ფინალური

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

1. რომელი ენიდან მომდინარეობს სიტყვა ცივილიზაცია?

სიტყვა ცივილიზაცია მომდინარეიბს ლათინური ენიდან. (,,civilis“ ,,საქალაქოს“, ,,სამოქალაქოს“ ნიშნავს).


2. რას ნიშნავს სიტყვა ცივილიზაცია?
სიტყვა ცივილიზაციას მრავალი მნიშვნელობით იგებენ, რადგან ცივილიზაციის თეორია უკვე რამდენიმე
საუკუნეა ვითარდება. ყველაზე გავრცელებული განმარტებაა: ცივილიზაცია -- საზოგადოების მიღწევების
ერთობლიობა მატერიალური და სულიერი ცხოვრების სფეროებში.
3. ვინ არის ავტორი ევოლუციის თეორიისა?
ევოლუციის თეორიის ავტორია ჩარლზ დარვინი.
4. ჰეროდოტეს სიტყვებით ნილოსი ეგვიპტის საჩუქარია, რატომ?
ნილოსი ეგვიპტის სასიცოცხლო წყარო იყო. რადგან ის ეგვიპტის ერთადერთი მდინარეა . ადამიანები
ნილოსის ნაყოფიერ დაბლობზე დასახლდნენ. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა დაიწყეს და
ცივილიზაციისკენ გზა გაიხსნეს.
5. რას მოვიაზრებთ ტერმინში ,,ანტიკური ცივილიზაცია“?
ბერძნულ-რომაული ცივილიზაცია.
6. ტრადიციის მიხედვით ვის უწოდებენ ისტორიის მამას?
ჰეროდოტეს.
7. რომელი ცივილიზაციები განეკუთნებიან ე.წ. სამდინარო ცივილიზაციებს?
ბაბილონი, ეგვიპტე, შუმერების ქვეყანა.
8. რომელი ცივილიზაციები განეკუთნებიან ე.წ. საზღვაო ცივილიზაციებს?
ბერძნული ცივილიზაცია, ფინიკია
9. რას მოვიაზრებთ ტერმინ შუამდინარეთში (მესოპოტამია)?
შუამდინარეთი არის დაბლობი ადგილი ტიგროსსა და ევფრატს შორის.
10. რას ვუწოდებთ იმ ფორმაციის სახელმწიფოებს, რომლებიც გავრცელებული იყვნენ ძვ.აღმოსავლეთში?
დესპოტიებს
11. რომელი საზ.პოლიტიკურ ფორმაციის სახელმწიფოებად მიიჩნევიან ძვ.საბერძნეთი და ძვ.რომი?
მონათმფლობელობა
12. რა მასალას იყენებდნენ საწერად ძველ შუამდინარეთში და რას ძველ ეგვიპტეში?
ძველ შუამდინარეთში იყენებდნენ თიხას, ხოლო ეგვიპტეში პაპირუსის, ტყავისა და ტილოსაგან
გაკეთებულ ფურცლებს.
13. ეს ეთიკო-ფილოსოფიური სწავლება ჩვ.წ.აღ.-მდე VI-V საუკუნეებში ფილოსოფოსმა კუნ-ცზიმ შეიმუშავა
და შემდეგ ის ჩინეთის ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად იქცა, როგორ მოვიხსენიებთ მას?
კონფუციანელობა
14. რომელი მარცვლოვანი კულტურა იყო ყველაზე ფართოდ გავრცელებული ძველ ჩინეთსა და იაპონიაში და
რომელიც დღემდე შეადგენს ამ ქვეყნებში ძირითადი საკვები მოხმარების პროდუქტს?
ბრინჯი
15. სად ჩაისახა და საიდან იღებს სათავეს ქრისტიანობა?
რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში, პალესტინაში.
16. რას ვუწოდებთ მეორენაირად ბიზანტიის იმპერიას?
აღმოსავლეთ რომის იმპერიას
17. რომელი რომაელი იმპერეტორის დროს გამოცხადდა ქრისტიანული აღმსარებლობის თავისუფლება ე.წ.
მილანის ედიქტით?
კონსტანტინე დიდის
18. რას მოვიაზრებთ ტერმინ ,,შუა საუკუნეებში“?
შუა საუკუნეები ეს არის პერიოდი ძველი მსოფლიოს ისტორიის დასასრულსა და ახალი ისტორიის
დასაწყისს შორის.
19. რენესანსი ანუ...
აღორძინება. XIV-XVI საუკუნეები. ჩაისახა იტალიაში.
20. რა ტერმინით მოვიხსენიებთ XVI საუკუნიდან XVII საუკუნის დასაწყისამდე გაშლილ მასიურ, რელიგიურ
და პოლიტიკურ მოძრაობას დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში?
პროტესტანტული რეფორმაცია
21. ვინ იყო ე.წ. ,,95 თეზისის“ ავტორი?
მარტინ ლუთერი
22. რომელ რელიგიებს უწოდებენ ,,აბრამისტულს” ანუ რომლები არიან ერთი ფუძიდან აღმოცენებულნი?
ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი, ბაჰაიზმი, კარაიზმი, სიქიზმი.
23. ბედუინები ანუ...
უდაბნოს მაცხოვრებლები
24. მუჰამედმა თავისი ქადაგება 40 წლის ასაკში ამ ქალაქში დაიწყო
მექა
25. 622 წელი მუსლიმანური სამყაროსთვის არის გაქცევის ,,ჰიჯრის“ წელი და აქედან იწყება ისლამური
წელთაღრიცხვა, მუჰამედი თავის მომხრეთა ნაწილთან ერთად ამ წელს გადავიდა ქალაქ...
მედინაში
26. მუსლიმური ერთობა, მუსლიმური თემი ანუ...
უმმა
27. არაბთა სახელმწიფოს მეთაური, სასულიერო და საერო ხელმძღვანელი, მუჰამედის მიწიერი მოადგილე
(ნაცვალი):
იმამი
28. ვინ მიაჩნდათ მუსლიმებს ,,წიგნის ხალხად“?
ებრაელები და ქრისტიანები
29. ისლამური სამართალი ანუ...
