Professional Documents
Culture Documents
ჟან-პოლ სარტრი - ჰეროსტრატე
ჟან-პოლ სარტრი - ჰეროსტრატე
ჟან-პოლ სარტრი - ჰეროსტრატე
- რენე.
- შენ არ გაიხდი?
მის ფეხებთან პერანგი ჩაცურდა. ქალმა იგი აიღო და მზრუნველად დაადო კაბას
ლიფთან ერთად.
- ესე იგი, შენ, ჩემო პატარავ, ნაკლი გაქვს თუ ზარმაცი ხარ? - მკითხა მან, - შენ გინდა,
რომ მთელი საქმე შენმა პატარა ქალმა გააკეთოს?
- არა, ეს არ მინდა.
- აბა, რა გავაკეთო?
- დაჯექი.
- ფეხები გაშალე!
ჯერ შეყოყმანდა, მაგრამ მალე დამმორჩილდა. შევხედე მას ფეხებშუა და ქოშინი
დავიწყე. მერე ისეთი სიცილი ამივარდა, რომ თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. მე
ვთქვი:
გავედი. ოთახის შუაგულში მთლად შიშველი დავტოვე - ერთ ხელში ლიფით, ხოლო
მეორეში - 50 ფრანკიანი ჩეკით. ფულზე არც ვდარდობდი: მე იგი გავაოგნე. მეძავის
გაოცება კი არც ისე ადვილია.
კიბეზე ჩასვლისას ვფიქრობდი: „აი, რა მინდოდა - ყველას გაკვირვება“. თავს
ბავშვივით მხიარულად ვგრძნობდი. იქიდან მწვანე საპონი წამოვიღე და შინ რომ
მივედი, ცხელი წყლის ქვეშ მანამ ვსრესდი, სანამ უმცირეს ფენად არ გადაიქცა.
საპონი დიდხანს ნაწუწნ პიტნის კანფეტს დაემსგავსა.
ავირჩიე ერთი დღე, ორშაბათი დილა, როცა ყველა ჩემი კოლეგა ბიუროში იქნებოდა.
მათთან ძალიან თავაზიანი ვიყავი იმის გამო, რომ მძულდა მათთვის ხელის
ჩამორთმევაც კი. ისინი ხელთათმანებს იძრობდნენ, ერთმანეთს რომ მისალმებოდნენ.
ურცხვი მანერა ჰქონდათ, ხელი გაეშიშვლებინათ, ხელთათმანი გაებრტყელებინათ,
ნელა დაეჭიმათ ხელთათმანის თითების სიგრძე და ხელისგულის მსუქანი და
დანაოჭებული სიშიშვლე გამოეჩინათ. მე არასოდეს ვიძრობ ხელთათმანებს. ორშაბათ
დილას ბევრს არაფერს აკეთებენ. კომერციული სამსახურის მბეჭდავმა ახლახან
მოგვიტანა კვიტანციები. ლემერსიემ თავაზიანად გაიხუმრა, როცა მბეჭდავი გავიდა.
გაცვეთილი კომპეტენტურობით განიხილეს მისი მშვენიერება. შემდეგ ლინდბერგზე
დაიწყეს საუბარი. მათ ძალიან უყვარდათ ლინდბერგი. მე ვუთხარი:
- არა, შავები, როგორც მაგალითად „შავი მაგია“. ლინდბერგი თეთრი გმირია, ამიტომ
არც მაინტერესებს.
- მე ვიცნობ თქვენს ტიპს, - მითხრა მან, - მას ჰეროსტრატე ჰქვია. სურდა, ცნობილი
გამხდარიყო და კარგი რომ ვერაფერი გააკეთა, შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი -
ეფესოს ტაძარი დაწვა.
„ბატონო ... ,
პოლ ილბერტი
ისინი წავიდნენ. მციოდა, მაგრამ მაინც მდიოდა ოფლი. წუთის შემდეგ სამი კაცი
დავინახე, ისინიც გავატარე. მე ექვსი მჭირდებოდა. მარჯვნივ მდგომმა გადმომხედა
და ენა გააწკლაპუნა. მე თვალები გადავატრიალე.
რვის ხუთ წუთზე ედგარ-კინეს ბულვარიდან ხალხის ორი ჯგუფი გამოვიდა: კაცი და
ქალი ორ ბავშვთან ერთად და მათ უკან სამი მოხუცი ქალი. წინ ერთი ნაბიჯი
გადავდგი. ქალს ბრაზიანი სახე ჰქონდა და პატარა ბიჭს, ხელით რომ მოჰყავდა,
ექაჩებოდა. კაცმა მონოტონური ხმით უთხრა:
გული ისე ძლიერ მიცემდა, რომ მკლავები მტკიოდა. წავიწიე და მათ წინ გავჩერდი.
სასხლეტზე თითები მომიდუნდა.
