Professional Documents
Culture Documents
ბერდიაევი - ქრისტიანობა და ანტისემიტიზმი
ბერდიაევი - ქრისტიანობა და ანტისემიტიზმი
orthodoxtheology.ge/berdiaeviantisemitizmi/
Orthodox Theology
I.
II.
3/14
არაჩვეულებრივად პარადოქსულია ებრაელთა ბედი: მიწიერი სამეფოს დაუცხრომელი
ძიება და უქონლობა საკუთარი სახლელმწიფოსი, რაც სრულიად უმნიშვნელო
ხალხებსაც კი გააჩნდათ; საკუთარი რჩეულობის მესიანური ცნობიერება და სხვა
ხალხთა მხრიდან მათი აბუჩად აგდება და დევნა; მათ მიერ ჯვრის, როგორც ცდუნების,
უარყოფა და მთელი ისტორიის მანძილზე ამ ხალხის ჯვარცმა. შესაძლოა, ყველაზე
საოცარი ისაა, რომ ჯვრის უარმყოფელი თავად ეზიდება მას, ხოლო ჯვრის
მაღიარებელი ხშირად სხვას აკრავს მასზე. არსებობს ანტისემიტიზმის რამდენიმე ტიპი,
რომელთაც შეუძლიათ, რა თქმა უნდა, გაერთიანება და ერთმანეთისთვის მხარის
დაჭერა. მე არ შევჩერდები იმ ემოციურ-ობივატელურ ანტისემიტიზმზე, რომელიც მცირე
როლს არ თამაშობს ანტისემიტურ მოძრაობებში, მაგრამ პრინციპულად საინტერესო
არაა. მასთანაა დაკავშირებული ებრაელთა დაცინვა. ებრაელის კომიკური ტიპის
დახატვა, ზიზღი ებრაელთადმი, რომელთა მიმართ ადამიანური თანასწორობის
დაშვება არ სურთ. ჩვეულებრივ ამას რაიმე იდეოლოგია არ უკავშირდება.
ანტისემიტიზმის ნამდვილი იდეოლოგია მასობრივი ანტისემიტიზმის იდეოლოგიაა და
ეს ყველაზე გავრცელებული ფორმაა ებრაელთა მტრობისა. გერმანია ამ იდეოლოგიის
კლასიკური ქვეყანაა. მას შეიძლება შეხვდეთ უდიდეს გერმანელებთან, მაგალითად
ლუთერთან, ფიხტესთან, ვაგნერთან, ებრაელებს აცხადებენ დაბალ, მთელი დანარჩენი
კაცობრიობისაგან გარიყულ და მტრულ რასად. მაგრამ ეს დაბალი რასა, როგორც კი
მოხვდება თავისუფალი კონკურენციის პირობებში, ყველაზე ძლიერი აღმოჩნდება,
ჯაბნის სხვა რასებს.
6/14
დიდძალი კაპიტალი იყრიდა თავს. ამას ხელს უწყობდა ებრაელთა ისტორიულად
გამომუშავებული თვისებები. შუა საუკუნეებში ებრაელები ეწეოდნენ მევახშეობას –
ერთადერთ საქმიანობას, რის უფლებასაც მათ აძლევდნენ. ებრაელმა ხალხმა შექმნა
მევახშისა და ბანკირის სახე. ორონდ მანვე შექმნა ტიპი იდეალისტისა, იდეის
თავგადაკლული მსახურისა, ღატაკისა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი
ინტერესებით ცხოვრობს. მაგრამ კაპიტალიზმის შექმნას და კაპიტალისტურ
ექსპლუატაციას „არიელებმაც“ შეუწყვეს ხელი. ისინი, ვინც კაპიტალიზმის შექმნაში
ებრაელებს ადანაშაულებენ, ჩვეულებრივ, კაპიტალიზმის მოწინააღმდეგენი კი არ
არიან, უბრალოდ, კაპიტალისურ კონკურენციაში სურთ ებრაელებს აჯობონ, მათზე მეტი
კაპიტალი ჰქონდეთ. განსაცვიფრებელია, რომ კ. მარქსი, ებრაელი და სოციალისტი,
გარკვეული აზრით ანტისემიტი იყო. ებრაელთა საკითხზე დაწერილ სტატიაში, ბევრს
რომ ეჩოთირება, მან ებრაელი ხალხი მსოფლიო კაპიტალისტური ექსპლუატაციის
გამტარებელად გამოაცხადა. სხვათა შორის, მარქსის რევოლუციური ანტისემიტიზმი
