Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი

(საჯარო მმართველობა)

დასკვნითი გამოცდა

კურსის ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ხათუნა ლორია;

მაქსიმალური შეფასება: 40 ქულა;

სამუშაო დრო: 5 საათი,

შესრულებული დავალება სემინარის ხელმძღვანელს უნდა

გაეგზავნოს არაუგვიანეს 28 ივნისის 16:00 საათისა

ელ ფოსტაზე:

ხათუნა ლორია khatuna.loria@tsu.ge

თამარ ღვამიჩავა tamar.ghvamichava@tsu.ge

აკაკი ჩანადირი akaki.chanadiri010@law.tsu.edu.ge

შოთა კურტანიძე

2021 წლის 1 იანვარს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა წერილობით განაცხადა,


რომ მოხდებოდა ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სასტუმროების
მშენებლობების წახალისება. დაანონსა მშენებლობის ნებართვის გაცემის დაჩქარებული და
გამარტივებული პროცედურა და ბიზნესმენებს მოუწოდა მეტი აქტიურიბისკენ. აღნიშნული
მოწოდების შემდგომ, ბიზნესმენმა გიორგი საგანელიძემ მრავალსართულიანი ლუქს-
სასტუმროს აშენების მიზნით შეიძინა მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვის მიმდებარე
ტერიტორიაზე.

2021 წლის 1 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდგომში - მერია)


მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით მიმართა გიორგიმ. განცხადება
დაკმაყოფილდა და გაიცა მშენებლობის ნებართვა თორმეტ სართულიანი ლუქს-სასტუმროს
აშენების მიზნით.

2021 წლის 1 მაისს ნორმატიულ აქტში - თბილისის განაშენიანების რეგულირების გეგმაში


შევიდა ცვლილება და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანების
მაქსიმალურ კოეფიციენტად დადგინდა „კ2“, რამაც გიორგის მიწის ნაკვეთზე ხუთ
სართულამდე შეამცირა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შესაძლებლობა.

აღნიშნულის საფუძველზე 2021 წლის 15 მაისს მერიამ გამოსცა გადაწყვეტილება, რომლითაც


ბათილად ცნო გიორგის სახელზე გაცემული მშენებლობის ნებართვა. ადმინისტრაციულმა
ორგანომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა თბილისის განაშენიანების რეგულირების
გეგმაში შესულ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ რადგან დადგინდა მშენებლობის
მაქსიმალური კოეფიციენტი, ამ კოეფიციენტის გადაჭარბებით გაცემული მშენებლობის
ნებართვა იყო უკანონო.

გიორგის მიაჩნია, რომ მისი კანონიერი უფლებები დარღვეულია, ის აღნიშნავს, რომ მერიამ
საქმე განიხილა მისი მონაწილეობის გარეშე, არ მიეცა მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა
და გადაწყვეტილებას მიიჩნევს უკანონოდ, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა მშენებლობა
უკვე დაწყებული ჰქონდა. ასევე, გიორგი ფიქრობს, რომ დარღვეულია საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით რეგლამენტირებული პრინციპები.

დავალება: შესაბამისი სქემის გამოყენებით დაადგინეთ მერიის 2021 წლის 15 მაისის


გადაწყვეტილების კანონიერება (გავლილი მასალის ფარგლებში).

 საჯაროსამართლებრივი ურთიერთობის დადგენა - 10 ქულა;

 საქმიანობის ფორმის დადგენა - 10 ქულა;

 ფორმალური კანონიერების შემოწმება - 10 ქულა;

 მატერიალური კანონიერების შემოწმება - 10 ქულა.

გამოსაყენებელი ნორმატიული მასალა:

⮚ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი

(https://matsne.gov.ge/ka/document/view/16270?publication=34)

გისურვებთ წარმატებებს!

საჯაროსამართლებრივი ურთიერთობის დადგენა:

ჰიპოთეზა : შესაძლოა კაზუსში წარმოდგენილი ურთიერთობა იყოს ადმინისტრაციულ-

სამართლებრივი ხასიათის
1 ადმინისტრაციული ორგანო

ჰიპოთეზა :შესაძლოა კაზუში ხსენებული თბილისის მერია ადმინისტრაციული ორგანოა

ნორმა : თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან


მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა
პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ
უფლებამოსილებებს;

სუმსუმცია; კვლავ აღარ გავიმეორებთ ამდ.ორგანოს ცნბის კოდექსისეულ დეფინიციას,თუმცა


გამოვყობთ იმას,რომ აღნიშნულ ქვეპუნქტში საუბარია ადმინისტრაციულ ორგანოზე
ფუნქციონალური და ორგანიზაციული გაგებით.თბილისის მერია წარმოადგენს
ადმინისტრაციულ ორგანოს ორგანიზაციული გაგებით,რადგანაც აქ არგვაქვს
არანაირიუფლებამოსილების დელეგირება .

