Professional Documents
Culture Documents
ბაბლუანი თ. - მზე, მთვარე და პურის ყანა
ბაბლუანი თ. - მზე, მთვარე და პურის ყანა
მიძღვნა
ლია, შენ გიძღვნი ამ ამბავს, ბოდიში ძალიან ბევრი რამის გამო და მადლობა
ყველაფრისათვის. მიყვარხარ.
ასე შორს იმიტომ წამოვედი, რომ იქ, ჩემს უბანში, შარვლის მოპარვა სარისკო
იყო. პატრონს რომ ეცნო, მერე რა უნდა მექნა? ისევ უშარვლოდ დავრჩებოდი.
უკან დავიხიე, შემოვბრუნდი და პირი გავაღე. ჩემ წინ მაღალი, წვერებიანი კაცი
იდგა და იღიმებოდა. იმოდენა კაცი ისე ჩუმად როგორ მომეპარა, მართლა გასაკვირი
იყო.
— ვინა ხარ-მეთქი?!
— ხომ არ აიღებ-მეთქი?
ვითომ არ გამიგონია. გავიარე შუშაბანდი და მუხის ხის სქელი კარი შევაღე. ხაიმას
რკინის საწოლზე პირაღმა ეძინა, თხელი საბნიდან ფეხები ჰქონდა გამოყოფილი.
ფეხისგულზე შევუღიტინე თუ არა, თავი ასწია.
— ხო-მეთქი.
— არ დაიგვიანოო, — მომაძახა.
— ეს არისო?
პარიკმახერი გარიკა რომ იყო ჩვენს უბანში, მანუშაკა იმ გარიკას ქალიშვილი იყო.
გარიკას ბიჭიც ჰყავდა, სურენა. ის ჩემზე და მანუშაკაზე შვიდი წლით იყო უფროსი.
სულ საპარიკმახეროში იჯდა და ჟურნალებს კითხულობდა, ხანდახან პატარა ბავშვებს
კრეჭდა, დიდებს გარიკა არ აკარებდა — როცა დაჭკვიანდები, მერეო.
— ეს შენა ხარო?!
— შენთან მოვდიოდი-მეთქი.
— რა მაჩნია-მეთქი?
— რა მოგივიდაო?
— ყველაფერი რიგზეა-მეთქი.
მართლა ყველაფერი რიგზე იყო. ვაჭრობის მერე 35 მანეთი დამრჩა, არც ამდენი
ფული მქონია როდისმე და არც ასე კარგად ჩაცმული ვყოფილვარ. პირს დავიბანდი,
ბოლობოლო, პირის დაბანას რა უნდოდა?! ვერ მივხვდი, რა დამემართა და
მიკვირდა. მერე იმ შეხვედრას რომ ვიხსენებდი, ყოველთვის ერთი და იგივე დასკვნა
გამომქონდა — ეს წინათგრძნობა იყო.
— აი, ეს შენ-მეთქი.
— შენ რა გიჭირს, — მითხრა ერთხელ, — ამ ჩემს საქმეს შენ გიტოვებ, ასე რომ,
პურის ფული არასოდეს მოგაკლდებაო.
არ გავეცი ხმა.
— თქვი, ნუ გერიდებაო!
— თქვიო!
ისე შეიშმუშნა, მივხვდი, მარტო ის არ იყო, რომ ახსოვდა, უფრო შორს იყო
წასული.
— ჰოდა, ახლა შეადარე შენს უმცროს ბიჭს, ხო, შეადარე. ხალხი არც მაგას
დაუკარგავდა მამის სახელს, მაგრამ ის ვალოდა დიდი ხანია, აქ არ გამოჩენილა,
აღარ ახსოვთ-მეთქი.
აღარ შევეკამათე.
გამეცინა.
საინტერესო იყო, სად უნდა მეამაყა? მთელი ქვეყანა წითელი დროშებით იყო
მოფენილი.
— არა უშავს, ცხრა თვე არც ისე დიდი დროა, მალე გაირბენსო, — ამშვიდებდა
მაზავეცკაია, — ყველაფერი კარგად იქნებაო.
იმის მერე მთელი ზამთარი ისე გავიდა, თენგოია უბანში არ გამოჩენილა, ყოველ
შემთხვევაში, მე არ შემხვედრია. ახლა იდგა და მიყურებდა, მეც ფეხს არ ვიცვლიდი.
ცხადი, იყო თუ რამეს გაბედავდა, გამოვიდოდა, რომ მე კი არა, ტროკადეროს
გაუბედა.
დავრჩი მარტო. ის დრო იყო, ყველაზე ღრმა ძილით რომ სძინავს უბანს.
სახე და თმა ჯერ კიდევ სველი მქონდა, ამიტომ წვიმის წამოსვლა თავიდან ვერ
ვიგრძენი. ლამპიონის შუქზე დავინახე, წვრილი წვეთები როგორ მოექანებოდნენ
სიბნელიდან. მერე უმატა და ტელეფონის ჯიხურში შევედი. დაუშვა და რა დაუშვა.
საწვიმარი მილებიდან წყალი თქრიალით მოედინებოდა. დაღმართში ნიაღვარი
გამოჩნდა. პატარა მღვრიე ტალღებს ნაგავი და სიგარეტის დაჭმუჭნილი კოლოფები
მოჰქონდა. ამ დროს მოედანზე შავმა „ვოლგებმა“ შემოუხვიეს, ჩამიარეს წინ და ჩვენი
ქუჩისაკენ წავიდნენ.
ხომ ისეთი თავსხმა წვიმა იყო, თან ტელეფონის ჯიხურის დაბზარული მინიდან
ვიყურებოდი, ბოლო მანქანაში მძღოლის გვერდით ძია ჩარლიკა მაინც შევიცანი და
გულმა რეჩხი მიყო. რაც ძალი და ღონე მქონდა, გავიქეცი და ცოტა ხანში იმ სახლის
სხვენში ამოვყავი თავი, სადაც ჩარლიკა ბინას ქირაობდა. სხვენის სარკმლიდან
დავინახე, როგორ აინთო ხაიმას ფანჯრებში სინათლე და ნიფხავის ამარა მისი ბიძები
გამოჩნდნენ. მერე იქაურობა ჩეკისტებით გაივსო.
— აბა, აქ რა გინდათო?
არც მანამდე და არც მერე, არ მახსოვს, მამაჩემზე ვინმეს უკეთესი რამე ეთქვას.
თავიდან მოვინდომე, ერთი ბოთლი ღვინო გამეგზავნა საჩუქრად, მაგრამ მერე ფული
დამენანა და გადავიფიქრე, — ფეხსაცმელი თუ უკიდია და ტკბება, მეტი რაღა უნდა,
ზედ ხომ არ გადავყვებით-მეთქი.
ახლა ფული მქონდა, ფული როცა გაქვს, დაპირების შესრულებას რა უდგას წინ.
ორი საათისათვის მანუშაკას ცხელი კერძები მიჰქონდა საპარიკმახეროში. სანამ
გარიკა და სურენა დანაყრდებოდნენ, იატაკს გამოხვეტდა, რაც გასარეცხი იყო,
გარეცხავდა, მერე ნახმარ ჭურჭელს ჩანთაში ჩაალაგებდა და სახლში ბრუნდებოდა.
მომხდარა, სუსანა დეიდა შენაცვლებია და ახლაც იმედი მქონდა, უარს არ გვეტყოდა.
მაგრამ ერთხელ სუსანა დეიდამ მითხრა: — ტყუის, ეს სახლი ჩემი მზითვია, ჩემმა
მშობლებმა მიყიდესო. შენ და მანუშაკა რომ დაქორწინდებით, აქეთ, კუთხის მხარეს,
ორ ოთახს მოგცემთ, დანარჩენი მე, გარიკას და სურენას გვინდა, ღმერთი იზამს და
ვიცხოვრებთ ყველანი ერთად, ტკბილად და ბედნიერადო.
ღმერთმა აცხონოს, კარგი ქალი იყო. ჯერ კიდევ სულ პატარას მპატრონობდა.
მამაჩემი თუ დათვრებოდა და საბავშვო ბაღიდან ჩემი გამოყვანა დაავიწყდებოდა,
ვიჯექი ოთახში მარტო სკამზე და ველოდებოდი. სუსანა დეიდა ოთახების
დასუფთავებას რომ მორჩებოდა, დაკეტავდა კარს და თავის სახლში მივყავდი. მათი
ეზო საბავშვო ბაღის შენობას ესაზღვრებოდა. საჭმელს მაჭმევდა, დამბანდა და
დამაძინებდა. სანამ წამოვიზრდებოდი, თითქმის ყოველღამე ვიფსამდი, ამის გამო
ერთი უგემური სიტყვაც არ დასცდენია. იცოდა, რაშიც იყო საქმე და კლიონკას აგებდა
ზეწრის ქვემოთ, ეს იყო სულ.
დავუქნიე თავი.
— აუცილებლად მოდიო.
გამოაღო ფანჯარა.
— მე რა მინდაო?
— ხო, ეგ ვიციო.
— დაგესიზმრა-მეთქი?
ცოტა უცნაურად მეჩვენა, რომ არ მკითხა, წუხელ სად იყავიო, მაგრამ არ მივეცი
მნიშვნელობა, ხაიმაზე ვფიქრობდი. — რატომ იმალება, რაშია საქმე? თუ მაგისმა
ბიძებმა რამე უკანონო იჩალიჩეს, ეგ რა შუაშია? მაგისაგან ნეტა რა უნდა უნდოდეთ-
მეთქი?
— ხო-მეთქი.
მივედი და მივესალმე.
დავბრუნდი ურიკასთან.
— ორ საათში დავბრუნდები-მეთქი.
— მაშინ არ მოვალ-მეთქი.
ერთხელ ისე მოხდა, მე რომ მივედი, მანუშაკა მარტო იყო, სახლში. კარის
გაღების ხმა რომ გაიგონა, — რომელი ხარო? — დაიძახა ტუალეტიდან. — მე ვარ-
მეთქი.
— მალე გამოვალო.
აიღო და ორიგინალი დამიდო წინ, — აი, ნახე, როგორ ჯღაბნის, ასოებიც უკუღმა
გამოჰყავსო.
— რატომ-მეთქი?
— მოდი და ნახავო.
მივედი და გავიხედე.
— რა არის-მეთქი?
— შიგნით რა არის-მეთქი?
— წარმოდგენა არა მაქვს. ჩემი ბიძების გარდა, მაგ საქმის გამო კიდევ თხუთმეტი
ებრაელი ჰყავთ დაჭერილიო.
— სძინავს, გავაღვიძოო?
— არა, ისე ვიკითხე-მეთქი.
დამიქნია თავი.
— სად მიდიხარო?
— მახსოვს-მეთქი.
— ქართველებისაშიც დაანთე-მეთქი.
იმანაც აღარ იცოდა, სად წაეღო თავისი სიბრაზე, ჩავიდა სახურავიდან დაბლა,
დაჯდა კედელთან და ძაღლივით აყმუვლდა. სანამ გარიკამ ვედროთი წყალი არ
გადაასხა თავზე, არ გაჩუმებულა. მერე გაწუწული წამოდგა და ხელი ჩემკენ
გამოიშვირა, — მე წინააღმდეგი ვარ, ამას ჩემი და რომ გაჰყვეს ცოლადო.
იმან თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ვერაფერი თქვა, დახარა თავი და
ძუნძულით ჩაუყვა ქუჩას.
— დაიღალეო? — მკითხა.
— არა უშავს-მეთქი.
გადმოიხარა და მაკოცა.
მაჩვენა.
— მაგით სამი პური მოვა, შენც სამი პური იყიდე-მეთქი.
— კი-მეთქი.
დავუქნიე თავი.
— არაო.
— რატომ-მეთქი?
— არა გვჭირდებაო.
— სომხის თავშიაო.
— რა არის-მეთქი?
— არაყი და ღვინო. ეგ ებრაელები თქვენ გჭირდებათ, ჩვენ ჩვენი ჭკუაც
გვყოფნისო.
— ამ ჩემმა ცოლმა ისე გასაგებად იცის სიმართლის თქმა, ჩემი კი არა, აი, იმ
აკადემიკოსის ცოლი უნდა იყოს. ის მაგარი ბომბი რომ გამოიგონა, რა ჰქვია იმ
ბომბსო?
— ახლა ამან რომ იცოდეს, ხაიმა ზემოთ სხვენში ზის და ის, რასაც კაკებე ეძებს,
მანუშაკას საწოლის ქვეშ ინახება, ნეტა რა ჭკუაზე დადგებოდა-მეთქი? — გავიფიქრე.
გზად ხაიმასათვის პური, ყველი და ძეხვი ვიყიდე. სხვენში რომ ავედი, წვიმა
დაიწყო, მივხურე ფანჯარა და მაღვიძარა საათის სასიგნალო ისარი ღამის სამ საათზე
დავაყენე. დარეკავდა, გავიღვიძებდი და ხაიმას სანახავად გავწევდი, მაგრამ არ
დარეკა და დილის რვა საათამდე მეძინა.
— შენ რომ მეექვსე კლასის ბოლოს დახატე, იმაზე უკეთ მერე აღარავის აღარ
დაუხატავსო, — მითხრა.
არ მეგონა, თუ ახსოვდა, იმდენი დრო იყო გასული. მაშინ სახატავი რვეულითა
და ფერადი ფანქრებით დამაჯილდოეს.
— მე ვილოცეო.
გამახსენდა, ხაიმა მშიერი რომ იჯდა იქ, სხვენში, და თავი დამნაშავედ ვიგრძენი,
ოღონდ, მერე როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად ვწუხდი.
მე კი მივხვდი, სურენა რომ არაფერ შუაში იყო, მაგრამ ხომ არ ვიტყოდი. სადილს
რომ მოვრჩით, მანუშაკამ გრაფინით არაყი შემოიტანა.
ახლა ბრაზი მომაწვა, ხომ იცოდა, ვინც იყო?! თავისას მაინც არ იშლიდა.
ორივე ფურცელი ჯიბეში ჩავიდე და ცოტა ხნის მერე მანუშაკას მივუჯექი გვერდით.
ჩემი დაბრუნება არც გაუგია, ცრემლიანი თვალებით მიშტერებოდა ეკრანს.
მერე უცნაური რამ მოხდა, ხელებმა სინი ბუხრისაკენ მიაბრუნეს, ბუხარში ცეცხლი
გუზგუზებდა, სინი გადააბრუნეს და დოლარების კუპიურები ცეცხლში ჩაყარეს.
კუპიურები დაიგრიხნენ და ალი მოედოთ. კამერა შემობრუნდა და კადრში ახალი სინი
შემოვიდა ახალი დოლარებით, და ყველაფერი ისევ ისე განმეორდა.
თვალებს არ ვუჯერებდი!
სხვენზე რომ ავედი, ხაიმამ სანთელი აანთო. ლურჯი ფერის სანთელი იყო.
ვიცოდი, სურენა აგროვებდა ფერად სანთლებს და არ გამკვირვებია. ყუთზე ჩამოვჯექი
და გავუღიმე.
— არაო.
ჯერ კიდევ იქ, დირექტორის კაბინეტში გადავწყვიტე, რომ იმის შესახებ, რაც ვნახე,
ხაიმას არაფერს ვეტყოდი. ბევრი ფიქრი არ უნდოდა იმის მიხვედრას, რომ ძალიან
სერიოზულ და საშიშ საქმეში ჩავყავი ცხვირი.
— სამტრედესთან რა ხდება-მეთქი?
— არავინ გამოჩენილაო.
— პრობლემა არაა-მეთქი.
დავუქნიე თავი.
— გისმენ-მეთქი.
— თქვი-მეთქი.
— თუ ისე მოხდა, რომ ვერ მოვედი, ის ჩანთა შენ უნდა წაიღო და ჩაიტანო
ლენინგრადშიო.
ბილეთებს დავხედე.
— მოგყვება ვინმე-მეთქი?
— ხაშურამდე თუ გამოვჩნდი, ხომ კარგი, არა და, შენ უნდა გააგრძელო გზა,
ჩახვალ ლენინგრადში და ჩანთას ჩაიტანო.
— ეს რა არის-მეთქი?
— თუ არ მოვიდნენ მაშინ-მეთქი?
— მაშინ მეორე დღეს მიხვალ, თუ მეორე დღესაც არ გამოჩნდნენ, ესე იგი, საქმე
ტრაკშია. წაიღე ჩანთა და მდინარეში გადააგდე. რაც შეეხება ფულს, რაც გადაგრჩება,
შეგიძლია, დაიტოვო და როგორც გინდა, ისე მოიხმაროო.
ეს არ იყო ცუდი.
— ვინ მთხოვა?
— მე.
— მერე რა იქნება-მეთქი?
— შენ-მეთქი?
ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ იცოდა, რაც იყო გადაღებული და ისიც, რისთვისაც
სჭირდებოდათ ეს ყველაფერი.
სანთელი ჩავაქრე. ჩავედი დაბლა და კიბის ქვეშ დამალული კასეტები ისევ ჯიბეში
ჩავიწყვე. ფანჯრიდან მანუშაკას ოთახში რომ გადავძვერი, მაშინ მომხვდა თვალში
შემოსახვევთან გაჩერებული ძველი „პობედა“. გამახსენდა, რომ ის „პობედა“ წინა
ღამესაც იქ იდგა და ჩავფიქრდი. ვიცოდი, ისეთი მანქანა იმ ქუჩაზე არავის არ ჰყავდა.
ბნელოდა და შიგ იჯდა თუ არა ვინმე, არ ჩანდა.
ჩემი, მანუშაკასა და ხაიმას გარდა, არავინ იცოდა, ჩანთა სად ინახებოდა. მაგრამ
ასე იყო?
დიდხანს მეძინა, თვალები რომ გავახილე, ქუჩის გადაღმა კრამიტის სახურავს მზე
ადგა. კედელზე დაკიდებული ოთხკუთხედი საათი პირველის ოც წუთს უჩვენებდა.
ჩავიცვი და ფანჯარასთან მივედი. ის „პობედა“ ისევ ისე იდგა. შიგ არავინ არ იყო.
რატომღაც გამეცინა. ამ დროს მანუშაკა შემოვიდა, — დაიბანე, საჭმელი ვჭამოთო.
— დედაშენი სად არის-მეთქი?
რომ მომიტანა, მერე მკითხა, — ცუდად ხომ არა ხარ? თვალები დაწითლებული
გაქვსო. — ყურადღებიანი ქალი იყო.
— რომელი საათია-მეთქი?
ჩემ წინ ბევრმა აიარა და ჩაიარა, მაგრამ თბილისში როგორი ამინდი იყო, სულაც
ფეხებზე ეკიდათ. ისე გახდა ორი საათი, არც ებრაელები გამოჩენილან და არც
ჩეკისტები.
ბოლოს ჩანთა ისევ ტომარაში ჩავდე და სასაუზმეს დავუწყე ძებნა, ვიპოვე და
კატლეტები შევუკვეთე. ყელი ისევ მეწვოდა.
მერე კინოში შევედი და მექსიკურ ფილმს ვუყურე. მთავარი გმირი მაგარი ბიჭი
იყო, პროკურორისათვის კიდევ ერთი ტყვია რომ დაეჭედებინა, მის ბედს ძაღლი არ
დაჰყეფდა, მაგრამ არ დააჭედა და თავი წააგო. ბოლო სცენამ ცრემლები მომგვარა,
დაჭრილი მივიდა დღესასწაულზე, სადაც მისი შეყვარებული ელოდა, იცეკვა და
მოკვდა.
რას დააბრახუნებდა.
ტუალეტიდან რომ გამოვედი, სკამს გავხედე, წიგნები ისევ ისე ეყარა, არავინ
მიჰკარებია. მივედი და დავაშტერდი, — კი მაგრამ რა მოხდა? როგორ გადაიქცა
კასეტები წიგნებად, ჩანთას ხომ ერთი წუთითაც არ მოვშორებივარ-მეთქი? — და უცებ
ის თავგადაპარსული კაცი დამიდგა თვალწინ. ის ჭრელი თვალები ტყუილად არ
მეცნო, გავიხსენე, ის იყო, ხაიმასთან რომ ვნახე, როცა შარვლის სათხოვნელად ვიყავი
მისული, ხაიმას ნათესავი ვარო, რომ მითხრა, მაგრამ მაშინ თმა და წვერი ჰქონდა
მოშვებული.
როგორც იქნა, მოვიდა ჩემი რიგი. შევედი კაბინაში და საბავშვო ბაღის ნომერი
ავკრიფე. ცოტა ხანში, — ალო, გისმენთო, — შემომესმა ქალის ხმა. ის ქალი, სანამ
დირექტორი გახდებოდა, ბავშვობაში, ჩემი აღმზრდელი იყო. ვუთხარი, ვინც ვიყავი
და ვთხოვე, — იქნებ ფანჯრიდან მანუშაკას გასძახოთ, ტელეფონთან მოვიდეს-მეთქი.
— კარგიო, — დამპირდა.
— რუსეთში ვარ-მეთქი.
— ჩამოვალ და მოგიყვები-მეთქი.
მერე რომ მითხრა, — ოთხიანი მიიღე, ატესტატი უკვე ჯიბეში გაქვსო, — სახეზე
სიხარულის სიმხურვალე ვიგრძენი.
— დედაჩემმა იტირა, დარწმუნებულია, შენგან კარგი კაცი დადგება, მეც
დარწმუნებული ვარო.
ბადურა ტუშურის ძმამ შეუღრინა, — შენ ფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ეგ
ნაბიჭვარი ახლა სად აგდიაო?
— მეო?
დაეტაკნენ ერთმანეთს თუ არა, სულ რამდენიმე წამის მერე, ტუშურის ძმა მიწაზე
ეგდო და ცხვირის ჩათვლით, სახე სამ ადგილას ჰქონდა გახეთქილი. არადა, კარგ
მოჩხუბრად ითვლებოდა.
შედეგი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ყველამ პირი დააღო. დიდი ბიჭები
თითქოს დაფრთხნენ, წესით, უნდა დასეოდნენ, როგორც ასეთ დროს იყო მიღებული,
მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. იმ ჭაღარა ბიჭმა კი იმათკენ არც გაიხედა, შევიდა
ბაღში, ჩამოჯდა სკამზე და ვითომც არაფერი, სიგარეტი გააბოლა.
— ეს რა არისო? — ეცოტავა.
— მე ჩავდივარ-მეთქი.
— დღეს ჩამოვედი-მეთქი.
— მე ფული არა მაქვს და ამიტომ მაღლა, ტყეში ვიძინებ ხის ძირას. შენ თუ ფული
გაქვს, პლაჟის გადაღმა, რომელ ეზოშიც გინდა, შედი, საწოლებს ყველგან
აქირავებენო.
მადლობა გადავუხადე.
ხუთი დღე დავრჩი იქ. პლაჟიდან ფეხი არსად არ გამიდგამს. საჭმელსაც იქვე
სასაუზმეში ვჭამდი. ვბანაობდი და ქვიშაში ვკოტრიალობდი. მეხუთე საღამოს წვიმა
დაიწყო, პლაჟი დაცარიელდა. აღელვებული ზღვა მაშინ პირველად ვნახე და
გაკვირვებული მივჩერებოდი. მერე გამოვემშვიდობე იმ მსუქან ქალს და
სადგურისაკენ გავუყევი. სოჩა-თბილისის მატარებელზე საერთო ვაგონის იაფიანი
ბილეთი ვიყიდე, ავძვერი სულ მაღლა, მესამე საწოლზე და დილით უკვე თბილისში
ვიყავი.
10
განერვიულებული მომეჩვენა.
— რა მოხდა-მეთქი?
— სად იმალებოდიო?
— არ ვიმალებოდი-მეთქი.
— როდის წახვედიო?
— რაფიკა მოკლეს-მეთქი?
— კი არ გჩუქნი-მეთქი! — გავბრაზდი.
— რატომო?
— გიჟებს ძაღლები არ სთხოვენ პასუხს და შენ რა, იმათზე უარესი ხარ? რას
ჰქვია, როგორც გინდა, ისე მოიქცევი, მაგის უფლებას ვინ მოგცემსო.
რაფიკა გალურჯდა, — შენ იქნებ დაფიქრდე, ვისთანა გაქვს საქმე, შენი ხნის რომ
ვიყავი, ქსნის კოლონიაში სამი ათას კაცს ვაკონტროლებდიო.
— ვინ ინანებს, მაგას ვნახავთო, — არ თმობდა რაფიკა, მაგრამ უფრო შორს ვერ
წავიდა, გვერდით ერთგული ხალხი ედგა, ჩხუბიც რომ შეეძლოთ და იარაღის
ხმარებაც, მაგრამ ვერ გარისკა.
უარი ვუთხარი.