გამახსენდა, რომ ჩემი ბინის კარი დავკეტე და ამან ძალიან გამანაწყენა. მის გასაღებად
ძვირფასი დროის დაკარგვა დამჭირდებოდა. ხალხი მიდიოდა. მე მათ ზურგი
შევაქციე და ანგარიშმიუცემლად უკან გავყევი. უკვე არ მქონდა სურვილი, მათთვის
მესროლა. ისინი ბულვარის ბრბოში ჩაიკარგებოდნენ. კედელს მივეყრდენი. აღარ
დაველოდე რვა და ცხრა საათის დარეკვას. ჩემთვის ვიმეორებდი: „რა საჭიროა ამათი
მოკვლა, ისინი ხომ ისედაც მკვდრები არიან“. და სიცილი მინდოდა. ამ დროს ძაღლი
მოვიდა და ფეხებზე დამსუნა. როცა მსხვილმა კაცმა წინ გამისწრო, წამოვხტი და უკან
გავედევნე. მის წითელ კეფაზე თავსა და პალტოს საყელოს შორის მოქცეული ნაკეცი
დავინახე. ის მიბაჯბაჯებდა და მძიმედ სუნთქავდა, ჯმუხი იერი ჰქონდა.
რევოლვერი ამოვიღე. იგი ცივი იყო და ბრწყინავდა. მეზიზღებოდა ეს იარაღი,
კარგად არც მახსოვდა, რა უნდა მექნა მისთვის. ხან იარაღს ვუყურებდი, ხან იმ ტიპის
კეფას, რომლის ნაკეცი მიღიმოდა. ჩემს თავს ვეკითხებოდი: რევოლვერი თხრილში
ხომ არ გადამეგდო?
მას მსხვილი სახე ჰქონდა, ტუჩები უთრთოდა, არაფერი მითხრა, მხოლოდ ხელი
გაიშვირა. მე ისევ უკან დავიხიე და ვუთხარი:
- მინდოდა...
მივხვდი, რომ მალე ღმუილს დავიწყებდი. არ მინდოდა, მაგრამ სამი ტყვია მაინც
ვესროლე მუცელში. იგი იდიოტური იერით დაეცა მუხლებზე. თავი მარჯვნივ
გადაუვარდა.
გავიქეცი. მისი ხველება მომესმა. ჩემ უკან ყვირილი და სირბილის ხმა გავიგონე.
ვიღაცამ იკითხა: „რა მოხდა, ჩხუბობდნენ?“ შემდეგ დაიყვირეს: „აი, მკვლელი,
მკვლელი!“ არ მეგონა, ეს ხმები მე თუ მეხებოდა. თუმცა, ავისმომასწავებლად კი
მეჩვენებოდა, როგორც სახანძრო მანქანების სირენების ხმა ბავშვობაში.
ავისმომასწავებელი და თან სასაცილო ხმები... მე მთელი ძალით გავრბოდი. მხოლოდ
ერთი უპატიებელი შეცდომა ჩავიდინე: იმის ნაცვლად, რომ ოდესის ქუჩიდან
ედგარ-კინეს ბულვარისაკენ გამეწია, მონპარნასზე გადავუხვიე. ეს რომ შევამჩნიე,
მობრუნება უკვე გვიანი იყო. ხალხის შუაგულში ვიყავი. გაკვირვებული სახეები
შემომცქეროდნენ (კარგად მახსოვს ფერუმარილწასმული ქალის სახე, ბუმბულიანი
მწვანე ქუდი რომ ეხურა). ოდესის ქუჩიდან სულელთა ყვირილი - მკვლელი
დაიჭირეთო - ისევ მესმოდა. ვიღაცამ ხელი დამადო მხარზე. გონება ამერია: არ
მინდოდა ამ ბრბოს გავეგუდე. ორჯერ ისევ გავისროლე. ხალხი ყვიროდა და
გარბოდა. ერთ კაფეში შევვარდი, კლიენტები წამოცვივდნენ, მაგრამ ჩემი შეჩერება
არავის უცდია. კაფეს მთელ სიგრძეზე გავიარე და საპირფარეშოში ჩავიკეტე.
რევოლვერში კიდევ ერთი ტყვია მქონდა. ერთი წუთი გავიდა. აქოშინებული მძიმედ
ვსუნთქავდი. არაბუნებრივი სიჩუმე იყო, თითქოს ხალხი განგებ გაჩუმდა. იარაღი
თვალებთან მივიტანე, დავინახე პატარა შავი და მრგვალი ხვრელი: ტყვია იქიდან
გამოვარდებოდა. კვამლი სახეს დამიწვავდა. მკლავი ჩამომივარდა. დავიცადე. წუთის
შემდეგ ისინი მგლის ნაბიჯებით მომიახლოვდნენ. ნაბიჯების ხმის მიხედვით
ვხდებოდი, რომ მთელი გროვა იყო. ერთხანს ჩურჩულებდნენ, შემდეგ გაჩუმდნენ.
ისევ ვქოშინებდი და ვფიქრობდი, რომ ჩემი ქშენა კარს იქითაც ესმოდათ. ერთმა წინ
წამოიწია და კარის სახელურს შეეხო. იგი კედელს იყო აკრული, ჩემი ტყვიები რომ
აეცდინა. მე სროლის სურვილი კი მქონდა, მაგრამ ბოლო ტყვია ჩემთვის იყო
განკუთვნილი.