შარიათი
30. ეს ხალხები რუსების უშუალო წინაპრებად მიიჩნევიან
სლავები
31. რომელმა იმპერიამ დაასრულა თავის არსებობა 1453 წელს, მას შემდეგ რაც მისი დედაქალაქი ოსმალთა
სულთანმა მუჰამედ II ფაჰდიმ აიღო?
ბიზანტიამ
32. ეს სახელმწიფო XII საუკუნიდან თანდათანობით ძლიერდებოდა და რუსული სამყაროს პოლიტიკურ და
კულტურულ ცენტრად იქცა, ხოლო XVIII საუკუნის დასაწყისში იმპერატორ პეტრეს დროს ,,რუსეთის
იმპერიად“ გამოცხადდა:
კიევის რუსეთი
33. კიევის რომელი მთავრის სახელს უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება?
ვლადიმირის
34. მოკლედ გადმოეცით ე.წ. ,,მესამე რომის“ თეორიის არსი
ბიზანტიის დაცემის შემდეგ დაიწყო ბრძოლა რომის მემკვიდრეობისათვის. ამ დროისთვის რუსეთი
აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროში ერთადერთი მართლმადიდებლური ქვეყანა იყო. ,,მოსკოვი-მესამე
რომი“ იყო თეორია, რომელიც რუსეთს აკუთნებდა მესიანურ მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც
რუსეთის მმარველები რომისა და ბიზანტიის მემკვიდრეებად ცხადდებოდნენ. ივანე IV მრისხანემ
რუსეთი მესამე რომად გამოაცხადა და თავად ცარის ტიტული მიიღო. ,,მესამე რომის“ თეორია მოიცავდა
ღვთისგან გამორჩეულობისა და ნაციონალური განსაკუთრებულობის სერიოზულ საფრთხეებს.
35. რა ცვლილებები მოხდა იმპერატორ პეტრე I-ის დროს რუსული ეკლესიის მმართველობაში?
მან გააუქმა პატრიარქობა, სამღვდელოება დაექვემდებარა სამღვდელოების კოლეგიას სინოდს.
36. ძველ ჩინეთში ამ ეთიკო-ფილოსოფიური სწავლების მიმდევრებს მიაჩნდათ, რომ უმთავრესია ყოველთვის
და მუდამ კანონები ზუსტად და ერთგვაროვნად აღსრულდეს, ხოლო დადგენილი კანონიდან სულ
მცირედი გადახვევაც კი უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს. როგორ მოვიხსენიებთ მათ?
ლეგისტები (ლეგიზმი)
37. რას ვუწოდებთ იმ სახელმწიფოებრივ ფორმაციას, რომლის დროსაც მთელი ძალაუფლება
კონცენტრირებულია ერთი პირის ხელში და მის წინაშე ყველანი ერთნაირად უუფლებონი არიან?
დესპოტიზმი
38. რომელია იაპონიაში ყველაზე გავრცელებული რელიგია?
სინთოიზმი და ბუდიზმი
39. 1185 წლიდან 1868 წლამდე იაპონიის ფაქტობრივი მმართველები იყვნენ...
სიოგუნები
40. თავის არსით იაპონური ფეოდალიზმი დასავლეთ-ევროპულ ფეოდალიზმს უფრო ჩამოგავდა თუ
რუსულს?
დასავლეთ ევროპულს
41. რომელი მარცვლოვანი კულტურა იყო ყველაზე ფართოდ გავრცელებული ძველ ჩინეთსა და იაპონიაში და
რომელიც დღემდე შეადგენს ამ ქვეყნებში ძირითადი საკვები მოხმარების პროდუქტს?
ბრინჯი
42. რა იყო ძირითადი მიზეზი, რამაც აშშ-ში 1861-1865 წლებში მიმდინარე სამოქალაქო ომი გამოიწვია?
მონათმფლობელობა
43. ვინ იყვნენ ავტორები 1847 წელში გამოცემული საპროგრამო ხასიათის დოკუმენტისა ,,კომუნისტური
პარტიის მანიფესტი“?
კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი
44. როდის მოხდა ბოლშევიკური გადატრიალება და რუსეთის სახელმწიფოს სათავეში ლენინის და მისი
პარტიის მოსვლა?
1917 წელს
45. რომელ წლებში მიმდინარეობდა I მსოფლიო ომი?
1914-1918
46. რომელმა იმპერიებმა დაასულეს არსებობა I მსოფლიო ომის შემდეგ?
ავსტრია-უნგრეთი, გერმანია, რუსეთი, ოსმალეთი
47. ეკონომიკური თვალსაზრისით როგორაა ცნობილი 1929-1935 წლები?
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი
48. დაასახელეთ ქვეყნები, რომლებშიც ტოტალიტარული რეჟიმები გაბატონდნენ პირველ და მეორე
მსოფლიო ომებს შორის პერიოდში?
სსრკ, ჩრ. კორეა, იაპონიის იმპერია, ვიეტნამი...
49. სსრკ-ბოლშევიზმი, იტალია-ფაშიზმი, გერმანია-?
ნაციზმი
50. როდის დაიწყო მეორე მსოგლიო ომი?
1939 წელს
51. ანტიჰიტლერული კოალიციის დიდი სამეული ანუ (რომელი ქვეყნები იგულისხმება)...
პოლონეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი
52. რომელი ქვეყანა გვევლინებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ე.წ. ,,სოციალისტურ ბანაკში“ შემავალი
სახელმწიფოების ლიდერად?
სსრკ
53. ,,ცივი ომი“ ანუ?
აშშ-სა და მისი მოკავშირეების საბჭოთა კავშირთან ეკონომიკური, იდეოლოგიური დაპირისპირება,
რომელიც 1940იანი წლებიდან 1990იანებამდე მიმდინარეობდა.

