ეს ვისთვის უფრო ხელსაყრელია, ჩვენთვის თუ მათთვის? ვის შეუძლია, თავს
უმოქმედობისა და ლოდინის უფლება მისცეს და ვის – არა?

– სწორედ რომ, – აიტაცა ვიზიმირმა, – მევამ, როგორც ყოველთვის, შიგ გულში გაარტყა. ემჰირს დრო
თავზე საყრელად აქვს, ძმებო... გვირგვინოსნებო, – ბოდიში, მევა, – ჩვენ კი – არა. ვერ ხედავთ, რა
ხდება? სამი წლის წინ ნილფგაარდმა მთის კალთაზე კენჭი დააგორა და ახლა მშვიდად ელოდება
ზვავს. უბრალოდ, ზის და ელოდება. ფერდობზე კი უფრო და უფრო მეტი ქვა-ლოდი მოგორავს.
იმიტომ, რომ პირველი სწორედ ის კენჭი აღმოჩნდა, რომლის ხელის ხლებაც არ შეიძლებოდა.
დაგორდა და ყველამ, ვისაც ქვათაცვენა ხელს აძლევს, უმალვე წამოყო თავი. ლურჯი მთებიდან
ბრემერვოორდამდე ელფების მუშა ბრიგადები დაძრწიან. ეს უკვე მცირე პარტიზანული კი არა,
ნამდვილი დიდი ომია. გონს მოსვლასაც ვერ მოვასწრებთ, რომ დოლ ბლატანელი თავისუფალი
ელფებიც გადმოვლენ შეტევაზე. მაჰაკამში ჯუჯები აჯანყებას აჯანყებაზე აწყობენ, ბროკილონელი
დრიადებიც თვალსა და ხელს შუა გათავხედდნენ. ეს ომია, ფართომასშტაბიანი ომი. შინა ომი, ჩვენი,
სამოქალაქო. ნილფგაარდი კი იცდის... როგორ ფიქრობთ, ვის სასარგებლოდ მუშაობს დრო?
სკოიატაელების ბრიგადები ოცდაათი-ორმოცი წლის ელფებისგან შედგება, მაგრამ ისინი სამას
წელიწადს ცოცხლობენ! დრო მათაც აქვთ, ჩვენ კი – არა.

– სკოიატაელები მართლა ხათაბალად იქცნენ, – დაეთანხმა ჰენსელტი, – ფერმერებს ატერორებენ,

ვაჭრობასა და მიმოსვლას ხელს უშლიან... რამე უნდა ვიღონოთ.

– თუ არაადამიანებს ომი უნდათ, მიიღებენ კიდეც, – ჩაურთო ფოლტესტ ტემერიელმა, – მუდამ

მშვიდობიანი და მეგობრული თანაარსებობის მომხრე ვიყავი, მაგრამ რაკი კუნთებზე იყურებიან,
ვნახოთ, ვისი აჯობებს. მე მზად ვარ. ექვსი თვე მეყოფა, რომ ტემერიასა და სოდენში ციყვების
სახსენებელიც გავაქრო. ჩვენმა წინაპრებმა ეს მიწა ერთხელ უკვე მორწყეს ელფების სისხლით. ეს
ტრაგედიად მიმაჩნია, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ. დაე, ტრაგედია გამეორდეს. ელფები უნდა
დავაშოშმინოთ.
ემრეისი იარაღსა და სურსათს ვერ მიაწვდის იარუგაზე გადმოსულ რაზმებს. რისი ელვისებური
გადასროლა, რა ცხენოსანთა რეიდები? სასაცილოა! მდინარის გადალახვიდან სამ დღეში ჯარი
გაჩერდება. ნახევარი ციხესიმაგრეებს შემოარტყამს ალყას, ნახევარი კი საძარცვავად, ალაფისა და
საზრდოს საშოვნელად დაიფანტება. ხოლო როდესაც მისი ბრწყინვალე კავალერია შიმშილისგან
მუსრს გაავლებს საკუთარ ცხენებს, მეორე სოდენს მოვუწყობთ. ეშმაკმა დალახვროს, ნეტავი მართლა
გადმოლახონ მდინარე! მაგრამ ვაი, რომ ამას არ იზამენ.

– დავუშვათ, – თქვა უეცრად მევა ლირიელმა, – იარუგა არ გადმოლახეს, დავუშვათ, მოცდა ამჯობინეს.
მოდი, დავფიქრდეთ – ეს ვისთვის უფრო ხელსაყრელია, ჩვენთვის თუ მათთვის? ვის შეუძლია, თავს
უმოქმედობისა და ლოდინის უფლება მისცეს და ვის – არა?

– სწორედ რომ, – აიტაცა ვიზიმირმა, – მევამ, როგორც ყოველთვის, შიგ გულში გაარტყა. ემჰირს დრო
თავზე საყრელად აქვს, ძმებო... გვირგვინოსნებო, – ბოდიში, მევა, – ჩვენ კი – არა. ვერ ხედავთ, რა
ხდება? სამი წლის წინ ნილფგაარდმა მთის კალთაზე კენჭი დააგორა და ახლა მშვიდად ელოდება
ზვავს. უბრალოდ, ზის და ელოდება. ფერდობზე კი უფრო და უფრო მეტი ქვა-ლოდი მოგორავს.
იმიტომ, რომ პირველი სწორედ ის კენჭი აღმოჩნდა, რომლის ხელის ხლებაც არ შეიძლებოდა.
დაგორდა და ყველამ, ვისაც ქვათაცვენა ხელს აძლევს, უმალვე წამოყო თავი. ლურჯი მთებიდან
ბრემერვოორდამდე ელფების მუშა ბრიგადები დაძრწიან. ეს უკვე მცირე პარტიზანული კი არა,
ნამდვილი დიდი ომია. გონს მოსვლასაც ვერ მოვასწრებთ, რომ დოლ ბლატანელი თავისუფალი
ელფებიც გადმოვლენ შეტევაზე. მაჰაკამში ჯუჯები აჯანყებას აჯანყებაზე აწყობენ, ბროკილონელი
დრიადებიც თვალსა და ხელს შუა გათავხედდნენ. ეს ომია, ფართომასშტაბიანი ომი. შინა ომი, ჩვენი,
სამოქალაქო. ნილფგაარდი კი იცდის... როგორ ფიქრობთ, ვის სასარგებლოდ მუშაობს დრო?
სკოიატაელების ბრიგადები ოცდაათი-ორმოცი წლის ელფებისგან შედგება, მაგრამ ისინი სამას
წელიწადს ცოცხლობენ! დრო მათაც აქვთ, ჩვენ კი – არა.

– სკოიატაელები მართლა ხათაბალად იქცნენ, – დაეთანხმა ჰენსელტი, – ფერმერებს ატერორებენ,

ვაჭრობასა და მიმოსვლას ხელს უშლიან... რამე უნდა ვიღონოთ.

– თუ არაადამიანებს ომი უნდათ, მიიღებენ კიდეც, – ჩაურთო ფოლტესტ ტემერიელმა, – მუდამ

მშვიდობიანი და მეგობრული თანაარსებობის მომხრე ვიყავი, მაგრამ რაკი კუნთებზე იყურებიან,
ვნახოთ, ვისი აჯობებს. მე მზად ვარ. ექვსი თვე მეყოფა, რომ ტემერიასა და სოდენში ციყვების
სახსენებელიც გავაქრო. ჩვენმა წინაპრებმა ეს მიწა ერთხელ უკვე მორწყეს ელფების სისხლით. ეს
ტრაგედიად მიმაჩნია, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ. დაე, ტრაგედია გამეორდეს. ელფები უნდა
დავაშოშმინოთ.

– კი ბატონო, შენი ჯარი ელფებზე გაილაშქრებს, – თავი დაუქნია დემავენდმა, – მაგრამ ადამიანებზე?
ქმეთებზე, რომლებიც შენთან ქვეითებად მსახურობენ? ამქრებზე? თავისუფალ ქალაქებზე? ვიზიმირმა
ზვავი ახსენა. სკოიატაელები მხოლოდ ერთი ქვაა. დიახ, დიახ, ბატონებო, ასე ნუ მომშტერებიხართ.
სოფლებსა და ქალაქებში უკვე დაირხა ხმა, რომ ნილფგაარდის მიერ დაპყრობილ მიწებზე ქმეთები,
ფერმერები და ხელოსნები უფრო თავისუფლად და მაძღრად ცხოვრობენ; რომ ვაჭართა გილდიებმა
დამატებითი პრივილეგიები მიიღეს... ჩვენი ბაზრები ნილფგაარდული საქონლითაა სავსე, ბრუგესა და
ვერდენში იქაურმა ფულმა თითქმის განდევნა ადგილობრივი ვალუტა. თუ გულხელდაკრეფილები
ვისხდებით, დავიღუპებით. ერთმანეთთან შუღლი ჩაგვითრევს, აჯანყებათა ჩახშობა დაგვაუძლურებს,
ნილფგაარდის ეკონომიკური ძალა გასაქანს აღარ მოგვცემს და ბოლოს და ბოლოს საკუთარ
აშმორებულ საღორეში ჩავიხრჩობით. შეიგნეთ – ნილფგაარდი სამხრეთისკენ გზას გვიკეტავს, ჩვენ კი
განვითარება გვჭირდება, ექსპანსიური განვითარება, თორემ ჩვენი შვილიშვილებისთვის ამ მიწაზე
ადგილი აღარ დარჩება.

შეკრებილები დუმდნენ. ვიზიმირ რედანიელმა ღრმად ამოიოხრა და სასმისს დასწვდა. სიჩუმე

გაჭიანურდა. ფანჯრებზე წვიმა შხაპუნობდა. ქარი დარაბებს აჯახუნებდა.

– ყველა ამ სირთულეს, – ხმა ამოიღო ჰენსელტმა, – ნილფგაარდს უნდა ვუმადლოდეთ. არაადამიანებს

ემჰირის ემისრები აქეზებენ. ოქროს დაუნანებლად ფანტავენ და ბარონებსა და ჰერცოგებს ჩვენი
სამეფოების ადგილას დაარსებულ პროვინციებში მაღალ თანამდებობებს ჰპირდებიან. თქვენთან რა
ხდება, არ ვიცი, კაედვენში კი ბოლო დროს საეჭვოდ მომრავლდნენ ბერ-მონაზვნები, მჩხიბავები და
ათასი ჯურის მისტიკოსები, ქვეყნიერების აღსასრულს რომ იუწყებიან...

– ჩემთანაც ასეა, – კვერი დაუკრა ფოლტესტმა, – ეშმაკმა დალახვროს, რამდენ ხანს ვცხოვრობდით
მშვიდად! მას შემდეგ, რაც ბაბუაჩემმა ბერმონაზვნობას კუთვნილი ადგილი მიუჩინა, მათი რიგები
გვარიანად შეთხელდა, დარჩენილებმა კი სასარგებლო საქმეს მოჰკიდეს ხელი – წიგნებს ჩაუსხდნენ,
ღარიბ-ღატაკებზე, დავრდომილებსა და უსახლკაროებზე ზრუნვა დაიწყეს, ბავშვებისთვის სკოლები
დახსნეს... ახლა კი ერთბაშად გამოფხიზლდნენ და ათას სისულელეს გაჰყვირიან, ბრბო კი
პირდაღებული უსმენს და ბოლოს და ბოლოს ხვდება, რატომაა ასეთ შავ დღეში. მე ვითმენ,
ბაბუაჩემივით ფიცხი არა ვარ და დიდად არც ჩემი მეფური ღირსების შელახვა მანაღვლებს. ისეთ
ღირსებას რა ვუთხარი, ჭკუაზე შემცდარი ფანატიკოსის ბოდვა რომ შელახავს! მაგრამ ჩემს
მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ბოლო ხანს ყველა ერთსა და იმავეზე ქადაგებს – მხსნელზე, რომელიც
სამხრეთიდან მოვა. გესმით? სამხრეთიდან. იარუგის გაღმიდან!

– მოვა თეთრი სუსხი, – ჩაიბურტყუნა დემავენდმა, – მის კვალდაკვალ – თეთრი ნათელი, მერე კი
აღდგება ქვეყნიერება თეთრი ალისგან თეთრი დედოფლის ხელით... ეს მეც გამიგონია. ელფთა მისნის,
Ithlinne aep Aevenien-ის, წინასწარმეტყველების გარდათქმაა. ერთი ბერი დავაჭერინე, ვენგერბერგის
ბაზრობაზე რომ გაჰყვიროდა ასეთებს, და ჩემი ჯალათი დიდხანს გულმოდგინედ იძიებდა, რამდენი
ოქრო მიიღო ემჰირისგან ამ წინასწარმეტყველებისთვის... შენც არ მომიკვდე – სანამ სული არ განუტევა,
თეთრ ალსა და თეთრ დედოფალზე ბოდავდა.

ქვეითებად მსახურობენ? ამქრებზე? თავისუფალ ქალაქებზე? ვიზიმირმა ზვავი ახსენა. სკოიატაელები

მხოლოდ ერთი ქვაა. დიახ, დიახ, ბატონებო, ასე ნუ მომშტერებიხართ. სოფლებსა და ქალაქებში უკვე
დაირხა ხმა, რომ ნილფგაარდის მიერ დაპყრობილ მიწებზე ქმეთები, ფერმერები და ხელოსნები უფრო
თავისუფლად და მაძღრად ცხოვრობენ; რომ ვაჭართა გილდიებმა დამატებითი პრივილეგიები
მიიღეს... ჩვენი ბაზრები ნილფგაარდული საქონლითაა სავსე, ბრუგესა და ვერდენში იქაურმა ფულმა
თითქმის განდევნა ადგილობრივი ვალუტა. თუ გულხელდაკრეფილები ვისხდებით, დავიღუპებით.
ერთმანეთთან შუღლი ჩაგვითრევს, აჯანყებათა ჩახშობა დაგვაუძლურებს, ნილფგაარდის
ეკონომიკური ძალა გასაქანს აღარ მოგვცემს და ბოლოს და ბოლოს საკუთარ აშმორებულ საღორეში
ჩავიხრჩობით. შეიგნეთ – ნილფგაარდი სამხრეთისკენ გზას გვიკეტავს, ჩვენ კი განვითარება
გვჭირდება, ექსპანსიური განვითარება, თორემ ჩვენი შვილიშვილებისთვის ამ მიწაზე ადგილი აღარ
დარჩება.

შეკრებილები დუმდნენ. ვიზიმირ რედანიელმა ღრმად ამოიოხრა და სასმისს დასწვდა. სიჩუმე

გაჭიანურდა. ფანჯრებზე წვიმა შხაპუნობდა. ქარი დარაბებს აჯახუნებდა.

– ყველა ამ სირთულეს, – ხმა ამოიღო ჰენსელტმა, – ნილფგაარდს უნდა ვუმადლოდეთ. არაადამიანებს

ემჰირის ემისრები აქეზებენ. ოქროს დაუნანებლად ფანტავენ და ბარონებსა და ჰერცოგებს ჩვენი
სამეფოების ადგილას დაარსებულ პროვინციებში მაღალ თანამდებობებს ჰპირდებიან. თქვენთან რა
ხდება, არ ვიცი, კაედვენში კი ბოლო დროს საეჭვოდ მომრავლდნენ ბერ-მონაზვნები, მჩხიბავები და
ათასი ჯურის მისტიკოსები, ქვეყნიერების აღსასრულს რომ იუწყებიან...

– ჩემთანაც ასეა, – კვერი დაუკრა ფოლტესტმა, – ეშმაკმა დალახვროს, რამდენ ხანს ვცხოვრობდით
მშვიდად! მას შემდეგ, რაც ბაბუაჩემმა ბერმონაზვნობას კუთვნილი ადგილი მიუჩინა, მათი რიგები
გვარიანად შეთხელდა, დარჩენილებმა კი სასარგებლო საქმეს მოჰკიდეს ხელი – წიგნებს ჩაუსხდნენ,
ღარიბ-ღატაკებზე, დავრდომილებსა და უსახლკაროებზე ზრუნვა დაიწყეს, ბავშვებისთვის სკოლები
დახსნეს... ახლა კი ერთბაშად გამოფხიზლდნენ და ათას სისულელეს გაჰყვირიან, ბრბო კი
პირდაღებული უსმენს და ბოლოს და ბოლოს ხვდება, რატომაა ასეთ შავ დღეში. მე ვითმენ,
ბაბუაჩემივით ფიცხი არა ვარ და დიდად არც ჩემი მეფური ღირსების შელახვა მანაღვლებს. ისეთ
ღირსებას რა ვუთხარი, ჭკუაზე შემცდარი ფანატიკოსის ბოდვა რომ შელახავს! მაგრამ ჩემს
მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ბოლო ხანს ყველა ერთსა და იმავეზე ქადაგებს – მხსნელზე, რომელიც
სამხრეთიდან მოვა. გესმით? სამხრეთიდან. იარუგის გაღმიდან!

– მოვა თეთრი სუსხი, – ჩაიბურტყუნა დემავენდმა, – მის კვალდაკვალ – თეთრი ნათელი, მერე კი
აღდგება ქვეყნიერება თეთრი ალისგან თეთრი დედოფლის ხელით... ეს მეც გამიგონია. ელფთა მისნის,
Ithlinne aep Aevenien-ის, წინასწარმეტყველების გარდათქმაა. ერთი ბერი დავაჭერინე, ვენგერბერგის
ბაზრობაზე რომ გაჰყვიროდა ასეთებს, და ჩემი ჯალათი დიდხანს გულმოდგინედ იძიებდა, რამდენი
ოქრო მიიღო ემჰირისგან ამ წინასწარმეტყველებისთვის... შენც არ მომიკვდე – სანამ სული არ განუტევა,
თეთრ ალსა და თეთრ დედოფალზე ბოდავდა.

– ფრთხილად იყავი, დემავენდ, – შუბლი შეიჭმუხნა ვიზიმირმა, – წამებულებს ნუ მოამრავლებ –

ემჰირსაც სწორედ ეს უნდა. ნილფგაარდის ჯაშუშებს სდიე, ღვთისმსახურებს კი ხელს ნუ ახლებ –
კაცმა არ იცის, ამას რა მოჰყვება. ხალხში ისინი ჯერ კიდევ სარგებლობენ გავლენით და პატივისცემით.
ციყვები არ გვყოფნის, ქალაქელების ამბოხება და გლეხთა ომებიც რომ არ დავუმატოთ?

– ჯანდაბას ყველაფერი, – ჩაიფრუტუნა ფოლტესტმა, – ეს არ გააკეთო, იმას ხელი არ ახლო... განა იმის
გასარკვევად შევიკრიბეთ, რა შეიძლება და რა – არა? ან იქნებ იმისთვის მოგვათრიე ჰაგეში, დემავენდ,
რომ საკუთარი უძლურება ვიგლოვოთ? მოქმედების დროა! რამე უნდა ვიღონოთ! უნდა შევაჩეროთ ის,
რაც ჩვენ გარშემო ხდება!

– მეც სწორედ ამას გთავაზობდით, – წელში გაიმართა ვიზიმირი, – რამე უნდა ვიღონოთ!

– მაინც რა?

– რა შეგვიძლია?

ისევ სიჩუმე ჩამოწვა, რომელსაც მხოლოდ ქარის ზუზუნი და დარაბების ჯახუნი არღვევდა.

– ყველა მე რატომ შემომყურებთ? – იკითხა უეცრად მევამ.

– შენი სილამაზით ვტკბებით, – პირზე მიყუდებულ სასმისში ჩაიბურტყუნა ჰენსელტმა.

– ამითაც, – კვერი დაუკრა ვიზიმირმა, – მევა, ყველამ ვიცით, რომ ყოველგვარი ვითარებიდან
შეგიძლია გამოსავლის პოვნა, ბრძენი ქალი ხარ, საოცარი ალღოს პატრონი...
– მორჩი გუნდრუკის კმევას, – ლირიის დედოფალმა ხელები კალთაზე დაიკრიფა და გახუნებულ
გობელენს მიაჩერდა, რომელზეც ნადირობის სცენა იყო გამოსახული. თეთრ რქაეულს ადევნებული
მწევრები ნახტომში გაწოლილიყვნენ და დრუნჩები მისი ფერდებისკენ აეშვირათ. „არასოდეს მინახავს
ცოცხალი რქაეული“, გაიფიქრა მევამ, „არასოდეს. და ალბათ ვერც ვერასოდეს ვნახავ“.

– ჩვენი მდგომარეობა, – თქვა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ და გობელენს თვალი მოაშორა, – რივიის
ციხესიმაგრეში გატარებულ

ნილფგაარდის ჯაშუშებს სდიე, ღვთისმსახურებს კი ხელს ნუ ახლებ – კაცმა არ იცის, ამას რა მოჰყვება.
ხალხში ისინი ჯერ კიდევ სარგებლობენ გავლენით და პატივისცემით. ციყვები არ გვყოფნის,
ქალაქელების ამბოხება და გლეხთა ომებიც რომ არ დავუმატოთ?

– ჯანდაბას ყველაფერი, – ჩაიფრუტუნა ფოლტესტმა, – ეს არ გააკეთო, იმას ხელი არ ახლო... განა იმის
გასარკვევად შევიკრიბეთ, რა შეიძლება და რა – არა? ან იქნებ იმისთვის მოგვათრიე ჰაგეში, დემავენდ,
რომ საკუთარი უძლურება ვიგლოვოთ? მოქმედების დროა! რამე უნდა ვიღონოთ! უნდა შევაჩეროთ ის,
რაც ჩვენ გარშემო ხდება!

– მეც სწორედ ამას გთავაზობდით, – წელში გაიმართა ვიზიმირი, – რამე უნდა ვიღონოთ!

– მაინც რა?

– რა შეგვიძლია?

ისევ სიჩუმე ჩამოწვა, რომელსაც მხოლოდ ქარის ზუზუნი და დარაბების ჯახუნი არღვევდა.

– ყველა მე რატომ შემომყურებთ? – იკითხა უეცრად მევამ.

– შენი სილამაზით ვტკბებით, – პირზე მიყუდებულ სასმისში ჩაიბურტყუნა ჰენსელტმა.

– ამითაც, – კვერი დაუკრა ვიზიმირმა, – მევა, ყველამ ვიცით, რომ ყოველგვარი ვითარებიდან
შეგიძლია გამოსავლის პოვნა, ბრძენი ქალი ხარ, საოცარი ალღოს პატრონი...

– მორჩი გუნდრუკის კმევას, – ლირიის დედოფალმა ხელები კალთაზე დაიკრიფა და გახუნებულ

გობელენს მიაჩერდა, რომელზეც ნადირობის სცენა იყო გამოსახული. თეთრ რქაეულს ადევნებული
მწევრები ნახტომში გაწოლილიყვნენ და დრუნჩები მისი ფერდებისკენ აეშვირათ. „არასოდეს მინახავს
ცოცხალი რქაეული“, გაიფიქრა მევამ, „არასოდეს. და ალბათ ვერც ვერასოდეს ვნახავ“.

– ჩვენი მდგომარეობა, – თქვა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ და გობელენს თვალი მოაშორა, – რივიის
ციხესიმაგრეში გატარებულ

ზამთრის გრძელ საღამოებს მაგონებს. ჰაერი მაშინაც რაღაც ავი წინათგრძნობით იყო გაჟღენთილი.
ჩემი ქმარი იმაზე ფიქრობდა, როგორ ჩაეწვინა საწოლში მორიგი სეფექალი, მთავარსარდალი – იმაზე,
როგორ დაეწყო ომი რაც შეიძლება მალე, რომ რაც შეიძლება მალე გაეთქვა სახელი; ჯადოქარს თავი
მბრძანებელი ეგონა, მსახურებს მომსახურება ეზარებოდათ, მასხარას ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა,
ძაღლები სევდიანად ყმუოდნენ, კატებს კი არხეინად ეძინათ და სულ არ ანაღვლებდათ, რომ სასახლე
თაგვებით იყო სავსე. ყველა რაღაცას ელოდა. ყველა ჩემკენ აპარებდა თვალს. მეც... მეც ავდექი და
ვაჩვენე, რისი მაქნისიც ვიყავი. ისე ვაჩვენე, რომ კედლები აზანზარდა და ახლომახლო ბუნაგებში
დათვებმა გამოიღვიძეს. ყველას მაშინვე გამოუფრინდა თავიდან სისულელე. ყველა მიხვდა, ვინც იყო
იქაურობის ბატონ-პატრონი.

მამაკაცებს კრინტი არ დაუძრავთ. ქარი უფრო ხმამაღლა აზუზუნდა. გალავანზე მცველებმა

უხალისოდ გადასძახეს ერთმანეთს. ტყვიის ჩარჩოში ჩასმულ მინებზე წვეთების კაკაკუკი შლეგურ
სტოკატოში გადაიზარდა.

– ნილფგაარდიც გვიყურებს და ელის, – განაგრძო მევამ და ყელსაბამი აათამაშა, – ნილფგაარდიც

გვაკვირდება. ჰაერი ავი წინათგრძნობითაა გაჟღენთილი, ადამიანთა გონებაში კი უგუნური აზრები
იბადება. ჰოდა, მოდი, ვაჩვენოთ, რისი მაქნისები ვართ. ვაჩვენოთ, ვისია ეს მიწა. შევაზანზაროთ
ზამთრის მარაზმში ჩაძირული სასახლე!

– გავანადგუროთ ციყვები, – აიტაცა ჰენსელტმა, – დავიწყოთ მსხვილი ერთობლივი სამხედრო

ოპერაცია, სისხლში ჩავახრჩოთ არაადამიანები. დაე, პონტარი, გვენლეხი და ბუინა შესართავამდე
გაწითლდეს!

– სადამსჯელო ოპერაცია მოვუწყოთ დოლ ბლატანელ თავისუფალ ელფებს, – დასძინა მოღუშულმა

დემავენდმა, – მაჰაკამში საექსპედიციო კორპუსი შევიყვანოთ, ბოლოს და ბოლოს, დავრთოთ რევილ
ვერდენელს ბროკილონელი დრიადების დაშოშმინების ნება! დიახ, სისხლში ჩავახრჩოთ!
გადარჩენილებს კი რეზერვაციებში ვუკრათ თავი.

– კრახ ან კრაიტი ნილფგაარდის სანაპიროს მივუქსიოთ, – აჰყვა ვიზიმირი, – ეტაინ ციდარისელის

ფლოტიც მივაშველოთ, დაე, იარუგიდან ებინგამდე ცეცხლი მძვინვარებდეს! დაე, დაინახონ, რისი
ძალა შეგვწევს...

– არა, – თავი გააქნია ფოლტესტმა, – არ კმარა. სხვა რამაა საჭირო. ვიცი, რაც.

– ჰოდა, გვითხარი!

– ცინტრა.

– რა?

– ცინტრა უნდა წავართვათ. იარუგაზე გადავიდეთ, მოულოდნელად დავესხათ თავს და მარნადალის

იქით გავყაროთ.

– როგორ? ახლა არ ვამბობდით, იარუგაზე გადასვლა შეუძლებელიაო?

– ნილფგაარდელებისთვის – კი, მაგრამ მდინარეს ჩვენ ვაკონტროლებთ. ჩვენს ხელშია შესართავი,

მომარაგების გზები. ჩვენს ფლანგს სკელიგე, ციდარისი და ვერდენის ციხესიმაგრეები იცავენ.
ნილფგაარდისთვის ორმოცი-ორმოცდაათი ათასი კაცის მდინარეზე გადმოსროლა ძნელი საქმეა, ჩვენი
კი იარუგის მარცხენა ნაპირზე გაცილებით მეტის გადასხმა შეგვიძლია. პირდაღებული ნუ
შემომყურებ, ვიზიმირ. ხომ გინდოდა რაღაც ისეთი, რაც ლოდინს ბოლოს მოუღებს? რაღაც ეფექტური,
რაც ისევ ჭეშმარიტ გვირგვინოსნებად გვაქცევს? ეს რაღაც ცინტრაა. ცინტრა გაგვაერთიანებს, რადგან
ის სიმბოლოა. სოდენი გაიხსენეთ! ქალაქში მომხდარი ჟლეტა და კალანტეს მოწამეობრივი სიკვდილი
რომ არა, ვერც ამ გამარჯვებას მოვიპოვებდით! ძალები თანაბარი იყო, არავინ ელოდა, რომ
ნილფგაარდელებს ვძლევდით. ნურას უკაცრავად! ჩვენი მეომრები მათ მგლებივით, ცოფიანი
ძაღლებივით ეცნენ ყელში ცინტრელი ძუ ლომისთვის შურის საძიებლად. მაგრამ ჩვენ შორის ისეთი
ხალხიც ურევია, ვინც სოდენთან სისხლის წყურვილი ვერ მოიკლა. კრახ ან კრაიტი გაიხსენეთ, ზღვის
ტახი!

– მართალია, – დაეთანხმა დემავენდი, – კრახმა დაიფიცა, რომ მარნადალთან მოკლული ეისტ

ტურსეახისა და კალანტესთვის სისხლით აზღვევინებს. თუ მარცხენა სანაპიროს შევუტევთ, კრახი
სკელიგეს ჯარით გვერდით დაგვიდგება. ჰო, გამარჯვების შანსი გვაქვს. ფოლტესტს მხარს ვუჭერ.
გვეყოფა ლოდინი, პირველებმა უნდა შევუტიოთ, ცინტრა გამოვიხსნათ, ეგ ძაღლიშვილები ამელის
უღელტეხილის იქით გავყაროთ!

– მშვიდად, მშვიდად, – ჩაიბურტყუნა ჰენსელტმა, – ლომისთვის ულვაშის მოწიწკნას ნუ იჩქარებთ,

ჯერ ცოცხალია. ეს ერთი. მეორე – თუ პირველები შევუტევთ, ზავს დავარღვევთ, რომელსაც თვითონვე
მოვაწერეთ ხელი, და აგრესორებად ვიქცევით. ნედამირი და მისი ლიგა მხარს არ დაგვიჭერენ. არც
ესტერად ტისენი მოგვემხრობა. ეტაინ ციდარისელი რას იზამს, არ ვიცი. ომის წინააღმდეგი იქნებიან
ხელოსნები, ვაჭრები, არისტოკრატები... და, რაც მთავარია, ჯადოქრები. ჯადოქრები არ დაივიწყოთ!

– მართალია, ჯადოქრები მარცხენა სანაპიროზე შეტევას მხარს არ დაუჭერენ, – კვერი დაუკრა

ვიზიმირმა, – ზავის დადება ვილგეფორც როგევეენელის დამსახურებაა. მისი ჩანაფიქრით, ზავს
თანდათან მტკიცე და სამუდამო მშვიდობამდე უნდა მივეყვანეთ. არა, ომზე ვილგეფორცის
დაყოლიების იმედი ნუ გვექნება. კაპიტული კი, მერწმუნეთ, ისე მოიქცევა, როგორც ვილგეფორცი
ეტყვის. სოდენის ბრძოლის შემდეგ კაპიტულში ის პირველი კაცია. ვინც რა უნდა თქვას, საბოლოო
სიტყვა იქ ვილგეფორცს ეკუთვნის.

– ვილგეფორცი, ვილგეფორცი! – შეჰყვირა ფოლტესტმა, – ამ ჯადოქარს დიდება მეტისმეტად აუვარდა

თავში! ერთი მითხარით, რატომ უნდა გავუწიო ანგარიში ვილგეფორცის და კაპიტულის გეგმებს,
რომლებსაც, კაცმა რომ თქვას, ხეირიანად არც კი ვიცნობ? თუმცა ამასაც მოევლება, ბატონებო. ვთქვათ,
თვითონ ნილფგაარდი დაესხა თავს, მაგალითად, დოლ ანგრას, აედირნს ან ლირიას... შეიძლება ამის
მოხერხება... ერთი პატარა პროვოკაციის მოწყობა. თუნდაც საზღვრისპირა ციხესიმაგრეზე
თავდასხმისა... ჩვენ, ცხადია, მზად ვიქნებით და მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ. ვილგეფორციც
მხარს დაგვიჭერს და მთელი ეს კუდიანების კაპიტულიც. ემჰირ ვარ ემრეისი თვალს მოაშორებს
სოდენს და მდინარისპირეთს, ცინტრელები გამოიღვიძებენ, ბრუგეში ემიგრანტები და დევნილები
გამოვლენ ვისეგერდის დროშით. რვა ათასამდე შეიარაღებული კაცი! ეს იდეალური შუბის წვერია.
თავიანთ მიწა-წყალზე დაბრუნების იმედი ასულდგმულებთ, საომრად იწევენ. ყოველ წუთს მზად
არიან, მარცხენა სანაპიროს დაარტყან. ნიშანსღა ელოდებიან.

– მართალია, – დაუდასტურა მევამ, – ნიშანს და პირობას, რომ დავეხმარებით, რადგან რვა ათას კაცს
ემჰირი მაშველი ჯარის გარეშე, სასაზღვრო გარნიზონითაც გაუსწორდება. ვისეგერდმა ეს მშვენივრად
იცის და ნაბიჯსაც არ გადადგამს, სანამ არ დარწმუნდება, რომ მის კვალდაკვალ ფოლტესტის არმია და
რედანიის კორპუსებიც გადასხდებიან. მაგრამ მას, უწინარეს ყოვლისა, ცინტრელი ბოკვერი სჭირდება.
ამბობენ, დედოფლის შვილიშვილი გადარჩაო. ვიღაცას უნახავს კიდეც ლტოლვილებთან. მერე კი მისი
კვალი გაქრა. დევნილები დღედაღამ ეძებენ, რადგან ცინტრის ტახტზე სამეფო გვარის ჩამომავალი
უნდა დაჯდეს კალანტეს მოდგმიდან.

– სისულელეა, – ცივად წარმოთქვა ფოლტესტმა, – ორ წელიწადზე მეტი გავიდა. თუ ბავშვი აქამდე ვერ
იპოვეს, ესე იგი აღარცაა ცოცხალი. დაივიწყეთ ეს ლეგენდა. აღარც კალანტეა ამქვეყნად და აღარც მისი
ბოკვერი. საგვარეულო, რომელსაც ტახტი ეკუთვნოდა, აღარ არსებობს. ცინტრაც... ვეღარასოდეს იქცევა
იმად, რაც ძუ ლომის სიცოცხლეში იყო. თუმცა ვისეგერდმა და მისმა დევნილებმა ეს არ უნდა
იცოდნენ.
– ესე იგი, – მევამ თვალები მოჭუტა, – ცინტრელ პარტიზანებს წინა ხაზზე ისე გაგზავნი
სასიკვდილოდ, არც კი ეტყვი, რომ ცინტრა მხოლოდ ვასალად აღდგება შენი სენიორატის ქვეშ? ესე იგი,
გვთავაზობ, ცინტრაზე შენთვის გავილაშქროთ? სოდენი და ბრუგე დაიმორჩილე, ახლა ვერდენისთვის
ილესავ კბილებს... და ცინტრასაც დაადგი, არა, თვალი?

– აღიარე, ფოლტესტ, – ჩაიბურტყუნა ჰენსელტმა, – რომ მევა მართალს ამბობს. ამიტომ ცდილობ, არა,
ამ ავანტიურაზე დაგვიყოლიო?

– დაშოშმინდით, – ტემერიის მეფემ კეთილშობილი ნაკვთები დამანჭა და ბრაზიანად ჩაახველა, –

რომელი დამპყრობელი მე მნახეთ? კაცს ეგონება, დღედაღამ იმპერია ელანდებაო... სოდენი და
ბრუგეო, ამბობთ? ეკეჰარდ სოდენელი დედაჩემის ბიძაშვილი იყო. რა გასაკვირია, რომ მისი
სიკვდილის შემდეგ თავისუფალმა მიწებმა ტახტი მე, მის ნათესავს შემომთავაზეს? სისხლი მაინც
სისხლია.

უნდა გავუწიო ანგარიში ვილგეფორცის და კაპიტულის გეგმებს, რომლებსაც, კაცმა რომ თქვას,
ხეირიანად არც კი ვიცნობ? თუმცა ამასაც მოევლება, ბატონებო. ვთქვათ, თვითონ ნილფგაარდი დაესხა
თავს, მაგალითად, დოლ ანგრას, აედირნს ან ლირიას... შეიძლება ამის მოხერხება... ერთი პატარა
პროვოკაციის მოწყობა. თუნდაც საზღვრისპირა ციხესიმაგრეზე თავდასხმისა... ჩვენ, ცხადია, მზად
ვიქნებით და მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ. ვილგეფორციც მხარს დაგვიჭერს და მთელი ეს
კუდიანების კაპიტულიც. ემჰირ ვარ ემრეისი თვალს მოაშორებს სოდენს და მდინარისპირეთს,
ცინტრელები გამოიღვიძებენ, ბრუგეში ემიგრანტები და დევნილები გამოვლენ ვისეგერდის დროშით.
რვა ათასამდე შეიარაღებული კაცი! ეს იდეალური შუბის წვერია. თავიანთ მიწა-წყალზე დაბრუნების
იმედი ასულდგმულებთ, საომრად იწევენ. ყოველ წუთს მზად არიან, მარცხენა სანაპიროს დაარტყან.
ნიშანსღა ელოდებიან.

– მართალია, – დაუდასტურა მევამ, – ნიშანს და პირობას, რომ დავეხმარებით, რადგან რვა ათას კაცს
ემჰირი მაშველი ჯარის გარეშე, სასაზღვრო გარნიზონითაც გაუსწორდება. ვისეგერდმა ეს მშვენივრად
იცის და ნაბიჯსაც არ გადადგამს, სანამ არ დარწმუნდება, რომ მის კვალდაკვალ ფოლტესტის არმია და
რედანიის კორპუსებიც გადასხდებიან. მაგრამ მას, უწინარეს ყოვლისა, ცინტრელი ბოკვერი სჭირდება.
ამბობენ, დედოფლის შვილიშვილი გადარჩაო. ვიღაცას უნახავს კიდეც ლტოლვილებთან. მერე კი მისი
კვალი გაქრა. დევნილები დღედაღამ ეძებენ, რადგან ცინტრის ტახტზე სამეფო გვარის ჩამომავალი
უნდა დაჯდეს კალანტეს მოდგმიდან.

– სისულელეა, – ცივად წარმოთქვა ფოლტესტმა, – ორ წელიწადზე მეტი გავიდა. თუ ბავშვი აქამდე ვერ
იპოვეს, ესე იგი აღარცაა ცოცხალი. დაივიწყეთ ეს ლეგენდა. აღარც კალანტეა ამქვეყნად და აღარც მისი
ბოკვერი. საგვარეულო, რომელსაც ტახტი ეკუთვნოდა, აღარ არსებობს. ცინტრაც... ვეღარასოდეს იქცევა
იმად, რაც ძუ ლომის სიცოცხლეში იყო. თუმცა ვისეგერდმა და მისმა დევნილებმა ეს არ უნდა
იცოდნენ.

– ესე იგი, – მევამ თვალები მოჭუტა, – ცინტრელ პარტიზანებს წინა ხაზზე ისე გაგზავნი
სასიკვდილოდ, არც კი ეტყვი, რომ ცინტრა მხოლოდ ვასალად აღდგება შენი სენიორატის ქვეშ? ესე იგი,
გვთავაზობ, ცინტრაზე შენთვის გავილაშქროთ? სოდენი და ბრუგე დაიმორჩილე, ახლა ვერდენისთვის
ილესავ კბილებს... და ცინტრასაც დაადგი, არა, თვალი?

– აღიარე, ფოლტესტ, – ჩაიბურტყუნა ჰენსელტმა, – რომ მევა მართალს ამბობს. ამიტომ ცდილობ, არა,
ამ ავანტიურაზე დაგვიყოლიო?
– დაშოშმინდით, – ტემერიის მეფემ კეთილშობილი ნაკვთები დამანჭა და ბრაზიანად ჩაახველა, –
რომელი დამპყრობელი მე მნახეთ? კაცს ეგონება, დღედაღამ იმპერია ელანდებაო... სოდენი და
ბრუგეო, ამბობთ? ეკეჰარდ სოდენელი დედაჩემის ბიძაშვილი იყო. რა გასაკვირია, რომ მისი
სიკვდილის შემდეგ თავისუფალმა მიწებმა ტახტი მე, მის ნათესავს შემომთავაზეს? სისხლი მაინც
სისხლია.

ვენცლავ ბრუგეელმა კი ნებით შემომფიცა ვასალობა ქვეყნის გადასარჩენად, რადგან საკუთარი

აივნიდან ხედავს, როგორ ელავს ნილფგაარდელთა შუბები იარუგის მარცხენა ნაპირზე!

– ჩვენც სწორედ მარცხენა ნაპირზე ვლაპარაკობთ, – წაისისინა ლირიის დედოფალმა, – სწორედ იმ

ნაპირზე, რომლის აღებაც განგვიზრახავს. მარცხენა ნაპირი კი ცინტრაა, დანგრეული, გადამწვარი,
დაპყრობილი, გაუდაბურებული, მაგრამ მაინც ცინტრა. ცინტრელები არც ტახტს შემოგთავაზებენ,
ფოლტესტ, და არც ერთგულებას შემოგფიცავენ. ცინტრა ვასალობას არ დათანხმდება. სისხლი მაინც
სისხლია.

– ცინტრა, თუ გავა... როცა გავათავისუფლებთ, ჩვენი ერთობლივი პროტექტორატი უნდა გახდეს, –

თქვა დემავენდ აედირნელმა, – ცინტრა იარუგის შესართავია, მეტისმეტად მნიშვნელოვანი
სტრატეგიული პუნქტი საიმისოდ, რომ მასზე კონტროლი დავკარგოთ.

– არა, ცინტრა თავისუფალ ქვეყნად უნდა დარჩეს, – შეეპასუხა ვიზიმირი, – თავისუფალ,

დამოუკიდებელ და ძლიერ ქვეყნად. რკინის კარიბჭედ, ჩრდილოეთის ზღურბლად და არა მიწის
გადამწვარ ზოლად, რომელსაც ნილფგაარდის კავალერია ცხენების გასახურებლად გამოიყენებს.

– მაგრამ მოვახერხებთ კი მის აღდგენას... კალანტეს გარეშე?

