Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 6

ელისაბედი და ჯადოსნური სამყარო

I ნაწილი

ელისაბედი იყო გოგონა პატარა სოფელი - რორიქსტედიდან, მამამისი ომში გარდაიცვალა, დედა
კი შავებში ჩაცმულმა რაინდებმა გაიტაცეს და უკვე ხუთი წელია ელისაბედი მას ეძებს, მაგრამ
უშედეგოდ, ამის გამო ელისაბედი ბაბუასთან ცხოვრობს სოფელში, ბაბუას ადრე პატარა ბოსტანი
ჰქონდა, იქ მოყვანილ ბოსტნეულობას იგი ქალაქში ყიდიდა, ამით ის ორ გროშს აკეთებდა და
საჭმლის ფულს შოულობდა, მაგრამ ბოლო დროს ბაბუას აღარ შეეძლო ბოსტნის მოვლა, მათი სახლი
იყო პატარა მაგრამ ლამაზი, სოფლის კუთხეში, რორიქსტედი მოსავლიანობით გამოირჩეოდა,
ამიტომ გაზაფხულობით სულ გადამწვანებული იყო, როგორც ვნახეთ ბაბუას აღარ შეეძლო ბოსტნის
მოვლა, ანუ მათ ამიერიდან არც ფული ჰქონდათ და არც საჭმელი, ამიტომ ელისაბედმა გადაწყვიტა
წასულიყო ქალაქში და რამენაირად საჭმლისთვის ფული ეშოვნა, მას ბაბუასთვის არაფერი არ
უთქვამს რადგან მან იცოდა რომ ბაბუა არ გაუშვებდა, ამიტომ ელისაბედი ერთ დილით ადგა და
წავიდა ქალაქში, ქალაქი როდოსი სოფლიდან საკმაოდ შორს იყო, თითმის ერთი დღის სავალი იყო,
ამიტომ რათქმაუნდა იგი ვერ მიასწრებდა დაღამებამდე.

ისე დაღამდა რომ ქალაქამდე სულ ცოტა ეკლო, მაგრამ ღამით ხომ ვერ წავიდოდა, მან გზად ნახა
ძველისძველი სასახლე, რომელიც ცოტა საშიშადაც კი გამოიყურებოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, მან
კარი შეაღო და შიგნით შევიდა, მისაღებში ღუმელი ედგა, რომელშიც ცეცხლი ენთო, ეს ელისაბედს
საერთოდ არ გაკვირვებია, ისე მივიდა და გაითბო მოყინული ხელები, მიწვა და მიეძინა, ის კარის
ხმამ გამოაღვიძა, მაგრამ არ შეუმჩნევია, ხოლო როცა მკლავზე ხელი იგრძნო მაშინ ნამდვილად
შეეშინდა, თავზე ვიღაც მოგრძო ცხვირიანი, და ზღვისფერ თვალებიანი ქალბატონი ედგა შავი
მანტიით, ისე შეეშინდა დაყვირებაც ვერ მოასწრო, მაგრამ მანამდე ქალმა დააწყნარა და კითხა თუ
როგორ მოხვდა აქ, მან ელისაბედს მოუსმინა და დილამდე დარჩენა შესთავაზა, ელისაბედი
დაეთანხმა, იქვე გააგრძელა ძილი, მეორე დილით ქალბატონმა ელისაბედი დილაადრიან გააღვიძა
რათა არ დაგვიანებოდა ქალაქში ჩასვლა, ჭამის დროს ელისაბედი ამ ქალბატონის ჩაცმამ და თვითონ
სახემ დააინტერესა, მან მისი სახელიც კი არ იცოდა.

- გუშინ ვერ გკითხეთ თქვენი სახელი, ძალიან დაღლილი ვიყავი.


