ძალადობა შესავალი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ძალადობა - შესავალი სცენარი

ნანა: 5 ივლისს თბილისში ღირსების მარში უნდა ჩატარებულიყო, რომლის


საწინააღმდეგოდაც

პრორუსული ძალადობრივი ჯგუფები გამოვიდნენ, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ

მშვიდობიან მოქალაქეებს, ბავშვებს, 50ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და


ფოტოგრაფს.

დაარბიეს სხვადასხვა ორგანიზაციების ოფისები, მათ შორის სირცხვილიას ოფისი .

რუსკა: სამწუხაროდ, დარბევის დროს ადგილზე არ იყვნენ მობილიზებული

სამართალდამცველები. მოძალადეებს ოფისში სირცხვილიას წევრები არ დახვდნენ ,


თუმცა

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს იქ მყოფ ტვ პირველის ჟურნალისტ მირანდა


ბაღათურიას და

რამდენიმე წუთის განმავლობაში სასტიკად სცემდნენ მის ოპერატორს, ლექსო


ლაშქარავას.

გიორგი: მოძალადეებმა ლექსოს ჩაულეწეს და დაუზიანეს სახის ძვლები, თვალი და


რამდენიმე

წუთის განმავლობაში ინტენსიურად ურტყამდნენ თავში. მას ჩაუტარდა სახის ძვლის

მრავლობითი ოპეციები, თუმცა სამწუხაროდ 5 დღის შემდეგ ლექსო ლაშქარავა


გარდაიცვალა.

მარიამი: „ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატია“ - ეს იყო ერთ-ერთი პირველი სიტყვები
ლექსო

ლაშქარავასგან 5 ივლისის ძალადობის შემდეგ. მართლა არ ვიცი, როგორ და რანაირად

შეიძლება ადამიანებმა ამდენი სიძულვილი, ბოღმა გულში და სრულიად უდანაშაულო

ადამიანები მიიყვანონ სიკვდილამდე.

ნანა: მართლა სულისშემძვრელია იმის გააზრება, რომ ჩვენ გარშემო არსებობენ


ადამიანები,

რომლებიც ამდენად სავსე არიან ბოროტებით, სისასტიკით და ყველაზე რთული იმის


დანახვაა,

რომ სახელმწიფო, ეკლესია არა თუ გვიცავს ასეთი ადამიანებისგან, არამედ მათ


წახალისებაში

იღებს მონაწილეობას.

რუსკა: მართლა ძალიან მიმძიმს იმ ემოციების შეკავება, რაც შიგნიდან მიტრიალებს .


ბრაზი,
შიში, წყენა, უსუსურობის განცდა ყველაფერი ერთმანეთში ირევა, როდესაც ვიაზრებ რომ

ჩვენ გარშემო ადამიანებზე ძალადობენ, კლავენ და ჩვენ თითქოს უძლურები ვართ


ამხელა

ბოროტების წინააღმდეგ.

გიორგი: სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი


ძალადობის

ფაქტების მომსწრნენი ვხდებით და ნელ-ნელა უკვე თითქოს ჩვევაშიც კი გაგვიჯდა მისი

ამტანობა. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამდე ზუსტად ამ საკითხზე პროტესტის

გრძნობით ჩავწერეთ გადაცემა, რომელიც დღეს გავა.

მარიამი: ამ გადაცემის ჩაწერისას ჯერ კიდევ არ ვიცოდით რომ თავისუფლების


მოთხოვნა

კლავს, სიმართლის გაშუქება არ შეიძლება, მოძალადეების გადაღება არ შეიძლება ,

სახელმწიფოსგან დაცვის მოთხოვნა არ შეიძლება და არ ვიცოდით ისიც , რომ თურმე

ამ ყველაფრის გამო ადამიანები შეიძლება მოკვდნენ.

რუსკა: ჩათის გუნდი და ჩვენ მთელი გულით ვუსამძიმრებთ ლექსო ლაშქარავას ოჯახს,

მისი სიკვდილი უდიდესი ტრაგედიაა, არა მარტო მათთვის, არამედ ნებისმიერი


ჩვენგანისთვის.

ძალადობა ვერასდროს ვერ იქნება გამართლებული ქმედება, ვერანაირი გზითა და

საშუალებით, მითუმეტეს მაშინ როდესაც სრულიად უდანაშაულო ადამიანებზე ხდება

თავდასხმა.

You might also like