– ნუ ცხარობ, ფოლტესტ, – ჩაიღიმა მევამ, – უკვე გითხარი, ცინტრელები არასოდეს ცნობენ

პროტექტორატს და არც სხვა გვარის ჩამომავალს დასვამენ ტახტზე. თუ მაინც დააძალებ, ვითარება
შეიცვლება – ვისეგერდი ისევ დაიწყებს რაზმების შეკრებას, მაგრამ ამჯერად – ემჰირის დროშით და
ერთ მშვენიერ დღეს ეს რაზმები ჩვენ წინააღმდეგ წამოვლენ როგორც ნილფგაარდის შემტევი
ავანგარდი – შენივე სიტყვებით თუ ვიტყვი, შუბის წვერი.

– ფოლტესტმა ეს მშვენივრად იცის, – ჩაიფრუტუნა ვიზიმირმა, – ამიტომაც ეძებს გამწარებული

ცინტრელ ბოკვერს, კალანტეს შვილიშვილს. დიახ, სისხლი მაინც სისხლია. ტახტს მხოლოდ
ქორწინების გზით თუ ჩაიგდებს ხელში. ამისთვის კი საკმარისია, გოგონა იპოვოს და ცოლად შეირთოს.

– გაგიჟდი? – ტემერიის მეფეს ნერწყვი გადასცდა და სული ძლივს მოითქვა, – ბოკვერი ხომ მკვდარია!
არავითარ გოგონას არ ვეძებ, მაგრამ თუნდაც... მისი იძულება აზრადაც არ მომსვლია...

– არც მოგიწევდა, – ალერსიანად გაუღიმა მევამ, – ჯერ კიდევ ფრიად გულმისავალი ბრძანდები, სიძევ
ბატონო. ბოკვრის ძარღვებში კი კალანტეს ცხელი სისხლი ჩქეფს. კალას სულ ახალგაზრდას ვიცნობდი.
ბიჭს თვალს მოჰკრავდა თუ არა, ისე ენთებოდა, ფიჩხი რომ შეგეკეთებინა, აალდებოდა. პავეტაც, მისი
ქალიშვილი, დედის ასლი იყო. ბოკვერიც – დედა ნახე, მამა ნახეო – ასეთივე იქნება. ცოტაოდენი
ძალისხმევა, ფოლტესტ, და გოგონა შენია. ამის იმედი გაქვს, არა?

– სწორედ ამის იმედი აქვს, – დაიქუხა დემავენდმა, – ეშმაკურად კი მოუფიქრებია, ვერ დაუკარგავ!
სანამ ჩვენ მარცხენა ნაპირს გავათავისუფლებთ, ჩვენი ფოლტესტი გოგონას იპოვის და მის გულს
დაიპყრობს, მერე კი ახალგაზრდა ცოლს ცინტრის ტახტზე აიყვანს. ქვეშევრდომებიც სიხარულისგან
აბღავლდებიან და შარვალში ჩაიფსამენ – ხუმრობა როდია, საკუთარი დედოფალი ეყოლებათ,
კალანტეს სისხლი და ხორცი. ჰო, ეყოლებათ დედოფალი, ოღონდ... მეფესთან, მეფე ფოლტესტთან
ერთად.

– რას როშავთ! – იფეთქა ალეწილმა ფოლტესტმა, – სულ გადაირიეთ? რა უაზრობაა!

– სულაც არა, – მშრალად შენიშნა ვიზიმირმა, – ძალიანაც აზრიანია. შევიტყვე, რომ გოგონას ვიღაც
თავგამოდებით ეძებს. ფოლტესტ, ხომ არ იცი, ვინ?

– ეს ხომ დღესავით ნათელია – ვისეგერდი და ცინტრელები!

– არა, ისინი არა. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ ისინი არა. ვიღაც სხვა, ვინც გზადაგზა გვამებს ტოვებს,
ვინც არც შანტაჟს ერიდება, არც მოსყიდვას და არც წამებას... სიტყვამ მოიტანა და, რომელიმე
თქვენგანის სამსახურში ხომ არ დგას ადამიანი სახელად რიენსი? გასაგებია. სახეზე გატყობთ, რომ ან
არ დგას, ან ამას არაფრისდიდებით არ გაამხელთ. ესეც კიდევ ერთი დასტური. ვიმეორებ: კალანტეს
შვილიშვილს ეძებენ, თანაც ერთობ დამაფიქრებელი მეთოდებით. საკითხავია, ვინ.

– ეშმაკმა დალახვროს! – მაგიდას მუშტი დასცხო ფოლტესტმა, – მე არა-მეთქი. ეგღა მაკლია, რაღაც
ტახტის გულისთვის ვიღაც ცხვირმოუხოცავ ღლაპზე ვიქორწინო! მე ხომ...

– შენ ხომ უკვე ოთხი წელია ფარულად ცხოვრობ ბარონესა ლა ვალეტასთან, – ჩაიცინა მევამ, –
ერთმანეთს სულში იძვრენთ და ერთი სული გაქვთ, მოხუცმა ბარონმა ფეხები გაფშიკოს. რას
მომშტერებიხარ? ეს ამბავი ყველამ ვიცით. როგორ გგონია, ჯაშუშებს რისთვის ვუხდით ფულს? მაგრამ
ცინტრის ტახტისთვის, საყვარელო, პირად ბედნიერებას ბევრი შეელეოდა.

– ერთი წუთით, – ჰენსელტმა წვერი მოიქექა, – ბევრიო, ამბობთ? მაშ, მოდით, ფოლტესტს ცოტა ხანს
თავი დავანებოთ. კალანტემ ერვილ ვერდენელის ვაჟს აღუთქვა შვილიშვილის ხელი. ვგონებ,
ერვილსაც არ აწყენს ცინტრის ტახტი. და არამხოლოდ მას...

– ჰმ, – ჩაიბურტყუნა ვიზიმირმა, – ერვილს კი ნამდვილად არ აწყენს – სამი ვაჟი ჰყავს – მაგრამ ჩვენ
შორისაც ხომ არიან ვაჟის პატრონები. რას იტყვი, მევა? შემთხვევით თვალში ნაცარს ხომ არ გვაყრი?

– თამამად შეგიძლიათ, ეჭვმიტანილთა სიიდან ამომშალოთ, – მომაჯადოებლად გაიღიმა ლირიის

დედოფალმა, – მართალია, ცისქვეშეთში ჩემი ორი ნაშიერი დაეხეტება... იმ მშვენიერი წლების ნაყოფი,
დიდი ხანია დავიწყების მტვერი რომ ფარავს... თუ ჯერაც არ ჩამოუხრჩვიათ... მაგრამ არა მგონია,
რომელიმე მათგანს უცებ მეფობა მოეპრიანოს. არც ჭკუა უჭრით საამისოდ და, უნდა ითქვას, არც გული
მიუწევთ. მათი მამაც კი, – განუსვენოს უფალმა, – არ ყოფილა ასეთი ბრიყვი. ვინც იცნობდა,
დამეთანხმება...

– ჭეშმარიტად, – კვერი დაუკრა რედანიელმა, – ვიცნობდი ცხონებულს. ნუთუ შვილები მასზე უფრო
ბრიყვები არიან? ჯანდაბა, მეგონა, ამაზე დიდი სიბრიყვე შეუძლებელი იყო... ბოდიში, მევა...

– არაფერია, ვიზიმირ.

– კიდევ ვის ჰყავს ვაჟი?

– შენ, ჰენსელტ.
– ჩემი ცოლიანია!

– ჰო, მაგრამ საწამლავი რისთვის არსებობს? სამართლიანად შენიშნეს – ცინტრის ტახტისთვის ბევრი
პირად ბედნიერებასაც შეელეოდაო.

– მორჩით ინსინუაციებს! თანაც ვაჟები სხვებსაც ჰყავთ!

– მაგალითად, ნედამირ ჰენგფორსელს. ორი ვაჟის მამაა და თავადაც ქვრივია. ნურც კოვირელ ესტერად
ტისენს დაივიწყებთ.

– მე ამ ორს გამოვრიცხავდი, – თავი გადააქნია ვიზიმირმა, – ჰენგფორსის ლიგა და კოვირი

დინასტიური კავშირის შეკვრას აპირებენ, ცინტრა და სამხრეთი არ აინტერესებთ. მაგრამ, აი, ერვილ
ვერდენელი... ეს კი ჭკუასთან ახლოა.

– მეც ვიცი ერთი, – თქვა უცებ დემავენდმა, – არანაკლებ... ახლო.

– ვინ?

– ემჰირ ვარ ემრეისი. უცოლოა და შენზე ახალგაზრდა, ფოლტესტ.

– ეშმაკმა დალახვროს, – შუბლი შეიჭმუხნა რედანიელმა, – ეს თუ მართალია... ემჰირი საპოხის გარეშე

გვიხმარს. დღესავით ნათელია – ცინტრის ხალხიც და თავადაზნაურობაც კალანტეს შთამომავალს
გაჰყვება. წარმოგიდგენიათ, რა გველის, თუ ემჰირმა ბოკვერი იპოვა? ესღა გვაკლდა! ცინტრის
დედოფალი და ნილფგაარდის იმპერატორის თანამოსაყდრე! ო-ჰო-ჰო...

– იმპერატორის თანამოსაყდრე! – ჩაიფრუტუნა ჰენსელტმა, – აქ კი ცოტა გადაამლაშე. რა ეშმაკად უნდა

ემჰირს გოგო, რას მოიგებს მისი შერთვით? ცინტრის ტახტს? ცინტრა ისედაც მისია. კარგა ხანია
მიითვისა და ნილფგაარდის პროვინციად აქცია. ტახტს მთელი ტრაკით აზის და
მისაბრუნ-მოსაბრუნებლად ადგილიც რჩება.

– ჯერ ერთი, – შეუსწორა ფოლტესტმა, – ცინტრას ემჰირი დამპყრობლის უფლებით განაგებს,

მაშასადამე, უუფლებოდ. აი, გოგონა თუ იპოვა და ცოლად შეირთო, ტახტს კანონიერად
დაისაკუთრებს. ხვდები, რა ხდება? ნილფგაარდი, რომელიც ქორწინებითაა შეკრული კალანტეს
მოდგმასთან, უკვე აღარ არის დამპყრობელი, რომელზეც მთელი ჩრდილოეთი კბილებს ილესავს. ეს
უკვე მეზობელია, რომელსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ. ამის შემდეგ მარნადალის იქით როგორ
განდევნი, ამელის უღელტეხილზე როგორ გადარეკავ?! თავს დაესხმები ქვეყანას, სადაც ტახტზე
კანონიერად ზის ცინტრელი ძუ ლომის შვილიშვილი? ათასი ჯანდაბა! ბავშვს ვინ ეძებს, არ ვიცი. მე –
არ მიძებნია. მაგრამ ყველას გასაგონად ვაცხადებ – ამიერიდან დავიწყებ. კვლავაც მიმაჩნია, რომ
გოგონა ცოცხალი აღარ არის, მაგრამ თავს საფრთხეში ვერ ჩავიგდებთ – თუ მართლა გადარჩა, უნდა
ვიპოვოთ!

– და გადავწყვიტოთ, ვის მივათხოვოთ, როცა ვიპოვით, – დასძინა ჰენსელტმა, – ამ ამბავს

შემთხვევითობის იმედად ვერ დავტოვებთ. რასაკვირველია, შეგვიძლია, ვისეგერდის ყოჩაღ
პარტიზანებს გადავცეთ, რომ ტარი გაუკეთონ და ჯარის წინ დროშასავით ააფრიალონ, როცა მარცხენა
ნაპირს შეუტევენ, მაგრამ თუ გვინდა, ხელახლა მოპოვებულმა ცინტრამ სარგებლობა მოგვიტანოს...
იმედი მაქვს, ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. თუ ცინტრა დავიბრუნეთ, ბოკვრის ტახტზე დასმაც
შეიძლება... მაგრამ ბოკვერს ერთზე მეტი ქმარი ვერ ეყოლება. და სწორედ იმ ერთმა უნდა დაიცვას
ჩვენი ინტერესები იარუგის შესართავთან. აქ მყოფთაგან ვინ არის ამაზე თანახმა?

ცინტრა და სამხრეთი არ აინტერესებთ. მაგრამ, აი, ერვილ ვერდენელი... ეს კი ჭკუასთან ახლოა.

– მე არა, – დამცინავად ჩაიღიმა მევამ, – ეს პრივილეგია თქვენთვის დამითმია.

– მე კი არც იმათ გამოვრიცხავდი, ვინც ამჟამად აქ არ იმყოფება, – დინჯად ჩაილაპარაკა დემავენდმა, –

არც ერვილს, არც ნედამირს, არც ტისენებს. ზემოხსენებულმა ვისეგერდმა კი შესაძლოა გაგვაოცოს და
იმ ალმისგან მოულოდნელი სარგებელი მიიღოს. მორგანატული ქორწინება გაგიგონიათ? ვისეგერდი
მოხუცი და ძროხის ფუნასავით შეუხედავია, მაგრამ თუ გოგონას აბზინდისა და ტერნერას ნახარშით
გაჭყიპავენ, ადვილი შესაძლებელია, შეუყვარდეს კიდეც. ჩვენს გეგმებში მეფე ვისეგარდისთვისაც
მოიძებნება ადგილი?
– არა, – ჩაიბურტყუნა ფოლტესტმა, – ჩემსაში – არა.

– ჰმ... – ვიზიმირი დაიბნა, – ვგონებ, არც ჩემსაში. ვისეგარდი იარაღია და არა პარტნიორი და
ნილფგაარდზე თავდასხმის დროსაც მხოლოდ ეს როლი შეიძლება შეასრულოს. გარდა ამისა, თუ
ბოკვერს მართლა ემჰირ ვარ ემრეისი ეძებს, რისკს ვერ გავწევთ.

– ვერაფრით, – დაეთანხმა ფოლტესტი, – გოგონა ემჰირს ხელში არ უნდა ჩაუვარდეს. არც ემჰირს და
არც ვინმე სხვას... შეუფერებელს. ყოველ შემთხვევაში, ცოცხალი მაინც.

– ბავშვის მოკვლა? – მევა დაიმანჭა, – ცუდი აზრია, ბატონებო. უღირსი. და, მე თუ მკითხავთ,
გაუმართლებლად სასტიკიც. მოდი, ჯერ ვიპოვოთ გოგონა – ჩვენ ხომ ისიც არ ვიცით, ცოცხალია თუ
მკვდარი, ხოლო როცა ვიპოვით, მე მომეცით. მთაში, ერთი-ორი წლით რომელიმე ციხესიმაგრეში
გამოვკეტავ, ჩემს რომელიმე რაინდს მივათხოვებ და როცა ხელახლა ნახავთ, უკვე ორი შვილის დედა
იქნება, აი, ამოდენა მუცლით...

– ესე იგი, ტახტის, სულ მცირე, სამი პრეტენდენტი კიდევ გვეყოლება, – თქვა ჩაფიქრებულმა
ვიზიმირმა, – არა, მევა. რა თქმა უნდა, დიდად სასიამოვნო ამბავი არ არის, მაგრამ გოგონა, თუ მართლა
გადარჩა, უნდა მოკვდეს. უზენაესი სახელმწიფო ინტერესების სახელით. რას იტყვით ამაზე,
გვირგვინოსნებო?

წვიმა ფანჯარაზე აკაკუნებდა. ჰაგეს ციხესიმაგრის კოშკურებს შორის ქარი ზუზუნებდა.

გვირგვინოსნები დუმდნენ.

– ვიზიმირი, ფოლტესტი, დემავენდი, ჰენსელტი და მევა, – თქვა მარშალმა, – პონტარის ხეობაში,

ჰაგეში, შეიკრიბნენ საიდუმლო თათბირზე.

– რა სიმბოლურია, – თქვა ზურგშექცევით მდგარმა შავთმიანმა, ხმელ-ხმელმა კაცმა, ცხენირმის ტყავის

ხიფთანზე იარაღის ნაკვალევი და ჟანგის ლაქები რომ აჩნდა, – აკი ორმოცი წლის წინ სწორედ ჰაგესთან
დაამარცხა ვირფურილმა მედელის არმია, რითაც პონტარის ხეობაზე ძალაუფლება განიმტკიცა და
აედირნსა და ტემერიას შორის ახლანდელი საზღვარი გაავლო. ახლა კი, ნუ იტყვით და, დემავენდი, ძე
ვირფურილისა, თურმე ჰაგეში იწვევს ფოლტესტს, მედელის ძეს, და სართად – ვიზიმირ
ტრეტოგორელს, არდ კარაიგელ ჰენსელტს და მხიარულ ქვრივ მევა ლირიელს. სხედან და
საიდუმლოდ თათბირობენ. ალბათ ხვდები, რაზეც, კოეჰოორნ.

– ვხვდები, – მოკლედ უპასუხა მარშალმა. იცოდა, რომ ზურგშექცევით მდგარ კაცს არ უყვარდა, როცა
მისი თანდასწრებით სიტყვამრავლობდნენ და ისეთ რამეზე ლაპარაკობდნენ, რაც ისედაც ცხადი იყო.

– ეტაინ ციდარისელი არ მიუწვევიათ, – ტყავისხიფთანიანი შემოტრიალდა, ხელები ზურგს უკან

დაიწყო და ბოლთის ცემას მოჰყვა, – არც ერვილ ვერდენელი, არც ესტერად ტისენი, არც ნედამირი.
მაშასადამე, ან მეტისმეტად თავდაჯერებულები არიან, ან მეტისმეტად ყოყმანობენ. არც ჯადოქართა
კაპიტულიდან მიუწვევიათ ვინმე. ეს უკვე საინტერესოა. და საყურადღებო. კოეჰოორნ, ეცადე,
ჯადოქრებმა ამ თათბირის შესახებ შეიტყონ. დაე იცოდნენ, რომ მონარქებს ისინი თავიანთ ტოლად არ
მიაჩნიათ. ვგონებ, კაპიტულის წევრებს ამაში ჯერ კიდევ ეპარებათ ეჭვი. მოდი, გავუფანტოთ.

– არის.

– რიენსისგან რამე ხომ არ ისმის?

– არა.

კაცი ფანჯარასთან შეჩერდა და დიდხანს გაჰყურებდა წვიმის ფარდის მიღმა მოლივლივე გორაკებს.
კოეჰოორნი ნერვიულად კუმშავდა და შლიდა ხმლის ტარზე ჩამოდებულ ხელს – შიშობდა, რომ
ხანგრძლივი მონოლოგის მოსმენა მოუწევდა. მარშალმა იცოდა, რომ ფანჯარასთან მდგომი კაცი ასეთ
მონოლოგებს საუბრად მიიჩნევდა და რომ თავად მას ეს „საუბარი“ პატივად და ნდობის დასტურად
უნდა მიეღო. იცოდა, მაგრამ მონოლოგების მოსმენა არ უყვარდა.

– როგორ მოგწონს ეს ქვეყანა, მეფისნაცვალო? შეიყვარე შენი ახალი პროვინცია?

მარშალი შეკრთა და დაიბნა. ამ კითხვას არ ელოდა. მაგრამ პასუხზე დიდხანს არ უფიქრია.

ფარისევლობა და გაუბედაობა შესაძლოა ძვირად დასჯდომოდა.

– არა, თქვენო უდიდებულესობავ, ვერ შევიყვარე. რაღაც... პირქუში ქვეყანაა.

– ოდესღაც სულ სხვანაირი იყო. არა უშავს, კიდევ მოვესწრებით მშვენიერ, ხალისიან ცინტრას,
კოეჰოორნ. სიტყვას გაძლევ. მაგრამ ნუ დარდობ, აქ დიდხანს არ გაგაჩერებ. მეფისნაცვლის სავარძელს
სხვა დაიკავებს. შენ დოლ ანგრაში მჭირდები არეულობის ჩასახშობად. მინდა, დოლ ანგრაში
პასუხისმგებლობიანი კაცი მყავდეს, რომელიც პროვოკაციას არ წამოეგება, ახალგაზრდა ოფიცრებს
მოთოკავს და დააშოშმინებს. პროვოკაციას მხოლოდ მაშინ აჰყვები, როცა გიბრძანებ და არამც და არამც
– ამაზე ადრე.

– არის.
წინა ოთახიდან იარაღის ჟღარუნი, დეზების წკარუნი და აღელვებული ხმები მოისმა. კარზე
დააკაკუნეს. ტყავისხიფთანიანი კაცი შემოტრიალდა და მარშალს რაღაც ანიშნა. მარშალმა თავი
დაუკრა და გავიდა.

კაცი მაგიდას მიუჯდა და რუკას დააცქერდა. დიდხანს დაჰყურებდა. ბოლოს თითები ერთმანეთს
გადააჭდო და შუბლით დაეყრდნო. ბეჭედში ჩასმული ვეება ბრილიანტი სანთლების შუქზე ათასფრად
აციმციმდა.

კარმა ოდნავ გაიჭრიალა.

– თქვენო უდიდებულესობავ...

კაცი არ განძრეულა, მაგრამ მარშალმა შეამჩნია, რომ ხელები შეუთრთოლდა – ბრილიანტმა გაკვესა. მან
ფრთხილად მიიხურა კარი.

– ამბავი მოვიდა, კოეჰოორნ? რიენსისგან?

– არა, თქვენო უდიდებულესობავ. მაგრამ კარგი ამბავია. პროვინციაში ამბოხება ჩახშობილია.
აჯანყებულები გავანადგურეთ. რამდენიმე გადარჩენილმა ვერდენს შეაფარა თავი, მაგრამ ბელადი,
ჰერცოგი ვინდჰალმ ატრეელი, შევიპყრეთ.

– კარგი, – თქვა კაცმა ხანმოკლე დუმილის შემდეგ, თუმცა თავი არ აუწევია, – ვინდჰალმ ატრეელი...
უბრძანე, თავი მოჰკვეთონ. არა. თავის მოკვეთა არ გვინდა. სხვაგვარად დავსაჯოთ. უფრო ეფექტურად,
ხანგრძლივად და სასტიკად. და, რაღა თქმა უნდა, სახალხოდ. სამაგალითოდ. ოღონდ, კოეჰოორნ,
ღვთის გულისათვის, პატაკში დეტალებს ნუღარ აღწერ, ამაში სასიამოვნოს ვერაფერს ვხედავ.

მარშალმა ნერწყვი გადაყლაპა და თავი დაუკრა. სასიამოვნოს ვერც თვითონ ხედავდა რამეს. ამიტომ
გადაწყვიტა, სასჯელის აღსრულება ამ საქმის ოსტატებისთვის მიენდო. არც დეტალების გამოკითხვას
აპირებდა და არც, მით უმეტეს, დასწრებას.

– სასჯელის აღსრულებას თავად დაესწრები, – კაცმა თავი ასწია, მაგიდიდან წერილი აიღო და ლუქი
მოაძრო, – ოფიციალურად, როგორც ცინტრის მეფისნაცვალი. მე ამის ყურება არ მინდა. ეს ბრძანებაა,
კოეჰოორნ.

– არის! – მარშალს არც კი უცდია უკმაყოფილებისა და უხერხულობის დამალვა. კაცი, რომელმაც

ბრძანება გასცა, ვერ იტანდა, როცა რამეს უმალავდნენ. და, სიმართლე ითქვას, ისედაც ცოტა თუ
ახერხებდა ამას.

კაცმა წერილს დახედა და მაშინვე ბუხარში შეუძახა.

– კოეჰოორნ!

– გისმენთ, თქვენო უდიდებულესობავ!

– რიენსის პატაკს აღარ დაველოდები. ფეხზე დააყენე ჯადოქრები, დაე, მოამზადონ სიტყვიერი
ბრძანება და დაუყოვნებლივ გადასცენ რიენსს: მხედვართან ლოლიაობას თავი დაანებოს, ეს ცუდად
დამთავრდება! მხედვართან თამაში არ შეიძლება. ვიცნობ მას, კოეჰოორნ. მეტისმეტად ცბიერია
საიმისოდ, რომ რიენსს კვალის აღების საშუალება მისცეს. ვიმეორებ: რიენსმა დაუყოვნებლივ უნდა
მოაწყოს თავდასხმა და მხედვარი თამაშიდან გამოთიშოს. მოკლას. მერე კი გაქრეს, მიიმალოს და ახალ
განკარგულებას დაელოდოს. ხოლო თუ ქალის კვალი მანამდე აიღო, ხელი არ ახლოს. იენიფერს თმის
ღერიც კი არ უნდა ჩამოუვარდეს თავიდან. დაიხსომე, კოეჰოორნ?

– დიახ.

– ტელეპათიური კავშირი დაშიფრული და მაგიური წაკითხვის შესაძლებლობისგან დაზღვეული უნდა

იყოს. გააფრთხილე ჯადოქრები, რომ თუ დავალება ჩააფლავეს, თუ ბრძანების შინაარსი ვინმემ
შეიტყო, მთელ პასუხისმგებლობას მათ დავაკისრებ.

– არის. – მარშალმა ჩაახველა.

– კიდევ რამის თქმა გინდოდა, კოეჰოორნ?

– გრაფი... უკვე აქ არის, თქვენო უდიდებულესობავ. ბრძანების თანახმად გეახლათ.

– ასე მალე? – კაცმა ჩაიცინა, – განსაცვიფრებელი სისწრაფეა. იმედი მაქვს, ის შავრა, ყველას ასე რომ
შურს, ჭენებით არ მოუკლავს. შემოვიდეს.

– დაგესწროთ, თქვენო უდიდებულესობავ?

– რასაკვირველია, ცინტრის მეფისნაცვალო.

შავაბჯრიანი რაინდი ოთახში მკვეთრი, ენერგიული, თავდაჯერებული ნაბიჯით შევიდა. შეჩერდა,

თავი ამაყად ასწია, სველი, ტალახში ამოსვრილი მოსასხამი ზურგზე გადაიგდო, ცალი ხელი ვეება
ხმლის ტარზე ჩამოიდო, მეორით კი მტაცებელი ფრინველის ფრთებით შემკული შავი მუზარადი
თეძოზე მიიჭირა. კოეჰოორნმა სახეში შეხედა და მეომრის მკაცრი სიამაყე და კადნიერება დაინახა,
მაგრამ ნასახიც ვერ აღმოაჩინა იმისა, რაც, წესით, უნდა ეპოვა იმ კაცის გამომეტყველებაში, რომელმაც
ორი წელი ციხე-კოშკში გაატარა, საიდანაც, როგორც ამბობდნენ, ერთადერთი გზა ეშაფოტისკენ
მიდიოდა. მარშალმა ულვაშებში ჩაიღიმა. მან მშვენივრად იცოდა, რომ სიკვდილისადმი ამ აგდებულ
დამოკიდებულებას და თავზე ხელაღებულ ყმაწვილურ გამბედაობას მხოლოდ და მხოლოდ
წარმოსახვის უქონლობა შობდა. ერთ დროს თავადაც ასეთი იყო.

მაგიდასთან მჯდომმა კაცმა ნიკაპი ერთმანეთზე გადაჭდობილ თითებზე ჩამოიდო და რაინდს

ყურადღებით შეხედა. რაინდი სიმივით დაიჭიმა.

– რათა ყველაფერი ნათელი იყოს, – უთხრა კაცმა, – იცოდე: შეცდომა, რომელიც ამ ქალაქში ორი წლის
წინ დაუშვი, არ მიპატიებია. კიდევ ერთ შანსს გაძლევ. კიდევ ერთ ბრძანებას მიიღებ. როგორც
შეასრულებ, შენს ბედსაც იმის მიხედვით გადავწყვეტ.

რომ თუ დავალება ჩააფლავეს, თუ ბრძანების შინაარსი ვინმემ შეიტყო, მთელ პასუხისმგებლობას მათ
დავაკისრებ.

ახალგაზრდა რაინდს სახეზე კუნთიც არ შეტოკებია. თეძოზე მიბჯენილ მუზარადზე ერთი ბუმბულიც
არ შერხეულა.

– მე არასოდეს არავის ვატყუებ და არ ვაძლევ ამაო იმედს, – განაგრძო კაცმა, – ამიტომ იცოდე –
მხოლოდ იმას შემიძლია დაგპირდე, რომ შენს კისერს ჯალათის ცული არ შეეხება, ისიც მხოლოდ
მაშინ, თუ ამჯერად მაინც არ დაუშვებ შეცდომას. სრული შეწყალების იმედი მაინცდამაინც ნუ გექნება,
პატიების იმედი კი საერთოდ არ გქონდეს.

ჭაბუკი რაინდი არც ამჯერად შერხეულა, მაგრამ კოეჰოორნმა შეამჩნია, როგორ აენთო თვალები. „არ
სჯერა“, გაიფიქრა, „და მწარედ ცდება“.

– გიბრძანებ, ყურადღებით მომისმინო, – განაგრძო კაცმა, – შენც, კოეჰოორნ. შენც გეხება ბრძანება,
რომელსაც ახლა გავცემ. ორიოდე წუთში. შინაარსსა და ფორმაზე უნდა დავფიქრდე.

მარშალმა მენო კოეჰოორნმა, ცინტრის მეფისნაცვალმა და დოლ ანგრას არმიის მომავალმა

მთავარსარდალმა, თავი ასწია, გაიმართა და ხელი ხმლის ტარზე ჩამოიდო. ისეთივე პოზა მიღო,
როგორიც შავაბჯრიანმა რაინდმა, მტაცებელი ფრინველის ფრთებით შემკული მუზარადი რომ ეჭირა.
ორივე ელოდა, მოთმინებით, მდუმარედ, როგორც ეკადრებოდა ბრძანებას, რომლის ფორმასა და
შინაარსზე ფიქრობდა ნილფგაარდის იმპერატორი ემჰირ ვარ ემრეისი, Deithwen Addan yn Carn aep
Morvudd – მტრის ყორღანებზე მოცეკვავე თეთრი ალი.

***

ცირის გაეღვიძა.

იწვა, უფრო სწორად, ნახევრად იჯდა, რამდენიმე აფუებულ ბალიშს მიყრდნობილი. შუბლზე
დაფენილი კომპრესი გამთბარიყო და თითქმის უკვე გამშრალიყო. ცირიმ მის შემაწუხებელ სიმძიმეს
ვეღარ გაუძლო და მოიცილა. მძიმედ სუნთქავდა. გამშრალი ყელი ეწვოდა. ცხვირი შედედებულ
სისხლს ამოევსო. მაგრამ ელექსირებმა და შელოცვებმა გაჭრა – ტკივილმა, რომლისგანაც თვალთ
უბნელდებოდა და თავი უსკდებოდა, უკან დაიხია. საფეთქლებშიღა ფეთქავდა ყრუდ.

ცირიმ ფრთხილად მოისინჯა ცხვირი.

„რა უცნაური სიზმარი იყო“, გაიფიქრა, „პირველი სიზმარი ამდენი ხნის განმავლობაში, როცა არ
მეშინოდა. პირველი სიზმარი, რომელიც მე მეხებოდა. თითქოს ყველაფერს მთის წვერიდან
დავყურებდი... საიდანღაც ზემოდან... ფრინველივით... ღამის ფრინველივით...

სიზმარი, რომელშიც გერალტი ვნახე.

სიზმარში ღამე იყო და წვიმდა. არხში წყალს წვეთების ხორკლი ეყარა. წვიმა შხაპუნობდა სახურავების
ყავარსა და ფარდულების ლარტყებზე, ბრწყინავდა ხიდებსა და ხეფენილებზე, ნავებსა და კარჭაპების
გემბანებზე... და იყო გერალტი. მასთან ერთად – ვიღაც კაცი, სასაცილო ქუდზე დაჟიებული ბუმბული
რომ ჩამოჰკიდებოდა, და მწვანემოსასხამიანი გამხდარი ქალიშვილი. სამივე ფრთხილად,
აუჩქარებლად მიუყვებოდა სველ ხეფენილს. მე კი ზემოდან დავყურებდი ფრინველივით. ღამის
ფრინველივით.

გერალტი შეჩერდა. იკითხა: „კიდევ შორია?“ „არა“, – უპასუხა გამხდარმა ქალიშვილმა და

კაპიუშონიანი სველი მოსასხამი ჩამოიფერთხა, – „თითქმის მოვედით“. „ფილიპა სადღაა, ეშმაკმა
დალახვროს? ახლახან მოვკარი თვალი, არხის გასწვრივ მოფრინავდა... რა ამინდია... წავედით.
გაგვიძეხი, შანი. ჰო, მართლა, ამ ექიმბაშს საიდან იცნობ?“ „ხანდახან ლაბორატორიიდან აწაპნილ
წამლებს ყიდულობს ჩემგან. რას მიყურებ? მამინაცვალი ძლივს შოულობს ჩემი სწავლის ფულს...
ექიმბაში კი ნამდვილი წამლებით ხალხს წამლობს... ყოველ შემთხვევაში, არ წამლავს მაინც... ჰა,
წამოდით...“

„რა უცნაური სიზმარი იყო“, გაიფიქრა ცირიმ, „ცუდია, რომ გამეღვიძა. საინტერესოა, საით მიდიოდნენ
ან რისთვის...“

მეზობელი ოთახიდან ხმები ისმოდა. სწორედ ამ ხმებმა გააღვიძა. დედა ნენეკე ჩქარ-ჩქარა
ლაპარაკობდა. აღელვებული, შეშფოთებული და გაბრაზებული ჩანდა.

– გამაწბილე, – ამბობდა, – ამის ნება არ უნდა მომეცა. უნდა მივმხვდარიყავი, რომ მისდამი შენი
სიძულვილი უბედურებას მოგვწევდა. შევცდი, რომ გენდე. უგულო ხარ, სასტიკი, და, როგორც
გაირკვა, უპასუხისმგებლო და დაუდევარიც ყოფილხარ. უმოწყალოდ აწამებ ბავშვს, იმის გაკეთებას
აიძულებ, რაც არ შეუძლია. მართლა ქვის გული გაქვს, იენიფერ.

ცირიმ ყურთასმენა დაძაბა, რომ ჯადოქრის პასუხი გაეგონა. გაეგონა მისი მკაცრი, მედიდური და
მჟღერი ხმა. გაეგონა, როგორ დასცინებდა ქურუმის გადაჭარბებულ მზრუნველობას. როგორ ეტყოდა
იმას, რასაც, ჩვეულებისამებრ, ამბობდა ხოლმე – რომ ჯადოქრობა გართობა არ არის და კვერცხის
ნაჭუჭივით სიფრიფანა და შუშასავით მყიფე ქალიშვილებმა ამ საქმეს ხელი არ უნდა მოჰკიდონ. მაგრამ
იენიფერმა ხმადაბლა უპასუხა. ისე ხმადაბლა, რომ ცირიმ არათუ ვერ გაიგო, ვერც კი გაიგონა მისი
ნათქვამი.

„დავიძინებ“, გაიფიქრა და კიდევ ერთხელ ფრთხილად მოისინჯა ცხვირი, რომელიც ჯერაც სტკიოდა,
„ჩემს სიზმარში დავბრუნდები. გავიგებ, რას აკეთებდა გერალტი იმ შუაღამისას, წვიმაში, არხთან...“

...ის და იენიფერი უსასრულო დერეფანს ხელიხელჩაკიდებულები მიუყვებოდნენ. დერეფნის ორივე

მხარეს ქვის სვეტები იყო ჩამწკრივებული. იქნებ ქანდაკებებიც – წყვდიადში ვერ გაარჩია. მაგრამ
გრძნობდა, რომ სიბნელეში კიდევ ვიღაც იყო. ვიღაც სამალავიდან ადევნებდა თვალს. დროდადრო
ნიავივით ჩუმი ჩურჩულიც ესმოდა.

იენიფერი სწრაფი, მტკიცე ნაბიჯით მიდიოდა. ცირი ძლივს ეწეოდა. ურიცხვი კარი ერთიმეორის
მიყოლებით უხმაუროდ იღებოდა მათ წინ. ურიცხვი ვეება, მძიმესაგდულიანი კარი. აი, კიდევ ერთი.
კიდევ...

წყვდიადი უფრო და უფრო გაუვალი ხდებოდა. ცირიმ კიდევ ერთი კარი დაინახა.
იენიფერს არც ამჯერად შეუნელებია ნაბიჯი, მაგრამ ცირი უეცრად მიხვდა, რომ ეს კარი თავისთავად
არ გაიღებოდა. და რატომღაც იმასაც მიხვდა, რომ მისი გაღება არ შეიძლებოდა. რომ ამ კარს მიღმა
რაღაც ცუდი ელოდათ...

შეჩერდა, ხელის წართმევა სცადა, მაგრამ ინეიფერი ხელს არ უშვებდა, ღონივრად და დაუნდობლად
ეწეოდა წინ. და ცირის გონება გაუნათდა – მას უღალატეს. მოატყუეს. გაყიდეს. პირველივე დღიდან,
პირველივე შეხვედრიდან, ის მხოლოდ თოჯინა იყო. უფრო ღონივრად გაიბრძოლა და თავი დაიხსნა.
სიბნელე კვამლივით შეირხა. ჩურჩული, წყვდიადის სიღრმიდან რომ ისმოდა, შეწყდა. ჯადოქარმა
კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, შეჩერდა, შემოტრიალდა.

– თუ გეშინია, უკან გაბრუნდი.

– ამ კარის გაღება არ შეიძლება. ეს თავადაც იცი.

– ვიცი.

– და მაინც მისკენ მიგყავარ.

– თუ გეშინია, უკან გაბრუნდი. ჯერ კიდევ არ არის გვიან.

– შენ?

– ჩემთვის უკვე გვიანაა.

ცირიმ მიმოიხედა. ყოვლისმომცველ სიბნელეში კარებს ხედავდა. იმათაც, რომლებიც ეს-ესაა

გამოიარეს და იმათაც, რომლებიც უკვე შორს იყო. და იქიდან, შორიდან, წყვდიადიდან...

ნალების თქარუნი, შავი აბჯრის ღრჭიალი და მტაცებელი ფრინველის ფრთების ფათქუნი გაიგონა. და
კიდევ – ხმა. ჩუმი, გონების გამმსჭვალავი ხმა...

„შეცდი. ტბორში ვარსკვლავების ანარეკლი ზეცა გეგონა“.

გაეღვიძა. თავი მკვეთრად ასწია. საფენი – სველი და ცივი, სულ ახალი – გადაუვარდა. ოფლად
იღვრებოდა, საფეთქლებში კი ისევ რეკდა და ფეთქავდა ტკივილი. იენიფერი საწოლზე იჯდა, მაგრამ
სახე არ უჩანდა. გოგონა მხოლოდ ყორნისფერი თმის ჩქერს ხედავდა.

– სიზმარი ვნახე, – დაიჩურჩულა ცირიმ, – სიზმარში...

– ვიცი, – უცხო ხმით გაეპასუხა ჯადოქარი, – ამიტომაც ვარ აქ, შენ გვერდით.

გარეთ, სიბნელეში, წვიმა ახმაურებდა ფოთლებს.

***

– ჯანდაბა, – ჩაიბუზღუნა ბაბუაწვერამ და სველი ქუდი ჩამოიფერთხა, – სახლი კი არა, ციხესიმაგრეა.

ნეტავი რისი ეშინია ამ ექიმბაშს?

ნაპირთან მიბმული ნავები და კარჭაპები ზარმაცად ირწეოდა წვიმისგან დახორკლილ წყალზე,

ხმადაბალი კაკუნით ეჯახებოდა ერთმანეთს, ჭრიალებდა და ჯაჭვებს აჟღარუნებდა.

– ნავსადგურია, – აუხსნა შანიმ, – ათასი ჯურის არამზადა და ყაჩაღი დაძრწის – აქაური, ჩამოსული...
მირმანს კი უამრავი პაციენტი ჰყავს, უფულობას არ უჩივის. თანაც მარტო ცხოვრობს. ჰოდა,
ფრთხილობს. რა გიკვირთ?

– არაფერი, – გერალტმა ნაპირიდან ათიოდე იარდზე ხიმინჯებზე შემდგარ ნაგებობას გახედა, –

ვფიქრობ, ამ კუნძულამდე როგორ მივაღწიოთ. ალბათ მოგვიწევს, რომელიმე ნავი უნებართვოდ
ვითხოვოთ...

– არ დაგვჭირდება, – უთხრა შანიმ, – იქ ასაწევი ხიდია.

– ჰო, მაგრამ ვინმემ ხომ უნდა დაუშვას. გარდა ამისა, სახლს კარიც აქვს, ტარანი კი არ წამოგვიღია...

– ეგ მე მომანდეთ.

დიდი ნაცრისფერი ბუ უხმოდ დაეშვა ხეფენილის მოაჯირზე, ფრთები შეიბერტყა, აიბურძგნა და

ასეთივე სველ და აბურძგნილ ფილიპა ეილჰარტად იქცა.

– ნეტავი მე რაღა მინდა აქ, – წაიბუზღუნა გაღიზიანებულმა, – რა ჯანდაბა მინდა, დასწყევლოს

ღმერთმა? აქ, ამ სველ ჯოხზე და სახელმწიფო ღალატის ზღვარზე? დიქსტრამ თუ გაიგო, რომ
გეხმარებით... ყველა სიკეთესთან ერთად, ამინდია ისეთი, უკეთესს ვერ ინატრებ. როგორ მძულს
წვიმაში ფრენა! ეს არის მირმანის სახლი?

– ჰო, – უპასუხა გერალტმა, – მოიხედე, შანი, მოდი, ასე ვცადოთ...

ლელქაშის ჩარდახქვეშ, სიბნელეში შეჯგუფდნენ და აჩურჩულდნენ. მოპირდაპირე მხარეს, სამიკიტნოს

წინ, წყალზე სინათლის ზოლი გაწვა. მოისმა სიმღერა, სიცილი და ყვირილი. სამიკიტნოდან სამი
მეტივე გამოცვივდა. ორი გინებით ეძიძგილავებოდა ერთმანეთს. მესამე, ბოძს მიყრდნობილი,
სტვენით აფსამდა არხში.

– ბამმმ!.. – ცივად დაიჟღრიალა ბოძზე ჩამოკიდებულმა ლითონის გონგმა, – ბამმმ!..

