ფიქრნი მტკვრის პირას

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ყურადღებით წაიკითხეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი ,,ფიქრნი მტკვრის პირას“

გაანალიზეთ მოცემული ტექსტი შემდეგი მითითებების მიხედვით:

•იმსჯელეთ ლირიკული გმირის მხატვრული სახის შესახებ ( ყურადღება მიაქციეთ ბუნების


მისეულ აღქმას).

•იმსჯელეთ ტექსტის მთავარი სათქმელის შესახებ

•იმსჯელეთ ავტორის სტილისა და ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობითი


თავისებურებების შესახებ)

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება ღვთაებრივი არსის ძიებას უკავშირდება. ის თავისი


შემოქმედებით გვესაუბრება ადამიანის ამქვეყნიურ დანიშნულებაზე. ისინი გამსჭვალულია
მიწიერი დიდების ხანმოკლეობასა და ამაოებაზე ფიქრით, იმედგაცრუებასა და სასოებაზე,
ადამიანთა სიხარბესა და დაუკმაყოფილებლობაზე. მოცემული ლექსიც ერთ-ერთი
გამოხატულებაა იმისა, თუ როგორ არ მოსწონს პოეტს მიწიერი ყოფა და როგორ მიისწრაფვის
ზეცისაკენ, იმისკენ რაც მარადიულია და რისთვისაც ცხოვრება ღირს. პოეტი უსაზღვრო
სევდით არის სავსე, რომლის განსაქარვებლადაც სიწმინდისა და სიმშვიდის ნავსაყუდელს,
ბუნებას მიაშურებს.

,,წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,

აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;

აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,

აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით”

მტკვრის ნაპირებს ,,ფიქრთ გასართველად“ შეხიზნული რომანტიკოსის ცნობიერება


ზოგადსაკაცობრიო თემებს მოიცავს. ლირიკული გმირი ,,მოდუდუნე, ანკარა“ მდინარის
ზვირთებში გაუსაძლისი, ამაო და ფუჭი რეალობის ანარეკლს ჰხედავს. აღარ აკვირვებს
ჩვეულებრივ მოკვდავთა მანკიერი სურვილები.

,,ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?

მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..”

პოეტის ცნობიერრბაში მტკვარი მრავლისმნახველია და ის აცოცხლებს არა მარტო იმ


დიდებით მოსილ, გმირულ ხანას, არამედ გაუმაძღრობით სავსე დროსაც როდესაც:

,,თ.ვითონ მეფენიც, უძლეველნი, რომელთ უმაღლეს

ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,


შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: „როდის იქნება,

ის სამეფოცა ჩვენი იყოს?“ და აღიძვრიან

იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..

კეთილ მეფეთა საზრუნავიც კი შთამომავალთა მეხსიერებაში, სახელიან ხელმწიფედ


შემორჩენაა.

,,მაგრამ, თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოეღოს,

მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..”

მოცემული სტრიქონებით პოეტი შთაგვაგონებს იმას, რომ ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევის


ნაცვლად უნდა ვიფიქროატ სიკეთის თესვასა და სხვათა ბედნიერებაზე. ლექსის დასაწყისში
დასმულ კითხვას: ,,მაინც რა არის ჩვენი ყოფა წუთისოფელი, თუ არა ოდენ საწყაული
აღუვსებელი?!” დასკვნით ნაწილში პასუხობს ლირიკული გმირი.

,,მაგრამ, რადგანაც კაცნი გვქვიან - შვილნი სოფლისა,

უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.

არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,

იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!”

ამრიგად, პოეტის აზრით საწუთრო ამაოა და ადამიანთა ღწვაც ფუჭი, მაგრამ რადგანაც
ამქვეყნად მოვედით, სრულფასოვნად უნდა შევასრულოთ დაკისრებული ვალდებულებები.
ნაწარმოების მთავარი სათქმელი სწორედ ადამიანის ამქვეყნად მოვლენის გამართლებაა,
ისიდეა, რომელიც უფალმა კაცთა მოდგმის თვის გონივრულად დაგვისაზღვრა.

ნიკოლოზ ბარათაშვილმა ბუნებისკენ ლტოლვის მოტივი პოეტური ფორმით აღწერა. ლექსი


დაფუძნებულია კონტრასტზე, რაც საუკეთესო საშუალებაა ლირიკული გმირის მთავარი
სათქმელის წარმოსაჩენად. ნაწარმოებს მსჭვალავს ის აზრი, რომ ბუნება ერთადერთი
ადგილია, სადაც ლირიკულ გმირს დარდის განქარვება შეუძლია და უდიდეს სიმშვიდეს
ჰგვრის ის. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ პირველ სტროფში ავტორი ემოციური
შთაბეჭდილების გასაძლიერებლად სიტყვათა გამეორებას, გრადაციას მიმართავს. ეს კი იმ
სევდას გამოხატავს, რომელსაც მასში აქაურობა იწვევს. ლექსში გვხვდება მოსაზღვრე
რითმები: ,,ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა და მის ზვირთებში კრთის
ლაჟვარდი ცისა კამარა.”, რაც ლექსს კეთილხმოვანებას სძენს. მრავლად გვხვდება
ეპითეტები, რომლებითაც ის თავის ფიქრებს აღწერს, მაგალითად ,,სევდიანი”. ლექსი შედგ ვა
არქაიზმებისგან, როგორიცაა: ,,ლბილი”, ,,მოწამე”, ,,ცდა ქებული”. ,,არც კაცი ვარგა, რომ
ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!” ამ
როტორიკულ შეძახილში რომანტიკოსი პოეტის მთავარი სათქმელია განფენილი.

You might also like