— მერე ხაიმა ყასაბი ბუთურას ცოლმა, ტატიანამ დააბოზა, გვიან ღამით რაფიკას
ფანჯრის ქვემოთ იდგა სიბნელეშიო, — გააგრძელა თამაზამ, თან ჭიქაში ცხელ წყალს
ასხამდა, — იქ, კედლის ძირში ფეხსაცმელების ანაბეჭდები ნახეს, ნაწვიმარი იყო და
მიწას კარგად აჩნდა. შეადარეს ხაიმას ფეხსაცმელებს და დაემთხვა, როგორც
დაასკვნეს, იქ კარგა ხანს მდგარა. ესე იგი, ვიღაცას ელოდებოდაო. ის ვიღაცა კი
ფიქრობენ, რომ ან შენ იყავი, ანდა ვინმე სხვა, ვინც რაფიკას დასაბრედად შეიპარა
სახლშიო, — თქვა და უშაქრო ჩაი მოსვა.
— მერე-მეთქი?
— სურენას რა მოუვიდა-მეთქი?
— როგორ-მეთქი?
— როგორ და ყელს გამოვჭრიდი იმ ნაბოზვარსო.
— რატომ-მეთქი?
— გახსოვთ მოხუცი კაცი, განვედ სატანას რომ ყვიროდა, მე რომ ჩემი ბილეთი
დავუტოვე-მეთქი? — გავახსენე მოსკოვის მატარებლის გამცილებელს.
11
— ფული დამიბრუნე-მეთქი.
— ეს არ მეყოფა-მეთქი.
— დაამატე-მეთქი.
ხუთი მანეთი დამიმატა. ორი პური ვიყიდე და სხვენში ავედი. ატესტატი თაროზე
დავდე, მერე პური დავფშვენი, სახურავზე გავიტანე და მტრედებს დავუყარე, თან
სამტრედეს ვათვალიერებდი. დაბლა ის ჭუჭყიანი ფანერა ისევ ისე იყო ჩაჭედილი
ჩარჩოში, ხელი არ ჰქონდა ნახლები.
პალატაში სურენას გარდა კიდევ ხუთი ავადმყოფი იწვა. ზოგს ხელი ეკიდა
გირებზე, ზოგს — ფეხი. სურენამ დამინახა თუ არა, თავი გვერდზე მიაბრუნა, — ეგ
დამპალი მოშორდეს აქედანო! — უბრძანა მანუშაკას.
დაფიქრდა.
— მე ხომ მემახსოვრებაო.
— შენ რა იცი-მეთქი?
— ვიციო.
არა სჯეროდა, ასეთ საქმეში რომ გაერეოდა. სიმართლე გითხრათ, მეც არა
მჯეროდა, მაგრამ ასე რომ იყო დარწმუნებული, ამან ცოტათი გამაკვირვა. მომეჩვენა,
რომ რაღაც იცოდა და არ თქვა, თითქოს რაღაცა დამალა. მაგრამ მანუშაკას რა უნდა
სცოდნოდა? ჩამეძინა და ვიღაც პიდარასტმა დაბლა, იმ ადგილას წამავლო ხელი, —
ბიჭი, არ დაიხრჩოო.
ეზოში პირი დავიბანე და ქუჩაში გავედი. ხაიმას სადარბაზოს წინ ხალხი იყო
მოგროვილი. სანამ ახლოს მივიდოდი, წინ პირველი გრანტიკა სარკოზიანი და
ცეპიონა ბარათაშვილი შემომხვდნენ.
— იქ რა ხდება-მეთქი?
ყველაფერი შეიძლებოდა წარმომედგინა, იმის გარდა, რაც გავიგე.
— რას ამბობ-მეთქი?
ცეპიონამ კიდევ უფრო შეწუხებული სახე მიიღო, — ისე არიან გამხდრები, ვერ
იცნობ, ხელებზე და ფეხებზე ფრჩხილები არც ერთს არა აქვსო.
სულ ცოტა ორმოცდაათი კაცი მაინც იყო იქ. ამბობდნენ, — გვამებს ხრწნა აქვთ
დაწყებული და საშინელი სუნი დგასო.
ვისაც ჩემი ამბავი აინტერესებდა, რომ ვეუბნებოდი, — არაფერ შუაში არა ვარ,
შემეშვნენ-მეთქი, — უმეტესობას სახეზე იმედის გაცრუებას ვატყობდი. ჩემდამი
ინტერესს კი არა, თითქოს პატივისცემას კარგავდნენ.
უკვე წასვლას ვაპირებდი, უცებ სიჩუმე რომ ჩამოვარდა. მიზეზი კი ის იყო, რომ
ძია ჩარლიკა გამოჩნდა, იქვე, ჩემგან სულ ორ ნაბიჯში, მენავთე დიტრიხას გვერდით
გაჩერდა და დანანებით დააქნია თავი, — ჩვენ ეს საცოდავები სამი დღის წინ
გამოვუშვით, ნეტა რა უნდოდათ მცხეთაში, რატომ პირდაპირ სახლში არ
წამოვიდნენო.
დიტრიხა კმაყოფილი დარჩა, კაკებეს კაპიტანმა, თუ მაიორმა, ყურადღების
ღირსად რომ ჩათვალა და მიელაქუცა, — დარწმუნებული ვარ, ამ საქმეს გამოიძიებთ
და დამნაშავეებს დასჯითო.
ვინც ახლოს იდგა, ყველას გაეცინა, მაგრამ ამას ძია ჩარლიკაზე არ უმოქმედია,
ორ-სამ კაცს კიდევ გამოელაპარაკა და გაქრა.
მისი ნათქვამი თითქოს არავინ დაიჯერა, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ხალხში
ერთგვარი დაბნეულობა მაინც გამოიწვია.
— წადი, ჩამომიტანე-მეთქი.
— ახლა მჭირდება-მეთქი.
სწრაფად ჩავიცვი.
გარიკას თვალები დახუჭული ჰქონდა. დაფჩენილი პირიდან დროდადრო
სტვენისმაგვარი ბგერები ამოსდიოდა. სუსანა დეიდა ხელოვნურ სუნთქვებს უტარებდა.
— გაინძერითო! — დაგვიყვირა.
ცოტა ხანში ჭიშკარს სასწრაფო დახმარების მანქანა მოადგა. ექიმმა გარიკას ნემსი
გაუკეთა და რეცეპტი გამოწერა. სუსანა დეიდამ ფული მომცა, წავედი აფთიაქში და
წამლები მოვიტანე.
— ხვალ დილით მეზობლებში იქნებ სკამები მოაგროვო, სულ ცოტა, ოცი სკამი
მაინც იქნება საჭიროო.
მოულოდნელად ვიღაც, ასე ოცი წლის ბიჭი გაქანდა, მოახერხა და გაძვრა უკანა
კუბოს ქვეშ და მოკურცხლა. იმდენი ვინმე ეცადა, მაგრამ ხელი ვერავინ წაატანა,
თვალის დახამხამებაში მოიტოვა უკან იქაურობა. ატყდა ყვირილი, — დაიჭირეთ, არ
გაუშვათო! — ოცი კაცი მაინც გაეკიდა, მაგრამ ვერავინ ვერ დაეწია და გაქრა.
— რა უნდა-მეთქი?
— თვითონ გეტყვისო.
— მანქანაში დაგელოდებიო.
— ვინ არიან-მეთქი?
ეს სახელები გაგონილი მქონდა, მაგრამ ნახვით არც ერთი არა მყავდა ნანახი.
— მე რაში გჭირდები-მეთქი?
რაც გავიგონე, ცოტა უცნაურად მეჩვენა, — ნეტა რაში სჭირდება ჩემი გვერდზე
დგომა? ხალხი მაგას რომ ჰყავს, ისეთი უნდა, ან ეს ჩემი ადგილი სადაა და რას
ნიშნავს-მეთქი? — თქმით კი ვუთხარი, — კი ბატონო, შენ გვერდით ვარ, ჩემს
ადგილას-მეთქი. — აბა, რა მექნა?!
— არავინო.
ფული იმათი გადასახდელი იყო, წესით, იმათგან უნდა ყოფილიყო ვინმე, აბა, მე
რა შუაში ვიყავი?არ ვიცოდი, რა მეფიქრა.
დავუქნიე თავი.
— არა, გმადლობთ-მეთქი.
ასაკით ორივე ტროკადეროზე უფროსი იყო, თუმცა ამას ერთი შეხედვით ვერ
მიხვდებოდი, ტროკადეროს გათეთრებული თავი და მოღუშული სახე დაგაბნევდა.
— ათი ათასს.
კუსამ იმათკენ არც გაიხედა, სახეზე ზიზღი ეხატა, მივიდა და ჩაჯდა მანქანაში.
— რაც უფრო მეტი გათიშული ივლის ქვეყანაში, მით უფრო მშვიდად იქნებიანო,
— დაასკვნა ტროკადერომ. ისეთი ტონით იცოდა ლაპარაკი, თითქოს
გაფრთხილებდა, აბა, გაბედე და არ დაიჯეროო.
ოფიციანტმა ხინკლებით სავსე დიდი გობი დადგა მაგიდაზე, მერე ერთი ბოთლი
არაყი და კათხებით ლუდი მოიტანა.
ისე გავერთე ჭამით, სულ დამავიწყდა ყველაფერი. ბოლოს თავი რომ ავწიე,
შევამჩნიე, ტროკადერო და ტოლიკა ცოტათი გაკვირვებული მომჩერებოდნენ.
მეც მოვუყევი.
— ხო, მაგრამ ვიღაცა მაინც გააღებს პირს, იმდენი ხალხი ჰყავთ დაჭერილი-
მეთქი, — ვთქვი მე.
— ესე იგი, სხვებზე მეტი იცოდა, თორემ ასეთ საქციელს, აბა, რა აზრი ჰქონდაო?
კარგა ხანი იყო, ვატყობდი, ბებერი მაზავეცკაია თავს აბეზრებდა, მაგრამ რა ექნა,
სად წასულიყო?
— ხვალ მოგცემო.
შუაზე გაკეცილი მუყაოს ნაჭერი იყო, შიგნით ჩაკრულ ფურცელზე ჩემი გვარი,
სახელი და საგნებში მიღებული შეფასებები ეწერა. ხმამაღლა ჩაიკითხა ბოლომდე და
გამიცინა. როცა რამე უხაროდა, თვალები აუელამდებოდა და კიდევ უფრო
საყვარელი ხდებოდა.
13
— აქ ვინ არის-მეთქი?
— დარწმუნებულები ხართ?
— დიდი მადლობა-მეთქი.
ჩომბე და ხიხონა მოედანზე დაგვხვდნენ, ისევ ისე ისხდნენ ხის გრძელ სკამზე.
რომანოზამ ხელით ანიშნა და ჩვენ მიტოვებული საწყობებისაკენ შევუხვიეთ, გავედით
თითქმის სულ ბოლოში და სანახევროდ დანგრეული შენობის წინ გავჩერდით.
ტოლიკამ ხელით ჰაერში ახლა წრე მოხაზა. რომანოზა თითქოს ამას ელოდა და
ჩომბეს ჩანთა გაუწოდა, — აჰა, ძმაო, ჩვენ ვაჭრები არა ვართ, კაცები ვართ, თხუთმეტი
ათასია, კაპიკი არ აკლიაო.
ჩომბე ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, დამფრთხალი ხიხონა უკან რომ გადახტა. კუსა
მიჰყვა, პისტოლეტის ლულა კბილებში დაატაკა და სასხლეტს გამოჰკრა. ტყვიამ
თავის ქალა გაგლიჯა და თან დამსხვრეული ძვლები და სისხლის შხეფები გაიყოლა.
მეორე ხელში კუსამ ჩამიდო თავისი პისტოლეტის ტარი, — მოუჭირე ხელი, შენი
ასე და ისეო! — შემაგინა და რომანოზას მიჰყვა, შენობის ღია კარში შევარდნენ,
ამისათვის თითოს თითო ნახტომი ეყო. შევარდნენ თუ არა, კუსა მოტრიალდა და
მეორე პისტოლეტი დამიმიზნა, — ხომ გაიგე, რა გითხარი, შე ნაბიჭვაროო! — ისევ
შემაგინა და დაამატა, — აი, ეგრე, არ გაინძრე, თორემ გაგაგორებო. — დამუქრება
საჭირო არ იყო, კრუნჩხვები დამეწყო და კიდევაც რომ გამებედა და მომენდომებინა
პისტოლეტების გადაყრა, თითებს მაინც ვერ გავშლიდი.
ორი იარაღი მეჭირა, ჩემ ფეხებთან ორი ნაბოზვარი იყო მიჩათლახებული. წარბი
არ შეუხრია, მხეთქა. როგორი საქმეა, ასეთი სიმამაცის მოწმე რომ გახდები? ასე
ყველას კი არ უმართლებს, ასეთი რამე მთელი ცხოვრება გემახსოვრება.
— დროზე! — მიბრძანა.
შევხედე და შემეზიზღა.
— ხაიმა ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ საქმეს ჩემს თავზე ვერ ავიღებ, ასეთი რამე
არც იფიქროთ-მეთქი.
რა უნდა მეპასუხა?
14
— რატომ-მეთქი, ძმაო?
— თქვი-მეთქი.
— ეგ მთელი ცხოვრებაა-მეთქი.
ასეთი ბანაკების არსებობის შესახებ გაგონილი მქონდა, მაგრამ არც ოთხი წელი
არ იყო ცოტა. საშინელ ხასიათზე ვიყავი.
— ვისგან? — გამიკვირდა.
გაიცინა, — შენ რა, მართლა გგონია, რომ ხაიმას გამო იძია შურიო?
— შეუკვეთეს.
— ვინ?
— მარტო ის, რომ დაინახა, ბევრს არაფერს ნიშნავს, პლუს არანორმალური უნდა
იყოს, ამ საქმეში ცხვირის ჩაყოფა რომ მოინდომოს, ასეთ რამეს ვინ აპატიებსო?!
რა უნდა მეთქვა?
— ცოტა ხანს მაცალე, დავფიქრდები, ახლა შენ შეცდომის დაშვების უფლება არა
გაქვსო.
— რა უნდა ვთქვა-მეთქი?
— თქვი, რომ გასვენების მერე დაბლა ხევში ჩახვედი, ყვავი დაინახე და ორივე
აბოიმა მიაცალე.
— მერე მოვარტყი?
— არა-მეთქი.
ათი წუთი მაინც მიხსნიდა, რომელი დეტალი რას ნიშნავდა, რა ფუნქცია ჰქონდა,
როგორ უნდა დამეტენა და გამესროლა.
დაძაბული ვუსმენდი. — აბა, სცადეო, — მითხრა ბოლოს. ვცადე და კმაყოფილი
დარჩა. ჩამოჯდა ტახტზე და საღი თვალი მოისრისა.
მანუშაკას ეზოს უკანა მხრიდან მივადექი. არც ეზოში და არც სახლში სინათლე
არ ენთო, ჩამიჩუმი არ ისმოდა. გადავედი ღობეზე, მერე სახლში სამზარეულოს
ფანჯრიდან შევიპარე, გავიარე დერეფანი და მანუშაკას ოთახის კარი ფრთხილად
შევაღე.
15
ერთი წამით ჩაფიქრდა და მერე თავი დახარა, ჩემს პასუხებს თაბახის ყვითელ
ფურცლებზე წერდა.
— მე კმაყოფილი ვარ, ასე რომ მოხდა, თორემ იმათი თანდასწრებით ასეთ რამეს
ვერ მოვახერხებდი, არ დამანებებდნენ-მეთქი.
— როდის ესროლეო?
— რას ელოდებოდიო?
— თავიდან აი, ამან, ულვაშები რომ აქვს, მერე მე ყურს აღარ ვუგდებდი, საქმეზე
დავიწყე ფიქრი-მეთქი.
— ხუთი მანეთიო.
ესე იგი, ისეთი არაფერი დაწერო, მერე რომ ინანოო. ეს გაფრთხილება არ იყო
საჭირო, ზედამხედველის ნდობა რომ არ შეიძლება, ამდენი მეც მესმოდა.
პასუხი მეორე საღამოს მივიღე. ფურცელზე კაცის ფალოსი ეხატა, ნახატის ზემოთ
ეწერა, — რაც მომწერე, თუ სიმართლეა, აი, ესა ხარო. — ქვემოთ ეწერა, — თუ
ტყუილია, მაშინ მით უმეტესო.
სულ ეს იყო.
16
— არა მგონია-მეთქი.
— რატომ?
— ეგ გასაგებია-მეთქი.
— ის-მეთქი?
— არც ისო.
გამიყვანეს კომისიაზე, ექიმებმა, — ოთხი ექიმი იყო, სამი კაცი და ერთი ქალი, —
მთელი ორი საათი მალაპარაკეს, მატრიალეს წინ და უკან და ისევ ციხეში მიკრეს
თავი, — გიჟი არა ხარო! — აბსოლუტურად ნორმალურად მცნეს. არადა,
დარწმუნებული ვიყავი, თავისუფლებამდე სულ ერთი ნაბიჯი რომ მიკლდა.
— რა მოხდა-მეთქი?
რა უნდა მეთქვა?
სულ ორი წინადადება ეწერა, „ხომ იცი, უნდა გაუძლო, სხვა გზა არა გაქვსო!“ ეს
არ იყო თანაგრძნობა, ყოველი შემთხვევისათვის, მაფრთხილებდა.
გამეცინა.
გავუღიმე.
მადლობა გადავუხადე.
— მართლაო?
— ხო-მეთქი.
— დედაჩემს გაუხარდებაო.
17
პორტში ხის სამი შენობა იდგა. ერთი შენობიდან ძველი, დაბამბული ქურთუკებისა
და ქუდების დიდი შეკვრები გამოიტანეს და დარიგება დაიწყეს. პატიმრებიდან ბევრი
თბილად იყო ჩაცმული, არ სჭირდებოდათ და არც განძრეულან. ჩემი რიგი რომ
მოვიდა, თბილი ქუდი და გაცვეთილი ქურთუკი მომცეს, ჩავიცვი და ამოვისუნთქე.
გზას რომ გავუდექით, მესამე ღამეს ერთი ახალგაზრდა კაცი ყვირილით წამოხტა,
ალბათ ცუდი სიზმარი ნახა. სანამ გამოფხიზლდებოდა, ოთხი ტყვია მოხვდა, ზედ
დამეცა და აფართხალდა. არ გავნძრეულვარ, სული მალე ამოხდა, მაგრამ სისხლი
დიდხანს სდიოდა და სულ მოვითხვარე. დილამდე ასე ვიყავით, ჩემზე იყო
დამხობილი, მერე როგორც იქნა, გათენდა და ადგომის უფლება მოგვცეს.
ზოგმა შეიგინა, ზოგს გაეცინა. ლეიტენანტმა ისევ ასწია ხელი და ისეთი კითხვა
დასვა, გამოვცოცხლდი, — ხატვა თუ იცის თქვენგან ვინმემო? — ეს შეკითხვა
მეორეჯერ რომ გაიმეორა, — მე ვიცი-მეთქი, — დავიძახე.
ხელით მანიშნა, ახლოს მოდიო. ჩემი გვარი და სახელი ჩაიწერა. მერე აბანოში
წაგვიყვანეს და, როგორც იქნა, საპნით წესიერად დავიბანე. იქვე, აბანოში, ბანაკის
ფორმა დაარიგეს. მომცეს ხალათი, შარვალი, დაბამბული ქურთუკი და ქუდი. ჩექმები
ნახმარი იყო, ჩემი ბატინკები სჯობდა, მაგრამ წესი იყო, შენი სამოქალაქო ტანსაცმელი
თუ ფეხსაცმელი უნდა ჩაგებარებინა და მეც ჩავაბარე.
— დამხმარე დამჭირდება-მეთქი.
18
— იქ გასწავლიანო, — მიპასუხა.
ჯარისკაცმა ჭრაქი თუნუქის ვარცლში ჩადო და, — მიდი აიღეო! — თან თავის
მოძრაობით მანიშნა. თვითონ ჩვრით ხელებს იწმენდდა. მივედი და ჭრაქი ავიღე.
— ვარცლიც აიღეო!
ავიღე.
იდგნენ ასე.
ერთი თვის მერე სიბნელეს იმდენად შევაჩვიე თვალი, რომ ათ მეტრში კაცის
სილუეტს ვარჩევდი. ერთ დღეს, ის იყო მუშაობას მოვრჩი, ხმაური შემომესმა.
მოვტრიალდი და დავინახე, როგორ გარბოდა ვიღაც კაცი, კი არ ყვიროდა,
დაფეთებული რაღაც წრიპინისმაგვარ ბგერებს გამოსცემდა. ის, ვინც მისდევდა,
ბევრად უფრო ჯანიანი ჩანდა, დაეწია და თავი ქვით გაუჩეჩქვა. მერე ჩანთიდან ტყავის
პარკი ამოაცალა, სადაც ოქროს ქვიშა ეგულებოდა და ვითომ არაფერი, გააგრძელა
გზა.
ერთ დღეს გაგვიმართლა, იმაზე ხუთჯერ მეტი ოქროს ქვიშა გავრეცხეთ, ვიდრე
ადრე ვრეცხავდით.
ათი დღე გვიმართლებდა. მეთერთმეტე დღეს ერთი გრამიც ვერ ვიპოვეთ. კიდევ
ორი დღე ვიტრიალეთ იქ, მაგრამ სულ ტყუილად. იმ ათი დღის განმავლობაში
დაახლოებით ორას ორმოცდაათი გრამი ოქროს ქვიშა დავაგროვეთ. თვალის ზომით
გავყავით, ქურთუკის სარჩულს პატარა ნაწილი მოვახიე, ჩემი წილი გავახვიე შიგ და
მარტო რომ დავრჩი, ადგილი შევარჩიე და ქვის ქვეშ შევინახე.
ექვსი თვის განმავლობაში სულ სამას ოცდაშვიდი გრამი ოქროს ქვიშა ჩავაბარე.
არ იყო ბევრი, მაგრამ რა მექნა, აღარ მიმართლებდა, კვირის განმავლობაში ორ
გრამს თუ ვიპოვიდი, დიდი საქმე იყო. ამას ისიც დაემატა, რომ ხველება დამეწყო. იმ
ოცდაათი კაციდან, ვინც თავიდან იქ დამხვდა, ნახევარი აღარ იყო ცოცხალი. ზოგი
ავადმყოფობის გამო დაიხოცა, ზოგი მოკლეს. ისეთებიც იყვნენ, სიცოცხლეზე ხელს
რომ ჩაიქნევდნენ, იწვნენ შეშის უკან და სიკვდილს ელოდნენ. დახოცილების ადგილს
ახალი პატიმრები იკავებდნენ. ვინც ბანაკის განაწესს ორჯერ დაარღვევდა, მესამეჯერ
გზა უკვე იმ ჯურღმულისაკენ ჰქონდა. მთლად ნორმალური არც ერთი არ იყო, მე
თვითონაც ხომ იმათ დღეში ვიყავი, მაგრამ რომ ვუყურებდი, თან მეშინოდა მათი და
თან მეცოდებოდნენ.
ექვსი თვის თავზე მანუშაკა დამესიზმრა, ძალიან ლამაზი იყო, თმა მოკლედ
ჰქონდა შეკრეჭილი და ოქროს კბილები უბრწყინავდა. — ეს კბილები ნეტა რამდენ
გრამს იწონის-მეთქი? — გავიფიქრე. იდგა და მიცინოდა. ყურებზე პატარა სპილოები
ეკიდა, სპილოები ხორთუმებს ათამაშებდნენ.
რომ გამომეღვიძა, სასიამოვნო ბურანი მალე გაიცრიცა და დავრჩი სინამდვილის
პირისპირ, მაგრამ მაინც კარგ ხასიათზე ვიყავი. ვიჯექი ფიცარნაგზე და ვიღიმებოდი.
მერე მდინარის ნაპირს გავუყევი, ძალიან შორს წავედი, შევარჩიე ადგილი და ქვიშის
რეცხვას შევუდექი. ვცდილობდი, მანუშაკაზე არ მეფიქრა, მაგრამ ვერ ვახერხებდი.
ბოლოს ნერვებმა მიმტყუნა და ავტირდი, — ნეტა როგორ არის-მეთქი? —
ვდარდობდი.
ქურთუკის სარჩულს ერთი მხარე მოვახიე, გავახვიე შიგ ოქროს კენჭები და ჩექმის
ყელში ჩავჩურთე. ჭრაქი ჩავაქრე და ოქროს ქვიშა რომ მქონდა შენახული, იმ ქვიშის
ასაღებად გავუყევი. ვარცლით სამი ქვა მიმქონდა, მეოთხე ხელში მეკავა, თავს
გამუდმებით იქით-აქეთ ვატრიალებდი. ვიპოვე ის შენახული ოქროს ქვიშა და ერთი
საათის შემდეგ ფიცარნაგს მივადექი. განგებ ვახველებდი და ვკვნესოდი.
— კი მაგრამ, რატომო?
— უსამართლობის გამოო.
— შენს პრეტენზიებს ვერ მივიღებ, უსტავში წერია, რომ ვინც იპოვის, ის აბარებს.