ექიმბაშმა მირმანმა ფანჯარა გამოაღო და თავი და ფარნიანი ხელი გამოყო, მაგრამ ფარნის შუქი თვალს
სჭრიდა და უკანვე დადგა.

უფულობას არ უჩივის. თანაც მარტო ცხოვრობს. ჰოდა, ფრთხილობს. რა გიკვირთ?

– ვინ ეშმაკია ამ შუაღამისას? – დაიღრიალა, – ბრახუნი თუ გინდა, შე ნეხვო, ცარიელ თავზე

მიიბრახუნე! მოშორდი აქედან, ლოთბაზარავ! არბალეტი მზად მაქვს, იცოდე! ჩქარა, თორემ მოვიდა
დუნდულებში ექვსდუიმიანი ისარი!

– ბატონო მირმან, მე ვარ, შანი!

– რაო? – ექიმბაში უფრო მეტად გადმოიხარა ფანჯრიდან, – შანი? ამ შუაღამისას? რა მოხდა?

– ხიდი დაუშვით, ბატონო მირმან, მოვიტანე, რაც მთხოვეთ.

– ახლა? ამ კუნაპეტში? დღისით არ შეიძლებოდა?

– დღისით მეტისმეტად ბევრი ხალხია, – მწვანე მოსასხამში გახვეული თხელი სილუეტი სიბნელეს
გამოეყო, – თუ გამიგეს, აკადემიიდან გამომაგდებენ. დაუშვით ხიდი, გავილუმპე!

– ვინმე გახლავს, გოგონი? – ეჭვნარევი კილოთი ჰკითხა ექიმბაშმა, – ჩვეულებრივ, მარტო მოდიხარ
ხოლმე. ვინ არის?

– მეგობარია, ჩემსავით სტუდენტი. ხომ არ გგონიათ, ასეთ დროს მარტო ვისეირნებ ამ თქვენს
დაწყევლილ უბანში?! ხომ არ გგონიათ, უმანკოება არაფრად მიღირს?! შემომიშვით ბოლოს და ბოლოს,
დასწყევლოს ღმერთმა!

მირმანმა ბუზღუნით ახსნა ჯაჭვი. ხიდი ჭრიალით დაეშვა და ხეფენილს დაეხეთქა. ექიმბაშმა
ურდული გადასწია და, ხელში არბალეტჩაბღუჯულმა, ფრთხილად გამოიხედა გარეთ.

საფეთქელში დამიზნებული ვერცხლით მოჭედილი შავი ხელთათმანი ვერ შეამჩნია. სამაგიეროდ,

თუმცაღა ღამე ღრუბლიანი და უმთვარო იყო, ერთბაშად დაინახა თვალისმომჭრელად მოკიაფე
ათიათასობით ვარსკვლავი.
***

ლოთბაზარავ! არბალეტი მზად მაქვს, იცოდე! ჩქარა, თორემ მოვიდა დუნდულებში ექვსდუიმიანი
ისარი!

ტუბლანკ მიშელემ ერთხელ კიდევ აუსვა სალესი ხმლის პირს. ეტყობოდა, მთელი არსებით გაეტაცა ამ
საქმიანობას.

– მაშ, კაცი უნდა მოვკლათ თქვენთვის, – სალესი გადადო ტუბლანკმა, ვადა ცხიმწასმული კურდღლის
ტყავით გაპოხა და ხმლის პირი ყურადღებით დაათვალიერა, – ჩვეულებრივი კაცი, რომელიც
მარტოდმარტო, რაზმის, ესკორტისა და მცველების გარეშე დაწანწალებს ოქსენფურტის ქუჩებში და
მსახურიც კი არ ახლავს. ამისთვის არც ტაძარში, არც რატუშაში, არც სასახლეში და არც ციხესიმაგრეში
შეჭრა არ დაგვჭირდება. ასეა, ბატონო რიენს?

კაცმა, სახეზე დამწვრობის ნაკვალევი რომ აჩნდა, თვალებმოჭუტულმა დაუქნია თავი. აცრემლებულ
შავ თვალებში უსიამოვნო მზერა ჩასდგომოდა.

– გარდა ამისა, – განაგრძო ტუბლანკმა, – როცა გავასაღებთ, უახლოესი ექვსი თვით დამალვა არ
მოგვიწევს, რადგან არავინ დაგვიწყებს დევნას და ძებნას; ლოთებს და ჯილდოს მსურველებს არავინ
მოგვისევს; არც საგვარეულო შუღლსა და სისხლის აღებაში გავერევით. ერთი სიტყვით, ბატონო რიენს,
ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული არიფის მოკვლას გვავალებთ, რომლის
სიცოცხლე ჩალის ფასადაც არ ღირს...

სახენაიარევ კაცს პასუხი არ გაუცია. ტუბლანკმა მერხზე გაუნძრევლად მსხდომ ძმებს გადახედა. რიცი,
ფლავიუსი და ლოდოვიკო, როგორც ყოველთვის, დუმდნენ. მათ სამუშაოს შესრულება ევალებოდათ,
ლაპარაკი კი ტუბლანკის საქმე იყო, რადგან თავის დროზე მხოლოდ ის დადიოდა სატაძრო სკოლაში.
კაცის კვლა ძმებზე ნაკლებად არ ემარჯვებოდა, მაგრამ, ამასთან ერთად, წერა-კითხვაც შეეძლო და,
საჭიროების შემთხვევაში, ლაქლაქიც.

– და ამ არარაობის გასასაღებლად, ბატონო რიენს, პირველივე შემხვედრი ნავსადგურის ლოთი კი არა,

ჩვენ, ძმები მიშელეები დაგვიქირავეთ? ას ნოვიგრადულ კრონად?

– ჩვეულებრივ, ხომ ამდენს იღებთ, – წაისისინა სახენაიარევმა კაცმა, – თუ ვცდები?

– ცდებით, – ცივად შეეპასუხა ტუბლანკი, – ჩვენ არიფების ხოცვით არ ვშოულობთ ფულს, მაგრამ თუ
მაინც მოვკიდეთ ხელი... ბატონო რიენს, ეს ჩიტი, რომელიც, გნებავთ, ყელგამოჭრილი ნახოთ, ორასი
დაგიჯდებათ. ორასი ბრჭყვიალა კრონი ნოვიგრადის ზარაფხანის ჭდით. იცით, რატომ? იმიტომ, რომ
ამ საქმეს ცუდი სუნი უდის. მოწყალეო ხელმწიფევ. სახელდობრ, რისი, შეგიძლიათ არ გვითხრათ –
უამისოდაც იოლას გავალთ, მაგრამ ამ სუნისთვის დამატებითი საფასური უნდა გადაიხადოთ.
ორასი-მეთქი. და ჩათვალეთ, რომ თქვენი... ძმაკაცი მკვდარია. არა და ვინმე სხვა ეძებეთ.

დამპალი ხორცისა და დაძმარებული ღვინის სუნით გაჟღენთილ სარდაფში სიჩუმე ჩამოვარდა. თიხის
იატაკზე ტარაკანმა გაირბინა. ფლავიუს მიშელემ პოზისა და გამომეტყველების შეუცვლელად ელვის
სისწრაფით დაადგა ფეხი და ხრაჭუნით გაჭყლიტა.

– თანახმა ვარ, – თქვა რიენსმა, – ორასს მიიღებთ. წამოდით.

ტუბლანკ მიშელეს, თხუთმეტი წლიდან კაცისკვლით რომ ირჩენდა თავს, იოტის ოდენა გაკვირვებაც
არ დასტყობია, თუმცა არ ელოდა, რომ ას ოცზე, დიდი-დიდი, ას ორმოცდაათზე მეტს დასტყუებდა
დამკვეთს. და უეცრად მიხვდა, რომ სუნი, რომელიც ამ საქმეს უდიოდა, სათანადოდ ვერ შეაფასა.

***

ექიმბაში მირმანი საკუთარი სახლის იატაკზე მოვიდა გონს. ცხვარივით გაკოჭილი, პირაღმა იწვა. კეფა
საშინლად სტკიოდა. ახსოვდა, რომ წაქცევისას თავი წირთხლს მიარტყა. სტკიოდა საფეთქელიც,
რომელშიც მუშტი ჩასცხეს. განძრევა არ შეეძლო, რადგან მკერდზე მძიმედ და დაუნდობლად აწვებოდა
მაღალი ჩექმა. ექიმბაშმა მოჭუტული თვალებით აიხედა. ჩექმა მაღალი, რძესავით თეთრთმიანი კაცისა
იყო. სახე ვერ გაარჩია – მაგიდაზე მდგარი ლიფლიფას შუქი იქამდე ვერ აღწევდა.

– არ მომკლათ... – ამოიკვნესა ექიმბაშმა, – შემიბრალეთ, ღმერთების გულისათვის... ფულს მოგცემთ...

ყველაფერს მოგცემთ... სამალავს გაჩვენებთ...

– რიენსი სად არის, მირმან?

ამ ხმის გაგონებაზე ექიმბაში აცახცახდა. ცოტა რამ თუ აშინებდა ამქვეყნად, მაგრამ თეთრთმიანის
ხმაში იყო ყველაფერი ის, რისიც ეშინოდა და ცოტა მეტიც.

მირმანს არაადამიანური ძალისხმევა დასჭირდა, რომ გულ-მუცელს ლოქორასავით მოდებულ შიშს

მორეოდა.

– რა? – იკითხა ყალბი გაოცებით, – ვინ? ვინ სად არისო?

ფლავიუს მიშელემ პოზისა და გამომეტყველების შეუცვლელად ელვის სისწრაფით დაადგა ფეხი და

ხრაჭუნით გაჭყლიტა.

კაცი დაიხარა. მირმანმა დაინახა მისი სახე, მისი თვალები და სული კოჭებში გაეპარა.

– თავის დაძვრენას ნუ ცდილობ, მირმან, – სიბნელიდან შანის ნაცნობი ხმა მოისმა, – სამი დღის წინ,
შენთან რომ ვიყავი, აი, ამ სკამზე ვიღაც იჯდა ონდატრის ბეწვის სარჩულიანი მოსასხამით და ღვინოს
სვამდა, თუმცა შენ, უახლოესი მეგობრების გარდა, არასოდეს არავის უმასპინძლდები. არშიყი
დამიწყო, „სამ ზანზალაკში“ დამპატიჟა და ხელის მოფათურებაც კი დამიპირა, მაგრამ ხელში ჩავარტყი,
შენ კი უთხარი: „დაეხსენით, ბატონო რიენს, ნუ დამიფრთხობთ, აკადემიის სტუდენტებთან
მშვიდობიანი ურთიერთობა მჭირდება, საერთო ინტერესები გვაქვსო“, – და ორივემ გადაიხარხარეთ,
შენც და იმ შენმა სახედამდუღრულმა რიენსმაც. ასე რომ, თავს ნუ ისულელებ. მიდი, დაფქვი, სანამ
თავაზიანად გთხოვენ.

„ოჰ, შე ცინგლიანო მზუთხავო“, გაიფიქრა ექიმბაშმა, „ოჰ, შე გამყიდველო ასპიტო, შე წითურო კახპავ,
მე შენ გიჩვენებ სეირს, მე შენ... ოღონდ ახლა გადავრჩე...“

– რომელი რიენსი? – აწუწუნდა და ამაოდ სცადა მძიმე ჩექმისგან თავის დახსნა, – რა ვიცი, სად არის?
ჩემთან ათასი ჯურის ხალხი დადის, მე რა, ყველას...

თეთრთმიანი უფრო მეტად დაიხარა და მეორე ჩექმის ყელიდან ნელა ამოიღო ხანჯალი, პირველი კი
უფრო მაგრად დააჭირა ექიმბაშს.

– მირმან, – თქვა ხმადაბლა, – გინდ დაიჯერე, გინდ არა: თუ ახლავე არ მეტყვი, სად არის რიენსი და
როგორ უკავშირდები, შენს თავს ნაწილ-ნაწილ შევაჭმევ არხის გველთევზებს. ჯერ ყურებს დაგაჭრი.

მის ხმაში იყო რაღაც ისეთი, რამაც მირმანი აიძულა, მისი ყოველი სიტყვა ერწმუნა. სატევარი იმ
დანებზე ბასრი იყო, რომლებითაც წყლულებსა და ძირმაგარებს კვეთდა. ისე ააკანკალა, რომ მკერდზე
დაბჯენილი ჩექმა ნერვულად ახტუნავდა. კრინტი მაინც არ დაუძრავს. იცოდა, რომ არ უნდა დაეძრა.
ჯერხანად მაინც. იმიტომ, რომ როცა რიენსი დაბრუნდებოდა და ჰკითხავდა, რატომ გამყიდეო,
მირმანს უნდა ეჩვენებინა. „ცალ ყურს“, გაივლო გულში, „ცალ ყურს უნდა გავუძლო. მერე ვეტყვი...“

– რა საჭიროა დროის კარგვა და სისხლით წუწაობა? – მოისმა მოულოდნელად სიბნელიდან ქალის

რბილი, მკერდისმიერი ხმა, – ხომ იცი, მაინც იცრუებს. ნება მომეცი, ჩემი მეთოდები გამოვიყენო. ისე
სწრაფად ალაპარაკდება, ენას დაიკბენს. აბა, გააკავე.

ექიმბაშმა შეჰყვირა და გაიბრძოლა, მაგრამ თეთრთმიანმა მუხლით მიალურსმა იატაკს, თმაში ხელი
ჩაავლო და თავი გადაუწია. მის გვერდით ვიღაცამ ჩაიმუხლა. მირმანს სუნამოსა და სველი ბუმბულის
სუნი ეცა. საფეთქელზე ვიღაცის თითები შეეხო. ყვირილი უნდოდა, მაგრამ შიშისგან ხმაწართმეულს
წრიპინიღა აღმოხდა.

– უკვე საყვირლად ემზადები? – კატასავით ჩაიკრუტუნა მკერდისმიერმა ხმამ მის ყურთან, – ნუ

ჩქარობ, მირმან, ჯერ არ დამიწყია. მაგრამ ახლავე დავიწყებ. თუ ევოლუციამ ტვინის თუნდაც
რამდენიმე ხვეულით დაგასაჩუქრა, ცოტას ჩაგიღრმავებ. აი, მერე გაიგებ, ყვირილი როგორ უნდა.

***

– მაშასადამე, – თქვა ვილგეფორცმა, როცა პატაკი მოისმინა, – ჩვენმა გვირგვინოსნებმა

დამოუკიდებლად ფიქრი და დაგეგმვა დაიწყეს, თანაც განსაცვიფრებლად სწრაფად ვითარდებიან
ტაქტიკური აზროვნებიდან სტრატეგიულისკენ. საინტერესოა. არც ისე დიდი ხნის წინ, სოდენთან,
მხოლოდ ხმლის ქნევა და რაზმის სათავეში ველური ყიჟინით ნავარდი შეეძლოთ, ისიც კი არ
ადარდებდათ, ხომ არ ჩამორჩა ან სულაც სხვა მხარეს ხომ არ გაქუსლა ზემოხსენებულმა რაზმმა. დღეს
კი, ნუ იტყვით და, ჰაგეს ციხე-დარბაზში მსოფლიოს ბედ-იღბალს წყვეტენ. საინტერესოა, ძალიან
საინტერესო. თუმცა, გულახდილად გეტყვით, ამას ველოდი.

– ვიცით, – დაუდასტურა არტაუდ ტერანოვამ, – გვახსოვს, რომ გვაფრთხილებდი. ამიტომაც გაცნობეთ.

– მადლობელი ვარ, რომ არ დაგვიწყებიათ, – ჩაიცინა ჯადოქარმა და ტისაია დე ვრიე უმალვე მიხვდა,
რომ ის, რაც რამდენიმე წუთის წინ აცნობეს, დიდი ხანია იცოდა. უსიტყვოდ გასწორდა სავარძელში და
სახელოებზე მაქმანები შეისწორა – მარჯვენა და მარცხენა სხვადასხვანაირად ეფინა. იგრძნო
ტერანოვას გაღიზიანებული და ვილგეფორცის მხიარული მზერა. იცოდა, რომ მისი ლეგენდარული
პედანტიზმი ზოგს აღიზიანებდა, ზოგს კი ართობდა, მაგრამ ეს სრულიადაც არ ანაღვლებდა, – რას
იტყვის ამაზე კაპიტული?

– ჯერ გვინდა, შენი აზრი გავიგოთ, ვილგეფორც, – უპასუხა ტერანოვამ.

– ჯერ, – გაუღიმა ვილგეფორცმა, – წავიხემსოთ. დრო საკმაოდ გვაქვს, ნება მომეცით, სტუმართმოყვარე
მასპინძლის როლი შევასრულო. ვხედავ, გათოშილხართ და დაღლილხართ. რამდენი პორტალი
გამოიცვალეთ?

– სამი, – მხრები აიჩეჩა ტისაია დე ვრიემ.

– მე უფრო ახლოს ვიყავი, – დასძინა არტაუდმა, – ორიც მეყო, მაგრამ, უნდა ვაღიარო, საკმაოდ
რთული.

– ყველგან ასეთივე საძაგელი ამინდია?

– ყველგან.

– მაშ, მოდი, დავნაყრდეთ და ციდარისული ძველი წითელი ღვინითაც მოვმაგრდეთ. ლიდია, ამ

სამსახურს ხომ ვერ გაგვიწევდი?

ლიდია ვან ბრედევოორტი, ვილგეფორცის თანაშემწე და პირადი მდივანი, მოჩვენებასავით უხმაუროდ

გამოსრიალდა ფარდის უკანიდან და ტისაია დე ვრიეს თვალებით გაუღიმა. ტისაიამ, რომელსაც
თავდაჭერა არასოდეს ღალატობდა, ალერსიანი ღიმილითა და თავის დაკვრით უპასუხა სალამზე.
არტაუდ ტერანოვა წამოდგა და მოწიწებით მოიდრიკა თავი. თავდაჭერას არც მისთვის უღალატია.
ლიდიას ისიც იცნობდა.

ორმა მოახლემ კაბების შარიშურით სწრაფად გაშალა სუფრა. ლიდია ვან ბრედევოორტმა ცერსა და
საჩვენებელ თითებს შორის მოხდენილად გააჩინა ნატიფი ალი და სანთლები აანთო. ტისაიამ მის
ხელზე ზეთის საღებავის ლაქა შეამჩნია და მეხსიერებაში ჩაინიშნა, რომ ნავახშმევს ახალგაზრდა
ჯადოქრისთვის ახალი ნამუშევრის ჩვენება ეთხოვა – ლიდია ნიჭიერი მხატვარი იყო.

ვახშამს მდუმარედ შეექცეოდნენ. არტაუდ ტერანოვა მოურიდებლად ძვრებოდა თეფშებში და ისე, რომ
მასპინძლის შეთავაზებას არ ელოდებოდა, წამდაუწუმ აწკარუნებდა წითელი ღვინით სავსე გრაფინის
ვერცხლის თავსახურს. ტისაია დე ვრიე ნელა ჭამდა და კერძზე მეტ ყურადღებას თეფშებს,
ხელსახოცებს და დანა-ჩანგალს აქცევდა, რომლებიც, მისი აზრით, უსწორმასწოროდ ელაგა და
წესრიგისა და მშვენიერებისადმი მის ერთგულებას შეურაცხყოფდა. ლიდია, ბუნებრივია, პირს
არაფერს აკარებდა.

სანთლებზე ალის გრძელი მოწითალო-მოყვითალო ენები ირხეოდა. ფანჯრის ვიტრაჟებს წვიმა

აწკრიალებდა.

– აბა, ვილგეფორც, – ხმა ამოიღო ტერანოვამ, ღორის მსუქანი ნაჭრის საპოვნელად ლანგარში ჩანგლით
რომ იჩიჩქნებოდა, – რას იტყვი ჩვენი გვირგვინოსნების წამოწყებაზე? ჰენ გედიმგეიტს და ფრანცესკას
შენი აზრი აინტერესებთ. მეც და ტისაიასაც. კაპიტულს სურს, ამ

საკითხში სათანადო პოზიცია დაიკავოს, ხოლო თუ საქმე მოქმედებამდე მივა, გვინდა, ასევე
შეთანხმებულად ვიმოქმედოთ. რას გვირჩევ?

– დიდი პატივია, – ვილგეფორცმა ჟესტით გადაუხადა მადლობა ლიდიას, რომელმაც დააპირა, კიდევ
ერთი ულუფა ბროკოლი გადაეღო მისთვის, – რომ კაპიტულისთვის ჩემი აზრი გადამწყვეტია.

– ეს არ მითქვამს, – არტაუდმა კიდევ ერთხელ შეივსო სასმისი, – გადაწყვეტილებას კოლეგიურად

მივიღებთ, როცა კაპიტული შეიკრიბება, მაგრამ გვინდა, საორიენტაციოდ წინასწარ ყველა მაგის აზრი
ვიცოდეთ. მაშ, გისმენთ.

– თუ ვახშამს მორჩით, იქნებ ლაბორატორიაში გადაგვენაცვლა, – ტელეპათიურად შესთავაზა ლიდიამ.

ტერანოვამ მოღიმარ თვალებში შეხედა და სასმისი ერთ ყლუპად გამოცალა.

– მშვენიერი აზრია, – ვილგეფორცმა თითები გაიწმინდა, – უფრო მოხერხებულად ვიბაასებთ. თანაც იქ

მაგიური მოსმენისგან უკეთ ვიქნებით დაზღვეულნი. წავიდეთ. არტაუდ, შეგიძლია, გრაფინი
წამოიყოლო.

– სიამოვნებით. ეს ჩემი საყვარელი მოსავალია.

ტისაია თავს ძლივს იკავებდა, რომ მაგიდისკენ არ გაეხედა, რომელზეც რეტორტები, ტიგელები,
სინჯარები, კვარცის ფლაკონები და ურიცხვი მაგიური ჭურჭელი ეწყო. ყველაფერს შემნიღბავი ჯადო
ედო, მაგრამ ტისაია დე ვრიე არქიმაგისტრი იყო, არ არსებობდა ბარიერი, რომელსაც ვერ
გადალახავდა. ინტერესით კი ნამდვილად აინტერესებდა, რითი იყო დაკავებული ბოლო დროს მაგი.
ხელსაწყოთი, რომელსაც დაკარგული ადამიანების საპოვნელად და „ბროლი-ლითონი-ქვის“ მეთოდით
ფსიქოხედვისთვის იყენებდნენ, ეტყობა, სულ ახლახან ესარგებლათ. ჯადოქარი ან ვიღაცას ეძებდა, ან
თეორიული ლოგისტიკური პრობლემის გადაჭრას ცდილობდა. ვილგეფორც როგევეენელს ასეთი
პრობლემების დიდი მოყვარულის სახელი ჰქონდა გავარდნილი.

წითელი ხის მოჩუქურთმებულ სავარძლებში ჩასხდნენ. ლიდიამ ვილგეფორცს გახედა, მისი

მანიშნებელი მზერა დაიჭირა და მაშინვე გავიდა. ტისაიამ ჩუმად ამოიოხრა.

ყველამ იცოდა, რომ ლიდია ვან ბრედევოორტს ვილგეფორც როგევეენელი უყვარდა. დიდი ხანია
უყვარდა, უთქმელად, ჯიუტად და

შეუპოვრად. ეს, რა თქმა უნდა, ჯადოქარმაც იცოდა, მაგრამ არ იმჩნევდა. ლიდია ამოცანას
უმარტივებდა – ერთხელაც არ გამოუმჟღავნებია გრძნობა, არც ერთი ნაბიჯით, არც ერთი ჟესტით, არც
ერთი ტელეპათიური მინიშნებით და ლაპარაკი რომც შესძლებოდა, ალბათ სიტყვასაც არ დაძრავდა.
საამისოდ მეტისმეტად ამაყი იყო. თავის მხრივ, ვილგეფორციც არაფერს აკეთებდა, რადგან ლიდია არ
უყვარდა. რა თქმა უნდა, სულ იოლად შეეძლო საყვარლად გაეხადა, ამით უფრო მეტად მიეჩვია და, ვინ
იცის, გაებედნიერებინა კიდეც. ზოგი სწორედ ასე მოქცევას ურჩევდა. მაგრამ მეტისმეტად ამაყი და
პრინციპული ვილგეფორცი მათ რჩევა-დარიგებას ჩირადაც არ აგდებდა. ასე რომ, ვითარება უიმედო
იყო, მაგრამ სტაბილური და ეს ორივეს თანაბრად აძლევდა ხელს.

– მაშასადამე, – დაარღვია დუმილი ახალგაზრდა ჯადოქარმა, – კაპიტულმა არ იცის, როგორ მოეკიდოს

ჩვენს ხელმწიფეთა ინიციატივას და გეგმას? სულ ტყუილად ორჭოფობს. ეს გეგმა უბრალოდ უნდა
უგულებელვყოთ.

– რაო? – არტაუდ ტერანოვას მარჯვენა ხელში გრაფინი, მარცხენაში კი სასმისი გაუშეშდა, – ყურმა ხომ
არ მომატყუა? გვირჩევ, არაფერი ვიღონოთ? საშუალება მივცეთ...

– უკვე მივეცით, – გააწყვეტინა ვილგეფორცმა, – ჩვენთვის ხომ ნებართვა არ უთხოვიათ. არც გვთხოვენ.
ვიმეორებ: ისე უნდა მოვიქცეთ, თითქოს ბაიბურშიც არ ვართ. ეს ერთადერთი გონივრული ნაბიჯი
იქნება.

– მათმა ჩანაფიქრმა შესაძლოა ომამდე მიგვიყვანოს, თანაც დიდ ომამდე.

– მათი ჩანაფიქრი საიდუმლოდ, თანაც ნაწილობრივ შეგვატყობინა იდუმალმა და ფრიად საეჭვო

წყარომ. იმდენად საეჭვომ, რომ ენაზე უნებლიეთ სიტყვა „დეზინფორმაცია“ მოგადგება. მაგრამ
მართალიც რომ იყოს, მათი განზრახვა ჯერ კიდევ დაგეგმვის ფაზაშია და კარგა ხანს დარჩება ასე.
ხოლო თუ საზღვარს გადავიდა... რა გაეწყობა, ჩვენც... ვითარების შესაბამისად მოვიქცევით.

– იმის თქმა გინდა, რომ მათ დაკრულზე ვიცეკვებთ? – დაიმანჭა ტერანოვა.

– დიახ, არტაუდ, – ვილგეფორცის თვალებში ელვამ გაკვესა, – მათ დაკრულზე იცეკვებ, ან

დარბაზიდან გახვალ, რადგან ორკესტრისთვის განკუთვნილი ფიცარნაგი მეტისმეტად მაღალია
საიმისოდ, რომ მასზე აძვრე და მუსიკოსებს სხვა რამის დაკვრა უბრძანო. გაიგე, ბოლოს და ბოლოს. თუ
გგონია, რომ სხვა გზაც არსებობს, ცდები, ტბორში არეკლილი ვარსკვლავები ცაში გერევა.

გამოუმჟღავნებია გრძნობა, არც ერთი ნაბიჯით, არც ერთი ჟესტით, არც ერთი ტელეპათიური
მინიშნებით და ლაპარაკი რომც შესძლებოდა, ალბათ სიტყვასაც არ დაძრავდა. საამისოდ მეტისმეტად
ამაყი იყო. თავის მხრივ, ვილგეფორციც არაფერს აკეთებდა, რადგან ლიდია არ უყვარდა. რა თქმა
უნდა, სულ იოლად შეეძლო საყვარლად გაეხადა, ამით უფრო მეტად მიეჩვია და, ვინ იცის,
გაებედნიერებინა კიდეც. ზოგი სწორედ ასე მოქცევას ურჩევდა. მაგრამ მეტისმეტად ამაყი და
პრინციპული ვილგეფორცი მათ რჩევა-დარიგებას ჩირადაც არ აგდებდა. ასე რომ, ვითარება უიმედო
იყო, მაგრამ სტაბილური და ეს ორივეს თანაბრად აძლევდა ხელს.

– მაშასადამე, – დაარღვია დუმილი ახალგაზრდა ჯადოქარმა, – კაპიტულმა არ იცის, როგორ მოეკიდოს

ჩვენს ხელმწიფეთა ინიციატივას და გეგმას? სულ ტყუილად ორჭოფობს. ეს გეგმა უბრალოდ უნდა
უგულებელვყოთ.

– რაო? – არტაუდ ტერანოვას მარჯვენა ხელში გრაფინი, მარცხენაში კი სასმისი გაუშეშდა, – ყურმა ხომ
არ მომატყუა? გვირჩევ, არაფერი ვიღონოთ? საშუალება მივცეთ...

– უკვე მივეცით, – გააწყვეტინა ვილგეფორცმა, – ჩვენთვის ხომ ნებართვა არ უთხოვიათ. არც გვთხოვენ.
ვიმეორებ: ისე უნდა მოვიქცეთ, თითქოს ბაიბურშიც არ ვართ. ეს ერთადერთი გონივრული ნაბიჯი
იქნება.

– მათმა ჩანაფიქრმა შესაძლოა ომამდე მიგვიყვანოს, თანაც დიდ ომამდე.

– მათი ჩანაფიქრი საიდუმლოდ, თანაც ნაწილობრივ შეგვატყობინა იდუმალმა და ფრიად საეჭვო

წყარომ. იმდენად საეჭვომ, რომ ენაზე უნებლიეთ სიტყვა „დეზინფორმაცია“ მოგადგება. მაგრამ
მართალიც რომ იყოს, მათი განზრახვა ჯერ კიდევ დაგეგმვის ფაზაშია და კარგა ხანს დარჩება ასე.
ხოლო თუ საზღვარს გადავიდა... რა გაეწყობა, ჩვენც... ვითარების შესაბამისად მოვიქცევით.

– იმის თქმა გინდა, რომ მათ დაკრულზე ვიცეკვებთ? – დაიმანჭა ტერანოვა.

– დიახ, არტაუდ, – ვილგეფორცის თვალებში ელვამ გაკვესა, – მათ დაკრულზე იცეკვებ, ან

დარბაზიდან გახვალ, რადგან ორკესტრისთვის განკუთვნილი ფიცარნაგი მეტისმეტად მაღალია
საიმისოდ, რომ მასზე აძვრე და მუსიკოსებს სხვა რამის დაკვრა უბრძანო. გაიგე, ბოლოს და ბოლოს. თუ
გგონია, რომ სხვა გზაც არსებობს, ცდები, ტბორში არეკლილი ვარსკვლავები ცაში გერევა.

„კაპიტული მისი ბრძანებისამებრ მოიქცევა“, გაიფიქრა ტისაია დე ვრიემ, „მისი რჩევები სინამდვილეში
ბრძანებებია. გაიზარდა, განდიდდა, დაგვჩრდილა და დაგვიმორჩილა. ახლა ჩვენ მის საჭადრაკო
დაფაზე მოძრავი პაიკები ვართ. მის თამაშში, რომლის წესებიც არ ვიცით“.

მარცხენა მაქმანი ისევ სხვანაირად დაეფინა. ჯადოქარმა გულმოდგინედ გაისწორა.

– მეფეებმა უკვე მიჰყვეს ხელი გეგმის განხორციელებას, – წარმოთქვა დინჯად, – კაედვენსა და

აედირნში სკოიატაელების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. ახალგაზრდა ელფების სისხლი იღვრება.
არაადამიანებს არბევენ და დევნიან. ხმები დადის, რომ დოლ ბლატანსა და ლურჯ მთებში თავისუფალ
ელფებს დაესხნენ თავს. ეს მასობრივი მკვლელობაა. და გედიმგეიტს და ენიდ ფანდაბაირს გადავცეთ,
რომ გულხელდაკრეფილი ჯდომას გვირჩევ? დავბრმავდეთ და დავყრუვდეთ?

ვილგეფორცი მისკენ მიტრიალდა. „ახლა ტაქტიკას შეიცვლის“, გაიფიქრა ტისაიამ, „ნამდვილი

მოთამაშეა, ხმაზე მიხვდა, რომელი ქვები გაგორდა მაგიდაზე. სხვა მხრიდან შეუტევს“.

ვილგეფორცი თვალს არ აშორებდა.

– მართალი ხარ, – უთხრა ბოლოს, – მართალი ხარ, ტისაია, ნილფგაარდთან ომი ერთია,
არაადამიანების ჟლეტა კი მეორე. ამას შორიდან ვერ ვუყურებთ. გთავაზობთ, დიდი კრება მოვიწვიოთ,
საყოველთაო კრება, მესამე ხარისხის მაგისტრებისა და მათი ჩათვლით, ვინც სოდენის შემდეგ სამეფო
საბჭოებში ზის. მივმართოთ მათ და გვირგვინოსანთა გონს მოყვანა დავავალოთ.

– მომწონს ეს აზრი, – განაცხადა ტერანოვამ, – კრება მოვიწვიოთ და შევახსენოთ მეფეებს, უწინარესად

ვის მიმართ უნდა იყვნენ ლოიალური. გაითვალისწინეთ, მეფეებს საბჭოებში კაპიტულის ზოგიერთი
წევრიც უზით. მათ სამსახურში არიან კარდუინი, ფილიპა ეილჰარტი, ფერკარტი, რადკლიფი,
იენიფერი...

უკანასკნელი სახელის გაგონებაზე ვილგეფორცი შეკრთა. რა თქმა უნდა, შინაგანად. მაგრამ ტისაია დე
ვრიე არქიმაგისტრი იყო. მან დაიჭირა აზრის მოძრაობა, მაგიური ხელსაწყოებიდან იქვე დაწყობილ ორ
წიგნზე გადამხტარი იმპულსი. გრძნეულებას ორივე წიგნი უჩინარი გაეხადა. ჯადოქარმა ყურადღება
მოიკრიბა და ბარიერი გაარღვია.

პირველი Aen Ithlinnespeath აღმოჩნდა, Ithlinne Aegli aep Aevenien-ის წინასწარმეტყველება

ცივილიზაციის აღსასრულზე, დაღუპვასა და განადგურებაზე, ბარბაროსობის დაბრუნებაზე, რაც უნდა
მოჰყოლოდა მარადიული სიცივის საზღვრებიდან დაძრულ ყინულის მასებს. მეორე კი... ძველისძველი
იყო... დაფლეთილი... Aen Hen Ichaer... „უფროსი სისხლი“... ელფების სისხლი?

– რას იტყვი, ტისა?

– ვილგეფორცის წინადადებას ვემხრობი, – ჯადოქარმა სხვა მხარეს შეტრიალებული ბეჭედი შეისწორა,

– დიდი კრება უნდა მოვიწვიოთ, თანაც რაც შეიძლება სწრაფად.

„ლითონი-ქვა-ბროლი“, გაიფიქრა მან, „იენიფერს ეძებ? რისთვის? რა საერთო აქვს მას იტლინას
წინასწარმეტყველებასთან? ან ელფების სისხლთან? რა ჩაიფიქრე, ვილგეფორც?“

– უკაცრავად, – ტელეპათიურად მოიბოდიშა ფეხაკრეფით შემოსულმა ლიდია ვან ბრედევოორტმა.

– მომიტევეთ, – ვილგეფორცი წამოდგა, – საჩქარო საქმეა. გუშინდელს აქეთია, წერილს ველი. სულ
ორიოდე წუთი...

არტაუდმა დაამთქნარა და გრაფინს გადასწვდა. ტისაიამ ლიდიას შეხედა. მან თვალებით გაუღიმა.
სხვაგვარად არ შეეძლო.

ლიდია ვან ბრედევოორტის სახის ქვედა ნაწილი ფანტომი იყო.

ოთხი წლის წინ, ვილგეფორცის, თავისი მასწავლებლის ბრძანებით, ლიდიამ უძველეს ნეკროპოლისში
ნაპოვნი არტეფაქტის შესწავლაში მიიღო მონაწილეობა. ძლიერი ჯადო, არტეფაქტს რომ იცავდა,
გააქტიურდა და ექსპერიმენტის მონაწილე ხუთიდან სამი ჯადოქარი იქვე მოკლა. მეოთხემ ცალი
თვალი და ორივე ხელი დაკარგა და გაგიჟდა. ლიდია იოლად გადარჩა – დამწვრობით,
დასახიჩრებული ქვედა ყბით და ხორხის მუტაციით, დღემდე შეუპოვრად რომ ეწინააღმდეგებოდა
რეგენერაციის მცდელობებს. საჭირო გახდა ფანტომი, რათა ხალხს მის დანახვაზე გონება არ დაეკარგა.
ფანტომი ისეთი მძლავრი იყო, ისე ოსტატურად დადებული, რომ მისი გარღვევა რჩეულებსაც კი
უჭირდათ.

– ჰმ, – ვილგეფორცმა წერილი გადადო, – გმადლობ, ლიდია.

მეორე კი... ძველისძველი იყო... დაფლეთილი... Aen Hen Ichaer... „უფროსი სისხლი“... ელფების
სისხლი?

„მოციქული პასუხს ელის“, გაუღიმა ქალმა.

– პასუხი არ იქნება.

„კეთილი. სტუმრებისთვის ოთახების მომზადება ვუბრძანე“.

– გმადლობ. ტისაია, არტაუდ, ბოდიშს გიხდით შეყოვნებისთვის. განვაგრძოთ. რაზე შევჩერდით?

„არაფერზე“, გაიფიქრა ტისაია დე ვრიემ, „მაგრამ ყურადღებით გისმენ. ოდესმე მაინც ხომ მიადგები იმ
საკითხს, რომელიც მართლა გაინტერესებს“.

– ჰო, მართლა, – ნელა დაიწყო ვილგეფორცმა, – გამახსენდა. საბჭოს უმრწემეს წევრებზე

ვსაუბრობდით, ფერკარტსა და იენიფერზე. რამდენადაც ვიცი, ფერკარტს კავშირი აქვს ფოლტესტ
ტემერიელთან და ტრის მერიგოლდთან ერთად სამეფო საბჭოს წევრიცაა. იენიფერი ვიღას ემსახურება?
არტაუდმა თქვა, ერთი მათგანია, ვინც გვირგვინოსანთა სამსახურში დგანანო.

– არტაუდმა გააზვიადა, – მშვიდად უპასუხა ტისაიამ, – იენიფერი ვენგერბერგში ცხოვრობს, ამიტომ

დემავენდი დროდადრო მიმართავს დახმარებისთვის, მაგრამ მუდმივად არ თანამშრომლობენ. მით
უმეტეს უსაფუძვლოა იმის მტკიცება, თითქოს იენიფერი დემავენდის წყალობის მოპოვებას
ცდილობდეს.

– მხედველობა როგორ აქვს?

– კარგად.

– შესანიშნავია, შესანიშნავი. ვდარდობდი... იცით, მასთან დაკავშირება მინდოდა, მაგრამ აღმოჩნდა,

რომ უკვე წასულიყო და არავინ იცოდა, სად.

„ქვა-ლითონი-ბროლი“, გაიფიქრა ტისაია დე ვრიემ, „ყველაფერი, რაც იენიფერს უკეთია, აქტიურია და

ფსიქოხედვისთვის მიუწვდომელი. ასე ვერ იპოვი, საყვარელო. თუ იენიფერმა არ მოინდომა, რომ
დაინახონ, ვერც ვერავინ დაინახავს“.

– მისწერე, – დინჯად ურჩია და მაქმანები შეისწორა, – და წერილი ჩვეულებრივ გაუგზავნე.

აუცილებლად მიიღებს და, სადაც უნდა იყოს, გიპასუხებს. იენიფერი წერილებს არასოდეს ტოვებს
უპასუხოდ.

– იენიფერი ხშირად ქრება, – საუბარში ჩაერთო არტაუდი, – ხანდახან თვეობითაც კი. და,
სავარაუდოდ, სავსებით ტრივიალური მიზეზით....

ჯადოქარი მკაცრად ტუჩებმოკუმული ტისაიას მზერას წააწყდა და გაჩუმდა. ვილგეფორცს ჩაეღიმა:

– მეც სწორედ ეს გავიფიქრე. თავის დროზე მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა... ერთ
ავსულთმმუსვრელთან, სახელად, თუ არ ვცდები, გერალტთან. და, როგორც ჩანს, ეს ჩვეულებრივი,
ხანმოკლე გატაცება არ ყოფილა. იენიფერი მეტისმეტად...

ტისაია დე ვრიე სავარძელში გასწორდა და თითები სახელურებს მოუჭირა.

– ამასთან რა ხელი გვაქვს? ეს მათი პირადი საქმეა.

– რასაკვირველია, – ვილგეფორცმა პიუპიტრზე შემოდებულ წერილს გახედა, – არ გეგონოთ,

არაჯანსაღი ცნობისმოყვარეობა მალაპარაკებდეს. საბჭოს წევრის ემოციური მდგომარეობა მაღელვებს
მხოლოდ და მხოლოდ. არ ველოდი... გერალტის სიკვდილის შესახებ დარხეულ ხმებზე იენიფერის
ასეთ რეაქციას. მეგონა, დამშვიდდებოდა, შეეგუებოდა, გლოვას და დეპრესიას არ მიეცემოდა...

– არც მიეცემა, – ცივად გაეპასუხა ტისაია, – მით უმეტეს, ასეთი ხმები არაერთხელ მისულა მის
ყურამდე და ჭორები აღმოჩენილა.

– მართალია, – დაუდასტურა ტერანოვამ, – გერალტს, თუ რა ჰქვია, შეუძლია სირთულეებთან

გამკლავება. ან რა გასაკვირია? ის ხომ მუტანტია, მკვლელობისთვის შექმნილი მანქანა. იმგვარად
აწყობილი, რომ მოკლას, მაგრამ თავი არ შეაკლას. იენიფერის შესახებ კი, აი, რას გეტყვით: ნუ
გავაზვიადებთ მის ეგრეთ წოდებულ გრძნობებს. ყველანი ვიცნობთ და ვიცით, რომ გრძნობათა აყოლა
არ სჩვევია. მხედვარი მისთვის უბრალო გასართობია. იენიფერს სიკვდილი ხიბლავს, რომელსაც ეს
ყმაწვილი გამუდმებით ეთამაშება. მაგრამ, ერთხელაც იქნება, ეს თამაში სამარის კართან მიიყვანს და
ამბავიც დასრულდება.

