ელამური ენა

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 23

See discussions, stats, and author profiles for this publication at: https://www.researchgate.

net/publication/349225993

ელამურ-ქართული მოკლე ლექსიკონი

Preprint · February 2021


DOI: 10.13140/RG.2.2.23772.51847

CITATIONS READS
0 29

1 author:

Panteleimon Sokhadze
Ivane Javakhishvili Tbilisi State University
1 PUBLICATION   0 CITATIONS   

SEE PROFILE

All content following this page was uploaded by Panteleimon Sokhadze on 11 February 2021.

The user has requested enhancement of the downloaded file.


ელამურ-ქართული მოკლე ლექსიკონი
საცდელი ვერსია

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული


სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ირანის ზეგანის ხალხები
ლურსმული წყაროების მიხედვით” (პროქტის N PHDF-19-1113) ფარგლებში
შესრულებულ კვლევას.

შემდგენელი: პანტელეიმონ სოხაძე

თბილისი
2021
წინასიტყვაობა1
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ელამური ენის ლექსიკონს, სადაც შესულია
თანამედროვე ზაგროსის მთიანეთის ტერიტორიაზე (დასავლეთ ირანი) ძვ.წ. III
ათასწლეულიდან გავრცელებული ენის ძირითადი ლექსიკა. ელამური ენის მოკლე
გრამატიკული აღწერის შემდეგ წარმოდგენილია რამდენიმე ასეული ლექსიკური
ერთეული, რომლებიც ელამურ ტექსტებში შედარებით ხშირად არის გამოყენებული.
ლექსიკონი პრაქტიკულად სრულად მოიცავს სვოდეშის სიის სიტყვებს, ამასთან
დამატებულია რამდენიმე ისეთი ერთეული, რომელიც განსაკუთრებულად
საინტერესოა ხსენებული ენის შედარებით ჭრილში შესწავლის პროცესში.

ცხადია, ამ ეტაპზე, ნაშრომი საცდელ ვარიანტს წარმოადგენს და მხოლოდ ძირითადი


ლექსიკით შემოიფარგლება, თუმცა, მიგვაჩნია, რომ საწყის ეტაპზე კონკრეტული
ნაშრომი სრულად დააკმაყოფილებს ელამური ენითა და ზოგადად, ასირიოლოგიით
დაინტერესებულ პირებსა და ენის შესწავლის საწყის ეტაპზე მყოფ სტუდენტებს.

ლექსიკურ ერთეულებს გარკვეულ შემთხვევებში ერთვის ამონარიდები და


სრულყოფილი წინადადებები უშუალოდ ელამური ტექსტებიდან, რაც მკითხველს
ენის შესახებ თვალსაჩინო წარმოდგენის შექმნაში დაეხმარება. ამასთან,
თანდართულია ავტორისეული კომენტარები, სადაც გამოთქმულია რამდენიმე
მოსაზრება ამა თუ იმ სიტყვის წარმომავლობისა და სხვა ენებში არსებულ ლექსიკურ
ერთეულებთან არსებული მსგავსებების შესახებ.

ნაშრომზე მუშაობის პროცესმა გამოავლინა გარკვეული მსგავსებები ელამური,


დრავიდული, ქართველური და ინდოევროპული ენების ლექსიკას შორის, რაც
მიუთითებს სამომავლო, დარგთაშორისი კვლევების აუცილებლობაზე.

გამოვთქვამთ იმედს, რომ წინამდებარე ნაშრომი ხელს შეუწყობს ამ კუთხით


განხორციელებულ კვლევებს და კონკრეტული დარგის პოპულარიზაციას.

1
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული
სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ირანის ზეგანის ხალხები
ლურსმული წყაროების მიხედვით” (პროქტის N PHDF-19-1113) ფარგლებში
შესრულებულ კვლევას.

2
ელამური ენისა ისტორიისა და სტრუქტურის შესახებ
ელამის სახელმწიფოს ისტორია ძვ.წ. III ათასწლეულიდან, კერძოდ კი, ძვ.წ. XXVII
საუკუნიდან იღებს სათავეს. შუამდინარული ცივილიზაციის გავრცელების
არეალიდან აღმოსავლეთით, თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე ორ ათასწლეულზე
უფრო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე გამოიყენებოდა ენა, რომელსაც დღეს ჩვენ
ელამურის სახელით ვიცნობთ.
ელამურის წარმომავლობა ამ მომენტისთვისაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
რამდენიმე თეორიის თანახმად, შესაძლოა ელამურს კავშირი ჰქონდეს დრავიდულ
ენებთან. მეცნიერთა ნაწილი ცდილობდა ელამური და აფრაზიული ენების
ლექსიკური მსგავსებების გამოკვეთას. კვლევის ადრეულ ეტაპებზე განიხილავდნენ
შესაძლო კავშირებს ინდოევროპულ ენებთანაც, თუმცა, საბოლოო დასკვნის გაკეთება
ვერ მოხერხდა.
ზოგადად, აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ზაგროსის მთიანეთის ხალხების
ენების უმეტესობის წარმომავლობა ბურუსით არის მოცული. თუმცა, განსხვავებით ამ
რეგიონში მცხოვრები გუთიების, კასიტებისა და სხვა პატარა ტომობრივი
გაერთიანებების ენებისგან, ელამურ ენაზე შემორჩენილი გვაქვს სრულყოფილი
ტექსტები, რაც ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ენის სტრუქტურისა და ლექსიკის
შესახებ.
პერიოდიზაციის მხრივ, უნდა გამოვარჩიოთ ელამური ენის შემდეგი ეტაპები:
• ძველი ელამური (დაახ. ძვ.წ. XXVII-XVI სს.)
• შუა ელამური (ძვ.წ. 1500-1000 წწ.)
• ახალი ელამური (ძვ.წ. 1000-550 წწ.)
• აქემენიდური ელამური (ძვ.წ. 550-330 წწ.)
ახალი ელამური და აქემენიდური პერიოდიდან ენაში შეინიშნება ინდოევროპული
ლექსიკის მასობრივი შემოსვლა, რამაც კვლევების ადრეულ ეტაპებზე მეცნიერთა
ნაწილი შეცდომაშიც შეიყვანა და აფიქრებინა, რომ ელამური შესაძლოა სწორედ
ინდოევროპულ ენათა ოჯახის წევრი ყოფილიყო.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ელამური ენის პირველი ნიმუშების ჩაწერა დაახლ. ძვ.წ.
IV ათასწლეულის დასაწყისში უნდა მომხდარიყო, თუმცა ამ მიზნით გამოყენებული
იყო ე.წ. ელამური ხაზოვანი და პროტო-ელამური დამწერლობა (F. Grillot-Susini, 1987),
რისი წაკითხვაც დღემდე ვერ მოხერხდა ბილინგვური ტექსტების არარსებობის გამო.
ელამურ ენაზე შესრულებული, წაკითხული და ნათარგმნი ტექსტების ისტორია კი ძვ.წ.
III ათასწლეულის შუა პერიოდს და ზაგროსის მთიანეთში ლურსმნული დამწერლობის
გავრცელებას უკავშირდება. ცხადია, აქადურისათვის დამახასიათებელი მარცვლოვანი
სისტემის გავლენა ელამურ ტექსტებზეც უნდა ასახულიყო, მიუხედავად იმისა, რომ