აბათილებს ლეგენდას ებრაელთა მსოფლიო შეთქმულებაზე. ებრაელები: მარქსი და
როტშილდი შეურიგებელი მტრები არიან და ერთ შეთქმულებაში მონაწილეობას ვერ
მიიღებდნენ. მარქსი იბრძოდა კაპიტალის ძალაუფლების წინააღმდეგ, მათ შორის
ებრაული კაპიტალის წინაღმდეგაც. ებრაელების მიმართ მეორე ბრალდება, რომ მათ
მოიგონეს სოციალიზმი და მთავარი მონაწილენი არიან რევოლუციური
სოციალისტური მოძრაობებისა, ცხადია, მხოლოდ იმ პირთაგან მომდინარეობს, ვისაც
კაპიტალიზმი არ ეთაკილება და კაპიტალისტური წყობილების შენარჩუნება სურს. რუსი
ანტისემიტებისათვის ეს ბრალდება დაიყვანება იმაზე, რომ რუსული კომუნისტური
რევოლუცია ებრაელებმა მოახდინეს. ფაქტიურად ეს მცდარია. ლენინი ებრაელი არაა:
რევოლუციის ბევრი ბელადიც არაა ებრაელი, ებრაელები არც მუშათა და გლეხთა
უზარმაზარი მასები იყო, რევოლუციას გამარჯვება რომ მოუტანა. მაგრამ ებრაელები,
რა თქმა უნდა, მცირე როლს არ თამაშობდნენ რევოლუციაში და მის მომზადებაში.
რევოლუციებში მუდამაც დიდ როლს შეასრულებენ დაჩაგრული ეროვნებანი და
დაჩაგრული კლასები. პროლეტარიატი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა
რევოლუციებში. ეს ებრაელთა დამსახურებაა, რომ უფრო სამართლიანი სოციალური
წყობისათვის ბრძოლაში მონაწილეობდნენ. მაგრამ ებრაელთა წინააღმდეგ
ბრალდბანი ბოლოს და ბოლოს ერთ ძირითადზე დადის: ებრაელები ესწრაფიან
მსოფლიო ძლიერებას, მსოფლიო სამეფოს. ამ ბრალდებას ზნეობრივი გამართლება
ექნებოდა იმათთვის, ვინც თავად არ ელტვის ძლიერებას და ყოვლად ძლიერ სამეფოს
არ ესწრაფის. მაგრამ „არიელები“ და არიელი ქრისტიანები, მაღიარებელნი იმ
რელიგიისა, არაამქვეყნიური სამეფოსაკენ რომ მოუწოდებდა მათ, მუდამ
ესწრაფოდნენ ძლიერებას და მსოფლიო სამეფოსა ქმნიდნენ. ებრაელებს არა თუ
მსოფლიო, ციცქნა სამეფოც არ გააჩნიათ. ქრისტიანებს კი ჰქონდათ უძლიერესი
სამეფოები და ესწრაფოდნენ ექსპანსიას და მბრძანებლობას.
8/14
საქმეებით ჯვარს აცვამდნენ ქრისტეს, თავიანთი ანტისემიტიზმითაც ჯვარზე აკრავდნენ,
თავიანთი მძულვარებითაც და თავიანთი ძალადობითაც, ძლიერთა ამა ქვეყნისათა
მსახურებითაც, საკუთარი ინტერესების გამო ღალატითაც და ქრისტეს ჭეშმარიტების
დამახინჯებითაც. „არიელებმაც“ დაგმეს ქრისტე და ახლაც გმობენ. ხოლო ამას
სჩადიან თავ-თავისი სამეფოებისათვის. სჯობია, პირდაპირ და უშუალოდ რომ გმობენ
ქრისტეს, ვიდრე ქრისტეს სახელს ამოფარებულნი საკუთარ სამეფოებს რომ აშენებენ.
როცა ებრაელებს შერისხავენ და დევნიან იმის გამო, ქრისტე ჯვარს აცვესო, მაშინ
აშკარად დგებიან გვაროვნული შურისძიების ნიადაგზე, რაც ერთობ ახასიათებდათ
ძველ ხალხებს. მათ შორის ებრაელებსაც. მაგრამ ერუვნული შურისძიება სრულიად
მიუღებელია ქრისტიანული ცნობიერებისათვის. იგი სავსებით ეწინააღმდეგება
პიროვნული ღირსებისა და პიროვნული პასუხისმგებლობის ქრისტიანულ იდეას.