- მე ცირცეა მქვია, და ამ სასახლის პატრონი ვარ.
- კი მაგრამ ეს სასახლე ძალიან ძველია, თქვენც უცნაურად გამოიყურებით, რატომ? ეს
კითხვა ცირცეას არ ესიამოვნა, მაგრამ მაინც უპასუხა.
- ადრე ყველაფერი ლამაზი იყო, მეც, სასახლეც, და ცხოვრებაც, მაგრამ...
- რა მაგრამ, რა მოხდა? ჩაეკითხა ელისაბედი.
- ვერ გეტყვი, ეს საიდუმლოა.
- გეხვეწებით, ძალიან მაინტერესებს თქვენი ისტორია.
- ბევრი ხანია არავისთან არ მისაუბრია..
- მაშინ მომიყევით თქვენზე.
- თუ ასეა საქმე მაშინ კარგი, რამდენიმე ასეული წლის წინ მე შენნაირი პატარა გოგონა
ვიყავი, მე დედასთან და მამასთან ერთად აქ ვცხოვრობდი, მამაჩემი მეფე იყო, დედაჩემი
დედოფალი, შესახედავად მართლაც ძალზედ ლამაზი ვიყავი, ერთ დღეს სამეფოში ვიღაც
დედაბერი გვესტუმრა სახელად მორაი, იგი ძალზედ საშინლად გამოიყურებოდა, შავი
მანტია, მოგრძო ცხვირი, მან თავი ჯადოქრად გამოაცხადა, და გვიბრძანა რომ თუ არ
დავუთმობდით სასახლეს დაგვსჯიდა, მამამ მის ნათქვამს ყური არ დაუგდო, მცველებს
უბრძანა გარეთ გაეყვანათ, უცებ მორაიმ წარმოთქვა რაღაც უცნაურ ენაზე, ამის შემდეგ
მის ხელის გულებზე ცეცხლი აინთო, მან ერთი ხელი მოქნევით ყველა მცველი ფერფლად
აქცია, მამაჩემმა ხმალი იტაცა მაგრამ ამაოდ, მორაიმ ისიც დაწვა, შემდეგ დედაჩემზე
გადავიდა, ბოლოს მე მომადგა, მაგრამ მას არ აკმაყოფილებდა ჩემი ფერფლად ქცევა, მან
ისევ წარმოთქვა უცნაური სიტყვები, უცებ ცაში ელვამ გაიჭექა, თვალთ დამიბნელდა,
სასახლემ გრუხუნი დაიწყო, ზოგ ადგილებში გაიბზარა, ყველა მცენარეები გახმა,
ფანჯარები ჩატყდა, მე კი ვგრძნობდი თუ როგორ იცვლებოდა ჩემი სხეული, ეს ძალიან
მტკივნეული იყო, როცა ყველაფერი დამთავრდა მორაი უკვე აღარ იყო, მე კი დავრჩი
ესეთი დამახინჯებული, მხოლოდ თვალებიღა შემრჩა იმ გოგონასი, იმ დღიდან
დაწყებული მხოლოდ ღამით შემიძლია სასახლის დატოვება, ასევე არ ვბერდები, და თუ
მზის სხივი სასახლის გარეთ მომხვდება, მეც ფერფლად ვიქცევი...
- ამის წინააღმდეგ არ არსებობს რამე წამალი? რომელიც ისევ ადამიანად გადაგაქცევს?
- კი, მაგრამ ის ადგილი სადაც ეგ წამალი მოიპოვება ძალზედ შორსაა, და ვერ
ჩვეულებრივი ადამიანი შეძლებს იქ მოხვედრას.
- მე ვერ შევძლებ? წავალ და მოგიტან იმ წამალს.
- არავითარ შემთხვევაში, შენ შეიძლება იქ დაზიანდე.
- რა უნდა დამემართოს, რისი გეშინია? უბრალოდ წავალ და მოვიტან წამალს.
- ძალიან საშიშია...
- რა არის საშიში? იქნებ მითხრა?
- იქ ბევრი არსებაა რომელთაც შენთვის ზიანის მოყენება შეუძლიათ!
- შემჭამენ? რას მიზამენ ის არსებები? ან სად არის ეს ადგილი?
- იმ არსებებს შენი შეჭმის უფლება არა აქვთ, მაგრამ მათ შეუძლიათ სხვანაირად
მოგაყენონ ზიანი.
- უფლება არა აქვთ? რაზე ამბობ?
- ვერ გეტყვი, ძალიან საშიში ადგილია შენთვის.
- მისმინე, მე უკვე გადავწყვიტე იქ წასვლა, და შენ აზრს ვეღარ შემაცვლევინებ, ეხლა კი
მითხარი სად არის ის ადგილი და რა წამალს შეუძლია შენი განკურნება.
- თუ ასე გაქ გადაწყვეტილი მაშინ კარგი. ის არსებებიც და წამალიც ჯადოსნურ
სამყაროშია, იქ ყველაფერი განსხვავებულია ჩვენ სამყაროსთან შედარებით, იქ
ცხოველები ცხოვრობენ, მაგრამ მათ ფიქრი და საუბარი შეუძლიათ, ზუსტად იქ არის ერთი
წყარო, რომელსაც მაგიური წყარო ეწოდებოდა, თუ მას ადამიანი დალევს, იგი
ჯადოქრად გადაიქცევა, და თუ ჯადოქარი დალევს, პირიქით მოხდება. ზუსტად ის წყაროა
ჩემი წამალი.
- როგორ მოვხვდე იმ სამყაროში?
- ჩვენსა და მაგიურ სამყაროებს შორის არსებობს პორტალი, რომლითაც შეიძლება
მოგზაურობა სამყაროებს შორის, მაგრამ მისი გააქტიურება მხოლოდ ჯადოქარს
შეუძლია, მე ამ სასახლეს ვერ დავტოვებ, მაგრამ მე ვიცნობ კიდევ ერთ ჯადოქარს
სახელად ხელგენს, იგი სოფელში ცხოვრობს ქალაქ როდოსთან, სოფელს პილიპოლეონი
ჰქვია, რაც ბერძნულად ქალაქის კარიბჭეს ნიშნავს, ეს იმიტომ რომ მექარავნეები
ქალაქში ზუსტად პილიპოლეონიდან შედიოდნენ, იქ იკითხე ხელგენი და მიგასწავლიან.
იმისათვის რომ დაგეხმარო ერთი ნივთი გამოგადგება. ცირცეამ თაროდან მინის სფერო
ჩამოიტანა. როცა ჩემთან გინდა გასაუბრება სფეროში ჩაიხედე და ჩემი სახელი ახსენე,
სფეროში მე გამოვჩნდები და შევძლებ შენს დახმარებას.
- კარგი, ეხლავე დავადგები გზას, აუცილებლად მოვიტან წამალს!