3
მორფოლოგიური თვალსაზრისით, ელამური საკმაოდ შორს იდგა სემიტურ ენათა
ოჯახის წარმომადგენელი ენისგან.
საკუთრივ ის ფაქტი, რომ ელამური მკვდარ ენას წარმოადგენს, მის ფონოლოგიაზე
საუბარს პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. საქმეს ისიც ართულებს, რომ ჩვენთვის არ
არის ცნობილი, თუ რამდენად შეესაბამება გენეტიკურად ელამურ ენას ლურსმნული
დამწერლობა. როგორც ცნობილია, დამწერლობის ეს სისტემა გრაფიკულად არ
გამოსახავდა ხმოვან ო-ს, რომელიც სავარაუდოდ ელამურ ენაში განირჩეოდა.
მიუხედავად ამისა, შედარებით ახალი ტექსტების საშუალებით, რომლებიც ე.წ.
,,აქემენიდური ელამურის“ პერიოდში არის შესრულებული, მაინც არის შესაძლებელი
რამდენიმე დეტალის აღდგენა.
მორფოლოგია. კლასიფიკაციის მიხედვით, ელამური აგლუტინაციური ენების ჯგუფს
უნდა მივაკუთნოთ, სიტყვის წარმოებისთვის გამოიყენება ძირი და ერთი, ან რამდენიმე
სუფიქსი, ძირი კი შეიძლება იყოს როგორც ერთ, ასევე მრავალმარცვლიანი (F. Grillot-
Susini, 1998). სიტყვათწარმოებისათვის ელამური ასევე მიმართავს სიტყვების
შეერთებასა და რედუპლიკაციას, გარდა ამისა, შუა-ელამურში საკმაოდ დიდი
რაოდენობით ფიქსირდება აქადური ნასესხობები (И. М. Дьяконов, 1979).
ელამური არსებით სახელი განარჩევს ორ რიცხვს (მხოლობითი და მრავლობითი) და
ორ კლასს, რომლებიც პირობითად სულიერისა და უსულოს სახელით შეგვიძლია
მოვიხსენიოთ, თუმცა უფრო უპრიანი იქნება, თუკი გამოვიყენებთ ტერმინს -
სოციალურად აქტიური და სოციალურად პასიური. ელამური სახელისთვის
დამახასიათებელია კლასიფიკატორის არსებობა, რაც რამდენიმე სახით გვხვდება:
-k/g - ლოკუტივი (I პ. მხ.რ.)
-t - ალოკუტივი (II პ. მხ.რ)
-r - დელოკუტივი (სულიერთათვის, მხ.რ.)
-p - დელოკუტივი (სულიერთათვის, მრ.რ.)
-me, -t, -n - დელოკუტივი უსულოთათვის.
ლოკუტივი, ალოკუტივი და დელოკუტივი (სულიერთათვის) გამოიყენებოდა
სოციალურად აქტიური პირების მიმართ, ხოლო უსულოთათვის განკუთნილი
დელოკუტივი - სოციალურად პასიურთა მიმართ [M. Khačikjan, 1998, pp. 11-12].
სახელის ორ კლასად - საგნებად და პირებად დაყოფას და ორი რიცხვის (მხოლობითი
და მრავლობითი) არსებობას იგორ დიაკონოვიც ემხრობა საკუთარ სტატიაში (И. М.
Дьяконов, 1979). ზმნის დერივაციისთვის ასევე გამოიყენებოდა დერივაციული
სუფიქსები, რედუპლიკაცია და ე.წ. შედგენილი ზმნები, რაც ასევე დამახასიათებელია
შუმერული ენისათვის.
ელამური ენის ძველ დიალექტებში ბრუნება პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა და ამ
ფუნქციას ძირითადად კლასიფიკატორები ასრულებდნენ. მაგალითისთვის,

4
კუთნილების გამოსახატად არსებითი სახელის ძირს ემატებოდა განსაზღვრული
სახელის ნიშანი (-me, -p, -r), მაგ.: Kukunnum Inšušnak-me - ინშუშინაკის ტაძარი.
შედარებით გვიანდელ ტექსტებში, ანალოგიურ ფუნქციას ასრულებდა სუფიქსების - -ni
და -a-ს შერწყმით მიღებული კლასიფიკატორი -na (M. Khačikjan, 1998).
საინტერესოა, რომ ელამურ ენაში ფიქსირდება ე.წ. Suffixaufnahme ანუ ,,სუფიქსის
განგრძობა“, გენეტივური კონსტრუქციის შექმნისას გამოყენებული გენეტივის
ფუნქციის მქონე სახელი უთანხმდება მსაზღვრელს. ეს ფენომენი აქტიურად
გამოიყენებოდა ძველ ქართულ ენაში, ცოცხალი ენებიდან ამგვარი კონსტრუქცია
შემორჩენილია რამდენიმე ავსტრალიურ ენაში, ქუშიტურის ერთ-ერთ დიალექტსა და
ბასკურში. მკვდარი ენებიდან კი მსგავსი გრამატიკული ფორმა გარდა ელამურისა
ფიქსირდება შუმერულში, ხურიტულ-ურარტულსა და ეტრუსკულში.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, ელამური ენა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე
გამოიყენებოდა, რამაც თავისებური განვითარება გამოიწვია. გვიანდელ ელამურში,
რომელიც აქემენიდური ელამურის სახელით არის ცნობილი, დიდი მნიშვნელობა
ენიჭებოდათ ენკლიტიკურ ნაწილაკებს. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე
მათგანი:
-ikki - დირექტივი (მიმართულებითი) - კენ.
-ma - ლოკატივი (ადგილობითი), -ზე, -ში.
-ukku - სუპერესივი - ,,მიხედვით“, ,,-გამო“
-mar - აბლატივ-სეპარატივი (გამოსვლითი) -დან, -გან.
-ikki-mar - აბლატივ-ინსტრუმენტალი (სულიერებთან) და -ma-mar - უსულოებთან. (M.
Khačikjan, 1998).
ზედსართავების წარმოება დიდად არ განსხვავდება არსებითებისგან. რამდენიმე
გამონაკლისის გარდა, საზღვრული ყოველთვის წინ უსწრებს მსაზღვრელს. ასევე, არ
გვხვდება გრამატიკული ფორმები ზედსართავთა ხარისხების განსასხვავებლად,
ამგვარი შინაარსის გადმოსაცემად სრულ, აღწერითი შინაარსის წინადადებებს იყენებენ,
მაგ.: rišar nappi-p-ir - უდიადესი ღმერთებს შორის (M. Khačikjan, 1998).
იმის გათვალისწინებით, რომ ლურსმნულ დამწერლობაში რიცხვითი სახელები
კონკრეტული გრაფიკული ნიშნით გამოისახება, საკმაოდ მცირე რაოდენობით ელმური
რიცხვითი სახელია შემონახული. რიგობით რიცხვით სახელს კი სპეციალური
მორფემების საშუალებით აწრმოებდნენ (M. Khačikjan, 1998).
ელამურ ენაში უნდა გამოიყოს შემდეგი პირის ნაცვალსახელები:
I პ. მხ. რ. – u
I პ. მრ. რ. – nika/ -nuku
II პ. მხ. რ. – ni, -nu/-ni, -nu

5
II პ. მრ. რ.- num/ -numi
მესამე პირის ნაცვალსახელების ფუნქციით კი გამოიყენება ჩვენებითი
ნაცვალსახელები:
hi/I, ap(i), hu(pe), hu(h) (M. Khačikjan, 1998).
ზემოთ ჩამოთვლილი ნაცვალსახელების ფორმები ნომინატივის ბრუნვას შეესაბამება,
განსხვავებული ფორმები ფიქსირდება აკუზატივის შემთხვევაში, სადაც, როგორც წესი -
n თანხმოვანის დამატება ხდება (F. Grillot-Susini, 1998).
აგლუტინაციურობის გათვალისწინებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზმნურ
სუფიქსებს. ზმნას გააჩნია შემდეგი კატეგორიები: რიცხვი (მხოლობით და
მრავლობითი), პირი, ასპექტი/დრო, კილო და გვარი (მოქმედებითი და ვნებითი) [M.
Khačikjan, 1998, pp. 33]. ზმნის ძირს შეიძლება დემატოს უღლების შედეგად მიღებული
პირის აღმნიშვნელი სუფიქსები. ზოგადად, ელამური სრული ზმნა განარჩევს უღლების
სამ ტიპს (I, II, III). პირველი ტიპის უღლებისთვის როგორც წესი დამახასიათებელია
სპეციფიკური სუფიქსები, მეორე და მესამე ტიპი კი ერთგვარ პერიფრაზულ
კონსტრუქციებსა და მიმღეობებზე დაფუძნებულ უღლებებს წარმოადგენენ.
წარსული დროის გარდამავალი ზმნები, როგორც წესი უღლების პირველ ტიპს
მიეკუთნება და შემდეგი სუფიქსები ახასიათებს (M. Khačikjan, 1998):
შუა ელამური აქემენიდური ელამური
I sg. –h pl. –hu sg. -ø pl. -u
II sg. –t pl. –ht sg. -t pl. -t
III sg. š pl. –hš sg. -š pl -š
როგორც ვხედავთ, დროის გასვლასთან ერთად, ელამურმა ენამ უღლებაში დაკარგა -h
თანხმოვანი, რაც ასევე დამახასიათებელია სხვა გრამატიკული ფორმებისთვისაც.
უღლების მეორე ტიპს გარდაუვალი ზმნები უნდა მივაკუთნოთ, ხოლო მესამეს -
ზმნები რომლებიც არ არიან წარსული დროის გამომხატველნი (M. Khačikjan, 1998).
ელამურისთვის დამახასიათებელია სუფიქსი -ma-, რაც დურატივს, განმეორებით
ქმედებას გამოხატავს, ამავე კატეგორიას უნდა მივაკუთნოთ კიდევ ერთი სუფიქსი - nu
(M. Khačikjan, 1998), რომელიც არ უნდა აგვერიოს უარყოფით ნაწილაკში -in.
ელამური ენის შესახებ შექმნილ სტატიაში, იგორ დიაკონოვი გვთავაზობს ზმნის
სუფიქსების განლაგების ცხრილს, რომელიც, სავარაუდოდ შუმერული
აგლუტინაციური ზმნის გავლენით უნდა შეექმნა.
ზმნის ძირი + პირდაპირი ობიექტი + ტიპი (ქმედების სივრცითი მიმართულება) +
გერუნდიული მაჩვენებელი + პრედიკატული მაჩვენებელი + კილო (И. М. Дьяконов,
1979).