ქრისტიანული ცნობიერება არ უშვებს არანაირ შურისძიებას: არც პირადს და არც
გვაროვნულს. შურისძიების გრძნობები ცოდვიერია და მათი მონანიება აუცილებელია.
გვარი, სისხლი, შურისძიება – ეს ყველაფერი უცხოა წმინდა ქრისტიანობისათვის და
შემოღწეულია გარედან, ძველი წარმართობიდან.
III.
ქრისტიანობას ჩვეულებრივ იმაში ედავებიან, რომ იგი რეალიზებადი არაა და რომ იგი
ქრისტიანებს არასოდეს განუხორციელებიათ. ქრისტიანობა თავის თავში ისეთ
ამაღლებულ მცნებებს მოიცავს, ადამიანურ ბუნებას რომ არ შეესაბამება.
განსაკუთრებით განუხორციელებელი და არაპრაქტიკულია ქრისტიანობა სოციალურ
ცხოვრებასთან მიმართებაში, რომელიც არასოდეს მსგავსებია იმას, რისკენაც ქრისტე
მოუწოდებდა. ამ ჩვეულებრივ შედავებას განსაკუთრებით აწვებოდა სალვადორი,
გამოჩენილი ფრანგი ებრაელი მწერალი და მეცნიერი XIX საუკუნის შუა ხანებისა,
ავტორი იესო ქრისტეს ერთ-ერთი ცხოვრებისა. განსხვავებას იუდაიზმსა და
ქრისტიანობას შორის საინტერესოდ აყალიბებს შესანიშნავი ებრაელი რელიგიური
ფილოსოფოსი ახლახანს გარდაცვლილი როზენცვაიგი, რომელმაც მარტინ ბუბერთან
ერთად გერმანულ ენაზე ბიბლია თარგმნა. იგი ამბობს, რომ ებრაელი თავისი
რელიგიით მოწოდებულია, დარჩეს ებრაულ სამყაროში, რომელშიც დაიბადა,
აღამაღლოს და სრულყოს თავისი ებრაელობა. მას არ მოეთხოვება საკუთარი ბუნების
უარყოფა. სწორედ ამიტომაა ებრაული სარწმუნოება რეალიზებადი. ქრისტიანი კი
თავისი ბუნებით წარმართია (ებრაელების გავრცელებული შეხედულება). მან რომ
თავისი სარწმუნოება აღასრულოს, თავისი სამყაროდან უნდა გავიდეს, უარყოს თავისი
ბუნება, დაგმოს ბუნებითი წარმართობა. ამასთანაა დაკავშირებული ქრისტიანობის
განხორციელების სიძნელე. გამოდის, რომ ებრაელების გარდა ყველა წარმართია. ამ
შეპირისპირების ნიადაგზე როზენცვაიგი იუდაიზმის უპირატესობას ასკვნის. მე კი
ვფიქრობ, რომ ეს ქრისტიანობის უპირატესობაა. ღვთაებრივი გამოცხადება სხვა
სამყაროდან მოდის. იგი რთულია ამ სამყაროსათვის, მოითხოვს მოძრაობას დიდი
წინააღმდეგობის მიმართულებით. ქრისტიანებმა ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ
ქრისტიანობის მოწინააღმდეგეებს იგი განუხორციელებად რელიგიად
გამოეცხადებინათ. ქრისტიანობის ამ მიწაზე განუხორციელებლობის აზრს ისინი
ძალიან ბოროტად იყენებდნენ, თავი საშინელი სირთულით დაიმშვიდეს. ადამიანის
10/14
ცოდვილი ბუნების მოძღვრებიდან ქრისტიანებმა ყველაზე უგვანი დასკვნები
გამოიტანეს. ეს შეიძლება გამოიხატოს ასე: ისინი ცოდვას შეურიგდნენ და ცოდვასთან
შეგუების სისტემა შექმნეს. ამ მიმართებით ძალიან საყურადღებოა კონსტანტინე
ლეონტიევი – უაღრესად გონებამახვილი და წრფელი მოაზროვნე. მან ქრისტიანობა
სულთა მიღმიურ ხსნაზე დაიყვანა. იმაზე, რასაც თავად ტრანსცენდენტურ-ეგოიზმს
უწოდებდა. მოხარული იყო იმისა, რომ ქრისტიანული სიმართლე მიწაზე ვერასოდეს
განხორციელდებოდა, რადგან ეს განხორციელება ეწინააღმდეგებოდა მის
წარმართულ ესთეტიკას. როზენცვაიგის ტერმინოლოგიით შეიძლებოდა გვეთქვა, რომ
კ.ლეონტიევი თავის ბუნებრივ წარმართულ სამყაროში დარჩა. რაც შეეხება პირადად
მისი სულის მიღმურ ხსნას, მხოლოდ ბერობისა და ასკეზის გზით თუ შესძლებდა
წარმართული ბუნების გადალახვას. მაგრამ ყველა ეს ბრალდება ეკუთვნის
ქრისტიანებს და არა – ქრისტიანობას.