თემები:
1. რენესანსი
2. რეფორმაცია
3. რუსული ცივილიზაცია
4. იაპონური ცივილიზაცია
5. ისლამური ცივილიზაცია
6. აშშ ლიდერობისკენ მიმავალ გზაზე (დემოკრატია მოქმედებაში

7. პირველი მსოფლიო ომი და რევოლუციები

პირველი მსოფლიო ომი დაიწყო 1914 - ში, ფრანზ ფერდინანდის მოკვლის შემდეგ. მისი
სიკვდილი გადაიზარდა ომში ევროპის მაშტაბით 1918 წლამდე. კონფლიქტის დროს, გერმანია ,
აუსტრია-უნგრეთი, ბულგარია და ოსმალური იმპერია იბრძოდნენ დიდი ბრიტანეთის , საფრანგეთის ,
რუსეთის, იტალიის, რუმინეთის, იაპონიისა და ა.შ.შ -ს წინააღმდეგ (გაერთიანებული ძალები ). ახალი
სამხედრო ტექნოლოგიების საშუალებით, ომმა ბევრი შეიწირა . ომში გამარჯვებული გაერთიანებული
ძალები დარჩა და ომმა 16 მილიონი ადამიანი (ჯარისკაცი თუ სამოქალაქო პირი ) შეიწირა .

დაძაბულობა ომამდეც იყო. ის ნაპერწკალი რამაც ომი გამოიწვია იყო ფრანზ ფერდინანდის სიკვდილი
ბოსნიაში. აუსტრია-უნგრეთის მემკვიდრე მის ცოლთან, სოფისთან ერთად მოკლა სერბიანმა
ნაციონალისტმა, გავრილო პრინციპმა 28 ივნისს, 1914 წელს. პრინციპი და სხვა ნაციონალისტები
იბრძოდნენ აუსტრია-უნგრეთის მმართველობის დასრულებისთვის.