6
ელამურ ენაში ასაევე ფიქსირდება დამხმარე ზმნა tarma-, თუმცა, უნდა აღინიშნოს ის
ფაქტიც, რომ ამ ზმნას უფრო ხშირად აქემენიდურ ელამურში იყენებდნენ (M. Khačikjan,
1998).
სინტაქსი. არაერთი დიალექტისა, თუ ქრონოლოგიური განსხვავებების გამო,
ელამური ენის საერთო სინტაქსზე საუბარი საკმაოდ რთულია, თუმცა შეგვიძლია
გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი.
ყველაზე გავრცელებულ კონსტრუქციას სუბიექტი-ობიექტი-ზმნა (SOV
კონსტრუქცია) წარმოადგენს. წინადადება იწყება სახელით, რომელსაც მოსდევს
არაერთი კომპლემენტი, ხოლო წინადადების ბოლოს ყოველთვს დგას ზმნა (F. Grillot-
Susini, 1998). როგორც წესი, ირიბი ობიექტი პირდაპირს უსწრებს (M. Khačikjan, 1998).
სახელობითი ჯაჭვის წევრებს შორის მიმართებას განსაზღვრავს როგორც სიტყვათა
რიგი, ასევე სუფიქსის ტიპები (F. Grillot-Susini, 1998).
სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა
ელამური ენის ლექსიკონის შედგენის პროცესში ფუნდამენტურ ნაშრომად იქცა ვ.
ჰინცისა და ჰ. კოხის მიერ 1987 წელს შედგენილი ელამურ-გერმანული ლექსიკონი (W.
Hinz, 1987), რომელიც დღეისათვის არსებულ ნაშრომებს შორის ცალსახად, ყველაზე
სრულყოფილად უნდა ჩაითვალოს. ორტომეულში პრაქტიკულად სრულად არის
თავმოყრილი ზემოთჩამოთვლილი ყველა პერიოდის ლექსიკა, ამასთან მაგალითებად
არის მოყვანილი წინადადებები ამა თუ იმ ელამური ტექსტიდან.
ცალკეული სიტყვების, მათი სტრუქტურისა და ეტიმოლოგიის გაანალიზებისთვის
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ვაცლავ ბლაჟეკის ნაშრომი, სადაც ის
ცდილობდა ელამური სემიტურ და ზოგადად, აფრაზიული ენების ოჯახთან
დაეკავშირებინა,რის საფუძვლადაც ასზე მეტი ლექსიკური შესაბამისობა მოჰყავს (V.
Blazek, 1992). ასევე, საინტერესო ცნობებს გვაწვდის გიორგი სტაროსტინი, რომელიც
ბლაჟეკის და დ. მაკალფინის მიერ გამოკვლეულ ელამურ ლექსიკას ნოსტრტულ
თეორიას არგებს და გვთავაზობს რამდენიმე მსგავსებას ინდოევროპულ, ურალურ,
ალთაურ და ქართველურ ენებთან (G. Starostin, 2002).
ელამური ლექსიკასა და დრავიდულ ენებს შორის არსებული კავშირები დიდი
რაოდენობით აქვს ასახული ცნობილ დრავიდოლოგს - დევიდ მაკალფინს (D. McAlpin,
1974).
უშუალოდ ელამური ენის მორფოლოგიის შესწავლისთვის მნიშვნელოვან ნაშრომს
წარმოადგენს მარგარეტ ხაჩიკიანის 1998 წლის წიგნი ელამური ენა (M. Khacikian, 1998),
სადაც სრულყოფილად არის მიმოხილული ელამური ეინისთვის მახასიათებელი
სპეციფიკური გრამატიკული ნიუანსები და მოყვანილია კონკრეტული მაგალითები
დეტალურად გარჩეული წინადადებების სახით.

7
შემოკლებანი:
ძვ. ელ. - ძველი ელამური
შ. ელ. - შუა ელამური
ახ. ელ. - ახალი ელამური
აქ. ელ. - აქემენიდური ელამური
აქად. - აქადური
შუმ. - შუმერული
ხეთ. - ხეთური
ხათ. - ხათური
კას. - კასიტური

8
a-ak – კავშ. და; მაგრამ. თუკი დაემატება ab-be-be - საკვები, საჭმელი, გემო. 3
ku-ud-da, მიიღებს მნიშვნელობას ისევე;
ab-be-be.hu-ut-ti-ra - მზარეული,
ისევე როგორც.... ახალ ელამურში
მცხობელი (?). იხ. ab-be-be.
ფიქსირდება ფორმით yak.
a-bu-ul - კარიბჭე. ნასესხებია
a-al - ქალაქი. ნასესხებია აქადურიდან -
აქადურიდან = abullu(m).
ālu - ქალაქი.
a-ga-ra - ნებისმიერი (?). ძვ. ელ. ფორმა.
a-am - ახლა. ასევე ფიქსირდება ფორმით
am. შ. ელ. ფორმა. ag-ga - ვინ? რომელი? ვინც. ma-da a-ak
in-ni NUMUN.MEŠ nu-ka4-mi ak-ka4 kam-
a-a-ni-ip - ნათესავები. უნდა
ma-ad-da ma-ku-iš SUNKI-me e-mi [du-iš-ti
მომდინარეობდეს ძირიდან a-hi-in -
taš-šu-íb [šil-la]-ka4 ir - არც მიდიელი, არც
სახლი. ყველაზე ზუსტ თარგმანად უნდა
ვინმე ჩვენი მემკვიდრეობიდან, ვინც
მივიჩნიოთ ქართულ ენაში არსებული
მეფობა გამოსტაცა გაუმატას. გვხვდება
სიტყვა სახლეული.
ფორმები: ak-ka; aq-ka; ak-qa.
a-ap-pi - შთამომავლობა, მემკვიდრეობა
a-gi - ეს, ესენი. გარკვეულ კონტექსტში
(?) წარმოშობა (?). ასევე ფიქსირდება
შესაძლოა ამ ფორმით იყოს ჩაწერილი და
ფორმით: ah-be; a-h-pi; ap-hi-e.
კავშირი, რომელსაც ემატება -ki ან -hi
a-ap-ti - ქურა, ღუმელი. = ap-ti. ნაწილაკი, რის გამოც, შესაძლოა მიიღოს
ჩვენებითი ნაცვალსახელის ფორმა.
a-aš-ta - სასტუმრო, საერთო სახლი, გვხვდება ფორმები: a-ki.
საროსკიპო. ნასესხობაა აქადურიდან -
aštammu - იგივე მნიშვნელობით. a-h(a) - აქ, ახლა, ამჟამად. კერძო
საკუთრივ აქადური სიტყვის შემთხვევებში შესაძლოა შეგვხვდეს
ეტიმოლოგია უკავშირდება შუმერულ მნიშვნელობით - რადგან, იმიტომ რომ,
ÉŠ.DAM-ს. 2 იმისთვის. მაგ.: hu-ut-tak ha-li-ik-ü-me a-
ha ta-h - ჩემი ქმნილება (ძეგლი, სტელა) აქ
ab-ba - ქონი, მსუქანი (?). აქ. ელ.-ში ასევე დავამაგრე / დავდგი. 3 za-al-mu.lg a-ha si-
არის ფორმა ab-ba-ra. ib-ba-ma-qa um - იმისთვის, რომ სამი
ab-ba-ra - მძიმე, სქელი, მსუქანი. უფრო ნამუშევარი გაპრიალდეს (ბრწყინვალე
გახდეს). ძირითადად ფიქსირდება
ხშირად გამოიყენება აქ. ელ.-ში, ასევე იხ.
ab-ba.