– მაგრამ, – მშრალად შენიშნა ტისაია დე ვრიემ, – მხედვარი ჯერჯერობით ცოცხალია.

, გიპასუხებს. იენიფერი წერილებს არასოდეს ტოვებს უპასუხოდ.

ვილგეფორცმა ჩაიცინა და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი წერილს.

– ვითომ? – თქვა მან, – მეეჭვება.

***

გერალტს შეაკანკალა და ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი. ელექსირით გამოწვეულმა პირველმა ელდამ

გაუარა. დაიწყო მეორე, აქტიური ფაზა, რომელსაც სიბნელესთან მხედველობის ადაპტაციით
გამოწვეული მსუბუქი, მაგრამ უსიამოვნო თავბრუხვევა ახლდა.

ადაპტაცია სწრაფად მიმდინარეობდა. ღამის წყვდიადი თანდათან გათხელდა. გარემოს ნაცრისფერი

დაედო. ბუნდოვანი, თითქოსდა ნისლში ჩაძირული კონტურები უფრო და უფრო გამკვეთრდა და
გამოიკვეთა. სანაპიროზე გამავალ ვიწრო ქუჩაზე, სადაც სულ ცოტა ხნის წინ კუნაპეტი სიბნელე იდგა,
გერალტი უკვე არჩევდა ვირთხებს, გუბეებისა და ნაპრალების ყნოსვით რომ მიუყვებოდნენ
წყალსაწრეტ არხს.

ელექსირმა სმენაც გაუმახვილა. ჩამკვდარი შუკების ლაბირინთი, სადაც სულ ახლახან მხოლოდ წვიმის
შხაპუნი ისმოდა, გაცოცხლდა და ბგერებით აივსო. გერალტს ესმოდა მოჩხუბარი კატების ჩხავილი,
არხის მეორე ნაპირზე ძაღლების ყეფა, დუქნებიდან და სამიკიტნოებიდან მომავალი სიცილ-ხარხარი
და ჟრიამული, მეტივეთა ფუნდუკში ატეხილი ლანძღვა-გინება და სიმღერა, ფლეიტის შორეული
რაკრაკი. გაცოცხლდა ჩაბნელებული, ერთი შეხედვით, მიძინებული სახლებიც – გერალტის
ყურთასმენას მისწვდა ადამიანების ხვრინვა, ფარეხში დამწყვდეული კამეჩების ბაკუნი, თავლაში
დაბმული ცხენების ფრუტუნი. რომელიღაც სახლიდან თავდავიწყებას მიცემული ქალის ყრუ,
აღგზნებული კვნესაც მოესმა.

ბგერები უფრო და უფრო ძლიერდებოდა. გერალტი უკვე სიმღერის სიტყვებსაც არჩევდა. შეიტყო
აკვნესებული ქალის პარტნიორის სახელი. ფილიპა ეილჰარტის „ალერსის“ წყალობით საბოლოოდ და,
როგორც ჩანს, სამუდამოდ გამოთაყვანებული ექიმბაშის ნაწყვეტ-ნაწყვეტი ლუღლუღიც გაიგონა.
განთიადი ახლოვდებოდა. წვიმამ, როგორც იქნა, გადაიღო. ქარი ამოვარდა და ღრუბელი გაფანტა.
აღმოსავლეთით ცა შესამჩნევად გაბაცდა.

მოულოდნელად ვირთხები აწრიალდნენ, მიმოიფანტნენ, ყუთებს და ნაგვის გროვებს შეაფარეს თავი.

მხედვარმა ოთხი თუ ხუთი კაცის ფეხის ხმა გაიგონა. თავი ასწია, მაგრამ ფილიპა ვერ დაინახა.

გერალტმა თვალის დახამხამებაში შეიცვალა ტაქტიკა: თუ მომავალთა შორის რიენსიც იყო, ასე იოლად
ვერ შეიპყრობდა – თავდაპირველად მის მხლებლებთან მოუწევდა შებმა, ეს კი არ უნდოდა. ჯერ ერთი,
იმიტომ, რომ ელექსირის ზემოქმედების ქვეშ იყო, რაც მოწინააღმდეგის გარდაუვალ სიკვდილს
ნიშნავდა, მეორეც – ამით რიენსს გაქცევის საშუალება მიეცემოდა.

ნაბიჯები ახლოვდებოდა. გერალტი სამალავიდან გამოვიდა.

მოსახვევში რიენსი გამოჩნდა. მხედვარმა მაშინვე იცნო ჯადოქარი, თუმცა ადრე არასოდეს ენახა.

ლოყაზე გაწოლილ ნაიარევს, იენიფერის სახსოვარს, კაპიუშონი უფარავდა.

რიენსს არავინ ახლდა. ესკორტი მოსახვევში იყო ჩასაფრებული. გერალტი უმალვე მიხვდა ამის
მიზეზს. რიენსმა იცოდა, ვინც ელოდა ექიმბაშის სახლში და მაინც მოვიდა. მხედვარი მანამდე
მიუხვდა ჩანაფიქრს, სანამ ქარქაშიდან ამოწეული ხმლების ფხაჭუნს გაიგონებდა. „კეთილი“, გაიფიქრა,
„თუ ასე გინდათ, ასე იყოს“.

– სასიამოვნოა შენზე ნადირობა, – ხმადაბლა თქვა რიენსმა, – ძებნაც კი არ არის საჭირო, საკუთარი
ფეხით მიდიხარ მასთან, ვისაც შენი ნახვა უნდა.

– შენზეც იმავეს ვიტყოდი, – მშვიდად გაეპასუხა მხედვარი, – მინდოდა შეხვედრა და აი, მოხვედი.

– ალბათ, გვარიანად შეაშინე მირმანი, რაკი ამულეტის ადგილსამყოფელი გაჩვენა და მისი მეშვეობით
ჩემი გამოძახება გასწავლა. მაგრამ მირმანმა არ იცოდა, რომ ეს სიგნალი მხოლოდ კი არ იძახებს,
აფრთხილებს კიდეც. არ იცოდა და, ბუნებრივია, ვერც გეტყოდა, ცოცხლადაც რომ მოგეხრაკა. ბევრი
ასეთი ამულეტი დავარიგე. ვიცოდი, ადრე თუ გვიან რომელიმეს წააწყდებოდი.

მოსახვევიდან ოთხი კაცი გამოვიდა. ფეხაკრეფით მოდიოდნენ, სიბნელეს აფარებდნენ თავს და ხმლები
ისე ეჭირათ, რომ მათ ბრჭყვიალს

არ გაეცა. მხედვარმა, რა თქმა უნდა, ყველაფერი მშვენივრად დაინახა, მაგრამ არ შეიმჩნია. „კარგი,
მკვლელებო“, გაივლო გულში, „გინდათ? მიიღებთ“.

– როგორც ხედავ, – განაგრძო რიენსმა, – ალღომ არ მიღალატა. ჩემ წინაშე ხარ და ვაპირებ, დედამიწა
საბოლოოდ გავათავისუფლო შენგან, გადაგვარებულო ნაბიჭვარო.

– აპირებ? მეტისმეტად დიდი წარმოდგენა გქონია საკუთარ თავზე. ჩვეულებრივი იარაღი ხარ, სხვისი
ბინძური საქმეების საკეთებლად დაქირავებული მკვლელი. თქვი, ვინ დაგიქირავა, გოშიავ.

– ბევრის ცოდნა მოინდომე, მუტანტო. მე ვარ გოშია? იცი, თავად ვიღა ხარ? გზაზე დახვავებული ნეხვი,
რომელიც უნდა გაიხვეტოს, რომ ზოგიერთს ფეხები არ დაესვაროს. არა, არ გეტყვი, ვინ ზოგიერთს,
თუმცა კი შემეძლო მეთქვა. სხვა რამეს გეტყვი, რომ ჯოჯოხეთის გზაზე საფიქრალი გქონდეს. ვიცი,
სადაცაა ის ნაბუშარი, რომელსაც ნაგაზივით იცავ. ისიც ვიცი, სად აფარებს თავს იენიფერი. ჩემს
პატრონს კუდიანი არ სჭირდება, მასთან ჩემი ანგარიში მაქვს. ჯერ შენ მოგკლავ, მერე კი მისთვისაც
მოვიცლი. ვანანებ თავის ცეცხლოვან ოინს, მწარედ ვანანებ.

– აი, ეს კი აღარ უნდა გეთქვა, – ზიზღით ჩაიცინა მხედვარმა და ადრენალინთან ელექსირის

ურთიერთქმედებით გამოწვეულ ბრძოლის ეიფორიას მინებდა, – აქამდე ჯერ კიდევ გქონდა
გადარჩენის შანსი. ახლა ამ შანსს გამოეთხოვე.

ამულეტის ცახცახმა მოულოდნელი თავდასხმის შესახებ ამცნო. უკან გახტა, ელვის სისწრაფით იძრო
რუნებით დაფარული სატევარი და მისკენ გატყორცნილი მაგიური ენერგიის ტალღა მოიგერია.
რიენსმა უკან დაიხია, ხელი ასწია, მაგრამ უკანასკნელ წამს შიშმა სძლია და ჯადოსიტყვის გამეორების
ნაცვლად შუკას შეაფარა თავი. მხედვარი არ დადევნებია, რადგან სწორედ ამ დროს სიბნელეში
შეყუჟული ოთხეული დაესხა თავს.
ოთხივე პროფესიონალი იყო, გამოცდილი, ერთ გუნდად შეკრული პროფესიონალი. წყვილ-წყვილად
შეუტიეს: ორმა – მარცხნიდან, ორმა – მარჯვნიდან, თან ისე, რომ წყვილში ერთი ყოველთვის მეორის
ზურგს ეფარებოდა. მხედვარმა მარცხენა წყვილი აირჩია. ელექსირით გამოწვეულ ეიფორიას ბრაზი
დაერთო.

პირველმა დექსტერიდან ცრუ მოძრაობით შეუტია და მაშინვე უკან გახტა, რომ მეორისთვის, რომელიც
მის ზურგს იყო ამოფარებული, მუხანათური დარტყმის საშუალება მიეცა. გერალტმა პირუეტი
გააკეთა, წყვილს შემოუარა და უკანას კეფაზე, კისერსა და ზურგზე მოწყვეტით დაუსვა ხმლის წვერი.
გაცოფებულს, ძლიერი დარტყმა გამოუვიდა, სისხლმა შადრევანივით ამოხეთქა და კედელს შეეშხეფა.

„გინდათ? მიიღებთ“.

პირველმა ელვის სისწრაფით დაიხია უკან და მეორე წყვილს დაუთმო ადგილი. წყვილი გაიშალა და
აქეთ-იქიდან ისე შეუტია, რომ მხედვარს მხოლოდ ერთი დარტყმის მოგერიება შესძლებოდა. მეორე ამ
დროს მიზანს უნდა მოხვედროდა. გერალტს მოგერიება არც უცდია – პირუეტით შევარდა მათ შორის.
ერთმანეთს რომ არ დაჯახებოდნენ, მკვლელებს შეწყობილი ტემპის დაგდება მოუხდათ. ერთმა
მოასწრო და კატასავით მოქნილი ფინტით დაუსხლტა. მეორემ წონასწორობა დაკარგა და ზურგით
შეტრიალდა. გერალტმა უკუპირუეტი გააკეთა და, გაცოფებულმა, მოქნეული ხმალი მთელი ძალით
დაჰკრა წელზე. იგრძნო, როგორ გაკვეთა სატევარმა მტრის ხერხემალი. ქუჩა ღრიალმა შეაზანზარა.
ორმა დარჩენილმა მყისვე შეუტია. გერალტი ძლივს ასწრებდა მათი სწრაფი დარტყმების მოგერიებას.
გაშლილი ბრუნით, როგორც იქნა, მოახერხა გაცლა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ კედელს ზურგით
მიბჯენოდა და თავი დაეცვა, შეტევაზე გადავიდა.

ამას არ ელოდნენ, ამიტომ უკან დახევა და გაცალკევება ვერ მოასწრეს. ერთმა უპასუხა, მაგრამ
გერალტმა აიცილა კონტრდარტყმა, ისევ დატრიალდა და ბრმად, ჰაერის მოძრაობას მინდობილმა,
ზურგს უკან დაარტყა. მოახვედრა. ყრუ ყვირილი მოესმა, მაგრამ უკან მიხედვის დრო არ ჰქონდა –
მეოთხე უკვე მის გვერდით იყო. სინისტრიდან მისი სწრაფი კვარტა გერალტმა უკანასკნელ წამს
სტატიკურად, ბრუნის გარეშე, დექსტერიდან კვარტით მოიგერია. მკვლელმა მოგერიების ინერციით
ისარგებლა, ზამბარასავით გადახტა უკან და ნახევარბრუნით, ფართოდ და ძლიერად მოიქნია ხმალი.
მეტისმეტად ძლიერად. გერალტმა ბრუნის გაკეთება მოასწრო. სატევარმა, მხედვარის ხმალზე
გაცილებით მძიმემ, ჰაერი გაკვეთა. ინერციის ძალამ მკვლელი ხმლის კვალდაკვალ შეატრიალა.
გერალტმა ნახევარპირუეტი გააკეთა და მის გვერდით აღმოჩნდა. დაინახა მისი შეშლილი სახე, მისი
განცვიფრებული თვალები და, გაცოფებულმა, შიგ თვალებში დაჰკრა. მოკლედ, მაგრამ ღონივრად.
დარტყმა მიზანში მოხვდა.

ექიმბაშის სახლისკენ მიმავალ ხიდზე ბაბუაწვერა შანის აკავებდა. შანი ყურისწამღებად ყვიროდა.

რიენსს მოსასხამი გადაეგდო და უკუსვლით მიიწევდა ქუჩის სიღრმისკენ. მისი წინ გაწვდილი
ხელებიდან მაგიური სინათლის ნაკადი იღვრებოდა. გერალტმა ხმალი ორივე ხელით ჩაბღუჯა და
რიენსისკენ გაექანა. ჯადოქარს ნერვებმა უმტყუნა, შელოცვას თავი მიანება და გაიქცა. გზადაგზა
რაღაცას ყვიროდა. გერალტი მიხვდა, რომ რიენსი შველას ითხოვდა.

და ხსნა მოვიდა. შუკა მკვეთრად განათდა. სახლის ჩამოფხავებულ, დალაქავებულ კედელზე

პორტალის ცეცხლოვანი ოვალი აინთო. რიენსი შიგნით შეხტა. გერალტი უკან მიჰყვა. გაცოფებული
იყო.

***

ტუბლანკ მიშელემ ამოიკვნესა, გაფატრულ მუცელზე ორივე ხელი მიიჭირა და მოიკრუნჩხა.

გრძნობდა, როგორ იცლებოდა სისხლისგან. მის გვერდით ფლავიუსი იწვა. რამდენიმე წამის წინ
ცახცახებდა. ახლა გაქვავებულიყო. ტუბლანკმა თვალები დახუჭა. ისევ გაახილა. ფლავიუსის გვერდით
ჩამომჯდარი ბუ არ გამქრალა. ესე იგი, ნამდვილი იყო. ტუბლანკმა ისევ დაიკვნესა და პირი მიიბრუნა.

ვიღაც გოგო, ხმაზე ეტყობოდა, ძალიან ახალგაზრდა, სასოწარკვეთილი ყვიროდა:

– გამიშვი! იქ დაჭრილები არიან! უნდა ვუშველო! ექიმი ვარ, გესმის? გამიშვი-მეთქი, ბაბუაწვერავ!

– ვეღარაფერს უშველი, – ყრუდ უპასუხა მან, ვისაც ბაბუაწვერა უწოდეს, – მხედვარის ხმლით
დაჭრილს... ნურც კი მიუახლოვდები. ნუ შეხედავ. გთხოვ, შანი, ნუ შეხედავ.
ტუბლანკმა იგრძნო, რომ მის გვერდით ვიღაცამ დაიჩოქა. ეცა სუნამოსა და სველი ბუმბულის სუნი.
გოგოს ტირილი და ყვირილი ნერვებს უშლიდა. მაგრამ... თუ ის გოგო... ის ექიმი ყვიროდა, მაშ, მის
გვერდით ვიღა იყო?

ტუბლანკი აკვნესდა.

– ...კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება.

– რიენსმა... იმ... ბოზის... გაზრდილმა... – ამოიკვნესა ტუბლანკმა, – გვითხრა... უბრალო არიფიაო... ის...
კიდევ... მხედვარი... ყოფილა... სუ... ნი... მიშვე... ლეთ... ვაიმე... ნაწლა... ვები...

– წყნარად, წყნარად, შვილო. დამშვიდდი. აი, უკვე გაგიარა. ხომ გაგიარა? მითხარი, აქ ვინ მოგიყვანათ?
ვინ დაგაკავშირათ რიენსთან? ვინ ჩაგითრიათ ამ ამბავში? მითხარი, შვილო, გთხოვ. და ყველაფერი
კარგად იქნება, აი, ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება. გთხოვ, მითხარი.

ტუბლანკმა იგრძნო, რომ პირი სისხლით აევსო, მაგრამ გადმოფურთხების ძალა აღარ ჰქონდა. ლოყა
სველ მიწას დაადო და პირი გააღო. სისხლმა თავისით დაიწყო დენა.

ის უკვე ვეღარაფერს გრძნობდა.

– მითხარი, – რბილად უმეორებდა ხმა, – მითხარი, შვილო.

ტუბლანკ მიშელემ, თოთხმეტი წლისა უკვე დაქირავებული მკვლელი რომ იყო, თვალები დახუჭა,
სისხლიანი ღიმილით გაიღიმა და ჩურჩულით მოჰყვა ყველაფერს, რაც იცოდა.

ხოლო როცა თვალები გაახილა, წვრილპირიანი, ოქროსტარიანი ხანჯალი დაინახა.

– ნუ გეშინია, – რბილად უთხრა ხმამ და ხანჯლის წვერი მის საფეთქელს შეეხო, – არ გეტკინება.

და მართლაც, არ სტკენია.

***

ჯადოქარს ზედ პორტალთან დაეწია. ხმალი მანამდე გადააგდო, ასე რომ, ხელები თავისუფალი
ჰქონდა. ისკუპა და თითებით ლტოლვილის მოსასხამის კიდეს წაეტანა. რიენსმა წონასწორობა დაკარგა
და უკან გადაქანდა. მთელი ძალით გაიბრძოლა, მოსასხამის საკინძე აიწყვიტა და თავი დაიხსნა. მაგრამ
უკვე გვიანი იყო.

გერალტმა მხარში მუშტის ჩარტყმით შემოატრიალა და მარცხენათი მაშინვე კისერში სწვდა. რიენსი
წაბარბაცდა, მაგრამ არ წაქცეულა. მხედვარი მსუბუქი ნახტომით მიეჭრა და მთელი ძალით ჩასცხო
მუშტი ნეკნების ქვეშ. ჯადოქარმა დაიგმინა და მუშტზე ჩამოეკიდა. გერალტმა ქურთუკის საყელოში
სტაცა ხელი, დაატრიალა, ძირს დააგდო და მუხლით მიწაზე მიალურსმა. რიენსმა ხელი გაიშვირა და
პირი გააღო, რომ ჯადოსიტყვა წამოეძახა. გერალტმა მუშტი შეკრა და შიგ ტუჩებში ჩააჭედა. რიენსს
ტუჩები მწიფე მოცხარივით დაუსკდა.

– იენიფერმა უკვე დაგასაჩუქრა, – ამოიხროტინა მხედვარმა, – ეს საჩუქარი კი ჩემგან.

და კიდევ ერთხელ ჩაარტყა. ჯადოქარს თავი შეუძაგძაგდა, შუბლსა და ლოყებზე სისხლი მიეშხეფა.
გერალტს გაუკვირდა – ეს მისი სისხლი იყო, თუმცა ტკივილი არ უგრძნია. უეჭველია, შეტაკების დროს
დაიჭრა, მაგრამ ახლა ჭრილობის საძებნელად და მასთან სალოლიაოდ არ ეცალა. ერთხელაც ჩაარტყა
რიენსს:

– ვინ გამოგგზავნა? ვინ დაგიქირავა?

ჯადოქარმა სისხლი მიაფურთხა. მხედვარმა კიდევ ჩაარტყა.

– ვინ?

პორტალის ცეცხლოვანი ოვალი უფრო მეტად აკაშკაშდა. მისგან მომავალი შუქი მთელ ქუჩას მოედო.
მხედვარმა იგრძნო პორტალიდან მჩქეფარე ძალა. მანამდე იგრძნო, სანამ მისი მედალიონი მკვეთრად,
გამაფრთხილებლად დაიწყებდა ფეთქვას.

რიენსმაც იგრძნო პორტალიდან გადმოღვრილი ენერგია, რომელიც ხსნას მოასწავებდა. შეჰყვირა და

გიგანტური თევზივით ასხმარტალდა. გერალტმა მუხლი უფრო ღონივრად დააჭირა, თავი ასწია,
თითებით აარდის ნიშანი გამოსახა და მოკაშკაშე პორტალს დაუმიზნა.

სწორედ აქ შეცდა.

პორტალიდან არავინ გამოსულა. მხოლოდ ძალა გადმოიღვარა, რომელიც რიენსმა შთანთქა.

ჯადოქარს გაჭიმული თითები წაუგრძელდა და ფოლადის წვეტებად ექცა. წვეტები გერალტს მკერდსა
და მხრებში ჩაესო და ძალა გამოტყორცნა. მხედვარი უკან გადავარდა. ელდა ისეთი ძლიერი იყო, რომ
აშკარად იგრძნო ერთმანეთზე დაჭერილი კბილების ღრჭიალი და მსხვრევა.

რიენსმა წამოდგომა სცადა, მაგრამ მაშინვე მუხლებზე დაეცა. ასე, დაჩოქილი გახოხდა პორტალისკენ.
სუნთქვაშეკრულმა გერალტმა ჩექმის ყელიდან ხანჯალი ამოიძრო. ჯადოქარი შემოტრიალდა,
მოწყვეტით წამოვარდა. მხედვარიც წამოვარდა, მაგრამ უფრო სწრაფად. რიენსმა მიმოიხედა და
დაიყვირა. გერალტმა ხანჯალი ჩაბღუჯა. გაცოფებული იყო.

ამ დროს უკნიდან რაღაც დაეძგერა, ძალ-ღონე გამოაცალა და შებოჭა. მედალიონი აცახცახდა. დაჭრილ
მხარში ტკივილმა ფეთქვა დაიწყო.

ათიოდე ნაბიჯზე ფილიპა ეილჰარტი იდგა. მისი აწეული ხელიდან გამომავალი შუქის ორი მქრქალი
ნაკადი მხედვარის მხრებისკენ მიიწევდა და მანათობელ თოკებად ეხვეოდა. გერალტი ამაოდ
ცდილობდა თავის დახსნას. ნაბიჯის გადადგმაც არ შეეძლო. იდგა და უყურებდა, როგორ
მიბარბაცებდა რიენსი რძისფრად მოციმციმე პორტალისკენ.

რიენსმა აუჩქარებლად შეაბიჯა პორტალში, სინათლეში ჩაყვინთა და გაუჩინარდა. წამიც და ოვალი

გაქრა. ქუჩა ისევ თვალშეუდგამ, მკვრივ, ხავერდოვან სიბნელეში ჩაიძირა.

***

სადღაც ქუჩაბანდებში მოჩხუბარი კატები ჩხაოდნენ. გერალტმა ხმალზე დაიხედა, რომელიც,

ჯადოქრისკენ მიმავალმა, აიღო.

– რატომ, ფილიპა, რატომ ჩაიდინე ეს?

ჯადოქარმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. ხანჯალი, რომელიც ცოტა ხნის წინ ტუბლანკ მიშელეს თავში
იყო ჩასობილი, ახლა ხელში ეჭირა.

– რატომ მეკითხები? ხომ იცი.

– ჰო, – დაუდასტურა მხედვარმა, – ახლა ვიცი.

– დაჭრილი ხარ, გერალტ. მხოლოდ იმიტომ ვერ გრძნობ ტკივილს, რომ ელექსირით ხარ გაბრუებული,
მაგრამ შეხედე, სისხლი როგორ გდის. უკვე დამშვიდდი? შემიძლია, უშიშრად მოგიახლოვდე და
მოგხედო? ჯანდაბა, ნუ მიყურებ ასე! და არ მომიახლოვდე. ერთი ნაბიჯიც და იძულებული ვიქნები...
არ მომიახლოვდე! გთხოვ! შენთვის ცუდი არ მინდა, მაგრამ თუ მომიახლოვდები...

– ფილიპა! – დაიყვირა ბაბუაწვერამ, ჯერ კიდევ რომ აკავებდა აქვითინებულ შანის, – გაგიჟდი?

– არა, – ძლივსძლივობით წარმოთქვა მხედვარმა, – სრულ ჭკუაზეა და მშვენივრად იცის, რასაც

აკეთებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში იცოდა. გამოგვიყენა. მოგვატყუა. გვიღალატა...
მიიწევდა და მანათობელ თოკებად ეხვეოდა. გერალტი ამაოდ ცდილობდა თავის დახსნას. ნაბიჯის
გადადგმაც არ შეეძლო. იდგა და უყურებდა, როგორ მიბარბაცებდა რიენსი რძისფრად მოციმციმე
პორტალისკენ.

რიენსმა აუჩქარებლად შეაბიჯა პორტალში, სინათლეში ჩაყვინთა და გაუჩინარდა. წამიც და ოვალი

გაქრა. ქუჩა ისევ თვალშეუდგამ, მკვრივ, ხავერდოვან სიბნელეში ჩაიძირა.

***

სადღაც ქუჩაბანდებში მოჩხუბარი კატები ჩხაოდნენ. გერალტმა ხმალზე დაიხედა, რომელიც,

ჯადოქრისკენ მიმავალმა, აიღო.

– რატომ, ფილიპა, რატომ ჩაიდინე ეს?

ჯადოქარმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. ხანჯალი, რომელიც ცოტა ხნის წინ ტუბლანკ მიშელეს თავში
იყო ჩასობილი, ახლა ხელში ეჭირა.

– რატომ მეკითხები? ხომ იცი.

– ჰო, – დაუდასტურა მხედვარმა, – ახლა ვიცი.

– დაჭრილი ხარ, გერალტ. მხოლოდ იმიტომ ვერ გრძნობ ტკივილს, რომ ელექსირით ხარ გაბრუებული,
მაგრამ შეხედე, სისხლი როგორ გდის. უკვე დამშვიდდი? შემიძლია, უშიშრად მოგიახლოვდე და
მოგხედო? ჯანდაბა, ნუ მიყურებ ასე! და არ მომიახლოვდე. ერთი ნაბიჯიც და იძულებული ვიქნები...
არ მომიახლოვდე! გთხოვ! შენთვის ცუდი არ მინდა, მაგრამ თუ მომიახლოვდები...

– ფილიპა! – დაიყვირა ბაბუაწვერამ, ჯერ კიდევ რომ აკავებდა აქვითინებულ შანის, – გაგიჟდი?

– არა, – ძლივსძლივობით წარმოთქვა მხედვარმა, – სრულ ჭკუაზეა და მშვენივრად იცის, რასაც

აკეთებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში იცოდა. გამოგვიყენა. მოგვატყუა. გვიღალატა...

– დამშვიდდი, – გაიმეორა ფილიპა ეილჰარტმა, – შენ ამას ვერ მიხვდები და არც არის საჭირო.
სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი. და მოღალატეს ნუ მეძახი, რადგან საქმე, რომლისთვისაც ეს ჩავიდინე,
გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოიდგენ. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ არჩევანის წინაშე
მდგარს, სხვა, უფრო უმნიშვნელო, წვრილმანი საქმეების მსხვერპლად შეწირვა გიწევს. სისხლის
გუბეში დგახარ, დასწყევლოს ღმერთმა! დამშვიდდი და მე და შანის საშუალება მოგვეცი, მოგხედოთ.

– მართალია! – დაიყვირა ბაბუაწვერამ, – დაჭრილი ხარ, შე ოხერო! შეახვევინე ჭრილობა და

დავითესოთ აქედან. ერთმანეთის ლანძღვას მერეც მოასწრებთ!

მხედვარმა ყურიც არ ათხოვა.

– შენ და შენი მნიშვნელოვანი საქმე... – მან მძიმედ გადადგა ნაბიჯი, – შენი მნიშვნელოვანი საქმე,
ფილიპა, და შენი არჩევანი ის დაჭრილია, რომელსაც გულგრილად გაუყარე ხანჯალი მას შემდეგ, რაც
ყველაფერი გითხრა, რისი გაგებაც გინდოდა და რაც მე არ უნდა გამეგო. შენი მნიშვნელოვანი საქმე
რიენსია, რომელსაც გაქცევის საშუალება მიეცი, რომ შემთხვევით დამქირავებლის სახელი არ
წამოსცდენოდა. რომ ხოცვა გაეგრძელებინა. შენი მნიშვნელოვანი საქმე გვამებია, რომლებიც არ უნდა
ყოფილიყო. ბოდიში, შემეშალა – გვამები კი არა, უმნიშვნელო, წვრილმანი საქმეები.

– ვიცოდი, რომ ვერ გაიგებდი.

– მართალი ხარ, ვერ გავიგებ. ვერასოდეს გავიგებ. მაგრამ ვიცი, რაც ხდება. თქვენი დიდი,
მნიშვნელოვანი საქმეები, თქვენი ომები, თქვენი ბრძოლა ქვეყნიერების გადასარჩენად... თქვენი
მიზანი, რომელიც საშუალებას ამართლებს... ყური მიუგდე, ფილიპა. გესმის ჩხავილი? ეს კატები
იბრძვიან თავიანთი მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. ნაგვის გროვაზე აბსოლუტური
ძალაუფლებისთვის. ხუმრობა არ გეგონოს, იქაც იღვრება სისხლი და ჰაერში ბეწვის ბღუჯები
დაფრინავს. იქაც ომია. მაგრამ მე ეს ომი, თქვენი იქნება თუ კატებისა, ცალ ფეხზე მკიდია.

– ცდები, – წაისისინა ჯადოქარმა, – ის შენც შეგეხება, თანაც უფრო ადრე, ვიდრე გგონია. არჩევანის და
აუცილებლობის წინაშე დგახარ. ბედისწერამ იმაზე ღრმად შეგიტყუა, ჩემო კარგო, ვიდრე
წარმოგედგინა. გგონია, უმწეო ბავშვს მფარველობ? ცდები. ცეცხლი გყავს შეფარებული, რომელიც
ნებისმიერ წუთს შეიძლება სამყაროს მოედოს. ჩვენს სამყაროს, შენსას და ჩემსას. და შენც მოგიწევს
არჩევანის გაკეთება, ისევე როგორც მე. როგორც ტრის მერიგოლდს. როგორც მოუწია იენიფერს,
რამეთუ მან უკვე გააკეთა არჩევანი. შენი ბედისწერა მის ხელთაა, მხედვარო. თავად ჩაუგდე ხელში.

გერალტი წაბარბაცდა. შანიმ შეჰყვირა, ბაბუაწვერას ხელიდან დაუსხლტა და მისკენ გაექანა. გერალტმა
ჟესტით შეაჩერა, უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა და ფილიპა ეილჰარტს შავ თვალებში ჩახედა.

– ჩემი ბედისწერა... ჩემი არჩევანი... გეტყვი, რა ავირჩიე, ფილიპა. უფლებას არ მოგცემთ, ცირი თქვენს
ბინძურ ინტრიგებში ჩაითრიოთ. გაფრთხილებ: ყველას, ვინც მას თითს დააკარებს, ამ ოთხეულის
ბედი ეწევა. ფიცს არ ვდებ – არაფერი გამაჩნია ისეთი, რაზეც ან რაც შეიძლება დავიფიცო; უბრალოდ,
გაფრთხილებ. ეს-ესაა მისაყვედურე, ცუდი მეურვე ხარო, ბავშვს ვერ დაიცავო. მე მაინც გავაგრძელებ
მის დაცვას, როგორც შევძლებ. თუ დამჭირდა, ხალხსაც დავხოცავ მისთვის. დაუნდობლად დავხოცავ...

– მჯერა, – ჩაიცინა ჯადოქარმა, – მაგრამ დღეს არა, გერალტ, რადგან ცოტაც და, სისხლისგან
დაცლილი, გონებას დაკარგავ. შანი, მზად ხარ?

თავი მეშვიდე

ჯადოქრად არავინ იბადება. ჩვენ უწინდებურად ცოტა რამ ვიცით გენეტიკასა და მემკვიდრეობის
მექანიზმებზე. აშკარაა, კვლევა-ძიებას საკმარისზე ნაკლებ დროსა და სახსრებს ვუთმობთ.
ზებუნებრივი უნარების შესასწავლ ცდებს გამუდმებით, ასე ვთქვათ, ბუნებრივი მეთოდით ვატარებთ.
ამ ფსევდოექსპერიმენტების შედეგებს მეტისმეტად ხშირად ვაწყდებით ქალაქების ჯურღმულებში თუ
ტაძრების კედლებთან. გაუმართლებლად ბევრია დორბლიანი გონებასუსტიც და ბნედიანიც, თავს
წინასწარმეტყველად რომ ასაღებს, მისანიც, მკითხავიც და სასწაულთმოქმედიც – ჭკუანაკლულები,
ვისთვისაც გონება დაუბნელებია მემკვიდრეობით მიღებულ აულაგმავ ძალას.

ამ ჭკუანაკლულებსა და გონებასუსტებსაც ძალუძთ, შვან შთამომავლობა, მემკვიდრეობით გადასცენ

თავიანთი უნარები და გადაგვარება განაგრძონ.

ვის შეუძლია, წინასწარ განჭვრიტოს, განსაზღვროს, როგორი იქნება ამ ჯაჭვის უკანასკნელი რგოლი?

სომატური ცვლილებებისა და ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევის გამო ჩვენი, გრძნეულების

უმრავლესობა მოდგმის გაგრძელების უნარს კარგავს. ცოტა თუ ახერხებს, მაგიც გახდეს და გონადების
ნაყოფიერებაც შეინარჩუნოს. მათ შეუძლიათ ჩასახვა და გაჩენა და ჰყოფნით თავხედობა, ეს
ბედნიერებად და წყალობად გამოაცხადონ. მე კი ვიმეორებ: ჯადოქრად არავინ იბადება! მესმის, რასაც
ვამბობ და ვუპასუხებ კითხვას, რომელიც ციდარისის დიდ შეკრებაზე დაისვა. ვუპასუხებ მკაფიოდ:
ყოველმა ჩვენგანმა უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნია – ჯადოქრობა თუ დედობა.

მოვითხოვ ყველა ადეპტი ქალის სტერილიზაციას. ყველასი, უგამონაკლისოდ.

ტისაია დე ვრიე. „მოწამლული წყარო“

– რაღაც უნდა გითხრათ, – უეცრად ხმა ამოიღო იოლა მეორემ, ხორბლით სავსე კალათა თეძოზე რომ
შემოედგა, – ომი იქნება. თავადის მოურავმა თქვა, როცა ყველის წასაღებად იყო მოსული.

– ომი? – ცირიმ შუბლიდან თმა გადაიყარა, – ვისთან? ნილფგაარდთან?

– კარგად ვერ გავიგონე, – გამოტყდა მორჩილი, – ჩვენს თავადს თვით მეფე ფოლტესტისგან მიუღია
განკარგულება. მეფე სიგელებს აგზავნის, გზებზე კი იმდენი მეომარი ირევა, ნემსი არ ჩავარდებაო. ვაი
ჩვენი ბრალი! რა გვეშველება?!

– ომი თუა, – თქვა ეურნეიდმა, – ნილფგაარდთან იქნება, სხვას ვის უნდა ეომონ? ისევ! ო, ღმერთებო, რა
საშინელებაა!

– ცოტას ხომ არ აზვიადებ, იოლა? – ცირიმ მის გარშემო მოფუთფუთე ქათმებს და ციცრებს ხორბალი
დაუყარა, – იქნებ უბრალოდ სკოიატაელებზე ნადირობენ?

– დედა ნენეკემაც ეგ ჰკითხა მოურავს, – განუცხადა იოლამ, – იმან კი უთხრა, არა, ამჯერად საქმე
ციყვებს არ ეხებაო. კითხულობდა, უფრო მეტ ყველსა და სხვა სანოვაგეს ხომ ვერ გამატანთო – მგონი,
ციხესიმაგრეები საჭმელ-სასმელს იმარაგებენ, ალყისთვის ემზადებიან, ელფები კი, თავადაც იცით,
ციხესიმაგრეებს არ უტევენ, ტყეში ესხმიან თავს. ჰო, კიდევ, ბატის ფრთები მოითხოვა – ბევრი ფრთა
გვინდაო, ასე თქვა. ისრებისთვისო! მშვილდ-ისრით საბრძოლველად, გესმით? ო, ღმერთებო! საქმე
თავზე საყრელად გვექნება, აი, ნახავთ, მუხლის ჩასაკრეფადაც ვერ მოვიცლით.

– ყველა არა, – იქედნურად ჩაილაპარაკა ეურნეიდმა, – ზოგიერთი თითს თითზე არ დააკარებს.

ზოგიერთი კვირაში მარტო ორი დღე გამოდის სამუშაოდ. აქაოდა, წამი არა გვაქვს მოცლა –
გრძნეულთა ხრიკებს ვსწავლობთო, სინამდვილეში კი ალბათ მხართეძოზე წვანან ან ბაღში დარბიან და
ჯოხით ბალახს სხეპენ. მიხვდი, არა, ვისაც ვგულისხმობ, ცირი?

– ცირი, რა თქმა უნდა, ომში წავა, – გადაიხარხარა იოლა მეორემ, – ეგ ხომ რაინდის ქალიშვილია,
დიდი მეომარი, ყველას შიშის ზარს რომ სცემს თავისი ხმლით! ჰოდა, ბოლოს და ბოლოს, ეღირსება
ჭინჭრის ნაცვლად თავების სხეპა!

– არაფერიც, – შეიჭმუხნა ეურნეიდი, – ეგ ძლევამოსილი ჯადოქარია, აიღებს და მტრის ჯარს მინდვრის

თაგვებად აქცევს. ცირი, გვაჩვენე რამე გასაოცარი გრძნეულება, გაუჩინარდი ან სტაფილოს შეულოცე,
რომ დროზე ადრე ამოვიდეს. ან ქათმებს, დაპურება რომ აღარ დასჭირდეთ. რამდენს გვახვეწნინებ,
ერთი შელოცვა რა გაგიხდა!

– მაგია გასართობი არ არის, – ავად უპასუხა ცირიმ, – ჯადოქრობა ბაზრობაზე საჩვენებელი ოინები ხომ
არ გგონიათ?!

– არა, რას ამბობ, – გადაიხარხარეს მორჩილებმა, – სულაც არა. ერთი უსმინე, იოლა, გეგონება, ცირი კი
არა, ის ალქაჯი, იენიფერი ლაპარაკობსო.

აგზავნის, გზებზე კი იმდენი მეომარი ირევა, ნემსი არ ჩავარდებაო. ვაი ჩვენი ბრალი! რა გვეშველება?!

– რაც დრო გადის, უფრო და უფრო ემსგავსება, – იოლამ ზიზღით აიპრიხა ცხვირი, – სუნიც კი
მისნაირი ასდის. უთუოდ ამბრისგან ან მანდრაგორასგან დამზადებული ჯადოსნური ნელსაცხებელი
იქნება. ტანს ჯადოსნური ნელსაცხებლებით იბან, ცირი?

– არა! საპნით! იმით, რასაც თქვენ თითქმის არ ხმარობთ!

– ოჰო! – დაიმანჭა ეურნეიდი, – რა გაავდა! რას იკბინება! რა დიდ გულზეა!

– ადრე ასეთი არ ყოფილა, – წარბი შეიკრა იოლა მეორემ, – მას მერე შეიცვალა, რაც იმ კუდიანს
დაუმეგობრდა. მასთან ერთად სძინავს, მასთან ერთად ჭამს, გვერდიდან არ სცილდება! ტაძარში
გაკვეთილებზე თითქმის აღარ დადის, ჩვენთვის ხომ არ სცალია და არა.

– ჩვენ კი, სამზადში გინდა თუ ბოსტანში, მის მაგივრად ვიწყვეტთ წელს. ერთი ამის ხელებს დამიხედე,
იოლა, რაღა მეფის ასული და რაღა ეს!

– რას იზამთ, ასეთია ცხოვრება, – წაიმღერა ცირიმ, – ვისაც თავში ჭკუა აქვს, მისი ხვედრი წიგნია, ვისაც
ქარი უქრის – ცოცხი.

– შენ კი ცოცხით მხოლოდ დაფრინავ, არა? შე ვითომ ჯადოქარო შენა...

– შტერო!

– შტერი თავი გაბია!

– არაფერიც!

– დიახაც! წამოდი, იოლა, რაც უნდა, ის უქნია. გრძნეულებთან არაფერი გვესაქმება.

– აბა რა! – წამოიყვირა ცირიმ და კალათა მიწაზე დაახეთქა, – თქვენი საქმე ქათმებია!

მორჩილებმა ცხვირი აიბზიკეს და, ფრინველების მოკრიახე ჯარით გარშემორტყმულები, გაეცალნენ.

ცირიმ ხმამაღლა შეიკურთხა – ვესემირის საყვარელი გამოთქმა გაიმეორა, რომლის აზრიც

მაინცდამაინც კარგად არ ესმოდა, და იარპენ ზიგრინისგან გაგონილი რამდენიმე სიტყვაც დაურთო,
რომელთა მნიშვნელობა მისთვის თავიდან ბოლომდე იდუმალებით იყო მოცული. დაფანტული
ხორბლის დანახვაზე მოცვენილ დედლებს ფეხი გაუქნია, კალათა აიღო, შეატრიალ-შემოატრიალა,
კუდიანების ყაიდაზე დაბზრიალდა და ბადროსავით ისროლა ლელით გადახურული საქათმეების
იქით. მერე ამაყად მიბრუნდა და სირბილით გადაჭრა ტაძრის ეზო.