ფერდინანდის სიკვდილმა გამოიწვია შემთხვევების მზარდი ჯაჭვი: აუსტრია -უნგრეთი , როგორც სხვა
ქვეყნები მსოფლიოში, ადანაშაულებდე სერბეთის სახელმწიფოს ამ შეტევისთვის და იმედოვნებდნენ ,
რომ ამ ინციდენტით დაასრულებდნენ სერბიან ნაციონალიზმს საბოლოოდ .

რადგან სერბიას ზურგს რუსეთი უმაგრებდა, აუსტრია-უნგრეთის იმპერია იცდიდა დახმარებისთვის


გერმანელ ლიდერ, კაიზერ ვილჰელმ 2 -ისგან. აუსტრია-უნგრეთის ლიდერებს ეშინოდათ რუსეთის
ჩარევისა, რადგან რუსეთს საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერდა .

5 ივლისს კაიზერ ვილჰელმი თანხმდება აუსტრია-ინგრეთის შემოთავაზებას და უმაგრებს ზურგს მათ .


აუსტრია- უნგრეთმა ულტიმატუმი დაუყენა სერბიას, ისეთი, რომელზეც თანხმობა შეუძლებელი იყო .

სერბიულმა სახელმწიფომ დახმარება რუსეთს სთხოვა. 28 ივლისს აუსტრია-უნგრეთმა ომი გამოუცხადა


სერბიას და ევროპაში სიმშვიდე დაირღვა. ერთ კვირაში რუსეთი , ბელგია , საფრანგეთი , დიდი
ბრიტანეთი და სერბია დაუპირისპირდა აუსტრია -უნგრეთს და გერმანიას .

8. მეორე მსოფლიო ომი

პირველი მსოფლიო ომმა გამოიწვია არასტაბილურობა ევროპაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალ
ინტერნაციონალურ კონფლიქტს - მეორე მსოფლიო ომს - , რომელიც ორი ათწლეულის შემდეგ დაიწყო და
უფრო დამანგრეველიც აღმოჩნდა. ეკონომიურად და პოლიტიკურად არასტაბილურ გერმანიაში ადოლფ
ჰიტლერი წინ უძღვოდა ნაცისტურ პარტიას, რომელმაც სტრატეგიული ხელშეკრულებები დადო
იტალიასა და იაპონიასთან მისი მსოფლიო დომინაციის ამბიციების წინ წასაწევად. ჰიტლერის
პოლონეთში შეჭრის შემდეგ, რომელიც 1939 წლის სექტემბერს მოხდა, დიდმა ბრიტანეთმა და
საფრანგეთმა ომი გამოუცხადა გერმანიას, რამაც მონიშნა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი. შემდეგი ექვსი
წლის განმავლობაში კონფლიქტმა მეტი და მეტი სიცოცხლე შეიწირა და მიწა გაანადგურა ვიდრე სხვა
ომებში. ნავარაუდებ 45-60 მილიონი მკვდარი ადამიანისგან 6 მილიონი ებრაელი ნაცისტურ
საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა, რაც ცნობილია როგორც ჰოლოკოსტი.
გერმანიის კანცელის გახდომის შემდეგ 1933 - ში, ჰიტლერმა გამოაცხადა თავისი თავი როგორც ფუჰრერ
უზენაესი ლიდერი 1934 - ში. იმ იდეით შეპყრული, რომ გერმანული მოდგმა იყო წმინდა, გადაწყვიტა,
რომ საჭირო იყო მეტი საცხოვრებელი ადგილი გერმანული მოდგმისთვის გასამრავლებლად. შუა 1930 -
ებში, ის მალულად ამზადებს გერმანულ არმიას იტალასა და იაპონიასთან ერთად, სსრკ - ს წინააღმდეგ.
ჰიტლერმა გააგზავნა ჯარი 1938 ში ავსტრიის შესაპყრობად. მისმა ამ ღია აგრესიამ ყურადღების გარეშე
ჩაიარა, რადგან აშშ და სსრკ კონცენტრირებული შიდა პოლიტიკაზე იყო და არც საფრანგეთსა და დიდ
ბრიტანეთს არ ჰქონდათ სურვილი კონფორნტაციისა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აოხრების გამო.

გერმანიის, იტალიის და იაპონიის დაპირისპირება საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკისა და სსრკს


წინააღმდეგ დასრულდა 1945 - ში 40-50 მილიონი მსხვერპლით, რაც მეორე მსოფლიო ომს ყველაზე
სისხლიანს ხდის ისტორიაში.