2
სტუმრის ეტიმოლოგია. ატარებს მსგავს სემანტიკას (პური, ცომეული,
3
მსგავსი ძირი ფიქსირდება დრავიდულ ენებში. საკვები). [DED: 0155].
კერძოდ, *appa, ან *ápa პროტო დრავიდულიდან, რაც

9
შემდეგი ფორმები: a-ha; a-h (ახ. ელ.); a- a-ka-da - ყოველთვის, სამუდამო(დ),
ha-a.4 სამარადჟამოდ. ძვ. ელ. ფორმა.
ah-be - იხ. ah-pi. ak-pi-ip - განწმენდა, გასუფთავება (?).
მნიშვნელობა სათუოა.
a-h-da-a - ვალი, ვალის სარგებელი. =a-h-
ti; a-h-te. ak-še-na - თეონიმი, ირანული ღვთაება
თუქრიშის ელამური სახელწოდება.
a-h-hu-im - სავარცხელი. =ah-hu-um. შ.
ელ. ფორმა. ak-sir - ზედამხედველი, ზემდგომი.
ანალოგიური ტერმინია აქადური re-du-ú.
a-hi-an - ხილი (?). შესაძლოა
იგულისხმება ხილის კონკრეტული ak-ti-ip - ხელოვნების ნიმუში,
სახეობა. მნიშვნელობა დაზუსტებული არ ქანდაკება, ძეგლი.
არის.
am - იხ. a-am.
a-hi-in - სახლი; შენობა; საცხოვრებელი.
= a-h-in; a-a-ni; ha-a-in; a-i-in (შ. ელ.). 5 am-ma – (აქ. ელ.) არსებული, შესამჩნევი
(?). სიტყვა შედარებით გვიანდელ
a-h-iš - მიწა (?), ეზო (?). ტექსტებში გვხვდება. მნიშვნელობას
მეტნაკლებად სრულყოფილად ასახავს
ah-pi - წარმოშობა. ah-pi tu-ur-na am-ma
ინგლისური ტერმინი at hand.6
na-ap-pi-ip-ri - წარმოშობა ღმერთების
დედისგან. შესაძლოა შეგვხვდეს am-ma - დედა. ფორმა დასტურდება ძვ.
წინაპრების მნიშვნელობითაც. იგივე ელ. პერიოდიდან აქ. ელ.-ის ჩათვლით.
ძირია სიტყვაში ah-be, რომელიც ასევე სიტყვა შეიძლება ლინგვისტურ
იხმარება სქესის, გენდერის უნივერსალიად ჩაითვალოს. იდენტური
მნიშვნელობით. ძირები გვხვდება შუმერულში - AMA;
აქადურში - ummu; ინდოევროპულ
a-h-ši-mar - ხანჯალი (?). მნიშვნელობა
ენებში - *mā.
საეჭვოა. ] 8 a-h-ši-[mar] a-h käs-za-qa -
მისგან რვა ხანჯალი (?) გადაადნეს. am-mi-nu - იგივე. აქ. ელ. ფორმა. =am.
კონტექსტის გათვალისწინებით, აშკარაა, არ უნდა შეგვეშალოს შ. ელ. ერთეულში -
რომ საქმე გვაქვს მეტალის ნივთთან. am-ni.

4
შეგვიძლია გავატაროთ პარალელი ქართულ ენაში რომელიც აღნიშნავს კარავს. ზოგადად, პროტო
არსებულ ადგილის გარემოებასთან - აქ, იდენტური აფრაზიულ ენებში უნდა აღდგეს საერთო ძირი
სემანტიკითა და მსგავსი ძირით. *ḥanVw- მნიშვნელობებით - კედელი, აშენება, სახლი.
5 6
მსგავსი ძირი ფიქსირდება აფრაზიულ ენებში. Hinz: 51
კერძოდ, ბერბერულ ენებში გვხვდება *han ძირი,

10
am-ni - მთიანეთი (?), მთაგორიანი (?). შ. ap-pa - იმიტომ, რომ. აქ. ელ. ფორმა.
ელ. ფორმა. უნდა იყოს უშუალოდ
ap-pa - რომელი (?). გარკვეულ
ელამური ეტიმოლოგიის მატარებელი.
კონტექსტში გამოიყენება კითხვითი
am-ri - თუ, თუკი, მაშინ. ახ. ელ. ფორმა. სიტყვის სახით.

a-na-ku - კალა. ნასესხებია აქადური ap-pu-qa-na - პირველი, პირვანდელი.


ენიდან - annaku, anāku. სხვადასხვა აქ. ელ. ფორმა. შდრ. ap-pu-qa -
ტექსტში შესაძლოა დაერთოს შუმერული წინამდებარე, before.
ლოგოგრამა. ასევე, შესაძლებელია
კონტექსტის მიხედვით აღნიშნავდეს სხვა
at-ta - მამა (შ. ელ.). უფრო გვიანდელ
ტექსტებში გვხვდება ფორმით Ad-da.
მეტალსაც.

a-ni - არა, არ, არც. ფორმა az-za-ak-ra - დიდი. აქ. ელ. ფორმა.
უფრო ძველი ფორმა უნდა ყოფილიყო
უნვიერსალურია და ყველა პერიოდში
(h)azza.
გამოიყენება. =a-ni-i.

an-ka - თუ, თუკი, იმ შემთხვევაში. შ. ელ. ba-at - ფეხი. შ. ელ., ახ. ელ. =pa-at 7.
ფორმა. ba-ki - შებერვა, გაბერვა. ba-ki-iš - მან
an-na-in - ხილის წვენი, წვენი, სიდრი შეუბერა, გაბერა. ფორმა ახ. ელ.
პერიოდიდან გვხვდება. ასევე იხ. zu-ur-
(?). შედარებით გვიანდელი ფორმა,
zu-ur-ru-un.
რომელიც ძირითადად ხილის დაწურვის
შედეგად მიღებული სითხის აღსანიშნად ba-li-be - მისი ხალხი, მისი კაცები. შ.
გამოიყენება. =GIŠ.an-na-an ელ. ფორმა. კაცის მნიშვნელობისთვის
an-zi - მარილი (?). ფორმა უნდა ასევე იხილეთ ru-h.
ყოფილიყო ძველ ელამურშიც. ba-lu-um - სათავსო, საწყობი. ახ. ელ.
მნიშვნელობა დასაზუსტებელია. ყველაზე გვიანდელ ტექსტებში
ap - ჩვენებითი ნაცვალსახელი. api sunkip გამოიყენება ძვ. სპარს. ლექსიკური
ერთეული *hambara.
urpuppi hašdu Inšušinakni halihši - ამ
ყოფილმა მეფეებმა შექმნეს ინშუშინაკის be-ra - წაკითხვა, კითხვა. აქ. ელ. ფორმა.
ჰაშდუ. =ap-pi, a-pi; a-pi-ip. რა, რაც, ეს.

7
შდრ. ინდოევროპულ ძირებს: ped - ფეხი. [Watkins: ინდოევროპულ ენაში, შესაბამისად, უნდა
64]. ასევე, შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითი ვივარაუდოთ, რომ ელამურში არსებული ერთეული
ხეთური ენიდან - pat - ფეხი. [ტატიშვილი, 2011: 44]. ნასესხებია ხსენებული ოჯახის რომელიმე ენიდან.
მსგავსი ძირები ფიქსრიდება პრაქტიკულად ყველა

11
be-ut - ბრძოლა, ჩხუბი. აქ. ელ. ფორმა. el-ma - ფიქრი, გადაწყვეტილების
წარმომავლბა სავარაუდოდ მიღება. el-ma-h-ši - მათ გადაწყვიტეს /
ინდოევროპულია. 8 მათ მოიფიქრეს. ახ. ელ. ფორმა. =ul-ma;
ხშირად, გარკვეული ფორმის
bu-ni - გული (ორგანო). მნიშვნელობა გამოხატვისას -ma მარცვალს ემატება -n
ეჭვის ქვეშ დგას.
თანხმოვანი და ვიღებთ შემდეგ ფორმას:
da-ban-ti-na - ლურჯი. ახ. ელ. ფორმა. el-man-da - შენ ფიქრობ.

da-la - შესაწირი, ძღვენი, ზუარაკი. ამავე ga-az - დარტყმა, ჩარტყმა (?).