მსუბუქად მირბოდა და, გაწაფული, თანაბრად სუნთქავდა. ყოველ მეორე ხესთან მარჯვე
ნახევარბრუნს და ნახტომს აკეთებდა, წარმოსახვითი ხმლით იერიში მიჰქონდა, იგერიებდა და
ჩხვლეტდა. მოხერხებულად გადაევლო ღობეს და, მუხლებში ჩაკეცილი, რბილად და
თავდაჯერებულად დახტა მიწაზე. თავი უკან გადააგდო და კოშკის ქვის კედელში გამოჭრილ
სარკმელს ახედა

– იარე! იარე, მანდ ხარ?

– ცირი? – თავი გამოყო ბიჭმა, – აქ რა გინდა?

– შეიძლება, ამოვიდე?

– ახლა? ჰმ... კი ბატონო, მობრძანდი.

გოგონა ქარივით აფრინდა კიბეზე და სწორედ იმ დროს შევიდა ოთახში, როცა მისკენ ზურგშექცევით
მდგარმა მორჩილმა ფაციფუცით შეისწორა სამოსი და მაგიდაზე გაშლილ პერგამენტს მეორე
პერგამენტი წააფარა. იარემ თმა თითებით გადაივარცხნა, ჩაახველა და სტუმარს უხერხულად დაუკრა
თავი. ცირიმ ცერები ქამარში ჩაიყო და ფერფლისფერი თმა თავის გაქნევით უკან გადაიყარა.
– გამაგებინე, რა ომზე ლაპარაკობენ? – მიაყარა ბიჭს.

– ჩამოჯექი, თუ შეიძლება.

გოგონამ მიიხედ-მოიხედა. ოთახში ოთხი დიდი მაგიდა იდგა, რომლებზეც წიგნები და გრაგნილები
იყო ახორხლილი. სკამი კი ერთადერთი იყო და იმაზეც რაღაცები დაეხვავებინათ.

– ესე იგი ომი, – ჩაიბურტყუნა იარემ, – ჰო, დადის ხმები... შენ რაში გაინტერესებს? შენ ხომ გო...
მაგიდაზე ნუ დაჯდები, ძალიან გთხოვ, ეს-ესაა, მასალები მოვაწესრიგე... სკამზე დაჯექი. მოიცა,
ახლავე ავიღებ წიგნებს... ქალბატონმა იენიფერმა იცის, აქ რომ ხარ?

– არა.

– ჰმ... და დედა ნენეკემ?

ცირი დაიმანჭა. ხვდებოდა, რასაც გულისხმობდა მასპინძელი. თექვსმეტი წლის იარეს უზენაესი
ღვთისმსახური ზრდიდა, ქურუმად და მემატიანედ ამზადებდა. ბიჭი ელანდერში ცხოვრობდა და
სასამართლოში გადამწერად მუშაობდა, მაგრამ მელიტელეს ტაძარში უფრო ხშირად იყო, ვიდრე შინ.
მთელ დღეებს, ზოგჯერ კი ღამეებსაც ტაძრის ბიბლიოთეკის წიგნების შესწავლაში, გადაწერასა და
მოკაზმვაში ატარებდა. ნენეკეს ცირის გასაგონად ეს არასოდეს უთქვამს, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ
უზენაეს ქურუმს არ უნდოდა, იარეს ახალგაზრდა მორჩილების გვერდით ეტრიალა და პირიქით.
თუმცა მორჩილები ხშირ-ხშირად აპარებდნენ თვალს ბიჭისკენ და ჩურჩულით მსჯელობდნენ, რა
შესაძლებლობებს უქადიდათ ტაძარში შარვლიანი არსების ესოდენ ხშირი სტუმრობა. ცირის ძალიან
უკვირდა, რადგან იარე სრული უარყოფა იყო ყოველივე იმისა, რაც, მისი აზრით, შეიძლებოდა
მიმზიდველი მამაკაცის ნიშან-თვისებად ჩათვლილიყო. ახსოვდა, რომ ცინტრაში კაცი მიმზიდველად
მიაჩნდათ, თუ თავით ჭერს სწვდებოდა, კამეჩივით ბღაოდა და დღე-ღამის ნებისმიერ დროს ოცდაათ
ნაბიჯზე აფრქვევდა ცხენის, ოფლისა და ლუდის სუნს. მამაკაცს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ
მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, დედოფალ კალანტეს კარის ბანოვანნი ოხვრისა და მითქმა-მოთქმის
ღირსადაც არ მიიჩნევდნენ. თუმცა ცირის სხვა ჯურის კაცებიც ბლომად ენახა – ჭკვიანი და თავაზიანი
ანგრენელი დრუიდები, დინჯი და პირქუში სოდენელი ახალმოსახლეები, კერ მორენელი
ავსულთმმუსვრელები... იარეც სხვა ჯურისა იყო. ჩხირივით გამხდარს და მოუქნელს, დღენიადაგ
ფართხუნა, მტვრიანი, მელნით დალაქავებული ტანსაცმელი ეცვა, თმა მუდამ გაპოხილი ჰქონდა,
ნიკაპზე კი ჯაგრის ნაცვლად შვიდი თუ რვა ღერი თმა ამოსჩროდა, იქიდანაც უმეტესობა – ვეება
მეჭეჭზე. ცირი ვერაფრით ხვდებოდა, რა ეწეოდა ასე იარეს კოშკისკენ. უყვარდა მასთან საუბარი –
ბიჭმა ბევრი რამე იცოდა, მისგან ბევრ რამეს ისწავლიდი. მაგრამ ბოლო ხანს იარე რაღაცნაირი
დაბნეული და ჩამტკბარი თვალებით უყურებდა ხოლმე.

– ჰა, – მოუთმენლად წამოიძახა გოგონამ, – ბოლოს და ბოლოს, მეტყვი თუ არა?

– რა გითხრა? არავითარი ომი არ იქნება, ჭორია.

– აჰა, – ჩაიფრუტუნა ცირიმ, – ესე იგი, მეფე შიკრიკებს აქეთ-იქით გასართობად აგზავნის, ჯარისკაცები
კი ისე, მოწყენილობისგან დაყიალებენ გზებზე?! თავის დაძვრენას ნუ ცდილობ, იარე, ქალაქში შენ
ცხოვრობ და ციხე–დარბაზში შენ დადიხარ, რამე უნდა იცოდე!

– ქალბატონ იენიფერს რატომ არ ჰკითხავ?

– ქალბატონ იენიფერს სხვა საფიქრალი აქვს, – ჩაიფრუტუნა ცირიმ და შეცბა, ალერსიანად გაიღიმა და
წამწამები ააფახულა, – იარე, გეხვეწები რა, მითხარი! შენ ისეთი ჭკვიანი ხარ! ისე ლამაზად და
მწიგნობრულად ლაპარაკობ, შემიძლია, საათობით გისმინო! გეხვეწები რა, იარე!

ბიჭი გაწითლდა და მზერა უფრო მეტად დაებინდა. ცირიმ მალულად ამოიოხრა.

– ჰმ... – იარემ ფეხი მოინაცვლა და ხელები უმწეოდ გაასავსავა, თითქოს არ იცოდა, სად წაეღო, – აბა, რა
გითხრა? მართალია, ქალაქში მითქმა-მოთქმაა ატეხილი, ხალხს აშფოთებს, რაც დოლ ანგრაში ხდება...
მაგრამ ომი არ იქნება. დამიჯერე, აქ საეჭვო არაფერია.

– რა თქმა უნდა, დაგიჯერებ, – გოგონამ ისევ ამოიოხრა, – მაგრამ ასე მაინც რატომ ხარ
დარწმუნებული? თავადის საბჭოს წევრი, ვგონებ, არ უნდა იყო, და თუ გუშინ კომესად დაგნიშნეს,
მითხარი, მოგილოცავ.

– მე ისტორიულ ტრაქტატებს ვსწავლობდი, – იარე გაწითლდა, – იქიდან უფრო მეტს გაიგებ, ვიდრე
საბჭოს სხდომებიდან. მარკიზ პელიგრამის „ომების ისტორიაც“ წამიკითხავს, ჰერცოგ რუიტერის
„სტრატეგიაც“, ბრონიბორის „მსუბუქი რედანიული კავალერიის უპირატესობაც“... ახლანდელ
პოლიტიკურ ვითარებას კი საკმაოდ კარგად ვიცნობ, რომ პარალელი გავავლო და დასკვნა გამოვიტანო.
იცი, რა არის პარალელი?

– როგორ არა, – იცრუა ცირიმ და ფეხსაცმლის ბალთიდან ბალახის ღერო ამოიძრო.

– თუ გარდასული ომების ისტორიას ახლანდელ პოლიტიკურ გეოგრაფიას მივუსადაგებთ, – ჭერს

მიაჩერდა ბიჭი, – იოლად მივხვდებით, რომ წვრილ-წვრილი სასაზღვრო შეხლა-შემოხლა, მაგალითად,
ისეთი, როგორიც დოლ ანგრაში მოხდა, შემთხვევითია და დიდ როლს არ ასრულებს. მაგიას სწავლობ,
ამიტომ, იმედი მაქვს, იცნობ პოლიტიკურ გეოგრაფიას...

ცირიმ არ უპასუხა. ჩაფიქრებული აყოლებდა ხელს მაგიდაზე დაწყობილ პერგამენტებს. მერე დიდი,
ტყავის გარეკანში ჩასმული წიგნი გადაფურცლა.

– თავი დაანებე, ხელი არ ახლო, – აღელდა იარე, – ეს ძალიან ძვირფასი, უნიკალური ხელნაწერია.

– არ შევჭამ.

– ხელები ჭუჭყიანი გაქვს!

– შენზე ჭუჭყიანი – არა. მომისმინე, რამე რუკა ხომ არ მოგეპოვება?

– რუკები სკივრში აწყვია, – საჩქაროდ უპასუხა ბიჭმა, მაგრამ ცირის სახე რომ დაინახა, ამოიოხრა,
სკივრიდან პერგამენტის გრაგნილები გადაყარა, სახურავი ასწია, ჩაიმუხლა და სკივრში ქექვას მოჰყვა.
სკამზე მოქანავე ცირიმ ფეხების ქნევით განაგრძო წიგნის ფურცვლა.

უეცრად წიგნიდან მოხატული ფურცელი გადმოვარდა. ნახატზე შიშველი, ხვეულთმიანი ქალი

ვნებიანად ეხვეოდა დედიშობილა წვერიან მამაკაცს. ენაგამოყოფილი გოგონა დიდხანს ატრიალებდა
ხელში გრავიურას და ვერ გაეგო, სად თავი ჰქონდა და სად – ბოლო. მერე ნახატის ყველაზე არსებითი
დეტალი შეამჩნია და გადაიხარხარა. ამ დროს იღლიაში ვეება გრაგნილამოჩრილი იარე მიუახლოვდა,
ჭარხალივით გაწითლდა, უსიტყვოდ გამოართვა გრავიურა და მაგიდაზე დახვავებული ფურცლების
ქვეშ შემალა.
– ძალიან ძვირფასი და უნიკალური ხელნაწერი, – დამცინავად შეხედა ცირიმ, – აი, თურმე რა
პარალელებს სწავლობ აქ. ბევრია შიგნით ასეთი ნახატი? საინტერესოა... წიგნს „მკურნალობა და
გაჯანსაღება“ ჰქვია. მაინც რომელ სნეულებას მკურნალობენ ამ გზით?

– უფროსი რუნების კითხვა შეგიძლია? – გაოცდა ბიჭი და შეფიქრიანებულმა ჩაახველა, – არ ვიცოდი.

– კიდევ ბევრი რამე არ იცი. – ცხვირი აბზიკა ცირიმ, – ვიღაც მორჩილი ხომ არ გგონივარ, ქათმების
პუტვის მეტი რომ არაფერი გაეგება? მე ჯადოქარი ვარ! აბა, მაჩვენე შენი რუკა.

ჩამუხლულები, ხელ-ფეხით აკავებდნენ ჯიუტ ფურცელს, შეუპოვრად რომ ცდილობდა,

უწინდებურად დაგრაგნილიყო. ბოლოს ცირიმ ერთ კუთხეზე სკამის ფეხი დაადგა, მეორეზე კი იარემ
დაადო მძიმე წიგნი, რომელსაც გარეკანზე ეწერა „ცხოვრება და საქმენი დიადი მეფე რადოვიდისა“.

– ჰმ... რაღაც არეულ-დარეულია ეს შენი რუკა, ვერც თავი გავუგე და ვერც ბოლო... ჩვენ სად ვართ?
ელანდერი სადღაა?

– აქ, – თითით უჩვენა ბიჭმა, – აი, აქ ტემერიაა, აქ – ვიზიმა, ჩვენი მეფის, ფოლტესტის, სატახტო
ქალაქი. აქ, პონტარის ხეობაში, ელანდერის სამთავრო მდებარეობს. აქ კი... ჰო, აი, აქაა ჩვენი ტაძარი.

– ეს რაღა ტბაა? ჩვენ არავითარი ტბა არ გვაქვს.

– ტბა არ არის, მელნის ლაქაა.

– ააა... და აქ? აქ ცინტრაა, არა?

– ჰო, მდინარისპირეთისა და სოდენის სამხრეთით. აი, აქ მდინარე იარუგა მიედინება და ზედ

ცინტრასთან უერთდება ზღვას. იქნებ არ იცი – ეს ქვეყანა ახლა ნილფგაარდს აქვს დაპყრობილი.

– ვიცი, – მოუჭრა ცირიმ და მუშტები შეკრა, – ძალიან კარგად ვიცი. თავად ნილფგაარდი სადღაა? აქ
ასეთ ქვეყანას ვერ ვხედავ. რუკაზე არ დაეტია თუ რა? სხვა, უფრო დიდი მოიტანე.

– ჰმ... – იარემ ნიკაპზე მეჭეჭი მოიფხანა, – უფრო დიდი არ მაქვს... მაგრამ ვიცი, რომ ნილფგაარდი
სადღაც იქითაა, სამხრეთით. დაახლოებით, აი, იქ. თუ არ ვცდები.

– ასე შორს? – ცირიმ გაოცებულმა შეათვალიერა იატაკზე ის ადგილი, რომელზეც იარემ მიუთითა, –
უყურე ერთი, საიდან მოსულან. გზადაგზა სხვა ქვეყნებიც დაიპყრეს?

– ჰო. მეტინა, მეხტი, ნაზაირი, ებინგი, ამელის მთების სამხრეთით მდებარე სამეფოები. ამ სამეფოებს,
როგორც ცინტრასა და ზედა სოდენს, ნილფგაარდელები ახლა პროვინციებად იხსენიებენ. მაგრამ
ქვედა სოდენის, ვერდენის და ბრუგეს დაპყრობა ვერ მოახერხეს. აქ, იარუგასთან, ისინი ოთხი სამეფოს
ჯარმა შეაჩერა და უკან დაახევინა.

– ვიცი, ვსწავლობდი ისტორიას, – ცირიმ რუკას გაშლილი ხელისგული დაჰკრა, – ახლა ომის ამბავი
მითხარი, იარე. საკმარისად ვუტრიალეთ პოლიტიკურ გეოგრაფიას. ახლა შენი პარალელებიდან თუ
საიდანაც გინდა იქიდან გამოტანილი დასკვნები გადმოალაგე!

ბიჭმა ჩაიფრუტუნა, აილეწა და ახსნა დაიწყო, თან ბატის ფრთის ბოლოთი შესაბამის ადგილებს
უჩვენებდა:

– ჩვენსა და ნილფგაარდის მიერ დაპყრობილ სამხრეთს შორის საზღვარი ახლა, როგორც ხედავ,
მდინარე იარუგაზე გადის. ეს, ფაქტობრივად, გადაულახავი დაბრკოლებაა. თითქმის არასოდეს
იყინება, წვიმიან სეზონზე კი ისე დიდდება, რომ მთელ ვერსზე გადმოდის ნაპირებიდან. აი, აქ,
საკმაოდ გრძელ მონაკვეთზე, ის ფლატეებიან, მიუდგომელ ნაპირებს შორის მიედინება და
აქეთ-იქიდან მაჰაკამის კლდეები არტყია...

– ჯუჯებისა და გნომების მხარე?

– ჰო. ამიტომ იარუგის გადალახვა მხოლოდ აქ, ქვედა წელზე, სოდენში, და აქ, შუაწელზე, დოლ
ანგრაშია შესაძლებელი...

– და ის შეტაკებაც სწორედ დოლ ანგრაში მოხდა...

– შეტაკება... ნუ ჩქარობ. სწორედ იმას გეუბნები, რომ ახლა იარუგის გადალახვა არც ერთ ჯარს არ
შეუძლია. ორივე ხეობა, რომლებზეც ოდითგანვე მიმოდიოდა ჯარი, ჩვენც და ნილფგაარდელებსაც
კარგად გვაქვს გამაგრებული და ვიცავთ. რუკას დახედე. ნახე, რამდენი ციხესიმაგრეა. აი, ვერდენი, აი
სკელიგეს კუნძულები...

– ეს დიდი თეთრი ლაქა რაღაა?

იარემ ისე ახლოს მიიწია, რომ გოგონამ მისი მუხლის სითბო იგრძნო.

– ბროკილონის ტყე. ეს აკრძალული ზონაა. ტყის დრიადების სამეფო. ბროკილონიც ჩვენს ფლანგს
იცავს. დრიადები აქ არავის გაატარებენ, ნილფგაარდელების ჩათვლით.

– ჰმ... – ცირი რუკაზე დაიხარა. – აი აედირნი... და ქალაქი ვენგერბერგი... იარე! ახლავე გაჩერდი!

ბიჭმა სასწრაფოდ მოაცილა ხელი თმიდან და სახეზე ალმური აუვიდა.

– ასე ნუ მექცევი...

– ცირი, მე...

ფაქტობრივად, გადაულახავი დაბრკოლებაა. თითქმის არასოდეს იყინება, წვიმიან სეზონზე კი ისე

დიდდება, რომ მთელ ვერსზე გადმოდის ნაპირებიდან. აი, აქ, საკმაოდ გრძელ მონაკვეთზე, ის
ფლატეებიან, მიუდგომელ ნაპირებს შორის მიედინება და აქეთ-იქიდან მაჰაკამის კლდეები არტყია...

– ჯუჯებისა და გნომების მხარე?

– ჰო. ამიტომ იარუგის გადალახვა მხოლოდ აქ, ქვედა წელზე, სოდენში, და აქ, შუაწელზე, დოლ
ანგრაშია შესაძლებელი...

– და ის შეტაკებაც სწორედ დოლ ანგრაში მოხდა...

– შეტაკება... ნუ ჩქარობ. სწორედ იმას გეუბნები, რომ ახლა იარუგის გადალახვა არც ერთ ჯარს არ
შეუძლია. ორივე ხეობა, რომლებზეც ოდითგანვე მიმოდიოდა ჯარი, ჩვენც და ნილფგაარდელებსაც
კარგად გვაქვს გამაგრებული და ვიცავთ. რუკას დახედე. ნახე, რამდენი ციხესიმაგრეა. აი, ვერდენი, აი
სკელიგეს კუნძულები...

– ეს დიდი თეთრი ლაქა რაღაა?

იარემ ისე ახლოს მიიწია, რომ გოგონამ მისი მუხლის სითბო იგრძნო.

– ბროკილონის ტყე. ეს აკრძალული ზონაა. ტყის დრიადების სამეფო. ბროკილონიც ჩვენს ფლანგს
იცავს. დრიადები აქ არავის გაატარებენ, ნილფგაარდელების ჩათვლით.

– ჰმ... – ცირი რუკაზე დაიხარა. – აი აედირნი... და ქალაქი ვენგერბერგი... იარე! ახლავე გაჩერდი!

ბიჭმა სასწრაფოდ მოაცილა ხელი თმიდან და სახეზე ალმური აუვიდა.

– ასე ნუ მექცევი...

– ცირი, მე...

– შენთან საქმეზე მოვედი, როგორც ჯადოქარი მწიგნობართან, – ცივად და ამაყად, სწორედ

იენიფერივით წარმოთქვა გოგონამ, – ასე რომ, ღირსეულად დაიჭირე თავი.
მწიგნობარმა უარესად დაირცხვინა და სახეზე ისეთი სულელური გამომეტყველება აღებეჭდა, რომ
ჯადოქარმა სიცილი ძლივს შეიკავა და ისევ რუკაზე დახარა თავი.

– ამ შენს გეოგრაფიას, – უთხრა ბიჭს, – ვერაფერიც ვერ გავუგე. იარუგა ახსენე, მაგრამ აკი
ნილფგაარდელებმა ერთხელ უკვე გადმოლახეს ის. ამჯერად რაღა შეუშლით ხელს?

– მაშინ, – ხმა ჩაიწმინდა და ოფლით დაცვარულ შუბლზე ხელი გადაისვა იარემ, – მათ მხოლოდ
ბრუგე, სოდენი და ტემერია უწევდნენ წინააღმდეგობას. ახლა ქვეყნებმა კავშირი შეკრეს, როგორც
სოდენთან ბრძოლის დროს. ოთხმა სამეფომ – ტემერიამ, რედანიამ, აედირნმა და კაედვენმა...

– კაედვენმა... – მედიდურად შეაწყვეტინა ცირიმ, – ვიცი ამ კავშირის არსი. კაედვენის მეფე ჰენსელტი
აედირნის მეფე დემავენდს საიდუმლო დახმარებას უწევს. ეს დახმარება კასრებით გადააქვთ, ხოლო
როცა მეფე დემავენდი ეჭვობს, რომ მის რიგებში მოღალატეა, კასრებს ქვებით ავსებს, ხაფანგებს აგებს...

ცირის სიტყვა პირზე შეაშრა – მოაგონდა, რომ გერალტმა კაედვენის ამბების მოყოლა აუკრძალა. იარემ
ეჭვით შეხედა:

– მართლა? საიდან იცი?

– მარშალ პელიკანის წიგნიდან, – ჩაიფრუტუნა გოგონამ, – და სხვა... პარალელებიდან. მოყევი, რა

მოხდა დოლ ანგრაში, თუ რა ჰქვია... თან ისიც მაჩვენე, სად არის.

– აი, აქ. ანგრის ხეობა ფართოა, მასზე გადის სამხრეთიდან ლირიისა და რივიის სამეფოებისკენ,
აედირნისკენ და უფრო შორს – დოლ ბლატანისა და კაედვენისკენ მიმავალი გზა, პონტარის ხეობაზე
გამავალ გზას კი ჩვენკენ, ტემერიისკენ მოჰყავხარ.

– და რა მოხდა იქ?

ღირსეულად დაიჭირე თავი.

– შეტაკებები დაიწყო. თუ არ ვცდები. ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ციხესიმაგრეში ასე ამბობდნენ.

– თუ შეტაკებები დაიწყო, – შუბლი შეიჭმუხნა ცირიმ, – ესე იგი ომია. ჰოდა, რას როშავ აქ?

– შეტაკებამდე პირველად არ მისულა საქმე, – აუხსნა ბიჭმა, მაგრამ ცირიმ შეამჩნია, რომ
თავდაჯერებას თანდათან კარგავდა, – საზღვარზე ასეთი შეხლა-შემოხლა ხშირად ხდება, მაგრამ ეს
ბევრს არაფერს ნიშნავს.

– ვითომ რატომ?

– ძალთა თანაფარდობის გამო. ვერც ჩვენ, ვერც ნილფგაარდელები ვერაფერს გავაწყობთ. არც ერთ
მხარეს არ შეუძლია, მოწინააღმდეგეს ომის დაწყების საბაბი მისცეს, გესმის? ამიტომ, დარწმუნებული
ვარ, დოლ ანგრაში მომხდარი ინციდენტი შემთხვევითი მოვლენა იყო – ან ყაჩაღების თავდასხმა, ან
კონტრაბანდისტებთან შეტაკება. შეუძლებელია, ან ჩვენს, ან ნილფგაარდის რეგულარულ ჯარს
საომარი მოქმედება წამოეწყო, იმიტომ, რომ ეს სწორედ ასეთი საბაბი იქნებოდა.

– აჰა. იარე, ერთი მითხარი... – ცირი ერთბაშად გაჩუმდა, თავი ასწია, თითები საფეთქელზე მიიდო და
შეიჭმუხნა, – ჩემი წასვლის დროა, ქალბატონი იენიფერი მიხმობს.

– ამ სიშორეზე გესმის მისი? – გაუკვირდა ბიჭს, – კი მაგრამ, როგორ...

– ჩემი წასვლის დროა, – გაიმეორა გოგონამ, წამოდგა და მტვრიანი მუხლები ჩამოიფერთხა, –

მომისმინე, იარე, მე და ქალბატონი იენიფერი ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე მივდივართ. არ ვიცი,
როდის დავბრუნდებით. გაფრთხილებ, ეს საიდუმლოა, რომელიც მხოლოდ ჯადოქრებს ეხება, ამიტომ
ნურაფერს მკითხავ.

იარეც წამოდგა და ტანსაცმელი შეისწორა. ისევ არ იცოდა, ხელები სად წაეღო. მზერა გულის
ამამსუყებლად ჩაეშაქრა.

– მე... მე...

– ვერ გამიგია, რა გინდა, – მოუთმენლად წარმოთქვა გოგონამ და ბიჭს უშველებელი ზურმუხტისფერი

თვალები შეანათა, – მგონი, თავადაც ვერ გაგიგია. წავედი, აბა, კარგად, იარე.

– ნახვამდის, ცირი. კეთილი მგზავრობა. მე... შენზე ვიფიქრებ.

ცირიმ ამოიოხრა.

***

– მოვედი, ქალბატონო იენიფერ.

ცირი ოთახში კატაპულტიდან ნასროლი ჭურვივით შეიჭრა. ხელის კვრით გაღებული კარი კედელს
მიეხეთქა. შუა ოთახში მდგარ ტაბურეტზე სულ ადვილად მოიტეხდი ფეხს, მაგრამ გოგონა მსუბუქად
გადაევლო თავზე, მოხდენილად დაბზრიალდა, წარმოსახვითი ხმლით გაკვეთა ჰაერი და კარგად
შესრულებული ილეთით კმაყოფილმა, გაიცინა.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწრაფად მორბოდა, სუნთქვა ოდნავაც არ აჩქარებოდა.

– მოვედი!

– როგორც იქნა! გაიხადე და – ვარცლში! ჩქარა!

გრძნეული არ შემოტრიალებულა, მაგიდას არ მოშორებია. სარკეში უყურებდა გოგონას ანარეკლს და
ნელა ივარცხნიდა სველ შავ კულულებს, სავარცხლის ქვეშ რომ სწორდებოდა და მყისვე ისევ მბზინავ
რგოლებად ეხვეოდა.

გოგონამ თვალის დახამხამებაში შეიხსნა ფეხსაცმლის ბალთები, გაიხადა და თქაფუნით ჩახტა

ვარცლში, საპონს ხელი დასტაცა და მკლავების გასაპვნას მოჰყვა.

იენიფერი გაუნძრევლად იჯდა, ფანჯარაში იყურებოდა და სავარცხელს ხელში ათამაშებდა. ცირი

ხვნეშოდა, ფრუტუნებდა და საპნიან წყალს იფურთხებოდა, თავს იქნევდა და იმაზე ფიქრობდა,
არსებობდა თუ არა ისეთი შელოცვა, რომ ადამიანს უწყლოდ და უსაპნოდ დაებანა და თანაც
ტყუილ-უბრალოდ არ დაეხარჯა ამდენი დრო.

გრძნეულმა სავარცხელი გადადო, მაგრამ ისევ ჩაფიქრებული გაჰყურებდა ყორნების ღრუბელს,

ყრანტალით რომ მიიწევდა აღმოსავლეთისკენ. მაგიდაზე, სარკისა და
ნელსაცხებლებიან-ფერუმარილიანი ქილების მოზრდილი არსენალის გვერდით, რამდენიმე წერილი
ეწყო. ცირიმ იცოდა, რომ იენიფერი დიდი ხანია ელოდებოდა ამ წერილებს და მათზე იყო
დამოკიდებული, როდის დატოვებდნენ ტაძარს. იარეს სულ სხვა რამ უთხრა, თუმცა სინამდვილეში
წარმოდგენა არ ჰქონდა, სად და რისთვის მიემგზავრებოდნენ. ამ წერილებში კი...
თვალის ასახვევად მარცხენა ხელი წყალში ააჭყაპუნა, მარჯვენით კი ნიშანი შეკრა, წერილებს მიაჩერდა
და იმპულსი გაგზავნა.

– არც კი იფიქრო, არც კი იოცნებო, – უკან მოუხედავად უთხრა იენიფერმა.

– მეგონა... – გოგონამ უხერხულად ჩაახველა, – მეგონა, გერალტის წერილიც იყო...

– გერალტისა რომ ყოფილიყო, წაგაკითხებდი, – ჯადოქარი მისკენ მიტრიალდა, – კიდევ დიდხანს

აპირებ ქაფში ჯდომას?

– უკვე მოვრჩი.

– ადექი, გეთაყვა.

ცირი ადგა. იენიფერმა ძლივს შესამჩნევად გაიღიმა.

– ჰო, ბავშვობა დასრულდა. სადაც საჭიროა, მომრგვალდი. დაუშვი ხელები, შენი იდაყვები არ
მაინტერესებს. აბა, აბა, ოინებს თავი

დაანებე. ყალბი მორცხვობა არ გინდა. ეს ხომ შენი სხეულია, ყველაზე ბუნებრივი რამ მზისქვეშეთში.
ისიც, რომ მომწიფდი, სავსებით ბუნებრივია. შენი ბედი სხვაგვარად რომ წარმართულიყო... ომი რომ
არა, დიდი ხანია რომელიმე თავადის ან პრინცის მეუღლე იქნებოდი, თავადაც ხომ გესმის? სქესთან
დაკავშირებულ საკითხებზე ბევრი და დაწვრილებით გვისაუბრია, რათა მიმხვდარიყავი, რომ უკვე
ქალი ხარ. რა თქმა უნდა, ფიზიოლოგიურად. იმედი მაქვს, ეს საუბრები არ დაგვიწყებია...

– არა, არ დამვიწყებია.

– იმედი მაქვს, არც იარესთან სტუმრობისას გღალატობს მეხსიერება...

ცირიმ თვალები დახარა, მაგრამ მხოლოდ ერთი წამით. იენიფერს არც კი გაუღიმია.

– ტანი გაიმშრალე და ჩემთან მოდი, – უთხრა ცივად, – და, თუ შეიძლება, ნუ იჭყაპუნებ.

პირსახოცში გახვეული ცირი გრძნეულის მუხლებთან, სკამზე ჩამოჯდა. იენიფერი მის ვარცხნას
მოჰყვა. დროდადრო რომელიმე ჯიუტ კულულს მაკრატლით აჭრიდა.

– მიბრაზდები? – გაუბედავად ჰკითხა გოგონამ, – იმის გამო, რომ... კოშკში ვიყავი?

– არა, მაგრამ ხომ იცი, ნენეკეს ასეთი რამეები არ უყვარს.

– კი მაგრამ, მე ხომ არაფერი... ეს იარე საერთოდ არ მაინტერესებს, – ცირის ღაწვები შეუწითლდა, – მე

მხოლოდ...

– სწორედ რომ, – ჩაიღრინა გრძნეულმა, – შენ მხოლოდ. თავი ბავშვად ნუ მოგაქვს, უკვე დიდი ხარ. ვერ
ხედავ, რომ ბიჭს შენს დანახვაზე დორბლი მოსდის და ენა ებმის?

– რა ჩემი ბრალია? რა ვქნა?

იენიფერმა ვარცხნა შეწყვიტა და გოგონას ღრმა იისფერი მზერა მიაპყრო:

– ნუ ეთამაშები, ეს ცუდი საქციელია.

– სულაც არ ვეთამაშები, მხოლოდ ვესაუბრები.

– მინდა მჯეროდეს, – ჯადოსანმა კრაჭუნით მოაჭრა მორიგი კულული, რომელსაც არაფრით არ

უნდოდა ერთ ადგილას გაჩერება, – რომ საუბრის დროს ჩემი თხოვნა გახსოვს.

– მახსოვს, მახსოვს!

– იარე ჭკვიანი და გონიერი ბიჭია, ორიოდე წინდაუხედავად ნასროლმა სიტყვამ შესაძლოა სწორ
გზაზე დააყენოს, იმას მიახვედროს, რაც არ უნდა იცოდეს. რაც არავინ უნდა იცოდეს. შენს ვინაობას
ვერავინ უნდა მიხვდეს, ვერავინ.

– მახსოვს, – გაიმეორა ცირიმ. – დამშვიდდი, სიტყვაც არავისთან დამიძრავს. მითხარი, წასვლას ასე
ამიტომ ვჩქარობთ? გეშინია, რომ ვინმე ჩემი აქ ყოფნის ამბავს შეიტყობდა?

– არა, სხვა რამის გამო.

– იმის გამო, რომ... შეიძლება, ომი დაიწყოს? ყველა მოსალოდნელ ომზე ლაპარაკობს, ყველა,
ქალბატონო იენიფერ!

– მართალია, – ცივად დაუდასტურა გრძნეულმა და მაკრატელი ყურთან გაუწკაპუნა, – ეს ეგრეთ

წოდებული მარადიული თემაა, ომებზე ლაპარაკობდნენ, ლაპარაკობენ და ილაპარაკებენ. და არცთუ
უმიზეზოდ – ომები იყო და მომავალშიც იქნება. თავი დახარე.

– იარემ თქვა, ნილფგაარდთან ომი არ იქნებაო. რაღაც პარალელებზე მიყვებოდა... რუკა მაჩვენა. აღარც
კი ვიცი, რა ვიფიქრო. არც ის ვიცი, პარალელები რას ნიშნავს. ალბათ საშინლად რთული რამაა... იარე
ათასნაირ ჭკვიანურ წიგნს კითხულობს და თავი მოაქვს, მაგრამ, მე მგონია...

– ძალიან მაინტერესებს, რა გგონია.

– მაშინ... ცინტრაში... ქალბატონო იენიფერ, ბებიაჩემი იარეზე გაცილებით ჭკვიანი იყო. მეფე ეისტიც
ჭკვიანი იყო, ზღვებში დაცურავდა, ყველაფერი ნანახი ჰქონდა, ნარვალი და ზღვის გველიც კი. თავს
დავდებ, რომ პარალელსაც ბევრჯერ ნახავდა. მერე რა? ერთ დღესაც ნილფგაარდელები მოვიდნენ და...

ცირიმ თავი ასწია, ხმა ჩაუწყდა. იენიფერი მოეხვია და მაგრად მიიკრა.

– ვაი, რომ ასეა, ვაი, რომ მართალი ხარ, ჭუჭულო. გამოცდილება და დასკვნების გამოტანის უნარი
საქმეს რომ შველოდეს, დიდი ხანია, ომის ხსენებაც აღარ იქნებოდა ამქვეყნად. მაგრამ მას, ვისაც ომი
სწყურია, ვერც გამოცდილება, ვერც პარალელები ვერ დააკავებს.

– ესე იგი, მაინც... ესე იგი, მართალია... ომი დაიწყება. ამიტომ მივდივართ?

– ამაზე ლაპარაკი არ მინდა. დროზე ადრე ნუ აიშლი ნერვებს.

– მე მინახავს ომი, – წაიჩურჩულა ცირიმ და ხმაურით ჩაისუნთქა ჰაერი, – და მეტად აღარ მინდა მისი
ნახვა. აღარასოდეს. აღარ მინდა, ისევ მარტო დავრჩე. აღარ მინდა, მეშინოდეს. აღარ მინდა,
მაშინდელივით ყველაფერი დავკარგო. არ მინდა გერალტის დაკარგვა... არც შენი, ქალბატონო
იენიფერ. შენთან ერთად ყოფნა მინდა. და მასთან ერთად. სამუდამოდ.

– იქნები, – გრძნეულს ხმა შეუთრთოლდა, – და მეც მუდამ შენთან ვიქნები, ცირი. გპირდები.

ცირი ასრუტუნდა. იენიფერმა ხმადაბლა ჩაახველა, სავარცხელი და მაკრატელი გადადო, წამოდგა და

ფანჯარასთან მივიდა. ყორნების გუნდი ისევ ყრანტალით მიიწევდა მთებისკენ.

– აქ რომ ჩამოვედი, – ჩვეულებისამებრ, მჟღერი, ოდნავ დამცინავი ხმით ალაპარაკდა ჯადოსანი, –

პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს... არ მოგეწონე.

ცირის პასუხი არ გაუცია.

„მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა“, გაიფიქრა მან, „გოგოებთან ერთად გამოქვაბულში ვიყავი.
ჰროსვიტა მცენარეებსა და ბალახებს

გვაჩვენებდა. ამ დროს იოლა პირველი შემოვიდა და ჰროსვიტას ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. მონაზონმა
შუბლი შეიჭმუხნა, იოლა პირველი კი უცნაური გამომეტყველებით მოვიდა ჩემთან და მითხრა, ახლავე
სატრაპეზოში წადი, ცირი, დედა ნენეკე გიხმობს, ვიღაც ჩამოვიდაო.

მახსოვს მონაზვნების მრავალმნიშვნელოვანი გამოხედვა, შფოთვაჩამდგარი თვალები და ჩურჩული.

იენიფერი. გრძნეული იენიფერი. გაინძერი, ცირი, ჩქარა, დედა ნენეკე გელოდება. და ისიც,
გრძნეულიც.

პირველივე წამიდან ვიცოდი, რომ ეს ის ქალი იყო. იმიტომ, რომ უკვე მენახა. წინა ღამეს ვნახე.
სიზმარში.

ის ქალი.

მაშინ მისი სახელი არ ვიცოდი. ჩემს სიზმარში ის დუმდა. უხმოდ მიყურებდა. მის ზურგს უკან კი,
სიბნელეში, დაკეტილი კარი მოჩანდა...“

ცირიმ ამოიოხრა. იენიფერი შემოტრიალდა. ობსიდიანის ვარსკვლავი მის ყელზე ნაპერწკლებად

დაიფრქვა.

– მართალია, – გოგონამ იისფერ თვალებში შეხედა, – არ მომეწონე.

***

– ცირი, – უთხრა ნენეკემ, – მოდი ჩვენთან. ეს ქალბატონი იენიფერ ვენგერბერგელია, მაგიის მაგისტრი.
ნუ გეშინია, ქალბატონმა იენიფერმა იცის, ვინც ხარ, მისი ნდობა შეიძლება.

გოგონამ პატივისცემის ნიშნად ხელები ერთმანეთს გადააჭდო და თავი დაუკრა. გრძნეული შავი კაბის
შარიშურით მიუახლოვდა, ნიკაპზე ხელი მოჰკიდა, უცერემონიოდ ააწევინა თავი და
შეუტრიალ-შემოუტრიალა. ცირის ბრაზი და წინააღმდეგობის სურვილი მოერია – ასეთ მოქცევას არ
იყო ჩვეული. და იმავდროულად შურის სიმწვავე იგრძნო – იენიფერი ძალიან ლამაზი იყო. მონაზონთა
და მორჩილთა ნაზი, ფერმიხდილი და, კაცმა რომ თქვას, საკმაოდ ჩვეულებრივი გარეგნობის ფონზე,
რომელსაც ცირი ყოველდღე ხედავდა,

გრძნეული ქალი ხორციელი, პირდაპირ გამომწვევი, ჩაცმულობის ყოველი დეტალით ხაზგასმული

სილამაზით ბრწყინავდა. ყორნისფერი კულულები, ჩანჩქერივით რომ ეცემოდა მხრებზე, სინათლეს
ირეკლავდა და ბზინვარება ფარშევანგის ბუმბულივით გადასდიოდა, ყოველ მოძრაობაზე
იკლაკნებოდა და ღელავდა. ცირის ერთბაშად შერცხვა თავისი დაკაწრული იდაყვების, აქერცლილი
ხელების, მოტეხილი ფრჩხილების, ნაცრისფერი, ჭუჭყისგან ბღუჯებად შეწებებული თმის და უეცრად
ძალიან მოუნდა, ყველაფერი იენიფერისნაირი ჰქონოდა: გრძელი, მოხდენილი, ხავერდის
ყელსაბამითა და თვალისმომჭრელად მოციმციმე ვარსკვლავით დამშვენებული კისერი, სწორი, ოდნავ
შეტეხილი წარბები და გრძელი წამწამები. ამაყი ბაგეები და თეთრ მაქმანმოვლებული შავი ქსოვილით
დაფარული ორი სიმრგვალე, ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე რომ ღელავდა.

– აი, თურმე როგორი ყოფილა სახელგანთქმული მოულოდნელი საჩუქარი, – გრძნეულს ტუჩები

ოდნავ შეუტოკდა, – თვალებში შემომხედე, გოგონავ.

ცირი შეკრთა და აიბუზა. არა, ერთი რამ იენიფერისა ნამდვილად არ შურდა. ერთი რამ, ერჩივნა,
საერთოდ არ დაენახა – ეს თვალები, იისფერი, ტბასავით უძირო, უცნაურად მბრწყინავი, უგრძნობი და
ავი, საშიში.

გრძნეული უზენაეს ქურუმს მიუბრუნდა. სატრაპეზოს ფანჭრებიდან შემოჭრილმა მზის სხივებმა

ყელზე ჩამოკიდებული ვარსკვლავი ათინათებად აუნთო.

– ასეა, ნენეკე, ეჭვი არ არის, ასეა. საკმარისია, ამ მწვანე თვალებში ჩახედო, რომ მიხვდე – მასში რაღაც
ძალა იმალება. მაღალი შუბლი, თანაბრად მორკალული წარბები, თვალების ლამაზი ჭრილი, თხელი
ნესტოები, გრძელი თითები, იშვიათი ფერის თმა. საეჭვო არაფერია – ელფების სისხლი ურევია. თუმცა
ცოტა. დიდი პაპა ან დიდი ბებია ეყოლებოდა ელფი. გამოვიცანი, არა?