ელისაბედმა სფერო ჩანთაში ჩაიდო და წავიდა, გზაში მას ბაბუამისი გაახსენდა,


ძალიან აინტერესებდა თუ როგორ იყო ის მარტო, უცებ მას თავში რაღაც აზრმა გაუელვა. მან სფერო
აიღო და ბაბუამისის სახელი ახსენა, სფეროში არსებული სითხე აირია და იქ ბაბუამისი გამოისახა,
ის კარგად გამოიყურებოდა მაგრამ ძალზედ ღელავდა ელისაბედზე, ამით მან თავი დაიმშვიდა და გზა
გააგრძელა, ელისაბედი ქალაქში ჩავიდა, ზუსტად მაშინ გადიოდა ქარავანი როდოსიდან
პილიპოლეონში, მან სთხოვა ერთ-ერთ ვაჭარს ადგილი მოეძებნა მისთვის ქარავანზე, რაზეც იგი
დათანხმდა, ქარავანი პილიპოლეონში ჩქარა ჩავიდა, რადგან მევაჭრეებსაც ეჩქარებოდათ,
ელისაბედმა მთელი სოფელი მოიარა მაგრამ მცოვრებლებმა არაფერი იცოდნენ ხელგენის შესახებ,
ელისაბედმა სფეროს დახმარებით ცირცეას მიმართა:

- ცირცეა! მთელი პილიპოლეონი მოვიარე მაგრამ არავინ არ იცის ხელგენის შესახებ,


რამით დამეხმარე.
- ალბათ რაც ჯადოქრების კოცონზე წვა დაიწყეს ხელგენი გადაიმალა, მაგრამ მე ვიცნობ
ერთ ადამიანს რომელიც მიგასწავლის ხელგენის ადგილსამყოფელს, მას ზუსტად
ეცოდინება.
- ვინ? როგორ მოვძებნო იგი?
- სოფელში იკითხე ვაჭარი სახელად ზახაროფი, აუცილებლად ეცოდინებათ იქ.
- კარგი, მაშინ ძებნას გავაგრძელებ.