9. დემოკრატია და ტოტალიტარიზმი

ტოტალიტარიზმი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გახდა პოპულარული. მისი მაგალითები იყო
ფაშიზმი, ნაციზმი. სისტემური მახასიათებლების მიხედვით ის იყოფა მემარჯვენე და მემარცხენე
რადიკალებად. ორივე მათგანი წარმოადგენდა რევოლუციურ მოძრაობას, რომლებიც მიზნებს ძალადობის
გზით ახორციელებდნენ. ისინი ამას ბუნებრივ მოვლენად თვლიდნენ და თაყვანს სცემდნენ კიდეც ძალის
კულტს. ამ იდეოლოგიაზე აპირებდნენ მსოფლიო წესრიგის დამყარებას. ტოტალიტარიზმის ნიშნები ბევრ
ქვეყანაში შეინიშნებოდა, რაც ნიშნავს რომ ის იყო საერთოევროპული ფენომენი. მსოფლიო ომის შემდეგ
და კომუნისტური რეჟიმების კრახმა დაამტკიცა, რომ მართველობის ეს ფორმა სახელმწიფოსთვის ჩიხს
წარმოადგენდა და არანაირი სარგებელი არ მოჰქონდა.
ლიბერალურ დემოკრატიას რაც შეეხება, ის გვარცელებული იყო ისეტ კულტურებში, რომლებშიც
განვითარებული იყო პოლიტიკური კულტურა და საზოგადოებრივი მოძრაობები. ასეთები იყო აშშ,,
ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი და სხვა. მას შემდეგ, რაც კაპიტალიზმმა ამოწურა თავსი
შესაძლებლობები, დაწინაურდნენ ის თაობა, რომლებიც მთელი რიგი რეფორმებით და ახალი იდეებით
მოდიოდნენ. გაჩნდა ახალი კონცეცფცია „ კეთილდღეობის სახელმწიფო“, რომელიც წინა პლანზე ღარიბი
მოსახლეობის ფენის დახმარებას წარმოადგენდა. გაიზარდა სსაპენსიო დახმარებებიც. ყოველი ეს მცირე
საზოგადოებისთვის განკუთვნილი რეფორმები თავიდან ირიდებდა სოციალურ კონფლიქტებს.
ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრებაზე გავლენა იქონია დიდმა მსოფლიო ეკონომიკურმა
კრიზისმა. მან კაცობრიობას ყველაზე კატასროფული შედეგები მოუტანაე ეკონომიკის მხრივ. დასავლეთის
ცივილიზაციაში ახალი იყო სახალხო ფრონტიც. მან წარმატებას საფრანგეთში, ესპანეთსა და ჩილეში
მოიპოვა, რომელთა საფუძველზეც დემოკრატიული კოალიციური მთავრობები შეიქმნა. მეორე მსოფლიო
ომის წლებში დემოკრატიული ძალების გაერთიანებისადმი მისწრაფებამ თავი იჩინა ასევე
ანტიფაშისტური ერთიანობის კოალიციის ჩამოყალიბების დროს.

1. რენესანსი

რენესანსი, იგივე აღორძინების ეპოქა, დასავლეთ ევროპაში ჩაისახა. ამ ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს
მიღწევად ჰუმანიზმის გაჩენა წარმოადგენს. ჰუმანისტები ცდილობდნენ შეექმნათ ისეთი ადამიანის
სურათი, რომელიც თავისუფალი იქნებოდა შუა საუკუნეებში დამკვიდრებული ცრურწმენებისგან,
ცდილობდნენ შეეცვალათ ერთგვარად გამეფებული სისტემა. ისინი არ უარყოფდნენ რელიგიას, თუმცა
ეკლესია და მისი მსახურები დაცინვის საგანს ხშირად წარმოადგენდნენ. ადრეულ ჰუმანისტებს
წარმოადგენდნენ პეტრარკა და ბოკაჩო.
აღორძინების ხანა შეეხო მრავალ სფეროს. მხატვრობაში ბრტყელი და უსიცოცხლო სურათები
სამგანზომილებიან ნახატებად გარდაიქმნა. ლიტერატურას რაც შეეხება, გაჩნდა ადამიანის სურათი
ვნებებით და სურვილებით რაც ადრე არ იყო, რადგანხორციელ ნეტარებებზე საუბარი არ იყო
აღრიარებული. ხორციელი სურვილების ლიტერატურულად ასახვის კლასიკური მაგალითია ბოკაჩოს
„ დეკამერონი“ რომელიც კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა.

იმისთვის, რომ შექმნილიყო ადამიანის იდეალური ტიპი, აღორძინების ეპოქის მოღვაწეები ხაზს
უსვავდნენ სიკეთეს, გმირობას და ძალას. მთავარი იდეა ის იყო, რომ ადამიანი თავად ირჩევს
ცხოვრების გზას და შესაბამისად თავადაც არის პასუხისმგებელი მის გადაწყვეტილებებზე.

