Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 6

„ასწლეულების ათწლეული“ ირლანდიის საისტორიო კონკურსში

დაწყებითი და დაწყებითის შემდგომი პერიოდის სკოლებისთვის 2020

1. ასწლეულების ათწლეული

2012-2022 ათწლეული ხასიათდება როგორც „ასწლეულების ათწლეული“, ვინაიდან იგი აღნიშნავს


1912-1922 წლების მთელ რიგ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებსა და შემდგომ სრულყოფას,
რამაც სასიცოცხლო როლი მიანიჭა თანამედროვე ირლანდიის შექმნას. მთელი ირლანდიის
მასშტაბით, დაწყებითი და დაწყებითის შემდგომი პერიოდის სკოლები და მოსწავლეები
დაპატიჟებულნი არიან, რომ 2019-2020 სასწავლო წელს „ასწლეულების
ათწლეულის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილ სკოლათა ყოველწლიურ საისტორიო კონკურსში
მიიღონ მონაწილეობა.

2. ძირითადი საკონკურსო სათაურები

„ასწლეულების ათწლეულის“, ირლანდიის საიტორიო კონკურსს დაწყებითი და დაწყებითის


შემდგომი პერიოდის სკოლებისთვის, ასპონსორებს განათლებისა და დახელოვნების დეპარტამენტი
და საუნივერსიტეტო კოლეჯი კორკის საისტორიო სკოლა. მას ასევე მხარს უჭერს „ირლანდიის
ისტორია“.
წელს დაწყებით და დაწყებითის შემდგომი პერიოდის საფეხურებზე მიწვეულია პროექტები
შემდეგი საერთო სათაურებით (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა ყველა კარეგორია
გაერთიანდეს ადგილობრივ/რეგიონულ სასწავლო თემებში):

● რევოლუცია ირლანდიაში – 1912-1922 წლების პოლიტიკურ-რევოლუციური ეპიზოდის


კვლევა, კონკრეტული ასპექტები ან მასთან ინდივიდუალური/ჯგუფური/ორგანიზაციული
კავშირი. რაც შეეხება სხვა კატეგორიებს, შესაძლოა ისინი ადგილობრივ/რეგიონულ საკვლევ
თემაში გაერთიანდეს.
● ირლანდია და პირველი მსოფლიო ომი – ომის ირლანდიური გამოცდილების კვლევა
ინდივიდუალური ან ჯგუფური თვალთახედვით. აქ შესაძლოა ყურადღების გამახვილება
კონკრეტულ ბრძოლაზე, ინდივიდუალური მონაწილის მონათხრობზე ან – 1914-1918
წლების სრულად გათვალისწინება.
● ქალები ირლანდიის რევოლუციაში – ნაშრომი კონკრეტული ინდივიდუალური/
ჯგუფური/ორგანიზაციული მოძრაობის შესახებ, რომელიც იღწვის ქალთა ცხოვრების
დონის გასაუმჯობესელად, ან ჩაბმულია 1912-1922 წლების ირლანდიის რევოლუციურ
საქმიანობაში.
● ომი დამოუკიდებლობისთვის – 1919-1921 წლების პოლიტიკურ-რევოლუციური ეპიზოდის
კვლევა, მისი კონკრეტული ასპექტი ან მასთან დაკავშირებული პირი/ჯგუფი/ ორგანიზაცია.

ყველა ჩანაწერში ყურადღება, ძირითადად, 1912-1922 წლებზე ან მათ რომელიმე მონაკვეთზე უნდა
გამახვილდეს. კონკურსი ღიაა ყველა დაწყებითი და დაწყებითის შემდგომი პერიოდის
სკოლებისთვის. პროექტი შეიძლება წარადგინოს კლასმა, ჯგუფმა ან ცალკეულმა მასწავლემ. ყველა
დეტალისა და პროექტის სათაო ფურცლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია საიტიდან: www.
education.ie/historycompetition. ბოლო ვადა – 20 მარტი, 2020. პრიზების გადაცემა – ამავე წლის მაისში.
პროექტების წარმოდგენასთან დაკავშირებულ ძირითად კითხვებზე პასუხები იხილეთ
www.scoilnet.ie-ზე 2020 წლის დასაწყისში.

სკოლის საისტორიო კონკურსი ითვალისწინებს დაწყებით და დაწყებითის შემდგომი პერიოდის


საფეხურის საისტორიო კურიკულუმის დამატებით სამუშაოს. იგი ასევე დაგეხმარებათ
მოსწავლეთათვის ისტორიის სწავლების გაუმჯობესებაში. კონკურსი არჩევითია და არ განიზრახავს,
ზედმეტ ტვირთად დააწვეს სკოლებს, მასწავლებლებსა თუ მოსწავლეებს.