— მერე ჯარისკაცს ანიშნა და იმანაც გაანჩხლებული პატიმარი კონდახის კვრით
ჩაიყვანა ფიცარნაგიდან. იქ დანარჩენები სტვენითა და ყვირილით შეხვდნენ.
ჯარისკაცები გამოცოცხლდნენ და შაშხანების საკეტები ააჩხაკუნეს. ხმაური მაშინვე
შეწყდა.
კაცმა ოქროს კენჭები სამ ნაწილად გაყო და აწონა. ხუთას ოცდათექვსმეტი გრამი
გამოვიდა. სანამ ის ქაღალდზე ციფრებს ერთმანეთს უმატებდა, მე გონებაში
გამოვთვალე და უკვე ვიცოდი რომ საქმე ცუდად იყო.
ამ დროს ფიცარნაგზე „იავნანა“ ამოვიდა, ხელში ტყავის პარკი ეჭირა, — აი, სამი
გრამი! — გამოაცხადა, — მე ვდებ მაგის მაგივრადო, — ტყავის პარკი სახენაიარევი
კაცის წინ, ჟურნალზე დააგდო, — აქ ბევრად უფრო მეტიაო.
გამიმართლა.
გაეცინა.
19
— ნელა-მეთქი, კაცო.
— ქართველი ვარ-მეთქი.
მოვუყევი.
— რუსულად კარგად ლაპარაკობ, აქცენტის გარეშეო, — შემაქო.
ხაიმა მწერდა: შენი წერილის მიღება გამიხარდა, კარგია, რომ თავს მხნედ და
ჯანმრთელად გრძნობ. ჩემი საქმეები ახლა კარგად მიდის, იმედი მაქვს, მოვახერხებ,
გამოვნახავ დროს, ჩამოვალ და გნახავო. — რას საქმიანობდა, არ დაუკონკრეტებია,
— მამაშენი ზის თავის სახელოსნოში და ჯღანებს აკერებს. შენი მისამართი არ
გამომართვა, არ ვიცი, რა მივწერო, თუ კარგად არის, მაგას რა სჯობიაო. მანუშაკამ
თვითონ თუ არ დაიწყო იქით-აქეთ ყურება, იმედი გქონდეს, ზედმეტს ვერავინ
გაუბედავსო. რომ მოეწერა, ტროკადერომ მოგიკითხაო, მესიამოვნებოდა, მაგრამ
იმას ალბათ ასეთი რამე არც მოუვიდოდა თავში და ტყუილს რატომ მომწერდა.
მთელი დღის განმავლობაში სულ ხუთი საათი ვიყავი საქმით დაკავებული, სხვა
დროს ვიჯექი ღუმელთან თბილად და ბიბლიოთეკიდან გამოტანილ წიგნებს
ვკითხულობდი, ანდა დერეფანში, ღია ფანჯარასთან ვიდექი, ვეწეოდი სიგარეტს და
ნაცრისფერ გორაკებს გავყურებდი.
ერთ გრამ ოქროში ხუთ გრამ ჩაის იძლეოდნენ. სიგარეტის ღერებიც შეგეძლო
გეყიდა, მაგრამ ყველაზე ძვირად პორნოგრაფიული სურათები და მსახიობი ქალების
ფოტოები ფასობდა. მახსოვს, ერთმა ყირგიზმა მერილინ მონროს ფოტო
ორმოცდაათ გრამ ოქროდ მიჰყიდა ერთ აზერბაიჯანელს.
20
ამასობაში ჩემი იქ მიყვანის დღიდან ერთი წელი გავიდა და ერთ საღამოს ერთი
აყლაყუდა სანიტარი შემოვიდა ბარაკში, დამადგა თავზე და მეუბნება, —
საავადმყოფოში უნდა წამომყვე, ის ქართველი ექიმი გიბარებსო.
— ვარ რა-მეთქი.
ჩემამდე იქ ერთი უკრაინელი მუშაობდა, მაგრამ ერთ დღეს გული ცუდად გაუხდა
და მოკვდა. არადა, თურმე სულ ორი კვირა უკლდა გათავისუფლებამდე. — ძალიან
კარგი ადამიანი იყო, მისმა სიკვდილმა გული დამწყვიტაო, — მითხრა ექიმმა.
არ მესიამოვნა, — რა მოხდა-მეთქი?
მივხვდი, ექიმი ისეთ ხალხს არჩევდა, მისი აზრით, ერთგულების უნარით რომ
გამოირჩეოდნენ.
ახლა მოკლედ გეტყვით, რაში იყო საქმე: კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს,
მე და ის პოლონელი საღამოს ხუთი საათისათვის ფორნით გავივლიდით
საკონტროლო-გამშვებ პუნქტს და სასაფლაოსაკენ გავუყვებოდით. თან ჯარისკაცი
გვახლდა, იჯდა კუბოზე და მუხლებზე შაშხანა ედო. სასაფლაო ბანაკის მთავარი
ჭიშკრიდან შვიდი კილომეტრით იყო დაშორებული, თავისუფალ ზონაში
მდებარეობდა, იქ ყველას შეეძლო მისვლა.
22
— გაიგე, რა გკითხეო?
ის თქვა, რასაც მეც ვფიქრობდი, მაგრამ მაინც ვერ ვენდე, — შენი არ ვიცი და მე
ალბათ მივიღებ-მეთქი.
— იმ უკრაინელსაც ასე ეგონა, ვის მაგივრადაც ახლა შენ მუშაობ, სულელი კაცი
იყოო.
— იქნებ ცდები-მეთქი?
— არა, არ ვცდები, ასეთ რამეში კარგად ვერკვევი, ოღონდ ამის შესახებ იმ ექიმმა
არაფერი იცისო.
— რატომ-მეთქი?
— ეგ ჩხუბი რა საჭიროა-მეთქი?
ხმა არ გამცა. მუშაობით არც ადრე იკლავდა თავს, მე რომ საქმეს შევუდგებოდი,
მერე მომეშველებოდა ხოლმე, მაგრამ ახლა საერთოდ არ აპირებდა ხელის
განძრევას.
ის ჯარისკაცი შეწუხდა, — საქმეს მიხედეთ, ასე როგორ შეიძლება, უკან ხომ უნდა
დავბრუნდეთო.
— ფორნიდან გადმოვვარდი-მეთქი.
— ბარიბარში ვართ-მეთქი.
ოთხი თვის შემდეგ ჩვენ უკვე ჩვენი რუკა გვქონდა და მარშრუტის განსაზღვრაზე
დავიწყეთ ფიქრი. უახლოეს რკინიგზის სადგურამდე ათას რვაასი კილომეტრი იყო.
იქამდე უნდა მიგვეღწია.
23
— მაგაში ოქროა.
თვალები გაუფართოვდა.
ოთხი თუ ხუთი წამი გაოგნებული იდგნენ, მერე დედაჩემმა ჩანთა აიღო და გახსნა.
მე კიდევ ერთხელ გავიხედე ფორნისაკენ და ქილების ჩანთაში ჩალაგება დავიწყე.
ზემოთ უკვე გითხარით, ოქროს ქვიშას კონსერვის ქილებში ვინახავდი, თითოში
ოთხასი გრამი ჩადიოდა. მაშინ ხუთი ქილა წამოვიღე, ეს ჩემი მარაგის ნახევარი იყო.
— ორი კილოგრამია-მეთქი.
— ერთი ქილა მანუშაკას უნდა მისცეთ, დანარჩენი თქვენია. ბინა იყიდეთ, რაც
გადარჩება, ისე მოიხმარეთ, როგორც გაგიხარდებათ-მეთქი.
მამაჩემს სახე მოეღუშა, — მანუშაკა ჯერ შენი ცოლი არაა, ამ ხნის განმავლობაში
რა მოხდება, კაცმა არ იცის, ამდენი ოქრო რატომ უნდა მივცე? ასეთ სისულელეს
როგორ გავაკეთებო.
— იმიტომ უნდა მისცე, რომ მე ვუგზავნი. ვიცი, ახლა უჭირს მის ოჯახს და მინდა,
დავეხმარო-მეთქი.
მამაჩემი ისევ ცუდ ხასიათზე იყო, ვერ ინელებდა, ის ერთი ქილა მანუშაკასათვის
რომ უნდა მიეცა. გამომშვიდობებისას მითხრა, — მე მეგონა, შენ აქ წვალობდი,
გაჭირვებაში იყავი. შენ კი თურმე თავს მშვენივრად გრძნობ და ფულსაც შოულობო.
— ისე გამოუვიდა, თითქოს შეშურდა ჩემი. — აი, სულელი კაცი-მეთქი, — გავიფიქრე
და გავბრაზდი.
მერე ბევრჯერ ვინანე, მაშინ მამაჩემს ასე რომ მოვექეცი. მახსოვს, პატარა რომ
ვიყავი, ჩემთვის კარამელის კანფეტებს ყიდულობდა. კვირაობით ხანდახან
ზოოპარკში დავყავდი, იქ მოხარშულ სასისკებს ყიდდნენ. უფრო გემრიელი საჭმელი
თუ არსებობდა ქვეყანაზე, ვერ წარმომედგინა. რომ დავნაყრდებოდით, ჩავუვლიდით
თეთრი დათვების გალიებს, ჩამოჯდებოდა სკამზე და მიყურებდა, როგორ დავრბოდი
აუზის ირგვლივ. აუზში ოქროს თევზები დაცურავდნენ. მიყვარდა იმ თევზების ყურება.
ახლაც ნათლად მიდგას თვალწინ, როგორ ზის სკამზე, ნაცრისფერი კიტელი აცვია,
ღილები ბოლომდე აქვს შეკრული, ზის და ნაღვლიანი თვალებით მომჩერებია.
24
სამი თვის მერე წერილი მივიღე, მამაჩემი მწერდა, — უკან რომ ვბრუნდებოდით,
გვიან ღამით დედაშენი ჩავიდა მატარებლიდან და გაიპარა, შენ რაც გამოგვატანე,
წაიღო და თან ჩემი ორმოცი მანეთი მიაყოლა. ასე რომ, ისევ საკუჭნაოში ვცხოვრობ
და ჯღანებს ვამთელებო. ხაიმამ მგზავრობის შესახებ დეტალურად გამომკითხა
ყველაფერი, ჩამოსვლას აპირებს, რომ ჩამოვა და გნახავს, კარგი იქნება, მეც თუ
გაგახსენდებიო, — ესე იგი, ოქრო გამოატანე ჩემთვისო.
ჭკვიანი კაცი იყო, აცხონა ღმერთმა, არ შემცდარა, მაგრამ ვერ გაასწრო. ხუთი
დღის შემდეგ საავადმყოფოს შესასვლელთან დაბარბაცდა, წაიქცა და აღარც
ამდგარა, გული გაუსკდა. ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა, იფიქრებდი, სძინავსო. ექიმი
დიდხანს სინჯავდა, რომ დარწმუნდა, მართლა მკვდარი იყო, ჩამოჯდა კიბის
საფეხურზე და თავი ჩაქინდრა. შეეტყო, მომხდარმა ამბავმა მწარედ დასწყვიტა გული.
გადავრჩი.
იმ მომენტისათვის თითქოს არაფერი არ მემუქრებოდა, მაგრამ რად უნდოდა
დიდი ფიქრი იმას, რომ ამით არაფერი იცვლებოდა და გადავწყვიტე, — რაც არის,
ეგ არის, არა უშავს, მარტო გავიქცევი-მეთქი.
გავიწიე.
სახე შეეცვალა.
— დროზე-მეთქი!
გამოიწია.
გავუღიმე, — ბოდიში, ძმაო, ასე არ მოგექცეოდი, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა არა
მაქვს-მეთქი.
— ვნახოთ-მეთქი.
თოფი კოფოსთან დავდე. ჯარისკაცის ფარაჯა ჩავიცვი და გრძელი აღვირის
ბოლო მონიკას ღონივრად გადავუჭირე. ფორნის ღერძი აჭრიალდა და დავიძარით.
შორს ჩუქჩების სამი მარხილი გამოჩნდა, ერთმანეთის მიყოლებით მისრიალებდნენ
თოვლზე.
— ღმერთო ჩემო, ხომ ვიცოდი, როგორი ღონის პატრონი იყო, რატომ თოკი არ
დავამატე, მით უმეტეს, ბოლოს ხომ მე თვითონ შემეძლო ამის გაკეთება-მეთქი, —
სინანულისაგან სული შემეხუთა.
თავის გადასარჩენად გავრბოდი და აი, ასეთი რამე მოხდა. რა ბევრი ფიქრი იყო
იმისათვის საჭირო, რომ იმ ჯარისკაცის სიკვდილს მე დამაბრალებდნენ, როგორც
ჩათვლიდნენ საჭიროდ, ისე გააფორმებდნენ საბუთებს და ჩემი საქმე წასული იყო. —
აწი რაღა ვქნა-მეთქი? — გავიფიქრე.
25
ადრე გადაწყვეტილი მქონდა, გაქცევას თუ მოვახერხებდი, ჩავიდოდი თბილისში
და ოქროს ხაიმას ჩავაბარებდი. ის ოქროს ფულად აქცევდა, მიდგებოდა, მოდგებოდა
და საქმეს მოაგვარებდა. მიიღებდა გარანტიას, რომ საქართველოში დამტოვებდნენ,
რუსეთში აღარ დამაბრუნებდნენ და ჩავბარდებოდი.
ოთხად დაკეცილი რუკა უბეში მედო, მაგრამ თავიდან ხელი არ მიხლია, თითქმის
ზეპირად ვიცოდი და იმიტომ. ადგილმდებარეობას ადვილად ვუღებდი ალღოს. ათი
საათის განმავლობაში ოთხჯერ შევიცვალეთ მიმართულება, პოლონელის მიერ
დამზადებული კომპასი მქონდა და იმ კომპასით ვსარგებლობდი. ჩუქჩამ საგუშაგოების
არსებობის შესახებ ალბათ იცოდა და მშვიდად იყო, ფიქრობდა, რომ სადმე
გავებმებოდით, მაგრამ მერე რომ დაინახა, ასე არ მოხდა, განერვიულდა, — აქეთ ვინ
გარბისო? — მითხრა, — აქეთ ყინულების მეტი არაფერიაო.
მეც მშიოდა.
ძალიან დიდი დათვი იყო, ნახევარი ტონა მაინც იქნებოდა. ჩუქჩამ ნაბიჯებით
გაზომა, სიგრძეში ექვსი ნაბიჯი გამოვიდა, მერე ჩაიჩოქა და დანით თავის ქალა
ძალიან სწრაფად დაშალა. ტვინის ნაწილი ტყვიით იყო დაზიანებული. ის ნაწილი
მოაშორა, დანარჩენი შუაზე გაყო, ჩემი წილი თოვლზე დადო და თვითონ გვერდზე
გადგა. მახსოვს, გავიფიქრე, — ადრე ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, — შენს ცხოვრებაში
პირველად თოფს რომ გაისვრი, იმ გასროლით თეთრ დათვს მოკლავ და იმ დათვის
ტვინს უმად შეჭამო, — ხომ ვეტყოდი, — შენ ხომ არ აფრენ, თუ ძმა ხარ-მეთქი?
საქმე იმაში იყო, რომ ოცზე მეტი წიგნი წავიკითხე ჩრდილოეთის სივრცეების
კვლევების შესახებ. ეს წიგნები იმ ჩეჩენმა შემირჩია, ჭკვიანი და აზრიანი კაცი იყო,
მაგრამ ვერაფერს მიხვდა. ალბათ იმიტომ, რომ გარეგნულად ისე ჩანდა, ჩემს
პირობებში მყოფი კაცი გიჟი უნდა ყოფილიყო, გაქცევაზე ეფიქრა. თავიდან კი
უკვირდა, — უცნაური კაცი ხარ, შენ გარდა ასეთ წიგნებს არავინ კითხულობსო. — ეს
იყო სულ.
განსაკუთრებით ერთი წიგნი გამომადგა, ოცდაათიან წლებში იყო დაწერილი
ვიღაც გავარუხინის მიერ. ის წიგნი გეოლოგებისათვის იყო განკუთვნილი. მართალია,
წიგნიდან რუკები ამოჭრილი იყო, ბანაკში ასეთი წესი ჰქონდათ, წიგნებიდან რუკებს
ჭრიდნენ, მაგრამ თუ სადმე პატარა ბორცვი იყო, ისიც კი ჰქონდა აღწერილი და
რჩევებს იძლეოდა იმ რეგიონში სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების შესახებ.
გავარუხინმა თურმე იმ მხარეში ჩვიდმეტი წელი გაატარა. გულში ვფიქრობდი, —
სულელი არ უნდა იყოს კაცი, თავისი ნებით რომ წამოვიდეს ასეთ ქვეყანაში, თან
ამდენი ხნით-მეთქი? — თუმცა მე მადლობის მეტი, აბა, რა მეთქმოდა.
იმის მერე, რაც დათვის ღვიძლის ჭამა დავიწყე, თავბრუ აღარ დამხვევია. დათვის
ღვიძლი და ელენთა ისე გაიყინა, დანით ვამტვრევდი. ნატეხი პირში გადნებოდა და
მერე ვგრძნობდი სისხლის გემოს. ჩუქჩა დღეში ხუთჯერ მაინც დამიძახებდა, —
ღვიძლიო, — მოვუტეხავდი და მივაწოდებდი.
გაქცევიდან ორი კვირის მერე ქარბუქში მოვხვდით. ჩუქჩამ შეატყო ცას, ამინდი
რომ ფუჭდებოდა და, — თადარიგი უნდა დავიჭიროთო, — მითხრა. პატარა ბექობის
ძირას გავჩერდით. ირმები მარხილის ირგვლივ დააყენა და დააბა. მერე მარხილში
ჩავწექით და ქურქები გადავიფარეთ. ქარბუქი სამი დღე მძვინვარებდა და ორი ირემი
იმსხვერპლა, გაიყინნენ და სიარული ვეღარ შეძლეს. გზა თითქმის იმავე სიჩქარით
გავაგრძელეთ, მაგრამ მარხილი დამძიმდა და ირმებიც უფრო მალე იღლებოდნენ.
სამი დღის შემდეგ, წინ, გორაკების თავზე, ძალიან ღია, თითქმის თეთრი ღრუბელი
დავინახე და გამიხარდა. ჩუქჩას ვუთხარი, — ახლა ისეთ ადგილას მივალთ, სადაც
ირმები იბალახებენ, ჩვენ კი მაგრად გავთბებით-მეთქი. — ალბათ სულელურ
ხუმრობად ჩათვალა და არაფერი მიპასუხა.
ერთი საათის შემდეგ პატარა ხეობაში შევუხვიეთ. ხეობა ნისლებით იყო სავსე,
მიწიდან ყველა ფეხის გადადგმაზე მდუღარე წყლები ამოდიოდა, ირგვლივ
ფერდობების ძირები ძალიან დაბალი ბალახითა და მწვანე ხავსით იყო დაფარული.
ჩუქჩამ მოაბრუნა თავი და გაკვირვებით შემომხედა. — მე ნათელმხილველი ვარ-
მეთქი, — ვუთხარი. პასუხი არ გამცა. ჩემი აზრით, უნდა დაეჯერებინა, სხვა გზა არ
ჰქონდა. ფეხები გაითავისუფლა და ირმები გამოუშვა. ირმები თითქმის სირბილით
მიადგნენ ხავსიან ფერდობს და ჭამა დაიწყეს.
გამომართვა და დახედა.
— ურალში-მეთქი.
— ეგ შორსაა, იქ რა მინდაო.
— ამოდიო, — და ავედი.
— აქ საიდან გაჩნდიო?
26
მოხუცი ქალისაგან გავიგე, სად იყო აბანო. მივედი, მაგრამ ვერ დავიბანე, —
გვიანია, ვიკეტებითო. — აბანოსთან ახლოს სანახევროდ აშენებული სახლი იდგა.
შევედი იმ სახლში და ფიცრების წყების უკან, ბურბუშელებში ჩავიმალე. ოთხი თუ ხუთი
საათის შემდეგ სიცივემ გამომაღვიძა. ჩუქჩასთან ერთად მარხილზე ასე არ ციოდა,
ერთმანეთს სითბოს ვუზიარებდით.
— გახსოვს, სამი გრამი ოქრო რომ დამიმატე? ახლა მინდა, სამაგიეროდ ერთი
კილოგრამი დაგიბრუნო-მეთქი. — ჩანთა მოვიხსენი და დაბლა დავდე.
ბნელდებოდა, ფოსტაში რომ მივედი. პატარა ფოსტა იყო, სულ სამი სალაპარაკო
კაბინა იდგა. შეკვეთა მივეცი და ახალგაზრდა ქალისა და კაცის გვერდით სკამზე
დავჯექი. თხუთმეტი წუთის შემდეგ ოპერატორმა ხელით მანიშნა, ახლოს მოდიო.
მივედი.
— რაშია საქმე-მეთქი?
— წამოდი, ერთ კაცს გაგაცნობ, ძალიან გგავსო. — არყის სუნი ასდიოდა, კარგ
ხასიათზე იყო.
— ვერ წამოვალ-მეთქი.
გაიცინა და წავიდა.
კაცს ჩემი დანახვა გაუხარდა, — აი, ეგ არის, რომ გეუბნებოდიო, — ჩემზე ანიშნა
ახალგაზრდა კაცს. იმან ამხედა, დამხედა და რაღაც უგემურად გაიცინა.
— ამ ჩანთით რას მიათრევ, რაა ასეთი მძიმეო? — იმან მკითხა, მე რომ მგავდა.
— გეოლოგებთან რა გესაქმებაო?
— კურიერად ვმუშაობ-მეთქი.
— არა უშავს-მეთქი.
ჩვენ გვერდით მაგიდასთან ორი გოგო იჯდა, ჯერ მე გავუბი ლაპარაკი, მერე
ბიძამ, ჩვენს მაგიდასთან მოვიპატიჟეთ, მოვიდნენ და დუხისა და პუდრის სუნი
მოიტანეს.
მეორე გოგო ტანის რხევით წამოდგა და ცეკვა დაიწყო, ჯერ ხელით მანიშნებდა,
მერე დამიძახა, — მოდი, ვიცეკვოთო. — თავი გავაქნიე უარის ნიშნად.
— თუ ვიცეკვე, დამეტყობა-მეთქი.
27
— ცოცხალი ხარო?
— დედაჩემსაც არ უთხრაო?
— გაუხარდებაო.
— როგორ არის-მეთქი?
— რა ქნას, არისო.
— კარგი, ვიპოვიო.
— მანუშაკ, მიყვარხარ-მეთქი!
— დაუკარი-მეთქი.
— ხვალ დაგირეკავ-მეთქი.
მთელი ღამე არა მძინებია, როგორც იყო, გათენდა და ძალიან დიდ ქალაქში
შევედით, მატარებელი ნელი სვლით ნახევარი საათი მაინც მიიკვლევდა გზას მაღალ
სახლებსა და ეზოებს შორის. ბოლოს რკინიგზის სადგურის შენობას მივადექით და
გავჩერდით. დიდი შენობა იყო, ვრცელი და თბილი დარბაზებით. ბუფეტის გვერდით
ნივთების შესანახი რკინის კარადები იყო გამწკრივებული. ასეთი კარადების
არსებობის შესახებ გაგონილი მქონდა.
— თანა გაქვსო?
— რას იტყვი-მეთქი?
— გრამში სამ მანეთს გადაგიხდი, ეგაა ჩემი ბოლო ფასი, ვაჭრობას არ ვაპირებო.
— ვხედავო, — მითხრა.
მუქთად უნდოდა. შავ ბაზარზე გრამი სულ ცოტა თუმანი ღირდა, მაგრამ რა
მექნა? ჩემს მდგომარეობაში მყოფი კაცისათვის კარგი მყიდველის შოვნა არ იყო
ადვილი საქმე.
დავუქნიე თავი.
ადგა და კარი ჩაკეტა. მერე კარადაში ხის პატარა ყუთი იპოვა, ყუთიდან აფთიაქის
სასწორი ამოიღო და ოქრო ავწონეთ. სამას სამოცდასამი გრამი გამოვიდა, — ათას
ოთხმოცდაცხრა მანეთი გერგებაო, — მითხრა. სეიფი გახსნა, სეიფში საფულე ჰქონდა
შენახული. ფული გადათვალა და მომცა. — ასეთი ქვიშა კიდევ თუ გექნება, ამ ფასად
ავიღებო.
ყურმილში მანუშაკას ხმა რომ გავიგონე, ისევ სისუსტე ვიგრძენი, — ხაიმა ვერ
ვიპოვეო, — მითხრა.
— მეც მენატრები-მეთქი.
— ეგ როდის იქნებაო?
— მეც-მეთქი.
— გინდა, დავუკრაო?
— დაუკარი-მეთქი.
— საგალობელს დავუკრავო.
გულზე მოეშვა და მერე მითხრა: — კიდევ კარგი, ქმარი ჩეჩენი არ მყავს, თორემ
რომ იცოდე, რამდენი ვინმე დარჩებოდა ყვერების გარეშეო.
— საშინელი ხალხია-მეთქი.
