Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 7

1.

ზოგადი დებულება

1.1. დებულება განსაზღვრავს სრულიად რუსეთის ახალგაზრდული პროექტის „ჩვენი ისტორია“


კონკურსის საერთო მიზნებს, ამოცანებსა და ჩატარების წესს.

2. კონკურსის მიზნები და ამოცანები

2.1. კონკურსის მთავარი მიზანია, საზოგადოების ყურადღება მიაპყროს რუსეთის ისტორიის


შესწავლის საკითხს.

2.2. კონკურსის მიზნებია:

- რუსეთის ისტორიის შესწავლის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში;

- რუსეთის ისტორიაში მიღებული ცოდნის ხარისხის გაუმჯობესება რუსეთის მოსწავლეებსა და


სტუდენტებს შორის;

- კონკურსის მონაწილეთა წახალისება, შექმნან და განახორციელონ რუსეთის ისტორიისა და


კულტურის შესწავლისა და შენარჩუნებისკენ მიმართული სოციალურად მნიშვნელოვანი
პროექტები;

- სამთავრობო ორგანიზაციებისთვის, საგანმანათლებლო და კულტურული


დაწესებულებებისთვის კონკრეტული წინადადებების შემუშავება რუსეთის ისტორიის
შესწავლის მიზნით.

3. კონკურსის პირობები

3.1. კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

3.2. კონკურსი ტარდება მონაწილეთა შემდეგ ჯგუფებში:

- ზოგადი საგანმანათლებლო ორგანიზაციების მოსწავლეები (5-7 კლასები);

- ზოგადი საგანმანათლებლო ორგანიზაციების მოსწავლეები (8-9 კლასები);

- ზოგადი საგანმანათლებლო ორგანიზაციების მოსწავლეები (10-11 კლასები);

- საშუალო პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები.

3.3. კონკურსი ტარდება შემდეგ ნომინაციებში:

- ესე თემაზე „რატომ უნდა ვისწავლოთ და გვახსოვდეს რუსეთის ისტორია?”;

- ნახატი კონკრეტული ისტორიული მოვლენის ან პერსონაჟის შესახებ;


- ვიდეორგოლი კონკრეტული ისტორიული მოვლენის ან პერსონაჟის შესახებ;

- მხატვრული ნაწარმოები (ლექსი, პროზა და ა.შ.) თემაზე „მეორე მსოფლიო ომი რუსეთის
ისტორიაში";

- კვლევითი სამუშაო (პროექტი) თემაზე „ჩემი თანამემამულე - დიდი სამამულო ომის


მონაწილე".

3.4. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველმა უნდა შეავსოს განაცხადი საიტზე my-
history.ru , მიუთითოს ნომინაცია და დაურთოს თავისი საკონკურსო ნამუშევარი.

კონკურსისთვის დადგენილ სარეგისტრაციო ფორმაში მონაწილეებმა უნდა მიუთითონ სწორი


და მოქმედი პირადი მონაცემები. ინფორმაციის განზრახ დამახინჯება კითხვარში მონაწილის
დისკვალიფიკაციის საფუძველია. კონკურსის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ, ფორმაში
მითითებული მონაცემები გადაამოწმონ მონაწილეებთან ელექტრონული ფოსტით ან
ტელეფონით.

3.5. კონკურსის თითოეულ მონაწილეს მხოლოდ ერთი განაცხადის შეტანა შეუძლია კონკურსში
მონაწილეობის მისაღებად.

3.6. შემდგომ, პირისპირ გასაუბრების ეტაპზე გადასული მონაწილე გაფართოებულ


რეგისტრაციას გადის საიტზე my-history.ru, სადაც მისი პირადი მონაცემებია მითითებული.

3.7. საიტზე დარეგისტრირებით კონკურსის მონაწილე ადასტურებს, რომ წაიკითხა და სრულად


ეთანხმება კონკურსის წესებს და თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავების ნებას რთავს
საორგანიზაციო კომიტეტს.