იმის მიუხედავად, რომ რენესანსმა სრულიად ახალ ეპოქას დაუდო საფუძველი, მას გარკვეული
უარყოფითი მხარეების ჰქონდა. იგი ფაქტობრივად ბადებდა პირადი არჩევანის პრობლემას, რომელიც
ბოროტებასა და სიკეთეში უნდა გაკეთებულიყო. ადამიანებს დაეტყოთ ის სიმძიმე, რასაც თავისუფალი
ცხოვრებისადმი ტრაგიკული დამოკიდებულება იწვევდა. ამის საუკეთესო მაგალითია შექსპირის
პიესები, რომლებიც ვნებით, თავისუფლების სურვილით, გმირობებით და ტრაგედიით იყო სავსე.
ყოველიმე ამ სურვილებისკენ სწრაფვამ სრულიად ახალ ინდივიდუალისტურ ტიპს დაუდო
საფუძველი - ეგოიზმს, რომელსაც მორალზე სრულიად ჰქონდა ხელი აღებული.

2. რეფორმაცია

რეფორმაციას საფუძველი გერმანიაში ჩაეყარა 1517 წელს მას შემდეგ, რაც მარტინ ლუთერმა თავისი
„95“ თეზისი გამოაქვეყნა. ეს იყო თეზისი ინდულგენციების წინააღმდეგ ( ინდულგენცია იყო საბუთიი
მღვდლები ყიდიდნენ და ვინც იყიდიდა ვითომ ყველა ცოდვა მიეტევებოდა. უნამუსო ბიზნესის პონტი იყო და
მარტინმა აბა ახლა ატრაკებთო. არ ვიცოდი იცოდი თუ არა სოუ მივაწერე ლოლ ) რეფორმაცია მალე სხვა
ქვეყნებშიც გავრცელდა. ეს იყო ბრძოლა კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ. რეფორმაციამ დაამსხვრია ის
წარმოდგენა ევროპაში, რომ ეკლესია უძლევი ძალაუფლების მფლობელი იყო, ასევე ხელშეუხებელი. მთავარი
იდეა ის იყო, რომ ადამიანს ღმერთთან არა მღვდელ, ანუ მესამე პირი, შუამავალი, არამედ პირადი რწმენები
აახლოვებდა. ეკლესიის შუამავლობას მოკლებულ ადმაიანს ამიერიდან თავად უნდა ეგო პასუხი საკუთარ
საქციელზე.

რეფორმაციის ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა ჟან კალვინი იყო. მის მიმდევრებს ჰუგენოტებს, ან კალვინისტებს
უწოდებდნენ. კალვინი ამბობდა, რომ იმისთვის, რომ გაგვეგო ადამიანი ღმერთისგან წყალობელი ( დალოცვილი)
იყო თუ არა, უნდა გაგვეგო მისი წარმატებით და წარუმატებლობით. სწორედ ამის საფუძველზე გავიგებდით ის
დაწყევლილი იყო თუ არა.

ისევე როგორც რენესანსი, რეფორმაციაც ადამიანს აყენებდა ცენტრში. მართალია ის ინდივიდუალიზმს


ქადაგებდა, თუმცა მკაცრ საზღვრებსაც უწესებდა, რომელიც ასევე რელიგიურ ფასეულებებზე იყო
დაფუძნებული. რეფორმაციამ ევროპელთა თვითშეგნებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ეს იდეა სწრაფად
მოედო უამრავ ქვეყანას. ყველა ქვეყანაში გაჩნდა ჯგუფები, რომლებიც ამ იდეას ქადაგებდნენ. თუმცა ეს მარტივი
პროცესი არ ყოფილა. მას თან ახლდა არაერთი მასობრივი ომი.

3. რუსული ცივილიზაცია
რუსეთი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ფაქტობრივად ევროპასაც აერტიანებს და აზიასაც. ამის
გამო უწოდებენ მას ხშირად ევრაზიას, ან შუალედურ სამყაროს.

რუსეთის მთლიანი ისტორია დატვირთულია ტერიტორიულიგაფართოებების უწყვეტი პროცესით.


თავდაპირველად სლავები დასახლებულნი იყვნენ არახელსაყრელ სტეპეპბზე. მოსავლიანობა ჰყოფნიდათ თავის
გამოსაკვებად, თუმცა მალე მიხვდნენ, რომ ეს საკმარისი არ იყო. დიდი ტერიტორიის მიუხედავად ის ბოლომდე
ათვისებული არ იყო.