სოფელში ზახაროფს თურმე ყველა იცნობდა, ზახაროფი დიდი მევაჭრე ყოფილა


რომელიც იარაღებით და სხვა ნივთებით ვაჭრობდა, ხელგენი კი სავარაუდოდ მისი
მეგობარი იქნებოდა, ზახაროფმა პირველად უთხრა რომ ხელგენს არ იცნობდა, მაგრამ
როცა ელისაბედმა ყველაფერი აუხსნა მან მიასწავლა ხელგენის სახლი. ის სოფლის
კუთხეში ტყისგან ცოტათი მოშორებით იდგა, არ სიდიდით გამოირჩეოდა და არ
სილამაზით, ხელგენს ჯერ ელისაბედთან საუბარი არ სურდა, მაგრამ როცა მან ცირცეა
ახსენა ხელგენმა იგი შემოუშვა.
- ანუ შენ ამბობ რომ ცირცეამ გამოგიშვა ჩემთან? არ მეგონა თუ კიდევ ცოცხალი იყო...
- მე აუცილებლად ჯადოსნურ სამყაროში უნდა მოვხვდე, ამაში მხოლოდ თქვენ თუ
დამეხმარებით.
- ჯადოსნური სამყარო? იცი რა საშიშია ის ადგილი, მე არ ვაპირებ შენს იქ შეშვებას.
- მე უკვე ყველაფერი გადავწყვიტე, უბრალოდ პორტალი გახსენი და მეტი არაფერი მინდა.
- ცირცეამ როგორ გითხრა ამ პორტალის შესახებ? განა არ შეეოცოდე?!
- მე მხოლოდ იქ მინდა მოხვედრა დანარჩენი არ მაინტერესებს.
- მისმინე დარწმუნებული ხარ რომ იქ მართლა გინდა მოხვედრა?
- კი სრულიად, ახლა კი დამეხმარე იქ მოხვედრაში.
- კარგი, მე მაინც გაგაფრთხილე... პორტალი აქვე ტყეშია, მხოლოდ ჯადოქარს შეუძლია
მისი გამოძახება.
- ვიცი, ამიტომაც მჭირდებით.

ხელგენმა თავისი მანტია შემოიცვა და ტყეში შევიდა, უკან მას ელისაბედი მოსდევდა, იგი
დიდ ხესთან მივიდა და დაიწყო ელისაბედისთვის უცნობი სიტყვების ლაპარაკი, ბოლოს კი
ხე ლურჯად განათდა და პორტალი წარმოისახა, იგი მთლიანად წყლისგან შედგებოდა.

- აი, ესაა პორტალი. უთხრა ხელგენმა ელისაბედს


- ძალიან ლამაზია, რომ შევეხები ჯადოსნურ სამყაროში გადავინაცვლებ ხო?
- დიახ, მაგრამ სანამ წახვალ უნდა გაგაფრთხილო, როგორც გითხარი იქ ძალიან საშიში
ცხოველები არიან, და არა იმიტომ რომ შენი შეჭმა შეუძლიათ, არამედ იმიტომ რომ შენი
შეცდენა შეუძლიათ, შეჭმის უფლება კი არა აქვთ, ამიტომ შენ იქ მეგობარი დაგჭირდება,
მე ვერ წამოგყვები რადგან არ ვაპირებ იქ დაბრუნებას, რამე ერთგული ცხოველი
შეარჩიე, მორჩა გათავდა, მეტს მხოლოდ წარმატებას თუ გისურვებ.
- მადლობა, იქნებ შენც გინდა ჯადოსნური წყალი? არ მოგბეზრდა ჯადოქრობა და მალვა?
- ჯადოსნური წყალი? მე რათქმაუნდა მინდა, მაგრამ იქამდე როგორ მიხვალ?
- ეს უკვე ჩემი საქმეა.
- ელისაბედ! დაუძახა ხელგენმა უკვე თითქმის ხელშეხებულ გოგონას,
- გახსოვდეს რომ როცა შენ იქ იმყოფები, აქ დრო შერდება. უთხრა ხელგენმა და მის
თვალში ოდნავ სევდა გამოისახა.