3.8. ტექნიკური მოთხოვნები ესეებისა და მხატვრული ნამუშევრებისთვის: მაქსიმალური


მოცულობა - არაუმეტეს 3 გვერდი ნაბეჭდი ტექსტისა A4 ფორმატით, Times New Roman შრიფტი,
ზომა 14, ზომიერი მინდვრები, სიგანე ტექსტის გასასწორებლად (ესეებისთვის), სტრიქონებს
შორის ინტერვალი - 1-დან 1-მდე, აბზაცის პირველი სტრიქონის მე -5 პუნქტი - 1 სმ, ფორმატი -
doc, docx.

3.9. ნახატების ტექნიკური მოთხოვნები: განაცხადს თან ერთვის ნახატის ელექტრონული ვერსია
jpg ფორმატში, ზომა არაუმეტეს 5 მბ, სურათის გარჩევადობა მინიმუმ 300 dpi. კონკურსის შემდეგ
ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში, მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ორიგინალი ნახატი, ზომით
არაუმეტეს A2 ფორმატისა.

3.10. ტექნიკური მოთხოვნები ვიდეოებისთვის:

- ვიდეოკლიპის მაქსიმალური დრო არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს (ზომა არა უმეტეს 1 გბ);

- ფაილის ფორმატი: mp4;

- ვიდეო უნდა აიტვირთოს ნებისმიერ ღია „გარეკანში“, ხელმისაწვდომ მეხსიერებაში;


- ვიდეოს ფაილის ბმული თან ერთვის პროგრამას. შემდეგ ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში
აუცილებელია ვიდეოს შემოკლებული ვერსიის მომზადება, არა უმეტეს 3 წუთის
ხანგრძლივობით.

3.11. ტექნიკური მოთხოვნები სამეცნიერო სამუშაოსთვის (პროექტი): პროექტი წარმოადგენს


გრაფიკული და ტექსტური რედაქტორების მიერ შესრულებულ პრეზენტაციას Power Point-ის
გამოყენებით, ფაილის ფორმატი - doc, docx, pdf, pptx და ა.შ.; ტექსტის ზომა A4 ფორმატში
დაბეჭდილი არაუმეტეს 3 გვერდისა, გრაფიკული ნამუშევარი არა უმეტეს 15 სლაიდისა,
მოცულობა არაუმეტეს 50 მბ.

3.12. საკონკურსო ნამუშევრები, რომლებიც არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, არ განიხილება.


კონკურსზე გაგზავნილი მასალები ავტორებს არ უბრუნდება და არ რეცენზირდება.

3.13. საკონკურსო ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები:

3.13.1. ესეების შეფასების კრიტერიუმები:

- კონკურსის თემასთან შესაბამისობა;

- არგუმენტირება;

- ლოგიკურობა და სტრუქტურულობა;

- ტექსტის სტილისტურ-ენობრივი გამართულობა;

- რუსეთის ისტორიის შესწავლის გასაუმჯობესებლად წინადადებების შეთავაზება.

3.13.2. ნახატების შეფასების კრიტერიუმები:

- კონკურსის თემასთან შესაბამისობა;

- ავტორის მიერ თემის ექსპრესიული და ორიგინალური გადაწყვეტა;

- შემოქმედებითი მიდგომა თემისადმი;

- შესრულების მაღალი მხატვრული და ესთეტიური დონე;

- თემის გახსნის სიღრმე და ხარისხი.

3.13.3. ვიდეოკლიპის შეფასების კრიტერიუმები:

- კონკურსის თემასთან შესაბამისობა;

- ავტორის მიერ თემის ექსპრესიული და ორიგინალური გადაწყვეტა;

- შემოქმედებითი მიდგომა თემისადმი;


- ინფორმაციის შინაარსი (მასალის მიწოდების სიღრმე, ლოგიკური თანმიმდევრობა);

- საუნდტრეკის, ვიდეოეფექტების არსებობა.

