არდაზიანი ლავრენტი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

არდაზიანი ლავრენტი

ბიოგრაფია

არდაზიანი ლავრენტი პეტრეს ძე, 1815, თბილისი — 1(13). I. 1870, თბილისი. ქართველი
მწერალი, ქართული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაიბადა
განათლებულ და შეძლებულ ოჯახში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია
(1837 წ.). 1846 წლიდან მუშაობდა ”ამიერკავკასიის პრიკაზში”, გენერალ-გუბერნატორის
კანცელარიაში, თბილისის საოლქო სასამართლოში და სხვ. სამწერლო ასპარეზზე
გამოვიდა შექსპირის ”ჰამლეტის” პროზაული თარგმანით (”ცისკარი”, 1858); რომანში
”სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” (”ცისკარი”, 1861) დამაჯერებლად ასახა ძველი
სოციალური ყოფის ნგრევა და ბურჟუაზიული ურთიერთობის დამკვიდრების
გარდაუვალობა საქართველოში. ბატონყმური ურთიერთობის დრომოჭმულობა
არდაზიანმა გვიჩვენა რომანში ”მორჩილი” (”ცისკარი”, 1863). მხატვრულ ნარკვევში
”მოგზაურობა ტფილისის ტროტუარზედ” (”ცისკარი”,1862) არდაზიანმა ამხილა ტრაბახა
დილეტანტები, ”ცრუგანათლებულნი”. მისი ფსევდონიმებია ”ბიძია თორნიკე”, ”ალექსი
ელბაკიძე”.

You might also like