IV.
ჩვენ ვცხოვრობთ არა მარტო მხეცური ანტისემიტიზმის, არამედ სულ უფრო მეტი და
მეტი ებრაელის გაქრისტიანების ეპოქაში. რასობრივი ანტისემიტებისათვის ეს საკითხი
უინტერესოა, მათთვის უფრო ყურადსაღებია სისხლის მატერიალური, ვიდრე
სარწმუნოების სულიერი ფაქტი. მაგრამ რაც შეეხება რელიგიურ ანტისემიტებს, ისინი
ებრაელთა საკითხის ერთადერთ გადაწყვეტას შეიძლება ებრაელი ხალხის ქრისტეს
რჯულზე მოქცევაში ხედავდნენ. ჩემი აზრით, ამაში დიდი სიმართლეა. მაგრამ
ებრაელთა საკითხის ასეთი გადაწყვეტის მოთხოვნა შეიძლება მორალურად
ორაზროვანი და ყალბი გამოდგეს. თუ ქრისტიანი ანტისემიტები ებრაელებს ყელთან
დანას მიადებენ და გაქრისტიანებას მოსთხოვენ, უარეს შემთხვევაში კი ბუნებრივად
ჩათვლიან მათ დარბევას, მაშინ ეს იქნება მორალური უმსგავსობა, რასაც
ქრისტიანობასთან არაფერი აქვს საერთო. რატომ არ უნდა მოვთხოვოთ
11/14
გაქრისტიანება სხვადასხვა „არიელ“ ხალხს, რომლებიც სავსებით მოსწყდნენ
ქრისტიანობას ანდა მხოლოდ გარეგნულადღა ინარჩუნებენ მას? ქრისტეს რჯულზე
მოქცევა უაღრესად პირადული საქმეა და საეჭვოა, მომავალში ხალხებზე, როგორც
ქრისტიანებზე და არაქრისტიანებზე, ილაპარაკონ. ებრაელთა გასაქრისტიანებლად
მეტად მნიშვნელოვანია, თვითონ ქრისტიანები მოექცნენ რჯულზე, ე.ს. ფორმალურად
კი არა, რეალურად ქრისტიანები გახდნენ. მოძულენი და ჯვარზე გამკვრელები,
რამდენიც არ უნდა ახალონ მიწას თავი, არ შეიძლება ქრისტიანებად იწოდებოდნენ.
მთავარ დაბრკოლებას არაქრისტიანული აღმოსავლეთის – ინდუსებისა და ჩინელების
– ქრისტეს რჯულზე მოქცევის გზაზე თავად ქრისტიანები წარმოადგენენ. ქრისტიანული
სამყაროს მდგომარეობა გაუთავებელი ომებით, ეროვნული სიძულვილით,
კოლონიური პოლიტიკით, მშრომელი კლასების ჩაგვრით არის უდიდესი მკრეხელობა.
სწორედ ყველაზე მემარჯვენეები, ყველაზე ორთოდოქსები, ღვთისმოსავ ქრისტიანებად
რომ მიიჩნევენ თავს, ახლა მცირეთა ამათ მიმართ უდიდეს ცოდვას ჩადიან.
ებრაელთათვის მათსა და ქრისტეს შორის ქრისტიანები ჩამდგარან და ქრისტეს სახეს
ჩრდილავენ. ებრაელებმა შეიძლება ქრისტე თავიანთ მესიად აღიარონ, – ასეთი
მოძრაობა შეიმჩნევა ებრაელთა შიგნით, – ქრისტეს გმობა შეიძლება საბედისწერო
შეცდომად სცნონ. მაგრამ მაშინ ისინი ჯვარცმულ მესიას და ჯვარცმული მესიის სახით
დამცირებულ ღმერთს აღიარებენ.