რუსეთმა მონარქიული ხელისუფლების ნიშნები ბიზანტიის მაგალითიდან მიიღო ქრისტიანობასთან ერთად. მას
შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლი დაეცა, რუსეთი ერთადერთი მართლმადიდებრული სახელმწიფო იყო,
რომელმაც თაისუფლების შენარცუნება შეძლო. რუსეტის იმპერატორმა ივანე 3-მ ბიზანტიის იმპერატორის
ძმისშვილი შეირთო ცოლად და თავი ბიზანტიის იმპერატორის მემკვიდრედ გამოაცდა.

რუსეთის ეკონომიკას რაც შეეხება, ისევე როგორც სხვა ხალხიც, სლავებშიც ფეოდალიზმი სიფევდა. უშუალოდ
მათ ეკონომიკურ წინსვლაზე ნეგატიური გავლენა მონღოლების 400 წლიანმა ბატონობამ იქონია, რომელმაც მათი
განვითარება ძალიან უკან გადაისროლა.

რუსეთში პოპულარული იყო მიწათმფლობელობა. ჰყავდათ გლეხები. იქიდან გამომდინარე, რომ ხალხი ცოტა
იყო, მეურნეობა კი აქტიურად ვითარდებოდა, მებატონეები ცდილობდნენ თავისი გლეხები მიწისთვის
მიეჯაჭვებინათ. ეს მოხდა იმ პრინციპით, რომ გლეხი ერთი ფეოდალის ბატონბიდან ასე მეორეში ვერ
გადავიდოდა. ეს იყო ბატონყმობა, რომელიც ფეოდალიზმის უმძიმეს ვარიანტს წარმოადგენდა.

15 საუკუნეში დაიწყო უშუალოდ თავადაზნაურების ზრდაც. რუსეთი კარგად იყენებდა ეკლესიის


ძალაუფლებასაც რომელიც იმაში გამოიხატებოდა, რომ ხალხზე უდიდესი ზეგავლენა ჰქონდა იდეოლოჰგიის
თვალსაზრისით. ეკლესიის შემოსავალი ექვემდებარებოდა სახელმწიფოს.

ძველ დროში რუსები წარმართები იყვნენ, რომლისგან გათავისუფლებაც მათ ასე მარტივად ვერ შეძლეს.
ქრისტიანობის ელემენტების ათვისება მათ ნელნელა მოახერხეს. ყველაზე გავრცელებული რუსეთში
ღვთისმშობლის და წმინდა ნიკოლოზის კულტი იყო, რომელსაც „რუსულ ღმერთსაც“ კი უწოდებდნენ.

კულტურის მხრივ, რუსული ფოლკლორის მნიშვნელოვან ნაწილს „ სასულიერო ლექსები“ შეადგენდნენ. მათი
მთავარი მოტივი ქრისტეს მეორედ მოსვლის თემატიკა იყო, რომლის დროსაც იქნებოდა საშინელი სამსჯავრო და
ყველა ვინც ბოროტი იყო და სუსტებს ჩაგრავდა დაისჯებოდა. საიქიო ცხოვრება და მასზე ფიქრი ხალხის
ჰარმონიასა და იდეალს წარმოადგენდა.