3.13.4. მხატვრული ნაწარმოების შეფასების კრიტერიუმები:

- კონკურსის თემასთან შესაბამისობა;

- თემის გადმოცემის სიღრმე და ლოგიკური კავშირი;

- ემოციური ზემოქმედება;

- სტილისტურ-ენობრივი გამართულობა;

- პოეტური ხერხების, ტექნიკის გამოყენება.

3.13.5. კვლევითი სამუშაოების (პროექტების) შეფასების კრიტერიუმები:

- კონკურსის თემასთან შესაბამისობა;

- თემის კვლევის სიღრმე;

- მასალის პრეზენტაციის თანმიმდევრულობა;

- სტილისტურ-ენობრივი გამართულობა;

- შემოქმედებითი მიდგომა თემის გასახსნელად და გადმოსაცემად.

3.14. კონკურსზე არ დაიშვება: ნაშრომები, რომლებსაც მანამდე მონაწილეობა მიუღია სხვა


კონკურსებსა თუ ღონისძიებებში; ნაშრომები, რომლებიც არ აკმაყოფილებს კონკურსის
მოთხოვნებს; დაგვიანებით გაგზავნილი ნაშრომები; ნაშრომები, რომლებიც არ აკმაყოფილებს
რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის ექსტრემისტული ხასიათის
მასალები; ნაშრომები - საავტორო და მასთან დაკავშირებული უფლებების დარღვევით.

3.15. კონკურსის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ, საკონკურსო ნამუშევრები გამოაქვეყნონ


საჯარო სივრცეში, მედიაში, მათ შორის სახელმწიფო ხელისუფლების ოფიციალურ ვებ –
გვერდებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, კონკურსის ორგანიზატორებისა და
პარტნიორებისგან შეუზღუდავად.

3.16. კონკურსის მონაწილეთა მგზავრობის, კვებისა და კონკურსის დასწრებით ეტაპზე


ცხოვრების ხარჯებს ფარავს კონკურსანტის გამომგზავნი მხარე.

4. კონკურსის ვადები

4.1. კონკურსი ორ ეტაპად ტარდება.


4.2. კონკურსის დაუსწრებელი შერჩევის ეტაპი გაიმართება 2019 წლის 11 მარტიდან 2019 წლის
15 აპრილამდე.

4.2.1. კონკურსის დაუსწრებელი შერჩევის ეტაპზე, მონაწილეები 2019 წლის 15 აპრილამდე


აგზავნიან განაცხადს და საკონკურსო ნაშრომს საიტზე my-history.ru

4.2.2. საკონკურსო კომისია 2019 წლის 1 აპრილიდან 17 აპრილამდე განიხილავს წარმოდგენილ


ნამუშევრებს და განსაზღვრავს კონკურსის შემდგომი, დასწრებითი ეტაპის მონაწილეებს.

4.3. კონკურსის დასწრებითი ეტაპი გაიმართება 2019 წლის 7 მაისიდან 9 მაისამდე და


ითვალისწინებს საკონკურსო ნამუშევრების, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების
საჯარო დაცვას.

ინფორმაცია დასწრებითი, პერსონალური ეტაპის ადგილისა და დროის შესახებ განთავსდება


ვებ-გვერდზე my-history.ru

5. საკონკურსო კომისია

5.1. საკონკურსო კომისიის მინიმუმ 10 კაციან შემადგენლობას ადგენენ და ამტკიცებენ


კონკურსის ორგანიზატორები.

5.2. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ:

- ისტორიის, პოლიტიკურ მეცნიერებათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში


რეკომენდებული ექსპერტები;

- სახელმწიფო ხელისუფლების, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო, სამეცნიერო


ორგანიზაციების წარმომადგენლები;

- კონკურსის ორგანიზატორთა პარტნიორები.

5.3. კონკურსის საწყის ეტაპზე წარმოდგენილი ნამუშევრების შემოწმების წესი:

5.3.1. კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტში წარდგენილი ნამუშევრები შეფასებისთვის


გადაეცემა ექსპერტებს, დეკლარირებული ნომინაციის შესაბამისად, ავტორის პირადი
მონაცემების მითითების გარეშე.