დასკვნა : თბილისის მერია –ადმინისტრაციულ ორგანოა

საჯარო უფლებამოსილების განხორციელება ( ახორციელებს თუ არა საჯარო

მმართველობას ადმ.ორგანო)

საჯარო მმართველობა დადგენილი წესრიგის უზრუნველყოფის მექანიზმია და მისი მთავარი


თვისება, კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების უნარი.
პოლიტიკური სისტემა არა მხოლოდ მმართველობის მექანიზმებს და სახელმწიფო
ინსტიტუტებს გულისხმობს, არამედ იმ სტრუქტურებს და პროცესებსაც, რომელთა
მეშვეობით სახელმწიფო ურთიერთობს საზოგადოებასთან. ვიდრე დავასკვნით კონკრეტული
შემთხცვევაში ხორცილდება თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო
მმართველობა ,მანამდე ვისაუბროთ იმაზე თუ რა არის თავად ეს უკანასკნელი .მართალია
დღეს საჯარო მმართველობის სრულყოფილი დეფინიცია არ გვაქვს მაგრამ არსებობს
რამდენიმე გაგება ,ესენია მატერიალური, ფორმალური,ორგანიზაციული
გაგება.განვიხილოთ თითოეული მათგანი ; თუკიორგანიზაციულ გაგებას
დავეყრდნობით,აღმოცნდება რომ საჯარო მმართველობა საჯარო ორგანიზაციული მოწყობის
სისტემაა ,რომელიც ადმინისტრაციული ორგანოებისა და სხვა მმართველი ერთეულებისგან
შედგება .მატერიალური გაგებით საჯარო

მმართველობაში მოიაზრება სახელმწიფოსის საქმიანობა რომელიც არის მმართველობითი


ხასიაათის ,აქვე უნდა ავღნიშნოთრომ მატერიალური გაგების მიხედვით საჯარო
მმართველობას ვერ მივაკუთვნებთ კანონსემოქმედებას ქვეყნის პოლიტიკურ მართვასა და
მართლმსაჯულებას.რაც შეეხება ფორმალურ გაგებას , იგი საჯარო მმართველობას
მიაკუთვნებს საჯარო მმართველობიტი ორგანოების მიერ განხორციელებულ ნებისმიერ
საქმიანობას. რაც შეეხება თბილისის მერიას,იგი წარმოადგენს თვითმმართველობის
ორგანოთა სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის
აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას სამართლებრივი ბოჭვის, კანონით
მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში .ამდენად მერიის მიერ განხორციელეულ
საქმიანობა უნდა ჩაითვალოს საჯარო უფლებამოსილების განხორციელებად . ჩვენს
შემთხვევაში მერიის მიერ გიორგის მშენებლობაზე ნებართვის ბათილად ცნობა , სწორედ
რომ ადმ .ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება და საჯარო
მმართველობის ღონიძიებაა.

დასკვნა ადმინისტრაციული ორგანოსმიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელენა და


ურთიერთობაც, თავისთავად საჯაროსამართლებრივია.

საქმიანობის სამართლებრივი ფორმა

ჰიპოთეზა: შესაძლოა თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გიორგის


მშენებლობაზე გაცემული ნებართვის ბათილობის შესახებწარმოადგენს ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.

ნორმა; სზაკის მე 2 მუხლის 1 ლი პუნქტის დ ქვეპუნქტში მოცემულია ინდივიდუალური


ადმინისტრაციული სამარართლებრივი აქტის ცნების ლეგალური დეფინიცია
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური
სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა
შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე
განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს
სამართლებრივი შედეგები

სუბსუმცია : აღნიშნული ქვეპუნქტი გვაძლებს ინდივიდუალური სამართლებრიცვი აქტის


ცნების ლეგალურ დეფინიციას რომლისგანაც თვალსაჩინო ხდება ინდივიდუალური აქტის

4 ელემენტი: 1 ადმინისტრაციული ორგანო 2 ადმინისტრაციული კანონმდებლობის


საფუძველზე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი 4 სამართლებრივი შედეგი

1ადმინისტრაციული ორგანო

თბილისის მერია – წარმოადგენს თვითმმართველობის ორგანოთა სისტემას, რომელიც


უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ-განმკარგულებელ
საქმიანობას,ე .ი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს

2 ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე

ამ ელემენტში იგულისხმება რომ ნემისმიერ ღონისძიებას რომელსაც ადმინისტრაციული


ორგანო უნდა ახორციელებდეს აუცილებლად ადმინისტრაციული კანონმდებლობა უნდა
ედოს საფუძვლად . 2021 წლის 1 მაისს ნორმატიულ აქტში - თბილისის განაშენიანების
რეგულირების გეგმაში შევიდა ცვლილება და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე
განაშენიანების მაქსიმალურ კოეფიციენტად დადგინდა „კ2“, რამაც გიორგის მიწის ნაკვეთზე
ხუთ სართულამდე შეამცირა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შესაძლებლობა.
აღნიშნულის საფუძველზე 2021 წლის 15 მაისს მერიამ გამოსცა გადაწყვეტილება, რომლითაც
ბათილად ცნო გიორგის სახელზე გაცემული მშენებლობის

ხომ არ გადაამეტა თავის უფლებას

3 ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი

ზოგადად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტისთვის დამახასიათებელია ის რომ იგი


მიმართული უნდა იყოს კონკრეტული პირის ან პირთა შეზღუდული წრისკენ ,აწესრუგებდეს
კონკრეტულ,ცალკეულ შემთხვევებს და უნდა იყოს ერთჯერადი სწორედ ესენი ანასხვავებს
ინდივიდუალური აქტს ნორმატიული აქტისგან. ჩვენს შემთვევაში მერიის გადაწყვეტილება
გიორგის მშენებლობაზე ნებართვის ბათილად ცნობა იყო ერთჯერადი ხასიათის და
მიმართული იყო კონკრეტული პირის გიორგის მიმართ.

4სამართლებრივი შედეგი

აქ საუბარია პირთა უფლებებისა და მოვალეობების დაწესებაზე ,შეცვლაზე,შეწყვეტასა ან


დადასტურებაზე. ე .ი აქ გამოკვეთულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგი ,რომელიც
მიმაღტულია ზოგადად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. გიორგის მშენებლობაზე
ნებართვის ბათილად ცნობით დადგა სამართლებრივი შედეგი, კერძოდ გიორგიმ ვეღარ
შეძლებდა დაგეგმილი შენობის აშენებას .
ჰიპოთეზა : გიორგის წინააღმდეგ დარღვეულია კანონიერი ნდობის პრინციპი ~

სუბსუმცია:კანონიერი ნდობის პრინციპი, კრძალავს ისეთ მმართველობით საქმიანობას,


რომელიც თავის მხრივ კანონიერია, მაგრამ იწვევს მისი ადრესატის კანონიერი ნდობის
გაცრუებას. აქვე დგას მოთხოვნა, რომ მოქალაქის ნდობა მმართველობის ორგანოს ქმედებაზე
უფრო მეტად მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს
ადმინისტრაციული ორგანო. → ადმინისტრაციულ სამართალში კანონიერი ნდობის
პრინციპი უკავშირდება → ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით →
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების ინსტიტუტს (სზაკ-ის მე-601 და 61-ე
მუხლები) და → ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას (სზაკ-ის მე-9 მუხლი). სზაკ-ის მე-
601 მუხლის თანახმად, დაუშვებელია აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის ბათილად ცნობა, თუ → დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს →
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. დაინტერესებული მხარის კანონიერი
ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი.
დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებაზე, რომ
მოცემული ქმედება განხორციელდება, ისევე არის გარანტირებული, როგორც უკვე
განხორციელებულ ქმედებაზე (გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტზე). საყურადღებოა სხვაობა კანონიერი ნდობის დაცვის ხარისხში უკვე
განხორციელებული ქმედებისა და დაპირების შემთხვევაში, რომელიც ვლინდება კანონიერი
ნდობის გამომრიცხველ გარემოებებში. უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის მიმართ კანონიერი ნდობის გამომრიცხველი გარემოებაა
დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება. ამის საპირისპიროდ, დაპირების
შემთხვევაში, ეს გარემოებებია: ა) მას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს
კანონსაწინააღმდეგო დაპირება; ბ) შესაბამისი ნორმატიული აქტის შეცვლის გამო პირი
ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს; გ) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული
მხარის უკანონო მოქმედება. მაშასადამე გიორგის მიერ დარღვეულია კანონიერი ნდობის
პრინციპი რადგან სწორედ მერიის მიერ წამახალისებელი პროექტის გამო წამოიწყო
მაღალსართულიანი შენობის აშენება და შემდგომ როცა უკვე შენების პროიცესში იყო ახალი
რეგულაციების გამო მშენებლობის ნებართვა ბათილად ცნო მერიამ ,რითაც მას ზიანი მიადგა

You might also like