ქვეყნად ყოველთვის იყო და არის ორი რასა. რასათა ეს დაყოფა სხვა ყველა
დაყოფაზე მნიშვნელოვანია. არიან ჯვარსმცმელნი და არიან ჯვარცმულნი,
მჩაგვრელნი და ჩაგრულნი, მოძულენი და შეძულებულნი, მტანჯველები და ტანჯულები,
მდევნელები და დევნილები. არაა საჭირო იმის განმარტება, ვის მხარეზე უნდა იდგნენ
ნამდვილი ქრისტიანები. ისტორიაში როლები შეიძლება შეიცვალოს. ახლა
ქრისტიანებს ისევე დევნიან, როგორც პირველ საუკუნეებში. ახლა ებრაელებიც ისევე
იდევნებიან, როგორც არა ერთხელ იდევნებოდნენ. ისტორიაში ამაზე დაფიქრება
აუცილებელია. რუსი ანტისემიტები, რომლებიც აფექტის მდგომარეობაში ცხოვრობენ
და მანიაკალური იდეით არიან შეპყრობილნი, აცხადებენ: რუსეთს ებრაელები
მართავენ და იქ ქრისტიანებს დევნიან. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. მებრძოლი
უღმერთოების სათავეში უპირატესად ებრაელები სულაც არ იდგნენ. რუსები მასში
ძალიან დიდ როლს თამაშობდნენ. მე იმასაც ვფიქრობ, რომ არსბობს რუსული
მებრძოლი ათეიზმი, როგორც სპეციფიკური რუსული მოვლენა. რუსი თავადი ბაკუნინი
მისი უკიდურესი და ნიშანდობლივი გამომხატველი იყო. ამგვარი იყო ლენინიც.
დოსტოევსკიმ სწორედ რუსულ ათეიზმზე, მის შინაგან ეგზისტენციალურ დიალექტიკაზე
გააკეთა უდიდესი აღმოჩენები. მცდარია ისიც, თითქოს რუსეთს ებრაელები მართავენ.
მთავარი მმართველები ებრაელები არ არიან. გამოჩენილი ებრაელი კომუნისტები
დახვრიტეს ანდა ციხეებში სხედან. ტროცკი სიძულვილის მთავარი ობიექტია.
ებრაელებმა დიდი როლი შეასრულეს რევოლუციაში. ისინი რევოლუციური
ინტელიგენციის ძირითად ნაწილს შეადგენდნენ. ეს სრულიად ბუნებრივია და
განსაზღვრული იყო მათი დაჩაგრული მდგომარეობით. ებრაელები რომ
თავისუფლებისათვის ირძოდნენ, ამას მე დამსახურებად ვთვლი. ტერორსა და დევნას
ებრაელებიც რომ მართავდნენ, ებრაელთა სპეციფიკურ თავისებურებად არ მიმაჩნია,
არამედ – რევოლუციის სპეციფიკად და მის უსაზარლეს თავისებურებად განვითარების
გარკვეულ სტადიაზე. იაკობინელთა ტერორში ხომ ებრაელებს არავითარი როლი არ
უთამაშიათ. ემიგრაცია სავსეა ებრაელებით. მახსენდება საბჭოთა რუსეთში,
გაცხარებული კომუნისტური რევოლუციის ხანაში, ჩემი სახლის პატრონი შეხვედრისას
ხშირად მეტყოდა ხოლმე: „რა უსამართლობაა, თქვენ პასუხს არ მოგთხოვენ, რომ
ლენინი რუსია. მე კი პასუხი უნდა ვაგო, ტროცკი რომ ებრაელია“. შემდგომში მან
პალესტინაში წასვლა მოახერხა. მე თანახმა ვარ, საკუთარ თავზე ავიღო
პასუხისმგებლობა ლენინის გამო. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ რეალობები და
ფაქტები არ არსებობს იმათთვის, ვის აზროვნებასაც განსაზღვრავს resentment*
აფექტები და მანიაკალური იდეები. მკურნალობა ყველაზე უფრო აქაა საჭირო.
შემოქმედება და ყოფიერება
მორჩილება თუ მონობა?
ფანატიზმის შესახებ
14/14