ძირთან უნდა იყოს კავშირში ta-la - მნიშვნელობა სადავოა და ეყრდნობა რან
საჩუქარი. ახ. ელ. ზადოკის თეორიას.9 იგივე
დაწერილობით გვხვდება სიტყვა რქა.
du-nu - მიცემა, გადაცემა. du-nu-uš - მან
მისცა, III პ. მხ. რ. =du-na; du-na-as. gi-ri - დაფიცება, ფიცი, პირობის მიცემა.
ზოგიერთი მკვლევარი აღადგენს *tun შესაძლოა ატარებდეს შეფიცვის
ძირსაც. მნიშვნელობასაც. შ. ელ. ფორმა. =gi-ri-e;
gi-ri-ip. 10
du-ráš - გამოქვაბული, მღვიმე. აქ. ელ.
ფორმა. GIŠ.hu-sa - ხე, ტყე, ხის ნაწარმი.
გამოყენებულია შუმერული სიტყვა GIŠ,
du-ši-um - დანა (?). მნიშნველობა ძვ. ელ. მნიშვნელობა უცნობია. აქ. ელ.-ში
დასაზუსტებელია. აშკარაა, რომ უნდა შესაძლოა შეგვხვდეს hu-sa-a ფორმა,
აღნიშნავდეს გარკვეულ ჭურჭელს. იხ. ki- მნიშვნელობით ნაფოტი, ხის მორი,
mal-tam6. ხეივანი და სხვა მსგავსი სემანტიკით.

el - თვალი, თვალები. ახ. ელ. ფორმა. gi-ut - ვიყავი (I პ. პრეტ.), ვარ (I პ. პრეზ.).
გვხვდება ასევე ლოგოგრამის სახითაც. ხშირად გამოიყენება აქ. ელ. პერიოდის
ტექსტებში.
el - კარი, კარები, კარიბჭე. შ. ელ. ფორმა.
=h.e-el. gi-ut - საწოლი. ახ. ელ. ფორმა, არ უნდა
აგვერიოს იდენტურ gi-ut-ში, რომელიც
el - ფქვილი. (აქ. ელ.). =GIŠ.e-ul. (ახ. ელ.).
ყოფნა ზმნის ფორმაა.

8
შდრ. კელტური ძირი *bodw - ბრძოლა. ასევე გირაო-ს პარალელი, რომელიც საკუთრივ
თანამედროვე ინდოევროპულ ენებში არსებული სპარსულში შესაძლოა სანსკრიტიდან
სიტყვები битва (ბრძოლა), battle. გავრცელებულიყო და გარკვეულ სემანტიკურ
9
Hinz: 411 კავშირშია ელამურ ლექსიკურ ერთეულთან. რაც
10
საინტერესოდ გვეჩვენება მოვიყვანოთ ქართულ სიტყვის ინდოევროპულ წარმომავლობაზე
ენაში სპარსულის გავლენით შემოსული სიტყვის - მიუთითებს.

12
ha-ap - სმენა, გაგონება, მოსმენა. ძვ. ელ. hu-hu-un - კედელი, გალავანი. შ. ელ.
ფორმა. ha-ap-hu - ჩვენ გვესმის, ჩვენ ფორმა. ასევე წარმოადგენს ტოპონიმსაც.
ვისმენთ. = ku-uš.hu-hu-un. კონტექსტის მიხედვით
შეიძლება ითარგმნოს როგორც კედლით
hal-ki - ტკბილი. ძვ. ელ. ფორმა. შემოსაზღვრული - ეზო.
გარკვეულ კონტექსტში შეიძლება
აღნიშნავდეს თაფლს. hu-la-ap-na - მწვანე. შ. ელ. ფორმა.
hal-pi - განადგურება, სიკვდილი, hu-uh-me - სავსე (?). ძვ. ელ. ფორმა.
ამოხოცვა, გაჟლეტა. ახ. ელ. ფორმა. მნიშვნელობა დასაზუსტებელია. =hu-uh.
ნაწარმოები ზმნები: hal-pi-ik - ის მოკვდა.
hal-pi-iš - მან გაანადგურა, მან დახოცა.
hu-un-sa - თვლა, დათვლა, ჩამოთვლა,
=hal-bi; hal-ba
თქმა. ახ. ელ. ფორმა. hu-un-sa-as - მან
დაითვალა. აქ. ელ.-ში გამოიყენება ფორმა
har.MEŠ - ქვა, ლოდი. ლოგოგრამა. არ za-ag-gi.
უნდა შეგვეშალოს ელამურტ ტექსტებში
hu-ur-pi - ხილი, ნაყოფი. შ. ელ. ფორმა.
არსებულ შუმერულ ლოგოგრამაში
HAR.lg - ბეჭედი (მეტალის), დისკო. i-gi - ძმა, ძმადნაფიცი. შ. ელ. ფორმა. i-
ha-te-en - ტყავი (?), ცხოველისგან g[i] ha-ni-ik.ü-ri-me - ჩემი საყვარელი ძმა.
=i-gi-ri.
დამზადებული სამოსი. ახ. ელ. ფორმა.
კონტექსტის მიხედვით მნიშვნელობა i-iš-ti - ხორცი (?). შ. ელ. მნიშვნელობა
შესაძლოა შეიცვალოს. =ha-tin. იხ. maš-qa- დასაზუსტებელია.
um.
ip-ši - შეშინება, შიში. აქ. ელ. ip-ši-iš - მათ
hi-an - სასახლე, ციხესიმაგრე. აქ. ელ. ეშინოდათ / ისინი ძრწოდნენ.
უფრო ძველ ტექსტებში ხშირად
გამოიყენება აქადური სიტყვა ekallu, რაც ir-šá-na - დიდი, დიადი. აქ. ელ. ფორმა. =
ეტიმოლოგიურად უკავშირდება ir-šá-an-na. იხ. az-za-ak-ra.
შუმერულ E2.GAL-ს.
ir-tu – (აქად.) მკერდი, გულ-მკერდი.
hi-du - ცხვარი (მდედრ.). შ. ელ. ფორმა. ნასესხობა აქადურიდან.
ახალ ტექსტებში შეიძლება ცხვრის
kam.MEŠ - ზღვა. მიუხედავად იმისა,
მნიშვნელობით გამოყენებული იყოს ku-
რომ ფორმა უფრო ხშირად აქ. ელ.
ip-ši.
პერიოდიდან ჩნდება, სიტყვა ელამური
hi-el - კარი, კარიბჭე, შესასვლელი. (შ. უნდა იყოს. იდენტურ ლოგოგრამა KAM-
ელ.) იხ. el. hi-el d.la-ga-ma-al-me - ს, შუმერულსა და აქადურში
ღვთაება ლაგამალის კარიბჭე. განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. - v.Sa-

13
ak-qa ap-pa kam.MEŠ mi-ud-da-man-na - ku-ti - გაზიდვა, მოტაცება, წაღება. ფორმა
ვინც იხილა (შავ) ზღვ(ებ)ის მიღმა. ახ. ელ. პერიოდისაა, თუმცა უფრო ადრეც
უნდა ეარსება. 12
kán-na - ახლოს, ახლო. აქ. ელ. ფორმა.
ku-tu.MEŠ - საქონელი, პირუტყვი.
kap-pa - დაკეტვა, ჩაკეტვა, დახურვა. ახ.
შესაძლოა იყოს როგორც წვრილფეხა,
ელ. ფორმა.11
ასევე მსხვილფეხა საქონელი. ასევე,
ki - ერთი. =ki-ik; ki-ir. კონტექსტის მიხედვით, შეგვიძლია
ვთარგმნოთ როგორც ძროხა. ფორმა ახ.
ki-ik - ცა, ზეცა, სამოთხე.. ki-ik mu-ru-un ელ. პერიოდისაა.
pu-ur-na
lak-pi-lan - ცხენი (?). ახ. ელ. ფორმის
ki-ip-ši - თხა, თიკანი. აქ. ელ. ფორმა. მნიშვნელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
=ku-ip-ši. შესაძლოა, იგივე სიტყვა აღნიშნავდეს
ki-ir-pi - ხელი, მტევანი. აქ. ელ. და შ. ვირს. ცხენისა და ვირის აღსანიშნად
ძველ ელამურ ტექსტებში უფრო ხშირად
ელ. ფორმა. =kur-pi. ძველ ტექსტებში
გამოიყენება შუმეროგრამები ANŠE და
გამოიყენება შუმეროგრამა - ŠU.
ANŠE.KUR.RA. აქემენიდურ ელამურში
ki-mal-tam6 - კოვზი (?). ზოგიერთ ძველი სპარსული ენის გავლენით
მკვლევარის აზრით, შესაძლოა გამოიყენებოდა ერთეული aš-ša-bar-na-iš.
აღნიშნავდეს სიტყვას - დანა. ფორმა ახ. შდრ. ძვ. სპ. asbari - ჯარისკაცი, ცხენოსანი
ელ. პერიოდისაა. (კავალერისტი).13

ku-na-li-iš - თმა. ძვ. ელ. ფორმა. la-ni - ვერცხლი, ვერცხლისგან


მნიშვნელობა დასაზუსტებელია. ახ. ელ.- დამზადებული. შ. ელ. ფორმა. =la-ni-i-ni -
ში უფრო ხშირად გამოიყენება ფორმა še ვერცხლისგან დამზადებული.
(še-e).