3. კრიტერიუმები

დაწყებითი საფეხურის პროექტისთვის სიტყვათა რაოდენობა 2000-ს შეესაბამება (ე.ი. კლასის,


ჯგუფის, მოსწავლეების ან ცალკეული მოსწავლის მიერ წარდგენილი პროექტები) და დაწყებითის
შემდგომზე – 4000-ს (ე.ი. კლასის, ჯგუფის, მოსწავლეების ან ცალკეული მოსწავლის მიერ
წარდგენილი პროექტები). პროექტების წარდგენა შესაძლებელია ირლანდიურ ან ინგლისურ ენებზე.
ყველა პროექტი უნდა წარიდგინოს როგორც სიტყვიერი დოკუმენტი. ელექტრონული ვერსიები არ
მიიღება. პროექტები განიხილება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
● შერჩეული პირის, ხდომილების ან შემდგომი სრულყოფის გაგება: რამდენად არის
შესწავლილი და გასაგები შერჩეული მოვლენის/პირის ან ადამიანის მნიშვნელობა და
გავლენა ადგილობრივ თუ ეროვნულ ისტორიაზე.
● წარდგენა: პროექტის სრული პრეზენტაცია უნდა იყოს თანმიმდევრული და ზუსტი,
წიგნიერების მაღალი სტანდარტით. მიუხედავად იმისა, რომ მულტიმედიურ საშუალებათა –
მაგ., სურათების – პროექტში ჩართვა არ არის სავალდებულო, მათ შეუძლიათ გააფართოონ
პროექტის საერთო პრეზენტაცია. პროექტში გამოყენებული ნებისმიერი ამგვარი საშუალება
არ მიითვლება სიტყვების რაოდენობაში.
●კვლევა: რამდენად სიღრმისეულია პროექტში წარმოდგენილი კვლევა. პროექტის საწყის
ეტაპზე შესაძლებელია სკოლის სახელმძღვანელოების გამოყენება, მაგრამ მათ უნდა
დაერთოს სხვა წყაროებიც, მათ შორის წიგნები, ადგილობრივი ცნობები და პირველადი
წყაროები, როგორიცაა თვითმხილველის განცხადებები. ხარისხის ასამაღლებლად, ასევე
შესაძლებელია, პროექტში პირველადი დოკუმენტების შეტანა (სათანადო სიფრთხილეა
საჭირო, რომ ვრცელი პასაჟები არ გადმოიწერონ სახელმძღვანელოებიდან ან სხვა, მათ შორის
ონლაინ წყაროებიდან და არ ჩასვან საისტორიო პროექტში).
● საერთო ხარისხი: რამდენად ატყვევებს პროექტი მკითხველის წარმოსახვას.

ალბათ არსებითი არაა, მაგრამ პროექტისთვის შესაძლოა სასარგებლო იყოს, რომ არჩეული საკითხის
შესაბამის კურიკულუმის სხვა სფეროებსაც შეეხოს. მაგ., ისტორიის პროექტის გასამდიდრებლად
შეიძლება მიმართოთ განსახილველი პერიოდის დრამას, ხელოვნებას, პოეზიას ან ლიტერატურას.

საჭიროა ძალისხმევა, რათა სრულად ჩავრთოთ პროექტის საყრდენი ისტორიული წყაროები.


პროექტები, რომლებიც წყაროების (მათ შორის ინტერნეტ წყაროების) პლაგიატიზმს ეწევიან (ასლი
გადმოაქვთ), ვერ მიიღებენ კონკურსში მონაწილეობის უფლებას. ყოველ პროექტს უნდა დაერთოს
ბიბლიოგრაფია, დასახმარებლად გამოყენებული ძირითადი პირველადი და მეორადი წყაროების
სიით. ბიბლიოგრაფიაში შემავალი სიტყვების რაოდენობა თვლას არ ითვალისწინებს.