4. იაპონური ცივილიზაცია

იაპონია მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალური ქვეყანაა. მას აქვს ისტორია,
რომელიც 12 პერიოდიზაციისგან შედგება. ამის მიუხედავად ის მაინც ახალგაზრდა ცივილიზაციად
ითვლება..
იაპონია მდებარეობს 4000 კუნძულზე. იაპონია ასევე ის ქვეყანა იყო, რომელიც დიდი გამყინვარების
დროს ევროპისგან და ამერიკისგან განსხვავებით ყინულმა არ დაფარა. იაპონიაზე ხალხი პირველად
ტერიტორიებზე კორეის გადმოვლით დასახლდნენ, შესაბამისა დმატ კულტურაზე დიდი გავლენა
იქონია ჩინეთაც და კორეამაც. იეროგლიფური დამწერლობაცკი კორეელებისგან გაიცნეს. იაპონია
გამოირჩევა სხვადასხვა რელიგიებთან პატივისცემით და თანასწორობით. ევროპის ისტორია სავსეა
რელიგიური ომებით რასაც იაპონიაში ვერ ვხვდებით, რადგან ხალხის დევნა განსხვავებული რწმენის
გამო მიუღებელი იყო.
იაპონიის ისტორია დატვირთულია სასინელი ომებით და სისხლისღვრით. ამის მიუხედავად, ისინი არ
კარგავდნენ უნარს, აღეზარდათ ხალხი, რომლებიც მოთმინებით, პატივისცემით, ბუნებისადმი
მოწიწებით და კულტურის მიმარტ სილამაზით გამოირჩეოდნენ.
იაპონიას თავიდან დიქტატორები მართავდნენ, რომლებსაც სიოგუნები ერქვათ. მათი საზოგადოება
იყო უაღრესად იერარქიული, რისი ნისნები დღესაც გვხვდება. ყავდატ სამურაები, რომლებიც ამ
სისტემის სათავეში იდგნენ. შემდეგ მოდიოდნენ გლეხები, მერე ხელოსნები და სულ ბოლოს ვაჭრები.
თანამედროვე იაპონიის ისტორია მეიძის რევოლუციიდან იწყება, როდესაც სამურაებმა იმ დროს
არსებული დინასტიის ძალაუფლება დაამხეს. მოვიდა ახალი მთავრობა, რომელმაც მნიშვნელოვანი
რეფორმები დაიწყო. ზოგადად იაპონიის დაახლოევაბ სხვა კულტურებთან ნელი პროცესი იყო
ისტორიის მანძილზე, თუმცა ამის შემდეგ ეს პროცესი დაჩქარდა და ტექნოლოგიებსაც კი დაეუფლნენ.
პირველი ხალხი, რომლებიც იაპონიას წვივნენ ესპანელები და პორტუგალიელები იყვნენ. სწორედ
მაშინ იხილეს იაპონელებმა პირველად ცეცხლასსროლი იარაღი. სწორედ ასე დაიწყო იაპონელებში
ევროპული თუ სხვათა კულტურებისგაცნობა.
იაპონიის სულიერების განვითარებაში დიდი როლი ითამაშა ბუდიზმმა, თავიდან მისით
არისტოკრატები დიანტერესდნენ, მაგრამ მალე სხვაგანაც გავრცელდა. 16 საუკუნეში ჩნდება
ქრისტიანობაც იაპონიაში, რაც სწორედ იმ ევროპელებმა შეიტანეს.

5. ისლამური ცივილიზაცია

ისლამური ცივლიზაციაც ერთერტი ყველაზე ახალგაზრდა ცივილიზაციაა, რომელმაც ჩამოყალიბება 6


საუკუნეში დაიწყო. ტერიტორიის მხრივ, არაბეთის ნახევარკუნძული უდიდეს ნახევარკუნძულს
წარმოადგენს. გავრცელებული იყო მიწათმოქმედება. ძირითადი საქმიანობა ბედუინების აქლემების
მოშინაურება იყო, რადგან სხვა ცხოველებისგან განსხვავებით აქლემები ცხელ და უწყლო გარემოს
უძლებდნენ. თავიდან ეს ბედუინები ტომებად ცხოვრობდნენ. საზოვრები და ტერიოტირები ამ ტომებს
შორის იყო დაყოფილი.
მოგვიანებით განვითარდა ეკონომიკაც. ყველაზე გავრცელებული იყო სტარანზიტო ვაჭრობა,
რომელშიც ყველაზე დიდი რაიონი ჰიჯაზი იყო.
თავდაპირველად არაბები მრავალღმერთიანები იყვნენ. უშუალოდ ისლამს მუჰამედმა ჩაუყარა
საფუძველი. მუჰამედმა დაიწყო ქადაგება მექაში, სადაც დასცინოდნენ, აბუჩად იგდებდნენ.
განსაკუთრებით ემტერებოდნენ არისტოკრატები თავისთავად. 622 წელს მუჰამედი და მისი მომხრეები
მედინაში გადავიდნენ, რასაც ჰიჯრა ეწოდება. სწორედ აქედან იწყებს ისლამი გავრცელებას. ისლამსა
და ქრისტიანობას შორის ის საერთოა, რომ ორივე ერთი ღმერთის არსებობას ქადაგებს.
ისლამური იმპერიის შექმენა იწყება მაშინვე, როგორცკი ისლამი ვრცელდება. არსებობდნენ ხალიფები,
რომლებიც სათავეში იდგნენ. ისლამური ცივილიზაცია გამოირჩეოდა კულტურის სწრაფი
აყვავებითაც. ვითარდებოდა ხელოვნება, პოეზია, ლიტერატურა. დაიწყეს ნაწარმოებების და
ნაშრომების თარგმნა ბერძნულიდან და სხვა ენებიდან. ისლამურმა კულტურამ დიდი ზეგავლენა
იქონია დასავლეთ ევროპაზე, განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ არაბები დიდიხანი უძლიერეს
ერს წარმოადგენდნენ და ცნობილნი იყვნენ თავიანთი დაპყრობებით.

You might also like