11
შესაძლოა ძირი კავშირში იყოს ინდოევროპულ ითვლებოდა, რომლებიც არ ერიდებოდნენ ამა თუ იმ
ლექსიკასთან. მაგ.: *kep ძირი, მნიშვნელობით ქალაქ-სახელმწიფოს დარბევასა და იქიდან დიდი
დაფარვა, დახურვა. რაოდენობით ალაფისა და მონების გაზიდვას და
12
მაკალფინის სტატიაში ხსენებული სიტყვა მოტაცებას. იმის გათვალისწინებით, რომ ფორმ ახალ
დაკავშირებულაი თამილურ ენებში არსებულ ზმნა ელამურ პერიოდში ფიქსირდება, უფრო მეტად
kuti-სთან (ხტომა, ძრწოლა). [McAlpin: 98]. შესაძლოა სავარაუდოა, რომ ზმნის ეტიმოლოგია
ზმნას კავშირი ჰქონდეს მახლობელ რეგიონში უკავშირდებოდეს გუთიების, იგივე კუთიების
მცხოვრებ გუთიების ტომთან, რომელიც იმ ეთნონიმს და არა პირიქით.
13
პერიოდის მესოპოტამიისა და ზაგროსის Tolman: 40.
მთიანეთისთვის ცალსახად მარბიელ ტომად

14
li-ba-be-be - მონები (?), მხევალი (?), mar-ri - ჭერა, დაკავება, შეპყრობა. აქ. ელ.
მსახური ქალი (?). მნიშვნელობა სათუოა. mar-ri-iš - მან დაიჭირა / მან დაიკავა.
აქ. ელ. ფორმა. =li-ba-ab-ba. ამავე ფორმით შეიძლება შეგვხვდეს
როგორც ერთ-ერთი თეონიმი.
li-im - ცეცხლი. შ. ელ., ფორმას ძველ
ელამურშიც უნდა ეარსება. 14 იგივე ძირია mar-ri-iš - ჭურჭელი. ფორმა
ზმნაში დაწვა - li-im-ma. li-im-ma-ak - გვიანდელია და ჰგავს ნასესხობას
დაიწვა. ინდოევროპული ენებიდან. ელამური
ფორმა უნდა ყოფილიყო pi-ti (?).
lu-uk - ელვა, მეხი. დაფიქსირებულია ძვ.
ელ. პერიოდის ტექსტებშიც. 15 ma-si - გაჭრა, გადაჭრა, გაწყვეტა, დაჭრა.
გამოიყენება ჯერ კიდევ შ. ელ.
ma-an-za-at - ცისარტყელა. ძვ. ელ.
პერიოდიდან. ma-si-i-qa - მოიჭრა,
ფორმა. ასევე წარმოადგენს ერთ-ერთი
ჩამოიჭრა. 16
ღვთაების სახელსაც.
maš-qa-um - კანი, ცხოველის ტყავი.
ma-ir - ორი (?). =mar; ma-ra. ახ. ელ.
ნასესხობა აქადურიდან - mašku.
ma-ki - მიღება, მოხმარება, ჭამა, დალევა ma-ul - ბავშვი, ვაჟი, ჩვილი. აქ. ელ. =ma-
(?). აქ. ელ. ფორმა. =ma-qa - მიღება, ჭამა. ul-a; ma-ul-li. 17
ma-ak-qa - შეჭმულ იქნა. იხ. te-ri-.
me-lu-uk - გრძელი. შ. ელ. ფორმა. ასევე
man-ha-at - რკინა (?), გარკვეული ტიპის ფიქსირდება აქ. ელ.-ში ვარიანტით me-ul-
მყარი მეტალი. მნიშვნელობა სადავოა,
li-ik.
თუმცა ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს
ელამური სიტყვა გამოიყენება შუმერული mi-el - წვენი. =mi-ul. ახ. ელ.
AN.BAR-ის ანალოგად.
mi-ik-ki - ყვავილი (?), კოკორი (?). შ. ელ.
მნიშვნელობა დასაზუსტებელია.

14
ცეცხლის აღმნიშვნელ ლექსიკურ ერთეულს მნიშვნელობით, რასაც სავარაუდოდ კავშირი უნდა
გიორგი სტაროსტინი ადარებს სვანურ ენაში, ჰქონდეს ელამურ ლექსიკურ ერთეულთან. ასევე,
ლაშხურ დიალექტში არსებულ სიტყვას lemes - ამავე ძირიდან არის ნაწარმოები სლავურ ენებში
ცეცხლი და ცეცხლის აღმნიშვნელ პროტო არსებული სიტყვები, მაგ.: луч - სხივი.
16
ქართველურ ძირად აღადგენს *lemeč-ს. იქვე, *moc ძირი დრავიდულ ენებში მსგავსი სემანტიკის
მკვლევარს მოჰყავს შედარება პროტო სინო- მატარებელია. (Burrow: 464).
17
ტიბეტურ ძირთან *luam - დაწვა. [სტაროსტინი: 12]. შდრ. კასიტურ ენაში არსებულ სიტყვას mali,
15
შდრ. ხეთური სიტყვა lalukeš. ხსენებული სიტყვის რომელიც სავარაუდოდ აღნიშნავს მამაკაცს, თუმცა
მნიშვნელობა უნდა ითარგმნოს როგორც შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს სანსკრიტში არსებულ
გაბრწყინება, განათება. (ტატიშვილი, 2010: 20). ერთეულ marya-სთან, მნიშვნელობით ჯეელი, ვაჟი,
ზოგადად, პროტო-ინდოევროპულში *Lewk ძირი ყმაწვილი. [სოხაძე, 2016: 298].
უნდა აღვადგინოთ ნათელის, ბრწყინვალეს

15
mu-ti - ქალი, ცოლი. აქ. ელ. ფორმა. იხ. ელამური მთვარის ღვთაება. ასევე იხ. na-
mu-tur. შესაძლოა იყოს ძველი სპარსული ap. =na-pir.
ენის გავლენა. ძირი ინდოევროპული
ni - შენ. II პ. ნაცვალსახელი. გვიანდელ
უნდა იყოს.
ტექსტებში (აქ. ელ.) იღებს ფორმას nu.
mu-tur - ცოლი, მეუღლე (მდედრ.),
ni-ka - ჩვენ. პირველი პირის
ქალი. აქ. ელ. ფორმა. შეინიშნება
ნაცვალსახელი, მრ. რ.. ახ. ელ. და აქ. ელ.
ინდოევროპული ლექსიკის აშკარა
ტექსტებსი გვხვდება nu-ka ან nu-ku
გავლენა.
ფორმით.
na- თქმა, საუბარი. na-an-ri - მან თქვა, მას
nu-mi - თქვენ. II პირის ნაცვალსახელი
უთქვამს. აქ. ელ. ფორმა.
მრ. რიცხვში.
na-ap - ღმერთი, ღვთაება. ხშირად, წინ
pa-ar-qa - -მდე, წინ, იქამდე, ჯერ, ამ
უსწრებს ღვთაების დეტერმინატივი. აქ.
მომენტისთვის. შ. ელ.
ელ. ფორმა. ასევე იხ. na-bi-ip.
pa-ha - ჯორი. იშვიათ შემთხვევებში
na-bi-ip - ღმერთები, ღვთაებები. ძვ. ელ.
შეიძლება აღნიშნავდეს ვირსაც.
ფორმა. სავარაუდოდ, აქედანვე უნდა
იყოს ნაწარმოები აქ. ელ.-ში არსებული pap-pi - ღორი (?). ახ. ელ. ფორმა.
na-ap. მნიშვნელობა დადასტურებული არ არის.

na-hu-te - მზე. ფორმა ძვ. ელ. pa-ru - თესლი, შთამომავალი, ნაშიერი.