— აბა, აბაო.
— როგორ მოვიქცეთ-მეთქი?
გაუკვირდა, — მენდობიო?
მერე ფოსტაში წავედი. ჩემი რიგი რომ მოვიდა, მანუშაკამ მითხრა, — ხაიმა ვნახე,
ასე რომ, ველოდები, მოვა და დაგელაპარაკებაო.
— არ მიკვირს-მეთქი.
— კი მაქვს-მეთქი.
— კარგი იქნება-მეთქი.
— ამდენი რა იომე-მეთქი?
— შენი იყოს-მეთქი.
გაუხარდა.
თუმანი ვაჩუქე.
— შენს სადღეგრძელოს დავლევთო, — დამპირდნენ.
28
ტაქსი დავიჭირე და ათი წუთის მერე უკვე რკინიგზის სადგურზე ვიყავი. გავიგე,
როდის გადიოდა მატარებელი დასავლეთის მიმართულებით, ბილეთი ვიყიდე,
კარადიდან ზურგჩანთა გამოვიღე, ჩემოდანში ჩავდე და ბაქანზე გავედი. იქ სიგარეტი
გავაბოლე და მატარებელს დავუწყე ლოდინი. მატარებელი რომ ჩამოდგა, ავედი
ვაგონში, ჩემი ადგილი ვიპოვე და ფანჯარაში დავიწყე ყურება.
მესამე დღეს სხვა მატარებელში გადავჯექი, ორი დღე ვიარე და მერე ისევ
გამოვიცვალე მატარებელი, სამხრეთისაკენ მივიწევდი. ბოლოს ერთ პატარა ქალაქში
გემზე ავედი და მდინარე დონს დავუყევი. მშვენიერი კაიუტა მქონდა. დილით
დერეფანში რომ გამოვედი, გენერალი დავინახე, სამხრეებს ბრჭყვიალი გაუდიოდა.
ძალიან თავაზიანად მომესალმა და გააგრძელა გზა. ამ მისალმებამ ცოტათი
დამაბნია, — ვინმე აფერისტი ხომ არაა-მეთქი?! — გავიფიქრე, მაგრამ ნამდვილი
გამოდგა. საღამოს რესტორანში იჯდა ორ ოფიცერთან ერთად და არაყს სვამდა.
ესტრადაზე ქალი მღეროდა, ერთი სიმღერა მოეწონა და ოთხჯერ გაამეორებინა.
— მიყვარხარ-მეთქი.
ორმოც წელს მიტანებული ქალი ეზოში დაგვხვდა, ქათმებს აჭმევდა. შავი თმა და
დიდი ძუძუები ჰქონდა. ვიგრძენი, მოვეწონე, ჩემში ჯერ კაცი დაინახა, მერე
პოტენციური მდგმური. სახლს შემოვუარეთ, ოთახს ეზოდან ცალკე შესასვლელი
ჰქონდა, საკმაოდ დიდი ოთახი იყო. ფანჯრები მინდვრებს გადაჰყურებდა, კედელში
ბუხარი ჰქონდა დატანებული. ორი სკამი, საწოლი, მაგიდა და კარადა იდგა. საწოლზე
მატყლის ლეიბი და საბანი იყო დაგებული.
ტაქსის შოფერი კმაყოფილი იყო, თავის ნათესავ ქალს მდგმური რომ უშოვა. უკან
ჩამიყვანა ქალაქში, ფული გადავუხადე და რკინიგზის სადგურთან ახლოს
დავშორდით ერთმანეთს.
— საცოლე მყავს-მეთქი.
— ეს რა არის, ეს რა დაგმართნია-მეთქი?
— სად დაიკარგე-მეთქი?
— რას ამბობ-მეთქი?
— მანდ არის?
— შენ რა ქენიო?
— დავიქირავე ოთახი-მეთქი.
— როდის ჩამოხვალ-მეთქი?
— რად გინდა-მეთქი?
— ხაიმამ მთხოვაო.
— რად უნდა-მეთქი?
ვუთხარი.
ორჯერ გავუმეორე.
— ეგ არის-მეთქი.
— მოიცა, შევინახავო.
— ძალიან კარგი-მეთქი!
29
— აქაური ვარ-მეთქი.
— მე პირველად გხედავო.
— რა გინდა-მეთქი?
— ვილაპარაკოთო.
— ნახევარი მოგეცი-მეთქი.
— სად-მეთქი?
— ტუალეტშიო.
ნაბიჯს მოვუჩქარე, გავაღე კარი და ქუჩაში გამოვედი. ქუჩის მეორე მხარეს შავი
„ვოლგა“ იდგა, დაბურული მინებით. სხვა განსაკუთრებული ნიშნები არ ჰქონდა,
მაგრამ მაინც დავეჭვდი, — ძაღლები არ იყვნენ-მეთქი. — გაქცევა ვერ გავრისკე,
ყურადღებას მივიქცევდი. ის ნაბიჭვარი კი ფეხდაფეხ მომყვებოდა, — სად მიდიხარ?
მოდი აქო!
გაუხარდა, — ესე იგი, შენ ფული ბლომადა გაქვსო, — და სახეში გამარტყა. ასეთ
რამეს არ ველოდი, თავის დახრა ვერ მოვასწარი და დავბარბაცდი. საყელოში ხელი
წამავლო და ბარისაკენ წამათრია, — მე მატყუარებს დასანახად ვერ ვიტანო.
— რატომ გაგარტყაო?
შევატყვე, არ დამიჯერა.
— ამ ბარში რა გინდოდაო?
— შემთხვევით მოვხვდი-მეთქი!
— ასე არა-მეთქი.
შეყოყმანდა.
— რატომო?
ხომ არ ვეტყოდი, — მე ის კაცი არა ვარ, ჯუდე ვარ, უფრო სწორად, იოსები ვარ,
ანდრონიკაშვილი-მეთქი, — და მწარედ გამეცინა.
— რატომ მეძებენ-მეთქი?
— არ იციო?
— არ მახსოვს-მეთქი.
30
— დაგიმტკიცებო.
ქალი გაწითლდა.
მე თვალი ჩავუკარი.
— ეგ არ არის საკმარისიო.
— იცოდე, ინანებო!
ხელი ჩავიქნიე, — რაც არის, არის, მაგრამ სიმართლე მაინც უნდა გითხრა,
შენისთანა სასიამოვნო ქალი არასოდეს მყოლია, მადლობა იმ მშვენიერი
ღამისათვის-მეთქი.
ამასობაში ჩემი დაჭერიდან სამ თვეზე მეტი გავიდა. როგორც იქნა, ძიება
დამთავრდა და ერთ დღეს ვიღაც თმაგაბურძგნილი კაცი გამომეცხადა, — მე შენი
ადვოკატი ვარო. — თურმე სახაზინო ადვოკატი დამინიშნეს.
გამეცინა.
— აზრი თუ აქვს-მეთქი?
— წესია ასეთიო.
ეჭვი არ მეპარებოდა, იმ ქალმა იცოდა, მისი შვილი რომ არ ვიყავი და, წესით,
ჩემთან არაფერი ესაქმებოდა. — ნეტა რა ჯანდაბა უნდა-მეთქი? — გავნერვიულდი.
პაემნის ოთახში რომ შევედი, გისოსებს იქით საკმაოდ მსუქანი ქალი დავინახე,
სკამზე იჯდა, შავებში იყო ჩაცმული. მოვახერხე და გავუღიმე, — დედი, როგორა ხარ-
მეთქი?
— სამწუხაროდ-მეთქი.
— ალბათ უარესის გეშინია, არა? — მკითხა. მიზეზი ჰქონდა, ჩემ შესახებ რომ
ეფიქრა და დასკვნაც სწორად გააკეთა, — იმიტომ ზიხარ ახლა აქო.
— რას ამბობთ-მეთქი?
— ასეთი რა დააშავეს-მეთქი?
— ნუ ტყუიო.
— დიდი მადლობა-მეთქი.
31
ზაფხულში მზე ისე აჭერდა, სუნთქვა ჭირდა. ზამთარში თოვლი ნაკლებად იყო,
მაგრამ ყინავდა და ქარი უბერავდა.
რომ არ ვჩანდი და ჩემ შესახებ არაფერი ისმოდა, რა უნდა ეფიქრა ხაიმას? ერთი
ალბათ ის, რომ იმ ოქროს გულისათვის დამბრიდეს და სადღაც დამმარხეს და მეორე,
ის, რაც მოხდა სინამდვილეში. აბა, მეტი სხვა რა? — კიდევ კარგი, მაშინ მანუშაკამ
ჩემი ახალი გვარი და სახელი რომ ჩაიწერა-მეთქი, — კმაყოფილი ვიყავი.
კოლონიებისა და ციხეების ჩაკეტილ სისტემაში, როცა გვარი და სახელი იცოდი, კაცის
პოვნა არ იყო უიმედო საქმე. მილიონობით პატიმარი ჰყავდათ, მაგრამ თუ
მოინდომებდი, ბოლობოლო იპოვიდი. დრო იყო საჭირო და მეც ველოდებოდი,
მაგრამ ისე გავიდა მთელი წელი, ხაიმა არ გამოჩნდა და გულში წყენა შემეპარა. —
სადაა აქამდე ეგ ნაბოზვარი-მეთქი?
რომ გამოჩენილიყო, მივასწავლიდი, სად მქონდა ოქრო დამარხული; წაიღებდა
იმ ოქროს და ჩემთვის შეწყალების მიღებას თუ ვერ მოახერხებდა, მაშინ გაქცევაში
მაინც დამეხმარებოდა. ყარაულები სერიოზულ ფულზე უარს არ იტყოდნენ, ამაში
დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ არ ჩანდა.
ასეთი გეგმა მქონდა, მაგრამ ისე გავიდა ის წელი და მერე მეორე და მესამე
მიჰყვა, ქარიშხალი არ ჩანდა. ძველ პატიმრებს უკვირდათ კლიმატის ასეთი
ცვლილება. თითქოს ჩემს ჯინზე ხდებოდა ასე. ბოლოს ყოყმანი დავიწყე, — იქნებ სხვა
რამე მოვიფიქრო-მეთქი?
32
ერთ დღეს ჩემს სახელოსნოში ორი ქართველი შეხვდა ერთმანეთს. ერთი ახალი
პატიმარი იყო, მეორე — ძველი. ერთს შეკეთებული ფეხსაცმელი უნდა წაეღო,
მეორემ შესაკეთებლად მოიტანა. ერთმანეთი ძლივს იცნეს.
— რატომო?
— ქუჩის კახპის გამოო.
ერთი კვირის მერე თევზის კონსერვი ვჭამე. თავიდან რომ გავსინჯე, გემო არ
მომეწონა, მაგრამ ვიღორე და მოვიწამლე. ხელები და სახე გამისივდა, გავლურჯდი
და სიცხე მომცა. ბანაკის საავადმყოფოში დამაწვინეს. ორი დღე თითქმის უგონოდ
ვიყავი, მერე დავიწყე გამოკეთება. — ეს როგორ გამოძვრაო?! — უკვირდა ექიმს.
ოფლი მასხამდა, განძრევის თავი არ მქონდა და სწორედ მაშინ მოადგა
ტრამალებიდან წამოსული ქარიშხალი ბანაკს. არადა, მე თითქმის სამი წელი
ველოდი. მესმოდა, როგორ აზანზარებდა დარაზულ დარაბებს და ბრაზი მახრჩობდა.
მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე, რომ სადღაც შორს,
გულის სიღრმეში კმაყოფილი ვიყავი, თბილ ლოგინში რომ ვიწექი და კუნაპეტ ღამეში
არ მივყვებოდი ქარს, ზურგზე მოკიდებული ჩანთით. შევწუხდი, — რაშია საქმე? ისე
არ მოხდეს, საკუთარი თავი მივატოვო-მეთქი.
მოთხოვნები კი ასეთი იყო: სამუშაო დრო არ უნდა ყოფილიყო რვა საათზე მეტი,
უნდა აკრძალულიყო ზედამხედველებისა და აქტივისტების მიერ პატიმრების ცემა,
გაზრდილიყო შაქრისა და ჩაის ულუფა, ზამთრისათვის ყველა პატიმარს უნდა მიეღო
ახალი დაბამბული ქურთუკი. მომხდარი ამბის გამო გატარებული ღონისძიებების
შემდეგ ბანაკში აუცილებლად უნდა დარჩენილიყო ორი კანონიერი ქურდი. მათთვის
უნდა გამოეყოთ პალატა სავადმყოფოში საცხოვრებლად და დაედგათ ტელევიზორი.
კომენდანტმა მითხრა: — შენისთანა წესიერი პატიმარი არა მყავს აქ, მაგრამ რას
იზამ, კანონი კანონიაო.
33
34
— მომეცი-მეთქი.
ის იყო საქმეს შევუდექი, გავიგონე, — ბიჭო, შენ ჯუდე არა ხარო? — ქართულად
მკითხა.
— აქ როგორ მოხვდიო?
პასპორტის ისტორია მოვუყევი, — ახლა ასეა ჩემი საქმე, სხვის მაგივრად ვზივარ-
მეთქი.
გაეცინა.
— რატომ ზიხარ-მეთქი?
— ხაიმამ ათი თუ თორმეტი წლის წინ მოხია ისრაელში. აღარ მახსოვს, ვინ თქვა,
იქიდან ამერიკაში გადავიდა და ახლა იქ ცხოვრობსო.
— რაც შეეხება მანუშაკას, ბავშვი რომ გააჩინა, მერე მალე გაქრა უბნიდან და
აღარ გამოჩენილა, ყოველ შემთხვევაში, მე არსად არ შემხვედრიაო.
— ეგ როგორ-მეთქი?
— ის საცოდავი სუსანა რომ მოკვდა, ეგ და მისი ძმა ქუჩაში დარჩნენ, ჭამა ხომ
უნდოდა და რა ექნა, ვინც სამმანეთიანს დაანახვებდა, არავის უარს არ ეუბნებოდა. თუ
გახსოვს, დაბლა, ეკლესიასთან რომ ცხოვრობდნენ ბოზები, ლეილა და ჯიგარო,
ერთი ხანობა იმათმა შეიკედლეს, მაგრამ მერე ბავშვი რომ გააჩინა, ხომ გითხარი,
გაქრა უბნიდან. ბოლოს მე გასტრონომში ვნახე, რძეს ყიდულობდა, ისეთი გამხდარი
იყო, ძლივს ვიცანიო.
— ეგ როდის მოხდა-მეთქი?
— მშენებლებისო.
— კი, გამიმართლაო.
— რეჟიმის უფროსისააო.
წამოვდექი.
მეორე დღეს ნაცნობი სანიტარი ვნახე, ოცი მანეთი და ერთი ყუთი ჩაი მივეცი,
ოთხასი გრამი სამედიცინო სპირტი მოიპარა ქირურგიული განყოფილებიდან და
მომიტანა. სპირტი წყალში გავაზავე და კვირას არუთინა რომ მოვიდა, სავსე ბოთლი
მაგიდაზე დავდგი. თევზის ორი კონსერვი გავხსენი, ოთხი ცალი მოხარშული
კარტოფილი თეფშზე დავალაგე და მარილი მოვაყარე. მერე ხახვის თავი
გავფცქვენი, პური დავჭერი და დავჯექი. არუთინამ მადლიერი თვალებით შემომხედა,
— აუ, რამდენი ხანია არ დამილევიაო, — მითხრა.
— ფული! — ხელები გაშალა, — ვინც რაფიკას უხდიდა, ისინი მერე ყველა მაგან
დაითრია, — ბოროტად გაიცინა, — აბა, მანუშაკას გამო ხომ არ დაბრიდავდნენო. —
სპირტი უკვე თავისას შვრებოდა.
— მახსოვს-მეთქი.
გამიკვირდა, — რატომ-მეთქი?
— ასე იყოო.
ისევ ისე, ბინძურად გაიცინა, — იმ თამაშის წინა დღეს რაფიკას ციხიდან ახალი
გამოსული ნაცნობები ესტუმრნენ, სამნი იყვნენ. კარგა ხანს ისხდნენ გარაჟების
საყარაულოში და არაყს სვამდნენ. ბოლოს რაფიკამ ფანჯრიდან დაინახა მანუშაკა და
დაუძახა, — შემოდიო. — იმან კარი შემოაღო და, — რა გინდაო? — ჰკითხა. რაფიკამ
სტუმრებზე ანიშნა, — აი, ჩემს მეგობრებს მინდა, ვცე პატივიო. — წაავლო ხელი,
მაგიდასთან წაკუზა და ნიფხავი ჩახადა. მანუშაკამ ერთი გაიფართხალა, მაგრამ
რაფიკამ წაუთაქა და მერე ხმა არ ამოუღია. სტუმრებმა მიიღეს პატივისცემა, სამივემ
იხმარა მანუშაკა, თან ერთმა ორჯერ და კმაყოფილები დარჩნენ. ჩემს თვალწინ
მოხდა ეგ ყველაფერი, ასე რომ, არაფერი არ მეშლება. — მარცხენა თვალი მოჭუტა
არუთინამ, მერე ჭიქა გაავსო, გადაკრა და, — ეხ, — ამოიოხრა, — ჰოდა, მეორე
დღეს, იმ საყარაულო ოთახში, იმ მაგიდაზე, რაფიკამ ყომარში მოიგო ის, რაც ისედაც
მისი იყო, როცა უნდოდა, მაშინ და მობეზრებული ჰქონდა. ხაიმამ ამის შესახებ
არაფერი იცოდა, თორემ ტროკადეროს არ მოიყვანდა და იმ სისულელეს იმხელა
ამბავი არ გამოჰყვებოდაო.
— რა მოხდაო? — მკითხა.
— არაფერი-მეთქი.
— მართლა-მეთქი? — გამიკვირდა.
არ გავეცი ხმა.
— რად გინდა-მეთქი?
— შენი იყოს-მეთქი.
ჩამოხსნა და წაიღო.
35
ასე გავიდა კიდევ ერთი წელი და ერთ ღამეს ხაიმა დამესიზმრა. ბევრი დრო იყო
გასული, რაც არ მენახა, ეს სიზმარშიც მახსოვდა და მიხაროდა. მაღალი სახლის
ფონზე იდგა, შავი შლაპა ეხურა და შავი, ზოლებიანი პიჯაკი ეცვა. ხელში სიგარა
ეჭირა.
— ხაიმ, როგორა ხარ-მეთქი, ძმაო?
ორი კვირის თავზე, დილით, სანამ საქმეს შევუდგებოდი, ჩემმა მეგობარმა რუსმა
შემოაღო კარები. გამიკვირდა, ასე ადრე რომ მოვიდა. ვერ იყო ხასიათზე. თურმე
გვიან ღამით ახალმა რეჟიმის უფროსმა მათ ბარაკში ჩხრეკა ჩაატარა. დანები,
ხიშტები და სპირტით სავსე ბოთლები ამოიღეს. — ასი კაცი გაგვატიტვლეს და მთელი
ხუთი საათი ფეხზე ვიდექითო. — ბოლოს რაც თქვა, ცოტა უცნაურად მეჩვენა, — ის
შენი ნახატი საწოლთან, კედელზე მქონდა გაკრული. რეჟიმის უფროსმა დიდხანს
უყურა და მერე იკითხა, — ეს ვინ დახატაო? — მე ვუთხარი, შენი დახატული რომ იყო.
ნახატი ჩამოხსნა და წაიღოო.
— კიდევ რა გკითხა-მეთქი?
— არაფერიო, — თქვა.
აშკარად შეცვლილი მეჩვენა. დაჯდა და საქმიანობა განაგრძო. ვიგრძენი, რომ
რაღაც მოხდა და რაც მოხდა, არ იყო გამორიცხული, რომ მე მეხებოდა. — ნეტა
რაშია საქმე-მეთქი? — გავნერვიულდი და მარჯვენა თვალი ამითამაშდა.
— სად-მეთქი?
— მიცანი? — მკითხა.
— პირველად ვხედავ-მეთქი.
— კბილებს დაგამტვრევო!
— რატომ-მეთქი?
ხმა არ ამომიღია.
— დიდი მადლობა-მეთქი.
— რა მოხდაო?
მოკლედ ავუხსენი, — სინამდვილეში სხვა კაცი ვარ, სხვა სახელი და გვარი მაქვს,
გავიშიფრე, მკვლელობას მაბრალებენ და ალბათ დამხვრეტენ-მეთქი.
შეწუხდა.
— როგორ გაგშიფრესო?
— ახალმა რეჟიმის უფროსმა მიცნო-მეთქი.
— საიდან ახსოვხარო?
— ვნახოთო.
რაღაც მიპასუხა, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე, სახეში ქვის პატარა ნატეხი მომხვდა
და გამომეღვიძა. ის ჩემი მეგობარი რუსი კედელზე იყო ამომძვრალი და ერთი ხელით
ფანჯრის გისოსს ჩასჭიდებოდა, მეორით რაღაც გაუგებარი საგანი ეჭირა და ჩემკენ
იშვერდა, — დროზე, გამომართვიო. — გამოვართვი. შავი პურის მოზელილი გუნდა
იყო.
— გისოსი გადახერხეო! — მითხრა, ჩახტა დაბლა და გაიქცა. ძლივს გაასწრო,
ფანჯრებს პროჟექტორის სინათლემ გადაუარა.
პურის გუნდაში რგოლად დახვეული ორი ბეწვა ხერხი აღმოჩნდა. — კარგი, ამას
გადავხერხავ, მაგრამ მერე რა ვქნა? გინდა აქ ვყოფილვარ და გინდა ეზოში, რა დიდი
განსხვავებაა-მეთქი?
ძალიან ცოტა ხანს მეძინა. მერე მთელი დღე ცემენტის იატაკზე ბოლთას ვცემდი
და ყურები დაცქვეტილი მქონდა, მეშინოდა, რეჟიმის უფროსი არ გამოჩენილიყო. —
ისე არ მოხდეს, გადახერხილი გისოსი რომ შეამჩნიოს-მეთქი. — საბედნიეროდ, იმ
დღეს არ გავხსენებივარ. კარგად რომ დაღამდა, თავი ცუდად ვიგრძენი, თვალები
ამიჭრელდა და გავითიშე. არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიყავი ასე, ცნობიერება რომ
დამიბრუნდა, ნარზე ვიჯექი, გარეთ წვიმდა.
— დიდი მადლობა-მეთქი.
— შენ-მეთქი?
— მოვიფიქრებ რამესო.
ტომარა გაცილებით მსუბუქი იყო. შიგ ელაგა კაპრონის თოკი, თუნუქის ქვაბი,
ორი ქარქაშიანი დანა, პატარა ნაჯახი, გადაჭრილი სანადირო თოფი, ორმოცდაათი
პატრონა, დაბამბული შარვლები და შალის ფეხსახვევები, ასი ცალი ასანთის
კოლოფი და, რაც ყველაზე მთავარი იყო, კომპასი და ტაიგის რუკა. რუკაზე ჩვენი
გასავლელი გზა წითელი ფანქრით იყო გახაზული. ამ ყველაფერს ჩემი თავიც
მივუმატე და დავასკვენი, რომ გაქცევისათვის მშვენივრად იყვნენ მომზადებულები.
36
მოხდა ისე, რომ უზბეკი შემთხვევით დააჯდა კომპასს და დაფშვნა. ასე რომ, იმ
ასტრონომისაგან მიღებული ცოდნა გამომადგა. ახლა დასავლეთისაკენ
ვარსკვლავების მიხედვით მივიკვლევდით გზას და ჩემი თანამგზავრებისათვის კიდევ
ერთი მეტად ღირებული მნიშვნელობა შევიძინე.
გაქცევიდან მეჩვიდმეტე დღეს საინტერესო შემთხვევის მოწმე გავხდით. ის იყო
შესასვენებლად შევჩერდით, რომ უცებ ბრდღვინვა და ღრიალი შემოგვესმა, თან
ისეთი ძალით, ჭექა-ქუხილი გეგონებოდა. არყის ხეების იქით, პატარა მინდორზე,
დიდი შავი დათვი და ტაიგის ვეფხვი დაეტაკნენ ერთმანეთს და ბალახი სისხლით
მორწყეს. მთელი საათი იბრძოდნენ. ავტორიტეტი დათვის მხარეზე იყო. უზბეკი —
ვეფხვის. ჩემთვის სულაც სულერთი იყო, ვინ გაიმარჯვებდა. სანახაობით გაოგნებული
ვიყავი. მიკვირდა, იმოდენა ტაიგაში როგორ ვერ დაეტივნენ, რა ჰქონდათ გასაყოფი?