ელისაბედი პორტალს შეეხო და ჯადოსნურ სამყაროში გადაინაცვლა, ის იქვე დაეცა, ეს


შეამჩნია თეთრმა ცხენმა რომელიც თითქმის კაშკაშებდა, მივიდა მასთან და
წამოდგომაში დაეხმარა.
- რა უნდა ასეთ გოგონას ჯადოსნურ სამყაროში? განა არ იცი თუ როგორი საშიშია ეს
ადგილი? ჰკითხა ცხენმა შეშინებულ ელისაბედს
- ვიცი, მაგრამ მე აქ ჯადოსნური წყაროს საპოვნელად მოვედი!
- ეგ უფრო უარესი, წყაროს ლომები იცავენ, ადამიანსა თუ ჯადოქარს არა აქვს უფლება
მასთან მიახლოების!
- მაშინ შენ უნდა დამეხმარო ამ საქმეში, გემუდარები.
- ჯერ ვერაფერს დაგპირდები, მანამდე კი დაღლილს გავხარ, სამეფოში შეგიყვან და იქ
ცოტას დაისვენებ.
- სამეფოს მცველები არ ყავს?
- კი, სამეფოში კარიბჭედან შედიან, რომელსაც ვეფხვები იცავენ.
- მაშინ როგორ ვეფხვები როგორ შემიშვებენ?
- თუ შენ ხმას არ ამოიღებ და მე მანდობ საქმეს, ყველაფერი კარგად იქნება.
- მაშინ კარგი, შემოგაჯდები და ხმას არ ამოვიღებ.

ცხენმა ელისაბედი შემოისვა და წაიყვანა, მალე ისინი კარიბჭესაც მიუახლოვდნენ,


რომელსაც ვეფხვები იცავდნენ. მათ აშკარად არ მოსწონდა სამეფოში გოგონას შესვლა.
- ეს გოგონა ვინაა? ან რა უნდა აქ? დაიღრიალა ვეფხვმა
- ის ჩემთანაა, თუ რამე პრობლემაა მითხარით.
- სამეფოში რა საქმე აქვს?
- უბრალოდ ნაცნობის სანახავად მოვიდა.
- ვითომ მეხუმრები? აქ ადამიანი რამდენიმე ათასი წელია თავისი ფეხით არ მოსულა! ეხლა
კი ერთი პატარა გოგონა მოდის ნაცნობის სანახულებლად?
- თუ რამით კანონს არღვევს მითხარი და უკან დავაბრუნებ.
- ჰმმ, ყველამ იცის რომ ეს კანონი არაფერს არ ნიშნავს, ის ისევ საცოდავმა მოკვდავმა
ადამიანებმა მოიგონეს!
- რას ვიზამთ, კანონი კანონია.

ვეფხვმა გაბრაზებულად შეხედა ცხენსა და ელისაბედს, მაგრამ რა გაეწყობოდა, ისინი


არანაირ კანონებს არ არღვევდნენ. ელისაბედი ცხენზე ამხედრებული შევიდა ჯადოსნურ
სამეფოში, ყველა მას შეჰყურებდა, აქ უკვე კარგა ხანია ადამიანი არ უნახავთ, თან კიდე
გოგონა, ცხენმა გოგონა საჯინობოში მიიყვანა და იქ მოუწყო თივის საწოლი.
- კი მაგრამ აქ ნორმალური სახლები არაა? შეწუხებულად იკითხა ელისაბედმა.
- აქ ბევრი ხანია საცხოვრებლად ადამიანები არ მოსულან, და არამგონია რომ შემდეგშიც
მოვიდნენ, ეს ადამიანთათვის ყველაზე საშიში ადგილია, მეფე პირველ
რიგში პორტალის გამო წვავს ჯადოქრებს.
- ერთი რამ მაინტერესებს, ვეხფვმა რატომ გითხრა რომ აქ თავისი ფეხით არავინ არ
მოსულა? ვინმე ძალდატანებითაც მოიყვანეს?
- კი, ერთი ჯადოქარი, იმ სამყაროდან ჩამოიყვანეს ბნელმა რაინდებმა.
- ბნელმა რაინდებმა?
- დიახ, ბნელი რაინდები ამ სამყაროსთან ერთად შეიქმნენ, ისინი განუმეორებელი
რაინდები არიან, ისინი ბევრ რამეში გვეხმარებიან.
- ზუსტად ხუთი წლის წინ დედაჩემი შავში ჩაცმულმა ხალხმა გაიტაცა!
- შესაძლებელია, მაგრამ ამას მაინც ვერ შევამოწმებთ, რადგან ის კოშკშია გამოკეტილი
რომელსაც მაგია იცავს.
- ვერანაირად ვერ შევალთ? ხომ უნდა არსებობდეს რამე გზა?
- მაგიის შეჩერება მხოლოდ ჯადოქარს შეუძლია, მაგია კოშკის შიგნით არ მოქმედებს,
სანამ თვითონ კოშკს არ მოხსნი ჯადოს, ამიტომ ვინმე სხვა ჯადოქარმა უნდა
გამოიხსნას.
- აზრი მაქვს! ჯადოსნური წყაროს წყალი ადამიანს ჯადოქრად ხომ გადააქცევს?
- არ გირჩევ, ძალიან საშიშია, შეიძლება ეს სხვა ცხოველებმე გაიგონ.
- იქ თუ დედაჩემია როგორ დავტოვო ეს სამყარო რო არ გადავარჩინო ისე.
- როგორც ვხედავ მე ვეღარ გადაგაფიქრებინებ, დანარჩენი ხვალ გადავწყვიტოთ, ახლა კი
დაიძინე დაღლილი ხარ.