პერიოდისაა. ხშირად ფიქსირდება შ. ელ. =ba-ru; ba-ar-e; ba-ir. ზოგ ტექსტში
ონომასტიკაში. გვიანდელ ტექსტებში გამოყენებულია შუმეროგრამა NUMUN.
ფიქსირდება ფორმით na-hun-te.
შესაძლოა იყოს კომპოზიტი სიტყვებით pi-el - წელიწადი. შ. ელ. ფორმა. აქ. ელ-
nan და hunte - დღის მცველი.18 ში უფრო ხშირად გამოიყენება be-ul
შესაბამისად, გამოთქმულია ვარაუდი, ვარიანტი.
რომ მზის აღმნიშვნელი ელამური pi-ni-ir - მონადირე (?). შ. ელ.
ლექსიკური ერთეულის პირვანდელი
მნიშვნელობა სადავოა.
მნიშვნელობა არ არის შემორჩენილი.
pir-ni.MEŠ - ნახევარი (?). შ. ელ. ფორმა.
na-pi-ir - ღმერთი, ღვთაება. შ. ელ.
მნიშვნელობა სავარაუდოდ სწორია, აქ.
ფორმა. შეიძლება შეგვხვდეს
ელ.-ში გვხვდება ფორმა pir-nu-ba,
მნიშვნელობით - მთვარე. სავარაუდოდ,
რომელიც იგივე სემანტიკისაა და
ამავე სახელს ატარებდა ერთ-ერთი

18
Starostin: 20.

16
სავარაუდოდ ამ ძირიდან უნდა იყოს qa-tu - ცხოვრება, სიცოცხლე. აქ. ელ.
ნაწარმოები. ფორმა. qa-tuš - ის ცხოვრობდა. =ka-tu-;
qa-tuk-qa - ცოცხალი.
pi-ut - ლეღვი, ლეღვის ხე. აქ. ელ. =pi-ut-
ti. rab-ba - დაბმა, შეკვრა. აქ. ელ. ფორმა.
rab-ba-qa - დაბმული, შეკრული. ძვ.
pu-hu – (ძვ. ელ.) შვილი, შვილები,
სპარს. ენაში შეესაბამება basta ფორმა.
შთამომავლობა. (აქ. ელ.) გოგონა,
ქალიშვილი. გვიანდელ ტექსტებში ri-uk-[hi(?)]-in(?) - ძროხა (?). შ. ელ.
ხშირად გამოიყენება ქალიშვილის ფორმა სათუოა და საკმაოდ იშვიათად
მნიშვნელობით. ასევე, ქალიშვილის ფიქსირდება. იდენტური ფორმა
აღსანიშნად აქ. ელ.-ში გვხვდება ფორმა შეიძლება აღვადგინოთ ხბო-ს
pu-b. მნიშვნელობითაც. იხ. ti-la.

pu-ul-ki - იარაღი, ხმალი (?). შ. ელ. ru-el-pa-min - ღვიძლი (?). ახ. ელ.
ფორმის ხმლის მნიშვნელობით თარგმნა მნიშვნელობა დასაზუსტებელია. ასევე
სათუოა. იხ. ru-ku.

pu-un-na - ახალგაზრდა, ჯეელი. აქ. ელ. ru-h - კაცი, მამაკაცი. აქ. ელ. =ru-b; ru-uh.
ამავე ძირს უკავშირდება pu-hu - ბავშვი.
ru-ku - ზუსტი მნიშვნელობა უცნობია,
pu-ur - ფრჩხილი, ბრჭყალი, თითი. 19 თუმცა ამ ფორმით უნდა აღნიშნავდეს
ცხოველის იმ ორგანოს სახელწოდებას,
qa-as-su - რქა. შ. ელ. ფორმა. =kas-su; gaz-
რომელსაც მსხვერპლშეწირვის
zu. 20
რიტუალისას იყენებენ. 21
qa-at.mur-ti - ტახტი, სკამი, სავარძელი.
ru-tu4 - ცოლი, მეუღლე. შ. ელ. ფორმა.
ახ. ელ. როგორც წესი იხმარება ხის
შედარებით გვიანდელ ტექსტებში,
აღმნიშვნელი შუმერული
განსაკუთრებით აქ. ელ. პერიოდში
დეტერმინატივით - GIŠ. იშვიათად
გამოიყენება ფორმა ri-ti.
ატარებს მაგიდის მნიშვნელობასაც.
Ša-ak - ვაჟი, მემკვიდრე. შ. ელ. და ახ. ელ.
qa-ra - მოხუცი, მხცოვანი, ძველი. აქ. ელ.
ფორმა. ძირითადად გამოიყენება
ფორმა.

19
ამ ლექსიკურ ერთეულს გიორგი სტაროსტინი ენების რამდენიმე სიტყვასთან [Starostin: 16], ჩვენ
აკავშირებს ქართველურ ენებში არსებულ ძირებთან ასევე გვსურს მოვიყვანოთ შედარება რქის
*prcxa - ფრჩხილი, ბრჭყალი. ასევე მოჰყავს შედარება აღმნიშვნელ ხათურ სიტყვასთან - Ka-is.
21
ინდოევროპულ ძირებთანაც. [Starostin: 10] Hinz: 1047
20
სტაროსტინი იმოწმებს ვაცლავ ბლაჟეკის
ნაშრომებს და მოჰყავს შედარებები აფრაზიული

17
მამაკაცის შთამომავალზე, უშუალო ši-in-pi - გველები, ქვეწარმავლები. ძვ.
მემკვიდრეზე საუბრისას. ელ. ფორმა.

ša-am - თოკი, ბაწარი. უფრო ხშირად si-kas-da - მათ დალიეს (?). აქ. ელ.
იხმარება ახ. ელ. და აქ. ელ. ტექსტებში. ფორმა, მნიშვნელობა დასაზუსტებელია,
მნიშვნელობა ეჭვის ქვეშ დგას. გამოიყენება ძალზედ იშვიათად.
მკვლევარების ნაწილი სიტყვას არ შესაძლოა ძირი იყოს si-k(i).
თარგმნის და სიტყვას საკუთარ სახელად
მიიჩნევს. 22 ši-mi-ut - თეთრი. აქ. ელ. ფორმა.

sa-an.MEŠ - სისხლი (?). ახ. ელ. si-ri - ყური, სმენა. ახ. ელ. და აქ. ელ.
მნიშნველობა სადავოა. შესაძლოა იყოს ფორმა.
ინდოევროპული ლექსიკის გავლენა.
ši-ši – (აქ. ელ.) ცხოველის სახეობა,
სისხლის აღსანიშნად ასევე გამოიყენება
რომელსაც მიწაზე მუშაობის დროს
შუმერული MUD.MEŠ. 23
იყენებდნენ. შესაძლოა იყოს სახედარი (?).
25 შდრ. შუმერული SISI (ANŠE-KUR-RA)
ša-li-mi - კეტი (?), ხელკეტი (?). ახ. ელ.
ფორმა. მნიშვნელობა სათუოა. უნდა ცხენის მნიშვნელობით.
აღნიშნავდეს იარაღის სახეობას,
si-u - ბაბუა, დიდი ბაბუა. აქ. ელ. ფორმა.
რომელიც სავარაუდოდ ხისგან
მზადდებოდა. ši-um - ცხვირი, ნესტო. აქ. ელ. =si-um-
me.
si11-me-in - ჰაერი (?). ძვ.ელ.
მნიშვნელობა სათუოა. შესაძლოა šu-da-ba - იხვი, ბატი. აქ. ელ. =šu-da-ba-
აღნიშნავდეს ციურ სივრცეს. si11-me-in ki- ah; su-da-ba-ab. გარკვეულ კონტექსტში
ki-in zu-ür-zu-ur-ru-un - ჩვენ ვსუნთქავთ აქვს პატარა ზომის ფრინველის
სამოთხის ჰაერს. 24 მნიშვნელობაც.

si-h-ha - კბილი, ეშვი. შ. ელ. ფორმა. šu-tu - და, დობილი. შ. ელ. ფორმა.
შესაძლოა იყოს ინდოევროპული ძირი.
ši-in - თვე, მთვარე. აშკარა ნასესხობა
აქადური ენიდან - Dšin - სინი, სუენი - šu-uk-ki-it - სიტყვა (?). ახ. ელ. ფორმა.
მთვარის ღვთაება. მნიშვნელობა დასაზუსტებელია.

šu-un-ti-na - ყვითელი. შ. ელ. ფორმა.