ბოლოს დათვმა სძლია, ვეფხვი კარგა ხნის მკვდარი უნდა ყოფილიყო, თავი რომ
გაანება და ტყისკენ გატრიალდა. გადადგა ორი ნაბიჯი და უკან მოიხედა, თან
სისხლიან კბილებს კრეჭდა. მერე ისევ გადადგა ორი ნაბიჯი და ისევ მოიხედა,
თითქოს არ სჯეროდა, ყველაფერი რომ მორჩა. მიაღწია ტყის ნაპირს და წაქცეულ
ხეზე დააპირა გადასვლა, მაგრამ ვერ შეძლო, ღონე აღარ ეყო და იქვე ჩაწვა, გამხმარ
ტოტებში. მის ირგვლივ სისხლის გუბე დადგა, დრუნჩი თათებში ჩარგო და ცოტა ხნის
შემდეგ მოძრაობა შეწყვიტა, აღარც ხროტინი ისმოდა. ჩავთვალეთ, რომ მოკვდა,
მაგრამ ავტორიტეტმა, ყოველი შემთხვევისათვის, მაინც თავში ესროლა.
წინ თითქმის ყოველთვის უზბეკი მიგვიძღოდა. ცოტა უცნაური კაცი იყო, წაქცეულ
ხეს არ შემოუვლიდა, ტოტების ლაწალუწით მიიკვლევდა გზას. ძილის დროს ისე
ახრჭიალებდა კბილებს, სანამ შევეჩვეოდი, დაფეთებული ვიღვიძებდი. ერთხელ
უცნაური, ლურჯი ფერის კალია დაიჭირა და დააშტერდა, — ჩემს ცოლსა აქვს ასეთი
ფერის თვალები, — თქვა ნაღვლიანად, — ძალიან ლამაზი ქალიაო.
ჩემს მეგობარ რუსზე თქვა, — თავის დროზე მაგარი ბიჭი იყო, მაგრამ ცოლის
სიყვარულმა გამოათაყვანა. აუჩვილდა გული და აღარ გადაუარა. სერიოზული
საქმისათვის უვარგისი გახდა, ბოლოს თავისი სისულელის გამო ათი წელი აიკიდა.
ახლა ზის და ბავშვზე დარდობს, ეს მაშინ, როდესაც სინამდვილეში კაცმა არ იცის,
ვისია ის ბავშვი. მაგის ცოლი ისეთი კახპა იყო, რუსის მაგივრად კორეელი რომ
გაეჩინა, ისევ მაგას, თორემ სხვას ნამდვილად არავის არ გაუკვირდებოდაო.
— ისეთი თვალები და სახე გქონდა, კაცი იფიქრებდა, რომ მაგარ კაიფში იყავი,
პირიდან დუჟი გადმოგდიოდაო.
— არც მე, — თქვა ავტორიტეტმა, — ასეთი ხალხი თავის თავს აღარ ეკუთვნისო.
— შენ უნდა შეგვეჭამე, მაგრამ საჭირო კაცი ხარ, ვარსკვლავებში ერკვევი, თან
ეგ შენზე სამჯერ მძიმეა, დიდხანს გვეყოფა, ახლა ყინვებია და ხორცი არ გაფუჭდებაო.
37
აქამდე თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო. ვიცოდი, რკინიგზამდე უნდა
მიმეღწია, ეს იყო მთავარი და აჰა, მივაღწიე, როგორც იქნა. ვიდექი და დაბნეული
ვუყურებდი სველ შპალებსა და გაპრიალებულ რელსებს, — აწი რა იქნება, აწი რა
ვქნა-მეთქი? — ვფიქრობდი და ვგრძნობდი, როგორ მოცოცავდა ჩემს ნერვულ
სისტემაზე ტაიგაში თითქმის მივიწყებული ძველი დაძაბულობა და შიში.
ჩემი ქურთუკი და შარვალი ძონძებად იყო ქცეული. ჩექმებს არა უშავდა, სანამ
ამინდები გაფუჭდებოდა, უმეტესად, ჩანთით მომქონდა, ფეხშიშველა მოვდიოდი.
მელიის ტყავებს ხრწნა ჰქონდათ დაწყებული და სუნი ასდიოდათ. მაგრამ სუნს ვინ
ჩიოდა, თბილად ვიყავი. ჩანთაში ხორცის ორი პატარა ნაჭერი იდო, ეს დარჩა სულ
საგზლიდან. წაქცეული ხე ვიპოვე, ჩამოვჯექი ზედ და ერთი ნაჭერი უმად შევჭამე.
ხორცი, ტყავებთან შედარებით, ბევრად უკეთ იყო შენახული. ტყავები გაუხდელად
მეცვა და ყინვა ბოლომდე ვერ იცავდა ისე, როგორც საჭირო იყო.
— მანუშაკა, ჩემო კარგო გოგო, ნეტა როგორა ხარ, ან სადა ხარ ახლა-მეთქი?
— სიყვარულს, ასე თუ ისე, სიცხადე შეაქვს იმ გაუგებრობაში, თუ რატომ ებღაუჭებიან
სიცოცხლეს გამწარებით ეს საცოდავი ადამიანები.
— სასიამოვნოა-მეთქი.
— არა-მეთქი.
— მივხვდი-მეთქი.
დავუქნიე თავი.
— აქ როგორ მოხვდიო?
— საბუთი გაქვს-მეთქი?
— არაო.
— არც მე-მეთქი.
— საბუთები თუ გაქვსო?
— იქ არ ვყოფილვარ-მეთქი.
იქ ორი თვე ისე გავატარე, არავის გავხსენებივარ. ორი თვის თავზე, როგორც
იქნა, დამიძახეს, — გამოდიო! — ხელებზე ბორკილები დამადეს, მილიციელებმა
შუაში ჩამიყენეს და პროკურატურის ნაცრისფერი შენობისაკენ ფეხით გავუყევით, არ
იყო შორს. ის სათვალიანი ნაბოზვარი იქ დამხვდა, ვიწრო, პატარა ოთახში. ყელზე
კაშნე ჰქონდა შემოხვეული და ახველებდა, გაცივებული იყო.
— ასე იყო.
— ტყუის-მეთქი.
— შენ რომ გაიქეცი, იმ დღეს ოცი კილოგრამი ოქროს ქვიშა გაქრა ქარხნის
ლაბორატორიიდანო.
— იმ ლაბორატორიას ახლოს არ გავკარებივარ-მეთქი.
არ მიპასუხა, მაკვირდებოდა.
არაფერი თქვა.
— ასეა?
— სიმართლე ეგ არის-მეთქი.
— კომენდანტი ცოცხალია?
— არა.
— როდის დახურეს-მეთქი?
— არაო.
— რატომ?
— სცადე-მეთქი.
ის ოქრო თუ ისევ ისე იყო იქ, ბუხრის ძირში ჩამარხული, შეეძლო, ამოეთხარა და
რად უნდა თქმა, თავისთვის დაიტოვებდა და გამდიდრდებოდა. მაგრამ რატომ? რაში
ერგებოდა?
— დავკარგე-მეთქი.
— სად დაკარგეო?
დამაშტერდა.
ნელა წერდა და კარგა ხანს მოუნდა. რომ მორჩა, გადაიკითხა და — აბა, ნახეო,
— მომაწოდა, ხუთი ფურცელი იყო.
მოვაწერე.
— დიდი მადლობა-მეთქი.
— კი-მეთქი.
— აბა, სხვას ვის შეეძლო მაგათი დაბრედვა, შენ გარდა, იყო ვინმე კიდევ იქ?
უგემურად გაეღიმა.
— ერთმანეთი დაჩეხეს-მეთქი.
— ერთი ნაჯახითო?
— ხო, ჯერ ერთს ეკავა ხელში, მერე მეორემ მოახერხა და წაართვა, ეგ არის
სულ, ტყუილა ართულებ-მეთქი.
— სიმართლე ეგ არის-მეთქი.
ტყუილად გავღიზიანდი.
— სადო?
— საქართველოში-მეთქი.
— აღმზრდელი ვარო.
— რას ამბობო?!
— მე ვარ-მეთქი.
— ცოცხალი ვარ-მეთქი.
— კარგად, ჭრელი თათრული კაბა ეცვა, მზისაგან გარუჯული იყო, თან თავისი
პატარა გოგონა ახლდა. არ ვიცი, შენ გაიგე თუ არა, უკანონო ბავშვი რომ გააჩინაო?
— კი, ვიცი-მეთქი.
— მშვენიერი გოგონააო.
— ასე მითხრა, ვიღაც ბებერი თათრის მესამე თუ მეოთხე ცოლი ვარო. სოფელში
ცხოვრობს, სადღაც თბილისთან ახლოს, სოფლის სახელი აღარ მახსოვსო.
— დიდი მადლობა-მეთქი.
— საიდან რეკავო?
— შენი საქმისა შენ იციო, — ჩვეულებრივად მიიღო, ვითომ არაფერი, წყენა ვერ
შევატყვე. წინ აკინძული ფურცლები დამიდო, — ეს წაიკითხეო.
— რა არის-მეთქი?
— მერე რა-მეთქი.
გაეცინა, — შენ ისეთი ბიოგრაფია გაქვს, არავინ გაიცხელებს იმაზე ფიქრით თავს,
ეწერა თუ არა აქ რამე სინამდვილეში.
39
— ოცი წლის წინ გამჟიმეს ბოლოს, შანსი გამიჩნდა და უარი რატომ უნდა
მეთქვაო.
— სიგარეტი გამოგატანეს-მეთქი?
— არაო.
— გამჩხრიკეო.
— რატომ დაგიჭირეს?
გამეცინა.
— ეგ არავინ არ იცისო.
— დახვრეტას ველოდები-მეთქი.
გამეცინა.
ისევ გამეცინა.
გამოვცოცხლდი.
— თქვი-მეთქი.
— მერე-მეთქი?
— მალეო.
— მერე რა იქნება-მეთქი?
ასეთ რამეზე, აბა, ვინ იტყოდა უარს, — არ იქნება ცუდი, მაგრამ ეჭვი მეპარება-
მეთქი.
— ოქრო ლითონია-მეთქი.
— ვიცი-მეთქი.
გამეცინა.
— თქვი-მეთქი.
— ვინა ხარ-მეთქი?
— რა გინდა-მეთქი?
— რამდენიც საჭიროაო.
ხუთი საათი ვიყავით გზაში, ბოლოს ციხის კარს რომ მივადექით, ჯარისკაცმა
საათს დახედა. — ზუსტად შუაღამეაო, — თქვა. კომენდატურაში მორიგე ოფიცრები
დაგვხვდნენ. სერჟანტმა იმათ ჩემი საბუთები რომ გადასცა, თან გააფრთხილა, —
განსაკუთრებულია, ხუთი კაცი ჰყავს დაბრედილიო.
ეზო რკინის გისოსებით ორად იყო გაყოფილი. ერთ მხარეს, უფრო პატარა
ფართობზე, განსაკუთრებულები ვსეირნობდით. იქით, მეორე მხარე, ჩვეულებრივი
პატიმრებით იყო სავსე, ერთმანეთს გვერდს ძლივს უვლიდნენ. ციხეს სქელი კედლები
და ვიწრო დერეფნები ჰქონდა, ვიწრო საკნები და ძალიან პატარა სარკმლები.
ათი დღის შემდეგ ორი საბრალდებო დასკვნა გადმომცეს. ორივე რბილ, ყვითელ
ფურცლებზე იყო დაბეჭდილი. დილით ტუალეტში რომ გავყავდით, ფურცლებს
ამოვხევდი და თან მიმქონდა. კარგა ხანს მეყო.
არ ვუპასუხე.
— მე დამაინტერესა თქვენმა პიროვნებამ, გადავწყვიტე, მენახეთ და თუ ნებას
მომცემთ, გაგეცნობითო. — რაც თავი მახსოვდა, ასე ზრდილობიანად არავის
მოუმართავს ჩემთვის.
— ვინა ხარ-მეთქი?
— ეს თქვენთვისო.
— რატომ შეწუხდი-მეთქი?
გაკვირვებული მივაჩერდი.
— გისმენ-მეთქი.
— დიდი ხანია, მაგრამ ამ ბოლო დროს ამას ძალიან განვიცდი, მთელი ჩემი
ენერგია იმაზე მიდის, რომ არავინ არაფერი შემატყოსო.
თვალებში შევხედე.
რა უნდა მეთქვა?
— სამწუხაროაო.
— ჩემს შემთხვევაში არა მგონია, ასე მოხდეს, ვგრძნობ, საქმე კარგად მიდისო.
— არა, გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს, ისიც ვიცი, ვინ უნდა დავბრიდოო.
გაჩუმდა და მომაჩერდა.
— ვინ-მეთქი?
ხმა არ გავეცი.
— რითი-მეთქი?
40
ლექსიც გაჩნდა:
მოხდა ისე, რომ ერთი კვირის შემდეგ, როცა ქუჩებში ხალხს ტანკებით
დასდევდნენ და ტყვიამფრქვევები კაკანებდნენ, იმ ლენინსა და სტალინს მოვკარი
თვალი, თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ ალექსანდროვის ბაღისაკენ, ახტებოდნენ
დაჭრილებსა და დახოცილებს. სანამ საგამოფენო გალერეის შენობას არ მიეფარნენ,
თვალი არ მომიშორებია და რატომღაც გულზე უცხო, უცნაური სევდა შემომაწვა.
არადა, იმ სევდას იქ არაფერი ესაქმებოდა. როგორც მერე შემთხვევით გავიგე ერთი
მოხუცი ისტორიკოსისაგან, ბაბუაჩემი თურმე სტალინის პირდაპირი ბრძანებით
დახვრიტეს, უთქვამს — ეგ პათოლოგიური ნაციონალისტი მოაშორეთ ამ ქვეყანასო.
გავიდა ორ კვირაზე მეტი და ერთ წვიმიან დღეს, ბაღთან ჟორიკა მომჯიანი
შემხვდა და მითხრა, — ქრონიკაში გნახეო. — თავიდან არ დავიჯერე, მაგრამ რომ
ამიხსნა, რაში იყო საქმე, თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი კინოთეატრისაკენ.
ერთი პარტიაც ვერ მომიგო და ამას მწარედ განიცდიდა. თამაშის ბოლოს სახეზე
ოფლი ასხამდა.
სქელი შალის ჯემპრი მაჩუქა და სული მოვითქვი, ეზოში რომ ჩავყავდით, აღარ
მციოდა. თავიდან ინტერესით მაკვირდებოდა და ვგრძნობდი, ლაპარაკის დროს
სიტყვებს არჩევდა, ფრთხილობდა. მერე რომ შემეჩვია და თითქმის დავმეგობრდით,
ასეთი რამე მითხრა: — აქ ყველაზე საშიშ კაცად შენ ითვლები, არადა, რომ გიყურებ,
ასე მგონია, შენზე წესიერი და საცოდავი კაცი ჩემს ცხოვრებაში არ შემხვედრიაო.
— შენ-მეთქი? — გამიკვირდა.
— მე აღარ დამჭირდებაო.
ჩანთაში ბეწვის ქუდი, ორი წყვილი ბატინკი, სამი თბილი შარვალი და ოთხი
შალის ჯემპრ9 იდო. შარვლის ჯიბეში ას სამოცი მანეთი და ბლოკნოტის ფურცელი
ვიპოვე. ფურცელზე ეწერა: „ამ ფულსა და ტანსაცმელსა შენ გიტოვებ. მერე შენი ჯერი
რომ დადგება, ტანსაცმელი ან ნაკუწებად აქციე, ან კავკასიელი თუ გამოჩნდა ვინმე,
იმას დაუტოვეო“.
41
გინება და კაბინის კარის ჯახუნი გაისმა. ორი კაცი ერთმანეთში დაობდა, სიტყვებს
ვერ ვარჩევდი. მერე ძალიან ბევრჯერ გამეორდა სახელურის ამოკვრისა და
დატრიალების ხმა. როგორც იქნა, ძრავის თუხთუხი გავიგონეთ, აინთო სინათლე და
გავუდექით გზას. პატიმრებს არსად არ ეჩქარებოდათ, მოწყენილი სახეებით ისხდნენ,
ერთი მე ვიყავი დაძაბული.
— წეღან მე დავქოქეო.
— არ დავქოქავთ!
— რატომ?
— პრინციპის საქმეა.
ერთმა ჯარისკაცმა ტიხრის აქეთ შემოყო თავი და ჩემ პირდაპირ მჯდომ პატიმარს
უბრძანა: — აბა, აქეთ მოიწიეო!
ის არ გაინძრა.
— არ გესმისო?
ჯარისკაცმა ასწია მაღლა თავი, ცას გახედა და ვისკუპე, დასაქოქი მთელი ძალით
ვხეთქე სახეში. ავტომატი ხელიდან გაუვარდა და გაგორდა. ლეიტენანტმა შეჰყვირა
და უკან დაიხია, ფეხი ყინულზე აუცურდა და ისიც წაიქცა. გადავახტი ზედ და გავიქეცი.
ძირს დაგდებული ავტომატის აღება შემეძლო, მაგრამ ხმარება არ ვიცოდი და არ
ავიღე, რომც მცოდნოდა, მაინც არ ჰქონდა აზრი, სამ ავტომატიან ჯარისკაცთან რას
გავხდებოდი?! გაქცევა ჯობდა, მით უმეტეს ახლა, თოვა რომ დაიწყო.
— გაიხადე-მეთქი, — დავუძახე.
თავიდან ვერ მიხვდა, რა მინდოდა და თვალები გაუფართოვდა.
— რა მოგივიდა-მეთქი?
— სიმართლეს გეუბნები-მეთქი.
— წავიდეთ-მეთქი.
— დარწმუნებული ხარ-მეთქი?
— მე დავინახე-მეთქი.
შევჩერდი, — დაგიჯერო-მეთქი?
— აწი რა იქნება-მეთქი?
— ოქმს დაწერენ და ამით მორჩება ეგ საქმე, ერთი თვის მერე არავის აღარ
ემახსოვრებაო.
უკვე კარგად დაღამებული იყო, უკნიდან მანქანის ხმა რომ შემოგვესმა. ეს იყო
სამხიდიანი „ურალი“. ფარები მოგვანათა და შეჩერდა. ძარაზე დიდი რკინის
კონტეინერი ედგა. კონტეინერის კედელი ერთ მხარეს გახვრეტილი იყო და იქიდან
საკვამლე მილს ჰქონდა თავი გამოყოფილი, მილიდან ბოლი ამოდიოდა.
— სადო?
ლეიტენანტმა აუხსნა.
— ვნახეთ ეგ ადგილიო, — თანაგრძნობით დაგვიქნია მძღოლმა თავი, — გუშინ
მზე იყო, დღეს ყინავს, ეგეთ დროს ხდება ხოლმე ასე. მეც გავრისკე, ამ გზით აღარა
ღირს სიარულიო.
კარი გააღეს და კიბე ჩამოუშვეს. ჯერ ლეიტენანტი ავიდა, მერე მე. კონტეინერი
სავსე იყო მთვრალი ლილიპუტებით, სულ ცოტა ოცდაათი ლილიპუტი მაინც
იქნებოდა. უმეტესად ქალები იყვნენ. სხვა გზა არ ჰქონდათ, ჩვენთვის ადგილი უნდა
დაეთმოთ და კიდევ უფრო შემჭიდროვდნენ. ასეთი რამე, აბა, რატომ მოეწონებოდათ
და უკმაყოფილო სახეებით მოგვაჩერდნენ. ამ დროს დავიძარით და დავბარბაცდი,
პატარა ხელების ტყე აღიმართა, მაგრამ შველა არ დამჭირდა, შევიკავე თავი.
— რატომ-მეთქი?
— როგორ მოახერხებ-მეთქი?
— ის, ვინც შენ აქამდე იყავი, ახლა ტბის ფსკერზე წევს, ასე რომ, კანონს შენთან
საქმე აღარა აქვსო.
არაფერი ვთქვი.
ვიგრძენი, იმოდენა ქურქის გამო ყურადღებას ვიქცევდი. ეს, აბა, რაში მაწყობდა?!
ტანსაცმელების მაღაზიაში შევედი. დაბამბული ქურთუკი და თბილი ყურებიანი ქუდი
შევარჩიე, ოცდასამი მანეთი გადავიხადე და იქვე კაბინაში გამოვიცვალე. ქურქი
დავკეცე და წვრილი თოკით შევკარი, მერე სამ მანეთად უბრალო ჩანთა ვიყიდე და
შიგ ჩავდე. ვიცოდი, კარგ ფასში გავყიდდი.
42
ის მწვანე, წებოვანი მასა დროდადრო ფერს იცვლიდა, რძესავით თეთრდებოდა,
მაგრამ უფრო ხშირად ბნელოდა და არაფერი ჩანდა. ათასში ერთხელ თეთრი ან
შავი, უფორმო, გაუგებარი ლაქები გამოჩნდებოდნენ და ირგვლივ მივლიდნენ. ხან
დამშორდებოდნენ, ხანაც მიახლოვდებოდნენ. აი, ასეთი ბუნდოვანი, უაზრო სურათები
შემიძლია, მოვახერხო და გავიხსენო. არც ხმაური, არც სუნი, არც გემო, არც ტკივილი,
არც წუხილი, არც სიხარული, არანაირი შეგრძნება ან განცდა აღარ გამაჩნდა. ვიჯექი
უცნაური, ბლანტი, წებოვანი მასის ფსკერზე და იყო სიჩუმე და სიწყნარე და კიდევ
ათასჯერ სიჩუმე და სიწყნარე და მეტი სხვა არაფერი. მაგრამ ერთ დღეს ჩიტის
ჭიკჭიკმა გაარღვია ის ბლანტი, გაუგებარი მასა და ჩემამდე მოაღწია. ტანში
ჟრუანტელმა დამიარა და ვიგრძენი, ცნობიერება მიბრუნდებოდა. ის გაუგებარი მასა
ყვითელ ბურუსად გადაიქცა, მერე ის ბურუსი გაქრა და აღმოვაჩინე, რომ რკინის
საწოლზე ვიჯექი ფანჯარასთან, ფანჯარას გისოსები არ ჰქონდა, ღია იყო, ხეები და
ბილიკი ჩანდა. ხეებთან გრძელი სკამები იდგა. ნიავმა დაუბერა და ხმელი
ფოთლებისა და ბალახის სუნი მოიტანა. ჩემ წინ ასკილის ტოტზე ჭრელი ჩიტი იჯდა
და ჭიკჭიკებდა, მშვენიერ ხასიათზე იყო.
არ გაუგონია.
მერე ფანჯრის წინ საზიდარმა ჩაიარა. საზიდარში ორი ცხენი იყო შებმული,
კოფოზე გამხდარი ქალი იჯდა, ჩაცმულობით ისიც მონაზონს ჰგავდა.
— ნაწყენი ხარო? — მკითხა ისევ იმან, ასაკით სხვებზე უფროსი უნდა ყოფილიყო.
ცოტა ხნის შემდეგ სენაკის კარი ისევ გაიღო და ახლა სხვა მონაზონი გამოჩნდა,
თვალი შემავლო და ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა, — შემოიყვანეთო.
არ მახსოვს, როგორ გაჩნდა მის ხელში პატარა ხის ჯვარი. ის ჯვარი ტყავის
წვრილი თასმით ყელზე ჩამომკიდა და დამლოცა, სიცოცხლე და სიკეთე მისურვა,
მერე თავზე მაკოცა და მონაზვნებს უთხრა, — წაიყვანეთ და ღვთის მონა ტრიფონს
ჩააბარეთო.
— მიყვარხართ-მეთქი! — ვუთხარი.
— რა ჰქვიაო?
— არ ახსოვსო.
ხმა არ გავეცი.
— გაიგეო?
თავი დავაქნიე.
ასე თქვა, მაგრამ არ გამოჩნდა. რომ დაბნელდა, მე თვითონ გავედი ეზოში. მერე
გალობის ხმა შემომესმა, შენობას შემოვუარე და სამლოცველოში შევიხედე. ბერები
იატაკზე იყვნენ დაჩოქილები და ლოცულობდნენ. ტრიფონი თავისი ახოვნებით
გამოირჩეოდა. დავთვალე, სულ თხუთმეტნი იყვნენ, არავის შევუმჩნევივარ. უკან რომ
გამოვბრუნდი, წვიმა დაიწყო. ჩამოვჯექი ტალანში, შესასვლელთან, მრგვალ ქვაზე და
შვებით ამოვისუნთქე. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ჩემს ცნობიერებაზე ბურუსივით
შემოხვეული რაღაც ძალიან ცუდი, არ ვიცი, რა დავარქვა, რაღაც თარსი და
გაუგებარი, მშორდებოდა და ვთავისუფლდებოდი.
— მაშინ გიჟები ბლომად გვყავდა, პალატები სავსე იყო, ახლა სულ თერთმეტი
კაცია დარჩენილიო.
— ტბა-მეთქი?
— რომელი ტბაო?
— თეთრი ტბა-მეთქი.
— ეს ყაზახეთიაო, ძმაო.
— დარწმუნებული ხარ-მეთქი?
ჩავიცვი.
— მშია-მეთქი, — ვუთხარი.
— სად წავიდნენ-მეთქი?
— ჯანდაბაშიო!
— ხუმრობ-მეთქი?
— რას ამბობ-მეთქი?
