პრეზენტაცია 3 სკრიპტი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

Script…

საქართველოში უმუშევრობა მწვავე პრობლემაა, რომელიც თითქმის ყველა


საზოგადოებრივი აზრის შესწავლაში ვლინდება. მოსახლეობის შეფასებით, სამუშაო
ადგილების არარსებობა უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე ტერიტორიული
მთლიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა, ხელმისაწვდომი სამედიცინო
მომსახურება, განათლება და ა.შ. ქვეყანაში სიღარიბის დონის შესამცირებლად ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა უმუშევრობის შემცირება, რაც მიიღწევა სტაბილური
სამუშაო ადგილების შექმნის გზით. აღნიშნულის განსახორციელებლად
აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან სწორი სოციალური პოლიტიკის შემუშავება
და გატარება.

აქედან გამომდინარე საქმეში ერთვებიან საერთაშორისო ორგანიზაციები


,რომლებიც ცდილობენ შრომის უფლებების მაქსიმალურად დაცვას. მათი
პრეროგატივაა უმუშევრობის დაზღვევის სისტემის განვითარება; დასაქმების
ფონდში წვლილის წილის ზრდა, რაც ხელს შეუწყობს საწარმოების
რესტრუქტურიზაციას;

დასაქმების პრობლემა მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია.


თუმცა, ყველა ქვეყნისთვის განსხვავებულია უმუშევრობის განსაზღვრის და
ბუნებრივი დონის დადგენის პარამეტრები. მსოფლიოში თითქმის ყველა
ქვეყნისთვის „Central Inteligence Agency“ აწარმოებს „The World Factbook“-ს, სადაც
სტატისტიკაზე დაყრდნობით უმუშევრობის დონეა განსაზღვრული. (გვალია)

შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის (ALMP) გაძლიერება - დასაქმების


ხელშეწყობისთვის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია „შრომის ბაზრის აქტიური
პოლიტიკა“ (ALMP), აქ მთავარი ინსტრუმენტია სსიპ სოციალური მომსახურების
სააგენტო, რომლის 69 სერვისცენტრი დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებას
სთავაზობს სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში რეგისტრირებულ პირებს. შრომის ბაზრის
აქტიური პოლიტიკის ყველა კომპონენტის მიზნებია:
 სამუშაოს მაძიებლებისთვის საშუამავლო მომსახურების გაწევა,
ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირება,
 პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურება,
 მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების
ხელშეწყობა, დასაქმების ფორუმების ორგანიზება,
 სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებაგადამზადებისა და
კვალიფიკაციის (სტაჟირება) ამაღლების სახელმწიფო პროგრამა.

ევროკავშირი კი გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია რომელიც იცავს


მშრომელთა უფლებებს,რათა აღმოიფხვრას უმუშევრობის პრობლემა. 1992 წლის
ევროკავშირის მოლაპარაკებაზე გამყარდა და გაფართოვდა 1989 წლის მთავრობის
გადაწყვეტილება „დასაქმებულთა ძირითადი სოციალური უფლებების
საზოგადოებრივი ქარტიის“ შესახებ. აღნიშნული შეთანხმება ევროკავშირის წევრი
ქვეყნების ითვალისწინებდა გადაადგილების თავისუფლებას (ევროკავშირის
ფარგლებში), სამართლიან ანაზღაურებას, გაუმჯობესებულ სამუშაო პირობებს,
სოციალური დაცვის უზრუნველყოფას, გაერთიანებათა თავისუფლებას, კოლექტიურ
ვაჭრობას, პროფესიულ მომზადებას, შრომის თანაბარ პირობებს ქალებისა და
მამაკაცებისათვის, სამრეწველო დემოკრატიულობას, ჯანმრთელობის დაცვას,
სამუშაო ადგილების უსაფრთხოებას, ბავშვთა, ასაკოვანთა და უმწეოთა დაცვას.
(გოგიაშვილი)

ინსტიტუციური და შესაძლებლობების  განვითარების ცენტრი“ _


ICDC წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას რომელიც 2014 წელს დაარსდა
HR, ორგანიზაციული განვითარების, ტრენინგებისა და ადამიანების განვითარების
მიმართულების  წამყვანი ექსპერტების მიერ.
ორგანიზაციის მიზნებია:
 ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე დასაქმების ხელშეწყობისა და
შრომის ბაზრების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით
ადამიანების განვითარების მიზნობრივი პროგრამების და პროექტების
შემუშავება და განხორიელება;
 დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივებში
მონაწილეობა  და დასაქმების  პოპულარიზაცია როგორც ახალგაზრდებში,
ასევე სხვა მიზნობრივ ჯგუფებში;  
 საჯარო, კერძო და საზოგადოებრივ  სექტორებში დასაქმების თანამედროვე და
პრაქტიკული სისტემების მოდელებისა შემუშავება და მათი დანერგვის
ხელშეწყობა.
 ადამიანების პიროვნული და პროფესიული განვითარების, დასაქმების და
შემდგომი კარიერული განვითარების აქტიური ხელშეწყობა - მათ შორის
საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, პროექტებთან, ბიზნეს,
საზოგადოებრივ და სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობითა და
პარტნიორობთ.
ICDC-ის არაერთი წარმატებული პროექტისა და პროგრამის განმახორციელებლია
ადამიანების განვითარების, დასაქმების, კარიერული და პროფესიული
განვითარების მიმართულებით.(თამლიანი)

HOME  წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ  აღიარებულია


როგორც  ადამიანებისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარების
კრეატიული, ინოვაციური   და  მრავალმხრივად შემოქმედებითი საუკეთესო
კონცეფციის მაგალითი. 
HOME პლატფორმის სერვისები:
 ადამიანების განვითარების პროგრამები - სალონური ტიპის საღამოები,
მასტერ კლასები, ტრენინგები, სასერტიფიკატო პროგრამები, სტაჟირების
პროგრამების, დასაქმების ხელშეწყობის პროგგრამები, ქოუჩინგის,
მენტორონის, პოზიტიური თერაპიის პროგრამები.
 Community Homes (კლუბები) - საზოგადიებრივი ჯგუფების ფორმირება და
განვითარება -  ნეტვოირკინგის,  გამოცდილების გაზიარებისა და
პროფესიული განვითარების ხელშეწყობის აქტივობები და ღონისძიებები.
 გაზიარებული სერვისები (shared services)/ სერვისების აუთსირსინგი -
განვითარების პროექტების აქტივობების სრული პროცესის  ორგანიზება -
განხორციელების მიზნით. (კირთძე)

დემოკრატიულ ქვეყანაში უმუშევრობა პრობლემას წარმოადგენს არა


მხოლოდ ინდივიდისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, როგორც
მოვალეობრივი ასევე პრაგმატული თვალსაზრისით. არასამთავრობო
ორგანიზაციების ხელშეწყობით კი ვაფართოვებთ პლატფორმებს,რომლებიც
საჭიროა ამ მწვავე პრობლემის აღმოსაფხვრელად.

You might also like