– მის გენეალოგიას არ ვიცნობ, – მშვიდად მიუგო უზენაესმა ქურუმმა, – ამით არ დავინტერესებულვარ.

– ასაკის კვალობაზე მაღალია, – განაგრძო გრძნეულმა და გამომცდელი მზერით ცირი კიდევ ერთხელ
აათვალიერ-ჩაათვალიერა. გოგონა ბრაზმა და მღელვარებამ აიტანა. ერთი სული ჰქონდა, ეყვირა,
ფეხები დაებაკუნებინა და ბაღში გაქცეულიყო, გზად მაგიდიდან ლარნაკი გადმოეგდო და კარი ისე
გაეჯახუნებინა, რომ ჭერიდან ბათქაში ჩამოცვენილიყო.

– მშვენივრადაა განვითარებული, – თვალს არ აცილებდა იენიფერი, – ბავშვობაში გადამდები

დაავადება ხომ არ გადაუტანია? ალბათ არც ეს გიკითხავს. და რაც აქ არის?

– არა.

– შაკიკი ხომ არ აწუხებს? გული ხომ არ მისდის? იოლად ხომ არ ცივდება? დედათა წესის დროს
ტკივილს ხომ არ უჩივის?

– არა, მხოლოდ სიზმრებს.

– ვიცი, – იენიფერმა ლოყაზე ჩამოშლილი თმა გადაიყარა, – მანაც მომწერა. მის წერილს თუ ვენდობი,
კერ მორენში მასზე არავითარი... ექსპერიმენტი არ ჩაუტარებიათ. მინდა მჯეროდეს, რომ ასეა.

– ასეა. მხოლოდ ბუნებრივ სტიმულატორებს აძლევდნენ.

– ბუნებრივი სტიმულატორი არ არსებობს! – ხმა აიმაღლა გრძნეულმა, – არ არსებობს! შესაძლოა,

სწორედ ამ სტიმულატორებმა გაუძლიერა... ქოლერამ წაიღოს მისი თავი! არ მეგონა, ასეთი
უპასუხისმგებლო თუ იყო!

– დამშვიდდი, – ცივად და რაღაც უცნაურად, არცთუ მოწიწებით შეხედა ნენეკემ, – ბუნებრივი,

სრულიად უვნებელი საშუალებები იყო-მეთქი. მომიტევე, ძვირფასო, მაგრამ ამაში შენზე უკეთ
ვერკვევი. რა თქმა უნდა, შენ ამქვეყნად მხოლოდ ერთადერთ ავტორიტეტს ცნობ – საკუთარ თავს,
მაგრამ ამჯერად იმედი უნდა გაგიცრუო. და მოდი, ამ თემას ნუღარ დავუბრუნდებით.

– შენი ნებაა, – იენიფერმა პირი მკაცრად მოკუმა, – წამოდი, გოგონავ, არც ისე ბევრი დრო გვაქვს, რომ
უქმად ვფლანგოთ.

ცირიმ კანკალი ძლივს შეიკავა, ნერწყვი გადაყლაპა, კითხვით შეხედა ნენეკეს. უზენაეს ქურუმს
ჩაფიქრებული და, ცოტა არ იყოს, სევდიანი სახე ჰქონდა. ღიმილიც, მის მზერას რომ შეაგება, აშკარად
ნაძალადევი იყო:

– ქალბატონ იენიფერს უნდა გაჰყვე. ერთხანს მეურვეობას ქალბატონი იენიფერი გაგიწევს.

ცირიმ კბილი კბილს დააჭირა და თავი დახარა.

– ალბათ გიკვირს, – განაგრძო ნენეკემ, რომ შენზე ზრუნვა მაგიის მაგისტრმა იტვირთა, მაგრამ ჭკვიანი
გოგონა ხარ, ცირი, და მიზეზს,

ალბათ, თავადაც ხვდები. წინაპრებისგან რამდენიმე... თვისება გერგო მემკვიდრეობად. იცი, რასაც
ვგულისხმობ. იმ საშინელი სიზმრების შემდეგ, შეშინებული, ჩემთან მოდიოდი, მე კი ვერაფრით
გეხმარებოდი. მაგრამ ქალბატონი იენიფერი...

– ქალბატონი იენიფერი, – შეაწყვეტინა გრძნეულმა, – ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა. წამოდი,

გოგონა.

– წადი, – თავი დაუქნია ნენეკემ და ამაოდ სცადა, მიისი ღიმილი ოდნავ მაინც დამსგავსებოდა
ბუნებრივს, – წადი, შვილო. გახსოვდეს, ქალბატონი იენიფერისთანა მეურვის ყოლა დიდი პატივია. ნუ
შეარცხვენ ტაძარს და შენს მასწავლებლებს. დაემორჩილე და გაუგონე.

„ამაღამვე გავიქცევი“, გაიფიქრა ცირიმ, „უკანვე, კერ მორენში. საჯინიბოდან ცხენს გამოვიყვან და
მშვიდობით! თვალსაც ვეღარავინ მომკრავს!“

– არც იოცნებო, – ხმადაბლა გადაულაპარაკა გრძნეულმა.

– რაო? – ქურუმმა თავი ასწია, – რა თქვი?

– არა, არაფერი, – გაუღიმა იენიფერმა, – მოგეჩვენა. ან იქნებ მე მომეჩვენა? ერთი შეხედე შენს მოწაფეს,
ნენეკე. კატასავით აფხორილა. თვალებიდან ნაპერწკლებს აფრქვევს. ცოტაც და ასისინდება. რომ
შეეძლოს, ალბათ ყურებსაც გადაიწკეპდა. პატარა კუდიანი! არა უშავს, მოვკიდებ ქეჩოში ხელს,
როგორც საჭიროა, ბრჭყალებსაც დავაქნი.

– ლმობიერება გამოიჩინე, – სახე გაუმკაცრდა უზენაეს ქურუმს, – ძალიან გთხოვ, ლმობიერად და

გულთბილად მოექეცი. ის არ არის, ვინც გგონია.

– რას გულისხმობ?

– შენი მეტოქე არ არის, იენიფერ.

რამდენიმე წამის განმავლობაში გრძნეული ქალი და უზენაესი ქურუმი თვალით ზომავდნენ

ერთმანეთს. ცირიმ იგრძნო, როგორ აცახცახდა ჰაერი და წამით მათ შორის რაღაც უცხო, საშიში ძალა
ჩადგა. მერე ძალა გაქრა და იენიფერმა ლაღად, წკრიალა ხმით გაიცინა.

შემდეგ, შეშინებული, ჩემთან მოდიოდი, მე კი ვერაფრით გეხმარებოდი. მაგრამ ქალბატონი

– დამავიწყდა, რომ მუდამ მის მხარეს ხარ, ნენეკე. მუდამ მასზე ზრუნავ, დედასავით, რომელიც
არასოდეს ჰყოლია.

– შენ კი – მუდამ მის წინააღმდეგ, – ავად ჩაიცინა ნენეკემ, – როგორც ყოველთვის, ძლიერი გრძნობით
ასაჩუქრებ და ყოველ ღონეს ხმარობ, რომ ამ გრძნობას ნამდვილი სახელი არ დაარქვა.

ცირიმ იგრძნო, სადღაც, მუცლის ქვემოთ, როგორ იკრებდა ძალას მრისხანება, როგორ სცემდა
საფეთქლებში სიჯიუტე და ამბოხების წყურვილი. გაახსენდა, რამდენჯერ და რა ვითარებაში გაეგონა
ეს სახელი – იენიფერი. სახელი, რომელიც აშფოთებდა, სახელი, რომელიც რაღაც საშიშ საიდუმლოს
მალავდა. ცირი ხვდებოდა, რა საიდუმლოც იყო ეს.

„არც კი მერიდებიან“, გაიფიქრა და ხელები ბრაზით აუკანკალდა, „არაფრად მაგდებენ. ზედაც არ

მიყურებენ. თითქოს ბავშვი ვიყო. ჩემი თანდასწრებით ლაპარაკობენ გერალტზე, ასე არ უნდა
იქცეოდნენ, იმიტომ, რომ მე... მე...

ვინ ვარ მე?“

– შენ კი, ნენეკე, – შეეპასუხა გრძნეული, – როგორც ყოველთვის, სხვის გრძნობებში იჩხრიკები და,
თითქოს ეს არ კმაროდეს, საკუთარი შეხედულებისამებრ თარგმნი.

– გულისხმობ, რომ სხვის საქმეში ვყოფ ცხვირს?

– არ მინდოდა ამის თქმა, – იენიფერმა თავი გააქნია და ბზინვარე კულულები გველებივით დაეკლაკნა,
– გმადლობ, რომ ეს ჩემ მაგივრად გააკეთე. ახლა კი, მოდი, თემა შევცვალოთ, თორემ ამაზე საუბარი
დიდი სისულელეა. რას იფიქრებს ჩვენი ახალგაზრდა მორჩილი. რაც შეეხება ლმობიერებას...
ლმობიერად მოვეპყრობი. აი, გულთბილობა კი ცოტა გამიჭირდება – ალბათ გაგიგონია, რომ გული
საერთოდ არ გამაჩნია... კარგი, მოვახერხებთ რამეს. ხომ ასეა, მოულოდნელო საჩუქარო?

ქალმა ღიმილით შეხედა ცირის და ისიც იძულებული გახდა, ბრაზი და გაღიზიანება მოეთოკა და
საპასუხოდ გაეღიმა. იმიტომ, რომ გრძნეული, მისდა გასაოცრად, ალერსიანად, მეგობრულად და...
გულთბილად უღიმოდა. და ძალიან ლამაზად.

***

ცირი დემონსტრაციულად ზურგშექცეული უსმენდა იენიფერს და თავი ისე ეჭირა, თითქოს ტაძრის
კედელთან ამოსული ბალბის ყვავილზე მოზუზუნე ბზიკის გარდა არაფერი აინტერესებდა.

– ჩემთვის კაციშვილს არ უკითხავს, – ჩაიბურტყუნა ბოლოს.

– რა არ უკითხავს?

ცირიმ ნახევარპირუეტი გააკეთა და ბალბას ბრაზით დაჰკრა მუშტი. ბზიკი უკმაყოფილო ზუზუნით
გაფრინდა.

– კაციშვილს არ უკითხავს, მინდოდა თუ არა შენი მოსწავლეობა!

იენიფერმა დოინჯი შემოიყარა, ცირის თვალები დაუბრიალა და წაისისინა:

– რა დამთხვევაა! შენ წარმოიდგინე, არც ჩემთვის უკითხავთ, მინდოდა თუ არა შენი მასწავლებლობა!
თუმცა სურვილი ამჯერად არაფერ შუაშია. ვინც მომხვდება, ყველა კი არ ამყავს მოწაფედ. შენ კი,
მიუხედავად ყველაფრისა, შესაძლოა, სწორედ ის აღმოჩნდე, „ვინც მომხვდება“. იმის შემოწმება
მთხოვეს, რას წარმოადგენ, რისი მაქნისი ხარ და რას შეიძლება ველოდეთ შენგან, და მეც დავთანხმდი,
თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს დიდი ხალისით გავაკეთე.

– ჰო, მაგრამ მე ხომ ჯერ არ დავთანხმებულვარ!

გრძნეულმა ხელი ასწია და თითები გაატოკა. ცირიმ საფეთქლების ძგერა და ყურების შუილი იგრძნო,
ზუსტად ისეთი, როგორსაც ნერწყვის ყლაპვის დროს გრძნობს ხოლმე ადამიანი, მაგრამ უფრო ძლიერი.
იგრძნო, როგორ დარია ხელი მოთენთილობამ. ცოტაც და ჩაიკეცებოდა.

იენიფერმა ხელი დაუშვა და ყველაფერი თვალის დახამხამებაში გაქრა.

– კარგად მომისმინე, მოულოდნელო. სულ ადვილად შემიძლია მოგაჯადოო, ჰიპნოზი გაგიკეთო ან

ტრანსში ჩაგაგდო. შემიძლია, დაგადამბლაო, ელექსირი დაგალევინო, გაგაშიშვლო, მაგიდაზე
დაგაწვინო და რამდენიმე საათის განმავლობაში გიკვლიო, თანაც

დროდადრო წასახემსებლად შევისვენო, შენ კი იწვები ჭერს მიშტერებული და სხვა მხარეს გახედვის
თავიც არ გექნება. ნებისმიერ ლაწირაკს ასე მოვექცეოდი, მაგრამ შენ ამას არ გიზამ, რადგან ერთი
შეხედვითაც გეტყობა, რომ გონიერი და ამაყი გოგო ხარ. არ მინდა, ან შენ შეგარცხვინო გერალტთან, ან
თავი შევირცხვინო, რადგან შენი შესაძლებლობების შესწავლა სწორედ მან მთხოვა.

– მან? რისთვის? ჩემთვის არ უთქვამს. არც კი უკითხავს...

– ერთსა და იმავეს იმეორებ, – შეაწყვეტინა გრძნეულმა, – ჩემთვის აზრი არავის უკითხავს, არავინ
დაინტერესებულა, რა მინდოდა და რა – არაო. ნუთუ გინდა, ჭირვეულ, ჯიუტ ლიფსიტად მიგიჩნიონ,
რომლისთვისაც ასეთი კითხვების დასმა არც კი ღირს? მაგრამ მაინც გავბედავ და გკითხავ იმას, რაც
არავის უკითხავს: თანახმა ხარ, გამოგცადონ?

– რაში? და როგორ? ან რატომ...

– უკვე აგიხსენი, მაგრამ თუ ვერ გაიგე... არ ვაპირებ, შენი აღქმის უნარის დახვეწასა და ინტელექტის
ამაღლებაში ვკარგო დრო, ჭკვიანისა და სულელის გამოცდა ერთნაირად მეადვილება.

– სულელი ნუ გგონივარ! ყველაფერი გავიგე!

– მით უკეთესი.

– მაგრამ ჯადოქრად არ გამოვდგები! ნიჭის ნასახიც არ გამაჩნია! ვერ გავხდები ჯადოქარი და არც
მინდა! ჩემი ბედისწერა გე... ჩემი ბედისწერა ავსულთა ჟლეტაა. აქ ცოტა ხნით ჩამოვედი, მალე კერ
მორენში დავბრუნდები...

– ჩემი დეკოლტესთვის თვალი არ მოგიშორებია, – ცივად უთხრა იენიფერმა და იისფერი თვალები

მოჭუტა, – იქ რამე უჩვეულო, განსაკუთრებული დაინახე თუ უბრალოდ გშურს?

– ვარსკვლავი... – ჩაიბურტყუნა ცირიმ, – რისგანაა გაკეთებული? ქვები მოძრაობს და ისე უცნაურად

ანათებს...

– ფეთქავს, – ჩაიცინა გრძნეულმა, – ეს ობსიდიანში ჩასხმული აქტიური ბრილიანტებია. გინდა,

ახლოდან ნახო? შეეხო?

ლაწირაკს ასე მოვექცეოდი, მაგრამ შენ ამას არ გიზამ, რადგან ერთი შეხედვითაც გეტყობა, რომ
გონიერი და ამაყი გოგო ხარ. არ მინდა, ან შენ შეგარცხვინო გერალტთან, ან თავი შევირცხვინო, რადგან
შენი შესაძლებლობების შესწავლა სწორედ მან მთხოვა.

– მან? რისთვის? ჩემთვის არ უთქვამს. არც კი უკითხავს...

– ერთსა და იმავეს იმეორებ, – შეაწყვეტინა გრძნეულმა, – ჩემთვის აზრი არავის უკითხავს, არავინ
დაინტერესებულა, რა მინდოდა და რა – არაო. ნუთუ გინდა, ჭირვეულ, ჯიუტ ლიფსიტად მიგიჩნიონ,
რომლისთვისაც ასეთი კითხვების დასმა არც კი ღირს? მაგრამ მაინც გავბედავ და გკითხავ იმას, რაც
არავის უკითხავს: თანახმა ხარ, გამოგცადონ?

– რაში? და როგორ? ან რატომ...

– უკვე აგიხსენი, მაგრამ თუ ვერ გაიგე... არ ვაპირებ, შენი აღქმის უნარის დახვეწასა და ინტელექტის
ამაღლებაში ვკარგო დრო, ჭკვიანისა და სულელის გამოცდა ერთნაირად მეადვილება.

– სულელი ნუ გგონივარ! ყველაფერი გავიგე!

– მით უკეთესი.

– მაგრამ ჯადოქრად არ გამოვდგები! ნიჭის ნასახიც არ გამაჩნია! ვერ გავხდები ჯადოქარი და არც
მინდა! ჩემი ბედისწერა გე... ჩემი ბედისწერა ავსულთა ჟლეტაა. აქ ცოტა ხნით ჩამოვედი, მალე კერ
მორენში დავბრუნდები...

– ჩემი დეკოლტესთვის თვალი არ მოგიშორებია, – ცივად უთხრა იენიფერმა და იისფერი თვალები

მოჭუტა, – იქ რამე უჩვეულო, განსაკუთრებული დაინახე თუ უბრალოდ გშურს?

– ვარსკვლავი... – ჩაიბურტყუნა ცირიმ, – რისგანაა გაკეთებული? ქვები მოძრაობს და ისე უცნაურად

ანათებს...

– ფეთქავს, – ჩაიცინა გრძნეულმა, – ეს ობსიდიანში ჩასხმული აქტიური ბრილიანტებია. გინდა,

ახლოდან ნახო? შეეხო?

– კი... არა! – ცირიმ უკან დაიხია და ბრაზით გაიქნია თავი, რომ იენიფერისგან მომავალი იასამნისა და
ხურტკმლის სურნელი გაეფანტა, – არ მინდა! რაში მჭირდება?! არ მაინტერესებს! იოტის ოდენადაც არ
მაინტერესებს. მე მხედვარი ვარ! ჯადოქრობის ნიჭი არ გამაჩნია! მგონი, ცხადია რომ ჩემგან ჯადოქარი
არ გამოვა, იმიტომ, რომ... და საერთოდ...

გრძნეული კედელთან, ქვის მერხზე ჩამოჯდა და გულისყურით მოჰყვა ფრჩხილების მოწესრიგებას.

– და საერთოდ, – დაასრულა ცირიმ, – უნდა დავფიქრდე.

– მოდი, დაჯექი.

– დრო მჭირდება, უნდა დავფიქრდე, – ყოყმანით გაიმეორა ცირიმ და იენიფერს გვერდით მიუჯდა.

– მართალი ხარ, – ქალმა თავი დაუქნია, თუმცა ფრჩხილებისთვის თავი არ დაუნებებია, – ეს

სერიოზული ამბავია, დაფიქრებას მართლაც მოითხოვს.

ერთხანს ხმა არც ერთს არ ამოუღია. ბაღში მოსეირნე მორჩილები მათკენ ცნობისმოყვარედ აპარებდნენ
თვალს, ჩურჩულებდნენ და ხითხითებდნენ.

– აბა?

– რა აბა?

– რა მოიფიქრე?

ცირი წამოხტა, ჩაიფრუტუნა და ფეხი დააბაკუნა.

– მე... მე... – ბრაზისგან სულს ძლივს ითქვამდა, – დამცინი? დრო მჭირდება-მეთქი! უნდა ვიფიქრო!
უფრო მეტხანს! მთელი დღე... და ღამე!

იენიფერმა თვალი გაუსწორა და ცირი მისი მზერის ქვეშ მოიბუზა.

– ამბობენ, – ნელა წარმოთქვა გრძნეულმა, – რომ ღამე გამოსავლის პოვნაში გვეხმარება. მაგრამ შენ,
მოულოდნელო, ღამემ შეიძლება მხოლოდ მორიგი საშინელება მოგიტანოს. ოფლად გაღვრილს, ისევ
ყვირილისა და ტკივილისგან გაგეღვიძება, ისევ შეგეშინდება – იმისა, რაც ნახე, იმისა, რასაც ვერ
გაიხსენებ. ძილი დაგიფრთხება და მთელი ღამე ვეღარ დაიბრუნებ. იქნება მხოლოდ ძრწოლა. მთელი
ღამე. გათენებამდე.

გოგონა აცახცახდა, თავი ჩაქინდრა.

– დამიჯერე, მოულოდნელო, – იენიფერს ოდნავ შეეცვალა ხმა.

გრძნეულს თბილი ხელი ჰქონდა. შავი ხავერდი ანდამატივით იზიდავდა ცირის. იასამნისა და
ხურტკმლის სურნელი სასიამოვნოდ უღიტინებდა ცხვირში. მოხვეული მკლავი ამშვიდებდა და
ადუნებდა, მღელვარებას უნელებდა, ბრაზსა და ამბოხების სურვილს უცხრობდა.

– გაივლი შემოწმებას, მოულოდნელო.

– გავივლი, – უპასუხა ცირიმ და მიხვდა, რომ შეეძლო, არც ეპასუხა. იმიტომ, რომ ეს სულაც არ ყოფილა
კითხვა.

***

– ვერაფერი გამიგია, – თქვა ცირიმ, – ხან მეუბნები, რაკი ამ სიზმრებს ხედავ, ესე იგი, ნიჭიც გაქვსო, ხან
შემოწმებას და გამოცდას მიპირებ... ბოლოს და ბოლოს, მაქვს ნიჭი თუ არა?

– გამოცდა გვიჩვენებს.

– ისევ გამოცდა... – ცირი დაიმანჭა, – გეუბნები, არავითარი ნიჭი არ გამაჩნია-მეთქი. რომ მქონოდა, ხომ
მეცოდინებოდა? მაგრამ... ვთქვათ, შემთხვევით, სულ შემთხვევით აღმომაჩნდა. მერე რა?

– ორი გზა არსებობს, – გულგრილად უპასუხა ჯადოქარმა და სარკმელი გამოაღო, – ან ჩაახშო, ან მისი
გამოყენება ისწავლო. თუ ნიჭი აღმოგაჩნდა და სწავლაც მოისურვე, ვეცდები, მაგიის შესახებ
ელემენტარული ცოდნა მოგცე.

– ელემენტარული რას ნიშნავს?

– ძირითადს.

შენობის გვერდითა, დაუსახლებელ ფრთაში, ბიბლიოთეკის გვერდით მდებარე დიდ ოთახში, მარტონი
იყვნენ. ეს ოთახი ნენეკემ გამოუყო ჯადოქარს. ცირიმ იცოდა, რომ ის, ჩვეულებისამებრ, სტუმრებს
ეკავათ. იცოდა, რომ გერალტი, როცა ტაძარს ესტუმრებოდა ხოლმე, ყოველთვის აქ ათევდა ღამეს.

– გინდა, მასწავლო? – ცირი საწოლზე ჩამოჯდა და ხავერდის გადასაფარებელს ხელი გადაუსვა, –

გინდა, აქედან წამიყვანო, არა? არსადაც არ წამოგყვები!

– რაკი ასეა, მარტო წავალ, – ცივად უპასუხა ჯადოქარმა და საპალნის ღვედების გახსნას შეუდგა, – და,
გპირდები, არ მოვიწყენ. ხომ გითხარი, მხოლოდ იმ შემთხვევაში გასწავლი, თუ თავად
მოინდომებ-მეთქი. და ამის გაკეთება აქაც შემიძლია.

– და დიდხანს აპირებ ჩემს... სწავლებას?

– სანამ გენდომება, – გრძნეული დაიხარა, კარადა გამოაღო და იქიდან ძველი ტყავის ჩანთა, თასმა, ორი
ბეწვმოვლებული წაღა და ტირიფის ტოტებით შემოწნული ბოთლი გამოათრია. ცირიმ გაიგონა,
ხმადაბლა როგორ შეუკურთხა ვიღაცას და ჩაეღიმა, დაინახა, როგორ შეაბრუნა ნაპოვნი ნივთები
უკანვე, კარადაში, და მიხვდა, ვისიც იყო ისინი.

– რას ნიშნავს „სანამ მენდომება“? თუ მომწყინდა ან არ მომეწონა შენი მეცნიერება...

– თავს დავანებებთ. საკმარისია, მითხრა ან მაჩვენო.

– როგორ გაჩვენო?

– თუ სწავლის დაწყება გადავწყვიტეთ, შენგან სრულ მორჩილებას მოვითხოვ. ვიმეორებ – სრულს. ასე
რომ, თუ მოგბეზრდა, საკმარისია, აღარ დამემორჩილო და სწავლაც მაშინვე დასრულდება. გასაგებია?

ცირიმ თავი დაუქნია და მწვანე თვალი მისკენ გააპარა.

– გარდა ამისა, – განაგრძო იენიფერმა და ფუთების ამოლაგება დაიწყო, – მოვითხოვ აბსოლუტურ

გულწრფელობას. არაფერი არ უნდა დამიმალო. არაფერი. თუ იგრძნობ, რომ აღარ გინდა, საკმარისია,
იცრუო, თავი მოიკატუნო ან საკუთარ თავში ჩაიკეტო. თუ რამე გკითხე, შენ კი გულახდილად არ
მიპასუხე, ეს სწავლის დასრულების ნიშანი იქნება. ესეც გაიგე?

– გავიგე, – ჩაიბუზღუნა ცირიმ, – ეს... გულახდილობა... ორივესთვის სავალდებულო იქნება? მეც

შემიძლია შენთვის კითხვების დასმა?

იენიფერმა შეხედა და ტუჩები უცნაურად აუთრთოლდა.

– რა თქმა უნდა, – უთხრა ხანმოკლე დუმილის შემდეგ, – თავისთავად ცხადია. ეს იქნება სწავლისა და
მეურვეობის საფუძველი. შეგიძლია, მკითხო, რაც გინდა და როცა გინდა. მეც გულახდილად
გიპასუხებ.

– ნებისმიერ კითხვაზე?

– ნებისმიერზე.

– ამ წუთიდანვე?

– ამ წუთიდანვე.

– რა... რა გაკავშირებს გერალტთან, ქალბატონო იენიფერ?

საკუთარმა თავხედობამ ცირის კინაღამ გონება დააკარგვინა. ჩამომდგარი სიჩუმისგან ერთიანად

გააცივა.

აღარ დამემორჩილო და სწავლაც მაშინვე დასრულდება. გასაგებია?

– სევდა, – მიუგო ჯადოქარმა, – ნაღველი. წყენა. სინანული. იმედი. და შიში. მგონი, არაფერი
გამომრჩენია. შეგვიძლია, შევუდგეთ გამოცდას, პატარა მწვანეთვალება ასპიტო. ვნახოთ, გამოდგები
თუ არა. თუმცა შენი კითხვის შემდეგ ძალიან გამიკვირდება, ასე რომ არ იყოს. წამოდი, ჭუჭულო.

– ასე რატომ მეძახი? – გაიფხორა ცირი.

იენიფერმა ჩაიღიმა.

– ზღაპარია ასეთი. საძაგელ იხვის ჭუჭულზე. ხომ დაგპირდი, არაფერს დაგიმალავ-მეთქი.

***

ცირი წელში გაიმართა და, აღგზნებული, მოუთმენლად აწრიალდა სკამზე, რომელიც

რამდენიმესაათიანი ჯდომის შემდეგ კიდევ უფრო მაგარი ეჩვენებოდა.

– არაფერიც არ გამოვა, – ჩაიბუზღუნა და ნახშირით დასვრილი თითები მაგიდას შეაწმინდა, –

არაფერიც არ გამომდის. ჯადოქრად არ გამოვდგები. თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ არ დამიჯერე. არც კი
მომისმინე!

იენიფერმა წარბი ასწია:

– არ მოგისმინე? უცნაურია. ჩვეულებრივ, ჩემი თანდასწრებით წარმოთქმულ ყოველ სიტყვას ვისმენ

და ვიმახსოვრებ. ერთი პირობით – მასში აზრის ნასახი მაინც უნდა იყოს.

– ისევ იკბინები, – ცირიმ კბილები გააკრაჭუნა, – მე კი მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ... იქ, მთებში,
კერ მორენში... მხედვართა არც ერთი შელოცვა არ გამომდიოდა. არც ერთი!

– ვიცი.

გამოცდას, პატარა მწვანეთვალება ასპიტო. ვნახოთ, გამოდგები თუ არა. თუმცა შენი კითხვის შემდეგ
ძალიან გამიკვირდება, ასე რომ არ იყოს. წამოდი, ჭუჭულო.
– ასე რატომ მეძახი? – გაიფხორა ცირი.

იენიფერმა ჩაიღიმა.

– ზღაპარია ასეთი. საძაგელ იხვის ჭუჭულზე. ხომ დაგპირდი, არაფერს დაგიმალავ-მეთქი.

***

ცირი წელში გაიმართა და, აღგზნებული, მოუთმენლად აწრიალდა სკამზე, რომელიც

რამდენიმესაათიანი ჯდომის შემდეგ კიდევ უფრო მაგარი ეჩვენებოდა.

– არაფერიც არ გამოვა, – ჩაიბუზღუნა და ნახშირით დასვრილი თითები მაგიდას შეაწმინდა, –

არაფერიც არ გამომდის. ჯადოქრად არ გამოვდგები. თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ არ დამიჯერე. არც კი
მომისმინე!

იენიფერმა წარბი ასწია:

– არ მოგისმინე? უცნაურია. ჩვეულებრივ, ჩემი თანდასწრებით წარმოთქმულ ყოველ სიტყვას ვისმენ

და ვიმახსოვრებ. ერთი პირობით – მასში აზრის ნასახი მაინც უნდა იყოს.

– ისევ იკბინები, – ცირიმ კბილები გააკრაჭუნა, – მე კი მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ... იქ, მთებში,
კერ მორენში... მხედვართა არც ერთი შელოცვა არ გამომდიოდა. არც ერთი!

– ვიცი.

– იცი?

– ვიცი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.

– როგორ თუ... თან... სხვა მიზეზიცაა...

– მაინც რომელი?

– არ გამოვდგები, როგორ არ გესმის? მე... მეტისმეტად ახალგაზრდა ვარ...

– მე უფრო ახალგაზრდა ვიყავი, როცა დავიწყე.

– მაგრამ შენ ალბათ... არ ყოფილხარ...

– რას გულისხმობ, გოგონი? შეგიძლია, ერთი წინადადება მაინც დაასრულო? გთხოვ, სცადე მაინც.

– იმიტომ, რომ... – ცირიმ თავი დახარა და გაწითლდა, – იმიტომ, რომ... სადილობისას იოლა, მირა,
ეურნეიდი და კატე დამცინოდნენ – არც გრძნეულება გეკარება და ვერც ჯადოსნობას ისწავლი, იმიტომ,
რომ... იმიტომ, რომ... ქალიშვილი ხარო. ეს... იმას ნიშნავს, რომ...

– შენ წარმოიდგინე, ვიცი, რასაც ნიშნავს, – სიტყვა გააწყვეტინა გრძნეულმა, – ალბათ იფიქრებ, რომ
ისევ, როგორც ბრძანე, ვიკბინები, მაგრამ სინანულით უნდა შევნიშნო: სისულელეს როშავ.
გავაგრძელოთ გამოცდა.
– ქალიშვილი ვარ, – გამომწვევად გაიმეორე ცირიმ, – რაში მჭირდება ეს შენი გამოცდა? ქალიშვილებს
არ შეუძლიათ... ჯადოსნობა, თუ რაცაა...

– ჰო, მართლაც გამოუვალი ვითარებაა, – იენიფერი სკამის საზურგეზე გადაწვა, – წადი და დაკარგე
ქალიშვილობა, რაკი ასე გიშლის ხელს. დაგელოდები. ოღონდ, თუ შეიძლება, სწრაფად.

– დამცინი?

– შეამჩნიე? – ჯადოქარმა ალერსიანად გაუღიმა, – გილოცავ, საზრიანობაში გამოცდა ჩააბარე. ახლა კი

ნამდვილ გამოცდაზე გადავიდეთ. ყურადღება მოიკრიბე. შეხედე: ამ სურათზე ოთხი ფიჭვი ხატია,
რომლებსაც სხვადასხვა რაოდენობის ტოტები აქვს. აი, აქ, ცარიელ ადგილას, დახატე მეხუთე,
რომელიც ამ ოთხს შეესაბამება.

– რა სულელური ფიჭვებია, – ჩაიბუზღუნა ცირიმ, ენაგამოყოფილი, ნახშირით რომ ხატავდა გაკნაჭულ

ხეს, – და რა მოსაწყენი. არ მესმის, რა საერთო აქვს ფიჭვებთან მაგიას. ჰა, ქალბატონო იენიფერ? ხომ
დამპირდი, ყველა კითხვაზე გიპასუხებო.

– ვაი რომ დაგპირდი, – ამოიოხრა გრძნეულმა, ფურცელი აიღო და ნახატი უკმაყოფილოდ

შეათვალიერა, – ვატყობ, ეს დაპირება სანანებელი გამიხდება. მაგრამ დავალება სწორად და დროულად
შეასრულე. ქალიშვილისთვის ნამდვილად არ არის ურიგო.

– ისევ დამცინი?

– არა. საერთოდ, იშვიათად დავცინი ვინმეს. ძალიან საფუძვლიანი მიზეზია საჭირო, რომ გამეცინოს.
ახლა მეორე ფურცელი აიღე, მოულოდნელო. ხედავ ვარსკვლავების, რგოლების, ჯვრებისა და
სამკუთხედების მწკრივებს? ყველა მწკრივში ყოველი ელემენტი სხვადასხვა რაოდენობითაა.
დაფიქრდი და მიპასუხე: რამდენი ვარსკვლავი უნდა იყოს უკანასკნელ მწკრივში?

– რა სულელური ვარსკვლავებია!

– გოგონი! რამდენი?

– სამი.

იენიფერი უსიტყვოდ მისჩერებოდა კარადის მოჩუქურთმებულ კარს. ცირის თანდათან წაეშალა

სახიდან გესლიანი ღიმილი.

– ალბათ გაინტერესებდა, – ნელა წარმოთქვა ჯადოქარმა, კარისთვის თვალი არ მოუცილებია, – რა

მოხდებოდა, თუ უაზრო და სულელურ პასუხს გამცემდი. იქნებ გეგონა, ვერც კი შევამჩნევდი, რადგან
შენი პასუხები საერთოდ არ მაინტერესებს? სულ ტყუილად! ან

იქნებ გეგონა, უსიტყვოდ დაგეთანხმებოდი, რომ უნიჭო ხარ? ამაშიც შეცდი. ან იქნებ მოგბეზრდა
გამოცდა და ცნობისმოყვარეობის გამო გადაწყვიტე, მე თვითონ გამოგეცადე... როგორ ფიქრობ,
გამოგივიდა? ასეა თუ ისე, ეს გამოცდა დასრულდა. მომეცი ფურცელი.

– მაპატიე, ქალბატონო იენიფერ, – გოგონამ თავი ჩაქინდრა, – ცხადია, ერთი ვარსკვლავი უნდა იყოს.
გთხოვ, მაპატიე. გეხვეწები, ნუ ბრაზობ.

– შემომხედე, ცირი.

გოგონამ გაოცებულმა აიხედა – ჯადოქარმა პირველად მიმართა სახელით.

– ცირი, – უთხრა იენიფერმა, – დაიხსომე: მიუხედავად ყველაფრისა, ისევე იშვიათად ვბრაზობ,

როგორც ვიცინი. არ გავბრაზებულვარ. მაგრამ ბოდიშმა დამარწმუნა, რომ შენში არ შევმცდარვარ. ახლა
კი მომდევნო ფურცელი აიღე. ხედავ, ზედ ხუთი სახლი ხატია. დახატე მეექვსე...

– ისევ? მართლა ვერ გამიგია, რა საჭიროა...

– ...სახლი, – ჯადოქარს ავის მომასწავებლად შეეცვალა კილო, თვალები კი იისფერი ცეცხლით აენთო, –
ცარიელ ადგილას. ძალიან გთხოვ, ნუღარ გამამეორებინებ.

***

ფიჭვების, ვარსკვლავების, სახლების, ვაშლებისა და თევზების შემდეგ ლაბირინთების ჯერი დადგა,

საიდანაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაგეღწია თავი. მერე – კლაკნილი ხაზებისა, გაჭყლეტილი
ტარაკნების მსგავსი ლაქებისა და მოზაიკისა, რომელთა შემყურე ცირის თვალები აუჭრელდა და
თავბრუ დაეხვა. მერე ძაფზე ჩამოკიდებულ ბრჭყვიალა ბურთში ჩახედვა და დიდხანს ყურება
უბრძანეს. ეს ისეთი მოსაწყენი საქმე იყო, ცირის რამდენჯერმე თვლემაც კი მოერია. იენიფერი, მისდა
გასაკვირად, ოდნავაც არ გაბრაზებულა, თუმცა რამდენიმე დღით ადრე, როცა გოგონას რომელიღაც
ტარაკნისნაირ ლაქაზე ჩამოეძინა, ხმამაღლა უყვირა.

გადაწყვიტე, მე თვითონ გამოგეცადე... როგორ ფიქრობ, გამოგივიდა? ასეა თუ ისე, ეს გამოცდა

დასრულდა. მომეცი ფურცელი.

დიდხანს ჯდომისგან ცირის დღითი დღე უფრო და უფრო სტკივდებოდა ზურგი და კისერი. მოძრაობა
და სუფთა ჰაერი მოენატრა და რაკი „გულახდილობაზე შეთანხმდნენ“, უთხრა კიდეც ეს იენიფერს.
გრძნეულმა მისი სიტყვები ისე მოისმინა, თითქოს დიდი ხანია ელოდა.

მომდევნო ორი დღე პარკში დარბოდნენ, თხრილებსა და ღობეებზე ხტებოდნენ (ქურუმები,

მონაზვნები და მორჩილები ხან მხიარულად, ხან თანაგრძნობით აყოლებდნენ თვალს), ვარჯიშობდნენ,
ბაღსა და სამეურნეო ნაგებობებს შემოვლებულ ღობეზე წონასწორობის შენარჩუნებას სწავლობდნენ.
კერ მორენისგან განსხვავებით, იენიფერის გაკვეთილებს თეორიაც ახლდა. ჯადოქარი ასწავლიდა
სწორად სუნთქვას, ხელის დაჭერით მკერდისა და დიაფრაგმის მოძრაობის მართვას, უხსნიდა
კუნთებისა და ძვლების მოქმედების პრინციპებს, დასვენებას, მოდუნებას და ფსიქიკური
დაძაბულობისგან განმუხტვას.
ერთი ასეთი განმუხტვისას ბალახზე გაშხლართულმა და ცას მიშტერებულმა ცირიმ დასვა კითხვა,
რომელიც დიდი ხანია არ აძლევდა მოსვენებას:

– ქალბატონო იენიფერ, როდის დამთავრდება გამოცდა?

– ასე მოგბეზრდა?

– არა... მაგრამ მინდა, ბოლოს და ბოლოს, გავიგო, ჯადოქრად ვივარგებ თუ არა.

– ივარგებ.

– უკვე იცი?

– პირველივე წუთიდან ვიცოდი. ცოტა თუ ამჩნევს ჩემი ვარსკვლავის აქტივობას, ძალიან ცოტა, შენ კი
მაშინვე შეამჩნიე.

– და გამოცდა?

– დასრულდა. უკვე გავიგე, რისი გაგებაც მინდოდა შენზე.

რაკი „გულახდილობაზე შეთანხმდნენ“, უთხრა კიდეც ეს იენიფერს. გრძნეულმა მისი სიტყვები ისე
მოისმინა, თითქოს დიდი ხანია ელოდა.

მომდევნო ორი დღე პარკში დარბოდნენ, თხრილებსა და ღობეებზე ხტებოდნენ (ქურუმები,

მონაზვნები და მორჩილები ხან მხიარულად, ხან თანაგრძნობით აყოლებდნენ თვალს), ვარჯიშობდნენ,
ბაღსა და სამეურნეო ნაგებობებს შემოვლებულ ღობეზე წონასწორობის შენარჩუნებას სწავლობდნენ.
კერ მორენისგან განსხვავებით, იენიფერის გაკვეთილებს თეორიაც ახლდა. ჯადოქარი ასწავლიდა
სწორად სუნთქვას, ხელის დაჭერით მკერდისა და დიაფრაგმის მოძრაობის მართვას, უხსნიდა
კუნთებისა და ძვლების მოქმედების პრინციპებს, დასვენებას, მოდუნებას და ფსიქიკური
დაძაბულობისგან განმუხტვას.

ერთი ასეთი განმუხტვისას ბალახზე გაშხლართულმა და ცას მიშტერებულმა ცირიმ დასვა კითხვა,
რომელიც დიდი ხანია არ აძლევდა მოსვენებას:

– ქალბატონო იენიფერ, როდის დამთავრდება გამოცდა?

– ასე მოგბეზრდა?

– არა... მაგრამ მინდა, ბოლოს და ბოლოს, გავიგო, ჯადოქრად ვივარგებ თუ არა.

– ივარგებ.

– უკვე იცი?

– პირველივე წუთიდან ვიცოდი. ცოტა თუ ამჩნევს ჩემი ვარსკვლავის აქტივობას, ძალიან ცოტა, შენ კი
მაშინვე შეამჩნიე.

– და გამოცდა?

– დასრულდა. უკვე გავიგე, რისი გაგებაც მინდოდა შენზე.

– მაგრამ ზოგი დავალება ხომ... არც ისე კარგად შევასრულე. აკი თვითონვე ამბობდი... დარწმუნებული
ხარ, რომ არ ცდები? დარწმუნებული ხარ, რომ ნიჭი მაქვს?

– სავსებით.

– მაგრამ...

– ცირი, – ჯადოქარი გახალისებული და, იმავდროულად შეფიქრიანებული ჩანდა, – მთელი ეს ხანია,

უხმოდ გელაპარაკები. ამას ტელეპათია ჰქვია. და, ვგონებ, შეამჩნიე, რომ საუბარში ამას ჩვენთვის ხელი
არ შეუშლია.