— რუსები აქ ყაზახებზე მეტი ვართ, ასე რომ, პრობლემები არა გვაქვს, მაგრამ
გინდა რუსი იყავი, გინდა ყაზახი, საჭმელია საჭირო. ადრე ყველაფერს კომუნისტები
გეგმავდნენ და წყვეტდნენ, კერძო საკუთრება აკრძალული იყო. ახლა ყველაფერი
შეიცვალა, თავისუფლები ხართ, რაც გინდა, ის აკეთეთო, მაგრამ რა უნდა გააკეთოს
კაცმა, არასოდეს თავისი ჭკუა არაფერში რომ არ დასჭირვებია, გარდა იმისა, რომ
ეცუღლუტა? სანამ ახალი წესებით ცხოვრებას ისწავლიან და გამოცდილება
დაგროვდება, ბევრი კუჭი გახმება შიმშილით და ბევრი ცრემლი დაიღვრებაო.
— რატომ-მეთქი?
— მე ქართველი ვარ-მეთქი.
— არა მგონიაო.
გამიკვირდა, — რატომ-მეთქი?
— წავიკითხეო.
— სად წაიკითხე-მეთქი?
— ძალიან ბუნდოვნად-მეთქი.
— კიდევ რა გახსოვსო?
— რატომ-მეთქი?
— რომ ისწავლოო.
არაფერი არ ვთქვი.
— გაიგეო?
— გავიგე-მეთქი.
43
იმ საღამოს შევიტყვე, რომ თავშესაფრის შენობა, სადაც ჩემი ცხოვრების
მესამედზე მეტი გავატარე, მეფის დროს პოლიციის ყაზარმა ყოფილა. რევოლუციის
შემდეგ შენობაში ჯერ ადგილობრივი საბჭო განუთავსებიათ, მერე უპატრონო ბავშვთა
სახლი. დიდი ხნის წინ, ომამდე, ის ბავშვთა სახლი ქალაქში გადაუტანიათ. იქ მარტო
ერთი, უკვე ზრდასრული, სულით ავადმყოფი ახალგაზრდა დარჩენილა, მონაზვნებს
ის ეცოდებოდათ და უვლიდნენ. მერე საიდანღაც მეორე სულით ავადმყოფი
გამოჩენილა და იქ ჩასახლებულა. იმასაც მონაზვნები უვლიდნენ. მერე ვიღაცას
მახლობელი სოფლიდან მესამე ავადმყოფი მოუყვანია და ასე, თანდათან, ის შენობა
უპატრონო სულით ავადმყოფთა თავშესაფრად გადაქცეულა. მთავრობას
ავადმყოფების შესანახად თანხები გამოუყვია და ექიმები გამოუგზავნია. მაგრამ
საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, იმის მერე რეგიონის ახალმა ხელისუფლებამ
დაფინანსება შეწყვიტა და შენობა საეპისკოპოსოს გადასცა. ეპისკოპოსს უთქვამს, —
ავადმყოფებს როგორმე ვაჭმევთ და მოვუვლით, მაგრამ ექიმებისათვის ფული, აბა,
საიდან უნდა მოვიტანოთო? — ბერები წუხდნენ, — ჩვენ კი ვუვლით, ცდას არ
ვაკლებთ, მაგრამ ექიმების გარეშე ძნელია, ავადმყოფებს უჭირთ, ცუდად რომ
ხდებიან, არ ვიცით, რა ვუყოთ, მარტო ლოცვა არა შველითო.
— კარგად-მეთქი.
იმ ღამით მამაჩემი დამესიზმრა, შავი ჩოხა და ტყავის ჩექმები ეცვა. თავზე ბოხოხი
ეხურა, წელზე ვერცხლის ქამარი ერტყა და ზედ ვერცხლის ხანჯალი ეკიდა. ძლივს
ვიცანი, — მე გარდავიცვალეო, — მითხრა, — იქნებ დედაშენი იპოვო და ჩემ გვერდით
დამარხოო. — ძალიან ცხადი სიზმარი იყო. რომ გამოვიღვიძე, მისი ახალი ჩექმების
სუნი კიდევ მცემდა.
44
საღამო ხანს პატარა ქალაქის ახლოს ნავსადგურში შევედით. ამით მორჩა, გემი
გზას აღარ აგრძელებდა, უკან უნდა გაბრუნებულიყო. ყველაზე გვიან გადავედი
ნაპირზე და ნელი ნაბიჯით ავუყევი აღმართს. დანარჩენებმა გამასწრეს და მაღლა
რომ ავედი, უკვე შორს იყვნენ. ბნელდებოდა, ქალაქამდე რომ მივაღწიე. უფრო დიდი
სოფელი ეთქმოდა, ვიდრე ქალაქი, ასფალტი მარტო ცენტრში ეგო. იქ ძველი
ეკლესიის გუმბათიდან ყვავების ჩხავილი ისმოდა.
მეც მივედი.
— არა-მეთქი.
კაცი რომ წავიდა, ისევ სკამზე დავჯექი და საშინელი სურვილი გამიჩნდა, მენახა
ის ტაგანროგელი კაზაკი.
— ერთი შევხედო, როგორ გამოიყურება ეგ ნაბოზვარი-მეთქი. — რაში
მჭირდებოდა მისი ნახვა, ვერ ვიტყოდი, მაგრამ უნდა მენახა, ისე იქიდან ვერ
წავიდოდი. ამასობაში, საბოლოოდ ჩამობნელდა და იმ ახალი სახლის ფანჯრებში
სინათლე აინთო.
ის იყო ჩავთვლიმე, ნაბიჯების ხმა შემომესმა, ავწიე თავი და ჩემი ნაცნობი მოხუცი
კაცი დავინახე, უკან ბრუნდებოდა. საყელო მოღეღილი ჰქონდა, ქუდი გვერდზე
მოჰქცეოდა, ნასვამი იყო.
— ხომ შეიძლება-მეთქი?
— დიდი მადლობა-მეთქი.
ისევ გაიღიმა და ჭიშკარში შევიდა. ცოტა ხნის მერე უკან დაბრუნდა და ძველი
საბანი მომიტანა, — შემოიხვიეთ და გათბებითო. — მადლობა გადავუხადე. — თქვენი
იყოს, გჩუქნითო. — ისევ მადლობა გადავუხადე. რომ წავიდა, დავფიქრდი, — ნეტა,
მთელი ცხოვრების მანძილზე რამდენჯერ მექნება მადლობა ნათქვამი-მეთქი? — ისე,
ჩემთვისაც ბევრჯერ უთქვამთ მადლობა ათასი წვრილმანის გამო, მაგრამ ვისგანაც
მართლა მადლობას ვიმსახურებდი, ქუჩის გადაღმა, სამსართულიან სახლში
ხვრინავდა და ჩემი არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. რომ მივსულიყავი და
მეთქვა, — მე ვარ ის კაცი, ვისი წყალობითაც შენ ასეთ ბედს ეწიე-მეთქი, — ალბათ
ცოცხალს არ დამტოვებდა. ის ღმერთის მადლობელი იყო და ამაში ვერ
შეედავებოდი. აბა, მე, ერთი საცოდავი მაწანწალა, რაში ვჭირდებოდი? ჩემთან
არაფერი საქმე არ ჰქონდა.
წინა ღამით მანუშაკა დამესიზმრა, წითელი კაბა ეცვა და ლოყაზე ხალი ჰქონდა
მიხატული, როგორც მაშინ, ციხეში რომ მოვიდა გამოპრანჭული ჩემს სანახავად. მე
ბებერი და უკბილო ვიყავი და მრცხვენოდა. ძალიან ბევრი წელი იყო გასული იმის
მერე, რაც მანუშაკა არ დამსიზმრებია და იმ დილით გუნება ისე სწრაფად რომ
გამომიკეთდა, შეიძლება, სულაც იმ სიზმრის ბრალი იყო.
45
დიდი ხანი იყო გასული იმის მერე, რაც იმდენი ქართველი ერთად არ მენახა.
დაბეჩავებულად გამოიყურებოდნენ. უმრავლესობის გამოხედვაში დაბნეულობა და
გულგატეხილობა იკითხებოდა. სილაღე და ხალისიანობა აღარ ეტყობოდათ.
თითქოს არ ჰგავდნენ იმ ქართველებს, მე რომ მახსოვდა.
ერთი ორმოცი წლის კაცი შევარჩიე, ყელზე მსხვილი ოქროს ძეწკვი ეკიდა.
მივედი და თავი მდაბლად დავუკარი, — იქნებ ბილეთის ფული მასესხოთ, თან თქვენი
მისამართი ჩამაწერინეთ, არ ვიცი, როდის, მაგრამ დარწმუნებული იყავით,
აუცილებლად დაგიბრუნებთ-მეთქი.
— ყოფილი პატიმარი ვარ და ახლა, ძალიან ბევრი წლის მერე, უკან ვბრუნდები-
მეთქი. — ამ ყველაფრის ქართულად თქმა გამიჭირდა, ტუჩები არ
მემორჩილებოდნენ. იმას ვითომ არ ესმოდა, ჩემ იქით, დარბაზის ბოლოსაკენ
იყურებოდა.
დავანებე თავი.
ჩემ გვერდით ახალგაზრდა კაცი იდგა, შავი სათვალე ეკეთა, რომ შემობრუნდა,
შეჩერდა, — მართლა თბილისში აპირებ წასვლასო? — მკითხა.
მოვიხედე.
— საჭმელი გინდაო?
— არ ვიტყოდი უარს-მეთქი.
— ეგ კიდევ საკითხავიაო.
მეც ავიღე.
— შოსტაკოვიჩი-მეთქი.
ვუთხარი, — ცამეტი წელი გათიშული ვიყავი, ერთი წელიც არაა, რაც ცნობიერება
დამიბრუნდა და ამიტომ ბევრი რამე არ ვიცი და ახლა თანდათან ვიგებ-მეთქი.
— არავინ-მეთქი.
დავუქნიე თავი.
რამდენიმე წამი ჩუმად იყო, მერე სახეზე გაოცება გამოეხატა, — შენ ის ჯუდე
ხარო, კაცოო?
— ხო, მე ვარ-მეთქი.
— ვააო?! — კიდევ დააპირა რაღაცის თქმა, მაგრამ ვერ თქვა, ენა დაება, ხელი
გამომიწოდა და მაგრად ჩამომართვა.
46
— ვიცი-მეთქი.
— ოცი კილო ოქრო მართლა გქონდაო?
— მანუშაკა იმ ამბების მერე ერთი ხანობა სულ მთვრალი დაბანცალებდა, ხან ვინ
დაათრევდა და ხან ვინ, ძალიან იაფიანი ბოზი იყო. არ დაგიმალავ და მთელი ერთი
კვირა აქ, ჩემთან ეძინა. სკოლის კიბეებთან ვნახე, მაგარი ნაცემი იყო, შემეცოდა და
წამოვიყვანე. ბოლოს რომ მოშუშდა და სილურჯეებმა გაუარა, შევთავაზე, თუ გინდა,
დარჩი და იცხოვრე-მეთქი. მაგრამ არ დარჩა, წავიდა და ლეილასა და ჯიგაროს
შეეკედლა, იმათთან კარგა ხანს იყო, ბავშვი რომ გააჩინა, მერე დასცხეს ერთმანეთს.
მიზეზი ის იყო, რომ ლეილამ და ჯიგარომ თურმე ბავშვის გაყიდვა მოინდომეს,
კლიენტიც ჰყოლიათ, მაგრამ მანუშაკას არ უქნია. მაშინ ადგნენ და ვალი დაადეს, —
რომ შეგიფარეთ, გაჭმევდით, წამლების ფულს გიხდიდით, ახლა კეთილი ინებე და
რაც დავხარჯეთ, დაგვიბრუნეო. — მანეთში ალბათ ათი მანეთი დაუთვალეს.
საცოდავი მანუშაკა რისი დამბრუნებელი იყო! ბოლოს მოილაპარაკეს და
შეთანხმდნენ, რომ ერთ ბებერ აზერბაიჯანელს მიათხოვებდნენ, ანუ სინამდვილეში
მიჰყიდდნენ ბავშვთან ერთად. ის აზერბაიჯანელი სადღაც თბილისთან ახლოს,
სოფელში ცხოვრობდა. იქ მანუშაკა და ბავშვი მიშა ნერსესოვის მანქანით ჩაიყვანეს.
ამის შესახებ თვითონ მიშა ნერსესოვი ჰყვებოდა, — საქმრო არც ისეთი ბებერი
გამოდგა, მშვენივრად გამოიყურებოდა, ლეილას და ჯიგაროს ექვსასი მანეთი
ჩაუთვალა და წამოვედითო.
ტახტისაკენ გაიშვირა ხელი. — აი, ეს ტახტი შენი იყოს, მე ახლა იქით ოთახში
ვიძინებ, ბებიაჩემის საწოლშიო.
დამიქნია თავი.
— ტროკადერო ცოცხალია-მეთქი?
47
ჩემ შესახებ ბევრი რამე ჰქონდათ გაგებული. ის ამბები, მათ თვალში ღირსებას
მმატებდა, მაგრამ გადაჭრით რომ გამოვაცხადე, — არც ჯარისკაცი მომიკლავს და
არც სხვა არავინ, არც ის ოცი კილოგრამი ოქრო გამიტაცებია-მეთქი, — გაუკვირდათ
და არ მოეწონათ. მარტო ის, რომ თურმე ტყუილად დამდევდნენ, გამიმართლა და
გადავრჩი, ეცოტავებოდათ. უნდოდათ, ჩემი სახით კრიმინალურ გმირთან ჰქონოდათ
საქმე და გული დასწყდათ. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას
იფიქრებდნენ, არაფრის მოყოლას არ ვაპირებდი, არც ახსნას. შეკითხვებზე ისე
ვპასუხობდი, როგორც საჭიროდ ვთვლიდი, ეს იყო სულ.
ვუთხარი.
— როდის დაბრუნდები-მეთქი?
— რატომ მეკითხებიო?
— მე რა შუაში ვარო?
სუფრა ავალაგე, ჭიქები გავრეცხე და ნაგავი ეზოში, ნაგვის ყუთში ჩავყარე. მერე
ქუჩაში გავედი და მოედნისაკენ დავეშვი. სწრაფად მივაბიჯებდი, ათი წუთის შემდეგ
გავცდი ბაღს, შესახვევში შევუხვიე და მანუშაკას სახლს მივადექი.
— რა ქენი-მეთქი?
— წავედით-მეთქი.
გამიკვირდა, — მართლა-მეთქი?
— ხო კარგი სიკვდილიაო?
— სხვა რა გინდაო?
— რაში გჭირდებაო?
— შენ გეუბნებიო.
— ძალიან მინდა, რომ ვნახო, სულ ესაა. იყავი კეთილი, აჰა, გამომართვი-მეთქი.
— ხაიმა შენ უარს არ გეტყვის, ფული იმდენი აქვს, არ იცის, სად წაიღოს.
გვასესხოს და ნაწილ-ნაწილ გავისტუმრებთო.
— ხაიმა დაივიწყე-მეთქი.
— ეგრეა-მეთქი.
— ვიცი-მეთქი.
— რკინის პატარა სკამი ცეპიონასა აქვს, მოგცემს. აი, მაგიდა უნდა იშოვოო.
— გენატრებოდი-მეთქი?
გაეცინა, — არაო.
— არც მე-მეთქი.
რაც შეეხება იმ რუსს, იმის საქმე ცუდად წავიდა. შენ თურმე დაბამბული ქურთუკი
დაგრჩა საკანში. ის რომ დაიჭირეს, ხალათის ამარა იყო, ქურთუკი არ ეცვა, — რა
უყავიო? — რომ ჰკითხეს, — მომპარესო, — უთქვამს, მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე და
ისიც ფეხებით დაკიდეს. არ გატყდა, — იმ ღამით ეგ თვალითაც არ მინახავს და
ქურთუკს როგორ მივცემდიო. — მაგრამ არ გაუვიდა. გაქცევაში ხელის შეწყობისათვის
დასდეს ბრალი, გაასამართლეს და სამი წელი დაუმატეს. ასე რომ, შენთან
მეგობრობა იმას ჩემზე ძვირი დაუჯდაო.
იმ რუსის სახე დამიდგა თვალწინ და გამიფუჭდა გუნება. — ძალიან ვწუხვარ-
მეთქი.
ის დღე ისე გავიდა, ერთი შეკვეთაც არ მიმიღია, მშიოდა და ცუდ ხასიათზე ვიყავი.
— რამდენი შეგიძლიათ-მეთქი?
— ორი ლარიო.
— აბა, საქმეო?
დაფიქრდა.
— თანახმა ვარო.
— ვინ ოხერია-მეთქი?
არ მესიამოვნა, — მართლა-მეთქი?
— არ ვიცი-მეთქი.
— რამდენად-მეთქი?
— ორმოც ლარადო.
— რა ამბავია-მეთქი?!
— ოცდათხუთმეტი იყოსო.
— ოცდაათი-მეთქი.
— თანახმა ვარო.
— კარგი-მეთქი.
— საღამოს მოგიტანო.
— მოგეწონებაო.
— სად იყავი-მეთქი?
— სად გაიცანი-მეთქი?
მერე ხმაურზე თავი მიაბრუნა. მოედნის კუთხეში ასე ოცი-ოცდაორი წლის ბიჭები
გამოჩნდნენ, იგინებოდნენ და დაძაბული სახეებით ერთმანეთში რაღაცას დაობდნენ.
— მე გახსოვართ-მეთქი?
— როგორ მიცანით-მეთქი?
— აჰა-მეთქი, — და გავუღიმე.
— არა მგონია-მეთქი.
— გაუხარდებაო.
— იქ ცხოვრობს-მეთქი?
ეზოში სახლის ერთ მხარეს საქათმე და დიდი ბოსელი იდგა, მეორე მხარეს —
ფიცრებითა და მორებით შეკრული ფიცრული. ფიცრულის წინ პატარა გოგონა და
კავკასიური ნაგაზის ლეკვი მიწაზე კოტრიალობდნენ. იქვე ინდაურები და ქათმები
ბალახს წიწკნიდნენ. რატომღაც ცას ავხედე. ცა გვიანი შემოდგომის თეთრი
ღრუბლებით იყო სავსე.
ქალმა ბავშვს ხელი უშვა და ჩემკენ წამოვიდა. რაც უფრო მიახლოვდებოდა, მით
უფრო ვრწმუნდებოდი, ის იყო, არ მეშლებოდა. ჭრელი თავსაფარი ეხურა,
ნაცრისფერი ფლანელის კაბა და რეზინის დახეული ბოტები ეცვა. სახე ნაოჭებით
ჰქონდა დაღარული. ბოლო ნაბიჯები შეანელა, გაჩერდა ჩემ წინ და ერთმანეთს
თვალებში ჩავხედეთ. მზით გარუჯული სახე გაუფითრდა და თვალები აუელამდა.
მიცნო. — ღმერთო ჩემო, ეს შენა ხარო?! — წინ კბილები აკლდა.
თავი დავუქნიე.
— დიდი მადლობა-მეთქი.
— იმ ოქროს გამოო.
ლოდინში გაიარა ორმა წელმა და ბოლოს, ისრაელში წასვლის წინ რომ ვნახე,
ხაიმამ მითხრა, — იმედი დავკარგე, არა მგონია, რომ ეგ როდისმე გამოჩნდესო.
— რა უთხარი-მეთქი?
კაცმა ღეჩოზე კარი შეაღო და სახლში შევიდა. ცოტა ხნის შემდეგ უკან დაბრუნდა,
თან ორი ქალი მოჰყვებოდა, უფრო მაღალმა ქალმა მანუშაკას რაღაც დაუძახა,
მანუშაკამ უპასუხა. კაცს მანუშაკას პასუხი ახლაც არ მოეწონა, გაბრაზდა და აყვირდა.
მანუშაკა სერიოზული სახით უსმენდა, ხმა აღარ ამოუღია. მერე სამივენი ტრაქტორზე
ავიდნენ და წავიდნენ.
— სურენა ცოცხალია-მეთქი?
— ვიცი-მეთქი.
— რა მოხდა-მეთქი?
— ხოო.
— ეგ როდის მოხდა-მეთქი?
დავუქნიე თავი.
— რამდენჯერ შეხვდი-მეთქი?
გული დამიმძიმდა.
რა უნდა მეთქვა?
— ვიცი-მეთქი.
— მაგრამ მაინც შემეცოდაო.
— რას საქმიანობო?
ესიამოვნა.
გამეცინა.
— მართლაო? — შეწუხდა.
— აბა, შენ რა, გჯერა, რომ მართლა მე დავბრიდე კუკიაზე ის ორი ნაბიჭვარი-
მეთქი?
— რატომო?
— აბა, რა ვუყოო?
ასე ერთი საათის შემდეგ თამაზა გამოჩნდა, თავი ბინტით ჰქონდა შეხვეული.
შეწუხებული იყო, მეზობელს უთქვამს, — ჩვენს უბანში დასარიგებელი პენსიები
ფოსტალიონმა რესტორან „ქალაქურში“ დაამღერა ხალხური საკრავების
თანხლებით, ასე რომ, ამ თვეში პენსიის იმედი არ გქონდესო.
— მანუშაკა ვნახე-მეთქი.
— სადო?
ვუთხარი.
— ვინ მიგასწავლაო?
ესეც ვუთხარი.
— როგორ არისო?
— არა უშავს-მეთქი.
ცერად გავხედე.
ამ დროს ასე ოცდახუთი წლის ბიჭი დამადგა თავზე. კარგად ეცვა. შავი სათვალე
ეკეთა, ხმის ამოღებას არ ჩქარობდა, ტუჩებზე ზიზღი ეხატა. პიჯაკის კალთა გადასწია
და ქამარში გარჭობილი პისტოლეტის ტარი გამოაჩინა.
ვკარი ხელი და ფეხი მაგიდიდან ჩამოვაღებინე. შეცბა, მერე სცადა, კიდევ უფრო
მკაცრი გამომეტყველება მიეღო და კბილები გაახრჭიალა. გამეცინა. ამოიღო
პისტოლეტი, გადატენა და დამიმიზნა, — აბა, წამოდექი, დახარე თავი და ამ ტრაკის
თამაშის გამო ბოდიში მომიხადე, თორემ მიგაცხრილავო.
— ეგ სად არის-მეთქი?
მეორე დილით ჯერ კიდევ ბნელოდა, თამაზამ რომ გამაღვიძა. თავი ისევ
შეხვეული ჰქონდა და სტკიოდა. ჩალურჯებული, ბრუტიანი თვალი თითქმის არ
უჩანდა. მაინცდამაინც სასიამოვნო სანახავი არ იყო, არ მინდოდა წამოყვანა, მაგრამ
დაიჯინა, — ეგ ყველაფერი მეც მეხება, რაც შენ აქ საქმიანობ, საჭმლის პრობლემა
აღარა მაქვსო. — არ დამიჯერა, არ დარჩა და ათი საათისათვის ორივემ სახანძროს
შენობისაკენ გავწიეთ.
შენობის წინ ექვსი მანქანა იდგა. ერთი ის ლურჯი „ბეემვე“ იყო, ციფრები 767 ისევ
თვალში მომხვდა. ავიარეთ კიბე და მოსაცდელ ოთახში შევედით. ოთახი საკმაოდ
დიდი იყო და პლანის მძაფრი სუნი იდგა. მაგიდასთან ახალგაზრდა კაცი იჯდა,
მკლავზე მორიგის ნიშანი ეკეთა. ტელეფონის გვერდით მოკლე „კალაშნიკოვი“ იდო.
იქ, ოთახში, ხუთი კაცი დაგვხვდა. ასაკით მათ შორის ყველაზე უფროსი ასე
ოცდაათი წლის იქნებოდა. ბუდას ქანდაკებასთან იდგა, ჩვრით წმენდდა და თან
ეფერებოდა. ნარკოტიკებით ამღვრეული თვალები ჯერ თამაზას მიაშტერა, მერე მე,
მერე ისევ თამაზას. აღმოჩნდა, იცნობდა, უფრო სწორად, იცოდა, ვინც იყო, — ამ
უსაქმურს აქ რა უნდაო? — მის გვერდით სკამზე ხუჭუჭთმიანი კაცი იჯდა და იმას
ჰკითხა.
იმან მზერა დაძაბა, ისიც კაიფში იყო. — გაიგე, რა თქვაო? — შეუღრინა თამაზას,
— აქ რა გინდაო?
— ორმოცდაათი ლარი-მეთქი.
ამ დროს კარი გაიღო და ხანში შესული კაცი გამოჩნდა. სუფთად იყო გაპარსული
და ნამდვილი ტყავის, ყავისფერი ქურთუკი ეცვა. ხელში დიდი კონვერტი ეჭირა.
მისალმების მერე კონვერტი მაგიდისაკენ დაუდევრად ისროლა, — ეს მერიის ახალი
გადაწყვეტილებააო! — გამოაცხადა ხმამაღლა.
— არაფერსო.
სიჩუმე ჩამოვარდა.
მერე თამაზამ მითხრა, — ის ქერა მაგათი კილერია, სულ ცოტა თხუთმეტი კაცი
მაინცა ჰყავს მოკლულიო.