5.3.2. შეფასების შედეგების საფუძველზე, საორგანიზაციო კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს


მონაწილის კონკურსის მეორე, დასწრებით ეტაპზე გადასვლის შესახებ.

5.4. კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული ნამუშევრების შეფასების წესი:

5.4.1. მეორე ეტაპის ნამუშევრებს აფასებს საკონკურსო კომისია მინიმუმ 3 კაცის


შემადგენლობით, 10 ქულიანი სისტემით, ამ რეგლამენტის 3.13 პუნქტით განსაზღვრული
კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ ნომინაციაში მონაწილის მიერ საკუთარი ნაშრომის
ინდივიდუალურად დაცვის შედეგად.

5.4.2. საკონკურსო კომისია განსაზღვრავს დასწრებით ეტაპზე (I, II და III ადგილები)


გამარჯვებულებსა და პრიზიორებს თითოეულ კატეგორიაში, ასევე მონაწილეთა ჯგუფებში -
მათი ნამუშევრის რეიტინგის მიხედვით.

5.5. საპრიზო ადგილების რაოდენობაა მინიმუმ 50.

6. კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

6.1. კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება კონკურსის


პერსონალური ეტაპის ფარგლებში, სრულიად რუსეთის ფორუმზე „ჩვენი ისტორია", 2019 წლის
7-9 მაისს, მოსკოვში.

6.2. კონკურსის პერსონალური, დასწრებითი ეტაპის ჩატარების ადგილის შესახებ ინფორმაცია


დაუსწრებელი ეტაპის გამარჯვებულებს ეცნობება დამატებით.

6.3. გამარჯვებულებს, კონკურსის შედეგების მიხედვით, საჩუქრები გადაეცემათ კონკურსის


ორგანიზატორებისა და პარტნიორებისგან. მათ, ასევე, მიეცემათ უფლება 2019 წლის 9 მაისს
წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმზე დასწრებისა; 2019 წლის 9 მაისს, უკვდავ პოლკთან
ერთად პირველ ხაზში სვლის უფლება; რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული
РАНХиГС-ის ბაზაზე დამატებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გავლის
უფლება; სამხედრო ისტორიული ბანაკების საგზური, ფულადი პრემია და სარეკომენდაციო
წერილები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისათვის.

7. კონკურსის ორგანიზება

7.1. კონკურის ორგანიზატორები უზრუნველყოფენ:

- კონკურსის ყველა ეტაპის ორგანიზებასა და ჩატარებას;

- თანაბარ პირობებს კონკურსის ყველა მონაწილისათვის;

- კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობას შედეგების ოფიციალურად


გამოცხადებამდე.

7.2. კონკურსის ორგანიზატორებს უფლება აქვთ, დამატებითი ცვლილებები შეიტანონ


კონკურსის დასკვნითი ღონისძიებების პირობებსა და ვადებში, რის შესახებაც კონკურსის
მონაწილეებს უნდა ეცნობოთ ვებ–გვერდზე my-history.ru
7.3. დებულებით რეგლამენტირებული კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების პირობებისა და
მიმდინარე პროცესების შესახებ განთავსდება ვებ-გვერდზე my-history.ru

7.4. ინფორმაცია კონკურსის, მისი მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ განთავსდება ვებ


გვერდზე my-history.ru და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში; ასევე, გადაეგზავნება
რუსეთის საგანამანთლებლო ორგანიზაციებსა და კონკურსის მონაწილეებს ელ. ფოსტაზე.

7.5. კონკურსის ჩატარების საკითხებზე კონსულტაციას განახორციელებს კონკურსის


საორგანიზაციო კომიტეტი.

საორგანიზაციო კომიტეტის საკონტაქტო: 8-985-068-08-45; 8-499-653-64-26

ელ-ფოსტა: myhistory.konkurs@gmail.com

You might also like