***

– ზოგს მიაჩნია, – იენიფერი ხელებით დაეყრდნო უნაგირს და ჰორიზონტს გახედა, – რომ მაგია ქაოსის
განივთებული ფორმაა. ის გასაღებია, რომლითაც დაკეტილი კარების გაღება შეიძლება. კარებისა,
რომელთა მიღმაც ხიფათი, კოშმარი და წარმოუდგენელი საშინელება იმალება. მტრული,
დესტრუქციული ძალა, წმინდა ბოროტება, რომელსაც არათუ იმისა, ვინც კარს გააღებს, არამედ მთელი
სამყაროს განადგურება შეუძლია. და ვინაიდან ამ კარების გაღების მსურველი უამრავია, ვინაიდან
ოდესმე ვინმეს აუცილებლად მოუვა შეცდომა, ქვეყნიერების აღსასრული გარდაუვალია. ამის
კვალობაზე, მაგია ქაოსის იარაღია, მისი შურისძიება. ის, რომ სფეროთა შეკავშირების შემდეგ
ადამიანმა მაგიის გამოყენება ისწავლა, სამყაროს წყევლაა, მისი დაღუპვის მიზეზი. კაცობრიობის
დაღუპვისა. ასე რომ, ცირი, ის, ვინც მაგიას ქაოსად მიიჩნევს, არ ცდება.

ჯადოქარმა ცხენს დეზი ჰკრა. შავრა ულაყმა დაიჭიხვინა და ნელა გაუყვა მანანის ბუჩქებით დაფარულ
მინდორს. ცირიმ ცხენი ააჩქარა და გრძნეულს დაეწია. ბუჩქები ცხენებს ავჟანდამდე სწვდებოდა.

– ზოგიერთის აზრით კი, – განაგრძო იენიფერმა, – მაგია ხელოვნებაა. რჩეულთა ხელოვნება,

რომლითაც მშვენიერი და უცნაური რაღაცების შექმნაა შესაძლებელი. მაგია ნიჭია, რომელიც ცოტას
თუ ეძლევა. მას, ვისაც ეს ნიჭი არ გააჩნია, ისღა დარჩენია, განცვიფრებითა და შურით უმზიროს
შემოქმედთა ნახელავს, აღტაცებითა და განცდით, რომ ამ ქმნილებათა გარეშე, ამ ნიჭის გარეშე სამყარო
გაცილებით ღარიბი იქნებოდა. ის, რომ სფეროთა შეკავშირების შემდეგ ზოგმა საკუთარ თავში
აღმოაჩინა ეს ნიჭი, მშვენიერების წყალობაა. ასე რომ, არც ის ცდება, ვინც მაგიას ხელოვნებად მიიჩნევს.

გუმბათისებრ ბორცვზე, რომელსაც მანანის ბუჩქებს შორის ჩასაფრებული მხეცის ზურგივით ამოეყო
ტიტველი თხემი, რამდენიმე მომცრო ქვაზე უზარმაზარი ლოდი ესვენა. ჯადოქარმა გეზი მისკენ აიღო.

– ისეთი ხალხიც არსებობს, ვისაც მაგია მეცნიერებად მიაჩნია. მის დასაუფლებლად თანდაყოლილი
ნიჭი არ კმარა – საჭიროა ხანგრძლივი, გულმოდგინე სწავლა და თავდაუზოგავი შრომა, გამძლეობა და
თვითდისციპლინა. ამგვარად შეძენილი მაგია ცოდნაა, შემეცნება, რომლის საზღვრებსაც გამუდმებით
აფართოებენ ცინცხალი, ნათელი გონების ადამიანები ცდების, გამოცდილებისა და პრაქტიკის გზით.
ასე შეძენილი მაგია პროგრესია. სახნისი, საფეიქრო დაზგა, წყლის წისქვილი, რკინის სადნობი
ღუმელი, ბერკეტი და მრავალბორბლიანი ბლოკი. განვითარებაა. ცვლილება, მარადიული მოძრაობა
ზემოთ, ვარსკვლავებისკენ, უკეთესი მომავლისკენ. ის, რომ სფეროთა შეკავშირების შემდეგ მაგია
აღმოვაჩინეთ, იმის საწინდარია, რომ ოდესმე ვარსკვლავებსაც მივაღწევთ. ჩამოხტი, ცირი.
იენიფერი მონოლითს მიუახლოვდა, ხორკლიან ზედაპირზე ხელი დაადო, მტვერი და ხმელი
ფოთლები ფრთხილად მოაცილა.

– ასე რომ, ისიც მართალია, ვინც მაგიას მეცნიერებად მიიჩნევს. დაიხსომე ეს, ცირი. ახლა კი ჩემთან
მოდი.

გოგონა დაემორჩილა. გრძნეულმა ხელი მოხვია.

– დაიხსომე, მაგია ქაოსიცაა, ხელოვნებაც, მეცნიერებაც. წყევლაც, წყალობაც და პროგრესიც. გააჩნია,

ვინ და რა მიზნით გამოიყენებს. ყოფნით კი ყველგანაა. საკმარისია, ხელი გაიწოდო. შემომხედე, მე
ხელს ვიწვდი.

ლოდი აცახცახდა. ცირიმ შორეული, ყრუ, მიწის სიღრმიდან ამომავალი გუგუნი გაიგონა. უეცარმა
ქარმა მანანის ბუჩქები მიწაზე დააწვინა. ერთბაშად ჩამობნელდა. ცა საოცარი სისწრაფით მქროლავმა
ღრუბლებმა დაფარა. გოგონას სახეზე წვიმის წვეთები დაეცა. ჰოროზონტი ელვათა კონამ გაანათა.
ცირიმ თვალები დახუჭა და უნებურად ჯადოქარს მიეკრა, მის თმას, იასამნისა და კუნელის სურნელს
რომ აკმევდა.

– მიწა, რომელზეც დავაბიჯებთ; ცეცხლი, რომელიც მუდამ გიზგიზებს მის წიაღში; წყალი, საიდანაც
იშვა და ურომლისოდაც შეუძლებელი იქნებოდა სიცოცხლე; ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ.
საკმარისია, ხელი გაიწოდო, რათა დაეუფლო მათ და დაიმორჩილო. მაგია ყველგანაა – ჰაერშიც,
წყალშიც, მიწაშიც, ცეცხლშიც, იმ კარების მიღმაც, რომლებიც სფეროთა შეკავშირებამ ჩაგვიკეტა და
იქიდან დროდადრო ხელს გვიწვდის. ეს უკვე იცი, არა? უკვე იგრძენი დაკეტილი კარების უკანიდან
გამოწვდილი ხელის შეხება და ეს გაშინებს. ეს ნებისმიერს შეაშინებს, რამეთუ ყოველ ჩვენგანში სუფევს
ქაოსიც და წესრიგიც, სიკეთეც და ბოროტებაც. მაგრამ მათი დაუფლება

მომცრო ქვაზე უზარმაზარი ლოდი ესვენა. ჯადოქარმა გეზი მისკენ აიღო.

შესაძლებელია. მთავარია, ისწავლო. და ისწავლი კიდეც, ცირი. ამიტომაც მოგიყვანე ამ ქვასთან,

უხსოვარი დროიდან რომ დგას ძალით მფეთქავი ძარღვების გასაყარზე. შეეხე.

ლოდი ცახცახებდა და მასთან ერთად ცახცახებდა ბორცვიც.

– მაგია ხელს გიწვდის, ცირი, მოულოდნელო შვილო, უფროსი სისხლის – ელფთა სისხლის ნაყოფო.
მოძრაობასა და ცვლილებებში, დაღუპვასა და აღორძინებაში ჩაწნულო უცნაურო გოგონავ, მავანთა
ბედისწერავ. დაკეტილი კარების უკანიდან მაგია ხელს გიწვდის, ბედისწერის მექანიზმში
ჩავარდნილო ქვიშის მარცვალო. შენკენ იწვდის კლანჭებს ქაოსი, რომელმაც ჯერ არ იცის, მის იარაღად
იქცევი თუ დაბრკოლებად. ქაოსი სიზმრად რომ გევლინება, სწორედ მისი ყოყმანის დასტურია. მას
შენი ეშინია, ბედისწერის შვილო, ამიტომაც სურს, თავად გეშინოდეს მისი.

ისევ იელვა. ცას ქუხილმა გადაუარა. სიცივისა და მღელვარებისგან ცირი მთელი სხეულით თრთოდა.

– ქაოსს არ შეუძლია თავისი ნამდვილი არსის ჩვენება, ამიტომ მომავალს გაჩვენებს. სურს, გეშინოდეს
მყოფადის, საკუთარი და საყვარელი ადამიანების მომავლის შიშმა შეგიპყროს და გმართოს. ამიტომაც
გიგზავნის სიზმრებს. ახლა მაჩვენებ, რა გესიზმრება და შიში აგიტანს, მერე კი ყველაფერს დაივიწყებ
და შიშს დაამარცხებ. ჩემს ვარსკვლავს უყურე, ცირი. თვალი არ მოაცილო.

***

გაიელვა. დაიგრუხუნა.

სისხლი. იენიფერი გახეთქილ ტუჩებს უხმოდ ამოძრავებს. სისხლი სდის. ჭენებისას აქა-იქ თეთრი
კლდეები კრთიან. ცხენი ჭიხვინებს. ნახტომი. უფსკრული. ყვირილი. ვარდნა, უსასრულო ვარდნა. ისევ
უფსკრული...

უფსკრულის სიღრმეში – კვამლი. ქვემოთ მიმავალი კიბე.

Va’esse deireadh aep eigean. რაღაც მთავრდება. რა?

მფეთქავი ძარღვების გასაყარზე. შეეხე.

Elaine blath, Feainnewedd, უფროსი სისხლის შთამომავალო? ყრუდ, საიდანღაც შორიდან ისმის
იენიფერის ხმა და წყალჩამომდინარ კედლებს ექოდ აწყდება.

– თქვი!

გამხდარ, დაძაბულ, წამებისგან ჩაშავებულ, სახეზე, აბურდული, ჭუჭყიანი შავი თმის მიღმა, იისფერი
თვალები ანთია. სიბნელე, ნესტი, შიში, ქვის კედლების ძრწოლის მომგვრელი სიცივე, მაჯებსა და
კოჭებზე – ლითონის სალტე.

უფსკრული. კვამლი. ქვემოთ მიმავალი კიბე. კიბე, რომელზეც უნდა ჩახვიდე, რადგან... რაღაც
მთავრდება. დგება Tedd Deireadh – ჟამი აღსასრულისა. ჟამი მგლის ქარბუქისა, ჟამი თეთრი სუსხისა და
თეთრი ნათლისა...

ლომის ბოკვერი უნდა მოკვდეს! უზენაესი სახელმწიფო ინტერესებისთვის!

წამოდი, ამბობს გერალტი. კიბეზე ჩავიდეთ. ასეა საჭირო. სხვა გზა არ არსებობს. კიბეღა დარჩა, ქვემოთ
მიმავალი.
ტუჩებს არ ამოძრავებს. გალურჯებია. სისხლი. ყველგან სისხლი... საფეხურებიც ერთიანად სისხლითაა
მოსვრილი... ოღონდ ფეხი არ დამისხლტეს... მხედვარი მხოლოდ ერთხელ წაიბორძიკებს. მახვილის
ელვარება. ყვირილი. სიკვდილი. ქვემოთ. ქვემოთ.

კვამლი. ცეცხლი. საშინელი ჭენება, ფლოქვების თქარუნი. გარშემო – ხანძარი. გამაგრდი, ცინტრელო
ბოკვერო.

შავი ცხენი ჭიხვინებს და ყალყზე დგება. გამაგრდი!

შავი ცხენი ადგილზე ტრიალებს. მტაცებელი ფრინველის ფრთებით შემკული მუზარადის ჭრილებში
შეუბრალებელი თვალები გიზგიზებს.

ფართოპირიანი ხმალი, ცეცხლს რომ ირეკლავს, წივილით ეცემა დაბლა. ვოლტი, ცირი! ფინტი!
პირუეტი, შეტევა! ვოლტი! ვოლტი! უფრო სწრაფად! სწრაფააად!

დარტყმისგან თვალთ უბნელდება, მუხლი ეკვეთება. ტკივილი წამით ადამბლავებს, აბრმავებს,

აყრუებს, მერე ხელახლა იფეთქებს საშინელი ძალით და საზარელი, ბასრი ეშვებით ლოყაში
ჩააფრინდება, გლეჯს და მსჭვალავს, კისერში, კეფაში, გულმკერდში, ფილტვებში ხმიანობს...

ცირი!

გოგონა ზურგითა და კეფით გრძნობდა ქვის ხორკლიან, უძრავ, უსიამოვნო სიცივეს. არ ახსოვდა,
მიწაზე როდის დაჯდა. იენიფერი მის გვერდით ჩამუხლულიყო და ნაზად, მაგრამ მტკიცედ უშლიდა
ლოყაში ჩაფრენილ ხელს. ლოყა მტკივნეულად ფეთქავდა.

***

– დედა... – ამოიკვნესა ცირიმ, – დედა... დედიკო... როგორ მტკივა...

ჯადოქარი ლოყაზე შეეხო. ხელი ყინულივით ცივი ჰქონდა. ტკივილი თვალის დახამხამებაში გაქრა.

– ისევ ის ვნახე... – გოგონამ თვალებზე ხელი აიფარა, – რასაც სიზმარში... შავი რაინდი... გერალტი...
და... შენ... შენც გნახე, ქალბატონო იენიფერ.

– ვიცი.

– ვნახე, როგორ...

– აღარასოდეს, აღარასოდეს ნახავ ამას. ასეთი რამ აღარასოდეს დაგესიზმრება. მე მოგცემ ძალას,
რომელიც ამ კოშმარს განდევნის. აქ იმისთვის მოგიყვანე, რომ ეს ძალა მეჩვენებინა, ხვალიდან კი
ნელ-ნელა მოგცემ მას.

***

დადგა მძიმე ჯაფის, გულმოდგინე სწავლის, ქანცის გამწყვეტი შრომის დრო. იენიფერი შეუპოვარი და
მომთხოვნი იყო, ზოგჯერ – მკაცრი, დროდადრო – სასტიკიც კი, მაგრამ თავის მომაბეზრებელი –
არასოდეს. ადრე, სატაძრო სკოლაში, ნენეკეს, იოლა პირველის, ჰროსვიტასა და სხვა მასწავლებლების
მონოტონურ ხმაზე, ცირის გამუდმებით თვლემა ერეოდა, იენიფერთან კი ასეთი რამ არასოდეს
მოსვლია. და არა მხოლოდ ჯადოქრის ტემბრის გამო. არც იმიტომ, რომ ქალს მოკლე და მკაფიო
ფრაზებით ლაპარაკი სჩვეოდა. მთავარი გაკვეთილების შინაარსი იყო. მაგიამ, ამ საინტერესო,
ამაღელვებელმა მეცნიერებამ, გოგონა ერთიანად შთანთქა.

დღის უმეტეს ნაწილს ცირი იენიფერთან ერთად ატარებდა, გვიან ღამით ბრუნდებოდა საწოლ ოთახში,
კუნძივით მიეგდებოდა ქვეშაგებზე და მაშინვე ეძინებოდა. მორჩილები ჩიოდნენ, რომ საშინლად
ხვრინავდა და მის გაღვიძებას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ.

ცირის ღრმად ეძინა.

უსიზმროდ.

***

– ო, ღმერთებო, – ამოიოხრა იენიფერმა, ყორნისფერი კულულები ორივე ხელით აიწეწა და უმწეოდ

ჩაქინდრა თავი, – ეს ხომ უადვილესი რამაა! ეს მოძრაობა თუ ვერ აითვისე, უფრო რთულებს რაღა
ვუყოთ?

ცირი ფრუტუნით შეტრიალდა, რაღაც ჩაიბუზღუნა და დაბუჟებული ხელი მოისრისა. ჯადოქარმა ისევ
ამოიოხრა:

– ერთხელ კიდევ დახედე გრავიურას, ნახე, როგორ უნდა გეჭიროს თითები, ყურადღება მიაქციე
საილუსტრაციო ისრებს და ხელების მდგომარეობას იმ ჟესტის დროს, რომელიც უნდა გამოსახო.

– უკვე ათასჯერ დავხედე! რუნების კითხვა ვიცი! Vort, caelme. Ys, veloe. შიგნიდან გარეთ – ნელა,
ზემოდან ქვემოთ – სწრაფად, ხელი... აი, ასე!

– და ნეკი?

– ნეკს ასე ვერ დავიკავებ, თუ არათითიც არ მოვხარე.

– აბა, მოიტა ხელი.

– ვაი!

– ჩუმად, თორემ ნენეკეს ეგონება, ცოცხლად გაგატყავე ან მდუღარე ზეთში ჩაგაგდე და ისევ
მოვარდება. თითები, აი, ასე გეკავოს. ახლა კი ჟესტი გამოსახე. მაჯა, მაჯა შეატრიალე. კარგია. ახლა
მტევანი შეარხიე, თითები მოადუნე. და გაიმეორე. არა, არა! იცი, ახლა რა გააკეთე? ასე ნამდვილი
შელოცვა რომ მესროლა, მთელი თვე მომიწევდა არტაშნით გაკრული ხელის ლოლიაობა. რა გჭირს,
ხელები ნათხოვარი გაქვს?!

– არა, ხმლის ხმარებასაა მიჩვეული, ესაა და ეს!

– სისულელეა. გერალტი მთელი სიცოცხლე ხმალს იქნევს, მაგრამ ძალიან მოქნილი და... ჰმ... ნაზი
თითები აქვს. მიდი, ჭუჭულო, კიდევ ერთხელ სცადე. აი, ხომ ხედავ! მოინდომე თუ არა... აბა,
ერთხელაც. კარგია. მტევანი შეარხიე. კიდევ. კარგია. დაიღალე?

– ცოტა...

– მოდი, ხელს დაგიზელ. ჩემს მოცემულ მალამოს რატომ არ ისვამ? თათები ჩვამასავით ხორკლიანი
გაქვს... ეს რაღაა? ბეჭდის ნაკვალევი, ხომ? ვცდები თუ სამკაულების ტარება მართლა აგიკრძალე?

– ჰო, მაგრამ ეს მირას მოვუგე ბზრიალაში! და სულ ნახევარი დღე მეკეთა...

– მთელი ნახევარი დღე! ძალიან გთხოვ, მეტად ნუღარ გაიკეთებ.

– არ მესმის, რატომ...

– არც არის საჭირო, – მოუჭრა ჯადოქარმა, – უმორჩილესად გთხოვ, არავითარი სამკაული არ დამანახო.
თუ გინდა, თმაში ყვავილი

გაიკეთე, გვირგვინი დაწანი, მაგრამ არავითარი ლითონი, არავითარი ქვა, არავითარი კრისტალი. ეს
ძალიან მნიშვნელოვანია, ცირი! დრო მოვა და მიზეზსაც აგიხსნი, მანამდე კი უბრალოდ დამიჯერე და
შემისრულე ეს თხოვნა.

– კი მაგრამ, შენ ხომ ვარსკვლავიც გიკეთია, ბეჭედიც და საყურეც! ჩემთვის რატომ არ შეიძლება?
იმიტომ, რომ... ქალიშვილი ვარ?

– ჭუჭულო, – იენიფერმა ღიმილით გადაუსვა თავზე ხელი, – რას აიკვიატე ეს ქალიშვილობა? ხომ
გითხარი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს-მეთქი. ა-რა-ვი-თა-რი. ხვალ თავი დაიბანე, ვგონებ,
დროა.

– ქალბატონო იენიფერ...

– გისმენ.

– შეიძლება... ხომ შევთანხმდით, რომ გულახდილები ვიქნებოდით... ხომ დამპირდი... შეიძლება,

რაღაც გკითხო?

– შეიძლება, ოღონდ, ღმერთებს გაფიცებ, ქალიშვილობაზე არა.

ცირიმ ტუჩი მოიკვნიტა და დადუმდა.

– ჰოო... – ამოიოხრა იენიფერმა, – რა გიყო. მკითხე.

– როგორ გითხრა... – ცირი აილეწა და ტუჩები მოიკვნიტა, – საწოლ ოთახში გოგონები გამუდმებით
ჭორაობენ და ათას რამეს ჰყვებიან.... ბელეტეინის დღესასწაულსა და ასეთებზე... მე კი ლაწირაკს და
ღლაპს მეძახიან, უკვე დროაო, მეუბნებიან... ქალბატონო იენიფერ, მართლა ასეა? როგორ გავიგო, დროა
თუ არა...

– კაცთან დაწვე?

ცირი ყურებამდე გაწითლდა. დიდხანს დუმდა, მერე შეხედა და თავი დაუქნია.

მოვა და მიზეზსაც აგიხსნი, მანამდე კი უბრალოდ დამიჯერე და შემისრულე ეს თხოვნა.

– სულ ადვილად, – უბრალოდ უთხრა იენიფერმა, – რაკი ამაზე ფიქრი დაიწყე, ესე იგი დროა.

– კი, მაგრამ ეს სულაც არ მინდა!

– ჰოდა, სულაც არ არის აუცილებელი. არ გინდა და ნუ დაწვები.

– აჰა... – ცირიმ ისევ მოიკვნიტა ტუჩი, – და როგორ გავიგო, რომ ეს... მოკლედ... კაცი სწორედ ის არის,
რომელთანაც...

– დაწოლა შეიძლება?

– აჰა.

– თუ, პრინციპში, არჩევანი გაქვს, – ჯადოქარმა ცალყბად ჩაიცინა, – გამოცდილებით კი ვერ დაიკვეხნი,
უპირველეს ყოვლისა, კაცი კი არა, საწოლი უნდა შეაფასო.

ცირის ზურმუხტისფერი თვალები თეფშისოდენა გაუხდა.

– როგორ თუ... საწოლი?

– აი, ასე. ის, ვისაც საწოლი საერთოდ არ გააჩნია, მაშინვე უნდა მოიშორო თავიდან, დარჩენილთაგან
გამორიცხო ჭუჭყიანი საწოლის პატრონები და როცა მხოლოდ ისინი დარჩებიან, ვისაც სუფთა საწოლი
აქვს, ამოარჩევ იმას, ვისკენაც ყველაზე მეტად მიგიწევს გული. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მეთოდი
ასპროცენტიან გარანტიას არ იძლევა, შეიძლება, ჯოჯოხეთურად შეცდე.

– ხუმრობ?

– არა, არ ვხუმრობ. ცირი, ხვალიდან აქ, ჩემთან ერთად დაიძინებ. წამოიღე შენი ნივთები. მორჩილთა
განსასვენებელში, როგორც ჩანს, ლაყბობაში ხარჯავენ ძილისა და დასვენებისთვის განკუთვნილ

ხელების ძირითადი პოზიციების, მოძრაობებისა და ჟესტების შემდეგ ცირიმ შელოცვებისა და მაგიური

ფორმულების შესწავლა დაიწყო და საქმეც უფრო სწრაფად წავიდა წინ. გოგონამ კარგად იცოდა
უფროსი ენა და ამ ენაზე დაწერილ ფორმულებს თვალის დახამხამებაში იმახსოვრებდა. არც იმ
რთული ინტონაციის გამოყენება უჭირდა, ზოგჯერ ამ ფორმულების წარმოთქმა რომ მოითხოვდა.

იენიფერი კმაყოფილი იყო, დღითი დღე უფრო და უფრო ალერსიანი და გულისხმიერი ხდებოდა.
მეცადინეობისას უფრო და უფრო ხშირად ისვენებდნენ და ამ დროს ათას რამეზე ლაყბობდნენ,
ხუმრობდნენ, თბილად დასცინოდნენ ნენეკეს, რომელიც წამდაუწუმ შემოირბენდა ხოლმე
გაკვეთილებსა და ვარჯიშებზე და, კრუხივით გაფოფრილი და აქოჩრილი, მზად იყო, ფრთის ქვეშ
შეეფარებინა ცირი, დაეცვა და გადაერჩინა გრძნეულის სიმკაცრისგან, რომელიც მისივე წარმოსახვის
ნაყოფი იყო, და სწავლის თანმხლები „არაადამიანური წამებისაგან“.

ცირიმ იენიფერის ბრძანება შეასრულა და მის ოთახში გადაბარგდა. ახლა ისინი ღამღამობითაც
მეცადინეობდნენ – ზოგიერთი ჟესტის, ფორმულისა და შელოცვის გამოყენება დღის სინათლეზე არ
შეიძლებოდა.

გოგონას წარმატებით კმაყოფილმა ჯადოქარმა მოსწავლეს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ამიერიდან

მათ უფრო მეტი თავისუფალი დრო ჰქონდათ და საღამოებს კითხვაში ატარებდნენ. ცირიმ გადაიკითხა
სტამელფორდის „დიალოგები მაგიის ბუნების შესახებ“, ჯამბატისტას „სტიქიის იმპერიები“,
რიხტერისა და მონკის „ბუნების მაგია“, თვალი გადაავლო – თავიდან ბოლომდე წასაკითხად ძალა არ
ეყო – იან ბეკერის „უხილავ სამყაროს“, აგნეს გლანვილელის „საიდუმლოთა საიდუმლოს“,
გადაათვალიერა ძველისძველი, გაყვითლებული Codex Mirthe, Ard Aercane და სახელგანთქმულ, საშიშ,
ძრწოლის მომგვრელი გრავიურებით სავსე Dhu Dwimme more-შიც კი ჩაიხედა.

ხელი მოჰკიდა სხვა ნაშრომებსაც, რომლებსაც მაგიასთან კავშირი არ ჰქონდა – „სამყაროს ისტორიას“
და „ტრაქტატს სიცოცხლის შესახებ“. ტაძრის ბიბლიოთეკიდან წამოღებული უფრო მსუბუქი წიგნებიც
გადაფურცლა. ლოყებშეფაკლულმა გადაყლაპა მარკიზ ლა კრეაჰმის „ლაღობანი“ და ანა ტილერის
„მეფის ქალბატონები“. წაიკითხა სახელგანთქმულ ბარდ ბაბუაწვერას პოეტური კრებულები –
„სიყვარულის ვაებანი“ და „მთვარის საათი“, ცრემლი დააფრქვია ესი დავენის ნაზ, იდუმალების
საბურველში გახვეულ ბალადებს, თავმოყრილს მომცრო, ნატიფყდიან წიგნში, „ცისფერი მარგალიტი“
რომ ერქვა.

ხშირად სარგებლობდა მინიჭებული უფლებით და კითხვებს სვამდა. და პასუხებსაც იღებდა. თუმცა

თავადაც უფრო და უფრო ხშირად

უწევდა პასუხის გაცემა. პირველ ხანებში იენიფერს თითქოს სულაც არ აინტერესებდა მისი
ბედ-იღბალი – არც ცინტრაში გატარებული ბავშვობა, არც მომდევნო, ომიანობის წლების მოვლენები,
მაგრამ თანდათან კითხვები უფრო და უფრო მკაფიო გახდა. ცირი იძულებული იყო, ეპასუხა, თუმცა
ამას ძალზე უხალისოდ აკეთებდა, რადგან ჯადოქრის ყოველი კითხვა მეხსიერების იმ კარის გაღებას
აიძულებდა, რომელსაც, ნება რომ მიეცათ, სამარადისოდ ჩარაზავდა. მიაჩნდა, რომ სოდენში
გერალტთან შეხვედრის შემდეგ „ახალი ცხოვრება“ დაიწყო და ყველაფერი, რაც ცინტრაში თავს
გადახდა, უკან დარჩა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა.

კერ მორენელი მხედვარები არასოდეს არაფერს ეკითხებოდნენ, ტაძარში მისვლამდე კი გერალტმა

მოსთხოვა კიდეც, სიტყვაც არ დასცდენოდა თავისი ვინაობის შესახებ. ნენეკემ, რომელმაც, რაღა თქმა
უნდა, ყველაფერი იცოდა, მცდელობა არ დაიშურა, რათა სხვა ქურუმებსა და მორჩილებს ცირი
რაინდისა და ქმეთი ქალის უკანონო შვილი ჰგონებოდათ, რომლისთვისაც არც მამის ციხე-დარბაზში
მოიძებნა ადგილი და არც დედის ქოხში. მელიტელეს ტაძრის მორჩილთა ნახევარი სწორედ ასეთი იყო.

იენიფერმაც იცოდა საიდუმლო. ის ერთი მათგანი გახლდათ, ვისი ნდობაც შეიძლებოდა. იენიფერი
ცინტრის შესახებ ეკითხებოდა.

– ქალაქიდან როგორ გამოაღწიე, ცირი? როგორ დაუძვერი ხელიდან ნილფგაარდელებს?

ეს ცირის არ ახსოვდა. მისი ნაწყვეტ-ნაწყვეტი მოგონებები წყვდიადსა და კვამლში იკარგებოდა.

ახსოვდა ალყა, ბებიასთან, დედოფალ კალანტესთან გამოთხოვება, ახსოვდა ბარონები და რაინდები,
ძალით რომ აგლეჯდნენ სარეცელს, რომელზეც დაჭრილი, მომაკვდავი ცინტრელი ძუ ლომი იწვა.
ახსოვდა ალმოდებულ ქუჩებში თავბრუდამხვევი ჭენება, სისხლისმღვრელი ბრძოლა და ცხენიდან
ჩამოვარდნა. ახსოვდა შავი მხედარი მტაცებელი ფრინველის ფრთებით შემკული მუზარადით.

მეტი არაფერი.

– არ მახსოვს. მართლა არ მახსოვს, ქალბატონო იენიფერ.

იენიფერი ძალას არ ატანდა, სხვა კითხვებს უსვამდა. ამას ძალზე ფაქიზად და ტაქტიანად აკეთებდა და
ცირიც უფრო და უფრო ადვილად უშლიდა გულს. ბოლოს თვითონაც ალაპარაკდა. კითხვებს არ
ელოდა, ჰყვებოდა ცინტრასა და სკელიგეს კუნძულებზე გატარებულ ბავშვობაზე; იმაზე, როგორ
შეიტყო მოულოდნელობის უფლების შესახებ და იმაზეც, რომ ბედისწერამ ის გერალტ რივიელს,
თმათეთრ მხედვარს მიაკუთვნა. ჰყვებოდა ომზე, მდინარისპირეთის ტყეებში ხეტიალზე, სოფლად
ცხოვრებაზე, იმაზე, როგორ მიაგნო გერალტმა და კერ მორენში, მხედვართა სავანეში წაიყვანა, სადაც
მისი ხანმოკლე ცხოვრების ახალი საფეხური დაიწყო.

ბავშვობა, არც მომდევნო, ომიანობის წლების მოვლენები, მაგრამ თანდათან კითხვები უფრო და უფრო
მკაფიო გახდა. ცირი იძულებული იყო, ეპასუხა, თუმცა ამას ძალზე უხალისოდ აკეთებდა, რადგან
ჯადოქრის ყოველი კითხვა მეხსიერების იმ კარის გაღებას აიძულებდა, რომელსაც, ნება რომ მიეცათ,
სამარადისოდ ჩარაზავდა. მიაჩნდა, რომ სოდენში გერალტთან შეხვედრის შემდეგ „ახალი ცხოვრება“
დაიწყო და ყველაფერი, რაც ცინტრაში თავს გადახდა, უკან დარჩა, ერთხელ და სამუდამოდ
დასრულდა.

კერ მორენელი მხედვარები არასოდეს არაფერს ეკითხებოდნენ, ტაძარში მისვლამდე კი გერალტმა

მოსთხოვა კიდეც, სიტყვაც არ დასცდენოდა თავისი ვინაობის შესახებ. ნენეკემ, რომელმაც, რაღა თქმა
უნდა, ყველაფერი იცოდა, მცდელობა არ დაიშურა, რათა სხვა ქურუმებსა და მორჩილებს ცირი
რაინდისა და ქმეთი ქალის უკანონო შვილი ჰგონებოდათ, რომლისთვისაც არც მამის ციხე-დარბაზში
მოიძებნა ადგილი და არც დედის ქოხში. მელიტელეს ტაძრის მორჩილთა ნახევარი სწორედ ასეთი იყო.

იენიფერმაც იცოდა საიდუმლო. ის ერთი მათგანი გახლდათ, ვისი ნდობაც შეიძლებოდა. იენიფერი
ცინტრის შესახებ ეკითხებოდა.

– ქალაქიდან როგორ გამოაღწიე, ცირი? როგორ დაუძვერი ხელიდან ნილფგაარდელებს?

ეს ცირის არ ახსოვდა. მისი ნაწყვეტ-ნაწყვეტი მოგონებები წყვდიადსა და კვამლში იკარგებოდა.

ახსოვდა ალყა, ბებიასთან, დედოფალ კალანტესთან გამოთხოვება, ახსოვდა ბარონები და რაინდები,
ძალით რომ აგლეჯდნენ სარეცელს, რომელზეც დაჭრილი, მომაკვდავი ცინტრელი ძუ ლომი იწვა.
ახსოვდა ალმოდებულ ქუჩებში თავბრუდამხვევი ჭენება, სისხლისმღვრელი ბრძოლა და ცხენიდან
ჩამოვარდნა. ახსოვდა შავი მხედარი მტაცებელი ფრინველის ფრთებით შემკული მუზარადით.

მეტი არაფერი.

– არ მახსოვს. მართლა არ მახსოვს, ქალბატონო იენიფერ.

იენიფერი ძალას არ ატანდა, სხვა კითხვებს უსვამდა. ამას ძალზე ფაქიზად და ტაქტიანად აკეთებდა და
ცირიც უფრო და უფრო ადვილად უშლიდა გულს. ბოლოს თვითონაც ალაპარაკდა. კითხვებს არ
ელოდა, ჰყვებოდა ცინტრასა და სკელიგეს კუნძულებზე გატარებულ ბავშვობაზე; იმაზე, როგორ
შეიტყო მოულოდნელობის უფლების შესახებ და იმაზეც, რომ ბედისწერამ ის გერალტ რივიელს,
თმათეთრ მხედვარს მიაკუთვნა. ჰყვებოდა ომზე, მდინარისპირეთის ტყეებში ხეტიალზე, სოფლად
ცხოვრებაზე, იმაზე, როგორ მიაგნო გერალტმა და კერ მორენში, მხედვართა სავანეში წაიყვანა, სადაც
მისი ხანმოკლე ცხოვრების ახალი საფეხური დაიწყო.

ერთ საღამოსაც თავისი ნებით, ყოველგვარი თხოვნის გარეშე, თამამად და მხიარულად მოუყვა
ჯადოქარს გვარიანად შელამაზებულ ამბავს იმის შესახებ, როგორ შეხვდა პირველად გერალტს
ბროკილონის ტყეში, დრიადებთან, რომლებმაც მოიტაცეს და უნდოდათ, თავისიანად ექციათ.

– ჰო, – თქვა იენიფერმა, როცა გოგონამ თხრობა დაასრულა, – რას არ გავიღებდი, იქ რომ ვყოფილიყავი.
წარმომიდგენია, რა სახე ექნებოდა გერალტს, როცა დაინახა, როგორი მოულოდნელობა მოუმზადა
ბედისწერამ.
ცირიმ გადაიხარხარა და ზურმუხტისფერ თვალებში ეშმაკური ნაპერწკალი აუკიაფდა.

– ჰო, სახე ჰქონდა, ნუღარ იკითხავ. გინდა, გაჩვენო? შემომხედე.

იენიფერს სიცილი აუვარდა.

***

„ამ სიცილმა“, გაიფიქრა ცირიმ და თვალი გააყოლა შავი ფრინველების ვეება გუნდს, რომელსაც
აღმოსავლეთისკენ აეღო გეზი, „სწორედ ამ სიცილმა დაგვაახლოვა. მივხვდით, რომ შეგვეძლო, ერთად
გვეცინა და მასზე... გერალტზე გვესაუბრა. ერთბაშად დავახლოვდით, თუმცაღა მშვენივრად ვიცი, რომ
გერალტი გვაკავშირებს ერთმანეთთან და იმავდროულად გვაშორებს კიდეც ერთმანეთს. და რომ
მუდამ ასე იქნება.

ამ სიცილმა დაგვაახლოვა.

და იმანაც, რაც ორი დღის შემდეგ მოხდა ტყეში, ბორცვზე, როცა მასწავლიდა, როგორ მეპოვა...“

***

– არ მესმის, რისთვის უნდა ვეძებო ეს... ისევ დამავიწყდა, რა ჰქვიათ...

– ინტერსექციები, – უკარნახა იენიფერმა და ბუჩქნარში გაძრომისას აკრული ბირკავას ნაყოფი

სახელოდან მოიცილა, – გასწავლი, როგორ მიაგნო. ეს ის ადგილებია, საიდანაც ძალის ამოსრუტვა
შეიძლება.

– ჰო, მაგრამ მე ხომ უკვე ვიცი ძალის შესრუტვა, თანაც შენ თვითონ არ მითხარი, ძალა ყველგან არისო?
აბა, რას დავძვრებით ამ ბუჩქებში? ტაძარში ხომ უამრავი ენერგიაა!

– მართალია, საკმაოდ ბევრია. ამიტომაც ააშენეს ტაძარი იმ ადგილას და ამიტომაც გეჩვენება ენერგიის
შესრუტვა ასეთი იოლი.

– ფეხები ამტკივდა. ცოტა ხნით ჩამოვსხდეთ, რა.

– კარგი, ჭუჭულო.

– ქალბატონო იენიფერ...

– დიახ?

– რატომ არის, რომ ძალას ყოველთვის წყლის ძარღვებიდან ვისრუტავთ? მაგიური ენერგია ხომ
ყველგანაა – მიწაშიც, ჰაერშიც, ცეცხლშიც... ხომ ასეა?

– ასეა.

– მიწა კი... მიწაც ყველგანაა. ჰაერიც. ხოლო თუ ცეცხლი დაგვჭირდა, საკმარისია, კოცონი გავაჩაღოთ
და...

– ჯერ მეტისმეტად სუსტი ხარ საიმისოდ, რომ მიწიდან შეიწოვო ძალა, მეტისმეტად ცოტა რამ იცი,
რათა ჰაერიდან მოიპოვო, ცეცხლთან თამაშს კი მკაცრად გიკრძალავ! ხომ გითხარი, ცეცხლის ენერგიას
არც კი შეეხო-მეთქი!

– ნუ მიყვირი, მახსოვს.

მდუმარედ ისხდნენ გამხმარ, წაქცეულ ხეზე და უსმენდნენ, როგორ აშრიალებდა ქარი ფოთლებს,
როგორ აკაკუნებდა სადღაც კოდალა. ცირის ისე მოშივდა, ნერწყვი გაუსქელდა, მაგრამ იცოდა, რომ
ჩივილი ამაო იყო. თავდაპირველად იენიფერი წუწუნზე იმით პასუხობდა, რომ მშრალ ლექციას
უკითხავდა პრიმიტიული ინსტინქტების მოთოკვის ხელოვნებაზე, მერე და მერე კი პასუხად
უბრალოდ დუმდა. პროტესტს ისევე არ ჰქონდა აზრი, როგორც „ჭუჭულის“ გამო გაბრაზებას – შედეგი
ორივე შემთხვევაში ერთნაირი იყო: არავითარი.

ჯადოქარმა სახელოდან უკანასკნელი ბირკავა აიგლიჯა.

„ახლა რაღაცას მკითხავს“, გაიფიქრა ცირიმ, „მესმის, როგორ ფიქრობს. ისევ მკითხავს რაღაც ისეთს,
რაც არ მახსოვს ან რისი გახსენებაც არ მინდა. მკითხოს რა! არ ვუპასუხებ. ეს ყველაფერი წარსულში
დარჩა, წარსულს კი ვეღარ დაიბრუნებ. აკი ოდესღაც თვითონვე თქვა ასე...“

– მშობლებზე მიამბე, ცირი.

– არ მახსოვს ისინი, ქალბატონო იენიფერ.

– მაშ, გაიხსენე, გეთაყვა.

ცირი დაემორჩილა.

– მამა მართლა არ მახსოვს, – თქვა ჩუმად, – უფრო სწორად... თითქმის არ მახსოვს... დედა... დედა – კი.
გრძელი თმა ჰქონდა, აი, აქამდე... და ყოველთვის სევდიანი იყო... მახსოვს, რომ... არა, არაფერიც არ
მახსოვს...

– ძალიან გთხოვ, გაიხსენე.

– არ მახსოვს-მეთქი!

– ჩემს ვარსკვლავს შეხედე.

თავისიანად ექციათ.

...თოლიები ჩხავილით დაფრინავდნენ მეთევზეთა ნავებს შორის და წყალში გადაყრილ ლიფსიტებს

იჭერდნენ. ქარი ოდნავ არხევდა დრაკარების იალქნებს. ნავმისადგომზე ნისლქვეშ მოდრეკილი კვამლი
გაწოლილიყო. ნავსადგურში ცინტრის ტრირემები შემოდიოდა. ყვითელი ლომები ცისფერ ბაირაღებზე
ელავდა. ძია კრახმა, გვერდით რომ ედგა და დათვივით ვეება თათი მისთვის მხარზე ჩამოედო,
ერთბაშად ცალ მუხლზე დაიჩოქა. მწკრივად მდგარმა ჯარისკაცებმა რიტმულად დაიწყეს ფარებზე
ხმლების ცემა.

ფიცარნაგზე დედოფალი კალანტე მოაბიჯებდა. ბებიამისი. ქალი, რომელსაც სკელიგეს კუნძულებზე

Ard Rhena-დ – უზენაეს დედოფლად იხსენიებდნენ. მაგრამ ძია კრახ ან კრაიტი, სკელიგეს იარლი,
მუხლმოყრილი და თავმოდრეკილი, ცინტრელ ძუ ლომს ნაკლებოფიციალური, თუმცა, კუნძულელთა
აზრით, უფრო საპატიო ტიტულით მიესალმა:
– დღეგრძელი იყავი, მოდრონ.

კალანტეს მისთვის არც კი შეუხედავს,

– თავადის ასულო, – ცივად და მედიდურად წარმოთქვა მან, – მოდი აქ. მოდი ჩემთან, ცირი.

ბებიას კაცივით ძლიერი და მტკიცე ხელი ჰქონდა, ყინულივით ცივი ბეჭდებით შემკული.

– ეისტი სად არის?

– მეფე... – კრახი დაიბნა, – ზღვაშია, მოდრონ. გუშინდელს აქეთ ნამსხვრევებს და... გვამებს ეძებს.