არ მესიამოვნა.
— ეგ ნებართვა რა ღირს-მეთქი?
მეც მოვაწერე.
— როგორ მოვიქცე-მეთქი?
— სულ ცოტა, სამი მოწმეა საჭირო, სასამართლო დაადასტურებს თქვენს
ვინაობას და ისევ ცოცხლებში ჩაგწერენო.
— სულ ცოტა სამი თვეო, — სქელი, ბუთხუზა ქალის წინ ვიჯექი საწერ
მაგიდასთან.
— მეჩქარება-მეთქი, — შევწუხდი.
— ავად ვიყავი-მეთქი.
— ბევრია-მეთქი.
51
— განახებთო.
ჭიშკართან ახლოს პატარა შენობა იდგა და ის უფროსი იქ დამხვდა, სუფთად
გაპარსული სახითა და საქმიანი გამომეტყველე-ბით.
— ვინა ხარო?
უბანში რომ ამოვედი, უკვე ბნელოდა. სახელოსნოს წინ თამაზა დავინახე, კუბიკზე
იჯდა, ფხიზელი იყო. დამაკვირდა და საღი თვალი მოჭუტა, — გაბრაზებული
მეჩვენებიო?!
იქ რომ მივედით, რკინის ჭიშკართან, ჯიხურის წინ რიგში სულ ცოტა ოცი კაცი
დაგვხვდა. ყველას ტროკადეროსთან უნდოდა შეხვედრა. ჯიხურში, ფანჯარასთან,
ახალგაზრდა კაცი იჯდა, იმასაც მთიელების აქცენტი ჰქონდა და ხაზგასმულად
ზრდილობიანი იყო. წინ დიდი რვეული ედო და გულმოდგინედ იწერდა შეხვედრის
მსურველების სახელებსა და გვარებს, ასაკს, პროფესიას, შეხვედრის მიზანს.
ჩვენი ჯერი რომ დადგა, ვუთხარი: — მინდა, ვნახო და ჩვენი საერთო მეგობრის
შესახებ ვესაუბრო. თხოვნით, იმ ჩვენი საერთო მეგობრის ტელეფონის ნომერსა
ვთხოვ, ეგ არის სულ, სხვა მე მაგისაგან არაფერი მინდა-მეთქი.
— არა, სამწუხაროდო.
— არა-მეთქი.
მეორე დღეს გამგეობაში მუშაობის უფლება მომცეს, თან ერთი თვის გადასახადი
წინასწარ გადამახდევინეს და სულ ხუთი ლარი დამრჩა.
— არაფერი-მეთქი.
ვალები რომ გავასწორე, იმ ფულიდან ასი ლარი კიდევ დამრჩა. ოცი ლარი
თამაზას ვაჩუქე. წავიდა, ითამაშა და წააგო. — ჩემი ხუთი ლარიც ზედ მივაყოლე, —
წუხდა, — ნეტა არ მოგეცა ის ფულიო.
დამიქნია თავი.
52
ამ დროს მანუშაკა დავინახე თავისი ჭრელი კაბით, ბავშვთან ერთად იდგა ქუჩის
გადაღმა, ტროტუარზე. სამუშაო იარაღები გვერდზე გადავდე და წამოვდექი.
ლოთებმა გზა მომცეს, მივედი და ორივენი გადავკოცნე. ბავშვი თითქოს ახლა უფრო
გამხდარი მომეჩვენა. ჩაიყო ძველი ქურთუკის ჯიბეში ხელი და ორი ცალი წაბლი
ამოიღო, — აი, ეს შენო, — გამომიწოდა. თაფლისფერი თვალები სითბოთი ჰქონდა
სავსე. მაშინ გამკრა აზრმა, რომ ისეთი ცხოვრების შედეგად, მანუშაკამ რომ გამოიარა,
არც გასაკვირი იყო და არც გამორიცხული, ეს ბავშვი, სინამდვილეში, იმ ლოთებიდან
რომელიმეს შვილიშვილი ყოფილიყო, ახლა რომ იდგნენ ჩემი სახელოსნოს წინ და
ჩვენკენ იყურებოდნენ.
გზის პირას გრანიტის დიდი ლოდები ეყარა. ერთ ლოდზე პიჯაკი დავაფინე და
დაჯდა. კაბა აიწია და შეშუპებული მუხლები დამანახა, — დიდხანს თუ ვიარე, მერე ასე
მემართებაო, — ეს თქვა და წითელმა პეპელამ შემოუფრინა ირგვლივ. ბავშვი
გახალისდა და პეპლას დაედევნა, ძალიან მოქნილი აღმოჩნდა, მოახერხა პეპელის
დაჭერა. — გაუშვი, ცოდვააო, — დაუძახა მანუშაკამ და იმანაც გაუშვა. ამ დროს
მანქანის ხმა მოისმა. ლურჯი „ბეემვე“ ტყიდან გამოვიდა, მინდორი გამოიარა და
აღმართს ამოუყვა. ნომერი მეცნო, 767, შორიდან კარგად იკითხებოდა. ამოვიდა,
ჩაგვიქროლა, მტვერი მოგვაყარა და დაღმართზე დაეშვა. საჭესთან ახლა სხვა
ახალგაზრდა იჯდა, სულ ერთი წამით შევასწარი თვალი, ქერა იყო და სახის მსხვილი
ნაკვთები ჰქონდა. მანქანა გაუყვა ეზოს კედელს, მერე გზა მარჯვნივ უხვევდა და
მეორე გორაკზე ადიოდა. გორაკზე თივის ზვინები იდგა, ცოტაც და, მანქანა თივის
ზვინების უკან გაუჩინარდა.
— თარსიაო.
— არ იპარებიან-მეთქი?
— სად-მეთქი?
— შენობის უკანო.
ჩაიჩოქა, სკამის ძირში, მიწაზე ჩხირით ხაზები გაავლო. უბიდან თეთრი კენჭები
ამოიღო, იმ ხაზებზე დაალაგა და ძალიან უბრალო და მოსაწყენი თამაში მასწავლა.
ათი ხელი ვითამაშეთ და ხუთჯერ განგებ მომაგებინა, ცდილობდა, ჩემთვის
ესიამოვნებინა. მერე, როდესაც სანიტრებმა გაუქმებულ შადრევანთან ავადმყოფების
მოგროვება დაიწყეს, თამაში შევწყვიტეთ და ავადმყოფები დავთვალეთ. სულ ოცნი
იყვნენ. სანიტრებმა დაამწკრივეს და შენობისაკენ ჯოხების რტყმევით გარეკეს. სურენა
ბოლოში მიჩანჩალებდა.
— კიო.
53
— ერთ დროს მაგისი და ჩემი საცოლე იყო, ახლა ვინაა, ზუსტი პასუხი არა მაქვს,
არ ვიცი-მეთქი.
— ეგ სომეხია, არა?
დავუქნიე თავი.
— საინტერესო გიჟია, ამას წინათ ექიმს უთხრა, ღმერთი როცა ქართველებს
აჩენდა, ცუდ ხასიათზე იყო, იმიტომაც ზიხართ მძღნერშიო.
— ნუ ბოდავო.
— გეუბნებიო.
— არაო.
— ეგ გუშინ იყო ჯუდე, ახლა სულ სხვა ვინმეა, უფრო საცოდავი და საზიზღარიო.
— ხელები გიკანკალებსო.
ცეპიონა რომ წავიდა, ცოტა ხნის შემდეგ თამაზა გამოჩნდა, მთვრალი იყო, ხელში
დაკუჭული გაზეთი ეჭირა. გაჩერდა ჩემ წინ, ის დაკუჭული გაზეთი მაგიდაზე დააგდო,
გატრიალდა, კუბიკზე ჩამოჯდა და საღი თვალით მომაშტერდა. შეწუხებული მეჩვენა.
— რა მოხდა-მეთქი?
თავით გაზეთზე მანიშნა, — ნახეო.
— გეწყინა-მეთქი? — ვკითხე.
— ჩვენს თაობაში სულ უფრო ცოტა რჩება ისეთი ხალხი, მთვარეზე რომ ჯვამდნენ
და პატივისცემას იმსახურებდნენ, ნამდვილ პატივისცემას. მით უმეტეს, რომ ბევრნი
არც არასოდეს ყოფილანო.
— სად დაიტვირთე-მეთქი?
იმან მელოტ თავზე ხელი მოისვა და ბრუტიანი თვალი მოჭუტა, — მესმის შენიო.
მოკლედ, ისე იყო თუ ასე, როგორც თურმე ძველ რომში იტყოდნენ ასეთ დროს,
ტროკადერომ გაასწორა ანგარიში ცხოვრებასთან და გასვენების დღეს ქაშუეთის
ეკლესიის ეზო და მიმდებარე ქუჩები ხალხით გაიჭედა.
თამაზამ მხრები აიჩეჩა, — არ ვიციო. — მერე ქალი იცნო. — შენ ლიდა არა
ხარო? — თან დააზუსტა, — აი, ის, „ასრულებს ლიდაო“.
ქალმა თავი დაუქნია, — ის ვარო.
მოვიდა და ჩემ წინ კუბიკზე დაჯდა, ხელში სიგარეტი ეჭირა, შუბლი ორ ადგილას
ტყვიით ჰქონდა გახვრეტილი. მე საქმიანობას თავი დავანებე და მივესალმე. არ
მიპასუხა, მიყურებდა და თან ეწეოდა, პირიდან ბოლს რომ უშვებდა, იმ
ნატყვიარებიდანაც ბოლი გამოდიოდა.
— რა გინდა-მეთქი? — ვკითხე.
— ხალხის მომერიდა, ხომ იცი, ბევრს ჰგონია, რომ რაფიკა მაგან დააბრედინა,
ჰოდა, იქ რომ დამინახავდნენ, რას იტყოდნენო?
იმან მოსვა.
— რას იტყვიო?
— კარგიაო.
54
მერე ისე გავიდა მთელი კვირა, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა,
დღეები ერთმანეთისაგან თითქმის არ გაირჩეოდნენ. სამშბათ საღამოს თამაზამ
ჯღანებით სავსე ტომარა მოიტანა და ჩემ უკან, კუთხეში მიაყუდა კედელზე. სახელოთი
შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და ხუთი ლარი მთხოვა, — ქუდს ვიყიდიო. — თავის
მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებდა, კვირის განმავლობაში ერთი კი არა,
ჯღანებით სავსე ორი ტომარა მოჰქონდა და ხანდახან წვრილ ფულს თუ მთხოვდა,
ვაძლევდი, ვთვლიდი, რომ იმსახურებდა.
ის რომ წავიდა, ასე ათი წუთის მერე დავინახე, ქუჩის კუთხიდან შავმა
„მერსედესმა“ შემოუხვია, უკან შავი იაპონური ჯიპი მოჰყვებოდა. მოედანს წრე
დაარტყეს და ჩემ პირდაპირ, კუბიკის იქით გაჩერდნენ.
— ასეა-მეთქი.
— როდის ჩამოხვედი-მეთქი?
— გუშინ საღამოსო.
— ცოლი გყავს-მეთქი?
— ბავშვები?
— ნახე?
— კი, ვნახე-მეთქი.
— როგორ არისო?
გამეცინა, უფრო სწორად, გავიჯღანე. ეგ იყო ჩემი პასუხი, რა უნდა მეთქვა?
მოვუყევი.
თვითონ გაიხსენა: ათი წლის წინ ამერიკაში მეგობრებმა მითხრეს, ერთი ძალიან
მდიდარი ბერძენი უნდა გაგაცნოთო, ის მდიდარი ბერძენი შენი მეგობარი ქართველი
ექიმი გამოდგა, შევხედე თუ არა, მაშინვე ვიცანი. გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ იმ
ყინულებს დააღწიე თავი. — ხო, მაგრამ მერე გაქრა, ალბათ იმ ოქროს გამო
დაბრიდეს-მეთქი, — რასაც ვფიქრობდი, ის ვუთხარი და იცი, რა მიპასუხა? — ეგ თუ
მაშინ გადარჩა, არის შანსი, კიდევ რომ გამოჩნდესო, თუ მართლა ასე მოხდება და
როდისმე ნახავ, ჩემგან მოკითხვა გადაეცი, უთხარი, რომ ტაშს ვუკრავ, ბრავოო.
თანაგრძნობით გამიღიმა.
ბოლოს თბილისში ჩამოსვლა და მანუშაკასთან შეხვედრა გავიხსენე. — მერე შენი
ნახვა გადავწყვიტე და შენი ნათესავი ქალი გავიცანი. ჩემი სახელი და გვარი
ფურცელზე დავუწერე და დავუტოვე, თუ დარეკავდი, უნდა ეთქვა, რომ გეძებდი-
მეთქი. — როგორ დამთავრდა ის შეხვედრა, არ მოვუყევი, გამოვტოვე,
შუბლი შეჭმუხნა, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს. ყავა მოსვა, ჭიქა დადგა
მაგიდაზე და ამ დროს ისევ ტელეფონმა დარეკა. დახედა ნომერს, ერთი წამით
თითქოს შეყოყმანდა და მერე უპასუხა, — გისმენო... ვიცი... შენი ზარი ხუთჯერ
შემოვიდაო... კი, ჩამოვიტანეო. — ტელეფონი გამორთო და მითხრა, — რომანოზა
და ტოლიკა მელოდებიან, შენც წამოდი, დარწმუნებული ვარ, შენი ნახვა
გაუხარდებათო.
მაშინ, ბამბუკის ტროსტი რომ ეჭირა, ისევ იმან გააგრძელა, — ამბობს, რომ
ყველაფერი ტროკადეროს უკანონო ქალიშვილს ეკუთვნის, ხოლო ჩვენ, კანონიერ
ნათესავებს — არაფერი. შენ ეს ნორმალურად მიგაჩნია?
— მე მაქვს.
— ტროკადერომ გამომიგზავნა.
— როდის?
დაიძაბნენ.
სიჩუმე ჩამოვარდა.
— ძალიან სასიამოვნოა-მეთქი.
შენობაში რომ შევედით, ტერეზას ბიჭი წინ გაგვიძღვა. ოთხი ოთახი გავიარეთ,
ყველგან ძველებური ავეჯი ელაგა და უზარმაზარი ბროლის ჭაღები ეკიდა. დაბლა,
იატაკზე, ზოგან წითელი მარმარილო იყო დაგებული, ზოგან — პარკეტი. მერე
კულუარს გავუყევით და აივანზე გავედით. კაკლის ხის მაგიდასთან სამი კაცი
დაგვხვდა, ტყავის სავარძლებში იყვნენ ჩაფლულები. აივანი სამი მხრიდან მინის
კედლებით იყო შემოსაზღვრული, სახურავიც მინის ჰქონდა და ზედ ფოლადისფერი
მტრედები მძიმედ დაგოგავდნენ. როგორც მერე გავიგე, მინა ტყვიაგაუმტარი იყო,
ეზოს მხარეს დატანებული კარიდან რკინის კიბე საცურაო აუზისაკენ ეშვებოდა.
— ფრთხილად იყავით.
— რას იზამ, პირველი არ არის და იმედი მაქვს, რომ არც უკანასკნელი იქნებაო,
— თქვა ტოლიკამ ჩაფიქრებული სახით.
რომანოზამ ზარი დარეკა, მსახური იხმო და დაავალა, — დაცვის უფროსს
დაუკავშირდი და გადაეცი, სასწრაფოდ მოვიდეს, ველოდებითო.
ტროკადერო არ ჩანდა.
— ჩართეთო.
ტოლიკამ ამოიოხრა.
— რა არისო?
— გასაგებიაო.
— ასე მგონია.
მძღოლი ასე ოცდახუთი წლის კაცი იყო. შავი პიჯაკი და თეთრი ხალათი ეცვა.
— როგორა ხარო?
— რა ფული-მეთქი?
გაბრაზდა: — ექვსი ათასი დოლარი, ქიტიას დუქანი ხომ უნდა აღვადგინოთ, ხომ
მოვილაპარაკეთო?
— არ ვიცი-მეთქი.
— ხომ სთხოვო?
— არა მგონია-მეთქი.
— რატომო?
55
— როგორა ხარო?
— ჩემი კუბიკია, მე ავაშენე, რასაც მინდა, იმას ვუზამ, თქვენ ვინ გეკითხებათო.
— ასი დოლარიო.
— არა-მეთქი.
— საინტერესოდო.
— მიაკვლიეს რამეს-მეთქი?
— ვის მიაკვლიე-მეთქი?
— ტროკადეროს მკვლელსო.
— თითქმისო.
— ვინ არის-მეთქი?
— მე ვიცნობ-მეთქი?
— კი, იცნობო.
— როდის ამთავრებო?
— სად მელოდება-მეთქი?
— აქვე ახლოსო.
ჩავჯექი.
ვიწრო ქუჩებით ვიარეთ და ცოტა ხნის შემდეგ ხის ჭიშკარს მივადექით. ეზოში
ერთსართულიანი აგურის სახლი იდგა, ის სახლი ოდესღაც მექუდე ნესტორას
ეკუთვნოდა. იმ სახლის სარდაფში ნახა კასუმა მამედოვმა ცხადში თუ სიზმარში,
როგორ დაწვა ხაიმამ დოლარების დასტების უზარმაზარი გროვა. ეზოში დაცვის
თანამშრომელი დამხვდა და სახლისაკენ მანიშნა, — მიბრძანდითო. — ავიარე
საფეხურები და კარი შევაღე. ოთახები და სამზარეულო მოვიარე. ნათურები არსად
არ ეკიდა, იქაურობა ფანჯრებიდან შემოსული მთვარის მოლურჯო შუქით იყო
განათებული. პატარა ტაბურეტიც კი არ იდგა არსად. კედლებზე შპალერი ახეული და
აქერცლილი იყო, საღებავი — დამსკდარი, კუთხეები ობობის ქსელებით იყო
მოფენილი.
— აქ რას აკეთებ-მეთქი?
— არა-მეთქი.
— კი, ცოცხალია-მეთქი.
— როგორ არისო?
ვუთხარი.
— უფრო ზუსტადო!
— ვიცი-მეთქი.
— საიდან იციო?
— შენ დაბრიდე?
— როგორ მიაგენიო?
— გამიმართლა-მეთქი.
პირი ღიად დარჩა, გაიყინა. არ მეგონა, ჩემი დასტური თუ აღიარება ასე რომ
იმოქმედებდა. თითქმის მთელი ერთი წუთი ცივად მომჩერებოდა, ხმას არ იღებდა.
მერე წამოდგა, ნელა აიარა კიბეები და ცოტა ხანში კარების გაღების ხმა მოისმა.
დავჯექი სკამზე და გამონგრეულ კედელს მივაშტერდი. მერე პირში რკინის გემო
ვიგრძენი და გამახსენდა, როგორ გავრბოდი გაყინული ტბის ზედაპირზე და ზურგში
ტყვიებს ველოდებოდი. მაშინ სხვა გზა არ მქონდა და გავრისკე, მაგრამ ახლა რა
მრჯიდა? თუ გამწირავდა, ერთ შეკითხვასაც არ დამისვამდნენ, ყველაფერი
დამთავრდებოდა.
56
ქუჩაში რომ გამოვედი, უკვე გვიანი იყო, ციოდა. მივაღწიე ჩემს სახელოსნოს,
შევედი შიგ და კარი ურდულით ჩავკეტე. საწოლი გავშალე, ტანზე არ გამიხდია,
პირაღმა დავწექი და მაღლა დაჟანგულ თუნუქს მივაშტერდი.
მაშინ, თივის ზვინში რომ ვიყავი ჩამძვრალი და ის იყო ჩავთვლიმე, იქვე ახლოს
ჭიშკრის გაღების ხმამ გამომაფხიზლა, ანჯამები უსიამოვნოდ ხრჭიალებდნენ.
დავინახე, სახლის ეზოდან „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანა გამოგორდა ნაცნობი
ნომრით 767, დაეშვა დაბლა, გაუყვა საავადმყოფოს ეზოს კედელს, გადაიარა გორაკი
და გაუჩინარდა.
წელზე ჯაჭვი ჰქონდა შემოხვეული და ზედ ორი მძიმე ბოქლომი ედო. ჯაჭვი
გრძელი იყო, იატაკს მიუყვებოდა და მეორე ბოლო რკინის საყრდენ ბოძზე იყო
მირჩილული.
ცოტა ხანს გაუნძრევლად იჯდა, მერე რაღაც უცნაურად გაეცინა და, — ხოო? —
თქვა და გადააფურთხა.
არ გავეცი ხმა.
— აქ როგორ მომაგენიო?
— არაფრის-მეთქი.
დაიჭირა.
— არა-მეთქი.
ერთი ავად ამომხედა და მაშინ, სულ რამდენიმე წამით, შეეტყო, რას ნიშნავდა
მისთვის ეს ყველაფერი. იმ გამოხედვაში ისეთმა დაუნდობლობამ და გააფთრებამ
ამოხეთქა, არ ვიცი, რას შევადარო. მახსოვს, თავბრუს ხვევა ვიგრძენი და შემეშინდა,
— პისტოლეტი ხელიდან არ გამივარდეს-მეთქი. — ნელა წამოდგა, მივიდა
საწოლთან, ბატინკს ფეხი გაჰკრა და ჩამოჯდა. ასწია თავი და გულგრილი
გამომეტყველებით მომაჩერდა.
— თქვი-მეთქი.
— სულ ეს არის-მეთქი?
— გასაგებია-მეთქი.
— ჯერ თორმეტი, მერე ოცდარვა, არ შეგეშალოსო.
— არ შემეშლება-მეთქი.
— გასაგებია-მეთქი.
— ვნახოთ-მეთქი.
— ჯოჯოხეთის ჭიშკართან იმოდენა რიგი დგას, ათასი წელი მოგვიწევს ცდა, სანამ
შიგ შეგვიშვებენო.
რა უნდა მეთქვა?
იმ ღამეს სულ ორი საათი მეძინა. მეორე დილას თავს ძალა დავატანე და საქმეს
შევუდექი, მაგრამ რამდენჯერაც მანქანის ხმა გავიგონე, იმდენჯერ ხელისგულები
გამიოფლიანდა. შუადღემდე ძალიან დაძაბული ვიყავი, მერე თანდათან დავმშვიდდი
და გუნება შედარებით გამომიკეთდა. — როგორც ჩანს, არ გამწირა, თორემ აქამდე
მომაკითხავდნენ-მეთქი.
არ გავეცი ხმა.
ერთი შევავლე თვალი და ეს იყო, საქმე გავაგრძელე. ცოტა ხანს ჩუმად იჯდა,
ჩაწითლებული თვალით მომშტერებოდა. მერე გაბრაზდა, — ხაიმა როგორ არისო?
— მკითხა.
რა უნდა მეპასუხა?
— მე რომ მაგდენი ფული მქონდეს, ზღვის პირას დიდ სახლს ავაშენებდი, ჩვენს
უბანში წესიერ ხალხს მოვაგროვებდი, იმ სახლში ჩავასახლებდი და სიკვდილამდე
არავის არაფერს მოვაკლებდი. მაგრამ მე ფული არა მაქვს, ხაიმას კი ნამუსი და არის
ეს შესანიშნავი ხალხი ასე უპატრონოდო.
არ ვაქცევდი ყურადღებას, ვითომ არ მესმოდა. ბოლოს წამოდგა, — შენც კარგი
დამპალი ხარო, — და წავიდა.
გამიხარდა.
— დაახვიე აქედან-მეთქი.
— რისთვის-მეთქი?
— არ ვიცი-მეთქი.
დილით ფუნთუშები ვიყიდე, ჩაი ავადუღე და სამივემ ვისაუზმეთ. კარი ღია იყო
და ქუჩაში გამვლელები ხანდახან შემოგვხედავდნენ ხოლმე.
— მოლამ თქვა, რომ ყველა ადამიანი ვიღაცისთვის იბადება. რა კარგია, შენ რომ
ჩემთვის დაიბადეო.
ას ოთხმოცი ლარი მქონდა გადანახული, — რამე რომ მოხდეს, რატომ უნდა
დაიკარგოს, არ ჯობია, ამათ ჰქონდეთ-მეთქი? — ოთხმოცი ლარი დავიტოვე, ასი
მანუშაკას მივეცი. გაუკვირდა და გაუხარდა. დავკეტე სახელოსნო და ერთი საათის
მერე ადვილად ვიპოვეთ ის რაღაც სამედიცინო ცენტრი.
57
მერე ისე გავიდა მთელი ერთი კვირა, არც ხაიმა გამოჩენილა და არც რომანოზას
ხალხი. მაგრამ ჩემთვის არაფერი შეცვლილა, დაძაბულობა და განგაშის განცდა არ
მტოვებდა.
— მე მაგასთან არ მოვსულვარ-მეთქი.
— არაო.
— რატომო?
— წამოდიო! — მითხრა.
— დალევო? — მკითხა.
თავი გავაქნიე.
— როგორა ხარ-მეთქი?