ელისაბედი თივაში მიწვა, მალე ჩაეძინა, მას ხომ ბოლოს ცერციას სახლში ეძინა,
გოგონა დილით გამოღვიძებული ადგა, საჭმელად აქ ხილისა და ბოსტნეულის მეტი
არაფერი ჰქონდათ, მართალია ელისაბედს ჩანთაში ორი პური ედო მაგრამ მან ის სხვა
დროისთვის გადაინახა და ვაშლით დაკმაყოფილდა. დილით ჯადოსნური სამყარო ძალიან
ლამაზია, მზის ამოსვლას ცაში ფრინველები უხარიან, მიწაზე კი ირმები დარბიან, ცუდი
ამინდები აქ არარსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი კარგი სამეფოს გარეთ არ გადის, იქით
უკვე სხვა ადგილია, იქ წვიმაც არის, და ერთი კანონის მეტს არ იცავენ ცხოველები, ეს
ერთი კანონი ადამიანების შეჭმის აკრძალვაა, ბოლოსდაბოლოს ადამიანებმა შექმნეს ეს
სამყარო, ელისაბედს ძალიან გაუმართლა რომ სამყაროში მოსულს ცხენი დახვდა
დამხმარებლად. ელისაბედი გაემზადა, ცხენზე შეჯდა და გააგრძელა გზა.

- ანუ აპირებ რომ ის ჯადოქარი გაანთავისუფლო? ჰკითხა ცხენმა


- ხო, თუ დედაჩემია აქ ვერ დავტოვებ!
- ანუ ისიც მიიღებს ჯადოსნურ წყაროს?
- ხო, რატომ მეკითხები?
- თუ ჯადოქრები აღარ იარსებებენ მათთან ერთად ეს სამყაროც გაქრება...
- ვიცი... მაგრამ დედაჩემს ტყვეობაში ვერ დავტოვებ.
- მესმის შენი, ეს უკვე დიდი ხნის წინ უნდა ექნათ, ეს ცხოველები იმიტომ შეიქმნენ რომ
ადამიანს ემონებოდნენ, ახლა? ახლა რახდება? ჯადოქრებს კოშკში ატყვევებენ, მალე იმ
კანონებსაც აღარ დაემორჩილებიან, ყველაფერს უნდა ქონდეს დასასრული...
- მართალი ხარ, უკვე ძალიან საშიშები გახდნენ, ხომ ხედავ ვეფხვებმა რა თქვეს? მათ
კანონის აღარ ეშინიათ, მაგრამ შენ?
- თუ ჩემი შემქმნელის გადარჩენის საშუალება მომეცემა ამას ნამდვილად გავაკეთებ.
- მალე მივალთ წყარომდე?
- სულ ცოტა დარჩა, ერთი კითხვა მაქვს.
- გისმენ?
- დედაშენს სახელად რა ერქვა?
- ლილიტი, დედაჩემს ლილიტი ერქვა.
- ჰმ, ძალიან საშიში სახელია... საიდანღაც მეცნობა...
- არამგონია დედაჩემი მოტაცებამდე აქ ნაყოფნი იყოს
- როგორ არა, გამახსენდა, ლილიტი პირველი ჯადოქარი იყო, მან მორაისთან ერთად
შექმნა ეს სამყარო, მაგრამ ჯადოქრებზე ნადირობის შემდეგ იგი აღარავის უნახავს, ანუ
ბნელმა რაინდებმა კოშკში ლილიტი გამოამწყვდიეს.
- აი მგონი წყაროც გამოჩნდა.
- იქ ლომები დგანან, ისე არ შეგვიშვებენ რამე უნდა მოვიფიქროთ.
- ხო მართალი ხარ, მაგრამ იქიდან როგორ გამოვიტყუოთ
- ეს საქმე მე მანდე, მე მაგათ გამოვიყვან, მანამდე კი შენ წყაროსთან მიიპარე და კოკა
წყლით აავსე.