– როგორ მიეცი ნება?! – დაუყვირა დედოფალმა, – ნება როგორ მიეცი, კრახ? შენ სკელიგეს იარლი ხარ,
შენი ნებართვის გარეშე ზღვაში ერთი დრაკარიც ვერ გავა. ნება როგორ მიეცი-მეთქი?

ბიძამ კიდევ უფრო დახარა წითური თავი.

– ცხენები! – ესროლა კალანტემ, – ციხე-დარბაზში მივდივართ. ხვალ დილით კი შინ ვბრუნდები.

თავადის ასული ცინტრაში მიმყავს. არასოდეს მივცემ აქ დაბრუნების ნებას. შენ კი... შენ კი ჩემი დიდი
ვალი გადევს, კრახ. ოდესმე მოგთხოვ.

– ვიცი, მოდრონ.

– მე თუ ვერა, ეს შეგახსენებს, – კალანტემ ცირის გახედა, – და გადაუხდი.

კრახ ან კრაიტი წამოდგა, წელში გაიმართა, გარუჯული ნაკვთები გაუმკაცრდა. სადა ქარქაშიდან
სწრაფად იძრო ფოლადის სწორპირა ხმალი და მსხვილი თეთრი ნაიარევებით დაფარული მარცხენა
მკლავი გაიშიშვლა.

– არ არის საჭირო ეს თეატრალური ჟესტები, – ჩაიფრუტუნა კალანტემ, – სისხლი გამოიზოგე.

ოდესმე-მეთქი. არ დაივიწყო.

– Aen me Glaeddyv, zvaere a’Bloedgeas, Ard Rhena, Lions aep Xin’trea! – კრახ ან კრაიტმა, სკელიგეს
კუნძულების განმგებელმა, ხმალი ასწია და შეარხია. ჯარისკაცებმა შეჰყვირეს და იარაღი ისევ დასცხეს
ფარებს.

– ფიცი მივიღე. ციხე-დარბაზამდე მიმაცილე, იარლო.

ცირის ახსოვდა მეფე ეისტის დაბრუნება. მისი ქვად ქცეული, გაფითრებული სახე და დედოფლის
დუმილი. ახსოვდა საზარელი, პირქუში ნადიმი, რომელზეც ველური, წვეროსანი სკელიგეელი ზღვის
მგლები მტანჯველ სიჩუმეში ნელა თვრებოდნენ. ახსოვდა ჩურჩული. Geas Muire... Geas Muire!

ახსოვდა იატაკზე დაღვრილი მუქი ლუდის მდინარეები, სასოწარკვეთილი, უმწეო, უაზრო

მრისხანებით დარბაზის ქვის კედლებს შეხეთქებული სასმისები. Geas Muire! პავეტა!

პავეტა, ცინტრის პრინცესა, და მისი ქმარი, თავადი დანი. ცირის მშობლები. დაიკარგნენ. დაიღუპნენ.
მათ Geas Muire-მ, ზღვის წყევლამ მოუღო ბოლო. ქარიშხალმა შთანთქა. ქარიშხალმა, რომელსაც არავინ
ელოდა. ქარიშხალმა, რომელიც არ უნდა ამოვარდნილიყო...
***

ცირი მიტრიალდა, რომ იენიფერს მისი ცრემლიანი თვალები არ დაენახა. „რა საჭიროა ეს ყველაფერი“,
გაიფიქრა, „ეს კითხვები, ეს მოგონებები? აღარავინ მყავს – აღარც მამა, აღარც დედა, აღარც ბებია, ქალი,
რომელსაც Ard Rhena-ს და ცინტრელ ძუ ლომს ეძახოდნენ. ალბათ ძია კრახ ან კრაიტიც დაიღუპა.
აღარავინ მყავს და მეც სულ სხვა ვარ. წარსულს ვერ დაიბრუნებ“.

ჯადოქარი ჩაფიქრებული დუმდა.

– სიზმრებიც მაშინ დაიწყო? – ჰკითხა უცებ.

– არა, – ცირი ჩაფიქრდა, – არა, უფრო გვიან.

– როდის?

გოგონამ შუბლი შეიჭმუხნა.

– ზაფხულში... ომამდე ერთი წლით ადრე.

– ბროკილონში გერალტთან შეხვედრის შემდეგ?

ცირიმ თავი დაუქნია. „მეტ კითხვაზე აღარ ვუპასუხებ“, გადაწყვიტა.

მაგრამ იენიფერს აღარაფერი უკითხავს. წამოდგა, მზეს გახედა.

– კარგი, გვეყოფა ნებივრობა, ჭუჭულო. დრო გადის. გავაგრძელოთ ძებნა. ხელი თავისუფლად გასწიე
წინ. თითებს ნუ დაჭიმავ. წადი.

– საით?

– სულერთია.

მოგონებები? აღარავინ მყავს – აღარც მამა, აღარც დედა, აღარც ბებია, ქალი, რომელსაც Ard Rhena-ს და
ცინტრელ ძუ ლომს ეძახოდნენ. ალბათ ძია კრახ ან კრაიტიც დაიღუპა. აღარავინ მყავს და მეც სულ სხვა
ვარ. წარსულს ვერ დაიბრუნებ“.

ჯადოქარი ჩაფიქრებული დუმდა.

– სიზმრებიც მაშინ დაიწყო? – ჰკითხა უცებ.

– არა, – ცირი ჩაფიქრდა, – არა, უფრო გვიან.

– როდის?

გოგონამ შუბლი შეიჭმუხნა.

– ზაფხულში... ომამდე ერთი წლით ადრე.

– ბროკილონში გერალტთან შეხვედრის შემდეგ?

ცირიმ თავი დაუქნია. „მეტ კითხვაზე აღარ ვუპასუხებ“, გადაწყვიტა.

მაგრამ იენიფერს აღარაფერი უკითხავს. წამოდგა, მზეს გახედა.

– კარგი, გვეყოფა ნებივრობა, ჭუჭულო. დრო გადის. გავაგრძელოთ ძებნა. ხელი თავისუფლად გასწიე
წინ. თითებს ნუ დაჭიმავ. წადი.

– საით?

– სულერთია.

– ძარღვი ყველგანაა?

– თითქმის. თანდათან ისწავლი მათ ამოცნობას, პოვნას, ადგილსამყოფელის მიგნებას. მათზე გამხმარი
ხეები და ჯუჯა მცენარეები მიგანიშნებს. ასეთ ადგილებს ყველა ცხოველი ერიდება, გარდა კატებისა.

– კატებისა?

– კატებს უყვართ ინტერსექციებში ძილი და დასვენება. მაგიურ არსებებზე ათასგვარ მითქმა-მოთქმას

გაიგონებ. სინამდვილეში, დრაკონს თუ არ ჩავთვლით, კატა ერთადერთი ცხოველია, რომელსაც ძალის
შესრუტვა შეუძლია. თუმცა კაცმა არ იცის, რაში სჭირდება ეს ძალა და როგორ იყენებს... რა მოგივიდა?

– აი, იქ... მგონი, რაღაც არის! აი, იმ ხის უკან!

– ნუ იგონებ, ცირი, ინტერსექციას ვერ იგრძნობ, თუ მასზე არ დგახარ... ჰმ... საინტერესოა. შეიძლება
ითქვას, დაუჯერებელიც კი. მართლა გრძნობ?

– კი!

– მაშ, წავიდეთ. საინტერესოა, საინტერესო... აბა, მიჩვენე, სადაა.

– აი, აქ! ზუსტად ამ ადგილას!

– ბრავო! განსაცვიფრებელია. გრძნობ, არათითი როგორ გეკრუნჩხება? დაიხსომე, ეს სიგნალია.

– შეიძლება შესრუტვა?

– მოიცა, შევამოწმებ.

– ქალბატონო იენიფერ, ძალა თუ შევისრუტე, იქ, ქვემოთ მყოფებს ხომ დააკლდებათ? დედა ნენეკემ
გვითხრა, რომ ისე, უბრალოდ, ახირების გამო, არაფრის მითვისება არ შეიძლება. ალუბალიც კი უნდა
დავტოვოთ ხეზე ჩიტებისთვის, ჯობს, თავად ჩამოცვივდეს, როცა დრო მოუვა.

იენიფერი მოეხვია და საფეთქელზე ჩამოშლილ თმაზე ნაზად აკოცა.

– ნეტავი სხვებსაც გააგონათ ეს სიტყვები. ვილგეფორცს, ფრანცესკას, ტერანოვას... მათ, ვისაც ჰგონიათ,
რომ ძალაზე განსაკუთრებული უფლება აქვთ და შეუძლიათ, შეუზღუდავად გამოიყენონ. ნეტავი
გააგონათ, რას ამბობს პატარა ჭუჭული მელიტელეს ტაძრიდან! ნუ გეშინია, ცირი. კარგია, ამაზე რომ
ფიქრობ, მაგრამ მერწმუნე, ბუნებაში ძალა საკმაოზე მეტია. ამით ვერაფერს ავნებ. ეს ბაღში
ერთადერთი ალუბლის მოწყვეტის ტოლფასია.

– უკვე შეიძლება შესრუტვა?

– მოიცა. ოჰო, ჯოჯოხეთურად ძლიერი ბუდეა! რა მძლავრად ფეთქავს! ფრთხილად, ჭუჭულო, ძალიან
ფრთხილად, ძალიან ნელა.

– არ მეშინია! ოპა! მე კუდიანი ვარ! ჰაჰა! ვგრძნობ, ვგრძნობ! ოოო... ქალბატონო იე... ნიიი... ფეეერ...

– ჯანდაბა! ხომ გაგაფრთხილე! ასწიე თავი. ასწიე-მეთქი! აჰა, მიიდე ცხვირზე, თორემ სისხლი
დაგახრჩობს. წყნარად, წყნარად, პატარავ, ოღონდ გონება არ დაკარგო. აქ ვარ, შენ გვერდით... შვილო.
დაიჭირე ცხვირსახოცი, ყინულს გავაჩენ...

***

ორი წვეთი სისხლის გამო ისეთი ამბავი ატყდა, მტრისას. იენიფერი და ნენეკე მთელი კვირა ხმას არ
სცემდნენ ერთმანეთს. გრძნეულმა შესვენება გამოაცხადა და ცირიც, უსაქმურობისგან მოწყენილი,
მთელი კვირა კითხვით იქცევდა თავს. იენიფერს ხანდახან მთელი დღე ვერ ხედავდა – ჯადოქარი
დილაადრიან მიდიოდა სადღაც და შებინდებულზე ბრუნდებოდა, გოგონას უცნაურად უყურებდა და
უჩვეულოდ სიტყვაძუნწობდა.

ერთი კვირის შემდეგ ცირის მოთმინებამ უღალატა – შინ დაბრუნებულ იენიფერს უხმოდ
მიუახლოვდა და მაგრად მოეხვია.
ჯადოქარი დიდხანს დუმდა. მის სათქმელს გოგონას მხრებზე მოჭერილი თითები ამბობდა.

მეორე დღეს კი, ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, გრძნეული და უზენაესი ქურუმი შერიგდნენ.

და, ცირის გასახარად, ყველაფერი უწინდელ კალაპოტს დაუბრუნდა.

***

– თვალებში შემომხედე, ცირი. პატარა ცეცხლის ენა. ფორმულა!

– Aine verseos!

– კარგია. ხელზე შემომხედე. ასეთივე ჟესტი გააკეთე და ცეცხლი ჰაერში გაფანტე.

– Aine aen aenye!

– მშვენიერია. ახლა როგორი ჟესტია საჭირო? დიახ, სწორედ ასეთი. ძალიან კარგია. ჟესტი გააძლიერე
და შეისრუტე. უფრო, უფრო მეტად. არ შეწყვიტო!

– ო-ო-ოჰ!

– წელში გაიმართე! ხელები – სხეულის გასწვრივ! მტევნები მოადუნე, თითები ზედმეტად არ ამოძრაო
– ნებისმიერმა მოძრაობამ შეიძლება ეფექტი გააძლიეროს, ხომ არ გინდა, ხანძარი გაჩნდეს? გააძლიერე,
რაღას ელოდები?

– ო-ო-ოჰ, არ შემიძლია... არ შემიძლია...

– მოეშვი და კანკალი შეწყვიტე! შეისრუტე. რას შვრები?! აი, ახლა უკეთესია... ნებისყოფა არ მოადუნო!
ასე სწრაფად და მკვეთრად ნუ წყვეტ... და ასე ნუ ცხარობ! უფრო ნელა, ჭუჭულო, უფრო მშვიდად.
ვიცი, უსიამოვნოა, მაგრამ მიეჩვევი.

– მუცელი... მტკივა... აი, აქ...

– ქალი ხარ, ეს ტიპური რეაქციაა. თანდათან გაკაჟდები. მაგრამ იმუნიტეტის გამოსამუშავებლად

ტკივილსაწინააღმდეგო ბლოკის გარეშე უნდა ივარჯიშო. ნუ გეშინია, არაფერი მოგივა, თვალყურს
გადევნებ და გაზღვევ, მაგრამ ტკივილს უნდა გაუძლო. მშვიდად ისუნთქე. ყურადღება მოიკრიბე.
ჟესტი! შესანიშნავია. და აიღე ძალა, შეისრუტე, შეიწოვე... კარგია, კარგია... ცოტაც...

– ოო-ო-ოჰ!..

– აი, ხომ ხედავ? თუ მოინდომებ, შეგიძლია. ახლა ხელზე შემომხედე. ყურადღებით მიყურე. ზუსტად
ასეთი ჟესტი გამოსახე. თითები! თითები, ცირი! ჭერს კი ნუ მისჩერებიხარ, ხელზე მიყურე! ახლა
კარგია. ძალიან კარგია. შეკარი. ახლა გახსენი, ჟესტი შეაბრუნე და ძალა კაშკაშა შუქად გამოტყორცნე.

– ე-ე-ე! აიიი...

– ნუ ყმუი! თავი ხელში აიყვანე! ეს სპაზმია, ახლავე გაგივლის. თითები უფრო ფართოდ გაშალე,
ჩააქრე, გამოუშვი შენგან. ნელა, ეშმაკმა დალახვროს, თორემ ძარღვები დაგისკდება!
– იიი...

– მეტისმეტად შფოთავ, ჭუჭულო, ჯერ კიდევ მეტისმეტად შფოთავ. ვიცი, ძალა გარეთ გამოჭრას
ლამობს, მაგრამ მისი მართვა უნდა ისწავლო. ასეთი აფეთქებები არ უნდა დაუშვა. რომ არ დამეზღვიე,
ეშმაკმა იცის, რა ამბავს დაატრიალებდი... აბა, ერთხელაც. თავიდან. ჟესტი და ფორმულა!

– არა! საკმარისია! მეტი აღარ შემიძლია!

– მშვიდად ისუნთქე, ნუ კანკალებ, ყურადღება მოიკრიბე და დაიწყე.

– არა რა, ქალბატონო იენიფერ, გეხვეწები... ცუდად ვარ... მტკივა...

– ცრემლები არ დამანახო, ცირი. დაიხსომე: არაფერია ამქვეყნად მტირალ ჯადოქარზე საძაგელი და

უბადრუკი. აბა, ერთხელაც, თავიდან. შელოცვა და ჟესტი. არა, არა. ამჯერად – კარნახის გარეშე. შენ
თვითონ. დაძაბე მეხსიერება!

– Aine verseos... Aine aen aenye... ო-ო-ოჰ!

– არ ვარგა! უფრო ნელა!

***

მაგია ბოლომოკაუჭებული ისარივით ჩაესო სხეულში. ღრმად და მტკივნეულად. იმ უცნაური

ტკივილით, ნეტარებას რომ ერწყმის.

***

განსამუხტავად ისევ პარკში დარბოდნენ. იენიფერმა ნენეკე დაიყოლია, ცირის ხმალი საცავიდან
გამოეტანა და გოგონას ვოლტებსა და ფინტებში, შეტევასა და მოგერიებაში ვარჯიშის ნება დართო. რა
თქმა უნდა, ქურუმებისა და მორჩილებისგან მალულად. მაგრამ მაგია ყველაფერს მსჭვალავდა. ცირი
სწავლობდა მარტივი შელოცვებითა და ნებისყოფის კონცენტრაციით კუნთების მოდუნებას, სპაზმის
მოხსნას, ადრენალინის კონტროლს, ლაბირინთისა და ცდომილი ნერვის მართვას, პულსის აჩქარებასა
და შენელებას, მცირე ხანს უჟანგბადოდ გაძლებას.

ცირის გასაოცრად, აღმოჩნდა, რომ ჯადოქარმა უამრავი რამ იცოდა ხმალსა და მხედვართა „ცეკვაზე“,
კერ მორენსა და მის საიდუმლოებზე. ცხადია, ციხე-დარბაზშიც იქნებოდა ნამყოფი. იცნობდა
ვესემირსა და ესკელს. აი, ლამბერტსა და კოიონს არ იცნობდა.

უეჭველია, იენიფერი კერ მორენში ნამყოფი იყო. ცირი ხვდებოდა, მასზე საუბრისას რატომ უთბებოდა
სხვა დროს ავად მოციმციმე, ცივი, გულგრილი, ბრძნული სიღრმით აღსავსე მზერა. ეს სიტყვები
იენიფერისთვის შეუფერებელი რომ არ ყოფილიყო, ცირი იტყოდა, რომ ამ წუთებში ის ოცნებობდა ან
მოგონებებს მინებებოდა.

ხვდებოდა. ეს იყო და ეს. ალღო კარნახობდა, რომ ამ თემისთვის გვერდი უნდა აევლო და ასეც
იქცეოდა, თუმცა ერთხელ თავი ვეღარ შეიკავა და ტრის მერიგოლდზე ალაქლაქდა. იენიფერმა,
თითქოსდა უხალისოდ, თითქოსდა დაუდევრად, უწყინარი, ზედმიწევნით გამოზომილი კითხვებით
ყველაფერი დააფქვევინა. მზერა ამ დროს მკაცრი და შეუვალი ჰქონდა.

ჰო, ცირი ხვდებოდა მიზეზს, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, აღარ ბრაზობდა. მაგია ამშვიდებდა.

***

– ეგრეთ წოდებული აარდის ნიშანი, ცირი, უმარტივესი შელოცვაა ფსიქოკინეტიკურ გრძნეულებათა

არსენალიდან, რომელიც ენერგიის ნაკადისთვის საჭირო მიმართულების მიცემას ეფუძნება. ტყორცნის
სიმძლავრე მტყორცნელის ნებისყოფის კონცენტრაციასა და გაცემულ ძალაზეა დამოკიდებული. ის
შესაძლოა ძალიან დიდი იყოს. მხედვარებმა იოლად აითვისეს ეს შელოცვა, რადგან მაგიური
ფორმულის ცოდნას არ მოითხოვს – კონცენტრაცია და ჟესტიც კმარა. ამიტომაც დაარქვეს ნიშანი.
საიდან მოიტანეს ეს სახელწოდება, არ ვიცი. შესაძლოა, უფროსი ენიდან. სიტყვა ard, მოგეხსენება,
„ზედას“, „ზემოთას“, „უზენაესს“ ნიშნავს. თუ ასეა, ძალზე მატყუარა სახელწოდება ყოფილა, რადგან
ამაზე მარტივ ფსიქოკინეტიკურ შელოცვას ძნელად იპოვი. ჩვენ, რა თქმა უნდა, დროსა და ენერგიას არ
შევალევთ ისეთ პრიმიტივს, როგორიც მხედვართა ნიშანია. ჩვენ ჭეშმარიტ ფსიქოკინეზს შევისწავლით.
მოდი, აბა, გავივარჯიშოთ. აი, იმ კალათაზე, ვაშლის ხის ქვეშ რომ დგას. ყურადღება მოიკრიბე.

– მზად ვარ.

– ნუ ჩქარობ. შეგახსენებ: ძალის გამოდენა აკონტროლე. მხოლოდ იმდენის გაცემა შეგიძლია, რამდენიც
მიიღე. მისხალითაც რომ გადააჭარბო, ეს შენი ორგანიზმის ხარჯზე მოხდება. ამან, შესაძლოა, გონება
დაგაკარგვინოს და მოგკლას კიდეც. ხოლო თუ მიღებული ძალა მთლიანად გაეცი, შელოცვას ვეღარ
გაიმეორებ, ხელახლა დაგჭირდება შესრუტვა, ეს კი, როგორც უკვე იცი, ძნელი და საკმაოდ
მტკივნეულია.

– ო, ვიცი.

– ყურადღებას ნუ მოადუნებ და ნებას ნუ მისცემ ძალას, თავად გამოიჭრას შენგან. ჩემი მასწავლებელი
ამბობდა, რომ ძალა ისე უნდა გასცე, თითქოს – მომიტევე და – სამეჯლისო დარბაზში აკუებ: ნაზად,
გამოზოგვით და მკაცრი კონტროლით. და, რაც მთავარია, ისე, გარშემო მყოფები ვერ მიხვდნენ, რომ ეს
შენი დამსახურებაა. გესმის?

შეიკავა და ტრის მერიგოლდზე ალაქლაქდა. იენიფერმა, თითქოსდა უხალისოდ, თითქოსდა

დაუდევრად, უწყინარი, ზედმიწევნით გამოზომილი კითხვებით ყველაფერი დააფქვევინა. მზერა ამ
დროს მკაცრი და შეუვალი ჰქონდა.

ჰო, ცირი ხვდებოდა მიზეზს, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, აღარ ბრაზობდა. მაგია ამშვიდებდა.

***

– ეგრეთ წოდებული აარდის ნიშანი, ცირი, უმარტივესი შელოცვაა ფსიქოკინეტიკურ გრძნეულებათა

არსენალიდან, რომელიც ენერგიის ნაკადისთვის საჭირო მიმართულების მიცემას ეფუძნება. ტყორცნის
სიმძლავრე მტყორცნელის ნებისყოფის კონცენტრაციასა და გაცემულ ძალაზეა დამოკიდებული. ის
შესაძლოა ძალიან დიდი იყოს. მხედვარებმა იოლად აითვისეს ეს შელოცვა, რადგან მაგიური
ფორმულის ცოდნას არ მოითხოვს – კონცენტრაცია და ჟესტიც კმარა. ამიტომაც დაარქვეს ნიშანი.
საიდან მოიტანეს ეს სახელწოდება, არ ვიცი. შესაძლოა, უფროსი ენიდან. სიტყვა ard, მოგეხსენება,
„ზედას“, „ზემოთას“, „უზენაესს“ ნიშნავს. თუ ასეა, ძალზე მატყუარა სახელწოდება ყოფილა, რადგან
ამაზე მარტივ ფსიქოკინეტიკურ შელოცვას ძნელად იპოვი. ჩვენ, რა თქმა უნდა, დროსა და ენერგიას არ
შევალევთ ისეთ პრიმიტივს, როგორიც მხედვართა ნიშანია. ჩვენ ჭეშმარიტ ფსიქოკინეზს შევისწავლით.
მოდი, აბა, გავივარჯიშოთ. აი, იმ კალათაზე, ვაშლის ხის ქვეშ რომ დგას. ყურადღება მოიკრიბე.

– მზად ვარ.

– ნუ ჩქარობ. შეგახსენებ: ძალის გამოდენა აკონტროლე. მხოლოდ იმდენის გაცემა შეგიძლია, რამდენიც
მიიღე. მისხალითაც რომ გადააჭარბო, ეს შენი ორგანიზმის ხარჯზე მოხდება. ამან, შესაძლოა, გონება
დაგაკარგვინოს და მოგკლას კიდეც. ხოლო თუ მიღებული ძალა მთლიანად გაეცი, შელოცვას ვეღარ
გაიმეორებ, ხელახლა დაგჭირდება შესრუტვა, ეს კი, როგორც უკვე იცი, ძნელი და საკმაოდ
მტკივნეულია.

– ო, ვიცი.

– ყურადღებას ნუ მოადუნებ და ნებას ნუ მისცემ ძალას, თავად გამოიჭრას შენგან. ჩემი მასწავლებელი
ამბობდა, რომ ძალა ისე უნდა გასცე, თითქოს – მომიტევე და – სამეჯლისო დარბაზში აკუებ: ნაზად,
გამოზოგვით და მკაცრი კონტროლით. და, რაც მთავარია, ისე, გარშემო მყოფები ვერ მიხვდნენ, რომ ეს
შენი დამსახურებაა. გესმის?

– მესმის!

– გაიმართე და მორჩი ხითხითს. შელოცვა სერიოზული საქმეა. ის გრაციოზულად და იმავდროულად

ამაყად უნდა ისროლო, ხელის თანაბარი, ძუნწი მოძრაობით, ღირსეულად, სულელური
გამომეტყველების, მანჭვისა და ენის გამოყოფის გარეშე. შენ ბუნების ძალებს იყენებ, ასე რომ, კეთილი
ინებე და ბუნებას პატივი ეცი.

– კარგი, ქალბატონო იენიფერ.

– ყურადღებით იყავი, ამჯერად აღარ დაგაზღვევ, შენ უკვე დამოუკიდებელი ჯადოქარი ხარ. ეს შენი
დებიუტია, ჭუჭულო. კარადაში ღვინის ბოთლი ხომ დაინახე? თუ დებიუტმა კარგად ჩაიარა, შენი
მასწავლებელი ამ საღამოს წარმატების სადღეგრძელოს დალევს.

– მარტო?

– მოსწავლეებს, სანამ შეგირდობას არ დაასრულებენ და გამოცდას არ ჩააბარებენ, ღვინის სმა

ეკრძალებათ. ასე რომ, მოცდა მოგიწევს, მაგრამ საზრიანი გოგონა ხარ – ათიოდე წელიწადში ქარგალი
გახდები. აბა, დავიწყოთ. თითები სწორად დაიკავე. და მარცხენა ხელი?! საით გაიქნიე? დაუშვი ან
წელზე შემოირტყი. თითები! კარგია. აბა, გამოუშვი.

– ა-ა-აჰ!

– ხმების გამოშვება არ მითხოვია! ენერგია გამოუშვი-მეთქი. უხმოდ.

– ჰა-ა-ა! ჰა! შეხტა! კალათა შეხტა! დაინახე?

– ოდნავ შეტოკდა. ცირი, გამოზოგვა სისუსტეს არ ნიშნავს. ფსიქოკინეზს განსაზღვრული მიზნით
იყენებენ. მხედვარები აარდის ნიშნით მეტოქეს ძირს აგდებენ, შენ მიერ გამოცემული ენერგია კი
მოწინააღმდეგეს ქუდსაც ვერ გადაუგდებს! ერთხელაც! უფრო ძლიერად, უფრო თამამად!

– ჰა! გაცურდა თუ არა? ახლა ხომ კარგი იყო? ხომ, ქალბატონო იენიფერ?

– ჰმ... მერე სამზარეულოში შეირბინე, ჩვენი ღვინისთვის ცოტაოდენი ყველი აწაპნე... თითქმის კარგი
იყო. თითქმის. უფრო ძლიერად, ჭუჭულო, ნუ გეშინია. ასწიე კალათა და, აი, იმ ფარდულის კედელს
ისე მიახეთქე, რომ მტვრად იქცეს. ნუ იბღუნძები! ასწიე თავი! გრაციოზულად, მაგრამ ამაყად! თამამად,
თამამად! ოჰ, ჯანდაბა!

– უი... მაპატიე, ქალბატონო იენიფერ... მგონი... ცოტა ზედმეტი მომივიდა....

– სულ ოდნავ. ნუ ღელავ. მოდი აქ. მოდი, პატარავ...

– და ფარდული?..

– ეგ არაფერი, ხდება ხოლმე. საბოლოო ჯამში, დებიუტი შეიძლება დადებითად შევაფასოთ. ფარდული
კი დიდი ვერაფერიშვილი იყო. არა მგონია, ვინმეს თვალში მოაკლდეს... აბა, აბა, ძვირფასო
ქალბატონებო! მშვიდად, მშვიდად, აყალმაყალი რა საჭიროა, ქვეყანა ხომ არ დაქცეულა. დაწყნარდი,
ნენეკე, ხომ გითხარი, ქვეყანა არ დაქცეულა-მეთქი. ფიცრებია მოსაგროვებელი, ესაა და ეს –
ღუმლისთვის გამოგადგებათ.

***

თბილი, უქარო საღამოობით ყვავილებისა და ბალახების სურნელით გაჟღენთილი, თითქოსდა

შედედებული ჰაერი სიმშვიდითა და მდუმარებით სუნთქავდა, რომელსაც დროდადრო ფუტკრებისა
და ხოჭოების ზუზუნი არღვევდა. ასეთ დღეებში იენიფერს ბაღში ნენეკეს ტირიფის სავარძელი
ჩაჰქონდა და საათობით ათვალიერებდა წიგნებს, კითხულობდა წერილებს, რომლებიც ათასი ჯურის
შიკრიკებს, უმეტესად ფრინველებს მოჰქონდათ. ხანდახან უბრალოდ იჯდა ფეხებგაჭიმული და
ჰორიზონტს გაჰყურებდა. ჩაფიქრებული, ცალი ხელით თავის ყორნისფერ კულულებს აწვალებდა,
მეორეს კი მის ფეხთით, ბალახზე მოკალათებულ და მის თბილ, მკვრივ თეძოს მიყრდნობილ ცირის
უსვამდა თავზე.

– ქალბატონო იენიფერ...

– აქ ვარ, ჭუჭულო.

ჭუჭულო, ნუ გეშინია. ასწიე კალათა და, აი, იმ ფარდულის კედელს ისე მიახეთქე, რომ მტვრად იქცეს.
ნუ იბღუნძები! ასწიე თავი! გრაციოზულად, მაგრამ ამაყად! თამამად, თამამად! ოჰ, ჯანდაბა!

– უი... მაპატიე, ქალბატონო იენიფერ... მგონი... ცოტა ზედმეტი მომივიდა....

– სულ ოდნავ. ნუ ღელავ. მოდი აქ. მოდი, პატარავ...

– და ფარდული?..
– ეგ არაფერი, ხდება ხოლმე. საბოლოო ჯამში, დებიუტი შეიძლება დადებითად შევაფასოთ. ფარდული
კი დიდი ვერაფერიშვილი იყო. არა მგონია, ვინმეს თვალში მოაკლდეს... აბა, აბა, ძვირფასო
ქალბატონებო! მშვიდად, მშვიდად, აყალმაყალი რა საჭიროა, ქვეყანა ხომ არ დაქცეულა. დაწყნარდი,
ნენეკე, ხომ გითხარი, ქვეყანა არ დაქცეულა-მეთქი. ფიცრებია მოსაგროვებელი, ესაა და ეს –
ღუმლისთვის გამოგადგებათ.

***

თბილი, უქარო საღამოობით ყვავილებისა და ბალახების სურნელით გაჟღენთილი, თითქოსდა

შედედებული ჰაერი სიმშვიდითა და მდუმარებით სუნთქავდა, რომელსაც დროდადრო ფუტკრებისა
და ხოჭოების ზუზუნი არღვევდა. ასეთ დღეებში იენიფერს ბაღში ნენეკეს ტირიფის სავარძელი
ჩაჰქონდა და საათობით ათვალიერებდა წიგნებს, კითხულობდა წერილებს, რომლებიც ათასი ჯურის
შიკრიკებს, უმეტესად ფრინველებს მოჰქონდათ. ხანდახან უბრალოდ იჯდა ფეხებგაჭიმული და
ჰორიზონტს გაჰყურებდა. ჩაფიქრებული, ცალი ხელით თავის ყორნისფერ კულულებს აწვალებდა,
მეორეს კი მის ფეხთით, ბალახზე მოკალათებულ და მის თბილ, მკვრივ თეძოს მიყრდნობილ ცირის
უსვამდა თავზე.

– ქალბატონო იენიფერ...

– აქ ვარ, ჭუჭულო.

– მითხარი, მაგიის მეშვეობით სულ-სულ ყველაფრის გაკეთება შეიძლება?

– არა.

– მაგრამ ბევრი რამის, ხომ?

– ჰო, – ჯადოქარმა წამით თვალები მოხუჭა და ქუთუთოებზე ხელი გადაისვა, – ძალიან ბევრი რამის.

– რამე ძალიან დიდის... რამე საშინელის? ძალიან საშინელის?

– ხანდახან – სასურველზე გაცილებით საშინელისაც კი.

– ჰმ... მე... ოდესმე შემეძლება რამე ასეთის გაკეთება?

– არ ვიცი. იქნებ ვერც ვერასოდეს შეძლო. აჯობებს, ვერასოდეს შეძლო.

სიჩუმე. მდუმარება. სიცხე. ყვავილებისა და ბალახის სურნელი.

– ქალბატონო იენიფერ...

– ახლა რაღა გინდა, ჭუჭულო?

– რამდენი წლის იყავი, ჯადოქარი რომ გახდი?

– ჰმ... მოიცა, როდის ჩავაბარე მისაღები გამოცდები?.. ცამეტის.

– ო! ჩემსავით! და რამდენი... რამდენი წლის იყავი, როცა... არა, ამას არ გკითხავ...

– თექვსმეტის.

– აჰა... – ცირის ღაწვები შეეფაკლა და მოულოდნელად ძალიან დააინტერესა უცნაური ფორმის

ღრუბელმა, ტაძრის კოშკურების თავზე რომ ეკიდა, – და რამდენი წლის იყავი, გერალტს რომ შეხვდი?

– მეტის, ჭუჭულო, გაცილებით მეტის.

– გამუდმებით ჭუჭულს რატომ მეძახი? ხომ იცი, რომ არ მიყვარს...

– იმიტომ, რომ ენამწარე ვარ. ყველა გრძნეული ქალი ენამწარეა.

– ჰო, მაგრამ არ მინდა... მახინჯი იხვის ჭუჭული ვიყო. მინდა, ლამაზი გავხდე, ძალიან ლამაზი.
შენსავით, ქალბატონო იენიფერ. მაგიის წყალობით ოდესმე მოვახერხებ ამას?

– შენ... საბედნიეროდ, ამისთვის მაგია არ დაგჭირდება. არც კი იცი, ეს რამოდენა ბედნიერებაა.

– ჰო, მაგრამ მინდა, მართლა ძალიან ლამაზი ვიყო.

– მართლა ძალიან ლამაზი ხარ... ჭუჭულო. ჩემო ლამაზო საძაგელო ჭუჭულო... ჩემო მშვენიერო
ჭუჭულო. ჩემო მშვენიერო პატარა გედო...

– ო, ქალბატონო იენიფერ!

– ცირი, დამალურჯებ!

– ქალბატონო იენიფერ...

– გისმენ.

– რას უყურებ?

– აი, იმ ხეს. ეს ცაცხვია.

– ნუთუ ასეთი საინტერესოა?

– არა. უბრალოდ, მსიამოვნებს მისი ყურება. მიხარია, რომ... მისი დანახვა შემიძლია.

– ვერ გავიგე.

– კარგია.

სიჩუმე. მდუმარება. არმური.

– ქალბატონო იენიფერ...

– ახლა რაღა გინდა?

– ფეხზე ობობა ამოგაცოცდა... შეხედე, რა საძაგელია.

– ჩვეულებრივი ობობაა.

– მოკალი!
– მეზარება დახრა.

– მაშინ შეულოცე და ისე მოკალი.

– მელიტელეს ტაძრის ეზოში? გინდა, ნენეკემ კინწისკვრით გაგვყაროს აქედან? არა, გმადლობთ. ახლა
კი წყნარად იჯექი, საფიქრალი მაქვს.

– რაზე ფიქრობ? კარგი, კარგი, გავჩუმდი.

– სიტყვებს ვერ ვპოულობ სიხარულის გამოსახატავად. უკვე მეშინოდა, რომ ცოტაც და რომელიმე შენს
შეუდარებელ კითხვას დამისვამდი.

– რატომაც არა? მე მიყვარს შენი შეუდარებელი პასუხები.

– სულ მთლად გათავხედდი, ჭუჭულო.

– მე ხომ ჯადოქარი ვარ, ჯადოქარი კი ენამწარე და თავხედი უნდა იყოს.

სიჩუმე. უძრავი ჰაერი. ჩახუთული, როგორც ჭექა-ქუხილის წინ. მდუმარებას მხოლოდ ყვავების
შორეული ყრანტალი არღვევს.

– როგორ მომრავლდნენ, – ცირიმ თავი ასწია, – მოფრინავენ და მოფრინავენ, როგორც შემოდგომაზე.

საზიზღარი ფრინველები... ქურუმებმა თქვეს, ავის მასწავლებელი... არა... მომასწავლ... ავის
მომასწავებელი ნიშანიაო. როგორ უნდა გავიგო, რისი მომასწავებელია ნიშანი, ქალბატონო იენიფერ?

– Dhu Dwimme more წაიკითხე. იქ ამას მთელი თავი ეთმობა.

სიჩუმე.

– ქალბატონო იენიფერ...

– ჯანდაბა! ახლა რაღა?

მაქვს.

– გერალტი ამდენ ხანს... რატომ... რატომ არ მოდის?

– ალბათ, დაავიწყდი, ჭუჭულო, უფრო ლამაზი გოგო იპოვა.

– არაფერიც! ვიცი, რომ არ დავვიწყებივარ. ვიცი, ნამდვილად ვიცი, ქალბატონო იენიფერ!

– კარგია, რომ იცი. ბედნიერი ხარ, ჭუჭულო...

***

– არ მომწონდი, – გაიმეორა ცირიმ. იენიფერს მისთვის არ შეუხედავს, უწინდებურად ზურგშექცევით

იდგა ფანჯარასთან და აღმოსავლეთით ჩაბნელებულ გორაკებს გაჰყურებდა. გორაკების თავზე ცა
ყვავების გუნდებს გადაეშავებინათ.

„ახლა მკითხავს, რატომ არ მომწონდა“, გაიფიქრა ცირიმ, „არა, მეტისმეტად ჭკვიანია საიმისოდ, რომ
ასეთი კითხვა დამისვას. მშრალად მიმითითებს გრამატიკულ ფორმაზე და მკითხავს, როდის აქეთია,
ამაზე წარსულ დროში ლაპარაკობო. მეც ვეტყვი. მასავით მშრალად, მისივე კილოთი. დაე, იცოდეს,
რომ მეც შემიძლია ცივად, გულქვად, უგრძნობლად თავის მოჩვენება. თავის მოკატუნება, თითქოს
გრძნობების მრცხვენია. და ყველაფერს ვეტყვი. მინდა ვუთხრა. უნდა ვუთხრა. მინდა, ყველაფერი
გაიგოს, სანამ მელიტელეს ტაძრიდან წავალთ და, ბოლოს და ბოლოს, ვნახავთ, ვინც ასე მენატრება.
ვინც მას ენატრება. ვისაც, ალბათ, ორივე ვენატრებით. მინდა ვუთხრა, რომ... დიახ, ვეტყვი. ოღონდ
მკითხოს“.

ჯადოქარი შემოტრიალდა და გაუღიმა. კითხვით კი არაფერი უკითხავს.

***

მეორე დილით, ალიონზე გაუდგნენ გზას. მამაკაცებივით ეცვათ, მამაკაცური ქუდები ეხურათ და
კაპიუშონიან მოსასხამებში იყვნენ გახვეული. იარაღი ორივეს ჰქონდა.

მხოლოდ ნენეკემ გააცილა. იენიფერს დიდხანს ელაპარაკებოდა ხმადაბლა. მერე ჯადოქარმა და

უზენაესმა ქურუმმა მაგრად, მამაკაცურად ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს. ცირის, თავისი ამლაყის
სადავე რომ ჩაებღუჯა, უნდოდა, თავადაც ასე დამშვიდობებოდა ქურუმს, მაგრამ ნენეკემ არ დააცადა –
ხელი მოჰხვია, გულზე მიიკრა, აკოცა. თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. ცირისაც.

– აბა, – თქვა ბოლოს ქურუმმა და თვალებში სახელო ამოისვა, – დაიძარით. დიადი მელიტელე იყოს
თქვენი მფარველი, ჩემო ძვირფასებო. მაგრამ ქალღმერთს უთქვენოდაც ბევრი საქმე აქვს, ასე რომ,
თავადაც ასი თვალი და ასი ყური გამოისხით. მიხედე გოგოს, იენიფერ, თვალისჩინივით
გაუფრთხილდი.

– იმედი მაქვს, – ჯადოქარს ბაგეზე ღიმილმა გადაურბინა, – თვალისჩინზე უკეთესად

გავუფრთხილდები.

პონტარის ხეობის მხრიდან ხმამაღალი ყრანტალით გუნდ-გუნდად მოფრინავდნენ ყვავები. ნენეკეს

მათკენ არ გაუხედავს.

– თავს გაუფრთხილდით, – გაიმეორა, – ცუდი დროება გველის. შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ Ithlinne aep
Aevenien-მა იცოდა, რაც იწინასწარმეტყველა. მოდის ჟამი ხმლისა და ტაბარისა, ჟამი სიძულვილისა და
მგლის ქარბუქისა. გაუფრთხილდი გოგოს, იენიფერ, არავის დააჩაგვრინო.

– მე დავბრუნდები, დედა, – თქვა ცირიმ და უნაგირს მოევლო, – აუცილებლად დავბრუნდები. სულ

მალე.

არც კი იცოდა, როგორ ცდებოდა.

[1] კომესი – შუა საუკუნეების პოლონეთში სამხედრო გარნიზონის ხელმძღვანელის წოდება.

[2] ვაგანტი – მოხეტიალე პოეტ-სტუდენტები შუა საუკუნეების ევროპაში, რომლებიც ეკლესიის

საწინააღმდეგო შინაარსის სიმღერებს თხზავდნენ და ასრულებდნენ.

[3] იარლი – უმაღლესი ტიტული შუა საუკუნეების სკანდინავიაში. ტომის ბელადი, მმართველი.

[4] ედიქტი – უმაღლესი ხელისუფლების განსაკუთრებული მნიშვნელობის ბრძანება.

[5] ვერსი – სიგრძის ძველებური ერთეული. დაახლოებით 1 კმ.

[6] იარდი – ინგლისური სიგრძის საზომი ერთეული. უდრის 91 სმ-ს.

You might also like