არ მიპასუხა.
— ასეა-მეთქი.
— ხომ არ გეცნობაო?
— მე დავწერე-მეთქი.
არადა, კონვერტი ფოსტის ყუთში რომ ჩავუშვი, ეჭვმა გამკრა, — სწორად ვიქცევი-
მეთქი? — მაგრამ მაშინ უფრო შორს ვერ წავე-დი.
— არა-მეთქი.
— გისმენო.
— ტყუი-მეთქი.
— ნუ შეწუხდებიო.
შეეტყო, შეცბა.
— როგორო?
— დაგავიწყდა?
— მიდი, გისმენო!
— აბა, მიზეზი?
— სად ნახე?
— რატომ დამიმალე?
— ჩემით მივხვდი-მეთქი.
ნაპასი დავარტყი, ბოლი გამოვუშვი და ვკითხე, — მართალი ვარ? ხომ ასე იყო,
ძმაო?
არ მიპასუხა.
ხმა არ გამცა.
ცოტა ხანს შეიცადა და მერე დაბალი ხმით მკითხა, — რაშია, ჯუდე, საქმე, რას
ქექავ? რაში გჭირდება ესო?
ენაზე გინება მომადგა, მაგრამ შევიკავე თავი. — შენ რა, დამსახურებას მიკარგავ-
მეთქი?
— რას ითხოვო?
— თქვიო.
— სულ ეგ არის?
58
მე რომ ვნახე პირველად ბაღთან, ბადურა ტუშურის ძმა რომ სცემა, მაშინ სულ
ახალი გათავისუფლებული იყო პატიმრობიდან.
59
გავიდა კიდევ ერთი კვირა და საღამო ხანს კუბიკის იქით „ნივა“ გაჩერდა. იქიდან
ტერეზას ბიჭი გადმოვიდა, დამიკრა თავი და მითხრა, — ბატონი ხაიმას ნათესავი
ქალბატონი, თქვენ იცნობთ, ადრე შეხვედრიხართ, ხვალ, სამი საათისათვის, მექუდე
ნესტორას სახლში გინიშნავთ შეხვედრას. იმედი აქვს, რომ პატივს დასდებთ და
მიბრძანდებითო. — მახსოვს, გავიფიქრე, ნეტა ასე გაპრანჭული ლაპარაკი არ იცოდეს
ამან-მეთქი. — სხვა მხრივ არ იყო ცუდი ბიჭი.
საქმეზე გადავიდა.
ისეთი მანქანა მთელ უბანში არავის ჰყავდა, უბანში კი არა, ქალაქში სულ ორი
თუ სამი დადიოდა.
გამეცინა.
— აქ რას აკეთებო?
დავუქნიე თავი.
— ეს მანქანაც შენიაო?
— ჩემია-მეთქი.
— ტარება არ ვიცი-მეთქი.
მერე გავიპარსე, დავიბანე და ახალი ტანისამოსი ჩავიცვი. ახლა სულ სხვა კაცი
მიყურებდა სარკიდან. პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ — ქუდით უნდა ვიარო,
თორემ ეს მელოტი შუბლის ზემოთ ძალიან ბრწყინავს-მეთქი. — სულ რამდენიმე
კბილი მქონდა დარჩენილი და დავგეგმე, მანუშაკას რომ ჩამოვიყვანდი, მეორე
დღესვე მივიდოდით ერთად სტომატოლოგთან და ახალ, ლამაზ კბილებს
ჩავისვამდით.
— ვიყავი-მეთქი.
— რაშია საქმეო?
— ვის უნდაო?
— მე მინდა-მეთქი.
— თანახმა ვარ-მეთქი.
— არა-მეთქი?
— მიღირს-მეთქი.
გაეცინა, — არაო.
— ეს მართალია? — მკითხა.
— ეს სახლი გაჩუქა?
არ ვუპასუხე.
— მანქანაც?
— რა საქმე-მეთქი?
— მერე როდისო?
— არ შემომიშვებო?
მერე ტელეფონმა დარეკა, ტერეზას ბიჭი იყო, — შოფერი გიშოვეთ, სანდო კაცია,
მანქანის ტარების გარდა, შეუძლია, დაცვის ფუნქციებიც აიღოს თავის თავზეო.
60
მეორე დილით, ზუსტად ათ საათზე, სუფთად გაპარსული, ასე ორმოცი წლის კაცი
მოადგა ჩემს ჭიშკარს. ტყავის ქურთუკის ქვეშ, მარჯვენა მხარეზე, კაბურით უზარმაზარი
პისტოლეტი ეკიდა.
— შევეცდებიო.
— წავიდეთ და ვნახოთ-მეთქი!
— არა მცალიაო.
— რასაც დააფასებთ-მეთქი.
— ვიცი-მეთქი, — ვუპასუხე.
მერე მეორე კაცი ჩამოხტა ლაფეტიდან, ცეცხლის ენასავით წითელი ფერის თმა
ჰქონდა. კაცები და ის სქელი ქალი ერთად შექუჩდნენ და დაბალ ხმაზე
ალაპარაკდნენ. მარტო მანუშაკას ქმარი იყო ჩუმად, წყლიანი თვალებით ხან ერთს
მიაჩერდებოდა, ხან — მეორეს. ის კაცები შვილები იყვნენ, ქალი — უფროსი ცოლი.
რძლები და ქალიშვილები მოშორებით იდგნენ, ერთმანეთში ჩურჩულებდნენ და
დროდადრო ჩემკენ იყურებოდნენ. ჩემი მძღოლი ჭიშკართან მანქანაზე იყო
მიყუდებული, სიგარეტს ეწეოდა, აქეთ რა ხდებოდა, არ აინტერესებდა.
ისევ შევიცადე, ხმის გაცემას არ ვჩქარობდი. იმან, თავიდან ყუთებთან რომ იდგა,
ვეღარ მოითმინა და დაარღვია სიჩუმე, — ისე, კარგად შენახული, ნახმარი
ტრაქტორის ყიდვა სამი ათასადაც შეიძლებაო.
— აქ, ჩვენს სოფელში ყიდის ერთი, სულ ახალი ტრაქტორია, ჯერ კიდევ ქარხნის
ტაოტი არ მოშორებია, — მითხრა იმან, წითელი ფერის თმა რომ ჰქონდა, — შენ
ფული მოგვეცი, ყიდვით ჩვენ ვიყიდით, მაგაზე არ შეგაწუხებთო.
— ეს რა გახურავს თავზეო?
— გამომიშვებენო?
თავი დავუქნიე.
— მართლაო?
— ეგ საქმე მოგვარებულია-მეთქი.
დავუქნიე თავი.
— არ ატირდე-მეთქი! — გავაფრთხილე.
— მართლა? — გაუკვირდა.
— რატომ-მეთქი?
— მეშინიაო.
— კარგი-მეთქი, — და მოვიხადე.
ნერვიულად შემომცინა.
მერე სამივემ გავიარეთ ეზო და ფარდულში შევედით. ეზოში ვინც იყო, ყველამ
თვალი გამოგვაყოლა. ფიცრულში ბნელოდა, ფანჯარაზე ტილოს ფარდა იყო
ჩამოფარებული. გადავწიე ფარდა და ფულის დათვლა დავიწყე.
— რატომო?
ბავშვი იჯდა საწოლზე და ფეხებს აქანავებდა, ხან მანუშაკას უყურებდა, ხან მე.
გადავთვალე ხუთი ათასი დოლარი, ჩავიდე პიჯაკის გარეთა ჯიბეში და კარისაკენ
წავედი. ბავშვი წამოხტა და უკან გამომყვა. გამოვედით გარეთ და გავჩერდით.
— ფული მიიღეთ-მეთქი.
ჩანთაზე ვანიშნე, — მანდ საჩუქრებია, მიდი, აბა, ნახე, იმედი მაქვს, მოგეწონება-
მეთქი.
მე ფარდულში შევედი.
— რისი გრცხვენია-მეთქი?
— არ ვიციო.
— ეს კაბაც ჩემია?
— ხო-მეთქი, — ვუთხარი.
— ეს ქურთუკიც?
— ეგეც.
ფეხსაცმელები უკან დადო მაგიდაზე, გამოქანდა და წელზე ხელები შემომხვია.
მაშინ იყო, რომ გავიფიქრე, — ფული გვაქვს, სახლი გვაქვს, ბავშვი გვყავს, არაფერი
არ გვაკლია, რაც ოჯახისათვისაა საჭირო-მეთქი.
ფიქრიანად შემომხედა.
— ხვალ ჩემი გოგოს დაბადების დღეა. დილით ადრე მივალ, საფლავს გავწმენდ,
დაველაპარაკები, ბევრი რამე მაქვს სათქმელი, მერე ვილოცებო. — შემატყო, რომ
შევფიქრიანდი და შეწუხდა, — ასე მგონია, რომ მელოდება, რა ვქნა?
ერთი კი ვუთხარი, — იქნებ წამოხვიდე ქალაქში, ჩვენ ხომ მანქანა გვყავს, დილით
ადრე წამოგიყვანს, მზის ამოსვლისათვის აქ იქნები-მეთქი.
მაგრამ თავი გააქნია, — არა, ამაღამ აქ მინდა დავრჩე, მარტო მინდა ვიყო
ბავშვთან ერთადო.
— რატომ-მეთქი?
— ნამყოფი ხარ-მეთქი?
— არაო.
— აბა, რა იცი-მეთქი?
სასაუზმე ბუზებით იყო სავსე, იატაკზე მთელი კვირის ნაგავი ეყარა. — იქნებ
სხვაგან გვენახა მეთქი? — ვთქვი მე.
— მართლა? არ მახსოვსო.
— იქ რა უნდა გავაკეთოთო?
— საკმარისია? — ვკითხე.
დააქნია თავი.
— კი, მიხარიაო.
— როგორ ასე-მეთქი?
61
ღამის ათი საათი სრულდებოდა, უბანში რომ ავედით და მანუშაკას ძველ სახლს
მივადექით. სახლის პატრონი მაგარი მთვრალი დამხვდა. უაზრო სახით კიბეზე იჯდა
და ქანაობდა. ვერ მიცნო, ვერც ის გაიხსენა, რა ვილაპარაკეთ წინადღეს. — რისი
სახლი, რა სახლი, შენ აქ ჩემი ცოლის გამო ხარ მოსულიო, — და შემაგინა, — იცოდე,
თავი დაანებე, თორემ ვერ გადამირჩებიო. — ძლივს გაიმართა წელში, დაბარბაცდა,
კიბიდან გადმოვარდა, ხის სანაგვე ყუთს დაეცა და დაამტვრია.
— მე ვაპირებ ყიდვას-მეთქი.
— გუშინ ვილაპარაკეთ-მეთქი.
— ეგ სად არისო?
— მე გამოგივლით-მეთქი.
— აქ ასე წერია.
— მემკვიდრეები დარჩა?
— დარჩა, — ვთქვი მე, — ერთი საგიჟეშია, მეორე ამ საღამოს ჩამოვა და აწი აქ,
ქალაქში იქნება, აქ იცხოვრებს-მეთქი.
დამიბრუნა.
— რა შეიცვლებოდა?
— რამდენი-მეთქი?
კაცი შეყოყმანდა.
— კარგი-მეთქი.
ასე იყო თუ ისე, ნახევარი საათის შემდეგ მანუშაკას ძველი სახლის ოფიციალური
მფლობელი მე გავხდი.
მართალი იყო.
— რა ეღირება-მეთქი?
ქალაქს რომ გავცდით, საათზე დავიხედე, ექვსს თხუთმეტი წუთი აკლდა. სველი
ასფალტი მალე მორჩა, იქით აღარ წვიმდა. არავითარი ცუდი წინათგრძნობა არ
მქონია, მშვენიერ ხასიათზე ვიყავი. სოფელში რომ შევედით, ბინდდებოდა.
გადავიარეთ ბოგირი, გავცდით კაკლის ხეებს და დაბრეცილ ჭიშკართან გავჩერდით.
— რატომო?
— ასეა საჭირო-მეთქი.
— გმადლობთ-მეთქი.
— გადადი-მეთქი.
წამოვიწიე.
— ხო, მანუშაკ.
— საავადმყოფოში-მეთქი.
— ნუ გეშინია, მანუშაკ!
— მპირდები?
— მიყვარხარ, ჯუდე.
არ ესმოდა.
— გთხოვ-მეთქი.
— რატომო?
— ძალიან გთხოვ-მეთქი.
დავრჩით მე და მანუშაკა.
ცოტა ხნის შემდეგ უცებ ხმა ამოიღო, ბავშვი იკითხა, — სად არისო? — ვუთხარი,
სადაც იყო.
— შენც აპატიეო.
ძლივს შესამჩნევად გაეღიმა და ამით მორჩა. გონება დაკარგა და მერე ხმა აღარ
ამოუღია. თენდებოდა, უკანასკნელად რომ ამოისუნთქა.
— ხო-მეთქი.
ატირდა.
62
მანუშაკას ძველი სახლი სამშენებლო კომპანიის ხალხმა სახელდახელოდ ორ
დღეში მოაწესრიგა. კედლებზე შპალერი გააკრეს და დიდი ნათურები დაკიდეს.
მანუშაკა შუა ოთახში დავასვენეთ, იატაკზე ნოხი ეგო და ერთ მხარეს, კედელზე, შავი
ხავერდის ფარდები ეკიდა. თამაზა შემირიგდა და ის დღეები გვერდიდან არ
მომშორებია, ალკოჰოლს არ გაჰკარებია და მართლა გამომადგა.
ბავშვი ჩემ გვერდით მთელი ორი საათი თითქმის გაუნძრევლად იჯდა, არაფერი
უჭამია, ლიმონათიც არ დალია, გაფითრებული იყო. ბოლოსაკენ უკვე თვალები
ეხუჭებოდა.
მერე ქუჩიდან ზარმა დარეკა. საკეტის ეკრანზე თამაზას სახე გამოჩნდა. დავაჭირე
ღილაკს და შემოვუშვი ეზოში. კიბე ამოიარა და კარი შემოაღო, — მაგიდები და
ჭურჭელი წაიღეს, იქაურობა დავასუფთავებინე, აი, გასაღები, ჩაიბარეო. — გასაღები
მაგიდაზე დადო.
— დიდი მადლობა-მეთქი.
ალმაცერად გადმომხედა.
— გასაგებიაო.
კართან რომ მივიდა, სანამ გამოაღებდა, მოტრიალდა და ასეთი რამე მითხრა:
— ტროკადეროს ბიძაშვილის შვილი გუშინ საღამოს ჩაცხრილეს მანქანაში. ამბობენ,
რომანოზასა და ტროკადეროს ნათესავებს შორის ომი დაიწყოო.
— არა, ორმოცი დღე უნდა მეცვასო. — არ ვიცი, სად გაიგონა, ან ვინ უთხრა,
რომ ასე უნდა მოქცეულიყო.
— სურათი წამოვიღოთო.
ქალი ლტოლვილი იყო. არა ჰყავდა არავინ ამ ქვეყანაზე, ერთი კოჭლი ფინიას
გარდა. ულტიმატუმი წამოაყენა, — თუ ძაღლი არ შეგაწუხებთ, მაშინ გადმოვალ
თქვენთან საცხოვრებლად, სხვა შემთხვევაში, ძალიან მწყდება გული, მაგრამ —
არაო.
შეფიქრიანდა.
— რომელი ხარ-მეთქი?
— ტოლიკა ვარ.
— ტოლიკა? — გამიკვირდა.
ფინიამ ეზოში შემოსული რომ დაინახა, დაუყეფა, მაგრამ იმან წიხლი ჰკრა და
მოისროლა. კევის ღეჭვით ამოიარა კიბე და სახლში შემოვიდა. — ჯუდე, ზრასტი! —
დამკრა მხარზე ხელი. ძვირფასი სუნამოს სუნი ასდიოდა, სუფთად იყო გაპარსული და
გემოვნებით ეცვა. ჩანთა მაგიდაზე დადო, მიიხედ-მოიხედა და მერე მკითხა, — რას
შვრები, როგორ მოეწყვე, კმაყოფილი ხარო?
— ნუ იპრანჭებიო.
— არ ვიცი, რა ვთქვა-მეთქი.
— დიდი მადლობა-მეთქი.
— ლამაზი გოგოა.
— ცოცხალიაო?
— არა-მეთქი.
— მართლა?
— რას ერჩოდა?
— აჰა, გასაგებია-მეთქი.
— შეხვდით?
— ბავშვი ვიშვილე-მეთქი.
მიკვირდა, — ნუთუ იმის გარდა, რომ მათი გაგებით ოდესღაც სწორად მოვიქეცი,
სხვა არაფრის დანახვა არ უნდოდათ? იქნებ გულში რა მქონდა? არადა, არც
რომანოზას და არც ტოლიკას ჭკუა არ აკლდათ, მაგრამ ასეთი რამის გამო თავის
შეწუხებას არ აპირებდნენ და აშკარად თავისიანად მთვლიდნენ. მახსოვს, გავიფიქრე,
— იქნებ მართლა ამათიანი ვარ და ჯერ კიდევ ვერ მივხვდი-მეთქი. — მათი
მორალიდან გამომდინარე, ჩემთან ვალში იყვნენ და თავი ვალდებულად ჩათვალეს,
ფულით დამხმარებოდნენ და დამეხმარნენ. ეს მათი ღირსების საქმე იყო.
კიბე რომ ავიარე, კართან ფინია დამხვდა, კუდს კეთილად აქიცინებდა. — რას
ვერჩი ამას? — გავიფიქრე, გადავუსვი თავზე ხელი და სახლში შემოვუშვი.
63
ყბაში რომ მოვარტყი და კიბეზე დავაგორე, იმის მერე ქიტიას დუქანი აღარ
უხსენებია, დავიწყებული ჰქონდა, მაგრამ ახლა მე გავახსენე: — ვაპირებ, ის
დანგრეული შენობა გამოვისყიდო და აღვადგინო. მერე გავხსნათ სასაუზმე, საქმეს
შენ გაუძეხი და მოგება გავიყოთ-მეთქი.
— მიპატიებია-მეთქი.
— მშია, — მიპასუხა.
მოსამსახურე ქალმა მოუტანა საჭმელი. რომ დანაყრდა, გუნება გამოუკეთდა. —
იქნებ ასი გრამი არაყი მომიტანონო, — მთხოვა.
მოვატანინე.
— თვალზე რა მოგივიდა-მეთქი?
— პირველად ხედავო?
— ვინ ჩაგილურჯა-მეთქი?
— რისი-მეთქი?
— დაფიქრდი და მიხვდებიო.
— ბაბუაშენი ვარო.
— დარწმუნებული ხართ? ხომ არ გეშლებათ-მეთქი?
— დარწმუნებული ვარო.
თითქმის ერთი წელი დაყო იქ. ბოლოს რომ მივაკითხე, ექიმებმა მითხრეს, —
ახლა ჯობია, ცხოვრების ჩვეულებრივ პირობებს დაუბრუნდეს, ოღონდ წამლები უნდა
სვას და ორ თვეში ერთხელ მოიყვანოთ აქ, ჩვენთან, მისი ფსიქიკური მდგომარეობა
რომ გავაკონტროლოთო.
— კარგი სახლიაო.
სახტად დავრჩი.
სამი თუ ოთხი წლის იყო სურენა, თავისი სახლის წინ მაწანწალა ძაღლმა მუცლის
ქვემოთ რაც ჰქონდა, ყველაფერი ძირში რომ მოაჭამა. იმის მერე ხორცის პატარა
ნაგლეჯით ფსამდა. — ის დღე დაიქცეს, მაშინ შეშინდა და შეირყა, ტვინი აერიაო, —
წუხდა სუსანა დეიდა.
64
— შევეცდებითო.
— ცდები-მეთქი.
— რამდენიო?
გავუმეორე.
— საიდან რეკავთო?
ვუთხარი.
— მე ვარ-მეთქი.
— ის ნახატი მე მაქვსო.
— დიდი მადლობაო.
— ტყუიო, — გაღიზიანდა.
კაცს გაეცინა, — ვინ უნდა დაჩაგროს? აბა, მე რას ვაკეთებ, მაგის უფლებას ვის
მივცემო.
თამაზამ დრო უშოვა, — ეს, ძმაო, შენც გეხება, ჩვენ არც ციხე გვიკვირს და არც
სროლა, ასე რომ, შენს საქციელებს დაუკვირდი, არაფერი შეგეშალოსო. — ეს ისე
დამაჯერებლად და ღირსების სრული შეგრძნებით უთხრა, ტროკადერო გამახსენდა.
კაცს ისევ გაეცინა, — მაგისი დარდი არ გქონდეთ, მასეთი რამე არც იფიქროთო.
— არ იყო ცუდი კაცი.
65
— რაში გაინტერესებს-მეთქი?
— არა ვყიდი-მეთქი.
იმან, უფრო მაღალი რომ იყო, გაიკვირვა, — ვინ გითხრა, რომ ყიდვას
აპირებსო?
— რა ხდება-მეთქი?
მერე ორი დღე იმ ნათესავს ველოდე. ბოლოს გვიან ღამით გამოჩნდა. ოცდახუთი
წლის ნაბიჭვარი იყო, ნიკაპზე ბლანჟეთი. სასმლის სუნი ასდიოდა. თან ნოტარიუსი
მოჰყვა, მსუქანი, სათვალიანი ქალი.
— რა მექნა, სხვა გზა არა მქონდა, სამი შვილი მყავს. დამემუქრნენ, მკვლელობას
შეგტენით და დაგღუპავთო.
— მშვიდობით-მეთქი.
დახარა თავი და წავიდა.
66
— გჩუქნი-მეთქი.
— დიდი მადლობაო.
იმის მერე, რაც აქეთა ვარ, ხაიმას სულ ორჯერ ველაპარაკე ტელეფონით.
ორივეჯერ დამპირდა, — სტამბოლში თუ მოვხვდი, აუცილებლად გნახავო. — ასე
რომ, იმედი მაქვს, ერთ დღეს აუცილებლად მოადგება ჩემი სახლის კარს.
რაც შეეხება თამაზას, ხშირად ჩამოდის, მოსწონს აქ ყოფნა. ერთი ესაა, რომ
სურენასთან აქვს დაძაბული ურთიერთობა. ის ეზოში დარგული ყვავილების ახლოს
გავლას უკრძალავს, — ცუდი ენერგია გაქვს, ყვავილებზე ცუდად მოქმედებო. —
სამაგიეროდ, თამაზა გიჟს ეძახის. იმან ოთახის კარს, სადაც თამაზას სძინავს, ლურჯი
საღებავით, ქართულად „მუქთახორა“ დააწერა. დღისით ერთმანეთს ერიდებიან,
მაგრამ საღამოობით, მით უმეტეს მაშინ, როცა წვიმს, სხედან და ჭადრაკს თამაშობენ.
ჭადრაკის თამაშზე ორივეს სული მისდის. უმეტეს შემთხვევაში, სურენა უგებს. — მატ!
— გამოაცხადებს და თამაზას მელოტი თავი სიმწრისაგან ოფლით ეცვარება. ერთხელ
შემომჩივლა, — იმის მერე, რაც სურენას ჭადრაკს ვეთამაშები, საკუთარი თავის
პატივისცემა დავკარგეო.
ეზოში კიდევ ერთი შენობა ავაშენე ყველა იმ წესის დაცვით, რაც მხატვრის
სახელოსნოსათვის არის საჭირო. სახურავის დიდი ნაწილი მთლიანად მინით
გადავხურე და სინათლით სავსე, მშვენიერი დარბაზი გამოვიდა. იქ შესვლის უფლება,
ჩემ გარდა, მარტო პატარა მანუშაკასა აქვს. შევიძინე ზეთისა და აკვარელის
საღებავები, ფუნჯები, მოლბერტი, ორი რულონი ფრანგული წარმოების ტილო,
სამნაირი ქაღალდი, ფანქრები, მოკლედ, ყველაფერი, რაც საჭიროა ხატვისათვის,
მაგრამ თავიდან ფუნჯის ხელში აღება მიჭირდა, ვიჯექი სავარძელში, გავყურებდი
მინის სახურავის იქით ღრუბლებს და გულზე სევდა მეფინებოდა.
მაღალი, ხრიოკი გორაკების ზემოთ, ერთ მხარეს მთვარე ანათებს, მეორე მხარეს
— მზე. სამანქანო გზა გორაკს გადმოივლის და პურის ყანაში ეშვება. პურის ყანაში
მანუშაკა დგას, ის ჩემი ნაჩუქარი, იასამნებით მოქარგული ჟაკეტი აცვია და გზას
გაჰყურებს, სახეზე მოუთმენლობა აწერია და აშკარად ეტყობა, რომ იმ გზაზე ვიღაცის
გამოჩენას ელოდება.
ესაა სულ.
თუ ისე მოხდება, რომ იმ ნახატს ისეთი ვინმე ნახავს, ვინც ჩემი და მანუშაკას ამბავი
იცის, ის ალბათ მიხვდება, რომ მანუშაკა მე მელოდება.