ცხენმა შორიდან მოირბინა და იქვე ხის ქვეშ დაეცა, ლომებს ესეთი არასდროს
ენახათ, შეშინებული მიუვარდნენ ცხენს და მოსულიერება დაიწყეს, ამ დროს ელისაბედი
წყაროსთან მიიპარა, მაგრამ იქ ირმები იდგნენ, რაღაცნაირად ისინიც უნდა
ჩამოეშორებინა, მალე ლომებიც დაბრუნდებოდნენ, მას თავისი ორი პური გაახსენდა,
აიღო და წყაროს მოშორებით გადააგდო, ირმები პურთან მივიდნენ და ჭამა დაიწყეს, ამ
დროს ელისაბედი ჯადოსნურ წყაროსთან მივიდა და წყალით აავსო კოკა, მერე უკან
გამოიქცა, ლომები უკვე ბრუნდებოდნენ, წუთი-წუთზე მოასწრო გამოქცევა, იქვე ცხენიც
დაინახა.
- წყალი თან გაქ? შეეკითხა ცხენი ოფლმოდენილ გოგონას
- კი თან მაქ, ახლა რა გავაკეთოთ?
- თუ შენ იმ ჯადოქრის გადარჩენას აპირებ, მაშინ ჯერ შენ უნდა გახდე ჯადოქარი, წყალი
მოსვი.

ელისაბედმა კოკა ტუჩებთან მიიდო და პირი დაისველა, უცებ შიგნიდან სხეულში რაღაც
იგრძნო, თითქოს ელვა გავარდნილიყო, შემდეგ კი უძლეველი ძალები იგრძნო, მაგრამ
თვითონ სხეული შეცვლას არ აპირებდა.
- რატომ არ გადავიქეცი ჯადოქრად?
- ახლა უკვე დავრწმუნდი რომ იქ დედაშენია, შენც ლილიტისავით ნახევარჯადოქარი ხარ,
ძალები ჯადოქრის გაგაჩნია, სხეული კი ადამიანის.
- კარგია, წამოდი ჩქარა დედაჩემი უნდა გავანთავისუფლოთ!

ელისაბედი ცხენთან ერთად კოშკს მიუახლოვდა, იქ მცველები არ იდგა რადგან მაგიას


ვერავინ ვერ მოხსნიდა ჯადოქრის მეტი, ცხენმა ელისაბედს ჯადოსნური სიტყვები
უკარნახა, ელისაბედმა მაგია გამოიყენა და და კოშკის დამცავ ველზე მეხმა დაარტყა,
ველი გაქრა, ელისაბედმა კიბეებზე აირბინა, იქ მას დედამისი დახვდა.
- ელისაბედ! აქ რა გინდა? ან საიდან მოხვედი?
- არააქ მნიშვნელობა დედა, წამოდი უნდა წავიდეთ.

ლილიტმა და ელისაბედმა კიბეები ჩაირბინეს მაგრამ იქ უკვე მეხის ხმაზე ცხოველები


მოსულიყვნენ, ცხენი კი მათ შესვლის საშუალებას არ აძლევდა, ლილიტმა ელისაბედს
ხელი მოჰკიდა და უთხრა:
- ახლა მისმინე, ცხენი მათ დიდხანს ვერ შეაჩერებს, მე ვიცი როგორ დავბრუნდეთ ჩვენ
სამყაროში, უბრალოდ რასაც ვიტყვი ის გაიმეორე.

მათ ჯადოსნური სიტყვები წარმოთქვეს და ჩვეულებრივ სამყაროში გადაინაცვლეს,


მათ იქ ცირცეაც და ხელგენიც განკურნეს, და თვითონაც განიკურნენ ჯადოქრობისაგან, ანუ
უკვე ჯადოქრები აღარ არსებობდნენ, ანუ ჯადოსნურმა სამყარომაც მიატოვა არსებობა...
მათი აზრით...

You might also like