პროექტებს შეაფასებს სპეციალისტთა სამკაციანი ჯგუფი, რომელსაც გაუძღვება საუნივერსიტეტო


კოლეჯის კორკის საისტორიო სკოლა. ჯგუფის სხვა წევრები განათლებისა და უნარების
დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან კომპლექტდება.
4 ჯილდოები

სულ ცხრა პრიზი იქნება. შეირჩევა ოთხი დაწყებითი სკოლის და ოთხი დაწყებითის შემდგომი
პერიოდის სკოლის გამარჯვებული. დამატებითი პრიზით დაჯილდოვდება გარდამავალი კლასის
მოსწავლის მიერ წარმოდგენილი საუკეთესო პროექტი. თითოეულ პრიზს თანაბარი სტატუსი ექნება.
საუკეთესო არ გამოიკვეთება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გაიმარჯვებს საუკეთესო პროექტები;
ჟიურის წევრები პრიზის მინიჭებისას მხოლოდ ამ დოკუმენტის მე–2 ნაწილში აღწერილი
სათაურების მითითებით არ შემოისაზღვრებიან. ბუნებრივია, მათი გადაწყვეტილება საბოლოოა და
თავს ნებას რთავენ, არ დააჯილდოონ მონაწილეები, რომელთა ნამუშევრებიც სათანადო ხარისხს არ
შეესაბამება.

ჯილდოები შემდეგი სახისაა:

● თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა ისტორიის თასი;


● 100 ევროს ღირებულების წიგნის ვაუჩერი;
● ყველა გამარჯვებული მასალა ციფრულად აიტვირთებაwww.scoilnet.ie-ზე და ასევე UCC-
ის ისტორიის ვებ-გვერდზე
● ერთ-ერთი გამარჯვებულის ნაშრომის გამოქვეყნება გათვალისწინებულია სექტემბერ-
ოქტომბერში ირლანდიის ისტორიის 2020 წლის გამოცემაში და ავტორი მიიღებს ამ ჟურნალის
ერთწლიან ხელმოწერას.

5. კავშირები სხვა პროექტებთან, გამოცდები და კონკურსები

უნდა აღინიშნოს, რომ სკოლების საისტორიო კონკურსში წარმატება არ უნდა განიხილებოდეს,


როგორც მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფის მიერ სახელმწიფო გამოცდაში ან სხვა რაიმე
კონკურსში მონაწილეობის ტოლფასი.

არ არის გამორიცხული, რომ მოსწავლემ ან მოსწავლეთა ჯგუფმა მოისურვოს გამოიყენოს კვლევის


დროს აღმოჩენილი მასალა ადგილობრივი პროექტის ან კონკურსისთვის, წინაპრების ან ზეპირი
საისტორიო ინიციატივისთვის. მაგ., ზოგიერთ საგანმანათლებლო ცენტრში შეიძლება ჩატარდეს
კონკურსები ადგილობრივ საისტორიო კვლევებზე. ამგვარ შემთხვევაში, თუ კონკურსში
მონაწილეობა უკავშირდება "საუკუნეების ათწლეულის" პარამეტრებში (1912–22) შემავალ ერთ-ერთ
სათაურს, მაშინ პროექტის სხვა, მსგავს კონკურსში მონაწილეობა სირთულეს არ წარმოადგენს.

7. პროექტების წარდგენა და გამარჯვებულთა დასახელება

დასრულებული პროექტების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 20 მარტი, გამარჯვებულების


დასახელება და პრიზების მინიჭება – 2020 წლის მაისის ბოლომდე.

პროექტები წარმოდგენილი უნდა იყოს ინტერნეტით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:


historycompetition@ucc.ie. თითოეული პროექტი სავალდებულოა შეიცავდეს თავფურცელს
(შაბლონის ყდის ფურცელი თან ერთვის ამ წერილს და ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ
education.gov.ie/historycompetition-ზე) და ბიბლიოგრაფიას, გამოყენებული წყაროების
ჩამონათვალით.

8. მოთხოვნები

ინფორმაციისა და განაცხადის ფორმების ჩამოტვირთვა ან მიღება შესაძლებელია ზემოთ


მითითებული საშუალებებით, ანუ დეპარტამენტის ვებსაიტზე ან Scoilnet–ზე. კონკურსთან
დაკავშირებული კითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ historycompetition@ucc.ie-ს. მაგრამ,
სამართლიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, არც ერთ პროექტში, არც ერთ სტადიაზე შინაარსის
ან იდეების პოტენციური ხარისხის გათვალისწინებით, მიმოწერა არ დაიშვება.

9. ტირაჟი

გთხოვთ, ეს წერილი გააცნოთ თქვენს დირექტორს, ისტორიის მასწავლებლებს და სკოლის


მმართველი საბჭოს წევრებს.
ეველინ ოʼკონორი

კურიკულუმისა და შეფასების პოლიტიკის განყოფილება


განათლებისა და დახელოვნების დეპარტამენტი
მალბოროს ქუჩა,
დუბლინი 1

You might also like