22
Hinz: 1113 სისხლი. ასევე, შეგვიძლია მოვიყვანოთ ხეთური
23
შესაძლებელია პარალელების გატარება ისეთ სიტყვა ešhar.
24
ინდოევროპულ ძირებთან, როგორიცაა *hsen - Hinz: 1083
25
Hinz: 1170

18
ta-al-lu-uk - ნაწერი (?), ის რაც ti-pi - კისერი (?), კეფა (?). მნიშვნელობა
დაწერილია (?). ta-al-lu-uk-me a-pi-e si-ya- დასაზუსტებელია, თუმცა
(an] ku-ši-h-ma i(?) táh-ha-h - რაც მათ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ,
დაწერეს, აშენებულ ტაძარში დავდგამ რომ ხსენებული სიტყვა აღნიშნავს
(დავდებ). =ta-al-lu-uh; da-al-lu-uk; da-al- სხეულის რომელიმე ნაწილს.
lu-ha.
ti-ri - თქმა, საუბარი, ლაპარაკი. აქ. ელ.
te-ip - წვიმა (?). ახ. ელ. მნიშვნელობა ფორმა. ti-ri-in - ნათქვამია, თქმულ არს.
დიდი ალბათობით სწორია. te-ip ku-ni-en ti-ri-hi-iš-da - მან თქვა (ზუსტი თარგმანი
a-ak A.lg UN.lg pa-h-ti-in - წვიმა მოდის და იქნება he has said, სრული წარსულის
წყალი ხალხს ახარებს. ფორმით). ap-pa si-ri-ma v.nu-tn ti-ri-in -
რაც ნათქვამია შენს ყურში.
te-ri- - მოხმარება, ჭამა, დალევა. აქ. ელ.
ფორმა. მნიშვნელობა დასაზუსტებელია. ti-ut - ენა (სხეულის ნაწილი). აქ. ელ.
te-ri-qa - მოხმარებულ იქნა (It has been მნიშვნელობა სადავოა.
consumed). ერთი ვარაუდის თანახმად,
შესაძლოა აღნიშნავდეს ზმნა დალევასაც.
tu-ku - ხუთი. აქ. ელ. მნიშვნელობა
დასაზუსტებელია, სავარაუდოდ უნდა
იხ. ma-ki.
უკავშირდებოდეს საზომ ერთეულს,
ti-ip-pi - წარწერა, ლურსმული წარწერა, რომელიც დაახლოებით 4.85 ლიტრის
დაფა. აშკარად ნასესხები უნდა იყოს ექვივალენტი იყო. 26
აქადური ენიდან - ṭuppu - დაფა, წარწერა,
tur- ცოდნა, ცნობა. ახ. ელ. tur-nah - მე
თიხის ფირფიტა. საკუთრივ ამ აქადური
სიტყვის ეტიმოლოგია კი
ვიცოდი / მე ვიცნობდი, / მე გავიცანი.
დაკავშირებულია შუმერულ სიტყვა DUB- u - მე. I პ. მხ. რ. პირის ნაცვალსახელი.
თან. (ფირფიტა, დაფა).
ú-el.MEŠ - კარი, კარიბჭე, საგდული. ახ.
ti-la - ხბო. აქ. ელ. ფორმა. საინტერესოა, ელ. ფორმა. ú-el.MEŠ a-ak ku(?)-du-ri-ni -
რომ ძვ. ელ. პერიოდის ტექსტებში ti-la კარიბჭე და შენი მწყემსი. იხ. el და hi-el.
უნდა იყოს როგორც თეონიმი, ასევე
პატარა ბავშვის, ბიჭის აღმნიშვნელი, uk-ku - თავი, მეთაური. შ. ელ. შესაძლოა
რასთანაც, შესაძლოა დაკავშირებული ნასესხები იყოს შუმერულიდან - UGU -
იყოს აქ. ელ. ტექსტებში ხბოს თავის ქალა.
აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულის
ul-la - მოყვანა, მოტანა, ჩამოტანა. აქ. ელ.
ეტიმოლოგიაც.
ul-la-iš - მან მოიტანა / მან მოიყვანა.

26
Hinz: 356

19
un-ra - ყველა, ყოველი. აქ. ელ. ფორმა. ru-un a-ak li-im - წყალი, მიწა და ცეცხლი.
27
=un-na; un-ra-na; u-un-ra.

uz-zu - სიარული, სვლა. შ. ელ. ფორმა. zu-ur-zu-ur-ru-un - ჩვენ ვსუნთქავთ.


uz-zu-un-ta - შენ წახვედი. ძვ. ელ. ფორმა. სავარაუდოდ
ონომატოპეური საწყისით. იხ. ba-ki.
za-ma-ma - ჩიტი (?), ფრინველი (?). აქ.
ელ. ფორმა. მნიშვნელობა
დასაზუსტებელია. ძველ ტექსტებში
ჩიტის აღსანიშნად გამოიყენება
შუმერული MUŠEN.

za-na-bu-na - ჭია (?), ჭიაყელა (?). შ. ელ.


ფორმა. მნიშვნელობა სათუოა, გვიანდელ
ტექსტებში გამოიყენება სიტყვა kur-mi
(ძვ. სპარს.), რომელიც ინდოევროპული
ძირიდან უნდა იყოს ნაწარმოები.

zib-ba-ru - აქლემი. აქ. ელ. ფორმა. ერთი


ვერსიით, აქლემის აღსანიშნად ამავე
პერიოდში გამოიყენებოდა ერთეული ši-
ši.

zi-ti - სამი. აქ. ელ.


zi-ti-in - ჯანმრთელობა. ახ. ელ. ფორმა.

zí-ti-qa - მშრალი, დამშრალი, გამხმარი.


აქ. ელ. ფორმა.

zi-ya - დანახვა, ხედვა, შემჩნევა. აქ. ელ.


=si-ia; si-ya; zi-ia. ძირი ინდოევროპული
წარმოშობის უნდა იყოს.

zu-ul - წყალი. ამავე ძირიდან უნდა იყოს


ნაწარმოები zu-ul-la-[i], სავარაუდო
მნიშვნელობით - წყარო, სათავე. zu-ul mu-

27
Hinz: 1314.

20
გამოყენებული ლიტერატურის სია:
Blazek V.
1992 The new Dravidian-Afroasiatic parallels. Preliminary report. In: Nostratic, Dene-Caucasian, Austric
and Amerind, Bochum: Brockmeyer.
Burrow, T., Emeneau M. B.
1984 A Dravidian etymological dictionary. 2nd ed. Oxford [Oxfordshire]: Clarendon Press.
Fähnrich H.
1991 Kartwelisch-Drawidische Sprachparallelen - STUF - Language Typology and Universals, 44. Berlin.
Grillot-Susini F.
1987 Éléments de grammaire Elamite. Paris.
1998 ELAM V. Elamite Language - Encyclopaedia Iranica, VIII/3
Hinz W., Koch H.
1987 Elamisches Wörterbuch (in 2 Teilen). Verlag Von Dietrich Reimer: Berlin.
Khačikjan M.
1998 The Elamite Language - Documenta Asiana IV, Consiglio Nazionale delle Ricerche Istituto per gli
Studi Micenei ed Egeo-Anatolici. Roma.
Klimov G.
1998 Etymological Dictionary of the Kartvelian Languages. Berlin ; New York : Mouton de Gruyter.
König, F. W.
1965 Die elamischen Königsinschriften. Graz.
Martin S. E.
1987 The Japanese Language Through Time. New Haven – London.
McAlpin D. W.
1974 Toward Proto-Elamite-Dravidian – Language, Vol. 50. No. 1. Linguistic Society of America.
McAlpin D. W.
2015 Brahui and the Zagrosian Hypothesis - Journal of the American Oriental Society, Vol. 135, No. 3.
American Oriental Society.
Starostin G.
2002 On the genetic affiliation of the Elamite language, Mother Tongue (ISSN: 1087-0326), vol. VII.
Stolper M.

21
1984 Texts form Tall-I Malyan. Elamite Administrative Texts I. USA.
Tolman H. C.
1891 Grammar of the Old Persian Language, Scholar Select. Washington.
Watkins C.
2011 Dictionary of Indo-European Roots. Houghton Mifflin Harcourt, Boston. USA.
Дьяконов И. М.
1979 Эламский язык - Языки Азии и Африки. — М.,. Т. III.
სოხაძე პ.
2016 რამდენიმე მოსაზრება კასიტური ენისა და რელიგიის შესახებ. აღმოსავლეთმცოდნეობა
N 5. უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი.
ტატიშვილი ი.
2010 ხეთურ-ქართული ლექსიკონი. ნაკვეთი 4: L-M-N. ლოგოსი, თბილისი.
2011 ხეთურ-ქართული ლექსიკონი. ნაკვეთი 5: P. ლოგოსი, თბილისი.

22

View publication stats

You might also like